You are on page 1of 4

დევიაცია და სოციალური კონტროლი- მეორე ქვიზი

1) განმარტეთ დევიაციის 3 ძირითადი კომპონენტი ?!


დევიაციის განსაზღვრების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ
დევიაციის სამი ძირითადი კომპონენტი:
 ადამიანი,რომელსაც განსაზღვრული ქცევა ახასიათებს.
 მოლოდინი,ანუ ნორმა, რომელიც დევიანტური ქცევის
კრიტერიუმია.
 რომელიღაც მეორე ადამიანი,ჯგუფი ან ორგანიზაცია,რომლებიც
ქცევაზე რეაგირებენ.

2) როგორია დევიაციის მიზეზები: ბიოლოგიური განმარტება-ჩეზარე


ლომბროზოს მიხედვით ?!
მე-19 საუკუნის დასასრულს იტალიელმა ექიმმა ჩეზარე ლომბროზომ აღმოაჩინა
კავშირი კრიმინალურ ქმედებასა და განსაზღვრულ ფიზიკურ თვისებებს შორის. იგი
მიიჩნევდა,რომ ადამიანებს თავიანთი ბიოლოგიური წყობის მიხედვით უჩნდებათ
მიდრეკილება ქცევის განმსაზღვრელი ტიპებისადმი.

იგი ამტკიცებდა,რომ „კრიმინალური ტიპი“ არის ადამიანური ევოლუციის ადრეულ


სტადიებზე დეგრადაციის რეზულტატი. ეს ტიპი შეიძლება განვსაზღვროთ ისეთი
სახასიათო ნიშნების მიხედვით, როგორიცაა წინ წამოწეული ქვედა ყბა, მეჩხერი
კბილები და ტკივილის მიმართ დაბალი მგრძნობელობა.

3) როგორია დევიაციის მიზეზები: სოციოლოგიური ახსნა-ანომიის


თეორია?!
დევიაციის სოციოლოგიური ახსნა ითვალისწინებს სოციალურ და კულტურულ
ფაქტორებს, რომელთა საფუძვლებზეც ადამიანებს დევიანტებად თვლიან.

დევიაციის პირველი სოციოლოგიური ახსნა გადმოცემული იყო ემილ დიურკემის


მიერ დამუშავებულ ანომიის თეორიაში. იგი თვითმკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად
ანომიად წოდებულ მოვლენას თვლიდა. ამ მოვლენის ახსნისას, იგი ხაზგასმით
აღნიშნავდა, რომ ადამიანთა ცხოვრების რეგულაციაში მნიშვნელოვან როლს
სოციალური წესები და ნორმები თამაშობენ. ნორმები მართავენ მათ ქცევებს.
სოციალური ნორმები ინგრევა,ადამიანები კარგავენ ორიენტაციას და ყველაფერი ეს-
ხელს უწყობს დევიანტურ ქცევას.

4) როგორია დევიაციის მიზეზი- სოციოლოგიური ახსნა-რ.მერტონის


მიზნები და შეღწევის საშუალებები ?!
მერტონმა რამდენიმე ცვლილება შეიტანა დიურკემის მიერ შემოთავაზებულ ანომიის
კონცეფციაში. იგი თვლის, რომ დევიაციის მიზეზია განხეთქილება საზოგადოების
მიერ მიღებულ კულტურულ მიზნებსა და ამ მიზნების მიღწევის სოციალურად
მოწონებულ საშუალებებს შორის.

მერტონის თანახმად, როდესაც ადამიანები ესრაფვიან ფინანსურ წარმატებებს, მაგრამ


ამავე დროს რწმუნდებიან იმაში,რომ მისი მიღწევა სოციალურად მოწონებული
საშუალებებით შეუძლებელია, მათ შეუძლიათ არაკანონიერ მეთოდებს მიმართონ.
მაგ:რეკეტს, სპეკულაციას დოღზე, ნარკოტიკებით ვაჭრობას და ა.შ.

5) როგორია დევიაციის მიზეზები-კონფლიქტოლოგიური მიდგომა?!


დევიაციისადმი კიდევ უფრო ნათლად გამოხატული პოლიტიკური მიდგომა აირჩია
სოციოლოგების ჯგუფმა, რომლებიც თავს „რადიკალურ კრიმინოლოგებს“
უწოდებენ. ისინი უარყოფენ დანაშაულის ყველა თეორიას, რომლებიც მას, როგორც
საყოველთაოდ მიღებული კანონების დარღვევად განმარტავენ.

ისინი ამტკიცებენ,რომ ასეთი კონცეფციები საზოგადოებას ახასიათებენ,როგორც


აბსოლუტურად ერთიან მთლიანობას. მათი თვალსაზრისის თანახმად, კანონების
შექმნა და მთლიანი მორჩილება საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის
მიმდინარე კონფლიქტის შემადგენელი ნაწილია.

6) დევიაციის სოციალური კონტროლი- ფორმალური და


არაფორმალური კონტროლი ?!
ტერმინი სოციალური კონტროლი ეხება საზოგადოების ნორმებისა და
ღირებულებების ერთობლიობას, ასევე მათი განხორციელებისთვის გამოყენებულ
სანქციებს.

არსებობს სოციალური კონტროლის ფორმალური და არაფორმალური მეთოდები.


არაფორმალური კონტროლი „არაოფიციალურობას“ გულისხმობს და ჩვეულებრივ
პატარა ჯგუფებში გამოიყენება. ფორმალური კონტროლი „ოფიციალურობასთან“
ასოცირდება, ჩვეულებრივ იგი მსხვილ ორგანიზაციებში ხორციელდება, მაგალითად
პოლიციის მიერ.
7) რაში მდგომარეობს დევიაციის განუსაზღვრელობის
პრობლემა(მაგალითები) ?!
პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეჯახებით, დევიაციის განსაზღვრების მცდელობისას,
დაკავშირებულია ქცევითი მოლოდინების განუსაზღვრელობასთან. ზოგჯერ წესები
მთლიანად და სავსებით ნათელი არ არის.

შეიძლება თუ არა გზის გადაკვეთა ნება დაურთველ ადგილზე დევიაციად


ჩავთვალოთ? ჩვენ არა ვართ ამაში დარწმუნებული. ეს აკრძალულია კანონით, მაგრამ
ფართოდ არის გავრცელებული და ნახევრადლეგალურ რაიმედ ითვლება იქამდე,
სანამ ტრანსპორტის მუშაობა არ შეფერხდება და არავის არ მიადგება ზიანი. იგივე
განუსაზღვრელობასთან გვექნება საქმე თუ თქვენ ველოსიპედით ტროტუარზე
გაივლით.

8) როგორია დევიაციის მიზეზები-ბიოლოგიური განმარტება-უილიამ


შელდონის თანახმად ?!
ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექიმმა უილიამ შელდონმა, ხაზი
გაუსვა სხეულის (ტანის) აგებულების მნიშვნელობას. იგი თვლიდა, რომ
ზოგიერთი ჯიშის ძაღლს აქვს მიდრეკილება მისდიოს ქცევის
განსაზღვრულ ნიმუშებს.
ასევე ადამიანებშიც სხეულის (ტანის) განსაზღვრული აგებულება
ნიშნავს დამახასიათებელი პიროვნული ნიშან-თვისებების არსებობას.

9) როგორია დევიაციის მიზეზები- ფსიქოლოგიური ახსნა (ფროიდი,


შუესლერი, კრესი)
ფსიქოანალიტიკოსებმა შემოგვთავაზეს თეორია, რომელიც დევიანტურ
ქცევებს აკავშირებდა ფსიქიკურ გადახრებთან. მაგალითად, ფროიდმა
შემოიტანა ცნება ,,დამნაშავენი ბრალის გრძნობით” – საუბარია
ადამიანებზე, რომელთაც სურთ რომ დაჭერილ იქნენ და დასჯილი
იმიტომ, რომ ისინი თავს დამნაშავედ გრძნობენ.
შუესლერმა და კრესსიმ კრიტიკულად მიმოიხილეს მრავალი
მეცნიერული ნაშრომი, მაგრამ ვერ იქნა გამოვლენილი ვერცერთი
ფსიქოლოგიური ნიშანი, რომლებიც შესამჩნევი იქნებოდა ყველა
დამნაშავეში.
10) ტრევის ხირში-კონფორმიზმი და ანტიკონფორმიზმი,
როგორც მიზეზი დევიაციის ?!
ტრევის ხირში ამტკიცებს, რომ რაც უფრო მეტი რაოდენობის ადამიანებს სჯერათ და
სწამთ საზოგადოების მიერ მიღებული ღირებულებების (მაგალითად კანონთა
სამართლიანობის), მით უფრო აქტიურად ცდილობენ ისინი წარმატებულად
ისწავლონ, და რაც უფრო ღრმაა მათი სიყვარული და დამოკიდებულება მშობლების,
სკოლისა და თანატოლების მიმართ, მით უფრო ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ
ისინი დევიანტურ ქცევებს ჩაიდენენ.

კონფორმიზმი გულისხმობს თანხმობას, როგორც საზოგადოების მიზნებთან, ისე


მათი მიღწევის კანონიერ საშუალებებთანაც.

11) როგორია დევიაციის მიზეზები- სტიგმატაცია ?!


სტიგმა ეწოდება ადამინისთვის ან ჯგუფისთვის დამახასიათებელ რომელიმე ნაკლსა
თუ მანკიერებას. ამ მანკიერებით აღნიშნული ადამიანები ირგვლივ მყოფთაგან
განიცდიან დასჯას, იზოლაციას ან დამცირებას. თუ ადამიანი დევიანტად ითვლება,
იგი რაღაცნაირი ზომით შეიძლება დასჯილ იქნას.

სასჯელი შეიძლება შედარებით რბილი იყოს – ზოგჯერ ადამიანები უბრალოდ


გულგრილ დამოკიდებულებას გამოხატავენ დევიანტის მიმართ; მაგრამ ის შეიძლება
იყოს მკაცრიც: ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ან ციხეში მოთავსება.

12) დევიაციის სოციალური კონტროლი: იზოლაცია,


განცალკევება, თერაპია ?!
იზოლაცია გამოიყენება დევიანტის სხვებისაგან მოშორების მიზნით, იგი არც კი
გულისხმობს რეაბილიტაციის მცდელობასაც კი. სწორედ ასე ციხეებში ამწყვდევდნენ
მოუსჯულებელ დამნაშავეებს.

განცალკევება გულისხმობს დევიანტის სხვა ადამიანებთან კონტაქტების შეზღუდვას,


მაგრამ არა საზოგადოებისაგან სრულ იზოლაციას. ეს საშუალებას აძლევს დევიანტს
დაბრუნდეს საზოგადოებაში, როდესაც ისინი მზად არიან შეასრულონ მისი ნორმები.

თერაპიის წყალობით დევიანტებს ძალუძთ მოემზადონ ნორმალურ ცხოვრებაში


დასაბრუნებლად და საზოგადოებაში თავის როლების შესასრულებლად.იმისთვის,
რათა დავეხმაროთ დევიანტებს თავიანთი ადგილები იპოვონ ცხოვრებაში და შეძლონ
ადაპტირება, აგრეთვე იყენებენ ფსიქოთერაპიას.

You might also like