You are on page 1of 14

შუალედური წერა

„ოპერაციულ მენეჯმენტში

ტესტირება ( 1ტ. * 0,5 ქ. )

1. რა არის ოპერაციული მენეჯმენტის მთავარი ამოცანა?

1. ორგანიზაციის სტრუქტურაზე ოპერაციის გავლენის ანალიზი;

2. ნედლეულის საბოლოო პროდუქციად გარდაქმნის (ტრანსფორმაციის) პროცესის კონტროლი;

3. ოპერაციების დაგეგმვა და პროგნოზირება ;

4. საწარმოო პროცესების ხარისხის კონტროლი.

2. რა არის პროცესი ოპერაციული მენეჯმენტის კონტექსტში?

1. მოქმედება;

2. ტექნიკა;

3. სამუშაოების (ოპერაციების) ნაკადები;

4. ოპერაცია.

3. ჩამოთვლილთაგან რომელია ოპერაციული მენეჯმენტის ძირითადი ფუნქციები?

1. წარმოების, პერსონალის, ფინანსების მენეჯმენტი.

2. წარმოების მენეჯმენტი, პერსონალი, ინოვაცია.

3. დაგეგმვა, კონტროლი, ორგანიზება, რეგულირება, მოტივაცია.

4. ბიზნეს პროცესების მართვა, კონტროლი, აღრიცხვა.

5. წარმოების მენეჯმენტი, მარკეტინგი, ინოვაცია.

4.რა ჰქვია კომპანიის მიერ საწარმოო ფუნქციების გადაცემას მისი მომწოდებლებისა და


პარტნიორებისათვის (ქვეკონტრაქტორი)?

1.იჯარით გადაცემა (არენდა);

2. პერსონალის გადამზადება;
3. რესურსების განაწილება;
4. აუთსორსინგი .

5. დაასახელეთ ოპერაციული სისტემა, რომელიც იძლევა სტანდარტული შედეგების მნიშვნელოვან

მოცულობებს?

1. საპროექტო;

2. წვრილსერიული;

3. მასიური;

4. უწყვეტი.

6. ოპერაციული (საწარმოო) სისტემა არის:

1. მოცემულობა, რომელიც იყენებს კომპანიის ოპერაციულ რესურსებს შემსვლელი ფაქტორის


კონკრეტულ პროდუქტად ან მომსახურებად გარდაქმნისთვის;

2. პროცესების მონიტორინგი და რეგულირება;

3. ადამიანთა ურთიერთზემოქმედების მართვის თეორია და პრაქტიკა;

4. რეკომენდაციების მომზადება გადაწყვეტილებების მისაღებად.

7. დაასახელეთ ოპერაციული სისტემა, რომლის სტრუქტურა ითვალისწინებს ცალკეული

განყოფილებების სპეციალიზაციას სხვადასხვა ოპერაციების შესასრულებლად:

1. საპროექტო;

2. წვრილსერიული;

3. მასიური;

4. უწყვეტი.

8. ერთეულოვანი ოპერაციული სისიტემის გამოყენება ხდება:

1.ესთეტიკურ ქირურგიაში;

2.მწერალთა მუშაობაში;

3.ინდივიდუალური შეკვეთით მშენებლობისას;

4.ყველა პასუხი სწორია.

9. ოპერაციული მენეჯმენტი სწავლობს კონცეფციებს, მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება ...

ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად:
1. ბიზნეს პროცესების;

2. ფინანსური ოპერაციების;

3. შრომის ბაზრის ფუნქციონირების;

4. შრომის მწარმოებლურობის.

10.საწარმოს მარკეტინგული საქმიანობის ძირითადი სტრატეგიაა:

1. გაყიდვების მიზნები.

2. მარკეტინგის მეთოდები.

3. კონკურენტული უპირატესობები.

4. გაყიდვების სტილი.

11.ჩამონათვათაგან რომელი მიეკუთვნება მართვასთან დაკავშირებული ოპერაციული


გადაწყვეტილებების დონეებს:

1.სტრატეგიული გადაწყვეტილებანი (გრძელვადიანი);


2.ტაქტიკური გადაწყვეტილებანი (შუალედური, საშუალოვადიანი);
3.ოპერაციების დაგეგმვასა და მართვასთან დაკვშირებული
გადაწყვეტილებანი (მოკლევადიანი);
4.ყველა პასუხი სწორია.

12. პროცესს დროითი დანახარჯების თვალსაზრისით ახასიათებს მაჩვენებლები:

1.მოსამზადებელი დრო,რომელიც საჭიროა განსაზღვრული სახის ნაკეთობის წარმოებისათვის


მოწყობილობათა მომზადებისათვის .

2.ნაკეთობათა პარტიის დამზადების დრო, რომელიც არის ერთი ნაკეთობის დამზადების


ხანგრძლივობა გამრავლებული მთელი პარტიის მოცულობაზე.

3.ოპერაციული დრო,რომელიც მოსამზადებელი დროისა და ნაკეთობათა პარტიის დამზადებისათვის


საჭირო დროის ჯამს წარმოადგენს.

4.ყველა პასუხი სწორია .

13.ოპერაციათა მენეჯმენტი არის:

1.სისტემებისა და პროცესების მენეჯმენტი, რომლითაც ქმნიან საქონელს, ან უწევენ


მომსახურებას;

2.კომპანიის ოპერაციული სისტემის პროექტირებასთან, ექსპლოატაციასა და


სრულყოფასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომლის დანიშნულებაა ძირითადი
პროდუქციის წარმოება და მიწოდება.
3.საწარმოო სისტემა, რომელიც დაკავებულია ისეთი ორგანიზაციული სისტემების
დამუშავებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მასალების, ადამიანური რესურსების,
მოწყობილობებისა და საწარმოო შენობების მაქსიმალური ქმედითობით გამოყენებას და
მათ მართვას.

4. ყველა პასუხი სწორია.

14.მართვასთან დაკავშირებული ყოველგვარი ოპერაციული გადაწყვეტილება იყოფა:

1.ორ დონედ;

2.სამ დონედ;

3. რამდენიმე დონედ;

4.არც ერთი პასუხი არაა სწორი.

15.ოპერაციული მენეჯმენტი არის:

1. საქმიანობა წარმოების ეფექტიანობის ამაღლებისა და მოგების გაზრდის მიზნით ან სხვა სახის


საქმიანობა მართვის პრინციპების, მეთოდების და წარმოების საშუალებების გამოყენებით;

2. საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მასალების შეძენის, მათი მზა პროდუქციად გადაქცევის და


მისი მყიდველამდე მიწოდების პროცესის მართვასთან;

3. საწარმოს (ორგანიზაციის) საქმიანობის კონტროლის უფლების მოპოვება ან გაფართოება;

4. არცერთი პასუხი არაა სწორი.

16.ძირითადი ოპერაციული რესურსები (ოპერაციული ელემენტები) კი მეორენაირად ცნობილია,


როგორც

1. 5P-ის სახელით;

2. 5O სახელით ;

3. 5M სახელით;

4. 5C სახელით

17. კომპანიის რესურსების გამოყენების გეგმებისა და საერთო პოლიტიკის შემუშავებას ეწოდება:

1.საწარმოო გეგმა;

2. ოპერაციული სტრატეგია;

3. პროდუქციის გამოშვების მოცულობის დაგეგმვა;

4.საწარმოო პროცესები.

18.კონკრეტული კლიენტის შეკვეთის საფუძველზე ცალკეული უნიკალური პროდუქციის


(ნაკეთობის) წარმოებას ეწოდება:

1. სერვისული;
2. საპროექტო;

3. წვრილსერიული;

4.ინდივიდუალური.

· 19.ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან რომელს შეიძლება ვუწოდოთ ოპერაცია:

1. კინოფილმის რეჟისორობა;

2. ფრანგული ენის შესწავლა;

3. ფენოვანი ცომისაგან ღვეზელის გამოცხობა;

4. ლითონის ფორმაში ჩასხმა.

20.სამუშაო მეთოდების და ზოგადად მთელი საწარმოო საქმიანობის წინასწარ დაგეგმვა ვის მიერ იქნა
შემოთავაზებული:

1. გ.განტი;

2. ა.ფაიოლი;

3. ფ.ტეილორი;

4. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პასუხი სწორია.

21.წარმოება, რომელიც ხასიათდება პროდუქციის ან მომსახურების შეზღუდული ნომენკლატურით,


მზადდება პერიოდულად განმეორებადი პარტიებით, რომელთა მოცულობა შედარებით დიდია
ეწოდება :

1.სერიული;

2.მასიური;

3.წვრილსერიული;

4.ინდივიდუალური

22. ორგანიზაციის გარე გარემოს STEP-ანალიზის ჩატარებისას შემდეგი ფაქტორები განიხილება:

1. სოციალური, ფინანსური, ფსიქოლოგიური, ეკოლოგიური

2. სოციალური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური;

3. ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური ,სოციალური, ეკონომიკური;

4.ყველა პასუხი არასწორია.

23. წარმოების სისტემა, რომელიც უშვებს სტანდარტიზებული პროდუქციის ან მომსახურების ერთ


ან რამდენიმე სახეობას და ერთი ტიპის გამოშვებული პროდუქციის ცალკეული ერთეულები
ერთმანეთის იდენტურია, თუმცა ზოგჯერ ადგილი აქვს მცირეოდენ განსხვავებებს კომპლექტაციაში
ან შეფუთვაში ეწოდება:

1. მასობრივი;

2. წვრილსერიული;

3. ინდივიდუალური;

4. სერიული;

24. პროექტი ოპერაციული საქმიანობისაგან იმით განსხვავდება,რომ...


1. პროექტი წარმოადგენს უწყვეტ საქმიანობას,ხოლო ოპერაცია კი - ერთჯერად ღონისძიებას;
2. პროექტი ორგანიზაციას უცვლელად ტოვებს, ხოლო პროცესები ხელს უწყობენ მის ცვლილებას;
3. ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები ციკლურია და მეორდება, პროექტი კი უნიკალურია, მას
ყოველთვის აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული;
4.ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები დოკუმენტალურად არის რეგლამენტირებული,
პროექტები კი დოკუმენტალურ გაფორმებას არ მოითხოვენ.

25. პროექტის გარემოცვა - ეს არის........


1.გარე და შიდა ძალებისაგან შემდგარი პროექტის გარემო, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის
პროექტის მიზნის განხორციელებას;
2. საპროექტო სამუშაოთა ერთობლიობა პროდუქციის წარმოებისა და მომსახურების გაწევის მიზნით,
რომლიც უნდა განხორციელდეს მიმდინარე პროექტის ფარგლებში;
3. ელემენტთა ჯგუფი, რომელიც მოიცავს როგორც ადამიანებს, ისე ტექნიკურ ელემენტებს, რომლებიც
ისეთანაირად არიან ორგანიზებული, რომ მათ შეძლონ ერთიანი მოქმედება მათ წინაშე მდგარი
მიზნების მისაღწევად;
4. პროექტის რეალიზაციის ადგილმდებარეობა და მისი მიმდებარე რაიონები.

26. ყველაზე დიდ ზეგავლენას პროექტზე ახდენენ:


1. ეკონომიკური და სამართლებრივი ფაქტორები;
2. ეკოლოგიური ფაქტორები და ინფრასტრუქტურა;
3.სოციალურ- კულტურული ფაქტორები;
4.პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები.

27.პროექტის მონაწილეები არიან-


1. ფიზიკური პირები და ორგანიზაციები,რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საპროექტო
სამუშაოებში ან რომელთა ინტერესების შეხება შეიძლება მოხდეს პროექტის გახნორციელებისას;
2. დაქირავებული გამოცდილი მუშაკები;
3. ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საპროექტო სამუშაოებში
4. ორგანიზაციები, რომლებიც ჩაბმული არიან საპროექტო სამუშაოების შესრულებაში.

28. აირჩიეთ ტერმინი, რომელსაც მიესადაგება განმარტება: „ კოლექტიური ორგანო, რომელიც


ახორციელებს პროექტების რეალიზაციას,ამტკიცებს სამუშაო გეგმებს და მათ ცვლილებებს,ნიშნავს
კურატორს და ამტკიცებს პროექტ-მენეჯერს“- ეს არის:
1. პროექტის ინვესტორი;
2. პროექტ-მენეჯერი;
3.საკოორდინაციო საბჭო;
4.პროექტის შემკვეთი.

29. პროექტის სასიცოცხლო ციკლი - ეს არის:


1. დრო, რომელიც საჭიროა იდეის ჩასახვიდან შედეგების უტილიზაციამდე;
2. პროექტის გეგმიური სამუშაოები;
3. თანმიმდევრული ფაზების კომპლექტი,რომლის რაოდენობა და შემადგენლობა პროექტის მართვის
საჭიროებით განისაზღვრება;
4. პროექტის განხორციელებისას ოპერაციათა საერთო რაოდენობა.

30. პროექტის რომელ ოთხ ძირითად პარამეტრს მართავს project management?


1.ადამიანები, ტექნოლოგიები, პროცესები, შედეგები;
2. სამუშაოთა მოცულობა ( შინაარსი), ღირებულება, დრო და ხარისხი;
3. ფინანსები, კლიენტები, პროცესები, განვითარება;
4. პროდუქტები, ფასები, გასაღება, წინწაწევა.

31. რა არ უნდა შეიცვალოს პროექტში?


1.ვადები;

2. შემკვეთები;

3. ბიუჯეტი;

4. მიზნები.

32. შეარჩიეთ ტერმინი , რომლისთვისაც მოცემულია განმარტება: „ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც


პროექტების მართვაში მონაწილეობენ - ეს არის:

1. საპროექტო გუნდი;

2. პროექტ-მენეჯერი;

3. პროექტის შემკვეთი;

4. პროექტის ინიციატორი.

33.რა წარმოადგენს ისეთი ბიზნესის ოპერაციული სისტემიდან ,,გამოსავალს“, როგორიცაა


სილამაზის სალონი?

1. ლამაზად დავარცხილი კლიენტი;

2. კარგად გაკეთებული მაკიაჟი;

3. ლამაზად შეკრეჭილი თმა;

4. ყველა პაუხი სწორია.

34. ოპერაციული მენეჯმენტის (5P) მოდელი მოიცავს :


1.Plants, parts, planed control system, process, peoples;
2.Production, parts, planed control system, process, peoples;
3. Plants, parts, price, process, people;
4.ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პასუხი სწორია.

35.ოპერაცია - ეს არის:

1. კაპიტალი ჩადებული ფასიან ქაღალდებში, რომელსაც რეგულარულად მოაქვს შემოსავალი


დივიდენდის ან პროცენტის სახით მისი მფლობელისათვის და დამოუკიდებლად მიმოიქცევა
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე რეალური კაპიტალის მოძრაობისაგან განსხვავებით.

2. ორგანიზაციის ოპერაციული საქმიანობის მიმართულებისა და საერთო სტრატეგიის შემუშავება და


რეალიზაცია.

3.კონკრეტული მოქმედება ან მათი ერთობლიობა, საქმიანობის ცალკეული სახე, ტექნოლოგიური


პროცესის დასრულებული ნაწილი, რომელსაც ასრულებს ორგანიზაციის ერთი ან რამდენიმე
თანამშრომელი.

4.ყველა პასუხი სწორია.

36.შეკვეთის გამარჯვებული არის:


1. გარკვეული თვისებებისა და მახასიათებლების მატარებელი საქონელი ან მოსახურებაა, რომელიც
გამოარჩევს მას სხვა კომპანიების პროდუქტებისაგან.
2. მახასიათებლების ნაკრები, რომელიც საშუალებას იძლევა, ისე გამოირჩეს პროდუქტი, რომ
შენაძენის გაკეთებისას იგი არგუმენტად იქცეს.
3.არცერთი პასუხი არა სწორი;
4.ყველა პასუხი სწორია

37.შეკვეთის კვალიფიკატორი არის:


1.მახასიათებლების ნაკრები, რომელიც საშუალებას იძლევა, ისე გამოირჩეს პროდუქტი, რომ შენაძენის
გაკეთებისას იგი არგუმენტად იქცეს.
2.გარკვეული თვისებებისა და მახასიათებლების მატარებელი საქონელი ან მოსახურებაა, რომელიც
გამოარჩევს მას სხვა კომპანიების პროდუქტებისაგან.
3.არცერთი პასუხი არა სწორი;
4.ყველა პასუხი სწორია
38. ვინ შემოიტანა ორი ცნება „შეკვეთის გამარჯვებული“ და „შეკვეთის კვალიფიკატორი“
მარკეტინგის მხრივ მაჩვენებელთა დახასიათებისათვის?

1. ტერი ჰილი;

2. გენრი ფორდი;

3. ანრი ფაიოლი;
4.ფრედერიკ ტეილორი

39. ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან რომელია უწყვეტი წარმოების მაგალითი

1. ქვანახშირის წარმოება;

2. ნავთობის მოპოვება და გადამუშავება

3.ელექტროენერგიის წარმოება თბო, ჰიდრო და ატომურ სადგურებში

4. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პასუხი სწორია.

40. ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან რომელია სერიული წარმოების მაგალითი

1. სეზონური პროდუქციის წარმოება;

2. გაზეთის რედაქციის მუშაობა;

3.უმაღლესი სასწავლებლების მიერ სპეციალისტების გამოშვება;

4.ყველა პასუხი სწორია.

ამოცანა1.( გაყიდვების უზარალობის მოცულობის გაანგარიშებაზე) (5 ქ.)

აღნიშნული მონაცემებით გაიანგარიშე უზარალობის კრიტიკული წერტილი (Q კრ ) ნატურალურ


გამოსახულებაში და წარმოების რენტაბელობის (R) ზღვარი ღირებულებით გამოსახულებაში.

საწყისი მონაცემებია:

1. წარმოების მიმდინარე მოცულობა - Q= 120 ცალი;

2. სარეალიზაციო (გასაყიდი) ფასი - P= 2700 ლარი/ცალზე;

3. საშუალო მუდმივი დანახარჯები - Cf =750 ლარი/ ცალზე;

4. საშუალო (მთლიანი) ხარჯები - C=3000 ლარი/ცალზე

ამოხსნა:

1.გავიანგარიშოთ მუდმივი ხარჯები (Cf ) სულ:

Cf = 120* 750 =90000 ლარი

2. გავიანგარიშოთ საშუალო ცვალებადი ხარჯები (CV) ერთეულ პროდუქციაზე:

CV = C- Cf = 3000-750= 2250 ლარი /ცალზე

3. უზარალობის კრიტიკული წერტილი ანუ გაყიდვების უზარალო მოცულობა - ეს არის გაყიდვების


ის მოცულობა,რომლის დროსაც საწარმო ვერ მიიღებს ვერც მოგებას და არც იზარალებს ანუ მისაღები
ამონაგების თანხა ფარავს მხოლოდ მუდმივ და ცვალებად დანახარჯებს.უზარალობის კრიტიკული
წერტილი (Q კრ ) გაიანგარიშება ფორმულით:

Q კრ = Cf / P- CV ,
სადაც P-ერთეული პროდუქციის სარეალიზაციო ფასია

Q კრ = 90 000/( 2700- 2250)= 200 ცალი

4.წარმოების რენტაბელობის ზღვარი ( R) ღირებულებით გამოსახულებაში შეადგენს:

R= Q *P = 200* 2700=540 000 ლარი

ამრიგად, გაყიდვების უზარალო მოცულობა ნატურალურ გამოსახულებაში საწარმოსათვის 200


ცალს შეადგენს, ხოლო ღირებულებით გამოსახულებაში 540000 ლარს.გაყიდვების მიმდინარე
მოცულობა (120 ცალი) დიდად ნაკლებია გაყიდვების უზარალო მოცულობაზე (200 ცალი), რაც
იმაზე მიუთითებს, რომ საწარმო ზარალს განიცდის. იმისათვის, რომ მოგების თანხა განოლდეს,
გაყიდვების მოცულობა უნდა შეადგენდეს 200 ერთეულს, ხოლო მოგების მისაღებად გაყიდვების
მოცულობა 200 ცალზე მეტი უნდა იყოს.

დავალება №2.

ოპერაციათა უწყვეტი ქრონომეტრაჟის რუკაზე ჩაწერილია შმდეგი მიმდინარე დრო(წთ): 15, 40, 54, 69,
93, 137, 184. განსაზღვრეთ 7 ელემენტიდან თითოეულის ხანგრძლივობა და ყველა ოპერაციის
ხანგრძლივობა მთლიანად?

ამოხსნა:

ყველა ოპერაციის მთლიანი ხანგრძლივობა შეადგენს 184 წთ.

ოპერაციის პირველი ელემენტის ხანგრძლივობა შეადგენს:15-0=15 წთ.

ოპერაციის მე-2 ელემენტის ხანგრძლივობა შეადგენს:40-15=25 წთ.

ოპერაციის მე-3 ელემენტის ხანგრძლივობა შეადგენს: 54-40=14 წთ.

ოპერაციის მე-4 ელემენტის ხანგრძლივობა შეადგენს: 69-54=15 წთ.

ოპერაციის მე-5 ელემენტის ხანგრძლივობა შეადგენს:93-69= 24 წთ.

ოპერაციის მე-6 ელემენტის ხანგრძლივობა შეადგენს: 137-93=44 წთ.

ოპერაციის მე-7 ელემენტის ხანგრძლივობა შეადგენს:184-137=47 წთ.

ვაწარმოებთ შემოწმებას:

15+25+14+15+24+44+47=184 წთ.

ამოცანა 2. ( გაყიდვების უზარალობის მოცულობის გაანგარიშებაზე) (5 ქ.)

გაიანგარიშე უზარალობის კრიტიკული წერტილი ანუ გაყიდვების უზარალო მოცულობა


ნატურალურ გამოსახულებაში და წარმოების რენტაბელობის ზღვარი ღირებულებით
ამოსახულებაში. განსაზღვრეთ სარეალიზაციო ფასი. განსაღვრეთ პროდუქციის ფასი მოგების
მოცემული თანხის შემთხვევაში. განსაზღვრეთ ამონაგები რეალიზაციიდან.
საწყისი მონაცემებია:

1. მუდმივი ხარჯები ერთეულ პროდუქციაზე - Cf = 150 ლრი/ცალზე

2. ცვალებადი ხარჯები ერთეულ პროდუქციაზე - CV =250 ლარი/ცალზე

3. ერთეული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი - P= 400 ლარი/ცალზე

4. მოთხოვნა პროდუქციაზე - Q=1000 ცალი

5. მოგების მოცემული თანხა- M=50 000 ლარი


ამოხსნა
უზარალობის კრიტიკული წერტილის გაანგარიშება ითვალისწინებს წარმოების მინიმალურ
მოცულობას, რომელიც საშუალებას იძლევა დაფაროს დანახარჯები. ეს სიდიდე განისაზღვრება,
როგორც შეფარდება მუდმივი ხარჯების საერთო თანხის სხვაობასთან სარეალიზაციო ფასსა და
ცვლად ხარჯებს შორის ერთეულ პროდუქციაზე:
Q კრ = 150×1000/(400-250)=1000 ერთეული.
წარმოების რენტაბელობის ზღვარი წარმოადგენს წარმოების მინიმალურ მოცულობას გამოსახულს
ფულად საბაზრო ფასებში:
R=1000×400=400000 ლარი.
გასაყიდი ფასის დონედ მიიჩნევა საბაზრო ფასის დონე მოცემულ პროდუქციაზე მოთხოვნისას ანუ 400
ლარი.
პროდუქციის ფასს მოგების მოცემული მოცულობის პორპბებში განვსაზღვრავთ იქიდან გამომდინარე,
რომ ამონაგები რეალიზაციიდან უნდა ფარავდეს ყველა დანახარჯს და უნდა უზრუნველყოს მოგების
მოცემული თანხა: P=(150×1000+250×1000+50000)/1000=450 ლარი.
ამონაგები რეალიზაციიდან შეადგენს: B=450×1000=450000 ლარი.
თეორიული საკითხები:

1.საწარმოო სისტემები.(5 ქ.) 1 თემა გვ.12

2. განტის დიაგრამა. (5ქ.) 3 თემა გვ.57

1. ოპერაციული მენეჯერების მოვალეობები (5 ქ.); კონსპექტი

2. შრომის გაზომვისა და ნორმირების ძირითადი მეთოდები (5ქ.) 5 თემა გვ.83

იხ.კონსპექტი

ოპერაციული მენეჯერების მოვალეობები


ოპერაციული მენეჯერების მრავალრიცხოვანი მოვალეობები შეიძლება დაიყოს სამ ძირითად
ჯგუფად:

1.ორგანიზაციის საწარმოო საქმიანობის საერთო სტრატეგიისა და მიმართულებების შემუშავება და


რეალიზაცია;
2.ოპერაციული სისტემის შემუშავება და დანერგვა, მ.შ. საწარმოო პროცესის შემუშავება,
გადაწყვეტილება საწარმოო სიმძლავრეთა განთავსების, პროდუქციის პროექტირების
შესახებ,სტანდარტების შემოღება და სამუშაოთა შესრულების ნორმების დანერგვა;

3.სისტემის ფუნქციონირების დაგეგმვა და კონტროლი.

ოპერაციულ მენეჯერს უწევს საქმე ჰქონდეს ინფორმაციის დიდ მოცულობასთან. მიიღოს


გადაწყვეტილებები იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საწარმოს სიდიდე, რამდენი საწარმოა
საჭირო და სად უნდა განთავსდნენ ისინი, გარეშე ფირმების მომსახურებით უნდა ისარგებლონ თუ
არა, რომლებიც ოპერაციების მთელი ან გარკვეული მოცულობის შესრულებას იკისრებენ, როგორი
მოცულობით უნდა იყოს სასაქონლო მარაგები, აი ის ძირითადი საკითხები, რაზეც ოპერაციულმა
მენეჯერმა უნდა გასცეს პასუხი.

შრომის გაზომვისა და ნორმირების ძირითადი მეთოდები

შრომის გაზომვისა და ნორმების ორი ძირითადი მეთოდი მეთოდი არსებობს:

1.ქრონომეტრაჟი- ქრონომეტრაჟი ჩვეულებრივ წამმზომის დახმარებით უშუალოდ სამუშაო


ადგილზე ან ვიდეოჩანაწერის საშუალებით კეთდება. შესასწავლ სამუშაო პროცესს ან
ოპერაციას გაზომვად ნაწილებად ან ელემენტებად ანაწევრებენ და ცალ-ცალკე ზომავენ.
ანალოგიური პროცესების ელემენტების მრავალჯერადი აზომვის შედეგად ოპერაციის
ყოველი ელემენტის საშუალო დრო გამოყავთ, ამ ელემენტების ხანგრძლივობებს აჯამებენ და
მთელი პროცესის შესრულების დრო გამოყავთ.

2. შრომის პროცესზე შერჩევითი დაკვირვება-შრომის პროცესზე შერჩევითი დაკვირვების


მეთოდი მოწოდებულია სასურველი სიზუსტით შეაფასოს შრომის პროცესი. ამისათვის
დაკვირვებას აწარმოებენ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა სასურველი სიზუსტის
მისაღწევად და მოსალოდნელ ცდომილებათა გასაბათილებლად. ცხადია, ყოველივე ეს
შრომის პროცესის თავისებურებებიდან გამომდინარეობს

საწარმოო სისტემები
საწარმოო სისტემა არის ისეთი სისტემა, რომელიც იყენებს კომპანიის ოპერაციულ
რესურსებს, რათა წარმოების საწყისი ფაქტორი გარდაქმნას მის მიერ არჩეულ
პროდუქციად ან მომსახურებად.

საწარმოო გარდაქმნის სახეებია:

1. ფიზიკური გარდაქმნა წარმოების პროცესის შედეგად;

2. ადგილმდებარეობის ცვლილება ტრანსპორტირების შედეგად;


3. გაცვლა საცალო სავაჭრო ოპერაციების შედეგად;

4. შენახვა სასაწყობე მომსახურების შედეგად;

5. ფიზიოლოგიური გარდაქმნა სამედიცინო მომსახურების შედეგად;

6. ინფორმაციული გარდაქმნა სატელეკომუნიკაციო მომსახურების

შედეგად.

გარდაქმნების პროცესები ერთმანეთისაგან მკაცრად განცალკევებით არ არსებობენ.


მაგალითად, მაღაზიაში იმავდროულად შეიძლება, ჯერ ერთი, საშუალება მიეცეს
მყიდველს, ერთმანეთს შეადაროს შეთავაზებული საქონლის ფასები და ხარისხი
/ინფორმაციული გარდაქმნა/; მეორე, მანამ ჰქონდეთ გამოდებული საქონელი ყველას
დასანახად, სანამ მყიდველი არ გამოუჩნდება /შენახვა/; მესამე, გაყიდონ საქონელი
/გაცვლა/.

განტის დიაგრამა
განტის გრაფიკი ეს არის პროექტის დაწყების დროისა და თანმიმდევრობით ყოველი
სამუშაოს დასაწყისისა და დასასრულის გრაფიკული გამოხატულება. მაგალითად,
გრძელვადიანი შესყიდვები და ტექნოლოგიის დამუშავება ერთმანეთისაგან
დამოუკიდებელი სამუშაოებია და შეიძლება ერთმანეთის პარალელურად შესრულდნენ. სხვა
სამუშაოები კი რიგითობის მიხედვით უნდა მიყვნენ ერთმანეთს.

სხვადასხვა სახის გრაფიკი შეიძლება ასახავდეს ხარჯების თაობაზე ანგარიშს, სამუშაო


დროისა და ღირებულების სტრუქტურას, კალენდარული გეგმის შესრულების
მდგომარეობას და სხვ.

განტის გრაფიკი შესაძლებლობას აძლევს მენეჯერს, თვალყური ადევნოს პროექტით


გათვალისწინებული სამუშაოების დროულად შესრულების მდგომარეობას

You might also like