You are on page 1of 4

ზოგადი აღწერა და ძიერული ცნებები

ბიზნესის მართვის ერთანი სისტემა, შედგება სხადასხვა ფუქნქიური


მოდულებისგან, რომელთა ფუნქციონირებაც შესაძლებელია, როგორც ცალ-ცალკე, ისე
გაერთიანებული აპლიკაციის სახით. არსებობს საწყისი ფუქნციური მოდულები , რომელიც
სავალდებულოა სხვა მოდულებისათვის. საწყობი და ბუღალტერია სავალდებულო
მოდულები იქნება, მიუხედავად ამისა პროდუქტის ეს ორი მოდული აპლიკაციის
ფუნქციონირებისათვის არ იქნება სრულად სავალდებულო, მაგრამ ფინანსური
ანგარიშთა გეგმა, რომელზეც იქნება დაფუძნებული ყველა ოპერაცია და ეს მოდელი არის
ბუღალტრული მოდულის კუთვნილება, ცალკე მდგომი ობიექტი იქნება, რომელიც
მხოლოდ საწყობის მართვის პირობებშიც იქნება ჩართული. გამომდინარე იქიდან , რომ
აპლიკაციის საწყის ობიექტებს ვქმნით, ზოგიერთ შემთხვევაში მოგვიწევს ისეთი
ობიექტების და ფუქნქციების შექმნა, რომელიც მართალია სხვა მოდულს ეკუთვნის ,
მაგრამ ამ მოდულთანაც კვეთაში მოდის და შესაბამისად მათი შექმნაც აუცილებელია .

აპლიკაცია შედგება მოდულებისაგან:

 საწყობი (მარაგების მართვა)


 წარმოება
 ვაჭრობა (დისტრიბუცია)
 ბუღალტერია (ფინანსები)
 HR (კადრების მართვა)
 პროექტების მართვა

ანგარიშთა გეგმა - ეს არის საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის გეგმა,


რომელიც ერთგვარ სტრუქტურულ ხეს წარმოადგენს და თითოეული საწყისი ანგარიში ,
სტანდარტის მიხედვით, კონკრეტული ტიპის ოპერაციას ემსახურება. მაგ. საერთაშორისო
სტანდარტით დადგენილია, რომ „1640“ (თექვსმეტი ორმოცი) ის ანგარიშია სადაც მზა
პროდუქციის აღრიცხვა მიმდინარეობს. პროდუქციას ჭრდება საწყობი, იქ სადაც
პროდუქცია ინახება არის ერთგვარი საწყობი, არ აქვს მნიშვნელობა მის ფორმას .
შესაბამისად თუ დავარეგისტრირეთ ახალი საწყობი, დავარქვი სახელი, მივანიჭე
მისამართი და სხვა მენეჯერებისათვის საჭირო მნიშვნელობები და ასევე ავირჩიე
ბუღალტრული ანგარიში თუ სად მიდის რეგისტრაცია, ეს უნდა იყო აპლიკაციის
შეთავააზებული საწყისი 1640, მაგრამ უფლებამოსილი პირისგან ანგარიშის ცვლილებაც
არაა პრობლემა, ამ შეზღუდვას არ ვაწესებთ, თუმცა საწყისად შეთავაზებული ანგარიში
1640-ია. რეგისტრაციის შემდეგ 1640-ის ქვეშ შეიქმნება ქვეანგარიში 1640-01 (პირობითად)
მზა პროდუქციის საწყობი, შემდეგი საწყობის რეგისტრაციის დროს შეიქმნება 1640 –02 და
ა.შ . ხოლო ამ საწყობში რეგისტრირებული მზა პროდუქცია შეგვიძლია საქონლის
რეგისტრაციის დროს დავარეგოსტრიროთ უკვე შექმნილ „მზა პროდუქციის საწყობში “,
რომლის ანგარიშია 1640-01 და აქ დარეგისტირებული მაგ. საქონლეი ძეხვი, რომლის
რეგისტრაციის დროსაც მივუთითე ეს საწყობი იქ დარეგისტრირდება საკუთარი
ქვეანგარიშით მაგ. PR000000001 და საბოლოოდ მივიღებთ, რომ საწყობში
რეგისტრირებულ საქონელს აქვს შემდეგი ანგარიში 1640-01- PR000000001 . სადაც 1640
არის მშობელი, მისი ქვე ანგარიში არის 01 (მზა პროდუქციის საწყობის ოდი) და კიდევ
მასზე დაქვემდებარებული სქონელი, რომლის კოდია PR000000001.

ანგარიშთა გეგმის ბმულებია :

http://www.auditgroup.ge/page.php?id=58
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%97%E1%83%90_
%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90

ანგარიშთა გეგმის ფუნქციური თვისებებია, ძირითად მშობელ ანგარიშებზე ახალი


ქვეანგარიშების შექმნა რედაქტირება, რომელიც სხვადასხვა ოპერაციების და ფორმების
დროს იქნება არჩეული.

შემოსავლების სამსახური - RS.GE

პორტალზე მიმდინარეობს ბიზნეს პროცესეთან დაკაშირებული ოპერაციების აღრიცხვა ,


საგადასახადო ვალდებულებეისა და შემოსავლების სამსახურთან წარსადგენი
დოკუმენტაციის რეგისტრაცია-რეესტრის მართვა.

RS.GE-ს აქვს თავის APi , თითეული ბიზნესი რეგისტრიებულია და აქვს მისთვის საჭირო ვებ
სერვის. ჩვენთვის ამ სისტემიდან ბევრი ტიპის ინფორმაცია გვექნება წამოსაღები მაგ .
სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშფაქტურები.

სასქონლო ზედნადები - არის ორ კომპანიას შორის ან ერთი კომპანიის მიერ


შექმნილი დოკუმენტი , რომელიც საჭიროა საქონლის შეძენა ტრანსპორტირების
შემთხვევაში.

ანგარიშფაქტურა - არის ორ კომპანიას შორის წარმოქნილი მომსახურების


დოკუმენტი

შემოსავლების სამსახურიდან მისაღები ინფორმაციების სახეობები სხვადასხვაგვარია ,


მაგრამ დანარჩეი ბუღალტერიის მოდულის დროს იქნება გათვალისწინებული. ამ ეტაპზე ,
მხოლოდ სასაქონლო ოპერაციებთან დაკავშირებული სერვისები დაგვჭირდება .
კონკრეტულად „სასაქონლო ზედნადებები“ . აქვე აღვნიშნავ, რომ მიმდინარეობს ახალი
ტიპის დოკუმენტის დამტკიცება, შექმნილია, მაგრამ არაა სავალდებულო, რომლის
მიხედვითაც ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები ერთი დოკუმენტის ტიპით
იქნება წარმოდგენილი.

საბაჟო - იმპორტირებული საქონლის სერვისი, სადაც აღირიცხება კომპანიების მიერ


შემოტანილი საქონლის ღირებულება და რაოდენობა. აქვთ Java-ზე დაწერილი
აპლიკაცია, გასცემენ თუ არა სერვისს სხვა აპლიკაციებისთვის ეს გასარკვევია ამ ეტაპზე ,
თუმცა საბაჟო დოკუმენტის რეგისტრაციის ფორმა ჩვენ პროგრამაში წარმოდგენილი
უნდა იყოს. თუ იქნება სერვისი, მომხარებელი ხელთ არ შეავსებს ამ ფორმას და ეს მათ
კომფორტს წარმოადგენს.

საწყობი

საწყობი - ეს არის ზოგადი ტიპის მოდელი, რომელიც თავისი ფუნქციით შესაძლებელია


სხვადასხვა ტიპებად დავყოთ. მაგალითად, საწყობის კლასიკური გაგება, რომელიც
წარმოადგენს რაიმე ტიპის ფიზიკურ სივრცეს, სადაც პროდუქცია ინახება . არსებობს
მოძრავი ტიპის დროებითი საწყობი, რომელსაც სადისტრიბუციო მანქანები
წარმოადგენენ და მათ საქონელი მოკლევადიანი პერიოდით აქვთ საკუთრ „ბორტზე “
დასაწყობებული. მაღაზიის თაროებიც ერთგვარი საწყობია, რომელსაც შესაძლოა იგივე
მახასიათებლები ჰქონდეს, როგორც სასაწყობე ფართში განთავსებულ პროდუქციებს .
ამიტომ როდესაც მომხარებელი ქმნის ახალ საწყობს მას ჭირდება გამიჯნოს თუ რა ტიპის
საწყობს ქმნის. პირველ ეტაპზე ჩვენ სასაწყობე მოდულში, რეგისტრაციის დროს ვქმნით
მხოლოდ კლასიკური ტიპის საწყობს.

საქონელი

ნაწარმოები მზა პროდუქცია (საწარმოს შემთხვევაში) ან შეძენილი საქონელი ,


რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა მახასიათებლებით და გააჩნია ერთ პროდუქტს
ერთი ან რამდენიმე საწყობი, შესაბამისად ეს საქონელი ანგარიშთა გეგმაზე ,
შესაძლებელია სხვადასხვა ანგარიშზე იყოს წარმოდგენილი. ის რომ ერთიდაიგივე
საქონელი სხვადასხვა ანგარიშზე შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი ეს პრობლემას
არ წარმოადგენს, პრობლემაა, როცა ერთი და იგივე საქონელი სხვადასხვა სახელით
არის წამოდგენილი და ორი სხვადასხვა პროდუქტის შთაბეჭდილებას ქმნის . ამისთვის
არსებობს შესაბამისობს ცნება, რაც გულისხმობს ერთ ძირითად საქონელზე სხვა
საქონლის დაქვემდებარებას, ისე, რომ მომხმარებლის მხარეს მუდამ ერთი დასახელება
არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ის უკან სხვადასხვა დასახელების პროდუქტის მოძრაობა
მიმდინარეობს.

კლიენტები , მომწოდებლები, ვენდორები, მომხმარებლები

იურიდიული თუ ფიზიკური პირების რეგისტრაცია აპლიკაციაში ერთდაიმავე


ფორმით მიმდინარეობს. შესაძლოა მათ ჰქონდეთ განსხვავებული ად დამატებითი
მნიშვნელობის ველები. ფიზიკური პირი სახელმწიფოსთან განსხვავებული
საგადასახადო პირობებით სარგებლობს ვიდრე იურიდიული პირი. შესაბამისად
როდესაც რეგისტრირდება აპლიკაციაში კლიენტი, მომწოდებელი, ან ვენდორი
მათი ფუნქცია შესაძლოა ერთი და იგივეა, მაგრამ საგადასახადო სტატუსი
(ფიზიკური პირია თუ იურიდიული) განსხვავებული დამოკიდებულება უჩნდება
მეორე მხარეს.
 კლიენტი- ეს არის ფზ. ან იურ. პირი რომელთანაც ვარ ანგარიშვალდებული
მომსახურების პირობეით.
 ვენდორი- არის ფზ. ან იურიდ. პირი რომელთანაც გვავქს პროდუქტით
დაკავშირებული ორმხრივი ანგარიშვალდებულება.
 იურიდიული პირი რომლისგანაც ვიღებთ პროდუქციას (საქონელს
 მომხმარებლები - არიან პირები, რომლებიც საბოლოო მოხმარებისთვის
იღებენ საქონელს, მაგალთად ონლაინმაკეტის ან ფიზიკური მაღაზიის
მომხმარებლები. ონლაინმაღაზიის შემთხვევაში მომხარებელთა პირად
ინფორმაციას ვინახავთ, განსხვავებით ფიზიკური მაღაზიის საცალო
გაყიდვებისა.

საწყობის ფუნქციონალი
საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვა მიმდინარეობს, რამდენიმე ტიპის
დოკუმენტით: 1. შემოსვლის 2. ჩამოწერის 3. შიდაგადაზიდვის 4. შეძენა 5. რეალიზაცია 6 .
უკანდაბრუნების. ასევე მნიშვნელოვანია „ინვენტარიზაციის დოკუმენტი “, იგივე აღწერის
დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც ხდება სასაწყობე ნაშთების კონტროლი , ედრება თუ
არა ფიზიკური ნაშთები პროგრამულ ნაშთებს.

ამ მოდულის აუცილებელი ნაწილია საქონლი, კლიენტები, მომწოდებლები (ვენდორები ),


საფასო პოლიტიკის და ხელშეკრულებების რეგისტრაცია.

„ცნობარები“ ეს არის ზოგადი ტერმინი, რომლის შიგნითაც მოიაზრება საწყობების,


საქონლის, მანქნა-დანადგარების, ორგანიზაციების, ბანკები, ქვეყნები, ქალაქები და ა.შ.
ნუსხები. შესაბამისად შეგვიძლია დასახელებული ობიექტების პირველადი
რეგისტრაციისთვის მენიუს ზოლში შევქმნათ „ცნობარები“, სადაც დარეგისტრირდება
დასახელებული ობიექტები ეტაპობრივად. გარკვეული მოდულები ახალ ობიექტებს
მოითხოვს, რომელიც მერე დაემატება ცნობარებში

საწყობის დოკუმენტების და ფორმების აღწერა

საწყობის რეგისატრაცის ველები

 ID
 კოდი (რომლითაც მიებმება ანგარიშთა გეგმაზე)
 ტიპი (საწყობი, ბორტი, მაღაზია)
 ჯგუფი (გაწევრიანდება რამე მშობელ ჯგუფში)
 დასახელება
 მისამართი
 ობიექტი 1
 პასუხისმგებელი პირი (მენეჯერი)
 არქიტექტურა2
 უარყოფითი ნაშთის დაშვება (მოსანიშნი ჩეკბოქსია, რომლის გააქტიურების
შემთხვევაში დასაშვები იქნება საყობის მინუსზე გასვლა, ეს ნიშნავს რომ შესაძლოა
საწყობში 0-ია ვაშლი, მაგრამ რეალიზაციის დროს პროგრამამ ამ საწყობიდან
გაუშვას მინუსზე საქონელი. ესეთი შემთხვევა ხშირია მაღაზიებში, როცა მენეჯერები
საქონლის დოკუმენტურ მიღებას ვერ ასწრებენ, მაგრამ დარბაზში უკვე
დისტრიბუტორმა განათავსა საქონელი, ამ დროს მომხმარბელი რომ არ
შეფერხდეს ხდება საქონლის გაყიდვა, მაგრამ ნაშთები გვიან სწორდება , როცა
მოხდება მიღების საქონლის გატარება.

1
„ობიექტი“ ვფიქრობ შეიცავდეს სამომავლოდ იმ ფიზიკური ობიექტის მისამართს, სადაც არის
განთავსებული ეს საწყობი. ეს ცნება შესაძლოა იყოს ძალიან ფართო, მაგ. შეიცავდეს იჯარის
ხელშეკრულებას, ფართის რეკვიზიტს, სხვადასხვა პირობებს, GPS მისამართს და ა.შ... ამიტომ
საწყობის მნიშვნელობები ძალიან რომ არ გაიზარდოს და ყოველ ჯერზე სადაც საწყობი იქნება
მოთხოვნაში სერვერმა დიდ ობიექტს არ მიაკითხოს, ამისთვის საწყობის ობიექტს სამომავლოდ
დაემატება ასეთი ინფორმაციული ობიექტი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მიაკითხავს .
2
ამ ველის უკან მოვიაზრებ საწყობის დაგეგმარებას , რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ძალიან ბევრ
ფუნქციურ მნიშვნელობას, მაგ. დაყოფა სექციებად, იარუსებად, თაროებად.

You might also like