You are on page 1of 16

მაკროეკონომიკა

(ფინალური)

თეორიული საკითხები

1. განსაზღვრეთ მშპ და დაახასიათეთ მისი კომპონენტები

პასუხი: მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) - ყველა იმ საბოლოო საქონლისა და მომსახურების


საბაზრო ღირებულება, რომელიც იწარმოება ქვეყნის შიგნით დროის მოცემულ პერიოდში. მშპ
ერთდროულად ზომავს ორ სიდიდეს:

 ეკონომიკის ყველა წევრის მიერ მიღებულ მთლიან შემოსავალს;


 მომსახურებაზე გაღებულ მთლიან ხარჯებს.

მშპ კომპონენტებია:

მოხმარება - საოჯახო მეურნეობების მიერ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები


ახალი საცხოვრებლის ყიდვის გამოკლებით.

ინვესტიცია - კაპიტალურ მოწყობილობებზე,მარაგებსა და შენობებზე გაწეული ხარჯები


საოჯახო მეურნეობების მიერ,ახალი საცხოვრებლის ჩათვლით.

სახელმწიფო შესყიდვები - ადგილობრივი,შტატის და ფედერალური მთავრობის მიერ


საქონლისა და მომსახურების შეძენაზე გაწეული ხარჯები. მასში არ შედის ტრანსფერული
გადასახადები(ტრანსფერტები გადაანაწილებენ გადასახადის გადამხდელებისგან მიღებულ
გადასახადებს).

წმინდა ექსპორტი - უცხოელთა მიერ შეძენილი სამამულო წარმოების საქონლის ღირებულების


(ექსპორტი) და ადგილობრივი რეზიდენტების მიერ შეძენილი უცხოური წარმოების საქონლის
ღირებულების (იმპორტი) სხვაობა. ის შეიძლება იყოს უარყოფითიც.

2. ჩამოთვალეთ ცხოვრების ღირებულების გამოთვლის სამი ძირითადი პრობლემა და


იმსჯელეთ მათზე. მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითები.

პასუხი: პირველი პრობლემა-ჩანაცვლებისკენ სწრაფვა--მომხმარებელი მეტად გაძვირებულ


საქონელს ნაკლებად გაძვირებული საქონლით ჩაანაცვლებს.

მაგ: ვაშლი მსხალზე იაფია,შესაბამისად მომხმარებლები უფრო მეტ ვაშლს ყიდულობენ.თუ


ვაშლის ფასი მეტი იქნება მსხლის ფასზე,ბუნებრივია,ამ ცვლილების საპასუხოს ვაშლზე
მოთხოვნა შემცირდება და მსხალზე გაიზრდება.

მეორე პრობლემა-ახალ საქონლის გამოჩენა--როცა ბაზარზე ახალი საქონელი


ჩნდება,მომხმარებელს არჩევნის მეტი საშუალება აქვს.მრავალფეროვანი საქონელი კი
თითოეულ დოლარს უფრო ღირებულს ქმნის.
მაგ: ბაზარზე ვიდეომაგნიტაფონის გამოჩენა,რამაც მომხმარებელს მისცა საყვარელი ფილმების
სახლში ყურების შესაძლებლობა.

მესამე პრობლემა-ხარისხის ცვლილების გაუთვალისწინებლობა--როცა, საქონლის ხარისხი


მცირდება,დოლარის ღირებულებაც მცირდება და როცა, საქონლის ხარისხი იზრდება დოლარის
ღირებულებაც იზრდება.ბიურო ცდილობს უცვლელი ხარისხის საქონლისგან შემდგარი
კალათის ფასის გამოთვლას.

3. იმსჯელეთ მწარმოებლურობასა და მის დეტერმინანტებზე.

პასუხი: მწარმოებლურობა - ერთ სამუშაო საათში წარმოებული საქონლისა და მომსახურების


რაოდენობა. ის ცხოვრების დონის ძირითადი დეტერმინანტია. სხვადასხვა ქვეყნის ცხოვრების
დონეებს შორის განსხვავება სწორედ მწარმოებლურობის შეფასებით დგინდება.

რა განსაზღვრავს მწარმოებლულობას? მწარმოებლურობის დეტერმინანტებია:

ფიზიკური კაპიტალი-მოწყობილობები და შენობები,რომლებივ საქონლისა და მომსახურების


წარმოებისთვის გამოიყენება.ის წარმოების წარმოებული ფაქტორია,რაშიც იგულისხმება ის,რომ
კაპიტალი საწარმოო პროცესში გამოყენებული ის მასალაა,რომელიც თვითონ იყო წარსულში
საწამოო პროცესის შედეგი.

ადამიანური კაპიტალი-ცოდნა და უნარი,რომელსაც მშრომელი განათლებისა და პრაქტიკული


გამოცდილების გზი იძენს.ისიც წარმოების წარმოებული ფაქტორია.

ბუნებრივი რესურსები-საქონლისა და მომსახურების წარმოებაში გამოყენებული


მასალა,რომელსაც გვაძლევს ბუნება,მაგალითად,მიწა,მდინარეები და წიაღისეული.არსებობს
განახლებადი(ტყე) და არაგანახლებადი(ნავთობი) ბუნებრივი რესურსები.

ტექნოლოგიური ცოდნა-საზოგადოების უნარი,შეარჩიოს საქონლისა და მომსახურების


წარმოების საუკეთესო გზები.არსებობს საყოველთაო და გასაიდუმლოებული ტექნოლოგიები.

4. განმარტეთ რას ნიშნავს ბიუჯეტის დეფიციტი და ბიუჯეტის გარდამეტი

პასუხი: მთავრობა გადასახადებიდან იღებს T თანხას, ხოლო საქონელსა და მომსახურებაზე


ხარჯავს G-ს. როდესაც საგადასახადო შემოსავლები მეტია მთავრობის ხარჯებზე (T>G), ამ დროს
მთავრობას აქვს ბიუჯეტის გარდამეტი. ეს გარდამეტი საზოგადოებრივი დანაზოგია -
საგადასახადო შემოსავალი, რომელიც სახელმწიფოს რჩება ხარჯების დაფარვის შემდეგ(T-G).

ხოლო, როდესაც საგადასახადო შემოსავლები მთავრობის ხარჯებზე ნაკლებია (T<G), ამ დროს


მთავრობა განიცდის ბიუჯეტის დეფიციტს და საზოგადოებრივი დანაზოგი (T-G) უარყოფითია.

5. ჩამოთვალეთ და განმარტეთ უმუშევრობის სახეები.

პასუხი: უმუშევრობა - მოვლენა, რომლის დროსაც მოსახლეობის ცალკეული ნაწილი ვერ


შოულობს სამუშაოს. უმუშევრობის გარკვეული დონის არსებობა გარდაუვალია რეალურ
ეკონომიკაში. უმუშევრობის ნორმალურ დონეს, რომლის მიმართაც იცვლება უმუშევრობის
დონე ეწოდება ბუნებრივ დონე, რასაც განსაზღვრავს ოფიციალურად რეგისტრირებულ
უმუშევართა ხვედრითი წონა შრომისუნარიანი ასაკის მქონე მოსახლეობის საერთო
რიცხოვნობაში. ხოლო უმუშევრობის გადახრას ბუნებრივი დონიდან ეწოდება - ციკლური
უმუშევრობა - ამ ტიპის უმუშევრობის მაჩვენებელი მოძრაობს მშპს-ს საწინააღმდეგო
მიმართულებით, ეკონომიკური კრიზისის დროს.

არსებობს უმუშევრობის 2 სახე : ფრიქციული უმუშევრობა და სტრუქტურული უმუშევრობა.


ფრიქციული უმუშევრობა - წარმოიქმნება იმის გამო,რომ ადამიანები ისეთ სამუშაოს
ეძებენ,რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ უნარსა და გემოვნებას.ის ძირითადად
სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ცვლილების შედეგია. ხოლო სტრუქტურული უმუშევტობა - არის
უმუშევრობა,რომელსაც ზოგიერთ ბაზარზე წარმოშობს სამუშაო ადგილების სიმცირე სამუშაოს
მაძიებელთა რაოდენობასთან შედარებით.

6. რა არის ფული (განმარტება) და რომელია ფულის ფუნქციები (მოიყვანეთ მაგალითები)?

პასუხი: ფული-ეკონომიკაში არსებული აქტივები,რომელთაც ადამიანები რეგურალურად


იყენებენ სხვა ადამიანებისგან საქონლისა და მომსახურების შესაძენად. ფული ყველაზე
ლიკვიდური აქტივია - მას შეუძლია სწრააფდ გადაიცვალოს ეკონომიკაში არსებულ ვალუტაზე.

ფულის ფუნქციებია:

გაცვლის საშუალება - ის,რასაც მყიდველები აძლევენ გამყიდველებს,როდესაც საქონლისა და


მომსახურების შეძენა სურთ. როდესაც ტანსაცმლის ყიდვა გინდათ,თქვენ ყიდულობთ
სასურველ პერანგს,გამყიდველს კი აძლევთ ფულს.

ღირებულების საზომი - ერთეული,რომელსაც ადამიანები იყენებენ ფასების განსაზღვრისა და


ვალების აღრიცხვისთვის. არ შევცდებით,თუკი 1კგ ვაშლი 2 ლარი ღირს და 1კგ მსხალი 4ლარი,
ვიტყვით რომ 2კგ ვაშლი 1კგ მსხალი ღირს,ან კიდევ თუ ვიტყვით,რომ ვაშლი ½ მსხალიამაგრამ
ფასები ასეთ მნიშვნელობას არ იღებს.

დაგროვების საშუალება- ადამიანების მსყიდველობითი უნარის აწმყოდან მომავალში


გადატანის განსაკუთრებული შესაძლებლობა. ეს შესაძლებელია აქციების,ობლიგაციების,
უძრავი ქონების,ცნობილი ადამიანების ავტოგრაფების მეშვეობითაც.

7. რა განსაზღვრავს ინფლაციის არსებობას და მის დონეს ეკონომიკაში? აღწერეთ თუ რას


გულისხმობს ფულის რაოდენობრივი თეორია.

პასუხი: ფულის რაოდენობრივი თეორია არის თეორია, რომლის თანახმად, ფულის რაოდენობა
განსაზღვრავს ფასების დონეს, ხოლო ფულის რაოდენობის ზრდის ტემპი - ინფლაციის დონეს.
8. დაახასიათეთ კავშირი კაპიტალის წმინდა გადინებასა და წმინდა ექსპორტს შორის
მთლიანი ეკონომიკისთვის.

პასუხი: ღია ეკონომიკა დანარჩენ სამყაროსთან ორგვარად ურთიერთქმედებს - საქონლისა და


მომსახურების მსოფლიო ბაზრებზე და მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე. წმინდა ექსპორტიც და
კაპიტალის წმინდა გადინებაც ამ ბაზრების დაუბალანსებლობას ზომავს.

წმინდა ექსპორტი ასახავს ქვეყნის ექსპორტისა და იმპორტის უთანაბრობას, ხოლო კაპიტალის


წმინდა გადინება ასახავს ქვეყნის მოქალაქეთა მიერ შეძენილ უცხოურ აქტივებსა და უცხოელთა
მიერ შეძენილ სამამულო აქტივებს შორის უთანაბრობას.

გამოთვლებით ირკვევა, რომ ეს ორი სიდიდე ერთმანეთს უნდა აწონასწორებდეს. ესე იგი,

NCO = NX - ეს ტოლობა სამართლიანია, რადგან თითოეულმა გარიგებამ, რომელიც ტოლობის


ერთ მხარეზე მოქმედებს, ზუსტად ასევე უნდა იმოქმედოს მეორე მხარეზეც.

 როდესაც ქვეყანას სავაჭრო გარდამეტი აქვს (NX>0), ის უფრო მეტ საქონელსა და


მომსახურებას ყიდის უცხოელებზე, ვიდრე თავად ყიდულობს მათგან. როგორ იყენებს
იმ უცხოურ ვალუტას, რომელსაც ის საქონლისა და მომსახურების ამ წმინდა გაყიდვიდან
იღებს? ის უცხოურ აქტივებს ყიდულობს, რის გამოც ხდება ქვეყნიდან კაპიტალის
გადინება (NCO>0).
 როდესაც ქვეყანას სავაჭრო დეფიციტი აქვს (NX<0), ის უფრო ნაკლებ საქონელსა და
მომსახურებას ყიდის უცხოელებზე, ვიდრე თავად ყიდულობს მათგან. როგორ
აფინანსებს მსოფლიო ბაზარზე უცხოელებისგან ამ საქონლისა და მომსახურების ყიდვას
ქვეყანა? ის საზღვარგარეთ ყიდის აქტივებს, რის გამოც ხდება კაპიტალის შემოდინება
ქვეყანაში (NCO<0).

საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო ნაკადები და კაპიტალის საერთაშორისო ნაკადები


მონეტის ორი მხარეა.

9. დაახასიათეთ რა განსაზღვრავს მოთხოვნასა და მიწოდებას სასესხო კაპიტალისა და


უცხოური ვალუტის გაცვლის ბაზრებზე და როგორ უკავშირდება ეს ორი ბაზარი
ერთმანეთს.

პასუხი: ღია ეკონომიკაში მიწოდებისა და მოთხოვნის ფუნქციონირების უკეთ გასაგებად


განვიხილავთ 2 ბაზარს: სასესხო კაპიტალის ბაზარსა და უცხოური ვალუტის გაცვლის ბაზარს.
სასესხო კაპიტალის ბაზარი უნდა განვიხილოთ, როგორც იმ ადგილობრივი რესურსების
ნაკადი, რომელიც სამამულო ეკონოიკაში კაპიტალის დაგროვების მიზნით წარმოიქმნება.

S = I + NCO დანაზოგები = სამამულო ინვესტიციები + კაპიტალის წმინდა გადინება

მიწოდების წყაროა- ეროვნული დანაზოგი. - როდესაც ქვეყანა თავისი შემოსავლის ერთ


დოლარს ზოგავს, ეს დოლარი შეუძლია გამოიყენოს კაპიტალის შეძენის ან უცხოური აქტივის
შესყიდვის დაფინანსებისთვის.

მოთხოვნის წყაროა - სამამულო ინვესტიციები და კაპიტალის წმინდა გადინება - კაპიტალური


აქტივის შეძენა სასესხო კაპიტალზე მოთხოვნას ზრდის, იმის მიუხედავად, სამამულოა ეს
აქტივი (I) თუ უცხოური (NCO).

სასესხო კაპიტალის ბაზარზე სარგებლის განაკვეთი თვითრეგულირდება სასესხო კაპიტალის


მიწოდებისა და სასესხო კაპიტალზე მოთხოვნის სრულ გაწონასწორებამდე.

უცხოური ვალუტის გაცვლის ბაზარი - ამ ბაზარზე ადგილობრივი ვალუტა იცვლება უცხოურ


ვალუტაზე.

NCO = NX კაპიტალის წმინდა გადინება = წმინდა ექსპორტი

მიწოდების წყაროა - კაპიტალის წმინდა გადინება - იგულისხმება დოლარების ის რაოდენობა,


რომელიც უცხოეთს აქტივების ყიდვის მიზნით მიეწოდება.

მოთხოვნის წყაროა - წმინდა ექსპორტი - იგულისხმება დოლარების ის რაოდენობა, რომელზეც


წარმოიქმნება მოთხოვნა აშშ-ს საქონელისა და მომსახურების ექსპორტის ყიდვის მიზნით.

უცხოური ვალუტის ბაზარზე რეალური სავალუტო კურსი თვითრეგულირდება დოლარის


მიწოდებისა და დოლარზე მოთხოვნის სრულ გაწონასწორებამდე.

 ვინაიდან კაპიტალის წმინდა გადინება სასესხო კაპიტალის ბაზარზე მოთხოვნის


ნაწილია და უცხოური ვალუტის ბაზარზე მიწოდებას უზრუნველყოფს, ეს ის ცვლადია,
რომელიც ამ ორ ბაზარს აკავშირებს.

10. რატომ არის ერთობლივი მიწოდების მრუდი ზრდადი მოკლევადიან პერიოდში? რატომ
არის ერთობლივი მიწოდების მრუდი ვერტიკალური გრძელვადიან პერიოდში?
მოიყვანეთ არგუმენტები?

პასუხი: ერთობლივი მიწოდების მრუდი ასახავს საქონლისა და მომსახურების რაოდენობას,


რომლის წარმოებასა და გაყიდვას ირჩევენ ფირმები ფასების თითოეულ დონეზე.

მოკლევადიან პერიოდში ერთობლივი მიწოდების მრუდი ზრდადია - მოკლევადიან პერიოდში


ფასების დონე გავლენას ახდენს წარმოების მოცულობაზე. ეს აიხსნება 3 თეორიით :

 ხისტი ხელფასების თეორია - ფასების მოსალოდნელზე დაბალი დონე იწვევს რეალური


ხელფასის ზრდას, რაც ფირმებს აიძულებს, უფრო ცოტა მომუშავე დაიქირაონ და
შეამცირონ საქონლისა და მომსახურების წარმოება.
 ხისტი ფასების თეორია - ფასების მოსალოდნელზე დაბალი დონის პირობებში ზოგი
ფირმა სასურველზე მაღალ ხელფასებს ინარჩუნებს, რაც აცირებს მათ გაყიდვებს და
შესაბამისად, წარმოების დონესაც.
 მცდარი შეხედულებების თეორია - ფასების მოსალოდნელზე დაბალი დონის გამო ზოგი
მიმწოდებელი არასწორად ფიქრობს, რომ მხოლოს მისი საქონლის ფარდობითი ფასები
დაეცა და ამ მოვლენას წარმოების შემცირებით პასუხობს.

გრძელვადიან პერიოდში ერთობლივი მიწოდების მრუდი ვერტიკალურია - გრძელვადიან


პერიოდში საქონლისა და მომსახურების მიწოდება დამოკიდებულია კაპიტალისა და შრომის
მიწოდებასა და იმ საწარმოო ტექნოლოგიაზე, რომელიც გამოიყენება კაპიტალისა და შრომის
საქონლად და მომსახურებად გადაქცევისთვის.

გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების ვერტიკალური მრუდი, არსებითად,


კლასიკური დიქოტომიისა და ფულის ნეიტრალიტეტის გრაფიკული გამოხატულებაა, რადგან
მოცემული თეორიების მსგავსად, რეალური ცვლადი არ არის დამოკიდებული ნომინალურ
ცვლადზე - წარმოების მოცულობა (რეალური ცვლადი) არ არის დამოკიდებული ფასების
დონეზე (ნომინალური ცვლადი).

11. რა ფაქტორები განსაზღვრავს ერთობლივი მოთხოვნის მრუდს და რატომ არის


ერთობლივი მოთხოვნის მრუდი კლებადი?

პასუხი: ერთობლივი მოთხოვნის მრუდი ასახავს საქონლისა და მომსახურების რაოდენობას,


რომლის ყიდვასაც ირჩევენ საოჯახო მეურნეობები, ფირმები და მთავრობა ფასების თითეულ
დონეზე. ანუ, ფასების დონის შემცირება იწვევს საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის
ზრდას.

ერთობლივი მოთხოვნის მრუდი კლებადია - Y = C + I + G + NX

 ფასების დონე და მოხმარება : სიმდიდრის ეფექტი - დაბალი ფასები ზრდის რეალურ


ხელფასს, რაც სტიმულს აძლევს მოხმარების ხარჯებს.
 ფასების დონე და ინვესტირება : სარგებლის განაკვეთის ეფექტი - დაბალი ფასები
ამცირებს სარგებლის განაკვეთს, რაც სტიმულს აძლევს საინვესტიციო ხარჯებს.
 ფასების დონე და წმინდა ექსპორტი : სავალუტო კურსის ეფექტი - ფასების დაბალი დონე
ამცირებს რეალურ სავალუტო კურსს, რაც ზრდის წმინდა ექსპორტს.

ერთობლივი მოთხოვნის მრუდს განსაზღვრავს მშპ კომპონენტები, და სწორედ მათი ცვლილება


იწვევს მრუდის გადაადგილებას :

o მოხმარების გავლენა;
o ინვესტიციების გავლენა;
o სახელმწიფო შესყიდვების გავლენა;
o წმინდა ექსპორტის გავლენა.

ოთხივე ფაქტორის ცვლილება პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ერთობლივ


მოთხონაზე.
12. რა ინსტრუმენტებს იყენებენ ფისკალური პოლიტიკის გატარების დროს? რა არის
მულტიპლიკატორის ეფექტი და გამოდევნის ეფექტი? მოიყვანეთ მაგალითები
მულტიპლიკატორის ეფექტზე და გამოდევნის ეფექტზე?

პასუხი: ფისკალური პოლიტიკა პოლიტიკოსების მიერ სახელმწიფო შესყიდვებისა და


გადასახადების დონის დადგენაა. მას იყენებენ საქონლისა და მომსახურების ერთობლივ
მოთხოვნაზე ზემოქმედებისთვის.

 სახელმწიფო შესყიდვების ცვლილება

როცა მთავრობა ცვლის ფულის მიწოდებას ან გადასახადების დონეს, ისინი ფირმებისა და


საოჯახო მეურნეობების გადაწყვეტილებებზე არაპირდაპირი ზემოქმედებით გადაადგილებენ
ერთობლივი მოთხოვნის მრუდს.

როცა მთავრობა ცვლის მის მიერვე შეძენილი საქონლისა და მომსახურების რაოდენობას, ამით
პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ერთობლივი მოთხოვნის მრუდის გადაადგილებაზე.

ერთობლივი მოთხოვნის გადაადგილების მასშტაბს სახელმწიფო შესყიდვების ცვლილების


სიდიდისგან განასხვავებს:

 მულტიპლიკატორის ეფექტი

ერთობლივი მოთხოვნის მრუდის დამატებითი გადაადგილება, რომელიც გამოწვეულია


ექსპანსიონისტური ფისკალური პოლიტიკის შედეგად შემოსავლებისა და, აქედან გამომდინარე,
სამომხმარებლო დანახარჯების გაზრდით. მაგ: სამთავრობო შესყიდვების ზრდა $20 მლრდ-ით
იწვევს ერთობლივი მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას $20 მრლდ-ზე მეტით. ეს ეფექტი
იმიტომ ჩნდება, რომ ერთობლივი შემოსავლის ზრდა მომხმარებლებს ხარჯების ზრდისკენ
უბიძგებს. ასევე, არსებობს მოთხოვნასა და ინვესტიციას შორის დადებითი უკუკავშირი, რასაც
საინვესტიციო აქსელერატორი ეწოდება.

მულტიპლიკატორი = 1/(1-MPC) MPC- მოხმარების ზღვრული მიდრეკილება - დამატებითი


შემოსავლის ის ნაწილი, რომელსაც საოჯახო მეურნეობა სამომხმარებლო საქონელზე ხარჯავს.
მულტიპლიკატორი მნიშვნელოვანი ცნებაა, რადგან ის გვიჩვენებს, როგორ შეუძლია ეკონომიკას
ცვალებადი დანახარჯების შედეგების გაძლიერება.

 გამოდევნის ეფექტი

ერთობლივი მოთხოვნის შემცირება, როცა ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკის შედეგად


იზრდება სარგებლის განაკვეთი და, შესაბამისად, მცირდება საინვესტიციო ხარჯები.
მაგალითად, როცა მთავრობა საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს
აფართოებს, ამით გამოწვეული შემოსავლის მატება ფულზე მოთხოვნას გაზრდის, რაც
სარგებლის განაკვეთს ზრდის. ეს კი, თავის მხრივ, ამცირებს საქონელსა და მომსახურებაზე,
განსაკუთრებით საინვესტიციო საქონელზე, მოთხოვნას. ინვესტიციების გამოდევნის ეს ეფექტი
ნაწილობრივ აბათილებს ერთობლივ მოთხოვნაზე ფისკალური პოლიტიკის ექსპანსიის
ზემოქმედებას.
 გადასახადების ცვლილება

როცა მთავრობა გადასახადებს ამცირებს, ერთობლივი მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება


მარჯვნივ.

როცა მთავრობა გადასახადებს ზრდის, ერთობლივი მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება


მარცხნივ.

13. ახსენით ფილიპსის მრუდის კავშირი ერთობლივი მოთხოვნის და ერთობლივი


მიწოდების მოდელთან.

პასუხი: ფილიპსის მრუდი ინფლაციისა და უმუშევრობის იმ კომბინაციებს გვიჩვენებს,


რომლებიც მოკლევადიან პერიოდში ჩნდება, როდესაც ერთობლივი მოთხოვნის მრუდის
გადაადგილება იწვევს ეკონომიკის გადაადგილებას ერთობლივი მიწოდების მრუდის გასწვრივ.

რადგანაც მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკას ერთობლივი მოთხოვნის მრუდის


წანაცვლება შეუძლია, ამ პოლიტიკის მექანიზმებით შესაძლებელია ეკონომიკის გადაადგილება
ფილიპსის მრუდის გასწვრივ.

ფულის მიწოდების ზრდას, სამთავრობო ხარჯების ზრდას, ან გადასახადების შემცირებას


შეუძლია გამოიწვიოს ერთობლივი მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ გადაადგილება და ფილიპსის
მრუდის გასწვრივ ეკონომიკის გადაადგილება იმ წერტილში, სადაც უმუშევრობა ნაკლებია,
ინფლაცია კი - მეტი.(მაღალი ერთობლივი მოთხოვნის შედეგი).

ფულის მიწოდების შემცირებას, სამთავრობო ხარჯების შემცირებას, ან გადასახადების ზრდას


შეუძლია გამოიწვიოს ერთობლივი მოთხოვნის მრუდის მარცხნივ გადაადგილება და ფილიპსის
მრუდის გასწვრივ ეკონომიკის გადაადგილება იმ წერტილში, სადაც უმუშევრობა მეტია,
ინფლაცია კი - ნაკლები.(დაბალი ერთობლივი მოთხოვნის შედეგი).

14. დაახასიათეთ მოკლედ მაკროეკონომიკური პოლიტიკის დებატების 5 მაგალითი;

პასუხი: მაკროეკონომიკური პოლიტიკის დებატების 5 მაგალითი ითვალისწინებს - უნდა


შეიცვალოს თუ არა საგადასახადო კანონმდებლობა დანაზოგების სტიმულირების მიზნით?

დაზოგვის საგადასახადო სტიმულების მომხრეები აცხადებენ, რომ

 ჩვენი საზოგადოება მრავალგვარად ამცირებს დაზოგვის სტიმულებს. მაგალითად,


დაზოგვის სტიმულებს ამცირებს კაპიტალიდან მიღებული შემოსავლის დიდი
გადასახადი დ იმ ადამიანების სარგებლობის შემცირება, ვინც გარკვეული სიმდიდრე
დააგროვა. ამის აღმოფხვრისთვის, საჭიროა საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმა.
მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის სამომხმარებლო გადასახადით შეცვლა.

ამ რეფორმის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ


 მრავალი შემოთავაზებული ცვლილება, რომელთა მიზანსაც დაზოგვის სტიმულების
ზრდა წარმოადგენს, პირველ რიგში, მდიდრებს ასარგებლებს, რომელთაც საგადასახადო
შეღავათები არ სჭირდებათ.
 ასევე, ასეთი ცვლილებები უმნიშვნელოდ იმოქმედებენ კერძო დანაზოგებზე.
სამთავრობო ბიუჯეტის შემცირებით საზოგადოებრივი დანაზოგის გაზრდა, ეროვნული
დანაზოგის გაზრდის უფრო პირდაპირი და სამართლიანი საშუალებაა.

ღია კითხვები

1. რა არის მშპ დეფლატორი და როგორ გამოითვლება ის?

პასუხი: მშპ დეფლატორი არის ფასების საერთო დონის მაჩვენებელი, რომელიც გამოიხატება
ნომინალური მშპ-სა და რეალური მშპ-ს შეფარდების გამრავლებით 100-ზე.

ნომინალური მშპ
მშპ დეფლატორი = * 100
რეალური მშპ

2. განმარტეთ ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი.

პასუხი: რეალური მშპ -საქონლისა და მომსახუების წარმოების მოცულობა გამოხატული


მუდმივ ფასებში.

ნომინალური მშპ- საქონლისა და მომსახურების წარმოება გამოხატული მიმდინარე ფასებში.

3. რას გვიჩვენებს ინფლაციის დონე და როგორ გამოითვლება იგი.

პასუხი: ინფლაციის დონე გვიჩვენებს ფასების ინდექსის პროცენტულ ცვლილებას წინა


პერიოდთან შედარებით. ის გამოიყენება,მაშინ როდესაც სურთ გაიგონ სფის ცვლილება.
მაგალითად 2006 წელს სფი=100, ხოლო 2007 წელს სფი=175 ინფლაციის დონე= (175-100)/100 * 100
= 75%

4. რისი მაჩვენებელია სამომხმარებლო ფასების ინდექსი და როგორ გამოითვლება ის?

პასუხი: სამომხმარებლო ფასების ინდექსი- ტიპური მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა


და მომსახურების მთლიანი ღირებულების მაჩვენებელი.

სფის გამოთვლის ეტაპები:

 კალათის დაფიქსირება;
 ფასების დადგენა;
 კალათის ღირებულების გამოთვლა;
 საბაზო წლის არჩევა და ინდექსის გამოთვლა (საქონლის და მომსახურების
კალათის ფასი თითოეულ წელს იყოფა კალათის ფასზე საბაზო წელს და
მრავლდება 100-ზე);
 ინფლაციის დონის გამოთვლა(სფის პროცენტული ცვლილება წინა პერიოდთან
შედარებით).

5. განმარტეთ წარმოების წარმოებული ფაქტორი.

პასუხი: მასალას, რომელიც საქონლისა და მომსახურების წარმოებაში გამოიყენება - შრომას,


კაპიტალს და ა.შ. - წარმოების ფაქტორები ეწოდება. კაპიტალის მნიშვნელოვანი თვისება ისაა,
რომ კაპიტალი წარმოების წარმოებული ფაქტორია. ესე იგი, კაპიტალი საწარმოო პროცესში
გამოყენებული ის მასალაა, რომელიც თვითონ იყო წარსულში საწარმოო პროცესის შედეგი.
ფიზიკური კაპიტალი და ადამიანური კაპიტალი წარმოების წარმოებული ფაქტოებია.

6. რა განსხვავებაა პირდაპირ და პორტფელურ უცხოურ ინვესტიციებს შორის?

პასუხი: პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არის კაპიტალური ინვესტიცია,რომლის მფლობელი


და წარმმართველია უცხოური ფირმა.

პორტფელური უცხოური ინვესტივია არის ინვესტიცია,რომელიც ფინანსდება უცხოური


ფულით,მაგრამ იმართება ქვეყნის მოქალაქეები მიერ.

7. რა მსგავსება და განსხვავებაა აქციასა და ობლიგაციას შორის?

პასუხი: აქცია - ფირმის წილობრივი მფლობელობის უფლებაა, ხოლო ობლიგაცია -


ვალდებულების სერტიფიკატი.

მსგავსება - აქცია და ობლიგაცია მიეკუთვნება ფინანსურ ბაზრებს, რომელთა მეშვეობითაც


დაზოგვის მსურველებს შეუძლიათ პირდაპირ მიაწოდონ ფული სესხების მსურველებს. ორივე
ფასიანი ქაღალდია.

განსხვავება :

 აქციები, ობლიგაციებთან შედარებით მფლობელებს უფრო დიდ რისკსა და


პოტენციურად უფრო მაღალ უკუგებას სთავაზობენ;
 რომელიმე ფირმის აქციის მფლობელი,ამავე ფირმის თანამფლობელია,ხოლო
ობლიგაციის მფლობელი კრედიტორის როლშია;
 თუ ფირმა მომფებიანია,აქციათა მფლობელი ამ მოგებისგან იღებს სარგებელს,ხოლო
ობლიგაციის მფლობელი ობლიგაციიდან;
 თუ ფირმას ფინანსური პრობლემები აქვს,ობლიგაციის მფლობელი უფრო ადრე
მიიღებენ იმას,რაც ეკუთვნით,ვიდრე აქციის მფლობელები.
8. განმარტეთ ეროვნული დანაზოგი და მისი კომპონენტები.

პასუხი: ეროვნული დანაზოგი არის ეკონომიკის მთლიანი შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც


სამომხმარებლო ხარჯებისა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემდეგ რჩება.ის
აღინიშნება S ასოთი და ინვესტიციების ტოლია. (S=I)

კომპონენტები:

კერძო დანაზოგი - შემოსავალი,რომელიც საოჯახო მეურნეობებს რჩებათ გადასახადების და


სამომხმარებლო ხარჯების გადახდის შემდეგ.

საზოგადოებრივი დანაზოგი - საგადასახადო შემოსავალი,რომელიც სახელმწიფოს რჩება


ხარჯების დაფარვის შემდეგ.

9. რას უდრის უმუშევრობის დონე?

პასუხი: უმუშევრობის დონე ასახავს უმუშევრად დარჩენილი სამუშაო ძალის პროცენტულ


რაოდენობას.

უმუშევართარაოდენობა
უმუშევრობის დონე = * 100
სამუშაო ძალა

10. რას გულისხმობს ეფექტიანი ხელფასების თეორია?

პასუხი: ეფექტიანი ხელფასის თეორია - ხელფასი,რომელიც წონასწორულ ხელფასზე მეტია და


რომელსაც ფირმები მშრომელთა მწარმოებლურობის გაზრდის მიზნით გასცემენ. მაღალი
ხელფასების გადახდა გაზრდის მშრომელთა ეფექტიანობას. სახესხვაობები: მშრომელთა
ჯანმრთელობა; მშრომელთა დენადობა; მშრომელთა კვალიფიკაცია; მშრომელთა ძალისხმევა.

11. რა არის საბანკო რეზერვები?

პასუხი: საბანკო რეზერვი არის დეპოზიტები,რომლებსაც ბანკი სესხად არ გასცემს.

12. განმარტეთ ეროვნული ბანკის არსი და მისი ფუნქციები

პასუხი: ეროვნული ბანკი არის ინსტიტუტი, რომელიც მეთვალყურეობს საბანკო სისტემას და


არეგულირებს ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობას. ეროვნული ბანკის საქმიანობის
ძირითადი მიზანია ქვეყანაში ფასების სტაბილურობა. ამასთანავე, მან უნდა უზრუნველყოს
საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში
ეკონომიკის ზრდას, ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი მიზნის შესრულებას.
13. რას ეწოდება კლასიკური დიქოტომია და მონეტარული ნეიტრალიტეტი

პასუხი: ყველა ეკონომიკური ცვლადი ორ ჯგუფად იყოფა : ნომინალურ და რეალურ


ცვლადებად. ნომინალური ცვლადი - ფულად ერთეულში გამოხატული ცვლადია, ხოლო
რეალური ცვლადი - ცვლადები, რომლებიც ფიზიკურ სიდიდეებში იზომება. ცვლადების
ნომინალურ და რეალურ ცვლადებად განაწილებას ეწოდება - კლასიკური დიქოტომია.

მონეტარული ნეიტრალიტეტი არის დებულება, რომლის მიხედვითაც, ფულის მიწოდების


ცვლილება რეალურ ცვლადებზე (წარმოება, რეალური ხელფასი და სარგებლის რეალური
განაკვეთი) არ მოქმედებს.

14. განმარტეთ: ინფლაცია; დეფლაცია; ჰიპერინფლაცია.

პასუხი: ინფლაცია - ფასების საერთო დონის ზრდა.

დეფლაცია - ფასების საერთო დონის შემცირება.

ჰიპერინფლაცია - მასობრივი ინფლაცია.

15. განმარტეთ რეალური სავალუტო კურსი.

პასუხი: რეალური სავალუტო კურსი - კურსი, რომლითაც ადამიანს შეუძლია ერთი ქვეყნის
საქონელი და მომსახურება მეორე ქვეყნის საქონლითა და მომსახურებით შეიძინოს.

ნომინალური სავალუტო კურსი∗სამამულო ფასი


რეალური სავალუტო კურსი = * 100
უცხოური ფასი

16. განმარტეთ ნომინალური სავალუტო კურსი.

პასუხი: ნომინალური სავალუტო კურსი - კურსი, რომლითაც ადამიანს შეუძლია ერთი ქვეყნის
ვალუტით მეორე ქვეყნის ვალუტა შეიძინოს.

17. ახსენით ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის გავლენა საპროცენტო განაკვეთსა და კაპიტალის


წმინდა გადინებაზე

პასუხი: ბიუჯეტის დეფიციტი - როდესაც მთავრობის ხარჯები მეტია მთავრობის შემოსავალზე.


ბიუჯეტის დეფიციტი არის პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ დანაზოგს ამცირებს , იწვევს
სასესხო კაპიტალის მიწოდების შემცირებას და სარგებლის განაკვეთის ზრდას. სარგებლის
განაკვეთს ზრდა, თავის მხრივ, იწვევს კაპიტალის წმინდა გადინების შემცირებას, რაც უცხოური
ვალუტის ბაზარზე დოლარის მიწოდებას ამცირებს. დოლარის ღირებულება იზრდება, ხოლო
წმინდა ექსპორტი მცირდება.

18. ახსენით რა მოსდის კაპიტალის წმინდა გადინებასა და უცხოური ვალუტის მიწოდებას,


როდესაც საპროცენტო განაკვეთი ქვეყანაში მცირდება.
პასუხი: როდესაც ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთი მცირდება, უცხოური ვალუტის მიწოდება
და კაპიტალის წმინდა გადინება იზრდება.

19. განმარტეთ, რა არის რეცესია?

პასუხი: რეცესია - უმუშევრობის ზრდისა და შემოსავლების შემცირების პროცესია. სასტიკ


რეცესიას ეწოდება დეპრესია.

20. წარმოადგინეთ ეკონომიკური რყევების სამი ძირითადი ფაქტი?

პასუხი: ეკონომიკური რყევების 3 ძირითადი ფაქტი:

ფაქტი 1 - ეკონომიკური რყევები არარეგულირებადი და არაპროგნოზირებადია - ეკონომიკაში


რყევებს ხშირად ბიზნეს ციკლს უწეოდებენ, ანუ ის შეესაბამება ბიზნეს-პირობების
ცვლილებებს, ამიტომ მათი სრულად წინასწარმეტყველება შეუძლებელია.

ფაქტი 2 - მაკროეკონომიკურ სიდიდეთა უმრავლესობა ერთდროულად მერყეობს - ეკონომიკაში


მოკლევადიან ცვლილებებზე დაკვირვებისთვის გამოიყენება რეალური მშპ. მრავალი
ეკონომიკური ცვლადი ერთდროულად მერყეობს, თუმცა ეს ცვლადები სხვადასხვა სიდიდით
იცლება.

ფაქტი 3 - როცა წარმოება მცირდება, უმუშევრობა იზრდება - როდესაც რეალური მშპ მცირდება,
უმუშევრობის დონე იზრდება, რადგან როდესაც ფირმები ნაკლებ რაოდენობას აწარმოებს,
ისინი ათავისუფლებენ პერსონალს და ზრდიან უმუშევართა რიგებს.

21. რაში მდგომარეობს ქეინსის ხისტი ფასების თეორია? მოიყვანეთ მაგალითი?

პასუხი: ხისტი ფასების თეორიის მიხედვით, ფასების მოსალოდნელზე დაბალი დონის


პირობებში ზოგი ფირმა სასურველზე მაღალ ფასებს ინარჩუნებს, რაც ამცირებს მათ გაყიდვებს
და შესაბამისად, წარმოების დონესაც.

მაგალითად, დავუშვათ, ფირმები თავიან ფასებს ეკონომიკის მოსალოდნელი მდგომარეობის


მიხედვით აწესებენ. თუ ფასების გამოცხადების შემდეგ მოულოდნელად ეკონომიკაში ფულის
მიწოდება შემცირდა, ეს შეაცირებს გრძელვადიანი პერიოდის ფასების საერთო დონეს. ზოგს
შეუძლია მოულოდნელ ცვლილებაზე სწრაფი რეაგირება, ხოლო ზოგს დამატებითი ხარჯების
გამო არა. შედეგად მათი საქონელი საბაზრო ფასებზე უფრო ძვირი ეღირება, შესაბამისად
დაიკლებს საქონლის რეალიზაციაც. გაყიდვების შემცირება შეამცირებს წარმოებასაც.

22. განმარტეთ, რა არის სტაგფლაცია?

პასუხი: სტაგფლაცია არის წარმოების შემცირების (სტაგნაცია) და ფასების ზრდის (ინფლაცია)


პროცესი.

23. განმარტეთ რას ნიშნავს ავტომატური სტაბილიზატორი? მოიყვანეთ მაგალითი?


პასუხი: ავტომატური სტაბილიზატორები - ეკონომიკური რეცესიის დროს ფისკალურ
პოლიტიკაში მიმდინარე ერთობლივი მოთხოვნის მასტიმულირებელი ცვლილებები, რომლებიც
რაიმე საგანგებო პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე ხორციელდება.

ავტომატური სტაბილიზატორების მაგალითია:

 საგადასახადო სისტემა - რეცესიის დროს, გადასახადების რაოდენობა ავტომატურად


მცირდება, რადგან ყველა გადასახადი მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკურ
საქმიანობასთან.
 სამთავრობო ხარჯები - რეცესიის დროს, მშრომელები კარგავენ სამუშაო ადგილებს,
თუმცა იღებენ სარგებლობას უმუშევრობის დაზღვვევისგან, სოციალური
უზრუნველყოფისგან...

24. განმარტეთ, რას ნიშნავს ლიკვიდურობის უპირატესობის თეორია?

პასუხი: აშშ-ს ეკონომიკისთვის ერთობლივი მოთხოვნის მრუდის კლებადობის ყველაზე


მნიშვნელოვანი მიზეზია - სარგებლის განაკვეთის ეფექტი. ამიტომ ჩამოყალიბდა
ლიკვიდურობის უპირატესობის თეორია (ქეინზის თეორია), რომლის მიხედვითაც, სარგებლის
განაკვეთს შეუძლია გააწონასწოროს ფულის მიწოდება და ფულზე მოთხოვნა.

25. ახსენით რას ნიშნავს "მიწოდების შოკი", მიწოდების დადებითი და უარყოფითი შოკების
შედეგები.

პასუხი: მიწოდების შოკი - მოვლენა, რომელიც უშუალოდ ცვლის ფირმის დანახარჯებსა და


ფასებს, გადაადგილებს ეკონომიკის ერთობლივი მიწოდების მრუდსა და ფილიპსის მრუდს.

მიწოდების უარყოფითი შოკი - (მაგალითად, ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდა)


პოლიტიკოსებს ინფლაციასა და უმუშევრობას შორის არასასურველი ალტერნატივის წინაშე
აყენებს. ისინი იძულებულნი არიან, შეეგუონ ინფლაციის გაზრდილ დონეს უმუშევრობის
თითოეული მოცემული დონისთვის, ან უმუშევრობის გაზრდილ დონე ინფლაციის თითოეული
მოცემული დონისთვის.

მიწოდების დადებითი შოკი -

26. რომელ მაკროეკონომიკურ სიდიდეებს შორის დამოკიდებულებას ასახავს ფილიპსის


მრუდი? რა დამოკიდებულებაა მათ შორის?

პასუხი: ფილიპსის მრუდი არის მრუდი, რომელიც გვიჩვენებს მოკლევადიან ალტერნატივას


ინფლაციასა და უმუშევრობას შორის. ის აღწერს უარყოფით დამოკიდებულებას ამ ორ
მაკროეკონომიკურ სიდიდეებს შორის.
27. დაახასიათეთ მაკროეკონომიკური დებატების მე-5 მაგალითი (უნდა შეიცვალოს თუ არა
საგადასახადო კანონმდებლობა დანაზოგების სტიმულირების მიზნით?) მისი ორივე
შედეგი.

პასუხი: დაზოგვის საგადასახადო სტიმულების მომხრეები აცხადებენ, რომ

 ჩვენი საზოგადოება მრავალგვარად ამცირებს დაზოგვის სტიმულებს. მაგალითად,


დაზოგვის სტიმულებს ამცირებს კაპიტალიდან მიღებული შემოსავლის დიდი
გადასახადი დ იმ ადამიანების სარგებლობის შემცირება, ვინც გარკვეული სიმდიდრე
დააგროვა. ამის აღმოფხვრისთვის, საჭიროა საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმა.
მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის სამომხმარებლო გადასახადით შეცვლა.

ამ რეფორმის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ

 მრავალი შემოთავაზებული ცვლილება, რომელთა მიზანსაც დაზოგვის სტიმულების


ზრდა წარმოადგენს, პირველ რიგში, მდიდრებს ასარგებლებს, რომელთაც საგადასახადო
შეღავათები არ სჭირდებათ.
 ასევე, ასეთი ცვლილებები უმნიშვნელოდ იმოქმედებენ კერძო დანაზოგებზე.
სამთავრობო ბიუჯეტის შემცირებით საზოგადოებრივი დანაზოგის გაზრდა, ეროვნული
დანაზოგის გაზრდის უფრო პირდაპირი და სამართლიანი საშუალებაა.

28. დაახასიათეთ მაკროეკონომიკური დებატების მე-2 მაგალითი (მონეტარულ პოლიტიკას


კანონი უნდა წარმართავდეს თუ სიფრთხილე?), მისი საპირისპირო შემთხვევების
შედეგები.

პასუხი: კანონის მიერ მონეტარული პოლიტიკის წარმართვის მომხრეები აცხადებენ, რომ

 მოქმედების თავისუფლება 2 პრობლემას ქმნის:

1. ასეთი თავისუფლება არ ზღუდავს არაკომპეტენტურობასა და ძალაუფლების ბოროტად


გამოყენების შესაძლებლობას. მაგალითად, ბანკირები დგანან ცდუნების წინაშე - გამოიყენონ
მონეტარული პოლიტიკა არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით.

2. ასეთ თავისუფლებას შეუძლია სასურველზე მეტი ინფლაციის გამოწვევა.

ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია კანონებით, რომლებიც ცენტრალური ბანკის


ქმედებებს განსაზღვრავს; ან კიდევ უფრო აქტიური კანონი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა
უკუკავშირს ეკონომიკის მდგომარეობასა და მონეტარული პოლიტიკის ცვლილებებს შორის.

კანონის მიერ მონეტარული პოლიტიკის წარმართვის მოწინააღმდეგენი აცხადებენ, რომ

 მონეტარული პოლიტიკის წარმართვაში მოქმედების თავისუფლებას აქვს


უპირატესობაც - მოქნილობა.
 უფრო მეტიც, მოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები
ჰიპოთეზურია.
 გაურკვეველია დროში შეუსაბამისობის პრაქტიკული მნიშვნელობა.
 დაბალი ინფლაცია ფედის კანონებით მართვას არ მოითხოვს.
 მოქმედების თავისუფლების კანონით შეცვლის ნებისმიერი მცდელობა წარმოშობს
კონკრეტული კანონის ზუსტი პროექტის შექმნის სირთულეს.

You might also like