You are on page 1of 15

BTU

მონაცემთა ანალიზი EXCEL-ის საშუალებებით

ლექცია 12

6/12/2020

თემა 12. Microsoft Excel - Pivot table


განსახილველი საკითხები;

დინამიური ცხრილისი და დინამიური დიაგრამა


Pivot table;
PivotChart;
PivotTable Field List პანელი.

ა. ჭანტურია
დინამიური ცხრილისა და დიაგრამის შექმნა - Pivot table, PivotChart

დავალებები შეასრულეთ Lesson 12-Pivot Table data ფაილის data გვერდის მონაცემების მიხედვით

დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება - დალაგება და ეფექტური ვიზუალიზაცია


მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ექსელში ასეთი ტიპის დავალებების შესრულების ერთ-ერთ
მძლავრ აპარატს წარმოადგენს დინამიური ცხრილები - Pivot Table, ვიზუალიზაციის საშუალებით -
დიაგრამით: Pivot Chart.

ამოცანა: ექსელის Lesson 12-Pivot Table data ელ. წიგნის Data გვერდზე, E4:L1895 დიაპაზონში
წარმოდგენილია ინფორმაცია სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლების მიერ შესრულებული
დისტრიბუციების შესახებ. E4:L1895 დიაპაზონში მოცემულია ველები:

ტრანზაქციის ნომერი ( დიაპაზონი E5:E1895) - დისტრიბუციის კოდი;


სახელი (დიაპაზონი F5:F1895) - დისტრიბუტორის სახელი;
წელი - გაყიდვის წელი;
თვე - გაყიდვის თვე;
პროდუქტი - გაყიდული პროდუქტის დასახელება;
რაოდენობა - გაყიდული პროდუქტის რაოდენობა;
ღირებულება - გაყიდული პროდუქტის სრული ღირებულება;
რეგიონი - გაყიდვის რეგიონი.

შენიშვნა: „რაოდენობა“ და „ღირებულება“ ველების უარყოფითი რიცხვითი მნიშვნელობა


კონკრეტული დისტრიბუციის სტრიქონში აღნიშნავს უკან მობრუნებულ პროდუქტსა და
შესაბამისად დაბრუნებულ თანხას.

მონაცემების სათანდოდ წარმოდგენის შედეგად შესაძლებელია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:


როგორია რეგიონების მიხედვით გაყიდვებით მიღებული საერთო შემოსავალი;
როგორია თითოეული პროდუქტის საშუალო გაყიდვების რაოდენობა;
როგორია გაყიდვების შედეგად წლიური საშუალო შემოსავალი და სხვა.
ასეთი ტიპის მონაცემთა ანალიზისათვის გამოიყენეთ ექსელის საბრძანებო საშუალება Pivot
Table.
ამოცანა 1 :

a) ააგეთ ცხრილი, რომელიც ასახავს რეგიონების მიხედვით გაყიდული პროდუქტების


საშუალო რაოდენობას;
b) დამოკიდებულება ასახეთ დიაგრამაზე. ააგეთ სვეტოვანი (Colunm) ტიპის დიაგრამა: 3-D
Clustered Colunm.
c) შესაძლებელი გახადეთ მიღებულ ცხრილში მონაცემების გაფილტვრა წლების მიხედვით.
მაგ: „გაფილტრეთ ცხრილის მონაცემები მხოლოდ 2004 და 2006 წლებისათვის“
ამოხსნა :

Insert Tables  PivotTable  PivotTable ბრძანების გამოყენებით სიდიდეების დამოკიდებულების


ცხრილის ასაგებად მონიშნეთ მონაცემთა ცხრილის ნებისმიერი უჯრა და გააქტიურეთ ბრძანება
PivotTable.

ბრძანების შესრულების შედეგად ავტომატურად მოინიშნება მონაცემთა მთელი დიაპაზონი (თუ


მონაცემებს შორის არ არის ცარიელი სვეტი ან სტრიქონი) და გააქტიურდება დიალოგური
ფანჯარა Create PivotTable:

მონიშნული Data!$E$4:$L$1895 დიაპაზონისათვის დინამიური ცხრილი ააგეთ ახალ გვერდზე,


ბრძანებით : .

გაითვალისწინეთ, რომ დინამიური ცხრილის აგება ასევევ შესაძლებელია უკვე არსებულ


გვერდზე, Existing Worksheet / Location ველში მითითებული ნებისმიერი უჯრიდან:

Create PivotTable დიალოგურ ფანჯარაში OK ბრძანების შესრულების შემდეგ მიიღებთ


დინამიური ცხრილის მაკეტს(იხ სურ):
მენიუს ველების სწორად შევსების შედეგად მიიღებთ ამოცანაში მოცემული
სიდიდეების მოკიდებულების ცხრილს.

მენიუს ველები შეავსეთ შემდეგი სახით:

ველში ჩასვით ოპციაში წარმოდგენილი ის ველი ან ველები


(მაგ: რეგიონი), რომელთა მნიშვნელობები (აჭარა, თბილისი, იმერეთი, სამეგრელო) გსურთ
წარმოადგინოთ დინამიური ცხრილის მაკეტში სვეტად (A4:A7 დიაპაზონი იხ. სურათზე);
ველში ჩასვით ის ველი ან ველები (მაგ: პროდუქტი), რომელთა მნიშვნელობები
(ერბო, ფქვილი, ზეთი, შაქარი, ძეხვი) ცხრილში უნდა წარმოადგინოთ სტრიქონად (დიაპაზონი
B4:G4);

ველში ჩასვით ის ველი ან ველები (მაგ: რაოდენობა), რომელის მნიშვნელობებზე უნდა


შესრულდეს ამოცანაში მოთხოვნილი არითმეტიკა (მაგ: საშუალო):

რაოდენობა ველის არეში გადატანის შედეგად ავტომატურად აქტიურდება Sum


ფუნქცია.
Sum ფუნქციის Average ფუნქციით შესაცვლელად შეასრულეთ მაუსის მარცხენა ღილაკით ქლიქი

ბრძანებაზე . გააქტიურეთ ბრძანება (იხ. სურ.):

მიღებულ დიალოგურ ფანჯარაში შეცვალეთ Sum ფუნქცია Average ფუნქციით:

შედეგი:
აუცილებლობის შემთხვევაში დალოგური ფანჯრის ბრძანების
გამოყენებით მიღებულ დიალოგურ ფანჯარაში შესაძლებელია, მონაცემთა ფორმატის
შეცვლა ან ახალი სამომხმარებლო ფორმატის შექმნა.

სურათის მიხედვით შექმენით სამომხმარებლო ფულადი ფორმატი, ქართული ტექსტით „ლარი“,


ათწილად ნაწილში 2 ციფრით:

შეასრულეთ ბრძანება. შედეგად მიიღებთ დინამიურ ცხრილს, რომელიც ასახავს


რეგიონების მიხედვით პროდუქტების გაყიდვების საშუალო რაოდენობებს :
შენიშვნა: „რაოდენობა“ ცვლადის მნიშვნელობებისათვის ფულადი ფორმატის დანიშვნა
მიზანშეწონილია არაა. ამიტომ აღნიშნული ცვლადისათვის დააბრუნეთ რიცხვითი (Number)
ფორმატი :

შედეგი:
.

პირობის შესაბამისად, შესაძლებელი რომ იყოს ცხრილში მონაცემების გაფილტვრა წლების მიხედვით,
აუცილებელია „წლები“ ველი ჩასვათ ველში, იხ. სურათი:

მიღებული ცხრილის მონაცემები შესაძლებელია გაიფილტროს წლების მიხედვით.

„გაფილტრეთ ცხრილის მონაცემები მხოლოდ 2004 და 2006 წლებისათვის“ - დავალების


შესრულებისათვის, ჩამოშალეთ B2 უჯრაში განთავსებული ფილტრის მარკერი და მონიშნეთ მხოლოდ
2004, 2006 წლები, იხ ქვემოთ მოყვენილი სურათები:
შედეგი:

შედეგად მიიღებთ ცხრილს, რომელიც ასახავს რეგიონების მიხედვით გაყიდული პროდუქტების


საშუალო რაოდენობას, 2004 და 2006 წლებისათვის.
ცხრილში ასახული დამოკიდებულების ვიზუალიზაციისათვის ააგეთ დინამიური დიაგრამა.
დიაგრამის აგებისათვის შეასრულეთ:
ჩანართი PivotTable  მენიუ Options ბრძანება PivotChart:

ცხრილისათვის ააგეთ სვეტოვანი (Colunm) ტიპის დიაგრამა: 3-D Clustered Colunm :

ცხრილის მონაცემები აისახება შესაბამის დიაგრამაზე შემდეგი სახით:


მიღებულ დინამიურ დიაგრამაზე, როგორც დინამიური ცხრილზე შესაძლებელია გაფილტვრისა და
დახარისხების ოპერაციის შესრულებაც.

გაფილტრეთ დინამიური დიაგრამა პროდუქტი ველის მიხედვით, მნიშვნელობებით: ფქვილი,


შაქარი(იხ სურათი):

შედეგი:
გაითვალისწინეთ: დიაგრამაზე შესრულებული გაფილტვრის შედეგი ავტომატურად აისახება
დინამიურ ცხრილზეც.
საშინაო დავალება / დამოუკიდებელი სამუშაო

ამოცანა 2 : ააგეთ ცხრილები, რომლებიც ასახავენ რეგიონების მიხედვით გაყიდული


პროდუქტებისაგან მიღებულ

a) საერთო შემოსავალს;
b) საშუალო შემოსავალს;
c) მაქსიმალურ შემოსავალს.

დამოკიდებულება ასახეთ დიაგრამაზე. ცხრილის რიცხვით მონაცემებს დაუნიშნეთ ქართული


ფულადი ფორმატი „ლარი“.

ამოცანა 3: ააგეთ ცხრილი, რომელიც ასახავს რეგიონების მიხედვით გაყიდული


პროდუქტებისაგან მიღებულ საერთო შემოსავალს, ამასთან შესძლებელი გახადეთ მიღებული
ცხრილის მონაცემების გაფილტვრა თვეების მიხედვით.

დამოკიდებულება ასახეთ დიაგრამაზე. ცხრილის რიცხვით მონაცემებს დაუნიშნეთ ქართული


ფულადი ფორმატი „ლარი“.

ამოცანა 4 : ააგეთ ცხრილი, რომელიც ასახავს წლების მიხედვით რეგიონებში გაყიდული


პროდუქტების საერთო რაოდენობას. დამოკიდებულება ასახეთ დიაგრამაზე.

ამოცანა 5 : ააგეთ ცხრილი, რომელიც ასახავს წლებისმიხედვით რეგიონებში გაყიდული


პროდუქტებისაგან მიღებულ საერთო შემოსავალს. დამოკიდებულება ასახეთ დიაგრამაზე.
ცხრილის რიცხვით მონაცემებს დაუნიშნეთ ქართული ფულადი ფორმატი „ლარი“.

ამოცანა 6 : ააგეთ ცხრილი, რომელიც ასახავს დისტრიბუტორების მიერ რეგიონებში გაყიდული


პროდუქტების საერთო რაოდენობას. დამოკიდებულება ასახეთ დიაგრამაზე. ამასთან
შესძლებელი გახადეთ მიღებული ცხრილის მონაცემების გაფილტვრა წლების მიხედვით.

ამოცანა 7: ააგეთ ცხრილი, რომელიც ასახავს დისტრიბუტორების მიერ რეგიონებში გაყიდული


პროდუქტებისაგან მიღებულ საერთო შემოსავალს. დამოკიდებულება ასახეთ დიაგრამაზე.
ცხრილის რიცხვით მონაცემებს დაუნიშნეთ ქართული ფულადი ფორმატი „ლარი“.

ამოცანა 8 : ააგეთ ცხრილი, რომელიც ასახავს დისტრიბუტორების მიერ გაყიდული


პროდუქტების საერთო რაოდენობას. დამოკიდებულება ასახეთ დიაგრამაზე.

ამოცანა 9: ააგეთ ცხრილი, რომელიც ასახავს დისტრიბუტორების მიერ გაყიდული


პროდუქტებისაგან მიღებულ საერთო შემოსავალს. დამოკიდებულება ასახეთ დიაგრამაზე.
ცხრილის რიცხვით მონაცემებს დაუნიშნეთ ქართული ფულადი ფორმატი „ლარი“.

ამოცანა 10 : ააგეთ ცხრილი, რომელიც ასახავს თვეების მიხედვით გაყიდული პროდუქტების


საერთო რაოდენობას. დამოკიდებულება ასახეთ დიაგრამაზე. ცხრილის რიცხვით მონაცემებს
დაუნიშნეთ ფორმატი „ცალი“.
ამოცანა 11: ააგეთ ცხრილი, რომელიც ასახავს თვეების მიხედვით გაყიდული პროდუქტებისაგან
მიღებულ საერთო შემოსავალს. დამოკიდებულება ასახეთ დიაგრამაზე. ცხრილის რიცხვით
მონაცემებს დაუნიშნეთ ქართული ფულადი ფორმატი „ლარი“.

ამოცანა 12: ააგეთ ცხრილი, რომელიც ასახავს თვეების მიხედვით რეგიონებში გაყიდული
პროდუქტების საშუალო რაოდენობას. დამოკიდებულება ასახეთ დიაგრამაზე.

ამოცანა 13:ააგეთ ცხრილი, რომელიც ასახავს თვეების მიხედვით რეგიონებში გაყიდული


პროდუქტებისაგან მიღებულ საშუალო შემოსავალს. დამოკიდებულება ასახეთ დიაგრამაზე.
ცხრილის რიცხვით მონაცემებს დაუნიშნეთ ქართული ფულადი ფორმატი „ლარი“.

You might also like