You are on page 1of 10

1.

სტრატეგიული მენეჯმენტის ამოცანებია:


ა) ხედვის, მისიის ფორმირება და სტრატეგიის დანერგვა რეალიზაცია;
2. სტრატეგიის განმარტება ბიზნესთან მიმართებაში გულისხმობა:
გ) კონკურენტიან მოქმედებებსა და მიდგომებს, რაზეც დამოკიდებულია ფირმის წარმატებულად
მართვა;
3. მენეჯერის ფინანსური მიზნებია:
ბ) მოგების მასშტაბები, საინვესტიციო უკუგება, დივიდენდების ზრდა, აქციების კურსის ზრდა,
კრედიტუნარიანობა;
4. კომპანიის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილებია:
გ) ყველა პასუხი სწორი
5. ვინ წყვეტს სტრატეგიული მენეჯმენტის ამოცანებს:
გ) ყველა პასუხი სწორია.
6. ვინ ამტკიცებს კომპანიის სტრატეგიას:
ბ) დირექტორთა საბჭო;
7. კომპანიის სტრატეგიული ხედვა არის:
ა) მენეჯერების შეხედულებები კომპანიის საქმიანობასა და მომავალ გრძელვადიან პერსპექტივაზე;
8. სტრატეგიული ხედვის შემუშავების აუცილებელი კომპონენტებია:
ა) კომპანიის რეალური სურათის აღწერა და მისიის შესაბამისობის დადგენა ფინანსურ რესურსებთან;
9. სტრატეგიული ხედვის ნათლად ჩამოყალიბება:
გ) ყველა პასუხი სწორია.
10. კომპანიის მომავლისათვის მოძრაობის მარშუტი განსაზღვრავს:
ბ) ტექნოლოგიებს, მიზნობრივ აუდიტორიას, გეოგრაფიულ და სასაქონლო ბაზრებს, პერსპექტიულ
შესაძლებლობებს და კომპანიის სამომავლო სახეს;
11. მიზნის განსაზღვრის კრიტერიუმებია:
ა) მიღწევადობა, შეთავსებადობა, კონკრეტულობა, გაგებადობა, გაზომვადობა და მოქნილობა
12. სტრატეგიული მიზნის შემუშავების ოთხი ფაზა:
გ) გარემოს ცვლილების იდენთიფიცირება და ანალიზი, მიზნის განსაზღვრა მთლიანი ორგანიზაციისთვის,
მიზნების იერარქიის აგება, ინდივიდუალური მიზნების განსაზღვრა.
13. წარმატებული პროექტის მნიშვნელოვანი ფაქტორებია:
გ) ყველა პასუხი სწორია.
14. პროექტის მეთოდის წარმატებულ გამოყენებას უზრუნველყოფს შემდეგი მაჩვენებლები:
ა) თანამედროვე პროგრესული ტექნოლიგიების დანერგვა, მაღალი კვალიფიკაცია, ტექნიკურ-საინფორმაციო
საშუალებების არსებობა;
15. კვლევითი პროექტის მოქმედებათა თანმიმდევრობა:
ა) კვლევის ამოცანის განსაზღვრა,ჰიპოთეზის წამოყენება და კვლევის მეთოდების განხილვა;
16. სტრატეგიის ფორმირებასა და შერჩევაზე მოქმედი ფაქტორებია:
გ. კონკურენტები და რესურსები (ფულადი, ადამიანური, მატერიალური)
17. კომპანიის შიდა გარემოს მაჩვენებლებია:
ა. კომპანიის მოქმედი სტრატეგიის ეფექტიანობადა კომპანიის SWOT ანალიზი
18. საბაზრო ეკონომიკაში ბიზნეს-გეგმა წარმოადგენს
ა. სამუშაო ინსტრუმენტს
19. ბიზნეს-გეგმა საბაზრო ეკონომიკისთვის შეისწავლის:
ა. დაგეგმილ სარისკო საბაზრო საქმიანობის ყველა დეტალს
20. ბიზნეს-გეგმის შედგენის მიზანია:
ა. დაგეგმოს ფირმის სამეურნეო საქმიანობა უახლოეს და შორეულ პერსპექტივაში
21. ახალ დარგში კომპანიის წარმატების მისაღწევად აუცილებელია
გ. ყველა პასუხი სწორია
22. ზრდადი ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი ეტაპებია:
ა. კონკურენციის ზრდა და ბაზარზე წარმატებული პოზიცია
23. კრიზისში მყოფი ფირმების სტრატეგია გულისხმობს:
ა. სტრატეგიის გადახედვა, შმოსავლების გადიდება, ხარჯების შემცირება, აქტივების ნაწილის გაყიდვა,
კომბინირებული ძალისხმევა, კომპანიის ლიკვიდაცია
24. წარმატებული სტრატეგიის პრინციპებია:
ა. პრიორიტეტულობა იმ სტრატეგიული მოქმედებებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ გრძელვადიან
პერსპექტივაში კომპანიის კონკრეტული პოზიციების გაძლიერებას, სწრაფი რეაგირება მომხმარებელთა
მოთხოვნებზე და საბაზრო სიტუაციების ცვლილებებზე, ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და კონკურენტების
ახალ ინიციატივებზე, ინვესტირება მყარი კონკურენტული უპირატესობის შსაქმნელად
25. საერთაშორისო ბაზარზე შსვლის სტრატეგიის მიზანია:
ბ. მომხმარებელთა წრის გაფართოება დანახარჯების შემცირება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება და
რისკის შემცირება
26. internet-ბიზნესის ტექნოლოგიები, რომელიც გავლენას ახდენს სტრატეგიის ფორმირებაზე არის:
ბ. საკომუნიკაციო მომსახურების პროვაიდერები
27. ვისთვის იწერება ბიზნეს-გეგმა?
გ. შიდა მიზნებისთვის ინვესტორებისთვის და კრედიტორებისთვის
28. ბიზნეს-გეგმა შედგება:
გ. განცხადება, თავფურცელი და რეზიუმე საწარმოს შესახებ
29. რატომ არის საჭირო სტრატეგიული მენეჯმენტი? 2 ქულა
გ. ყველა პასუხი სწორია
30. რომელი 5 ამოცანის თანმიმდევრული გადაჭრა უნდა მოხდეს სტრატეგიული მენეჯმენტის
განხორციელებისათვის? 2 ქულა
ბ. 1. სტეატეგიული ხედვისა და მისიის ფორმირება 2. სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა 3. სტრატეგიის
შემუშავება 4. სტრატეგიის დანერგვა და რეალიზაცია 5. შედეგების შეფასება, ცვლილებების შეტანა და
კორექტირება.
31. რის საშუალებას იძლევა სტრატეგიული მენეჯმენტი?
ბ. სტრატეგიული მენეჯმენტი საშუალებას იძლევა განისაზღვროს, რა უნდა გააკეთოს კომპანიამ დღეს, რომ
მიაღწიოს წარმატებას მომავალში.
32. რა არის სტრატეგია ტომსონის აზრით?
ბ. სტრატეგია კონკურენტული მეთოდებისა და ბიზნესის ორგანიზების წესების ერთობლიობაა.
33. რა არის სტრატეგია ა. ჩანდლერის ის აზრით?
ბ. სტრატეგია არის გრძელვადიანი მიზნების მიღწევისთვის მოქმედებათა ერთობლიობა და რესურსების
განაწილების გზა.
34. რა არის სტრატეგია ს. ჩრისტენის აზრით?
ბ. სტრატეგია ასახავს კომპანიის პოლიტიკის შესაბამისობას კონკურენტული გარემოს მოთხოვნასთან.
35. რა არის სტრატეგია პორტერის აზრით?
ბ. სტრატეგია არის მოქმედებები, რომლებიც მიმართულია კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისკენ.
36. რა არის სტრატეგია ჰენრი მიცბერგის აზრით?
ბ. სტრატეგია არის პოზიცია რომელიც გამოხატავს ორგანიზაციის ადგილს გარემოსა და ბაზარზე.
37. რას ეფუძნება სტრატეგია?
გ. ყველა პასუხი სწორია
38. რა არის სტრატეგია?
სტრატეგია არის მთავარი, ინტეგრირებული, გარემოზე ფოკუსირებული კონცეფცია მიმართული ფირმის
მიზნების მიღწევისაკენ.
39. ჩამოთვალეთ სტრატეგიის ელემენტები:
არენა, მამოძრავებელი ძალები, განმასხვავებელები, საფეხურები და ეკონომიკური ლოგიკა.
40. რა არის არენა?
გ. ყველა პასუხი სწორია
41. რა კითხვებს პასუხობს არენა?
რომელ პროდუქტს მიაწოდებს ორგანიზაცია ბაზარს, რომელი მომხმარებლის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს,
რომელ გეოგრაფიულ რეგიონს დაიკავებს, ვის ჩართავს ბაზრის შერჩევაში, პროდუქციისა და სტრატეგის
რეალიზაციაში, რომელი აქტივები, კომპეტენციები და ტექნოლოგიები გააჩნია კოპანიას.
42. ბიზნესის მასშტაბის შეცვლის საშუალებებია:
შიდა განვითრება, სხვადასხვა სტრუქტურების შერწყმა, კავშირების შექმნა, დაინტერესებული მხარეების
საქმიანობის კოორდინირება.
43. ბიზნეს ერთეულებმა საქმიანობის შერჩევისას უნდა განსაზღვრონ:
პროდუქციის ასორტიმენტი, მომხმარებელთა ჩაბმა, გეოგრაფიული კოორდინატი,
დაინტერესებული მხარეები, მასშტაბების შეცვლის საშუალებები.
44. რა არის გეოგრაფიული კორდინატი და რომელი საკითხების ანალიზს მოითხოვს? 2 ქულა
სად შესთვავაზებს კომპანია თავის პროდუქციას მომხმარებელს.
45. სად და როდის გამოიყენეს პირველად ტერმინი „დაინტერესებული მხარეები“?
1963 წელს სტენფორდის კვლებით ინსტიტუტში, მემორანდუმში.
46. ვინ იგულისხმებოდა პირველად ნახმარ ტერმინში „დაინტერესებული მხარეები“?
გ. ყველა პასუხი სწორია
47. რას მოითხოვს ორგანიზაციული მასშტაბის განსაზღვრა 2 ქულა
შემდეგი საკითხების შესწავლას: აქტივების როგორი მარაგია საჭირო მიმდინარე და პოტენციური
ნსტრატეგიის განხორცილებისას, რომელ კომპეტენციებს ფლობს ორგანიზაცია და როგორ შეიძლება მსისი
გამოყენება, რომელი ტექნოლოგიები იქნება საჭირო.
48. მამოძრავებელი ძალები ანუ ახალ არენაზე შესვლის ფორმებია: 2 ქულა
ამ ელემენტის განსაზღვრისას პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: როგორი ფორმით აპირებს კომპანია ბიზნესის
განხორციელებეას: დამოუკიდებლად, შიდა განვითარებით, პარტნიორებთან ერთობლივი რისკით,
ლიცენზირებით, ალიანსის შექმნით, სხვა კომპანიების შეძენით.
49. რას გულისხმობს განმასხვავებელი დიფერენციაცია 2 ქულა
უნდა გამოიკვეთოს კომპანიის პროდუქტისათვის ან მომსახურებისათვის დამახასიათებელი ნიშნები,
რომლითაც იგი განსხვავდება კონკურენტისაგან.
50. ჩამოთვალეთ დიფერენცირების ფორმები: 2 ქულა
საქონლის სერიის მრავალფეროვნება, პროდუქციის მახასიათებლები, მომსახურეობა,
არსებობა, იმიჯი და რეპუტაცია, გაყიდვები და ურთიერთობები და ფასი.
51. რას ითვალისწინებს საფეხურები?
სტრატეგიული ცვლილებების დროსა და თანმიმდევრობას.
52. რა არის სტრატეგიული ლიდერობა?
ორგანიზაციის მართვა და გავლენა ძირითად ორგანიზაციულ შედეგებზე.
53. ვინ მიეკუთვნება ლიდერებს ინტერპერსონსლურ როლში? 2 ქულა
ხელმძღვანელები, დამაკავშირებლები და ლიდერები.
54. ვინ მიეკუთვნება ლიდერებს ინფორმაციულ როლში? 2 ქულა
მონიტორიგის განმაცორციელებლები, გამავრცელებლები და ორატორები.
55. ვინ მიეკუთვნება ლიდერებს გადაწყვეტილების მიმღების როლში? 2 ქულა
მეწარმეები, დარღვევების გამომსწორებლები, რესურსების გამანაწილებლები და მოლაპარაკების
წარმმართელები.
56. ორგანიზაციული დონეების მიხედვით მენეჯერებს გამოყოფენ: 2 ქულა
ინსტიტუციონალური, მმართველობითი და ტექნიკური.
57. მთავარი არქიტექტორის მიდგომა:
ამ შემთხვევაში კომპანიის მესაკუთრე ან მმართველი არის მთავრი სტრატეგი და ერთპიროვნულად ადგენს
ძირითადი სტრატეგიის ფორმირებას.
58. ვალდებულების დელეგირება:
ამ შემთხვევაში სტრატეგიის ფორმირებაზე მენეჯერი ვალდებულებებს გადასცემს ქვედა საფეხურზე მდგომ
მენეჯერებს.
59. ერთობლივი მიდგომა:
წარმოადგენს შუალედურ ვარიანტს, ორ მიდგომას შორის, რომლის დროსაც მენეჯერი ითვალისწინებს თავისი
კოლეგების რცევებს და ირცევს სტრატეგიის კომპლექსუირ ვარიანტს.
60. ინოვაციური მიდგომა:
ამ დროს მენეჯერი არ არის დაინტერესებული სტრატეგიის დეტალებიტ, იგი სთავაზობს ცალკეულ პირებს
და მიზნობრივ ჯგუფებს შეიმუშაონ ახლაი პროდუქცია და განავიტარონ საქმიანობის ახალია მიმართულება.
61. სტრატეგიის შემუშავების ოთხი დონე:
კორპორაციული სტარატეგია, ბიზნეს ერთეულების სტრატეგია, ფუნქციონალური სტრატეგია, და
ოპერაციული სტრატეგია.
62. კორპორაციული სტრატეგია:
იგი არის დივერსიფიცირებული კომპანიების მართვის საერთო გეგმა, რომელიც აღწერს სხვადასხვა დარგში
გარკვეული პოზიციების დასაკავებლად მოქმედებებს და ცალკეული სახის საქმიანობების მართვის
მიდგომებს.
63. ბიზნეს სტრატეგია:
იგი არის ბიზნენსის ერთეულების წარმატებული ფუნქციონირებისათვის ღონისძიებებისა და მიდგომების
კომპლექსი, სადაც აღწერილია მათი სტაბილური და გრძელვადიანი კონკურენტული პოზიციების შექმნის
გზები.
64. ფუნქციონალური სტრატეგია
იგი გამოხატავს ბიზნენსი სფეროს შიგნით, ცალკეული ქვე განყოფილებების ან ძირითადი ფუნქციონალური
მიმართულების მართვის გეგმას.
65. ოპერატიული სტრატეგია:
იგი გამოხატავს ძირითადი ორგანიზაციული რგოლების, ასევე სტრატეგიულად საჭირო ოპერატიული
ამოცანების შესრულების, უზრუნველყოფის, მართვის გეგემას.
66. სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესის ეტაპებია:
სტრატეგიული ხედვის, მიზნისა და მისიის განსაზღვრა, გარემოს ანალიზი, სტრატეგიის ფორმირება,
სტტატეგიის დაგეგმვა და რეალიზაცია, სტრატეგიის შესრულების შედეგების შეფასება და კონტროლი.
67. სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესის ეტაპები ერთიანდება 3 ძირთად რგოლში:
სტარატეგიის დაგეგმვა, სტრატეგიის დანერგვა და შედეგების შეფასება..
68. სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესის ეტაპების ძირითადი რგოლებია:
სტარატეგიის დაგეგმვა, სტრატეგიის დანერგვა და შედეგების შეფასება..
69. სტრატეგიული მენეჯმენტის პირველი ეტაპია:
სტრატეგიული ხედვის, მისისა და მიზნების განსაზღვრა.
70. სტრატეგიული მენეჯმენტის მეორე ეტაპია:
გარემო ფირმის მისისა და მიზნების განსაზღვრისა და სტრატეგიის ფორმირების ბაზას წრმოადგენს.
71. სტრატეგიული მენეჯმენტის მესამე ეტაპია:
სტრატეგიის ფორმირება.
72. სტრატეგიული მენეჯმენტის მეოთხე ეტაპია:
სტრატეგიის დანერგვა და რეალიზაცია.
73. სტრატეგიული მენეჯმენტის მეხუთე ეტაპია:
შესრულების შედეგების შეფასება და კონტროლი.
74. სტრატეგიული დაგეგმვა არის:
კომპანიის განვითარების მომავალი კურსის ფორმალური აღწერა.
75. სტრატეგიული დაგეგმვის ეტაპებია:
სტარატეგიული განზრახვის ჩამოყალიბება, სტრატეგიული მიმართულებები და საინვესტიციო პროგრამები,
მიზნები და ოპერატიული ამოცანები.
76. კომპანიას გააჩნია ეთიკური ვალდებულებები:
კომპანიას გააჩნია ეთიკური ვალდებულებები, პირობითად ხუთ ჯგუფთან: აქციის მფლობელებთან,
პერსონალთან, მომხმარებელტან, მიმწოდებელთან და საზოგადოებასთან მთლიანობაში.
77. კომპანიის ვალდებულებები მფლობელების (მესაკუთრის) წინაშე გამოიხატება:
ინვესტიციიდან კუთვნილი შემოსავლების მესაკუთრებისათვის გადაცემაში და სახვა სახის ღონისძიებებში,
რომლებიც იგეგმება კომპანიასთან ურთიერთობისას.
78. კომპანიის ვალდებულებები პერსონალის მიმართ გამოიხატება:
მათ პატივისცემაში და ღორსების დაცვაში.
79. კომპანიის მოვალეობები მომხმარებლის წინაშე ეფუძნება:
მოლოდინს, რომელიც არსებობს საქონლისა და მომსახურეობის ყიდვასთან.
80. კომპანიის ზნეობრივი ვალდებულება მიმწოდებლის მიმართ ეფუძნება:
საბაზრო ურთიერთობებს, რომლეიც არსებობს მათ შორის.
81. კომპანიის ვალდებულება საზოგადოების წინაშე გამომდინარეობს:
მისი სტატუსიდან, როგორც მოქალაქისაგან და როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტისაგან.
82. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის რამდენი დონე არსებობს?
სამი დონე.
83. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პირველი დონე ითვალისწინებს
შემდეგ ვალდებულებებს:
გადასახადების, შრომის ანაზღაურების დროული გადახდა, ახალი სამუშა ადგილების შექმნა.
84. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მეორე დონე ითვალისწინებს:
მუშაკების არა მხოლოდ მუშაობის, არამედ ცხოვრების ადეკვატური პირობებით უზრუნველყოფას.
85. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მესამე დონე ითვალისწინებს:
უმაღლესი დონეა და გულისხმობს საქველმოიქმედო საქმიანობას.
86. განასხვავებენ ბიზნესის შემდეგ სოციალური პასუხისმგებლობას:
შიგა და გარე, ღია და ფარული.
87. შიდა სოციალური პასუხისმგებლობას მიეკუთნება:
შრომის უსაფრთხოება, შრომის ანაზღაურების სტიმულირება, თანამშრომელთა დამატებითი სამედიცინიო და
სოციალური დაზღვევა, ადამინაური რესურსების განვითარება სასწალო და კვალიპიკაციის ამაღლების
პროგრამების მიხედვით და კრიტიკულ სიტუაციებში მუშაკისათვის დახმარების გაწევა.
88. გარე სოციალური პასუხისმგებლობას მიეკუთნება:
სპონსორობა და ქველმოქმედება ზრუნვა გარემოზე, ურთიერთმოქმედება ადგილობდივ საზოგადოებრივ
დაჯგუიფებებთან და ხელისუფლებასთან, კრიზისულ სიტუაციებში მონაწილეობისთვის მზადყოფნა,
საქონლისა და მომსახურეობიუს მომხმარებლებს შორის პასუხისმგებლობა.
89. ბიზნესის ღია სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს
კომპანიის ნებაყოფლობით მონაწილეობას, ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, რომლებითაც
დაინტერესებულია საზოგადოება.
90. ბიზნესის ფარული სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს:
ქვეყნის ოფიციალურ და არაოფიციალურ ინსტიტუტებს, რომელთა მეშვეობით კომპანიების პასუხისმგებლობა
საზოგადოებრივი ინსტიტუტების წინაშე შეთანხმებულია კომპანიებთან ან უშუალოდ ეკისრება მათ.
91. რომელი სამი კომპონენტი უნდა იყოს გათვალისწინებული სტრატეგიული ხედვის შემუშავებისას
კომპანიის მისია, გრძელვადიანი კურსი და ზუსტი ფორმულირება
92. რას ითვალისწინებს კომპანიის მისია
გამოხატავს კომპაანიის საქმიანობის სფეროს და მდგომარეობას მოცემულ მომენტში
93. რას ითვალისწინებს კომპანიის გრძელვადიანი კურსი
მუშავდება მისიის საფუძველზე და გამოხატავს კომპანიის სტრატეგიულ გზას
94. რას ითვალისწინებს კომპანიის ზუსტი ფორმულირება
აუცილებელია თანამშრომელთა სრული მხარდაჭერის მოსაპოვებლად
95. მაკროგარემოს შეფასებისთვის PESTEL ანალიზის დროს გამოიყოფა შემდეგი სეგმენტები:
პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციო-კულტურული, ტექნოლოგიური, გარემომცველი და სამართლებრივი
96. პოლიტიკური გარემო შეიძლება დაიყოს
ფორმალურ და არაფორმალურ სისტემებად
97. რას გულისხმობს სტრუქტურული ცვლილებები
ცვლილებები როგორც ეკონომიკის სექტორში ისე მის საზღვრებს გარეთ და ცვლილებები
დამოკიდებულებაში ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის
98. რას გულისხმობს სტრუქტურული ციკლური ხასიათის ცვლილებები
ეკონომიკური აქტივობის საერთო დონის ამაღლებები და დაცემები
99. სოციალური გარემო შესდგება შემდეგი ასპექტებისაგან
დემოგრაფიული, ცხოვრების სტილი, საზოგადოებრივი ღირებულებები
100. დემოგრაფიული მახასიათებლები იყოფა შემდეგ ნაწილებად
პოპულაციის ზომა, ასაკობრივი სტრუქტურა, გეოგრაფიული განაწილება, ეთნიკური ჯგუფები და
შემოსავლების დონე
101. ცხოვრების სტილში იგულისხმება შემდეგი ნაწილები
ოჯახის შემადგენლობა, სამუშაო, განათლება, მოხმარება და დასვენება;
102. საზოგადოებრივი ღირებულება შეიძლება დაიყოს შემდეგ შემადგენელ ნაწილებად:
პოლიტიკური, სოციალური, ტექნოლოგიური და ეკონომიკური.
103. ტექნოლოგიურ გარემოს მიეკუთვნება:
ტექნოლოგიური პროგრესის დონე, მიმართულება, ან სრულყოფა,რომლებიც მიმდინარეობს
საზოგადოებაშიმ.შ. ახალი სახის პროდუქციის,პროცესების ან მატერიალების გამოჩენაში, მეცნიერების საერთო
დონე ფუნდამენტალურ მეცნიერებებში მიღწევები;
104. გარემომცველი გარემო მოიცავს:
როგორც ეკოლოგიურ, ასევე ინსტიტუციონალურ გარემოს
105. ეკოლოგიურ გარემოში იგულისხმება:
ფიზიკური და ბუნებრივი რესურსები, რომლებიც იმყოფება რეგიონის საზღვრებში
106. ეკოლოგიური გარემო შეიძლება დაიყოს შემდეგ სფეროებად:
ფიზიკური და ბუნებრივი
107. ინსტიტუციონალური გარემო შეიძლება დაიყოს შემდეგ სფეროებად:
ფიზიკური ინფრასტრუქტურა და ინტელექტუალური ინფრასტრუქტურა
108. საკანონმდებლო ბაზას ქმნიან ისეთი კანონები და ნორმატიული აქტები როგორიცაა:
სამოქალაქო და საგადასახადო კოდექსი, კანონები „მეწარმეთა შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიიას
და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“, „ მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“,
„სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ“, „მონოპოლური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“,
„გაკოტრების საქმეთა შესახებ“, „ საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“, „
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
109. მაკრო გარემოს ანალიზი გულისხმობს შემდეგი ეტაპების განხორციელებას:
სკანირება, მონიტორინგი, პროექტირება და შეფასება
110. სკანირება გულისხმობს:
მაკროგარემოში არსებული და მოსალოდნელი ცვლილებების იდენთიფიცირებას
111. მონიტორინგი გულისხმობს:
მაკროგარემოში მიმდინარე ცვლილებებზე მეთვალყურეობას
112. პროექტირების მიზანია:
მაკროგარემოში მიმდინარე ცვლილებების მასშტაბის, მიმართულების, სიჩქარის და ინტენსიობის
პარამეტრრების დამუშავება;
113. მასშტაბი გვიჩვენებს:
გვიჩვენებს მოვლენის არსს, ანუ არის თუ არა მოცემული მოვლენა ტრენდი
114. მიმართულება გვიჩვენებს:
კონკრეტული ტენდენციის ვექტორს
115. სიჩქარე აღწერს:
რამდენად სწრაფად ან ნელა იცვლება ტრენდი
116. ინტენსიობა აღწერს:
ფაქტორების სიხშირის ძალას
117. პროექტირების ტიპებია:
ორი სახის
118. შეფასებისა როდის იყენებენ სცენარების შედგენას?
მსხვილი კომპანიების ალტერნატიული ვარიანტების განხილვისას
119. მენეჯერები საქმიანობის იმიტაციის დროს რომელ ვარიანტებს იყენებენ?
ტრენდები, ნიმუშები, მოვლენები, ძირითადი დაშვებები და დინამიკა , რომელიც უზრუნველყოფს
გადასვლას მიმდიმარე მდგომარეობიდან მომავალში
121.რამდენი პარამეტრით ფასდება შიგა ანალიზის დროს კომპანიის მდგრადობა
5 პარამეტრით
122. კომპანიის შიგა ანალიზის დროს მდგრადობა განისაზღვრება შემდეგი პარამეტრებით:
1. კომპანიის მოქმედი სტრატეგიის ეფექტიანობით; 2. კომპანიის swot ანალიზით; 3. კომპანიის
კონკურენტუნარიანობით ფასებისა და დანახარჯების მიხედვით; 4. კომპანიის კონკრეტული პოზიციის
მდგრადობით და 5. კომპანიის სტრატეგიული პრობლემებით
123. კომპანიის კონკრეტული ბრძოლის მიმართულებებია:
1. დანახარჯებისა და დიფერენციაციის მიხედვით; 2. მომსახურეობის მიხედვით;
3. ინდუსტრიაში კომპანიის დიაპაზონით; 4.კლიენტების ბაზით, მისი ზომით;
5. ფუნქციონალური სტრატეგიებით და 6. კონკრეტული მოქმედებებით პოზიციების გასამტკიცებლად
124. რის საფუძველზე ხორციელდება კონკურენტული ძალების შეფასება?
წარმატების უმთავრესი ფაქტორების, კონკრეტული რესურსებისა და უნარების რაოდენობრივი შეფასების
საფუძველზე
125. კონკურენტული ძალების შეფასება მოიცავს 4 ეტაპს
126. რა ღონისძიება ტარდება კონკურენტული ძალების შეფასების პირველ ეტაპზე
მენეჯერები ადგენენ ინდუსტრიაში წარმატების უმთავრეს ფაქტორებს და კონკურენტულ უპირატესობას ან
ნაკლოვანებების სიას
127. რა ღონისძიება ტარდება კონკურენტული ძალების შეფასების მეორე ეტაპზე
ტარდება კომპანიისა და მისი კონკურენტების შეფასება ყველა მაჩვენებლის მიხედვით
128. რა ღონისძიება ტარდება კონკურენტული ძალების შეფასების მესამე ეტაპზე
შეფასების დაჯამებით მიიღება კომპანიის კონკურენტული ზალების შეფასების მაჩვენებლები.
129 . რა ღონისძიება ტარდება კონკურენტული ძალების შეფასების მეოთხე ეტაპზე
კეთდება დასკვნა კონკურენტულ უპირატესობებზე ან ნაკლოვანებებზე.
130. კომპანიის ძლიერ მხარეებში მოიაზრება: 2 ქულა
ჩვევები და გამოცდილება,ღირებული მატერიალური აქტივები, პროფესიონალი კადრები, ორგანიზაციული
რესურსები, არამატერიალური აქტივები, კონკრეტული
შესაძლებლობები, ამხანაგობა ან ერთობლივი საწარმო
131. რესურსი არის:
ის, რასაც კომპანია იყენებს პროდუქციის შექმნისათვის
132. უნარები არის:
კომპანიის შესაძლებლობები შექმნას საქონელი ან მომსახურეობაში არსებული პოტენციალის ფარგლებში
133. სუსტი მხარეებია:
არასაკმარისი ჩვევები, გამოცდილება, ცოდნა ან ინტელექტუალური კაპიტალი ასევე არამატერიალური ან
ორგანიზაციული რესურსი
134. ძირითადი საქმიანობებია:
შიგა და გარე ლოგისტიკა, გავრცელება, გაყიდვები, მარკეტინგი და გაყიდვების შემდგომი სერვისი
135. დამხმარე საქმიანობებია:
ფირმის ინფრასტრუქტურა, პერსონალის მენეჯმენტი, ტექნოლოგიური განვითარება, შესყიდვები
136. კომპანიის კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია
ღირებულების ჯაჭვის მართვის ეფექტურობაზე
137. რამდენ ძირითადი რგოლის მართვას გულისხმობს კომპანიის ღირებულების ჯაჭვის მართვა? 3 რგოლის
138. კომპანიის ღირებულების ჯაჭვის ძირითადი რგოლებია:
დანახარჯების მართვა - დანახარჯების მართვა მიწოდების ეტაპზე; დანახარჯების მართვა წარმოების ეტაპზე;
და დანახარჯების მართვა გავრცელების ეტაპზე;
139. თუ ფირმის მაღალი დანახარჯები დაკავშირებულია საქონლისა და რესურსების შეძენასთან, მაშინ
კომპანიას შეუძლია მიმართოს შემდეგ მოქმედებებს: 2 ქულა
1. მოელაპარაკოს მიმწოდებლებს უფრო მისაღებ ფასზე; 2. დაამყაროს ურთიერთობა მომწოდებლებთან,
ნაკეთობის შემუშავებლებსა და რესურსების შერჩევაში ხარჯების შემცირების მიზნით; 3. გადავიდეს უფრო იაფ
საქონელ შემცვლელებზე; 4. მაღალი დანახარჯების შემცირების ხარჯზე;
140. თუ ფირმის მაღალი დანახარჯები დაკავშირებულია უშუალოდ ფირმის საქმიანობასთან მაშინ კომპანიას
შეუძლია მიმართოს შემდეგ მოქმედებებს: 2 ქულა
1. კომპანიის შიგა ბიუჯეტის შეკვეცა; 2. მუშაობის მეთოდებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესება; 3. მაღალ
დანახარჯიანი პროცესების ამაღლება, სახსრების ინვესტირება რესურსდამზოგავ ტექნოლოგიებში,
გაამარტივოს დიზაინი ეკონომიის მიზნით, . მაღალი დანახარჯების შემცირების ხარჯზე;
141. თუ ფირმის დანახარჯების ზრდა დაკავშირებულია გავრცელების ეტაპზე, მაშინ კომპანიას შეუძლია
მიმართოს შემდეგ მოქმედებებს:
დაარწმუნონ დისტრიბუტორები, შეამცირონ განსხვავება თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის,
დაამყარონ კონტაქტი გავრცელების არხის ოპერატორთან დანახარჯების შემცირების ურთიერთ სასარგებლო
შეაძლებლობის გამოსავლენად.
142. რას ეფუძნება დაბალი დანახარჯების სტრატეგია?
პროდუქციის წარმოების მთლიანი დანახარჯების შემცირებას
143. რას ეფუძნება დაბალი დიფერენციაცის სტრატეგია?
კონმპანიის მიერ პროდუქციისათვის კონკურენტებისაგან განსხვავებული სპეციფიკური ნიშნების მინიჭებას.
144. რას ეფუძნება ოპტიმალური დანახარჯების სტრატეგია?
საშუალებას აძლევს მომხმარებელს მცირე დანახარჯებისა და პროდუქციის ფართო დიფერენციაციის ხარჯზე
მიიღოს დიდი ღირებულება
145. ინოვაციური სტრატეგია ასახავს:
ისეთ სტრატეგიულ განზრახვას, რომელიც ადრე არ არსებობდა და შეუმჩნეველია კონკურენტებისათვის
146. განახლების სტრატეგია გულისხმობს:
ისეთ სტრატეგიულ განზრახვას, რომელის მიზანია ბიზნესის არიალის, კონკურენტული სახისა და მიზნების
მოდიფიცირება და არა რადიკალური შეცვლა
147. მუდმივი სრულყოფის სტრატეგია გულისხმობს:
ისეთ სტრატეგიულ განზრახვას, რომელიც არ იწვევს დიდ ცვლილებებს ბიზნესის არიალის, კონკურენტული
სახისა და მიზნების თვალსაზრისით
148. ჩამოთვალეთ ინოვაციური სტრატეგიის დამახასიათებელი ნიშნები: 2 ქულა

149. ჩამოთვალეთ განახლების სტრატეგიის დამახასიათებელი ნიშნები: 2 ქულა

150. ჩამოთვალეთ მუდმივი სრულყოფის სტრატეგიის დამახასიათებელი ნიშნები: 2 ქ


151. რა არის შეერთება?
თანაბარი პარტნიორი კომპანიების გაერთიანება, რის შედეგადაც იქმნება ახალი დასახელების კომპანია.
152. რა არის შთანთქმა?
მსხვილი კომპანიის მიერ შედარებით მცირე კომპანიების შეძენა და თავისსტრუქტურაში ინტეგრირება
153. ჩამოთვალეთ შეერთებისა და შთანთქმის სტრატეგიების უპირატესობები 2ქ.
- საბაზრო პოზიციების გაძლიერება და კონკურენტული უპირატესობის მიღწევა;
- ტექნოლოგიური უპირატესობის გაძლიერება, გაფართოება და სრულყოფა;
- საქონლის და მომსახურების ასორტიმენტის გაფართოება;
- საწარმოო დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება;
- ფინანსური მდგომარეობის გაძლიერება;
- საწარმოო სიმძლავრეების გაფართოება და ახალ რეგიონებში შესვლა.
154. ჩამოთვალეთ ვერტიკალური ინტეგრაციის ნაკლოვანებები 2ქ.

155. როდის შეუძლია კომპანიას გამოიყენოს ვერტიკალური ინტეგრაცია 2ქ.

156. როდისაა კომპანიისათვის აუტსორინგის გამოყენება მიზანშეწონილი? 2ქ


მისი გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე საქმიანობას გარე კომპანია უკეთ და უფრო იაფად
ასრულებს, ამ საქმიანობის სხვისთვის გადაბარება საფრთხეს არ უქმნის კომპანიის ძირითად კომპეტენციებს,
მცირდება რისკი, ამაღლებს ორგანიზაციის მოქნილობისა და სისწრაფის ხარისხს, კომპანიას საშუალებას
აძლევს მთელი ძალისხმევა და რესურსები ძირითად საქმიანობაზე მიმართოს.
157. ჩამოთვალეთ აუტსორინგის უპირატესობები 2 ქ.

158. რამდენ ძირითად სახეს გამოყოფენ შეტევის სტრატეგიის დროს:


6 სახეს
159. ჩამოთვალეთ შეტევის სტრატეგიის სახეები 2 ქულა

160. შემტევი სტრატეგიები მაშინაა წარმატებული თუ იგი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტორებზე:

161. ინდუსტრიის სასიცოცხლო ციკლის სტადიებია:


საწყისი, ზრდის, სიმწიფის და დაცემის ანუ სტაგნაციის
162. რამდენი კლასიკური ვარიანტი არსებობს დარგის შეფასებისას:
4
163. ჩამოთვალეთ დარგის შეფასებისას კლასიკური ვარიანტები :
1. ლიდერები
2. მიმდევრები
3. არაკონკურენტუნარიანები
4. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ფირმები
164. ჩამოთვალეთ რომელ სტრატეგიებს იყენებენ ლიდერი ფირმები 2 ქულა
მუდმივი შეტევის სტრატეგია, აქტიური დაცვისა და გამაგრების სტრატეგია და ძალის დემონსტრირების
სტრატეგია
165. მიმდევარი ფირმების სტრატეგიებია: 2 ქულა
შეტევის სტრატეგიები, ვაკანტური ნიშის სტრატეგია, სპეციალიზაციის სტრატეგია, უკეთესი ხარისხის
სტრატეგია, ზრდის სტრატეგია შეერთების ხარჯზე, განსხვავებული იმიჯის სტრატეგია, ნებაყოფლობითი
უკანდახევის სტრატეგია.
166. არა კონკურენტუნარიანი ფირმების სტრატეგიებია: 2 ქულა
ყოველმხრივი შეტევის, დაცვისა და გაძლიერების, ინდუსტრიიდან სწრაფად გასვლის, ე.წ. ბოლო ტაიმის
სტრატეგია.
167. კრიზისში მყოფი ფირმების სტრატეგიებია: 2 ქულა
სტრატეგიის გადახედვა, შემოსავლების გადიდება, დანახარჯების შემცირება, აქტივების ნაწილის გაყიდვა,
კომბინირებული ძალისხმევა, კომპანიის ლიკვიდაცია
168. ბიზნსის სტრატეგიის შერჩევისას სქემა 4 ეტაპიანია პირველი ეტაპი მოიცავს შემდეგ საკითხებს: 2 ქულა
როგორია ინდუსტრია სადაც კომპანია მოქმედებს; როგორ მდგომარეობა უკავია იქ.
169. ბიზნსის სტრატეგიის შერჩევისას სქემა 4 ეტაპიანია მეორე ეტაპი მოიცავს შემდეგ საკითხებს: 2 ქულა
განისაზღვრება ძირითადი ფაქტორების გავლენის ხარისხი და ურთიერთქმედების ხასიათი
170. ბიზნსის სტრატეგიის შერჩევისას სქემა 4 ეტაპიანია მესამე ეტაპი მოიცავს შემდეგ საკითხებს: 2 ქულა
არჩეული სტრატეგიის ადაპტირება კომპანიის თავისებურებებთან და საბაზრო სიტუაციასთან.
171. ბიზნსის სტრატეგიის შერჩევისას სქემა 4 ეტაპიანია მეოთხე ეტაპი მოიცავს შემდეგ საკითხებს: 2 ქულა
განისაზღვრება სტრატეგიის რეალიზაციასთან დაკავშირებული რისკები
172. დივერსიფიკაციის კორპორატიული სტრატეგიის ფორმირების დროს, კომპანიამ უნდა განახორციელოს
შემდეგი ელემენტების თანმიმდევრული შესრულება
3. ორივე პასუხი სწორია
173. ვიწრო სპეციალიზაციით მომუშავე კომპანიებს აქვთ შემდეგი უპირატესობები: 2 ქ.
კონცენტრაცია - მთელი ენერგია და ხელმძღვანელის ძალისხმევა მიმართულია ერთი სახის ბიზნესისკენ;
იძლევა სტიმულს მენეჯერებისთვის - იბრძოლონ გრძელვადიან პერიოდში კონკურენტული პოზიციებისთვის.
174. ვიწრო სპეციალიზაციით მომუშავე კომპანიებს აქვთ შემდეგი ნაკლოვანებები: 2 ქ.
რისკია მთელი ძალისხმევის მიმართვა ერთი მიმართულებით, როცა დარგი განიცდის სტაგნაციას ან კარგავს
მიმზიდველობას, კომპანიის მომავალი დგება კითხვის ქვეშ
175. დივერსიფიკაცია მწიფდება მაშინ როცა: 2 ქულა

176. დივერსიფიკაციის მიზანშეწონილობის კრიტერიუმებია:


მიმზიდველობა, „შესვლის ხარჯები“ და დამატებითი უპირატესობა
177. მიმზიდველობის კრიტერიუმია:
დარგი, რომელსაც ირჩევს კომპანია უნდა იყოს მიმზიდველი მოგების მიღების თვალსაზრისით, უნდა ჰქონდეს
კონკურენციისათვს ხელსაყრელი პირობები, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან რენტაბელობას.
178. „შესვლის ხარჯების“ კრიტერიუმია:
დარგში შესვლის ხარჯები არ უნდა იყოს ძალიან მაღალი, რომ არ იქონიოს გავლენა მოგების მიღებაზე
179. დამატებითი უპირატესობის კრიტერიუმია:
ახალი მიმართულებით განხორციელებულმა დივერსიფიკაციამ უნდა აამაღლოს ეფექტიანობა, როგორც
მოქმედ ასევე ახალ კომპანიაში
180. დივერსიფიკაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ხდება მიმართულების არჩევა
მონათესავე თუ არა მონათესავე ამის მიხედვით განასხვავებენ დივერსიფიკაციის შემდეგ სახეებს:
დაკავშირებული, დაუკავშირებელი და კომბინირებული
181. კომპანიები იყენებენ ახალ დარგში შესვლის სამ ფორმას:
მოქმედი კომპანიის შეძენა; ახალი კომპანიის შექმნა; ერთობლივი საწარმოს და სტრატეგიული პარტნიორობის
შექმნა.

You might also like