You are on page 1of 25

ეკონომიკური აზრის ისტორია კონსპექტი

1.ანტიკური საბერძნეთის პოლისის ეკონომიკური აზრი


(ქსენოფონტი,პლატონი,არისტოტელე)

ანტიკურ სამყაროზე განიხილება ძველ საბერძნეთი და ძველი რომი, სადაც ეკონომიკური


აზრის განვითარებამ მაღალ დონეს მიაღწია.ძველი ბერძენი მოაზროვნეებიდან
საყურადღებო ეკონომიკური შეხედულებები გააჩნდათ ქსენოფონტეს, პლატონს და
არისტოტელეს. ისინი იყვნენ მონათმფლობელთა კლასის იდეოლოგები.ქსენოფონტემ
თავის ეკონომიკური შეხედულებებს საკმაოდ კარგად გადმოგვცემს მის ნაშრომში
„ოიკონომიკოსი“. იგი იძლევა რჩევა-დარიგებებს მონათმფლობელური მეურნეობის
უკეთესად გაძღოლისათვის. ამ პერიოდში სასაქონლო მეურნეობა წარმატებით
ვითარდებოდა , რამაც განაპირობა ქსენოფონტეს ნაშრომის ორაზროვნობა. იგი ხან
მსჯელობს როგორც ნატურალური მეურნეობის დამცველი და ფულის უარმყოფელი, ხან
კი როგორც გადმიდრების და სპეკულაციის მომხრე. ფულისადმი მას ორი
დამოკიდებულება ჰქონდა . იგი წინააღმდეგი იყო ფულის გამოყენების ვაჭრობაში და
მევახშეობაში მაგრამ მას საკმაოდ კარგ იარაღად თვლიდა მიმოქცევისათვის და განძის
დაგროვებისთვის. იგი შრომის ყველაზე საპატიო დარგად თვლიდა მიწათმოქმედებას
მაგრამ აქაც მონათმფლობელი / თავისუფალი ადამიანი ფიზიკურ შრომას არ წევდა იგი
იყო მმართველი. ანუ მან შემოიტანა იდეა შრომის ფიზიკურ და გონებრივ შრომად
დაყოფაზე.რაც შეეხება ბერძენი ფილოსოფოსის და საზოგადო მოღვაწის პლატონის
შეხედულებებს. მან თავის ნაშრომებში „პოლიტიკა“ და „კანონები“ ყურადღება
გაამახვილა მონათმფლობელობის კრიზისიდან გამოყვანის პროგრამაზე. იგი ემხრობოდა
დემოკრატიის ლიკვიდაციას და მოსახლეობის უფლებათა შეზღუდვას. პლატონი არ იყო
ეკონომისტი სწორედ ამიტომ იგი ვერ გვთავაზობს ზუსტ ეკონომიკურ სისტემას.
მიუხედავად ამისა მან ქსენოფონტეს მსგავსად ყურადღება გაამახვილა შრომის
დანაწილების მნიშვნელოვნებაზე და ამას სახელმწიფოს ვალდებულებად თვლიდა. იგი
მოსახლეობას სამ წოდებად ყოფდა 1. სამეურნეო საქმიანობის შემსრულებლები
(ხელოსნები მუშები და ა.შ) 2. მეომრები 3. ფილოსოფოსები რომელთა ვალდებულებაც
არის კანონების გამოცემა და ახალი თაობების აღზრდა.პლატონი ასევე ანვითარებდა
აზრს იმის შესახებ რომ შრომის დანაწილებასთან ერთად არსებობს მისი გაცვლაც, რაც
ვაჭრობას ნიშნავს. მის მიხედვით ვაჭრობა იყო ხელოსნობა და ამ საქმიანობაში ჩართვა
მხოლოდ უცხოელებს შეეძლოთ. ათენის მოქალაქეებს კი ეს ეკრძალებოდა. ფულს რაც
შეეხება პლატონი მას ღირებულების საზომად და გაცვლის იარაღად თვლიდა.მეცნირების
ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე იყო არისტოტელე. არისტოტელემ 1000-
ობით საინტერესო ნაშრომი დაუტოვა კაცობრიობას. მის ნაწარმოებში პირველად
მსოფლიო ისტორიაში გამოჩნდა ეკონომიკური ანალიზის ელემენტები. შეიძლება ითქვას
იგი კერძო მეურნეობის ელემენტებს უკეთებდა ანალიზს. არისტოტელე
მონათმფლობელობას და საზოგადოების კლასების დაყოფას ბუნების კანონად თვლიდა .
მან პლატონის მსგავსად ერთმანეთს დაუპირისპირა გონებრივიდა ფიზიკური შრომა.
მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელე იყო ნატურალური მეურნეობის მომხრე, რადგან
მის დროს სასაქონლო-ფულად ურთიერთობები საკმაოდ გაძლიერებული, მან სიმდიდრე
დაყო ორ ნაწილად : ეკონომიკად და ქრემატისტიკად. ეკონომიკური სიმდიდრე ნიშნავდა
სასარგებლო ნივთების კრებულს ხოლო მეორე კი ფულად სიმდიდრეს და ისინი
ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ.გარდა ამისა არისტოტელემ პირველად დააყენა
საკითხი ორი სხვადასხვა საქონლის ერთმანეთში გაცვლის დროს მათი
ექვივალენტურობის შესახებ.

2 ადრეული და გვიანდელი მერკანტილიზმის კონცეფცია

მერკანტილიზმი გვაინდელი ფეოდალიზმის პერიოდის სახელმწიფოს ეკონომიკური


პოლიტიკაა.იგი ხელს უწყობდა კაპიტალის დაგროვებას,კაპიტალისტური წარმოების
წესის მომზადებასა და განმტკიცებას.ერთმანეთისგან განასხვავებენ ადრინდელ და
განვითარებულ მერკანტელიზმს.ერთიც და მეორეც გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა
ფულს, მაგრამ განსხვავდებოდა ფულის შოვნის და შენახვის მეთოდებში.
მერკანტილისტური პრაქტიკა ყველაზე ჩამოყალიბებული ფორმით ინგლისში
გავრცელდა.ინგლისში ადრეული მერკანტელიზმის ეპოქაში ეს ღონიძიებები
გამოიხატებოდა ინგლისელ და უცხოელ ვაჭრებზე კონტროლში.კერძოდ, უცხოელი
ვაჭრები ვალდებული იყვნენ საკუთარი ფული გადაეხურდავებინათ,უცხოელი აბარებდა
სრულწონიან მონეტას,სამაგიეროდ აძლევდნენ გაუფასურებულ მონეტას რამდენიც მათ
სურდათ.თან უცხოელებს აიძულებდნენ გადახურდავებული მონეტებით ისევ
ინგლისური საქონელი შეეძინათ.ეს პრაქტიკაა დაკავშირებული ადრეული
მერკანტელიზმის ხანასთან.განვითარებული მერკანტილიზმის პერიოდში კი
საგრძნობლად გაიზარდა ვაჭრობა,გაჩნდა მანუფაქტურები,განვითარდა კრედიტი.ახალი
მერკანტილიზმი იღებს სამრეწველო პოლიტიკის სახეს,გამოკვლევის საგნად იქცა
მიმოქცევა.ინგლისური მერკანტილიზმი ბურჟუაზიულ ხასიათს ატარებდა და მან დიდი
ზეგავლენა მოახდინა ინგლისში მრეწველობის განვითარებაზე,თუმცა ინგლისმა ასევე
გაიარა მოუმწიფებელი მერკანტილიზმი ანუ მონეტარიზმის სტადია, მისი
წარმომადგენელი იყო უილიამ სტაფორდი,მისი საზრუნავი გახდა ქვეყანაში ფულის
შენარჩუნება.თავის ნაშრომში ის წუხილს გამოთქვამდა ქვეყნიდან ფულის გადინების
თაობაზე და არასრულწნონიანი მონეტების წინააღმდეგაც გამოდიოდა,რადგან მასში
ხედავდა საქონელთა გაძვირების მიზეზს.განვითარებული მერკანტელიზმის
წარმომადგენელი ინგლისში იყო თომას მენი, ის სავაჭრო ბალანსის თეორიის ავტორად
ითვლება,სტაფორდისგან განსხვავებით ის ფულის გატანის მომხრე იყო,მაგრამ ის მომხრე
იყო ისეთი ვაჭრობის რომლის დროსაც ქვეყანა იმაზე მეტს უნდა გაიტანდა ვიდრე
შემოიტანდა.მისი აზრით ფულის მნიშვნელობა არა მის შენახვაში,არამედ ბრუნვაში
გაშვებაშია.ის ეწინააღმდეგებოდა ექსპორტის დაბლოკვას,იყო დაბალი ფასების მომხრე
და მხარს უჭერდა სამამულო მრეწველობის განვითარებას.მერკანტილისტური
დოქტრინის გატარებისთვის ყველაზე მეტად მზად საფრანგეთი აღმოჩნდა,სადაც
მერკანტილიზმმა სამრეწველო მიმართულება მიიღო და დადებითი როლი ითამაშა
საფრანგეთის ეკონომიკის განვითარებაში.საფრანგეთში ეკონომიკური პროგრამის
განვითარებული ფორმულირება მოგვცა ანტუან მონკრეტიენმა ,ის იყენებს ინგლისის
მაგალითს რათა სახალხო მეურნეობა აიყვანოს მაღალ საფეხურზე.პოლიტიკის და
ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების განხილვისას იგი პრიმატს ანიჭებდა
ეკონომიკას და თვლიდა რომ გონიერი მმართველი ქვვეშვრდომთა გამდიდრებაზე უნდა
ფიქრობდეს.როგორც მერკანტილისტი მონკრეტიენიც თვლიდა სიმდიდედ ფულს და
ვაჭრობას გამდიდრების უმოკლეს გზად.იგი თვლიდა რომ მრეწველობის დარგების
განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს განვითარებაში შემდეგი
მიზეზების გამო: 1. მრეწველობა აუცილებელია სამრეწველო პროდუქტის
დასამზადებლად,რომლითაც სახელმწიფო ოქრო-ვერცხლს იზიდავს.2 მრეწველობის
განვითარება ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას.3 მრეწველობის განვითარება
სახელმწიფოს აძლევს საშუალებას დაასაქმოს გაღატაკებული მასები. ჩამოთვლილი
სარგებლობებიდან მონკრეტიენი,როგორც მერკატილისტი 1 ადგილზე სიმდიდრის
დაგროვებას აყენებდა.

3 უილიამ პეტის ეკონომიკური მოძღვრება

კლასიკური ეკონომიკა წარმოიშვა კპიტალიზმის განვითარების მანუფაქტურულ-


ინდუსტრიულ საფეხურზე. ამან გააძლიერა ბურჟუაზიის ეკონომიკური და პოლიტიკური
პოზიციები. მერკანტილისტური იდეოლოგია კი ამ ყველაფრის ფონზე მეტად უმწეოდ
გამოიყურებოდა და იგი მიჩნეული იყო როგორც ფეოდალიზმის ნარჩენი. იგი აფერხებდა
წარმოებისა და ვაჭრობის პროცესს და აუცილებელი იყო ბუნებრივი წყობილების
დამყარება.ეკონომიის კლასიკური სკოლა თავდაპირველად ინგლისში წარმოიშვა უილიამ
პეტი კი მისი ფუძემდებელი გახდა.თავდაპირველად ისიც იზიარებდა მერკანტილიზმის
გარკვეულ დებულებებს მაგალითად ოქროსა და ვერცხლს მიიჩნევდა სიმდიდრის
უპირატეს ფორმებად და სიმდიდრეს ფულად თვლიდა.ასევე იგი როგორც
მერკანტილისტები , ითხოვდა სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევას მაგრამ ამ შემთხვევაში
ბურჟუაზიის ინტერესების დასაცავად. მისი ნაშრომებიდან შეგვიძლია გავიხსენოთ
„პოლიტიკური არითმეტიკა“ რამოდენიმე სიტყვა ფულის შესახებ და ა.შ. უ.პეტის
მეთოდოლოგია ისწრაფვოდა მოვლენების არსისა და მიზეზების ანალიზისკენ.
მერკანტილისტებისგან განსხვავებით , უ.პეტი შეეცადა მოვლენების სიღრმეში შეღწევას
და მათ ახსნას. იგი ცდილობდა თავისი ანალიზის შედეგები რაოდენობრივად
დაეხასიათებინა და აქტიურად იყენებდა სტატისტიკას და მეცნიერულ დედუქციას. ამ
ყველაფერმა მას მისცა შესაძლებლობა აეხსნა ისეთი ეკონომიკური მოვლენები
როგორიცაა ხელფასი რენტა მიწის ფასი სარგებელი და სხვა. ღირებულების ახსნა. პეტმა
ახსნა რომ ამა თუ იმ საქონლის ან მომსახურების ღირებულება რეგულირდება მის
შექმნაზე დახარჯული შრომით. ამით მან სათავე დაუდო შრომითი ღირებულების
თეორიას. იგი თავდაპირველად განსაზღვრავს საქონლის არა ღირებულებას არამედ
შეფარდებით ღირებულებას გამოხატულს ფულად ერთეულებში. ამაში მჟღავნდება მისი
მერკანტილიზმი: მისთვის საქონლის ღირებულება არის ფულის რაოდენობა რომელიც
საშუალოდ მიიღება მასში, მაგრამ მერკანტილისტებისაგან განსხვავებით უ.პეტი
ინტერესდება იმით თუ რატომ ღებულობენ ფულის ასეთ რაოდენობას მოცემულ
საქონელზე. მაგრამ მიუხედავად ამისა მან ვერ მოახერხა ფულის საცვლელ და სახმარ
ღირებულებას შორის განსსხვავების შენიშვნა. ხელფასის ახსნა . ასეთივე გარდამტეხი ვერ
გამოდგა უილიამ პეტის თეორია ხელფასის შესახებ. მისი მიხედვით შრომი ღირებულება
ანუ ხელფასი რეგულირდება სახელმწიფოს მიერ და იგი წარმოადგენს მუშის
საცხოვრებელ მინიმუმს. პეტის მიხედვით კანონმა მუშას მხოლოდ ის უნდა მისცეს რა
მისი არსებობისათვის ყველაზე აუცილებელია. თუ მუშას აუცილებელზე ორჯერ მეტს
მისცემენ მისი მწარმოებლურობა ორჯერ დაეცემა. მიწის რენტის ახსნა. რენტის საკითხის
გადაწყვეტის დროს უ.პეტი გამოდიოდა საარსებო მნიმუმის თავისი გაგებიდან. რენტის
კატეგორიაში მას ესმოდა სასოფლო სამეორნეო პროდუქტების ანდა ფულის ის ნაწილი
რომელიც რჩება მთლიანი პროდუქტის ან ფულის მთლიანი ჯამიდან წარმოები
დანახარჯების გამორიცხვის შემდეგ. მიწის ფასი და სარგებელი უ.პეტის აზრით მიწის
ფასი წარმოადგენდა კაპიტალიზირებული რენტის თავისებურ ფორმას. მარტივად რომ
ვთქვათ რენტათა ჯამს განსაზღვრული წლების განმავლობაში. მაგრამ მან სწორედ ვერ
გაიგო სარგებლის კატეგორია. მისი აზრით სარგებლის დონე განისაზღვრებოდა რენტის
შეფარდებით მიწის ფასთან რაც არა სწორია. სინამდვილეში პირიქით რენტის ფასი ანუ
მიწის საყიდელი ღირებულება განისაზღვრება სარგებლის დონით. როგორც ვხედავთ
პეტის შეხედულებები რიგ საკითხებში სუსტადაა გადაწყვეტილი მაგრამ მიუხედავად
ამისა მან საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკური აზრის განვითარებაში.

4 ფრანსუა კენეს ეკონომიკური მოძღვრება

ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფიზიოკრატების


შეხედულებებს. ფიზიოკრატები იყვნენ საფრანგეთის კლასიკური სკოლის
წარმომადგენლები. ისნი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ მე-18 საუკუნის 50-იან
წლებში.კაპიტალიზმის განვითარების მანუფაქტურულ-ინდუსტრიულ საფეხურზე. ამან
გააძლიერა ბურჟუაზიის ეკონომიკური და პოლიტიკური პოზიციები. მერკანტილისტური
იდეოლოგია კი ამ ყველაფრის ფონზე მეტად უმწეოდ გამოიყურებოდა და იგი მიჩნეული
იყო როგორც ფეოდალიზმის ნარჩენი. იგი აფერხებდა წარმოებისა და ვაჭრობის პროცესს
და აუცილებელი იყო ბუნებრივი წყობილების დამყარება.ფიზიოკრატიული სკოლის
ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ფრანსუა კენე. იგი იყო საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო
მე-15-ის კარის ექიმი ამავდროულად მან საკმაოდ დიდი სიტყვა თქვა იმ დროინდელ
ეკონომიკურ აზრში.ფრანსუა მხარს უჭერდა „ბუნებრივ წყობილებას“ და უარყოფდა
ფეოდალიზმს. კენესეული გაგებით ეკონომიკური პროცესი წარმოადგენდა ბუნებრივ
პროცესს რომელსაც თავისი შინაგანი კანონზომიერება გააჩნდა. სწორედ ამ
კანონზომიერებასთან იყო მისთვის მიახლოებული კაპიტალიზმი. რომლის დროსაც
ეკონომიკის განვითარება ხდება თავისუფალი კონკურენციის საფუძველზე, ფასების
სტიქიური თამაშის პირობებში, სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე.
ფიზიოკრატების ბუნებრივი წესის შინაარსი ბოლომდე პასუხობდა იმ დროინდელი
ბურჟუაზიის მოთხოვნებს: კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას, კერძო ინიციატივების
განთავისუფლება შეზღუდვებისგან, პირად ინტერესებს და თავისუფალ კონკურენციას.
ფ.კენემ წამოაყენა ასევე მოძღვრება ექვივალენტური გაცვლისა და ფულის შესახებ. მის
მიხედვით გაცვლა არაფერს ქმნის და მის დროს უბრალოდ ხდება თანაბარი
ღირებულებების საქონლის გაცვლა. კენემ ვერ ახსნა ფულის არსი და ფუნქციები.
ხელფასსის მიმართ კი მას დაახლოებით იგივე დამოკიდებულება ჰქონდა როგორც პეტს.
ხელფასი იყო შრომის ის ანაზღაურება რომელიც აუცილებელი იყო მუშის საარსებო
საშუალებათა მინიმუმის საყიდლად.ფიზიოკრატების და მათ შორის კენეს ეკონომიკურ
თეორიაში ცენტრალური ადგილი ეკავა მოძღვრებას წმინდა პროდუქტის შესახებ. ეს იყო
პროდუქტის ნაჭარბი წარმოების ხარჯების ზევით. მათ მიხედვით ეს ნაჭარბი მხოლოდ
მიწათმოქმედებაში იქმნებოდა. ეს კი იმით იხსნებოდა რომ მიწათმოქმედებაში მუშაობს
ბუნება და ხდება მის მიერ „შექმნა“ დანარჩენ დარგებში კი ბუნება არ მუშაობს.ამ
მოძღვრებასთან მჭიდრო კავშირში იმყოფება ფიზიოკრატების შეხედულება ნაყოფიერი
და უნაყოფო შრომის შესახებ. ფ. კენეს მიხედვით ნაყოფიერია მხოლო წმინდა
პროდუქტის შემქმნელი სამიწათმოქმედო შრომა. კენე საზოგადოებას სამ კლასად
ჰყოფდა: მწარმოებლური კლასი, მიწათმფლობელები და სამღვდელოება და უნაყოფო
კლასი . ეს დაყოფა საკმაოდ არასწორია. მან ასევე განსაზღვრა კაპიტალის კატეგორიები.
არსებობს კაპტიალის ორი ნაწილი: 1. თავდაპირველი ავანსები- დანახარჯები სასოფლო-
სამეურნეო ინვენტარის, ნაგებობების, პირუტყვის და სხვ. შექმნაზე 2. ყოველწლიური
ავანსები- დანახარჯები თესლზე, ძირითადად სასოფლო სამეურნეო საშუალებებზე,
სამუშაო ძალაზე.

5 ადამ სმიტის ეკონომიკური მოძღვრება

ბურჟუაზიულმა კლასიკურმა სკოლამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია დიდი


ბიტანეთის ეკონომისტების ა. სმითის და დეივიდ რიკარდოს ნაშრომებში. ა. სმიტი
კაპიტალიზმის აღმავლობის ხანაში მოღვაწეობდა,ფეოდალურ წყობას ის გონების
საწინააღმდეგო არაბუნებრივ პრინციპად აცხადებდა და ცდილობდა ბუნებრივი -
ბურჟუაზიული წყობილების აღმავლობის ხელშეწყობას.სამრეწველო გადატრიალების
შუქზე მერკანტილისტური დოქტრინა ძალიან უმწეოდ გამოიყურებოდა – მისი
რეცეპტები და პროტექციონიზმი, სამეურნეო ინიციატივის შემბოჭველი ფაქტორი გახდა.
ა.სმითმა გამოაშკარავა, აგრეთვე, ფიზიოკრატიზმის უშინაარსობა მხოლოდ
მიწათმოქმედების ნაყოფიერებისა და მრეწველობის უნაყოფობის შესახებ. სმიტის
ნაშრომებში მნიშვნელოვან როლს იკავებს ლიბერალიზმის-სახელმწიფო ჩაურევლობის
იდეა.ა. სმითმა მოახერხა მნიშვნელოვანი ზომით გადაელახა სახალხომეურნეობრივი
პროცესების ანალიზისადმი დარგობრივი მიდგომა. ა. სმითის ეკონომიკურ
შეხედულებებს საფუძვლად უდევს იდეა იმის შესახებ, რომ საზოგადოების სიმდიდრე
იქმნება წარმოების პროცესში დახარჯული ადამიანის შრომით. .სმითის მიხედვით,
სიმდიდრის გადიდება დამოკიდებულია შრომის მწარმოებლურობაზე, რომლის ზრდის
ძირითადი ფაქტორია შრომის დანაწილება.შრომის დანაწილებისა და გაცვლის
განვითარებას უკავშირებს ა. სმითი ფულის წარმოშობასა და გამოყენებას. ფულის
წარმოშობას ა. სმითი ხსნის ტექნიკური მიზეზებით, რაც იქმნება საქონელთა
ურთიერთგაცვლის დროს. მას ფული განსაკუთრებულ საქონლად მიაჩნდა. ფულის
ფუნქციებს შორის ა. სმითმა განსაკუთრებით გამოყო მიმოქცევის საშუალების ფუნქცია.
მან იცოდა, რომ ფული, აგრეთვე, ღირებულების საზომი, გადახდის საშუალება და
მსოფლიო ფულია. ა. სმითმა ოქროსა და ვერცხლის ფულთან შედარებით, უპირატესობა
მიანიჭა ქაღალდის ფულს და მიზანშეწონილად მიიჩნია ოქროსა და ვერცხლის შეცვლა
ქაღალდის ფულით.ა.სმითის ეკონომიკური მოძღვრების მნიშვნელოვანი მონაპოვარია
ღირებულების შრომითი თეორია. ამ საკითხში მან გააგრძელა უ. პეტის შეხედულებანი.
ა.სმითის დამსახურებაა ის, რომ მან საქონლის ღირებულება განსაზღვრა მასზე გაწეული
შრომის დანახარჯებით. იგი ერთმანეთისგან განასხვავებდა საქონელთა საბაზრო და
ნამდვილ ფასს. ამ უკანასკნელში იგი გულისმობდა ღირებულებას. ა. სმითი წერდა, რომ
სიტყვა ღირებულებას აქვს ორი სხვადასხვა მნიშვნელობა. ზოგჯერ იგი გამოსახავს რაიმე
საგნის სარგებლიანობას, რომელსაც იძლევა ამ საგნის ფლობა. ასევე მას აქვს სხვა ნივთზე
გაცვლის უნარი. პირველს შეიძლება ვუწოდოთ სახმარი ღირებულება, მეორეს –
საცვლელი ღირებულება.იგი ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ღირებულებას ქმნის
საყოველთაო საზოგადოებრივი შრომა, რომელიც იხარჯება მატერიალური წარმოების
სფეროში. ეს არის ა. სმითის ღირებულების მეცნიერული თეორია. მაგრამ იგი გარკვეულ
ნაკლოვანებებს შეიცავს. ა. სმითმა ვერ გაიგო, რომ საქონელში არსებობს წინააღმდეგობა
სახმარ ღირებულებასა და ღირებულებას შორის. ღირებულებას სმიტი ასევე
განსაზღვრავდა შემოსავლებით. მისი განმარტებით საცვლელი ღირებულება შედგება
მხოლოდ შემოსავლებისგან: ხელფასის, მოგებისა და რენტისაგან (ვ+მ). ეს მტკიცება
ეწინააღმდეგება ღირებულების შრომით თეორიას. სამაგიეროდ, იგი გზას ხსნის
წარმოების სამი ფაქტორის (შრომა, კაპიტალი და მიწა) თეორიისათვის. ხელფასს ა. სმითი
განსაზღვრავდა როგორც შრომის ფასს. მას თვლიდა შრომის ბუნებრივ ანაზღაურებად. ის
არ იზიარებდა იმდროინდელ ლიტერატურაში გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ
მაღალი ხელფასი მუშებს აზარმაცებს და შრომის სტიმულს უკარგავს. ა. სმითი
მოითხოვდა მაღალი ხელფასის დაწესებას. იგი აღნიშნავდა, რომ, მაღალი ხელფასი
შრომის მწარმოებლურობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოგებად ა. სმითი
მიიჩნევდა შემოსავლის იმ ნაწილს, რომელიც რჩება ხელფასის გამოკლებით. მან
მიუთითა, რომ მოგება მუშის შრომით იქმნება კაპიტალისტური წარმოების ყველა
დარგში, სადაც კი შრომა იხარჯება. მოგება იქმნება იმიტომ, რომ მუშა მუშაობს სამუშაო
დროის ნორმების ზევით, იმაზე მეტს, რაც აუცილებელია მისი ხელფასის ეკვივალენტის
შექმნისათვის. ა.სმითის თეორიაში ზედმეტი ღირებულება, რა ფორმითაც არ უნდა იყოს
იგი – მოგება, რენტა, სარგებელი, არის მხოლოდ მუშის შრომის შედეგი. ა. სმითი
უარყოფდა აზრს, თითქოს, მოგება იყოს კაპიტალისტის ხელფასი საწარმოთა
ზედამხედველობისა და მართვისათვის. მისი აზრით, მოგების სიდიდე განისაზღვრება
არა მეთვალყურეობასა და მართვაზე გაწეული შრომის სიმძიმითა და სირთულით,
არამედ წარმოებაში გამოყენებული კაპიტალის სიდიდით. ა. სმითი მოგებას
განიხილავდა, როგორც კაპიტალის დაბანდებისათვის მეწარმის რისკის ანაზღაურებას.
მან კაპიტალი დაყო ძირითად და საბრუნავ ნაწილებად. ა. სმითის განსაზღვრით,
“ძირითადი კაპიტალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიწის გასაუმჯობესებლად,
სასარგებლო მანქანებისა და სამუშაო იარაღების ან მსგავსი საგნების საყიდლად,
რომლებიც შემოსავალს, ანუ მოგებას იძლევიან მფლობელის გამოუცვლელად ან შემდგომ
მიმოქცევაში შეუსვლელად. ამიტომ ასეთ კაპიტალებს შეიძლება სრულიად შესაბამისად
ეწოდოს ძირითადი კაპიტალები” ,ძირითადი კაპიტალი მფლობელს არ იცვლის, რჩება
მის ხელში და მიმოქცევაში არ მონაწილეობს. საბრუნავი კაპიტალი კი მონაწილეობს
მიმოქცევაში და მესაკუთრისათვის მოგების მიღებას უზრუნველყოფს. ნაყოფიერი და
უნაყოფო შრომის შესახებ მსჯელობისას ა. სმითი ამტკიცებდა, რომ შრომა ნაყოფიერია
წარმოების ყოველ დარგში, სადაც იგი გადაიცვლება კაპიტალზე, რის შედეგად ქმნის
მოგებას. უნაყოფოა შრომა, რომელიც არ იცვლება კაპიტალზე, არ ქმნის მატერიალურ
პროდუქტს და არ ადიდებს საქონლის ღირებულებას. უნაყოფო შრომა უშუალოდ
იცვლება შემოსავალზე. ა. სმითის აზრით, რაც უფრო მცირეა საზოგადოებაში
არანაყოფიერი მუშაკები, მით უფრო სწრაფად შეიძლება გაიზარდოს მისი სიმდიდრე.

6 დეივიდ რიკარდო

დეივიდ რიკარდო ინგლისური კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის ერთ-ერთი კაშკაშა


სახეა, დიდი ადამ სმითის მმდევარი და იმავდროულად ცალკეული ტეორიული
მემკვიდრეობის დებულებების აქტიური ოპონენტი.მეთოდოლოგიის პრინციპები. დ.
რიკარდოს შემოქმედებაში ამოსავალი პოზიცია გახდა კლასიკური პოლიტიკური
ეკონომიის ყოველი ავტორისთვის დამახასიატებელი ეკონომიკური ლიბერალიზმის
კონცეფციისადმი ერთგულება, რომელიც ეკონომიკაში არანაირ სახელმწიფოს ჩარევას არ
უშვებს და, რომელიც გულისხმობს ტავისუფალ მეწარმეობას, ტავისუფალ ვაჭრობას და
სხვა „ეკონომიკურ თავისუფლებებს“. ამ პოზიციას იგი თანმიმდევრულად იცავდა თავის
სამეცნიერო ნაშრომებში. ღირებულების თეორია. ღირებულების თეორიას, რომელსაც
ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს ა. სმითის გამოკვლევებში, დ. რიკარდომ
თავისი წიგნის პირველი თავი მიუძღვნა. მან შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: „რომელიმე
საქონლის ღირებულება ან რომელიმე სხვა საქონლის რაოდენობა, რომელზეც იგი
იცვლება, დამოკიდებულია შრომის შეფარდებით რაოდენობაზე, რომელიც
აუცილებელია მისი წარმოებისთვის და არა მეტ ან ნაკლებ ანაზღაურებაზე, რომელიც
გადაიხდება ამ შრომისთვის. კაპიტალის თეორია. კატეგორია კაპიტალის ისტორიას დ.
რიკარდო ახასიატებდა, როგორც ქვეყნის სიმდიდრის ნაწილს, რომელიც მოიხმარება
წარმოებაში და შედგება საკვების, ტანსაცმლის, ინსტრუმენტების, ნედლი მასალების,
მანქანების და სხვ აუცილებელით, რომ მოძრაობაში იქნეს მოყვანილი შრომა. ხელფასის
თეორია. დ. რიკარდოს შეხედულებები ხელფასზე ალბათ ყველაზე მეტად ჩამოყალიბდა
მისი მეგობრის, თ. მალთუსის თეორიულ შეხედულებათა ზეგავლენით, რომელმაც
კაცობრიობა გააფრთხილა კატასტროფული შედეგებისგან თუკი მოსახლეობის ზრდის
ტემპი გაუსწრებს ადამიანთა არსებობისთვის აუცილებელ საშალებათა ზრდას.
ამტკიცებდა, რომ ხელფასის გადიდება ყოველთვის იმ სიდიდით არ იქნება რომ მუშას
შესაძლებლობა ჰქონდეს კომფორტის და აუცილებლობის იმდენადვე ბევრი საგანი
იყიდოს, რამდენსაც იგი ამ საქონლებზე ფასების მომატებამდე შეიძენდა. მოგების
თეორია. არაერთმნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოთქვა დ. რიკარდომ მეწარმეთა
მოგების ჩამოყალიბებასთან, დინამიკასთან და ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
მისი მოსაზრებით მოგებას დაცემის ბუნებრივი ტენდენცია გააჩნია, იმიტომ რომ
საზოგადოების პროგრესით საკვების საჭირო დამატებითი რაოდენობა, შრომის უფრო და
უფრო მეტი დახარჯვის დროს მიიღება.
7 მალთუსის ეკონომიკური მოძღვრება

მე-19 საუკუნის 30-იან წლებში კლასიკურმა სკოლამ დაამთავრა თავისი არსებობა და მისი
ადგილი დაიკავა პესიმისტრუმა სკოლამ. ეს იყო პერიოდი როდესაც ბურჟუაზიამ
საბოლოოდ დაამარცხა ფეოდალთა კლასი დაიპრყრო პოლიტიკური ძალაუფლება და
გაბატონებული კლასი გახდა. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყელაფერი ისე არ იყო როგორც
ვარდისფერი სათვალით მოჩანდა. გამომჟღავნდა ანტაგონიზმი კაპიტალიზმსა და
მიწათმფლობელობას შორის. პესიმისტური სკოლა ჩამოყალიბდა ინგლისში, მისი
ფუძემდებელი იყო თომას მალთუსი.მალთუსი ითვლება სამიწათმოქმედო
არისტოკრატიისა და მსხვილი მიწათმფლობელების ლენდლორდების იდეოლოგად.
თავის ნაშრომშის წყალობით პოლიტიკური ეკონომიის საწყისები, მან მოიპოვა პირველი
კლასის ეკონომისტის სახელი. მას ჰქონდა ასევე სხვა მრავალი ნაშრომიც.მას კერძო
საკუთრების მოსპობა შეუძლებლად მიაჩნდა რადგან თვლიდა რომ ეს მოსახლეობის
სწრაფად გამრავლებას და საარსებო საშუალებათა ნაკლებობას გამოიწვევსო.მალთუსი
ცდილობდა ბიოლოგიურ პროცესებთან გაეკეთებინა პარალელები . ამის მაგალითია
არსებობისათვის ბრძოლის ინსტინქტი. მალთუსმა მიზნად დაისახა კაპიტალიზმის დროს
არსებული უმუშევრობა და სხვა მოვლენები აეხსნა ბუნების კანონებით. ამისათვის მან
შექმნა ხალხთმოსახლეობის თეორია. მალთუსის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა
დედამიწაზე იზრდება გეომეტრიული პროგრესიით ხოლო საარსებო საშუალებები კი
არითმეტიკულით. სწორედ ამაში ხედავდა მალთუსი სიღატაკისა და სხვა
ნაკლოვანებების მიზეზს. მაგრამ მის თეორიას გააჩნდა ნაკლოვანებაც. მან კვლევები
ჩაატარა ამერიკაზე სადაც მოსახლეობა მკვეთრად იზრდებოდა იმიგრაციის შედეგად.
მაგრამ ეს ფაქტი მან არ გაითვალისწინა და ივარაუდა რომ ყოველ 25 წელიწადში
დედამიწის მოსახლეობა ორმაგდებოდა რაც მცდარი შეხედულებაა. მალთუსმა ასევე
საფუძველი დაუდო ნიადაგის კლებადი ნაყოფიერების კანონს. მისი აზრით წლების
განმავლობაში მიწის ნაყოფიერება მცირდებოდა. ის არ ცნობდა იმ ფაქტს, რომ ტექნიკური
პროგრესის პირობებში ადგილე ექნებოდა მიწის ნაყოფიერების ზრდას.მალთუსმა
გააკრიტიკა კლასიკური სკოლის წარმომადგენლების შრომითი ღირებულების თეორია.
მისი აზრით ღირებულების საზომია არა პროდუქტის წარმოებაზე დახარჯული შრომა
არამედ ნაყიდი შრომა.მალთუსმა თავისი მოსაზრება გამოთქვა მოგების საკითხში. მან
კაპიტალისტური მოგება შეიტანა წარმოების ხარჯებში და მოგება გამოაცხადა
ღირებულების შემქმნელ ფაქტორად. მისი აზრით შემოსავლები არის პირველადი
რომლებიც განსაზღვრავენ ღირებულებას.ხელფასს ის განსაზღვრავდა როგორც მუშა
მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობისა და ხელფასის ფონდს შროის შეფარდებას.
სწორედ ამიტომ რაც უფრო მეტია მუშა ნაკლებია ხელფასი.

8 ჯონ სტიუარტ მილი

ჯონ სტიუარტ მილი,როგორც მეცნიერი განიცდიდა თომას მალთუსის, ჟ. სეის და ნ.


სენიორის ძლიერ გავლენას. მილმა ადრეული ასაკიდან დაიწყო მნიშვნელოვანი
ნაშრომების გამოქვეყნება,ერთ-ერთი „პოლიტიკური ეკონომიის პრინციპები“ 7ჯერ
გამოიცა მისსავე სიცოცხელეში,ამ ნაშრომის მთავარი დამსახურება იყო ის,რომ
პოლიტიკური ეკონომია,როგორც მეცნიერება განხილულია მთლიანობასი.მილის
მოძღვრებასი იგრძნობა მუშათა კლასის მიმართ სიმპატია.მილის ნაშრომი „პოლიტიკური
ეკონომიის პინციპები“ 5 წიგნისგან შედგება, რომელიც ეძღვნება შესაბამისად
წარმოებას,განაწილებას,გაცვლას,კაპიტალიზმის პროგრესს და სახელმწიფო ეკონომიკურ
როლს.ღირებულების თეორია მესამე წიგნშია შეტანილი რადგან მილისთვის ეს თეორია
არ წარმოადგენდა ეკონომიკური მოძღვრების საფუძველს,მის მიხედვით ღირებულება
მცირედაა დამოკიდებული წარმოებაზე,იგი განიცდის მხოლოდ გაცვლის
გავლენას,ღირებულება მხოლოდ შეფარდებაა ერთი საქონლის მეორესთან,კერძოდ
ფულის გაცვლისთვის.კლასიკური სკოლის წარმომადგენლებისთვის საკითხი ასე იდგა
საცვლელ ღირებულებათა და ფასების ძირითად საფუძველს წარმოადგენს შრომითი
დანახარჯები,ყველა დანარჩენი ფაქტორის მოქმედება კი იწვევს მხოლოდ ამ
საფუძვლიდან ამა თუ იმ გადახრას,ამ მიდგომას კი მილი არ ეთანხმებოდა.მოგების
საკითხში მილი განიცდიდა რიკარდოს ზეგავლენას,მისი აზრით მოგება წარმოდგება
იქედან რომ შრომა უფრო მეტ ღირებულებას ქმნის ვიდრე მისი შენახვა ჯდება.რენტას
მილი განსაზღვრავდა ნიადაგის კლებადი ნაყოფიერების კანონით.ასევე მილის აზრით
ხელფასის ნაწილი პრაქტიკულად სტაბილურია,რადგან განისაზღვრება მუშათა
ფონდით,ეს უკანასკნელი განისაზღვრება მუშათა რაოდენობის ხელფასზე
ნამრავლით.მისი თქმით ეს მუდმივი სიდიდეა.ამიტომ ხელფასის ცვალებადობა ნიშნავს
ერთი ჯგუფის მოგებას მეორეს ხარჯზე.

9 სისმონდის ეკონომიკური მოძღვრება

XIX საუკუნის პირველ მესამედში ღრმა ცვლილებები მოხდა მსოფლიოს ეკონომიკურ


ცხოვრებაში. სამრეწველო გადატრიალების შედეგად, დასავლეთი ევროპის ქვეყნებში
სწრაფად ვითარდებოდა ფაბრიკული წარმოება. მრეწველობაში შემოღებული იქნა კერძო
შეთანხმებათა რეჟიმი რომლის თავისუფლებასაც არცერთი კანონი არ ზღუდავდა. ამან
კაპიტალიზმი გარკვეულწილად ჩიხში შეიყვანა. ეს საკითხი კარგად აქვს განხილული
ბურჟუაზიული ეკონომიკური აზრის წარმომადგენენელ ს.სისმონდს. იგი იყო
წვრილბურჟუაზიული კლასის წევრი და ჰქონდა შესაბამისი შეხედულებებიც. სისმონდი
პოლიტიკურ ეკონომიას თვლიდა ზნეობრივ მეცნიერებად, რომელსაც საქმე აქვს
ადამიანის ბუნებასთან და მის მოთხოვნილებებთან. მის მიზანს წარმოადგენდა ის რომ
ეჩვენებინა სახელმწიფოს როლი სიმდიდრის წარმოებაში და მის განაწილებაში. მისი
აზრით, პოლიტიკური ეკონომიის საგანი არის ადამიანთა მატერიალური კეთილდღეობა,
ვინაიდან ის სახელმწიფოზეა დამოკიდებული და სახელმწიფომვე უნდა მოახდინოს
სახალხო სიმდიდრის მართვა. ეს იდეოლოგია მკვეთრად გამოდიოდა თავისუფალი
კონკურენციისა და ვაჭრობის წინააღმდეგ. სახელმწიფომ , და არა თავისუფალმა
კონკურენციამ უნდა წარმართოს წარმოება, მიმოქცევა და განაწილება წვრილი
მეწარმეობის ინტერესებით. ასევე აღსანიშნავია სისმონდის ღირებულების თეორია, ის
იდგა შრომითი ღირებულების თეორიის პოზიციაზე და საქონლის ღირებულებას
განსაზღვრავდა მის წარმოებაზე დახარჯული შრომით. მან ჩამოაყალიბე დებულება რომ
შრომა არის სიმდიდრის ერთადერთი წყარო. და ასაევე ხაზს უსვამდა განსხვავებას
საცვლელ და სახმარ ღირებულებებს შორის. ფული კი არის შრომის ისეთივე პროდუქტი
როგორც სხვა საქონელი და მას გააჩნია თავისი ღირებულება, რომლის გამოყენებაც
შეიძლება სხვა საქონლის ღირებულების შესაფასებლად.სისმონდიმ შრომითი
ღირებულების თეორია გამოიყენა მსხვილი ბურჟუაზიის გასაკრიტიკებლად. ის
კაპიტალიზმის დამახასიათებელ თვისებად თვლიდა სიმდიდრის თავმოყრას
უმცირესობის ხელში და მშრომელი მოსახლეობის უმრავლესობის ნახევრადღატაკურ
არსებობას. ის ხელფასის დონეს უკავშირებდა სპეციფიკურ კაპიტალისტურ
მოცემულობებს, კერძოდ უმუშ4ევრობას, რომელიც აწვებოდა ხელფასის დონეს და მას
დაბლა სწევდა. რასაც ინდუსტრიალიზაციაც ამწვავებდა იქიდან გამომდინარე ,რ ომ
მანქანა დანადგარებმა ჩაანაცვლეს რიგ საქმიანობებში ადამიანები. კაპიტალიზმის
წვრილბურჟუაზიულმა კრიტიკამ კონცენტრირება მოახდინა სისმონდის რეალიზაციისა
და კრიზისების თეორიაში. სისმონდი თვლიდა რომ საქონლის რეალიზაციისათვის
საჭიროა წარმოება სავსებით შეესაბამებოდეს საზოგადოების შემოსავლებს. თუ წარმოება
გადააჭარბებს საზოგადოების შემოსავლების ჯამს, პროდუქტი არ იქნება რეალიზებული.
კაპიტალიზმი იწვევს წვრილ მწარმოებელთა გაჩანაგებას და მუშათა შემოსავლების
შემცირებას , კაპიტალისტები კი აგრძელებენ გამდიდრებას. რაც იწვევს მოხმარების
შემცირებას და ბაზრის შეკვეცას. ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი არის
საგარეო ვაჭრობა , მაგრამ სისმონდის აზრით ეს გამოსავალიც სათუოა, რადგან ქვეყნების
უმეტესობა კაპიტალიზმისკენ მიისწრაფვის და ბაზრების რაოდენობაც მცირდება.
სწორედ ამიტომ უნდა მომხდარიყო წვრილი მეწარმეობის სტიმულირება. საბოლოოდ
სისმონდი მიისწრაფვოდა იქითკენ რომ კაპიტალისტური წარმოება შეებრუნებინა მისი
ამოსავალი პოზიციისაკენ-წვრილი წარმოებისაკენ.

10 პრუდონის ეკონომიკური მოძღვრება

კრიტიკული სკოლის მეორე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ფრანგი ეკონომისტი


პიერ ჟოზეფ პრუდონი. ის სისმონდის მსგავსად წვრილი ბურჟუაზიის მომხრე იყო მაგრამ
მისი სოცალურ-ეკონომიკური შეხედულებები არ ემთხვეოდა სისმონდისას. სისმონდის
შეხედულებები ასახავდნენ წვრილი მწარმოებლების მდგომარეობეობას ბურჟუაზიული
ურთიერთობების ჩამოყალიბების პირბობებში, მან ვერ გაიგო ბურჟუაზიული
საზოგადოების კლასობრივი სტრუქტურა და ამის გამო სრულად უარყოფდა
კაპიტალიზმს. იგი მოითხოვდა შებრუნებას მეურნეობის წინაკაპიტალისტური
ფორმებისაკენ. პ.პრუდონი გამოხატავდა წვრილი ბურჟუაზიის ინტერესებს სხვაგვარად.
ისტორიამ დაამტკიცა კაპიტალიზმიდან მეურნეობის ნატურალური ფორმებისაკენ
შებრუნების შეუძლებლობა და საჭირო გახადა სისმონდის პროექტების მსხვრევა.
პრუდონი კი არ უარყოფდა კაპიტალიზმს არამედ სურდა მისი შესწორება და
გაუმჯობესება. ის ცდილობდა მოეფიქრებინა წვრილი ბურჟუაზიის განადგურებისგან
გადარჩენის გეგმების. პრუდონი შრომის დანაწილების საკითხს ასე განიხილავდა. მისი
აზრით შრომის დანაწილება მუდმივი კანონია და მის კარგ მხარეს წარმოადგენს ის რომ
იგი ხელს უწყობს სიმდიდრის ზრდსა, ცუდი ის არის რომ შეიძლება მან სიღატაკის და
უბედურების ზრდისკენაც მიგვიყვანოს. ამიტომ აუცილებელია მისი დარეგულირება. მან
ასევე ხაზი გაუსვა მანქანების როლს ამ საკითხში. მანქანებმა ერთის მხრივ შეიძლება
შრომა გაადვილონ მაგრამ მეორეს მხრივ ისინი მუშებს სამუშაო ბაზრიდან დევნიან. მან
ასევე შემოგვთავაზა კონსტიტუციური ღირებულების თეორია. კონსტიტუციური
ღირებულება არის ერთგვარი სინთეზი საცვლელ და სახმარ ღირებულებას შორის. ეს
ისეთი ღირებულებაა რომელიც გაცვლაში წარმოიშობა აუცილებლად რეალიზდება
ბაზარზე და დაფარავს ეკონომიკური სისტემის ყველა წინააღმდეგობას.

11 სენ სიმონის ეკონომიკური მოძღვრება

ფრანგი ეკონომისტი კლოდ ანრი სენ-სიმონი მე-18 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული


ემეცნიერია. მან საზოგადოების განვითარება ისტორიული თვალსაზრისით განიხილა.
იგი მიუთითებდა ისტორიულ კავშირზე აწმყოსა და მომავალს შორის და ამტკიცებდა
რომ ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობები წარმოადგენენ კაცობრიობის მთელი
ისტორიის შედეგს და ბუნებრივ გაგრძელებას. იგი საზოგადოების მამოძრავებელ ძალად
თვლიდა, გონებას მეცნიერებას და ცივილიზაციის პროგრესს. სენ სიმონმა შემოიტანა
ინიციატივა ახალი ინდუსტრიული ანუ სამრეწველო სისტემის ჩამოყალიბების შესახებ.
მისი აზრით ამ სისტემის პირობებში არ იქნებოდა წარმოებისა და განაწილების ანარქია,
ადამიანების მიერ სხვა ადამიანების დამონება და ა.შ. ის აკრიტიკიებდა ბურჟუაზიას.
ეკონომიკური თავისუფლება მისი აზრით ერთს განადიდებდა, ხდიდა უმდიდრეს კაცად
ხოლო სხვებს აღატაკებდა, რასაც სენ სიმონი დაუშვებლად მიიჩნევდა. მის სისტემაში არ
იქნებოდა ეგოისტების ბატონობა და ადამიანები ფასდებოდნენ მათ მიერ გაწეული
შრომისა და შესაძლებლობების მიხედვით. ის აკრიტიკებდა ბურჟუაზიას რადგანაც ის
არანაირ მზრუნველობას არ იჩენდა ღარიბი კლასების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
მისი აზრით სისტემის ცვლილება უნდა მომხდარიყო მშვიდობიანი გზებით. მას
მომავალი მსოფლიო წარმოდგენლი ჰქონდა მსოფლიო ასოციაციად. ეს ასოციაცია
უზრუნველყოფდა საზოგადოების ყველა წევრს რაც შეიძლება მეტი სიკეთით. მაგრამ ეს
სისტემა სულაც არ გულისხმობდა იმას რომ კერძო საკუთრება შეიზღუდებოდა. პირიქით
ის თავის ადგილს ინარჩუნებდა ისევე როგორც საზოგადოების კლასობრივი დაყოფა. ეს
სისტემა უხეშად რომ ვთქვათ წააგავდა სახელმწიფო კაპიტალიზმს. ეს არის კომბინაცია
ბურჟუაზიისა და სოციალისტურ პრინციპებს შორის.

12 რ. ოუენის ეკონომიკური მოძღვრება

უტოპიური თეორიები გავრცელდა დიდ ბრიტანეთშიც,ამ მიმდინარეობის მთავარი


წარმომადგენელი იყო რობერტ ოუენი.მან სცადა ნიუ-ლენარკში მცხოვრებთათვის შეექმნა
საარსებო პირობები,ხელი შეუწყო ახალგაზრდების აღზრდას,ააშენა ჰიგიენურად სუფთა
სახლები რათა მოსახლეობას ბარაკებში არ ეცხოვრათ,ამარაგგებდა კარგი
სანოვაგით,13საათიანი სამუშაო გრაფიკი დაიყვანა 10.5მდე, მოაწყო ბაგა ბაღები და
სკოლები,სადაც სწავლის ხარჯს თვისი საწარმო ფარავდა,თუმცა ოუენის მოღვაწეობამ
გაანაწყენა მისი კომპანიონი კაპიტალისტები და საწარმოს დირექტორობა
ჩამოართვეს,ამის შემდეგ ოუენი იწყებს ბრძოლას კაპიტალიზმის ჩარჩოებში
კომუნისტური ასოციაციის შესაქმნელად.ოუენი გამოვიდა სამუშაო დღის შემცირების და
მოზარდთა დაცვის მოთხოვნით,რომელსაც სამთავრობო წრეები მტრულად
შეხვდნენ.შემდეგში მან წარადგინა კოოპერაციულ დასახლებათა პროექტი,სადაც 1500მდე
ადამიანი იქნებოდა გაერთიანებული,ეს მიმართული იყო არა მხოლოდ უმუშევრობის
ლიკვიდაციის არამედ აღზრდის გაუმჯობესწბისკენ.თუმცა ამ პროექტს მხარი არ
დაუჭირეს, ოუენი მივიდა იმ დასკვნამდე რომ საჭირო იყო მთელი საზოგადოებრივი
სისტემის შეცვლა და მან დაიწყო თავისი იდეების პროპაგანდა.1824წელს ის გადავიდა
აშშ-ში სადაც შეიძინა მიწა და შექმანა კოოპერაციული თემი,თუმცა მან დიდხანს ვერ
იარსება.რამდენიმე წლის შემდეგ ოუენმა შეიმუშავა „შრომის სამართლიანი გაცვლის
ეროვნული ბაზრის“ მოწყობის პროექტი.რომლის მიხედვითაც უნდა გარდაქმნილიყო
საზოგადოება,კერძოდ ასეთი „ბაზარი“ წარმოადგენდა ბანკს,სადაც ყველას შეეძლო
ჩაებარებინა საქონელი ,რომელსაც შემდგომში ექსპერტები შეაფასებდნენ მფლობელს
ეძლეოდა „შრომითი ფული“ ანუ ქვითაი,სადაც აღნიშნული იყო ამ საქონელზე
დახარჯული შრომა-საათი და მის მფლობელს შეეძლო იგი გაეცვალა იმავე რაოდენობის
შრომა-საათიან საქონელზე.ოუენის აზრით ეკონომიკური უთანასწორობის მთავარი
მიზეზი იყო კონკურენცია და კერძო საკუთრება,მისი აზრით თუ მათ მოსპობდა
ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწევდა.ასევე ყველაფერში დამნაშავედ მიაჩნდა ფული-
ღირებულების ხელოვნური საზომი.მიუხედავად იმისა,რომ ი=ოუენს განსხვავებული
მოზაზრებები გააჩნდა იგი საზოგადოებრივი სისტემის მშვიდობიანი გზით შეცვლის
მომხრე იყო.

13 ფურიეს ეკონომიკური მოძღვრება

უტოპისტების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ფრანგი მოაზროვნე


ფრანსუა მარი შარლ ფურიე.თავის ნაშრომებში მან დახატა საზოგადოების განვითარების
ისტორიული სურათიდა გააკრიტიკა ბრჟუაზიული საზოგადაების განვითარება.ფურიემ
საზოგადოების ისტორიულ მსვლელობას საფუძვლად დაუდო წარმოების განვითარება
და დაამტკიცა რომ საზოგადოება ვითარდება დავალი საფეხურიდან მაღალისკენ.
ძველიდან ახალ საზოგადოებაზე გადასვლას იგი უკავშირებდა ადამიანის ცნობიერების
განვითარებას.ფურიე დარწმუნებული იყო რომ ბურჟუაზიული ცივილიზაციის წყობა
თვითონვე ამზადებს პირობებს „სოციეტარული წყობილების“ დამყარებისთვის,სადაც
არც გაჭირვება და არც უმეცრებ ა არ იქნება.კაპიტალიზმის კრიტიკის დროს ფურიე
გამოდიოდა თავისი ისტორიული კონცეფციიდან რომლის თანახმადაც საზოგადოება
ვითარდება მარტივი საფეხურიდან მაღლისკენ,განვითარების ეს პროცესი დაყო 4
ნაწილად:ველურობა,ბარბაროსობა,პატრიარქატი და ცივილიზაცია,რომელშიც
კაპიტალიზმს მოაზრებდა.ფურიე წინააღმდეგი იყო ვაჭრობისა და კონკურენციის,რადგან
იგი თვიდა რომ კაპიტალიზმის დროს თითოეული ინდივიდი ზრუნავს პირადი
სარგებლისთვის და იგი სხვა ინდივიდის და მთლიად საზოგადოების მტრად იქცევა,იგი
წერდა რომ ვაჭრობისთვის დამახასიათებელია თაღლითობა,სიცრუე სპეკულაცია და
სხვა,კაპიტალისტური ვაჭროვა არღვევს ურთიერთკავსირს წარმოებასა და მოხმარებას
შორის.ის თვლიდა რომ კაპიტალიზმი მხოლოდ მდიდრებისთვის იყო მისაღები,რადგან
ისინი მდიდრდებოდნენ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე,ფურიე აკრიტიკებდა
არამხოლოდ კაპიტალიზმის ეკონომიკურ წყობილებას არამედ პოლიტიკას,
კულტურას,მორალს.ის მიიჩნევდა რომ კაპიტალიზმი უნდა შეცვლილიყო
„სოციეტარული წყობით“.რომელიც დაფუძვნდებოდა პატარა საწარმოო კოლექტივ-
ასოციაციების კოლექტიურ მუშაობაზე.სადაც ყოველი ინდივიდის ნიჭი და უნარი
დაფასდებოდა.ამ წყობაზე გადასვლას ფურიე სამ ეტაპატ ყოფდა.: 1. გარანტიზმი.,
ნახევრადასოციაცია 2 სოციანტიზმი ,მარტივი ასოციაცია 3.ჰარმონიზმი რთული
ასოციაცია. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს მომზადება სოციალიზმზე გადასვლისთვის,
უნდა მოისპოს წვრილი წამოება,მუშები მონაწილეობას მიიღებენ მოგების განაწილებასი,,
ნახევრადასოციაციის წევრები დარწმუნდებიან საზოგადოებრივი წარმოების,კვების
ტრანსპორტის უპირატესობაში,მაშინ ჩამოყალიბდება ჰარმონიზმი ანუ ასოციაცია.
ფურიეს მიერ წარმოდგენილი ასოციაცია უნდა შედგებოდეს პირველადი უჯრედებისგან-
ფალანგებისგან,ესაა სამომხმარებლო ასოციაცია რომელიც 1800მდე კას
აერთიანებს,ფალანგა იყოფა სერიებად,სერიები ჯგუფებად,სერიაში 24ჯგუფია და
ჯგუფში 7-9ადამიანი..ფალანგის წევრები საკუთარ ქონებას ჩააბრებდნენ ფალანგას,რის
სანაცვლოდაც მიიღებდნენ აქციებს,რომელზედაც მიიღებდნენ დივიდენს.ფურიე თავის
სოციეტარულ საზოგადოებაშიც უშვებდა კლასობრივ განსხვავებას,რადგან მიაჩნდა რომ
ჰარმონიაში თანასწორობა საწამლავის მსგავსიაო.ფურიემ რამდენჯმერმე სცადა თავისი
თეორიების პრაქტიკაში გამოყენება თუმცა ამან შედეგი ვერ მოიტანა.

14 ეროვნული ეკონომიკის მოძღვრება (ლისტი)

დისიდენტური ბურჟუაზიული თეორიები ჩამოყალიბდა 19 საუკუნის შუახანებში


გერმანიაში,ამ პერიოდში გერმანია იყო დაქუცმაცებული და ჩამორჩენილი,არ არსებობდა
ერთიანი ფულადი სისტემა და კომერციული კანონმდებლობა.მხოლოდ 19 საუკუნის
ბოლოდან დაიწყო განვითარების პირველი ეტაპი.ამ დროის ეკონომიკურ აზრში თავისი
სიტყვა თქვა ფრიდრიტ ლისტმა.იგი გამოხატავდა გერმანული ბურჟუაზიის
მისწრაფებებს და მოითხოვდა კაპიტალიზმის განვითარებას,მის უმთავრეს ნაშრომს
წარმოადგენს „პოლიტიკური ეკონომიის ეროვნული სისტემა“,რომელშიც ცენტრალური
ადგილი უკავია გერმანიის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს.თავის ნაწარმოებებში
ლისტი მოითხოვდა ფეოდალიზმის მოსპობას,ის თვლიდა რომ გერმანიის აყვავების გზას
მრეწველობის ზრდა წარმოადგენდა,ეს უკანასკნელი კი საჭიროებდა ძლიერი უცხოური
კონკურენციისგან დაცვას ბაჟებით და სავაჭრო პოლიტიკის სხვა საშუალებებით.მან
გაილაშქრა კლასიკური სკოლის წარმომადგენლების წინააღმდეგ და მათ შრომითი
ღირებულების თეორიას დაუპირისპირა თავისი მწარმოებლურ ძალთა თეორია,მას
მწარმოებლრ ძალებში შეჰყავდა პოლიტიკური და სამართლებრივი
დაწესებულებები,რელიგია მორალი და სხვა.მწარმოებლურ ძალთა თეორიაზე
დაყრდნობით ლისტი შეეცადა პროტექციონისტული პოლიტიკის დასაბუთებას და
გერმანიის მწარმოებლურ ძალთა განვითარებას.მისთვის მიუღებელი იყო შეხედულება
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რომელიც რიკარდოს და სმიტს გააჩნდა.ლისტის
დისიდენტური პოზიცია სწორედ იმაში გამოიხატებოდა რომ თავისუფალი ვაჭრობის
ნაცვლად მხარს უჭერდა პროტექციონისტულ პოზიციას.ლისტის ყველა შეხედულების
საწყისია გერმანიის ბურჟუაზია და მათი ინტერესები,პოლიტიკური ეკონომიის საგნად
იგი ეროვნულ მეურნეობას აცხადებდა,ლისტის ეკონომიკურ სისტემაში ცენტრალური
ადგლი უკავია ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს,ხოლო მისი ეროვნული ეკონომია
ემსახურება მწარმოებლურ ძალთა ყოველმხრივ განვითარებას,რაშიც იგი მთავარ როლს
საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობას ანიჭბდა.ლისტი აღიარებდა საზოგადოების
განვითარების 5 სტადიას: 1 ველურობის 2 მომთაბარე-მესაქონლეობის
3მიწათმოქმედების 4 სამიწათმოქმედო-მანუფაქტურული 5 კომერციული. ამ სქემით მას
სურდა გერმანიის ყოველმხრივი განვითარების თეორიული დასაბუთება.ლისტის
შეხედულებები შემდეგში გამოყენებული იქნა ფაშიზმის პერიოდში.

15 ძველი ისტორიული სკოლის ეკონომიკური მოძღვრება


(როშერი,კნისი,ჰილდებრანდი)

ძველი ისტორიული სკოლის ფუძემდებლები იყვნენ პროფესორები


როშერი,ჰილდებრანდი და კნისი.როშერი თავის ნაშრომებში იცავდა გერმანიის
ბურჟუაზიის ინტერესებს,როშერის ისტორიული მეთოდი გულისხმობს
ევოლუციონიზმს,რომელსაც თვით როშერი ანატომიურ-ფიზიოლოგიურ მეთოდს
უწოდებდა,ამ მეთოდის გამოყენებით როშერი ხსნიდა ეკონომიკურ კატეგორიებს.
„ვარგისიანობის ხარისხს რომლის მიხედვითაც საგანი ჩვენს თვალში ფასეულობად
იქცევა,საგნის ღირებულებას ვუწოდებთ ამბობდა როშერი.მან ღირებულების ახსნას
საფუძვლად დაუდო მოთხოვნა.იგი იზიარებდა დათმენის თეორიას და ამის მიხედვით
ხსნიდა სწორედ მოგებას,მოგების წყაროდ კი კაპიტალისტი მეწარმის შრომას თვლიდა.
ფულს როშერი სასიამოვნო საქონელს უწოდებდა.ასევე გერმანიის ბურჟუაზიის
ინტერესების დამცველი იყო გერმანელი ეკონომისტი ჰილდებრანდი.იგი იბრძოდა
კლასიკური სკოლისა და უტოპიური სოციალიზმის წინააღმდეგ.მან ისტორიული
საფუძველი მიხედვით მოახდინა სამეურნეო განვითარების პერიოდიზაცია.გამოყოფს 3
ფაზას: 1 ბუნებრივი მეურნეობა რომელშიც შუა საუკუნის ნატურალური მეურნეობა
იგულისხმება. 2 ფულადი მეურნეობა და 3 საკრედიტო მეურნეობა.ჰილდებრანდი
ყველანაირად იცავდა კერძო საკუთრებას და ებრძოდა სოციალიზმს,სოციალისტთა
მთავარ ბრალდებას იგი იმაში ხედავდა რომ მათ დააყენეს კერძო საკუთრების მოსპობის
საკითხი.მას საზოგადოება ვერ წარმოედგინა კერძო საკუთრების გარეშე და მას
საზოგადოებისთვის აუცილებელ კატეგორიად თვლიდა. გერმანიული ისტორიული
სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელია ასევე კნისი.მისი შეხედულებები გადმოცემულია მის
ნაშრომში „ფული და კრედიტი“.თავის პირველ ნაშრომებში კნისი ავითარებს
ისტორიული სკოლის მეტოდს, იგი იწონებს როშერის ისტორიულ მეთოდს,აყალიბებს
მთელი სკოლის მეთოდოლოგიურ პოზიციებს,მეორე ნაწარმოებში კი ავითარებს საკუთარ
შეხედულებებს ფულისა და კრედიტის შესახებ,ფულის წარმოშობა მან ახსნა
ნატურალური გაცვლის სიძნელეების საფუძველზე.მის შეხედულებებს ფულთან
დაკავშირებით ბევრი საერთო აქვს ფულის მეტალისტურ თეორიასთან,კრედიტის
საკითხში კი ნატურალურ თეორიასთან.
16 ახალი ისტორიული სკოლის ეკონომიკური მოძღვრება (შმოლერი,ბრენტანო,)

ახალი ისტორიული სკოლა წარმოიშვა 19 საუკუნის 70იან წლებში და აგრძელებდა ძველი


ისტორიული სკოლის ტრადიციებს,ამ სკოლის წარმომადგენლებია შმოლერი,ბრენტანო
და სხვა.წინამორბედების მსგავსად ისინი განაგრძობენ გერმანიის ბურჟუაზიის
ინტერესების დაცვას.თუკი ძველი ისტორიული სკოლა ილაშქრებდა კლასიკური სკოლის
წარმომადგენლების წინააღმდეგ,ახალი ისტორიული სკოლის წარმომადგენლაბმა მათ
მთავარ ამოცანად გაიხადეს პოლიტიკურ ეკონომიაში მარქსისტული დიალექტიკური
მეთოდის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა.ახალი ისტორიული სკოლის
წარმომადგენლები იცავდნენ გერმანიის ბურჟუაზიულ-იუნკრული სახელმწიფოს
კოლონიურ პოლიტიკას,მათ შმოლერის მეთაურობით შექმნეს ისტორიულ-ეთიკური
მიმართულება,რომელმაც მიზნად დაისახა ზნეობრივი და სამართლებრივი ნორმების
შესწავლა.ახალი ისტორიული სკოლის წარმომადგენლებმა შექმნეს „სოციალური
პოლიტიკს კავშირი“ რომელიც მიზნად ისახავდა სოციალურ ღონისძიებათა
დამუშვებას,ამ მიმდინარეობის პროგრამას საფუძვლად დაედო შმოლერის
შეხედულებები. რაც შეეხება გუსტავ შმოლერს,მისი ნაშრომების უდიდესი ნაწილი
ეთმობა სახალხო მეურნეობის ისტორიის საკითხებს.ამ ნაშრომებში იგი მიზნად ისახავდა
ცალკეული ისტორიული ფაქტების სახალხო მეურნეობის ისტორიის საკითხების
აღწერას,იგი მოითხოვდა პოლიტიკურ ეკონომიაში ისტორიულ სტატისტიკური
მეთოდის გამოყენებას.ამ მეთოდის გამოყენებამ მიიყვანა იქამდე რომ უგუნვებელყო
პოლიტიკური ეკონომია და დაიყვანა სახალხო მეურნეობის ისტორიამდე.შმოლერი
უგულვებელყოფდა წარმოებით ურთიერთობებს,განაწილების,მოხმარების და სხვა
საკითხებს იგი ხსნიდა ზნეობრივი და სამართლებრივი ურთიერთობებით.ახალი
ისტორიული სკოლის მეორე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო ლუი ბრენტანო,იგი
როგორც ისტორიული სკოლის წარმომადგენელი ურას აცხადებდა თეორიულ ანალიზზე
და კმაყოფილდებოდაისტორიული ფაქტების ანალიზით.ბრენტანოს შეხედულებებში
ცენტრალური ადგილი უკავია მოძღვრებას მოთხოვნილებების შესახებ,ეს თეორია
დაუდო მან საფუძვლად თავის მოძღვრებას სახალხო მეურნეობის შესახებ.მას
შესაძლებლად მიაჩნდა სოციალური ზავი კლასებს შორის.იგი ებრძოდა მარქსის
ეკონომიკურ ეორიას,კერძოდ შრომითი ღირებულების და ზედმეტი ღირებულების
თეორიებს.უსაფუძვლოდ მიაჩნდა ღირებულების განსაზღვრა საზოგადოებრივად
აუცილებელი სამუშაო დროით,მისი მტკიცებით ღირებულება განისაზღვრება ადამიანის
დამოკიდებულებით ნივთისადმი,რაც შეეხება აგრარულ საკითხებ იგი ემხრობოდა
ნიადაგისკლებადი ნაყოფიერების კანონის მიმდევრებს.

17 მენგერის ეკონომიკური აზრი

ავსტრიული სკოლის და მარჟინალიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო


კარლ მენგერი . მისი გამოკვლევის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა ადამიანის
მოთხოვნილებანი. რომლებიც წარმოიშობიან ადამიანის მიერ გარემომცველი
სივრცისადმი შეგუების დროს. კ. მენგერის აზრით მოთხოვნილება განსაზღვრავს
ინდივიდის ჩვევები და მისი ხასიათის თავისებურებანი. კ. მენგერის მიხედვით თუ
საგნები გამოსადეგია მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის, მისი ამ თვისებების
ცოდნა გადააქცევს მათ სამეურნეო დოვლათად. მენგერმა შემოიღო ეკონომიკური და
არაეკონომიკური დოვლათის ცნება. ეკონომიკურ დოვლათად მას ის დოვლათი მიაჩნდა
რომელთა მიწოდება ნაკლებია მოთხოვნილებაზე. ხოლო არაეკონომიკურად ის რომლის
მიწოდებაც მოთხოვნაზე მეტია. ამ წონასწორობაზე შეიძლება გავლენა იქონიონ ისეთმა
ფაქტორებმა როგორიც არის: მოსახლეობის ზრდა, მომხმარებლის გემოვნება და ა.შ მისი
აზრით ამა თუ იმ საქონლის დამატებით ერთეულს შეუძლია ნაკლები სარგებლიანობის
მოტანა ვიდრე წინას. სწორედ ეს წარმოადგენს საზღვრითი სარგებლიანობის პრინციპს.
ფულის საკითხში მენგერი ემხრობოდა ნომილაისტურ თეორიას,და აღნიშნავდა რომ
ეკონომიკური განვითარების ყოველ სტადიას გარკვეული ფულადი მიმოქცევა
შეესაბამება. კ.მენგერი ყურადღებას არ აქცევდა სოციალურ პრობლემას და მათგან
აბსტაჰირებას ახდენდა

18 ო. ბემ-ბავერკის და ვიზერის ეკონომიკური შეხედულებები

XIX ს-ის 70 იან წლებში ეკონომიკურ აზრში ჩამოყალიბდა ავსტრიული სკოლა,რომლის


წარმომადგენლები იყვნენ კარლ მენგერი,ფრიდრიხ ფონ-ვიზერი და ევგენი ბემ-
ბავერკი.ამ სკოლის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა იდეალისტური
ფილოსოფია და სუბიექტური სოციოლოგია.რაც შეეხევა ვიზერს,ერთი მხრივ იგი
აღიარებდა წარმოების მნიშვნელობას საზოგადოებისათვის და მეორე მხრივ წარმოებას არ
მიაკუთვნებდა ეკონომიკას.გადამწყვეტ სფეროდ იგი გაცვლას თვლიდა,ვიზერი
სამეურნეო საქმიანობის საფუძვლად სარგებლიანობას თვლიდა და დიდ ყურადღებას
უთმობდა დოვლათის იშვიათობის ფაქტორს.მისი აზრით ფასი არა მარტო
სარგებლიანობის გამოხატულებაა,არამედ ფულის სამომხმარებლო და საცვლელ
ღირებულებას შორის წონასწორობის დამდგენი საშუალებაა,ვიზერს დასაშვებად მიაჩნდა
სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში,მისი აზრით სახლემწიფოს ფუნქცია იმაში
მდგომარეობს რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი წარმოების განვითარების პირობები
და დაცვა,ის წინააღმდეგი იყო პროგრესული დაგეგმვის,მენგერისგან გასხნვავებით იგი
დაინტერესებული იყო სოციალური საკითხებითაც.ვიზერმა სცადა საზოგადოება
წარმოედგინა როგორც ფუნქციონირებადი ორგანიზმი და შეეცადა შეეცნო იგი,მისი
სიმპატიები იხრებოდა ევგენი ბემ-ბავერკი ,მენგერის მსგავსად მისი თვალთახედვის
ამოსავალ წერტილს აბსტრაქციონიზმი წარმოადგენდა,ეკონომიკური თეორიის მთავარ
ამოცანად მან გამოაცხადა ადამიანისა და ნისვთს შორის ურთიერთობა,იგი პრიმატს
ანიჭებდა მოხმარებას და წარმოების როლს უგულვებელყოფდა.მისი ღირებულების
თეორია ემყარებოდა მენგერის თეორიას,მისი აზრით რადგან საზღვრითი სარგებლიანობა
კლებულობს მოცემულ დარგში,საერთო ღირებულება უდრის ყველა ერთეულის
ღირებულების ჯამს.მისი აზრით ღირებულება არ წარმოიქმნება მანამ სანამ
სამომხმარებლო ღირებულება არ შეეხემება იშვიათობას.მან კაპიტალი დაყო როგორც
წარმოების საშუალება და კაპიტალი როგორც კმინდა შემოსავალი.ასევე მან განაცალკევა
კერძო და საძოგადოებრივი კა[იტალი.მოგების განსაზღვრის საკითხში ეყრდნობა
სენიორის თეორია და მოგების წყაროდ თავშეკავებას აცხადებს.პროცენტის დონე მან
განსაზღვრა დამატებითი შემოსავლით,რომელსაც იძლევა წარმოების გაფართოების
შესაძლებლობა,ამ პროცესში მონაწილეობს 3 ელემენტ: საარსებო საშუალებების ფონდის
სიდიდე, მუშათა რაოდენბა და ამ მომენტში მიღწეული წარმოების დონე.ასევე ის
განსასხვავებს დოვლათის ფასეულობის 2 სახეს სუბიექტურს და ობიექტურს.ბემ-ბავერკმა
ასევე გამოყო ფასების წარმოქმნის 4 ფაქტორი : საქონლის მსურველთა
რაოდენობა,მყიდველის მიერ საქონლის შეფასების დონე,გასაყიდად განკუთვნილი
საქონლის რაოდენობა,გამყიდველების მიერ საქონლის შეფასების დონე.

19 ჯევონსისა და ვალრასის მარჟინალური კონცეფციები

მარჟინალიზმი (Margina-ზღვრული) ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის ერთ-ერთი


მიმართულებაა რომელიც ეკონომიკური კვლევის დროს ზღვრული სიდიდეების
ანალიზს ემყარება. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში გაძლიერდა კაპიტალიზმის კრიტიკა.
წარმოიშვა მოძრაობა,კლასიკური სკოლის წინააღმდეგ. რეალური დანახარჯების
ანალიზი უარყოფილი იქნა და უპირატესობა მიენიჭა დანახარჯების ფსიქოლოგიურ
განმარტებას. მარჟინალიზმის თეორიის მედროშეებად ითვლებიან :ჯევონსი, ვალრასი,
მენგერი. უილიამ სტენლი ჯევონსი მიიჩნევდა რომ კლასიკური სკოლის შეხედულებათა
ბატონობა სერიოზულად უშლიდა ხელს პოლიტიკური ეკონომიის შემდგომ
განვითარებას. მის მნიშვნელოვან ნაშრომს წარმოადგენს პოლიტიკური ეკონომიის
თეორია. მის ამ თეორიაში მთავარ როლს თამაშობს სუბიექტური საზღვრითი
სარგებლიანობა. უ. ჯევონსის თეორიის ძირითადი პოსტულატი გვაუწყებს, რომ
ღირებულება წარმოიშობა საზღვრითი სარგებლიანობიდან. ჯევონსი ილაშქრებდა
შრომითი ღირებულების თეორიის წინააღმდეგ და საქონლის ფასეულობას
განსაზღვრავდა ნივთის იშვიათობით. იგი იზიარებდა და იცავდა მოთხოვნა- მიწოდების
თეორიას. მარჟინალიზმის ფუძემდებლად ასევე ითვლება შვეიცარიელი ეკონომისტი
ლეონ ვალრასი. ვალრასმა თავისი ეკონომიკური შეხედულებები ჩამოაყალიბა ისეთ
ნაშრომებში როგორიც არის პოლიტიკური ეკონომია და სამართალი და ა.შ ლ.ვალრასის
მოძღვრებაშ მთავარი ადგილი უკავია ეკონომიკური წონასწორობის თეორიას. მე-19
საუკუნის 70-იან წლებში ეკონომიკურ აზრში ჩამოყალიბდა ავსტრიული სკოლა.
ავსტრიული სკოლაც მარჟინალიზმს ეფუძნებოდა. მან შრომითი ღირებულების
კლასიკურ თეორიას დაუპირისპირა საზღვრით სარგებლიანობის თეორია. ამ თეორიის
მიხედვით საქონლის ღირებულება განისაზღვრება არა უბრალო სარგებლიანობით
არამედ ნივთის საზღვრითი სარგებლიანობით. ავსტრიული სკოლის მიხედვით
საზღვრითი სარგებლიანობა არის საქონლის იმ ერთეულის სარგებლიანობის
სუბიექტური შეფასება, რომელიც საქონლის მარაგის მოცემული სიდიდისას ინდივიდის
ყველაზე ნაკლებ საარსბო მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. სარგებლიანობის დონე ასევე
დამოკიდებულია საქონლის მოთხოვნასა და იშვიათობაზე. რაც უფრო იშვიათად
მოიპოვება საქონელი, მით უფრო მაღალია მისი ღირებულება. საქონლის ღირებულების
სიდიდეს საფუძვლად უდევს ნივთის იშვიათობის პრინციპი.
20 ა. მარშალის ეკონომიკური მოძღვრება

ინგლისური ანუ კემბრიჯის სკოლის მეთაური იყო ალფრედ მარშალი.რომელმაც


განავითარა კლასიკური სკოლის მოძღვრება და სათავე დაუდო ნეოკლასიკურ
მიმართულებას.მარშალის ნაწარმოებებში დიდი ადგილი უჭირავს კრიზისებისა და
სავაჭრო დეპრესიის პრობლემების ახსნას,რომელთა მიზეზებს მარშალი წარმოებასა და
კრედიტის ორგანიზაციაში ხედავდა.მარშალის სუბიექტურ-ფსიქოლოგიური სკოლა
იყენებდა საზღვრითი სარგებლიანობის და საზღვრითი ნაყოფიერების
თეორიებს.სწორედ სუბიექტურ-ფსიქოლოგიური მიდგომით ხსინდა მარშალი ისეთ
ეკონომკურ კატეგორიებს როგორიცაა ფასი,ღირებულება,მოგება,ხელფასი,რენტა.ფასს
მარშალი უმთავრეს ეკონომიკურ მოვლენად თვლიდა და მას განსაზღვრავდა არა
ღირებულებით,არამედ ადამიანის ფსიქოლოგიური შეფასებით მოთხოვნა-მიწოდებით.
მთელი გადატრაილება ღირებულების საკითხში რომელიც მარშალმა მოახდინა იმაში
მდგომარეობს რომ ფასი განსაზღვრა როგორც მოთხოვნა-მიწოდებსასთან
დაკავშირებული სიდიდე.მარშალი თეორია ძირითადად ეს არის ფასების თეორია
კონკურენციულ პირობებში,მისი გაგებით თავისუფალი მეწარმეობის სისტემა მტკიცედ
ემყარება კონკურენციაზე,თუმცა მონოპოლისტური ელემენტი დევს ნებისმიერ
კონკურენციულ სისტემაში,იგი თავის ნაშრომებში ერთმანეთს უკავშირებდა ეროვნული
შემოსავლის ზრდას და მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის
ამაღლებას.ეროვნული შემოსავლის ზრდასთნ ერთად მუშათა კლასის წილიც იზრდება
და მისი მატერიალურ-კულტურული დონე მაღლდება.კაპიტალისტთა მოგებას მარშალი
თვლიდა წარმოების ხარჯების ნაწილად,კაპიტალისტთა გასამრჯელოდ მოგების და
სარგებლის ანალიზის დროს იგი ეყრდნობოდა „კაპიტალის ნაყოფიერებისა“ და
„თავშეკავების“ ძველ თეორიებს.თუკი საწყის ეტაპზე მარშალი ეწინააღმდეგებოდა
მონოპოლიას,კრიზისებისა და საგარეო ვაჭრობის პრობლემებთან დაკავშირებით იგი
მოითხოვდა მსხვილი მონოპოლიური გაერთიანებების შექმნას და გამოხატავდა მათ
ინტერესებს.მარშალმა ეკონომიკური მოვლენების და კატეგორიების ახსნას საფუძვლად
დაუდო სხვადასხვა მათემატიკური გაანგარიშებანი.ის მიუთითებდა რომ ეკონომიკური
მეცნიერება უნდა ემყარებოდეს ფაქტებს,ამიტომაც მის შემდეგ ეკონომიკური თეორიის
არცერთი წიგნი არ უვლის გვერდს მათემატიკურ ანალიზს.

21 კლარკის ეკონომიკური მოძღვრება

XIX საუკუნის დამლევს წარმოიშვა საზღვრითი სარგებლიანობის თეორიის


თავისებულრი ვარიანტი რომლის ფუძემდებელი იყო ამერიკელი პროფესორი ჯონ ბეისტ
კლარკი.იგი აცხადებდა რომ სურდა აღმოეფხვრა ეკონომიკური
უზუსტობანი,ამტკიცებდა რომ ყველა სახის შრომა მწარმოებლურ ხასიათს ატარებს.ის
ირწმუნებოდა რომ კაპიტალისტური კანონები ბუნებრივია,ისინი მოქმედებენ მუდმივარ
და კლასებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობას ამყარებენ.ეკონომიკური მეცნიერება მან
დაყო 3 ნაწილად.პირველი ნაწილი მიუძღვნა უნივერსალური კანონების ძიებას,რის
საფუძველზეც ჩამოაყალიბა 3უნივერსალური კანონი:1 საზღვრითი სარგებლიანობის
კანონი 2 სპეციფიკური მწარმოებლურობის კანონი 3 კლებადი ნაყოფიერების კანონი.
ეკონომიკური მეცნიერების მეორე განყოფილება მან მიუძღვნა ეკონომიკის ანალიზს
სტატისკურ დგომარეობაში ხოლო მესამე კი დინამიკური კანონების გამოკვლევას.
წარმოების ფაქტორების საზღვრითი ნაყოფიერების თეორიით კლარკი ამტკიცებდა
ბურჟუაზიული საზოგადოების სხვადასხვა კლასთა ჰარმონიის იდეებს,კლარკის მიერ
ჩამოყალიბებული ძირითადი დებულებები ასეთია:სამეურნეო სისტემა ემყარება კერძო
საკუთრებასა და ინდივიდუალურ თავისუფლებაზე,ღირებულება გამომდინარეობს
სარეგბლიანობიდან,სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკაში უნდა იყოს შეზღუდული,
კლარკისთვის ნათელი იყო რომ განაწილების პრობლემა სოციალურ ხასიათს
ატარებს,საზოგადოებრივი პროდუქტი გარკვეული წესით უნდა გადანაწილდეს მის
შექმნაში მონაწილე სხვადასხვა ჯგუფებს შორის..ასეთი სისტემა განპირობებულია
ბუნებრივი კანონებით.შრომა იიღებს თავის წილს კაპიტალისტი კი თავისას.კლარკის
ეკონომიკური შეხედულებებისთვის დამახასიათებელია შინაგანი სისუსტე რაც
თვალსაჩინოდ ვლინდება მის სტატიკისა და დინამიკის თეორიაში.მან მთელი
პოლიტიკური ეკონომია დაყო სტატიკად და დინამიკად,მისი ეკონომიკური სტატისკა
ემსახურება წონაწორობის თეორიას,რომელიც უნდა სწავლობდეს ისეთ
საზოგადოებას,სადაც ყოველგვარი ცვლილება გამორიცხულია.ხოლო დინამისტების
მთავარ ამოცანად კლარკმა დააყენა დინამიკურ ცვლილებათა 5 მიზეზის შესწავლა: 1
მოსახლეობის ზრდა.2 წარმოების ახალი ტექნიკა. 3 საწარმოების ორგანიზაციული
ფორმების ცვლილება. 4 კაპიტალის დაგროვება. 5 მომხმმარებლის გემოვნების
ცვლილება.ამ თეორიებიდან განსაკუთრებით დინამიკის თეორია განვითარდა XX -ის
50იანი წლებისთვის და მან მიიღო ეკონომიკური ზრდის თეორიის სახელწოდება.რაც
შეეხება ხელფასსა და რენტასმ,კლაკი სარგებლის კატეგორიების განსაზღვრისას იყენებდა
საზღვრითი ნაყოფიერებისა და კაპიტალის კლებადი ნაყოფიერების თეორიებს.

22 ვებლენის ეკონომიკური მოძღვრება

ინსტიტუციონალიზმი თანამედროვე ეკონომიკური აზრის ერთ-ერთი მთავარი


მიმართლებაა. იგი ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში აშშ-ში. ამ
მიმართულების სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვიდან ინსტიტუციო
(სწავლება) . ინსტიტუციონალისტები მოითხოვენ ისეთი ინსტიტუტების შესწავლას
როგორიც არის სახელმწიფო, კონკურენცია, გადასახადები, კერძო საკუთრება და სხვა
ტერმინი ინსტიტუციონალიზმი პირველად აშშ-ის ეკონომისტმა ჰამილტონმა გამოიყენა
თავის ნაშრომში: მოხსენება მანუფაქტურების შესახებ, რომელშიც მოითხოვდა ა. სმიტისა
და დ. რიკარდოს აბსტრაქტული მეთოდის უარყოფას და მის ნაცვლად ეკონომიკური
მოვლენების შესწავლაში სტატისტიკური აღწერილობითი მეთოდის გამოყენებას.
ინსტიტუციონალიზმის მიმდინარეობა არაერთგვაროვანია. განარჩევენ მის სამ
სახესხვაობას.1. სოციალურ-ფსიქოლოგიური 2. სოციალურ სამართლებრივი და 3.
კონიუქტურულ აღწერილობითი. 1. ვებლენი სოციალურ ფისიქოლოგიური
ინსტიტუციონალიზმი. ინსტიტუციონალიზმის ყველაზე რადიკალურ ფორმას
წარმოადგენს ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის ვებლენის შეხედულები. ის
წარმოშობით სკანდინავიელი იყო მაგრამ განათლება ამერიკაში მიიღო. ვებლენის
ეკონომიკური შეხედულებები საკმაოდ წინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებენ. თავისი
ფილოსოფიური მსოფლმხედველობით ვებლენი იდეალისტი იყო და გადაჭრით
გამოდიოდა მარქსიტული ფილოსოფიური მატერიალიზმისა და საერთოდ
მატერიალზმის წინააღმდეგ. ამასთან ერთად ან საკმაოდ ფართო აღიარება ჰპოვა, როგორც
თანამედროვე კაპიტალიზმის კრიტიკოსმა. მან თავისი ანალიზი დაიწყო ეკონომიკური
თეორიის გავრცელებული კანონების კრიტიკული შეფასებით. ის ამტკიცებდა რომ
ეკონომისტებმა სრულიად გამოტოვეს მხედველობიდან ევოლუციოური მიდგომის
მნიშვნელობა. კლასიკურმა პოლიტიკურმა ეკონომიამ არჩევანი გააკეთა სამეურნეო
პროცესების ტერმინებზე და ისინი აღწერა ფულად კატეგორიებში. ადამ სმიტმა, დეივიდ
რიკარდომ და მარშალმა ეკონომიკური იდეები განიხილეს მხოლოდ იმ მასალების
დახმარებით, რომლებსაც მათი წარმოდგენით ეკონომიკა მიჰყავდათ წონასწორობის
ნორმალური მდგომარეობისაკენ. ამ ეკონომიკური თეორიებში ადგილი არ იყო
განვითარების იდეისთვის. ვებლენის მიხედვით ადამიანის ცხოვრება საზოგადოებაში
არის ბრძოლა არსებობისათვის და ის წარმოადგენს შერევისა და შეგუების პროცესს.
საზოგადოებრივი სტრუქტურის ევოლუცია არის ინსტიტუტების ბუნებრივი შერჩევის
პროცესი. ის მხარს უჭერდა ევოლუციონიზმს მაგრამ არა სოციალური დარვინიზმის
სულისკვეთებას. ვებლენი კაპიტალისტურ საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფდა.
ინდუსტრიის სფეროდ და ბიზნესის სფეროდ. ამით იგი უგულვებელყოფდა
ბურჟუაზიული საზოგადოების კლასებად დაყოფას და კლასობრივ ბრძოლას. ის
საზოგადოების მამოძრავებელ ძალად აცხადებდა ტექნიკას. მან შემოიტანა ტექნიკური
საბჭოს იდეა რომელსაც ტექნიკური გარდაქმენბი უნდა გაეტარებინა წარმოებაში. და ამ
გზით დაეძლია კაპიტალიზმის წინააღმდეგობები. ტ.ვებლენი ეკონომიკურ
განვითარებაში პრიმატს აკუთვნებდა ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. იგი გამოყოფდა სამ
მამოძრავებელ ინსტიქტს: ოსტატობის ინსტიქტი , მშობლიური გრძნობა და წმინდა
ცნობისმოყვარეობა. მისი აზრით ეს ძალები ამოძრავებენ ადამიანს და აღუძრავენ
სურვილს მწარმოებლური ეკონომიკური მოღვაწეობისადმი.

23 კომონსის ეკონომიკური მოძღვრება

ინსტიტუციონალიზმის სოციალურ სამართლებრივი ნაირსახეობის წარმომადგენელი


იყო მეოცე საუკუნის არანაკლებ ცნობილი ეკონომისტი ჯო.რ კომონსი. კომონსი მთავარ
ყურადღებას აქცევდა ადამიანის ფსიქიკურ მხარეებსა და თვისებებს. ადამიანთა ფსიქიკა
და სამართალს იგი თვლიდა საზოგადოების საფუძვლად. ის ასევე დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდა წარმოების ტექნიკურ მხარეებს. პოლიტიკური ეკონომიის საგანს ჯ.კომონსის
აზრით ეკონომიკური ინსტიტუტების შესწავლა წარმოადგენს. თავისი მოღვაწეობის
დასაწყისში კომონსი გარკვეულწილად იზიარებდა ბემ-ბავერკის შეხედულებებს
,განსაკუთრებით მოთხოვნა-მიწოდების იდეას,თუმცა აკრიტიკებს მას საკუთრების
კატეგორიის უგულვებელყოფისთვის.სწორედ საკუთრების კატეგორიების შესწავლის
დროს კომონსი გადადის სამართლებრივ პრობლემებზე, ის ყურადღებას ამახვილებდა
კოლექტიური მოწმედებების შესწავლაზე და ირწმუნებოდა რომ კოლექტიური მოქმედება
წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას საწინააღმდეგო ინტერესების შესარიგებლად. ის
მივიდა იმ დასკვნამდე რომ კოლექტიური სწრაფვა ეკონომიკაში თავის გამოხატულებას
პოულობს სამართლის მეშვეობით. კომონსი ყველა პროცესს განიხილავდა მისი
ისტორიული საფუძველიდან გამომდინარე,მის მიხედვით ინტერესთა შეჯახების
დაძლევა და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება ხდება უმაღლესი სასამართლოს
მეშვეობით.კომპნსი აკრიტიკებდა თავის წინამორბედ ეკონომისტებს რადგან ისინი
სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ სახელმწიფოს ეკონიმურ როლს.მის
შეხედულებებში მთავარი ყურადღება ეთმობა ისეთ კატეგორიებს როგორიცაა :
ოჯახი,მონოპოლიური გაერთიანებები,სახელმწიფო და სხვა,ასევე ის დიდ ყურადღებას
აქცევდა სამეურნეო საკითხებში სახელმწიფოს ჩარევის საკითხებს.სახელმწიფოს ჩარევა
ეკონომიკაში მას მიაჩნდა კლასთა ინტერესების ჰარმონიის მიღწევის შესაძლებლობად.

24 მიტჩელი ეკონომიკური მოძღვრება

ამერიკული ინსტიტუციონალიზმის მესამე ნაირსახეობის მთავარი წარმომადგენელი იყო


უესლი კლერ მიტჩელი. უ.მიტჩელი სწავლობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში სადაც გაეცნო
ვებლენს და გახდა მისი მოწაფე თავის ნაწარმოებებში სხვა ინსტიტუციონალისტების
მსგავსად მითჩელიც კრიტიკულად უყურებდა დედუქციური მეთოდიკით შესრულებულ
ანალიზს. უ.მითჩელის მთქმით თეორიამ რომ ადექვატურად ასახოს რეალობა ასამარისი
არ არის მხოლოდ ლოგიკა. ამისათვის აუცილებელია თეორია გახდეს ფაქტის
შემოწმებული ახსნა და არა ვარჯიში ლოგიკაში.იგი აქტიურად იყენებდა აღწერილობით
სტატისტიკურ მეთოდს,მის მუშაობას ახასიათებდა სიზუსტე,კონკრეტულობა,ის იყო
ეკონომიკაში მათემატიკური მეთოდის გამოყენების ინიციატორი.მიტჩელს შესაძლებლად
მიაჩნდა ეკონომიკური კრიზისების თავიდან აცილება ან შერბილება კაპიტალისტური
საზოგადოების შენარჩუნების პირობებში.ის თავის ნაწარმოებებში არ იყენებს სიტყვა
კრიზისს. კრიზისის ნაცვლად იგი ხმარობს ტერმინებს: პანიკა, რეცესია. ის ეკონომიკურ
ციკლს ოთხ ფაზად ჰყოფს. 1)დეპრესია 2) გამოცოცხლება 3)აყვავება 4) რეცესია
.ეკონომიკურ კრიზისებს რომ არ ჰქონდეს ადგილი მიტჩელის მიხედვით საჭიროა
კრიზისების საწინააღმდეგო ზომების მიღება,ის ყველაზე მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა
საბანკო-საკრედიტო სისტემის რაციონალურ ორგანიზაციას.მიტჩელი
კონიუქტურათმცოდნედ ითვლება. კონიუქტურათმცოდნეებს მიაჩნიათ რომ
ეკონომიკური კრიზისები შეუძლებელია კაპიტალიზმის დროს. ამ თეორიის საფუძველზე
ჩამოყალიბდა ჰარვარდი ბარომეტრი რომელსაც უნდა ეწინასწარმეტყველა
კაპიტალისტური კონიუქტურის სვლა. ამ ბარომეტრში მოცემულია სამი მრუდი
1)სპეკულაციის ინდექსი 2) ბიზნესის ინდექსი 3) ფულადი ბაზრის ინდექსი.

25 კეინზის მაკროეკონომიკური მოძღვრება

XX-ე საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მსოფლიო პოლიტიკურ


და ეკონომიკურ ცხოვრებაში.ეკონომიკური ლიბერალიძმის ადგილი დაიკავა
რეგულირებადი ეკონომიკს მოძღვრებამ.ბურჟუაზიული ეკონომისტებიც იძულებულნი
გახდნენ ეღიარებინათ კაპიტალიზმის პრობლემები,მათი აღმოფხვრის გზების ძიება
საკუთარ თავზე კეინსის მიმდევრებმა აიღეს.რეგულირებადი ეკონომიკის კეინსური
მოძღვრებისთვის დამახასიათებელია ყურადღების გადატანა არაეკონომიკური
ფაქტორების ანალიზზე,სახელწიფოს გამოცხადება კაპიტალისტური ეკონომიკსთვის
დამახასიათებელ წინააღმდეგობათ დაძლევის ძირითად პირობად.ასევე მათ
სახელმწიფოს დააკისრეს ეკონომიკური კრიზისებისა და უმუშევრობის წინააღმდეგ
ბრძოლის პასუხისმგებლობაც.მიმდინარეობის ავტორი ჯონ მაინარდ კეინსი იყო
ინგლისის ბურჟუაზიის ინტერესების დამცველი,ის მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა
კრებებზე, მათ შორის ვერსალის საზავო კონფერენციის მუშაობაშიც.მისი ნაშრომებიდან
აღსანიშნავია „ინდოეთის ვალუტა და ფინანსები“ და „ვერსალის საზავო ხელშეკრულების
ეკონომიკური შედეგები“.თავის ნაშრომებში ის დიდი როლს უთმობს ფულის თეორიის
საკითხებს.კეინსმა წამოაყენა რეგულირებადი ვალუტის შექმნის პროგრამა.ის
მოითხოვდა ინგლისში არსებული ფულის მიმოქცევის სისტემის შეცვლას,მას
შესაძლებლად მიაჩნდა ქაღალდის ფულის მიერ ფულის ფუნქციების შესარულება ოქროს
შინაარის გარეშე.განსხვავებით ეკონომიკური ლიბერალიზმისგან კეინსი კატეგორიულად
მოითხოვდა სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკურ ცხოვრებაში,არა მხოლოდ ფულის
რეგულირების,არამედ სახალხო მეურნეობის რეგულირების მიზნით.კეინსელობა
იკვლევდა არა მხოლოდ მიკროეკონომკურ მოვლენებს,არამედ ისეთ ერთობლივ
სიდიდეებს როგორიცაა შემოსავალი,დასაქმება,მოთხოვნა-მიწოდება.კეინსის აზრით
უმუშევრობისა და კრიზისების მიზეზია მოთხოვნილების არასაკმარისი დონე.მის
მიხედვით კაპიტალისტურ საზოგადოებაში ადამიანების მოთხოვნილება მოხმარების
საგნებზე არასაკმარისია,ეს უკმარისობა აიხსნება ფსიქოლოგიური კანონით.რის
მიხედვითაც ადამიანებს აქვთ მიდრეკილება მოხმარებისგან თავშეკავებასა შემოსავლების
დაზოგვისკენ,დაზოგვა კი ამცირებს სამომხმარებლო მოთხოვნას.ამიტომ საზოგადოების
ნორმალურად განვითარებისთვის მას აუცილებლად მიაჩნდა სახელმწიფოს ჩარევა
ეკონომიკაში.დანახარჯების მხრივ კეინსი გამოყოფს 2 სახეს: დანახარჯები მოხმარებაზე
და დანახარჯები დაზოგვაზე.მულტიპლიკატორის კეინსური თეორია ადგენს
ურთიერთდამოკიდებულებას საერთო დასაქმებას,შემოსავალსა და ინვესტიციის
მოცულობას შორის,მას დაგროვების მულტიპლიკაოტორი ეწოდება და გვიჩვენებს
რამდენად იზრდება შემოსავალი ახლადწარმოებული კაპიტალდაბანდებებთან
თანაფარდობაში.

26 ნეოკეინზელები (ჰაროდი,დომარი)

ნეოკეინსური მიმდინარეობის მამამთავრად ითვლება კეინსის მიმდევარი ინგლისელი


ეკონომისტი ჰორბს ჰაროდი,იგი ეკონომიკური დინამიკის გამოჩენილი თეორიტიკოსია,ამ
თეორიის მიმდევრების მიზანია დინამიკური კაპიტალიზმის მოდელის შექმნა,ამისთვის
ისინი აუცილებლად თვლიან გარედან ჩარევას ეკონომიკაში,ბიძგის მიცემას.ჰაროდის
ეკონომიკურიდინამიკის თეორია გამოდის ტოტალიტარული დირიჟიზმის წინააღმდეგ,
იგი არ უარყოფს თავისუფალ მეწარმეობას,მისი თქმით კერძო მეწარმეობა ნიშნავს
დემოკრატიას ხოლო ტოტალიტარიზმი თავისუფლების ლიკვიდაციას.თავის ნაჭრომებში
ჯაროდი აქცენტს აკეთებს დიანმიკურ წონასწორობაზე თუმცა არც სტატიკურ
წონასწორობას უგულვებელყოფს,მისი განმარტებით სტატიკური წონაწორობა არ ნიშნავს
უქმად ყოფნის მდგომარეობას,როცა წარმოება გრძელდება ყოველდღე და
ყოველწლიურად,თუმცა მისი მოცულობა არც ფართოვდება და არც მცირდება.
სტატიკური წონასწორობის ქვეშ ჰაროდი გულისხმობს მარტივ კვლლავწარმოებას,ხოლო
დინამიკური წონასწორობის ქვეშ გაფართოებულ კვლავწარმოებას.ჰაროდის ეკონომკური
დინამიკის თეორიის მიხედვით ეკონომიკურ განვითარებას საფუძვლად უდევს სამი
ფაქტორი: 1 მოსახლეობის ზრდა 2 ერთ სულ მოსახლეზე პროდუქციის გადიდიება 3
დაგროვილი კაპიტალის ოდენობა.ჰაროდის დინამიკური წონასწორობა გულისხმობს
წარმოების ზრდის სწრაფ ტემპს,განუწყვეტლივ გაფართოებულ კვლავწარმოებას.იგი
განასხვავებს ზრდის ფაქტიურ და ბუნებრივ ტემპს.ასევე შემოაქვს ახალი
ფსიქოლოგიური კატეგორია-ზრდის გარანტირებული ტემპი.ზრდის ძირითადი
ფორმულის მიხედვით ეკონომიკა ისეთი ტემპით უნდა გაიზარდოს რომლის დროსაც
სრულად გამოიყენება ყველა არსებული რესურსი. გარდა ჰაროდისა ეკონომიკური ზრდის
თეორიების ერთ-ერთ ბუძემდებლად ითვლება ევსეი დავიდ დომარი.რომელმაც თავის
ნაშრომში „ნარკვევები კონომიკური ზრდის შესახებ“ ჩამოაყალიბა თავისი კონცეფცია
ეკონომიკური ზრდის შესახებ.დომარი ძირითადად კეონსელობას ემყარება,თუმცა
ჰაროდის მსგავსად უპირატესობას ანიჭებს დინამიკურ წონასწორობას და არა
სტატიკურს.დინამუკური წონასწორობის დამყარების მიზნით იგი ცდილობს
ეკონომიკური ზრდის თეორიაში პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდების გაწონასწორებს.მის
თეორიაში რეალიზაციისა და დაგროვების პრობლემა დაყვანილია წარმოების ზრდის
საკითხებამდე,მისი აზრით პროდუქციის ზრდა უდრის ინვესტიციების ჯამს
გამრავლებულს ამ ინვესტიციათა საშუალო საზოგადოებრივ ნაყოფიერებაზე.

27 ეკონომეტრიკული მოძღვრებები (ლეონტიევი)

ნეოკეინსურ ეკონომიკურ აზრში ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ მიმართულებას


წარმოადგენს ეკონომეტრიკა.რომლის თეორიულ ბაზას შეადგენს რეგულირებადი
კაპიტალიზმის თეორია,ეკონომეტრიკა აერთიანებს სხვადასხვა ეკონომეტრიკული
მოძღვრებების წარმომაგენლებს იგი პირველ რიგში დაკავშირებულია
ინსტიტუციონალიზმთან და მათემატიკურ ეკონომიკასთან.ეკონომიკურ ლიტერატურაში
გამოყოფილია ეკონომიკის 2 ძირითადი მიმართულება 1 თეორიული ხასიათის
ეკონომეტრიკული მოდელები და 2 გამოყენებითი ხასიათის ეკონომეტრიკული
მოდელები.გამოყენებითი ხასიათის ეკონომეტრიკული მოდელების უმეტესობა ეთმობა
დანახარჯების და პროდუქციის გამოშვების ბალანსის პრობლემებს.ანალიზი
დანახარჯებისა და პროდუქციის გამოშვების ბალანსის მეთოდის მიხედვით მიზნად
ისახავს ეკონომიკის სხვადასხვა დარგებს შორის წარმოებრივ-ეკონომიკრუ კავშირ-
ურთიერთობების შესწავლას.ამ მიმდინარეობის მთავარი თეორეტიკოსია ლეონტიევი.იგი
თავის კვლევაში იყენებს ვალრასის ეკონომიკური წონასწორობის თეორიას.მის მოდელს
საფუძვლად უდევს ჭადრაკული მოდელი,რომლის ქვემდებარეა სახალხო მეურნეობის
დარგები,რომლებიც პროდუქციას აწარმოებენ,ხოლო შემასმენელია პროდუქციის
მომხმარებელი დარგები.მის მოდელში გატარებულია აზრი იმის შესახებ,რომ ტექნიკური
განვითარების მოცემულ დონეზე განსაზღვრული კავშირია სხვადასხვა წარმოებრივ
დანახარჯებსა და აღებული დარგის მერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობას
შორის,ეს ურთიერთდამოკიდებულება ფიქსირებულია როოგრც ტექნიკური
კოეფიციენტები,რომლებიც ლეონტიევის ეკონომეტრიკული მოდელის ძირითდ შინაარს
შეადგენს.

28 სოციალური საბაზრო მეურნეობის ნეილიბერალური კონეფცია (ერჰარდი)

საბაზრო მეურნეობის ერთ-ერთი საყურადღებო ვარიანტს წარმოადგენს სოციალური


საბაზრო მეურნეობის მოდელი.ეს მოდელი წინა პლანზე აყენებს ეკონომიკურ
ცხოვრებაში სახელმწიფო ჩარევას.საბაზრო მეურნეობაში ჩამატებული სიტყვა
„სოციალური“ მიანიშნებს სამეურნეო ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის დოზას და
მასშტაბს.სოციალური საბაზრო მეურნეობის ერთ-ერთ მთავარ დამცველს წარმოადგენს
ცნობილი გერმანელი ეკონომისტი ლუდვიგ ერჰარდი,სოციალური საბაზრო მეურნეობის
თეორიასა და პრაქტიკას ერჰარდი თვლიდა მთელი საზოგადოების კეთილდღეობის
შექმნის პირობად.ერჰარდის მიმდევრები აღნიშნავენ რომ სოციალური საბაზრო
მეურნეობა წარმოადგენს ეკონომიკური დემოკრატიის ცხოვრებაში გატარებას ხოლო
გეგმიანი სოციალისტური ეკონომიკა პიროვნების თავისუფლების უარყოფას.მათი აზრით
მოგებას ქმნის შეჯიბრებაზე დამყარებული თავისუფალი საბაზრო მეურნეობა,ასეთი
მეურნეობის პირობებში მონოპოლია აღმოფხვრილია, სოციალური საბაზრო მეურნეობის
თეორიამ აღმავლობა ჰპოვა გერმანიაში და იგი დასავლეთგერმანიის სასწაულად
იწოდებოდა,რაც ერჰარდმა თავისი თეორიის დამსახურებად მიიჩნია.თუმცა
მოგვიანებით გერმანიის განვითარება შეფერხდა ,დაეცა სამრეწველო განვითარება,რამაც
საბოლოოდ გამოიწვია დასავლეთ-გერმანული ნეოლიბერალიზმის კრიზისი.ერჰარდმა
სცადა ვითარების გამოსწორება სცადა ახალი კონცეფციის შემუშავებით და
თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა ფორმირებული საზოგადოების კონცეფცია.

29 ჩიკაგოს მონეტარული სკოლა (ფრიდმენი) (მონეტარიზმი)

ნეოლიბერალური იდეები ფართოდაა გავრცელებული აშშ-ში.სადაც ნეოლიბერალურ


იდეებს იცავს „ჩიკაგოს ჯგუფი“.ისინი წინააღმდეგნი არიან ეკონომიკურ ცხოვრებაში
სახელმწიფოს მეტისმეტი ჩარევის ანუ სტეიტიზმის.ამერიკელი ნეოლიბერალების
თანახმად თავისუფლების აუცილებელ პირობას კერძო საკუთრება და კონკურენცია
წარმოადგენს.ამერიკელი ნეოლიბერალებიდან მნიშვენელოვანია მილტონ
ფრიდმანი.მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია „კაპიტალიზმი და თავისუფლება“ და
„არჩევანის თავისუფლება“.იგი გამოდის მათ წინააღმდეგ ვინც იღებს საბჭოური
ეკონომიკური ორგანიზაციის არსებით ნიშნებს,მაგრამ სურს უზრუნველყოს
ინდივიდუალური თავისუფლება პოლიტიკური დაწესებულებების
მეშვეობით.ფრიდმანის მიხედვით ეკონომიკური თავისუფლება ესაა კერძო
მეწარმეობრივი გაცვლითი ეკონომიკა,ის რასაც ჩვნც ვუწოდებთ კონკურენციულ
კაპიტალიზმს. სახელმწიფოს ფრიდმანი განიხილავს როგორც თავისუფალი მეწარმეობის
დაცვის იარაღს,თუმცა მისი თეორიის მიხედვით სახელწიფოს საქმანობის სფერო
შემოსაზღვრული ინდა იყოს,მისი მთავარი ფუნცქია მდგომარეობს თავისუფლების
კანონების და წესრიგის დაცვაში.ფრიდმანი თავის პრაქტიკულ რეკომენდაციაში
მოუწოდებს ავტომატური მექანიზმების შემნისკენ,რომლებიც სამუდამოდ გამორიცხავენ
სახელმწიფოს ჩარევას.მისი მთავარი სათქმელი მდგომარეობს იმაში რომ საბაზრო
ეკონომიკა ფუცქციონირებს გამართულად მაშინ როცა მას არ აწუხებენ.ომის შემდეგ
პერიოდში პრიდმანმა აღმოაჩინა მონეტარიზმი,რომელსაც მიაჩნია რომ ფულადი მასის
ზრდა განსაზღვრავს ინფლაციას და ამიტომ ფულადი ეკონომიკური პოლიტიკა
მიმართული უნდა იყოს ფულადი მასის შეზღუდვისა და სტაბილიზაციისკენ.

30 რაციონალური მოლოდინის თეორია ( სარჯენტი, ლუკასი)

მიკროეკონომიკის ჩიკაგოს სკოლის ლიბერალური შეხედულებების დამატებით არსებობს


მაკროეკონომიკის ანალოგიური სკოლა,რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ეკონომისტებმა
სარჟენტმა და ლუკასმა,სწორედ მათ დამსახურებად ითვლება რაციონალური
მოლოდინის თეორიის შექმნა.რომელმაც ფართო გავრცელება ჰპოვა XX საუკუნის 70იან
წლებში.რაციონალური მოლოდინის თეორიის თანახმად რაციონალურად იქცევიან
მეწარმეები,მომხმარებლები და მუშები,შეიგნებენ როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა და
საკმაოდ ეფექტიანად იყენებნ არსებულ ინფორმაციას თავიანთი ინტერესების დასაცავად.
საბაზრო სუბიექტები აგროვებენ და გაიაზრებენ ინფორმაციას იმ მოვლენების
მოლოდინის ფორმირებისას რაც მათთვის ფულად ინტერესს წარმოადგენს.მოლოდინი
იწვევს საბაზრო მოთხოვნის გაფართოებას,რაც თავის მხრივ განაპირობებს ფასების
ზრდას სურსათზე ჯერ კიდევ მოსავლის აღებამდე.რაციონალური მოლოდინის თეორიის
მომხრეები ამტკიცებენ რომ მეწარმეებმა მომხმარებელებმა და მუშებმა იციან თუ როგორ
ფუნქციონირებს ეკონომიკა და შესაძლებლობა აქვთ ხელმისაწვდომი ინფორმაცია
გამოიყენონ გადაწყვეტილების მისაღებად,რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ
ინტერესებს,ადამიანები უბრალოდ კი არ აღადგენენ წარსულ გამოცდილებას
მომავლისთვის,არამედ ისინი აფასებენ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის
სავარაუდო ზეგავლენას ეკონომიკის მომავალზე.ზოგადად,რაციონალური ადამიანები
მთელ არსებულ ინფორმაციას გამოიყენებენ თუ როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა და
როგორ ატარებს სახელმწიფო ეკონომიკურ პოლიტიკას.ეს მათ საშუალებას აძლევს
წინასწარ განჭვრიტონ ცვლილებათა შედეგები ეკონომიკაში დამოუკიდებლად იმისა,
ისინი ეკონომიკური პოლიტიკითაა გამოწვეული თუ სხვა ფაქტორით და შესაბამისად
მიიღონ გადაწყვეტილებები,რაც გამოიწვევს მათთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი
შედეგის მიღწევას.

You might also like