You are on page 1of 8

შესავალი: მოთხოვნისა და მიწოდების მოდელის გამოყენება

აღნიშნული გაკვეთილი ეფუძნება ჩვენ მიერ აქამდე შეძენილ ცოდნას მოთხოვნისა და


მიწოდების მოდელების შესახებ.

ჩვენ განვიხილავთ ერთ-ერთ ძირითად ცნებას - ელასტიკურობას.

ელასტიკურობის ცნება გვეხმარება გავიგოთ რამდენად იცვლება წონასწორული ფასი და


რაოდენობა მიწოდებისა და მოთხოვნის ცვლილების საპასუხოდ. სხვადასხვა პოლიტიკის
განხორციელებისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ელასტიკურობა
გვეხმარება გავიაზროთ რესურსების განაწილების მნიშვნელოვანი როლი.

შემდეგ განვიხილავთ ბაზარზე მთავრობის ინტერვენციებს (ჩარევას), კონკრეტულად ფასის


ზედა და ქვედა ზღვრებს.

ჩვენ განვიხილავთ ორ გზას, რომლებითაც მთავრობას შეუძლია საბაზრო ფასებზე


ზეგავლენის მოხდენა. როდესაც მთავრობა ფიქრობს, რომ ბაზარზე არსებული
წონასწორული ფასი „ძალიან მაღალია“, შესაძლებელია ის ჩაერიოს ბაზრის
ფუნქციონირებაში და დააწესოს ფასის ზედა ზღვარი. ასევე შესაძლებელია ჩარევა ფასის
ქვედა ზღვრის დაწესებითაც, როდესაც არსებული საბაზრო ფასი აღიქმება როგორც „ძალიან
დაბალი“. ჩვენ ვიყენებთ მოთხოვნისა და მიწოდების მოდელს აღნიშნული ინტერვენციების
გავლენის ანალიზისთვის.

ძირითადი ცნებები: ფასი და ელასტიკურობა


საბაზრო ეკონომიკაში ფასების როლის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია.

ფასებს სამი ძირითადი როლი აქვთ:

 ფასები ასრულებენ სიგნალების როლს;


 ფასები უზრუნველჰყოფენ სტიმულებს;
 ფასები გავლენას ახდენენ შემოსავლის განაწილებაზე;

ელასტიკურობა ზომავს ერთი ეკონომიკური ცვლადის მეორე ეკონომიკურ ცვლადზე


ზემოქმედების მგრძნობელობას.
მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით იზომება მოთხოვნის რაოდენობის
პროცენტული ცვლილების შეფარდებით ფასის პროცენტულ ცვლილებასთან.

ელასტიკურობა მნიშვნელოვანია, რადგანაც მისი საშუალებით ეკონომისტებს შეუძლიათ


რიცხობრივად შეაფასონ ეკონომიკური აგენტების საპასუხო რეაქცია ფასების სიგნალებზე.

თუ მომხმარებელი ფასის ცვლილების საპასუხოდ დიდი რაოდენობით ცვლის შესყიდული


პროდუქციის რაოდენობას, მაშინ მათი მოთხოვნა შედარებით ელასტიკურია. თუ
მომხმარებელი ფასის ცვლილების საპასუხოდ ძალიან მცირე რაოდენობით ცვლის
შესყიდული პროდუქციის რაოდენობას, მაშინ მათი მოთხოვნა შედარებით
არაელასტიკურია.

იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს სხვადასხვა საქონლის ელასტიკურობების შედარება,


ელასტიკურობას პროცენტებში ვზომავთ. ელასტიკურობას არ აქვს ერთეული, ის
ერთეულისგან თავისუფალი საზომია.

მოთხოვნა ითვლება ელასტიკურად, თუ მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით მეტია


1-ზე და - არაელასტიკურად, თუ მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით ნაკლებია 1-
ზე. საქონელზე მოთხოვნის ელასტიკურობა დამოკიდებულია:

 აქვს თუ არა საქონელს ახლო შემცვლელები;


 საქონლის ღირებულება შემოსავლის რა ნაწილს (დიდსა თუ მცირეს) შეადგენს;
 დროის რა პერიოდში ხდება ცვლილება.

იმ საქონლის მაგალითები, რომელსაც, დაბალი მოთხოვნის ელასტიკურობა ახასიათებს


ფასის მიხედვით მოიცავს სიგარეტსა და ბენზინს - მომხმარებლები ძალიან მცირედით
იცვლიან მყიდველობით ქცევას ფასის ცვლილების საპასუხოდ. მაღალი მოთხოვნის
ელასტიკურობა ფასის მიხედვით ახასიათებს ისეთ საქონელს, როგორიცაა ფუფუნების
საგნები, მაგალითად ძვირფასი სამკაულები.

ქვემოთ მოყვანილ გრაფიკებზე ასახულია მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით


ნედლი ნავთობის ბაზრის მაგალითის გამოყენებით.
ამ გრაფიკზე ვხედავთ, რომ შედარებით მაღალი მოთხოვნის ელასტიკურობის დროს
მომხმარებლები ფასის ცვლილების საპასუხოდ მოთხოვნილი საქონლის რაოდენობას დიდი
რაოდენობით ზრდიან.

თუმცა, შემდეგ გრაფიკზე შეგვიძლია ვნახოთ შედარებით დაბალი მოთხოვნის


ელასტიკურობის მაგალითი ფასის მიხედვით, სადაც მომხმარებელმა ფასების ცვლილების
საპასუხოდ შეძენილი საქონლის რაოდენობა ბევრად ნაკლებად შეცვალა.
მათემატიკურად მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით შემდეგნაირად ჩაიწერება:

სადაც,

ed= მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით


Qd= მოთხოვნის რაოდენობა
P= ფასი

ეს არის მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული ცვლილება გაყოფილი ფასის პროცენტულ


ცვლილებაზე. მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით ზომავს, რამდენად ცვლის
მომხმარებელი თავის გადაწყვეტილებებს შესაძენი საქონლის რაოდენობასთან
დაკავშირებით ფასების სიგნალების საფუძველზე.

როგორც წინა ლექციებისას ვნახეთ, საქონლის უმეტესობისთვის, ფასსა და მოთხოვნის


რაოდენობას შორის უარყოფითი დამოკიდებულებაა. თუ ეკონომისტი ამბობს, რომ ed=1,
მაშინ ჩვენ ჩვეულებრივ ვგულისხმობთ, რომ ფასის 1%-ით გაზრდისას მოთხოვნის
რაოდენობა 1%-ით შემცირდება.

მსგავსად მოთხოვნის ელასტიკურობისა ფასის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ


მიმწოდებლის სურვილი მიაწოდოს მეტი ან ნაკლები საქონელი ფასების ცვლილების
საპასუხოდ, სხვა სიტყვებით, გავზომოთ მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხედვით.

ესაა მიწოდების რაოდენობის პროცენტული ცვლილება გაყოფილი ფასის პროცენტულ


ცვლილებაზე.

თუ საქონელს აქვს მაღალი მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხედვით, მაშინ ფასის


ცვლილება გამოიწვევს დიდ ცვლილებას მიწოდების რაოდენობაში და პირიქით, დაბალი
მიწოდების ელასტიკურობის დროს, ფასის ცვლილებას მხოლოდ მცირე ეფექტი ექნება
მიწოდებულ რაოდენობაზე.

ძირითადი ცნებები: მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელის გამოყენება


მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია
ბაზარზე მთავრობის ინტერვენციების ანალიზია. ამ მხრივ ფასის ზედა და ქვედა ზღვრები
მნიშვნელოვანი მაგალითებია. ასეთი ინტერვენციები მაშინ ხდება, როდესაც მთავრობას, ან
იმ ადამიანებს, რომლებსაც გავლენა აქვთ მთავრობაზე, მიაჩნიათ, რომ ბაზარზე არსებული
წონასწორული ფასი ან ძალიან მაღალია ან ძალიან დაბალი.

ფასის ზედა ზღვარი (ფასის ჭერი) არის მთავრობის მიერ ფასის კონტროლის მექანიზმი,
რომელიც ადგენს საქონლისა თუ მომსახურებისთვის მაქსიმალურ დასაშვებ ფასს.
იმისათვის, რომ ფასის ზედა ზღვარს რაიმე ეფექტი ჰქონდეს ბაზარზე, ის უნდა იყოს ბაზრის
წონასწორულ ფასზე დაბალი. ფასის ზედა ზღვარი შესაძლებელია მაშინ დაწესდეს, როდესაც
პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქონლის ფასი ძალიან მაღალია და შესაბამისად არ არის
ხელმისაწვდომი გარკვეული მოქალაქეებისთვის (მაგალითად, ქირის კონტროლი). თუმცა,
დაბალი ფასი გამოიწვევს ფირმებისგან მიწოდების რაოდენობის შემცირებას, რაც საერთო
ჯამში დეფიციტამდე მიგვიყვანს.

მაგალითი: ქირის კონტროლი: მთავრობის მიერ ფასის კონტროლი, რომლის მიხედვითაც


მთავრობა ადგენს მაქსიმალურ შესაძლებელ ქირის ფასს სახლისა თუ ბინისათვის.
ფასის ქვედა ზღვარი (ფასის იატაკი) მთავრობის მიერ კონტროლის ფორმაა, რომელიც
ადგენს მინიმალურ შესაძლებელ ფასს საქონელსა თუ მომსახურებაზე. იმისათვის, რომ ფასის
ქვედა ზღვარს ჰქონდეს რაიმე ეფექტი, ის უნდა დაწესდეს ბაზრის წონასწორულ ფასზე
ზემოთ. ფასის ქვედა ზღვარი გამოიყენება მიმწოდებლების დასახმარებლად და
შესაძლებელია მაშინ დაწესდეს, როდესაც პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქონლის ფასი,
რომელსაც მიმწოდებლები იღებენ ძალიან დაბალია (მაგალითად, უფრო მაღალი
მინიმალური ხელფასის დაწესება მიზნად ისახავს დასაქმებულების დახმარებას, რომლებიც
შრომის ბაზარზე მიმწოდებლები არიან). თუმცა, ეს ამცირებს მოთხოვნის რაოდენობას და
საბოლოოდ ბაზარზე საქონლისა და მომსახურების სიჭარბემდე მივყავართ. შრომის ბაზრის
შემთხვევაში, ეს სიჭარბე გამოვლინდება უმუშევრობაში. საქონლის ბაზარზე, მთავრობას
ხშირად უწევს ჭარბი რაოდენობის შეძენა დაწესებული ფასის შესანარჩუნებლად, რაც ძალიან
დიდი დანახარჯია მთავრობისათვის.

მაგალითი: მინიმალური ხელფასი: საათობრივი ხელფასის ზღვრული რაოდენობა, რომელზე


ნაკლები ხელფასის გადახდა მუშახელისთვის უკანონოა.
დასკვნა: მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელის გამოყენება
ამ ლექციაზე განვიხილეთ ისეთი ძირითადი ეკონომიკური ცნებები, რომლებიც გვეხმარება
ფირმებს, მომხმარებლებსა და დასაქმებულებს შორის ინტერაქციის აღქმასა და გააზრებაში.
ჩვენ ვიმსჯელეთ ფასების, ელასტიკურობისა და ფასის კონტროლის მნიშვნელობაზე.
მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით გვეხმარება გავიგოთ თუ როგორ პასუხობენ
მომხმარებლები ფასის ცვლილებას, ხოლო მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხედვით
გვეხმარება გავზომოთ მიმწოდებლების საპასუხო რეაქცია ფასის ცვლილებაზე. ჩვენ ასევე
ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელის გამოყენება მსოფლიო
მოვლენების ეფექტის გასაანალიზებლად. ასეთი მოვლენებია, მაგალითად, ამერიკის
შეერთებულ შტატებში ნავთობზე მოთხოვნის შემცირება.

ფასის კონტროლი მოიცავს ფასის ზედა ზღვარს, რომელიც შესაძლებელია მაშინ დაწესდეს,
როდესაც მთავრობა მიიჩნევს, რომ ფასი ბაზარზე ძალიან მაღალია. ანალოგიურად ფასის
ქვედა ზღვარი მაშინ დგინდება, როდესაც მთავრობა თვლის, რომ ბაზარზე ფასი ძალიან
დაბალია. მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელი გვეხმარება გვესმოდეს საბაზისო საკითხები,
რომლებიც მინიმალური ხელფასის ან ქირის კონტროლის პოლიტიკას უკავშირდება - ამ
თემებზე ხშირად საუბრობენ ახალ ამბებში დღესდღეობით.

You might also like