You are on page 1of 9

პროგრამირების საწყისები

Python 3

სოსო ნინიძე ლექცია IX


soso.ninidze@btu.edu.ge
ლექციის მონახაზი

● მონაცემთა სიები(list)
● მონაცემთა სიების შექმნა
● ელემენტის დამატება, ამოშლა, დახარისხება
● სხვადასხვა ოპერაციები სიებზე
● მრავალგანზომილებიანი სიები
● Tuple მონაცემთა ტიპი
მონაცემთა სიები
მონაცემთა სიები ეს არის ერთ-ერთი ყველაზე
ხშირად გამოყენებადი მონაცემთა ტიპი
პითონში. ყველა მის ელემენტს აქვს
მიმდევრობის ნომერი მელსაც ინდექსს
უწუდებენ, თუ გვსურს პირველი ელემენტის
ამოღება სიიდან უნდა მივმართოთ 0-ინდექსს.
მონაცემთა სიებზე შეგვიძლია მოვახდინოთ
სხვადასხვა ტიპის ოპერაციები: ჩამატება,
ამოშლა, ცვლილება და სხვა.
მონაცემთა სიის შექმნა
მონაცემთა სიის შესაქმნელად ვიყენებთ შემდეგ
სინტაქსს: new_sequence = [1, ‘hello’, ‘world’,
[“hello”, ‘world’]]. როგორც მაგალითიდან ჩანს
მის შესაქმნელად საჭიროა გამოვიყენოთ
შემდეგი სიმბოლოები [], ხოლო ამ ფრჩხილების
შიგნით მოვათავსოთ ის ინფორმაცია რომელიც
გვაინტერესებს. მონაცემთა სიაში შესაძლებელია
ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მოთავსება.
მონაცემთა სიაში ელემენტის დამატება
მონაცემთა სიაში ელემენტის დასამატებლად
შეგვიძლია გამოვიყენოთ append() ან insert()
მეთოდები. append()-ი პარამეტრად გადაცემულ
მნიშვნელობას ჩაამეტებს სიაში როგორც ბოლო
ელემენტს. insert()-ი მეორე პარამეტრად გადაცემულ
მნიშვნელობას ჩაამატებს სიაში იმ
პოზიციაზე(ინდექსზე), რომელსაც მივაწვდით მეორე
პარამეტრად. ლისტების გაერთიანებისთვის
შეგვიძლია გამოვიყენოთ ფუნქცია extend() ან +.
სხვადასხვა ოპერაციები
მეთოდი აღწერა მაგალითი l=[1,2,3,4,5]

remove() წაშლის პირველ ელემენტს რომელსაც l.remove(5)


პარამეტრად გადავცემთ და სიაში იძებნება

pop() წაშლის ელემენტს მითითებული ინდექსით , თუ l.pop([5])


პარამეტრი არ გადავეცით წაშლის ბოლოს

clear() წაშლის ყველა ელემენტს მოცემულ სიაში l.clear()

index() აბრუნებს ინდექს ელემენტისა, რომლის l.index(5)


მნიშვნელობაც ემთხვევა პარამეტრად
გადაცემულ მნიშვნელობას

count() აბრუნებს რაოდენობას რამდენჯერ არის l.count(5)


გადაცემული პარამეტრი მოცემულ
მიმდივრობაში
მეთოდი აღწერა მაგალითი l=[1,2,3,4,5]

reverse() შეაბრუნებს მონაცემთა სიას. l.reverse()

copy() დაადუბლიკატებს მონაცემთა სიას l.copy()

sort(key=None, დაალაგებს მონაცემთა სიას ანბანურად, l.sort()


reverse=False) არგუმენტების მიხედვით შესაძლებელია l.sort(reverse=True)
მეთოდის ლოგიკის ცვლილება. key l.sort(key=len)
პარამეტრით შეგვიძლია განვსაზღვროთ რის l.sort(key=len, reverse=True)
მიხედვით უნდა დაალაგოს, მაგალითად
key=len დააბრუნებს ჯერ პატარა ელემენტებს
შემდეგ დიდზე. ხოლო პარამეტრი reverse=True
შეაბრუნებს მონაცემთა სიას.

min()/max() აბრუნებს უდიდეს/უმცირეს ელემენტს, ადარებს min(l)/max(l)


მიწოდებულ ლისტებს min(l, l1)

list() მონაცემთა სიად გადააქცევს მიწოდებულ list(l)


ობიექტს
მრავალგანზომილებიანი
მონაცემთა სიები
მრავალგანზომილებიანია მონაცემთა სია,
რომელიც შედგება სხვა მონაცემთა სიებისგან,
მათი რაოდენობა არაა შეზღუდული და
დამოკიდებულია მოცემულ
ამოცანაზე.მაგალითად : l = [[[1,23], [‘hello’]],
[“keep up good job”]]
Tuple მონაცემთა ტიპი
ტაპლი ესაა მონაცემთა კიდევ ერთი ტიპი რომლის
დანიშნულებაც და მუშაობის პრინციპი ძალიან გავს
მონაცემთა სიებს(list). განსხვავება ამ ორ ტიპს შორის
არის ის რომ ტაპლის ცვლილება შეუძლებელია, მას
ვერც ვერაფერს დავუმატებთ და ვერც გამოვაკლებთ.
შესაბამისად, მეთოდები რომელთა მეშვეობითაც
შეგვიძლია ლისტების დამუშავება ყველა არ იმუშავებს
ტაპლზე. იმუშავებენ მხოლოდ ისეთი ტიპის მეთოდები
რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას მაგრამ არ ცვლიან
მიმდევრობაში არაფერს.

You might also like