You are on page 1of 9

მიწოდებისა და მოთხოვნის

საბაზრო ძალები
ქიმერიძე მედეა
ბაზრები და კონკურენცია

 ტერმინები მიწოდება და მოთხოვნა მიუთითებს


ადამიანთა ქცევაზე, როდესაც ეს ადამიანები
კონკურენტულ ბაზრებზე ურთიერთქმედებენ.
 ბაზარი-კონკურენტული საქონლისა თუ
მომსახურების მყიდველთა და გამყიდველთა
ჯგუფი.მყიდველები,როგორც ჯგუფი,განსაზღვრავენ
საქონელზე მოთხოვნას,ხოლო
გამყიდველები,როგორც ჯგუფი განსაზღვრავენ
საქონლის მიწოდებას.
კონკურენტული ბაზარი
 ბაზარი,რომელზეც მრავალი მყიდველი და გამყიდველია და
თითოეული მათგანი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ბაზრის
ფასსზე კონკურენტული ბაზარი ეწოდება.
 მაგალითად: თითოეული გამყიდველი შეზღუდულია ფასის
განსაზღვრაში,ვინაიდან სხვა გამყიდველებიც ასეთსავე
პროდუქტს ყიდიან.გამყიდველს არ აქვს არსებულ ფასზე
ნაკლები ფასის დადების მიზეზი,ხოლო თუ მეტ ფასს
დაადებს,მყიდველი პროდუქციას სხვა გამყიდველისგან შეიძენს .
 ბაზრები სრულყოფილად კონკურენტულია,სრულყოფილი
კონკურენციის ბაზრები განისაზღვრება 2 ძირითადი
მახასიათებლით:
 1)გასაყიდად შემოთავაზებული ყველა საქონელი ერთნაირია
 2)მყიდველებისა და გამყიდველების რაოდენობა ისე დიდია ,რომ
ერთი ცალკეული მყიდველი საბაზრო ფასზე გავლენას ვერ
ახდენს.
მოთხოვნის მრუდი:დამოკიდებულება
საქონლის ფასსა და მოთხოვნის
რაოდენობას შორის
მოთხოვნის რაოდენობა- არის საქონლის რაოდენობა, რომლის
შეძენის სურვილი და შესაძლებლობაც აქვს მყიდველს.მოთხოვნის
რაოდენობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას,მაგრამ ერთი
მათგანი განსაკუთრებულ როლს თამაშობს,ეს არის საქონლის
ფასი.იმის გამო რომ ფასის ზრდა მოთხოვნის რაოდენობის კლებას
იწვევს,ხოლო ფასის შემცირება მოთხოვნის რაოდენობის ზრდას
,ვამბობთ, რომ საქონლის ფასი და საქონელზე მოთხოვნა
ერთმანეთის უკუპროპორციულია,ამ დამოკიდებულებას
ეკონომისთებმა მოთხოვნის კანონი უწოდეს.ეს არის დებულება,
რომლის მიხედვით,სხვა თანაბარ პირობებში საქონელზე მოთხოვნა
მცირდება ამ საქონლის ფასის ზრდასთან ერთად.ცხრილი,
რომელიც გვიჩვენებს დამოკიდებულებას საქონლის ფასსა და
მოთხოვნის რაოდენობას შორის მოთხოვნის განრიგი ეწოდება.
მოთხოვნისა და ფასის დამაკავშირებელ დახრილ დაღმავალ ხაზს
მოთხოვნის მრუდი ეწოდება.
მოთხოვნის მრუდის
გადაადგილებები
 მოთხოვნის მრუდის გადაადგილებებზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს .მათგან
უმნიშვნელოვანესია:
1)შემოსავალი-რა მოუვა თქვენს მოთხოვნას ნაყინზე იმ შემთხვევაში , თუკი ზაფხულში
სამუშაოს დაკარგავთ? სავარაუდოდ, მოთხოვნა ნაყინზე შემცირდება. თუ შემოსავლის
კლებასთან ერთად კონკრეტულ საქონელზე მოთხოვნა ეცემა, ასეთ საქონელს
ნორმალური საქონელი ეწოდება. თუ შემოსავლის კლება რომელიმე საქონელზე
მოთხოვნის ზრდას განაპირობებს, ასეთ საქონელს მდარე საქონელი ეწოდება.
2)ურთიერთდაკავშირებული საქონლის ფასები-როდესაც ერთ საქონელზე ფასის დაცემა
ამცირებს მეორე საქონელზე მოთხოვნას, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს
ურთიერთშემცვლელ საქონელთან მაგალითად(ჰამბურგერი და ჰოთ-დოგი)
როდესაც ერთი საქონლის ფასის კლება ზრდის მეორე საქონელზე მოთხოვნას , საქმე
გვაქვს ურთიერთშემავსებელ საქონელთან მაგალითად(ბენზინი და ავტომობილი )
3) გემოვნება-მოთხოვნის ყველაზე აშკარა განმსაზღვრელი ფაქტორია. თუ ნაყინი გიყვართ
მას მეტი რაოდენობით შეიძენთ.
4)მოლოდინი-სამომავლო მოლოდინი შესაძლოა ,თქვენი დღევანდელი მოთხოვნის
ცვლილებების მიზეზი გახდეს. თუკი მომავალი თვიდან შემოსავლის ზრდას მოელით ,
შესაძლოა, ნაკლები თანხა დაზოგოთ და შოკოლადის შესაძენად მეტი თანხა გაიღოთ .
5)მყიდველთა რაოდენობა-საბაზრო მოთხოვნა დამოკიდებულია მომხმარებელთა
რაოდენობაზე.
6)შეჯამება-მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს, როგორ იცვლება მოთხოვნის რაოდენობა
საქონელზე ფასების ცვლილების დროს იმ ფაქტორების უცვლელობის პირობებში ,
რომლებიც მყიდველებზე ახდენს გავლენას.
მიწოდების
მრუდი:დამოკიდებულება ფასსა
და მიწოდების რაოდენობას
შორის
 მიწოდების რაოდენობა-საქონლის ან მომსახურების ის
რაოდენობაა,რომლის გაყიდვაც სურთ და შეუძლიათ
გამყიდველებს.მიწოდების რაოდენობა ფასის ზრდასთან
ერთად იზრდება,ფასის კლებასთან ერთად კი
კლებულობს,ვამბობთ,რომ ისინი ერთმანეთთან
პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია,ამ
დამოკიდებულებას მიწოდების კანონი ეწოდება.
 მიწოდების კანონი ეს არის დებულება იმის შესახებ, რომ
სხვა თანაბარ პირობებში საქონლის ფასის ზრდა იწვევს
ამ საქონლის მოწოდების რაოდენობის ზრდას.
 მრუდს, რომელიც გამოხატავს კავშირს ფასსა და
მიწოდების განრიგს შორის, მიწოდების მრუდი ეწოდება.
მიწოდების მრუდის
გადაადგილებები
 მიწოდების მრუდის გადაადგილება მრავალ
ცვლადს შეუძლია, მათგან უმნიშვნელოვანესია:
1)ინგრედიენტების ფასები
2)ტექნოლოგია
3)მოლოდინი
4)გამყიდველთა რაოდენობა
5)შეჯამება
მიწოდება და მოთხოვნა ერთად
 წონასწორობა- სიტუაცია, როდესაც მიწოდება და მოთხოვნა
გაწონასწორებულია
 წონასწორული ფასი- ფასი.რომელიც აწონასწორებს მიწოდებას და
მოთხოვნას. წონასწორული ფასის დროს, საქონლის რაოდენობა, რომლის
ყიდვაც სურთ და სეუძლიათ მყიდველებს, ზუსტად იმ რაოდენობის ტოლია,
რომლის გაყიდვაც სურთ და შეუძლიათ გამყიდველებს.
 წონასწორული რაოდენობა- საქონლის მიწოდებისა და მოთხოვნის
რაოდენობა წონასწორობის დროს.
 ჭარბი მიწოდება- სიტუაცია,როდესაც მიწოდება მოთხოვნაზე მეტია.
(მიმწოდებლებს არ შეუძლიათ მითითებულ ფასად ყველაფრის გაყიდვა რაც
სურთ. მაგალითად: როდესაც ნაყინის ბაზარზე მიწოდების სიჭარბე
გვაქვს,ნაყინის გამყიდველების მაცივრები სავსეა ნაყინით,რომლის გაყიდვაც
სურთ,მაგრამ ვერ ყიდიან)
 ჭარბი მოთხოვნა- სიტუაცია,როდესაც მოთხოვნა მიწოდებაზე მეტია. როდესაც
ნაყინის ბაზარზე მოთხოვნის სიჭარბეა, მყიდველები დიდხანს დგანან რიგში
რამდენიმე ნაყინის საყიდლად.
 თითქმის ყველა თავისუფალ ბაზარზე, სიჭარბე და დეფიციტი მხოლოდ
დროებითი მოვლენებია, ვინაიდან ფასები თანდათან წონასწორული
დონისაკენ მოძრაობს. ეს ფენომენი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მას
ზოგჯერ მიწოდებისა და მოთხოვნის კანონს უწოდებენ.
 მოთხოვნისა და მიწოდების კანონი- დებულება, რომლის თანახმადაც
გმადლობთ
ყურადღებისთვის

You might also like