You are on page 1of 22

თვითეფექტურობა და კომპეტენციები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბა ეფრემიძე, თიკო შანიძე, სოფო ბოქოლიშვილი, მარიამ შუბითიძე

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის უნარების და


კომპეტენციების კავშირი თვითეფექტურობასთან

ხელმძღვანელი:
ასოცირებული პროფესორი ნაზი ფარსადანიშვილი

თბილისი

2020

1
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

სარჩევი
აბსტრაქტი .................................................................................................................................................. 3
შესავალი ..................................................................................................................................................... 4
კვლევის მიზანი ..................................................................................................................................... 8
ჰიპოთეზა ................................................................................................................................................ 8
მეთოდოლოგია .......................................................................................................................................... 8
მონაწილეები .......................................................................................................................................... 8
პროცედურა ............................................................................................................................................ 9
უნარები და კომპეტენციები ............................................................................................................ 9
თვითეფექტურობა ............................................................................................................................ 9
შედეგების ანალიზი................................................................................................................................ 10
აღწერითი მონაცემები ........................................................................................................................ 10
დემოგრაფიული მონაცემები ............................................................................................................ 10
ტესტის სანდოობა ............................................................................................................................... 10
კორელაციური ანალიზი .................................................................................................................... 11
დასკვნა ...................................................................................................................................................... 16
ლიტერატურის მიმოხილვა .................................................................................................................. 17
დანართი (კითვარი) ............................................................................................................................ 18

2
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

აბსტრაქტი

წინამდებარე კვლევის მიზანს, ფსიქოლოგიის საბაკალავრო კურსის შედეგად


მიღებული კოპეტენციების თვითეფექტურობაზე ზეგავლენა წამოადგენს.
თვითეფექტურობაზე კომპეტენციების ზეგავლენის ფაქტორების საკვლევად
დავგეგმეთ რაოდენობრივი კვლევა.

ჩვენ მიერ წარმოდგენილი ნაშრომის ფარგლებში რაოდენობრივი კვლევა თსუ-ს


ფსიქოლოგიის კურსდამთავრებულ სტუდენთებთან (N = 80; 70 ქალი; Mასაკი = 23.88;
SDასაკი = 1.912) ჩავატარეთ. მიზანია დავადგინოთ ავლენს თუ არა გავლენას
საბაკავავრო კურსის შედეგად მიღებული კომპეტენციები და უნარები, კერძოდ
კომუნიკაციური, სწავლის, ცოდნის პრაქტკაში გამოყენების უნარები, კრიტიკული
აზროვნება და ღირებულებები, გავლენას თვითეფექტურობაზე. ამასთან, ჩვენ მიზანს
წარმოაგდენს კვლევაში წარმოდგენილი ქვესკალების ერთმანეთთან
ურთიერთქმედების შესწავლა. კვლევის შედეგების შესასწავლად გამოვიყენეთ
კორელაციური ანალიზი.

შედეგად, გამოვლინდა, რომ კომპეტენციების ქვესკალებს შორის იყო


სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ძლიერი დადებითი კორელაციური კავშირი;
საერთო კომპეტენციების საშუალოსა და თვითეფექტურობას შორის სტატისტიკურად
მნიშვნელოვანი კავშირი არ დაფიქსირდა, თუმცა თვითეფექტურობასა და
კომპეტენციების ერთ-ერთ ქვესკალას, კომუნიკაციის უნარს შორის სტატისტიკურად
მნიშვნელოვანი საშუალო სიძლიერის დადებითი კორელაცია დადგინდა.

ნაშრომის თეორიულ ღირებულებას წარმოადგენს თვითეფექტურობაზე


მოქმედი კომპეტენციების და უნარების გამოყოფა, რომელსაც სტუდენტი
გამოიმუშავებს სწავლების შედეგად. მონაცემებზე დაყრდნობით კი შესაძლებელი
გახდება საბაკალავრო პროგრამის გადახედვა და მასში საჭირო ცვლილებების შეტანა.

3
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

შესავალი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, ფუნდამენტურ


უფლებებს შორის ერთ-ერთი განათლების მიღებაა (მუხლი 2)- „არავის შეიძლება
აღეკვეთოს განათლების უფლება. განათლებასა და სწავლასთან დაკავშირებული
მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, სახელმწიფო პატივს სცემს
მშობლების უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური
მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება“ (ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენცია). სახელმწიფოს განვითარების საფუძველი ხარისხიანი განათლებაა.

უნივერსიტეტი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც


უფლებამოსილია მიანიჭოს ხარისხი კურსდამთავრებულს სხვადასხვა სფეროში. მე-18
საუკუნის ბოლოს ვილჰელმ ჰუმბოლდტმა ჩამოაყალიბა კლასიკური უნივერსიტეტის
პრინციპულად ახალი იდეა, რომელიც განსხვავდებოდა არსებული უნივერსიტეტების
მიზნებისგან, იდეებისგან და გულისხმობდა:

1. კვლევის ორიენტაციასა და სავლების შეხამება.


2. სახელმწიფოს მხრიდან მოსწავლისა და მასწავლებლის თავისუფლების
უზრუნველყოფა (nplg.gov.ge)

მე-20 საუკუნის ბოლოს საგანმანათლებლო სივრცეში იდეის ნაცვლად


დამკვიდრდა ტერმინი უნივერსიტეტის მისია. უნივერსიტეტის მიზანი და ამოცანები,
საზოგადოების მოთხოვნით იცვლება და ვითარდება. თანამედროვე მსოფლიოში
არსებული სხვადასხვა უნივერსიტეტები სწავლების განსხვავებულ მეთოდოლოგიასა
და კონცეფციას ეყრდნობიან.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის


მრავალდარგოვანი უნივერსიტეტი, რომლის მისიაა:

4
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

• „ეროვნულ და ზოგად საკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისა და


საზოგადოების ინტელექტუალური, ზნეობრივი, კულტურული და
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“.
• „ახალი ცოდნის შექმნა, შენახვა და გავრცელება“.
• „კვლევებითა და ინოვაციებით საუნივერსიტეტო ტრადიციების
განვითარება“
• „სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლება და კონკურენტუნარიანი
კადრების მომზადება“.
• „მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა“
• თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრობა“. (Tsu.ge)

უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტს გააჩნია პროგრამა, რომელშიც მოცემულია


თუ რა უნარების განავითარებს კონკრეტული საბაკალავრო კურსი. თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის
განსაზღვრული კურუკულუმი არსებობს, რომლის მიზანია მოამზადოს ისეთი
სპეციალისტები, რომლებიც კონკრეტულ გარემოში შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და
შესაძლებლობების წარმოჩენასა და რეალიზებას. გარდა ამისა, კურიკულუმის
ფარგლებში სტუდენტს უყალიბდება კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარი.
სტუდენტი იღებს სხვადასხვა მიმართულებით თეორიულ ცოდნას, სწავლობს
პიროვნების დიაგნოსტირებას და შეფასებას, ადამიანის ქცევაზე გავლენის მქონე
სოციალურ და კულტურულ ფაქტორებს, ორგანიზაციაში არსებული პრობლემების
მოსაგვარებლად ივითარებს სხვადასხვა უნარს, ეცნობა განათლებისა და სწავლის
თეორიებს და სწავლობს მათ პრაქტიკაში გამოყენებას. რაც ყველაზე მთავარია, ამ
პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტს გააზრებული ექნება ფსიქოლოგიის
მეცნიერებისა და ფსიქოლოგის როლი საზოგადოებაში, მისი მნიშვნელობა სხვადასხვა
სფეროში. გარდა ამისა, სტუდენტს შეეძლება გამოიყენოს ეთიკური ნორმები და მის
ფარგლებში განახორციელოს პროფესიული საქმიანობა (Tsu.ge).

5
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

ფსიქოლოგიის საბაკალავროს პროგრამის მიხედვით, კურსდამთავრებული


შეძლებს: ფსიქოლოგიის სფეროში საკვლევი პრობლემატიკის გამოკვეთას და
აღნიშნული პრობლემის ირგვლივ პროფესიული ხედვის შემუშავებას, მცირე
მაშტაბიანი კვლევის წარმოებას, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას,
საკუთარი ცოდნის წარმოდგენის სტრატეგიების ფლობას და ფსიქოლოგის
ასისტენტობას პროფესიული სამუშაოს შესრულებისას. გამოყოფილია რამდენიმე
ძირითადი უნარი, რომელსაც კურსი ჩამოაყალიბებს და განავითარებს, ესენია:
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, კომუნიკაციის უნარი, კრიტიკული აზროვნება,
სწავლის უნარი და ღირებულებები (ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, 2016).

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი- ამ მიმართულებით არსებული ცოდნა


გულისხმობს ფსიქოლოგიის მეცნიერებაში არსებული ძირითადი თეორიების
ცოდნა/გააზრებას და პრაქტიკაში გამოყენებას. კომუნიკაციის უნარი- სტუდენტებმა
უნდა გამოვლინონ როგორც სპეციალისტებისთვის, ისე არასპეციალისტებისთვის
ფსიქოლოგიური ცოდნის გასაგებად გადმოცემის უნარი, ასევე სტუდენტს უნდა
შეეძლოს საკუთარი მოსაზრებების, შეხედულებების და სხვა ინფორმაციის შესახებ
წერილობითი დოკუმენტის შექმნა. კრიტიკული აზროვნება- ამ მიმართულებით
არსებული ცოდნა გულისხმობს სამეცნიერო მსჯელობის განვითარებას და
პრობლემის გადაჭრას, რომელიც მოიცავს კვლევის ეფექტურ მეთოდებს. სწავლის
უნარი- სტუდენტი შეძლებს დროის მართვის სწავლას, თვითეფექტურობისა და
თვითრეგულირების გამოვლენას. სწავლის დამოუკიდებლად შესრულება, ეს იქნება
არსებული მასალის დამუშავება, თუ განსხვავებული ინფორმაციის მოპოვება და
გააზრება. ღირებულებები- სტუდენტი შეძლებს პროფესიული ეთიკური ნორმების
შესწავლას, მის დაცვას, სხვებისთვის გაცნობას და საზოგადოებაში დანერგვას
(ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, 2016).

ბანდურას (1989) თეორიაში ძირითადი, ცენტრალური ცნება


თვითეფექტურობაა. ეფექტურობა ბანდურასთან გენერაციული შესაძლებლობაა,

6
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

რომელშიც კოგნიტური, სოციალური, ემოციური და ქცევითი უნარების ორგანიზება


და სინქრონული მართვა უნდა განხორციელდეს, რაც უამრავ მიზანს ემსახურება.
ბანდურა ერთმანეთისგან განასხვავებს, ერთი მხრივ, უნარების ფლობას და, მეორე
მხრივ, იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა ამ უნარებს თავი მოუყაროს საჭირო
მიმართულებით მოქმედების განსახორციელებლად. ადამიანები ხშირად ვერ
ახერხებენ ოპტიმალურად ფუნქციონირებას, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იციან,
რა უნდა გააკეთონ და საჭირო უნარ-ჩვევებსაც ფლობენ. საკუთარ თავზე მიმართული
აზრები იმ კოგნიტური, მოტივაციური და აფექტური პროცესების აქტივაციას ახდენენ,
რომლებიც ცოდნისა და უნარების ეფექტიანად ქცევად გარდაქმნის პროცესს
წარმართავენ, ანუ აღქმული თვითეფექტურობა შეეხება არა იმ უნარების ოდენობას,
რომელსაც ვფლობთ, არამედ იმას, თუ რა გვგონია, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ
უნარების გამოყენებით სხვდასხვა სიტუაციაში. თვითეფექტურობა არის მოსაზრება
იმის შესახებ, თუ რამდენად შეგვიძლია საჭირო მოქმედებების შესრულება.
თვითეფექტურობა დამოკიდებულია მოლოდინებზე და წარმოდგენებზე. ბანდურას
მიხედვით, თვითეფექტურობა არის რწმენა, რომ მას შეუძლია მოცემული ქმედებების
დაგეგმა და განხორციელება. ეფექტური ფუნქციონირება მოითხოვს როგორც
სათანადო უნარებს ისე რწმენას (ბანდურა, 1989).

„ადამიანის რწმენა თვითეფექტურობის შესახებ გავლენას ახდენს იმაზე, თუ


მოქმედების რა მეთოდს მიმართავს ის, რა ძალისხმევას გაიღებს, რამდენ ხანს
გააგრძელებს მიზნის მიღწევის მცდელობას დაბრკოლებებისა და
წარუმატებლობისდა მიუხედავად და რამდენად მოქნილი, პლასტიური იქნება ამ
სირთულეების წინაშე“ (ბანდურა, 1989).

საკითხის დასმა: ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის


პროგრამა ეფუძნება მისიას, რომლის მიზანიც არის ზემოთ აღნიშნული უნარებისა და
კომპეტენციების ჩამოყალიბება/განვითარება.

7
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

კვლევის მიზანი
მოცემული კვლევის მიზანია, გავიგოთ ავითარებს თუ არა საბაკალავრო კურსი
კონრეტულ უნარებსა და კომპეტენციებს, კერძოდ, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას,
კომუნიკაციის უნარს, სწავლების უნარს, კრიტიკულ აზროვნებასა და ღირებულებებს.
გარდა ამისა, კვლევის მიზანია გავიგოთ თუ რა კავშირშია აღნიშნული უნარები
თვითეფექტურობასთან და რა კავშირში არიან ერთმანეთთან ეს უნარები.

ჩვენ ვივარაუდეთ, რომ იმ სტუდენტებში, ვისაც უნარების და კომპეტენციების


ნაწილში მაღალი მიღწევები ჰქონდათ, თვითეფექტურობის ხარისხი მაღალი
იქნებოდა და, პირიქით, ვისაც უნარების და კომპეტენციების ნაწილში დაბალი
ქულები ჰქონდათ.

ჰიპოთეზა
H1 ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მიღებული უნარები და
კომპეტენციები ზრდის სტუდენტის თვითეფექტურობას;

H2 ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მიღებული უნარები და


კომპეტენციები ერთმანეთთან კორელაციაში;

H3 თვითეფქეტურობასა და კომუნიკაციურ უნარებს შორის დადებითი


კორელაცია არსებობს.

მეთოდოლოგია

მონაწილეები

კვლევაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის


ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 80-მა კურსდამთავრებულმა, მათ შორის 70

8
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

მდედრობითი და 10 მამრობითი სქესის წარმომადგენელმა; კვლევაში არ იყო


ასაკობრივი შეზღუდვა, მონაწილეების საშუალო ასაკი 24 წელია (M=23.88);

პროცედურა

კვლევის მონაწილეებს კითხვარი მიეწოდათ ინტერნეტის საშუალებით,


ელექტრონულად. ისინი ინფორმირებულები იყვნენ კვლევის მიზნის და
კონფიდეციალურობის დაცვის შესახებ. კითხვარის პირველ ნაწილში მათ შეყავდათ
დემოგრაფიული მონაცემები, მეორე ნაწილში იყო კითხვები კომპეტენციების და
უნარების, მესამე ნაწილში კი თვითეფექტურობის შესახებ.

უნარები და კომპეტენციები

უნარების და კომპეტენციების ხარისხის დასადგენად გამოვიყენეთ, ჩვენ მიერ,


კვლევისთვის სპეციალურად შედგენილი კითხვარი, რომელიც დავყავით 5 სექციად -
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, კომუნიკაციის უნარი, სწავლების უნარი, კრიტიკულ
აზროვნება და ღირებულებები. ეს დებულებები შედგენილი იყო თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის
მოთხოვნების შესაბამისად; დებულებებების შესაფასებლად გამოყენებული იყო 7
ბალიანი სკალა, რომელთაგან 1 ნიშნავდა - სრულიად არ ვეთანხმები, ხოლო 7 -
სრულიად ვეთანხმები.

თვითეფექტურობა

თვითეფექტურობის დონის განსასაზღვრად გამოვიყენეთ ასევე, ჩვენ მიერ,


კვლევისთვის სპეციალურად შედგენილი კითხვარი, რომელიც შედგებოდა 9
დებულებისგან და დებულებებების შესაფასებლად გამოყენებული იყო 7 ბალიანი

9
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

სკალა, რომელთაგან 1 ნიშნავდა - სრულიად არ ვეთანხმები, ხოლო 7 - სრულიად


ვეთანხმები.

შედეგების ანალიზი

აღწერითი მონაცემები

მონაცემების დამუშავების შედეგად დადგნდა სტატისტიკური მონაცემები


ასაკთან (M=23.88; SD=1.912) და სქესთან დაკავშირებით

დემოგრაფიული მონაცემები

კვლევაში შეგროვდა დემოგრაფიული მონაცემები. სულ მონაწილეობას იღებდა 80


რესპოდენტი, აქედან 87,5% მდედრობითი, 12,5% მამრობითი სქესის
წარმომადგენელი.

ტესტის სანდოობა

ტესტის სანდოობის დასადგენად გამოყენებულ იქნა კრონბახის ალფა, რომელიც


დავამუშავეთ SPSS-ში. ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ კომპეტენციების სკალის
(α =.917) და თვითეფექტურობის სკალის (α =.908) სანდოობის ხარისხი არის მაღალი
(იხ. ცხრილი N1 და N2).

ცხრილი N1

კომპეტენციები
Cronbach's
Alpha Based
on
Cronbach's Standardize
Alpha d Items N of Items
.917 .919 32

10
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

ცხრილი N2

თვითეფექტურობა
Cronbach's
Alpha Based
on
Cronbach's Standardize
Alpha d Items N of Items
.908 .912 9

გარდა ამისა, თითოეული ქვესკალის სანდობის ხარისხი, კერძოდ, ტრანსფერული


უნარების ( α =.834 ), კრიტიკული აზროვნების (α =.801 ), კომუნიკაციური უნარების (α
=.843), სწავლის უნარის (α =.843 ) და ღირებულებების (α =.790 ) ასევე არის მაღალი.

კორელაციური ანალიზი
პირსონის კორელაციის კოეფიციენტის გამოყენებით შევაფასეთ ცვლადებს
შორის მიმართება, როგორც კომპეტენციების საშუალო თვითეფექტურობასთან, ისე
კომპეტენციების თითოეული ქვესკალა თვითეფექტურობასთან და კომპეტენციების
ქვესკალები ერთმანეთთან.

ანალიზის შედეგად, აღმოჩნდა, რომ კომპეტენციების საშუალოსა და


თვითეფექტურობას შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი აღმოჩნდა
(p<0.01; r=.328)

11
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

ცხრილი N3

თვითეფექტურობის და კომპეტენციების კორელაცია


კომპეტენციები თვითეფექტურობა

კომპეტენციები 1 .328**
თვითეფექტურობა .328** 1

*p <0.01.

რაც შეეხება კომპეტენციების ქვესკალებს თვითეფექტურობასთან, აქ


სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი მხოლოდ კომუნიკაციასთან მივიღეთ (
p<0.01; r=.406)

ცხრილი N4
თვითეფექტურობის და კომუნიკაციის უნარების კორელაცია

თვითეფექტურობა კომუნიკაციის უნარი

თვითეფექტურობა 1 .406**
კომუნიკაციის უნარი .406** 1

*p <0.01.

კომპეტენციების ქვესკალების ერთმანეთთან კორელირებისას კი ყველაზე


მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა კრიტიკულ აზროვნებასა და ტრანსფერულ
უნარებს შორის (p<0.01; r=.658);

12
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

ცხრილი N5
კრიტიკული აზროვნების და ტრანსფერული უნარების კორელაცია
კრიტიკული ტრანსფერული
აზროვნება უნარი

კრიტიკული 1 .634**
აზროვნება
ტრანსფერული .634** 1
უნარი
*p <0.01.

ასევე დადებითი ძლიერი კორელაციური კავშირი აღმოჩნდა კომუნიკაციისა და


სწავლის უნარებს შორის (p<0.01; r=.634);

ცხრილი N6
სწავლის და კომუნიკაციის უნარების კორელაცია

კომუნიკაციის უნარი სწავლის


უნარი

კომუნიკაციის უნარი 1 .634**


სწავლის უნარი .634** 1

*p <0.01.

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი დადგინდა სწავლისა და


ტრანსფერულ უნარებს შორის (p<0.01; r=.554)
13
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

ცხრილი N7

სწავლის და ტრანსფერული უნარების კორელაცია


სწავლის ტრანსფერული
უნარი უნარი

სწავლის უნარი 1 .554**


ტრანსფერული .554** 1
უნარი
*p <0.01.

საშუალო სიძლიერის დადებითი კორელაცია დაფიქსირდა კრიტიკული


აზროვნებისა და სწავლის უნარს შორის (p<0.01; r=.488);

ცხრილი N8
სწავლის და კრიტიკული აზროვნების კორელაცია
სწავლის კრიტიკული
უნარი აზროვნება

სწავლის უნარი 1 .488**


კრიტიკული .488** 1
აზროვნება
*p <0.01.

საშუალო სიძლიერის დადებითი კორელაცია დაფიქსირდა კრიტიკული


აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარს შორის (p<0.01; r=.448);

14
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

ცხრილი N9
კომუნიკაციის და კრიტიკული აზროვნების კორელაცია
კრიტიკული კომუნიკაციის უნარი
აზროვნება

კრიტიკული 1 .448**
აზროვნება
კომუნიკაციის უნარი .448** 1

*p <0.01.

საშუალო სიძლიერის დადებითი კორელაცია დაფიქსირდა ტრანფერულ და


კომუნიკაციის უნარს შორის (p<0.01; r=.444);

ცხრილი N10
კომუნიკაციის და ტრანსფერული უნარების კორელაცია
კომუნიკაციის უნარი ტრანსფერული უნარი

კომუნიკაციის უნარი 1 .444**

ტრანსფერული უნარი .444** 1

*p <0.01.

15
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

დასკვნა

მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ჩვენ მიერ


გამოთქმული ვარაუდი, იმის შესახებ, რომ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამით
მიღებული უნარები და კომპეტენციები ზრდის სტუდენტის თვითეფექტურობას, არ
არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

ამას გარდა, დადგინდა, რომ დადებითი კორელაცია არსებობს


თვითეფექტურობასა და კომუნიკაციურ უნარებს შორის, რაც კვლევის დასაწყისშივე
გვქონდა ნავარაუდევი.

ასევე, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპეტენციების ზოგიერთ ქვესკალას


შორის არსებობს ძლიერი დადებითი კორელაცია, რაც ჩვენი კვლევის მნიშვნელოვან
მიგნებას წარმოადგენს.

კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები და შედეგები არასანდოდ რამდენიმე


მიზეზის გამო შეიძლება იქნას მიჩნეული:

ჩვენი კვლევის ფარგლებში გამოკითხულ რესპოდენტთა საერთო რაოდენობა


ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მტკიცებით ფორმაში განვაზოგადოთ
მიღებული შედეგები.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ მიღებული შედეგები,


საინტერესო და საჭირო ინფორმაციას იძლევა, რადგან მიღებული შედეგებზე
დაყრდნობით შესაძლოა მოხდეს პროგრამის დახვეწა და გაუმჯობესება, რაც, თავის
მხრივ, სასარგებლო იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური
პერსონალისთვის და საერთო ჯამში კი, ეს ყველაფერი აისახება უნივერსიტეტის
იმიჯზე.

16
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

ლიტერატურის მიმოხილვა

1. კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 2, პუნქტი ბ, თბილისი 2004,


58გვ.;
2. გაგოშიძე თ., მელიქიშვილი მ., მარწყვიშვილი ხ.,ფსიქოლოგიის საბაკალავრო
პროგრამა, 2016;
3. ხეჩუაშვილი, ლ. (2013). შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში 1. თავი 5, 183-
188. თბილისი.

17
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

დანართი (კითვარი)

1. სქესი
1. მდედრობითი
2. მამრობითი

2. მიუთითოთ თქვენი ასაკი


____

3. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალარის რომელი კუსზე სწავლობთ ახლა


1) I კურსი
2) II კურსი
3) III კურსი
4) IV კურსი
5) კურსდამთავრებული

დანართი 1
სწავლის პრაქტიკაში გამოყენება

1 ნათლად ვხედავ ბაკალავრზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში


1234567
გამოყენების შესაძლებლობას

2 შემიძლია თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო 1234567

3 ფსიქოლოგიაზე სწავლის შედეგად შემიძლია ავხსნა თუ რა გავლენას 1 2 3 4 5 6 7


ახდენს ადამიანის ქცევაზე სოციალური, პიროვნული და
სიტუაციური ფაქტორები

4 შემიძლია დავგეგმო და ჩავატარო მცირე მასშტაბის კვლევა 1234567

18
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

5 შემიძლია დავახასიათო ადამიანის პიროვნული პროფილი 1 2 3 4 5 6 7


კოგნიტური, ემოციური და ქცევითი პარამეტრებით

6 შემიძლია სამეცნიერო კვლევებში სოციოკულტურული ფაქტორების 1 2 3 4 5 6 7


გამოყენება

7 შემიძლია პროექტების მენეჯმენტი 1234567

დანართი 2
კრიტიკული აზროვნება

1 ბაკალავრიატზე მიღებული გამოცდილების შედეგად გავიგე უფრო


1234567
მეტი,
თუ როგორ მივუდგე კომპლექსურ საკითხებს სხვადასხვა გზით

2 გავიგე უფრო მეტი, თუ როგორ გავაანალიზო გარკვეული თემის 1 2 3 4 5 6 7


ძირითადი საკითხები

3 შევიმუშავე უფრო ღია მიდგომა ალტერნატიული თვალსაზრისების 1 2 3 4 5 6 7


ინტერპრეტაციაში, ანალიზსა და განსჯაში

4 გამომიმუშავდა უფრო კონცენტრირებული და სისტემური 1 2 3 4 5 6 7


აზროვნება

5 კურსმა საშუალება მომცა გამეგო, თუ როგორ უნდა მეფიქრა და 1 2 3 4 5 6 7


გამომეხატა საკუთარი თავი უფრო გააზრებულად

6 შემიძლია ინოვაციური აზროვნება პრობლემის გადასაჭრელად 1234567

19
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

დანართი 3
კომუნიკაციის უნარი

1 შემიძლია სპეციალისტების და არასპეციალისტებს ლოგიკურად და


1234567
თანმიმდევრულად გადავცე ფსიქოლოგიური ცოდნა

2 შემიძლია თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო 1 2 3 4 5 6 7


ტექნოლოგიების გამოყენება

3 შემიძლია საკუთარი მოსაზრებების, არსებული პრობლემებისა და 1 2 3 4 5 6 7


გადაჭრის გზების შესახებ წერილობითი ანგარიშის მომზადება

4 მაქვს ქართულ ენაზე პრეზენტაციის/მოხსენების კარგად წარდგენის 1 2 3 4 5 6 7


უნარი

5 მაქვს ჯგუფურად მუშაობის უნარი 1234567

6 მაქვს ინდივიდუალურიადმუშაობის უნარი 1234567

7 შემიძლია კითხვის სწორად დასმა და მოსმენა 1234567

8 მაქვს ეფექტური ზეპირი კომუნიკაციის უნარი 1234567

9 მაქვს ინტერპერსონალური ურთიერთობების გაღრმავების უნარი 1234567

დანართი 4
სწავლის უნარი

1 მაქვს სწავლის შემდგომი ეტაპისთვის მზაობის და შემდგომი


1234567
გაგრძელებისთვის საჭიროების განსაზღვრის უნარი

2 მაქვს სწავლების პროცესის თავისებურებების გათვალისწინებისა და 1 2 3 4 5 6 7


სხვადახვა სამეცნიერო წყაროებზე დამოუკიდებლად მუშაობის
უნარი

3 შემიძლია სასწავლო პროცესში ორიენტირება, სასწავლო საგნების 1 2 3 4 5 6 7


კუთხით არჩევანის გაკეთება საკუთარი ინტერესების
გათვალისწინებით

4 შემიძლია სასწავლო მიზნებით საინფორმაციო ტექნიკის გამოყენება 1234567

20
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

5 შემიძლია სასწავლო მიზნებით საინფორმაციო ტექნიკის გამოყენება 1 2 3 4 5 6 7


და არსებული ცოდნის გაფართოება

დანართი 5
ღირებულებები

1 პროფესიული ეთიკური ნორმების დაცვა აუცილებელია (კვლევებში


1234567
მონაწილე ადამიანთა უფლებების დაცვა, რეალური კვლევითი
მონაცემების წარდგენა და სხვა)

2 მრავალფეროვან კოლექტივში თანამშრომლობისთვის ეთიკური 1 2 3 4 5 6 7


სტანდარტების გაცნობიერება და დაცვა აუცილებელია

3 საჭიროა, რომ მიღებული ცოდნა კეთილსინდისიერად, 1 2 3 4 5 6 7


კვალიფიციურად და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად
წარმოვაჩინოთ

4 საზოგადოებაში განსხვავებულობას პატივი უნდა სცენ 1234567

5 მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებების მიღება, რომლებიც 1 2 3 4 5 6 7


ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე აყალიბებს
საზოგადოებას

დანართი 6
თვითეფექტურობა

1 მე შევძლებ დასახული მიზნების უმეტესი ნაწილის მიღწევას 1234567

2 დარწმუნებული ვარ, რთულ ამოცანებს თავს კარგად გავართმევ 1234567

3 ზოგადად, ვფიქრობ, რომ შემიძლია მივიღო ჩემთვის 1 2 3 4 5 6 7


მნიშვნელოვანი შედეგები

4 მჯერა, რომ შემიძლია წარმატებას მივაღწიო ჩემთვის სასურველი 1 2 3 4 5 6 7


ნებისმიერი მცდელობისას

21
თვითეფექტურობა და კომპეტენციები

5 შევძლებ ბევრი გამოწვევის წარმატებით დაძლევას 1234567

6 დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია ბევრი განსხვავებული 1 2 3 4 5 6 7


საკითხის ეფექტურად შესრულება

7 სხვა ადამიანებთან შედარებით, დავალებების უმეტესობას ძალიან 1 2 3 4 5 6 7


კარგად ვასრულებ

8 მაშინაც კი, როცა საქმე რთულია, შემიძლია საკმაოდ კარგად 1 2 3 4 5 6 7


წარვადგინო ის

9 დამოუკიდებლად მიღწეული წარმატება უფრო მიმაღლებს 1 2 3 4 5 6 7


თვითეფექტურობას, ვიდრე სხვისი დახმარებით

22

You might also like