You are on page 1of 79

ERP Standard 3.

3
რელიზი 3 - აღწერა

თბილისი
2019
სარჩევი
1 შესყიდვების მოდული ................................................................................................... 3
1.1 იმპორტი ..................................................................................................................................3
1.2 ანგარიშგება – შესყიდვების სრული თვითღირებულება ..................................................7
2 ძირითადი საშუალებების მოდული ............................................................................. 8
2.1 ძირითადი საშუალებების კომპლექტაცია ...........................................................................8
2.2 ძირითადი საშუალებების მარაგებად ჩამოწერა .............................................................. 14
2.3 მარაგების ჩამოწერა ძ/ს-ზე ................................................................................................. 15
2.4 ძირითადი საშუალებების გადაადგილება ......................................................................... 16
2.5 კაპიტალური დანახარჯების შესყიდვა ................................................................................ 18
2.6 ანგარიშგება - ძირითადი საშუალებების მიმდინარე მდგომარეობა ............................ 18
2.7 ანგარიშგება - ძირითადი საშუალებების გადაადგილების ისტორია ............................ 19
2.8 ქონებაზე და მარაგებზე ხარჯების განაწილება ................................................................ 19
3 წარმოება ...................................................................................................................... 23
3.1 ნაწარმოებ პროდუქტზე დანახარჯების გადანაწილება ................................................... 23
4 ხელფასი ....................................................................................................................... 24
4.1 ზედმეტად გადახდილი ხელფასის უკან დაბრუნება .......................................................... 24
4.2 საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებით ხელფასის გადახდა........................................... 25
5 გაყიდვების მოდული ................................................................................................... 27
5.1 უსასყიდლო რეალიზაცია თანამშრომელზე ..................................................................... 27
5.2 პროდუქციის გადამუშავება კონტრაგენტთან გადამამუშავებლისგან დაბრუნება ...... 30
5.3 დისკონტური ბარათები - დაგროვებითი ფასდაკლება .................................................... 34
5.4 ფასების ავტომატური ფორმირება ..................................................................................... 44
5.5 დებიტორული დავალიანებების ლიმიტები (თარიღისა და თანხის ჭრილში) ............... 51
5.6 შეკვეთების მოგროვების ფუნქციონალი ........................................................................... 56
5.7 ავტომატური რეზერვირების ფუნქციონალი ..................................................................... 65
6 CRM ................................................................................................................................ 72
6.1 კონტრაგენტების სეგმენტაცია და ბაზის ანალიზი ............................................................ 72
კონტრაგენტთა ბაზის ანალიზი ......................................................................................... 73
6.2 Google Calendar-თან სრული სინქრონიზაცია ....................................................................... 74
6.3 მეილების ავტომატური დაგზავნა პროგრამიდან ............................................................. 76
7 სხვა მოდიფიკაციები ................................................................................................... 79
8 გასწორებული შეცდომები .......................................................................................... 79

2
1 შესყიდვების მოდული
1.1 იმპორტი
იმპორტის ოპერაციის ავტომატიზაციისათვის, ნომენკლატურის ცნობარს დაემატა ახალი
რეკვიზიტი – იპორტის განაკვეთი ცნობარი. უშუალოდ იმპორტის დოკუმენტის გატარებამდე
აუცილებელია ნომენკლატურას მიენიჭოს შესაბამისი განაკვეთები. ამისათვის,
აუცილებელია იმპორტის გაკავეთების ცნობარის შევსება:

 12%
 5%
 0%
ხოლო შემდეგ ნომენკლატურის ცნობარს უკვე შექმნილი განაკვეთებიდან მივანიჭოთ
შესაბამისი განაკვეთი (სურათი 1.1.1)

სურათი 1.1.1

უშუალოდ იმპროტის ოპერაციის გასატარებლად შესყიდვების მოდულში დამატებულია


დოკუმენტი – იმპორტი

იმპორტის დოკუმენტით შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე შესყიდვის დოკუმენტზე


გადასახადების დარიცხვა.

იმპორტის დოკუმენტის გატარებამდე აუცილებელია გატარდეს შესყიდვის დოკუმენტი


(შემოსავლის ზედდებული). შემოსავლის ზედდებულის ქუდის ნაწილში დამატებულია
მოსანიშნი ღილაკი – შესყიდვა იმპორტით.

იმპორტით შესყიდვის შემთხვევაში აუცილებელია მოინიშნოს ღილაკი შესყიდვა


იმპორტით(სურათი 1.1.2) , წინააღმდეგ შემთხვევაში იმპორტის დოკუმენტი აღნიშნული
ზედნადების მიხედვით არ შეივსება.

3
სურათი 1.1.2

სურათი 1.1.3

შესყიდვის დოკუმენტის გატარების შემდეგ შესაძლებელია იმპორტის დოკუმენტის გატარება.


შესყიდვები > იმპორტი > შექმნა

იმპორტის დოკუმენტის ფორმის გახსნის შემდეგ ვაკლიკებთ შერჩევის ღილაკს, რომელსაც


გადავყავართ შემოსავლის ზედდებულის არჩევის ფორმაში, სადაც ჩანს მხოლოდ ის
შემოსავლის ზედდებულები, რომლებზეც მონიშნულია ალამი „შესყიდვა იმპორტით“.
ცხრილურ ნაწილში ნომენკლატურების დამატება შესაძლებელია ორი მეთოდით:

 დოკუმენტით შევსება - იმ შემთხვევაში, თუ გვსურს იმპორტი ავტომატურად შევავსოთ


შემოსავლის ზედდებულში არსებული ყველა ნომენკლატურით, ვაკლიკებთ ღილაკს
‘შეავსეთ დოკუმენტი“.
 ნომენკლატურების დამატება სათითაოდ - თუ კონკრეტული ნომენკლატურებით
გვსურს შევავსოთ იმპოტის დოკუმენტი, შერჩევის ფორმის მარჯვენა პანელზე

4
კონკრეტული ნომენკლატურის ველზე დაკლიკებით შესაძლებელია იმპორტის
დოკუმენტის შევსება.(სურათი 1.1.4)

სურათი 1.1.4

დოკუმენტის შევსების შემდეგ ვირჩევთ გადასახადის ტიპ დღგ–ში დღგ–ს გადასახადის ტიპს
, ხოლო იმპორტის გადასახადში იმპორტის გადასახადის დარიცხვის ტიპს.

დღგ–ს თანხაში ვწერთ დღგ–ს ჯამურ თანხას, ხოლო იმპორტის ბაზაში % განაკვეთის
მიხედვით გადასანაწილებელ ბაზას, ბაზის მიხედვით ავტომატურად გამოითვლება
გადასანაწილებელი თანხა.

დოკუმენტში შესაბამისი რეკვიზიტების შევსების შემდეგ ხდება გადასახადების


გადანაწილება.

ცხრილური ნაწილის ზედა მარცხენა კუთხეში დააკლიკეთ გადანაწილების ღილაკს, რის


შემდეგაც გამოჩნდება უნდა გადანაწილდეს დღგ/აქციზის გადასახადი და იმპორტის
გადასახადი.

დღგ–ს გადანაწილება ინფორმაციული ხასიათის გაანგარიშებაა. გატარება კეთდება ჯამურ


თანხაზე, ხოლო იმპორტის გადასახდის გადანაწილება ხდება ნომენკლატურაზე
მინიჭებული იმპორტის განაკვეთის მიხედვით და აღნიშნული გადასახადი მიდის საქონლის
თვითღირებულებაში. (სურათი 1.1.5)

5
სურათი 1.1.5

სურათი 1.1.6

6
1.2 ანგარიშგება – შესყიდვების სრული თვითღირებულება
33

შესყიდვების მოდულში დამატებულია ანგარიშგება „შესყიდვების სრული


თვითღირებულება“

ანგარიშგების გამოყენებით შესაძლებელია დოკუმენტების ჭრილში თვითღირებულების


წარმოქმნის ანალიზი. თითოეული ნომენკლაურისთვის დეტალურად ჩანს, რომელი
ოპერაციით თვითღირებულების რა წილი დაუფორმირდა (სურათი 1.2.1)

სურათი 1.2.1

7
2 ძირითადი საშუალებების მოდული
2.1 ძირითადი საშუალებების კომპლექტაცია
ძირითადი საშუალებების მოდულში დამატებულია ახალი დოკუმენტი „ქონების
კომპლექტაცია“
ქონების კომპლექტაციის დოკუმენტით შესაძლებელია ორი ოპერაციის შესრულება:

 კომპლექტაცია - რამდენიმე ძირითადი საშუალებიდან ავაწყოთ ერთი ძირითადი


საშუალება
 დეკომპლექტაცია - ერთი ძირითადი საშუალების დაშლის შედეგად მივიღოთ
რამდენიმე ძირითადი საშუალება.
შესაბამისად, ქონების კომლექტაციას აქვს ორი ოპერაციის ტიპი: აწყობა და დაშლა.

ოპერაცია: აწყობა
ჩანართ „კომპლექტში“ ქონების ველში ვირჩევთ აწყობის შედეგად მისაღებ ძირითად
საშუალებას. ძირითადი საშუალების არჩევის შემდეგ, ქონების ცნობარის მიხედვით
ავტომატურად შეივსება შემდეგი ველები:

 საინვენტარო ნომერი
 ტიპი
 აღრიცხვის ანგარიში
 ამორტიზაციის ანგარიში (სურათი 2.1.1)

ველები - ქვეგანყოფილება, მისამართი, ხარჯის ანგარიში, საქმიანობის მიმართულება,


პროდუქციის მოცულობა, დაერიცხოს ამორტიზაცია, მიმდინარე თვეს დაერიცხოს თუ არა
ამორტიზაცია და სასარგებლო გამოყენების ვადა - ივსება მანუალურად.

სურათი 2.1.1

8
ჩანართში „მაკომპლქტებელი“ ვირჩევთ იმ ძირითად საშუალებებს, რომელთა ჩამოწერის
შედეგად ვიღებთ ახალ ძირითად საშუალებას. ძირითადი საშუალებების არჩევის შემდეგ
ვაჭეთ ღილაკს გამოთვლა. გამოთვლა ღილაკზე დაკლიკებით გამოითველბა გასულ
პერიოდში დარიცხული ცვეთა –ამორტიზაცია და მიმდინარე თვეში დასარიცხი ცვეთა –
ამორტიზაცია (სურათი 2.1.2)

სურათი 2.1.2

9
სურათი 2.1.3

სურათი 2.1.4

10
ოპერაცია: დაშლა
დაშლის ოპერაციის დროს „კომპლექტის“ ჩანართში ქონების ველში ვირჩევთ იმ ძირითად
საშუალებას, რომლის დაშლის შედეგადაც მიიღება ახალი ძირითადი საშუალებები.
ქონების არჩევის შემდეგ ავტომატურად შეივსება შემდეგი ველები:

 საინვენტარო ნომერი
 ტიპი
 განყოფილება
 საწყისი ღირებულება
 მიმდინარე ღირებულება
 დაგროვილი ცვეთა ამორტიზაცია
 მიმდინარე თვეს დასარიცხი ცვეთა ამორტიზაცია. (სურათი 2.1.5)

სურათი 2.1.5

კომლექტის ჩანართის შევსების შემდეგ გადავდივართ ჩანართ „მაკომპლექტებელის“


შევსებაზე. მაკომპლექტებელში ვირჩევთ იმ ძირითად საშუალებებს, რომლებიც მიიღება
კომპლექტის დაშლის შედეგად.
ძირითადი საშუალებების არჩევის შემდეგ აუცილებელია შემდეგი რეკვიზიტების შევსება:

 ქვეგანყოფილება
 ღირებულებითი წილი
 აქტივის მდგომარეობა
 დანახარჯის ანგარიში.

აღნიშნული რეკზვიზიტების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს განაწილება.


ღირებულებით წილში მითითებული კოეფიციენტების მიხედვით მოხდება ძირითად
საშულებებზე გადასანაწილებელი თანხების გამოთვლა. (სურათი 2.1.6 , 2.1.7)

სურათი 2.1.6

11
სურათი 2.1.7

რეკვიზიტების შევსებისა და საჭირო გამოთვლების შემდეგ შესაძლებელია დოკუმენტის


გატარება.

სურათი 2.1.8

სურათი 2.1.9

12
იმ შემთხვევაში თუ არ გვინდა, რომ კომპლექტი მთლიანად ჩამოიწეროს, კომლექტის
ჩანართზე მონიშნეთ ღილაკი „არ ჩამოიწეროს“ და მიუთითეთ ღირებულებითი წილი
რომელიც დარჩება კომპლექტზე (სურათი 2.1.10), ხოლო მაკომპლექტებელის მხარეს
მიუთითეთ ის ღირებულებითი წილები, რომლის მიხედვითაც უნდა გადანაწილდეს თანხები
(მაკომლექტებელის ღირებულებითი წილის ჯამი უნდა იყოს 1) (სურათი 2.1.11)

სურათი 2.1.10

სურათი 2.1.11

სურათი 2.1.12

13
სურათი 2.1.13

2.2 ძირითადი საშუალებების მარაგებად ჩამოწერა


ახალი ფუნქციონალი გვაძლევს საშუალებას, აღრიცვხვაზე აყვანილი ძირითადი საშუალება
მარტივად ჩამოვწეროთ პირდაპირ მარაგებზე.

ამ ოპერაციის გასატარებლად, ძირითადი საშუალებების მოდულში დამატებულია


დოკუმენტი „ძირითადი საშუალებების მარაგებზე ჩამოწერა“.

აღნიშნული დოკუმენტით შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე ძირითადი საშუალების


მარაგებად ჩამოწერა, ერთ ან რამდენიმე ნომენკლატურად.

ოპერაციის გასატარებლად, დოკუმენტის ცხრილურ ნაწილში, „ქონების“ ჩანართში აირჩიეთ


ძირითადი საშუალება და დააჭირეთ ღილაკს გამოთვლა აღნიშნული ღილაკი გამოითვლის:

 წინა პერიოდში დაგროვილ ცვეთას


 მიმდინარე ცვეთას და
 საბალანსო ღირებულებას.
დოკუმენტის ცხრილურ ნაწილში აირჩიეთ საწყობი, ნომენკლატურა, რაოდენობა და ზომის
ერთეული. რეკვიზიტების შევსების შემდეგ დააკლიკეთ ღილაკს „განაწილდეს“.

დოკუმენტს გააჩნია განაწილების 2 მეთოდი: რაოდენობის ან კოეციფიენტის მიხედვით.


(სურათი 2.2.1)

14
სურათი 2.2.1

სურათი 2.2.2

2.3 მარაგების ჩამოწერა ძ/ს-ზე


მარაგების ძირითად საშუალებაზე ჩამოწერის გასატარებლად, დოკუმენტს „მარაგების
გადაადგილება“ დაემატა ოპერაციის სახეობა „მარაგების ძ/ს-ზე ჩამოწერა“. ამ ოპერაციის
გამოყენებით შესაძლებელია ძირითადი საშულებების კაპიტალიაზაცია.
დოკუმენტის ცხრილურ ნაწილში უნდა შეივსოს შემდეგი ველები:

 ნომენკლატურა
 რაოდენობა
 ძირითადი საშუალება. (სურათი 2.3.1)

15
სურათი 2.3.1

სურათი 2.3.2

2.4 ძირითადი საშუალებების გადაადგილება


ძირითადი საშუალებების მოდულში დამატებულია დოკუმენტი “ქონების გაადგილება”.
აღნიშნული დოკუმენტის გამოყენებით შესაძლებელია ქონების გადაადგილება
განყოფილებებს შორის, ასევე განთავსების ადგილების შეცვლა და საგადასახადო
პორტალზე RS.GE-ზე შიდა გადაადგილების ზედნადების ატვირტთვა.
გააადგილების შესაქმნელად დოკუმენტის ცხრილურ ნაწილში დაამატეთ ძირითადი
საშუალება. ძირითადი საშუალების დამატების შემდეგ ავტომატურად შეივსება საინვენტარო
ნომერი, განყოფილება და მისამართი.

თუ ძირითადი საშუალების გადაადგილება გამოიწვევს განყოფილების ცვლილებას, მიმღებ


განყოფილებაში აირჩიეთ მიმღები განყოფილება, ხოლო მიმღებ მისამართს ავტომატურად
წამოიღებს განყოფილების ცნობარიდან.
იმ შემთხვევაში თუ მიმღები განყოფილება არ იცვლება, შესაძლებელია მიმღები
მისამართის მანუალურად გაწერა (სურათი 2.4.1).

16
სურათი 2.4.1

სურათი 2.4.2

17
2.5 კაპიტალური დანახარჯების შესყიდვა
დოკუმენტში შემოსავლის ზედდებული დამატებულია ახალი ოპერაციის სახეობა
კაპიტალური დანახარჯების შესყიდვა.

აღნიშნული ოპერაციის გამოყენებით შესაძლებელია შესყიდული თვითღირებულების


ძირითად საშუალებაზე მიკუთვნება.

შემოსავლის ზედდებულში აირჩეით ოპერაცია – კაპიტალური დანახარჯების შესყიდვა.


დოკუმენტის ქუდის ნაწილში აირჩიეთ მომწოდებელი და ხელშეკრულება, ხოლო
დოკუმენტის ცხრილურ ნაწილში ირჩიეთ მომსახურების ტიპის ნომენკლატურა და ქონების
ველში ის ძირითადი საშუალება და გაატარეთ დოკუმენტი. (სურათი 2.5.1)

სურათი 2.5.1

სურათი 2.5.2

2.6 ანგარიშგება - ძირითადი საშუალებების მიმდინარე მდგომარეობა


ძირითადი საშუალებების მოდულში დამატებულია ახალი ანგარიშგება „ძირითადი
საშუალებების მიმდინარე მდებარეობა“ (სურათი 2.6.1) ანგარიშგების გამოყენებით
შესაძლებელია დადგინდეს ძირითადი საშუალების მიმდინარე განყოფილება, განთავსების
ადგილი და გადაადგილების თარიღი:

18
სურათი 2.6.1

2.7 ანგარიშგება - ძირითადი საშუალებების გადაადგილების ისტორია


ძირითადი საშუალებების მოდულში დამატებული ანგარიშგება ძირითადი საშუალებების
გადაადგილების ისტორია. ანგარიშგების გამოყენებით შესაძლებელია პერიოდის ჭრილში
გავიროთ ძირითადი საშუალებების გააადგილების ისტორია (სურათი 2.7.1)

სურათი 2.7.1

2.8 ქონებაზე და მარაგებზე ხარჯების განაწილება


„მარაგებზე და ქონებაზე ხარჯების გადანაწილების“ დოკუმენტის გამოყენებით
შესაძლებელია დანახარჯების გადანაწილება საწყობში არსებულ მარაგებზე ან ქონებაზე.
ამისათვის, წარმოების მოდულში დამატებულია ახალი დოკუმენტი – „მარაგებზე და
ქონებაზე ხარჯების გადანაწილება“. დოკუმენტს აქვს ორი ოპერაციის სახეობა:
 მარაგებზე
 ქონებაზე.
დოკუმენტში ოპერაციის სახეობის მიუხედავად ხარჯების ჩანართი არ იცვლება (სურათი
2.8.1)

სურათი 2.8.1

19
დოკუმენტის ქუდის ნაწილში ვირჩევთ პერიოდს (დოკუმენტში პერიოდის მიხედვით ხდება ამ
პერიოდში დაგროვილი გაუნაწილებელი ხარჯების შევსება).

ხარჯების ჩანართში შესაძლებელია ფილტრი დაედოს ხარჯების ანგარიშებს და


განყოფილებებს.

ოპერაციის სახეობა – მარაგებზე


მარაგების ჩანართზე შესაძლებელია გადასანაწილები ბაზის შერჩევა საწყობის და
ნომენკლატურის ჭრილში (სურათი 2.8.2)

სურათი 2.8.2

დოკუმენტში ხარჯების და მარაგების ჩანართების შევსების შემდეგ დააკლიკეთ ღილაკს


განაწილება. განაწილება შეიძლება გაკეთდეს ორი მეთოდით: თანხით ან რაოდენობის
მიხედვით (სურათი 2.8.3)

სურათი 2.8.3

განაწილების შემდეგ შესაძლებელია დოკუმენტის გატარება

20
სურათი 2.8.4

ოპერაციის სახეობა – ქონებაზე


დოკუმენტში აირჩიეთ ოპერაციის სახეობა – ქონებაზე, ხოლო ქონების ჩანართში აირჩიეთ
სასურველი ძირითადი საშუალება. ძირითადი საშუალების არჩევის შემდეგ ქონების
ჩანართზე, მიმდინარე მონაცემებში შეივსება ქონების მიმდინარე მდგომარეობა, ხოლო
განახლებულ მონაცემებში შესაძლებელია ცვლილებების შეტანა, როგორიც არის:

 სასარგებლო გამოყენების ვადის შეცვლა


 დანახარჯების ანგარიში
 განყოფილება
 ღირებულება - ამ ველში თანხა იწერება კაპიტალიზაციის გათვალისწინებით.
(სურათი 2.8.5)

სურათი 2.8.5

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მიეთითოს მიმდინარე თვეში ამორტიზაციის


დარიცხვის შესაძლებლობაც.

21
სურათი 2.8.6

სურათი 2.8.7

22
3 წარმოება
3.1 ნაწარმოებ პროდუქტზე დანახარჯების გადანაწილება
წარმოების მოდულში დოკუმენტ „ნაწარმოებ პროდუქტზე დანახარჯების გადანაწილებას“
დაემატა ირიბი დანახარჯების გადანაწილების მეთოდი „თვითღირებულებით“, რაც
გულისხმობს გაუნაწილებელი ხარჯების გადანაწილებას პროდუქციის გამოშვებაზე გაწეული
პირდაპირი დანახარჯების მიხედვით.

გადანაწილების მეთოდი დამატებულია შემდეგ ჩანართებზე: მარაგები და დანახარჯები.


(სურათი 3.1.1, სურათი 3.1.2)

სურათი 3.1.1

სურათი 3.1.2

სურათი 3.1.3

23
4 ხელფასი
4.1 ზედმეტად გადახდილი ხელფასის უკან დაბრუნება
დოკუმენტს „ანგარიშზე თანხის მიღება“ დაემატა ოპერაციის სახეობა „ზედმეტად გაახდილი
ხელფასის უკან დაბრუნება“.

თანამშრომლის არჩევის შემდეგ დოკუმენტში ავტომატურად შეივსება თანამშრომლის


პარამეტრები, როგორიც არის:

 ქვეგანყოფილება
 საშემოსავლო დაკავების ტიპი
 საპენსიო ფონდის დაკავების ტიპი (კორექტირების საშუალებით)
ხოლო თანხის მითითების შემდეგ ავტომატურად გამოითველება:

 საშემოსავლო გადასახადის თანხა


 საპენსიო დაკავების თანხები.
დოკუმენტის გატარების შემდეგ გატარებები აისახება შესაბამის რეგისტრებში.

სურათი 4.1.1

სურათი 4.1.2

იმ შემთხევაში თუ მომხმარებელს სურს, რომ არ მოხდეს გადასახდელი საშემოსავლოს ან


საპენსიო დაკავების უკუგატარებები , შესაბამისი რეკვიზიტების დოკუმენტიდან წაშლის
შემდეგ შესაბამისი გატარებები არ გატარება.

24
სურათი 4.1.3

სურათი 4.1.4

4.2 საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებით ხელფასის გადახდა


საქვეანგარიშოდ გაცემული თანხიდან შრომის ანაზღაურების გადახდისთვის დოკუმენტ
საავანსო ანგარიშში დამატებულია ახალი ჩანართი– „შრომის ანაზღაურება“

„გაცემული ავანსების“ ჩანართში ვირჩევთ თანამშორმელზე თანხის საქეანგარიშოდ გაცემის


დოკუმენტს (სურათი 4.2.1), ხოლო „შრომის ანაზღაურების“ ჩანართში - საგადახდო უწყისს
(სურათი 4.2.2)
უწყისის შევსების შემდეგ შესაძლებელია დოკუმენტის გატარება.

სურათი 4.2.1

სურათი 4.2.2

25
სურათი 4.2.3

26
5 გაყიდვების მოდული
5.1 უსასყიდლო რეალიზაცია თანამშრომელზე
იმისათვის, რომ აღნიშნული ფუნქციონალი ხელმისაწვდომი გახდეს პროგრამაში, უნდა
ჩაირთოს კონსტანტა: „უსასყიდლო რეალიზაციის გამოყენება თანამშრომელზე“

კონსტანტის ჩართვის შემდეგ გასავლის ზედდებულს დაემატება ახალი ოპერაციის სახეობა:


„უსასყიდლო რეალიზაცია თანამშრომელზე“. ბუღალტრულად, რომელ ანგარიშზებზე უნდა
გაატაროს თანამშრომელზე უსასყოდლოდ გაცემა, უნდა გაიწეროს აღრიცხვის პოლიტიკაში
უსასყიდლო რეალიზაციის ხარჯის ანგარიშები. (სურათი 5.1.1)

აღრიცხვის პოლიტიკაში დანახარჯების ანგარიშების შევსების შემდეგ გასავლის


ზედდებულში ოპერაციისთვის „უსასყიდლო რეალიზაცია თანამშრომელზე“
სტანდარტულად შეივსება დანახარჯების ანგარიშები. თუ აღრიცხვის პოლიტიკაში არ
შევავსებთ აღნიშნულ ანგარიშებს, აუცილებელია თითოეულ დოკუმენტებში გავუწეროთ
ხარჯის ანგარიშები.

სურათი 5.1.1

გასავლის ზედებულში ვირჩევთ ოპერაციის სახეობას – უსასყიდლო რეალიზაცია


თანამშრომელზე. ქუდის ნაწილში აუცილებელია შეივსოს:

 შემოსავლების ანგარიში და
 დარიცხვის სახეობა.
ფასის ნაწილში გვაქვს არჩევანი, დოკუმენტში შეივსოს ფასი გადასახადების გარეშე ან
გადასახადების ჩათვლით. (სურათი 5.1.2)

სურათი 5.1.2

27
ცხრილურ ნაწილში ვირჩევთ ნომენკლატურას და თანამშრომელს, ნომენკლატურის
არჩევის შემდეგ შეივსება დღგ–ს განაკვეთი და თუ ამ ნომენკლატუაზე დადგენილია ფასი
ცხრილურ ნაწილში ფასი შეივსება ავტომატურად, ხოლო თანამშრომელის არჩევის შემდეგ
ავტომატურად შეივსება შემდეგი რეკვიზიტები :

 განყოფილება
 საშემოსავლოს დარიცხვის სახეობა
 საპენსიო ფონდის დაკავება.
დოკუმენტს გააჩნია აღრიცხვის პარამეტრების შევსების დამხარე, დამხმარეში
შესაძლებელია მივუთითოთ: შემოsავლების ანგარიში, დარიცხვის სახეობა, საშემოსავლო
დაკავების ტიპი და საპენსიო დაკავების ტიპი. აღნიშნული პარამეტრების შევსების შემდეგ
ცხრილური ნაწილი შეივსება დამხმარეს მიხედვით. ასევე შესაძლებელია ცხრილურ
ნაწილში ნებისმიერი ველი შეივსოს დამოუკიდებლად. (სურათი 5.1.3)

სურათი 5.1.3

უსასყიდლო რეალიზაციის ხარჯის ანგარიშები შევსებულია აღრიცხვის პოლიტიკის


მიხედვით, თუმცა შესაძლებელია ხელით კორექტირება (სურათი 5.1.4)

სურათი 5.1.4

აღნიშნული რეკვიზიტის შევსების შემდეგ შესაძლებელია დოკუმენტის გატარება.

28
სურათი 5.1.5

29
5.2 პროდუქციის გადამუშავება კონტრაგენტთან გადამამუშავებლისგან
დაბრუნება
პროგრამა გვაძლევს საშუალებას, აღვრიცხოთ შემდეგი პროცესი: ჩვენს ბალანზე არსებული
პროდუქცია გადავცეთ ჩვენს კონტარგენტს გადასამუშავებლად, რომელსაც შეუძლია
აწარმოოს მისგან სხვა პროდუქცია, დაამატოს სხვადასხვა ხარჯები, და სახეშეცვლილი,
შეცვლილი თვითღირებულებით დაგვუბრუნოს უკან.
აღნიშნული ფუნქციონალის გამოსაყენებლად უნდა ჩართოთ კონსტანტა: „ნედლეულის
გადაცემა გადასამუშავებლად“.
ამის შემდეგ, პროცესის სრულად გასატარებლად გამოიყენება 3 დოკუმენტი:

 გასავლის ზედდებული – გადასამუშავებლად გადაცემა


 დოკუმენტი – გადამამუშავებელის ანგარიშგება
 შემოსავლის ზედდებული – გადამამუშავებელისგან დაბრუნება
განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.

დოკუმენტი გასავლის ზედდებული – გადასამუშავებლად გადაცემა:


ოპერაციის სახეობით – გადასამუშავებლად გადაცემა შესაძლებელია კონტრაგენტს
გადაეცეს გადასამუშავებლად მასალები. შედეგად, პროდუქცია არ ჩამოიწერება ჩვენი
ბალანსიდან, მხოლოდ იცვლის აღრიცხვის ანგარიშს, ხოლო ნაშთების რეპორტში საწყობის
მაგივრად გამოჩნდება ის კონტრაგენტი, ვისაც გადავეცით ჩვენი პროდუქცია.

იმისათვის, რომ ბუღალტრულ გატარებებში საწყობის სუბკონტო არ დარჩეს ცარიელი,


აუცილებელია, რომ ნომენკლატურას გავუწეროთ შესაბამისი აღრიცხვის ანგარიში
რომელსაც ექნება შემდეგი სუბკონტოები:

 კონტრაგენტი
 ნომენკლატურა.
ამისათვის შევდივართ ნომენკლატურის ცნობარში > აღრიცხვის ანგარიშები>
გადამამუშავებელზე გადაცემული საქონელი და ვირჩევთ აღრიცხვის ანგარიშს: (სურათი
5.2.1, 5.2.2)

სურათი 5.2.1

30
სურათი 5.2.2

ნომენკლატურაზე გადამუშავებაზე გადაცემული საქონელის აღრიცხვის ანგარიშის გაწერის


შემდეგ შეგვიძლია აღნიშნული ნომენკლაუტრა გადავცეთ გადამამუშავებელს. სურათი 5.2.3

სურათი 5.2.3

სურათი 5.2.4

დოკუმენტი – გადამამუშავებელის ანგარიშგება


გადასამუშავებლად გადაცემული პროდუქტები, კონტაგენტმა შესაძლოა აწარმოოს,
გადამუშაოს, ჩამოწეროს, დაამატოს სხვადასხვა ხარჯები თუ გაწეული მომსახურების
ღირებულება. შედეგად, ხდება ნომენკლატურის ახალი თვითღირებულების ფორმირება.
ყველა ამ ოპერაციის ასახვა შესაძლებელია დოკუმენტით: „გადამამუშავებელის
ანგარიშგება“. დოკუმენტი დამატებულია შესყიდვების მოდულში.
დოკუმენტში „გადამამუშავებელის ანგარიშგება“ ქუდის ნაწილში აირჩიეთ მომწოდებელი,
ხელშეკრულება და საწყობი. (სურათი 5.2.5)

სურათი 5.2.5

31
დოკუმენტის ცხრილურ ნაწილში „პროდუქცია“ მიუთითეთ გადამუშავების შედეგად
მიღებული ნომენკლატურა. (სურათი 5.2.6)

სურათი 5.2.6

„მასალების“ ჩანართში მიუთითეთ გადამუშავებაზე გადაცემული ნომენკლატურები (სურათი


5.2.7)

სურათი 5.2.7

„ნარჩენების“ ჩანართში შესაძლებელია ნარჩენების რაოდენობითი მითითება. (სურათი


5.2.8)

სურათი 5.2.8

„მომსახურების“ ჩანართში აირჩიეთ გადამუშავების მომსახურების ნომენკლატურა და


მომსახურების ღირებულება. (სურათი 5.2.9)

სურათი 5.2.9

წინასწარი გადახდის არსებობის შემთხვევაში „წინასწარი გადახდის“ აირჩიეთ აირჩიეთ


ავანსის გადახდის დოკუმენტი და გაატარეთ დოკუმენტი. (სურათი 5.2.10)

სურათი 5.2.10

32
სურათი 5.2.11

შემოსავლის ზედდებული – გადამამუშავებელისგან დაბრუნება


აღნიშნული ოპერაციით ხდება გადამამუშავებელისგან გადასამუშავებლად გადაცემული
მასალების უკან დაბრუნება. (სურათი 5.2.12)

სურათი 5.2.12

სურათი 5.2.13

33
5.3 დისკონტური ბარათები - დაგროვებითი ფასდაკლება
დისკონტური ბარათების - ფიქსირებული და დაგროვებითი ფასდაკლების ფუნქციონალის
ჩართვა ხდება კომპანიის ჩანართის ადმინისტრირების ნაწილიდან. კერძოდ, გაყიდვების
ნაწილში „დისკონტური ბარათების“ ალამი უნდა იყოს მონიშნული. აღსანიშნავია ისიც,
რომ მასთან ერთად „ფასდაკლებები და ფასნამატები გაყიდვები“-ს ალამიც უნდა იყოს
ჩართული, წინააღმდეგ შემთხვევაში დისკონტური ბარათების ალმის ჩართვა შეუძლებელი
იქნება (სურათი 5.3.1)

სურათი 5.3.1

აღნიშნული ალმების ჩართვის შემდეგ დისკონტური ბარათების დოკუმენტში გადასვლა


ჩვეულებრივ შესაძლებელი იქნება გაყიდვების მოდულიდან (სურათი 5.3.2)

სურათი 5.3.2

უკეთ გასაანალიზებლად თუ როგორ მუშაობს დისკონტური ბარათების ლოგიკა


განვიხილოთ მაგალითების მიხედვით:
 კომპანიაში მოქმედებს დისკონტური ბარათები ფიქსირებული 5%-იანი
ფასდაკლებით, დისკონტურ ბარათზე მითითებულია შტრიხკოდი, ამიტომ
გამყიდველი შტრიხკოდის სკანერის ან დისკონტურ ბარათზე განთავსებული
შტრიხკოდის დახმარებით გამოითვლის მყიდველის კუთვნილ ფასდაკლების თანხას.
ამისთვის უნდა შეიქმნას დისკონტური ბარათის ახალი სახე, ამიტომ შევქმნათ
დისკონტური ბარათის ახალი ტიპი (სურათი 5.3.3)

34
სურათი 5.3.3

დისკონტურის ბარათის ქუდის ნაწილში მითითებულია დასახელება, ცხრილურ ნაწილში


დისკონტური ბარათის ტიპები და სახეობები, ასევე პირადი ბარათის ალამი

, და ფასდაკლების კუთვნილი პროცენტი (ჩვენს მიერ განხილულ

მაგალითში 5 %)
დისკონტური ბარათის რამდენიმე ტიპი არსებობს, ესენია:
 შტრიხული
 მაგნიტური
 შერეული
და ფასდაკლების ორი სახეა მითითებული, ესენია:
 ფიქსირებული ფასდაკლება
 დაგროვებითი ფასდაკლება (სურათი 5.3.4)

35
სურათი 5.3.4

ასეთი გზით შეიქმნა დისკონტური ბარათის ტიპი კომპანიის მუდმივი მომხმარებლებისთვის,


ახლა კი საჭიროა რომ დისკონტური ბარათი პროგრამაში დარეგისტრირდეს.
დასარეგისტრირებლად კი დისკონტური ბარათების ჩანართში უნდა გადავიდეთ გაყიდვების
მოდულში, დისკონტურ ბარათებში და შევქმნათ ახალი დისკონტური ბარათი (სურათი
5.3.5).

სურათი 5.3.5

როგორც სურათი 5.3.5-ზეა ნაჩვენები, დისკონტური ბარათის ტიპში ეთითება უკვე შექმნილი
ბარათის ტიპი (თუ პროგრამაში მხოლოდ ერთი დისკონტური ბარათის ტიპია მაშინ
დასახალებაში ავტომატურად გადმოვა და თუ რამდენიმე, მაშინ ხელით იქნება ასარჩევი)
შტრიხკოდში, კოდის მინიჭება შესაძლებელია ორი გზით:
1. შტრიხკოდის სკანერით

36
2. მიენიჭოს ხელით.
მიმდინარე მაგალითზე მინიჭებულია ხელით.
დასახელება კი ავტომატურად დაფორმირდება, თუმცა ხელით დარედაქტირება
შესაძლებელია.
იმისთვის რომ დისკონტური ბარათი სრულყოფილ ინფორმაციას მოიცავდეს კომენტარის
ველში შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მითითება (ასეთის არსებობის
შემთხვევაში)
დიალოგის ქვედა ნაწილში კი მითითებულია ფასდაკლების პროცენტული მაჩვენებელი და
გაყიდვების თანხა.
დისკონტური ბარათები მოქმედებს შემდეგ დოკუმენტებში:
 გასავლის ზედდებული
 მყიდველის შეკვეთა
 სსა ჩეკი
 შესრულებული სამუშაოების აქტი
 გადასახდელი ანგარიშები
 შეკვეთა-განწესი
მაგალითად: შევქმნათ მყიდველის შეკვეთა 1 ცალ რვეულზე რომლის ერთეულის
ღირებულებაა 10 ლარი. (სურათი 5.3.6)

სურათი 5.3.6

მას შემდეგ რაც მყიდველი წარმოადგენს დისკონტურ ბარათს, გამყიდველმა სპეციალურ


ღილაკს უნდა დააჭიროს ან კლავიატურის დახმარებით CTRL+K და გამოვა დიალოგური
ფანჯარა, სადაც შესაძლებელია დისკონტური ბარათის კითხვა.
დისკონტური ბარათის წაკითხვა შესაძლებელია ან შტრიხკოდის სკანერის და ხელით
შტრიხკოდის ჩაწერის შემთხვევეაში. ჩვენი მაგალითის მიხედვით კოდის ტიპში ავირჩიოთ
შტრიხკოდი - 12345 (სურათი 5.3.7)

37
სურათი 5.3.7

სწორი მონაცემების ჩაწერის შემდეგ პროგრამა შრიხკოდით მოძებნის დისკონტურ ბარათს,


ჩასვამს დოკუმენტში და შესაბამისი პროცენტული
ფასდაკლებით იანგარიშებს ნომენკლატურა „რვეულის“ გასაყიდ ფასს. (სურათი 5.3.8)

სურათი 5.3.8

პრაქტიკაში არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც დისკონტური ბარათი წინასწარი არ


არის დარეგისტრირებული როგორც სურათი 5.3.4-ში განვიხილეთ და საკმარისი დროც არ
არის რომ მსგავსი პროცედურები გავიაროთ. ასეთ შემთხვევაში შეკვეთის/გასავლის

ზედდებული ან მსგავსი დოკუმენტების გატარების დროს ვაჭერთ სპეციალურ ღილაკს


ან ვიძახებთ კონექსტური მენიუდან CTRL+K, შევიყვანთ ბარათის კოდს და პროგრამა
შემოგვთავაზევს ახალი დისკონტური ბარათის დარეგისტრირებას, მონაცემები კი
ავტომატურად შეივსება. ბარათის დასარეგისტრირებლად კი სამი ეტაპის გავლაა საჭირო (
სურათი 5.3.9)

38
სურათი 5.3.9

მაგნიტური ბარათი, დაგროვებითი ფასდაკლების ფუნქციონალით


შევქმნათ დისკონტური ბარათის ტიპებში შემდეგი დისკონტური ბარათის სახეობა:
 დასახელება - დაგროვებითი
 პირადი ბარათი -
 ფასდაკლების ტიპი -
 ფასდაკლების სახე -
 დაგროვება - მიმდინარე, პერიოდი - წელი
 ფასდაკლების ზღვარი, მაგ., 3 %-იანი ფასდაკლება 0 – 100 ლარამდე პროდუქციის
შეძენის შემთხვევაში, 5% - 100-დან 300 ლარამდე და 15% კი 300ლარზე მეტის შეძენის
შემთხვევაში. (სურათი 5.3.10)

39
სურათი 5.3.10

- ალმის მონიშვნის შემთხვევაში, დოკუმენტში დისკონტური ბარათის ტიპის


არჩევის შემდეგ ინფორმაცია კონტრაგენტის შესახებ ავტომატურად შეივსება.
 დაგროვება - დაგროვების სისტემაში რამდენი ვარიანტის არჩევაა შესაძლებელი,
ესენია:
 მიმდინარე
 წინა
 ბოლო
 სულ დრო
 თვე
 კვარტალი
 წელი
(სურათი 5.3.11)

40
სურათი 5.3.11

ანუ, სურათი 5.3.11-ის მიხედვით პერიოდის არჩევაა შესაძლებელი. მაგალითად თუ


ავირჩევთ მიმდინარე წელს, მაშინ მიმდინარე წლის ჭრილში შესაბამისი ლოგიკით
იანგარიშებს დახარჯულ თანხაზე კუთვნილ ფასდაკლებებს.
ასევე, თუ დღეს 20 სექტემბერია, და ავირჩიეთ ბოლო თვე, მაშინ პროგრამა შესაბამის
ფასდაკლებებს იანგარიშებს 20 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით დახარჯულ თანხაზე
და ა.შ
დისკონტური ბარათის სახეობის (სურათი 5.3.10) შექმნის შემდეგ, იმის შესამოწმებლად თუ
როგორ მუშაობს აღნიშული ფუნქციონალი შევქმნათ მყიდველის შეკვეთის დოკუმენტი:

სურათი 5.3.12

41
სურათი 5.3.13

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ ეს არის პირადი ბარათის ალმის არსი

, მას შემდეგ რაც მივუთითებთ ბარათის მფლობლის სახელს და გვარს

დისკონტური ბარათის არჩევის შემდეგ მყიდველის ველში ავტომატურად შეავსებს


მონაცემებს.

სურათი 5.3.14

42
როგორც კი აღნიშნულ მყიდველს საერთო ჯამში დაუფიქსირდება 100 ლარის შეძენილი
პროდუქცია , შემდეგ ყოველ შეძენაზე ფასდაკლების პროცენტი იქნება 5 %, ხოლო როდესაც
300 ლარს მიაღწევს მის მიერ შეძენილი პროდუქცია, შემდეგ შეძენაზე 15 %-იან
ფასდაკლებას დაუდგენს პროგრამა, რადგან გვაქვს პირობები რომელიც მოცემულია
სურათი 5.3.10-ზე.

ანგარიშგებაში კი, შესაძლებელია დისკონტური ბარათის ტიპების მიხედვით გაშიფრვა,


თავისი რეგისტრატორებით, ბარათის მფლობელითა და გაყიდული თანხის ოდენობით
(სურათი 5.3.15)

სურათი 5.3.15

43
5.4 ფასების ავტომატური ფორმირება
აღნიშნული ფუნქციონალი გვაძლევს შესაძლებლობას, შესყიდვის ფასების მიხედვით
დავაფორმიროთ სარეალიზაციო ფასები და გავაანალიზოთ მოსალოდნელი შედეგი,
ვნახოთ მარჟები.

 გასაყიდი ფასების ფორმირება შესყიდვის ფასების მიხედვით - ფუნქციონალი


გვაძლევს საშუალებას, ნომენკლატურის შესყიდვის ფასების გათვალისწინებით,
გარკვეული ლოგიკით, ავტომატურად დავაფორმიროთ ახალი სარეალიზაციო
ფასები.
 ფასთა ანალიზის ფუნქციონალი კი ერთგვარი ანგარიშგებაა რომელიც საშუალებას
გვაძლევს გავაკეთოთ ფასების ანალიზი კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.
გასაყიდი ფასების ფორმირება შესყიდვის ფასების მიხედვით მდებარეობს შესყიდვების
ჩანართში (სურათი 5.4.1)

სურათი 5.4.1

„გასაყიდი ფასების ფორმირება შესყიდვის ფასების მიხედვით“-ის დაკლიკების შემდეგ


გადავდივართ შემდეგ ფანჯარაზე (სურათი 5.4.2),

სურათი 5.4.2

44
ქუდის ნაწილში მოცემულია გასაყიდი ფასების ტიპი (საბითუმო, საცალო და ა.შ), ხოლო
ცხრილურ ნაწილში ნომენკლატურის შესყიდვის ძველი და მიმდინარე ფასები, მათ შორის
შესაბამისი პროცენტული და თანხობრივი ცვლილებები

, აღსანიშნავია ის რომ
პირველ ორ სვეტში - შეყიდვის ფასი (ძველი) და შესყიდვის ფასი (მიმდინარე) - გამოდის
შერჩეული ნომენკლატურების თარიღით ბოლო ორი შესყიდვის ფასი, ისე რომ არ აქვს
მნიშვნელობა თითოეულ ჯერზე რომელი კონტრაგენტისგან ვიყიდეთ აღნიშნული
პროდუქტი, პრიორიტეტი ენიჭება თარიღს.
ასევე მიმდინარე გასაყიდი ფასი, ახალი ფასნმატის პროცენტი/თანხა და შესაბამისად
გაანგარიშებული ახალი გასაყიდი ფასი

, აქაც უნდა აღინიშნოს ის


რომ გასაყიდ მიმდინარე ფასში მოდის ის ფასი, რომელიც ნომენკლატურას ფასების ტიპში
აქვს დაგენერირებული.
და ბოლოს, ბოლო გასაყიდი ფასის დადგენის თარიღი, იმისთვის რომ ერთი და იგივე
ნომენკლატურაზე შეცდომით რამდენიმეჯერ არ დადგინდეს ფასები. „ბოლო გასაყიდი
ფასის დადგენის თარიღი“ ავტომატურად ანიჭებს იმ თარიღს რომელ თარიღშიც დადგინდა
ახალი სარეალიზაციო ფასი და თუ შეცდომით ხელმეორედ ვადგენთ ერთი და იგივე
ნომენკლატურაზე ფასს, მაშინ პროგრამა გვატყობინებს და გვეკითხება შემდეგი სახით:
(სურათი 5.4.3)

სურათი 5.4.3

ნომენკლატურების შერჩევა რამდენიმე მეთოდითაა შესაძლებელი:

 შემოსავლის ზედდებულის მიხედვით;


 კატეგორიის მიხედვით;
 ფასის ტიპით;

45
 კონტრაგენტის ფასის ტიპით;
 ნომენკლატურის ჯგუფის მიხედვით;
 მონიშნული ნომენკლატურით (სურათი 5.4.4)

სურათი 5.4.4

შემოსავლის ზედდებული
მაგალითი:
დოკუმენტ შემოსვალის ზედდებულით, შპს A-სგან და შპს B-სგან შევისყიდოთ
ნომენკლატურა „დაფა“ 10.00 და 12.00 ლარად (სურათი 5.4.5)

სურათი 5.4.5

ნომენკლატურა „დაფა“-ს დავუგენერიროთ შესასყიდი ფასი (სურათი 5.4.6)

სურათი 5.4.6

46
როგორც უკვე აღვნიშნეთ, - ამ ორ სვეტში გამოდის ბოლო ორი
შესყიდვის ფასი, რომლის ნახვა შესაძლებელია ნომენკლატურის კონტრაგენტის ფასების
ჩანართში გადასვლით (სურათი 5.4.7)

სურათი 5.4.7

ხოლო „გასაყიდი ფასი (მიმდინარე)“-ს სვეტში კი მოცემულია ფასების ტიპში ჩვენს მიერ
მინიჭებული ფასი.
მოცემული მაგალითის მიხედვით, შემოსავლის ზედდებულის მიხედვით არჩევის
შემთხვევაში დამუშავებას ექნება შემდეგი სახე: (სურათი 5.4.8)

სურათი 5.4.8

როგორც სურათი 5.4.8-დან ჩანს ნომენკლატურა უახლესი ბოლო ორი შესყიდვის თარიღით
შესყიდულ იქნა 10.00 და 12.00 ლარად, ანუ მოიმატა 20%-ით და 2.00 ლარით, ხოლო
მიმდინარე გასაყიდი ფასი დაგენერირებულია 15 ლარად (სურათი 5.4.6), ამიტომ დამუშავება
15 ლარს უმატებს ახალ ფასნამატის თანხას ან ახალ ფასნამატის %-ს (15+3=18, 15*1.20%=18).

აღსანიშნავია ისიც რომ არცერთი სვეტის ხელით დარედაქტირება არ არის შესაძლებელი


(თუ შესყიდვის ძველი და ახალი ფასების დარედაქტირებაა საჭირო უშუალოდ
დამუშავებიდან არ არის შესაძლებელი, ნომენკლატურის კონტრაგენტის ფასების

47
ჩანართიდან უნდა დარედაქტირდეს!) გარდა შემდეგი სამი სვეტისა:

, მოცემულ სვეტებში შესაძლებელია პროცენტული ან


თანხობრივი ფასნამატის შეცვლა და შესაბამისად იანგარიშებს გასაყიდ ახალ ფასს, ან
პირიქით ახალი გასაყიდი ფასის დარედაქტირებით გამოითვლის შესაბამის პროცენტულ თუ
თანხობრივ ცვლილებებს. ერთი ნომენკლატურის შემთხვევაში ხელით მარტივია
დარედაქტირება თუმცა, მაშინ როდესაც ათეულობით ნომენკლატურაა ხელით
შრომატევადია, ამიტომ დამუშავების ქუდის ნაწილში არსებობს შემდეგი ღილაკი

, ნომენკლატურების - ღილაკის მონიშვნის და კუთვნილი


ფასნამატის/პროცენტის დადგენის შემდეგ ყველა მონიშნულ ნომენკლატურაზე
ავტომატურად გამოთვლის ახალ გასაყიდ ფასებს.
განსხვავებული ლოგიკით მუშაობს დანარჩენი ჩანართების შემთხვევაში:

 კატეგორიის მიხედვით
 ფასის ტიპით
 კონტრაგენტის ფასის ტიპით
 ნომენკლატურის ჯგუფის მიხედვით
 მონიშნული ნომენკლატურით

თუ რა ლოგიკით ანგარიშობს აღნიშნულ ჩანართებში განვიხილოთ უკვე არსებული


მაგალითი ნომენკლატურა „დაფა“-ის მიხედვით: (სურათი 5.4.9)

სურათი 5.4.9

48
როგორც სურათი 5.4.9-ზეა ნაჩვენები ფასების პროცენტული და თანხობრივი სხვაობები
შემდეგი ლოგიკით იანგარიშება:
ფასების სხვაობა % = 15/12*100 - 100 = 125 – 100 = 25 %

ფასების სხვაობა = 15.00 – 12.00 = 3.00

ამის შემდეგ ახალი ფასნამატის %-ის, ახალი ფასნამატის თანხის და გასაყიდი ფასი (ახალი)
-ის ველში პროგრამა ავტომატურად არაფერს ანგარიშობს, სურვილის შემთხვევაში
შესაძლებელია რომ ხელით გაეწეროს და პროგრამა შესაბამისი ლოგიკით იანგარიშებს
შესაბამის თანხებს.

მაგალითისთვის გასაყიდი ფასი (ახალი)-ის ველში ჩავწეროთ 30.00 ლარი, ვნახოთ შედეგი
(სურათი 5.4.10)

სურათი 5.4.10

სურათიდან ნათელია რომ ახალი გასაყიდი ფასის სვეტში 30.00 ლარის ჩაწერის შემდეგ
მიმდინარე გასაყიდმა ფასმა პროცენტული მაჩვენებლით მოიმატა 100%-ით ხოლო
თანხობრივი მაჩვენებლით 15.00 ლარით. იგივე ლოგიკით იმუშავებს ფასნამატის %-ის ან
თანხის დადგენის შემთხვევაში.

ბოლოს კი საჭიროა გაკეთდეს ფასთა ანალიზი, სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს „ფასთა
ანალიზი“-ს რეპორტი, სადაც მოცემულია ნომენკლატურის შესასყიდი, გასაყიდი ფასები და
მათ შორის პროცენტული და თანხობრივი ცვლილებები. ერთი შეხედვით, ეს მარტივი
რეპორტი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ თუ რა დინამიკით ხასიათდებიან კონკრეტული
ნომენკლატურები, რომელი ნომენკლატურა უფრო მეტ მოგებას აძლევს კომპანიას და
რამდენით, ასევე შესაძლოს იყოს ისეთი ნომენკლატურებიც რომელიც მოგების მზარდი
ტემბრით აღარ ხასიათდებიან ან შესაძლოა ახლო მომავალში ზარალზე გავიდნენ და ასე
ვთქვათ, ფასთა ანალიზის რეპორტში ადვილად შესამჩნევია არამომგებიანი
ნომენკლატურები.

ქვემოთ მოცემულ სურათზე კი ნაჩვენებია ნომენკლატურა „დაფა“-ის ფასთა ანალიზი


(სურათი 5.4.11)

49
სურათი 5.4.11

ფასთა ანალიზის რეპორტი მდებარეობს შესყიდვების ჩანართში.

50
5.5 დებიტორული დავალიანებების ლიმიტები (თარიღისა და თანხის
ჭრილში)

პროგრამა დებიტორული დავალიანებების უფრო დეტალური ანალიზის საშუალებას


გვაძლევს. შესაძლებელია თითოეული მყიდველისათვის დაწესდეს თანხობრივი და
ვადების ლიმიტები, რომელთა გადაჭარბების შემთხვევაში, ამ კონკრეტულ მყიდველზე
შეიზღუდება რეალიზაციის განხორციელება.
აღნიშნული ფუნქციონალის გამოყენებისთვის პირველ რიგში აუცილებელია ჩართოთ
შესაბამისი კონსტანტა პროგრამაში: მყიდველთა დავალიანების ლიმიტის კონტროლი.
ასევე, კონსტანტებში მოძებნეთ მყიდველთა დავალიანების ლიმიტის კონტროლის დაწყების
თარიღი და გაუწერეთ თარიღი, საიდანაც დაიწყება დავალიანების ლიმიტი დროის ჭრილში.
განვიხილოთ თანხობრივი და თარიღის ჭრილში კონტროლის ფუნქციონალი ცალ-ცალკე.

თანხობრივი ლიმიტი:
თითოეულ მყიდველს ხელშეკრულების დონეზე უნდა გავუწეროთ დავალიანების
თანხობრივი ლიმიტი, რომლის ზემოთაც შეეზღუდება გაყიდვა. აღნიშნული ლიმიტი უნდა
განისაზღვროს კონტრაგენტის ხელშეკრულების ფარგლებში. (სურათი 5.5.1)

სურათი 5.5.1

51
მაგალითად:
კონტრაგენტ A-ს ხელშეკრულება #1-ის ფარგლებში გაწერილი აქვს დავალიანების
თანხობრივი ლიმიტი 20 000 ლარი. კონტრაგენტ A-ს ამავე ხელშეკრულებით უფიქსირდება
დავალიანება 1 000 ლარი. ამ პირობებში კონტრაგენტ A-ზე გვსურს გავატაროთ ახალი
„გასავლის ზედდებული“ შემდეგი თანხებით:
 15 000 ლარი;
 20 000 ლარი;
1. 15000 ლარიანი რეალიზაციის გატარების მცდელობისას პროგრამა დაითვლის:
20 000 – ( 15 000 + 1 000 ) = 4 000 ლარი - ანუ რეალიზაციის თანხა არ
აჭარბებს ლიმიტს და გაყიდვის დოკუმენტი გატარდება;
2. 20 000 ლარიანი რეალიზაციის გატარების მცდელობისას:
20 000 – ( 20 000 + 1 000 ) = - 1 000 ლარი - რაც ნიშნავს რომ რეალიზაციის თანხა
ლიმიტს აჭარბებს 1 000 ლარით და არ მოხერხდება გასავლის ზედდებულის
გატარება, და ამოვა შეტყობინება რომ: „რეალიზაციის თანხა 1000 ლარით
აღემატება თანხობრივ ლიმიტს“. (სურათი 5.5.2)

სურათი 5.5.2

52
ვადების ლიმიტი:
თითოეული მყიდველისათვის შესაძლებელია ხელშეკრულების დონეზე გაკონტროლდეს
დავალიანების ვადები. ამისათვის, ცნობარ კონტრაგენტის ხელშეკრულებაში თითოეული
მყიდველისათვის უნდა გავუწეროთ, რამდენი დღე აქვს მას დავალიანების დასაფარავად და
ვადაგადაცილების შემთხვევაში, შეიზღუდება მასზე პროდუქციის გაყიდვა. (სურათი 5.5.3).

სურათი 5.5.3

თუ მიმდინარე დოკუმენტის გატარების თარიღსა და დავალიანების წარმოქმნის პირველ


თარიღს შორის სხვაობა აღემატება „ვადების ლიმიტში“ გაწერილი დღეების რაოდენობას,
გასავლის ზედდებული არ გატარდება და ამოვა შეტყობინება, რომ შეუძლებელია
გატარება, არსებობს ვადაგადაცილება თარიღებს შორის სხვაობის რაოდენობის დღით.

მაგალითად:
თუ მითითებული მაქვს 15 დღიანი ლიმიტი, თანხობრივი ლიმიტი 20 000 ლარი. ძველი
დავალიანება არ ფიქრისერდება, ახალი გაყიდვისას, 01.06.2019 თარიღში, რეალიზებული
საქონლის ღირებულებაა 200 ლარი. 20 დღის გასვლის შემდეგ, 20.06.2019-ში, მიუხედავად
იმისა რომ თანხობრივი ლიმიტი არ არის გადაჭარბებული, პროგრამა მაინც არ
გაგვატარებინებს არცერთ თანხიან რეალიზაციას და ამოვა შეტყობინება რომ:
„დავალიანება აჭარბებს დასაშვებ დროით ლიმიტს 4-ით“. (სურათი 5.5.4)

53
სურათი 5.5.4

მნიშვნელოვანია, რომ „თანხობრივი ლიმიტი“ და „ვადების ლიმიტი“ ზღუდავს რეალიზაციას


ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. ანუ, თუ მხოლოდ თანხობრივი ლიმიტის
გადაჭარბება ხდება და არ არის ვადაგადაცილება, ან პირიქით, მხოლოდ
ვადაგადაცილებაა და თანხის ლიმიტი არ არის გადაჭარბებული, მყიდველს მაინც
შეეზღუდება რეალიზაცია.

ლიმიტების გაუქმების უფლება:


ფუნქციონალში გათვალისწინებულია ლიმიტების გაუქმების უფელება, აღნიშნული უფლება
იუზერს აძლევს უპირატესობას რომ გააუქმოს კონკრეტული ლიმიტი დოკუმენტის ჭრილში
და საჭიროების შემთხვევაში მისცეს პროდუქტის რეალიზაციის უფლება. იმისათვის, რომ
მომხმარებელს ქონდეს აღნიშნული უფლების გამოყენების საშუალება, აუცილებელია
მომხმარებელების გასწორებებში ჩავურთოთ შესაბამისად დიახ/არა მომხმარებელბის
დასაშვები დავალიანების ლიმიტების რედაქტირების უფლებაზე. (სურათი 5.5.5)

სურათი 5.5.5

54
ზემოთ ნაჩვენები უფლების ჩართვის შემდეგ, კონკრეტულ დოკუმენტში, რომლის
რეზლიაციის დროსაც გსურთ არ გაითვალისწინოს დადგენილი ლიმიტი, დამატებით
ნაწილში უნდა მონიშნოთ ალამი მყიდველის დავალიანების ლიმიტის კონტროლის
გამორთვა. (სურათი 5.5.6)

სურათი 5.5.6

ანალიზი:
მყიდველებისათვის ვადების და თანხების ლიმიტების გაწერისა და რეალიზაციების
გატარების შემდეგ, საჭიროა ანალიზი. კონკრეტული თარიღისათვის, თითოეულ მყიდველს
კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში რამდენი დღე აქვს დავალიანების
ვადაგადაცილება და რა თანხა აკლია ლიმიტის გადაჭარბებამდე. ამისათვის, დაემატა
რეპორტი კონტრაგენტის ლიმიტები სადაც აღნიშნული ინფორმაცია ჩანს დეტალურად
კონტრაგენტის ხელშკრულებების ჭრილში. (სურათი 5.5.7)

სურათი 5.5.7

55
5.6 შეკვეთების მოგროვების ფუნქციონალი
აგროვების ფუნქციონალის გამოყენებით შესაძლებელია მიღებული შეკვეთების მიხედვით,
მისაწოდებელი საქონლის საწყობში აგროვება და კონტროლი.
აგროვების ფუნქცონალის გამოსაყენებლად უნდა ჩართოთ კონსტანტა „ აგროვების
ფუნქციონალი“ (სურათი 5.6.1)

სურათი 5.6.1

კონსტანტის ჩართვის შემდეგ აუცილებელია ცნობარში „მყიდველთა შეკვეთების


მდგომარეობის ტიპები“ შეივსოს. (სურათი 5.6.2)

სურათი 5.6.2

გახსენით წინასწარ განსაზღვრული ცნობარი და დააჭირეთ ღილაკს სტატუსების შევსება


(სურათი 5.6.3)

სურათი 5.6.3

56
სტატუსების აღწერა:
 ღია – მიღებული შეკვეთა შემოდის სტატუსით ღია.
 აგროვების პროცესში – აგროვების პროცესში სტატუსი გადადის შტრიხკოდ სკანერზე
პირველივე დაკლიკებისთანავე.
 აგროვებულია – როდესაც შეკვეთილი რაოდენობა ტოლია აგროვებული
რაოდენობის
 გადატვირთულია ბორტზე – დისტრიბუციის ზედნადებით აღნიშნული შეკვეთა
ცენტრალური საწყობიდან გადაიტვირთა მობილურ საწყობზე.
 მიწოდებულია – აღნიშნული შეკვეთის ჭრილში გატარებულია გასავლის ზედდებული.

დოკუმენტი – მყიდველის შეკვეთა


აგროვების ფუნქციონალის ჩართვის შემდეგ მყიდველის შეკვეთის დოკუმენტის ქუდს და
ცხრილურ ნაწილს ემატება დამატებითი რეკვიზიტები:
დოკუმენტის ქუდი: აგროვების დასრულების თარიღი (აგროვებულია სტატუსის მინიჭებს
თარიღი) და აგროვების შემოწმების საბეჭდი ფორმა
ცხრილური ნაწილი: აგროვებული რაოდენობა (მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა)
და კლიკების რაოდენობა (წაკითხული შტრიხკოდების რაოდენობა) (სურათი 5.6.4)

სურათი 5.6.4

57
დოკუმენტში შეკვეთილი ნომენკლატურების აგროვების შემდეგ აგროვებული სტრიქონები
მწვანდება, რაც ნიშნავს, რომ აგროვებული რაოდენობა უდრის შეკვეთილ რაოდენობას და
ავტომატურად რეზერვდება. (სურათი 5.6.5)

სურათი 5.6.5

იმ შემთხვევაში თუ სტრიქონში რომელიმე ნომენკლატურა არ არის სრულად აგროვებული ,


დოკუმენტის სტატუსი არ შეიცვლება „აგროვებულიაზე“. (სურათი 5.6.6)

სურათი 5.6.6

აგროვების შემოწმება შესაძლებელია დოკუმენტის ქუდზე „აგროვების შემოწმება“ ღილაკზე


დაჭერით. ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ცხრილური ნაწილის მიხედვით, დაგენერირდება
დეტალური ანგარიშგება, რის მიხედვითაც ნახავთ, თუ რომელ სტრიქონში, რომელი
ნომენკლატურა არ არის სრულად აგროვებული და რა რაოდენობაა საჭირო
ნომენკლატურის სრულად ასაგროვებლად.
ცხრილური ნაწილის სრულად აგროვების შემდეგ , გაატარეთ დოკუმენტი. დოკუმენტის
გატარების შემდეგ სტატუსი ავტომატურად შეიცვლება „აგროვებულია“–ზე. (სურათი 5.6.7)

58
სურათი 5.6.7

შეგროვებული შეკვეთების დამუშავება


აგროვების ფუნქციონალის კონსტანტის ჩართვის შემდეგ, გაყიდვების მოდულში
გამოჩნდება „შეგროვებული შეკვეთების დამუშავება“ (სურათი 5.6.8)

სურათი 5.6.8

დამუშავების დახმარებით შესაძლებელია აგროვებული შეკვეთების ჭრილში, მარაგების


გაადგილების დოკუმენტის გამოყენებით ჯგუფურად გადატვირთვა მობილურ საწყობზე ან
გასავლის ზედდებულების ჯგუფური შექმნა. (სურათი 5.6.9)

59
სურათი 5.6.9

 პერიოდი – პერიოდის მიხედვით დამუშავების შევსება.


 ღილაკი განახლება – ღილაკზე დაკლიკებით დამუშავებაში შეივსება ყველა
მყიდველის შეკვეთა რომელთა სტატუსი „აგროვებულია“ , ან „ბორტზე
გადატვირთულია“.
 მობილური საწყობი - გაუწერეთ ის მობილური საწყობი რომელ საწყობზედაც გვსურს
შეკვეთების გადაადგილება. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთები უნდა გადაადგილდეს
სხვადასხვა მობილურ საწყობზე, დამუშავების ცხრილურ ნაწილში ინდივიდუალურად
მიუთითეთ მობილური საწყობები.
მობილური საწყობი – მობილური საწყობი არის საწყობის ტიპის სტრუქტურული ერთეული.
მობილურ საწყობს შეიძლება დავუკავშიროთ სატრანსპორტო საშუალება, რაც მოგცემს იმის
საშუალებას, რომ გადაადგილებს დოკუმენტის ან გასავლის ზედდებულის მიხედვით
ავტომატურად შეივსოს სასაქონლო ზედნადები.

სურათი 5.6.10

60
სურათი 5.6.11

დამუშავების შევსების შემდეგ აირჩიეთ სასურველი ოპერაცია:

 „გასავლის ზედდებულის დოკუმენტების შექმნა“ ან


 „გადაადგილების დოკუმენტების შექმნა“.

განვიხილოთ 2 მაგალითი: 1 და 3 მყიდველის შეკვეთის დოკუმენტები დისტრიბუციის


ზედნადებით გადავიტანოთ მობილურ საწყობზ VW Transporter –ზე, ხოლო მყიდველის
შეკვეთა 4 გავყიდოთ ცენტრალური საწყობიდან.
მაგალითი 1:
ამისათვის მონიშნეთ 1 და 3 მყიდველის შეკვეთის დოკუმენტები, ქუდში ან ცხრილური
ნაწილში მობილურ საწყობს გაუწერეთ შესაბამისი საწყობი და დააჭირეთ „გადაადგილების
დოკუმენტების შექმნას“

სურათი 5.6.12

61
დამუშავება შექმნის მარაგების გადაადგილების დოკუმენტს, რომელშიც ნომენკლატურები
შევსებული იქნება მყიდველის შეკვეთის მიხედვით. გაადგილების დოკუმენტის შექმნის
შემდეგ, შესაძლებელია მარტივად შეიქმნას დისტრიბუციის ზედნადები.

სურათი 5.6.13

გადაადგილების დოკუმენტის შექმნის შემდეგ შეკვეთის სტატუსი შეიცვლება –


„გადაადგილებულია ბორტზე“. ბორტზე გადაადგილების შემდეგ შესაძლებელია გასავლის
ზედდებულის ფორმირება. ამისათვის მონიშნეთ მყიდველთა შეკვეთები და დააჭირეთ
ღილაკს „გასავლის ზედდებულების დოკუმენტების შექმნა“.

სურათი 5.6.14

გასავლის ზედდებულის შექმნის შემდეგ, შესაძლებელია ქვე ზედნადების შექმნა–


გააქტიურება.
ამისათის საჭიროა დააკლიკოთ ღილაკზე „სასაქონლო ზედნადების შექმნა“. ზედნადები
ავტომატურად შეივსება მობილური საწყობის და კლიენტის რეკვიზიტების მიხედვით.

62
სურათი 5.6.15

სურათი 5.6.16

63
მაგალითი 2: აგროვებული შეკვეთის ცენტრალური საწყობიდან ტრანსპორტირებით
რეალიზაცია.
მონიშნეთ სასურველი სტრიქონი და დააჭირეთ ღილაკს „გასავლის ზედდებულის
დოკუმენტების შექმნა“.

სურათი 5.6.17

დამუშავების ცრილურ ნაწილში, გასავლის ზედდებულის ველში შეივსება შექმნილი


დოკუმენტი, ხოლო შეტყობინების ველში მიიღებთ შეტყობინებას,დოკუმენტის შექმნა
გატარების შესახებ. დოკუმენტის შექმნის შემდეგ შესაძლებელია ელექტრონული
ზედნადების გააქტიურება.

სურათი 5.6.18

64
5.7 ავტომატური რეზერვირების ფუნქციონალი
რეზერვირების ფუნქციონალის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ გაყიდვების დოკუმენტების
გატარება უფრო გამარტივდეს, დარეზერვება/ამორეზერვება იყოს უფრო მოსახერხებელი
და ამასთანავე, როდესაც რეალიზაცია მოხდება საწყობის სხვადასხვა უჯრედებიდან ან
რამდენიმე საწყობიდან ერთდროულად, მოხდეს პროდუქტის ერთ მისამართზე შეგროვება
და შემდეგ მათი ერთი დოკუმენტით გაყიდვა იყოს შესაძლებელი.

აღნიშნული ფუნქციონალის გამოყენებისთვის პირველ რიგში აუცილებელია ჩავრთოთ


შესაბამისი კონსტანტები პროგრამაში: (სურათი 5.7.1)

 მარაგების რეზერვირება - ეს სტანდარტული ფუნქციონალია პროგრამის,


რომლის ჩართვაც აუცილებელია.
 საწყობი დარეზერვების შესატყობინებლად - აღნიშნული კონსტანტა
უზრუნველყოფს შეტყობინების გამოტანას, როდესაც კონკრეტულ საწყობზე
მოხდება პროდუქტის დარეზერვება, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ გჭირდებათ,
შეგიძლიათ ეს კონსტანტა არ გამოიყენოთ.
 შეკვეთების რეზერვირების ფუნქციონალი - კონსტანტა უზრუნველყოფს
ფუნქციონალის მუშაობას და მისი კოდი არის hx338
 სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონალი - კონსტანტა უზრუნველყოფს
კონტრაგენტის ჭრილში სატრანსპორტო საშუალებების დამატებას და მისი კოდი
არის dd228

სურათი 5.7.1

კონსტანტების ჩართვის შემდეგ აუცილებელია შესაბამისი მომხმარებლის ჭრილში საწყობის


პრიორიტეტების გაწერა, რაც მოგვცემს საშუალებას რამდენიმე საწყობში ერთდროულად
არსებული ერთიდაიგივე პროდუქტიდან გავარჩიოთ რომელი მარაგია პრიორიტეტული.
ამისათვის მომხმარებლის პარამეტრები უნდა შევავსოთ. (სურათი 5.7.2)

65
სურათი 5.7.2

უკვე როდესაც ყველა ნაწილი ჩართული და აწყობილი გვაქვს შეგვიძლია, მოვახდინოთ


მარაგის რეალიზაცია აღნიშნული ფუნქციონალის გამოყენებით. დამუშავების გამოყენება
შესაძლებელია მყიდველთა შეკვეთაზე და შეკვეთა განწესის დოკუმენტებზე, აღწერაში
მაგალითსთვის გავივლით შეკვეთა განწესის მაგალითს.

შეკვეთა განწესი
შეგვიძლია მოვახდინოთ სერვისის / მარაგის რეალიზაცია, დოკუმენტ შეკვეთა განწესის
საშუალებით. ამისათვის შევდვიართ სამუშაოების ნაწილში და ვირჩევთ შეკვეთა განწესს
(სურათი 5.7.3)

სურათი 5.7.3

66
შექმნა ღილაკით გამოყენებით ვამატებთ ახალ დოკუმენტს, დოკუმენტს აქვს რამდენიმე
ჩანართი, მთავარ გვერდზე ვავსებთ ინფორმაციას კლიენტის შესახებ, ვირჩევთ შესაბამის

ავტომობილს და განვსაზღვრავთ დოკუმენტის მდგომარეობას: გახსნილია, მუშაობაშია,


სათუნუქე, დასრულებულია. ( სურათი 5.7.4)

სურათი 5.7.4

სამუშაოების ჩანართში ვამატებთ შესაბამის სერვისს რასაც ვყიდით, საქონლელის ნაწილში


ყველა იმ პროდუქტს რასაც მომხმარებელი დამატებით ყიდულობს. როდესაც ყველა მარაგს
და სერვისს გავწერთ, აუცილებელია, ეს მარაგები დავარეზერვოთ და მოვახდინოთ ერთ
საწყობში მათი შეგროვება, ამისათვის დოკუმენტის მდგომარეობა გადაგვყავს სტატუსზე
მუშაობაში/სათუნუქე და ვაწვებით დარეზერვების ღილაკს, რომელიც გვირეზერვებს მარაგს
ჩვენს მიერ გაწერილი პრიორიტეტების გათვალისწინებით და დარეზერვირების
დოკუმენტის ლინკს იქვე გვიჩვენებს. ( სურათი 5.7.5)

სურათი 5.7.5

67
მესაწყობის სამუშაო ადგილი

როდესაც უკვე პროდუქტი დარეზერვებულია აუცილებელია მათი ერთ საწყობში შეგროვება,


ამისათვის ვიყენებთ მესაწყობის სამუშაო ადგილს, რომელიც მდებარეობს გაყიდვების
ნაწილში (სურათი 5.7.6)

სურათი 5.7.6

მესაწყობის სამუშაო ადგილას გვიჩვენებს ინფორმაცია შესაბამისი დოკუმენტების რეზერვის


შესახებ, რის საფუძველზეც მესაწყობეს ალამის დახმარებით აქვს შესაძლებლობა შექმნას
მარაგების გადაადგილების დოკუმენტი. (სურათი 5.7.7)
მესაწყობის სამუშაო ადგილს გვაქვს შემდეგი ველები

 ფილტრი, სადაც შესაძლებელია რამდენიმე საწყობის ერთდროულად არჩევა,


საწყობს ვირჩევთ იმის მიხედვით, რომელი საწყობიდანაც უნდა მოხდეს
გადაადგილებები
 განახლების ღილაკი.
 მიმდინარე საწყობის ველი, ავტომატურად შევსებადი ველია, იმის მიხედვით თუ
რომელ სტრიქონზე დგახართ და პროდუქტი რომელ საწყობიდან უნდა
გგადმოადგილდეს
 მიმღები: მიმღები საწყობის ველი, ავტომატურად ივსება მომხმარებლების
გასწორებიდან
 გადაგზავნა: ამ ღილაკის დახმარებით ავტომატურად იქმნება შესაბამისი
მარაგების გადაადგილების დოკუმენტი და დაუკავშირდება შესაბამისს შეკვეთას.

68
სურათი 5.7.7

ალმების დახმარებით მონიშნავთ, კონკრეტულ პროდუქტს, რომლის გადაადგილებაც


გინდათ, ან მონიშნავთ ყველას ერთად და „გადაგზავნა“ ღილაკი ავტომატურად შეგიქმნით
მარაგების გადაადგილების დოკუმენტს, რომელიც მოცემული იქნება ქვედა ცხრილურ
ნაწილში.

ამ ყველაფრის მერე პროდუქტები მოგროვებულია ერთდაიგივე საწყობში და გაყიდვებს უკვე


შეუძლია დაასრულონ მათი შეკვეთა. ამისათვის, შეკვეთა განწესის დოკუმენტის
მდგომარეობა უნდა იყოს დასრულებული (სურათი 5.7.8)

სურათი 5.7.8

69
საქონელის ნაწილში უნდა მოხდეს მარაგების რეზერვის მიხედვით შევსება (სურათი 5.7.9)

სურათი 5.7.9

ხელფასის ნაწილში ვუთითებთ თანამშრომელს, რომელსაც დამატებითი ანაზღაურება


ერიცხება შესაბამისი სამუშაოს შესრულებიდან. (სურათი 5.7.10)

სურათი 5.7.10

შეგვიძლია დავასრულოთ დოკუმენტი გატარება და დახურვა ღილაკით.

თუ მოგვიწევს არსებული დოკუმენტის დაკორექტირება, აუცილებელია დავაბრუნოთ


დოკუმენტის მდგომარეობა ისევ მუშაობაში, გავაკეთოთ პროდუქტის ამორეზერვება,
რომელიც დააბრუნებს დოკუმენტს თავდაპირველ მდგომარეობაში, ავტომატურად წაშლის
რეზერვირების და გადაადგილების დოკუმენტებს და ჩავაკორექტიროთ შესაბამისი
ცვლილებებით და დავიწყოთ თავიდან ყველა ნაბიჯის გავლა. (სურათი 5.7.11)

70
სურათი 5.7.11

71
6 CRM
6.1 კონტრაგენტების სეგმენტაცია და ბაზის ანალიზი
სეგმენტები გაძლევთ საშუალებას, დაამატოთ დამატებითი ფილტრები კონტრაგენტებთან
მიმართებაში. მაგალითად, მოძებნოთ კონტრაგენტები რომელთაა უფიქსირდებათ
ვადაგადაცილება, ან უბრალოდ ბოლო 3 თვის მანძილზე არ ქონიათ შესყიდული თქვენგან
პროდუქცია, ან კონკრეტული ქალაქის მყიდველები მოძებნოთ და ა.შ. უფრო ნათლად, რომ
წარმოვიდგინოთ, მაგალითისთვის, დავამატოთ სეგმენტი რომელიც მოგვცემს
ინფორმაციას იმ მყიდველების შესახებ, რომელთა დავალიანებაც 5000 ლარზე მეტია.
ამისათვის, ქვესისტემა CRM-დან პარამეტრების ჯგუფში გადავდივართ სეგმენტებზე. შექმნის
ღილაკით ვქმნით ახალ სეგმენტს. გახსნილ ფანჯარაში, ქუდის ნაწილში ველ დასახელებაში
ჩავწერთ ახალი სეგმეტის დასახელებას. ცხრილური ნაწილი გვაქვს ორად გაყოფილი:
მარცხენა მხარეს მოცემულია მისაწვდომი წესები, ე.წ ლოგიკა, სადაც ავირჩევთ რა ნიშნით
უნდა გაერთიანდეს კონკრეტულ სეგმენტში შემავალი კონტრაგენტები. მარჯვენა მხარეს
საშუალება გვაქვს თითოეული წესისთვის უკვე კონკრეტული ფილტრები გავწეროთ. (სურათი
6.1.1)

სურათი 6.1.1

72
შექმნა ღილაკის დახმარებით შევქმნათ ახალი სეგმენტი და გავუწეროთ შესაბამისი პირობა:
დავალიანებაც მეტია ან ტოლი 5000 (სურათი 6.1.2)

სურათი 6.1.2

კონტრაგენტთა ბაზის ანალიზი


უკვე შექმნილი სეგმენტების გამოყენება შეგიძლია, როგორც ანგარიშგების ნაწილში, ასევე
კონტრაგენტების სიაზე, ფილტრის მხარეს. სასურველი სეგმენტ(ებ)ის არჩევის შემთვევაში,
მივიღებთ ინფორმაციას მხოლოდ იმ კონტრაგენტებზე, ვისაც არჩეული სეგმენტ(ებ)ი
აერთიანებს. (სურათი 6.1.3)

სურათი 6.1.3

73
6.2 Google Calendar-თან სრული სინქრონიზაცია
კალენდარის ფუნქციონალი, გაძლევთ საშუალებას აღრიცხოთ თქვენი ყველა მოვლენა,
შეხვედრა, ელექტრონული მეილი, სატელეფონი ზარი ან დააფიქსიროთ შიდა/გარე სამუშაო
დავალებები, გაწეროთ თქვენი გეგმები თარიღების და დროის ჭრილში, სურვილისამებრ
შეგიძლიათ აქვე გამოიყენოთ შეხსენებების ნაწილიც. იმისათვის, რომ პროგრამაში
არსებული კალენდარი გამოიყენოთ, უნდა შეხვიდეთ CRM-ის ნაწილში და აირჩიოთ
კალენდარი (სურათი 6.2.1)

სურათი 6.2.1

შექმენით თქვენი კალენდარი, ამისთვის გამოიყენეთ + კალენდარი ღილაკი. არსებულ


კალენდარს შეგიძლიათ უყუროთ დღის, კვირის და თვის ჭრილში. შეგიძლიათ თქვენს
კალენდართან ერთად დაამატოთ თქვენი თანამშრომლის კალენდარი და მათ გრაფიკსაც
ადევნოთ თვალი.
მაუსზე ორჯერადი დაწკაპუნებით კი გეძლევათ საშუალება დაამატოთ კონკრეტულ თარიღზე
და დროზე, სასურველი მოვლენა. ამასთანვე, თუ იყენებთ Google Calendar-ს, შესაძლებელია
მოახდინოთ 1C-ის კალენდრის სინქრონიზაცია. ამისათვის, გადადით ლურჯ ლინკზე Google-
თან სინქრონიზება (სურათი 6.2.2)

74
სურათი 6.2.2

სინქრონიზებისთვის 1C მოგთხოვთ, რომ შეხვიდეთ google-ში და კოდის შეყვანით


დაადასტუროთ თქვენი წვდომა. ( სურათი 6.2. 3 და 6.2.4)

სურათი 6.2.3

სურათი 6.2.4

75
6.3 მეილების ავტომატური დაგზავნა პროგრამიდან
იმისათვის რომ შეძლოთ სხვადასხვა დოკუმენტების გაგზავნა პროგრამიდან, აუცილებელია
მეილის გამართვა პროგრამაში. ამისათვის აირჩიეთ კომპანიის ჩანართი და შედით
ადმინისტრირების ნაწილში. (სურათი 6.3.1)

სურათი 6.3.1

აირჩიეთ ფოსტა, SMS და შეხსენება (სურათი 6.3.2)

სურათი 6.3.2

76
აირჩიეთ ფოსტის სისტემური სააღრიცხვო ჩანაწერის გამართვა და შეავსეთ შესაბამისი
ველები, გაუწერეთ მეილი და პაროლი. (სურათი 6.3.3)

სურათი 6.3.3

ველში გამგზავნის სახელი გაუწერეთ თქვენი ორგანიზაციის დასახელება, ან რომელი


სახელითაც გსურთ რომ გაიგზავნოს ელ-ფოსტა.
აირჩიეთ პარამეტრების დადგენა ავტომატურად ან გაუწერეთ ხელით. თუ მანუალურად
გაუწერთ პარამეტრებს. აირჩიეთ გამავალი ფოსტის სერვერი და დააჭირე ღილაკს შემდეგ.
სურათი (6.3.4)

სურათი 6.3.4

77
გაუწერეთ შემომავალი ფოსტის სერვერების მონაცემები: სერვერი, ოქმი და პორტი. (სურათი
6.3.5)

სურათი 6.3.5

დარწმუნდით რო ყველაფერი სწორედ არის და დააჭირეთ ღილაკს შემდეგს და


დაასრულეთ ფოსტის გამართვა.

თუ სწორედ დააკავშირეთ თქვენი მეილი, პროგრამასთან, მაშინ უკვე შეგიძლიათ


პროგრამიდან გააგზავნოთ ელეტრონული შეტყობინებები, ამისათვის, ყველა დოკუმენტს,

ანგარიშგებასა თუ საბეჭდ ფორმას აქვს შესაბამისი აიქონი , მისი გამოყენების


შეძლებთ ფოსტის გაუხსნეალად გააგზავნოთ მეილები.

78
7 სხვა მოდიფიკაციები
 დისტრიბუციის აპლიკაციის გაუმჯობესება
 ნაშთების კონტროლი დღის ჭრილში
 ნომენკლატურის შერჩევის ფორმაზე ცნობარიდან სურათის გამოტანა
 საქონლის მოძრაობების დოკუმენტებში დამატებითი ინსტრუმეტების პანელის
ფორმაზე გამოტანა
 ხელშეკრულების ტიპების დამატება - მყიდველი, მომწოდებელი
 ნომენკლატურის ცნობარზე, კონკრეტულ ჯგუფზე დადგომისას, ქვეჯგუფში შემავალი
პოზიციების სიის გამოჩენა
 რეალიზაციის დოკუმენტებში გასაყიდი ფასების ავტომატურად შევსება საწყობის
ფასის ტიპის მიხედვით (კონტრაგენტის ხელშეკრულების ფასის ტიპის ნაცვლად)

8 გასწორებული შეცდომები
 დისტრიბუციის აპლიკაციის მორგება ანდროიდ 9-ზე
 დოკუმენტი „გადამამუშავებლის ანგარიშგებები“ - სუბკონტოების გატარებების მიბმა
 სალაროს გასავლის ორდერის შექმნა კონტრაგენტისთვის, რომლისთვისაც არ
წარმოებს აღრიცხვა დოკუმენტების ჭრილში
 სესხის გადახდის დოკუმენტში ვალუტის მიმდინარე დღის კურსით შევსება
 ფულის გადაადგილების დოკუმენტის გატარებებში გამცემი საბანკო ანგარიშის
დუბლირების აღმოფხვრა
 „გაყიდვების“ დაშვების უფლების მქონე მომხმარებლებისთვის, გაყიდვების
ანგარიშგებაზე წვდომის უფლების მინიჭება
 ფულის კონვერტაციისას, სწორი კურსთაშორისი სხვაობის დათვლა იმ
ვალუტებისთვის, რომელთა ჯერადობაა 100
 ჯამურად დარიცხული ხელფასის ეტაპობრივად, რამდენიმე საგადასახადო უწყისით
გადახდისას, ყოველ მომდევნო ჯერზე გადასახდელი (ხელზე გასაცემი) თანხის
დარჩენილი წილის გამოანგარიშება
 დღგ-ს თანხის დამრგვალების ლოგიკის გასწორება ბუღალტრული რეგისტრის
გატარებებში
 მომწოდებლისთვის პროდუქციის უკან დაბრუნებისას, რაოდენობრივი მაჩვენებლის
სწორად გატარება (მინუს ნიშნით, თანხის იდენტურად) ბუღალტრულ რეგისტრში
 დოკუმენტ „გასავლის ზედნადების“ კოპირებისას, ავანსის ჩათვლის კოპირების
აკრძალვა
 დოკუმენტ „სალაროში თანხის მიღებაში“ ვალუტის კურსის ავტომატური გადათვლა
დოკუმენტის თარიღის მიხედვით

79

You might also like