You are on page 1of 9

თავი 7.

ბიზნეს ოპერაცია და ბიზნესის დაგეგმვა


7.1. ბიზნესის ორიენტირი და სტრატეგიული დაგეგმვა

თანამედროვე ბიზნესში სტრატეგია - მართვის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი


შემადგენელი ნაწილია, რომელიც გულის გრძელვადიანი მიზნების მიღწევის
საშუალებების განსაზღვრას. ესაა ხანგძლივი და გულმოდგინე აზროვნების ნაყოფი,
როდესაც საწარმოს გარემოს შიდა სტრუქტურის, რესურსების, ძლიერი და სუსტი
მხარეების ანალიზით, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებით, ხდება
არასასურველი და სარისკო შედეგების თავიდან აცილება.
ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ ბიზნესის ორიენტირი და სტრატეგია.
ორიენტირი წარმოადგენს ბიზნესის მიზანს, ხოლო სტრატეგია არის მიზნის
მიღწევის საშუალება. ბიზნესის დაწყებამდე საჭიროა მოსაგვარებელი საქმეების
განაწილება და თანმიმდევრობის დადგენა, მიზნის შესაბამისად უნდა გადაიჭრას
შემდეგი ამოცანები:
 ორგანიზაციის ჩამოყალიბება;
 ბაზარზე იმიჯისა და რეპუტაციის ფორმირება;
 პროდუქციის საქონელმოძრაობის (განაწილების) არხების შერჩევა;
 მომხმარებლისათვის პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებული თანმხლები
მომსახურების დეტალების დადგენა.
ბიზნესის მიზნებისა და და მისი მიღწევის საუკეთესო გზების ძიება წარმოადგენს
ბიზნესის სტრატეგიას, რომელიც ბიზნესსუბიექტებს (ფირმებს,კომპანიებს)
საშუალებას აძლევს საკუთარი მიზნები მოქმედებად აქციონ ან იდეის ავტორს
არარეალურობა დაანახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაწეული იქნეს დიდი
დანახარჯები და შედეგი გაუთვალისწინებელი, ზარალის მომტანი იყოს.
განასხვავებენ სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ოპერატიულ მიზნებს:
სტრატეგიული მიზნები ითვალისწინებს ბიზნესის მასშტაბური და
გრძელვადიანი პრობლემების გადაჭრას.
ტაქტიკური მიზნები კერძო ხასიათის ამოცანებია, რომელთა გადაჭრა
აუცილებელია სტრატეგიული მიზნების უზრუნველყოფისათვის.
ოპერატიული მიზნები კი მოიცავს მიმდინარე ამოცანების გადაწყვეტას
ტაქტიკური და სტრატეგიული მიზნების რეალიზაციისათვის. მათ შესაბამისად
შეიმუშავებენ სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ოპერატიულ გეგმებს. სტრატეგიულ
გეგმას უმაღლესი რანგის მენეჯერები ამუშავებენ და 3-დან 5 წლამდე პერიოდს
მოიცავს. ტაქტიკურ გეგმებს კი საშუალო რგოლის მენეჯერები და 1-დან 3 წლამდე
პერიოდს მოიცავს, ხოლო ოპერატიული გეგმები დაბალი რგოლის მენეჯერთა
ყოველწლიური სამუშაო გეგმაა. ამასთან ერთად გეგმების შედგენა ბიზნესში
მრავალი ქვედანაყოფის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება, რადგან
გეგმები თავისი სტრუქტურით მრავალმხრივია და ფირმის წინაშე მდგარი
უმთავრესი პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს.
როგორც წესი, ბიზნეს სტრატეგია იბადება ორიგინალური იდეის საფუძველზე.
მაგალითად, ცნობილია ჰენრი ფორდის იდეა ავტომობილის ახალი მოდელის
აწყობასთან დაკავშირებით ან უ. დისნეის ანიმაციური ფილმები. ბილ გეითსის
კომპიუტერული პროგრამები და სხვა. შესაბამისად, მისი ძირითადი მახასიათებელია
უნიკალურობა. ხშირად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - როგორ მოვახდინოთ
წარმოების პროცესში პროდუქციის წუნის მინიმიზაცია, სამუშაო ძალის
1
კვალიფიკაციის ამაღლება, საქონლის დასაწყობება და ა.შ., ძნელია უნიკალურობით
გამოირჩეოდეს. ამიტომ, ამ ტიპის აქტივობა, როგორც წესი, არ წარმოადგენს
სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა სფეროს და ოპერაციული ეფექტიანობის
ამაღლების პრობლემას განეკუთნება. მაიკლ. პორტერის განმარტებით, ოპერაციული
ეფექტიანობა ნიშნავს მსგავსი საქმიანობის კონკურენტებზე უკეთ შესრულებას. ამის
საპირისპიროდ, სტრატეგიული გეგმა გულისხმობს კონკურენტებისაგან
განსხვავებულ ქმედებებს ან მსგავს საქმიანობას, მაგრამ სხვა ეფექტიანი გზებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სტარტეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
მახასიათებელი შეიძლება გადმოვცეთ ორი სიტყვით „იყავი განსხვავებული“.
ბიზნესის განვითარებისაკენ მისწრაფება, როგორც წესი, საწარმოს უბიძგებს
სტრატეგიის გაფართოებისაკენ, ახალი ტექნოლოგიების ათვისებისკენ,
კონკურენტების მიბაძვის ან ზოგიერთ შემთხვევაში მათი შთანთქმისაკენ.
ერთდროულად რამდენიმე გზით წარმატების მიღწევის მცდელობა, კი იწვევს
გაურკვევლობას, ზიანს აყენებს საწარმოს მოტივაციას და მიზანსწრაფულობას.
ამიტომ, როდესაც სხვადასხვა სტრატეგიული პოზიცია შეუთავსებელია,
აუცილებელია განისაზღვროს თუ რომელზე ითქვას უარი.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბიზნესის განვითარების სტრატეგიულ
დაგეგმვას, რომელიც პროგნოზირების სხვადასხვა მეთოდების(ექსტრაპოლაციის,
ექსპერტიზის, ეკონომიკურ-მათემატიკური, მოდელირების და სხვა)გამოყენებით
ასახავს დღეს მიღებული გადაწყვეტილებებით სამომავლო განვითარების
შესაძლებლობას და შედეგს.
ბიზნესის სტრატეგიული გეგმა შეიძლება იყოს:
 ბაზრის წილის ზრდა გამოშვებული(ტრადიციული) პროდუქციის ხარჯზე;
 ბაზრის გაფართოება გამოშვებული პროდუქციის ნომენკლატურის
(მრავალფეროვნების) გადიდებით;
 ახალ ბაზრებზე ახალი საქონლით დივერსიფიკაცია, მათ შორის საერთაშორისო
ბაზარზე;
 წარმოების დანახარჯების მინიმიზაცია და მაქსიმალური მოგების მიღება და ა.შ.
თანამედროვე პირობებში ბიზნესის სტრატეგია განუწყვეტლივ იცვლება,
რამდენადაც მცირდება პროდუქციის -მომსახურების სასიცოცხლო ციკლი და
იზრდება ინოვაციური ტექნოლოგიების გავლენა ბიზნესის პროცესების
ეფექტიანობაზე, როგორებიცაა მაგ., პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია,
პროდუქციის სასიცოცხლო ციკლი ანუ მორალური დაძველების სიჩქარე,
ინფორმაციის შეგროვების, შენახვისა და განაწილების პროცესები, ახალ
პროდუქციაზე და მომსახურებაზე მომხმარებელთა მოთხოვნის კვლევისა და
შეფასების შედეგები.
სტრატეგიული ბიზნეს-გეგმის შემუშავებამდე მიზანშეწონილია ზოგიერთი
წინასწარი გამოკვლევების ჩატარება შემდეგი საკითხების გსარკვევად:
 შეუძლია თუ არა მომხმარებელმა შეიძინოს შეთავაზებული საქონელი და
მომსახურება;
 ვინ არიან კონკურენტები, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები;
 ბიზნესის დასაწყებად (ფორმირებისათვის) რა სახის შენობა-ნაგებობები და
მანქანა-მოწყობილობებია საჭირო;
 რა მოცულობის ფინანსური რესურსებია საჭირო;

2
 რა პირობებით შეიძლება კრედიტის მიღება(ვადები და საპროცენტო
განაკვეთის სიდიდე);
 შესაძლებელია თუ არა სუბსიდიის, გრანტის ან სხვა ფინანსური დახმარების
მიღება.
ასეთი წინასწარი გამოკვლევა ბიზნესსუბიექტს საშუალებას აძლევს ხელი
შეუწყოს იდეის რეალურ განხორციელებადობას და სასურველი შედეგის მიღების
შემთხვევაში ნებადართულია გასწიოს ბიზნეს-გეგმის შემუშავების საკმაოდ
შრომატევადი პროცესი. დაგეგმვის პროცესის უხარისხოდ ჩატარების შემთხვევაში
წარუმატებლობა აშკარა და გარდუვალია. სწორად შემუშავებული გეგმა უნდა იყოს
მიზანმიმართული, შესასრულებლად რეალური, მოქნილი, დეტალური და
ოპერატიული, მომავლის განვითარების განჭვრეტა(პროგნოზირებადობა)
საშუალებას იძლევა დამუშავდეს რესურსდამზოგი მექანიზმები, ტექნოლოგიური
პროგრამები, საწარმოთა რაციონალური განლაგება, დადგინდეს შესაბამისი
სასაქონლო, მომსახურებითი, ფინანსური და საინფორმაციო ნაკადების მოძრაობის
მიზანშეწონილება.

7.2. ბიზნეს-გეგმის არსი, მისი სტრუქტურა და შემადგენელი ელემენტები

ბიზნეს-გეგმა არის ფორმირებადი ან ფუნქციონირებადი საწარმოს მიზნების,


მათი მიღწევის ღონისძიებებისა და სავარაუდო ფინანსური შედეგების ამსახველი
დოკუმენტი, რომელიც ინვესტორებისა და კრედიტორებისაგან რესურსების
მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა. ბიზნეს-გეგმა რომელიც 3-5 წლის ვადით
მუშავდება, რომელშიც არის ბიზნეს-საქმიანობის აღწერა, პრობლემების
წინასწარმეტყველებისა და მათი გადაწყვეტის საშუალება.
პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში ბიზნეს-გეგმა განიხილება,
როგორც გარედან ინვესტიციების მოზიდვის ინსტრუმენტი. განვითარებულ
ქვეყნებში ბიზნეს-გეგმა ემსახურება ბიზნეს-ოპერაციების კარგად
გათვითცნობიერებასა და ბიზნესის უფრო ეფექტიანი განვითარების გზების ძიებას
ემსახურება.
ვისთვის არის გათვალისწინებული ბიზნეს-გეგმა:
 ფირმის მესაკუთრეებისათვის, რომლებიც ბიზნეს-გეგმას იყენებენ, როგორც
მენეჯერებზე ზემოქმედების ინსტრუმენტს საკუთარი მიზნების მიღწევისა და
ინტერესების რეალიზებისათვის.
 ფირმის მენეჯერებისათვის--რომელთათვის ბიზნეს-გეგმა არის
სახელმძღვანელო დოკუმენტი და დაგეგმვის პროცესი მათი საქმიანობის
ეფექტიანობის უზრუნველმყოფი საშუალება;
 ინვესტორებისა და კრედიტორებისათვის-(კრედიტორები, აქციონერები,
მეპაიე წევრები), რომლებმაც აუცილებელია იცოდნენ და აკონტროლონ
თავიანთი დაბანდებული ფინანსური შენატანებიდან დივიდენდისა და
შემოსავლების უკუგების პერსპექტივა;
 სხვა საქმიანი პარტნიორებისათვის(სახელმწიფო ორგანოები, მომწოდებლები,
ბითუმად მყიდველები და სხვა);
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე განასხვავებენ ბიზნეს-გეგმის ორ სახეობას:

3
1.შიდა ბიზნეს-გეგმა -რომელიც განკუთვნილია საწარმოოს მესაკუთრეების,
აქციონერებისა და მენეჯერებისათვის, როდესაც გეგმა მუშავდება საკუთარი
ბიზნესის თვითდაფინანსების შემთხვევაში;
2.გარე ბიზნეს-გეგმა, რომელიც განკუთვნილია ინვესტორების, კომერციული
ბანკებისა და სხვა პარტნიორებისათვის.
ბიზნესის დაგეგმვის შედეგია ბიზნეს-გეგმა, რომლის დანიშნულებაა
გაგვაცნოს ორგანიზაციის საერთო მდგომარეობა და დასახოს გზები საწყისი
მდგომარეობიდან სასურველ მდგომარეობაში გადასვლისა, ასევე მოგვცეს
სრულყოფილი ინფორმაცია სავარაუდო, მოსალოდნელი ფინანსური შედეგების
შესახებ. ბიზნეს-გეგმა ერთის მხრივ ბიზნესმენისათვის არის აუცილებელი და
მეორეს მხრივ იმ პარტნიორებისათვის ვისთანაც საქმიან ურთიერთობებში
იმყოფება, რათა დარწმუნდენ ორგანიზაციის საიმედობასა და რეალურობაში,
ამასთან ერთად პერსპექტიული განვითარების შესაძლებლობებში.
ამგვარად, ბიზნეს-გეგმა ფირმის ისტორიული მონაცემებისა და ფინანსური
მდგომარეობის შეფასების საფუძველზე გვაძლევს ფირმის მიზნისა და მისი მიღწევის
საშულებების პროექტს.იგი ეხმარება ფირმას შეაფასოს საკუთარი საქმიანობის
შესაძლებლობები და განჭვრიტოს საქმიანობის ზრდის პერსპექტივები. იგი
ერთადერთი წერილობითი დოკუმენტია ინვესტორისაგან ან კომერციული
ბანკისაგან დაფინანსების მიღებისათვის.
ბიზნეს-გეგმა უნდა შედგეს:
 ახალი ფირმების შექმნის წინ;
 ფირმათა გაერთიანებისას;
 ინვესტორების მხრიდან დაფინანსების მისაღებად;
 ახალ ბაზრებზე გასვლის, საწარმოს მოდერნიზაციისა და საქმიანობის
პროფილის შეცვლის შემთხვევებში.
ბიზნეს-გეგმის უნიფიცირებული და მკაცრად რეგლამენტირებული ერთიანი
სტრუქტურა არ არსებობს, მისი განყოფილებები და შემადგენელი ელემენტები
დამოკიდებული ბიზნესის სიდიდეზე(მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესი), მათ
პროფილზე და საქმიანობის მასშტაბებზე.

ბიზნეს-გეგმის სტრუქტურა და შემადგენელი ელემენტები:

 სატიტულო ფურცელი;
 რეზიუმე(ანოტაცია);
 პროდუქციისა და მომსახურების აღწერის გეგმა;
 ბაზრისა და საბაზრო საქმიანობის შესახებ გეგმა;
 კონკურენტებთან საქმიანი ურთიერთობების გეგმა;
 მარკეტინგული გეგმა;
 საწარმოო გეგმა;
 საორგანიზაცო გეგმა;
 იურიდიული გეგმა;
 რისკების მართვის გეგმა;
 ფინანსური გეგმა;
 დასკვნა;
 დანართები.
4
1. სატიტულო ფურცელი
ბიზნეს -გეგმას თავში ერთვის ე.წ,სატიტულო ფურცელი, რომელშიც უნდა
აისახოს ბიზნეს პროექტის დასახელება, საქმიანი ორგანიზაციის საფირმო
სახელწოდება და მისამართი. წარდგენის წელი და თვე. მეორე გვერდზე განთავსდება
ინფორმაცია ფირმის სახელწოდება, მისი დამფუძნებლის (დამფუძნებლების)
ვინაობა და იურიდიული მისამართი, მობილური ტელეფონი, ფაქსი და
ელექტრონული ფოსტა და სხვა რეკვიზიტები. ინფორმაცია ბიზნეს პროექტის
მთლიანი ღირებულების, პარტნიორების წილების განაწილების შესახებ. მომდევნო
გვერდი ბიზნეს-გეგმის შინაარსი, ანუ სარჩევია. მხოლოდ ამის შემდეგ იკინძება
თავად გეგმა.
2. რეზიუმე(ანოტაცია)
ბიზნეს-გეგმის წერილობითი გადმოცემა იწყება ბიზნესის მოკლე აღწერით, ე.წ.
რეზიუმით. აქ უნდა აისახოს ბიზნეს იდეა, მიზნები, ამოცანები და შესაძლო
მიმართულებები, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საქონლის ან მომსახურების
უნიკალურობაზე.
ბიზნეს-პროექტის აღწერისას აუცილებელია შემდეგი ინფორმაციის
წარმოდგენა:
 ფირმის იურიდიული სტატუსი(რომელი სამართლებრივი ფორმით არის
ჩამოყალიბებული ფირმა;
 ბიზნესის ტიპი( საწარმოო, სავაჭრო, საფინანსო, მომსახურებითი და სხვა)
 პროდუქცია და მომსახურება ანუ რა სახის პროდუქციას და მომსახურებას
თავაზობს მომხარებელს, მათი უნიკალურობა და ის თავისებურებანი, რაც მათ
ანიჭებს კონკურენტუპირატესობას ფასწარმოქმნაში, ხარისხში და
ნედლეულის მიღების ხანგრძლივობაში.
 ფირმის ისტორია, მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების ძირითადი ეტაპები
და თავისებურებანი. მითითებული უნა იყოს ბიზნესის ფორმირებას(საწყისი)
ეტაპი) თუ გაფართოებას ეხება ბიზნეს-გეგმა;
 ბიზნესის მიზნები, მათი მიღწევის მარკეტინგული სტრატეგია და ტაქტიკა;
 ბიზნესის ადგილმდებარეობა- ანუ სად უნდა იყოს განთავსებული ფირმა, რომ
მომხმარებელს ადვილად მიუწვდებოდეს მასზე ხელი, უნდა მიეთითის რა
სახის ტერიტორია ჭირდება ფირმას უახლოეს მომავალში ბიზნესის
გაფართოებისათვის,
 ბიზნეს-გეგმაში უნდა აღიწეროს ფირმასთან მისასვლელი გზები, პარკირება,
სატვირთო პლატფორმა და სხვა;
 ფირმის ეფექტიანობა ანუ ბიზნესის მომგებიანობა მოკლე და გრძელვადიან
პერიოდში, აქ უნდა აისახოს სaქონლის მოცულობა, წარმოების დანახარჯები,
საქონლის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები, მოგებისა და
რენტაბელობის დონის სავარაუდო პროგნოზი.
 ბიზნესის გაფართოებისათვის სესხის მოცულობა და მთლიანი თანხისა უკან
დაბრუნების ვადა საპროცენტო განაკვეთის ჩათვლით.
ამგვარად, რეზიუმე, მოკლედ და დამაჯერებლად უნდა აშუქებდეს ბიზნეს-
გეგმის მნიშვნელოვან ფაქტებს. ის შედგება 4 -5 გვერდისაგან და იწერება ბიზნეს-
გეგმაზე მუშაობის დასრულების შემდეგ.
1.პროდუქციისა და მომსახურების აღწერის გეგმა:

5
ბიზნეს-გეგმის ძირითადი ნაწილი იწყება პირველი განყოფილებით-რომელშიც
აღწერილია ის პროდუქტი და მომსახურება, რომელსაც ფირმა სთავაზობს მომავალ
მომხმარებელს, სესხის მიღებისათვის მნიშვნელოვანია ბიზნეს-გეგაში აისახოს რა
სახის მოთხოვნას დააკმაყოფილებს ფირმის მიერ წარმოებული პროდუქტი და
მომსახურება, უნდა აღიწეროს ის განსაკუთრებული თვისება,რომლის გამოც
მომხმარებელი უპირატესობას მას მიანიჭებენ. უნდა გამოვყოთ რა პატენტებით და რა
სამრეწველო უფლებებით არის დაცული წარმოებული პროდუქცია და ტექნოლოგია.
რა მოგების ნორმას უზრუნველყოფს პროდუქციის რეალიზება. აქვე უნდა მიეთითოს
მოცემული საქონლის ფასისა და წარმოების დანახარჯების პროგნოზი. რთული
ტექნიკური ნაწარმის წარმოებისას აღწერილი უნდა იყოს თანმხლები
მომსახურების(სერვისის) მიწოდების ორგანიზაციაც.
2. ბაზრისა და საბაზრო საქმიანობის შესახებ გეგმა:

მეორე განყოფილება - გასაღების ბაზრის შესახებ ანალიზი და შეფასებაა.


ყველაზე უმთავრესი ინფორმაცია არის ის, თუ სად გაყიდით პროდუქციას და
მომსახურებას ადგილობრივ, ეროვნულ თუ საერთაშორისო ბაზარზე, რომელი
მომხმარებელი შეიძენს ფირმის პროდუქციას ანუ სად არის ფირმის სამოქმედო ნიშა -
საბაზრო სეგმენტი, როგორია ბაზრის არსებული ტევადობა და მისი ზრდის
პროგნოზი. აქვე უნდა გამახვილებული იყოს ბაზრის კონიუქტურის
ანალიზი(დროებით შექმნილი მდგომარეობა მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობისა
და ფასების დინამიკის შესაბამისად), რომლის კვლევის საფუძველზე გაირკვევა ვინ,
რისთვის, რამდენს და როდის იყიდის ფირმის პროდუქციას უახლოესი სამი წლის
განმავლობაში, ასევე ამ განყოფილებაში უნდა ავსახოთ მომხმარებლისათვის
ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი ფასი. ზემოთაღნიშნული კრიტერიუმებით ფირმა
აღწევს პროგრამა მაქსიმუმს ბაზრის შესწავლაში.

3.კონკურენტებთან საქმიანი ურთიერთობების გეგმა:


მესამე განყოფილება ეხება კონკურენციას და კონკურენტებთან საქმიანი
ურთიერთობების საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რომ გადარჩეს ფირმა და
გაუძლოს კონკურენციას აუცილებელია ვიცოდეთ ვინ არიან თქვენი კონკურენტები,
რა მეთოდებით აწარმოებენ ბიზნესს და რა არის მათი წარმატებების საკვანძო
ფაქტორები, რომელთა შესაფასებლად პასუხი უნდა გავცეთ შემდეგ შეკითხვებს:
 ვინ არიან ანალოგიური პროდუქციის მწარმოებლები (3-5 კონკურენტი
კომპანია)და რა ზომისაა მათი ბიზნესი(რაოდენობრივი შეფასება);
 როგორია მათი იმიჯი,საქონლისა და მომსახურების ხარისხი, თანმხლები
მომსახურება და გარანტიის ტიპები, მომხმარებელთა ლოიალური
დამოკიდებულება მათ მიმართ;
 როგორია კონკურნტების პროდუქციაზე რეალიზაციის მოცულობა,
შემოსავლები, ფასების დონე, ახალი საქონლის დანერგვასთან
დაკავშირებული ინოვაციური ტენოლოგიების სერვისები, ფინანსური
შესაძლებლობები და ხელმძღვანელობა;
 როგორია კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ გაუწევს
ფირმა კონკურენციას.

6
4. მარკეტინგის გეგმა

ბიზნეს-გეგმის ამ განყოფილებაში უნდა აისახოს, რომ საქონლის რეალიზაციის


დროს საწარმოს სერიოზული პრობლემები არ ექნება. ამ მიზნით მასში შეიტანება
პოტენციური მომხმარებელის მოთხოვნის ხასიათი; ბაზრის იმ სეგმენტის
სპეციფიკურობა, რომელზეც ორიენტირებულია ფირმა; საწარმოს უპირატესობები
კონკურენტებთან შედარებით ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე; ფაქტორები,
რომელიც განაპირობებს მოთხოვნას ფირმის პროდუქციაზე; კონკურენტების
რომელი ქმედებაა საშიში და როგორია უკუქმედების ძირითადი ელემენტები;
საქონლის ფასის დასაბუთება; გასაღების ორგანიზაცია; დისტრიბუციის სისტემის
აღწერა; მოსაზრებები სტიმულირების ორგანიზების შესახებ; სავარაუდო
დანახარჯები სტიმულირებაზე. ამ ნაწილში ასევე უნდა აღიწეროს ბაზრის კვლევის
მეთოდოლოგია და მოპოვებული ინფორმაციის წყაროები.

5.საწარმოო გეგმა

მე-5 განყოფილება ეხება პროდუქციის საწარმოო გეგმას, ეს განყოფილება


მეწარმეებს ეხება, რომლებიც წარმოების პროცესს ახორციელებენ. მიზანშეწონილია
საწარმოს ნებისმიერ განყოფილების (საწარმოო,მარკენტინგული,საფინანსო,
საკონსტრუქტორო და სხვა)სპეციალისტებმა შექმნას გუნდი, რომელიც იმუშავებს
ახალი პროდუქციისა და მომსახურების დანერგვაზე, ამასთან ერთად პროდუქციის
ხარისხის მართვა უნდა იქნას მთლიანი საწარმოო პროცესის განუყოფელი ნაწილი
და არა პროდუქციის წარმოების დამამთავრებელ ეტაპზე უნდა მოხდეს მისი
კონტროლი.
საწარმოო გეგმის დანიშნულებაა ნათლად იქნას აღწერილი საწარმოო პროცესი.
ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ გრაფიკული სქემები. აღწერეთ სპეციფიკური
მოთხოვნები წარმოების პროცესის ორგანიზაციის მიმართ, საჭირო მოწყობილობების
ჩამონათვალი, მათი მიმწოდებლები, მიწოდების პირობები და ღირებულება,
ნედლეულისა და მასალის დასახელება, მათი საორიენტაციო ფასები. საწარმოო
გეგმის რეალიზაციისათვის საჭირო პერსონალი, მათი კვალიფიკაცია და შრომის
ანაზღაურება, პროდუქციის საწარმოო თვითღირებულება, რომელი მოწყობილობა
იქნება საჭირო მომავალში, ეკოლოგიური და ტექნიკური უსაფრთხოების
უზრუნველყოფა.

6. საკადრო და საორგანიზაციო გეგმა

მე-6 განყოფილება ეხება საორგანიზაციო და მართვის საკითხებს. როგორია


უმუშევრობის დონე ბიზნესის მოცემულ სფეროში; ვინ არიან მმართველობით
გუნდში წარმოდგენილი, რამდენადაა დაკომპლექტებული შტატები
მაღალკვალიფიციური პერსონალით, როგორია მათ განათლების დონე და უფლება-
მოვალებანი; ბიზნეს-გემის ამ ნაწილში აახულია საწარმოოს ორგანიზაციული
მართვის სქემა, საიდანაც მკაფიოდ უნდა ჩანდეს დასაქმებულთა საქმიანობის
სფეროები, მათი თანამშრომლობის კოორდინცია და კონტროლი. ამ განყოფილებაში
7
უნდა აისახოს დაქირავებული ხელმძღვანელის(მენეჯერის) შრომის ანაზღაურებისა
და სტიმულირების საკითხები.
ბიზნეს-გეგმის ამ განყოფილებაში აგრეთვე აღიწერება მართვის
ორგანიზაციული სტრუქტურა (ფუნქციური, სპეციალიზებული, მატრიცული და
ა.შ.). სასურველია შეადგინოთ სქემა ორგანიზაციის პასუხისმგებელი წევრების
ფუნქციების მიხედვით.

7.იურიდიული გეგმა

მე-7 განყოფილება ეხება იურიდიულ გეგმას, რომელშიც უნდა მიეთითოს


ბიზნესის ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა, რომელ სამართლებრივი ფორმაში
უკეთესია კონცეპტუალური იდეის რეალიზება და დასახული მიზნის მიღწევა. აქვე
უნდა აისახოს ფირმის დამოუკიდებლობის ხარისხი და სამართლებრივი
სახელშეკრულებო ურთიერთობები საქმიან პარტნიორებთან(კომერსანტებთან,
მიმწოდებლებთან ინვესტორებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და სხვა).

8.რისკების მართვის გეგმა

მე-8 განყოფილება ეთმობა სარისკო შემთხვევების გამოვლენა-შეფასებას და რისკის


მოხდენის შემთხვევაში მათი უარყოფითი ზემოქმედების გამორიცხვის და
მინიმიზების ჩასატარებელ ღონისძიებებს.

9.ფინანსური გეგმა

მე-9 განყოფილებაში აისახება ფინანსური ანუ ბიუჯეტის შემუშავების გეგმა.


ფინანსური გეგმა წარმოების, მარკეტინგის, ორგანიზაციული სტრუქტურის,საწარმოს
იურიდიული ფორმის და სხვა ოპერატიულ გეგმებს აერთიანებს და ფულად
ფორმაში გამოხატავს. ხარჯთაღრიცხვით საწარმოს ზემოთჩამოთვლილი
ოპერატიული გეგმები ფინანსურ გეგმებში ტრანსფორმირდება.
ბიზნეს-გეგმის ეს ნაწილი არის საკვანძო, რადგან ამით განისაზღვრება პროექტის
ეფექტიანობა. მასში მოცემულია სამუშაო ბიუჯეტი, ნაღდი ფულის ნაკადის და
საბალანსო ანგარიშის პროგნოზები.
ფინანსურ ბიუჯეტში ასახულია ფირმის პროდუქციის რეალიზაციიდან
მიღებული შემოსავალი და წარმოების დანახარჯები ერთი წლის განმავლობაში.
ბიუჯეტის მუხლებში თვეებისა და მთელი წლის მიხედვით ასახულია შემდეგი
ინფორმაცია: რეალიზაციის მოცულობა, შემოსავალი რეალიზაციიდან, ნედლეულის
და მასალის ხარჯი, დანახარჯები შრომის ანაზღაურებაზე, საწარმოო ხარჯები,
ენერგიისა და სათბობის ხარჯები, მმართველობითი ხარჯები, საამორტიზაციო
ხარჯები, სხვა ხარჯები, მოგება გადასახადების გადახდამდე, მოგების გადასახადი
და წმინდა მოგება გადასახადის გადახდის შემდეგ. აქვე განისაზღვრება ფირმის
უზარალობის წერტილიც.
ფინანსური გეგმა ოთხი მდგენელისაგან შედგება: 1)ხარჯთაღრიცხვის ნუსხა;
2)მოგება-ზარალის ანგარიში; 3) ბალანსი; 4)მომგებიანობის გრაფიკი.

10. დასკვნა
8
მე-10 განყოფილებაში საბოლოოდ განზოგადებულია ფირმის საქმიანობის შედეგები
და გაკეთებულია დასკვნები დასახული ბიზნეს-პროექტის ეფექტიანობის,
ცხოვრებაში გატარების მიზანშეწონილობის შესახებ. ამ მიზნით კეთდება წარმოების
რენტაბელობის ანალიზი, ფასდება რისკები, იკვეთება ბიზნეს-პროექტის
რეალიზაციის ეკონომიკური და სოციალური შედეგები.

You might also like