You are on page 1of 21

უმუშევრობა როგორც მაკროეკონომიკური

პრობლემა

ასოცირებული პროფესორი ლალი ხარბედია


საკვანძო საკითხები:

• უმუშევრობის როგორც მაკროეკონომიკური პრობლემის


ასპექტები;
• უმუშევრობის მიზეზები და სახეები;
• უმუშევრობის ბუნებრივი დონე და წარმოების პოტენციური
მოცულობა
• უმუშევრობის რეალური დონის განსაზღვრა;
• უმუშევრობის დონე საქართველოში;
• უმუშევრობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები -ოუკენის
კანონი
• დასაქმების კლასიკური და კეინზური თეორიები.
შესავალი

უმუშევრობა თანამედროვეობის ერთ-ერთი


მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც
ერთნაირი სიმწვავით ხასიათდება როგორც
განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში, ისე
განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის
ქვეყნებში. სტატისტიკური და სოციოლოგიური
გამოკითხვებით, უმუშევრობა საქართველოში,
მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური თუ
პოლიტიკური საკითხების ნუსხაში, პირველ
ადგილს იკავებს.
უმუშევრობის, როგორცმაკროეკონომიკური პრობლემის ასპექტები

უმუშევრობა როგორც პრობლემა შეიძლება განვიხილოთ სამ ასპექტში : ეკონომიკური ,


პოლიტიკური და ფსიქოლოგიური.
ეკონომიკური თვალსაზრისით, უმუშევრობა ისეთი მდგომარეობაა , როდესაც შრომის უნარის
მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ დასაქმება სტრუქტურული, სოციალური ან პოლიტიკური
მიზეზების გამო. ის პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ უმუშევარი ადამიანისათვის ,
არამედ მთლიანდ საზოგადოებისათვის, რადგან წარმოების პოტენციური მოცულობა სწორედ
სრული დასაქმების პირობებში მიიღწევა.
პოლიტიკური თვალსაზრისით, უმუშევრობა ის “სოციალური ბომბია ”, რომელიც ნებისმიერ
დროს შეიძლება აფეთქდეს.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი უმუშევრობა უკავშირდება არასრულფასოვნების
კომპლექსს. პიროვნებისთვის დასაქმება ნიშნავს ისეთი სამსახურის ქონას , რომელშიც
ადამიანს უხდიან ფულს და რომელიც უზრუნველყოფს როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის
ნორმალურ არსებობას.
დასაქმება არა მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფის საფუძველი, არამედ ადამიანის
თვითრეალიზაციის საშუალებაა. ცნობილია, რომ სამუშაოს დაკარგვას ადამიანები
ტრაგედიად აღიქვამენ და ზოგიერთი მათგანი თვითმკვლელობითაც კი ასრულებს
სიცოცხლეს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ უმუშევრობა თანამედროვეობის უმწვავესი
ეკონომიკური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური პრობლემაა.
უმუშევრობის მიზეზები

კლასიკური გაგებით, უმუშევრობა დაკავშირებულია ციკლის დაქვეითების ფაზასთან.


დაქვეითებაში იგულისხმება ეკონომიკური დაღმავლობა ანუ წარმოების ზრდის
ადრინდელი ტემპის დაცემა. თუ ორი კვარტლის განმავლობაში მცირდება წარმოების
ზრდის ტემპი, მაშინ ამბობენ, რომ ეკონომიკა იმყოფება დაქვეითების ფაზაში.
დაქვეითების დროს დასაქმება ყველა დემოგრაფიულ ჯგუფში მცირდება, რაც
განპირობებულია წარმოების მოცულობის შეკვეცის შედეგად დასაქმებულთა
გამონთავისუფლებით. აქ მთავარია ის, რომ დაქვეითებისა და უმუშევრობის შორის
ჩამოყალიბდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რომელიც აისახა არტურ ოუკენის კანონში
(მოვლენებსა და პროცესებს შორის რაოდენობრივი კავშირი). ამ კანონის თანახმად,
მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება 2%-ით გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას 1%-ით.
ე.ი. უმუშევრობის ერთერთ მთავარ მიზეზად წარმოგვიდგება ეკონომიკური ციკლის
დაქვეითების ფაზა.
უმუშევრობის მეორე მიზეზს წარმოადგენს ე.წ. ნებაყოფლობითი უმუშევრობა, როცა
ცალკეულ პირებს არ სურთ შეთავაზებულ ხელფასზე მუშაობა, მაგრამ აღნიშნული
მუშაკები დაიწყებდნენ მუშაობას, თუ ხელფასი მოიმატებდა. ნებაყოფლობითი
უმუშევრობა მაშინაც წარმოიშობა, როცა მუშაკისათვის შეთავაზებული სამუშაო
არაპრესტიჟულია. მაგ. საფრანგეთში არის 3 მლნ უმუშევარი, მაშინ როცა 5 მლნ
უცხოელი მოქალაქეა დასაქმებული. ასევე გერმანიაში უმუშევრობა ერთ-ერთი
ფაქტორია, რომელიც წარმოშობს მიგრაციულ მოძრაობას. მიზეზი შეიძლება იყოს,
როცა სამუშაო ხელს არ უწყობს შემოქმედებით განვითარებას, ვერ ეგუება შრომით
კოლექტივს, მისი შრომა ნაკლებმწარმოებლურია და ა.შ. ამ გაგებით ნებაყოფლობითი
უმუშევრობა გვევლინება უმუშევრობის მეორე მიზეზად.
უმუშევრობის სახეები
განასხვავებენ უმუშევრობის სამ სახეს:
 ფრიქციული,

სტრუქტურული

 ციკლური.

ფრიქციული უმუშევრობა, როგორც წესი, პრობლემას არ წარმოშობს, რადგან ის დაკავშირებულია

ნებაყოფლობით უმუშევრობასთან. ეკონომისტები ამ ტერმინს იყენებენ იმ მუშაკების მიმართ , რომლებიც ელიან

ან ეძებენ სამუშაოს ახლო მომავალში. ფრიქციული უმუშევრობა დაკავშირებულია სამუშაო ადგილის ძებნასა და

ლოდინთან. ფრიქციული უმუშევრობა ითვლება გარდაუვლად და გარკვეულ წილად სასურველადაც . რატომ

სასურველი? იმიტომ, რომ ბევრი მუშაკი, რომელიც ნებაყოფლობით აღმოჩნდა “სამუშაოებს შორის ”, გადადის

დაბალნაყოფიერი და დაბალი ანაზღაურების სამუშაოდან შედარებით მაღალი ანაზღაურების და უფრო

ნაყოფიერ სამუშაოზე. ეს ნიშნავს მუშების უფრო მაღალ შემოსავლებს და შესაბამისად ეროვნული პროდუქციის

უფრო მეტ რეალურ მოცულობას. ფრიქციული უმუშევრობს მიეკუთვნება ადამიანის მიერ ერთი რეგიონიდან

მეორე რეგიონში გადასვლით გამოწვეული უმუშევრობა, ასევე დაკავშირებული სწავლის პროცესთან , ბავშვის

გაზრდასთან და ა.შ. ეკონომიკურ თეორიაში არსებობს შეხედულება, რომლის თანახმად , უმუშევრობა მაშინ

იქცევა პრობლემად, როდესაც ის გადაარჭარბებს ფრაქციულ უმუშევრობას.


უმუშევრობის სახეები
სტრუქტურული უმუშევრობა. ეკონომისტები ტერმინს “სტრუქტურულს” იყენებენ როგორც
“შემადგენელს”. დროთა განმავლობაში სამომხმარებლო მოთხოვნის სტრუქტურისა და
ტექნოლოგიაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც თავის მხრივ , ცვლის
საერთო მოთხოვნის სტრუქტურას სამუშაო ძალაზე.
ასეთი ცვლილებების შედეგად ზოგიერთი სახის პროფესიაზე მოთხოვნა ან მცირდება ან
საერთოდ ქრება. მოთხოვნა სხვა პროფესიაზე, მათ შორის ახალ, ადრე არარსებულ
სპეციალობებზე იზრდება. წარმოიშობა უმუშევრობა, რადგან სამუშაო ძალა სწრაფად ვერ
რეაგირებს ბაზრის მოთხოვნებზე და მისი სტრუქტურა სრულიად არ პასუხობს სამუშაო
ადგილების ახალ სტრუქტურას.
შედეგად აღმოჩნდება, რომ მუშებს არა აქვთ ისეთი უნარ-ჩვევები, რომელთა გაყიდვა სწრაფად
შეიძლება; მათი ჩვევები და გამოცდილება მოძველდა და უსარგებლო გახდა ტექნოლოგიისა
და სამომხმარებლო მოთხოვნის ხასიათში ცვლილების შედეგად. ე.ი. სტრუქტურულ
უმუშევრობას მაშინ აქვს ადგილი, როცა ერთმანეთს ვერ ემთხვევა სამუშაო ძალის მიწოდება და
მასზე მოთხოვნა. დაკავშირებულია ეკონომიკის სტრუქტურულ, დარგობრივ გარდაქმნასთან .
უმუშევრობის სახეები
ციკლური უმუშევრობა დაკავშირებულია ეკონომიკური ციკლის
დაქვეითების ფაზასთან ე.ი. ეკონომიკური ციკლის იმ ფაზასთან,
რომელიც ხასიათდება საერთო ანუ ერთობლივი ხარჯების
უკმარისობით. ციკლური უმუშევრობის ქვეშ იგულისხმება
დაქვეითებით გამოწვეული უმუშევრობა. როცა ერთობლივი
მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე მცირდება, დასაქმებაც
მცირდება, ხოლო უმუშევრობა იზრდება. ამ მიზეზის გამო ციკლური
უმუშევრობას ხშირად უწოდებენ უმუშევრობას, დაკავშირებულს
მოთხოვნის დეფიციტთან. მაგ; აშშ_ში 2010 წ. დაქვეითების დროს
უმუშევრობის დონე გაიზარდა 9.7%-მდე, ხოლო “დიდი დეპრესიის”
დროს 1933 წ. ციკლურმა უმუშევრობამ 25%-ს@ გადააჭარბა.
უმუშევრობის ბუნებრივი დონე და წარმოების პოტენციური მოცულობა
უმუშევრობის ბუნებრივი დონე. უმუშევრობის ბუნებრივი დონე დაკავშირებულია
“სრული დასაქმების” ცნებასთან. “სრული დასაქმება” ძნელად ექვემდარება
კონკრეტულ განსაზრღვრას. ერთი შეხედვით, ის შეიძლება განიმარტოს იმ გაგებით,
რომ მთელ თვითმოქმედ მოსახლეობას ანუ სამუშაო ძალის 100%-ს აქვს სამუშაო.
მაგრამ ეს ასე არ არის. უმუშევრობის განსაზღვრული დონე ითვლება ნორმალურად ან
გამართლებულად.
სრული დასაქმება არ ნიშნავს უმუშევრობის აბსოლუტურ არარსებობას. ეკონომისტები
ფრიქციულ და სტრუქტურულ უმუშევრობას მიიჩნევენ როგორც გარდაუვალს,
შესაბამისად სრული დასაქმებაც განისაზღვრება როგორც დასაქმება, რომელიც
შეადგენს სამუშაო ძალის 100%-ზე ნაკლებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უმუშევრობის
დონე სრული დასაქმების დროს ტოლია ფრიქციული და სტრუქტურული უმუშევრობის
დონეთა ჯამს. სხვა სიტყვებით, უმუშევრობის დონე სრული დასაქმების დროს მიიღწევა
იმ შემთხვევაში, როცა ციკლური უმუშევრობა უდრის ნულს. უმუშევრობის დონეს
სრული დასაქმების პირობებში ეწოდება უმუშევრობის ბუნებრივი დონე.
უმუშევრობის ბუნებრივი დონე და წარმოების პოტენციური მოცულობა

ეროვნული პროდუქტის რეალურ მოცულობას, რომელიც დაკავშირებულია უმუშევრობის


ბუნებრივ დონესთან ეწოდება ეკონომიკის წარმოების პოტენციალი.
ეს არის პროდუქტის რეალური მოცულობა, რომლის წარმოება შეუძლია ეკონომიკას
რესურსების “სრულად გამოყენების” შემთხვევაში.
უმუშევრობის სრული ანუ ბუნებრივი დონე წარმოიქმნება სამუშაო ძალის ბაზრის
დაბალანსების პირობებში, ე.ი. როცა სამუშაოს მძებნელთა რიცხვი ტოლია თავისუფალი
სამუშაო ადგილების რიცხვს.
როდის გადაიქცევა უმუშევრობა პრობლემად? – ეს არის უმთავრესი კითხვა აღნიშნული
საკითხის განხილვისას. უმუშევრობის დონის სწორი განსაზღვრა ძალზე
მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური რეგულირების თვალსაზრისით. იმის გამო , რომ
ფრიქციული უმუშევრობის დონე ყოველთვის არსებობს, ეს განაპირობებს იმას , რომ
უმუშევრობის ბუნებრივი დონე 0-ს ზემოთაა. თანამედროვე ეკონომიკურ თეორიაში
ბუნებრივი დონე უკიდურესად დასაშვბი დონეა და მის ზევით 0.5% -ითაც კი აწევისას რიგი
სოციალური და ეკონომიკური პრობლემა წარმოიქმნება.
უმუშევრობის რეალური დონის განსაზღვრა

უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში უმუშევრობის აღრიცხვას ზუსტი ფორმა არ


არსებობს. სხვადასხვა ქვეყნის მეთოდიკა განსხვავებულია, რაც აძნელებს
შედარებას. აშშ_ში უმუშევრობის შესახებ ოფიციალურ მონაცემებს ადგენს
ქვეყნის შრომის სამინისტროსთან არსებული შრომის სტატისტიკური
ბიურო. ამ მონაცემების წყაროს წარმოადგენს მოსახლეობის მიმდინარე
გამოკითხვა, რომელიც მოიცავს 60 ათას ოჯახს მოსახლეობის ყველა
ჯგუფის მიხედვით. მისი განზოგადოება ხდება მთელ მოსახლეობაზე.
პირი უმუშევართა კატეგორიაში რომ მოხვდეს, საჭიროა:
1. ეკუთვნოდეს არაინსტიტუციონალურ მოსახლეობას;
2. არ უნდა გააჩნდეს სამუშაო;
3. ჰქონდეს კონკრეტული მცდელობა სამუშაოს მოძებნისა წინა 4 კვირის
განმავლობაში;
4. მოცემულ მომენტში შეეძლოს მუშაობის განახლება;
უმუშევრობის დონე საქართველოში 2012-2019 წწ

2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019


ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა),
ათასი კაცი 2 004.5 1 978.6 1 984.6 2 018.0 1 996.2 1 983.1 1 939.9 1 911.2
დასაქმებული, ათასი კაცი
1 659.4 1 643.4 1 694.4 1 733.8 1 717.3 1 706.6 1 694.2 1 690.2
უმუშევარი, ათასი კაცი 345.1 335.2 290.2 284.2 278.9 276.4 245.7  221.0
უმუშევრობის დონე, პროცენტებში 17.2 16.9 14.6 14.1 14.0 13.9 12.7 11.6

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/38/dasakmeba-da-umushevroba
უმუშევართა კატეგორიის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან მიიღება
უმუშევრობის ოფიციალური დონე. ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას ეკუთვნის ყველა ის პირი
ვისაც შეუძლია და სურს მუშაობა. ისინი წარმოადგენენ სამუშაო ძალას. ითვლება, რომ სამუშაო ძალა
შედგება დასაქმებულებისაგან და უმუშევრებისაგან, რომლებიც აქტიურად ეძებენ სამუშაოს.
უმუშევრობის რეალური დონე ეს არის უმუშევართა პროცენტული შეფარდება სამუშაო ძალასთან.
უმუშევრობის დონე საქართველოში ასაკობრივ ჭრილში 2018 წელი.

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/38/dasakmeba-da-umushevroba
უმუშევრობის დონის განსაზღვრის მეთოდიკა
ევროკავშირის ქვეყნებში კი უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 10%-ია . თუმცა
ჰოლანდიაში უმუშევრობა დაახლოებით 4,5%-ია, ხოლო ესპანეთში 20%-ს
აჭარბებს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში - 18%-მდეა. ამ მაჩვენებლების ფონზე
ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ არის საქართველოს უმუშევრობის დონე უფო
დაბალი, ვიდრე უფორ განვითარებული ქვეყნების. ეს შეიძლება განპირობებული
იყოს იმ გარემოებით, რომ მსოფლიოში უმუშევრობის დონის გათვლის ერთიანი
მეთოდი არ არსებობს. როგია ამ მაჩვებელის გაანგარიშების მეთოდიკა
მსოფლიოსა და საქართველოში?
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) თანახმად, უმუშევრად ითვლება
პირი, ვინც არის 15 წლის და მეტი ასაკის, არ უმუშავია გამოკითხვის მომენტის
წინა 7 დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირა და მზადაა მუშაობის
დასაწყებად მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.
საქსტატის თანახმად, უმუშევრად არ ითვლება ის, ვინც არ იმყოფება
შინამეურნეობაში ბოლო 12 თვის განმავლობაში, არის სამხედრო პირი და
ცხოვრობს ყაზარმაში, იმყოფება ფსიქიატრიულ სავადმყოფოში, მოხუცთა
თავშესაფარში ან სხვ ინსტიტუციურ დაწესებულებაში.
კვარტალში ერთხელ საქსტატი აწყობს გამოკითხვას. ხდება 6700 შინამეურნეობის
(ერთჭერქვეშ მცხოვრები ოჯახების) შერჩევა საქართველოს მასშტაბით. აშშ-სა და
ევროკავშირის ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც უმუშევრები დახმარებას
ღებულობენ, საქართველოში უმუშევარი სახელმწიფოსაგან არაფერ ღებულობს
და ბუნებრივია, არც არის დაინტერესებული გამოცხადდეს და იყოს აღრიცხული
შრომის ბირჟაზე. სწორედ შრომის ბირჟა არის ის სტრუქტურა, რომელიც
უმუშევრობის დონის ყველაზე ზუსტი განმსაზღვრელია.
უმუშევრობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები

უმუშევრობით გამოწვეული ეკონომიკური და არაეკონომიკური დანაკარგები. როგორ


შეიძლება გაიზომოს უმუშევრობით გამოწვეული დანაკარგები?
მეტისმეტი უმუშევრობა იწვევს ეკონომიკურ და სოციალირ დანაკარგებს.
უმუშევრობის მთავარი “ფასი”- ეს არის არწარმოებული პროდუქცია. როცა ეკონომიკას არ
ძალუძს შექმნას სამუშაო ადგილების საკმარისი რაოდენობა ყველასათვის , ვისაც სურს და
შეუძლია მუშაობა, ადგილი აქვს საქონლისა და მომსახურების პოტენციური მოცულობის
პირდაპირ დანაკარგს.
უმუშევრობა ხელს უშლის საზოგადოებას წარმოებითი შესაძლებლობების მაქსიმალურად
გამოყენებას. ეკონომისტები პროდუქციის ამ დანაკარგებს განსაზღვრავენ როგორ მშპ-ის
მოცულობის ჩამორჩენას.
ეს ჩარმორჩენა წარმოადგენს მოცულობას, რომლითაც ფაქტიური მშპ-ი ნაკლებია
პოტენციურ მშპ-ზე. პოტენციური მშპ განისაზღვრება იმ ვარაუდიდან გამომდინარე, რომ
ეკონომიკური ზრდის ნორმალური ტემპების პირობებში არსებობს უმუშევრობის ბუნებრივი
დონე, რაც უფრო მაღალია უმუშევრობის დონე, მის მეტია მშპ-ის ჩამორჩენა.
ოუკენის კანონი
მაკროეკონომიკის სფეროში ცნობილმა მკველვარმა არტურ ოუკენმა გრაფიკურად
გამოსახა კავშირი უმუშევრობის დონესა და მშპ-ის ჩამორჩენას შორის.

ეს თანაფარდობა, ცნობილი როგორც ოუკენის კანონი, ამტკიცებს, რომ თუ


უმუშევრობის ფაქტიური დონე აღემატება უმუშევრობის ბუნებრივ დონეს 1%-ით ,
მაშინ მშპ-ს ჩამორჩენა შეადგენს 2,5%-ს. ე.ი.

უმუშევრობის ზრდა 1%-ით იწვევს მშპ-ს შემცირებას 2,5%-ით. ეს თანაფარდობა


(1:2,5)ანუ(2:5) იძლევა საშუალებას გაითვალოს პროდუქციის აბსოლუტური
დანაკარგები, დაკავშირებული უმუშევრობის ნებისმიერ დონესთან.

დასაქმების პრობლემა არ არის მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა. მას უაღრესად


დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ამ ფსიქოლოგიური მნიშვნელობის
ხარისხი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. მაგ; იაპონიაში უმუშევრობა არის არა
მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ფსიქოლოგიური ტრავმა. შრომა ფიზიოლოგიური
მოთხოვნილებაა იაპონელისათვის. როგორც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა
უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის აღმოცენებასთან არის დაკავშირებული . ამ
პრობლემას დღეს ვერცერათი ქვეყანა ვერ გაექცა და ერთნაირი სიმწვავით
გამოირჩევა როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში.
დასაქმების კლასიკური და კეინზური თეორეიები
უმუშევრობის პრობლემის აქტუალობამ განაპირობა არაერთი თეორიის და
განსხვავებული კონცეფციის ჩამოყალიბება. თანამედროვე მაკროეკონომიკის ორ
ძირითად მიმართულებას წარმოადგენს დასაქმების კლასიკური და კეინზური თეორიები.
დასაქმების კლასიკურ თეორიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონკურენტული
ბაზრების ფასებით რეგულირებას. აღნიშნული თეორია ამტკიცებს, რომ სრული დასაქმება
არის საბაზრო ეკონომიკის ნორმა, საუკეთესო ეკონომიკურ პოლიტიკას კი წარმოადგენს
“laisser faire” - სახელმწიფოს ჩაურევლობა ეკონომიკაში.
დასაქმების კლასიკურ თეორიას საფუძვლად უდევს ორი გაგება: ჯერ ერთი, ისეთი
სიტუაციის არსებობა, რომლის დროსაც ხარჯების დონე არასაკამარისი იქნება იმ
პროდუქციის შესაძენად, რომელიც სრული დასაქმების პირობებშია წარმოებული,
საბაზრო ეკონომიკის პირობებში წარმოუდგენელია. მეორეც, თუ საერთო ხარჯების დონე
არ აღმოჩნდება საკამრისი, საკმაოდ სწრაფად ამოქმედდება “ჩაშენებული”
რეგულატორები: ფასი და ხელფასი, ასევე სარგებლის განაკვეთი, რის შედეგადაც
საერთო ხარჯების შემცირება არ გამოიწვევს წარმოების მოცულობის, დასაქმებისა და
რეალური შემოსავლების შემცირებას.
დასაქმების კლასიკური და კეინზური თეორეიები
დასაქმების კეინზიანური თეორიის თანახმად, საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელია
უმუშევრობა და თუ გსურს თავიდან ავიცილოთ მასთან დაკავშირებული დანაკარგები, საჭიროა
სახელმწიფოს აქტიური ჩარევა ეკონომიკაში. კეინზიანურ და კლასიკურ თეორიებს შორის ძირეულ
განსხვავებას გამოხატავს კეინსის თეზისი: ფასი და ხელფასი მოუქნელია, წმინდა ბაზრი არ არსებოს ,
რადგან ფასები და ხელფასი ნელა (და არა სწრაფად, როგორც ამას აღიარებენ კლასიკოსები )
მოძრაობს წერტილისაკენ, სადაც მოთხოვნა და მიწოდება გაწონასწორებულია .
დასაქმების კეინზური თეორიის ცენტრალური პუნქტია ე. წ. “ეფექტიანი მოხმარების “ კონცეფცია ,
რომლის თანახმად ადამიანებს აქვთ მიდრეკილება შემოსავლების ზრდასთან ერთად გაადიდონ
თავიანთი მოხმარება, მაგრამ არა იმ ზომით, რა ზომითაც შემოსავლები იზრდება . ეს კი აიხსნება იმ
გარემოებით, რომ ადამიანები მიდრეკილი არიან დაზოგონ . სრული დასაქმების მთავარი ფორმულია
კეინზის აზრით არის დანაზოგებისა და ინვესტიციების წონასწორობა : (I=S). ამის მისაღწევად კი
აუცილებელია სახელმწიფოს აქტიური ჩარევა ეკონომიკურ ცხოვრებაში , უპირველეს ყოვლისა
ინვესტიციების რეგულირება სარგებლის განაკვეთის მეშვეობით . სრული დასაქმების მიღწევის მეორე
მნიშვნელოვან პირობად კეინზელები თვლიან “რეალური ხელფასის ” შემცირებას , რომლის
განხორციელება შეიძლება ისეთი გზებით, როგორიცაა გადასახადების გადიდება , ინფლაციიის
შემცირება და ა.შ.
დასკვნა
ამრიგად, ბოლო ორი თემის განხილვამ დაგვანახა, რომ თანამედროვეობის
უმნიშვნელოვანესი პრობლემაა უმუშევრობა და ინფლაცია . ეკონომისტთა ერთი
ნაწილის აზრით, ინფლაციაზე კონტროლი მთავრობებისაგან მოითხოვს მუდმივ
მზადყოფნას უმკაცრესი დილემის გადასაწყვეტად : ინფლაციის ზრდა თუ
უმუშევრობის ზრდა?!
ეკონომისტთა მეორე ნაწილი კითვლის, რომ ინფლაციის შემცირებისა და
ეკონომიკური ზრდის პრობლემამ მთავარი მიზანი არ უნდა დაგვავიწყოს –
უმუშევრობის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა .
შეუძლებელია იმ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა, რომელსაც მოსახლეობის
დაცვის შიდა მექანიზმები არა აქვს. უმუშევრობის დაძლევა და ერის
კეთილდღეობის დონის ამაღლება არის ეკონომიკის სტაბილური და მდგრადი
განვითარების უცილობელი პირობა.
ამ ამოცანის გადასწაყვეტად მთავრობები იყენებენ მონეტარულ და ფისკალურ
პოლიტიკას. ფისკალური პოლიტიკა განვიხილოთ.
ლიტერატურა
1. გრეგორი მენქიუ, ეკონომიკის პრინციპები, მეორე ქართული გამოცემა,
თბილისი, 2008. 835გვ. (ელექტრონული ვერისია 200 წლის გამოცემისათვის);
2. ლალი ხარბედია და სხვ, ეკონომიკის პრინციპები, ლექციების კურსი,
გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2014. 267გვ.(ელექტრონული ვერსია).
3. Principles-of-Economics, G.Mankiw, 2017, 790p. http://fzp.ujep.cz/~
vosatka/ERASMUS/Principles_of_Economics/Principles-of- Economics--Mankiw-(5th).pdf
4. ECONOMICS, Nineteenth Edition PAUL A. SAMUELSONInstitute Professor
EmeritusMassachusetts Institute of Technology WILLIAM D. NORDHAUS Sterling Professor of
Economics Yale University. Economics 19th Ed. Paul Samuelson, William Nordhaus.pdf /
5. ინტერნეტის მასალები:
http://www.economicsonline.co.uk/Managing_the_economy/What_is_macro-economics.html
https://www.academia.edu
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like