You are on page 1of 17

ოპერაციების

მენეჯმენტი &
ლოგისტიკა
მარიამ მაჭარაშვილი
Agenda
01 02 03
კომპანიის პროდუქტები და პრობლემა და
შესახებ ოპერაციები გადაჭრის გზა

04 05
ფინანსები დასკვნა
A LOGISTICS
COMPANY
ჩვენს შესახებ
A Logistics Company (ALC) წარმოადგენს წამყვან ლოგისტიკურ
კომპანიას საქართველოში, რომელიც ფლობს და მართავს
უძრავ ქონებას. ჩვენ ვთავაზობთ მიწოდების ჯაჭვის სრულ
მართვასა და სხვადასხვა ტიპის ობიექტებსა და საწყობებს
წარმატებულ ბიზნესებს საქართველოში.

ALC აქვს ორი ძირითადი ბიზნეს მიმართულება:


1. 3PL - ლოგისტიკური სერვისი
2. უძრავი ქონების მენეჯმენტი
90,000 120,000
პალეტ ადგილი კვ.მ
კომპანიის ძირითადი აქტივები
კომპანიის ძირითად აქტივებს წარმოადგენს
მისი სასაწყობე, საოფისე სივრცეები,
ტერიტორია, ინვენტარი, ძირითადი
საშუალებები (სასაწყობე მარაგები),
ადამიანური კაპიტალი.

კომპანიაში ძირითადი დაფინანსების


წყაროებია ბანკის სესხი ახალი პროექტების
დასაფინანსებლად და “აწარმოე
საქართველოს” გრანტი, 3PL ლოგისტიკის
განსავითარებლად.

ორგანიზაციაში ფულადი ნაკადების მართვა


და ფულადი სახსრების მოძრაობის
ანგარიშგება ხდება თვის დასაწყისში
შემდგარი cash budget-ით, რითაც ვსაზღვრავთ
დაახლოებით ხარჯებს.
ორგანიზაციული სტრუქტურა

Product Development Officer Operational Analysts


Deputy CEO
CEO

1 Forklift Driver

Logistics Manager 3PL Warehouse Manager 3 Warehouse worker


3PL საწყობის როლი მიწოდების ჯაჭვში
3PL საწყობის როლი მიწოდების ჯაჭვში არის ლოჯისტიკისა და განაწილების პროცესების

ოპტიმიზაცია, ხარჯების შემცირება, ეფექტურობის გაზრდა და მომხმარებელთა მომსახურების

გაუმჯობესება. ამ ფუნქციების სპეციალიზებულ პროვაიდერებზე აუთსორსინგით, ბიზნესს

შეუძლია ფოკუსირება მოახდინოს მათ ძირითად საქმიანობაზე, გააუმჯობესოს მიწოდების

ჯაჭვის მუშაობა და მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე.


3PL საწყობები გამოიჩევა ISO 9001:15 ის სტანდარტიზებული
სერვისებით, მრავალწლიანი გამოცდილებით, საერთაშორისო
ლოგისტიკური სტანდარტებითა, უსაფრთხოებისა და სასაწყობე
სისტემების მართვის სისტემებით.
ეს კონკრეტული საწყობი ამ ეტაპზე ემსახურება 10+ კომპანიას
და უწევს სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას.
3PL საწყობის ოპერაციები
საიჯარო მომსახურების ოპერაციები
სურათზე მოცემულია ჩვენი ერთერთი
ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია
9 სასაწყობე და საოფისე სივრცე,
რომელთაგან 1 წარმოადგენს 3PL
საწყობს. დანარჩენი ტერიტორები
გაქირავებულია საიჯარო
ხელშეკრულებით.

ერთერთი საიჯარო სასაწყობე სივრცე.


პრობლემა
ამ ეტაპზე ჩვენი კომპანიის შემოსავლების 80% შეადგენს საიჯარო
მომსახურების თანხა. უახლესი 5 წლის გეგმა მოიცავს კომპანიის
შემოსავლებში 3PL ლოგისტიკის წილის გაზრდას და სწორედ ამ
მიმართულებით გვაქვს ბევრი პროექტი წამოწყებული ახალ ლოკაციებზე.

თუმცა არსებულ ლოკაციებზე, სადაც საიჯარო ტერიტორიებია, შენობების


ტექნიკური გაუმართაობიდან გამომდინარე, რთულია A კლასის საწყობების
გაშენება.

თუმცა, ამ ტერიტორიაზე იჯარით აღებულ კომპანიებს სურვილი აქვთ


პერიოდულად გამოიყენონ სხვადასხვა ინვენტარი ან ის ლოგისტიკური
სერვისი, რომლის მოძიებაც და გამოყენებაც თავად ძვირი უჯდებათ.
როგორიცაა Forklift, ე.წ პალეტის ურიკა და სხვა.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ,
კომპანიის ლოგისტიკური სერვისების
გასაუმჯობესებლად, არსებული
რესურსიდან გამომდინარე,
შესაძლებელია დამატებითი
პროდუქტის შექმნა უკვე არსებული
საიჯარო კლიენტებისთვის.

ეს სერვისი წარმოადგენს სხვადასხვა


დროს სხვადასხვა სასაწყობე
ინვენტარით და საწყობის
თანამშრომლის დახმარებას მათ
ლოგისტიკურ პროცესებში, იქნება ეს
ტვირთის გადმოცლა, დასაწყობება თუ
გაცემა.
ჩატარდა მოკვლევა და კომპანიაში ამ ეტაპზე არსებული 55 კომპანიიდან, 20-
მა გამოთქვა დაინტერესება თვეში საშუალოდ გამოიყენოს ეს სერვისი.

ამ პროექტის განსახორციელებლად დამატებითი ავტომტვირთავი და ხელის


ურიკების რესურსი უკვე აქვს კომპანიას. ხარჯებში გასათვალისწინებელი
იქნება 2 ახალი თანამშრომლის აყვანა, რომლებიც კონკრეტულად ამ
სერვისებზე იმუშავებენ.

Forklift (Hourly 100.8


rate)
Net Salary for two 2520 Gel
Pallet Jack (Hourly 55 Employee
rate)
სამეურნეო ხარჯები 1000
თანამშრომლის 15 (ბენზინი, შემოწმება)
სამუშაო
დასკვნის სახით,

შესაძლოა ამ კონკრეტულმა სერვისმა არ


გაზარდოს კომპანიის შემოსავალი
კოლოსარულად და მოახდინოს მის
ფინანსებზე დიდი გავლენა, თუმცა, ვფიქრობ,
სამომავლოდ ეს საფუძველს ჩაუყრის,
კომპანიების მხრიდან ინტერესს, ჩადონ
ინვესტიცია თავიანთ ლოგისტიკურ
პროცესებში და პერსპექტივაში დანერგონ 3PL
აუთსორსინგი. და როდესაც ისინი მზად
იქნებიან ეს გადაწყვეტილება მიიღონ, ჩვენ
უკვე მზად დავხვდებით.
მადლობა!

You might also like