You are on page 1of 11

ERP Standard - აღრიცხვის პოლიტიკის (ბუღალტრული

აღრიცხვა) აღწერა

საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა არის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო


სტანდარტების (ფასს) მიერ მოთხოვნილი პრინციპები, ეს არის გარკვეული პრინციპების,
საფუძვლების, დაშვებების, წესებისა და პრაქტიკული მეთოდების ერთობლიობა, რომელიც
გამოიყენება საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის დროს.

საწარმომ უნდა აირჩიოს სააღრიცხვო პოლიტიკა და უცვლელად გამოიყენოს მსგავსი


ოპერაციებისთვის, სხვა მოვლენის ან პირობებისთვის. თუ რომელიმე სტანდარტი ან
ინტერპრეტაცია სპეციალურად არ მოითხოვს მოხდეს ელემენტების კატეგორიზაცია.

სწორედ ამ ფუქნციას ემსახურება პროგრამა 1C-ში ჩანართი: „აღრიცხვის პოლიტიკა


(ბუღალტრული აღრიცხვა)“, მისი მეშვეობით საწარმო ირჩევს მის სააღრიცხვო პოლიტიკას.
(კონკრეტულად: სტანდარტულად რომელ ანგარიშებზე უნდა გატარდეს კონკრეტული
ოპერაციები).

აღრიცხვის პოლიტიკის (ბუღალტრული აღრიცხვა) სტრუქტურის თვალსაჩინოებისთვის (იხ.


სურათი1 და სურათი 2)

ბუღალტრული აღრიცხვა -> აღრიცხვის პოლიტიკა (ბუღალტრული აღრიცხვა)


სურათი 1
სურათი 2

ქუდის ნაწილში მითითებულია:

პერიოდი - დროის ის მონაკვეთი, რომლის ჩათვლით პროგრამა მოცემული ლოგიკით


აღრიცხავს;
ორგანიზაცია - კომპანიის დასახელება;
დაუმთავრებელი წარმოება - 1630, ანუ შუალედური ანგარიში, რომელზეც აღირიცხება რაიმე
საქონლის/მომსახურების საწარმოებლად განკუთვნილი მასალები/მომსახურება;
ფინანსური შედეგი (მოგება/ზარალი) - თვის დახურვის დოკუმენტით გადაიხურება
მხოლოდ ის ანგარიშები, რომელიც მონაწილეობს საანგარიშგებო პერიოდის
მოგება/ზარალში (5330). (იხ. სურათი 2)

ხოლო, აღრიცხვის პოლიტიკის ცხრილურ ნაწილში შემავალი პუნქტებია:

1) საკურსო სხვაობები
2) არ გადაფასდეს ანგარიშები
3) ფინანსური შედეგის ანგარიშები
4) საცალო რეალიზაცია
5) ირიბი საწარმოო ხარჯები
6) ფულადი სახსრები
7) უსასყიდლო რეალიზაცია
8) იმპორტის დღგ

განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

1) საკურსო სხვაობები

პირველი და მეორე ველი- 8140/1, 8240/1 ანგარიშებით გაწერილია სავალუტო სახსრების


გადაფასებით მიღებული შემოსავალი (აქტიური ანგარიში) და ზარალი (პასიური ანგარიში)

მესამე და მეოთხე ველი - 8140/2, 8240/2 ანგარიშებით გაწერილია ვალდებულებების


გადაფასებით მიღებული საკურსო შემოსავალი და ზარალი.

მეხუთე და მეექვსე ველი - 8140/3, 8140/3 ანგარიშებით გაწერილია კონვერტაციის შედეგად


მიღებული დადებითი და უარყოფითი საკურსო სხვაობები. (იხ.სურათი 2)
სურათი 3

2) „არ გადაფასდეს ანგარიშები“

ცხრილური ნაწილის „არ გადაფასდეს ანგარიშები“-ს ჩანართში თავმოყრილია ის ანგარიშები,


რომელიც თვის დახურვის დროს 5330 - საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის
ანგარიშზე არ გადაიხურება.

ესენია:
1480 - მომწოდებელზე გადახდილი ავანსები, და
3120 - მიღებული ავანსები.
(იხ.სურათი 3)
სურათი 4

3) ფინანსური შედეგის ანგარიშები

„ფინანსური შედეგის ანგარიშები“-ს ველში მარცხენა მხარეს ჩამოთვლილია შემოსავლის ის


ანგარიშები, რომლებიც თვის დახურვის დოკუმენტით, საანგარიშგებო პერიოდის
მოგება/ზარალზე გადაიხურება (5330), ხოლო მარჯვენა მხარეს კი ხარჯების ის ანგარიშებია
თავმოყრილი, რომელიც ასევე საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიშზე
გადაიხურება (5330). (იხ. სურათი 4)

თუ პროგრამაში ახალი ანგარიში დაემატა და თან საჭიროა რომ გადაიხუროს


მოგება/ზარალის ანგარიშზე, მაშინ ცხრილური ნაწილის მოცემულ ჩანართში უნდა
დაემატოს ახლადშექმნილი ანგარიში შესაბამის ველში, (შინაარსიდან გამომდინარე, -
შემოსავლებში ან ხარჯებში) წინააღმდეგ შემთხვევაში თვის დახურვის დოკუმენტი ვერ
აღიქვამს და, შესაბამისად, ვერ გადაიხურება 5330-ზე.
სურათი 5

4) „საცალო რეალიზაცია“

ცხრილური ნაწილის - „საცალო რეალიზაცია“-ს ნაწილში, დეფოლტად კონტრაგენტში


მიეთითება - ვირტუალური მყიდველი „საცალო მყიდველი“, ავტომატურად
ხელშეკრულებაშიც მოაქვს საცალო მყიდველის ხელშეკრულება, ხოლო სახსრების
მოძრაობის მუხლში კი მიეთითება „შემოსავალი საცალო რეალიზაციიდან“. აღნიშნული
ინფორმაცია გამოიყენება ბრუნვით უწყისში საცალო გაყიდვების შესახებ დეტალური
ინფორმაციის ნახვისას კონტრაგენტების ჭრილში. (იხ.სურათი 5)
სურათი 6
5) „ირიბი საწარმოო ხარჯები“

„ირიბ საწარმოო ხარჯები“-ს ჩანართში მითითებულია ის ანგარიშები, რომლებიც უშუალოდ


მონაწილეობენ წარმოებაში, დანახარჯების გადანაწილების დროს.
მაგ., ირიბი ხარჯების ანგარიშზე შეიძლება არსებობდეს დაგროვილი ხარჯები, პირდაპირი
და არაპირდაპირი ხელფასი, დამხმარე მასალები, ელექტროენერგიისა და ამორტიზაციის
ხარჯი და ა.შ. ანუ, ის ხარჯები რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პროდუქციის
საწარმოებლად და რომელიც დანახარჯების გადანაწილების გზით უნდა შევიდეს
პროდუქციის თვითღირებულებაში. (იხ.სურათი 6)
სურათი 7
6) „ფულადი სახსრები“

„ფულადი სახსრების“ ველში აღინიშნება ფულის ტრანზიტული ანგარიში. (იხ.სურათი 7)

მაგალითად, ინკასატორების მიერ სალარო თანხის ინკასირების შემთხვევაში, ინკასირებული


თანხა მომდევნო დღეს აღირიცხება საბანკო ანგარიშზე, ამიტომ შუალედურ ანგარიშად
გამოიყენება 1290, ხოლო ბანკში თანხის ასახვის შემდეგ 1290-ზე ასახული ფულადი ნაშთი
გადაიტანე საბანკო ანგარიშის აღმრიცხველ ანგარიშზე (1210).
სურათი 8

7) „უსასყიდლო რეალიზაცია“

„უსასყიდლო რეალიზაციის“ განყოფილებაში, დეფოლტად უნდა გაეწეროს მოცემული


ანგარიშები უსასყიდლოდ გადაცემისთვის. (იხ.სურათი 8)

პირველ და მეორე ველში - უსასყიდლო მიწოდების ხარჯების ანგარიშში მიეთითება სხვა


არასაოპერაციო ხარჯები
მესამე ველში - გადასახდელი მოგების გადასახადი -3310
მეოთხე ველში - მოგების გადასახადი - 9210

მაგალითად, როდესაც უსასყიდლოდ გავცემთ რაიმე საქონელს ან მომსახურებას დოკუმენტ


„გასავლის ზედდებულში“ ჩანართ „დამატებითში“ დეფოლტად შეივსება აღნიშნული
ანგარიშები. (იხ. სურათი 9)
სურათი 9

ასევე, გასავლის ზედდებულის ცხრილურ ნაწილში, რომელი ნომენკლატურაც უსასყიდლო


მიწოდებაა, საჩუქრის სვეტში უნდა ჩავურთოთ ალამი. (იხ. სურათი 10)

სურათი 10

You might also like