You are on page 1of 3

დანახარჯების აღრიცხვა ოპერაციების მიხედვით

წინა თავში განვიხილეთ ზედნადები დანახარჯები და გავანაწილეთ ისინი პროდუქტების


თვითღირებულებებში გაკრვეული პარამეტრით, მაგრამ ეს ხდება მაშინ როცა გვაქვს
ერთგვაროვანი პროდუქტები. ერთ ჯგუფში ჩავყარეთ ყველა დანახარჯები , რადგან ყველა
პროდუქტი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ თუკი ასე არ არის, მაშინ
შეიძლება ის ყველა დანახარჯი არც იყოს საჭირო და უფრო ინდივიდუალური მიდგომა
გვჭირდებოდეს.

პროდუქტი დიდ დანახარჯს მოითხოვს, მაგრამ თვითღირებულებაში უფრო ნაკლებია


ასახული. პირიქით, მცირე დანახარჯს მოითხოვს და დიდი რაოდენბით შევიდეს . ეს
პრობლემაა, რადგან პირველ შემთხვევაში შეიძლება იაფად გავყიდოთ და ზარალზე
წავიდეთ, ხოლო მეორე შემთხვევაში უფრო ძვირს და ბაზრის წილის დათმობა მოგვიწიოს .

-ABCosting განიხილავს ცალკეულოპერაციას არაპირდაპირი ხარჯების წარმომქმნელ


პროცესად, მაგალითად დანადგარის დამონტაჟება მისი მოვლა, პროდუქციის
განაწილება, პროცესის პროექტირება. შედეგად აღრიცხული დანახარჯები ნაწილდება
სხვადასხვა ობიექტზე იმ ოპერაციების მიხედვით, რომლებიც აუცილეელია თითოეული
მათგანის შესაქმნელად. ის ხდება 3 მიმართულებით:

1) პირდაპირი დანახარჯები-კომპანიები უნდა შეეცადონ რაც შეიძლება მეტი დანახარჯი


აქციონ პირდაპირად, შედეგად შემცირდება ზედნადები . ანუ ზედნადებიდან გადმოიტანონ
პირდაპირში.

2) არაპირდაპირი დანახარჯები- დავყოთ რამდენიმე ჯგუფად და თითოეულ მათგანში


ერთგვაროვანი დანახარჯები გავაერთიანოთ. დანახარჯებს დანახარჯის ობიექტთან ერთი
მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს, ანუ რაღაც პარამეტრით მოქმედებს დანახარჯი
ობიექტზე.

3) დანახარჯების განაწილების ბაზები-ზენდადები დანახარჯის ყოველი ჯგუფისთვის


საუკეთესო ბაზის არჩევა.

ABC costing განიხილავს ცალკეულ ოპერაციას ზედნადები ხარჯების წარმომქმნელ


პროცესად, ამიტომ შედეგად აღრიცხული დანახარჯები ნაწილდება სხვადასხვა
ობიექტზე იმ ოპერაციების მიხედვით, რომლებიც აუცილებელია, თითოეული
მათგანის შესაქმნელად.

ამ მიდგომის მიხედვით, ზოგადი გაუმჯობესების 3 პუნქტის დაკონკრეტება ასე უნდა


მოხდეს:

1) ზოგიერთი დანახარჯი, რომლებიც ტრადიციული მიდგოით ზედნადები დანახარჯის


რომელიღაც ჯგუფშია გაერთიანებული, შეიძლება უშუალოდ იქნეს მიკუთვნებული
პროდუქტზე. მაგალითად, კონკრეტული დანადგარი მუშაობს მხოლოდ მაგიდების
დასამზადებლად, მაშინ ამ დანადგართან დაკავშირებული ხარჯები პირდაპირ უნდა
აისახოს მაგიდების თვითღირებულებაში და არ უნდა განაწილდეს საწარმოში
დამზადებულ სხვა ობიექტებზე.
2) სხვადასხვა ოპერაციებთან დაკავშირებული ზედნადები დანახარჯები რამდენიმე
ერთგვაროვან კატეგორიად უნდა დაჯგუფდეს -დამატებითი ნედლეული და მასალები,
კომუნალური დანახარჯები, ადმინისტრაციის ხელფასები, ნედლეულის მიწოდება ,
ხარისხის კონტროლი, პროდუქტის მოდიფიტკაცია.

3) ცალკეული ჯგუფისთვის შეირჩევა შესაბამისი პარამეტრი. ის, რომელიც აკავშირებს


დანახარჯების ერთობლიობასა და დანახარჯების ობიექტებს. ანუ დანახარჯებს , ბაზასა და
ობიექტს შორის უნდა არსებობდეს გარკვეული მიზე-შედეგობრივი დამოკიდებულება
კომუნალური ხარჯები მანქანა საათების მიხედვით, წარმოების დანახარჯი შრომის
საათების მიხედვით, ნედლეულის შემოზიდვა დამუშავებული პარტიების რაოდენობის
მიხედვით.

დანახარჯების იერარქია
დანახარჯებსა და დანახარჯის ობიექტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირების
გამოვლენასთან არის დაკავშირებული. არის 4 იერარქიის დანახარჯები :

1) ერთეულის დონის დანახარჯი- დამხმარე ნედლეული და მასალები, კომუნალური


ხარჯების დიდი ნაწილი, დამხმარე თანამშრომლების ხელფასები .
2) პარტიებთან დაკავშირებული დანახარჯები-ნედლეულის შემოზიდვა , ხარისხის
კონტროლი.
3) პროდუქტის დონის დანახარჯები-დიზაინერთა შრომის ანაზღაურება , საწარმოო
ხაზის გაწყობის ხარჯები, პროტოტიპის დამზადების ხარჯები .
4) საერთო საწარმოო დონის დანახარჯები- საწარმოო ხელფასები, შენობისა და
დანადგარების ცვეთა, იჯარა, დაზღვევა, დაცვის ხარჯი.

საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

1) აქტივობების/ოპერაციების იდენტიფიცირება .
2) ზედნადები დანახარჯების დაჯგუფება ბაზების მიხედვით .
3) თითოეული ბაზისთვის ნორმის გამოთვლა.
4) ზედნადებების ალოკაცია.

შეიძლება ასეც იყოს, 15 % მანქანის საათი, 85 % შრომა ბაზებად აღება. ამას ეძახიან 2
ნაბიჯიან ალოკაციას, რადგან ჯერ მთლიანი ზედნადები პროცენტობის მიხედვით უნდა
გავანწილოთ, შემდეგ გავიგოთ თითოეული მათგანის ნორმა და მეორე ნაბიჯზე, ამ
ნორმის მიხედვით გავანაწილოთ ზედნადები. თავიდან არის აღებული მთლიანი ბაზა ,
მაგალითად საათების და ნორმის გაგების შემდეგ ხდება გადანაწილება თითოეულ
აქტივობაზე, მაგალითად 2 სათამაშოზე.

პრაქტიკული:

1) გვაქვს ორი დეპარტამენტი, თითოეული მათგანისთვის განაწილების ბაზა არის


სხვადასხვა, ამიტომ თითოეული მათგანის ცალკეულ OH-ს გავყოფთ მათსავე
ბაზაზე და არა მთლიანზე. ორივე დეპარტამენტი აკეთებს ერთსა და იმავე
პროდუქტს.
2) მეორე ეტაპზე მოვახდენთ გამოთვლილი ნორმებით ზედნადების განაწილებას.
პროდუქტისთვის განაწილებული ზედნადების გამოსათვლელად ცალ-ცალკე
ვაკეთებთ დეპარტამენტზე, პირველ დეპარტამენზე ბაზა იყო შრომა და ამაზე
ვამრავლებთ ნორმას, ხოლო მეორეზე მანქანის საათები, გამრავლება და მათი
ჯამი. კონკრეტულ პროდუქტს რაც მოხმარდა, შეიძლება ბევრი პროდუქტი იყოს.

You might also like