You are on page 1of 49

შინაარსი

I. კვლევის მონაცემების მომზადება ანალიზის ჩასატარებლად ......................................................... 3


1.1. კვლევის მონაცემების დამუშავების ეტაპები ............................................................................. 3
1.2. რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები ............................................................................. 3
1.2.1. რა არის გაზომვა ...................................................................................................................... 3
1.2.2. გაზომვის სკალები .................................................................................................................. 4
1.3. საწყისი მონაცემების ცხრილი...................................................................................................... 8
1.4. მონაცემთა ფაილის შექმნა SPSS-ში.............................................................................................. 9
1.5. მონაცემთა რედაქტორში (Data View) მონაცემების შეტანა ..................................................... 11
1.5.1. Excel-ში მომზადებული მონაცემთა ბაზის „ხელით“ გადატანა ....................................... 11
1.5.2. Excel-ში მომზადებული მონაცემთა ბაზის გადატანა „Open“ ღილაკით ........................ 11
1.5.3. Excel-ში მომზადებული მონაცემთა ბაზის გადატანა – „მონაცემების იმპორტი“ .......... 13
1.5.4. Excel-ში მომზადებული მონაცემთა ბაზის გადატანის ყველაზე მარტივი ხერხი.......... 14
1.5.5. შექმნილი ფაილის შენახვა ................................................................................................... 15
1.6. მონაცემების შეტანა გვერდზე Variable View .............................................................................. 15
1.6.1. ცვლადის შემოკლებული სახელი ....................................................................................... 15
1.6.2. ცვლადის ტიპი ...................................................................................................................... 16
1.6.3. სიგანე ..................................................................................................................................... 18
1.6.4. ცვლადის მნიშვნელობის წარმოდგენის ფორმატი............................................................ 18
1.6.5. ცვლადის სრული სახელწოდება ......................................................................................... 19
1.6.6. ცვლადის მნიშვნელობა ........................................................................................................ 19
1.5.7. გამოტოვებული მნიშვნელობა (Missing values) ................................................................... 21
1.5.8. სვეტი (Columns)...................................................................................................................... 22
1.5.9. სწორება (Align) ....................................................................................................................... 22
1.6.10. გაზომვის სკალა (Measure).................................................................................................. 22
1.6.11. როლი (Role).......................................................................................................................... 23
1.7. მონაცემების რედაქტირება ......................................................................................................... 23
II. პროგრამის მართვის ელემენტები ................................................................................................... 25
2.1. „ფანჯრები“ და ღილაკები........................................................................................................... 25
2.2. მთავარი „ფანჯარა“ ...................................................................................................................... 26
III. მონაცემების მართვა .......................................................................................................................... 28
3.1. ინფორმაციის მიღება ფაილის შესახებ ...................................................................................... 29
3.2. ახალი ცვლადის გამოთვლა........................................................................................................ 30
3.3. ცვლადის კოდების შეცვლა......................................................................................................... 33
3.4. კოდების შეცვლა ახალი ცვლადის შექმნის გზით.................................................................... 36
3.5. მონაცემების რანჟირება ............................................................................................................... 39
3.6. ქვეჯგუფების გამოყოფა .............................................................................................................. 41
3.7. შემთხვევების შერჩევა ................................................................................................................. 43
3.8. შემთხვევების დახარისხება (დასორტვა) .................................................................................. 46
3.9. ცვლადების დახარისხება (დასორტვა) ...................................................................................... 48

2
I. კვლევის მონაცემების მომზადება ანალიზის ჩასატარებლად
1.1. კვლევის მონაცემების დამუშავების ეტაპები
კვლევის მონაცემების ანალიზი კომპიუტერის გამოყენებით, ანუ დამუშავება მათე-
მატიკური სტატისტიკის შესაბამისი მეთოდებით, მოიცავს რამდენიმე თანამიმდევრულ
ეტაპს (ნაბიჯს):
1. მონაცემების სტრუქტურის განსაზღვრა და წარმოდგენა ცხრილის სახით.
2. მონაცემების კომპიუტერში შეტანა მათი სტრუქტურისა და პროგრამის მოთხოვ-
ნების შესაბამისად.
3. მონაცემების დამუშავების მეთოდის შერჩევა კვლევის ამოცანების შესაბამისად.
4. მონაცემების დამუშავების შედეგის მიღება.
5. მონაცემების დამუშავების შედეგის ინტერპრეტაცია.
პირველი (მოსამზადებელი) და მეხუთე (დასკვნითი) ნაბიჯების შესრულება არც
ერთ კომპიუტერულ პროგრამას ძალუძს – მკვლევარმა ეს თავად უნდა გააკეთოს. კომ-
პიუტერული პროგრამის დახმარება (ნაბიჯები 2-4) გულისხმობს, ფაქტობრივად, რიც-
ხვთა გრძელი მიმდევრობიდან უფრო კომპაქტურ მიმდევრობაზე გადასვლას. მკვლევარს
კომპიუტერში შეაქვს საწყისი მონაცემების დიდი მასივი. ამ მასივის გააზრება შეუძლე-
ბელია, მაგრამ ის დამუშავების საშუალებას იძლევა (ნაბიჯი 2). ამის შემდეგ მკვლევარი
კვლევის ამოცანების შესაბამისად ირჩევს მონაცემების დამუშავების მეთოდს
(მეთოდებს), ანუ აძლევს შესაბამის ბრძანებას კომპიუტერულ პროგრამას (ნაბიჯი 3). ამის
შემდეგ მკვლევარს უკვე აქვს მასალის დამუშავების შედეგები (ნაბიჯი 4) – ისევ
მონაცემთა მასივის სახით, მაგრამ ამჯერად გაცილებით უფრო მცირე ზომისა, რომელიც
უკვე იძლევა კვლევის შედეგის გააზრებისა და შინაარსობრივი ინტერპრეტაციის
საშუალებას. აქვე უნდა ითქვას, რომ ამომწურავი მონაცემთა ანალიზი მოითხოვს, რო-
გორც წესი, მრავალჯერად დამუშავებას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. შესაბამი-
სად, კვლევის მონაცემების დამუშავების უცილობელი წინაპირობაა, ჯერ ერთი, მათემა-
ტიკური სტატისტიკის იმ მეთოდების ცოდნა, რომლებიც გამოიყენება ფსიქოლოგიური
და, ზოგადად, სოციალური კვლევის მონაცემების დამუშავებისას და, მეორეც, კომპიუ-
ტერთან მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევა.

1.2. რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები


1.2.1. რა არის გაზომვა
ნებისმიერი კვლევის ჩატარებისას გვაქვს კვლევის ობიექტი და ამ ობიექტის თვისებები.
ფსიქოლოგიაში კვლევის ობიექტია, როგორც წესი, ადამიანი – რესპონდენტი ან
ცდისპირი. სახელდობრ, ემპირიული კვლევის შემთხვევაში ეს იქნება „რესპონდენტი“,
ხოლო ექსპერიმენტული კვლევისას – „ცდისპირი“.
ობიექტის თვისებები გულისმხმობს თვისებებს, მკვლევარს რომ აინტერესებს; კვლევის
საგანია ამ თვისებების შესწავლა. შესაბამისად, საჭიროა ამ თვისების გამომხატვის
ამსახველი მაჩვენებლების დადგენა, ამიტომ ნებისმიერი კვლევა იწყება იმით, რომ
მკვლევარი არკვევს იმას, თუ რამდენად შესაძლებელია შესასწავლი თვისების
(თვისებების) გაზომვა, ანუ გამოხატვა გარკვეული ციფრების ან რიცხვების მეშვეობით.

3
გაზომვა ნიშნავს ობიექტისათვის ციფრის ან რიცხვის მიწერას გარკვეული წესის
შესაბამისად (სტივენსი). ეს წესი ადგენს შესაბამისობას ობიექტის გასაზომ თვისებასა და
გაზომვის შედეგს (მაჩვენებელს) შორის. გასაგებია, რომ მაჩვენებლის მიერ გასაზომი
თვისების ასახვის სიზუსტე დამოკიდებულია გაზომვის პროცედურაზე (ოპერაციაზე).
მაგალითად, შეიძლება გავყოთ ცდისპირთა ჯგუფი ორ ქვეჯგუფად საზრიანობის
მიხედვით: საზრიანი და ნაკლებად საზრიანი და შემდეგ მივაწეროთ თითოეულ
ცდისპირს გარკვეული სიმბოლო, ანუ ციფრი (ვთქვათ, 1 და 2), იმისდა მიხედვით, თუ
რომელ ჯგუფში მოხვდა იგი. მაგრამ შესაძლებელია აგრეთვე ყველა ცდისპირის
დალაგება საზრიანობის მიხედვით, სადაც ყველაზე საზრიანი დაიკავებს პირველ
ადგილს, ხოლო ყველაზე ნაკლებად საზრიანი – ბოლო ადგილს.
ამრიგად, იმისდა მიხედვით, თუ რა ოპერაციას ეფუძნება მაჩვენებლის გაზომვა, გამოყო-
ფილია ეგრეთ წოდებული „საზომი სკალები“, რომლებსაც სტივენსის სკალებსაც
უწოდებენ. სკალები იყოფა ორ ჯგუფად – რაოდენობრივი (თუ არსებობს გაზომვის
ერთეული ან შესაძლებელია მისი დადგენა) და თვისებრივი (თუ გაზომვის ერთეულის
დადგენა შეუძლებელია).
1.2.2. გაზომვის სკალები
1.2.2.1. თვისებრივი მონაცემები
თვისებრივი მონაცემები, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ორგვარი. მათ შორის
განსხვავების დადგენის კრიტერიუმი ძალიან მარტივია: გასარკვევია ის, შესაძლებელია
თუ არა მაჩვენებლების შედარება. თუ მონაცემები ისეთია, რომ რაიმე დამატებითი
კრიტერიუმის შემოტანის გარეშე მათი შედარება შეუძლებელია (ვთქვათ, ქალი და
მამაკაცი, ორი ტელეფონის ნომერი და ა.შ.), მაშინ ეს მონაცემები განეკუთვნება
სახელდების სკალას. მაგრამ თუ მონაცემები შედარების საშუალებას იძლევა (უფრო
მცოდნე, უფრო საზრიანი და ა.შ. ), საქმე გვაქვს რიგის სკალასთან.
სახელდების, ანუ ნომინალური, სკალა. ამ სკალას საფუძვლად უდევს პროცედურა, რო-
მელიც, ჩვეულებრივ, გაზომვასთან არ ასოცირდება. კერძოდ, ობიექტები ჯგუფდება
(გარკვეული წესის შესაბამისად) სხვადასხვა კატეგორიებად ისე, რომ თითოეულ
კატეგორიაში შემავალი ობიექტები იდენტურია გასაზომი ნიშნის მიხედვით. თითოეულ
კატეგორიას ენიჭება სახელი და აღნიშვნა – რაიმე ციფრი (კოდი). მაგალითად, „სქესი“ (1
– „მამაკაცი“; 2 – „ქალი“); ეროვნება (1 – „ქართველი“; 2 – „რუსი“; 3 – „სომეხი“ და ა.შ.).
როგორც ვხედავთ, აქ აღნიშვნის სახით გამოყენებულია ციფრი, კოდი და არა რიცხვი. შე-
საბამისად, ის ფაქტი, რომ ერთ კატეგორიას მივანიჭეთ ციფრი „1“, მეორეს კი – „2“, არ
გულისხმობს, რომ მეორე მეტია პირველზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში
ლაპარაკია ისეთ კატეგორიებზე, რომელთა შედარება რაიმე დამატებითი კრიტერიუმის
შემოტანის გარეშე შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ არითმეტიკული ოპერაციები
რიცხვებზე – მოწესრიგება ზრდის ან კლების მიხედვით, მიმატება-გამოკლება,
გამრავლება-გაყოფა – სახელდების სკალის მონაცემების შემთხვევაში აზრს
მოკლებულია. შესაბამისად, ობიექტების შედარებისას შეიძლება ერთადერთი დასკვნის
გაკეთება: ეს ობიექტები შედის ან ერთსა და იმავე, ანდა სხვადასხვა კატეგორიაში.
ამგვარი შეზღუდვების მიუხედავად, სოციალურ კვლევაში სახელდების სკალა ფართოდ

4
გამოიყენება, თუმცა ასეთი მონაცემების შემთხვევაში გამოიყენება დამუშავებისა და
ანალიზის სპეციალური პროცედურები.
რიგის სკალა. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ამ სკალაზე გაზომვა გულისხმობს ობი-
ექტებისათვის ციფრების მიწერას გასაზომი თვისების გამოხატულების მაჩვენებლის
შესაბამისად. მაგალითად, გარკვეული დავალების შესრულების ექსპერტული შეფასების
საფუძველზე შეიძლება ცდისპირთა დალაგება (რანჟირება) მიღებული შეფასების (ანუ
შესასწავლი თვისების გამოხატულების მაჩვენებლის) მიხედვით (ზრდადობით ან
კლებადით) და თითოეულისათვის დაკავებული ადგილის (რანგის) გამომხატველი
ციფრის მინიჭება. ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს საქმე მაშინაც, როცა ცდისპირს
ევალება თავისი დამოკიდებულების გამოხატვა შეთავაზებული სკალის მიხედვით.
მაგალითად, 5-საფეხურიანი სკალა, რომელზეც „1“ ნიშნავს „სრულიად არ ვეთანხმები“,
„2“ – „ვეთანხმები“, „3“ – „ჩამოყალიბებული აზრი არ მაქს“ („მიჭირს პასუხის გაცემა“), „4“
– „ვეთანხმები“, „5“ – „სრულიად ვეთანხმები“. 5-საფეხურიანი სკალის გარდა,
გამოიყენება 7-საფეხურიანი, 9-საფეხურიანი და 11-საფეხურიანი სკალებიც.
ამრიგად, რიგის სკალის მონაცემები იძლევა მეტ-ნაკლებობის მიმართების დადგენის
საშუალებას. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია ცდისპირთა შედარება, ანუ იმის გარკვევა,
თუ რომელს აქვს შესასწავლი თვისება მეტად ან ნაკლებად გამოხატული, თუმცა
შეუძლებელია იმის თქვა, რამდენით მეტით ან ნაკლებით და, მით უფრო, რამდენჯერ.
მაგალითად, გვაქვს სამი ჭურჭელი: ერთში ჩასხმულია ცხელი წყალი, მეორეში – თბილი,
მესამეში კი – ცივი. თუ თერმომეტრი (ანუ საზომი ინსტრუმენტი) არ გვაქვს, შეგვიძლია
მათი დალაგება ტემპერატურის მატების (ან კლების) მიხედვით, მაგრამ იმის თქმა, თუ
რამდენით მეტია ერთ ჭურჭელში ჩასხმული წყლის ტემპერატურა მეორეზე თუ
მესამეზე, შეუძლებელია. კიდევ ერთი მაგალითი: გამოცდაზე ზეპირ პასუხში სამმა
მოსწავლემ მიიღო შემდეგი შეფასება:

მოსწავლე შეფასება რანგი


А 10 1
В 8 3
С 9 2
შესაბამისად, შეიძლება იმის თქმა, რომ А მოსწავლემ მასალა ყველაზე კარგად იცოდა, В
მოსწავლემ – ყველაზე ცუდად, ხოლო С მოსწავლე ამ უკანასკნელზე უკეთ იყო მომზადე-
ბული, მაგრამ პირველს ჩამორჩა. ამიტომაც А მოსწავლეს მივაწერეთ რანგი 1, С
მოსწავლეს – რანგი 2, ხოლო В მოსწავლეს – რანგი 3. მაგრამ ცხადია, რომ მაინც ვერ
ვიტყვით იმას, რომ საგამოცდო მასალა А მოსწავლემ იმდენით (მით უფრო – იმდენჯერ!)
უკეთ იცოდა С მოსწავლეზე, რამდენითაც (რამდენჯერაც) ამ უკანასკნელმა В მოსწავლეს
აჯობა. ამრიგად, რიგის სკალის შემთხვევაში რიცხვების თვისებებიდან გათვალისწინე-
ბულია მხოლოდ ის თვისება, რომ ერთი მეტია მეორეზე.
რანგების მიწერისას გასათვალისწინებელია შემდეგი ორი გარემოება:
1. აირჩიეთ და დაიცავით რანგის (დაკავებული ადგილის) მიწერის წესი.
ამასთანავე, შეიძლება როგორც ზრდადობის, ისე კლებადობის წესის გამოყენება. პირველ
შემთხვევაში რანგი „1“ მიანიჭეთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, ხოლო მეორე
შემთხვევაში – ყველაზე მაღალს (როგორც მაგალითში).

5
2. თუ ორ არ მეტ ცდისპირს ერთნაირი მაჩვენებელი აქვს, მათ უნდა მივანიჭოთ რან-
გის საშუალო არითმეტიკული. მაგალითად, თუ ორმა ცდისპირმა მე-2 და მე-3 ადგილი
დაიკავა, მაშინ ორივეს მივანიჭებთ რანგს 2,5: (2+3)/2=2,5. ამ წყვილის მომდევნო
ცდისპირს მივაწერთ რანგს „4“ და ა.შ. ამ წესის შესაბამისად, N ცდისპირისაგან შემდგარ
ჯგუფში მინიჭებულ რანგთა ჯამი იქნება N(N+1)/2.

1.2.2.2. რაოდენობრივი მონაცემები


როგორც უკვე ითქვა, თუ არსებობს გაზომვის ერთეული, ანუ კვლევის მასალა
მიღებულია რაიმე სახის საზომი ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად, საქმე გვაქვს
რაოდენობრივ მონაცემებთან. მაგრამ აქაც გამოყოფილია ორი სკალა: ინტერვალებისა და
შეფარდების. ამ ორ სკალას შორის განსხვავება ისაა, რომ ინტერვალური სკალის
შემთხვევაში ათვლის წერტილი – ნული – არის არა აბსოლუტური (ანუ გასაზომი
თვისების სრულ არქონას, არარსებობას არ ნიშნავს), არამედ პირობითი. ინტერვალური
სკალის ტიპობრივი მაგალითია ტემპერატურის გაზომვა ცელსიუსის თერმომეტრით
(შეიქმნა 1742 წელს), რომელზეც „0“ გრადუსად პირობითად მიჩნეულია ყინულის
დნობის (ანუ წყლის მყარი მდგომარეობიდან თხევადში გადასვლის) ტემპერატურა,
ხოლო „100“ გრადუსად – წყლის დუღილის (ანუ თხევადი მდგომარეობიდან აირისებრ
მდგომარეობაში გადასვლის) ტემპერატურა. მაგრამ 00C – მხოლოდ ყინულის დნობის
წერტილია და არა ტემპერატურის, სითბოს სრული არარსებობა. შესაბამისად, თუ დღეს
თერმომეტრი +50C აჩვენებს, გუშინ კი +100C დაფიქსირდა, შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს
ტემპერატურა 5 გრადუსით ნაკლებია, ვიდრე გუშინ, მაგრამ ვერ ვიტყვით იმას, რომ
ტემპერატურა ორჯერ ნაკლებია1.
რაც შეეხება შეფარდების სკალას, მასზე ნული აბსოლუტურია, ანუ გასაზომი თვისების
სრულ არქონას (არარსებობას) ნიშნავს. ასე, მაგალითად, თუ ტემპერატურას კელვინის
სკალით გავზომავთ, რომელზეც ათვლის წერტილი არის აბსოლუტური ნული (-2730C,
დაახლოებით ასეთი იქნება კოსმოსში მოთავსებული სხეულის ტემპერატურა),
მივიღებთ უკვე შეფარდების სკალის მონაცემებს. შესაბამისად, მათი შედარებისას
შეიძლება არა მარტო იმის თქვა, რამდენით მეტია ერთი მეორეზე, არამედ იმისა, თუ
რამდენჯერ მეტია ერთი მეორეზე. მაგალითად, თუ ერთმა ცდისპირმა დავალება 5
წუთში შეასრულა, მეორემ კი – 10 წუთში, შეიძლება ვთქვათ, რომ პირველს 5 წუთით
მეტი დრო დასჭირდა, პირველმა დავალება ორჯერ უფრო სწრაფად შეასრულა.
ინტერვალური გაზომვა ხშირად გამოიყენება ფსიქოლოგიაში. სწორედ ინტერვალების
სკალას განეკუთვნება სტანდარტიზებული ფსიქომეტრული ფსიქოლოგიური ტესტით
მიღებული მასალა. რაც შეეხება შეფარდების, ანუ აბსოლუტურ, სკალას, მიუხედავად
იმისა, რომ ის ჩვეულია და ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორედ ასეთი სახის გაზომვას
ვიყენებთ, სოციალურ კვლევაში ის საკმაოდ იშვიათად გამოიყენება (მაგალითად, რეაქ-

1
თუ ტემპერატურის გასაზომად გამოვიყენებთ ფარენგეიტის თერმომეტრს (აქ “0“ გრადუსად აღებულია
1709 წლის ცივი ზამთრის ყველაზე დაბალი ტემპერატურა; ყინულის დნობის ტემპერატურა 32 გრადუსს
შეადგენს, 98 გრადუსი – ადამიანის სხეულის ნორმალურ ტემპერატურას და 212 გრადუსი – წყლის
დუღილის ტემპერატურას), მაშინ +50C-სა და +100C ნაცვლად მივიღებთ +410F-სა და +500F-ს, ანუ პირველი
მეორეზე ორჯერ მეტი აღარ არის.

6
ციის დროის გაზომვა და სხვ.). რაც მთავარია, კვლევის მასალის დამუშავების
თვალსაზრისით ამ ორი სკალის გამიჯვნა საჭირო არ არის (ერთეულოვანი გამონაკლისის
გარდა), ვინაიდან ერთი და იგივე დამუშავების მეთოდები გამოიყენება.

1.2.2.3. როგორ განვსაზღვროთ, თუ რომელი სკალით არის გაზომილი ცვლადი


გაზომვის სკალების დახასიათება შეიძლება დიფერენცირების უნარის (სიმძლავრის)
მიხედვითაც. სიმძლავრის კლების მიხედვით სკალები განლაგებულია შემდეგნაირად:
შეფარდების სკალა, ინტერვალების სკალა, რიგის სკალა და სახელდების სკალა. ამრიგად,
თვისებრივი სკალები ნაკლებად მძლავრია, ვიდრე რაოდენობრივი, ანუ ასახავს ნაკლებ
ინფორმაციას გასაზომი თვისების მიხედვით ობიექტთა (ცდისპირთა) შორის
განსხვავების შესახებ. შესაბამისად, რაოდენობრივი სკალა უკეთესად ახდენს
ცდისპირთა დიფერენცირებას. ამიტომ თუ მკვლევარს არჩევანი აქვს, მან უფრო მძლავრი
სკალა უნდა გამოიყენოს; ნაკლებად მძლავრი სკალის არჩევა ნიშნავს, ფაქტობრივად,
ცდისპირთა შორის ინდივიდუალური განსხვავების შესახებ ესოდენ მნიშვნელოვან
ემპირიულ ინფორმაციაზე უარის თქმას. სხვა საქმეა, რომ მასალა ამის საშუალებას
ხშირად არ იძლევა.
განსაზღვრა იმისა, თუ რომელ სკალას განეკუთვნება კვლევის მასალა, მონაცემთა
ანალიზის საკვანძო მომენტია: სწორედ ამაზეა დამოკიდებული ნებისმიერი მომდევნო
ნაბიჯი, ნებისმიერი მეთოდის არჩევა და გამოყენება და, შესაბამისად, მიღებული
შედეგების კორექტულობა.
მაგალითად, რესპონდენტი კითხვარის კითხვაზე – „რამდენად მნიშვნელოვანია
თქვენთვის მეგობრები?“ – პასუხის გასაცემად ირჩევს ერთ-ერთ პასუხს პასუხს შემდეგი
შეთავაზებული ხუთი ვარიანტიდან:
1. ძალიან მნიშვნელოვანი;
2. მნიშვნელოვანი;
3. მიჭირს პასუხის გაცემა;
4. ნაკლებად მნიშვნელოვანი;
5. უმნიშვნელო.
თუ მკვლევარს აინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანია რესპონდენტთათვის
მეგობრები, ცხადია, რომ საქმე გვაქვს რიგის სკალის მონაცემებთან. მაგრამ თუ
მკვლევარს აინტერესებს, თუ როგორ გადანაწილდა პასუხები ამ ვარიანტების მიხედვით
ან სურს მათი დაჯგუფება ამ დამოკიდებულების მიხედვით, ლოგიკური იქნება ამ ნიშნის
განხილვა, როგორც ნომინალურისა, ანუ სახელდების სკალაზე გაზომილისა –
„მნიშვნელოვანია“ და „მნიშვნელოვანი არ არის“.
აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიაში გაზომვა იშვიათად არის პირდაპირი (უშუალო), ანუ
იშვიათად არის შესაძლებელი შესასწავლი თვისებები უშუალოდ გაზომვა. ამიტომ ასეთ
თვისებაზე დასკვნა კეთდება ისეთი თვისებების გაზომვის საფუძველზე, რომლებიც
უშუალოდ იზომება. უშუალოდ იზომება, ვთქვათ, გარკვეულ დროში შესრულებულ
დავალებათა რაოდენობა, სწორი პასუხების რაოდენობა და ა.შ. ამ მონაცემების
საფუძველზე კეთდება დასკვნა ინტელექტზე, ამა თუ იმ უნარზე და სხვ. სწორედ ამ
პრინციპს ეფუძნება ფსიქომეტრული ფსიქოლოგიური ტესტები.

7
ამრიგად, პასუხი კითხვაზე, თუ როგორ გავმიჯნოთ რაოდენობრივი და თვისებრივი
მონაცემები, ასეთია: თუ არსებობს გაზომვის ერთეული, ანუ კვლევის მასალა
მიღებულია რაიმე სახის საზომი ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად, საქმე გვაქვს
რაოდებრივ მონაცემებთან. შესაბამისად, ფსიქომეტრული ფსიქოლოგიური ტესტის
მეშვეობით მიღებული მონაცემები რაოდენობრივი სკალითაა გაზომილი.

1.3. საწყისი მონაცემების ცხრილი


ამრიგად, საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, კვლევის მონაცემების წარმოდგენა ცხრი-
ლის სახით. ჩვეულებრივ, კვლევის პროცესში იზომება ობიექტის (ცდისპირის) რამ-
დენიმე ნიშანი, თვისება. ამასთანავე, თითოეული ეს ნიშანი, თვისება შეიძლება
სხვადასხვა სკალაზე იზომებოდეს. ზოგი წარმოდგენილია სახელდების სკალაზე და
მიუთითებს, თუ რომელ ჯგუფს განეკუთვნება ცდისპირი (სქესი, ასაკი, პროფესია,
საკონტროლო თუ ექსპერიმენტული ჯგუფი და ა.შ.). სხვა ნიშან-თვისება შეიძლება
რაოდენობრივ (მეტრულ) სკალაზე იყოს გაზომილი (ფსიქომეტრული ტესტის ქულა,
სწორად შესრულებული დავალების რაოდენობა, დავალების შესრულების დრო, სწორად
დახსომებულ სიტყვათა რაოდენობა და ა.შ.) ანდა რიგის სკალაზე (ლაიკერტისსკალით
მიღებული მონაცემები და სხვ.).
მონაცემების წარმოდგენა ცხრილის სახით ეფუძნება შემდეგ პრინციპს: ცხრილის
თითოეული სტრიქონი შეესაბამება ერთ ობიექტს (ცდისპირს), ხოლო სვეტი – ერთ გაზო-
მილ ნიშან-თვისებას. შემდგომი ანალიზის პროცესში თითოეული ნიშან-თვისება განი-
ხილება, როგორც ცვლადი სიდიდე, ანუ უბრალოდ „ცვლადი“, რომლის მნიშვნელობა
იცვლება ერთი ობიექტიდან (ცდისპირიდან) მეორეზე გადასვლისას.
მაგალითად, ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი იყო გარკვევა იმისა,
აღინიშნება თუ არა გენდერული და ასაკობრივი განსხვავება ფიზიკური აგრესიის დონის
მიხედვით სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის. ფიზიკური აგრესიის
გასაზომად მან გამოიყენა შესაბამისი ფსიქომეტრული ტესტი. გარდა ამისა, ფსიქოლოგს
აინტერესებდა, ხომ არ არის ფიზიკური აგრესია დაკავშირებული ფრუსტრაციასთან.
შესაბამისად, მან ყველა ცდისპირს შესთავაზა კიდევ ერთი ასეთი კითხვა:
1. საერთო ჯამში რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი ამჟამინდელი ცხოვრებით?
უაღრესად კმაყოფილი +3 +2 +1 0 -1 -2 -3 უაღრესად უკმაყოფილო
სულ გამოკითხულ იქნა 200 ცდისპირი, მათ შორის 101 11-12 კლასის მოსწავლე (51
გოგონა და 50 ბიჭი) და 99 სტუდენტი (50 ქალიშვილი და 49 ვაჟი). შესაბამისად, ცხრილის
პირველი სვეტი იქნება ცდისპირის რიგითი ნომერი, 1-დან 200-ის ჩათვლით. მეორე და
მესამე სვეტებში მითითებულია სქესი და ასაკობრივი ჯგუფი (მოსწავლე ან სტუდენტი),
ხოლო მეოთხე სვეტში – ფიზიკური აგრესიის მაჩვენებელი (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1
საწყისი მონაცემების ცხრილის ნიმუში
№ სქესი ასაკობრივი აგრესიის მაჩვენებელი ცხოვრებით კმაყოფილება
ჯგუფი
1 მდედრობითი მოსწავლე 32 +2
2 მამრობითი სტუდენტი 48 -1
... ... ... ... ...
200 ... ... ... ...

8
საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ ცდისპირთა ნუმერაცია საწყისი მონაცემების
ცხრილში გამჭოლია, ამა თუ იმ ჯგუფისადმი კუთვნილების მიუხედავად. ის, თუ რომელ
ჯგუფს განეკუთვნება ცდისპირი, განისაზღვრება შესაბამისი ცვლადის (სქესი, ასაკობრი-
ვი ჯგუფი) მნიშვნელობით.
ცხრილი 2
ცვლადების წინასწარი ნუსხა
№ სახელწოდება ტიპი შესაძლო მნიშვნელობათა
დიაპაზონი
1 რიგითი ნომერი რაოდენობრივი 1-200
2 სქესი სახელდების სკალა 1-2
3 ასაკობრივი ჯგუფი რიგის სკალა 1-2
4 აგრესიის ტესტური ქულა რაოდენობრივი 1-100
5 ცხოვრებით კმაყოფილება რიგის სკალა «-3» დან «+3»-მდე
ამრიგად, ცხრილის სტრუქტურა კვლევის გეგმის შესაბამისი უნდა იყოს. მეორე
მხრივ, კვლევის გეგმა შედგენილ უნდა იქნეს ისე, რომ იძლეოდეს საწყისი მონაცემების
დამუშავების საშუალებას კვლევის ჰიპოთეზის (მიზნების) შესაბამისად. ასეთი შესაბამი-
სობის უზრუნველყოფის ყველაზე მარტივი გზა არის მონაცემთა სტრუქტურის განსაზ-
ღვრა კვლევის დაგეგმვის ეტაპზე, ანუ მონაცემების მოგროვებამდე, რაც იძლევა როგორც
კვლევის დაგეგმვასთან, ისე ორგანიზებასთან დაკავშირებული ტიპობრივი შეცდომების
თავიდან აცილების საშუალებას. კვლევის დაგეგმვის ეტაპზე მონაცემების სტრუქტურა
შეიძლება წინასწარ განისაზღვროს ცვლადების წინასწარი ნუსხის სახით; ვთქვათ, ჩვენი
მაგალითისათვის ის იქნება ისეთი, როგორც მე-2 ცხრილში.

1.4. მონაცემთა ფაილის შექმნა SPSS-ში


პროგრამის გასახსნელად დაჭერით პროგრამის ნიშანს. პროგრამის გახსნისას
არააქტიური მთავარი ფანჯრის ფონზე ჩანს SPSS-ის მუშაობის რეჟიმის არჩევის ფანჯარა
(ნახ. 1.4.1). მთავარ ფანჯარაში გადასასვლელად დააჭირეთ ღილაკს „Cancel“. გაიხსნება
პროგრამის მთავარი ფანჯარა – ელექტრონული ცხრილი, რომელიც განკუთვნილია მო-
ნაცემთა ფაილის შექმნისა და რედაქტირებისათვის.

ნახ. 1.4.1. გადართვის იარლიყი

9
ამ ცხრილის ქვედა მარცხენა კუთხეში განლაგებულია ორი ღილაკი – „Data View და
Variable View“ (ნახ. 1.4.2), რაც მიუთითებს, რომ ის ორ გვერდს (ჩანართს) შეიცავს: მონა-
ცემების რედაქტორი („Data View) და ცვლადების რედაქტორი Variable View.

ნახ. 1.4.2. გადართვის ღილაკები

Data View (მონაცემები) განკუთვნილია ცვლადების მნიშვნელობათა შეტანისა და


რედაქტირებისათვის (ნახ. 1.4.3).
Variable View (ცვლადები) განკუთვნილია ცვლადების შესახებ ინფორმაციის, ანუ
ცვლადის მახასიათებლების, შეტანისა და რედაქტირებისათვის (იხ. ნახ. 1.4.4).

მონიშნული წარწერა მიუთითებს,


რომ გახსნილია მონაცემთა
რედაქტორი
ნახ. 1.4.3. მონაცემთა რედაქტორი: Data View (მონაცემები)

მონიშნული წარწერა მიუთითებს,


რომ გახსნილია ცვლადების
რედაქტორი
ნახ. 1.4.4. მონაცემთა რედაქტორი: Variable View (ცვლადები)

ამრიგად, ეს ორი გვერდი მონაცემებისა და მათ შესახებ ინფორმაციის დათვალიერებისა


და რედაქტირების საშუალებას იძლევა. ერთი გვერდიდან მეორეზე გადასასვლელად
ვირჩევთ შესაბამის გვერდს (Data View ან Variable View) – მარცხენა კუთხეში განთავსე-
ბული გადამრთველის – Data View/Variable View მეშვეობით (ნახ. 1.4.3-1.4.4).
გვერდი Data View (მონაცემები) ელექტრონული ცხრილია, რომლის სვეტი, როგორც
ზემოთ ითქვა, შეესაბამება ცვლადს (გაზომილ მახასიათებელს), ხოლო სტრიქონი – რეს-
პონდენტს. შესაბამისად, ცხრილში სვეტი გვაქვს იმდენი, რამდენიც ცვლადი, ხოლო
სტრიქონი – იმდენი, რამდენიც რესპონდენტი, ანუ მონაცემთა ფაილის ზომას განსაზ-
ღვრავს ცვლადებისა და რესპონდენტების რაოდენობა. თითოეული უჯრედი (სვეტისა
და სტრიქონის დადაკვეთა) ერთი ცვლადის ერთ მნიშვნელობას შეიცავს. დაუშვებელია
ერთ უჯრედში ერთ მნიშვნელობაზე მეტის შეტანა! ამასთანავე, სხვა ელექტრონული
ცხრილისგან (ვთქვათ, Excel) განსხვავებით, Data View უჯრედებში ფორმულის შეტანა არ
შეიძლება.
გვერდი Variable View (ცვლადები) მონაცემთა ფაილში შეტანილი ცვლადების აღ-
წერას შეიცავს. აქ სტრიქონი არის ცვლადი, ხოლო სვეტი – ამ ცვლადის მახასიათებლები.

10
ამასთანავე, შეიძლება ცვლადის დამატება თუ წაშლა, მისი მახასიათებლების შეცვლა.
მონაცემთა ფაილის შექმნის პროცესში შეიძლება ორი ძირითადი მოქმედების გამოყოფა:
1) მონაცემების შეტანა გვერდზე Data View და 2) ცვლადების სახელისა და პარამეტრების
(მახასიათებლების) მითითება გვერლზე Variable View.

1.5. მონაცემთა რედაქტორში (Data View) მონაცემების შეტანა


პროგრამაში მონაცემების შეტანის ორი გზა არსებობს: შეიძლება მონაცემების უშუ-
ალოდ SPSS-ში შეტანა2 ან საწყისი მონაცემთა ცხრილის მომზადება Excel-ში (ან სხვა
ელექტრონულ ცხრილში) და შემდეგ პროგრამა SPSS-ში გადატანა. ამის გაკეთება შეიძ-
ლება როგორც „ხელით“, ანუ კოპირებისა (Copy) და ჩასმის (Paste) ბრძანებების
გამოყენებით, ისე ავტომატურად, პროგრამის შესაბამისი ბრძანების გამოყენებით.

1.5.1. Excel-ში მომზადებული მონაცემთა ბაზის „ხელით“ გადატანა


Excel-ში მომზადებული მონაცემთა ბაზის პროგრამა SPSS-ში გადასატანად კოპირებისა
(Copy) და ჩასმის (Paste) ბრძანებათა გამოყენებით საჭიროა მხოლოდ მონაცემების მო-
ნიშვნა, ცხრილის პირველი სტრიქონის გარეშე, რომელშიც მითითებულია ცვლადების
სახელები (ნახ. 1.4.1.1).

ნახ. 1.5.1.1. SPSS პროგრამაში გადასატანად მონიშნული Excel-ში მომზადებული ცხრილი

დააკოპირეთ (Copy) მონიშნული მონაცემები, გადადით გახსნილ SPSS-ის ფაილზე, მო-


ნიშნეთ პირველი ზედა მარცხენა უჯრედი და აირჩიეთ ბრძანება Paste. ანალოგიური
წესით შეიძლება SPSS-დან მონაცემების გადატანა Excel-ში. ამ შემთხვევაში ცვლადების
სახელების გვერდი შევსებულ უნდა იქნეს ასევე „ხელით“. მაგრამ ეს ხერხი მოუხერხე-
ბელია, თანაც გადატანისას შეცდომების ალბათობაც არსებობს.

1.5.2. Excel-ში მომზადებული მონაცემთა ბაზის გადატანა „Open“ ღილაკით


ამ შემთხვევაში Excel-ში მომზადებული მონაცემთა ბაზაში შემავალი ცვლადების
სახელები უნდა პასუხობდეს SPSS-ის მოთხოვნებს ცვლადის სახელის მიმართ (იხ. § 1.6.1.
ცვლადის შემოკლებული სახელი). პროგრამის ზედა ნაწილში განლაგებულია ეგრეთ წო-
დებული „ინსტრუმენტების პანელი“ (ნახ. 1.4.2.1), რომელიც ხელმისაწვდომია როგორც
მონაცემების („Data View), ისე ცვლადების (Variable View) გვერდიდან.

ნახ. 1.5.2.1. ინსტრუმენტების პანელი

ინსტრუმენტების პანელზე აირჩიეთ File, ხოლო File-ის ჩამოშლილ ჩამონათვალში – Open


(“გახსნა”)➔Data (მონაცემები) (ნახ. 1.5.2.2). გაიხსნება ფანჯარა Open Data (“მონაცემების
გახსნა”) (ნახ. 8), სადაც საჭიროა Excel-ის ფაილის „მისამართის“ მითითება.

2
არსებობს აგრეთვე ცალკე მოდული, რომელიც განკუთვნილია მონაცემების შესატანად, მაგრამ ეს
მოდული საბაზისო პაკეტს არ მოჰყვება.

11
ნახ. 1.5.2.2. მონაცემების გადატანა „Open“ ღილაკის გამოყენებით

მომდევნო ნაბიჯია ფაილის ტიპის შეცვლა, რადგან შეთავაზებულია SPSS-ის ფორ-


მატის არჩევა: ველში Files of type (ფაილის ტიპი) მითითებულია „SPSS Statistics (.sav)” (ნახ.
1.5.2.3). ამიტომ ამ ველის მენიუს ჩამონათვალიდან ვირჩევთ ფორმატს Excel3 (ნახ. 1.5.2.4).
ფაილის ტიპის შეცვლის შემდეგ დააჭირეთ ქვედა მარჯვენა კუთხეში განლაგებულ ღი-
ლაკს Open (“გახსნა”).

ნახ. 1.5.2.3. ფანჯარა Open Data (“მონაცემების გახსნა ”)

ნახ. 1.5.2.4. ფაილის ტიპის შეცვლა

გაიხსნება ფანჯარა Opening Excel Data Source („Excel მონაცემების წყაროს გახსნა“)
(ნახ. 1.5.2.5). თუ სამუშაო გვერდი (Worksheet) სწორად არის მითითებული, დააჭირეთ
ღილაკს OK. ამის საპასუხოდ გაიხსნება შევსებული მონაცემების გვერდი („Data View).

ნახ. 1.5.2.5. ფანჯარა Opening Excel Data Source („Excel მონაცემების წყაროს გახსნა“)

3
როგორც მითითებული გაფართოებიდან ჩანს, დასაშვებია Excel-ის როგორც ძველი, ისე ახალი ვერსიების
გამოყენება.

12
1.5.3. Excel-ში მომზადებული მონაცემთა ბაზის გადატანა – „მონაცემების
იმპორტი“
ინსტრუმენტების პანელზე განთავსებული File-ის მენიუში აირჩიეთ Open Database (“მო-
ნაცემთა ბაზის გახსნა”)➔New Query (ახალი მოთხოვნა) (ნახ.1.5.3.1).

ნახ. 1.5.3.1. მონაცემთა ბაზის გახსნა

გაიხსნება ფანჯარა Database Wizard (“მონაცემთა ბაზის ოსტატი”) (ნახ. 1.5.3.2). ფანჯარაში
ODBC Data Sources („მონაცემთა წყარო“) მიუთითეთ საწყისი მონაცემთა ცხრილის ფორ-
მატი – Excel და დააჭირეთ ღილაკს Next („შემდეგი“). გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც უნ-
და მიუთითოთ საწყისი მონაცემთა ცხრილის „მისამართი“ (ნახ. 1.5.3.3). ეს კეთდება ისე,
როგორც სხვა ნებისმიერ კომპიუტერულ პროგრამაში: დააჭირეთ ღილაკს Browse (დათ-
ვალიერების ღილაკი) და აირჩიეთ საჭირო Excel-ის ფაილი (ნახ. 1.5.3.4). გახსოვდეთ, რომ
ამ დროს ეს ფაილი აუცილებლად დახურული უნდა იყოს.

ნახ. 1.4.3.2. მონაცემთა ბაზის ოსტატი

გაიხსნება ფანჯარა Select Data (მონაცემთა შერჩევა), რომლის მარცხენა ნაწილში


წარმოდგენილია ფაილის სახელი, თუ Excel-ის ფაილში საწყისი მონაცემების ცხრილი
ერთ გვერდს (Sheet) შეიცავს. თუ ამ ფაილში რამდენიმე გვერდია (Sheet), მაშინ აისახება
ამ გვერდების ჩამონათვალი (მაგალითად, Sheet 1, Sheet 2 და ა.შ.). მონიშნეთ საჭირო
გვერდი და დააჭირეთ ისარს (ნახ. 1.5.3.5).

ნახ. 1.5.3.3. ღილაკი Browse

13
ნახ. 1.5.3.4. ღილაკი Browse მითითებული საჭირო ფაილის „მისამართით“

ნახ. 1.5.3.5. მონაცემთა შერჩევა

ფაილში შეტანილი ცვლადების ჩამონათვალი მარჯვენა ნაწილში გადაინაცვლებს


(ნახ. 1.5.3.6). როგორც ვხედავთ, მონაცემები მონიშნულია, რაც ნიშნავს, რომ საჭიროები-
სამებრ შეიძლება ამა თუ იმ ცვლადის თუ ცვლადების ამოღება. დააჭერეთ ამ ფანჯრის
ქვედა ნაწილში განთავსებულ ღილაკს Finish (დასრულება). ამის საპასუხოდ გაიხსნება
შევსებული მონაცემების გვერდი („Data View).

ნახ. 1.5.3.6. არჩეული ცვლადები


მონაცემთა პროგრამაში გადატანის ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია მაშინ,
როცა გვჭირდება Excel-ის ფაილიდან მხოლოდ გარკვეული ცვლადების გადატანა. თუმ-
ცა, უფრო მოსახერხებელია, თუ პროგრამაში გადასატანად მომზადებულ საწყის მონაცემ-
თა ცხრილში ასეთი ზედმეტი ცვლადები არ იქნება.

1.5.4. Excel-ში მომზადებული მონაცემთა ბაზის გადატანის ყველაზე მარტივი


ხერხი
გახსენით SPSS-ის ახალი ფაილი. შეამცირეთ ფაილის „ფანჯარა“ პროგრამის სახელ-
წოდების პანელზე შესაბამის ღილაკზე დაჭერით (ნახ. 1.5.4.1), რათა მან ეკრანის მხოლოდ
ნაწილი დაიკავოს. Excel-ის ფაილი საწყისი მონაცემთა ცხრილით დახურულია. „მოკი-

14
დეთ ხელი“ ამ ფაილს, ანუ მიიტანეთ „მაუსი“ ამ ფაილის სახელთან და დაჭერილი მარ-
ცხენა ღილაკით გადაიტანეთ (ჩააგდეთ) SPSS-ის ფაილში.

ნახ. 1.5.4.1. სახელწოდების პანელი


გაიხსნება ფანჯარა Opening Excel Data Source („Excel მონაცემების წყაროს გახსნა“)
(ნახ. 1.4.2.5). თუ სამუშაო გვერდი (Worksheet) სწორად არის მითითებული, დააჭირეთ
ღილაკს OK. ამის საპასუხოდ გაიხსნება შევსებული მონაცემების გვერდი („Data View).

1.5.5. შექმნილი ფაილის შენახვა


შექმნილი SPSS-ის ფაილის შენახვის ოპერაცია ისეთივეა, როგორც სხვა ნებისმიერ
კომპიუტერულ პროგრამაში: აირჩიეთ Save (“შენახვა”): ა) კლავიატურაზე “Ctrl+S” კლავი-
შების კომბინაცია; ბ) ინსტრუმენტების პანელზე განთავსებული File-ის მენიუში (ნახ.
1.5.5.1); გ) „მაუსის“ მარჯვენა ღილაკით გახსნილი ჩამონათვალი; დ) ინსტრუმენტების
პანელზე განთავსებული ღილაკი Save (ნახ. 1.5.5.1).

ნახ. 1.5.5.1. ინსტრუმენტების პანელი: ღილაკი Save

გახსნილ ფანჯარაში დაარქვით ფაილს სახელი, აირჩიეთ საჭირო „მისამართი“ და


დაადასტურეთ შენახვის ბრძანება ღილაკზე Save დაჭერით. როგორც ითქვა, SPSS-ის
ფაილი ორ გვერდს შეიცავს: მონაცემების რედაქტორი („Data View) და ცვლადების რე-
დაქტორი Variable View. შექმნილი SPSS-ის ფაილის შენახვის დროს გახსნილი უნდა იყოს
მონაცემთა რედაქტორი („Data View). დაბოლოს, SPSS-ის პროგრამაში შექმნილ მონა-
ცემთა ფაილს აქვს გაფართოება „.sav“.

1.6. მონაცემების შეტანა გვერდზე Variable View


გადადით ცვლადების გვერდზე (Variable View), რისთვისაც დააჭირეთ მარცხენა
კუთხეში განთავსებულ იარლიყს შესაბამისი სახელწოდებით (Variable View). აქ საჭიროა
თანამიმდევრულად, სტრიქონ-სტრიქონ, თითოეული ცვლადის ყველა მახასიათებლის
მითითება.

1.6.1. ცვლადის შემოკლებული სახელი


გვერდის – Variable View („ცვლადები“) პირველ სვეტში – Name (სახელი) მისათითე-
ბელია თოთოული ცვლადის შემოკლებული სახელი. გასათვალისწინებელია, რომ ამ
სვეტში შესატან სიმბოლოთა მიმართ გარკვეული შეზღუდვები არსებობს, კერძოდ:
• ყოველი ცვლადის სახელი უნიკალური უნდა იყოს, სახელის გამეორება დაუშვე-
ბელია.
• SPSS-ის ახალ ვერსიებში ცვლადის სახელის სიგრძე 64 ბაიტს (სიმბოლოს) არ უნდა
აღემატებოდეს; პროგრამის უფრო ადრეულ ვერსიებში სახელის მაქსიმალური
სიგრძე 8 სიმბოლოზე მეტი ვერ იქნებოდა. 64 ბაიტი ერთბაიტიან ენაში (მაგალითად,
ინგლისური, გერმანული, რუსული), ჩვეულებრივ, 64 სიმბოლოს ნიშნავს.

15
• სახელის პირველი სიმბოლო უნდა იყოს არა ციფრი, არამედ ანბანის რომელიმე ასო.
შემდგომი სიმბოლოები შეიძლება იყოს ასოების, რიცხვების, წერტილების, ხაზგას-
მის („ქვედა ტირე“) თუ $, # და @ სიმბოლოების ნებისმიერი კომბინაცია, მაგრამ არა
პუნქტუაციის ნიშნები (მძიმე, წერტილ-მძიმე, ბრჭყალები, ძახილის თუ კითხვის
ნიშნები), წერტილის. მაგალითად, A._$@# დასაშვები სახელია. ამასთანავე, ცვლადის
სახელი წერტილით არ უნდა მთავრდებოდეს4. მსგავსი მიზეზის გამო სასურველი არ
არის ბოლო სიმბოლოს სახით ხაზგასმის („ქვედა ტირეს“) გამოყენება.
• ცვლადის სახელი სიტყვებს შორის მანძილს არ უნდა შეიცავდეს.
• ცვლადის სახელში არ შეილება შემდეგი სიტყვების გამოყენება: all, and, by, eq, ge, gt,
le, lt, ne, not, or, to и with5.
• პროგრამის ადრეულ ვერსიები სვეტში „სახელი“ ზედა და ქვედა რეგისტრის სიმბო-
ლოები არ აღიქმებოდა, როგორც განსხვავებული, ანუ, მაგალითად, სახელები ID, id,
Id и ID იდენტური იყო. პროგრამის ახალ ვერსიებში პროგრამა ზედა და ქვედა რე-
გისტრს განასხვავებს და დამუშავების შედეგებში ცვლადის სახელი აისახება გამოყე-
ნებული რეგისტრით.
შევავსოთ სვეტი Name ჩვენი მაგალითისათვის, რომელშიც გამოყენებული იყო ხუ-
თი ცვლადი (იხ. ცხრ. 2). პირველი ცვლადია „რიგითი ნომერი“, ამიტომ სვეტის პირველ
უჯრაში ჩავწეროთ (ან გამოვიყენოთ კოპირებისა (Copy) და ჩასმის (Past) ბრძანებები)
სიტყვა „ნომერი“ (ბრჭყალების გარეშე!). სვეტის მეორე უჯრაში ჩავწეროთ სიტყვა „სქესი“,
მესამეში – „ჯგუფი“, მეოთხეში – „აგრესია“ და მეხუთეში – „კმაყოფილება“. რა თქმა უნდა,
შეიძლება ნებისმიერი სხვა სახელების გამოყენება, ოღონდ ზემოთ მითითებული
შეზღუდვების გათვალისწინებით.

1.6.2. ცვლადის ტიპი


მეორე სვეტია პარამეტრი Туре (ტიპი); აქ საჭიროა ცვლადის ტიპის განსაზღვრა.

ნახ. 1.6.2.1. დიალოგის ფანჯარა Define Variable Type – ცვლადის ტიპის განსაზღვრა

უნდა ითქვას, რომ შენატილ მონაცემებს პროგრამა ავტომატურად წარმოადგენს


რიცხვის სახით – ათწილადისა ორი ნიშნის (ასეულების) სიზუსტით. დააჭკაპუნეთ ამ
სვეტის ნებისმიერი უჯრების მარჯვენა კუთხეზე. გამოჩნდება ღილაკი სამი წერტილით:
. მასზე დაჭკაპუნების შედეგად გაიხსნება დიალოგის ფანჯარა Variable Type – ცვლა-

4
წერტილი შეიძლება იქნეს აღქმული, როგორც ბრძანების დასრულების სიმბოლო.
5
ესაა ეგრეთ წოდებული „დარეზერვებული“ სიტყვები, რომლებსაც თავად პროგრამა იყენებს, როცა,
მაგალითად, Excel-სა თუ სხვა ელექტრონული ცხრილის პროგრამაში მომზადებული მონაცემები SPSS-
ში გადაგვაქვს არა კოპირებისა (Copy) და ჩასმის (Past) ბრძანებების გამოყენების, არამედ ავტომატურად,
„მონაცემების იმპორტის“ მეშვეობით.

16
დის ტიპის განსაზღვრა (იხ. ნახ. 1.6.2.1). როგორც ვხედავთ, გათვალისწინებულია
შემდეგი ტიპის ცვლადები:
• რიცხვითი (Numeric). ესაა ცვლადი, რომლის ყველა მნიშვნელობა ან რიცხვია, ანდა
აღნიშნულია ციფრით (მინიჭებული აქვს კოდი). ყველა ეს რიცხვი/ციფრი სტანდარ-
ტული რიცხვითი ფორმატით აისახება. შემთხვევათა უმრავლესობაში მონაცემების
დამუშავებისას საქმე გვაქვს სწორედ რიცხვით მონაცემებთან. ამიტომ მონაცემთა
რედაქტორში (Data View) მონაცემების შეტანისთანავე პროგრამა ავტომატურად ირ-
ჩევს სწორედ ამ ვარიანტს. იმ იშვიათად შემთხვევაში, როცა ცვლადის მნიშვნელობა
სიტყვიერია, ანუ წარმოდგენილია ტექსტური ინფორმაციის ან სიტყვისა და
ციფრების კომბინაციის სახით, საჭიროა გადამრთელის – „String“ (ტექსტური)–
დაყენება.
• მძიმე (Comma). ამ ვარიანტის არჩევისას რიცხვითი მნიშვნელობის ყოველი სამი
თანრიგი გამოყოფილია მძიმით, ხოლო წილადი ნაწილის გამოსაყოფად გამოიყე-
ნება წერტილი.
• წერტილი (Dot). ამ ვარიანტის არჩევისას რიცხვითი მნიშვნელობის ყოველი სამი
თანრიგი გამოყოფილია წერტილით, ხოლო წილადი ნაწილის გამოსაყოფად გამოი-
ყენება მძიმე.
• მეცნიერული ჩანაწერი (Scientific notation). რიცხვითი მნიშვნელობის ექსპოტენ-
ციური წარმოდგენა.
• თარიღი (Date). აქ შეიძლება ავირჩიოთ თარიღი ან დრო; ამ ვარიანტის არჩევისას ამ
„ფანჯრის“ მარჯვენა კუთხეში იხსნება თარიღის თუ დროის ჩაწერის სხვადასხვა
ფორმატი, რომელთაგანაც ვირჩევთ (მოვნიშნავთ) სასურველს.
• დოლარი (Dollar). რიცხვითი ცვლადი დოლარის ნიშნით ($). მნიშვნელობების შე-
ტანა მონაცემთა რედაქტორში (Data View) შეიძლება როგორც $ (რიცხვის წინ)
გამოყენებით, ისე მის გარეშე.
• გამოყენებული ვალუტა (Custom currency). რიცხვითი ცვლადი ჩვენ მიერ შერჩეული
ერთ-ერთი ფულადი ფორმატით, რომელსაც ასევე ვირჩევთ იმ ჩამონათვალიდან,
რომელიც იხსნება „ფანჯრის“ მარჯვენა კუთხეში ამ ვარიანტის (Custom currency)
არჩევისას.
• ტექსტური ცვლადი (String). როგორც უკვე ითქვა, ესა ცვლადი ტექსტური მნიშვ-
ნელობით. ასეთი ცვლადის გამოყენება გაანგარიშებისას შეუძლებელია. ტექსტური
ცვლადის გამოყენება გამოთვლისას შეუძლებელია, ამიტომ, თუ ეს აუცილებელი არ
არის, უკეთესია შესაბამისი ცვლადის მნიშვნელობები ციფრებით აღვნიშნოთ, ანუ
კოდები მივანიჭოთ – იმ წესის შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებულია სახელ-
დების სკალის მონაცემებისათვის – ერთნაირ მნიშვნელობებს ერთნაირი ციფრები,
განსხვავებულ კი – განსხვავებული.
გარდა ამისა, ამავე „ფანჯარაში“ პროგრამა გვთავაზობს მონაცემთა რედაქტორი-
სათვის (Data View) ცვლადის სიგანის (Width) არჩევასა და მონაცემების წარმოდგენის სი-
ზუსტის, ანუ ათწილადის ნიშნების (Decimals) არჩევას. ამასთანავე, იგივეს გვთავაზობს
Variable View (ცვლადები) შემდეგი ორი სვეტიც – Width და Decimals. შესაბამისად,
სვეტის სიგანის განსაზღვრა და ცვლადის მნიშვნელობის საჭირო სიზუსტის მითითება
შეიძლება როგორც ამ „ფანჯრიდან“, ისე მომდევნო ორი სვეტის მეშვეობით.
ახლა კი უკვე შეგვიძლია სვეტის – Туре შევსება ჩვენი მაგალითისათვის (ცხრ. 2). ამ
მაგალითში ყველა ცვლადის მნიშვნელობა გამოსახულია რიცხვით ან ციფრით,

17
ტექსტური ცვლადი გამოყენებული არ არის. ამიტომ ამ სვეტში ვტოვებთ ვარიანტს,
რომელსაც პროგრამა ავტომატურად გვთავაზობს: რიცხვითი (Numeric).

1.6.3. სიგანე
ცვლადების მნიშველობათა რედაქტორის (Variable View) მესამე სვეტია სიგანე
(Width). ავტომატურად პროგრამით გათვალისწინებულია 8 ნიშნის შეტანის შესაძლებ-
ლობა. რიცხვით ან ციფრით წარმოდგენილი რიცხვითი ცვლადისათვის ამ შეთავაზებუ-
ლი ვარიანტის შეცვლა საჭირო არ არის, თუ გვჭირდება რვანიშნა რიცხვზე (ასეული მი-
ლიონი) უფრო დიდი მნიშვნელობის შეტანა.
მაგრამ ტექსტური ცვლადის (String) შემთხვევაში აუცილებელია ცვლადის მნიშვნე-
ლობაში შემავალი ნიშნების რაოდენობის შეცვლა: თუ ცვლადის მნიშვნელობის აღსანიშ-
ნავად გამოყენებულ სიმბოლოთა რაოდენობა რვას აღემატება, მას მონაცემთა რედაქ-
ტორში (Data View) ვერ გადაიტანთ. ამიტომ აუცილებელია შესაბამისი ფორმატის, ანუ
ნიშნების რაოდენობის, არჩევა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროა თითოეულ შესატან
პასუხში შემავალი ნიშნების რაოდენობის ზუსტად დათვლა; საკმარისია სავარაუდო მაქ-
სიმალური რაოდენობის მითითება, მაგრამ გარანტირებული „მარაგით“. მაგალითად, შე-
სატანია პასუხები ღია კითხვაზე: გადავხედოთ პასუხებს, ავირჩიოთ მათ შორის ყველაზე
„გრძელი“ და დავთვალოთ ნიშნების რაოდენობა (სიტყვებს შორის ინტერვალის ჩათ-
ვლით). მაგრამ შეიძლება ამის გარეშეც პირდაპირ მივუთითოთ საკმარისად დიდი
რიცხვი – 100, 150, 200 და ა.შ., მით უფრო, რომ მონაცემების შეტანის შემდეგ სა-
ჭიროებისამებრ შეიძლება ამ მაჩვენებლის რედაქტირებაც. ნათქვამს შეიძლება დავუმა-
ტოთ ის, რომ სხვა პროგრამაში (მაგალითად, Excel-ში) მომზადებული მონაცემების
გახსნისას („მონაცემების იმპორტი“) SPSS-ის ფორმატით ავტომატურად არჩეული ტექს-
ტური ცვლადის სიგანე, როგორც წესი, 255 ნიშანს შეადგენს.
ფორმატის შესაცვლელად შეიძლება „მრიცხველის“ – შესაბამისი ღილაკის გამოყე-
ნება (ზედა ღილაკით გაზრდა, ქვედა ღილაკით შემცირება) ანდა კლავიატურიდან
საჭირო რიცხვის ჩაბეჭდვა.

1.6.4. ცვლადის მნიშვნელობის წარმოდგენის ფორმატი


Variable View მეოთხე სვეტით (Decimals) განისაზღვრება მონაცემთა რედაქტორში
(Data View) ცვლადის მნიშვნელობის წარმოდგენის ფორმატი – მთელი რიცხვი თუ ათწი-
ლადი შესაბამისი სიზუსტით. პროგრამით ავტომატურად გათვალისწინებულია ფორ-
მატი – ათწილადი ორი ნიშნის (ასეულების) სიზუსტით. აქვე უნდა ითქვას, რომ რიც-
ხვითი ცვლადის შემთხვევაში, რომელშიც ათწილადის ნიშნები გამოყოფილია წერტი-
ლით ან მძიმით, მონაცემთა რედაქტორში (Data View) მნიშვნელობის შეტანა შეიძლება 16
ნიშნის სიზუსტით. გამოთვლისას პროგრამა ნებისმიერ შემთხვევაში სწორედ ამ სრულ
მნიშვნელობას იყენებს. ამიტომ ამ სვეტში ფორმატის არჩევას რაიმე არსებითი მნიშ-
ვნელობა არა აქვს – არჩეული ფორმატი ის აისახება მხოლოდ ცვლადის მნიშვნელობის
წარმოდგენაზე მონაცემთა რედაქტორსა (Data View) და შედეგების გვერდზე.
წინა სვეტის მსგავსად, ავტომატურად შეთავაზებული ფორმატის – ათწილადი ორი
ნიშნის (ასეულების) სიზუსტით – შესაცვლელად შეიძლება „მრიცხველის“ – შესაბამისი
ღილაკის გამოყენება ან კლავიატურიდან საჭირო რიცხვის ჩაბეჭდვა.

18
ჩვენი მაგალითისათვის გამოვიყენოთ მთელი რიცხვის ფორმატი, ანუ დავაყენოთ
ციფრი „0“ – „მრიცხველის“ (ორჯერ დავაჭიროთ ზედა ღილაკს) ან კლავიატურის (ჩავბეჭ-
დოთ„0“) გამოყენებით.

1.6.5. ცვლადის სრული სახელწოდება


Variable View მეხეთე სვეტი (Label) იძლევა ცვლადის სრული სახელწოდების ან მისი
აღწერის მითითების საშუალებას. აქ შეიძლება 256 სიმბოლომდე (ორბაიტიან ენაში (ქარ-
თული კი სწორედ ასეთია) – 128-მდე) შეტანა. ამასთანავე, შეიძლება სიტყვებს შორის მან-
ძილის, დარეზერვებული სიმბოლოების გამოყენება, რაც აკრძალულია შემოკლებული
სახელის განსაზღვრისას.
შევავსოთ ეს სვეტი ჩვენი მაგალითისათვის (ცხრ. 2). შევითანოთ პირველი ცვლადის
სახელწოდება – „რიგითი ნომერი“. ამისათვის შეიძლება როგორც კოპირებისა (Copy) და
ჩასმის (Past) ბრძანებების გამოყენება, ისე კლავიატურიდან ჩაბეჭდვა. გადავიდეთ ამ სვე-
ტის მეორე სტრიქონზე და შევიტანოთ სიტყვა „სქესი“. ანალოგიურად შევიტანოთ მესამე
და მეთოხე ცვლადების სახელწოდება – ასაკობრივი ჯგუფი და აგრესიის მაჩვენებელი.
რაც შეეხება მეხუთე ცვლადს, ესაა პასუხები კითხვაზე „საერთო ჯამში რამდენად კმაყო-
ფილი ხართ თქვენი ამჟამინდელი ცხოვრებით?“. აქ შეიძლება ჩავწეროთ ან „ცხოვრებით
კმაყოფილება“, ანდა კითხვა მთლიანად.

1.6.6. ცვლადის მნიშვნელობა


Variable View მეექვსე სვეტი (Label) იძლევა ცვლადის სრული სახელწოდების ან
მისი აღწერის მითითების საშუალებას. ამასთანავე, შეიძლება სიტყვებს შორის მანძილის,
დარეზერვებული სიტყვების გამოყენება, რაც აკრძალულია შემოკლებული სახელის გან-
საზღვრისას. ამ სვეტში შეიძლება 120 სიმბოლომდე შეტანა. აქ შეტანილ უნდა იქნეს
ცვლადის მნიშვნელობისათვის მინიჭებული კოდები. ცხადია, რომ რაოდენობრივი მო-
ნაცემების შემთხვევაში ამ სვეტის შევსება საჭირო არ არის.
შევავსოთ ეს სვეტი ჩვენი მაგალითისათვის (ცხრ. 2). პირველი ცვლადი „რიგითი
ნომერი“ რაოდენობრივ სკალას განეკუთვნება, ანუ რიცხვია, ამიტომ დამატებით განმარ-
ტებას არ საჭიროებს. შესაბამისად, ამ სვეტში რაიმეს შეტანა საჭირო არ არის. მაგრამ მეო-
რე ცვლადი – „სქესი“, რომელიც სახელდების სკალას განეკუთვნება, ასეთ განმარტებას
უცილობლად საჭიროებს, რადგან ამ ცვლადის ყველა შესაძლო მნიშვნელობას მინიჭე-
ბული აქვს კოდი. როგორც გვახსოვს, სახელდების სკალის შემთხვევაში კოდის მინიჭე-
ბის წესის თანახმად, ერთნაირი მნიშვნელობა აღინიშნება ერთნაირი ციფრით, ხოლო გან-
სხვავებული – განსხვავებულით. შესაბამისად, აღვნიშნოთ მამრობითი სქესი კოდით „1“,
ხოლო მდედრობითი – კოდით „2“.
ამ აღნიშვნების ფაილში შესატანად დააჭკაპუნეთ ამ სვეტის მეორე უჯრების
მარჯვენა კუთხეზე. გამოჩნდება ღილაკი სამი წერტილით: , რომელზეც დაწკაპუნების
შემდეგ გაიხსნება ცვლადის მნიშვნელობათა ფანჯარა– Value Labels (ნახ. 1.5.6.1):

19
ნახ. 1.6.6.1. ცვლადის მნიშვნელობათა ფანჯარა (Value Labels)

ველში Value (მნიშვნელობა) შეიტანეთ რიცხვი "1", ხოლო ველში Value label (სახელ-
წოდება) ტექსტი "ქალი" და დააჭირეთ ღილაკს Add (დაამატე)6. შეტანილი კოდი აისახება
მნიშვნელობათა ნუსხაში. გაიმეორეთ იგივე მოქმედება მეორე მნიშვნელობის –
„მამაკაცი“ – შესატანად: პირველ ვერში შეიტანეთ ციფრი „2“, მეორეში კი – „მამაკაცი“ და
დააჭირეთ დადასტურების ღილაკს (Add). შედეგად მნიშვნელობათა სიას ეს მეორე მნიშ-
ვნელობაც დაემატება (იხ. ნახ. 1.6.6.2). ცვლადის ყველა შესაძლო მნიშვნელობის შეტანის
შემდეგ დააჭირეთ ღილაკს OK და „ფანჯარა“ დაიხურება.
ჩვენ მაგალითში მესემე ცვლადიც – ასაკობრივი ჯგუფი – კვლევის კონტექსტიდან
გამოდინერე რიგის სკალას განეკუთვნება: კვლევის მიზანი ხომ სტუდენტთა და მოსწავ-
ლეთა შედარება იყო (ანუ ასაკი კატეგორიების მიხედვით არის წარმოდგენილი). შესაბა-
მისად, მოსწავლეთა ჯგუფი აღვნიშნოთ, ვთქვათ, კოდით „1“, ხოლო სტუდენტთა ჯგუფი
– კოდით „2“ და ანალოგიურად შევიტანოთ ეს მნიშვნელობები „ფანჯარაში“ Value Labels.
მესამე ცვლადი – აგრესიის ტესტური ქულა – რაოდენობრივი მაჩვენებელია, ამი-
ტომ, როგორც უკვე ითქვა, ის განმარტებას არ საჭიროებს და, შესაბამისად, კოდის მი-
ნიჭება და ამ კოდების მნივშნელობების შეტანა „ფანჯარაში“ Value Labels საჭირო არ არის.

ნახ. 1.6.6.2. ცვლადის მნიშვნელობათა ფანჯარა (Value Labels) შევსებული სახით

დაბოლოს, ჩვენი მეხუთი ცვლადი – „ცხოვრებით კმაყოფილება“ განეკუთვნება რი-


გის სკალას, რომელზეც „+3“-ით აღნიშნულია მნიშვნელობა „უაღრესად კმაყოფილი“, ხო-
ლო „-3“-ით – „უაღრესად უკმაყოფილო“; შესაბამისად, „+2“-ის შესაბამისი მნიშვნელობა
იქნება „ძალიან კმაყოფილი“, „+1“-ისა – „კმაყოფილი“, „0“-ისა – „მიჭირს პასუხის გაცემა“
ანდა „არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილო“; „-1“-ისა – „უკმაყოფილო“, „-2“-ისა –
„ძალიან უკმაყოფილო“. ამრიგად, კოდები უკვე მინიჭებულია და საჭიროა მხოლოდ ამ
კოდების შეტანა „ფანჯარაში“ Value Labels. შესაბამისად, თანამიმდევრულად შეიტანეთ

6
ამისათვის შეიძლება კლავიატურაზე “Alt+h” კლავიშების კომბინაციის გამოყენებაც.

20
შესაბამისი კოდი ველში Value (მნიშვნელობა), ხოლო მისი მნიშვნელობა ველში – Value
label და დაადასტურეთ თითოეული ღილაკზე Add (დაამატე) დაჭერით. ცვლადის ყველა
მნიშვნელობის შეტანის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს OK.
აქვე ხაზგასმით უნდა იქვას, რომ შეიძლება ცვლადის მნიშვნელობათა ველში შეტა-
ნილი მონაცემების კორექტირება – ახალი მნიშვნელობის დამატება ან უკვე შეტანილის
შეცვლა (წაშლა). ახალი მნივშნელობის შესატანად ზემოთ აღწერილი წესით გახსენით ეს
„ფანჯარა“ და შეიტანეთ დამატებითი კოდი თავისი მნიშვნელობით. უკვე შეტანილი
მონაცემების შესაცვლელად დააჭირეთ შესაბამის მნიშვნელობას მნიშვნელობათა
ნუსხაში და ანალოგიური წესით შეიტანეთ საჭირო ცვლილება. ამის საპასუხოდ გამოჩნ-
დება ღილაკი Change (შეცვალე); დააჭირეთ ჯერ ამ ღილაკს და დაადასტურეთ ცვლილება
ღილაკზე OK დაჭერით.

1.5.7. გამოტოვებული მნიშვნელობა (Missing values)


სამწუხაროდ, კვლევის პროცესში მონაცემების შეგროვებისას გამოტოვებული პასუ-
ხების თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელია. მომდევნო სვეტი – „გამოტოვებული
მნიშვნელობა“ (Missing values) იძლევა საშუალებას, აღვნიშნოთ ასეთი შემთხვევები, რო-
გორც გამოტოვებული. მონაცემთა რედაქტორში ცარიელი უჯრედი, ანუ გამოტოვებული
მნიშვნელობა, წერტილით არის მონიშნული. გარდა ამისა, გამოტოვებული პასუხი გვაქვს
მაშინაც, როცა რესპონდენტს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ევალებოდა (მაგალითად,
ისეთი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გასცე მხოლოდ მაშინ, თუ წინა კითხვაზე პასუ-
ხის გაცემისას გარკვეული პასუხი აირჩიე). SPSS პროგრამაში ამ ორი შემთხვევის გასამიჯ-
ნად გამოიყენება ორი ტერმინი: სისტემურად (ფიზიკურად) გამოტოვებული მნიშვნელო-
ბა (system missing values) და სამომხმარებლო გამოტოვებული მნიშვნელობა (user missing
values). პირველი (system-missing) გულისხმობს შემთხვევას, როცა რესპონდენტმა კითხ-
ვას არ უპასუხა, ხოლო მეორე – ლოგიკურად გამოტოვებულს, როცა რესპონდენტს ამ
კითხვაზე პასუხის გაცემა არ ევალებოდა.
ამ სვეტის მეშვეობით პროგრამა იძლევა გამოტოვებულ მნიშვნელობათა მითითე-
ბის ორ ვარიანტს: 1) სამი ცალკეული გამოტოვებული მნიშვნელობა (Discrete missing va-
lues); 2) გამოტოვებულ მნიშვნელობათა დიაპაზონი და ერთი ცალკეული გამოტოვებულ-
ი მნიშვნელობა (Range plus one optional discrete missing values) (ნახ. 1.6.7.1). ამასთანავე,
გამოტოვებულ მნიშვნელობათა დიაპაზონის არჩევა არ შეიძლება ტექსტური ცვლადი-
სათვის.

ნახ. 1.6.7.1. „ფანჯარა“ „გამოტოვებული მნიშვნელობა“ (Missing values)

სასურველია, რომ გამოტოვებული უჯრა დავტოვონ არა ცარიელი, არამედ მივა-


ნიჭოთ მივანიჭოთ რაიმე კოდი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რიცხვი, ოღონდ, რა თქმა
უნდა, განსხვავებული კითხვარში გამოყენებული კოდებისაგან და არა უმეტეს 8 სიმბო-
ლოსა. გამოტოვებული მნიშვნელობის აღნიშვნის შესატანად დააჭკაპუნეთ ამ სვეტის შე-
საბამისი უჯრების მარჯვენა კუთხეზე. გამოჩნდება ღილაკი სამი წერტილით: , რომელ-

21
ზეც დაწკაპუნების შემდეგ გაიხსნება „გამოტოვებულ მნიშვნელობათა“ „ფანჯარა“ (Mi-
ssing values) (ნახ. 21). პროგრამა ავტომატურად გვთავაზობს ვარიანტს „გამოტოვებული
მნიშვნელობა არ არის“ (No missing values), ანუ ყველა მნიშვნელობა, მათ შორის ცარიელი
უჯრედი, დასაშვებად არის მიჩნეული. მონიშნეთ ვარიანტი „ცალკეული გამოტოვებული
მნიშვნელობა“ (Discrete missing values) და ქვედა ველში შეიტანეთ გამოტოვებული მნიშ-
ვნელობის აღსანიშნავად შერჩეული ნებისმიერი ციფრი – ერთი, ორი თუ სამი
(საჭიროებისამებრ) და დაადასტურეთ ღილაკზე „ОК“ დაჭერით.
თუმცა, დღეს ლამის წესად არის ქცეული გამოტოვებული მნიშვნელობის 99-ით, 98-
ით თუ 999-ით აღნიშვნა. თუ საჭიროა გამოტოვებულ მნიშვნელობათა დიაპაზონის
არჩევა, გააქტიურეთ (მონიშნეთ) ვარიანტი „დიაპაზონი და ცალკეული გამოტოვებული
მნიშვნელობა“ (Range and one optional Discrete missing value) და ქვედა ველში შეიტანეთ ამ
დიაპაზონის მინიმალური (Low) და მაქსიმალური (High) მნიშვნელობა. ამასთან ერთად
შეიძლება კიდევ ერთი ცალკეული გამოტოვებული მნიშვნელობის მითითება – ქვედა
ველში (Discrete value).
1.5.8. სვეტი (Columns)
ამ სვეტით განისაზღვრება სვეტის სიგანე მონაცემების ცხრილში (Data View). მაგრამ
რიცხვით ან ციფრით წარმოდგენილი რიცხვითი ცვლადისათვის პროგრამის გახსნისას.
სვეტის სიგანის შეცვლა აისახება მხოლოდ მონაცემების წარმოდგენაზე მონაცემთა რე-
დაქტორში (Data View). მაგრამ ტექსტური ცვლადის (String) შემთხვევაში აუცილებელია
აუცილებელია სვეტის სიგანის გაზრდა. რამდენით? მისათითებელია სავარაუდო მაქსი-
მალური სიგანე, რომ გარანტირებული „მარაგი“ გვქონდეს. ორიენტაციისათვის
შეიძლება გავითვალისწინოთ ის, რომ Excel-ში მომზადებული მონაცემების გახსნისას
პროგრამის მიერ არჩეული სვეტის სიგანე, როგორც წესი, 55-ს შეადგენს.

1.5.9. სწორება (Align)


ამ სვეტით განისაზღვრება მონაცემების სწორების ტიპი მონაცემების ცხრილში (Data
View): მარჯვნივ ("Right"), მარცხნივ ("Left") და ცენტრში ("Center") სვეტის სიგანე. საჭირო
ვარიანტის შესარჩევად დააწკაპუნეთ ღილაკზე . პროგრამა გვთავაზობს რიცხვითი
მნიშვნელობის სწორებას მარჯვნივ (წესის შესაბამისად), ხოლო ტექსტური ცვლადისა –
მარცხნივ. ამიტომ აქ რაიმეს შეცვლა საჭირო არ არის.

1.6.10. გაზომვის სკალა (Measure)


აქ საჭიროა მითითება იმისა, თუ რომელ სკალაზეა გამომილი ცვლადი. ავტომატურად
პროგრამა რაოდენობრივ სკალას გვთავაზობს. საჭირო სკალის შესარჩევად დააჭირეთ
ღილაკს – გაისხსნება ჩამონათვალი: სახელდების სკალა (Nominal), რიგის სკალა (Ordi-
nal) და რაოდენობრივი (Scale) (ნახ. 1.6.10.1), საიდანაც ირჩევთ საჭიროს.

ნახ. 1.5.10.1. სკალების ჩამონათვალი

ჩვენი მაგალითისათვის საჭირო სკალას ვირჩევთ ცვლადების წინასწარი ნუსხის


შესაბამისად (ცხრ. 2).

22
1.6.11. როლი (Role)
ამ პარამეტრის მეშვეობით შესაძლებელია მონაცემების დამუშავების პროცესში ამა თუ იმ
ცვლადის როლის განსაზღვრა. ღილაკზე დაჭერით იხსნება შესაძლო როლების ჩამო-
ნათვალი: შემავალი (Input), მიზნობრივი (Target), ორმაგი დანიწნულების (Both), „როლი
არ იქმნება“ (None) და „ქვეჯგუფების გამოყოფა“ (Split) (ნახ. 1.5.11.1).

ნახ. 1.6.11.1. ცვლადის შესაძლო როლები

მაგრამ ცვლადისათვის ამა თუ იმ როლის არჩევა ზღუდავს მისი გამოყენების შესაძლებ-


ლობას ანალიზის პროცესში. ამიტომ საჭირო არ არის ამ პარამეტრის შეცვლა – ვტოვებთ
პროგრამით ავტომატურად გათვალისწინებულ ფორმატს – შემავალი (Input).

1.7. მონაცემების რედაქტირება


ზოგჯერ საჭირო ხდება უკვე შეტანილი მონაცემების რედაქტირება – შეცვლა, ახალი
ცვლადის (სვეტის) თუ სტრიქონის (რესპონდენტის) დამატება და ა.შ.
უჯრედში შეტანილი მნიშვნელობის შეცვლა
დააწკაპუნეთ იმ უჯრედზე, რომლის მნიშვნელობაც შესაცვლელია, შეიტანეთ ახა-
ლი მნიშვნელობა და საჭიროებისამებრ გადადით ნებისმიერ სხვა უჯრედზე – „მაუსის“
ან კლავიატურის მეშვეობით: კლავიში Enter, Tab ან ისრებიანი კლავიში.

ახალი სტრიქონის ჩასმა


ახალი სტრიქონის ჩასმა ორ სტრიქონს შორის შეიძლება როგორც ინსტრუმენტების
პანელის, ისე „მაუსის“ მარჯვენა ღილაკის გამოყენებით:
a. მონიშნეთ ქვედა სტრიქონი, ინსტრუმენტების პანელზე აირჩიეთ ღილაკი Edit და ჩა-
მოშლილი ჩამონათვალიდან აირჩიეთ Insert Cases („შემთხვევის ჩასმა“) (ნახ. 1.6.1).
b. მონიშნეთ ქვედა სტრიქონი, დააჭირეთ ხელი „მაუსის“ მარჯვენა ღილაკს და ჩამოშ-
ლილი ჩამონათვალიდან აირჩიეთ Insert Cases („შემთხვევის ჩასმა“) (ნახ. 1.6.2). ორივე
შემთხვევაში შეიქმნება ახალი ცარიელი სტრიქონი.

ნახ. 1.7.1. ახალი სტრიქონის ჩასმა ნახ. 1.7.2. ახალი სტრიქონის ჩასმა „მაუსის“
ინსტრუმენტების პანელის გამოყენებით მარჯვენა ღილაკის გამოყენებით

ახალი სვეტის ჩასმა


ახალი სვეტის (ცვლადის) ჩასმა ორ სვეტს შორის ასევე შეიძლება როგორც ინსტრუ-
მენტების პანელის, ისე „მაუსის“ მარჯვენა ღილაკის გამოყენებით:

23
a. მონიშნეთ მარჯვენა სვეტი, ინსტრუმენტების პანელზე აირჩიეთ ღილაკი Edit და ჩა-
მოშლილი ჩამონათვალიდან აირჩიეთ Insert Variable („ცვლადის ჩასმა“) (ნახ. 1.7.3).
b. მონიშნეთ ქვედა სტრიქონი, დააჭირეთ ხელი „მაუსის“ მარჯვენა ღილაკს და ჩამოშ-
ლილი ჩამონათვალიდან აირჩიეთ Insert Variable („ცვლადის ჩასმა“) (ნახ. 1.7.4).

ნახ. 1.7.3. ახალი ცვლადის ჩასმა ინსტრუმენტების ნახ. 1.7.4. ახალი სტრიქონის ჩასმა „მაუსის“
პანელის გამოყენებით მარჯვენა ღილაკის გამოყენებით

უჯრედში შეტანილი მნიშვნელობის (უჯრედის შიგთავსის) დაკოპირება და ამოჭრა


სხვა პროგრამის მსგავსად, ერთი ან რამდენიმე უჯრედის შიგთავსის დაკოპირებამ-
დე თუ ამოჭრამდე აუცილებელია ამ უჯრედების მონიშვნა. ერთი უჯრედი, რომელზეც
მოთავსებულია „მაუსის“ სანიშნე, ყოველთვის აქტიურია, ანუ მონიშნულია (ყვითელია),
ამიტომ ამ შემთხვევაში პირდაპირ შეიძლება მისი შიგთავსის დაკოპირება თუ ამოჭრა.
რაც შეეხება რამდენიმე უჯრედის (ჯგუფის) მონიშვნას, შეიძლება ამის გაკეთება ისე,
როგორც Wors-ში: დავაჭირეთ ხელი „მაუსის“ მარცხენა ღილაკს და „ხელით“ მოვნიშნეთ
საჭირო ჯგუფი. მაგრამ არსებობს უფრო მარტივი გზაც: დააჭირეთ ხელი „მაუსის“
მარცხენა ღილაკს, მონიშნეთ უჯრედთა ჯგუფის პირველი, ანუ ზედა, უჯრედი,
დააჭირეთ ხელი Shift-ს და გადაიტანეთ სანიშნე ბოლო, ანუ ქვედა, უჯრედზე. საჭირო
უჯრედები მონიშნულია. შემდეგ (Copy) ან Cut (ამოჭრა) ბრძანებათა გამოყენებით შეიძ-
ლება მონაცემების დაკოპირება ან ამოჭრა.
სხვა პროგრამის მსგავსად, ეს შეიძლება გაკეთდეს: ა) ინსტრუმენტების პანელის
გამოყენებით: ინსტრუმენტების პანელზე დააჭირეთ ღილაკს Edit და ჩამოშლილი ჩამო-
ნათვალიდან აირჩიეთ საჭირო ბრძანება (ნახ. 23); ბ)„მაუსის“ მარჯვენა ღილაკის გამოყე-
ნებით; გ) კლავიატურის გამოყენებით: Copy: “Ctrl+C”; Cut: “Ctrl+X”.
თუ საჭიროა სტრიქონის ან სვეტის მთლიანად მონიშვნა, დააწკაპუნეთ სტრიქონის
თუ სვეტის სახელზე.
დაკოპირებული ან ამოჭრილი უჯრედების ჩასმა
დაკოპირებული ან ამოჭრილი უჯრედების ჩასასმელად მონიშნეთ პირველი, ანუ
ზედა მარცხენა, უჯრედი და დააჭირეთ ღილაკს Paste (ჩასმა). ამისათვის: ა) ინსტრუმენ-
ტების პანელზე აირჩიეთ ღილაკი Edit და ჩამოშლილი ჩამონათვალიდან აირჩიეთ საჭი-
რო ბრძანება (ნახ. 23); ბ) გამოიყენეთ „მაუსის“ მარჯვენა ღილაკი; გ) გამოიყენეთ კლავია-
ტურა: Paste (ჩასმა): “Ctrl+V”.
მონაცემების მოძებნა
მონაცემებთან მუშაობის მოსახერხებელი საშუალებაა ძებნის ფუნქცია. ამ ბრძანების
გამოძახება შეიძლება როგორც ბრძანებათა მენიუს, ინსტრუმენტების პანელის, ისე კლა-
ვიატურის გამოყენებით. ბრძანებათა მენიუდან აირჩიეთ ღილაკი Edit და ჩამოშლილი
ჩამონათვალიდან აირჩიეთ ბრძანება Find (ძებნა) ან Replace (შეცვლა) (ნახ. 1.7.5).

24
ნახ. 1.7.5. ძებნის ფუნქცია (Find)

ამ ბრძანების გამოსაძახებლად აირჩიეთ ინსტრუმენტების პანელზე ღილაკი ან


კლავიატურაზე კლავიშების კომბინაცია: “Ctrl+F” (Find) ან “Ctrl+H” (Replace). გაიხსნება
ფანჯარა Edit and Replace, რომლის მეშვეობით შეიძლება როგორც ამა თუ იმ მონაცემის
მოძებნა, ისე მისი შეცვლა (Replace) (ნახ. 1.7.6)

ნახ. 1.7.6. ფანჯარა „Edit and Replace“

II. პროგრამის მართვის ელემენტები


2.1. „ფანჯრები“ და ღილაკები
პროგრამა SPSS-ით მუშაობისას საქმე გვაქვს, უმეტესწილად, სამი ტიპის „ფანჯა-
რასთან“:
➢ პროგრამის მთავარი ფანჯარა – მონაცემების რედაქტორი („Data View);
➢ მონაცემთა დამუშავების ფანჯარა; ყველა დამუშავების პროცედურას საკუთარი
„ფანჯარა“ აქვს. ამ „ფანჯრის“ სახე დამოკიდებულია პროცედურაზე, თუმცა
მაინც მსგავსია; გარდა ამისა, SPSS-ის ბოლო ვერსიები ახალი ტიპის ფანჯარასაც
შეიცავს, რომელსაც შემდგომში გავეცნობით. ყველა მონაცემთა დამუშავების ფან-
ჯარა ორ არეს შეიცავს (ნახ. 2.1).
➢ შედეგების ფანჯარა (“Output”), რომელიც ჩნდება მონაცემების დამუშავების დას-
რულების შემდეგ და შეიცავს დამუშავების შედეგებს, აგრეთვე მოკლე ახსნა-გან-
მარტებას მათი ინტერპრეტაციისათვის.

25
ნახ. 2.1. მონაცემთა დამუშავების ტიპობრივი ფანჯარა
მონაცემთა მართვისა და დამუშავების დამატებით შესაძლებლობებს გვთავაზობს
პროგრამული ენის რედაქტორი Syntax, თუმცა მასთან მუშაობა სპეციფიკურ უნარ-
ჩვევებს მოითხოვს; გარდა ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ SPSS-ის ბოლო
ვერსიები იმდენად დახვეწილია, რომ ამის საჭიროება არც წარმოიქმნება.
ყველა ფანჯარაში გამოიყენება სხვადასხვა სახის ღილაკი:
ღილაკი მარჯვნივ ან მარცჯნივ მიმართული ისრით განკუვნილია ელემენტის
(ცვლადის სახელის) ერთი არიდან მეორეში გადასატანად (ნახ. 29).
ღილაკი წარწერით, რომელიც მიუთითებს მის დანიშნულებაზე.
ღილაკი OK განკუვნილია შერჩეული დამუშავების პროცედურის გასაშვებად.
მონიშვნის ნიშანი – გამოიყენება ამა თუ იმ პროცედურის ასარჩევად.

2.2. მთავარი „ფანჯარა“


პროგრამის ზედა ნაწილში განლაგებულია ბრძანებათა მენიუ და ინსტრუმენტების
პანელი (ნახ. 2.2.1).

ბრძანებათა მენიუ ინსტრუმენტების პანელი

ნახ. 2.2.1. ბრძანებათა მენიუ და ინსტრუმენტების პანელი


ბრძანებათა მენიუ შეიცავს ბრძანებებს პროგრამით გათვალისწინებული თითქმის ყველა
ოპერაციის შესასრულებლად. ქვემოთ წარმოდგენილია ამ ბრძანებათა მოკლე აღწერა:

File შეიცავს ფაილის გახსნის, წაკითხვის, შენახვის, პროგრამის დახურვის


ბრძანებებს.
შეიცავს მონაცემების რედაქტირებისათვის განკუთვნილ ბრძანებებს (კო-
Edit
პირება, ჩასმა, ამოჭრა, ძიება და ა.შ.).
შეიცავს მონაცემების დახარისხების, დაჯგუფების, ამა თუ იმ სახით წარ-
Data
მოდგენისათვის განკუთვნილ ბრძანებებს.
შეიცავს მონაცემების გარდაქმნისა და ახალი მონაცემების
Transform
გამოთვლისათვის განკუთვნილ ბრძანებებს.
Analyze შეიცავს მონაცემების ანალიზის ყველა პროცედურას.
შეიცავს სხვადასხვა სახის დიაგრამის შესაქმნელად განკუთვნილ
Graphs
ბრძანებებს.

26
Add-ons პროგრამის დამატებითი მოდულების ჩართვა
თუ გახსნილია SPSS-ის ერთზე მეტი ფაილი, ამ მენიუს მეშვეობით შესაძ-
Window
ლებელია მათ შორის გადართვა (ამოცანათა პანელის ალტერნატივა).
Help შეიცავს საცნობარო ინფორმაციას.

ბრძანებათა მენიუს ქვემოთ განლაგებულია ინსტრუმენტების პანელი (ნახ. 30). სხვა


კომპიუტერული პროგრამების მსგავსად, „მაუსის“ სანიშნებლის ღილაკთან მიახლოე-
ბისას პროგრამა მიუთითებს მის დანიშნულებას (ნახ. 2.2.2).

ნახ. 2.2.2. ღილაკის დანიშნულება

ინსტრუმენტების პანელის მეშვეობით შესაძლებელია მენიუს გახსნის გარეშე არა-


ერთი ოპერაციის შესრულება. თუ ღილაკი ფერმქრთალია, ანუ აქტიური არ არის, ეს ნიშ-
ნავს, რომ შესაბამისი ოპერაცია ამჟამად მიუწვდომელია. ასე, მაგალითად, მონაცემების
დახსომების შემდეგ ღილაკი Save გაფერმქრთალდება და არააქტიური დარჩება მანამდე,
სანამ ფაილში რაიმე ცვლილებას არ შეიტანთ. ახალი მონაცემების შეტანისთანავე ის „ჩა-
ირთვება“. ქვემოთ ამ ღილაკების ფუნქციის მოკლე აღწერა:

მონაცემთა ფაილის გახსნა

Save მონაცემთა ფაილის შენახვა (Save)

Print მონაცემთა ფაილის ბეჭდვა (Print)

ბოლოს გამოყენებული 12 ოპერაციის ჩამონათვალი

მოქმედების გაუქმება

გაუქმებული მოქმედების აღდგენა

მოძებნა შემთხვევისა მისი


რიგითი ნომრით ან ცვლადისა
(სახელით)

მოძებნა ცვლადისა მისი სახელით


ან შემთხვევისა (რიგითი ნომრით)

27
ინფორმაცია ცვლადის შესახებ

აღწერითი სტატისტიკა
ძებნის ფუნქცია, იხ. ნახ. 28
ახალი სტრიქონის ჩამატება
ახალი სვეტის ჩამატება

რაიმე ნიშნის (მაგალითად, სქესის)


მიხედვით შერჩევის ქვეჯგუფებად გაყოფა
და მათი მონაცემების დამუშავება ცალ-
ცალკე

ცვლადის შეწონვა; გამოიყენება შერჩევის რეპ-


რეზენტაბელურობის კორექტირებისას.

ანალიზისათვის მონაცემთა ბაზიდან მხო-


ლოდ გარკვეული შემთხვევების არჩევა
მონაცემთა რედაქტორში მონაცემების ასახვის ფორმა: რიცხვითი, თუ
მონიშნულია „1“ ან სიტყვიერი (სახელი), თუ მონიშნულია „A“.
ანალიზისათვის ყველა ცვლადის არჩევა (წინა ოპერაციის გაუქმება)
მართლწერის შემოშმება (ცხადია, არა ქართულისა!)

ანალიზისათვის მონაცემთა ბაზიდან მხო-


ლოდ გარკვეული ცვლადების არჩევა

III. მონაცემების მართვა


მუშაობის პროცესში შეიძლება დაგვჭირდეს საწყისი მონაცემების ამა თუ იმ სახით
გარდაქმნა, მონაცემების დალაგება (რანჟირება), ახალი ცვლადების გამოთვლა (მაგალი-
თად, ტესტის „გასაღების“ შესაბამისად, სკალების მნიშვნელობის გამოთვლა), მონაცემე-

28
ბის გაერთიანება, მაჩვენებლების გამოთვლა რაიმე კონკრეტული შემთხვევისათვის (მა-
გალითად, კვლევის მიზნებიდან გმომდინარე, გვაინტერესებს მხოლოდ ახალგაზრდა,
საშუალო განათლების მქონე ქალების მაჩვენებლები) და სხვ.

3.1. ინფორმაციის მიღება ფაილის შესახებ


გახსენით შექმნილი ფაილი. ბრძანება „ინფორმაციის ფაილის შესახებ“ ერთ-ერთი
ყველაზე მარტივი ოპერაციაა, რომელიც იძლევა ცვლადების შესახებ ინფორმაციის
(ცვლადების ჩამონათვალი მათი მოკლე და სრული სახელის მითითებით) მიღების სა-
შუალებით. ამასთანავე, ეს ეხება როგორც ამჟამად გახსნილ ფაილს, ისე სხვა ნებისმიერს
(რომელიც ამჟამად გახსნილი არ არის – ეგრეთ წოდებული „გარე“ ფაილი).
1. ინფორმაცია გახსნილი ფაილის შესახებ. „ფაილის“ (File) მენიუში აირჩიეთ
Display Data File Information („ინფორმაცია ფაილის შესახებ“)➔Working File (იხ. ნახ. 3.1.1).

ნახ. 3.1.1
შედეგების ფანჯარაში (“Output”) გაიხნება ორი ცხრილი: პირველში ჩამოთვლილია
ყველა ცვლადი (ფაილი მხოლოდ 6 ცვლადს შეიცავდა) მათი მახასიათებლების მითითე-
ბით (ცხრ. 3.1.1), ხოლო მეორეში – ცვლადების სახელები და მნიშვნელობა (ცხრ. 3.1.27).
ცხრილი 3.1.1
Measurement Column Print Write Missing
Variable Position Label Level Role Width Alignment Format Format Values
ნომერი 1 <none> Scale Input 6 Right F8 F8
q1.1 2 ოჯახი Ordinal Input 5 Right F5 F5 99
q1.2 3 მეგობრები Ordinal Input 5 Right F11 F11 99
ცხრილი 3.1.2
Variable Values
Value Label
q1.1 1 უმნიშვნელო
2 ნაკლებად მნიშვნელოვანი
3 მიჭირს პასუხის გაცემა
4 მნიშვნელოვანი
5 ძალიან მნიშვნელოვანი
99a უარი პასუხზე
a. Missing value

2. ინფორმაცია გარე ფაილის შესახებ. „ფაილის“ (File) მენიუში აირჩიეთ Display Data
File Information („ინფორმაცია ფაილის შესახებ“)➔Exterrnal File (იხ. ნახ. 3.1.1). ამის
საპასუხოდ გაიხსნება ფაილის ასარჩევი ფანჯარა (ნახ. 3.1.2). აირჩიეთ საჭირო ფაილი და
ორჯერ დააწკაპუნეთ მის სახელზე. ამ ნაბიჯის შესრულების შემდეგ შედეგების ფანჯა-
რაში (“Output”) გაიხნება ისეთივე ორი ცხრილი, როგორც გახსნილი ფაილის შემთხვე-

7
წარმოდგენილია მხოლოდ ამ ორი ცხრილის ფრაგმენტი.

29
ვაში. პირველ ცხრილში ჩამოთვლილია ყველა ცვლადი მათი მახასიათებლების
მითითებით, ხოლო მეორეში – ცვლადების სახელები და მნიშვნელობა.

ნახ. 3.1.2. საჭირო ფაილის ასარჩევი ფანჯარა

3.2. ახალი ცვლადის გამოთვლა


ცვლადის გამოთვლის ოპერაციის მეშვეობით შესაძლებელია მონაცემთა ბაზაში არ-
სებული ცვლადების გამოყენებით ახალი ცვლადების შექმნა (მაგალითად, ტესტის „გა-
საღების“ შესაბამისად, ტესტის სკალების მაჩვენებლების გამოთვლა). „გარდაქმნის“
(“Transform”) მენიუში აირჩიეთ ბრძანება “Compute Variable” („ცვლადის გამოთვლა“) (ნახ.
3.2.1). ამის საპასუხოდ გაიხსნება ფანჯარა „ცვლადის გამოთვლა“.

ნახ. 3.2.1. ახალი ცვლადის გამოთვლის ბრძანება

ამ ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში გვაქვს ველი „მიზნობრივი (გამოსათვლელი)


ცვლადი“ (“Target Variable”), რომელშიც უნდა შევიტანოთ გამოსათვლელი (ახალი) ცვლა-
დის მოკლე სახელი. ველი „რიცხვითი გამოსახულება“ (“Numeric Expression”) განკუთ-
ვნილია იმ გამოსახულების (ფორმულის) შესატანად, რომლის მიხედვითაც დასათვ-
ლელია ახალი ცვლადი. ამ ველში სიმბოლოთა შეტანა შეიძლება როგორც ფიზიკური, ისე
ვირტუალური კლავიატურის გამოყენებით. კალკულატორის პანელზე სხვადასხვა ოპე-
რაციის შესასრულებლად განკუთვნილი ღილაკებია განთავსებული. თითოეულ ამ
ღილაკზე დაწკაპუნების შედეგად ის გადადის ველში „რიცხვითი გამოსახულება“ (“Nu-
meric Expression”). ძირითადი ოპერაციების აღმნიშვნელი ღილაკების ფუნქცია აღწე-
რილია ცხრილში 3.2.1.

30
ისარი ნახ. 3.2.2. ახალი ცვლადის გამოთვლა
ცხრილი 3.2.1
ძირითადი ოპერაციების ღილაკები
არითმეტიკული ოპერაცია შედარების ოპერაცია ლოგიკური ოპერაცია
+ შეკრება < ნაკლები & და
– გამოკლება > მეტი | ან
* გამრავლება <= ნაკლები ან ტოლი არა
~
/ გაყოფა >= მეტი ან ტოლი
** ხარისხი აყვანა = ტოლი
არ უდრის

ველში ფუნქციური ჯგუფები („Function group“) ჩამოთვლილია სხვადასხვა ხელმი-


საწვდომი ოპერაცია. მაგალითად, თუ ავირჩევთ სტატისტიკური ფუნქციების ჯგუფს
(„Statistical“), ქვედა ველში „ფუნქციები და სპეციალური ცვლადები“ („Functions and Spe-
cial Variables) გამოჩნდება ხელმისაწვდომ ოპერაციათა ჩამონათვალი, რომელთაგანაც შე-
იძლება საჭიროს არჩევა და ისარზე დაწკაპუნებით გამოსახულების ველში გადატანა (ნახ.
3.2.2). თუმცა, ამ ღილაკების გამოყენების საჭიროება თითქმის არ იქმნება.
ამ ფანჯრის ქვედა მარცხენა კუთხეში გვაქვს ღილაკი “If…”, რომელიც გამოიენება
მაშინ, როცა ახალი ცვლადის გამოთვლა საჭიროა არა ყველა რესპონდენტის (ანუ სტრი-
ქონის), არამედ მხოლოდ მათი ნაწილის საფუძველზე. თუმცა, ამ ღილაკის ფუნქცია ანა-
ლოგიურია ბრძანებისა „Select Cases“ (მონაცემთა ბაზიდან გარკვეული შემთხვევების არ-
ჩევა), ამიტომ მასზე აქ არ შევჩერდებით. მაგალითისათვის გამოვითვალოთ სამი ცვლა-
დის – q1.1, q1.2 და q1.3 – საშუალო არითმეტიკული – სამივე ცვლადის ყველა მნიშვნე-
ლობის ჯამი, გაყოფილი 3-ზე. ამ გამოსახულებას ექნება შემდეგი სახე: (q1.2+q1.2=q1.3)/3.
ველში “Target Variable” („გამოსათვლელი ცვლადი“) ჩაწერეთ ცვლადის მოკლე სახელი –
ვთქვათ, „საშუალო“. აქვე შეიძლება სრული სახელის ჩაწერაც – ღილაკის „Type & Label
მეშვეობით. ამ ღილაკზე დაწკაპუნებით იხსნება ფანჯარა, სადაც ჩაიწერება ახალი ცვლა-
დის სრული სახელი (ნახ.3.2.3). თუმცა, ამის გაკეთება აუცილებელი არ არის, რადგამ
სრული სახელის ჩაწერა შეიძლება გამოთვლების დასრულების შემდეგაც, ცვლადების
რედაქტორის მეშვეობით.

31
ნახ. 3.2.3. ახალი ცვლადის სრული სახელის ჩასაწერი ფანჯარა
ვირტუალურ კლავიატურაზე დააწკაპუნეთ ფრჩხილის ღილაკზე: პროგრამა გადაი-
ტანს მას ველში “Numeric Expression” („რიცხვითი გამოსახულება“). იგივეს გაკეთება შე-
იძლება ფიზიკური კლავიატურის გამოყენებითაც. ამისათვის „მაუსის“ სანიშნე გადაიტა-
ნეთ ველში “Numeric Expression” და კლავიატურიდან ჩაწერეთ ფრჩხილი. მოათავსეთ „მა-
უსის“ სანიშნე ფრჩხილში (ნახ.3.2.4). მარცხენა ველში, სადაც ჩამოთვლილია ცვლადები,
მონიშნეთ ცვლადი q1.1, ზემოთ მიმართულ ისარზე დაწკაპუნებით გადაიტანეთ ველში
“Numeric Expression” („რიცხვითი გამოსახულება“) და დააწკაპუნეთ ღილაკზე „+“ (ნახ.
3.2.5). ამის შემდეგ მონიშნეთ ცვლადი q1.2, ზემოთ მიმართულ ისარზე დაწკაპუნებით
გადაიტანეთ ველში “Numeric Expression” („რიცხვითი გამოსახულება“) და დააწკაპუნეთ
„+“ ღილაკზე (ნახ.3.2.6). დაბოლოს, ანალოგიურად გადაიტანეთ მესამე ცვლადი
(ნახ.3.2.7).
ახლა მოათავსეთ „მაუსის“ სანიშნე ფრჩხლის გარეთ, დააწკაპუნეთ „/“ გამოფის ღი-
ლაკზე (ნახ.3.2.8), ვირტუალური ან ფიზიკური კლავიატურის გამოყენებით ჩაწერეთ
რიცხვი „3“ (ნახ.3.2.9) და დააჭირეთ ღილაკს „OK”.

ნახ. 3.2.4. გამოსახულების ჩაწერა

ნახ. 3.2.5. გამოსახულება ერთი შეტანილი ცვლადით

ნახ. 3.2.6. გამოსახულება ერთი შეტანილი ცვლადით

ნახ. 3.2.7. გამოსახულება სამი გადატანილი ცვლადით

ნახ. 3.2.8. გამოსახულების ჩაწერა

32
ნახ. 3.2.9. ფანჯარა ჩაწერელი გამოსახულებით
შედეგის ფანჯარაში (Output) აისახება ჩანაწერი, რომელშიც მითითებულია ფაილის
სახელი და მისამართი, გამოსახულება, რომლის მიხედვითაც იქნა დათვლილი ახალი
ცვლადი და ბრძანების შესრულების დადასტურება (EXECUTE). მონაცემთა ბაზას დაე-
მატება ახალი სვეტი – ცვლადი „საშუალო“ (იხ. მონაცემების რედაქტორის გვერდი), ხო-
ლო ცვლადების რედაქტორს – ახალი სტრიქონი სახელწოდებით „საშუალო“. შეტანილი
ცვლილების შესანახად დააჭირეთ ღილაკს “Save” ინსტრუმენტების პანელზე, ან File-ის
მენიუდან აირჩიეთ ბრძანებათა “Save”. სხვა პროგრამების მსგავსად, შენახვის ოპერაციის
შესრულება შეიძლება კლავიატურის მეშვეობითაც: Ctrl+S.

3.3. ცვლადის კოდების შეცვლა


ზოგჯერ საჭირო ხდება ცვლადის კოდების შეცვლა. მაგალითად, კითხვარში შე-
ტანილია ორი ასეთი კითხვა. პირველი: „რამდენად“ ბედნიერი ადამიანი ხართ?“, რომ-
ლის პასუხებს საწყის მონაცემთა ბაზაში ჰქონდა შემდეგი კოდები: 1 – „ძალიან ბედნიე-
რი“; 2 – „საკმაოდ ბედნიერი“; 3 – „არც თუ ისე ბედნიერი“; 4 – „უფრო უბედური“. მეორე
კითხვა ითვალისწინებდა ჯანმრთელობის შეფასებას: „როგორ შეაფასებდით საკუთარ
ჯანმრთელობას?“. ამ კითხვაზე გასაცემ პასუხებს მიენიჭა შემდეგი კოდები: 1 – ცუდი; 2
– საშუალო; 3 – „კარგი“; 4 – „ძალიან კარგი“. როგორც ვხედავთ, პირველი კითხვის შემ-
თხვევაში კოდები მინიჭებულია კლებადობის პრინციპით: რაც უფრო დაბალია კოდის
რიცხვითი მნიშვნელობა, მით უფრო მაღალია შეფასება და პირიქით. ესაა ეგრეთ წოდე-
ბული „რევერსიული“ (ინვერსიული, შებრუნებული) კითხვა. მეორე შემთხვევაში კოდე-
ბი მინიჭებულია საპირისპირო, ანუ ზრდადობის, პრინციპით: რაც უფრო დაბალია კო-
დის რიცხვითი მნიშვნელობა, მით უფრო დაბალია შეფასება და პირიქით, ანუ ესაა ეგრეთ
წოდებული „პირდაპირი“ კითხვა. თავისთავად კოდების მინიჭების ორივე პრინციპი –
როგორც კლებადობით, ისე ზრდადობით, მართებულია, თუმცა თუ საჭიროა ამ ორი
კითხვის შეპირისპირება (ვთქვათ, გარკვევა იმისა, თუ რამდენად ბედნიერია ის ადა-
მიანი, ვისაც მიაჩნია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია და სხვ.),
მაშინ შედეგის ინტერპრეტაციის გასამარტივებლად მიზანშეწონილია, რომ ორივე ცვლა-
დის პასუხებს კოდები მიენიჭოს ერთნაირი პრინციპით: ან კლებადობით, ან ზრდადო-
ბით. უფრო მეტიც, არაერთი ფსიქოლოგიური ტესტის შემთხვევაში კოდების შეცვლა
სავალდებულო მოთხოვნაა: თუ ტესტის კითხვების ნაწილი პირდაპირია, ნაწილი კი –

33
რევერსიული, ხოლო ტესტის შედეგის გამოსათვლელად საჭიროა ყველა კითხვაზე
გაცემული პასუხის (ანუ კოდის) შეჯამება, მაშინ რევერსიული კითხვების კოდები უცი-
ლობლად შესაცვლელია. გარდა ამისა, კოდების შეცვლა სხვა შემთხვევაშიც შეიძლება
დაგვჭირდეს (შეცდომით შეტანილი კოდის გასწორება და სხვ.).
ჩვენ მაგალითს თუ დავუბრუნდებით, ამ ორი ცვლადიდან (ბედნიერებისა და ჯან-
მრთელობის თვითშეფასება) ერთ-ერთის კოდები შესაცვლელია. ამ შემთხვევაში მნიშვ-
ნელობა არა აქვს, რომლის კოდებს შეცვლით. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პირ-
დაპირი ფორმის კითხვა (რაც უფრო დაბალია კოდის რიცხვითი მნიშვნელობა, მით უფ-
რო დაბალია შეფასება და, პირიქით, რაც უფრო მაღალია კოდის რიცხვითი მნიშვნელობა,
მით უფრო მაღალია შეფასება) აღსაქმნელად მაინც უფრო მარტივია, შევცვალოთ პირვე-
ლი ცვლადის კოდები. მაშასადამე, ყველაზე მაღალ შეფასებას ყველაზე მაღალი კოდი უნ-
და ჰქონდეს, ხოლო ყველაზე დაბალს – ყველაზე დაბალი. ეს ნიშნავს, რომ კოდი პასუხისა
„ძალიან ბედნიერი“ – „1“ უნდა გახდეს „4“, ხოლო კოდი „4“ პასუხისა „უფრო უბედური“
– „1“. ამასთანავე, რაკი ეს რიგის სკალის მონაცემებია, კოდის მინიჭებისას თანამიმდევ-
რობაც (რიგი) უნდა დავიცვათ. შესაბამისად, კოდები შესაცვლელია შემდეგი სქემით:
4→1; 3→2; 2→3; 1→4.
გახსენით შექმნილი ფაილი. „გარდაქმნის“ (“Transform”) მენიუში აირჩიეთ ბრძანება
“Recode into Same Variable” („არსებული ცვლადის კოდების შეცვლა“) (ნახ. 3.3.1). გაიხ-
სნება ტიპობრივი სახის მონაცემთა დამუშავების „ფანჯარა“ სახელწოდებით “Recode into
Same Variable” – „არსებული ცვლადის კოდების შეცვლა“(ნახ. 3.3.2). ეს „ფანჯარა“ ორ არეს
შეიცავს. მარცხენა არეში ცვლადების ჩამონათვლია წარმოდგენილი, მეორე არე კი
ცარიელია – აქ გადასატანია ის ცვლადი, რომლის კოდის შეცვლასაც აპირებთ.
ცვლადების ჩამონათვალში მონიშნეთ შესაცვლელი ცვლადი და დააჭირეთ მარჯვ-
ნივ მიმართულ ისარს. ცვლადი მარჯვენა არეში გადაინაცვლებს (ნახ. 3.3.2). აღსანიშნავია,
რომ შეიძლება ერთზე მეტი ცვლადის კოდების ერთდროულად შეცვლა, ოღონდ, რა-
საკვირველია, იმ პირობით, რომ ყველა ამ ცვლადს ერთნაირი კოდი აქვს. ასეთ შემთხვე-
ვაში ცვლადების ჩამონათვალიდან აირჩიეთ ყველა ეს ცვლადი და ისარზე დაჭერით
გადაიტანეთ მარჯვენა არეში.

ნახ. 3.3.1. ბრძანების “Recode into Same Variable” („არსებული ცვლადის კოდების შეცვლა“) არჩევა
ახლა დააჭირეთ მარჯვენა არის ქვემოთ განლაგებულ ღილაკს „Old and New Values“
(“ძველი და ახალი მნიშვნელობა”). გაიხსნება „ფანჯარა“ სახელწოდებით “Recode into Sa-
me Variable: Old and New Values” – „არსებული ცვლადის კოდების შეცვლა: “ძველი და
ახალი მნიშვნელობა” (ნახ. 3.3.3). ეს ფანჯარა ორ არედ არის გაყოფილი: მარცხენა ნაწილი
სახელწოდებით „Old Value“ განკუთვნილია პირვანდელი კოდის შესატანად, ხოლო
მარჯვენა („New Values“) – ახალი კოდისა.

34
ნახ. 3.3.2. ფანჯარა“Recode into Same Variable” („არსებული ცვლადის კოდების შეცვლა“)

ნახ. 3.3.3. ფანჯარა „Old and New Values“ (“ძველი და ახალი მნიშვნელობა”)

როგორც ითქვა, კოდები შესაცვლელია შემდეგი სქემით: 4→1; 3→2; 2→3; 1→4. შესა-
ბამისად, მარცხენა არის („Old Value“) ველში „Value“ (“მნიშვნელობა”) შეიტანეთ ციფრი
„4“, ხოლო მარცხენა არის („New Values“) ველში „Value“ (“მნიშვნელობა”) – ციფრი „1“. ამის
საპასუხოდ გააქტიურდება („აინთება“) ღილაკი “Add” (ნახ. 3.3.4). დააჭირეთ ამ ღილაკს
და ძველი და ახალი მნიშვნელობა გადაინაცვლებს ველში „Old→New“ („ძველი→ახალი“),
როგორც ეს ნაჩვენებია ნახატზე 3.3.5.

ნახ. 3.3.4. ფანჯარა „Old and New Values“: ძველი და ახალი კოდის პირველი მნიშვნელობა შეტანილია
ახლა ანალოგიური პრინციპით შეცვალეთ მეორე კოდი: მარცხენა არის („Old Value“)
ველში „Value“ შეიტანეთ ციფრი „3“, ხოლო მარცხენა არის („New Values“) ველში „Value“ –
ციფრი „2“ და დააჭირეთ ღილაკს “Add” (ნახ. 3.3.6). ამის საპასუხოდ მეორე კოდის ძველი
და ახალი მნიშვნელობაც გადაინაცვლებს ველში „Old→New“.

35
გასაგებია, რომ იგივე წესით მისათითებელია მესამე და მეოთხე კოდის ძველი და
ახალი მნიშვნელობა, ანუ ყველა შესაცვლელი კოდი გადატანილ უნდა იქნეს ველში
„Old→New“ (ნახ. 3.3.5). ამ პროცესის დასრულების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „Continue”

ნახ. 3.3.5. ფანჯარა „Old and New Values“: კოდების შეცვლის პროცედურა დასრულებულია
ამ პროცედურის ბოლო ეტაპია შეცვლილი კოდების შეტანა (გასწორება) ცვლადების
რედაქტორის ველში „Value“ („მნიშვნელობა“). ჩვენი მაგალითისათვის ახალი კოდები
ასეთია: 4 – „ძალიან ბედნიერი“; 3 – „საკმაოდ ბედნიერი“; 2 – „არც თუ ისე ბედნიერი“; 1
– „უფრო უბედური“. შეტანილი ცვლილების შესანახად დააჭირეთ ღილაკს “Save” ინსტ-
რუმენტების პანელზე, ანდა File-ის მენიუდან აირჩიეთ ბრძანებათა “Save”. სხვა პროგ-
რამების მსგავსად, შენახვის ოპერაციის შესრულება შეიძლება კლავიატურის მეშვეო-
ბითაც: Ctrl+S.

3.4. კოდების შეცვლა ახალი ცვლადის შექმნის გზით


ამა თუ იმ ცვლადის კოდების შეცვლა შეიძლება ახალი ცვლადის შექმნის გზითაც.
ვთქვათ, გჭირდებათ ცვლადი გარდაქმნილი კოდებით, მაგრამ გარკვეული მოსაზრების
გამო ძველი ცვლადის შენარჩუნებაც გსურთ. გარდა ამისა, ზოგჯერ საჭიროა სხვადასხვა
კოდით აღნიშნული პასუხების (კატეგორიების) გაერთიანება. ვთქვათ, მონაცემთა საწყის
ბაზაში გამოყოფილი იყო შემდეგი ასაკობრივი ჯგუფები: 18-25 წელი – კოდი „1“; 26-35
წელი – კოდი „2“; 36-45 წელი – კოდი „3“; 46-55 წელი – კოდი „4“; 56-65 წელი – კოდი „5“;
65 წელზე მეტი – კოდი „6“. მაგრამ შედეგმა აჩვენა, რომ ბოლო ასაკობრივი ჯგუფი (65
წელზე მეტი) მცირეა, რის გამო შედეგი შეიძლება სტატისტიკურად სანდო არ იყოს, ამი-
ტომ საჭიროა მისი გაერთიანება წინა ასაკობრივ ჯგუფთან (56-65 წელი). თუმცა, მაინც
გსურთ ამ ჯგუფის შენარჩუნება (ვთქვათ, იმისათვის, რომ გადახედოთ ამ ასაკობრივი
ჯგუფის თავისებურებებს – თუნდაც ტენდენციის სახით). შესაბამისად, შესაქმნელია
ახალი ცვლადი შემდენი კოდებით: 1→1; 2→2; 3→3; 4→4; 5→5; 6→5.
გახსენით სამუშაო ფაილი. „გარდაქმნის“ (“Transform”) მენიუში აირჩიეთ ბრძანება
“Recode into Different Variables” – “კოდების შეცვლა ახალი ცვლადის შექმნის გზით” (ნახ.
3.4.1). გაიხსნება ტიპობრივი სახის მონაცემთა დამუშავების „ფანჯარა“ სახელწოდებით
“Recode into Different Variables” – “კოდების შეცვლა ახალი ცვლადის შექმნის გზით” (ნახ.
3.4.2). ეს „ფანჯარა“ სამ არეს შეიცავს. მარცხენა არეში ცვლადების ჩამონათვლია წარმოდ-
გენილი, მეორე არე ცარიელია – აქ გადასატანია ის არსებული (საწყისი) ცვლადი, რომ-
ლის საფუძველზეც იქმნება ახალი ცვლადი შეცვლილი კოდებით, ხოლო მესამე არე სა-
ხელწოდებით “Output Variable” (“შესაქმნელი ცვლადი”) განკუთვნილია ამ ახალი ცვლა-
დის შემოკლებული („Name“) და სრული („Label“) სახელის მისათეთებლად.

36
ნახ. 3.4.1. ბრძანების “Recode into Different Variables” არჩევა

ნახ. 3.4.2. ფანჯარა “Recode into Different Variables” – “კოდების შეცვლა ახალი ცვლადის შექმნის გზით”
ცვლადების ჩამონათვალში მონიშნეთ საწყისი ცვლადი და დააჭირეთ მარჯვნივ მი-
მართულ ისარს. ცვლადი მარჯვენა არეში გადაინაცვლებს (ნახ. 3.4.3). აღსანიშნავია, რომ
ზემოთ განხილული პროცედურისაგან განსხვავებით, რომელიც ითვალისწინებდა არსე-
ბული ცვლადის კოდების შეცვლას, ამ შემთხვევაში ახალი ცვლადის შექმნა შეიძლება
მხოლოდ ერთი არსებული ცვლადის საფუძველზე.

ნახ. 3.4.3. ფანჯარა “Recode into Different Variables” მითითებული საწყისი ცვლადით
ამის შემდეგ საჭიროა მესამე,“Output Variable” ველში შესაქმნელი ცვლადის შემოკ-
ლებული სახელის („Name“) მითითება. რაც შეეხება სრულ სახელს („Label“), მისი მითი-

37
თება სავალდებლო არ არის – ამის გაკეთება შეიძლება მოგვიანებითაც, ცვლადების
რედაქტორის გამოყენებით. შესაბამისად, „Name“ ველში ჩავწეროთ „ასაკი_1“8 (ნახ.3.4.4).

ნახ. 3.4.4. ფანჯარა “Recode into Different Variables” მითითებული შემოკლებული სახელით

ახლა დააჭირეთ ქვემოთ განლაგებულ ღილაკს „Old and New Values“ (“ძველი და
ახალი მნიშვნელობა”). გაიხსნება „ფანჯარა“ სახელწოდებით “Recode into Different Vari-
ables: Old and New Values” – “კოდების შეცვლა ახალი ცვლადის შექმნის გზით: ძველი და
ახალი მნიშვნელობა”. როგორც ვხედავთ, ეს ფანჯარა ისეთია, როგორც ზემოთ განხი-
ლულ შემთხვევაში, როცა შესაცვლელი იყო არსებული ცვლადის კოდები (იხ. ნახ. 3.3.3).
მარცხენა ნაწილი სახელწოდებით „Old Value“ განკუთვნილია საწყისი ცვლადის კოდების
შესატანად, ხოლო მარჯვენა („New Values“) – შესაქმნელი ახალი ცვლადის კოდებისა. რაც
შეეხება კოდების შეტანის პროცედურას, ისიც ზუსტად ისეთივეა, როგორც ზემოთ
განხილულ შემთხვევაში. ჩვენ მაგალითში საწყის და ახალ ცვლადებს შორის მხოლოდ ის
განსხვავებაა, რომ მე-6 ასაკობრივი ჯგუფი მისაერთებელია მე-5-თან: 1→1; 2→
2; 3→3; 4→4; 5→5; 6→5. შესაბამისად, როგორც მარცხენა („Old Value“), ისე მარჯვენა („New
Value“) არის ველში „Value“ შეიტანეთ ციფრი „1“ და დააჭირეთ ღილაკს “Add” – ამ
ჯგუფის კოდი ხომ უცვლელი რჩება. ანალოგიურად გადაიტანეთ მე-2, მე-3, მე-4 და მე-5
ჯგუფების კოდები, რომლებიც ასევე შესაცვლელი არ არის. რაც შეეხება მე-6 ჯგუფს,
მარცხენა არის („Old Value“) ველში „Value“ შეიტანეთ ციფრი „6“, ხოლო მარცხენა არის
(„New Values“) ველში „Value“ – ციფრი „5“ და დააჭირეთ ღილაკს “Add”. შედეგად ველში
„Old→New“ გადატანილ იქნება ახალი ცვლადის ყველა კოდი (ნახ. 3.4.6).
ამ პროცესის დასრულების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „Continue” („გაგრძელება“).
ამის საპასუხოდ პროგრამა დაგაბრუნებთ საწყის ფანჯარაში – „Recode into Different Vari-
ables” (ნახ. 3.4.4). როგორც ნახატიდან ჩანს, ღილაკი „OK” აქტიური არ არის, სამაგიეროდ
აქტიურია ღილაკი „Change“. დააჭირეთ ამ ღილაკს, შემდეგ კი უკვე გააქტიურებულ ღი-
ლაკს „OK”.

8
როგორც ითქვა, ორი ერთნაირი შემოკლებული სახელის გამოყენება არ შეიძლება. ეს შეზღუდვა არ
ეხება სრულ სახელს („Label“), რომელიც შეიძლება მეორდებოდეს.

38
ნახ. 3.4.6. ფანჯარა “Recode into Different Variables: Old and New Values” შეტანილი კოდებით

3.5. მონაცემების რანჟირება


რანჟირების, ანუ რიგის მიხედვით დალაგების, ბრძანების მეშვეობით შეიძლება ამა
თუ იმ ცვლადის მნიშვნელობათა დალაგება ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით.
იქმნება ახალი ცვლადი, რომლის მნიშვნელობა გამოხატავს თითოეული რესპონდენტის
ადგილს შერჩეული ცვლადის მიხედვით. მაგალითად, გვაქვს სტუდენტთა შეფასება (ქუ-
ლები) და გვინდა მათი დალაგება ამ შეფასების მიხედვით ისე, რომ იმ სტუდენტმა, რო-
მელსაც ყველაზე მაღალი შეფასება აქვს, დაიკავოს პირველი ადგილი. მაშინ მეორე
ადგილზე გავა ის, ვისი ქულაც პირველი სტუდენტის ქულაზე დაბალია, მაგრამ უფრო
მაღალია, ვიდრე სხვა დანარჩენისა და ა.შ. შესაბამისად, ბოლო ადგილს დაიკავებს ის
სტუდენტი, რომელმაც ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. ეს იქნება რანჟირება კლება-
დობის მიხედვით. გასაგებია, რომ მონაცემების დალაგება შეიძლება ზრდადობის მიხედ-
ვითაც, ანუ ბოლო ადგილზე გასულს მიენიჭოს პირველი ადგილი. გასაგებია ისიც, რომ
ზრდადობის ან კლებადობის პრინციპის არჩევა დამოკიდებულია კონკრეტული კვლევის
საჭიროებაზე. გაზგასმით აღსანიშნავია, რომ რანჟირებისათვის შეიძლება (უფრო სწო-
რად, ამ პროცედურას აზრი აქვს) მხოლოდ რაოდენობრივი ცვლადის გამოყენება.
გახსენით სამუშაო ფაილი. „გარდაქმნის“ (“Transform”) მენიუში აირჩიეთ ბრძანება
“Rank Cases” – “რესპონდენტთა რანჟირება” (ნახ. 3.5.1). გაიხსნება ტიპობრივი სახის მო-
ნაცემთა დამუშავების „ფანჯარა“ სახელწოდებით “Rank Cases” (ნახ. 3.5.2). ეს „ფანჯარა“
ორ არეს შეიცავს. მარცხენა არეში ცვლადების ჩამონათვლია წარმოდგენილი, მეორე არე
ცარიელია – აქ გადასატანია ის ცვლადი, რომლის მიხედვითაც ხდება რანჟირება.

ნახ. 3.5.1. ბრძანება “Rank Cases” ნახ. 3.5.2. ფანჯარა “Rank Cases” (“შემთხვევების რანჟირება”)

39
ცვლადების ჩამონათვალში მონიშნეთ საჭირო ცვლადი და დააჭირეთ მარჯვნივ მი-
მართულ ისარს. ცვლადი მარჯვენა არეში გადაინაცვლებს. მარცხენა არის ქვედა ნაწილში
განთავსებულ ველში – „პირველი ადგილი მიეჭიროს...“ („Assign Rank 1 to“) ვირჩევთ მო-
ნაცემების დალაგების პრინციპს: მინიმალურ მნიშვნელობას (“Smallest value”) თუ მაქსი-
მალურს (“Largest value”). როგორც ვხედავთ, ფანჯარა იხსნება მონიშნული მინიმალური
მნიშვნელობით, რაც გულისხმობს რანჟირებას ზრდადობის მიხედვით. საჭიროებისა-
მებრ შეიძლება კლებადობის პრინციპის არჩევა – მაშინ მოსანიშნია მოვნიშნავთ მაქსიმა-
ლური მნიშვნელობა (“Largest value”). ცვლადის არჩევისა და რანჟირების პროცედურის
შერჩევის შემდეგ გააქტიურდება ღილაკი „OK” (ნახ. 3.5.3).

ნახ. 3.5.3. ცვლადის არჩევა რანჟირებისათვის ნახ. 3.5.4. რანჟირება ორი ცვლადით
„OK”ღილაკზე დაჭერის შედეგად შეიქმნება, ანუ დაემატება მონაცემთა ბაზას, ახა-
ლი რაოდენობრივი ცვლადი შემოკლებული სახელით (Name) „R“, რომელსაც ემატება
რანჟირებისათვის გამოყენებული ცვლადის შემოკლებული სახელი (მაგალითად, Rq5);
ამ ცვლადის სრული სახელია („Label“) – „Rank of q5“. საჭიროებისამებრ შეიძლება ახალი
ცვლადის სახელის შეცვლა ცვლადების რედაქტორის გამოყენებით.
შედეგის ფანჯარაში (Output) აისახება ჩანაწერი – ბრძანების შესრულების დადას-
ტურება, რომელშიც მითითებულია საწყისი ცვლადი, ახალი ცვლადის შემოკლებული
და სრული სახელი და ა.შ. ეს ჩანაწერი არ გვჭირდება, ამიტომ შეიძლება მისი გამორთვა.
ამისათვის უნდა მოიხსნას მონიშვნა შემაჯამებელი (კრებსითი) ცხრილების ღილაკისა
(„Display summary tables“). თუმცა, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება სავალდებულო არ არის.
შეტანილი ცვლილების შესანახად დააჭირეთ ღილაკს “Save” ინსტრუმენტების პანელზე,
ან File-ის მენიუდან აირჩიეთ ბრძანებათა “Save”. სხვა პროგრამების მსგავსად, შენახვის
ოპერაციის შესრულება შეიძლება კლავიატურის მეშვეობითაც: Ctrl+S.
რანჟირება შეიძლება ქვეჯგუფების მიხედვითაც. მაგალითად, გვაქვს ორი ცვლადი:
ბედნიერება და ჯანმრთელობა. თუ პირველ ცვლადს გადავიტანთ ცვლადების ვერში,
ხოლო მეორეს – ველში „By“ (ნახ. 3.5.4), მაშინ პროგრამა რანგებს გამოთვლის ამ ორი
ცვლადის მნიშვნელობათა ყოველი კომბინაციისათვის ცალ-ცალკე.
დაბოლოს, ამ ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში გვაქვს კიდევ ორი ღილაკი – „რან-
გის ტიპი“ („Rank Types“) და „დამთხვევა“ („Ties“). პირველი ღილაკი („Rank Types“) გვთა-
ვაზობს რანჟირების რამდენიმე განსხვავებულ მეთოდს (ნახ. 3.5.5). რანჟირების მარტივი
მეთოდის („Rank“) გარდა, რომელიც ზემოთ გამოვიყენეთ (როგორც ნახატიდან ჩანს, სწო-
რედ ეს ღილაკია მონიშნული), მონაცემების დალაგება შეიძლება სხვა პრინციპითაც: სე-
ვიჯის ქულა (ახადი ცვლადი შეიცავს ექსპონენტურ გადანილებაზე დაფუძნებულ
სევიჯის ქულებს), წილადი რანგი და ა.შ.

40
ნახ. 3.5.3. ფანჯარა „რანჟირების ტიპი“ ნახ. 3.5.4. ფანჯარა „დამთხვევა“
რაც შეეხება მეორე ღილაკს – („Ties“), ამ ღილაკით განისაზღვრება ერთნაირი მნიშ-
ვნელობებისათვის რანგის მინიჭების წესი (ნახ. 3.5.6). როგორც წესი, ერთნაირ მნიშვნე-
ლობებს ენიჭება რანგების საშუალო არითმეტიკული. როგორც ვხედავთ, მონიშნულია
სწორედ ეს წესი (“Mean”). მაგალითად, სამ სტუდენტს ერთნაირი ქულა აქვს. ეს ქულა სი-
დიდით მეხუთე ადგილზეა, ანუ ამ სამმა სტუდენტმა დაიკავა მე-5, მე-6 და მე-7 ადგილე-
ბი. საშუალო რანგის გამოყენების შემთხვევაში რანგი გამოითვლება, როგორც საშუალო
არითმეტიკული: (5+6+7)/3 = 6. მაშასადამე, სამივე სტუდენტს მიეწერება რანგი „6“.
გარდა ამისა, პროგრამა კიდევ სამ ხერხს გვთავაზობს: „Low“ (მინიმალური), „High“
(მაქსიმალური) და „Sequential ranks to unique values“ (თანამიმდევრული). ამ ხერხებს შო-
რის განსხვავება ნათლად ჩანს ქვემორე ცხრილიდან (იხ. ცხრ. 3.5.1).
ცხრილი 3.5.1
ცვლადის მნიშვნელობა საშუალო მინიმალური მაქსიმალური თანამიმდევრული
10 1 1 1 1
15 3 2 4 2
15 3 2 4 2
15 3 2 4 2
16 5 5 5 3
20 6 6 6 4
როგორც ვხედავთ, სულ 6 შემთხვევა გვაქვს, რომელთაგანაც 3 ერთნაირია. რიცხ-
ვითი სიდიდის მიხედვით მათ დაიკავეს მე-2, მე-3 და მე-4 ადგილები. საშუალო მნიშვნე-
ლობის (“Mean”) გამოყენებისას სამივეს ნიენიჭება რანგი „3“: (2+3+4)/3=3. „Low“ („მინიმა-
ლური“) ხერხის გამოყენებისას სამივეს მიენიჭება მინიმალური რანგი ამ სამიდან: (მე-2,
მე-3 და მე-4), ანუ „2“, ხოლო „მაქსიმალურის („High“) შემთხვევაში – მაქსიმალური, ანუ
„4“. თანამიმდევრული ხერხის („Sequential ranks to unique values“) გამოყენებისას სამივეს
მიენიჭება მინიმალური რანგი („2“), მაგრამ ბოლო ორი შემთხვების რანგი ასახავს არა
ფაქტობრივ ადგილს (მე-5 და მე-6), არამედ რანგი 2-ის მომდევნოს: 3 და 4.

3.6. ქვეჯგუფების გამოყოფა


კვლევის პროცესში ხშირად გვჭირდება შერჩევის ქვეჯგუფებად გამოფა. მაგალი-
თად, კვლევის მიზანია გენდერული ან ასაკობრივი განსხვავების შესწავლა. ბუნებრივია,
რომ ეს მოითხოვს შერჩევის გაყოფას ცალკეულ ქვეჯგუფებად შერჩეული ნიშნის მიხედ-
ვით – ამ ნიშანს ჯგუფური, ანუ დამოუკიდებელი, ცვლადი ჰქვია. ვთქვათ, კვლევის მი-
ზანია გენდერული განსხვავების შემოწმება. ამ შემთხვევაში ჯგუფური ცვლადი იქნება
გენდერი, რომელიც გაყოფს შერჩევას ორ ქვეჯგუფად: ქალები და მამაკაცები.
გახსენით სამუშაო ფაილი. შერჩევას ქვეჯგუფებად გაყოფის პროცედურის ჩატარება
შეიძლება როგორც „მონაცემების“ (“Data”) მენიუს, ისე სწრაფი ღილაკის გამოყენებით.

41
1. „მონაცემების“ (“Data”) მენიუდან აირჩიეთ ბრძანება “Split File” („შერჩევის გაყო-
ფა“) (ნახ. 3.6.1). გაიხსნება „ფანჯარა“ სახელწოდებით “Split File” (ნახ. 3.6.2).
2. პროგრამის ზედა ნაწილში განლაგებული ინსტრუმენტების პანელზე დააჭირეთ
სწრაფ ღილაკს (ნახ. 3.6.4).

ნახ. 3.6.2. არჩევა ბრძანებისა „შეადარე ჯგუფები“

ნახ. 3.6.1. ფანჯარა „შერჩევის გაყოფა“ ნახ. 3.6.3. არჩევა ბრძანებისა „შეადარე ჯგუფები“

Split File

ნახ. 3.6.4. “Split File” ბრძანების არჩევა ინსტრუმენტების პანელზე


გახსნილი ფანჯარა “Split File” ორ არეს შეიცავს (ნახ. 3.6.2). მარცხენა არეში ცვლადე-
ბის ჩამონათვლია წარმოდგენილი. მარჯვენა არის ზედა ნაწილში განლაგებულია სამი
ღილაკი. ფანჯარა იხსნება მონიშნული ღილაკით – „გაანალიზე ყველა შემთხვევა, თუ
შექმნი ჯგუფებს“ (“Analyze all cases, do not create groups”). შერჩევის ქვეჯგუფებად გაყო-
ფისათვის უნდა მოვნიშნოთ ერთ-ერთი ღილაკი მომდევნო ორიდან: „შეადერე ჯგუფები“
(“Compare groups”) და „წარმოადგინე შედეგი ჯგუფების მიხედვით ცალ-ცალკე“ („Organi-
ze output by groups”). ამ ორ ღილაკს შორის განსხვავებაა შედეგის ფანჯარაში (Output)
მომდევნო დამუშავების შედეგების წარმოდგენის ფორმა, სახელდობრ:
➢ ღილაკის “Compare groups” მონიშვნისას მომდევნო დამუშავების შედეგები წარ-
მოდგენილია იქნება ერთიანი ცხრილის სახით.
➢ ღილაკის „Organize output by groups” მონიშვნისას მომდევნო დამუშავების შედე-
გები წარმოდგენილია იქნება ქვეჯგუფების მიხედვით ცალ-ცალკე, ცალკეული ცხრილე-
ბის სახით.

42
მონიშნეთ ამ ორი ღილაკიდან ერთ-ერთი. ველი „ჯგუფური ცვლადი“ (“Groups Based
on”) განკუთვნილია ჯგუფური ცვლადის მისათითებლად. ცვლადების ჩამონათვალში
მონიშნეთ ჯგუფური ცვლადი – ვთქვათ, გენდერი – და დააჭირეთ ველთან “Groups Based
on” განლაგებულ ისარს. ჯგუფური ცვლადი ველში გადაინაცვლებს (ნახ. 3.6.3). „OK”ღი-
ლაკზე დაჭერით დაადასტურეთ შეტანილი ცვლილება. შედეგის ფანჯარაში (Output)
აისახება ბრძანების შესრულების დადასტურება (SPLIT FILE LAYERED BY D2).
აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ცვლადი შეიძლება იყოს ერთზე მეტი. მაგალითად,
კვლევის ერთ-ერთი მიზანია სქესისა და ასაკის მიხედვით გამოყოფილი ქვეჯგუფების
შედარება. ასეთ შემხვევაში ჯგუფური ცვლადების ველში გადასატანია ორი ცვლადი:
სქესი და ასაკი. პროგრამა რვა ჯგუფური ცვლადის შეტანის საშუალებას იძლევა. თუმცა,
რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში შერჩევა ძალიან დიდი მოცულობის უნდა იყოს, რომ
მსგავს შედარებას აზრი ჰქონდეს.
უცილობლად გასათვალისშინებელია, რომ ბრძანება “Split File” ვრცელდება ყველა
მომდევნო დამუშავების პროცედურაზე, ანუ შედეგები წარმოდგენილი იქნება ქვეჯგუ-
ფების მიხედვით ცალ-ცალკე, – მანამდე, სანამ ამ ბრძანებას არ გააუქმებთ.
ბრძანების “Split File” გასაუქმებლად ისევ გამოიძახეთ ფანჯარა “Split File”, მონიშ-
ნეთ ღილაკი „გაანალიზე ყველა შემთხვევა, თუ შექმნი ჯგუფებს“ (“Analyze all cases, do not
create groups”) და „OK”ღილაკზე დაჭერით დაადასტურეთ შეტანილი ცვლილება. შედე-
გის ფანჯარაში (Output) აისახება ბრძანების შესრულების დადასტურება (SPLIT FILE OFF).

3.7. შემთხვევების შერჩევა


ზოგჯერ მკვლევარს სჭირდება დასამუშავებლად არა ყველა შემთხვევის არჩევა,
არამედ მხოლოდ იმ ნაწილისა, რომელიც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. მაგალი-
თად, მას აინტერესებს მხოლოდ 25-35 წლის უმაღლესი განათლების მქონე ქალთა ქვე-
ჯგუფი. შესაბამისად, პროგრამას უნდა მივუთითოთ ის პირობები, რომელსაც გამოსაყო-
ფი ჯგუფი უნდა აკმაყოფილებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბრძანება „შეარჩიე შემთ-
ხვევები“ (“Select Cases”) – მონაცემთა ბაზიდან ანალიზისათვის მხოლოდ გარკვეული შემ-
თხვევების არჩევა.
გახსენით სამუშაო ფაილი. მონაცემთა ბაზიდან მხოლოდ გარკვეული შემთხვევების
არჩევა შეიძლება როგორც „მონაცემების“ (“Data”) მენიუს, ისე სწრაფი ღილაკის გამოყენე-
ბით.
1. „მონაცემების“ (“Data”) მენიუდან აირჩიეთ ბრძანება “Select Cases” „შემთხვევების
შერჩევა“ (ნახ. 3.7.1). გაიხსნება „ფანჯარა“ სახელწოდებით “Select Cases” (ნახ. 3.7.2).
2. პროგრამის ზედა ნაწილში განლაგებული ინსტრუმენტების პანელზე დააჭირეთ
სწრაფ ღილაკს (ნახ. 3.7.3).
გახსნილი ფანჯრის – “Select Cases” მარცხენა არეში ცვლადების ჩამონათვლია
წარმოდგენილი (ნახ. 3.7.2). მარცხენა არის ზედა ნაწილში გვაქვს გადამრთველი “Select”
(შერჩევა) ხუთი ღილაკით. ფანჯარა იხსნება მონიშნული პირველი ღილაკით – „ყველა
შემთხვევა“ (“All cases”). დანარჩენი ოთხი ღილაკი გამოიყენება შემთხვევების არჩევის
პირობების (კრიტერიუმების) მისათითებლად.
➢ მეორე ღილაკი – „თუ სრულდება პირობა“ (“If condition is satisfied”) შემთხვევების
არჩევის საჭირო პირობების (ცვლადებისა და მათი დიაპაზონის) მისათითებლად არის
განკუთვნილი. უნდა ითქვას, რომ გამოიყენება, ძირითადად, სწორედ ეს ღილაკი.

43
➢ ღილაკი – „შემთხვევითი შერჩევა“ (“Ramdom sample of cases”) გამოიყენება იმ
შემთხვევაში, როცა საჭიროა გარკვეული მოცულობის შემთხვევითი შერჩევის შექმნა.
➢ ღილაკი – „თარიღის ან რესპონდენტთა ნომრების დიაპაზონი“ (“Based on time or
case range”) გამოიყენება, თუ შემთხვევების არჩევა საჭიროა თარიღის ან რესპონდენტთა
ნომრების საფუძველზე.
➢ ღილაკის – „საფილტრაციო ცვლადის გამოყენება“ (“Use filter variable”) მეშვეობით
შესაძლებელია შემთხვევების არჩევა ნებისმიერი რაოდენობრივი ცვლადის („ფილტრის“)
საფუძველზე.

ნახ. 3.7.1. ფანჯრის – „შემთხვევების შერჩევა“ ნახ. 3.7.2. ფანჯარა „შემთხვევების შერჩევა“
არჩევა

Select Cases

ნახ. 3.7.3. “Split File” ბრძანების არჩევა ინსტრუმენტების პანელზე

ღილაკი – „თუ სრულდება პირობა“ (“If condition is satisfied”)


შემთხვევების შესარჩევად გამოიყენება, ძირითადად, სწორედ მეორე ღილაკი – „თუ
სრულდება პირობა“ (“If condition is satisfied”). მონიშნეთ ეს ღილაკი და მის ქვემოთ მდე-
ბარე ველში დააჭირეთ „If...“ („თუ“) (ნახ. 3.7.2).
გაიხსნება ფანჯარა “Select Cases: If ” (ნახ. 3.7.4). ამ ფანჯრის მარცხენა არეში ცვლა-
დების ჩამონათვლია წარმოდგენილი. შერჩევის პირობების მისათითებლად განკუთ-
ვნილია ფანჯრის მარჯვენა არის ცარიელი ველი. ამ ცარიელი ველის ქვემოთ მდებარე
სივრცე ისეთივეა, როგორც ფანჯრისა “Compute Variable” („ცვლადის გამოთვლა“) (ნახ.
3.2.1). ცარიელ ველში პირობების შეტანა შეიძლება როგორც ფიზიკური, ისე ვირტუალუ-
რი კლავიატურის გამოყენებით. კალკულატორის პანელზე სხვადასხვა ოპერაციის შესას-
რულებლად განკუთვნილი ღილაკებია განთავსებული. თითოეულ ამ ღილაკზე დაწკა-

44
პუნების შედეგად ის გადადის ცარიელ ველში. ძირითადი ოპერაციების აღმნიშვნელი
ღილაკების ფუნქცია აღწერილია ცხრილში 3.2.1.

ნახ. 3.7.4. ფანჯრის – „შემთხვევების შერჩევა“ ნახ. 3.7.5. ფანჯარა „შემთხვევების შერჩევა“
არჩევა
მაგალითად, გვჭირდება 25-35 წლის უმაღლესი განათლების მქონე ქალთა შემ-
თხვევების არსევა. ამრიგად, შერჩეული შემთხვევები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სამ
პირობას: 1) სქესი: ქალი; 2) ასაკი: 25-35 წლის; 3) განათლება: უმაღლესი.
დავუშვათ, რომ მონაცემთა ბაზაში ცვლადი „სქესის“ შემოკლებული სახელია („Na-
me“) D1, ხოლო ქალის კოდი – 2. მაშასადამე, ველში შესატანი პირველი პირობა იქნება
შემდეგი სახის: D1=2. ასაკის შემოკლებული სახელია („Name“) D2, ხოლო 25-35 წლის ასა-
კობრივი ჯგუფის კოდი – 1. მაშასადამე, ვერში შესატანი მეორე პირობაა შემდეგი სახის:
D2=1. დაბოლოს, განათლების შემოკლებული სახელია („Name“) D3, ხოლო უმაღლესი
განათლების კოდი – 3. მაშასადამე, ვერში შესატანი მეორე პირობაა შემდეგი სახის: D3=3.
ცვლადების ჩამონათვალში მონიშნეთ ცვლადი „სქესი“ და დააჭირეთ ცარიელ ველ-
თან განლაგებულ ისარს. ცვლადი „სქესი“ ველში გადაინაცვლებს. ვირტუალურ კლა-
ვიატურაზე დააწკაპუნეთ ჯერ ტოლობის ნიშანზე (=), შემდეგ კი ციფრზე „2“. შერჩეული
პირველი პირობა ცარიელ ველში გადაინაცვლებს. ამის გაკეთება შეიძლება ფიზიკური
კლავიატურიდან შესაბამისი სიმბოლოების ჩაბეჭვდით.
ახლა შესატანია მეორე პირობა. მაგრამ მანამდე საჭიროა იმის მითითება, რომ ეს მე-
ორე სავალდებულო პირობაა. ამისათვის გამოიყენება ლოგიკური ოპერაციის ნიშანი „და“
(&). ვირტუალურ კლავიატურაზე დააწკაპუნეთ ნიშანზე „&“, შემდეგ კი ზემოთ აღწერი-
ლი წესით შეიტანეთ მეორე პირობა (D2=1). დასრულების შემდეგ ისევ დააწკაპუნეთ ნი-
შანზე „&“ და შემდეგ შეიტანეთ მესამე პირობა (D3=3). შედეგად შერჩევის ველში სამივე
პირობა აისახება (ნახ. 3.7.5). დააჭირეთ ღილაკს „გაგრძელება“ (Continue), რომ დაიხუროს
ეს ფანჯარა, შემდეგ კი პირველი ფანჯრის „OK”ღილაკზე – მთავარ ფანჯარაში დასაბრუ-
ნებლად.
შემთხვევათა ქვეჯგუფის შერჩევისას პროგრამა ქმნის სპეციალურ ცვლადს სახელ-
წოდებით „filter_$“, რომელიც ემატება მონაცემთა ბაზას. ამ ცვლადის მნიშვნელობა შერ-
ჩეული ქვეჯგუფისათვის 1-ის ტოლია, ხოლო გამორიცხულისა – 0-სა.
შედეგის ფანჯარაში (Output) აისახება შესაბამისი ჩანაწერი და ბრძანების შესრულე-
ბის დადასტურება (EXECUTE).
აღსანიშნავია, რომ მონაცემთა რედაქტორის გვერდზე ყველა ის შემთხვევა, რო-
მელიც მითითებულ პირობებს არ აკმაყოფილებს, გადახაზულია (ნახ. 3.7.6).

45
ნახ. 3.7.6. მონაცემთა ბაზის ფრაგმენტი შერჩეული და გამორიცხული შემთხვევებით
უცილობლად გასათვალისშინებელია, რომ ეს ბრძანება ვრცელდება ყველა მომ-
დევნო დამუშავების პროცედურაზე, ანუ შედეგები წარმოდგენილი იქნება მხოლოდ
შერჩეული ქვეჯგუფისათვის – მანამდე, სანამ ბრძანებას არ გააუქმებთ.
შერჩეული შემთხვევების (“Select Cases”) ბრძანების გასაუქმებლად ისევ გამოიძახეთ
ფანჯარა “Select Cases”, მონიშნეთ ღილაკი „ყველა შემთხვევა“ (“All cases”) და „OK”ღილაკ-
ზე დაჭერით დაადასტურეთ შეტანილი ცვლილება. შედეგის ფანჯარაში (Output) აისახე-
ბა ბრძანების შესრულების დადასტურება (FILTER OFF.USE ALL.EXECUTE).

დამატებითი შესაძლებლობები – ველი Output


ფანჯრის “Select Cases” მარჯვენა არის ქვედა ნაწილში განდაგებულია ველი „Output“
სამი ღილაკით (ნახ. 3.7.2). ეს ველი აქტიურდება მხოლოდ ერთ-ერთი შესარჩევი ღილაკის
მონიშვნის შემდეგ.
➢ ღილაკი „გამორიცხული შემთხვევების გაფილტრვა“ (“Filter out unselected cases”)
ეს ღილაკი ავტომატურად ირთვება ერთ-ერთი შესარჩევი ღილაკის მონიშვნის შემდეგ. ეს
ნიშნავს, რომ იმ შემთხვევები, რომელიც მითითებულ პირობებს არ აკმაყოფილებს,
მომდევნო ანალიზში ჩართული არ იქნება მანამდე, სანამ ფილტრს არ გამორთავთ.
➢ ღილაკი „შერჩეულ შემთხვევათა კოპირება ახალ მონაცემთა ბაზაში“ („Copy
selected cases to a new dataset Dataset name“). ამ ღილაკის მონიშვნით იქმნება ახალი მონა-
ცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს მხოლოდ შერჩეულ შემთხვევებს. ამისათვის საჭიროა ამ
ღილაკის ქვემოთ მდებარე ველში „Dataset name“ ამ ახალი ფაილის სახელის მითითება.
➢ ღილაკი „გამორიცხული შემთხვევების წაშლა“ („Delete unselected cases“). ამ ღი-
ლაკის მონიშვნისას ყველა იმ შემთხვევა, რომელიც არ იქნა შერჩეული, მონაცემთა ბაზი-
დან წაიშლება. გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ ღილაკს მონიშნავთ და შემდეგ შეტანილ
ცვლილებას დაიხსომებთ („Save“), წაშლილ მონაცემებს ვეღარ აღადგენთ.

3.8. შემთხვევების დახარისხება (დასორტვა)


ბრძანება “შემთხვევების, ანუ რესპონდენტების, დახარისხება” (“Sort Cases”) განკუთ-
ვნილია მონაცემების იმ მიმდევრობით განლაგებისათვის, რომელიც მკვლევარს კონკრე-
ტულ მომენტში სჭირდება.
გახსენით სამუშაო ფაილი. „მონაცემების“ (“Data”) მენიუდან აირჩიეთ ბრძანება “Sort
Cases” („შემთხვევების დახარისხება“ (ნახ. 3.8.1). გაიხსნება „ფანჯარა“ სახელწოდებით
“Sort Cases” (ნახ. 3.8.2). ეს ტიპობრივი ფანჯარაა, რომლის მარცხენა არეში ცვლადების ჩა-
მონათვლია წარმოდგენილი, ხოლო მარჯვენა არეში განლაგებულია ორი ველი: “Sort by”
(„დახარისხება“) და “Sort Order” („დახარისხების წესი“). ამ ბოლო ველში გვაქვს არჩევანი:
„ზრდადობით“ („Ascending“) ან „კლებადობით“ („Descending“).

46
ნახ. 3.8.1. არჩევა ფანჯრისა „შემთხვევების ნახ. 3.8.2. ფანჯარა „შემთხვევების დახარისხება“
დახარისხება“
ცვლადების ჩამონათვალიდან მონიშნეთ ის ცვლადი, რომლის შემთხვევების დახა-
რისხება გჭირდებათ და დააჭირეთ ველთან “Sort by” განლაგებულ ისარს. შესაბამისი
ცვლადი ველში გადაინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ შეიძლება ერთზე მეტი ცვლადის
მითითება. ასეთ შემთხვევაში მონაცემები დახარისხებული იქნება პირველი მითითებუ-
ლი ცვლადის მიხედვით, შემდეგ მეორე ცვლადის მიხედვით და ა.შ.
ველიდან “Sort Order” („დახარისხების წესი“) აირჩიეთ დახარისხების მიმდევრობის
წესი – „ზრდადობით“ („Ascending“) ან „კლებადობით“ („Descending“) და დაადასტურეთ
შეტანილი ცვლილება „OK”ღილაკზე დაჭერით. შედეგის ფანჯარაში (Output) აისახება
ბრძანების შესრულების დადასტურება (SORT CASES BY...).
მონაცემების საწყისი რიგის აღსადგენად ჩაატარეთ დახარისხება რესპონდენტთა
ნომრის მიხედვით: აირჩიეთ ბრძანება “Sort Cases”, ველში “Sort by” გადაიტანეთ რესპონ-
დენტთა ნომერი და აირჩიეთ დახარისხების წესი „ზრდადობით“ („Ascending“).
დაბოლოს, დახარისხების ფანჯრის ქვედა ნაწილში განდაგებულია ველის „Save
Sorted Data” მეშვეობით შეიძლება დახარისხების შედეგად მიღებული ფაილის შენახვა.
ამისათვის მონიშნეთ ღილაკი „Save file with sorted Data”. ამის საპასუხოდ გააქტიურდება
ღილაკი „File“. დააჭირეთ ამ ღილაკს და მიუთითეთ ამ ახალი ფაილის მისამართი. შეიძ-
ლება აგრეთვე ამ ფაილზე პაროლის დადება. პაროლდის დადების შესაძლებლობა გაჩნ-
და 21-ე ვერსიიდან. ამისათვის მონიშნეთ ღილაკი „Create an index“. პაროლის მაქსიმალუ-
რი სიგრძეა 10 სიმბოლო; ის რეგისტრზე დამოკიდებულია. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ
შემთხვევაში ამ ფაილის გახსნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პაროლის მითითებით
აღსანიშნავია, რომ თუ დასახარისხებელია მხოლოდ ერთი ცვლადის შემთხვევები,
ამ ოპერაციის შესრულება შეიძლება სხვა ხერხითაც. მონაცემთა რედაქტორიდან „მაუ-
სის“ მარჯვენა ღილაკით მონიშნეთ საჭირო ცვლადის სახელი (ნახ. 3.8.3). ჩამოშლილ
ოპერაციათა ჩამონათვალიდან აირჩიეთ დახარისხების მიმდევრობის წესი – „ზრდადო-
ბით“ („Sort Ascending“) ან „კლებადობით“ („Sort Descending“).

ნახ. 3.8.3. ერთი ცვლადის შემთხვევების მიმდევრობის დახარისხება

47
3.9. ცვლადების დახარისხება (დასორტვა)
ბრძანების “ცვლადების დახარისხება” (“Sort Variables”) მეშვეობით შესაძლებელია
მონაცემთა ბაზაში ცვლადების მიმდევრობის შეცვლა – დახარისხება რაიმე ნიშნის მი-
ხედვით. ვთქვათ, მონაცემთა ბაზაში ცვლადების სახელების მიმდევრობა დაცული არ
არის: q1.1-ს მოჰყვება q1.6, ხოლო q1.2 მე-6 ადგილზეა (ნახ. 3.9.3). აქვე უნდა ითქვას, რომ
ამ ოპერაციის საჭიროება იშვიათად წარმოიქმნება.

ნახ. 3.9.2. ფანჯარა „ცვლადების დახარისხება“

ნახ. 3.9.1. არჩევა ფანჯრისა „ცვლადების ნახ. 3.9.3. მონაცღემთა ბაზის ფრაგმენტი
დახარისხება“
გახსენით სამუშაო ფაილი. „მონაცემების“ (“Data”) მენიუდან აირჩიეთ ბრძანება “Sort
Variables” („ცვლადების დახარისხება“ (ნახ. 3.9.1). გაიხსნება „ფანჯარა“ სახელწოდებით
“Sort Variables” (ნახ. 3.9.2). ამ ფანჯრის ზედა ველში ჩამოთვლილია ის ნიშნები (ატრიბუ-
ტები), რომლის მიხედვითაც შეიძლება ცვლადების დახარისხება. როგორც ვხედავთ,
ცვლადების დალაგება შეიძლება მონაცემთა რედაქტორის ნებისმიერი ატრბუტის მი-
ხედვით (შემოკლებული სახელი, ცვლადის ტიპი და ა.შ.).
ქვედა არეში განლაგებულია ველი “Sort Order” („დახარისხების წესი“) ორი არჩევა-
ნით: „ზრდადობით“ („Ascending“) ან „კლებადობით“ („Descending“).
ჩვენი მაგალითისათვის ცვლადების დასახარისხებლად მოვნინოთ ნიშანი „Name“
და ღილაკი „ზრდადობით“ („Ascending“).
დახარისხების ფანჯრის ქვედა ნაწილში განდაგებულია ღილაკი „Save the current
(pre-sorted) variables order in a new attribute” („ახალი ატრიბუტის შექმნა დახარისხებამდე
არსებული თანამიმდევრობის აღსადგენად“). ასეთი ატრიბუტის ნიშნის სახით არჩეულ
უნდა იქნეს ცვლადი „ნომერი“. ამ ღილაკის მონიშვნისას გააქტიურდება ველი „Attribute
name“; ჩავწეროთ ამ ველში „ნომერი“ (ნახ. 3.9.4) და დაადასტურეთ შეტანილი ცვლილება
„OK”ღილაკზე დაჭერით.
მონაცემთა ბაზაში ცვლადების განლაგების თანამიმდევრობა შეიცვლება (ნახ. 3.9.5).
შედეგის ფანჯარაში (Output) აისახება ბრძანების შესრულების დადასტურება (SORT
VARIABLES BY NAME).
მონაცემების ბაზის საწყისი თანამიმდერობის აღსადგენად ისევ დახარისხების ოპე-
რაციაა ჩასატარებელი. აირჩიეთ ბრძანება “Sort Variables”. გაიხსნება ფანჯარა, მაგრამ ახ-
ლა ატრიბუტების ჩამონათვალს დაემატა ახალი ატრიბუტი – „ნომერი“ (ნახ. 3.9.6). მო-
ნიშნეთ „ნომერი“ და ღილაკი „ზრდადობით“ („Ascending“). გასაგებია, რომ ამ შემთხვევა-

48
ში ღილაკის „Save the current (pre-sorted) variables order in a new attribute” მონიშვნა საჭი-
რო აღარ არის. „OK”ღილაკზე დაჭერის შემდეგ მონაცემთა ბაზაში ცვლადების საწყისი
თანამიმდევრობა აღდგება.

ნახ. 3.9.5. სახელით დახარისხებული ცვლადები

ნახ. 3.9.4. არჩევა ფანჯრისა „ცვლადების ნახ. 3.9.6. „ნომერი“ დაემატა დახარისხების
დახარისხება“ ატრიბუტების ჩამონათვალს

49

You might also like