You are on page 1of 12

საოფისე

კომპიუტერული
პროგრამები

I ლექცია
რა არის
კომპიუტერი

 კომპიუტერი არის
მოწყობილობა, რომელიც იღებს
ინფორმაციას (ციფრული
მონაცემების სახით)
მანიპულირებას ახდენს მასზე იმ
პროგრამებით /
ინსტრუქციებით , რომელიც
თავსებადია მიღებულ
მონაცემებთან, რათა მიიღოს
საბოლოო შედეგი.
 მას აქვს მონაცემების მიღების ,
დამუშავების და შენახვის უნარი.
წარმოიდგინეთ, რომ კომპიუტერი
ადამიანია. მეგობარი რომელიც
მათემატიკაში ძლიერია. ის ყველა
ნაცნობს მათემატიკური
პრობლემების გადაჭრაში
ეხმარება. ყოველ დილით, ის
მიდის საფოსტო ყუთში და ეძებს
ახალ მათემატიკურ პრობლემებს.
ალაგებს მაგიდაზე და ყოველ
დღე თითო ფაილს შეისწავლის,
გადაჭრის გზებს იპოვის და პასუხს
უკანა ყდაზე დაგიწერთ. დებს ამ
ყველაფერს კონვერტში და
უგზავნის უკან გამომგზავნ
პიროვნებას. შემდეგ გადადის
მომდევნო წერილზე. თქვენი
მეგობარი კომპიუტერივით
მუშაობს. მისი წერილების ყუთი
შემომავალი ინფორმაციაა
Input, მაგიდის ფაილები
ოპერატიული მეხსიერება
Memory მისი გონება
პროცესორია Processor რომელიც
პრობლემებს ჭრის და მაგიდის
გზავნილები კი გამავალი
ინფორმაციაა Output.
ENIAC (Electronic Numerical Integrator And Computer)

პირველი
კომპიუტერი
პირველი კომპიუტერები გიგანტურ
გამომთვლელ მანქანებს
წარმოადგენდნენ, რთულ და
შრომატევად მათემატიკურ
პრობლემებს ჭრიდნენ. დღეს
კომპიუტერები უფრო
მრავალფეროვან პრობლემებს
აგვარებენ, მაგრამ კვლავ არიან
გამომთვლელები. ყველაფერს
რასაც კომპიუტერი აკეთებს,
ფოტოს დამუშავებაში
დახმარებიდან დაწყებული, ვებ
გვერდის ჩვენებით დამთავრებული
მოიცავს ციფრებს.

საარტილერიო სროლების გამოსათვლელად


შეერთებული შტატების ბალისტიკური კვლევის
ლაბორატორია
Eniac -> 5,000 ინსტრუქცია
iPhone 6 -> 25,000,000,000 მილიარდი
მეხსიერება
არსებობს ორი ტიპის მეხსიერება

• დროებითი ( ოპერატიული მეხსიერება )


• მუდმივი ( მყარი დისკი/ვინჩესტერი, USB flash drive, CD-დისკი და ა.შ )
როგორ ხვდება კომპიუტერი, რომელი პროგრამა
გამოიყენოს კონკრეტული ფაილისთვის?
გაფართოება (File Extension) არის მიმთითებელი , რომელიც ეხმარება
ოპერაციულ სისტემას ფაილის და მისთვის თავსებადი პროგრამის ამოცნობაში
.
ფაილები
• ფაილის დასახელების მაქსიმალური სიმბოლოების რაოდენობა არის
255.
• ფაილის გაფართოების მაქსიმალური სიმბოლოების რაოდენობა არის 4
• ფაილის დასახელება და გაფართოება ერთმანეთისგან გამოიყოფა
წერტილით (.)
• ფაილის დასახელებაში აკრძალულია შემდეგი სიმბოლოების
გამოყენება " * : / \ ? < > | რადგან windows-თვის ეს სიმბოლოები
ასრულებენ ბრძანებებს. თუ მათი გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა
ფაილის დასახელებაში , მაშინ ისინი დასახელებას გადააქცევდნენ
ბრძანებად, რომელიც ფაილის სახელიდან გამომდინარე შეიძლება
ყოფილიყო მცდარი და არ შესრულებულიყო , რის შედეგადაც
პროგრამა გავიდოდა შეცდომაზე და ოპერაციული სისტემა
დაეკიდებოდა.
ინფორმაციის ერთეულები
1 Byte=8 Bit (ბაიტი)
1 KB = 1024 Byte (კილობაიტი)
1 MB = 1024 KB (მეგაბაიტი)
1 GB = 1024 MB (გეგაბაიტი)
1 TB = 1024 GB (ტერაბაიტი)

რამდენი მეგაბაიტია 2 გეგაბაიტში ? 2GB= 2 * 1024 = 2048 MB

რამდენი კილობაიტია 2 გეგაბაიტში ? 2 GB = 2 * 1024 * 1024 = 2097152 KB

რამდენი გეგაბაიტია 400 მეგაბაიტში ? 400/1024 = 0,390625 GB


კლავიატურა
 Backspace ( ) - კურსორის მარცხნივ მდებარე სიმბოლოების წაშლა
 Delete - მონიშნულის წაშლა ან კურსორის მარჯვნივ არსებული სიმბოლოების წაშლა
 Shift - კლავიატურაზე განლაგებული სიმბოლოების ან დიდი და პატარა ასოების რეგისტრის
შეცვლა
 Caps Lock - ასომთავრული ასოების ბეჭდვა . ამ რეჟიმში Shift კლავიში პატარა ასოების წერის
რეჟიმზე გადაირთვება
 Home - კურსორის გადატანა სტრიქონის დასაწყისში
 End - კურსორის გადატანა სტრიქონის ბოლოს
 Page Up - ზედა ფურცლის ჩვენება
 Page Down - ქვედა ფურცლის ჩვენება
 Num Lock - კლავიატურის მარჯვენა მხარეს მდებარე კლავიშების (ციფრების და სხვა)
ფუნქციების ჩართვა/გამორთვა
 ისრები - კურსორის შესაბამისი მიმართულებით გადაადგილება
 Print Screen (Prt Scr) - ეკრანის ან ეკრანზე გამოტანილი ნებისმიერი ფანჯრის ასლის ბუფერში
გადატანა (დესკტოპისთვის სურათის გადაღება)
 Alt და Ctrl - გამოიყენება სხვა კლავიშებთან კომბინაციაში
კლავიატურა
 Ctrl + S - შენახვა
 Ctrl + A - დოკუმენტში მთლიანი კონტენტის მონიშვნა
 Ctrl + Z – ერთი ნაბიჯით უკან დაბრუნება
 Ctrl + Y - ერთი ნაბიჯით წინ დაბრუნება
 Ctrl + X - დესკტოპიდან ფაილის ან დოკუმენტში არსებული ტექსტის ამოჭრა
 Ctrl + C - ფაილის ან ტექსტის ასლის შექმნა / დაკოპირება ბუფერში
 Ctrl + V - ბუფერში არსებული ფაილის ან ტექსტის ჩასმა
 Ctrl + B - დოკუმენტში მონიშნული ტექსტის „გაბოლდება“ ანუ BOLD სტილის მინიჭება
 Ctrl + I - დოკუმენტში მონიშნული ტექსტისთვის ITALIC სტილის მინიჭება
 Ctrl + U - დოკუმენტში მონიშნული ტექსტისთვის ხაზის გასმა (UNDERLINE)
 Ctrl + P – დოკუმენტის ბეჭდვა
 F2 - დოკუმენტისთვის სახელის გადარქმევა
 Alt + F4 - დოკუმენტის ან სხვა რომელიმე გახსნილი ფანჯრის დახურვა
ჩვენ ვისწავლით

You might also like