You are on page 1of 6

მერაბ მამარდაშვილი

მარგარიტა პავლიაშვილი

პროგრამა: შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II

კურსის ხელმძღვანელი: ნინო ნოზაძე, ელენე ლადარაია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
მერაბ მამარდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ფილოსოფოსია.
იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მთლიანად საბჭოთა კავშირის პერიოსში მაგრამ მას
ვერ მოვიხსენიებთ საბჭოთა ფილოსოფოსად, რადგან იგი არამიკერძოებულად და
სამართლიანად ცდილობდა მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე რომ გამოეკვლია
საბჭოთა კავშირის კულტურა და გაეკეთებინა ანალიზი იმ დროინდელი
ცხოვრებისთვის.

მამარდაშვილის ფილოსოფიას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული


ფილოსოფიური აზრის განვითარებაში, იგი ქართველი ერისთვის მაშინ ცდილობდა
ხმის მიწვდენას, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა ჩვენს ქვეყანას და როდესაც
ყველაზე მეტად სჭირდებოდა ერს გამოფხიზლება. მამარდაშვილი აწყობდა საჯარო
გამოსვლებს და იმპროვიზირებულ ლექციებს, სიცოცხლის ბოლომდე წერდა და
აქვეყნებდა საკუთარ სათქმელს. მისმა გარჯამ კი უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაიარა,
რადგან ყვებოდნენ მისი თხრობის და გადმოცემის მაგიაზე თუ როგორ შეეძლო მას
რომ მსმენელი ბოლომდე ჩაეძირა მის ფილოსოფიაში და ამაზე ისიც მოწმობს რომ მე-
20 საუკუნის ფილოსოფოსი ახლა 21-ე საუკუნეშიც კი ჩვენი ქვეყნის ყველაზე ცნობილ
ფილოსოფოსად მიიჩნევა. სამწუხაროდ მას რთულ გარემოებებში უწევდა მოღვაწეობა,
მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირი ხომ ის პერიოდია როდესაც სიმართლე მხოლოდ ის
იყო, რაც ხელისუფლებას სურდა რომ ყოფილიყო და შესაბამისად მამარდაშვილის
რეალობა მათთვის კარგის მომტანი არ ყოფილა. ამიტომაც მოახდინეს მისი

2
მარგინალიზაცია და ის მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნდა. თუმცა მამარდაშვილი
ხელისუფლების პასუხმა სულაც არ შეაშინა და უფრო აქტიურად განაგრძობა
თბილისში მოღვაწეობას, იგი განაგრძობდა განსხვავებული აზრების საჯაროდ
გამოთქმას და ფილოსოფიის ხასიათის ქართველ ხალხში ჩანერგვას. ვფიქრობ
სამშობლოში დაბრუნება მამარდაშვილზე და მის შემოქმედებაზე კარგად აისახა,
თუმცა ამ ისტორიულ მოცემულობაში მოღვაწეობა მისთვის მარტივი ნამდვილად არ
ყოფილა, რადგან ბევრი რამის გადატანა და დათმობა მოუხდა.

მამარდაშვილი ხშირად ახსენებს თავის ნაშრომში პავლე მოციქულის


რელიგიური შინაარსის მქონე სიტყვებს, რომლებსაც ფილოსოფიურ მნიშვნელობას
ანიჭებს. „რეალობა კი ყოველთვის სიკვდილის ენაზე გველაპარაკება. ამას გვეუბნება
პავლე მოციქული და ამას გვეუბნება ფილოსოფია.“ (მამარდაშვილი 2018, 421). მან
იმსჯელა იდეოლოგიის ხმაზე, ცოდვის კონცეპტზე, ეთნოსის, ბუნების და ისტორიის
არსებობაზე სწორედ პავლე მოციქულის სიტყვებზე დაყრდნობით. მამარდაშვილი
გამუდმებით გვიმტკიცებს ერთ ფაქტს რომ ჩვენ ისტორიაში ვცხოვრობთ და არა
ბუნებასა და ეთნოსში. ისტორიას კი ადამიანები ქმნიან საკუთარი მოქმედებებით
რომელიც გამოწვეულია მათი შინაგანი მდგომარეობიდან ან მოთხოვნილებიდან ანუ
ფილოსოფიიდან. როგორ შეგვიძლია ეს ყოველივე დავუკავშიროთ ფილოსოფიას? ან
როგორ შეგვიძლია რომ ფილოსოფია გვაიგივოთ რელიგიასთან? ეს საკმაოდ რთულია
თუმცა მამარდაშილი მარტივად ახერხებს ამ ორს შორის პარალელის გავლებას და
გვანახებს რეალობის სიშიშვლეს, რომელიც რთული აღსაქმელია. ან როგორც
მამარდაშვილი იტყოდა „ვერ ვხედავთ, ან არ გვინდა დავინახოთ, იმიტომ, რომ უკვე
დავინახეთ“ (მამარდაშვილი 2018, 422). მამარდაშვილის აზრით “საკუთარი ხმა“ არის
იდეოლოგიის ხმა, ცოდვის ხმა. ხმა რომელიც გგვგონია რომ ჩვენი შინაგანი
სიღრმიდან მოდის, სინამდვილეში კი ეს ყოველივე უბრალოდ ზედაპირულია და
დამყარებული იმ მოთხოვნილებებსა თუ საჭიროებებზე რომელსაც სხეული
მოითხოვს. ცოცხალი სხეული რომელიც ორიენტირებულია გადარჩენაზე “ნებისმიერ

3
ფასად“ და გაურბის სიკვდილს. ხოლო ხმა რომელიც საკუთარი გგვგონია გვადენინებს
ისეთ რამეებს, რომ შემდგომ ვერ ვცნობთ ჩვენს საქციელს. ამ ეგრედ წოდებული
“საკუთარი ხმისგან“ მხოლოდ რეალობა და მისი გააზრება თუ გვიხსნის. რელობის
დანახვის ძალა კი მხოლოდ “ცნობიერებას“ შესწევს, ცნობიერების იმ სტრუქტურას
რომელშიც არ არის „ქვეცნობიერი“, „არაცნობიერი“ და ა.შ.

მერაბ მამარდაშვილი ქრისტეს მიერ ჩვენთვის გამოსყიდულ ცოდვებზეც


საუბრობს. იგი კონკრეტულად განიხილავს ქრისტეს შემდგომ ჩვენს მოვალეობას, თუ
რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ადამიანებს და რას ვარიდებთ თავს. მამარდაშვილი
გვეუბნება რომ „ჩვენ არ უნდა გავშეშდეთ, გავჩერდეთ, რაკი მან უკვე გამოისყიდა
ჩვენი ცოდვა.“ (მამარდაშვილი 2018, 426). ზოგმა შეიძლება იფიქროს რომ იგი გვირჩევს
ცოდვების ტანჯვით და მსხვერპლად შეწირვით გამოსყიდვას მაგრამ ეს არსე არ არის,
ის მოგვიწოდებს მოქმედებისკენ რომელსაც “სიკეთეს“ ვუწოდებთ. იმ მარტივ და
ძლიერ ქმედებას რომელსაც უდიდესი შედეგის გამოღება შეუძლია, რადგან ერთ
უბრალო პატარა კეთილ საქციელსაც კი შეუძლია სამყაროს შეცვლა და თუ ეს
აფსურდად გვეჩვენება მაშინ დავფიქრდე იმ ჯაჭვურ რეაქციაზე რომელსაც
ადამიანები ერთმანეთში ვიწვევთ. სიძულვილი თუ სიყვარული რომელსაც
გადავცემთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა ქრისტემ გამოისყიდა ის ცოდვები რომელიც მას
არ ჩაუდენია რადგან ეს კაცობრიობის ცოდვები იყო და როგორ აპირებს კაცობრიობა
ვალის გადახდას ან თუნდაც მადლობის მოხდას ამ თავგანწირვისთვის? ეს
შეუძლებელია ამ ვალს ვერასდროს დააბრუნებს კაცობრიობა და ერთადერთი რასაც
ქრისტე ითხოვს ეს სიკეთეა ერთმანეთისადმი სიყვარულით გამოწვეული. სწორედ
ამიტომ მამარდაშვილი გვახსენებს ამ ვალს და გვაფიქრებს პავლეს სიტყვების
მნიშვნელობაზე. ვფიქრობ სწორედ ზემოთ ხსენებული არგუმენტების გამო ანიჭებს
დიდ მნიშვნელობას მამარდაშვილი სულიერი აქტების განხორციელებას ცალკეული
პირების დონეზე.

4
ბიბლიოგრაფია

მამარდაშვილი, მერაბ ,,საუბრები ფილოსოფიაზე’’. წიგნში ,,შესავალი


თანამედროვე აზროვნებაში’ 2’ , 421-422. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა . 2018

5
1

You might also like