You are on page 1of 12

კრედიტის არსი და როლი ეკონომიკაში

კრედიტის აუცილებლობა განპირობებულია სასაქონლო-ფულადი ურთიერთობებით. სხვა


ფაქტორებთან ერთად საბაზრო ეკონომიკის პირობებში იგი ხელს უწყობს მეურნეობის მაშტაბის
გაფართოებას, მისი კონკურენტუნარიანობისა და ეფექტიანობის ამაღლებას. კრედიტი ლათინური
სიტყვაა და ნიშნავს ვალს, სესხს. მისი წარმოქმნის წყაროა დროებით თავისუფალი სახსრები,
რომლებსაც მიეკუთვნება:
1. ამორტიზაციის ფონდი ( რემონტი, ტექნიკა).
2. ხელფასის ფონდისათვის გამოყოფილი თანხები.
3. წარმოების განვითარება-გაფართოებისათვის განკუთვნილი მოგების ნაწილი.
4. სეზონური წარმოების მეოხეობით დროებით გამოთავისუფლებული სახსრები.
5. სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი სახსრები.
6. მოსახლეობის დანაზოგები.
კრედიტი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
1. დროებით არსებული ფინანსური სახსრების გადანაწილებას დაბრუნების პირობით.
2. ნამდვილი ფულის საკრედიტო ფულით ჩანაცვლების ფუნქციას.
3. ფირმათა სამეურნეო საქმიანობაზე კონტროლი.
დაკრედიტებას ახასიათებს შემდეგი ძირითადი პრინციპები: დაბრუნებადობა; ვადიანობა;
უზრუნველყოფადობა; ანაზღაურებადობა.
ასევე გვაქვს სხვადასხვა სახის კრედიტი ესენია: კომერციული კრედიტი (სავაჭრო სისტემაში); საბანკო
კრედიტი; სამომხმარებლო კრედიტი( კერძო პირებს 3 წლამდე ვადით); და ა.შ.
ამრიგად კრედიტი ასრულებს უდიდეს როლს და აქტიურ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივი
კვლავწარმოების პროცესზე, აჩქარებს მატერიალურ ფასეულობათა მოძრაობას და ეფექტური
გამოყენების შემთხვევაში საზოგადოების განვითარების საფუძველიცააა.

ინფლაციის სახეები, ტიპები და გაზომვა

როგორც ჩვენთვის ცნობილია განასხვავებენ ინფლაციის შემდეგ ფორმებს.


• ზომიერი (მცოცავი)- ეწოდება ქაღალდის ფულის ისეთ გაუფასურებას რომელიც
შეუმჩნეველია10
ინფლაციის სახეები, ტიპები და გაზომვა-
• ჭენებითი- ეწოდება ქაღალდის ფულის ისეთ გაუფასურებას სწრაფი ტემპით მაგალითად
+200%
• ჰიპერიმფლაცია- მის დროს მიმოქცევაში ფულის რაოდენობა და ფასები ასტრონომიული
ტემპით იზრდება. ფასები და ხელფასები კატასტროფულად სცილდება ერთმანეთს.
განასხვავებენ ინფლაციის ორ ტიპს:
• მოთხოვნის ინფლაცია- რომლის დროსაც ცვლილებები ფასების დონეში ჭარბი ერთობლივი
მოთხოვნით აიხსნება. ამიტომ ეს ჭარბი მოთხოვნა იწვევს ფასების გადიდებაში.
• ინფლაცია რომელიც გამოწვეულია წარმოების ხარჯების გადიდებით ან ერთობლივი მიწოდების
შემცირებით.
ინფლაციის დონისა და ტემპების გაზომვა ხორციელდება:
• ფასების ინდექსის- მიმდინარე წლის ფასების ინდექსს - წინა წლის ინდექსზე / ამ უკანასკნელზე
და გავამრავლოთ 100-ზე
• ,,70“-ის წესის მიხედვით- ფასების დონის გაორმაგებისათვის საჭირო წლების რაოდენობის
დასადგენად 70 უნდა გავყოთ ფასების დონის ყოველწლიური გადიდების ტემპზე.
ბანკები და მისი სახეები
ბანკები წარმოადგენენ საკრედიტო-საფინანსო ორგანოებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის
განვითარების ინტერესებისათვის მიზანდასახულად ახორციელებენ თავისუფალი ფულადი სახსრების
მობილიზაციას და საწარმოთა დაკრედიტებას, დაფინანსებას, ანგარიშწორებას, და გადასახადების
გადახდას. ისინი ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს: აწესრიგებენ ფულის მიმოქცევას; ქმნიან
დაკრედიტების ფონდს; წარმოადგენენ ანგარიშწორების ცენტრს; ახორციელებენ სახელმწიფო
ბიუჯეტის საკასო შესრულებას; ინახავენ სავალუტო ფონდებს.
განასხვავებენ ბანკების შემდეგ სახეებს:
ცენტრალური ბანკი- იგი როგორც წესი, ქვეყნის მაკროეკონომიკური რეგულირების მნიშვნელობანი
ინსტრუმენტია.
კომერციული ბანკი- უნივერსალური ხასიათის დაწესებულებაა რომელსაც შეუძლია გასცეს კრედიტები
მიიღოს ანაბრები გასწიოს ფინანსური მომსახურება ანუ შეასრულოს საშუამავლო და ნდობითი
ოპერაციები.
სპეც. ფინანსური-საკრედიტო დაწესებულებები- აკრედიტებენ მეურნეობრივი ხასიათის საქმიანობის
განმსაზღვრელ დარგებსა და სფეროებს. მას მიეკუთვნება- საინვესტიციო ბანკები; შემნახველი
დაწესებულებები, სადაზღვეო კომპანიები და ა. შ.

• ამორტიზაციის ფონდი ( რემონტი, ტექნიკა).


• ხელფასის ფონდისათვის გამოყოფილი თანხები.
• წარმოების განვითარება-გაფართოებისათვის განკუთვნილი მოგების ნაწილი.
• სეზონური წარმოების მეოხეობით დროებით გამოთავისუფლებული სახსრები.
• სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი სახსრები.
• მოსახლეობის დანაზოგები.
• დროებით არსებული ფინანსური სახსრების გადანაწილებას დაბრუნების პირობით.
• ნამდვილი ფულის საკრედიტო ფულით ჩანაცვლების ფუნქციას.
• ფირმათა სამეურნეო საქმიანობაზე კონტროლი.
პრინციპები: დაბრუნებადობა; ვადიანობა; უზრუნველყოფადობა; ანაზღაურებადობა.
ესენია: კომერციული კრედიტი (სავაჭრო სისტემაში); საბანკო კრედიტი; სამომხმარებლო კრედიტი(
კერძო პირებს 3 წლამდე ვადით); და ა.შ.

მწარმოებლურობის არსი, როლი და დეტერმინატები.

ეკონომიკის 10 პრინციპიდან ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს რომ ჩვენი ცხოვრების დონე


დამოკიდებულია საქონლისა და მომსახურების წარმოების უნარზე. ტერმინი მწარმოებლურობა
საქონლისა და მომსახურების იმ რაოდენობას ასახავს, რომლის წარმოებაც მშრომელს ერთი საათის
განმავლობაში. მწარმოებლურობა ცხოვრების დონის ძირითად დეტერმინატად წარმოგვიდგება
როგორც ქვეყნისათვის, ისევე უკაცრიელი კუნძულისათვის. ,,კრუზოს“ მსგავსად ქვეყანას მაშინ აქვს
მაღალი ეკონომიკური დონე, როცა საქონლისა და მომსახურების დიდი რაოდენობით წარმოება
შეუძლია. ამერიკელები ნიგერიელებზე უკეთ ცხოვრობენ, რადგან ამერიკელი მშრომელის
მწარმოებლურობა გაცილებით მეტია ვიდრე ნიგერიელის.
რა არის სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა დროის მონაკვეთებში მწარმოებლურობის ასეთი
ცვლილების მიზეზი?! სრული პასუხი გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის ანალიზს
მოითხოვს. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია მოკლედ ჩამოვაყალიბოთ სამი ძირითადი დეტერმინატი.
• ფიზიკური კაპიტალი- რაც უფრო მეტია წარმოებისთვის საჭირო მოწყობილობებისა და
შენობების რაოდენობა, მით მეტს აწარმოებენ ამ დარგში.
• ადამიანური კაპიტალი-განათლებული მშრომელები მეტს აწარმოებენ.
• ტექნოლოგიური ცოდნა- რაც უფრო მაღალ ტექნოლოგიებზე მიუწვდებათ ხელი მშრომელებს,
მიტ უფრო მეტს აწარმოებენ.
• ბუნებრივი რესურსები- საქონლისა და მომსახურების წარმოებაში გამოყენებული მასალა,
რომელსაც გვაძლევს ბუნება, მაგალითად, ნავთობი მიწა მდინარეები და ა. შ.

კლებადი უკუგება და მკვეთრი ზრდის ეფექტი

საწარმოო პროცესის ტრადიციული ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ კაპიტალი კლებადი უკუგებით
ხასიათდება: როცა კაპიტალის მარაგი იზრდება, კაპიტალის თითოეული დამატებითი ერთეულიდან
წარმოებული დამატებით პროდუქციის რაოდენობა მცირდება. ანუ როცა მშრომელს დიდი რაოდენობის
კაპიტალი აქვთ, რომელსაც საქონლისა და მომსახურების წარმოებაში იყენებენ, მათთვის კაპიტალს
დამატებითი ერთეულის მიცემა მწარმოებლურობას მხოლოდ მცირედით ზრდის. კლებადი უკუგების
გამო დაზოგვის სიდიდის ზრდა მეტი კაპიტალის დაგროვების საშუალებას იძლევა, დამატებითი
კაპიტალიდან მიღებული სარგებელი დროთა განმავლობაში იკლებს. კლებადი უკუგების გამო,
დაზოგვის სიდიდის ზრდა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას მცირე პერიოდით იწვევს, შემეგ
მცირდება.
კაპიტალის კლებადი უკუგებიდან გამომდინარე, სხვა თანაბარ პირობებში, ქვეყნის ეკონომიკა უფრო
სწრაფად იზრდება, თუ საწყისი წერტილი მისთვის სიღარიბეა რადგან მცირე ინვესტიციაც მისთვის
დიდ სწრაფვას წარმოადგენს. ( გლეხისა და მოსწავლის მაგალითი)

უმუშევრობის არსი და გამოთვლა

სამუშაო ადგილის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში.


ადამიანები არამხოლოდ შემოსავლებს ამყარებენ შრომით შემოსავლებზე, არამედ პიროვნული
სრულყოფილების განცდასაც იღებენ, შესაბამისად უმუშევრობა დიდ პრობლემად ითვლება.
განვასხვავებთ უმუშევრობის ორ ტიპს:
მოკლევადიან- დროებით უმუშევრობას.
გრძელვადიან- ციკლურ უმუშევრობას.
ყოველივე ამის შემდეგ ვნახავთ, რომ უმუშევრობის დონე ყოველთვის არსებობს. შესაბამისად, საჭიროა
განვსაზღვროთ უმუშევრობის დონე. უმუშევრობა მრავალ ერთმანეთთან დაკავშირებულ პრობლემას
წარმოადგენს, ამიტომაც პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ რაიმე მარტივი გზის პოვნა ამ პრობლემის
მოგვარებისა და მის მიერ გამოწვეული მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
ინფლაციის დანახარჯები
ინფლაციას დიდი ყურადღება ექცევა და მრავალი დისკუსია ეძღვნება, ვინაიდან ის სერიოზულ
ეკონომიკურ პრობლემად ითვლება. თუ საშუალო ადამიანს ვკითხავთ რატომ არის ინფლაცია ცუდი, ის
გვიპასუხებს, რომ მას ინფლაცია მძიმე შრომით მოპოვებულ ფულს ჰპარავს. როდესაც ფასები იზრდება
შემოსავლის თითოეული დოლარი საქონლისა და მომსახურების ნაკლებ რაოდენობას ყიდულობს.
ამიტომ შეგვიძლია ვიფიქრო, რომ ინფლაცია უშუალო მოქმედებს ცხოვრების დონეზე. აქედან
გამომდინარე განვიხილავთ სხვადასხვა სახის ინფლაციის დანახარჯებს:
გაცვეთილი ფეხსაცმლის დანახარჯი- მოსახლეობის მიერ რესურსების ფუჭად ფლანგვა, რისკენაც მას
ინფლაციის დროს ხელზე ნაკლები ფულის ფლობის სურვილი უბიძგებს. ერთი შეხედვით
უმნიშვნელოა. და ესეც არის შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის, სადაც ინფლაცია ბოლო წლებში
საკმაოდ ზომიერია. მაგრამ იმ ქვეყნებში სადაც ჰიპერიმფლაციაა ეს დანაკარგი ძალიან დიდია.
მასწავლებლის მაგალითი დოლარში გადახურდავება.
,,მენიუს“ დანახარჯები- ფასების ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები. ფირმები ფასებს
იმიტომ ცვლიან რომ ცვლილება გარკვეულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ყველაზე საუკეთესო
მაგალითი მარტივად აღსაქმელად რესტორანი ახალი მენიუს დასაბეჭდად გარკვეულ დანახარჯებს
სწევს. ასევე ახალი ფასების რეკლამირებაც დანახარჯებთან ასოცირდება. ინფლაცია ზრდის მენიუს
დანახარჯებს რომელთა გაღებაც ფირმებს უწევთ. როდესაც მაღალია ინფლაცია ფირმების
დანახარჯების სწრაფ ზრდას იწვევს. ასეთი სტრატეგია კი არაპრაქტიკულია.

ინფლაციის შედეგები და დაძლევის გზები

როგორც ჩვენთვის ცნობილის ინფლაცია ეკონომიკის განსაკუთრებულ დაავადებას წარმოადგენს,


ზოგიერთ ინფლაციას მძიმე ეკონომიკური შედეგები არ მოსდევს როგორიცა ჭენებითი, მაგრამ
ჰიპერინფლაციას ფატალურ შედეგამდე მივყავართ.
უფასურდება შრომითი შემოსავლები, ანუ ფული კარგავს მსყიდველობითუნარიანობას.
ასევე გავლენას ახდენს გადანაწილებაზე- რაც უფრო მოულოდნელად სწრაფად და დაუბალანსებლად
გაიზრდება ფასები სასარგებლოა მეურნეობრივი აგენტებისთვის, და საზიანოა დანარჩენებისთვის.
გრძელვადიანი გარიგებებისადმი ინტერესის შენელება
ყველა ფიქრობს ფულის მატერიალიზაციაზე.
ინფლაცია აქვეითებს მეწარმეობრივ უნარს.
ამ ყველაფრის მოსაგვარებლად შესაძლოა მივმართოთ სხვადასხვა გზებს. ფულის რეფორმის
განხორციელება- რომელიც გულისხმობს, ერთი სისტემიდან მეორე ფულად სისტემაზე გადასვლა;
ფულის ნიშნების ფულადი შექცევადი ნიშნებით ჩანაცვლება; ფულის ემისია; ახალი ფულადი სიტემის
შექმნა.
ასევე შეგვიძლია დეფლაციის დროს გამოშვებული ზედმეტი ფულის მასის მიმოქცევიდან ამოღება.

ფილიპსის მრუდი და მისი გადაადგილება

1958 წელს ეკონომისტმა ა.ვ. ფილიპსმა გამოაქვეყნა მისი სტატია ,,ეკონომიკა“ რომელშიც ასახული ჰქონა
ფილიფსის მრუი. ის ამბობდა რომ დაბალი უმუშევრობა დაკავშირებული მაღალ ერთობლივ
მოთხოვნასთან. ხოლო მაღალი მოთხოვნა ხელფასებისა და ფასების ზრდას იწვევს. უარყოფით
დამოკიდებულებას ინფლაციასა და უმუშევრობას შორის ფილიპსის მრუდი უწოდეს.
შესაბამისადდ უნდა მივიღოთ ისეთი კომბინაცია რომელიც საუკეთესო დამოკიდებულებას ასახავს ამ
ორს შორის. პროდუქცია განზე ფასები ზემოთ.

You might also like