You are on page 1of 32

1.

ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ზოგადი დახასიათება

ეროვნულ ანგარიშთა სისტემა ინფორმაციის თანამედროვე სისტემაა,რომელიც


გამოიყენება მაკრო დონეზე საბაზრო ეკონომიკის განვითარების აღწერისა და
ანალიზისათვის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. იგი ურთიერთდაკავშირებული
მაჩვენებლების ერთობლიობას წარმოადგენს და აიგება განსაზღვრული ანგარიშებისა
და ცხრილების სახით, სადაც შესაბამისი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების
მეშვეობით აისახება საქონლისა და მომსახურების მოცულობა, ფინანსური
რესურსების მოძრაობა, რესურსების მარაგები დარგებისა და სექტორების მიხედვით.
ამ სისტემის მაჩვენებლები და კლასიფიკაციები ასახავს საბაზრო ეკონომიკის
სტრუქტურას, მის ინსტრუმენტებს და ფუნქციონირების მექანიზმს.
ეას-ი შეიქმნა მე-20 საუკუნის 40–იანი წლების დასაწყისში უფრო მეტად
განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში. ამ პერიოდამდე მსოფლიოში
გაბატონებული იყო ადამ სმიტის ლიბერალური ეკონომიკური თეორია, ანუ
ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის დოქტრინა. ეკონომიკის ეს
თვითრეგულირების თეორია თავდაყირა დააყენა 1929–1933 წლების დიდმა
ეკონომიკურმა დეპრესიამ. ამ საფუძველზე მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან
მოყოლებული განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობისთვის
თანდათანობით ნათელი გახდა ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების მიზანშეწონილობა.
მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა ერთ სისტემად გაერთიანების
მიზანშეწონილობიდან გამომდინარე შეიქმნა ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (ეას) და
მათი განსაზღვრის მეთოდოლოგია საერთაშორისო სტანდარტებს დაექვემდებარა.
სამამულო სტატისტიკაში ეას დანერგვა დაიწყო 90-იანი წლებიდან და დღეს იგი
წარმოადგენს ქვეყნის გლობალური ინფორმაციული სისტემის მნიშვნელოვან
შემადგენელ ნაწილს.
ეროვნულ ანგარიშებში ასახულია მაკროეკონომიკური პროცესების
მახასიათებელი სტატისტიკური მაჩვენებლების ურთიერთდაკავშირებული სისტემა,
რომელიც აგებულია ანგარიშების და ცხრილების განსაზღვრული ნაკრების სახით.
ეას-ი იძლევა ფინანსური ნაკადების აღწერას, რომლებიც ახასიათებენ ეკონომიკური
აგენტების საქმიანობას დაწყებული წარმოებიდან დამთავრებული საბოლოო
მოხმარებამდე და დაგროვებამდე .
ეას მეშვეობით შესაძლებელია გადაიჭრას შემდეგი ძირითადი
ამოცანები:განისაზღვრება ეკონომიკური ზრდის ტემპები,დადგინდება ეკონომიკის
დარგობრივი სტრუქტურა და მისი ცვლილებები;გამოვლინდება თანაფარდობა
მოხმარებასა და დაგროვებას შორის;დადგინდება ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო
ეკონომიკური კავშირების გავლენა;გაანალიზდება ქვეყნის ეკონომიკაზე
ინფლაციური პროცესების გავლენა და ა.შ.
ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მონაცემები, რომელიც იძლევა ინფორმაციას
ეროვნული ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ, ესაჭიროებათ:სახელმწიფო მართვის
ორგანოებს,მეწარმეებსა და ბიზნესმენებს, რათა უკეთ გაერკვენ იმ საერთო
მაკროეკონომიკურ სიტუაციებში, სადაც მათი საწარმოები და კომპანიები
ფუნქციონირებენ,საერთაშორისო ორგანიზაციებს და ა.შ.
ეას-ის კონცეფციის თანახმად, ეკონომიკურ წარმოებაში შედის საქმიანობის
შემდეგი სახეები:საქონლის წარმოება,მომსახურების გაწევა;სადაზღვევო
შუამავლების საქმიანობა;სახელმწიფო მართვის დაწესებულებების არასაბაზრო
მომსახურება;დაქირავებული მოსამსახურეების მომსახურება და ა.შ.
ეას-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცეფციაა შემოსავლების კონცეფცია,
რომელიც განსაზღვრავს შემოსავლების მაჩვენებლების ეკონომიკურ შინაარსს ეას-
ში.ამ კონცეფციის თანახმად, შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს მხოლოდ
დამატებული ღირებულება. არ შეიძლება შემოსავლად განხილული იქნეს აქტივების
რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები და ინფლაციის შედეგად აქტივების
ღირებულების ცვლილება.
ასევე ეას-ის ერთ-ერთი კონცეფციაა წარმოების ფაქტორების კონცეფცია, ეყრდნობა
ღირებულების შექმნაში წარმოების სხვადასხვა ფაქტორების როლის განსაზღვრას.

2. კლასიფიკაციები და დაჯგუფებები ეას-ში ეკონომიკური საქმიანობის


სახეების მიხედვით

საქმიანობის სფეროების კლასიფიკაცია დარგების მიხედვით წარმოადგენს


საწარმოთა ჯგუფების ერთობლიობას დარგობრივი ნიშნის მიხედვით, რომლებიც
განსხვავდებიან იმ ფუნქციათა ხასიათით, რომლებსაც ისინი ასრულებენ შრომის
საზოგადოებრივი დანაწილების სისტემაში.
კლასიფიკაციის ერთეულებს წარმოადგენენ დამოუკიდებელი საწარმოები და
ორგანიზაციები, ხოლო საკლასიფიკაციო ნიშნებია საქმიანობის სახე, გამოყენებული
ნედლეულის სახეობა, შრომითი საქმიანობის და ტექნოლოგიური პროცესის ტიპი და
ა.შ.
არსებობს დარგების ორი ცნება: სამეურნეო და წმინდა დარგები.სამეურნეო დარგი
საწარმოებისა და ორგანიზაციების ჩამოყალიბებული ერთობლიობაა, რომელიც
შრომის საზოგადოებრივი დანაწილების საფუძველზე გა-ერთიანებულია მსგავსი
ფუნქციების შესასრულებლად.წმინდა დარგი განისაზ-ღვრება იმ სამეურნეო
ერთეულების ერთობლიობით, რომლებიც აწარმოებენ ერთგვაროვან ან ერთი სახის
პროდუქტებსა და მომსახურებას.
ეკონომიკური საქმიანობის სახეების დარგობრივი კლასიფიკატორი მოიცავს
შემდეგ განყოფილებებს: სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა;
თევზჭერა და მეთევზეობა;წიაღისეულის მოპოვება;მშენებლობა;საბითუმო და
საცალო ვაჭრობა;სასტუმროები და რესტორნები;ტრანსპორტი;საფინანსო
საქმიანობა;აუცილებელი სოციალური უზრუნველყოფა; განათლება;ჯანდაცვა და ა.შ.
რაც შეეხება ეკონომიკური ოპერაციების კლასიფიკაციას, ეკონომიკური
საქმიანობის აღრიცხვის ერთეული ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში არის
ოპერაცია.ეკონომიკური ოპერაციები, განხორციელების წესის მიხედვით, შეიძლება
იყოს ორმხრივი და ცალმხრივი.
შესრულების მექანიზმის მიხედვით ეკონომიკური ოპერაციები იყოფა ორ
ჯგუფად: 1)ოპერაციები კომპენსაციურ საფუძველზე, როდესაც ფულის ან
მომსახურების ნაკადი იწვევს მომსახურების ან ფულის საპირისპირო ნაკადებს .
2)ტრანსფერტების შემთხვევაში კი ნაკადები ცალმხრივია.
ტრანსფერატები იყოფა ორ ჯგუფად: მიმდინარე და კაპიტალური.კაპიტალური
ტრანსფერის მაგალითია სახელმწიფოს მიერ ზარალის ანაზღაურება სტიქიური
უბედურების ან საომარი მოქმედებების შედეგად და ა.შ. ტრანსფერტები ასევე იყოფა
სახელშეკრულებოდ და არასახელშეკრულებოდ.
ეკონომიკური ოპერაციები ეას-ში იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: ოპერაციები
პროდუქტებით და მომსახურებებით;განაწილებითი ოპერაციები; ფინანსური
ოპერაციები.
ოპერაციები პროდუქტებითა და მომსახურებებით გულისხმობს მათ წარმოებას,
გაცვლას და გამოყენებას ეკონომიკის დარგებსა და სექტორებში.
განაწილებითი ოპერაციების მიზანია დამატებული ღირებულების განაწილება და
გადანაწილება,ასევე დანაზოგების გადანაწილება.
3. ეროვნული ანგარიშთა სისტემის ძირითადი კატეგორიები და
განსაზღვრებები

ეას-ში გამოყენებულ ძირითად კატეგორიებს, მის სტრუქტურულ ელემენტებს


მიეკუთვნება: ეკონომიკური ფუნქციები - ძირითადი სამეურნეო პროცესები.
ეკონომიკური ოპერაციები - ეკონომიკური აქტები, რომელსაც ახორციელებენ
სამეურნეო ერთეულები ეკონომიკური ფუნქციების შესრულების პროცესში;
ეკონომიკური აგენტები - ეკონომიკური ოპერაციების სუბიექტები,რომლებიც იღებენ
სხვადასხვა სამეურნეო გადაწყვეტილებებს;ეკონომიკური ოპერაციების ობიექტები -
საქონელი, ფული, ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენენ აღწერისა და
ანალიზის საგანს.
საქონელი ეს შრომის შედეგია, რომელსაც აქვს მატერიალურ-ნივთობრივი ფორმა,
ხოლო მომსახურება არის შრომის შედეგი, რომელიც არ იღებს მატერიალურ-
ნივთობრივ ფორმას, აკმაყოფილებს პირად და საზოგადოებრივ მოთხოვნილებას და
აქვს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ხასიათი.
საწარმო საქმიანობა მოიცავს:საქონლისა და მომსახურების მწარმოებელი
საწარმოების საქმიანობას;სახელმწიფო ორგანიზაციების და დაწესებულებების
საქმიანობას; საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას;შინამეურნეობების
საწარმო საქმიანობას.
ეას-ში არსებობს განსხვავება შიგა ეკონომიკასა და ეროვნულ ეკონომიკას შორის.
რამაც განაპირობა ეკონომიკური საქმიანობის შედეგების ორი მაჩვენებლით-
მთლიანი შიგა პროდუქტით (მშპ) და მთლიანი ეროვნული პროდუქტით (მეპ)
გაანგარიშება.
ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიას მიეკუთვნება მისი გეოგრაფიული ტერიტორია,
საჰაერო სივრცე, ტერიტორიული წყლები, კონტინენტური შელფის ნაწილი
ტერიტორიულ წყლებში, რომლის საზღვრებშიც ქვეყანა რეალიზებას უკეთებს თავის
განსაკუთრებულ უფლებას. ასევე ის მოიცავს ზონებს სხვა ქვეყნის ტერიტორიზე,
რომელსაც იყენებენ მოცემული ქვეყნის სამთავრობი დაწესებულებები
დიპლომატიური, სამხედრო, სამეცნიერო და სხვა მიზნებისათვის,
სამეურნეო ერთეულს აქვს ეკონომიკური ინტერესების ცენტრი ქვეყნის
ტერიტორიაზე თუ იგი ფლობს შენობებს ან მიწას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე,
ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს ეკონომიკური ოპერაციები ხანგრძლივი
პერიოდის განმავლობაში .
რეზიდენტი - იურიდიული ან ფიზიკური პირია, რომელსაც ეკონომიკური
ინტერესების ცენტრი მოცემულ ქვეყნის ტერიტორიაზე აქვს. ეს ნიშნავს, რომ
ერთეული ფლობს უძრავ ქონებას, ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს თავისი
საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიაზე ხანგრძლივი დროით.რეზიდენტებს
წარმოადგენენ აგრეთვე ფიზიკური პირები,რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის
ეკონომიკურ ტერიტორიაზე ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში.
არარეზიდენტები - სხვა ქვეყნების სახელმწიფო მართველობის ორგანოები,
საერთაშორისო ორგანიზაციები, აგრეთვე მათი წარმომადგენლობები და ოფისები,
მოცემულ ქვეყანაში განთავსებული უცხოეთის საელჩოები და ა.შ.
ინსტიტუციური ერთეულების ორი სახე არსებობს:1) იურიდიული პირი, რომელიც
აღიარებულია კანონით; 2)შინამეურნეობა - ის არ აწარმოებს ანგარიშებს, მაგრამ აქვს
უფლება განკარგავდეს თავის რესურსებს, თავისი სახელით ფლობდეს აქტივებს და
აიღოს ვალდებულებები.
სამეურნეო დარგი–დაწესებულებების ერთობლიობაა, რომლებიც შრომის
საზოგადოებრივი დანაწილების საფუძველზე გაერთიანებულია მსგავსი ფუნქციების
შესასრულებლად.
წმინდა დარგი–არის სამეურნეო ერთეულების ერთობლიობა, რომლებიც
აწარმოებენ ერთგვაროვან ან ერთი სახის პროდუქტებსა და მომსახურებას.
ეას-ში აღრიცხვის ერთეულს წარმოადგენს ეკონომიკური ოპერაცია, რომლის ქვეშ
იგულისხმება ელემენტარული ეკონომიკური აქტები, რომელიც ხორციელდება
ეკონომიკური აგენტების მიერ ეკონომიკური ფუნქციების შესრულების
პროცესში.განხორციელების ხერხის მიხედვით ეკონომიკური ოპერაცია შეიძლება
იყოს ორმხრივი და ცალმხრივი. ორმხრივი ოპერაციები ითვალისწინებს შემხვედრი
ნაკადების არსებობას მონაწილეებს შორის, ე.ი. ერთი მხარე მეორეს წარუდგენს
საქონელს, მომსახურებას, შრომას ან აქტივებს, ხოლო სანაცვლოდ იღებს გარკვეულ
კომპენსაციას. ცალმხრივი ოპერაცია ხორციელდება ერთი ეკონომიკური აგენტის
ფარგლებში.
ეკონომიკური ოპერაციები იყოფა:ოპერაციები საქონლითა და მომსახურებით,
ოპერაციები შემოსავლებით,ოპერაციები ფინანსური ინსტრუმენტებით.
განხორციელების ხასიათის მიხედვით ეკონომიკური ოპერაციები იყოფა:
1)ტრანზაქცია ეწოდება, როდესაც დოვლათის, მომსახურებისა და ფულის ნაკადს
თან ხვდება საპასუხო ნაკადები. 2)ტრანსფერტები ე.ი. ოპერაციები საქონლის,
მომსახურების და ა.შ. შემხვედრი ნაკადის გარეშე.
განხორციელებული ეკონომიკური ოპერაციების შედეგების შეფასებისთვის
გამოიყენება ფასების შემდეგი სახეები:1) საბოლოო მომხმარებლის საბაზრო ფასი,
2) მწარმოებლის ფასი და 3) ძირითადი ფასი.
4. ეკონომიკური საქმიანობის შედეგების მაჩვენებელთა სისტემა და მათი
შეფასებისათვის გამოყენებული ფასები
ეკონომიკური საქმიანობის შედეგების შეფასება ხდება წარმოების ყველა დონეზე,
ე.ი. თითოეული მწარმოებლის, ცალკეული საწარმოების,სექტორების, ეკონომიკის
დარგების და მთლიანად ეკონომიკის მიხედვით. ეკონომიკური საქმიანობის
შედეგების სრულფასოვანი შეფასება დამოკიდებულია გამოყენებულ მაჩვენებელთა
სისტემაზე და მათი გაანგარიშების მეთოდებზე.
მაჩვენებელთა სისტემა ესაა ურთიერთდაკავშირებულ მაჩვენებელთა
ერთობლიობა, რომელიც ეფუძნება გაანგარიშების ერთიან მეთოდოლოგიურ
პრინციპებს, ავსებენ ერთმანეთს და გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობის
შედეგების შეფასებისათვის.
მაჩვენებლები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:1) მიკროეკონომიკური მაჩვენებლები,
რომლებიც ახასიათებენ ეკონომიკური საქმიანობის შედეგებს ცალკეული საწარმოს
დონეზე; 2) მეზო-ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელთა საშუალებით შეგვიძლია
დავახასიათოთ ეკონომიკის ცალკეული დარგებისა და სექტორების ეკონომიკური
საქმიანობის შედეგები; 3) მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ასახავენ
მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის შედეგებს.
პროდუქტებისა და მომსახურების წარმოების შედების, აგრეთვე შემოსავლების
ფორმირების, განაწილების და გამოყენების დახასიათებისათვის გამოიყენება
მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა შემდეგი სისტემა: 1) მთლიანი გამოშვება; 2)
შუალედური მოხმარება; 3) მთლიანი დამატებული ღირებულება; 4) მთლიანი შიგა
პროდუქტი; 5) წმინდა შიგა პროდუქტი; 6) ეროვნული შემოსავალი; 7)
მთლიანი განკარგვადი ეროვნული შემოსავალი; 8) წმინდა ეროვნული განკარვადი
შემოსავალი; 9) ეკონომიკის მთლიანი მოგება; 10) ეკონომიკის წმინდა მოგება; 11)
მთლიანი ეროვნული დანაზოგები; 12) წმინდა ეროვნული დანაზოგები.
ეას–ისა და დარგთაშორისი ბალანსის პრაქტიკაში გამოიყენება შემდეგი სახის
ფასები: 1. საბაზრო ფასი (მწარმოებლის ფასი და მყიდველის ფასი), 2. ძირითადი
ფასი; 3. ფაქტორული ფასი.
ფაქტორული ფასი გამოიყენება დარგთაშორის ბალანსში და მოიცავს შრომის
ანაზღაურების და შუალედური მოხმარების დანახარჯების ღირებულებას, აგეთვე
მოგებას.ძირითადი ფასი ეს არის ფასი, რომელშიც შედის ფაქტორული ფასი
მთლიანად პლუს წმინდა გადასახადები წარმოებაზე.მწარმოებლის ფასი მოიცავს
ძირითად ფასს მთლიანად პლუს წმინდა გადასახადები პროდუქტებზე. მყიდველის
ფასი მოიცავე მწარმოებლის ფასს მთლიანად პლუს სავაჭრო–სატრანსპორტო
ფასდანამატი.
5. „მთლიანი გამოშვების “ მაჩვენებლის დახასიათება

წარმოებისა შედეგების ყველაზე უფრო განზოგადებულ მაჩვენებელს წარმოადგენს


საქონლისა და მომსახურების მთლიანი გამოშვება.მასში შედის საანგარიშო
პერიოდში შექმნილი ყველა საბაზრო და არასაბაზრო პროდუქტებისა და
მომსახურების ჯამური ღირებულება.გამოშვება მოიცავს: 1. პროდუქტების
გამოშვებას. 2.საბაზრო მოსახურებათა გამოშვებას, 3. არასაბაზრო მომსახურებათა
გამოშვებას, 4. ფინანსური შუამავლების არაპირდაპირ შეფასებულ მომსახურებას.
პროდუქტების გამოშვება აღირიცხება საწარმო პროცესის დასრულების მომენტში.
აღრიცხვის მომენტში პროდუქტი შეიძლება იმყოფებოდეს მზადყოფნის სხვადასხვა
სტადიაზე. მზადყოფნის ხარისხის მიხედვით გამოყოფენ პროდუქტის სამ
კატეგორიას: 1) მზა პროდუქცია; 2) ნახევარფაბრიკატი; 3) დაუსრულებელი
წარმოება და მშენებლობა.
ეკონომიკის მთლიანი გამოშვება განისაზღვრება როგორც პროდუქტებისა და
მომსახურების მწარმოებელი დარგების მთლიანი გამოშვების ჯამი. თუმცა
ეკონომიკის ყოველ დარგს აქვს თავისი სპეციფიკური თავისებურება მთლიანი
გამოშვების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში, რომელიც დამოკიდებულია მათი
ფუნქციონირების ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ პრინციპზე.
განვიხილოთ „მთლიანი გამოშვების“ მაჩვენებლის შემადგენლობა ეკონომიკის
სხვადასხვა დარგების მიხედვით.
მრეწველობის მთლიანი გამოშვება მოიცავს:მრეწველობის საწარმოების მთლიან
გამოშვებას;შინამეურნეობის სამრეწველო ხასიათის საქმიანობის პროდუქციის
მთლიან გამოშვებას და ა.შ.
სოფლის მეურნეობის მთლიან გამოშვებაში შედის:მემცენარეობის მზა
პროდუქციის ღირებულება,მესაქონლეობის მზა პროდუქციის ღირებულება და
ა.შ.სოფლის მეურნეობის მთლიანი გამოშვება აგრეთვე მოიცავს სასოფლო-სამეურნეო
მომსახურებას. მასში შეიტანება მომსახურება, რომელსაც შეიძლება ქონდეს საბაზრო
ან არასაბაზრო ხასიათი.სასოფლო-სამეურნეო მომსახურება გულისხმობს შემდეგ
სამუშაოებს:აგროქიმიური სამუშაოები,მიწათმოწყობა და დაგეგმვა და ა.შ.
ტრანსპორტის მთლიანი გამოშვება მოიცავს ტრანსპორტის ყველა სახეს:
სარკინიგზო, წყლის, საჰაერო, საავტომობილო და ა.შ.
კავშირგაბმულობის მთლიანი გამოშვება მოიცავს: ფოსტის,ტელეფონის, რადიოსა
და ტელევიზიის მომსახურებას.
ვაჭრობის მთლიანი გამოშვება გამოითვლება ცალ-ცალკე საცალო და საბითუმო
ვაჭრობის მიხედვით.
საფინანსო სექტორის მთლიანი გამოშვება მოიცავს : საქართველოს ეროვნული
ბანკის, კომერციული ბანკების, საინვესტიციო ფონდების, ფინანსური
კომპანიების,სადაზღვევო დაწესებულებებისა და სხვათა მთლიან გამოშვებას.
ბანკი ახორციელებს როგორც ფასიან, ისე უფასო მომსახურებას.უფასოს
მიეკუთვნება მეანაბრეთა ანგარიშების გახსნა და წარმოება, კომუნალური
გადასახადების მიღება და ა.შ. ფასიან მომსახურებას წარმოადგენს ვალუტის გაცვლა,
ფასიანი ქაღალდების გაყიდვა და ა.შ. ფასიანი მომსახურების მთლიანი გამოშვება
წარმოადგენს ბანკების ამონაგების თანხას ამ მომსახურებიდან.
საინვესტიციო ფონდების მთლიანი გამოშვება წარმოადგენს სხვაობას
ინვესტირებიდან მიღებულ შემოსავლებსა და იმ გადასახდელებს შორის, რომელსაც
ეს ფონდები უხდიან ფასიანი ქაღალდების მფლობელებს.

6. შუალედური მოხმარების მაჩვენებლის დახასიათება

საერთაშორისო პრაქტიკაში მთლიანი გამოშვება არ წარმოადგენს ეკონომიკური


საქმიანობის შედეგების შემფასებელ მაჩვენებელს. მის სიდიდეზე გავლენას ახდენს
წარმოების პროცესში მოხმარებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება,
რომელსაც შუალედური მოხმარება ეწოდება.მეთოდოლოგიურ დებულებაში იგი
განიხილება როგორც გარკვეული დროის პერიოდში სხვა საქონლის წარმოების
პროცესში მოხმარებული საქონლის და საბაზრო მომ-სახურების ღირებულება.
შუალედური მოხმარება მოიცავს შემდეგ ელემენტებს:მატერიალური
დანახარჯები,არამატერიალური მომსახურება,სამივლინებო ხარჯები, შუალედური
მოხმარების სხვა ელემენტები.
მატერიალური დანახარჯები ეს შრომის საგნების დანახარჯებია პროდუქტების და
მომსახურების წარმოებაზე და მოიცავს:ნედლეულს და
მასალებს;ნახევარფაბრიკატებს და დეტალებს, რომლებიც მოიხმარება წარმოების
პროცესში;ყველა სახის საწვავს,სატრანსპორტო მომსახურებები, რომლებიც
სრულდება საკუთარი ან დაქირავებული ტრანსპორტით;შესაფუთი მასალების
წმინდა ღირებულებას მუშებისათვის აუცილებელი ინსტრუმენტების და
სპეცტანსაცმლის შესაძენ თანხებს,სამხედრო ორგანიზაციების მიერ აღჭურვილობის
შეძენას და ა.შ.
არამატერიალურ მომსახურებაში შედის:საქონლის ხარისხის კონტროლისათვის
ანაზღაურება;სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტული სამუშაოების
დაფინანსება;სასწავლო დაწესებულებების დაფინანსება, საწარმოს მუშაკების მომზა-
დებისა და გადამზადებისათვის და ა.შ
შუალედური მოხმარების გაანგარიშებებში არსებობს გარკვეული თავისებურებები
ეკონომიკის დარგების მიხედვით, რაც განპირობებულია წარმოების
ორგანიზაციული სტრუქტურის და ტექნოლოგიური პროცესების თავისებურებებით.
მრეწველობაში შუალედური მოხმარების გაანგარიშება ხორციელდება საწარმოთა
სამი ჯგუფის მიხედვით: 1)იმ საწარმოების მიხედვით, რომლებიც წარადგენენ
ანგარიშგების სრულ ნაკრებს საწარმოს შედეგებისა და ხარჯების შესახებ. 2)დამხმარე
სამრეწველო საწარმოების მიხედვით, რომლებიც არ ახორციელებენ ხარჯების
აღრიცხვას. 3)შინამეურნეობის სამრეწველო საქმიანობის მიხედვით.
სოფლის მეურნეობაში შუალედური მოხმარების შემადგენლობაში შედის შემდეგი
ხარჯები:სათესლე და სარგავი მასალები;ცხოველების საკვები;
ნავთობპროდუქტები,დანახარჯები მიწის გაუმჯობესებაზე,
მშენებლობაში შუალედური მოხმარება მოიცავს შემდგე ხარჯების
ღირებულებას:სამშენებლო მასალები,ყველა სახის სათბობი და ენერგია;·
მცირეფასიანი ინვენტარისა და ინსტრუმენტების ცვეთა და ა.შ.
არასაწარმოო მომსახურებას ყველაზე მნიშვნელოვან სახეს წარმოადგენს:
სადაზღვეო კომპანიების მომსახურება, იურიდიული, მარკეტინგული მომსახურება
და ა.შ.
საბიუჯეტო ორგანიზაციების,რომლებიც ახორციელებენ უფასო მომსახურებას,
შუალედური მოხმარება განისაზღვრება შესაბამისი ბიუჯეტის შესრულების შესახებ
ანგარიშის საფუძველზე. იგი მოიცავს დანახარჯების შემდეგ სტატიებს: საფოსტო,
საკანცელარიო,სამივლინებო და სამსახურებრივი ხარჯები;ინვენტარისა და ფორმის
ტანსაცმლის შეძენა;ხარჯები კვებაზე და ა.შ.
7.ეროვნული ანგარიშების შედგენის ძირითადი პრინციპები და
ანგარიშების კლასიფიკაცია

ანგარიშები წარმოადგენენ ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ძირითად ელემენტს,


რომლებიც გამოიყენება ინსტიტუციური ერთეულების, შინამეურნეობების და ა.შ.,
მიერ განხორციელებულ ეკონომიკური ოპერაციების რეგისტრაციისათვის.
ეროვნულ ანგარიშთა სტანდარტული სისტემა შედგება ანგარიშების სამი
კლასისაგან:
I კლასში გაერთიანებულია ქვეყნის შემაჯამებელი ანგარიშე-ბი, სადაც
კომპაქტურადაა ასახული მთელი ეკონომიკის მდგომარეობა.
II. კლასის ანგარიშებში უფრო დეტალურადაა ასახული ძირითად ანგარიშებში
შეტანილი მონაცემები, მათ შორის არსებული ურთიერთკავშირები.
III. კლასის ანგარიშებში გადმოცემულია I კლასის ანგარიშების დეტალიზაცია
ეკონომიკის ცალკეული ინსტიტუციური სექტორების მიხედვით.
ეროვნულ ანგარიშთა სტანდარტული სისტემა შედგება შემდეგი ანგარიშებისაგან:
1) საქონლისა და მომსახურების ანგარიში;
2) წარმოების ანგარიში;
3) შემოსავლების ფორმირების ანგარიში;
4) პირველადი შემოსავლების განაწილების ანგარიში;
5) შემოსავლების მეორადი განაწილების ანგარიში;
6) შემოსავლების გამოყენების ანგარიში,
7) კაპიტალით ოპერაციების ანგარიში;
8) ფინანსური ანგარიში.
განასხვავებენ ანგარიშების შემდეგ ჯგუფებს: 1) ინსტიტუციური
სექტორებისათვის; 2) ეკონომიკური საქმიანობის დარგებისავის; 3) ცალკეულ
ეკონომიკური ოპერაციებისათვის; 4)მთლიანად ეკონომიკისათვის
(კონსოლიდირებული ანგარიშები).
ასევე ანგარიშები იყოფა მიმდინარე ანგარიშებად და დაგროვების ანგარიშებად.
პირველს მიეკუთვნება ის ანგარიშები, სადაც ოპერაციები მთლიანად მიმდინარე
წელს სრულდება, კერძოდ, წარმოების ანგარიში და შემოსავლების ანგარიშები.
დაგროვების ანგარიში კი მოიცავს კაპიტალის მოძრაობის ანგარიშს, ფინანსურ
ანგარიშს და აქტივებისა და პასივების ბალანსებს.
ეროვნული ანგარიშების შედგენას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:
1) სისტემაში შემავალი თითეული ანგარიში შედგება ორი ნაწილისაგან: რესურსები
და გამოყენება. რესურსები ნაჩვენებია მარჯვენა მხარეს, ხოლო მათი გამოყენება
მარცხენა მხარეს; 2)ანგარიშები აიგება «ორმაგი ჩაწერის» პრინციპით (ბუღალტრული
აღრიცხვის პრინციპით), რაც გამოიხატება ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში
თითოეული ოპერაციის ორმაგ ასახვაში, ერთხელ, ერთი ანგარიშის «გამოყენების»
ნაწილში, მეორედ, მეორე ანგარიშის «რესურსების» ნაწილში. 3)ანგარიშების
შეკავშირების პრინციპი - თითოეული ანგარიში წარმოადგენს საბალანსო ცხრილს,
სადაც ამა თუ იმ ანგარიშის ყოველ მუხლს სხვა ანგარიშში საკორესპოდენტო
ანგარიში აქვს. 4)საბალანსო მეთოდის პრინციპი - თითოეულ ანგარიშის მარჯვენა
და მარცხენა მხარეებს შორის დაბალანსება ხორციელდება დამაბალანსებული
მუხლის დახმარებით, რომელიც გაიანგარიშება, როგორც სხვაობა რესურსებსა და
მათი გამოყენების მოცულობებს შორის და გამოიყენება შემდეგ ანგარიშ8ზე
გადასვლისათვის; 5)გაანგარიშებითი კატეგორიების პრინციპი - თითოეული
ანგარიშის დამაბალანსებელი მუხლი განკუთვნილია, არა მარტო რესურსების
მოცულობასა და მათი გამოყენებას შორის წონასწორების უზრუნველსაყოფად,
არამედ შესაბამისი ეკონომიკური პროცესების შედეგების დახასიათებისათვის, რაც
მას მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ მაჩვენებლად აქცევს.

8. პროდუქტებისა და მომსახურების წარმოების ანგარიში

წარმოების ანგარიშის აგების მეთოდოლოგიური პრინციპები განსაზღვრავს


ყველა შემდგომი ანგარიშების აგების წესს. წარმოების ანგარიში ეკონომიკური
შედგენილობის თვალსაზრისით წარმოადგენს საფუძველს და ყველაზე მეტად
შრომატევად ანგარიშს. ამ ანგარიშის აგებისათვის საჭიროა შესრულდეს სამუშაოთა
უზარმაზარი კომპლექსი, რაც დაკავშირებულია საქონლისა და მომსახურების
წარმოების და ამ წარმოებაზე დანახარჯების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასთან
და მის დამუშავებასთან. წარმოების ანგარიშში აისახება ის ოპერაციები, რომელიც
უშუალოდ მიეკუთვნება წარმოების პროცესს.წარმოების ანგარიში დგება დარგების,
სექტორების და მთლიანად ეკონომიკის მიხედვით.
მთელი ეკონომიკის მიხედვის წარმოების ანგარიშის სქემას აქვს შემდეგი სახე:

ნაერთი (კონსოლიდირებული) წარმოების ანგარიში

გამოყენება რესურსები
6. შუალედური მოხმარება. 1. პროდუქტებისა და მომსახურების
გამოშვება ძირითად ფასებში.
7. მთლიანი შიგა პროდუქტი
2.არაპირდაპირი გადასახადები
საბაზრო ფასებში (5 – 6)
პროდუქტებზე.
8. ძირითადი კაპიტალის 3.სუბსიდიები პროდუქტებზე და
მოხმარება. წარმოებაზე.
4. წმინდა გადასახადები იმპორტზე.
9. წმინდა შიგა პროდუქტი (7 - 8)
5.პროდუქტებისა და მომსახურების
გამოშვება საბაზრო ფასებში .
(1+2-3+4)

სულ (პ. 6 - პ. 7) სულ (პ.5)

I განყოფილება „რესურსები“. წარმოების ანგარიშის რესურსული ნაწილი შედგება


პროდუქტებისა და მომსახურების გამოშვებისაგან ძირითად ფასებში, პროდუქტებზე
არაპირდაპირი გადასახადებისაგან და იმპორტზე წმინდა გადასახადებისაგან.
ანგარიშის რესურსულ განყოფილებაში ასევე ასახულია პროდუქტებისა და
მომსახურების გამოშვებაზე საბაზრო ფასების ფორმირების პროცესი
II განყოფილება „გამოყენება“.წარმოების ანგარიშის ეს განყოფილება მოიცავს
შუალედურ მოხმარებას და მთლიან შიგა პროდუქტს საბაზრო ფასებში. მათი ჯამი
საბაზრო პროდუქტებისა და მომსახურების მთლიან გამოშვების ტოლია.
III ანგარიშის დამაბალანსებელი მუხლი. წარმოების ანგარიშის დამაბალანსებელი
მუხლს წარმოადგენს მთლიანი შიგა პროდუქტი, რომელიც განისაზღვრება როგორც
ეკონომიკის ყველა დარგის მთლიანი დამატებული ღირებულების ჯამი
9. შემოსავლების ფორმირების ანგარიში

შემოსავლების ანგარიშები აკავშირებენ წარმოების შედეგებს კაპიტალის


მოძრაობისა და ფინანსური აქტივების და პასივების ცვლილებების ანგარიშებთან. ამ
ანგარიშების დაყოფა სამ ჯგუფად შეესაბამება შემოსავლების მოძრაობის სამ
ძირითად ეტაპს: შემოსავლების ფორმირება, განაწილება, გადანაწილება და
გამოყენება.
ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში შემოსავლების ანგარიშების დაჯგუფება
შემდეგნაირად ხდება:
1. შემოსავლების პირველადი განაწილების ანგარიშები: შემოსავლების
ფორმირების ანგარიში;პირველადი შემოსავლების განაწილების ანგარიში;
2. შემოსავლების გადანაწილების ანგარიშები: შემოსავლების მეორადი
გადანაწილების ანგარიში; შემოსავლების გადანაწილების ანგარიში ნატურალური
ფორმით.
3. შემოსავლების გამოყენების ანგარიშები: განკარგვადი შემოსავლების
გამოყენების ანგარიში, კორექტირებული განკარგვადი შემოსავლების გამოყენების
ანგარიში.
შემოსავლების ფორმირების ანგარიში ასახავს მშპ-ს გამოყენებას ინსტიტუციური
ერთეულების მიერ პირველადი შემოსავლების წარმოქმნის მიზნით.
პირველად შემოსავლებს მიეკუთვნება: 1) შემოსავლების საწარმო საქმიანობიდან
და 2) შემოსავლები საკუთრებიდან, ე.ი. შემოსავლები, რომლიც მიიღება ფინანსური
და არაფინანსური აქტივების, გამოყენებისათვის სხვაზე გადაცემიდან.
შემოსავლების ფორმირების ანგარიშის ნაერთ (კონსოლიდირებულ) სქემას აქვს
შემდეგი სახე:

შემოსავლების ფორიმრების ნაერთი (კონსოლიდირებული) ანგარიში

გამოყენება რესურსები
4. დაქირავებით მომუშავეების 1.მშპ საბაზრო ფასებში
შრომის ანაზღაურება
2.სუბსიდიები სულ მათ შორის:
5. არაპირდაპირი გადასახადები - სუბსიდიები პროდუქტებზე,
სულ.მათ შორის: პროდუქტებზე, წარმოებაზე, იმპორტზე.
წარმოებაზე,იმპორტზე.

6. ეკონომიკის მთლიანი მოგება და


მთლიანი შერეული შემოსავლები

(3 - 4 - 5)

მათ შორის: ძირითადი ფონდების


მოხმარება და წმინდა მოგება

7.სულ ( 4 + 5 + 6) 3.სულ ( 1 + 2)

I განყოფილება „რესურსები“.ამ ანგარიშის რესურსლი ნაწილის ძირითადი


მაჩვენებელია მშპ საბაზრო ფასებში.მშპ სუბსიდიებთან ერთად განიხილება როგორც
შემოსავლების ფორმირების წყარო.
სუბსიდიები - ეს მიმდინარე ტრანსფერტებია,რომლებსაც სახელმწიფო გასცემს
სამეურნეო ერთეულ-რეზიდენტებზე განსაზღვრული ეკონომიკურ-სოციალური
პოლიტიკის გატარებისათვის. სუბსიდიები იყოფა ორ ჯგუფად: 1) სუბსიდიები
წარმოებაზე, რომელიც მოიცავს სუბსიდიებს პროდუქტებზე და სხვა სუბსიდიების
წარმოებაზე.2) სუბსიდიები იმპორტზე მოიცავს სუბსიდიებს იმპორტირებული
პროდუქტების მიხედვით, რომელიც გაიცემა ამ პროდუქტების ქვეყნის ეკონომიკურ
ტერიტორიაზე თავისუფალ ბრუნვაში შემოსვლამდე.
II განყოფილება „გამოყენება“.რესურსების გამოყენების მაჩვენებლებს მიეკუთვნება:
შრომის ანაზღაურება,არაპირდაპირი გადასახადები,მთლიანი მოგება.
შრომის ანაზღაურება მოიცავს ორ ძირითად ელემენტს:1) ხელფასი,
2) სამუშაოს მიმცემთა გადარიცხვები სოც. დაზღვევის ფონდში.
შემოსავლების ფორმირების ანგარიშში გადასახადები იყოფა შესაბამისად
ნარმოებაზე, პროდუქტებზე და იმპორტზე გადასახადებად.გადასახადები
წარმოებაზე მოიცავს საწარმო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა გადასახადს და
ბაჟს.გადასახდები იმპორტზე შემოსავლების ფორმირების ანგარიშის გამოყენების
ნაწილში აისახება იმპორტზე სუბსიდიების გამოქვითვის გარეშე. ისინი
განისაზღვრება როგორც წმინდა გადასახადები იმპორტზე და სუბსიდიები
იმპორტზე
III ანგარიშის დამაბალანსებელი მუხლი. შემოსავლების ფორმირების ანგარიშის
დამაბალანსირებელი მუხლს წარმოადგენს ეკონომიკის მთლიანი მოგება, მისი
სიდიდე განისაზღვრება მშპ-ს საბაზრო ფასებში გამოკლებული დაქირავებულთა
შრომის ანაზღაურება, აგრეთვე წმინდა გადასახადები წარმოებასა და იმპორტზე და
სუბსიდიები წარმოებასა და იმპორტზე.

10. პირველადი შემოსავლების განაწილების ანგარიში


პირველადი შემოსავლების ანგარიში გვიჩვენებს როგორ ნაწილდება პირველადი
შემოსავლები მის მიმღებთა შორის. ამ ანგარიშში აისახება შემოსავლები, რომლებსაც
იღებენ: დაქირავებით მომუშავეები შრომითი საქმიანობიდან; შინამეურნეობები
სამეწარმეო საქმიანობიდან –– შერეული შემოსავლები; სახელმწიფო მართველობის
ორგანოები წარმოებაზე და იმპორტზე გადასახადების სახით; არასაფინანსო
საწარმოები და საფინანსო დაწესებულებები მოგების სახით.
აღნიშნულ პირველად შემოსავლებს იღებენ რეზიდენტები ინსტიტუციური
ერთეულები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ წარმოების პროცესში ან ამ
პროცესში მონაწილეობენ გადასახადების გადახდის გზით.ირველადი შემოსავლების
განაწილების ანგარიში დგება ეკონომიკის ცალკეული სექტორებისათვის და
მთლიანად ეკონომიკისათვის.

პირველადი შემოსავლების განაწილების ანგარიშის ნაერთი


(კონსოლიდირებული) სქემა

გამოყენება რესურსები
6. სუბსიდიები წარმოებაზე და 1. ეკონომიკის მთლიანი მოგება და
იმპორტზე მთლიანი შერეული შემოსავლები.
2. დაქირავებულ მომუშავეთა
7. შემოსავლები საკუთრებიდან და შრომის ანაზღაკურება
სამეწარმეო საქმიანობიდან 3. გადასახადები წარმოებასა და
გადაცემული სექტორზე იმპორტზე
„დანარჩენი მსოფლიო 4. სექტორიდან „დანარჩენი
მსოფლიო“ მიღებული
8.მთლიანი ეროვნული შემოსავალი
შემოსავლები საკუთრებიდან და
(1+2+3+4-6-7)
სამეწარმეო საქმიანობიდან

9. სულ გამოყენება 5+6+7 5. სულ რესურსები (1+2+3+4)

I განყოფილება „რესურსები“. სექტორიდან „დანარჩენი მსოფლიო“ მიღებული


შემოსავლები საკუთრებიდან მოიცავს: კრედიტებიდან მიღებულ პროცენტებს,
რომლესაც იღებენ ფინანსური აქტივების მფლობელები, როდესაც მოცემული
სახელმწიფო სხვა სახელმწიფოთა ხელისუფლებას აძლევს კრედიტებს, ქვეყნის
ეროვნული ბანკი უცხოურ ბანკებს და ა.შ. დივიდენდები და სხვა შემოსავლები,
რომელსაც უხდიან სხვა ქვეყნები მოცემულ ქვეყნის რეზიდენტებს აქციონერულ
კომპანიებში მონაწილეობისათვის; წმინდა რენტა მოცემული ქვეყნის მიწის
გამოყენებისათვის.
II განყოფილება „გამოყენება“. ამ განყოფილებაში ნაჩვენებია ის შემოსავლები
საკუთრებიდან, რომელსაც გადაუხდიან შესაბამის სექტორებს: დივიდენდები
აქციების მიხედვით, პროცენტები დანაზოგების მიხედვით, ვალები და კრედიტები,
რენტა მიწის გამოყენებისათვის და ა.შ.
III ანგარიშის დამაბალანსებელი მუხლია მთლიანი ეროვნული შემოსავალი .

11. შემოსავლების მეორადი განაწილების ანგარიში


შემოსავლების მეორადი განაწილების ანგარიში ასახავს გადანაწილებით
ოპერაციებს. ის გვიჩვენებს როგორ შეიცვლება პირველადი შემოსავლების სალდო
სხვადასხვა ტრანსფერტების გავლენით, როგორ მიმდინარეობს შემოსავლების
გადანაწილება სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე.
შემოსავლების მეორადი განაწილების ანგარიში დგება სექტორებისათვის და
მთლიანად ეკონომიკის დონეზე. ანგარიშს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა
ცალკეული სექტორებისათვის და ნაკლებად მნიშვნელოვანია ეკონომიკისათვის
მთლიანობაში.

შემოსავლების მეორადი განაწილების ანგარიშის სქემა

გამოყენება რესურსები
4. მიმდინარე ტრანსფერტები 1. მთლიანი ეროვნული შემოსავალი
გადაცემული სექტორზე 2. მიმდინარე ტრანსფერტები,
„დანარჩენი მსოფლიო მიღებული სექტორიდან
„დანარჩენი მსოფლიო.
5. მთლიანი ეროვნული
განკარგვადი შემოსავალი (1+2-3)
სულ გამოყენება (3+4) 3. სულ რესურსები (1+2)

I განყოფილება „რესურსები“.ანგარიშის რესურსებში ნაჩვენებია მთლიანი


ეროვნული შემოსავალი და მიმდინარე ტრანსფერების მიღება.
ტრანსფერტი განისაზღვრება, როგორც ოპერაცია, რომლის დროსაც ერთი
ინსტიტუციური ერთეული გადასცემს საქონელს, მომსახურებას ან აქტივებს სხვა
ინსტიტუტიურ ერთეულს ამ უკანასკნელიდან რაიმე კომპენსაციის მიღების გარეშე.
ტრანსფერტები იყოფა: 1) მიმდინარე ტრანსფერტები - ოპერაციები, რომლებიც
ხორციელდება რეგულარულად და დაკავშირებულია სამეურნეო ერთეულების
მიმდინარე შემოსავლების შემცირებასთან ან გადიდებასთან. 2) კაპიტალური
ტრანსფერტები - დაფინანსების მიზნით კაპიტალის ან დანაზოგების გადაცემა ერთი
ინსტიტციური ერთეულიდან მეორე ინსტიტუციური ერთეულისთვის.მაგალითად,
სახელმწიფოს მიერ სტიქიური უბედურების ან საომარი მოქმედების შედეგად
მიყენებული ზარალის ანაზღაურება და სხვა.
სექტორიდან „დანარჩენი მსოფლიო“ მიღებულ მიმდინარე ტრანსფერტებში
შედის: 1.მიმდინარე გადასახადები შემოსავლებზე და ქონებაზე, რომელიც მოიცავს
ყველა აუცილებელ რეგულარულ გადასახადს, რომელითაც სახელმწიფო ბეგრავს
სამეურნეო ერთეულების შემოსავალს და ქონებას. 2. სოც. დაზღვევაზე დანარიცხები
შედგება გადახდებისაგან, რომელსაც იხდიან დამქირავებლები, დაქირავებული
მომუშავეები, თვითდასაქმებულები და დაუსაქმებელი პირები სოც. დაზღვევის
პროგრამებში. 3.სოციალური დახმარებები. 4.სხვა მიმდინარე ტრანსფერტებში
შეიტანება მრავალი სხვადასხვა სახის ტრანსფერტები, რომლებიც ზემოთ
ჩამოთვლილი ტრანსფერებისაგან განსხვავებით ემსახურებიან სრულიად სხვადასხვა
მიზნებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს შეიძლება მივაკუთვნოთ:
ნებაყოფლობითი შენატანები და ქველმოქმედება; სადაზღვეო პრემიები და
საზღაური, რომელიც არ არის დაკავშირებული სიცოცხლის დაზღვევასთან და ა.შ.
II. განყოფილება „გამოყენება“-სექტორისათვის „დანარჩენი მსოფლიო“
გადაცემულ მიმდინარე ტრანსფერტებში შეიტანება გადახდების იგივე სახეები, რაც
ზემოთ იყო ჩამოთვლილი, მხოლოდ მათ ექნებათ საწინააღმდეგო მიმართულება.
III.შემოსავლების განაწილების ანგარიშის დამაბალანსებელი სტატიაა მთლიანი
ეროვნული განკარგვადი შემოსავალი. იგი გამოითვლება როგორც სხვაობა ყველა
მიღებულ შემოსავლებსა და გადაცემულ შემოსავლებს შორის.

12. შემოსავლების გამოყენების ანგარიში


განკარგვადი შემოსავალი გამოიყენება როგორც საბოლოო მოხმარებისათვის, ისე
დაგროვებისათვის.საბოლოო მოხმარების ქვეშ იგულისხმება ინსტიტუციური
ერთეულების მიერ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები
შინამეურნეობების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე.
დაგროვება გულისხმობს მიღებული შემოსავლების დაბანდებას კაპიტალურ
მშენებლობაზე; ძირითადი ფონდების შეძენაზე; მატერიალური აქტივებისა და
ფასეულობების შეძენაზე, როგორც ინფლაციისაგან დაცვის საშუალება.
განკარგვადი შემოსავლების გამოყენების ნაერთი ანგარიში გვიჩვენებს, როგორ
ნაწილდება მთლიანი განკარგვადი შემოსავალი საბოლო მოხმარებად და მთლიან
დაგროვებად.

ეროვნული განკარგვადი შემოსავლის გამოყენების ანგარიში


გამოყენება რესურსები
3.დანახარჯები საბოლოო 1. მთლიანი ეროვნული
მოხმარებაზე. მათ შორის განკარგვადი შემოსავალი
შინამეურნეობების;სახელმწიფო
დაწესებულებების;შინამეურნეობის
მომსახურე არაკომერციული
ორგანიზაციების.

4. მთლიანი ეროვნული დანაზოგები


5. სულ გამოყენება (2-3) 2.სულ რესურსები

I განყოფილება „რესურსები“ .
II განყოფილება „გამოყენება“. მე-3 მუხლი შინამეურნეობების ხარჯები საბოლოო
მოხმარებაზე მოიცავს: 1) ახალი მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოხმარების
საგნების შეძენას, 2) შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის
წარმოებული პროდუქტების ღირებულებას; 3) შრომის ანაზღაურების სახით
მიღებული პროუქტებისა და მომსახურების ღირებულებას; 4) საბაზრო
სამომხმარებლო მომსახურების შეძენას, 5) სოციალურ-კულტურული ხასიათის
უფასო მომსახურების ღირებულება, რომელსაც უწევენ მომუშავეებს ან მათი ოჯახის
წევრებს საწარმოებისა დამოუკიდებული ქვეგანყოფილებები, რომლებიც შეიძლება
წარმოადგენდეს განცალკევებულ ერთეულს, 6) სოციალური დახმარება და ა.შ.
შინამეურნეობების საბოლო მოხმარებაზე დანახარჯებში არ შედის:
1) სახლის, ბინის შეძენა, 2) საქონლის შესყიდვა და სხვა მსგავსი შესყიდვები
წარმოების მიზნით, 3) საკვების მომზადებაზე, სახლის დალაგებაზე შინამეურნეობის
წევრების მიერ ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურება და ა.შ.
შინამეურნეობების მომსახურე არაკომერციული ორგანიზაციების ხარჯები
საბოლოო მოხმარებაზე განისაზღვრება მათი მიმდინარე დანახარჯების მოცულობის
მიხედვით.არაფინანსური საწარმოები და ფინანსური დაწესებულებები არ
აწარმოებენ დანახარჯებს საბოლო მოხმარებაზე.
III ეროვნული განკარგვადი შემოსავლის გამოყენების ანგარიშის დამაბალანსებელი
მუხლია მთლიანი ეროვნული დანაზოგების მაჩვენებელი ,რომელიც წარმოადგენს
სხვაობას მთლიან ეროვნულ განკარგვად შემოსავალსა და საბოლოო ეროვნულ
მოხმარებას შორის.
13. კაპიტალით ოპერაციების ანგარიში
კაპიტალით ოპერაციების ანგარიშის დანიშნულებაა ,ერთი მხრივ, მონაცემთა
სისტემატიზაცია კაპიტალურ დაბანდებათა დაფინანსების წყაროების შესახებ, ხოლო
მეორე მხრივ, კაპიტალურ დაბანდებათა მიმართულების გამოვლენა. ამ ანგარიშში
აისახება არაფინანსური აქტივების ღირებულება, რომელსაც შეიძენენ
ინსტიტუციური რეზიდენტ-ერთეულები.

კაპიტალით ოპერაციების ანგარიშის სქემა

გამოყენება რესურსები
4. ძირითადი ფონდების მთლიანი 1. მთლიანი ეროვნული
დაგროვება დანაზოგები
2.კაპიტალური ტრანსფერტები
5. მატერიალური საბრუნავი
საშუალებების მარაგების მიღებული სექტორიდან
ცვლილება. „დანარჩენი მსოფლიო“

6. ფასეულობების წმინდა შეძენა

7. მიწისა და მატერიალური
აქტივების წმინდა შეძენა

8. კაპიტალური ტრანსფერტები
გადარიცხული სექტორისათვის
„დანარჩენი მსოფლიო“

9. წმინდა დაკრედიტება ან წმინდა


ვალი
10. სულ (4+5+6+7+8+9) 3. სულ რესურსები (1+2)

I განყოფილება „რესურსები“.ანგარიშის ამ განყოფილების ძირითად მაჩვენებელს


წარმოადგენს მთლიანი ეროვნული დანაზოგები. ეს მაჩვენებელი ასახავს
განკარგვადი შემოსავლების იმ ნაწილს, რომელიც რჩება საბოლოო მოხმარებაზე
დანახარჯების გამოკლების შემდეგ.
სექტორიდან „დანარჩენი მსოფლიო“ მიღებული კაპიტალური ტრანსფერებია:
მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის შენობების და სხვა ობიექტების
მშენებლობაზე სუბსიდიები და ა.შ.
ზოგადად, კაპიტალური ტრანსფერტების ქვეშ იგულისხმება კაპიტალური
ხასიათის აქტივების უსასყიდლო გადაცემა და მიღება. ისინი მოიცავს:1) სუბსიდიებს
კაპიტალურ დაბანდებებზე ,რომელიც მოიცავს: დაფინანსებას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან, დანახარჯებს კაპიტალურ რემონტზე; დანახარჯებს სახელმწიფო
საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის მოწყობიოლბის შეძენაზე და ა.შ. 2) გადასახადები
კაპიტალზე - აუცილებელი არარეგულარული გადასახდელი, რომელსაც
ახდევინებენ სახელმწიფო დაწესებულებებს სამეურნეო ერთეულების ქონების
მიხედვით. 3) სხვა კაპიტალური ტრანსფერტები - ესაა ტრანსფერტები, რომელიც არ
მოიცავს სუბსიდიებს კაპიტალური დაბანდებისთვის და გადასახადებს კაპიტალზე.
მათი საშუალებით გადანაწილდება დანაზოგები და ქონება და არა შემოსავლები,
სხვადასხვა სექტორებს და ქვეყნებს შორის.
II განყოფილება „გამოყენება“.ანგარიშის ამ განყოფილების ძირითადი
მახასიათებელ მაჩვენებელს წარმოადგენს ძირითადი კაპიტალის მთლიანი
დაგროვება, რომელიც მოიცავს:ხანგრძლივი გამოყენების ახალ ობიექტებს, რომელიც
შესყიდულია ეკონომიკური სუბიექტების მიერ ან შექმნილია სამეურნეო მეთოდით,
დანახარჯები პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე და შეძენაზე და ა.შ.
ფასეულობების წმინდა შეძენა გამოითვლება მთლიანი ღირებულებიდან
გაყიდული ფასეულობების ღირებულების გამოკლების გზით. ამიტომ ქვეყნის
ეკონომიკის დონეზე მოქმედი ფასეულობების ყიდვამ და გაყიდვამ უნდა გადაფაროს
ერთმანეთი, ხოლო ფასეულობების შესყიდვის სალდო უნდა მივაკუთვნოთ იგივე,
მაგრამ ხელახლა წარმოებული და იმპორტირებული ფასეულობების წმინდა შეძენას.
სექტორზე „დანარჩენიმსოფლიო“ გადაცემულ კაპიტალურ ტრანსფერებში შედის:
სხვა ქვეყნებისათვის ძირითადი კაპიტალის უსასყიდლო გადაცემა;კაპიტალზე
გადასახადების გადახდა;სხვა ქვეყნების დაზიანებული ქონებისათვის კომპენსაცია;
დაგროვებული დავალიანებების ჩამოწერა.
III. ანგარიშის დამაბალანსებელი მუხლი.კაპიტალით ოპერაციების ანგარიშის
დამაბალანსებელი მუხლია ერის წმინდა დაკრედიტება ან ერის წმინდა ვალები. ეს
მუხლი გვიჩვენებს დაფინანსების წყაროების მეტობას ან წმინდა ნაკლებობას
არაფინანსური აქტივების წმინდა შეძენის ხარჯებთან შედარებით.
ეს მუხლი ეკონომიკის ფუნქციონირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
მაჩვენებელია. მთლიანად ეკონომიკის დონეზე წმინდა დაკრედიტება ან წმინდა
სესხები გვიჩვენებს რესურსების წმინდა რაოდენობას, რომელსაც სახელმწიფო
აძლევს განკარგულებებში სექტორს „დანარჩენი მსოფლიო“ ან რომელსაც სექტორი
„დანარჩენი მსოფლიო“ აძლევს სახელმწიფოს განკარგულებაში

14. ფინანსური ანგარიში

ფინანსური ანგარიში ასახავს ოპერაციებს ფინანსური ინსტრუმენტებით.


ფინანსური ინსტრუმენტებია ინსტიტუციური რეზიდენტ-ერთეულების მიერ
ფინანსური აქტივების შეძენა და ფინანსური ვალდებულებების აღება.
ფინანსურ ანგარიშში აისახება როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური
ოპერაციები. ფინანსური ანგარიში გვიჩვენებს კრედიტორებსა და სესხის ამღებთა
შორის ფინანსური რესურსების გადანაწილების მექანიზმს.ამ ანგარიშის
თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ აქტივებისათვის და პასივებისათვის
მიღებულია ფინანსური ინსტრუმენტების ერთი და იგივე კლასიფიკაცია

ფინანსური ანგარიშის სქემა.


ცვლილებები ოპერაციები დასალდირებული ცვლილებები
აქტივებში მუხლები პასივებში და
საკუთარი
კაპიტალის
წმინდა
ღირებულება
–წმინდა დაკრედიტება ან წმინდა
ვალები
–მონეტარული ოქრო და ნასესხობის
სპეციალური უფლება (ნსუ)
X
–ნაღდი ფული და დეპოზიტები
X
–ფასიანი ქაღალდები აქციების X
გარდა X
–სესხები X
–აქციები და კაპიტალში საქმიანი
მონაწილეობის სხვა სახეები X
–სადაზღვეო ტექნიკური რეზერვები x
–დებიტორების და კრედიტორების
სხვა ანგარიშები
ანგარიშის მარცხენა მხარეს ნაჩვენებია ცვლილებები შესასწავლი სექტორის
აქტივებში, კერძოდ, ფინანსური აქტივების წმინდა შეძენა.
ანგარიშის მარჯვენა მხარეს ნაჩვენებია ცლვილებები პასივებში.
ანგარიშის დამაბალანსებელი მუხლი - წმინდა დაკრედიტების/წმინდა ვალების
მაჩვენებელი წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს ფინანსურ და დანარჩენ
ანგარიშებს შორის.იგი შეიძლება იყოს როგორც დადებითი (თუ ხდება აქტივების
შეძენა), ისე უარყოფითი (თუ ხდება აქტივების გაყიდვა ან ვალდებულებებს აღება).
ფინანსურ ანგარიშში გამოიყოფა ფინანსური აქტვიებისა და პასივების შემდეგი
კატეგორიები:მონეტარული ოქრო და ნასესხობის სპეციალირი უფლება; ნაღდი
ფული და დეპოზიტები; ფასიანი ქაღალდები აქციების გარდა; სესხები; აქციები და
კაპიტალში მონაწილეობის სხვა სახეები; სადაზღვეო ტექნიკური რეზერვები;
დებიტორებისა და კრედიტორების სხვა ანგარიშები.
ეას–ის ფინანსური აქტივების კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს ორი
კრიტერიუმი: აქტივების სამართლებრივი მახასიათებლები, ანუ კრედიტორისა და
დებიტორის ურთიერთდამოკიდებულების აღწერა; აქტივის ლიკვიდურობა, ანუ
მისი მიმოქცევის უნარი, გადაცემის შესაძლებლობა, კონვერტირებადობა.ყველაზე
ლიკვიდურია ის აქტივები, რომლებიც მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი საჯარიმო
სანქციის გარეშე შეიძლება გადაიცვალოს სხვა ფინანსურ აქტივებზე, საქონელსა და
მომსახურებაზე. შედარებით ნაკლებად ლიკვიდურია ისეთი ფასიანი ქაღალდებიც,
როგორიცაა ვექსილი და ობლიგაცია.
მონეტარული ოქრო და ნასესხობის სპეციალური უფლება. მონეტარული ოქრო
ესაა ოქრო, რომელიც ფინანსური აქტივის ან საერთაშორისო რეზერვის სახით
ინახება ფულად-საკრედიტო დაწესებულებაში.ამ ოქროს მთავარი მიზანია
ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის უზრუნველყოფისათვის
რეზერვის შექმნა.
ნასყიდობის სპეციალური უფლება - ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის
საერთაშორისო სარეზერვო აქტივებია, რომლის შემსრულებლად გვევლინება სსფ-ის
წევრი ქვეყნის ცენტრალური ბანკი.
ნაღდი ფული და დეპოზიტები - ეს მუხლი მოიცავს ფულს, რომელიც შედგება
ბანკნოტებისაგან და მონეტებისაგან, რომლებიც იმყოფებიან ბრუნვაში და
გამოიყენება როგორც გადახდის საშუალებ. დეპოზიტები - ფულადი საშუალებებია,
რომელიც გადაეცემა ბანკს შენახვისათვის და ექვემდებარება დაბრუნებას
საზღაურით, ხელშეკრულებაში აღნიშნული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
ფასიანი ქაღალდები აქციების გარდა- ეს მუხლი გულისხმობს სავალო
ვალდებულებას ანუ იგი არის ფულადი დოკუმენტი, რომლებსაც აძლევს სესხის
ამღები კრედიტორს ნასესხები საშუალებების მიღებისას და რაც ადასტურებს
წარმომდგენის ქონებრივ უფლებას.
ფასიანი ქაღალდები - ესაა ფულდაი ან სასაქონლო დოკუმენტები, რომელიც
მფლობელს განსაზღვრული ქონების ან ფულადი შემოსავლის მიღების უფლებას
აძლევს. განასხვავებენ ფასიანი ქაღალდის ორ სახეს: აქციები და სავალო
ვალდებულებები. ფასიანი ქაღალდები იყოფა მოკლევადიანად და გრძელვადიანად.
სესხები - ფინანსური აქტივებია, რომლებიც ყალიბდება როცა კრედიტორები
აძლევენ საშუალებებს უშუალოდ სესხის ამღებებს. არსებობს მოკლევადიანი და
გრძევლადიანი სესხები.
აქციები და კაპიტალში საქმიანი აქტივობის სხვა სახეები.
აქცია - ფასიანი ქაღალდია, რომელიც წარმოადგენს დასტურს საწესდებო
კაპიტალში განსაზღვრული წილის შეტანის შესახებ და მისი მფობელს უფლებას
აძლევს მიიღოს საწარმოს მოგების ნაწილი დივიდენდის სახით, აგრეთვე სხვადასხვა
სახის წილები.
სადაზღვეო ტექნიკური რეზერვები– ამ სახის რეზერვებს ქმნიან სადაზღვეო
ორგანიზაციები, როგორც ფინანსური შუამავლები, რომლებიც ახორციელებენ
სადაზღვეო პოლისების მფლობელთა თავისუფალი საშუალებების გადანაწილებას
და სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას თავის თავზე იღებენ ვალდებულებებს
სადაზღვეო საზღაურის გადახდაზე.
დებიტორებისა და კრედიტორების დანარჩენი ანგარიშები - ფინანსური აქტივების
ამ მუხლში შედის სასაქონლო კრედიტები, ავანსი რომლიც გაიცემა განსაზღვრული
სამუშაოს შესრულებისათვის და სხვა კრედიტორული (დებიტორული)
დავალიანებები.

15. დაგროვების დანარჩენი ანგარიშები

დაგროვების ანგარიშების სტანდარტული ნაკრები სხვა ანგარიშებთან ერთად


მოიცავს აგრეთვე გადაფასების ანგარიშს და აქტივებში სხვა ცვლილებების ანგარიშს.
გადაფასების ანგარიში ასახავს ინფლაციის შედეგად აქტივების ღირებულების
ცვლილებას.ინფლაციის შედეგად შესაძლებელია სხვადასხვა ხარისხის და
სხვადასხვა შინაარსის აქტივების ყველა სახის ღირებულების ცვლილება. ინფლაციის
შედეგად არაფინანსური აქტივების ფასები იზრდება, ფინანსურ აქტივები კი თავის
ფასს კარგავენ, ამიტომ არაფინანსური და ფინანსური აქტივების მფლობელები
იღებენ შესაბამისად სპეციფიკურ მოგებას, და ნახულობენ სპეციფიკურ ზარალს.
ეას-ის თეორიაში ასეთი სახის მოგებამ და ზარალმა მიიღო პოლდინგური
მოგების/ზარალის სახელწოდება.

გადაფასების ანგარიში

ცვლილებები კოდი ოპერაციები და ცვლილებები


აქტივებში სალდირებული პასივებში
სტატიები
X 01 ნომილური X
ჰოლდინგური
მოგება/ზარალი
X 02 ნეიტრალური X
ჰოლდინგური
მოგება/ზარალი
X 03 რეალური ჰოლდინგური X
მოგება/ზარალი
X 04 ფინანსური აქტივები X
X 05 ვალდებულებები X
X 06 ცვლილებები ძირითად X
კაპიტალში ნომილური
ჰოლდინგური
მოგების/ზარალის
შედეგად

ანგარიშის დასაწყისში ნაჩვენებია ნომინალური ჰოლდინგური მოგება/ზარალი,


რომელიც შემდგომ იყოფა ორ კომპონენტად: ნატურალური ჰოლდინგური
მოგება/ზარალი და რეალური ჰოლდინგური მოგება/ზარალი.
ნეიტრალური ჰოლდინგური მოგება/ზარალი - ეს არის ღირებულება, რომელიც
გამოითვლება რეზიდენტ-კრედიტორებისა და არარეზიდენტი - მოვალეების მიერ
მათი აქტივების/ვალდებულებების ფულადი ღირებულების ცვლილების შედეგად
საანაგრიშო წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე .
რეალური ჰოლდინგური მოგება/ზარალი - ეს აქტივების ღირებულებაა, რომელიც
გამოსახულია ეროვნულ ვალუტაში და წარმოადგენს სხვაობას ნომინალურ და
ნეიტრალურ მოგებას/ზარალს შორის.
ცვლილებები ძირითად კაპიტალში ნომინალური ჰოლდინგური მოგების/ზარალის
შედეგად.ძირითადი კაპიტალის მფლობელობიდან ჰოლდინგური მოგების სიდიდე
ჩვეულებრივ განისაზღვრება უკანასკნელი გადაფასების გზით.ჰოლდინგური
მოგების განსაზღვრისათვის გამოიყენება ექსპერტული შეფასება, რომელიც
გულისხმობს მატერიალური საშუალებების ხელმეორედ დათვლას მიმდინარე
პერიოდის საშუალო ფასებში და ამ გზით ინფლაციის გავლენის დადგენას.
ჰოლდინგური მაჩვენებლების განსაზღვრის პრობლემა ძალზე აქტუალურია,
რადგანაც უზარმაზარი პროცენტები, რომელსაც მაღალი ინფალციის პერიოდში
ბანკები თავაზობენ თავის მეანაბრეებს, უდაოდ დაკავშირებულია მათ
მცდელობასთან, რათა თავი დააღწიონ ჰოლდინგურ ზარალს.
რაც შეეხება აქტივების მოცულობაში სხვა ცვლილებების ანგარიშს,იგი ასახავს
არაეკონომიკური საქმიანობის გავლენას აქტივებისა და პასივების ღირებულების
ცვლილებაზე. მაგალითად, სტიქიური უდებურებები, ომები,ჩამოწერილი ვალები და
სხვა.
აქტივების მოცულობაში სხვა ცვლილებების ანგარიში

ცვლილებებ კოდი ოპერაციები და ცვლილებები


ი აქტივებში დამაბალანსირებელი პასივებში
მუხლები
01 არაკომპენსირებადი
კონფისკაციები
02 ფინანსური აქტივების
მოცულობის სხვა
ცვლილებები და
ვალდებულებები
03 ცვლილებები
კლასიფიკაციაში და
სტრუქტურაში
04 აქტივების მოცულობაში
სხვა ცვლილებების
შედეგად ცვლილებები
ძირითად კაპიტალში
ანგარიშის მარცხენა ნაწილში აღირიცხება ცვლილება სექტორის ფინანსურ
აქტივებში, ხოლო მარჯვენაში - ცვლილება ამ სექტორის ვალდებულებებში.
თეორიულად ეს მაჩვენებლები ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, მაგრამ პრაქტიკაში
ისინი ერთმანეთს არ ემთხვევა, იმიტომ, რომ ფინანსური ანგარიში და დანარჩენი
ანგარიშები აიგება სხვადასხვა ინფორმაციულ ბაზაზე.

16. აქტივებისა და პასივების ბალანსი

აქტივებისა და პასივების ბალანსში აისახება ინსტიტუციური ერთეულების


საკუთრებაში არსებული ეკონომიკური აქტივების ღირებულება და მათი ფინანსური
ვალდებულებები განსაზღვრული მომენტისათვის (პერიოდის დასაწყისში ან
პერიოდის ბოლოს).

აქტივებისა და პასივების ბალანსის სქემა პერიოდის დასაწყისში (ბოლოს)

აქტივები ვალდებულებები კაპიტალის


წმინდა ღირებულება
არაფინანსური აქტივები ფინანსური ვალდებულებები

მათ შორის: საწარმო,არასაწარმო, საკუთარი კაპიტალის წმინდა


ფინანსური აქტივები. ღირებულება.

ანგარიშის დამბალანსებელი მუხლია საკუთარი კაპიტალის წმინდა ღირებულება.


იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა აქტივების ღირებულებასა და ვალდებულებებს
შორის. თუ შევკრიბავთ ეკონომიკის ყველა სექტორის კაპიტალის წმინდა
ღირებულებას, მაშინ მიღებული სიდიდით შეიძლება დავახასიათოთ ეროვნული
სიმდიდრის მოცულობა.
აქტივებისა და პასივების ბალანსის შედგენა წლის დასაწყისში და წლის ბოლოს
შესაძლებლობას იძლევა გამოვავლინოთ ცვლილებები (მატება ან შემცირება),
ეროვნული სიმდიდრის მოცულობაში, ცვლილება აქტივებისა და პასივების
სტრუქტურაში და აგრეთვე ამ მონაცემებით შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია
ფინანსური თუ არაფინანსური აქტივების წილის ცვლილების შესახებ აქტივების
საერთო მოცულობაში.
კავშირი წლის დასაწყისში და წლის ბოლოს აქტივების ღირებულების მაჩვენებელს
შორის და პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური თუ არა ეკონომიკური
ოპერაციების შედეგად, აქტივების ღირებულების ცვლილების მაჩვენებლებს შორის,
შეიძლება განისაზღვროს როგორც: აქტივების ღირებულება წლის
დასაწყისში+ახლად შეძენილი აქტივების ღირებულებაა-მწყობრიდან გამოსული
აქტივების ღირებულებაა+აქტივების ღირებულების ცვლილება მათ მოცულობაში
სხვა ცვლილებების შედეგად+ჰოლდინგური მოგება=აქტივების ღირებულება წლის
ბოლოს.

17. საგარეო ეკონომიკური კავშირების ანგარიში

საგარეო ეკონომიკური კავშირების ანგარიში ასახავს მოცემული ქვეყნის


ეკონომიკის კავშირს დანარჩენი ქვეყნების ეკონომიკასთან, რომელიც ხორციელდება
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სახით. საგარეო ეკონომიკური საქმიანობა - ეს
ეკონომიკური ურთიერთობაა, რომელიც წარმოიშობა საერთაშორისო მიმოქცევის
სფეროში. საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაში შედის: საქონლისა და მომსახურები
ექსპორტი და იმპორტი, მოცემული ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხოელი
იურდიული პირების და საზღვარგარეთელი რეზიდენტების ერთობლივი
სამეწარმეო და მსგავსი სამეურნეო საქმიანობა.
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შედეგები ეას-ში აისახება შემდეგ ანგარიშებში:
საქონლისა და მომსახურების ანგარიში; პირველადი შემოსავლების ანგარიში;
ფინანსური ანგარიში; აქტივებში სხვა ცვლილებების ანგარიში.
საგარეო-ეკონომიკური კავშირების ანგარიში შედგება ორი სუბანგარიშისაგან:
მიმდინარე ოპერაციების ანგარიში და კაპიტალით ოპერაციების ანგარიში.
საგარეო ეკონომიკური კავშირების ანგარიში

გამოყენება რესურსები
მიმდინარე ოპერაციების
სუბანგარიში
4. საქონლისა და მომსახურების 1. საქონლისა და მომსახურების
იმპორტი ექსპორტი
5. ფაქტორული შემოსავლები 2. ფაქტორული შემოსავლები
გადახდილი საზღვარგარეთიდან
საზღვარგარეთისათვის 6. 3. მიმდინარე ტრანსფერტები
მიმდინარე ტრანსფერტები საზღვარგარეთიდან
გადაცემული
საზღვარგარეთისათვის
7. მიმდინარე ოპერაციების სალდო
(1+2+3-4–5–6)
კაპიტალით ოპერაციების
სუბანგარიში
4. მიწის ყიდვა და 1. მიმდინარე ოპერაციების სალდო
არამატერიალური აქტივები 2. მიწის და არამატერიალური
საზღვარგარეთ აქტივების გაყიდვა საზღვარგარეთ
5.გადახდილი ტრანსფერები 3. კაპიტალური ტრანსფერტების
საზღვარგარეთ მიღება
6. ერის წმინდა ვალები ,წმინდა
კრედიტები საგარეო ეკონომიკური
ოპერაციების მიხედვით.
(1+2+3-4-5-6)

ფაქტორული შემოსავლები - ეკონომიკური საქმიანობის პროცესში წარმოების


ფაქტორების გამოყენებიდან მიღებული შემოსავლებია. მასში შედის: შრომის
ანაზღაურება, შემოსავალი კაპიტალიდან, შერეული შემოსავლები.
მიმდინარე ოპერაციების სუბანაგრიში ასახავს შემოსავლების მოძრაობას,
რომელიც დაკავშირებულია მოცემული ქვეყნის რეზიდენტებსა და სხვა ქვეყნის
რეზიდენტებს შორის სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ყიდვა-
გაყიდვასთან.
I განყოფილება „რესურსები“. რესურსების ნაწილში გვაქვს საქონლისა და
მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი; ფაქტორული შემოსავლები
მიღებული საზღვარგარეთიდან, საზღვარგარეთიდან მიღებული მიმდინარე
ტრანსფერები (ფულადი გზავნილები და ა.შ.).
II განყოფილება „გამოყენება“. ამ ნაწილში მოცემულია მაჩვენებლები, რომლებიც
ახასიათებენ ქვეყნის მიმდინარე ხარჯებს, ამავე ტიპის ოპერაციების მიხედვით .
III ანგარიშების დამაბალანსებელი მუხლი. სხვაობა ამ ანგარიშის რესურსებისა და
გამოყენების ნაწილებს შორის არის სალდო მიმდინარე ოპერაციების მიხედვით და
ჩაიწერება გამოყენების ნაწილში ნიშნით „+“, თუ რესურსები მეტია გამოყენებაზე,
ხოლო მაშინ, როცა რესურსები ნაკლებია გამოყენებაზე ჩაიწერება ნიშანით „–“.
კაპიტალით ოპერაციების სუბანგარიში ასახავს შემოსავლების მოძრაობას,
რომელიც უკავშირდება ქვეყნის ძირითადი კაპიტალის ცვლილებას (გაზრდას ან
შემცირებას).
I– განყოფილება „რესურსები“. გარდა ამოსავალი მაჩვენებლისა (მიმდინარე
ოპერაციების სალდო) ამ ანგარიშის რესურსების ნაწილში ასახული არის
კაპიტალური ტრანსფერტების მიღება არარეზიდენტებისაგან, აგრეთვე შემოსავლები,
რომელიც მიღებულია უცხოელ ინვესტორებზე მიწის და არამატერიალური
აქტივების გაყიდვიდან.
II– განყოფილება „გამოყენება“. ამ ნაწილში მოცემულია მაჩვენებლები, რომლებიც
ასახავს მოცემული ქვეყნის რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ გადაცემულ
კაპიტალურ ტრანსფერტებს, და აგრეთვე, მოცემული ქვეყნის რეზიდენტების მიერ
მიწისა და არამატერიალური აქტივების შესყიდვას საზღვარგარეთ.
III –ანგარიშების დამაბალანსებელი მუხლი. ანგარიშის დამაბალანსებელ მუხლს
წარმოადგენს საგარეო ეკონომიკური ოპერაციების მიხედვით ერის წმინდა
დაკრედიტება (თუ რესურსები მეტია გამოყენებაზე) ან წმინდა ვალები (თუ
რესურსები ნაკლებია გამოყენებაზე). თუ ადგილი აქვს წმინდა დაკრედიტებას, მაშინ
ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემულ ქვეყანაში არსებობს კაპიტალდაბანდებების
დაფინანსების დამატებითი წყარო. ხოლო წმინდა ვალები მეტყველებს ეკონომიკის
განვითარებისათვის კაპიტალური რესურსების უკმარისობის შესახებ და უცხოური
ინვესტიციების მოზიდვის საჭიროებაზე.
18. საქონლისა და მომსახურების ანგარიში

საქონლისა და მომსახურების ანგარიში ახასიათებს პროდუქტებისა და


მომსახურების საერთო რესურსებს მთელი ეკონომიკის მიხედვით და ამ რესურსების
გამოყენების მიმართულებას. ანგარიში წარმოადგენს ეას-ის თავისებურ კრებსით
ცხრილს. ის შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგი სახით:

საქონლისა და მომსახურების ანგარიში

გამოყენება რესურსები
6.შუალედური მოხმარება 1. საქონლისა და მომსახურების
7.საბოლოო მოხმარება ქვეყნის მთლიანი გამოშვება ძირითად
ეკონომიკურ ტერიტორიაზე ფასებში
8. ძირითადი ფონდების მთლიანი 2. პროდუქტებისა და მომსახურების
დაგროვება იმპორტი
9.მატერიალური საბრუნავი 3. წმინდა გადასახადები
საშუალებების მარაგების პროდუქტებზე
ცვლილება 10.პროდუქტებისა და 4. წმინდა გადასახადები იმპორტზე
მომსახურების ექსპორტი

11. სულ (5+6+7+8+9) 5. სულ (1+2+3+4)

ანგარიშის თითოეული ნაწილი ფორმირდება დამოკიდებულად, სტატისტიკური


ინფორმაციის საკუთარი ნაკადის საფუძველზე, რის შედეგადაც ანგარიშის
რესურსული და გამოყენების განყოფილებების მუხლების ჯამი შეიძლება
რამდენადმე განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. ანგარიშის ნაწილების
დაბალანსებისათვის ეს განსხვავება გაფორმდება, როგორც „სტატისტიკური
ცდომილება“, რომელიც ახასიათებს განყოფილებათა მუხლების ჯამებს შორის
განსხვავებას ყველა ანგარიშის შედგენის დროს.სტატისტიკური ცდომილება არ უნდა
აღემატებოდეს მშპ-ს 4-5%-ს , რაც მოწმობს გაანგარიშებების დამაკმაყოფილებელი
ხარისხის შესახებ.
ანგარიშის „რესურსული“ ნაწილი ივსება მაჩვენებლებით: პროდუქტებისა და
მომსახურების მთლიანი გამოშვება, წმინდა გადასახადები პროდუქტებზე,
გადასახადები იმპორტზე სუბსიდიების გამოკლებით.
ამ ანგარიშის „გამოყენების„ ნაწილში მაჩვენებლები გადმოიტანება შემდეგი
ანგარიშებიდან: წარმოების ანგარიშიდან - შუალედური მოხმარება; შემოსავლების
გამოყენების ანგარიშიდან - საბოლოო მოხმარება; კაპიტალური დანახარჯების
ანგარიშიდან - ძირითადი ფონდების მთლიანი დაგროვება და მატერიალური
საბრუნავი საშუალებების მარაგების ცვლილება; სექტორის „დანარჩენი მსოფლიო“
მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის სუბანგარიშიდან - პროდუქტებისა და
მომსახურების ექსპორტი.

You might also like