You are on page 1of 7

ციფრული მოწყობილობები

ციფრული ფოტოაპარატები, ვიდეოკამერები, აუდიო


მოწყობილობები, დრონები, ჭკვიანი სახლის სისტემები
ციფრული ფოტოაპარატები
ციფრული კამერა - არის კამერა, რომელიც იღებს ფოტოებს
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით და ასევე ინახავს მათ
ციფრულ მეხსიერებაში.
ციფრული კამერის გამოსახულების სენსორების ბაზა არის
მეტალის ოქსიდ-ნახევარგამტარული (MOS) ტექნოლოგია.
ამჟამინდელი სამომხმარებლო ციფრული კამერების უმეტესობა
იყენებს ბეიერის ფილტრის მოზაიკას ოპტიკურ ანტი-
ალიასინგურ ფილტრთან კომბინაციაში, რათა თავიდან
აიცილოს უხარისხო გამოსახულების ალბათობა, რომელიც
გამოწვეულია სურათებში ძირითადი ფერების სხვაობით(ეს
ართულებს გრაფიკის დამუშავებას).
ბეიერის ფილტრი
ბეიერის ფილტრის მოზაიკა არის - ფერადი ფილტრების მასივი (CFA) RGB ფერების მოსაწყობად
ფოტოსენსორების კვადრატულ ქსელზე. ფერების ფილტრების სპეციფიური განლაგება გვხვდება
უმრავლეს თითო-ჩიპურ ციფრული გამოსახულების სენსორებში, რომლებიც გამოიყენება ციფრულ
კამერებში, ვიდეოკამერებსა და სკანერებში ფერადი სურათის შესაქმნელად . ფილტრის ნიმუშია 50%
მწვანე, 25% წითელი და 25% ლურჯი, მას ასევე უწოდებენ BGGR, RGBG, GRGB ან RGGB.
ბრიუს ბეიერის პატენტი (აშშ-ს პატენტი No 3,971,065 [6]) რომელიც შეიქმნა 1976 წელს, იწოდება მწვანე
ფოტოსენსორების შემთხვევაში - შუქისადმი მგრძნობიარე ელემენტებად, ხოლო წითელი და ლურჯები -
ქრომინაციისადმი მგრძნობიარე ელემენტებად. მან გამოიყენა ორჯერ მეტი მწვანე ელემენტი , ვიდრე
წითელი ან ლურჯი, ადამიანის თვალის ფიზიოლოგიის იმიტაციისთვის.
ვიდეოკამერები
ვიდეოკამერა არის კამერა, რომელიც გამოიყენება მასში არსებული ელექტრონული მოწყობილობების
საშუალებით ვიდეოს შესაქმნელად (კინოკამერისგან განსხვავებით, რომელსაც გადააქვს სურათები
ფირზე). ის თავდაპირველად შეიქმნა სატელევიზიო ინდუსტრიისთვის, მაგრამ ახლა გავრცელებულია სხვა
სეგმენტებშიც.

ვიდეო კამერები ძირითადად გამოიყენება ორ რეჟიმში. პირველი, რაც ბევრად ადრეული


მაუწყებლობებისთვის დამახასიათებელია, არის პირდაპირი მაუწყებლობა , სადაც კამერა აწვდის რეალურ
დროში გადაღებულ სურათებს პირდაპირ ეკრანზე, დაუყოვნებელი დაკვირვებისთვის. რამდენიმე
კამერა(მოდელი) ჯერ კიდევ ემსახურება პირდაპირ სატელევიზიო წარმოებას, მაგრამ უმეტესი პირდაპირი
ჩართვა ხდება უსაფრთხოების, სამხედრო / ტაქტიკური და სამრეწველო ოპერაციებისათვის, სადაც
საჭიროა მასალის განმეორებითი ნახვა ფარულად ან დისტანციურად. მეორე რეჟიმში სურათები ჩაიწერება
შესანახ მოწყობილობაზე, არქივირებისთვის ან შემდგომი დამუშავებისთვის; მრავალი წლის
განმავლობაში, ფირზე არსებული ვიდეომასალა იყო ძირითადი ფორმატი, რომელიც ამ მიზნით
გამოიყენებოდა, მაგრამ თანდათანობით ჩანაცვლდა ოპტიკური დისკით, მყარი დისკით და შემდეგ ფლეშ
მეხსიერებით. ჩაწერილი ვიდეო გამოიყენება სატელევიზიო წარმოებაში, ასევე მეთვალყურეობისა და
მონიტორინგის ამოცანებისთვის, რომლებშიც საჭიროა სიტუაციის დაუსწრებლად/დისტანციურად ჩაწერა
ციფრული აუდიო სისტემა
ციფრული აუდიო - არის ციფრული ფორმით ჩაწერილი, ან გადაკეთებული ხმის(ბგერითი ტალღის) წარმოდგენა. ციფრულ აუდიოში ,
აუდიო სიგნალის ბგერითი ტალღა, როგორც წესი, კოდირებულია როგორც რიცხვითი ნიმუშები/სინჯები(sample) უწყვეტი
თანმიმდევრობით. მაგალითად, CD აუდიოში, წამში აღებულია ნიმუშები 44,100 ჯერ, თითოეულს აქვს 16 ბიტიანი სინჯის სიღრმე(depth).
ციფრული აუდიო - ასევე არის ხმის ჩაწერისა და რეპროდუცირების მთელი ტექნოლოგიის სახელი( აუდიო სიგნალების გამოყენებით ,
რომლებიც კოდირებულია ციფრული ფორმით). 1970 – იანი და 80 – იანი წლების ციფრული აუდიო ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი
მიღწევების შემდეგ, მან თანდათან ჩაანაცვლა ანალოგური აუდიო ტექნოლოგია აუდიო – ინჟინერიისა და ტელეკომუნიკაციების
მრავალ სფეროში 1990 – იან და 2000 – იან წლებში.

ციფრულ აუდიო სისტემაში, ხმის წარმომქმნელი ანალოგური ელექტრული სიგნალი გარდაიქმნება ანალოგურ – ციფრულ
გადამყვანში (ADC) ციფრულ სიგნალად, როგორც წესი, პულსის კოდის მოდულაციის (PCM) გამოყენებით. ამ ციფრული სიგნალის
ჩაწერა, რედაქტირება, შეცვლა და კოპირება შესაძლებელია კომპიუტერების, აუდიოს ჩამწერი აპარატებისა და სხვა ციფრული
საშუალებების გამოყენებით. როდესაც ხმის ინჟინერს სურს ჩანაწერის მოსმენა ყურსასმენებზე ან დინამიკებზე (ან როდესაც
მომხმარებელს სურს მოუსმინოს ციფრულ ხმოვან ფაილს), ციფრული ანალოგური გადამყვანი (DAC) ასრულებს საპირისპირო
პროცესს, ციფრული სიგნალის გადაკეთებას ანალოგურ სიგნალად, რომელიც შემდეგ იგზავნება აუდიო ენერგიის გამაძლიერებლის
საშუალებით და საბოლოოდ დინამიკში.

ციფრული აუდიო სისტემები შეიძლება შეიცავდეს კომპრესიის, შენახვის, დამუშავების და გადაცემის კომპონენტებს . ციფრულ
ფორმატზე გადაყვანა მარტივად მანიპულირების, შენახვის, გადაცემის და აუდიო სიგნალის მიღების საშუალებას იძლევა.
ანალოგური აუდიოსგან განსხვავებით, რომელშიც ჩანაწერის ასლის გაკეთება იწვევს პირველადი ჟღერადობის დაკარგვას და
სიგნალის ხარისხის დეგრადაციას, ციფრული აუდიო იძლევა უსასრულო რაოდენობის ასლის დამზადების საშუალებას, სიგნალის
ხარისხის ყოველგვარი დეგრადაციის გარეშე.
დრონები
დრონი - იგივე უპილოტო მფრინავი მოწყობილობა(UAV - Uncrewed Aerial Vehicle) არის
აპარატი, რომელიც დაფრინავს პილოტის გარეშე(არ ახდენს ადამიანის ტრანსპორტირებას).
დრონებს თავდაპირველად იყენებდნენ სამხედრო დანიშნულებით, ძალიან „მოსაწყენი,
ბინძური ან საშიში“ მისიებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძირითადად სამხედრო გამოყენებისთვის წარმოიშვა, მათი
მოხმარების ფაქტები სწრაფად იზრდება კომერციული, სამეცნიერო, რეკრეაციული , სოფლის
მეურნეობისა და სხვა მიმართულებით, მაგალითად როგორიცაა პოლიცია და
მეთვალყურეობა, პროდუქციის მიწოდება, აეროგრაფია, წვეულებების ვიდეო გადაღება,
ინფრასტრუქტურის შემოწმება, კონტრაბანდა, და დრონების რბოლა. ახლა სამოქალაქო
დრონები მნიშვნელოვნად აღემატება სამხედრო უპილოტო დრონებს, მაგალითისთვის 2015
წლისთვის უკვე მილიონზე მეტი იყო გაყიდული.
„ჭკვიანი სახლის“ სისტემები
„ჭკვიანი სახლის“ სისტემებად იწოდება - სახლის ავტომატიზაციის სისტემები, რომლებიც აკონტროლებს განათებას, კლიმატს , გასართობ
მოწყობილობებს და ტექნიკას. იგი ასევე შეიძლება შეიცავდეს სახლის უსაფრთხოებას , როგორიცაა წვდომის კონტროლი და განგაშის სისტემები .
სახლის ავტომატიზაციის სისტემა, როგორც წესი, აკავშირებს კონტროლირებად მოწყობილობებს ცენტრალურ ჰაბთან(გამანაწილებელთან). სისტემის
მართვის ინტერფეისი იყენებს კედელზე დამონტაჟებულ ტერმინალებს, ტაბლეტ ან დესკტოპ კომპიუტერებს , მობილური ტელეფონის აპლიკაციას ან ვებ –
ინტერფეისს, რომლებიც ასევე ხელმისაწვდომია ინტერნეტით.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში „ჭკვიანი სახლის“ სისტემების ბევრი მწარმოებელი და მომწოდებელია , ძალიან მცირეა ოფიციალურად დადგენილი
სტანდარტები და „ჭკვიანი სახლის“ სივრცე მნიშვნელოვნად დაქუცმაცებულია. მწარმოებლები ხშირად ხელს უშლიან დამოუკიდებელ განხორციელებას
დოკუმენტაციის დამალვის და სასამართლო დავის გზით.
სახლის ავტომატიზაციის ბაზარი 2013 წელს 5,77 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენდა, 2020 წლისთვის კი, მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 12,81
მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებშია.
ადრეული სახლის ავტომატიზაცია დაიწყო ე.წ. „შრომის დაზოგვის“ მანქანებით. თვითნაკეთი ელექტრო ან გაზზე მომუშავე საყოფაცხოვრებო ტექნიკის
წარმოება შესაძლებელი გახდა 1900-იან წლებში ელექტროენერგიის განაწილების დანერგვით. წარმოებაში ჩაეშვა სარეცხი მანქანები (1904), წყლის
გამაცხელებლები (1889), მაცივრები, საკერავი მანქანები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები და ტანსაცმლის საშრობები.

1975 წელს შეიქმნა პირველი, ზოგადი დანიშნულების, სახლის ავტომატიზაციის ქსელის ტექნოლოგია, X10. ეს არის ელექტრონული მოწყობილობების
საკომუნიკაციო პროტოკოლი. იგი, პირველ რიგში, იყენებს ელექტროენერგიის გადაცემის გაყვანილობას(კაბელებს) სიგნალისა და კონტროლისთვის ,
სადაც სიგნალები მოიცავს რადიოსიხშირით გადაცემად ციფრული მონაცემების მცირე მონაკვეთებს , და რჩება ყველაზე ხელმისაწვდომ ტექნოლოგიად .
1978 წლისთვის X10 პროდუქტში შედიოდა 16 არხიანი ბრძანების კონსოლი, ნათურის მოდული და მოწყობილობის მოდული. მალევე დაემატა კედლზე
დასამონტაჟებელი გადართვის მოდული და პირველი X10 ტაიმერი.

You might also like