You are on page 1of 6

ლექცია 2, ამოცანები.

1) ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით ააგეთ მოთხოვნის და მიწოდების მრუდები


და განსაზღვრეთ წონასწორული ფასი და რაოდენობა

2) შოკოლადის ფილების ბაზრის კვლევის შედეგებმა შემდეგი სურათი აჩვენა:


მოთხოვნის განრიგი შეიძლება წარმოდგენილი იქნას განტოლებით: QD = 80-4P, სადაც
QD მოთხოვნის რაოდენობაა, ხოლო P კი ფასი. მიწოდების განრიგი შეიძლება
წარმოდგენილ იქნეს განტოლებით QS = -16+8P, სადაც QS მიწოდების რაოდენობაა.
ა) იპოვეთ ღერძებთან გადაკვეთის წერტილები და ააგეთ მიწოდების და მოთხოვნის
მრუდები
ბ) გამოთვალეთ წონასწორული ფასი და რაოდენობა შოკოლადის ფილების ბაზრის
შემთხვევაში

3) მიწოდების და მოთხოვნის დიაგრამის მეშვეობით აჩვენეთ, რა გავლენას მოახდენს


ბამბის სვიტრების ბაზარზე შემდეგი მოვლენები:

ა) ქარიშხლის მიერ ბამბის ნათესების განადგურება

ბ) ტყავის ქურთუკების ფასის კლება

4) ცხრილში მოცემულია მოთხოვნის და მიწოდების განრიგები.

ფასი მოთხოვნილი მიწოდებული


რაოდენობა რაოდენობა

4 150 50

6 100 70

8 90 90

10 60 110
12 40 138

ცხრილის მიხედვით:

• დახაზეთ მოთხოვნის და მიწოდების მრუდები


• რა არის წონასწორული ფასი და წონასწორული რაოდენობა?
• დავუშვათ, ბაზარზე არსებული ფასი არის 12 ლარი. რა იქმნება? სიჭარბე თუ
დეფიციტი? რამდენი ერთეული?
• დავუშვათ, ბაზარზე არსებული ფასი არის 6 ლარი. რა იქმნება? სიჭარბე თუ
დეფიციტი? რამდენი ერთეული?

5) ააგეთ მოთხოვნა-მიწოდების მოდელი ნაყინის ბაზრისთვის. დავუშვათ, შემცირდა


გაყინული იოგურტის ფასი, აჩვენეთ რა მოხდება ბაზარზე ( რა დაემართება
მოთხოვნას, მიწოდებას, წონასწორულ რაოდენობას და ფასს)

6) ააგეთ მოთხოვნა-მიწოდების მოდელი ნაყინის ბაზრისთვის. აჩვენეთ, რა მოხდება თუ


მოულოდნელად ძალიან აცივდება, ამავდროულად ვიცით რომ ამ პერიოდში
შემცირდა რძის ფასი ( რა დაემართება მოთხოვნას, მიწოდებას, წონასწორულ
რაოდენობას და ფასს.)
პასუხები:
4) წონასწორული რაოდენობა=90, წონასწორული ფასი=8; თუ ფასი არის 12 ლარი,
ბაზარზე იქნება სიჭარბე 98 ერთეული, ხოლო თუ ფასი არის 6 ლარი - დეფიციტი, 30
ერთეული

5) მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება მარცხნივ (შემცირდება მოთხოვნა, რადგან


გაყინული იოგურტი შეიძლება განვიხილოთ ნაყინის ჩამანაცვლებლად),
წონასწორული ფასი შემცირდება, წონასწორული რაოდენობაც შემცირდება

6) მიწოდების მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ (მიწოდება გაიზრდება), მოთხოვნის


მრუდი გადაადგილდება მარცხნივ. შედეგად, წონასწორული ფასი შემცირდება,
თუმცა წონასწორულ რაოდენობას რა დაემართება ვერ განვსაზღვრავთ, შეიძლება
გაიზარდოს, შეიძლება შემცირდეს, შეიძლება იგივე დარჩეს. ეს დამოკიდებულია
მრუდის გადაადგილების მასშტაბზე.

You might also like