You are on page 1of 6

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მესამე კურსის სტუდენტი

მარიამ აბრამიშვილი

განსახილველი თემა: ინტენციონალური სტრატეგია, როგორც ადამიანის


ქცევის მთავარი მაპროგნოზირებელი ძალა დენეტთან

საგანი: ცნობიერების ფილოსოფია


ლექტორი: თამარ ცხადაძე
დენიელ დენეტი თავის ნაშრომში „ჭეშმარიტი მორწმუნეები:
ინტენციონალური სტრატეგია და რატომ მუშაობს ის“ დასაწყისში აშუქებს რწმენის
ფენომენს, მისი ონტოლოგიის ასახსნელ სხვადასხვაგვარ ატრიბუციას, რომელთა
ავთენტურობაც მრავალმხრივი პრობლემურობით ხასიათდება იმ შემთხვევაშიც, თუ
საქმე რელიგიურ თუ ცრურწმენულ რწმენებთან გვაქვს და ასევე იმ შემთხვევაშიც,
თუ რწმენებს ყოველდღიური ცხოვრების ჭრილში მივაწერთ ისეთ ობიექტებს,
რომლებსაც ცნობიერი აზროვნება არ ახასიათებთ (არაადამიან ცხოველებს, ბავშვებს,
კომპიუტერებს და ა.შ.). რწმენის ფენომენი იმდენად გამჯდარია ჩვენს ყოველდღიურ
ცხოვრებაში, რომ მისი ატრიბუციის ბუნების აღსაწერად მრავალი მოსაზრება
გამოითქვა, რომელთა შორისაც დენეტი იმთავითვე გამოჰყოფს ორ
დაპირისპირებულ მიდგომას: რეალიზმსა და ინტერპრეტაციონიზმს. პირველის
შემთხვევაში რწმენა ობიექტური ფენომენია და შესაბამისად, როდესაც
გვანიტერესებს ადამიანს აქვს თუ არა კონკრეტული რწმენა, მეცნიერულ ჭრილში
საიმედოდ შეგვიძლია მისი ახსნა. ინტერპრეტაციონიზმი კი კონკრეტულ
პიროვნებაში რწმენის არსებობა-არარსებობის საკითხის პროგნოზირების მეთოდს
იყენებს. ამგვარად, ზემოხსენებული ორი თვალსაზრისი იმდენად, რამდენადაც ერთი
მეცნიერულად ჭეშმარიტ ახსნისკენაა მიმართული, ხოლო მეორე ინტერპრეტაციულ
ახსნაზე (უშვებს არა აუცილებლად მხოლოდ და მხოლოდ მკაცრად ერთი ასახსნელი
ვარიანტის არსებობას კონკრეტულ ვითარებაში, როგორც რეალიზმის შემთხვევაში,
არამედ მრავალ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, პროგნოზირების სტრატეგიას
მიმართავს) დენეტთან გაიგება, როგორც არა ორი ურთიერთგამომრიცხველი
თვალსაზრისი, არამედ მათი სინთეზი: მისთვის რწმენა ობიექტური ფენომენია, ის
ნამდვილად არსებობს, აქვს ობიექტური სახე და ახსნადია, ამავდროულად კი
რწმენის ხელჩასაჭიდ ინდენტიფიკაციად მიიჩნევს გარკვეული პროგნოზირების
სტრატეგიას, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში თავად რწმენის,
როგორც ობიექტური ფენომენის ინდენტიფიცირება ხდება შესაძლებელი. 1

1
ცხადაძე, თამარ. ცნობიერების ფილოსოფია. დენიელ დენეტი, ჭეშმარიტი მორწმუნეები:
ინტენციონალური სტრატეგია და რატომ მუშაობს ის (1981). გვ.266. თბილისი. 2013.
გამომცემლობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
დენეტთან ინტენციონალური სტრატეგიის მიხედვით ობიექტი, რომლის
ქცევის პროგნოზირება გვსურს, განიხილება იმგვარ ობიექტად, როგორებიც ვართ
თავად ჩვენ, ანუ, ობიექტს უნდა გააჩნდეს ცნობიერი (mind), ჰქონდეს თავისი
რწმენები და სურვილები, ამგვარად კი, როგორც საკუთარ თავებზე შეგვიძლია
საკუთარი ქცევის პროგნოზირება საკუთარ გონებაზე, სურვილებსა თუ რწმენებზე
დაყრდნობით, და აუცილებელია იმის თქმა, რომ სხვასაც მოვიაზრებთ საკუთარ
თავში, უეჭველდება რწმენის ობიექტური არსებობაც იმით, რომ მაგალითად, სხვისი
კონკრეტული ქცევის პრგონოზირებაც ჩვენთვის შესაძლებელი ხდება. ამ
შემთხვევაში სხვა აღმოჩნდება არა როგორც სრულიად განყენებული მე-სგან, არამედ
თავად მე-ში არსებულად, ეს კი გვიბიძგებს ობიექტი, რომლის ქცევის
პროგნოზირებაც გვსურს, განვიხილოთ არა როგორც მხოლოდ ობიექტი და ამდენად
ჩვენს თავებს მივანიჭოთ მხოლოდ დამკვირვებლის დეფინიცია, არამედ იგი
განვიხილოთ როგორც სისტემა, რომელიც მე-სა და სხვას ერთიანობაა.
ინტენციონალური სტრატეგიის უკეთესად გასაგებად დენეტი მოიშველიებს სხვა
ქცევის პროგნოზირების სტრატეგიებსაც. ერთ-ერთია ფიზიკური სტრატეგია,
რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია, მაგალითად, ხიდან ვაშლის მიწაზე
დავარდნის ან დითხანს ცარიელი ტაფის გაზქურაზე დატოვებით, ქვაბიდან კვამლის
ამოსვლის საკმაოდ ნათელი პროგნოზირება. მეორე სტრატეგია ჩანაფიქრის -
დიზაინის სტრატეგიაა, რომლის საშუალებითაც ობიექტის ქცევის პროგნოზირებას
გვიადვილებს ის ფაქტი, რომ ის გარკვეულ ჩანაფიქრს შეესაბამება , მაგალითად, ჩვენ
ვიცით თუ როგორაა მაღვიძარა მოწყობილი, ამდენად კი როდესაც დავაყენებთ
ჩვენთვის სასურველ დროზე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ მაღვიძარა
დროულად დარეკავს, რადგან ის ამგვარადაა დაპროგრამებული, აწყობილი,
შექმნილი.2 მოცემულ ორივე შემთხვევაში ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ვაშლი მიწაზე
დაეცემა ან ის, რომ მაღვიძარა დროულად დარეკავს, მაგრამ როდესაც საგნების
ქცევის პროგნოზირებიდან ადამიანებზე გადმოვალთ, გამოჩნდება ერთი მთავარი
რამ, რაც ინტენციონალობას უნიკალურს ხდის, კონკრეტულად ის, რომ ჩვენ არ

2
ცხადაძე, თამარ. ცნობიერების ფილოსოფია. დენიელ დენეტი, ჭეშმარიტი მორწმუნეები: ინტენციონალური

სტრატეგია და რატომ მუშაობს ის (1981). გვ.271. თბილისი. 2013. გამომცემლობა: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი.
გვაქვს საკმარისი ინფორმაციული ველი (როგორც ფიზიკურ თუ დიზაინური
სტრატეგიის შემთხვევაში) იმისათვის, რომ ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ
ობიექტის/სისტემის ქცევა. ზემოხსენებული თვალსაზრისის გამტკიცებისთვის
დენეტი განიხილავს უცხოპლანეტელისა და ადამიანის „შეჯიბრების“ სიტუაციას,
რომელშიც ვფიქრობ, ყველაზე გამჭვირვალედ ჩანს ინტენციონალური სტრატეგიის
ზემოხსენებული „სიძვირფასე“. დედამიწელი და უცხოპლანეტელი, რომელიც
დედამიწელთან შედარებით იმდენადაა განვითარებული, რომ ზუსტად შეუძლია
იწინასწარმეტყველოს ყოველი დედამიწელის თითის გამოძრავებაც კი, ანუ
გონებრივად ზუსტად ისე შეუძლია მექანიკურ დონეზეც კი პროგნოზირება
დედამიწელის ქცევების, როგორც დედამიწელს - მაღვიძარის, ერთმანეთს
„ეჯიბრებიან“ კონკრეტული შემთხვევის პროგნოზირებაში, კერძოდ, სატელოფონო
ზარის საშუალებით მისის გარდენი ტელეფონზე ქმირსაგან გაიგებს, რომ იგი თავის
უფროსთან ერთად ერთ საათში სადილად მოდის. ქალბატონი ქმარს ღვინის
წამოღებას დაავალებს და ფრთიხლად ტარებასაც უსურვებს. დედამიწელმა
იწინასწარმეტყველა, რომ მანქანის ფიზიკური აგებულების ტრანსპორტიდან ერთ
საათში გადმოვიდოდა ორი მამაკაცი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ხელში ღვინო
ეჭირებოდა. უცხოპლანეტელის პროგნოზირება კი იმდენად ზუსტი იყო, რომ მან
იცოდა, ხუთი წუთითაც რომ გზის მარცხნივ გადაეხვია მანქანას, ამას ავტო-საგზაო
ინციდენტი მოჰყვებოდა, შედეგად კი ყველაზე კარგ ვარიანტში ქმარი სახლში ვერ
დაბრუნდებოდა დათქმულ დროს. უცხოპლანეტელი გაკვირვებულია იმით, რომ
ადამიანმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ზემოხსენებული პროცესი ისე, რომ მას არ
ჰქონია იმხელა ინფორმაციული ქსელი, როგორიც უცხოპლანეტელს ჰქონდა. 3 აქ
მთავარი უპირატესობა ინტენციონალურ სტრატეგიას ენიჭება, რომელიც ადამიანმა
გამოიყენა და უცხოპლანეტელისთვის მიუწვდომელი დარჩა. მეტიც,
უცხოპლანეტელის მაგალითი, მხოლოდ იმდენადაა პრიორიტეტული, რამდენადაც
ის ინტენციონალობის, როგორც სისტემური სტრატეგიული მეთოდის,
უპირატესობას გამოავლენს იმ მტკიცების საპირისპიროდ, რომ ადამიანები შესაძლოა

3
ცხადაძე, თამარ. ცნობიერების ფილოსოფია. დენიელ დენეტი, ჭეშმარიტი მორწმუნეები: ინტენციონალური

სტრატეგია და რატომ მუშაობს ის (1981). გვ.284. თბილისი. 2013. გამომცემლობა: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი.
თავად არიან თერმოსტატები სხვა უფრო ინტელექტუალური არსებებისათვის.
უცხოპლანეტელი ვერსადროს გაიგებს და ყოველთვის გაოცდება ადამიანის მიერ
ქცევის ზუსტი პროგნოზირებისას ისევე, როგორც სიკვდილი, რომელსაც გააჩნია
„სიკვდილის ბლოკნოტი“ იმ ადამიანის კორდინატებით, ვისაც უნდა ეწვიოს. მეტიც -
სიკვდილი არ ელაპარაკება, უფროსწორად - ვერ ელაპარაკება ბაღდადელი ვაჭრის
მსახურს, რადგან მას არ გააჩნია ადამიანური ინტენციონალობის გამომხატველი
უმთავრესი იარაღი - ენა : „ბატონო, ამ წუთას, ბაზარში, ვიღაც ქალმა მიბიძგა,
მოვტრიალდი და დავინახე, რომ ეს ქალი სიკვდილი იყო. შემომხედა და უხმოდ
დამემუქრა“. (266) ინტენციონალობა ამ მაგალითით, ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ
ქცევის პროგნოზირება. ინტენციონალობა ადამიანის ადამიანობის გასაღებია. მისი
საშუალებით ადამიანი სოციალური ხდება და ამდენად პოულობს საკუთარ თავს
საკუთარ თავში სხვისი აღმოჩენით. ამიტომ, როგორც ინტენციონალობა მოხსნის
სხვისა და მე-ს დაპირისპირებას და ამგვარად ორივეს აერთიანებს საკუთარ თავში,
როგორც ურთიერთგანმსაზღვრელ „ფუნქციებად“, ამდენად ქცევის პროგნოზირების
თვალსაზრისითაც არსებითად ჭეშმარიტია ის ინტენციონალური ფაქტიც, რომ მე
შემიძლია ისე „ვიწინასწარმეტყველო“ სხვისი ქცევა, როგორც საკუთარი თავის.
ბიბლიოგრაფია:

ცხადაძე, თამარ. ცნობიერების ფილოსოფია. დენიელ დენეტი, ჭეშმარიტი მორწმუნეები:


ინტენციონალური სტრატეგია და რატომ მუშაობს ის (1981). გვ.266. თბილისი. 2013.
გამომცემლობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

You might also like