You are on page 1of 9

ბუღალტრული აღრიცხვის საგნის

ელემენტების შინაარსისა და თავისებურებების


ჩამოყალიბება

• შესავალი ბუღალტრულ აღრიცხვაში


• ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა
• ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები

გამოყენებული ლიტერატურა:
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (ბასს)
ფინანსური აღრიცხვის საერთასორისო სტანდარტები (ფასს)
შესავალი ბუღალტრულ აღრიცხვაში

სამეურნეო აღრიცხვა, მისი არსი, სახეები და მნიშვნელობა. სამეურნეო საქმიანობა


დაკავშირებულია მატერიალური დოვლათის ანუ პროდუქციის წარმოებასთან, მოხმარებასა
და დაგროვებასთან.

სამეურნეო საქმიანობის პროცესში მომხდარი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის


შეგროვების, დაჯგუფების და გადაცემის სისტემას სამეურნეო აღრიცხვა ეწოდება
სამეურნეო აღრიცხვის პროცესში ცვლილებების შესწავლა, გამოყენება და
კონტროლი ხდება როგორც რიცხობრივად, ისე თვისობრივადაც. შესაბამისად, სამეურნეო
აღრიცხვაში გამოიყენება სამი საზომი ერთეული:
1. ნატურალური: მაგალითად: მეტრი(მ), კილომეტრი(კმ), გრამი(გრ), კილოგრამი(კგ),
კვადრატული მეტრი, კუბური მეტრი, ცალი, წყვილი და ა.შ. ანუ ზომის, წონის,
რაოდენობის, მოცულობის, ფართობის საზომი ერთეულები.
2. შრომითი: მაგალითად: შრომადღე, კაცდღე, კაცსაათი, მანქანასაათი და ა.შ. ანუ
დახარჯული შრომის რაოდენობისა და ხარისხის საზომი ერთეულები, რომლებიც შრომის
ანაზღაურების განსაზღვრის საფუძველია;
3. ფულადი: მაგალითად: ლარი, დოლარი, ფუნტ სტერლინგი, ევრო და ა.შ. ანუ ვალუტა,
რომლის გამოყენების აუცილებლობა განპირობებულია ნატურალური და შრომითი
საზომი ერთეულების გამოყენების სფეროების შეზღუდულობით.

თავის მხრივ, სამეურნეო აღრიცხვა აერთიანებს სამი სახის აღრიცხვას: ოპერატიულს,


სტატისტიკურს და ბუღალტრულს.
ოპერატიული აღრიცხვა
ოპერატიული აღრიცხვა სამეწარმეო საქმიანობაში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას
ასახავს დაუყოვნებლივ გაფორმების სათანადო წესით. ამიტომ, მას ხშირ შემთხვევაში
ტექნიკურ აღრიცხვასაც უწოდებენ. მაგალითად, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების
საწყობიდან ფირმის ძირითად საამქროში გაგზავნა გარკვეული სახის საბუთის საფუძველზე
წარმოადგენს ოპერატიულ-ტექნიკური აღრიცხვის ინფორმაციას. შესაბამისად, ოპერატიულ
აღრიცხვაში გამოიყენება სამივე სახის საზომი ერთეული, თუმცა უპირატესობა ენიჭება პირველ
ორს

სტატისტიკური აღრიცხვა
სტატისტიკური აღრიცხვა ახორციელებს ფირმის სამეურნეო საქმიანობასა და ქვეყნის
საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მომხდარი მასობრივი და ტიპიური სახის
მოვლენების რაოდენობრივი და თვისობრივი მხარეების შესწავლას. მაგალითად ,
წარმოების მოცულობის, საქონლის ბრუნვის, სამუშაო დროის გამოყენების, საშუალო
გამომუშავების, შრომის მწარმოებლურობის, მოკვდაობის, შობადობის, მოსახლეობის
რიცხოვნობის, შედგენილობის და ა.შ. სახის ინფორმაცია ასახვას პოულობს სტატისტიკური
აღრიცხვის დოკუმენტაციაში. სტატისტიკურ აღრიცხვაშიც გამოიყენება სამივე სახის საზომი
ერთეული, მაგრამ უპირატესობა ისევ პირველ ორს ენიჭება.
ბუღალტრული აღრიცხვა

ბუღალტრული აღრიცხვა არის ფირმის სამეურნეო საქმიანობისა და მისი ფინანსური


შედეგების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, განზოგადების და წარდგენის საშუალება

ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოიყენება სამივე სახის საზომი ერთეული, თუმცა საბოლოოდ,


ინფორმაცია განზოგადდება მხოლოდ ფულად საზომში.

ბუღალტრული აღრიცხვა დოკუმენტური აღრიცხვაა. იგი უწყვეტია დროში. ინფორმაციის


ასახვა ხორციელდება თანმიმდევრულად, ანუ ქრონოლოგიური წესით. სამეწარმეო
პროცესში მომხდარი ყველა ცვლილება ურთიერთკავშირშია. შესაბამისად, მონაცემები
უტყუარი, დროული და სრულია.

სააღრიცხვო ინფორმაციის მოხმარების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბუღალტრული


აღრიცხვის ინფორმაციულ სისტემაში შედის საგარეო, ანუ ფინანსური აღრიცხვა და შიდა,
ანუ მმართველობითი (მენეჯერული) აღრიცხვა.
ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა
ბიზნესში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ფინანსური და მმართველობითი(მენეჯერული)
ინფორმაციის საფუძველზე სწორი სტრატეგიის შემუშავება და დაგეგმვა, ყველა სახის რესურსის
ოპტიმალური გამოყენება, რაც პირველ რიგში, ემყარება მოწესრიგებულ აღრიცხვას

ფინანსური აღრიცხვა სამეურნეო ფაქტების დაფიქსირების, შეფასების და ფინანსურ ანგარიშგებაში


განზოგადების საშუალებას იძლევა. ფინანსური აღრიცხვის ინფორმაციას ჰყავს ინფორმაციის
მომხმარებელთა ფართო წრე, როგორც შიდა, ისე გარე მომხმარებლების სახით. ამიტომ, ფინანსური
აღრიცხვის ინფორმაცია საჯარო ხასიათს ატარებს და პერიოდულად ქვეყნდება.

მმართველობითი აღრიცხვა კი მოიცავს ინფორმაციას ფირმის ცალკეული სტრუქტურების


(ქვედანაყოფების) საქმიანობის შესახებ, რომელიც ფასდება, მუშავდება და გადაეცემა ფირმის
მენეჯმენტის სხვადასხვა იერარქიულ დონეს ოპტიმალური მმართველობითი გადაწყვეტილებების
მისაღებად. აქედან გამომდინარე, მმართველობითი აღრიცხვის ინფორმაცია კონფიდენციალურ
ხასიათს ატარებს და იგი არ ექვემდებარება გამოქვეყნებას.
ოპერატიული აღრიცხვა

სამეურნეო აღრიცხვა სტატისტიკური აღრიცხვა

ფინანსური აღრიცხვა

ბუღალტრული აღრიცხვა

მმართველობითი აღრიცხვა
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ წარმოშვა სააღრიცხვო


ინფორმაციის დამუშავებისა და მომხმარებლისათვის მიწოდების საკითხისადმი ერთიანი
მიდგომის აუცილებლობა. სწორედ ამიტომ, 1973 წლის 29 ივნისს, მსოფლიოს ათი
განვითარებული ქვეყნის, ავსტრალიის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის,
იაპონიის, მექსიკის, ნიდერლანდების, გერთიანებული სამეფოს, ირლანდიისა და
აშშ-ს ბუღალტერთა პროფესიულ კავშირებს შორის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტი(ბასსკ) ამჟამად,
ბასსკ აერთიანებს 140 პროფესიულ ბუღალტრულ ორგანიზაციას 100-ზე მეტი ქვეყნიდან.
ზოგადად, „სტანდარტი“ ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს „ნორმას“, „ნიმუშს“,
„წესს“. ბუღალტრულ აღრიცხვასთან მიმართებაში იგი წარმოადგენს ბუღალტრული
აღრიცხვის დოკუმენტურად გაფორმებული წესების ერთობლიობას. თითოეული წესი
განსაზღვრავს ამა თუ იმ მოვლენის აღრიცხვის არსს, ტერმინოლოგიას და მეთოდებს.
საქართველოში მოქმედებს ბუღალტრული აღრიცხვის
შემდეგი საერთაშორისო სტანდარტები:
ვებ პორტალი: www.saras.gov.ge

You might also like