You are on page 1of 6

თავი I

ბუღალტრული აღრიცხვის არსი და ადგილი მართვის სისტემაში

1.1 მართვის სისტემა და მისი ძირითადი ფუნქციები

მართვის სისტემა - ახდენს საწარმოს ყველა უბნის, განყოფილების საქმიანობის


დაგეგმვას და კოორდინირებას.

მართვა - წარმოადგენს საწარმოს ადმინისტრაციისა და პერსონალის გეგმიან და


მოწესრიგებულ მუშაობას საწარმოს ტექნიკური, ეკონომიკური, ორგანიზაციული და
სოციალური რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნით. მართვისას საწარმოს
მესაკუთრეთა და შრომთი პერსონალის ინტერესები ოპტიმალურად უნდა იყოს შეხამებული.

ნებისმიერი სამეურნეო სუბიექტი (საწარმო) - წარმოადგენს სტრუქტურული


ელემენტების - უბნების, საამქროების, განყოფილებების ერთობლიობას, რომელთა
ფუნქციონირება განპირობებულია ტექნოლოგიური პროცესებით ან საწარმოს საქმიანობის
საბოლოო მიზნით.

მოცემულ ელემენტთა ერთობლიობა სისტემას ჰქმნის, რომელშიც თითოეული


ელემენტის ადგილს მათი თავისებურებები განსაზღვრავს. თითოულ მათგანს თავისი
დანიშნულების შესრულება მხოლოდ დანარჩენებთან ურთიერთკავშირის დროს შეუძლიათ
და მით უფრო მაღალია სისტემის ეფექტურობა, რაც უფრო მოწესრიგებული და
ორგანიზებულია ელემენტთა ურთიერთკავშირი.

საწარმო - შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სისტემა, საამქრო - ქვესისტემა, უბანი -


ელემენტი.

მართვის ობიექტის მართვის ორგანოს მმართველობით ზემოქმედებაზე რეაგირების


შესახებ ინფორმაცია, ანუ სამართავი ქვესისტემის მდგომარეობის მონაცემები წარმოადგენს
მართვის სისტემის ელემენტთა უკუკავშირს.

მართვის სისტემის ელემენტთა შორის კავშირები ინფორმაციის საშუალებით მყარდება.


აქედან გამომდინარე, მართვა - წარმოადგენს ინფორმაციის თავმოყრის, გადაცემისა და
დამუშავების პროცესს - მმართველობითი გადაწყვეტილების მისაღებად.
გამოიყენება ინფორმაციის 2 სახე:

რაოდენობრივი - ინფორმაცია კონკრეტულ ციფრებში პოულობს ასახვას.

ხარისხობრივი - ინფორმაციის წარმოდგენის საფუძველია ვიზუალური


შთაბეჭდილებები, საუბრები, სატელევიზიო გადაცემები, პრესა...

მართვის ფუნქციებია:

დაგეგმვა - მომავალში განსახორციელებელი მოქმედებათა ფორმირების პროცესი.


ითვალისწინებს მიზნის დასახვას და ამ მიზნის განხორციელებისათვის საუკეთესო გზების
შერჩევას. დაგეგმვას შესაძლოა ჰქონდეს სტრატეგიული ხასიათი ან ხდებოდეს ხანგრძლივი
პერიოდისათვის.

დაგეგმვის ინფორმაციული უზრუნველყოფა ხდება რაოდენობრივი ინფორმაციის


(ნორმატიული და დირექტიული) ხასიათის მასალებით.

კონტროლი - წარმოადგენს საწარმოს ფაქტიური მონაცემების შედარებას -


დაგეგმილთან. კონტროლის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა
ოპერატიული რეგულირებით ხორციელდება.

კონტროლი და ოპერატიული რეგულირება, როგორც მართვის ფუნქცია მიზნად


ისახავს არასასურველ გადახრათა და ნაკლოვანებათა გამოსწორებას.

შეფასება (საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობის) - გულისხმობს მმართველობით


გადაწყვეტილებათა შესწავლის პროცესს. ამ პროცესის დროს ირკვევა მივაღწიეთ თუ არა
მიზანს ან რა წარმოადგენს დაგეგმვის, კონტროლის ან მიზნის შერჩევის პროცესების
ნაკლოვანებას. შეფასების საფუძველს წარმოადგენს - სააღრიცხვო ინფორმაცია.

1.2 სამეურნეო აღრიცხვის არსი და სახეები


ბუღალტრული აღრიცხვა, მისი არსი და ადგილი მართვის სისტემაში

სამეურნეო აღრიცხვა - სამეურნეო სუბიექტში მიმდინარე სამეურნეო პროცესებზე


დაკვირვების შედეგების შესახებ ინფორმაციის თავმოყრის, დაჯგუფებისა და გადაცემის
სისტემა.

სამეურნეო აღრიცხვაშიგამოიყენება: ნატურალური, შრომითი და ფულადი საზომი


ერთეულები.

სამეურნეო აღრიცხვა აერთიანებს: ოპერატიულ, სტატისტიკურ, ბუღალტრულ


აღრიცხვებს.

 ნატურალურ საზომ ერთეულს მიეკუთვნება ზომის, წონის, რაოდენობის,


მოცულობის საზომი ერთეულები, როგორიცაა: მეტრი, კილომეტრი, გრამი,
კილოგრამი, კუბური მეტრი, ცალი, წყვილი და ა.შ.
 შრომით საზომ ერთეულებს მიეკუთვნება დახარჯული შრომის რაოდენობისა და
ხარისხის საზომი ერთეულები, როგორიცაა: შრომადღე, კაცდღე, კაცსაათი,
მანქანასაათი და ა.შ. (იძლევა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის საშუალებას).

 ფულად საზომ ერთეულებს მიეკუთვნება: ლარი, დოლარი, ფუნტი სტერლინგი და


ა.შ.

ოპერატიული აღრიცხვა - გამოიყენება საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის


ოპერატიული მიღებისათვის. ამ ტიპის ინფორმაცია გადაიცემა ნებისმიერი ხელმისაწვდომი
საშუალებით და აბსოლიტურ სიზუსტეს მოკლებულია, მაგრამ მისი აქტივია სწრაფად
გავრცელების შესაძლებლობა. ის იყენებს სამივე სახის საზომ ერთეულს.

მისთვის დამახასიათებელია ინფორმაციის კონკრეტულობა, თუმცა ვერ იძლევა


საწარმოს ფუნქციონირების მთლიან სურათს. მისთვის დამახასიათებელია დროში
შეზღუდულობა. მართვისათვის იგი თავის მნიშვნელობას კარგავს სამეურნეო პროცესის
დამთავრებისთანავე.

სტატისტიკური აღრიცხვა - ახდენს საწარმოო საქმიანობისა და საზოგადოებრივი


ცხოვრების მასობრივი და ტიპიური მოვლენების რაოდენობრივი და თვისობრივი მხარეების
შესწავლას.

მისი შესწავლის ობიექტია მასობრივი საზოგადოებრივი მოვლენები - მოსახლეობის


რიცხოვნობა, სოციალურ-დემოგრაფიული მონაცმები - მოკვდაობა, შობადობა...

სტატისტიკური აღრიცხვის მეთოდებია:

 დაკვირვება

 დაჯგუფება

 შედარება

 ინდექსირება

 საშუალო სიდიდეების გამოყვანა


ბუღალტრული აღრიცხვა - წარმოადგენს წარმოადგენს საწარმოს ეკონომიკური
რესურსებისა და მათი ფორმირების წყაროების, სამეურნეო ფაქტების ცვლილებათა შესახებ
ინფორმაციის თავმოყრის, დაჯგუფებისა და გადაცემის სისტემას, საბოლოოდ ფულად საზომ
ერთეულში განზოგადებული სახით.

ბუღალტრული აღრიცხვა - ახდენს სამეურნეო საქმიანობის გაზომვას, მონაცემთა


რეგისტრაციას, მათ დამუშავებას და შენახვას საჭირო მომენტამდე. დამუშავებული
ინფორმაცია ანგარიშგების საშუალებით გადაეცემა მომხმარებლებს სათანადო
გადაწყვეტილების მისაღებად.

ბუღალტრული აღრიცხვის დამახასიათებელი თავისებურებაა - საწარმოს


დაარსებიდან მიმდინარე პერიოდამდე მასში მიმდინარე ოპერაციების განუწყვეტელი
აღრიცხვა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტების
საფუძველზე.

ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებია:

 საწარმოს ქონება და მისი მთლიანი კაპიტალი,


 შემოსავლები და ხარჯები
 სამეურნეო საქმიანობის საბოლოო ფინანსური შედეგი
ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა - ემყარება ოპერატიული აღრიცხვის მონაცემებს.

You might also like