You are on page 1of 42

26 დანაზოგები, ინვესტიციები და

ფინანსური სისტემა

მეორე ქართული გამოცემა

ეკონომიკი
ს პრინციპები
ამ თავში ჩვენ გავნიხილავთ:
რაა აშშ-ის ეკონომიკის ძირითადი ფინანსური
ინსტიტუტები, და რაა მათი ფუნქცია?
რა სამი სახის დანაზოგი არსებობს?
რა განსხვავებაა დანაზოგსა და ინვესტიციას
შორის?
როგორ ახდენს ფინანსური სისტემა კოორდინაციას
დანაზოგსა და ინვესტიციას შორის?
რა გავლენას ახდენა სახელმწიფო პოლიტიკა
დანაზოგებზე, ინვესტიციებსა და სარგებლის
განაკვეთზე?
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და
ფინანსური სისტემა
ფინანსური ინსტიტუტები
ჩვენ ვეცდებით გავნიხილოთ ფინანსური
სისტემის მოქმედებები შემდეგი საკითხების
განხილვით:
1. გავიხილავთ იმ ინსტიტუტების
ერთობლიობას, რომლებიც ქმნიან ფინანსურ
სისტემას ეკონომიკაში
2. ჩვენ გავნიხილავთ კავშირს ფინანსურ
სისტემასა და ეკონომიკის ცვლადებს შორის
(განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ
დანაზოგებსა და ინვესტიციებს)
3. და ბოლოს ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ფინანსური
ბაზრის მოთხოვნა მიწოდების მოდელს
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და ფინანსური სისტემა
ფინანსური ინსტიტუტები
ფინანსური სისტემა: ეკონომიკაში არსებული
ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს
ერთი პირის დანაზოგისა და მეორე პირის ინვესტიციების
დაკავშირებას.
ფინანსური სისტემა ხელს უწყობს ეკონომიკის
შეზღუდული რესურსების დამზოგველისგან (ვინც
საკუთარ შემოსავალზე ნაკლებს ხარჯავს) გადაიტანოს
მსესხებლებთან (ვინც საკუთარ შემოსავალზე მეტს
ხარჯავს)
დამზოგველები არიან ფინანსური სისტემის
მიმწოდებლები, იმ პირობით რომ მომავალში ამ ფულს
სარგებლით დაიბრუნებენ. ხოლო მსესხებლები ფულს
მოითხოვენ ფინანსური სისტემიდან და იციან, რომ
მომავალში ეს ფული უკანვე უნდა დააბრუნონ
სარგებელთან ერთად
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და ფინანსური სისტემა
ფინანსური ინსტიტუტები
ფინანსური სისტემა მრავალი ფინანსური
ინსტიტუტისგან შედგება, რომლებიც ხელს
უწყობენ დამზოგველებისა და მსესხებლების
კოორდინაციას
მანამ სანამ დავიწყებდეთ საუბარს ფინანსური
სისტემების მამოძრავებელ ეკონომიკურ
ძალებზე, განვიხილოთ ფინანსური ისტორიის
ორი კატეგორია:
ფინანსური ბაზრები
ფინანსური შუამავლები

თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და ფინანსური სისტემა


ფინანსური ინსტიტუტები
ფინანსური ბაზრები: ფინანსური ინსტიტუტები,
რომელთა მეშვეობითაც დაზოგვის მსურველებს
შეუძლიათ პირდაპირ მიახოდონს ფინანსური
სახსრები სესხის მსურველებს. მაგალითად:
ობლიგაციათა ბაზარი.
ობლიგაცია არის ვალდებულებების სერთიფიკატი
(ასახავს მსესხებლის ვალდებულებებს).
აქციათა ბაზარი.
აქცია არის ფირმის წილობრივი მფლობელობის
უფლება.
აქციის გაყიდვით მიღებულ თანხას კაპიტალით
დაფინანსება ეწოდება, ხოლო ობლიგაციის გამოშვებით
თანხის მიღებას ვალდებულებით დაფინანსება.
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და
ფინანსური სისტემა
ფინანსური ინსტიტუტები
ფინანსური შუამავლები: ფინანსური ინსტიტუტები,
რომელთა მეშვეობითაც დაზოგვის მსურველებს შეუძლიათ
არაპირდაპირ მიაწოდონ ფული სესხების მსურველებს.
მაგალითად:
ბანკები – იღებენ თანხებს დამზოგველებისგან დეპოზიტზე და
იყენებენ ამ დეპოზიტებს სესხების გასაცემად (ასევე გააჩნიათ
სხვა როლიც, აადვილებენ საქონლისა და მომსახურების
შეძენას, იძლევიან გაცვლის საშუალებას)
ორმხრივი ფონდები – ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც
მოსახლეობას თავის აქციებს სთავაზობს და მიღებულ
სახსრებს აქციებსა და ობლიგაციებში პორტფელური
ინვესტირებისთვის იყენებენ (ორი უპირატესობა:
დივერსიფიკაცია და პროფესიონალი ფინანსური მენეჯერის
კვალიფიკაციასთან ხელმწისაწვდომობის შესაძლებლობა)
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და
ფინანსური სისტემა
დანაზოგები
ფინანსური სისტემის შემადგენელი ინსტიტუტები -
ობლიგაციათა ბაზარი, აქციათა ბაზარი, ბანკები და
ორმხრივი ფონდები - ეკონომიკის დანაზოგებისა და
ინვესტიციების კოორდინატორის როლს ასრულებენ
ხოლო წინა თავში ჩვენ ვნახეთ, რომ დანაზოგები და
ინვესტიციები მშპ-სა და ცხოვრების დონის
გრძელვადიანი ზრდის მნიშვნელოვანი
დეტერმინანტებია
შესაბამისად უნდა განვიხილოთ თუ როგორ გავლენას
ახდენს სხვადასხვა ეკონომიკური პოლიტიკა თუ
მოვლენა ფინანსურ ბაზარზე
შესაბამისად ჩვენ გავნიხილავთ არა ქცევას, არამედ
აღრიცხვას - იმის დადგენას, თუ როგორ უნდა
განვმარტოთ და შევკრიობთ სხვადასხვა რიცხვები
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და ფინანსური სისტემა
დანაზოგები
გავიხენოთ რას ნიშნავს მთლიანი შიდა პროდუქტი და
რაა მისი დეტერმინანტები
მშპ (აღვნიშნეთ Y-ით) განსაზღვრავს ეკონომიკის
მთლიან შემოსავალს ან ხარჯს და იყოფა ოთხ
კომპონენტად: მოხმარება (C), ინვესტიციები (I),
სახელმწიფო შესყიდვები (G) და წმინდა ექსპორტი (NX):

 Y = C + I + G + NX

გაადვილების მიზნით დავუშვათ, რომ გვაქვს ჩაკეტილი


ეკონომიკა
ჩაკეტილი ეკონომიკა – სხვა ეკონომიკასთან არ
ურთიერთქმედებს
ღია ეკონომიკა – ურთიერთქმედებს სხვა ეკონომიკებთან
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და ფინანსური სისტემა
ეროვნული დანაზოგი
 დაშვების შემდეგ ჩვენი ფორმულა გამოიყურება შემდეგნაირად:
 Y=C+I+G
 თუ ამოვხსნით ინვესტიციების (I) მიმართ:
 I=Y–C–G
 ფორმულის მეორე მხარეს ჩვენ გვაქვს მთლიანი შემოსავალის ის
ნაწილი, რომელიც მოხმარებისა და სახელმწიფო
შესყიდვებისთვის ფულის გადახდის შემდეგ რჩება. შესაბამისად
ეროვნული დანაზოგი (S) = I
 იმისათვის, რომ უკეთ განვსაზღვროთ ჩვენს ფორმულას
დავამატოთ გადასახადები, რომელსაც აღვნიშნავთ T -ით. ის
უდრის სახელმწიფოს მიერ გადასახადების სახით მიღებული
თანხის ერთობლიობას. შესაბამისად ჩვენი ფორმულის:
 I=S=Y–C–G
 მანიპულაციის შედეგად მივიღებთ:
 S = (Y – T – C) + (T – G)
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და
ფინანსური სისტემა
ეროვნული დანაზოგი
განვიხილოთ ეს ორი ნაწილი:
კერძო დანაზოგი
= შემოსავალი, რომელიც საოჯახო
მეურნეობებს რჩებათ გადასახადებისა და
სამომხმარებლო ხარჯების გადახდის შემდეგ
=Y–T–C
საზოგადოებრივი განაზოგი
= საგადასახადო შემოსავალი, რომელიც
სახელმწიფოს რჩება ხარჯების დაფარვის
შემდეგ
= T თავი
– G26 დანაზოგები, ინვესტიციები და
ფინანსური სისტემა
ეროვნული დანაზოგი
ეროვნული დანაზოგი
= კერძო დანაზოგი + საზოგადოებრივი
დანაზოგი
= (Y – T – C) + (T – G)
= Y – C – G
= ეკონომიკის მთლიანი შემოსავლის ის
ნაწილი, რომელიც სამომხმარებლო
ხარჯებისა და სახელმწიფო შესყიდვების
განხორციელების შემდეგ რჩება
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და ფინანსური სისტემა
დანაზოგი და ინვესტიცია
გავიხსენოთ ეროვნული შემოსავლის ფორმულა:
Y = C + I + G + NX
თუმცა ჩვენ ამ თავში გავიხილავთ დახურულ
ეკონომიკას, სადაც:
Y=C+I+G
ამოვხნათ I -ის მიმართ: ეროვნული
დანაზოგი
I = Y–C–G = (Y – T – C) + (T – G)

დანაზოგი
დანაზოგი == ინვესტიციებს
ინვესტიციებს დახურულ
დახურულ
ეკონომიკაში
ეკონომიკაში
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და
ფინანსური სისტემა
ბიუჯეტის გარდამეტი და დეფიციტი
ბიუჯეტის გარდამეტი
= საგადასახადო შემოსავლები მთავრობის ხარჯზე
მეტია
= T–G
= საზოგადოებრივი დანაზოგები
ბიუჯეტის დეფიციტი
= საგადასახადო შემოსავლები მთავრობის
ხარჯებზე ნაკლებია
= G–T
= – (საზოგადოებრივი დანაზოგები)

თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და


ფინანსური სისტემა
მ ა გ ა ლ ი თ ი 1-ა:
მაგალითი
დავუშვათ, რომ მშპ უდრის $10 ტრილიონი,
მოხმარება უდრის $6.5 ტრილიონი,
სახელმწიფო დანახარჯები $2 ტრილიონი
და საბიუჯეტო დეფიციტი $300 მილიარდი.
განსაზღვრეთ: საზოგადოებრივი დანაზოგი,
გადასახადები, კერძო დანაზოგები, ეროვნული
დანაზოგი და ინვესტიციები.

15
მ ა გ ა ლ ი თ ი 1-ა:
ამოხსნა
მოცემულობა:
Y = 10.0, C = 6.5, G = 2.0, G – T = 0.3
საზოგადოებრივი დანაზოგი = T – G = – 0.3
გადასახადები: T = G – 0.3 = 1.7
კერძო დანაზოგი = Y – T – C = 10 – 1.7 – 6.5 = 1.8
ეროვნული დანაზოგი = Y – C – G = 10 – 6.5 – 2 = 1.5
ინვესტიცია = ეროვნული დანაზოგი = 1.5

16
მ ა გ ა ლ ი თ ი 1-ბ:
მაგალითი
დავუშვათ, რომ სახელმწიფომ გადასახადები
შეამცირა $200 მილიარდით.
თითოეული ქვემოთ მოცემული სცენარისთვის
განსაზღვრეთ როგორ გავლენას მოახდენს
სახელმწიფოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივ
დანაზოგზე, კერძო დანაზოგზე, ეროვნულ
დანაზოგზე და ინვესტიციებზე.
1. თუ მომხმარებლები დაზოგავენ
გადასახადების შემცირების შედეგად
მიღებულ დანაზოგს.
2. თუ დაზოგავენ 1/4-ს და მოიხმარენ 3/4-ს.
17
მ ა გ ა ლ ი თ ი 1-ბ:
ამოხსნა
ორივე სცენარში, საზოგადოებრივი დანაზოგი შემცირდება $200
მილიარდით, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება $300 მილიარდიდან
$500 მილიარდამდე.
1. თუ მოსახლეობა დაზოგავს მთლიან $200 მილიარდს,
ეროვნული შემოსავლი არ შეიცვლება, შესაბამისად
ინვესტიციაც არ შეიცვლება.
2. თუ მოსახლეობა მოიხმარს $150 მილიარდს და დაზოგავს $50
მილიარდს, ეროვნული დანაზოგი და ინვესტიცია კი
შემცირდება $150 მილიარდით.

დასკვნა: ბევრი ფიქრობს რომ გადასახადების შეცვლას არ აქვს


გავლენა დანაზოგზე, რადგან თუ პოზიტიურად მოქმედებს
ერთ მხარეზე, უარყოფითად მოქმედებს მეორეზე. თუმცა
რეალურად ეს დამოკიდებულია თუ როგორ მოიმოქმედებს
მოსახლეობა (დანაზოგს შეინახავს თუ მოიხმარს) 18
მ ა გ ა ლ ი თ ი 1-გ:
მაგალითი
იგივე ორი სცენარი:
1. მომხმარებელი ინახავს მთლიან
დანაზოგს.
2. ზოგავს 1/4 და ხარჯავს დანარჩენ 3/4-ს

თქვენი აზრით რომელი უფრო რეალურია?


რატომაა ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი?

(შესაძლო პასუხები სლაიდის ნოუთებში)


19
დანაზოგებისა და ინვესტიციების არსი
აუცილებლად უნდა მოვახდინოთ განსხვავება
დანაზოგსა და ინვესტიცებს შორის:
კერძო დანაზოგი არის შემოსავლის ნაწილი
რომელიც რჩება გადასახადების გადახდისა და
მოხმარების შემდეგ.
მაგალითები თუ როგორ შეგვიძლია დავზოგოთ:
შევისყიდოთ ობლიგაციები
განვათავსოთ ბანკში (ან უფრო
„ტრადიციულად“ მუთაქებში განთავსება  )
შევისყიდოთ ორმხრივი ფონდების აქციები
დავაგროვოთ ანაბრებზე
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და
ფინანსური სისტემა
დანაზოგებისა და ინვესტიციების არსი
ინვესტიციები კი არის ახალი კაპიტალის
შესყიდვა.
მაგალითად:
„General Motors“ აშენებს ახალ ქარხანას მიშიგანის
შტატში.
$5000-ად კომპიუტერის შესყიდვა ბიზნესისთვის.
$300,000-ად ახალი სახლის აშენება.

ეკონომიკაში
ეკონომიკაში,, აქციის
აქციის ან
ან ობლიგაციის
ობლიგაციის
შესყიდვა
შესყიდვა ინვესტიცია
ინვესტიცია არაა
არაა!!
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და ფინანსური სისტემა
დანაზოგებისა და ინვესტიციების არსი
გავიხსენოთ, რომ ჩვენი ფუნქციის თანახმად S = I,
რაც ნიშნავს: მთლიანი ეკონომიკისთვის,
დანაზოგი უნდა უდრიდეს ინვესტიციებს
მაშინ:
რა მექანიზმებია ამ ტოლობის უკან?
რა ასრულებს კოორდინაციის როლს ადამიენებს
შორის ვისაც უნდა დაზოგოს და მათ შორის ვისაც
უნდა ისესხოს?
პასუხი: ფინანსური სისტემა (ობლიგაციებს ბაზარი,
სააქციო ბაზარი, ბანკები და ორმხრივი ფონდები)
ისინი იღებენ ეროვნული დანაზოგებს და აქცევენ
მათ ეროვნულ ინვესტიციად
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და
ფინანსური სისტემა
სასესხო კაპიტალის ბაზარი

ჩვენ უკვე განვიხილეთ ფინანსური ინსტიტუტების


მაკროეკონომიკური როლი, ხოლო ეხლა ავაგოთ
ფინანსური სისტემის მოთხოვნა - მიწოდების მოდელი.
რაც დაგვეხმარება გავიგოთ:
როგორ ახდენს ფინანსური სისტემა მოხმარებასა
და ინვესტიციას შორის მაკოორდინებელ როლს
როგორ გავლენას ახდენს სახელმწიფოს
ეკონომიკური პოლიტიკა ისეთ ფაქტორებზე
როგორებიცაა დანაზოგები, ინვესტიციები და
სარგებლის განაკვეთი

თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და


ფინანსური სისტემა
სასესხო კაპიტალის ბაზარი

დავუშვათ, რომ ეკონომიკაში მხოლოდ ერთი


ფინანსური ბაზარია:
სასესხო კაპიტალის ბაზარი: ბაზარი, სადაც ისინი,
ვისაც დაზოგვა სურს, ფინანსური რესურსების
მიმწოდებლები არიან, ხოლო ისინი ვისაც სესხება
სურს, ამ რესურსების მომხმარებლები . ამ ბაზარზე :
ყველას ვისაც დანაზოგის გაკეთება სურს
ახდენს ამ თანხის განთავსებას ამ ბაზარში.
ყველას ვისაც სესხება სურს, სესხულობს ამ
ბაზრიდან.
არის მხოლოდ ერთი სარგებლის განაკვეთი.

თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და


ფინანსური სისტემა
სასესხო კაპიტალის ბაზარი

შესაბამისად, ამ ბაზარზე მიწოდებას ახდენენ


ადამიანები ვისაც სურთ დანაზოგის გაკეთება :
ოჯახები, რომელთა დანახარჯები
შემოსავალზე ნეკლებია, აქვთ
შესაძლებლობა მოახდინონ სარგებლის
სანაცვლოდ ეს თანხა გაასესხონ.
საზოგადოებრივი დანაზოგი, თუ დადებითია
ხდება ამ თანხების მიწოდება ბაზრისთვის.
ხოლო თუ უარყოფითია, ის ამცირებს
ეროვნულ დანაზოგს.
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და
ფინანსური სისტემა
მიწოდების მრუდი
სარგებლის
სარგებლ
ის განაკვეთის
მიწოდებ
განაკვეთ

გაზრდა,

დანაზოგს
6% უფრო
მიმზიდველს
ხდის, რაც
ზრდის სასესხო
3%
კაპიტალის
მიწოდების
მოცულობას
60 80 სასესხო
კაპიტალი ბაზარზე.
($მილიარდი
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და )
ფინანსური სისტემა
სასესხო კაპიტალის ბაზარი
ბაზარზე მოთხოვნას კი განსაზღვრავს
ინვესტიციები:
• ფირმები ინვესტიციების განხორციელების
მიზნით მათთვის საჭირო თანხებს
სესხულობენ.
• ხოლო ფიზიკური პირები სესხულობენ
ახალი სახლის შესყიდვის მიზნით
• ორივე მათგანი წარმოქმნის მოთხოვნას
სასესხო კაპიტალის ბაზარზე.

თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და


ფინანსური სისტემა
მოთხოვნის მრუდი
სარგებლის განაკვეთის
სარგებლ
ის შემცირებია ამცირებს
განაკვეთ სესხის ხარჯებს, რაც

7% ზრდის სასესხო
კაპიტალის მოთხოვნის
მოცულობას.
4%

მოთხოვნ

50 80 სასესხო
კაპიტალი
თავი 26 ($მილიარდი
დანაზოგები, ინვესტიციები და )
ფინანსური სისტემა
წონასწორობა
სარგებლის
სარგებლ განაკვეთი
ის მიწოდებ
განაკვეთ იცვლება

ი მოთხოვნა-
მიწოდების
5% მიხედვით
წონასწორობის
რაოდენობა უდრის
სარგებლის
განაკვეთის მიხედვით
მოთხოვნა
ინვესტიციისა და
დანაზოგის
60 სასესხო მოცულობას ბაზარზე
კაპიტალი
თავი 26 ($მილიარდი
დანაზოგები, ინვესტიციები და )
ფინანსური სისტემა
სასესხო კაპიტალის ბაზარი
თუ სარგებლის განაკვეთი წონასწორობაზე
ნაკლებია:
• მოთხოვნა უფრო მეტია ვიდრე მიწოდება, რაც
გამოიწვევს სარგებლის განაკვეთის გაზრდას
• სარგებლის განაკვეთის გაზრდა სესხს უფრო
ხარჯიანს გახდის, შესაბამისად შემცირდება
მოთხოვნა
• ხოლო გაზრდილი სარგებლის განაკვეთი
ზრდის დანაზოგის მოტივაციას, რაც
შესაბამისად ზრდის მიწოდებას
• პროცესი გრძელდება მანამ სანამ არ
მიიღწევა წონასწორობა
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და
ფინანსური სისტემა
სასესხო კაპიტალის ბაზარი
თუ სარგებლის განაკვეთი წონასწორობაზე
უფრო მაღალია:
• ამ შემთხვევაში მიწოდება უფრო მაღალია
ვიდრე მოთხოვნა
• რაც გამოიწვევს სარგებლის განაკვეთის
შემცირებას მანამ სანამ არ მიიღწევა
წონასწორობა

რეალურ ცხოვრებაში ეს პროცესი ძალიან


სწრაფად ხდება.
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და
ფინანსური სისტემა
პოლიტიკა 1: დანაზოგის წახალისება
გადასახადით დანაზოგის
წახალისება ზრდის
სარგებლ დანაზოგის რაოდენობას,
ის S1 შესაბამისად მიწოდებას
განაკვეთ S2

რაც ზრდის
წონასწორობის
5% რაოდენობას
4%
…რაც ამცირებს
წონასწორობის
D1 სარგებლის განაკვეთს

60 70 სასესხო კაპიტალი
($მილიარდი)

თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და


ფინანსური სისტემა
პოლიტიკა 2: ინვესტიციების წახალისება
გადასახადებით
ინვესტიციის
სარგებლ
ის
წახალისება
S1
განაკვეთ ზრდის მოთხოვნას

6% …რაც ზრდის
წონასწორობის
5%
სარგებლის
D2 განაკვეთს
და ზრდის
D1
რაოდენობას
60 70 სასესხო კაპიტალი
($მილიარდი)

თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და


ფინანსური სისტემა
მაგალითი 2:
მაგალითი
გამოიყენეთ სასესხო კაპიტალის ბაზრის მოდელი
რათა განვსაზღვროთ საბიუჯეტო დეფიციტის
ეფექტები:
 დახაზეთ წონასწორობა.
 განსაზღვრეთ რომელ მრუდზე იქონიებს
გავლენას საბიუჯეტო დეფიციტი.
 ეხლა დანსაზღვრეთ ახალი დიაგრამა.
 რა დაემართა წონასწორობას და
შესაბამისად სარგებლის განაკვეთს და
ინვესტიციის ოდენობას?
34
მაგალითი 2:
პასუხი საბიუჯეტო
საბიუჯეტო დეფიციტი
დეფიციტი
ამცირებს
ამცირებს ეროვნული
ეროვნული
დანაზოგის
დანაზოგის ოდენობას
ოდენობას და
და
სარგებლ S2
ის მიწოდების
მიწოდების რაოდენობას
რაოდენობას
S1
განაკვეთ

…რაც
… რაც საბოლოო
საბოლოო ჯამში
ჯამში
6% ზრდის
ზრდის წონასწორობის
წონასწორობის
სარგებლის
სარგებლის განაკვეთს
განაკვეთს
5%
და ამცირებს
წონასწორობის
რაოდენობას
შესაბამისად
D1
ინვესტიციას

50 60 სასესხო კაპიტალი
($მილიარდი)

35
საბიუჯეტო დეფიციტი, გამოდევნა და
გრძელვადიანი ზრდა

ჩვენი ანალიზის მიხედვით: დეფიციტის გაზრდა


ამცირებს ინვესტიციებს.
სახელმწიფო სესხულობს დეფიციტის დასაფარად, რაც
ამცირებს ბაზარზე ხელმიწსაწვდომი თანხის
მოცულობას.
რასაც გამოდევნა ეწოდება (ინვესტიციების შემცირება,
რაც სახელმწიფოს მიერ სესხის აღების შედეგია)
წინა თავიდან: ინვესტიციები გრძელვადიან პერიოდში
ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია.
შესაბამისად, დეფიციტი ამცირებს ეკონომიკურ ზრდას
ანუ ცხოვრების დონეს გრძელვადიან პერიოდში.

თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და


ფინანსური სისტემა
აშშ-ის სახელმწიფო დეფიციტი
მთავრობა ახდენს დეფიციტის დაფინანსებას
სესხის მოცულობის გაზრდით (სახელმწიფო
ობლიგაციების გამოშვებით).
ხანგრძლივი პერიოდით დეფიციტი ზრდის
სახელმწიფო სესხის მოცულობას.
მშპ-ს სახელმწიფო სესხთან შედარება
წარმოადგენს მნიშვნელოვან რაციოს, რაც
ადარებს გადასახადებიდან მიღებულ
შემოსავალს სესხის მოცულობასთან.
ისტორიულად ეს რაციო იზრდება ომიანობის
დროს და ეცემა მშვიდობის დროს.
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და
ფინანსური სისტემა
სახელმწიფო სესხი აშშ-ში
შედარება მშპ-სთან, 1970-2007 წწ
120%
მსოფლიო ომი 2
100%

80% განმათავისუფლებელი
ომები
60% მსოფლიო
სამოქალაქო ომი 1
40% ომი

20%

0%
1790 1810 1830 1850 1870 1890 1910 1930 1950 1970 1990 2010
სახელმწიფო სესხი როგორ მშპ-ს პროცენტი,
1970-2007 წწ
როგორც ვნახეთ მთავრობა ომს სესხით
აფინანსებს. ორი მთავარი მიზეზი თუ რატომაა ეს
სწორი პოლიტიკა:
1. აძლევს მთავრობას საშუალებას გადასახადები
შეინარჩუნოს ერთ დონეზე. სხვა შემთხვევაში
ომიანობის დროს გადასახადი მკვეთრად
გაიზრდება, რაც ეკონომიკურ ეფექტიანობას
მკვეთრად შეამცირებს
2. ასევე, ახდენს ომის ხარჯების გადანაწილებას
რამდენიმე თაობაზე
დასკვნა
როგორც ბევრი ბაზარი, ფინანსური ბაზარი
მოთხოვნითა და მიწოდებით რეგულირდება.

 ერთ ერთ პრინციპი:


ბაზარი როგორც წესი ეკონომიკის
ორგანიზების საუკეთესო საშუალებაა.
ფინანსური ბაზარი ახდენს შეზღუდული
რესურსების გადანაწილებას ეფექტიანად.
 ასევე ფინანსური ბაზარი დანაზოგის გაკეთების
მსურველს აძლევს შესაძლებლობას მიმდინარე
დანაზოგი გარდაქმნან მყიდვით უნარიან
მომავლის თანხად. ხოლო მსესხებელს აძლევს
კაპიტალის დაგროვების შესაძლებლოაბს.
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და ფინანსური სისტემა
მიმოხილვა
ფინანსური სისტემა შედგება სხვადასხვა
ფინანსური ინსტიტუტებისგან: საქციო და
ობლიგაციების ბაზრები, ბანკები და ორმხრივი
ფონდები.
ეროვნული დანაზოგი უდრის კერძო
დანაზოგებს პლიუს საზოგადოებრივი
დანაზოგი.
ჩაკეტილ ეკონომიკაში, ეროვნული დანაზოგი
უდრის ინვესტიციას. ამ ტოლობას ფინანსური
ფინანსური სისტემა განაპირობებს.

თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და


ფინანსური სისტემა
მიმოხილვა
ბაზარზე მიწოდება დანაზოგის რაოდენობით
განისაზღვრება. მოთხოვნა კი ინვესტიციის
დონით. სარგებლის განაკვეთი კი იცავს
ბალანსს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.
როდესაც საბიუჯეტო დეფიციტი ნიშნავს
ნეგატიურ საზოგადოებრივ დანაზოგს, რაც
ამცირებს ეროვნული დანაზოგის მოცულობას,
რადგან მცირდება სესხზე ხელმისაწვდომბა.
როდესაც დეფიციტი ახდენ ინვესტიციის
შემცირებას, მცირდება პროდუქტიულობა და
მშპ-ს.
თავი 26 დანაზოგები, ინვესტიციები და
ფინანსური სისტემა

You might also like