You are on page 1of 8

დანაშაულის სოციოლოგია

ვინ შეიძლება გახდეს დევიანტი

იზა პაპიაშვილი

ელენე დარსაველიძე

გიორგი
დევიაციურ ქცევას ყოველთვის თან ახლავს დასჯის რისკი, იქნება ეს
სოციალური უკმაყოფილება თუ იურიდიული სანქცია. ამის
მიუხედავად ზოგი ადამიანი რეგულარულად მიმართავს დევიანტურ
ქცევას და ზოგი - არა. ბევრი მეცნიერი ცდილობდა აეხსნა და
განესაზღვრა ვინ გახდებოდა დევიანტი და ვინ არა. მკვლევრებმა
დევიაციის მრავალი ახსნა შემოგვთავავაზეს და ჩვენ ვისაუბრებთ
ძირითად თეორიებზე.

ბიოლოგიური ახსნა

წლების განმავლობაში მრავალმა მეცნიერმა, სცადა გამოეცნო


პოტენციური დევიანტები გენეტიკურ მემკვიდრეობაზე
დაყრდნობით.მეცხრამეტე საუკუნეში იტალიელმა კრიმინალისტმა
ჩეზარე ლომბროზომ გამოიკვლია დამნაშავეების თავის ქალის
მოყვანილობა საერთო ნიშნების აღმოჩენის მიზნით. მან დაადგინა, რომ
მაღალი ყვრიმალები, ფართო ყბები,მეჩხერი კბილები და ხშირი წარბები ,
რაც დიდი ჯიშის მაიმუნების სახის წყობის მსგავსია,ახასიათებდა
მრავალ დამნაშავეს. ლომბროზოსთვის ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ
დამნაშავეები ევოლუციის განვითარების საწყის ეტაპზე დარჩნენ- ანუ
ისინი წარმოადგენენ „ველურებს“ ცივილურ ადამიანებს შორის. თუმცა
ლომბროზომ ერთი შეცდომა დაუშვა მან გამოიკვლია მხოლოდ
დამნაშავეთა თავის ქალები და არა მთელი საზოგადოების
რეპრეზენტაციული ნიმუშიც. რამდენიმე წლის შემდეგ დადგინდა , რომ
დამნაშავეების და ჩვეულებრივი ადამიანების თავის ქალები
ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან.

ასევე ბევრი მეცნიერი ცდილობდა მიეგნოთ ისეთი ფიზიკური


მახასიათებლებისტვის, რომელიც საერთო იქნებოდა მსუბუქი
ყოფაქცევის ყველა ქალისთვის. მართლაც, თითქმის ყველა მეძავი ქალი
ჰგავდა ერთმანეთს: მუქი თმები, გამოკვეთილი ყბები, უხეში გამოხედვა.
თუმცა მათი მსგავსება განპირობებული იყო მსგავსი ეთნიკური
წარმომავლობით. ანუ იმ დროისთვის მეძავების უმეტესობა ერთი
ეთნიკური ჯგუფიდან მოდიოდა, რომლებიც სიღატაკემ აიძულა ამ
გზისთვის მიემართათ.
ლომბროზოს თეორია ფართოდ გავრცელდა და ბევრი მოაზროვნე მისი
მიმდევარი გახდა.ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექიმმა
უილიამ შელდონმა, ხაზი გაუსვა სხეულის (ტანის) აგებულების
მნიშვნელობას.იგი თვლიდა, რომ სხეულის განსაზღვრული აგებულება
ნიშნავს დამახასიათებელი პიროვნული ნიშან-თვისებების არსებობას:

ენდემორფს (ზომიერი სისრული, რბილი(ნაზი) და რამდენიმე


მომრგვალებული ტანის ადამი-ანს) ახასიათებს კომუნიკაბელობა,
ურთიერთობების მოწესრიგება სხვა ადამიანებთან. მეზომორფი (ვისი
სხეულიც გამოირჩევა ძალითა და აგებულებით, სიმყარით) ავლენს
შფოთისადმი მიდრეკილებას, იგი აქტიურია და არც თუ ძლიერ
მგრძნობელი. ეკტომორფი, რომელიც სხეულის სისუსტით და
სიმყიფით გამოირჩევა, მიდრეკილება აქვს თვით ანალიზისადმი, და
ახასიათებს მომეტებული მგრძნობელობა და ნერვიულობა. დაეყრდნო რა
რეაბილიტაციის ცენტრში ორასი ყმაწვილის ქცევების კვლევის შედეგებს,
შელდონმა გააკეთა დასკვნა, რომ ყველაზე უფრო დევიაციისადმი
მიდრეკილი მეზომორფები არიან, თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას,
რომ ისინი ყოველთვის დამნაშავენი ხდებიან.

მსგავსი ბიოლოგიური თეორიები პოპულარული იყო მეოცე საუკუნეში,


თუმცა სხვა უფრო წარმატებულმა თეორიებმა იგი შეავიწროვეს.
მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ,რომ მხოლოდ ბიოლოგიური
მახასითებლები არ განაპირობებენ ადამიანი ჩამოყალიბდეს დევიანტად,
ფიზიკური გარეგნობა შეიძლება მხოლოდ თანმდევ ფაქტორად
მივიჩნიოთ.

ფსიქოლოგიური ახსნა

ფსიქოლოგიური ახსნები, ისევე როგორც ზემოთ განხილული


ბიოლოგიური ახსნები, ხშირად გამოიყენება კრიმინალური ქცევის
ასახსნელად. წარსულის მოაზროვნეები, რომლებიც ესწრაფვოდნენ
დევიაციის ფსიქოლოგიურ ახსნას, ხაზგასმით აღნიშნავდნენ ე. წ. საერთო
მდგომარეობების ,,გონებრივი დეფექტების”, ,,დეგენერატიულობის”,
,,ჭკუასუსტობის,’’, და ,,ფსიქოპათიის” მნიშვნელობას. კრიმინოლოგები
ცდილობდნენ მეცნიერული მეთოდებისდახმარებით დაედგინათ
კავშირი დასახელებულ მდგომარეობებსა და კრიმინალიურ ქცევებს
შორის. ფსიქოანალიტიკოსებმა შემოგვთავაზეს თეორია, რომელიც
დევიანტურ ქცევებს აკავშირებდა ფსიქიკურ გადახრებთან. მაგალითად,
ფროიდმა შემოიტანა ცნება ,,დამნაშავენი ბრალის გრძნობით” – საუბარია
ადამიანებზე, რომელთაც სურთ რომ დაჭერილ იქნენ და დასჯილი
იმიტომ, რომ ისინი თავს დამნაშავედ გრძნობენ ,,ნგრევისადმი თავისივე
ლტოლვისა” გამო, ისინი დარწუნებულნი არიან დაპატიმრება
რაღაცნაირი ზომით დაეხმარება მათ ამ ლტოლვის
გადალახვაში.დაწვრილებითმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ დევიაციის
არსებობის ახსნა მხოლოდ ფსიქოლოგიური ანალოგის საფუძველზე არ
შეიძლება.უფრო სარწმუნოა ის, რომ დევიაცია წარმოიშობა მრავალი
სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორების შერწყმის შედეგად.

სოციალიზაცია და დევიაცია

კიდევ ერთი თეორიის თანახმად, დევიანტად ჩამოყალიბება


დაკავშირებულია სოციალიზაციაზე.დევიაციის პირველი
სოციოლოგიური ახსნა გადმოცემული იყო ემილ დიურკემის მიერ
დამუშავებულ ანომიის თეორიაში. დიურკემა ეს თეორია
თვითმკვლელობის არსების შესახებ თავის კლასიკურ შრომაში
გამოიყენა. იგი თვითმკვლელობის ერთ - ერთ მიზეზად ანომიად
უკანონობა წოდებულ მოვლენას თვლიდა. ამ მოვლენის ახსნისას, იგი
ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ადამიანთა ცხოვრების რეგულაციაში
მნიშვნელოვან როლს სოციალური წესები და ნორმები თამაშობენ.
ნორმები მართავენ მათ ქცევებს, მათ იციან თუ რას უნდა მოელოდნე
სხვებისგან და მათგან რას მოელიან. ადამიანთა ცხოვრებისეული
გამოცდილება მეტნაკლებად შეესატყვისება სოციალური
ნორმებითგანპირობებულ მოლოდინებს. მაგრამ რადიკალური
სოციალური ცვლილებების, მაგალითად საქმიანი აქტიურობის დაცემის
ან შეუკავებელი ინფლაციის დროს ცხოვრებისეული გამოცდილება უკვე
აღარ შეესატყვისება სოციალურ ნორმებში განხორციელებულ -
გამოხატულ იდეალებს. ყოველივე ამის შედეგად ადამიანები
დაბნეულობისა და დეზორიენტაციის მდგომარეობას
განიცდიან.სოციალური ნორმები ინგრევა, ადამიანები კარგავენ
ორიენტაციას და - ყველაფერი ეს ხელს უწყობს დევიანტურ ქცევას.

შედარებით ახლახანს ანომიის თეორიამ ახალი გამოხატულება ჰპოვა


ტრევის ხირშის (1969) მიერ შემოტანილ, “სოციოლოგიური დანიშვნის”
ცნებაში. იგი ამტკიცებს, რომ რაც უფრო მეტი რაოდენობის ადამიანებს
სჯერათ და სწამთ საზოგადოების მიერ მიღებული ღირებულებების
(მაგალითად კანონთა სამართლიანობის), მით უფრო აქტიურად
ცდილობენ ისინი წარმატებულად ისწავლონ, ესწრაფვიან მონაწილეობა
მიიღონ სოციალურად მოწოდებულ ქმედებებსა და ღონისძიებებში
(მაგალითად სკოლისგარეშე ღონისძიებებში), და რაც უფრო ღრმაა მათი
სიყვარული და დამოკიდებულება მშობლების, სკოლისა და
თანატოლების მიმართ, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ისინი
დევიანტურ ქცევებს ჩაიდენენ.

რობერტ კინგ მერტონმა (1938) რამდენიმე ცვლილება შეიტანა


დიურკემის მიერ შემოთავაზებულ ანომიის კონცეფციაში. იგი თვლის,
რომ დევიაციის მიზეზია განხეთქილება საზოგადოების მიერ მიღებულ
კულტურულ მიზნებსა და ამ მიზნების მიღწევის სოციალურად
მოწონებულ საშუალებებს შორის.მაგალითად, შეიძლება მოვიტანოთ
საზოგადოებისადმი ამერიკელთა წინაამღდეგობრივი დამოკიდებულება.
ისინი აღტაცებით ეპყრობიან ფინანსურ წარმატებებს, სიმდიდრის
მოპოვება ამერიკულ კულტურაში საყოველთაოდ მიღებულ მიზნად
ითვლება. ამ მიზნის მიღწევის სოციალურად მოწოდებული ანუ
ინსტიტუციონირებული საშუალებები გულისხმობენ ისეთ ტრადიციულ
მეთოდებს, როგორებიცაა კარგი განათლების მიღება და სავაჭრო ან
იურიდიულ ფირმაში სამუშაოზე მოწყობა. მაგრამ როდესაც ჩვენ
ვეჯახებით საქმეების რეალურ ვითარებას ამერიკაში, ნათელი ხდება რომ
ეს სოციალურად მოწოდებული საშუალებები მოსახლეობის
უმრავლესობისთვის მიუწვდომელია. მრავალ ადამიანს არ შეუძლია
გადაიხადოს სათანადო თანხა კარგი განათლების მისაღებად, ხოლო
საუკეთესო საწარმოო დაწესებულებებს სამუშაოზე მიღება მხოლოდ
შეზღუდული რაოდენობის შეუძლიათ. მერტონის თანახმად, როდესაც
ადამიანები ესწრაფვიან ფინანსურ წარმატებებს, მაგრამ ამავე დროს
რწმუნდებიან იმაში, რომ მისი მიღწევა სოციალურად მოწონებული
საშუალებებით შეუძლებელია, მათ შეუძლიათ არაკანონიერ მეთოდებს
მიმართონ, მაგალითად, რეკეტს, სპეკულაციას დოღზე ან ნარკოტიკებით
ვაჭრობას.

დევიანტური კარიერა

მოზარდების უმეტესობა, რომლებიც მაღაზიებს ტეხენ, არ ხდებიან


პროფესიონალი მძარცველები. ასევე იმ ადამიანების უმეტესობა,
რომლების მარიხუანას მოწევენ, არ ხდებიან ნარკომანები. მოკლედრომ
ვთქვათ, ყველა ადამიანი შეიძლება იყოს დევიანტური გარკვეული
პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ ზოგი მათგანი ადგება
დევიანტური კარიერის გზას.

დევიანტურ ქმედებაში მონაწილეობა თავდაპირველად ექსპერიმენტის


ხასიათს ატარებს. მისი მიზანია დაადგინოს არის თუ არა რაიმე ჯილდო
ამგვარი ქმედებისათვის. ზოგიერთი ადამიანი პირველი დევიანტური
ქცევის ჩადენის შემდეგ დევიანტად ყალიბდება. ეს დამოკიდებულია
რამდენიმე ფაქტორზე:

პირველი არის სიამოვნების ხარისხი, რომელსაც ინდივიდი დევიანტური


ქცევის ჩადენისას იღებს.
მეორე -ინდივიდი შესაძლოა გახდეს იმ ჯგუფის წევრი, რომელიც
იწონებს და მხარს უჭერს დევიანტურ ქცევას. ამან კი ბიძგი მისცეს მის
დევიანტად ჩამოყალიბებას. მესამე ფაქტორია
დევიანტის ნორმებისა და ღირებულებების სიახლოვე მისი ოჯახის
ნორმებსა და ღირებულებებთან.

არაადეკვატური სოციალური კონტროლი

სოციოლოგი ტრავის ჰირში და მისი კოლეგები ყურადღებას ამახვილებენ


არაადეკვატურ სოციალურ კონტროლზე. ჰირში მიუთითებს, რომ
მშობელთა ზედამხვედელობის ნაადრევად შეწყვეტა იწვევს
თვითკონტროლის არაადეკვატური მექანიზმების ჩამოყალიბებას.
არასწორი ან ხარვვეზით მიმდინარე სწავლა კი ხელს უწყობს დევიაციას.
ჰირში მიიჩნევდა, რომ არაადეკვატური სოციალური კონტროლი ხელს
უწყობს ადამიანის დამნაშავედ ჩამოყალიბებას. მისი აზრით, სწორი
სოციალური კონტროლი დანაშაულის შემცირების წინაპირობაა.
ჰირშის მოსაზრებები გააკრიტიკა ზოგმა მეცნიერმა. კერძოდ მათ ეჭვქვეშ
დააყენეს ჰირშის მოსაზრება, რომ ადრეული გამოცდილება
განაპირობებს შემდგომი ცხოვრების გზას.

დასკვნა

ზემოთ განხილული ტეორიები იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება გახდეს


დევიანტი, უფრო ავსებს ერთმანეთს ვიდრე ეწინააღმდეგება. რადგან
ყველა ერთად რაღაც დოძით გნაპირობებს ადამიანის დევიანტად
ჩამოყალიბებას. დევიაციის მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა
ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ბიოლოგიური მახასიათებლებ, გარემო
პირობები, სოციალიზაციის დონე და რაც მთავარია სოციალური
ფაქტორები. სწორედ ეს მიზეზები შეიძლება იყოს მოტივი დევიანტად
ქცევისა. მოკლედ რომ ვთქვათ, დევიაცია არ არის თანდაყოლილი ან
სპონტანური მოვლენა, იგი დინამიკური პროცესების შედეგია, რომელი
ინდივიდის ქმედებას, სოციალურ ზეწოლასა და სოციალურ
გარემოებებს გულისხმობს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.სმელზერი - დევიაცია და სოციალური კონტროლი. 6-10 გვ.

2. ქრეგ კალჰენი,დონალდ ლაითი, სუზენ კელერი- სოციოლოგია . 250-


257გვ.

3.გიდენსი - სოციოლოგია

4. ე. კოდუა-დანაშაულის სოციოლოგია. 203-257გვ.


5. Wikipedia.org - დევიაცია

You might also like