You are on page 1of 36

თემა 1.

ეკონომიკური ანალიზის ადგილი ბიზნესის მართვაში

1.1. ეკონომიკური ანალიზის არსი, შინაარსი, მიზანი და ამოცანები.

საბაზრო ეკონომიკა მიკრო, მეზო და მაკროეკონომიკურ დონეებზე მართვის

სისტემის ორგანიზების კონცეპტუალურად ახალი მიდგომების გამოყენების აუცი-

ლებლობას კარნახობს. საზოგადოებრივი წარმოების ხასიათმა და მისმა სტრუქტურამ

განაპირობეს ანალიზის მაკროეკონომიკური, მეზოეკონომიკური და მიკროეკონომი-

კური დიფერენცირება. თანამედროვე პირობებში ეკონომიკურ ანალიზს ენიჭება წამ-

ყვანი როლი არა მხოლოდ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობისა და მმართველობითი

გადაწყვეტილებების მიღების შეფასებაში, არამედ იგი ასევე ღირებულია საწარმოს

შემდგომი განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივების განსაზ-

ღვრის პროცესში.

როდესაც საქმე ეხება ყიდვა-გაყიდვას, ტერმინები "ბიზნესი" და "საწარმო"

რეალურად თანხვედრაშია, თუმცა ქართული კანონმდებლობა "ბიზნესი"-ს

ინტერპრეტაციას არ მოიაზრებს. „ბიზნესი“-ს ტერმინის ქვეშ მოიაზრება სამეწარმეო

საქმიანობა, გარკვეული რესურსების და აქტივების გამოყენებით, ფულის სტაბილური

ბრუნვის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კანონში „საქართველოს საგადასახდო

კოდექსი“ საწარმოდ ითვლება წარმონაქმნი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ

საქმიანობას, ან შექმნილი არის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად,

საწარმოს არ მიეკუთვნება ინდივიდუალური მეწარმე1. საწარმოს მენეჯმენტის

ხარისხის გასაუმჯობესებლად მსოფლიო პრაქტიკაში გამოიყენება საწარმოს/ბიზნესის

1
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, ზოგადი დებულებანი. მუხლი 21.
საქართველოს პარლამენტი სსმ 54, 17/09.2010. კონსოლიდირებული პუბლიკაციები 05/09/2018.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717
ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების, პროცესების და საქმიანობის ანალიზი,

პროდუქციის წარმოების, შესრულებული სამუშაოების და მომსახურების მიხედვით.

საწარმოს მომგებიანობის მართვა მიმართულია საწარმოს და მისი აქციების

ღირებულების ზრდის უზრუნველსაყოფად.

ბიზნესის ეფექტიანობის ზრდის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციონირება

უნდა ეფუძნებოდეს რეალიზაციას, მისაღებ მოგებას და ფინანსურ მდგრადობას შორის

ოპტიმალურ თანაფარდობას, რაც განსაზღვრულია მაკროეკონომიკური და

დარგობრივი ფაქტორების, ანუ საწარმოს გარე - ეგზოგენური ფაქტორების გავლენით,

რომლებიც არსებითად მოქმედებენ თვითღირებულებაზე, ფასწარმოქმნასა და

მომგებიანობაზე.

კერძოდ კი ფასწარმოქმნაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორებია:

პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციის მოცულობა;

შემოსავლის მიღების ვადები;

მუდმივი ხარჯების წილი პროდუქცის თვითღირებულებაში;

საკუთარი საშუალებების წრებრუნვის სიჩქარე;

ძირითადი საშუალებების მდგომარეობა და მოცულობა;

მოზიდული კაპიტალის ღირებულება.

ამ ფაქტორებზე ზემოქმედება ხდება საწარმოს განვითარების სტრატეგიის,

ფინანასური, მარკეტინგული, საკადრო, საინვესტიციო, და სადივიდენდი პოლიტიკის

შესაბამისად. საწარმოს ეფექტიანი მართვისთვის გამოიყენება მარკეტინგული,

ფინანსური მენეჯმენტის, ოპერაციული, საინვესტიციო პროექტების მართვის

მეთოდები.

საწარმოს ზრდის და განვიათარების მიზნის მიღწევის სტრატეგიის დამუშავების

ეტაპები მოიცავს:

საწარმოს ანალიზს სტატიკურ გარემოში;

ბიზნესის ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენას;

საწარმოს ღირებულების ზრდის სტრატეგიის დამუშავებას და ეკონომიკური


პოტენციალის ეფექტიანობის უზრუნველყოფას საქმიანობის კომპლექსური

ეკონომიკური ანალიზის გზით, მისი გამოყენებით შიდა რეზერვების

გამოვლენას, ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას არსებული

პოტენციალის გამოყენებას;

საწარმოს მართვის ახალი, ეფექტური სტრუქტურის ჩამოყალიბება-

განვითარებას;

საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი და პერსპექტიული სფეროების

განვითარებას, პერსონალის სტიმულირების სისტემის შემუშავებას;

კორპორატიული კულტურის განვითარებას;

პერსონალის კვალიფიკაციისა და განათლების დონის უწყვეტ გაუმჯობესებას;

საწარმოს ეგზოგენური და ენდოგენური (კომპანიაში მიმდინარე,

მაკროეკონომიკური და დარგობრივი ცვლილებების) ინდიკატორების მუდმივ

მონიტორინგს და ანალიზს;

საწარმოს მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებლების შედარებას და საჭიროების

შემთხვევაში მათ კორექტირებას;

სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მის განხორციელებას.

ბიზნესის ეფექტიანობის შეფასებისთვის გამოიყენება ანალიზის სხვადასხვა

სახეები ეკონომიკურ-სტატისტიკური ანალიზი, საწარმოს საქმიანობის


ეკონომიკური/მმართველობითი ანალიზი, ფინანსური ანალიზი. რომელთა მიზანია

შეფასდეს უკუგება გაწეული ეკონომიკური საქმიანობიდან, მომავალი ეფექტიანობის

და მომავალი საინვესტიციო მომგებიანობა. ბიზნესის ეფექტიანობა განსაზღვრავს მის

ღირებულებას, სარეალიზაციო ფასს, ახალ სისტემად ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

რადგან ბიზნესის ეფექტიანობა გავლენას ახდენს საწარმოს სტაბილურობაზე,

ღირებულებაზე და განვითარების პერსპექტივაზე. მოთხოვნადი ხდება შიდა

ეკონომიკური ფაქტორების (ეკონომიკური რესურსებით უზრუნველყოფა და მათი

ეფექტიანობა) და მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასაბუთებული შეფასება.

ბიზნესის ეკონომიკური ანალიზის პროცესი წარმოდგენილია სქემა 1.1. საიდანაც

კარგად ჩანს ეკონომიკური ანალიზის მნიშვნელობა ბიზნესის საქმიანობის

ეფექტიანობის შეფასებისთვის.

სქემა 1.1 . ეკონომიკური ანალიზის ორგანიზაცია


ბიზნესის ხარისხობრივი და
რაოდენობრივი მაჩვენებლების
იდენტიფიკაცია

ბაზრის ანალიზისთვი საჭირო


ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება

ანალიზური კვლევის გეგმის შემუშავება


ეკონომიკური ანალიზი

შიდა და გარე ინფორმაციის შეკრება და


უტყუარობის დადგენა

გარე ინფორმაციის ეკონომიკური


ანალიზი

შიდა ეკონომიკური პროცესების


ანალიზური მეთოდების და ხერხების
განსაზღვრა

ბიზნესპროცესების ანალიზი და
შედეგების პროგნოზირება

შედეგების განზოგადება და
ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა

ბიზნესის ეკონომიკური ანალიზის მიზანია, საწარმოების ეკონომიკური საქმიანობის

შეფასება, ეკონომიკური პოტენციალის (რესურსების, აქტივების, კაპიტალის,

შემოსავლების) რაციონალური გამოყენების გზით მოგების სტიმულირება და

ეფექტიანობის ამაღლება. რაც იძლევა ბიზნესის ღირებულების, შემოსავლიანობისა

და მოგების გაზრდის შესაძლებლობას.


ბიზნესის ეკონომიკური ანალიზის საგანს წარმოადგენს ობიექტური და სუბიექ-

ტური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად სამეურნეო პროცესების, საქმიანობის სო-

ციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის და საბოლოო ფინანსური შედეგების კვლევა.

ანალიზის ობიექტები შესაძლოა იყოს ეკონომიკური საწარმოების მთელი საფინანსო-

ეკონომიკური საქმიანობა, ან მხოლოდ საწარმოს საქმიანობის ზოგიერთი კონკრე-

ტული მხარეები და სეგმენტები, ცალკეული სამეურნეო პროცესები. ანალიზის ობი-

ექტებს წარმოადგენს სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკური შედეგები: პროდუქციის

წარმოება და რეალიზაცია, თვითღირებულება, მატერიალური, შრომითი და ფინანსუ-

რი რესურსების გამოყენება, წარმოების ფინანსური შედეგების გამოყენება, ეკონომი-

კური სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა.

ბიზნესის ეკონომიკური ანალიზის ძირითადი ამოცანებია ეკონომიკური სუბიექტის

ბიზნეს-გეგმის და ნორმატივების მეცნიერულ-ეკონომიკური დასაბუთებულობის

ამაღლება, რომელიც მიიღწევა სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის პერსპექტიული

ანალიზის მეშვეობით. ამ მიმართულებით დროის გარკვეული პერიოდისათვის

დინამიური ანალიზი იძლევა საწარმოს სამეურნეო და საფინანსო საქმიანობაზე მოქმედ

მაჩვენებლებსა და ფაქტორებს შორის ურთიერთკავშირის, ეკონომიკური

კანონზომიერებების, განვითარების ტენდენციების გამოვლენის შესაძლებლობას. ამ

მიზნით, მაგალითად, საწარმოებში ხდება პროდუქციის რაოდენობის,

ასორტიმენტის, კომპლექსურობის და ხარისხის, სტრუქტურული ცვლილებების

პროგრამების, პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვების რიტმულობის, მიწოდების

ხელშეკრულებების შესრულების ანალიზი. განისაზღვრება შრომითი, მატერიალური

და ფინანსური რესურსების გამოყენების ეკონომიკური ეფექტიანობა. კომპლექსურად

გამოიკვლევა შრომის საგნების, სამუშაო ძალის, წარმოების საშუალებების,

თვითღირებულების, მოგების და ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტიანობა.

ვლინდება შიდასამეურნეო რეზერვების, წარმოების ზრდის და


პროდუქციის თვითღირებულების შემცირების გამოუყენებელი შესაძლებლობების

რეზერვები.

რესურსების შეზღუდული რაოდენობა მეწარმეებს აყენებს ეკონომიკური არჩევანის წინაშე:

რამდენი და როგორ აწარმოონ, ვისთვის აწარმოონ, დროის რა პერიოდში და ა.შ. როგორც ვიცით

შეზღუდულია, როგორც წიაღისეული, საწარმოო კაპიტალის, ცოდნა, წარმოების ტექნოლოგიები

და ადამიანური რესურსები. სწორედ რესურსების შეზღუდული რაოდენობა ადამიანებს აყენებს

მათი რაციონალურად ხარჯვის აუცილებლობის წინაშე.

შესაბამისად, ეკონომიკური ანალიზის პროცესში ხდება საწარმოს საქმიანობის

ფინანსური შედეგების და ფინანსური მდგრადობის მიღწევის უზრუნველყოფის

შეფასება და კონტროლი. არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სოციალური კეთილდრეობის

მაჩვენებლების ანალიზს და სოციალური პროგრამების შესრულებას.

შესაბამისად, ეკონომიკური ანალიზის მთავარი ამოცანაა გამოავლინოს

წარმოების ფაქტორების გამოყენების ყველაზე ეფექიანი გზები, ადამიანთა მიერ

შეზღუდული რესურსების შეუზღუდავი გამოყენების პირობებში, რაც ართულებს

გადაწყვეტილების მიღების პროცესს. მეწარმეს უწევს მაგალითად გააკეთოს არჩევანი

ეკონომიურ ზრდასა და კეთილდღეობას შორის, როდესაც ღებულობს წარმოების

რეორგანიზაციის, კვლავწარმოების გადაწყვეტილებას. რადგან აღნიშნული საჭიროებს

ფინანსური რესურსების მიმართვას სწაორედ რეინვესტირების პროცესზე. მოგების

განაწილება კი იკლებს. ყველა უპირატესობის შეფასების და საქმიანობის სწორი

ეკონომიკური ვექტორის განსაზღვრას უზრუნველყოფს ეკონომიკური ანალიზის

პროცესში გამოყენებული კვლევის მეთოდები და ხერხები.

ბიზნესის ეკონომიკური ანალიზის მიზნის და ამოცანების რეალიზებისთვის

შესაბამისად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ანალიზის არსის გაგება. პრაქტიკულ

საქმიანობაში ეკონომიკური ანალიზის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭიროა

სისტემურობის და კომპლექსურობის პრინციპის გათვალისწინება.


1.2. ეკონომიკური ანალიზის დისციპლინის განვითარება,

კავშირი მეცნიერულ დისციპლინებთან.

ეკონომიკური ანალიზი, როგორც მეცნიერება ეკონომიკური თეორიის და საბაზ-

რო ურთირთობების განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა. მისი განვითარაების პირ-

ველი ეტაპი უკავშირდება დეტერმინირებული წონასწორობის იდეის ჩამოყალიბებას,

რომელიც შედარებით სრულად ვალრასის შრომებშია წარმოდგენილი2.

მეორე ეტაპი უკავშირდება შედარებითი სტატიკური თეორიის განვითარებას, რო-

მელიც ითვალისწინებს საერთო წონასწორობის მიღწევის შესაძლებლობას ეკონომი-

კური სისტემის ფარგლებში. შედარებითი სტატისტიკური ანლიზი ეკონომისტების

სამი თაობის მცდელობის შედეგია, რომლებიც ცდილობდნენ საერთო წონასწორობის

ფარგლებში ეკონომიკური მოვლენების ქცევის შესახებ თეორემების გამოყვანას3.

2შვედი მეცნიერი ლეონ ვალრასი (1834-1910) იყო ეკონომიკური ანალიზის მათემატიკურ მიმართულების პირველი
დამაარსებელი. ის იკვლევდა მოთხოვნა-მიწოდების მოცულობის დინამიკას მოცემული ფასების პირობებში.
3ეკონომიკური წონასწორობის ცვლილების ანალიზი, რომელიც უკავშირდება ისეთი ეგზოგენური ფაქტორების ცვლილებას,
როგორიც არის ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის, ქცევის პარამეტრერბის და სხვათა ცვლილება. სიტყვა „შედარებითი“
მოიაზრებს ეკონომიკური მდგომარეობის ორი და მეტი წონასწორული მოდელის შედარებას, ხოლო „სტატიკა“ ნიშნავს, რომ
თითოეული მდგომარეობა განიხილება როგორც სისტემის წონასწორობა.
მესამე ეტაპი ეფუძნება ეკონომიკური სუბიექტის მიერ სიკეთეების

მაქსიმიზაციის სურვილს, როგორც ფასსა და კეთილდღეობას შორის წონასწორობის

ჩამოყალიბების, მნიშვნელოვან პირობას.

მეოთხე ეტაპი უკავშირდება ანალიტიკურ ეკონომიკაში შესაბამისობის პრინციპის

აღმოჩენას და ეკუთვნის სამუელსონს, რომლის თანახმადაც შეიძლება ითქვას, რომ

მდგრადი პროცესის პირობებში მაჩვენებლების უმნიშვნელო რყევა გამოიწვევს მხო-

ლოდ მდორე ცვლილებებს და არ ექნება ადგილი დამანგრეველი, კრიზისული ხასია-

თის ცვლილებებს.

მეხუთე, ეკონომიკური ანალიზის თანამედროვე ეტაპია და ხასიათდება შედარე-

ბითი დინამიკის თეორიით, რომლებიც მოვლენების დროში უწყვეტ კვლევას

გულისხმობს. დრო არის დამოუკიდებელი ცვლადი, რომელიც ყველა შესასწავლი ეკო-

ნომიკური პროცესის შემადგენელია.

მანამდე წონასწორობის თეორიები მოვლენებს არ განიხილავდა დინამიკაში, რად-

გან ითვლებოდა, რომ პროსების წონასწორობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ

მაშინ, როდესაც ცვლადები არის მუდმივი.

საქართველოში ეკონომიკური ანალიზის განვითარებას საფუძველი ჩაეყარა მე-20

საუკუნეში, როდესაც დადგა საწარმოების გაკოტრების მიზეზის შეფასების საჭიროება.

მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გეგმიანი ეკონომიკის ჩამოყალიბებასთან ერთად ჩამო-

ყალიბდა სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკური ანალიზის დისციპლინა, რომელიც

დადიოდა საწარმოს საგეგმო და ფაქტობრივი მაჩვენებლების შეფასებამდე. ხდებოდა

წარმოების, რეალიზაციის, პროდუქციის თვითღირებულების, შრომითი და მატერია-

ლურ-ტექნიკური დანახარჯების მაჩვენებლების გაანალიზება. 30-იან, 40-იანი წლების

ბოლოს გამოჩნდა პირველი წიგნები სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკურ ანალიზში.

მოგვიანებით გამოიცა ანალიტიკური მაჩვენებლების ცხრილები, ინსტრუქციებით და

გაანგარიშების მეთოდიკით. ერთიანი მეთოდიკის გათვალისწინებით შემუშავებული


იქნა საწარმოთა სამეურნეო საქმიანობის ანალიტიკური ცხრილები. განსაკუთრებული

განვითარება ეკონომიკურმა ანალიზმა მიიღო მეორე მსოფლიო ომის საწარმოო

კრიზისის პირობებში, როდესაც მწვავე დეფიციტის დროს საჭირო გახდა წარმოების

მოცულობის სტიმულირება. 1970-იან წლებში ჩნდება ეკონომიკური ანალიზის

თეორიაში პირველი წიგნები. დასავლური ეკონომიკური აზრის განვითარებისგან

იზოლირების გამო ამ წიგნებში არ შედიოდა ეკონომიკური სისტემების დინამიკის

შესახებ ანალიზური მასალები.

თანამედროვე ეტაპზე არსობრივად შეცვლილია ეკონომიკური ანალიზის

ფუნქცია, კონკურენტული ეკონომიკის პირობებში აუცილებელი გახდა სისტემის

განვითარების არასტაბილურობის, მიმდინარე პროცესების შემთხვევითი ხასიათის

გავლენის გათვალისწინება წარმოების პროცესებზე. ცვალებად ბიზნესგარემოს

პირობებში უნდა მოხდეს, არა მხოლოდ სამეურნეო პროცესების, არამედ

ბიზნესგარემოს სრული კვლევა და შეფასება, რამაც განაპირობა ბიზნესის ანალიზის

ცნების შემოტანა კვლევის არეალის გაფართოებასთან ერთად.

წინააღმდეგობრივ პროცესებს შორის, რომლებიც ზემოქმედებენ მიღებული

გადაწყვეტილებების ეფექტიანობაზე, დამოკიდებულების განსაზღვრა

შესაძლებელია მხოლოდ იმ მიმდინარე მიკრო და მაკრო პროცესების შესწავლისას,

რომლებიც მიმდინარეობს ეკონომიკურ სისტემაში. აღნიშნული, სხვადასხვა

მეცნიერული დისციპლინების ინტეგრირებულად ფუნქციონირების პირობის

განმსაზღვრელია, საიდანაც გამოვყოფთ ეკონომიკური ანალიზის დისციპლინას.

კვლევის ობიექტის მიხედვით ეკონომიკური ანალიზი, როგორც მეცნიერული

დისციპლინა, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ეკონომიკურ მეცნიერებათა

სისტემის. ის მჭიდრო კავშირშია ისეთ მეცნიერებებთან, როგორიცაა პირველ რიგში

ეკონომიკური თეორია (როგორც


ეკონომიკური ანალიზის თეორიული საფუძველი), ეკონომიკური აზრის ისტორია,

ფინანსები, სტატისტიკა, ბუღალტრული აღრიცხვა საბანკო საქმე, საწარმოს

(კორპორაციათა) ფინანსები და სხვა. ეს დისციპლინები ეკონომიკური ანალიზის

მეთოდების მთელს არსენალს იყენებს

კონკრეტული ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისათვის. ეკონომიკურ

ანალიზსა და სხვა მეცნიერებებს შორის ურთიერთკავშირი სქემატურად

შემდეგნაირად წარმოდგება (იხ. სქემა№ 1).

მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველოფა სქემა № 1.2

ეკონომიკური აზრის
ისტორია

ეკონომიკური თეორია მეთოდური


ინფორმაციული
უზრუნველყოფა
უზრუნველყოფ

ეკონომიკური
საბუღალტრო ანალიზი სტატისტიკა
(ფინანსური
ა ღრი ც ხ ვ ა ) მათემატიკური
სტატისტიკური მეთოდები
აღრიცხვა

პრაქტიკული ეკონომომეტრიკა
მ მ ა რთვ ე ლობ ი თი რეალიზაცია
ა ღრი ც ხ ვ ა

ორგანიზ ფინანსე მენეჯმენ მარკეტი საბანკო გამოყენების


აციის ტი ნგი საქმის სხვა
ბი
ეკონომიკ ორგანიზაცია სპეციფიკურ
ა ი უბნები
ეკონომიკური თეორია უზრუნველყოფს კვლევას ბაზრის სუბიექტების ეკონომი-

კური ურთიერთობების სისტემაში ფუნქციონირების კანონზომიერებების შესახებ.

თანამედროვე ეკონომიკური თეორიის კვლევის ცენტრში არის რესურსების იმ ოპტი-

მალური ოდენობის განსაზღვრა, რომელიც ერთდროულად საწარმოს და საზოგადო-

ებრივი ინტერესების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. ეკონომიკური მეცნიერების,

ან საწარმოს ქცევის ერთ-ერთი საკვლევი ამოცანა წარმოების, ფასების, დანახარჯების,

რესურსული პოტენციალის და სხვათა შეფასება და გაანალიზებაა.

ემპირიული მონაცემების სისტემატიზაციით ბიზნესის ეკონომიკური ანალიზი

ერთის მხრივ ახდენს მათ შორის კავშირის კანონზომიერებების გამოვლენას, წარმოე-

ბის და საზოგადოების ქცევის კანონების ჩამოყალიბებას. მეორეს მხრივ ეკონომიკური

თეორიის ცოდნაზე დაყრდნობით ანალიტიკოსი ახდენს მიღებული ინფორმაციის ინ-

ტერპრეტაციას, ტრანსფორმაციას კონკრეტული წინადადებების სახით რესურსული

პოტენციალის მართვის მიზნით სტრატეგიის შემუშავებას. ეკონომიკური აზრის ის-

ტორია ახდენს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების ისტორიულ ანალიზს. რო-

მელიც, საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიული ანალიზის პროცესში ქმნის

საფუძველს ეკონომიკური თეორიისთვის, ხოლო ეს უკანასკნელი განსაზღვრავს

სწორედ ეკონომიკური აზრის განვითარების მიმართულებას.

1.3. ეკონომიკური ანალიზის პრინციპები.

ეკონომიკური პროცესების სიღრმისეული შესწალით დგინდება მოვლენების არსი,


განვითარების ტენდენციბი, მათი ცვლილების ტემპების ანალიზი იძლევა პროცესების
შეფასების შესაძლებლობას. კვლევის ეკონომიუკრი მეთოდოლოგია ქმნის ანალიზის
მეცნიერული მიდგომის პრინციპს, ეფუძვნება ეკონომიმკური მეცნიერების კანონებს და
მეთოდოლოგიურ მიღწევებს. ანალიზის მეცნიერული მიდგომის პრინციპი ემყარება
ეკონომიკური ანალიზის საიმედო და დასაბუთებული მეთოდების გამოყენებით
მიმდინარე ბიზნესპროცესების ანალიზს.
მეცნიერული მიდგომის პრინციპი გულისხმობს, წარმოების ფუქნციონირების
ეკონომიკური კანონების გათვალისწინებას, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის
გათვალისწინებას, ეკონომიკური კვლევების უახლესი მეთოდების დანერგვას კვლევაში.
სისტემურობის პრინციპი - საკვლევ ობიექტს განიხილავს, როგორც მრავალი
ქვესისტემებისაგან შემდგარ რთულ დინამიკურ სისტემათა ერთობლიობა,
საწარმოთაშორისი, დარგათშორისი და ა.შ. სადაც, ყველა საკვლევი ობიექტის შესწავლა
ხდება მისი განმსაზრვრელი ენდოგენურ და ეგზოგენურ ფაქტორებს შორის
ურთიერთკავშირის გათვალისწინებით.
კომპლექსურობის პრინციპი - გულისხმობს, საწარმოს ფუნქციენირების შედეგებთან,
ცალკეული ფაქტორის დონეზე მომხდარი ცვლილების შესწავლას, გაანგარიშებას და
გაზომვას დინამიკაში მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების პრინციპით.
ობიექტურობის პრინციპი - ანალიზის ინფორმაცია და კვლევის შედეგები
ეკონომიკური პროცესების ობიექტურ რეალობას უნდა ასახავდეს და ეფუძვნებოდეს
საიმედო მონაცემებს და ზუსტ გათვლებს.
გეგმიურობის პრინციპი - ანალიზი უნდა ტარდებოდეს შესასრულებელი სამუშაოების
დასრულების ვადების მიხედვით, შედეგების შესაჯამებლად.
ოპერატიულობის პრინციპი - ანალიზი უნდა ჩატარდეს დროულად, წინასწარ
განსაზღვრული გეგმის მიხედვით, მკაფიო და ლაკონური დასკვნებით, რაც
უზრუნველყოფს მმართველობითი გადაწყვეტილების ეფექტიანობას.
თემა 2. ეკონომიკური ანალზის ორგანიზება და ინფორმაციული უზრუნველყოფა.

2.1. ეკონომიკური ანალიზის ინფორმაციული ნაკადები.

სამეწარმეო რისკის შეცნობის და ზოგადად ეკონომიკური ანალიზის ჩატარების-

თვის აუცილებელია საიმედო ინფორმაცია. ინფორმაცია (ლათ. informatio - ახსნა, გად-

მოცემა) არის გარე სამყაროში და საწარმოს შიგნით მიმდინარე პროცესებზე და მოვ-

ლენებზე მოწესრიგებული ცნობების, ცოდნისა და მონაცემების ერთობლიობა, რო-

გორც სიტყვიერი, ისე წერილიბითი (დოკუმენტური) იგი მართვის პროცესების უზ-

რუნველყოფის და დასაბუთებული მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების

საშუალებაა.

ემპირიული მონაცემევბის ინფორმაციულ წყაროს წარმოადგენს ბუღალტრული,

სტატისტიკური, ოპერატიული აღრიცხვა, მათ შორის მჭიდრო ურთიერთკავშირია.

პირველადი დოკუმენტაცია, სინთეზური რეგისტრების და ანალიზური აღრიცხვის

ჩანაწერები, ფინანსური ანგარიშგება და სხვა გარე წყაროები სხვადასხვა დონის ინფორ-

მაციას წარმოადგენს მმართველობითი/მენეჯერული და ფინანსური ეკონომიკური

ანალიზისთვის.

ბუღალტრული აღრიცხვა წარმოადგენს სამეურნეო ფაქტების ცვლილებათა შესა-

ხებ ინფორმაციის შეგროვების, დაჯგუფებისა და გადაცემის სისტემას ფულად ერთე-

ულში გამოსახულს. ანუ, ის ქმნის საინფორმაციო სისტემას სამეურნეო სუბიექტის საქ-

მიანობაში, მოგების, წარმოების მოცულობის, რეალიზაციის, რეზერვების და სხვათა

ცვლილების შესახებ. საბოლოო ჯამში ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების ანალი-

ზური კვლევა ორგანიზაციის განვითარების, მდგრადობის ხარისხის, კრიზისის სიღ-

რმისეული მიზეზების განსაზღვრის და მისი დაძლევის გზების დასახვის შესაძლებ-

ლობას იძლევა.

სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია სტატისტიკის ეროვნული

სამსახურიდან ან თავად საწარმოებიდან უკუკავშირის გზით, ერთის მხრივ საწარმოს


კონკურენტუნარიანობის, მეორეს მხრივ, მასზე გარე ფაქტორების გავლენის განმსაზ-

ღრელია. სტატისტიკაში ღრმად და დეტალურად არის დამუშავებული მეთოდები,

მათემატიკური გათვლების კვალობაზე, რომლებმაც პრაქტიკული გამოყენება ჰპოვეს

ეკონომიკურ ანალიზში.

ბიზნესის ეკონომიკური ანალიზის პროცესში ხდება სტატისტიკური და ბუღალ-

ტრული აღრიცხვის ინფორმაციის განზოგადება კონკრეტული რეკომენდაციების დო-

ნეზე ორგანიზაციის ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით. სასიცოცხლო ციკლის

სხვადასხვა სტადიაზე ხდება სამეურნეო საქმიანობის მდგომარეობის კომპლექსური

შეფასება, კონკრეტულად საწარმოს გაჯანსაღების და კრიზისული ვითარების დაძლე-

ბის მიზნით, ინოვაციური და ინვესტიციური პოლიტიკის დასაბუთების

თვალსაზრისით.

როგორც მეცნიერული დისციპლინა, ეკონომიკური ანალიზი მჭიდრო კავშირშია

მარკეტინგთან. ბაზრის მარკეტინგული კვლევების შედეგები, რომლებიც

დაფუძნებულია ანალიტიკურ კვლევებზე ტრანსფორმირდება საწარმოს ასორ-

ტიმენტულ, ფასების, რეალიზაციის და ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგიებში.


მეორეს მხრივ ბაზრის და საწარმოს კონკურეტუნარიანობის პოზიციის ანალიზი

იძლევა საწარმოო პოტენციალის, რესურსების გამოყენების შეკვეცის, ან

გაფართოების, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამგვარად, ეკონომიკური

ანალიზი სხვა დისციპლინებთან ურთიერთკავშირით კონკრეტული ფუნქციის

შესრულებას ახდენს მეცნიერული ცოდნის სინთეზის და მათ პრაქტიკულ დონეზე

გამოყენების გზით.

ბიზნესის ეკონომიკური ანალიზის ჩატარების უპირველესი და არსებითი ინფორ-

მაციული ბაზა ეკონომიკურ ინფორმაციაში ძევს. ეკონომიკური ინფორმაცია წარმოად-

გენს ბიზნესის საწარმოო-გასაღებითი, მომარაგებითი, საფინანსო და სხვა ეკონომიკუ-

რი საქმიანობის შესახებ მონაცემების ერთობლიობას და იგი მოიცავს მათი

ეკონომიკური საქმიანობის ყველა მხარეს. ის თანსდევს მატერიალური დოვლათის და

მომსახურეობის წარმოების, განაწილების, გაცვლის და მოხმარების პროცესებს.

ინფორმაციის ამა თუ იმ სახის კონკრეტულ წყაროებზე მოთხოვნა თვით

გასაანალიზებელ ობიექტზე, შესწავლის საგანზე, ანალიზის მიზანსა და ამოცანებზე,

და, ბოლოს კი ანალიზის ჩატარების პერიოდზე არის დამოკიდებული.

გამოყენებული ინფორმაციის სისრულე და ნაირგვარობა თავის მხრივ ხელს უწყობს

წარმოებისა და გაყიდვების ეფექტურების ამაღლების მიმართულებით

დასაბუთებული და არსებითი დასკვნებისა და წინადადების მიღებას.

პრაქტიკა ანალიზის პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფის ორგანიზაციის

პროცესს მთელ რიგ მოთხოვნებს უყენებს, კერძოდ, ინფორმაცია უნდა იყოს შესადა-

რისი, აკმაყოფილებდეს საიმედოობის, ოპერატიულობის, შესადარისობის, რაციონა-

ლურობის და სხვა მოთხოვნებს.

ინფორმაციის ანალიტიკურობის მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ

ეკონომიკური ინფორმაციის მთელი სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ანალიზის

მოთხოვნებს და ამოცანებს, ე.ი. უზრუნველყოს ისეთი მონაცემების მიღება, რომელიც


აუცილებელია ფაქტორების ღრმა შესწავლისათვის, რეზერვების გამოვლენისთვის და

მმართველო- ბითი გადაწყვეტილების შემუშავებისათვის. ამასთან ეკონომიკური

ინფორმაცია უნდა იყოს სარწმუნო, ობიექტურად ასახავდეს გამოსაკვლევი მოვლენის


და პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში ანალიზის შედეგად გაკეთებული დასკვნები

სინამდვილეს ასცდება, ხოლო ანალიტიკოსების მიერ შემუშავებული წინადადებები

საწარმოსათვის არ/ვერ მოიტანს სარგებელს, და შესაძლოა რაღაც ეტაპზე საზიანოც კი

აღმოჩნდეს.

ინფორმაციის ოპერატიულობა უშუალოდ ანალიზის ოპერატიულობისა და

ანალიზის რეალობის მოთხოვნიდან გამომდინარეობს. რაც უფრო სწრაფად შემოდის

მომხდარი სამეურნეო პროცესების შესახებ ინფორმაცია, მით უფრო შესაძლებელია

სწრაფად ჩატარდეს ანალიზი, გამოვლინდეს და აღმოიფხვრას ნაკლი, დაუდევრობა

და დანაკარგი. თვით ინფორმაციის ოპერატიულობის ამაღლება მიიღწევა

კომუნიკაციის უახლესი საშუალებების (მაგ. ინტერნეტის) დახმარებითაც. ამ ფონზე

ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფის ერთთ-ერთი მოთხოვნა არის - კვლევის

საგნისა და ობიექტის, დროის პერიოდის, მაჩვენებლის გაანგარიშების

მეთოდოლოგიის შესადა- რისობის უზრუნველყოფა.

არსებულ ინფორმაციაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გაწეული ანალი-

ზური სამუშაოს ხარისხი. არსებითია ანალზის ორგანიზაცია და მისი მეთოდური

უზრუნველყოფა. ამიტომაც, ფაქტია, რომ ანალიზის შედეგიანობა დამოკიდებულია

იმაზე თუ ანალიზის როგორ მეთოდიკას იყენებს დაინტერსესებული მხარე (მაგ.

საწარმო). ანალიზის მეთოდიკის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ

სპეციალისტს, რომელიც საწარმოში ანალიტიკურ მუშაობას ხელმძღვანელობს.

ანალიზის სფეროში მეცნიერების მიღწევისა და მოწინავე გამოცდილების დანერგვა

და გათვალისწინება განსაზღვრავს ანალიზის ეფექტიანიანიბას, დღეევანდელი

ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

კომპიუტერულ პროგრამებთან ადაპტირებას, რაც საბოლოო ჯამში სამეურნეო

საქმიანობის შედეგების ოპერატიულად, კომპლექსურად და სიზუსტით გამოკვლევის

შესსაძლებლობას იძლევა დროის მინიმალური დანაკარგებით.


თანამედროვე საქმიან სამყაროში მრავალი საწარმოს ხელმძღვანელი იმ აზრამდე

მიდის, რომ ბაზრის შესახებ გაჯერებელი ინფორმაციის გარეშე სამეურნეო საქმიანო-

ბის წარმატებით გაძღოლა წარმოუდგენელია. საქმიანი აქტივობის მონაწილეთა მიერ

გენერირებული ინფორმაციული ნაკადების კვალიფიციური დამუშავების დროს,

დას- კვნების ანალიზისა და სინთეზის საშუალებით მათ შეუძლიათ უზრუნველყონ

საწარ- მოს კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე სხვა მეურნე სუბიექტებთან

შედარებით. მრავალი მეწარმე თვლის, რომ საინფორმაციო-ანალიტიკური სამუშაოს

განხორციელება მიზანშეწონილი და მიღწევადია მსხვილი კორპორაციებისათვის

მაშინ როცა ყოველდღიური საქმიანი აქტივობა მცირე და საშუალო საწარმოებს

საშუალებას არ აძლევს საკადრისი დრო დაუთმოს ინფორმაციის ანალიზს. ამგვარი

შეხედულება მცდარია, იმიტომ რომ ინფორმაციის ანალიზი ასე თუ ისე მაინც

ხორციელდება, მაგრამ როგორც წესი იგი ამ სახის საწარმოს ბიზნესსპროცესში

სრულად არ ჩაირთვება. აღნიშნული აზრის დამადასტურებელი არის ერთი მარტივი

მაგალითი - გაზეთების და სპეციალური გამოცემების კითხვა და აქ მოპოვებული

ინფორმაციის გაანალიზება. ძნელია მოიძებნოს საქმიანი ადამიანი, რომელიც

სიახლეებს ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ცოტა თუ ხვდება, რომ მოცემული სახის

„დასაქმება“ საინფორმაციო-ანალიტიკური მუშაობის შემადგენელ ნაწილს შეადგენს.

საქმიანი პრესის მარტივი სისტემატური გაცნობა და კითხვა შესაძლებლობას

იძლევა ბიზნესის გაძღოლისათვის პრაქტიკული ფასეულობის მქონე მეტი ოდენობის

ინფორმაცია მიიღოს. საქმიანი პრესის გაცნობით, საწარმოს ხელძღვანელმა შეიძლება

მიიღოს ბაზრის გარემოს მდგომარეობის შესახებ საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაცემები.

საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით საწარმოს მონიტორინგი

შესაძლებლობას იძლევა:

- მოხდეს ბაზრის რეაქციაზე შინაგანი და გარე მოვლენების გავლენების თვალყუ-

რის მიდევნება;
- განხორციელდეს წარმოების პროცესზე სხდასხვა ფაქტორების გავლენის
კუთხით ექსპერტული დასკვნების შეგროვება;
- აქციების დასაწყისისათვის კონკურენტების მოქმედებაზე თვალყურის
მიდევნება;

მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში კონკურენტებზე მინიშნებული


მონიტორინგის განხორციელება საწარმოს ხელმძღვანელებს შესაძლებლობას
აძლევს;

- თვალყური მიადევნოს PR-კამპანიის დაწყებას და სეზონურობას;

- გამოავლინოს PR-არხები;

- მოახდინოს კონკურენტების PR-ბიუჯეტის პროგნოზირება;

- თვალყური მიადევნოს საკადრო ცვლილებებს, ინოვაციებს მართვაში და

ტექნოლოგიებში;

- ყურადღების ქვეშ ჰქონდეს ცვლილებები პოზიცირების მიდგომებში;

- თვალყური მიადევნოს ძირითადი მყიდველების ცვლილებას.

აღნიშნული სახის ინფორმაცია მეწარმეს შეუძლია მიიღოს დამატებითი ინ-

ფორმაციის მოპოვების გარეშე. ამ ინფორმაციას იგი ამოიღებს საინფორმაციო პრო-

დუქციის ბაზარზე არსებული მონაცემების სხვადასხვა ბაზიდან:

- კონკურენტების მიერ პროდუქციის მიწოდებისა და შესყიდვების

მოცულობის განსაზღვრით:

- გავლენის და ლობირების;

- ინფორმაციის გაჟონვის ალბათობის არსებობის;

- კომუნიკაციის არხების გამოვლენის გზით.

მსგავსი ინფორმაციის მოპოვების ფასი საკმაოდ ძვირადღირებულია, რამდენადაც

ამ სახის ინფორმაცია საწარმოს მფლობელს, ხელმძღვნელს მძლავრ კონკურენტულ

უპირატესობას ანიჭებს.
2.2. ინფორმაციის სახეები ეკონომიკური ანალიზში.

ინფორმაციული ნაკადი რომელიც უშუალო საწარმოდან მოდის მნიშვნელოვნად

განსხვავდება ერთმანეთისგან და საჭიროებს გარკვეული ნიშნით სისტემატიზირებას.

ბიზნესის შესახებ არსებული შიდა ინფორმაცია შეიძლება დაჯგუფებული იქნეს

შემდეგი წესით (იხ. სქემა № 2):


ე კ ონ ომ ი კ ური ა ნ ა ლი ზი ს ი ნ ფორმ ა ცი ი ს
სა ხე ე ბი სქემა № 1.3.

ე კ ონ ომ ი კ ური
ი ნ ფორმ ა ცი ა

ნ ორმ ა ტი ულ- გ ე გ მ ი ურ
ს ა ცნ ობ ა რო ი
ს ა ა ღრი ცხ ვ

პ ი რვ ე ლა დი ფი ნ ა ნ ს ური მ მ ა რთვ ე ლობ ი თი


ა ღრი ცხ ვ ა ა ღრი ც ხ ვ ა ა ღრი ც ხ ვ ა

ბიზნესის შესახებ ინფორმაციული ნაკადი, რომელიც ასახავს მის საქმიანობას

თანმიმდევრულად და სრულად, სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური ინფორმაცია.

ამიტომაც ეკონომიკური ინფორმაციის არსში გარკვევის მიზნით საჭიროა მისი დაჯ-

გუფება და სისტემატიზაცია.

ეკონომიკური ინფორმაცია იყოფა შემდეგ სახეებად:

- გეგმიურ;
- საცნობარო-ნორმატიულ;

- სააღრიცხვო ინფორმაციად.

გეგმიური ინფორმაცია მოიცავს იმ მოქმედების არჩევისთვის საჭირო მონაცემებს,

რომელიც შესაძლოა მომავალში იქნეს გამოყენებული. ამ სახის ინფორმაციის ძირი-

თად შინაარსს წარმოადგენს ტექნიკურ-ეკონომიკური და საწარმოო-ოპერატიული და-

გეგმვა. გეგმით შესაძლოა მოცული იქნეს როგორც საწარმოს ნებისმიერი სრუქტურუ-

ლი ქვედანაყოფის, ისე მთლიანად საწარმოს საქმიანობა.

ტექნიკურ-ეკონომიკური დაგეგმვის მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს

კონკრეტული პერიოდისათვის (წლისთვის) საწარმოო ხარჯთაღრიცხვის შედგენა.

ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს საწარმოს ადმინისტრაციის მთავარი მიზანი არის

საწარმოს სრუქტურული ქვედანაყოფების ცალკეული გეგმების კოორდინაციაა, მათი

შეთანხმებული მოქმედების უზრუნველყოფა.

ოპერატიულ-საწარმოო დაგეგმვის არსი მოიცავს როგორც საწარმოს ცალკეული

ქვედანაყოფების, სამუშაო ადგილების მიხედვით, ისე მთლიანად საწარმოს მასშტა-

ბით დროის მოკლე მონაკვეთების (თვიდან ერთ საათამდე) მიხედვით საწარმოო

პროგრამის მაჩვენებლების დაზუსტების, დეტალიზაციის და კონკრეტიზაციის

მიმართულებით გეგმიურ სამუშაოებს. საწარმოო-ოპერატიული დაგეგმვა დაგეგმვის

მთელი სისტემის დამამთავრებელი ეტაპია, მის განმასხვავებელ თავისებურებას

წარმოადგენს ის, რომ იგი აერთიანებს საწარმოს გეგმის (ეკონომიკური) ნორმატივების

გათვალისწინებით) დეტალურ დამუშავებას რომლის საფუძველზეც მოწმდება

საწარმოო პროგრამის შესრულების სიზუსტე.

გეგმის შემუშავება ყოველთვის არ იძლევა მისი შესრულების გარანტიას. ამიტომაც

ქვედანაყოფის თითოეული ხელმძღვანელი მოვალეა მოახდინოს გარკვეული ქმედება,

კერძოდ იგი ვალდებულია თვალყური ადევნოს გეგმის შერულების მსვლელობას, და-

სახული გეგმიდან ნებისმიერი გადახრის გამოვლენის დროს ჩაერიოს პროცესებში, აუ-


ცილებლობიდან გამომდინარე ახალი პირობების (გარემოებების)

გათვალისწინებით კი შეცვალოს არსებული გეგმები. ეკონომიკური ინფორმაციის

დანარჩენ სახეებს შორის დამაკავშირებელი რგოლი არის საცნობარო-ნორმატიული

ინფორმაცია. საცნობარო-ნორმატიულ ინფორმაციის შემადგენლობა განისაზღვრება

წარმოების ტიპით, გამოშვებული პროდუქციის ნომენკლატურით და სირთულით,

წარმოების ტექნოლოგიითა და ორგანიზაციით, შრომის შიდასაწარმოო

დანაწილებით, შიდა სამეურნეო კავშირების განვითარების დონით. აღნიშნული

ნიშნები კი ტექნიკურ-ეკონომიკური და ოპერატიულ-საწარმოო დაგეგმვის,

წარმოების აღრიცხვის მეთოდების, წარმოებაზე დანახარჯებისა და პროდუქციის

თვითღირებულების კალკულაციის მეთოდების გამოყენებაში არსებითი და გან-

მსაზღვრელი ფაქტორი არის.

საგეგმო საცნობარო-ნორმატიულ ინფორმაციას სააღრიცხვო ინფორმაციის ანა-

ლოგიურად გააჩნია საერთო ნიშნები, პრინციპები და ობიექტები. ამასთან სააღრიცხვო

ინფორმაციული სისტემა მოიცავს პირველადი მონაცემების შეგროვების სტადიას და

მმართველობითი აპარატისთვის ოპერატიული დამუშავებისთვის გადაცემას, გარკვე-

ული პრინციპებისა და ნაკადების მიხედვით მონაცემების თავმოყრას და დაჯგუფებას,

კრებსითი ინფორმაციის ფორმირებას, ანალიტიკური და სინთეზური ანგარიშების

წარმოებას, საწარმოს შიდა და გარე ანგარიშების შედგენას. ამ მიზნით აქ უშუალოდ

გამოიყენება ბუღალტრული, ოპერატიულ-ტექნიკური, აღრიცხვა და ანგარიშგება,

სტატისტიკური აღრიცხვა და ანგარიშგება.

კვლევის ობიექტის მიხედვით არსებობს შიდა და გარე ინფორმაციული ნაკადი. ში- და

ინფორმაციული სისტემა აერთიანებს სტატისტიკურ, ბუღალტრულ, ოპერატიული

აღრიცხვისა და ანგარიშგების მონაცემებს, გეგმიურ მონაცემებს, საწარმოსთვის შემუ-

შავებულ ნორმატიულ მონაცემებს და ა.შ. გარე ინფორმაციული სისტემა კი მოიცავს

სტატისტიკური კრებულების, პერიოდული და სპეციალური გამოცემების, კონფერენ-


ციების, საქმიანი შეხვედრების, ოფიციალური, სამეურნეო-სამართლებრივ დოკუმენ-

ტებს და ა.შ.

ნორმატიულ-სამართლებრივ ინფორმაციად - კანონები, დადგენილებები,

დებულებები, ბრძანებები, მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები, წერილები

და მსგავსი დოკუმენტები. ანალიტიკური პროცედურების მიზნიდან და შინაარსიდან

გამომდინა- რე ანალიზში გამოყენებული დოკუმენტების ჩამონათვალი შესაძლოა


შეიცვალოს. ამ სახის ინფორმაციული წყაროს ცოდნა და გამოყენება ანალიზის

აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რამდენადაც ანალიტიკოსის დასკვნები უნდა

იყოს ობიექტური, ხარისხიანი და დასაბუთებული.

შიდა ნორმატიულ დოკუმენტებად, რომლებიც წარმოების, შრომის, ბუღალტრული

აღრიცხვის და ა.შ. პროცესებს არეგულირებენ. მათ მიეკუთვნება: სადამფუძვნებლო

დოკუმენტები, ბიზნესს-გეგმები, დებულება შრომის ანაზღაურებაზე, ბუღალ-

ტრული და საგადასახადო აღრიცხვის მიზნისათვის სააღრიცხვო პოლიტიკა,

ინსტრუქციები, წერილები, სათაო (ძირითადი) საწარმოო დებულებები, საგეგმო-

ნორმატიული და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაცია (ტექნიკური პასპორტი,

ტექნოლოგიური რუქები და ა.შ.), ასევე ინვესტორებთან, მომწოდებლებთან,

მყიდველებთან, მსესხებლებთან, ემიტენტებთან და მეანაბრეებთან ურთიერთობის

დამაფიქსირებელი იურიდიული დოკუმენტები.

დამუშავების პროცესთან მიმართებაში ინფორმაცია შეიძლება იყოს პირველადი

(პირველადი აღრიცხვის, ინვენტარიზაციის, გამოკვლევის ამსახველი ინფორმაცია) და

მეორადი, ე.ი. ისეთი, რომელებმაც დამუშავებისა და გარდაქმნის გარკვეული სტადია

გაიარა (ანგარიშგება, კონიუქტურული მიმოხილვა და ა.შ.). სწორედ პირველადი

ინფორმაცია უზრუნველყოფს ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვას.

მოქმედ საწარმოში როგორც წესი პირველადი ინფორმაცია საკმაოდ მოცულობითი

არის, ამ სიტუაციაში მენეჯერს არ ეძლევა იმის საშუალება რომ სრულად გააცნობიე-

როს, გაანალიზოს და გამოიყენოს არსებული ინფორმაცია თავის მუშაობაში. და

ისინიც თავისი მოვალეობის შესრულების დროს მოვალენი ხდებიან მოკლე

მიმოხილვებით და სხვაგვარად დაჯგუფებული ინფორმაციით ოპერირებდნენ. ამ

სიტუაციაში მართვის სხვადასხვა დონის ხელმძღვანელისათვის სპეციალურად

მომზადებულ სააღრიცხვო ინფორმაციას მმართველობით სააღრიცხვო ინფორმაციას

უწოდებენ.
პირველადი სააღრიცხვო ინფორმაცი - რომლებიც ადასტურებენ სამეურნეო

ოპერაციების შესრულებას. ეკონომიკური ანალიზის თითოეულ ეტაპზე კი ანალიტი-

კოსი დამოუკიდებლად განსაზღვრავს იმ პირველადი დოკუმენტების სახეს, რომელიც

მისთვის აუცილებელი იქნება სამუშაოს პროცესში.

ანგარიშების მიხედვით ანალიზური და სინთეზური აღრიცხვის რეგისტრებად -

შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია,

გაანალიზდეს ეკონომიკური და საფინანსო პროცესები და ოპერაციები. ეკონომიკური

ანალიზის მეთოდიკაში კონკრეტიზირება უკეთდება ანალიზის საგნისა და

ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშის მიხედვით ობიექტის შეხებად სააღრიცხვო

რეგისტრებს. ეკონომიკური სუბიექტის სამეურნეო საქმიანობის ცალკეული

მონაკვეთების (უბნების) ოპერატიული აღრიცხვის ინფორმაცია და ანგარიშგება

უზრუნველყოფს აუცილებელი ინფორმაციის მიღებას მოვლენის მოხდენისთანავე, და

მიმდინარე ანალიზისათვის შეუფასებელი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად,


საქონელბრუნვის ანალიზის დროს შეუძლებელია გვერდი ავუაროთ გაყიდული

საქონელის ყოველდღიური ამონაგების ოპერატიულ მონაცემებს და სხვა.

ბუღალტრული, საგადასახადო და სტატისტიკური ინფორმაცია მოიცავს როგორც

საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, საგადასახადო ვალდებულების, კომპანიის

ქონებისა და ვალდებულების ამსახველი ინფორმაციის წყაროს. ბუღალტრული

ანგარიშგების თავისდროული და სრული ანალიზი შესაძლებლობას იძლევა

საწარმოს საქმიანობის გაუმჯობესებისათვის მიღებული იქნას ადეკვატური

აუცილებელი ღონისძიებები. საგადასახადო ანგარიშგების ანალიზი ხელს უწყობს

საგადასახადო სამართალ- დარღვევის შესახებ გაფრთხილებას, შესაძლებლობას იძლევა

შეამციროს საგადასახა- დო შემოწმებების რისკი. სტატისტიკური ანგარიშგების

მონაცემებში ასახული მასობრივი საწარმოო-სამეურნეო მოვლენებისა და პროცესების

რაოდენობრივი დახასიათება გამოიყენება ეკონომიკური კანონზომიერების

გამოვლენისათვის, ეკონომიკურ მოვლენების ურთიერთკავშირის სიღრმისეული

შესწავლისა და გააზრებისათვის.

ინფორმაციის არასააღრიცხვო დოკუმენტებია, რომლებიც არეგულირებენ სამე-

ურნეო საქმიანობის პროცესს, კერძოდ:

- რევიზიის, აუდიტორული და საგადასახადო შემოწმების აქტები, კომერციული

ბანკების, სასამართლო ორგანოების დასკვნები, ორგნიზაციის ხელმძღვანელობის

ბრძანებებს და განკარგულებებს. აუდიტორული დასკვნები ადასტურებენ

ბუღალტრული ინფორმაციის საიმედობას და უტყუარებას;

- გასაანალიზებელი სუბიექტის პერსონალის პირადი შემადგენლობის, განსა-

კუთრებით კი მესაკუთრეთა და მენეჯერთა მახასიათებლებს;

- სამეურნეო-სამართლებრივი დოკუმენტები: ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს,

არბიტრაჟის და სასამართლოს ორგანოების გადაწყვეტილებებს, რეკლამაციებს;

- ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან (რადიო, ტელევიზია, გაზეთები,


საბირჟო ბიულეტენები, ინტერნეტი და ა.შ.) მოპოვებული მოწინავე

გამოცდილების შესწავ- ლის მასალებს;

- ცალკეულ სამუშაო ადგილებზე წარმოების მდგომარეობის სპეციალური

გამოკვლევის მასალებს (ქრონომეტრაჟი, ფოტოსურათი და ა.შ.);

- ზეპირი ინფორმაცია, რომელიც მიღებულია კოლექტივის წევრებთან ან სხვა

საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

ამა თუ იმ წყაროების კომპლექსური კვლევის ინფორმაცია და მათი ეკონომიკურ

ანალიზში მართებული შერწყმა შესაძლებლობას იძლევა ყოველმხრივად

შევისწავლოთ სამუშაო და სრულად გამოვავლინოთ საწარმოს ეკონომიკური და

სოციალური განვითარების რეზერვები.

2.3. ეკონომიკური ანალიზის ორგანიზება

სიტყვა „ორგანიზაცია“ ნიშნავს სისტემაში მოყვანას, მოწესრიგებას, მოწყობას, ეკონომიკური


ანალიზის შედეგები დიდადაა დამოკიდებული მის სწორად ორგანიზაციაზე. ანაზლიზი უნდა
აიგოს გეგმიურ საფუძველზე, უზრუნველყოს ანალიზური პროცესების ქმედითობა და
ეფექტიანობა.
ანალიზური მუშაობა შედის მმართველობითი გადაწყვეტილების მიმღბის ყველა
მენეჯერის სამსახურებრივ მოვალეობაში. აქედან გამომდინარე, მისი ორგანიზაციის უმთავრეს
პრინციპს წარმოადგენს ანალიზის ჩატარების ვალდებულებების სწორად განაწილება ცალკეულ
შემსრულებელს შორის. იმაზე, თუ რამდენად რაციონალურად არის განაწილებული
ვალდებულებები, დამოკიდებულია ანალიზის სისრულე და გამოირიცხება ერთი და იგივე
სამუშაოს დუბლირება სხვა სამსახურების მიერ და მით უფრო ეფექტიანად გამოიყენება
სხვადასხვა სამსახურებრივი დრო.
საწარმოში ანალიზის ორგანიზაციის ერთ-ერთ პრინციპს წარმოადგენს ანალიზური
პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა და სრულყოფილი გამოკვლევის
ჩატარება.
ეკონომიკური ანალიზის ეფექტიანობას არსებით წილად განსაზღვრავს მისი სწორი
ორგანიზაცია, დამუშავებული ინფორმაციის სანდოობა, ანალიტიკური კვლევების
კვალიფიციურობის ხარისხი. ამის გათვალისწინებით ეკონომიკური ანალიზის ორგაზაციული
პროცესი უნდა მოიცავდეს შემდეგ პრინციპებს:
 მეცნიერული ხარისხის ანალიზური კვლევების ჩატარება, რომლებიც ემყარება უახლეს
მეცნიერულ მიღწევებს, პრაქტიკულად დადასტურებულ მეთოდიკას;
 ანალიზის მიმდინარეობის პროცესში უფლობემოვალეობების სწორად განაწილებას;
 ანალიზური კვლევების ეფექტიანობის უზრუნველყობას, დროის ოპტიმალური პერიოდის
და რუტინის შემცირების გზით;
 ანალიზური მუშაობის რეგლამენტირება და უნიფიკაცია.
რეგლამენტაცია გულისხმობს ყოველი შემსრულებლისთვის ანალიზური ცხრილების და
გამომავალი ფორმების სავალდებულო მინიმუმის შემუშავებას. ანალიზის უნიფიკაცია კი
ტიპიური მეთოდიკისა და ინსტრუქციების, ცხრილების, შეფასებია ერთიანი კრიტერიუმების
შემუშავებას, რაც უზრუნველყოფს შეფასებების ობიეტურობის ხარისხს, ამცირებს ანალზის
ჩატარებაზე დროის დანახარჯებს, რაც საბოლოო ანგარიშით ამაღლებს მის ეფექტიანობას.
ეკონომიკური ანალიზის ორგანიზაცია მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
 ეკონომიკური ანალიზის განმახორციელებელი პირებს;
 ანალიზის ჩატარების პერიოდს;
 ანალიზის გაშლილი გეგმის შედგენას;
 ანალიზის წყაროების შერჩევას;
 ანალიზის ჩატარების თანმიმდევრობის განსაზღვრას;
 ანალიზის პროცესში საწარმოს ცალკეულ რგოლთ მონაწილეობის დადგენას;
 ანალიზის სისტემატიზაცია, განზოგადება, შედეგების ანგარიშის სახით გაფორმებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ანალიზუსრი მუშაობის ორგანიზაცია დამოკიდებულია მრავალ
ფაქტორზე, მათ შორის აღსანიშნავია ანალიზის ჩამტარებელი სუბიექტის ვინაობა, სამუშაო გეგმა
და სხვა. პირველ რიგში ანალიზური სამუშაოს ორგანიზაციული გეგმის სტრუქტურა
დამოკიდებულია იმაზე ტარდება შინაგანი, თუ გარე ანალიზი. ეკონომიკური ანალიზის
ჩატარების გეგმის სწორად შედგენაზე ბევრადაა დამოკიდებული ანალიზის წარმართვა და
დასრულების შედეგები.
ეკონომიკური ანალიზის ჩატარების ეტაპებია:
 შესასრულებელი სამუშაოს ძირითადი მიზანს;

 საკვლევი ობიექტის წინასწარი გაცნობა და მისი მუშაობის შედეგების შეფასება


ბიზნეს-გეგმით დამტკიცებულ ხარისხობრივი მაჩვენებელების შესრულების
მიხედვით;
 პირველადი მასალების მოპოვება და ანალიზური ცხრილების დამუშავება, გეგმიურ
მაჩვენებელთა რეალურობის დადგენა და გადახრების დადგენა;
 მაჩვენებელთა შესწავლა დინამიკურ ჭრილში, წლების მიხედვით ტენდენციის
განსაზღვრა და შეფასება;
 იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც გამოიწვევს საწარმოს მაჩვენებელთა
ცვალებადობას და თითოეული მათგანის სიდიდის გავლენის გაზომვა;
 ფაქტორებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გზიტ ცვლილების
განმსაზრვრელი მიზეზობრივი ფაქტორების გამოვლენა, მათი შედეგების გაზომვა
შედეგობრივ მაჩვენებლებზე;
 ანალიზის შედეგების განზოგადების გზით კონკრეტული წინადადებებისა და
ღონისძიებების ჩამოყალიბება, რომელთა დროული ჩატარება ხელს უწყობს
წარმოების ეფექტიანობის შემდგომ ამაღლებას და კონტროლს მის
განხორციელებაზე.

დიდ საწარმოებში ეკონომიკური ანალიზის პროცესს კურირებს და კოორდინაციას


უწევს დირეტორი/საწარმოს ხელმძღვანელი. როგორც წესით ასეთ საწარმოებში
ეკონომიკური ანალიზი ტარდება: ფინანსური, სააღრიცხვო, ეკონომიკური დაგეგმვის,
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებებზე. ასევე, შეიძლება გამოყოფილი იყოს
ეკონომიკური ანალიზის ცალკე სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია ყველა
საწარმოო პროცესის ანალიზურ კვლევებზე და შეფასებებზე. საყურადღებოა, რომ
ეკონომიური ანალიზის პროცესშ მხოლოდ ეკონომიკური გუნდი არ არის ჩართული,
პროცესში მონაწილეობს ტექნიკური სამსახურებიც (ძირითადი საშუალებების
მდგომარეობის, მარაგების და ა.შ.) მონაცემების უფრო სიღრმისეული და კომპლექსური
ანალიზისთვის.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ:
ფინანსური სამსახური აფასებს ფინანსური გეგმის შესრულებას, ინვესტიციური
პროექტების და სხვათა გეგმის შესრულებას.
სააღრიცხვო განყოფილება აღრიცხავს დანახარჯების, თვითღირებულების,
ფინანსური მდგომარეობის, გადახთისუნარიანოსბის, საქმიანი აქტივობის მიხედვით
გეგმის შესრულებას.
ადამიანური რესურსების განყოფილება აანალიზებს შრომის ორგანისაზიის,
შრომითი რესურსებით უზრუნველყოფის, შრომის ნაყოფიერების, სახელფასო ფონდის
მაჩვენებლების მიხედვით გეგმის შესრულებას.
საწარმოო განყოფილება აანალიზებს, წარმოების, ასორტიმენტის, რიტმულობის და
ხარისხის მიხედვით გეგმის შესრულებას, მატერიალური რესურსების გამოყენების
ეფექტიანობას, წარმოების ორგანიზაციის ხარისობრივ ანალიზს.
მომარაგება-ლოჯისტიკური განყოფილება აანალიზებს, მატერილურ-ტექნიკური
მარაგების მოწოდების დროულობას, ხელშეკრულებების პირობების შესრულების
ანალიზს - მოწოდების ხაროსხობრივი, ნომენკლატურული ნიშნით. სწავლობს
დასაწყობებული მარაგების ოდენობას, მომარაგების პერიოდულობას და სხვა.
მარკეტინგული სამსახური სწავლობს, ბაზრის მდგომარეობას, მომწოდებლების,
პარტნიორების, კონკურენტების შესახებ ინფორმაციას, პროდუქციის სტიმულირების და
სხვა საკითხებს.ეკონომიკური განყოფილება, ამუშავებს და ადგენს ეკონომიკური
პროცესების მიმდინარეობის გეგმებს, აწვდის ყველა განყოფილებას კვლევით
მეთოდოლოგიურ მასალებს, ახდენს ცალკეული სამსახურის მიერ ჩატარებული
კვლევების განზოგადებას და ატარებს საწარმოს კომპლექსურ ანალიზს.
საწარმოს ეკონომიკური ანალიზის დასრულებული შედეგები უნდა იყოს
დოკუმნეტირებული არგუმენტირებული ანგარიშის, დასკვნების სახით. ეკონომიკური
ანალიზის ანგარიშები წლების მიხედვით ქმნის საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის
დინამიკურ სურათს და ფაქტიურად საწარმო პასპორტს წარმოადგენს.
თანამედროვე პირობებში ეკონომიკური ანალიზის რუტინის შემსუბუქების
შესაძლებლობას იძლევა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება. ანალიტიკური
სამუშაოს კომპიუტერიზაცია ზრდის სამუშაოს შედეგიანობას, ამარტივებს მაჩვენებელტა
შორის მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულების შეფასებას, ავლენს ეკონომიკური
საქმიანობის პროცესში აუთვისებელი რეზერვების ოდენობას, ზრდის ეკონომიკური
ანალიზის ოპერატიულოას და ხარისხს.

2.4. ინფორმაციის წყაროებიდან მონაცემების სისტემატიზაცია Excel-ის

ცხრილებში
მსხვილ საწარმოებს (განსაკუთრებით სადისტრიბუციოს და სავაჭროს) ხშირად

აქვთ დიდი რაოდენობის გაყიდვები. მონაცემების ანალიზისთვის საჭიროა

ინდივიდუალური გაყიდვების, როგორც მენეჯერების მიხედვით, ისე გაყიდვების

საშუალო მაჩვენებლის მიხედვით შესწავლა. გაყიდვების ეფექტიანობის კვლევის

მიზნით ავლენენ საუკეთესო გაყიდვების მქონე ყველაზე აქტიურ მენეჯერებს და სხვა.

მსხვილ საწარმოებს მონაცემთა დიდი რაოდენობის გამო ურთულდებათ

ინფორმაციის ხელით დამუშავება, რადგან საწიროებს დიდ დროს და დანახარჯებს.

ინფორმაციის დამუშავების დაჩქარების და გამარტივების

მიზნით რეკომენდირებულია საანალიზო მონაცემების სისტემატიზაცია Excel-ის

ცხრილებში. მოვახდინოთ გაყიდვების მენეჯერების მიერ

რეალიზაციის შესახებ მონაცემების სისტემატიზაცია ცხრილში

გაყიდვის პერიოდების გათვალისწინებით.

ცხრილი N 1.3.
ჩამოვწეროთ მენეჯერების სია მათთვის მინიჭებული პირობითი ნომნების

გათვალისწინებით. ანალიზისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია გაყიდვების შესახებ

ასევე ასახავდეს რეალიზაციის პერიოდებს, ამისთვის საჭირო იქნება ცხრილებში

აისახოს რეალიზაციის პერიოდის მაჩვენებელიც. შემდეგი სვეტი ასახავს გაყიდული

პროდუქციის ღირებულების შესახებ ინფორმაციას.

ცხრილში წარმოდგენილია მონაცემთა გარკვეული სიმრავლე შეიძლება იყოს

რამოდენიმე გვერდის მომცველიც. ანალიზისთვის Excel-ის სისტემატიზირებულ

ცხრილს ვადებთ ინსტრუმენტების პანელზე ინფორმაციის ამოკრების - ფილტრის

ფუნქციას. ცხრილში ვნიშნავთ ფილტრისთვის სასურველ ველს, ვააქტიურებთ „Sort &

Filter“-ში ისარს და ჩმოშლილ ჩამონათვალში ვირჩევთ „Filter“-ს. ვღებულობთ

დაფილტვრის ფუნქციის მქონე ცხრილს. 1.3.2.


ფილტრის გამოყენებით ანალიზისთვის შესაძლებელია მონაცემების ამოკრება, როგორც

სასურველი თარიღების, მენეჯერების, გაყიდვების ოდენობის და ხვედრითი წილების

მიხედვით. მაგალითად 101 და 105 მენეჯერის რეალიზაციის შედეგის შესასწავლად

მენეჯერის სვეტის თავზე ფილტრის ისარზე დაწკაპების შემდეგ გამოჩნდება

ჩამონათვალი მენეჯერების კოდებით და იქედან ვნიშნავთ, მაგალითად

სასურველ 101 და 105 მენეჯერებს, და იქვე ფანჯრის ბოლოში ვაკლიკებთ „Ok”

ღილაკზე. ჩნდება 101 და 105 მენეჯერების ამოფილტრული მონაცემებით.

შესაძლებელი ხდება შესაბამისი მენეჯერების აქტიური გაყიდვების პერიოდის, და

ჯამური მაჩვენებლის შეფასება.

ცხრილი. 1.3.3.

გაყიდვების მაჩვენებლები იანვრის და თებერვლლის


თვეში მენეჯერების მიხედვით
გაყიდვები გაყიდვების
თარიღი მენეჯერი ლარებში წილი %

01.01.2019 101 15000 2,059


25.01.2019 101 120000 16,469
01.02.2019 101 35436 4,863
05.02.2019 101 436200 59,864
09.02.2019 101 2356 0,323
25.02.2010 101 65430 8,980
28.02.2019 101 54230 7,443
ჯამი 6869291

რადგან ცხრილები შეიძლება მოიცავდეს ფაილის რამოდენიმე გვერდიან

მონაცემს მონაცემების დაჯამებისთვის ვიყენებთ Excel-ის ჯამის ფუნქციას „sum“.

ჯამური შედეგის უჯრაში მიგვყავს კურსორი და ვაწკაპებთ, ვსვამთ „=“ ნიშანს,

მიგვყავს კურსორი Excel-ის პანელზე გამოტანილ „ “ ფუნქციის ნიშანთან და


x

ვკლიკავთ. გახსნილი ფუნქციური ფანჯარის „Select a function” ჩამონათვალში


ვპოულობთ „sum” ფუნქციას, რის შემდეგაც გაიხსნება ახალი ფუნქციური

ფანჯარა “Function Arqument”, სადაც არის ველი მნიშვნელობის დიაპაზონით,

რომელიც

შესაძლებელია დაზუსტდეს ჩვენს მიერ. დიაპაზონის დაზუსტების შემდეგ ვაძლევთ

ფუნქციურ ფანჯარაში „Ok” ღილაკით დასტურს და დაჯამებული მონაცემი აისახება

ცხრილის უჯრაში იხ.ცხრილი N 1.3.4.

ცხრილი N 1.3.4.

You might also like