You are on page 1of 136

1.

ეკონომიკის 10 პრინციპი:

ეკნომიკა ბერძ. ნიშნავს ადამიანს, რომელიც საოჯახო მეურნეობას უძღვება. (რომელი წევრი
რას აკეთებს) საოჯახო მეურნეობამ თავისი შეზღუდული რესურსების განაწილებისას უნდა
გაითვალისწინოს თითოეული წევრის უნარი, ძალისხმევა და სურვილი. (მსგავსად
საზოგადოებაც).

საზოგადოების რესურსების მართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან რესურსები


შეზღუდულია. შეზღუდულობა ნიშნავს, რომ საზოგადოებას იმაზე ნაკლების შეთავაზება
შეუძლია, ვიდრე ხალხს სურს.

ეკონომიკა არის იმის შესწავლა, როგორ მართავს საზოგადოება თავის შეზღუდულ


რესურსებს. თითქმ ის ყველა საზოგადოებაში რესურსები ნაწილდება არა ერთი
ცენტრალური მგეგმავის მიერ, არამედ მილიონომი საოჯახო მეურნეობისა და ფირმის
კომბინირებული საქმიანობის მეშვეობით. ეკონომისტები შეისწავლიან, როგორ იღებენ
ადამანები გადაწყვეტილებას რამდენი იმუშაონ, რა იყიდონ, რა გადაწყვეტილება მიიღონ,
როგორ დააბანდონ და დაზოგონ. ასევე შეისწავლიან ადამიანთა ურთიერმედებასაც
(მყიდველთა და გამყიდველთა რაოდენობა როგორ განსაზღვრავს საქონლის ფასს). და
ბოლოს ეკონომისტები აანალიზებენ მთლიანად ეკონომიკაზე მოქმედ ძალებსა და
ტენდენციებს, საშუალო შემოსავლის ზრდის, უმუშევრობის დონისა და ფასების ზრდის
ტემპის ჩათვლით.

ა) ძირითადი პრინციპები, რომლებიც ეხება ეკონომიკურ ინდივიდუალურ


გადაწყვეტილებებს - 4 პრინციპი:

I. ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან:

გადაწყვეტილების მიღება ერთი მიზნის მეორესთან დაპირისპირებას მოითხოვს (იმის


მისაღებად რაც მოგვწონს, როგორც წესი, უნდა დავთმოთ სხვა რამ, რაც ასევე მოგვწონს).
როდესაც ადამიანები საზოგადოებებად ერთიანდებიან, მათ წინაშე სხვა სახის
ალტერნატივები დგება. კლასიკური ალტერნატივაა „კარაქი -იარაღი“. რაც უფრო მეტს
ვხარჯავთ ეროვნულ თავდაცვაზე უცხოელი აგროსებისგან ჩვენი საზღვრების დასაცავად
(იარაღი), მით უფრო ნაკლების დახარჯვა შეგვიძლია პირველადი მოხმარების საქონელზე,
ჩვენი ოჯახების ცხოვრების დონის ასამაღლებლად (კარაქი). თანამედროვე საზ.-ში დიდი
მნიშვნელობა აქვს აგრეთვე სუფთა გარემოსა და შემოსავლის მაღალ დონეს შორის
ალტერნატივას. კანონები, რომლებიც ფირმებს გარემოს დაბინძურების შემცირებას
აიძულებს, ზრდის საქონლის წარმოების დანახაჯებს. ამის გამო ფირმები იღებენ ნაკლებ
შემოსავალს, გასცემენ მცირე ხელფასებს, აწესებენ მაღალ ფასებს. მიუხედავად იმისა, რომ
ვიღებთ უფრო სუფთა გარემოს და გაუმჯობესებულ ჯანმრთეობას, იგივე კანონები ამცირებს
ფირმათა მფლობელების, მშრომელებისა და მომხმარებლების შემოსავლებს.
ალტერნატივა ეფექტიანობასა და თანასწორობას შორის. ეფექტიანობა გულისხმობს, რომ
საზოგადოება თავისი შეზღუდული რესურსებიდან მაქსიმუმს იღებს. თანასწორობა კი
გულისხმობს, რომ ამ რესურსებიდან მიღებული სარგებლობა სამართლიანად ნაწილდება
საზოგადოების წევრებს შორის. (სამედიცინო დაზღვევა მათ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება
ეს. ეს შედარებით სამართლიანია თუმცა როცა მდიდარს ართმევ და ღარიბს აძლევ შრომის
სურვილი მცირდება).

ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან, მაგრამ რომელი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ


ან მიიღებენ არ ვიცით. ამის მიუხედავად ამ ალტერნატივების გაცნობიერებას დიდი
მნიშვნელობა აქვს, რადგან მხოლოდ მაშინ იღებენ ადამიანები სწორ გადაწყვეტილებებს,
როდესაც ზუსტად იციან რისი არჩევა შუძლიათ და რისი არა.

II. ნივთის დანახარჯი არის ის, რასაც ვთმობთ ამ ნივთის ფლობისათვის:

ალტერნატივებს შორის გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვს კონკრეტული ქცევის


დანახარჯებისა და სარგებლობის შედარებას, თუმცა დანახარჯები ხშირად ცხადი არ არის.

ნივთის ალტერნატიული დანახარჯი ისაა, რასაც ვთმობთ ამ ნივთის ფლობის სანაცვლოდ


(კოლეჯში სწავლა - დრო, ფული).

III. რაციოალური ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ ანალიზს იყენებს:

მრავალი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება გულისხობს მოქმედების არსებულ გეგმაში


მცირე ცვლილებების შეტანას. ამ ცვლილებებს ეკონომისტები ზღვრულ ცვლილებებს
უწოდებენ. ხშირად საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ
ზღვრული ანალიზის გზით (ავიაკომპანია 200 ადგილიანი ერთი ქვეყნიდან მეორეში 100 000$
უჯდება თითოს ხარჯი საშუალოდ 500$ ანუ 500$ზე ნაკლებად არ გაყიდის), მაგრამ მოგებას
გაზრდის თუ ზღვრულად იაზროვნებს. (თუ ცარიელი ადგლებია და ვინმე 300$ იხდის უნდა
მიჰყიდოს, თუ დამატებითი მგზავრი მზადაა ამ ზღვულ დანახარჯებზე მეტი გადაიხადოს,
მაშინ მიყიდვა მომგებიანია).რაციონალური ადამიანი მოქმედებას იწყებს მხოლოდ და
მხოლოს მაშინ, როდესაც მისი მოქმედების ზღვრული სარგებლობა ზღვრულ დანახარჯებზე
მეტია. რაციონალური ადამიანი - რომელიც სისტემატურად და მიზნობრივად მოქმედებს
იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობის პირობებში მიზანს მიაღწიოს.

IV. ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ:

ვინაიდან ადამიანები გადაწყვეტილებებს იღებენ დანახარჯებისა და სარგებლობის


შედარების გზით, მათი ქცევა შეიძლება შეიცვალოს მათ ცვლილებასთან ერთად.
შესაბამისად ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ. ქცევის განსაზღვრაში სტიმულების
ცენტრალურ როლს დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის ვინც სახელმწიფო პოლიტიკას ქმნის.
ის ხშირად ცვლის კერძო ქმედები დანახარჯებსა თუ სარგებლობას. (მანქანა- კანონი ღვედი
მანქანაში და ამას ადამიანები მოიხმარენ უსაფრთხოების მიზნით- საბოლოო შედეგი კანონი
ღვედზე). იმის გადაწყვეტისას რამდენად უსაფრთხოს იმგზავროს, რაციონალური ადამიანი
მოძრაობის უსაფრთხოების ზღვრულ სარგებლობას ზღვულ დანახარჯებთან ადარებს.
მძღოლი ავტომობილს ნელა და ფრთხილად ატარებს მაშინ, როდესაც ასეთი ქცევის
სარგებლობა მაღალია. ამიტომაა, რომ მოყინულ გზაზე ნელა მოძრაობენ. როცა საქმე ქამარს
ეხება ის ამცირებს ავტომობილის ნელა და ფრთხილად ტარების სარგებლობას. ამიტომ
უსაფრთხოების ქამრების კანონის საბოლოო შედეგი ავარიების რაოდენობის ზრდაა. ამაზე
დაკვირვება ჩაატარა ეკონომისტმა სემ პელცმენმა 1975 წელს და დაასკვნა, რომ მართალი
სიკვდილიანობა შემცირდა, თუმცა იმატა ავარიებს რაოდენობამ და გაიზარდა ასევე ფეხით
მოსიარულეთა სიკვდილიანობაც.

ბ) ეკონომიკის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ეხება ეკნომიკურ სისტემებს, ადამიანების


ერთმანეთთან ურთიერთქმედებას - 3 პრინციპი:

V. ვაჭრობას შეუძლია ყველას მდგომარეობის გაუმჯობესება:

იაპონია vs ამერიკა. სინამდვილეში მათ შორის ვაჭრობას ორივე ქვეყნის ეკონომიკური


მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. მაგ. როდესაც ოჯახის წევრი სამუშაოს ეძებს ის
კონკურენციას უწევს სხვა ოჯახის წევრებს რომლებიც ასევე ეძებენ სამუშაოს. ოჯახები
კონკურენტები არიან საქონლის შეძენისასაც, რადგან ყველას სურს საუკეთესო უფრო იაფად.
=> თითოეული ოჯახი სხვა ოჯახის წევრებს უწევს კონკურენციას. თუმცა ჩვენი
ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება სხვა ოჯახებისგან იზოლირების შედეგად.
იზოლირებული რომ იყოს საჭიროა ზრუნვა საკუთარ საკვებზე, ტანსაცმელზე სახლზე.
ცხადია რომ ოჯახი მეტს იგებს სხვებთან ვაჭრობის შესაძლებლობის შედეგად. ვაჭრობა
თითოეულ ადამიანს საშუალებას აძლევს ხელი მოჰკიდოს იმ საქმიანობას რაც ყველაზე
კარგად შეუძლია. სხვებთან ვაჭრობისას კი შეუძლიათ შეიძინონ მრავალფეროვანი საქონელი
და მომსახურება ნაკლებ ფასად. ვაჭრობა ქვეყნებსაც საშუალებას აძლევს აკეთონ ის რაშიც
საუკეთესონი არიან და მიიღონ უფრო მრავალფეროვანი საქონელი და მომსახურება.

VI. ბაზრები, როგორც წესი, ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი საშუალებაა:

კომუნიზმის მარცხი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ბოლო ნახევარი საუკუნის


განმავლობაში. იმ ქვეყნების უმარვლესობამ, რომელთაც გეგმიური ეკონომიკა ჰქონდათ
უარი თქვა ამ სისტემაზე და ცდილობს საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას. საბაზრო
ეკონომიკა - ეკონომიკური სისტემაა, რომელიც ანალიწელს რესურსებს მრავალი ფირმისა და
საოჯახო მეურნეობის დეცენტრალიზებული გადაწყვეტლებების მეშვეობით საქონლისა და
მომსახურების ბაზრებზე ამ ფირმებისა და საოჯახო მეურნეობების ურთიერთქმედების
დროს. ერთი შეხედვით საბაზრო ეკონომიკის წარმატება გაუგებარია. შეიძლება მოგვეჩვენოს,
რომ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი მილიონობით ოჯახისა და ფირმის
დეცენტრალიზებული გადაწყვეტილებები ქაოსს გამოიწვევს, მაგრამ ასე არ ხდება. პირიქით
ამას საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება მოსდევს.

ადამ სმიტი 1776 წ. „ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“- საბაზრო


ურთიერთქმედებაში საოჯახო მეურნეობები და ფირმები ისე იქცევიან, თითქოს მათ
„უხილავი ხელი“ წარმართავდეს და სასურველ საბაზრო შედეგებამდე მიჰყავდეს. ფასები ის
ინსტრუმენტია, რომლითაც ეს უხილავი ხელი ეკონომიკურ საქმიანობას წარმართავს. ფასები
წარმართავს როგორც საქონლის ფასეულობას, ასევე მათი წარმოებისთვის გაწეულ
საზოგადოებრივ დანახარჯებს. იმის გამო რომ ფირმები ფასებს ითვაისწინებენ ყიდვისა თუ
გაყიდვის დროს, ნებით თუ უნებლიეთ ითვალისწინებენ თავიანთი ქმედების სოციალურ
სარგებლობასაც და დანახარჯებსაც. ფასების მხედველობაში მიღებით გადაწყვეტილებების
ეს ინდივიდუალური მიმღებები ისეთ შედეგებს აღწევენ, რომლებიც ხშირად ხელს უწყობს
საზოგადოებს კეთილდღეობის მაქსიმიზაციას.

როდესაც მთავრობა აბრკოლებს ფასების ბუნებრივად დადგენას მიწოდებისა და მოთხოვნის


სიდიდის მიხედვით, იგი ასუსტებს ‘უხილავი ხელის’ მიერ იმ მილიონობით საოჯახო
მეურნეობისა და ფირმის კოორდინირების უნარს, რომლებიც ეკონომიკას შეადგენენ.
გადასახადები ამახინჯებს ფასებს და უარყობითად მოქმედებს რესურსების
გადანაწილებაზე. კომუნიზმის კრახიც მგეგმავების პოლიტიკის დამსახურებაა, რადგან არ
ითვალისწინებდნენ ბაზრის უხილავი ხელის არსებობას.

VII. მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის ფუნქციონირების შედეგების გაუმჯობესება:

მთავრობის საჭიროების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ‘უხილავი ხელი’ მხოლოდ
მაშინ მოქმედებს თუკი მთავრობა საბაზრო ეკონომიკის კანონების განხორციელებას და
ინსტიტუტების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ბაზრები მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუკი
დაცულია საკუთრების უფლებები. მთავრობის არსებობის მეორე უფრო მნიშვნელოვანი
მიზეზი ისაა, რომ ‘უხილავი ხელი’ მართალია ძალიან ძლიერია, მაგრამ ის ყოვლისშემძლე
მაინც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრები ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების
საკმაოდ კარგი საშუალებაა, ამ წესს, რამდენიმე მნიშვნელოვანი გამონაკლისი აქვს. არსებობს
ეკონომიკაში სახელმწიფოს უნვერვენციის ორი მიზეზი: ეფექტიანობისა და თანასწორობის
ხელშეწყობა.

უხილავ ხელხს, როგორც წესი ბაზრები რესურსების ეფექტიანი განაწილებისკენ მიჰყავს.


ამის მიუხედავად მრავალი მიზეზის გამო ხან ეს ხელი არ მუშაობს. ეკონომისტები იყენებენ
ტერმინს საბაზრო ჩავარდნა იმ სიტუაციის აღსანიშნავად, როდესაც ბაზარი
დამოუკიდებლად ვერ ახერხებს რესურსების ეფექტიან განაწილებას და ამის ერთ-ერთი
შესაძლო მიზეზი გარეგანი ეფექტების არსებობაა. გარეგანი ეფექტი არის ერთი პირის
ქმედების გავლენა მეორე პირის კეთილდღეობაზე (მდგომარეობაზე). მაგ. ქიმიური ქარხანა
თუ არ აანაზღაურებს თავისი გამნაბოლქვის დანახარჯებს, ამ გამონაბოლქვის რაოდენობა
ძლიან დიდი იქნება. ამ შემთხვევაში მთავრობას შეიძლია ეკონომიკური კეთილდღეობის
გაზრდა გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული კანონების მეშვეობით. საბაზრო
ჩავარდნის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია საბაზრო ძალაუფლება რაც გულიცმობს ერთი
ადამიანის (ან ადამიანთან მცირე ჯგუფის) უნარს, იმოქმედოს საბაზრო ბასებზე.
(მოსახლეობას ესაჭიროება წყალი, მაგრამ ქალაქში ერთი ჭაა. მის პატრონს არ ჰყავს
კონკურენტები და ის აკონტროლებს ბაზარს).

უხილავი ხელი ეკნომიკური კეთილდღეობის განაწილების კიდევ უფრო ნაკლებ გარანტიას


იძლევა. საბაზრო ეკონომიკა კეთილდღეობას ანაწილებს იმ უნარის მიხედვით, რომლითაც
ადამიანები აწარმოებენ ისეთ რამეს, რის შესაძენადაც სხვა ადამიანები მზად არიან
გარკვეული თანხა გადაიხადონ. (მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელის შემოსავალი
ბევრად მეტია ჭადრაკის საუკეთესო მოთამაშეზე, რადგან ხალხი მატჩისთვის მეტს იხდის).

და ბოლოს, ის რომ მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის ფუნქციონირების შედეგების


გაუმჯობესება, სულაც არ ნიშნავს, რომ ამას ყოველთვის ახერხებს. სახელმწიფო პოლიტიკას
ქმნიან არა ანგელოზები, არამედ პოლიტიკური პროცესები, რომლებიც შორსაა
სრულყოფილებისგან. ეკონომიკის შესწავლის ერთ-ერთი მიზანი კი ისაა, რომ დაგვეხმაროს
იმათ განსჯაში შეუძლია თუ არა სამთავრობო პოლიტიკას ხელი შეუწყოს ეფექტიანობას ან
სამართლიანობას.

გ) ეკონომიკის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ეხება ეკონომიკას, როგორც ერთიან


სისტემას.
VIII. ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია საქონლისა და მომსახურების წარმოების
უნარზე:

სხვადასხვა ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის უზარმაზარი განსხვავებაა. ასევე


დიდია ცხოვრების დონეების ცვლილებები დროის მიხედვით. ცხოვრების დონეებს
შორის განსხვავების მიზეზები უნდა ვეძიოთ ქვეყანათა მწარმოებლურობაში - ანუ დროის
ერთეულში წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობაში (ერთ სამუშაო
საათში წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობა). იმ ქვეყნებში, სადაც
მშრომელები აწარმოებენ საქონლისა და მომსახურების დიდ რაოდენობას დროის
ერთეულში, ადამიანი უმრავლესობის ცხოვრების დონე მაღალია. და ეს კავშირშია
საშუალო შემოსავლის ზრდასთან.

მწარმოებლურობისა და ცხოვრების დონის ურთიერთდამოკიდებულება მარტივია,


მაგრამ შორს მიმავალი შედეგები აქვს. თუ მწარმოებლურობა ცხოვრების დონის
პირველადი განმსაზღვრელია, სხვა ახნა-განმარტებები მეორადი მნიშვნელობისა უნდა
იყოს. მწარმოებლურობისა და ცხოვრების დონის ურთიერთდამოკიდებულებას დიდი
მიშვნელობა აქვს სახელმწიფო პოლიტიკისთვისაც. როდესაც ვფიქრობთ, თუ როგორ
იმოქმედებს ეს თუ ის პოლიტიკა ცხოვრების დონეზე, მთავარია გავიგოთ, თუ როგორ
იმოქმედებს ეს პოლიტიკა ჩვენს უნარზე ვაწარმოოთ საწონელი და მომსახურება.
ცხოვრების დონის გაზრდისთვის პოლიტიკოსებმა მწარმოებლურობა უნდა გაზარდონ,
რისთვის უნდა უზრუნველყონ მშრომელების კარგი განათლება, საქონლისა და
მომსახურების წარმოებისთის საჭირო იარაღებითა და საუკეთესო ტექნოლოგიით მათი
მომარაგება.

IX. ფასები იზრდება, როცა მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს:

ინფლაცია - ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდა. ინფლაცია არაერთხელ ქცეულა


ეკონომიკურ პრობლემად. მაგ. 1970-იან წლებში ფასების საერთო დონე 2-ჯერ გაიზარდა,
რის გამოც პრეზიდენტმა ფორდმა ინფლაციას“ საზოგადოების ნომერი პირველი მტერი“
უწოდა. იმის, გამო რომ მაღალი ინფლაცია საზოგადოებას უამრავ დანახარჯებს აკისრებს,
ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნება პოლიტიკოსთან ძირითადი მიზანია მთელ
მსოფლიოში.

ინფლაციის გამომწვევი თითქმის ყველა შემთხვევაში ფულის რაოდენობის ზრდაა. როდესაც


მთავრობა ეროვნული ვალუტის დიდ რაოდენობას უშვებს, ფულის ღირებულება მცირდება.

X. მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას ინფლაციასა და უმუშევრობას შორის


ალტერნატივის წინაშე:

გრძელვადიან პერიოდში, ფასების მატება ფულის მასის ზრდის უმთავრესი შედეგია, მაგრამ
მოკვლევადიან პერიოდში ის უფრო რთულ და წინააღმდეგობრივ მოვლენად გადაიქცევა.
ეკონომისტების უმრავლესობა ფულის მასის ზრდის მოკელვადიან შედეგებს შემდეგნაირად
ახასიათებს:

• ეკონომიკაში ფულის მასის გაფართოება ზრდი ხარჯების საერთო დონეს, ანუ


საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნას;
• მოთხოვნის ზრდამ დროთა განმავლობაში შეიძლება ბიძგი მისცეს ფირმების მიერ
ფასების მომატებას, მაგრამ ამავდროულად, ის მათ სტიმულს აძლევს, უფრო მეტი
საქონელი და მომსახურება მოუშვან და მეტი მუშახელი დაიქირაონ;
• მეტი მუშახელის დაქირავება ნიშნავს უმუშევრობის დაბალ დონეს.

ეკონომისტთა უმრავლესობა უკვე აღიარებს, რომ მოკვლევადიან პერიოდში მართლაც


არსებობს ალტერნატივა ინფლაციასა და უმუშევრობას შორის. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს,
რომ ერთ-ორწლიანი პერიოდის განმავლობაში, მრავალი ეკონომიკური პოლიტიკის
გავლენით ინფლაცია და უმუშევრობა სხვადასხვა მიმართულებას იძენს (მნიშვნელობა არ
აქვს ინფლაცია მაღალ, დაბალ თუ საშუალო დონეზეა). მოკლევადიანი არჩევანი
მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქმიანი აქტივობის ციკლის (ისეთი ეკონომიკური
აქტივობების ცვლილებები, როგორიცაა დასაქმება და წარმოება) - ეკონომიკური აქტივობის
არარეგულარული და მოულოდნელი ცვლილებების- ანალიზის საქმეში, რომელიც
გაიზომება საქონლისა და მომსახურების წარმოების ან დასაქმებულთა რაოდენობით.
პოლიტიკოსებს შეუძლიათ არსებულ ალტერნატივას სხვადასხვა პოლიტიკური იარაღებით
გაუმკლავდნენ. მთავრობის ხარჯების, გადასახადების, დაბეჭდილი ფულის რაოდენობის
ცვლილებით პოლიტიკოსებს შეუძლიათ ინფლაციისა და უმუშევრობის კომბინაციაზე
ზემოქმედება. როგორ და თუ უნდა გამოიყენონ ეს დავის საგანია.

2. ეკონომიკური აზროვნება;
ა) ეკნომისტების, როგორც მეცნიერების შეხედულებები სამყაროზე (ეკონომიკური
მოდელები) ;

ეკონომისტები ცდილობენ, საგნები მეცნიერული ობიექტურობით განიხილონ. ეკონომიკა


მეცნიერებაა და მეცნიერების არსი მდგომარეობს მეცნიერულ მეთოდში - სამყაროს შესახებ
თეორიების მიუკერძოებელ ჩამოყალიბებასა და შემოქმებაში. (ნიუტონი - ვაშლი-
დაკვირვება, თეორია და კვლავ დაკვირვება) თეორიასა და დაკვირვებას შორის
ურთიერთქმედება ეკონომიკაშიც ხვდება. თეორიის შესამოქმებლად ხდება მონაცემების
შეგროვება და გაანალიზება. თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ეკონომიკაში
ექსპერიმენტების განხორციელება ხშირად ძალიან ძნელია. ლაბორატორიული
ექსპერიმენტების შემცვლელთა მოძებნის მიზნით ეკონომისტები დიდ ყურადღებას აქცევენ
ისტორიის მიერ კაცობრიობისთვის შეთავაზებულ ბუნებრივ ექსპერიმენტებს. ეკონომისტები
აკეთებენ დაშვებებსაც. დაშვებები სამყაროს გაგებას აადვილებს.

ეკონომისტები სამყაროს შესწავლისას გარკვეულ მოდელებს იყენებენ, რომელიც


დიაგრამებისა და განტოლებებისგან შედგება. ყველა მოდელი ამარტივებს რეალობას ჩვენ
მიერ მისი უკეთ გაგების მიზნით და დაშვებებზეა აგებული.

იმის ასახსნელად თუ როგორ არის ორგანიზებული ეკონომიკა გამოიყენება : რესურსების


წრებრუნვისა და საწარმოო შესაძლებლობათა საზღვრის მოდელები.

I. რესურსების წრებრუნვის მოდელი – გვიჩვენებს, როგორ მოძრაობს რესურსების ნაკადი


საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს შორის სხვადასხვა ბაზრების გავლით . ფირმები
აწარმოებენ საქონელსა და მომსახურებას, რისთვისაც იყენებენ: მიწას, შრომასა და კაპიტალს.
ანუ საწარმოო ფაქტორებს. საოჯახო მეურნეობები ფლობენ საწარმოო ფაქტორებს და
მოიხმარენ ყველა იმ საქონელსა და მომსახურებას, რომელთაც ფირმა აწარმოებს. საოჯახო
მეურნეობები და ფირმები ურთიერთქმედებენ ორი სახის ბაზრებზე: 1 . საქონლისა და
მომსახურების ბაზარზე და 2 . საწარმოო ფაქტორების ბაზარზე. პირველი სახის ბაზარზე
საოჯახო მეურნეობები მყიდველები არიან , ხოლო ფირმები გამყიდველები. საწარმოო
ფაქტორების ბაზარზე კი პირიქით – საოჯახო მეურნეობები აწვდიან მასალებს, რომლებსაც
ფირმები საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვის იყენებენ.
შიდა წრე რესურსების წრებრუნვის მოდელში ასახავს საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს
შორის საქონლისა და მომსახურების ნაკადს. საოჯახო მეურნეობები თავიანთ შრომის,
მიწებისა და კაპიტალის გამოყენების უფლებას მიჰყიდიან ფირმებს საწარმოო ფაქტორების
ბაზრებზე. ფირმები ამ ფაქტორებს იყენებენ საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვის,
რომლებიც თავის მხრივ მიეყიდება საოჯახო მეურნეობებს საქონლისა და მომსახურების
ბაზრებზე.

დიაგრამის გარე წრე ასახავს ფულის (ლარების) შესაბამის ნაკადებს. საოჯახო მეურნეობები
ფულს ხარჯავენ ფირმებისაგან საქონლისა და მომსახურების შეძენისათვის. ფირმები
თავისი შემოსავლების ნაწილს საწარმოო ფაქტორების შესაძენად, მაგალითად
თანამშრომელთა შრომის ასანაზღაურებლად იყენებენ. დარჩენილი ნაწილი კი ფირმების
მფლობელების მოგებაა, რომლებიც ამავე დროს საოჯახო მეურნეობების წევრებიც არიან.
ამრიგად საქონლისა და მომსახურების შესაძენად მიღებული ფულადი სახსრების ნაკადი
მიმართულია საოჯახო მეურნეობებიდან ფირმებისაკენ, ხოლო შემოსავლები – ხელფასის,
ქირისა და მოგების სახით მიმართულია ფირმებიდან საოჯახო მეურნეობებისაკენ.

II. ეკონომიკაში ცნობილია აკიდევ ერთი მარტივი მაგრამ მნიშვნელოვანი მოდელი –


საწარმოო შესაძლებლობათა საზღვერი. საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი არის
გრაფიკი, რომელიც გვიჩვენებს პროდუქციის სხვადასხვა კომბინაციებს, რომელთა
წარმოებაც შეუძლია ეკონომიკას მის ხელთ არსებული საწარმოო ფაქტორებისა და
ტექნოლოგიის პირობებში.
ეკონომიკას შეუძლია აწარმოოს საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარზე ან მის შიგნით,
მაგრამ ვერ აწარმოებს საზღვრის გარეთ მდებარე წერტილში. შედეგი ეფექტიანია, თუ
ეკონომიკა სრულად იყენებს მის ხელთ არსებულ შეზღუდულ რესურსებს. A და C
წერტილები საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარზე ასახავენ წარმოების ეფექტიან დონეებს.
B წერტილი ასახავს წარმოების არაეფექტიან დონეს, D წერტილი კი არ არის მიღწევადი,
რადგან ამ ეკონომიკას არ გააჩნია საკმარისი რესურსები წარმოების ამ დონის
უზრუნველსაყოფად.

საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი გვიჩვენებს ერთ – ერთ ალტერნატივას, რომელიც


დგას საზოგადოების წინაშე. მას შემდეგ რაც მივაღწევთ საზღვრზე მდებარეეფექტიან
წერტილს, ერთი რომელიმე საქონლის რაოდენობის გაზრდის ერთადერთი საშუალებაა
მეორე საქონლის წარმოების მოცულობის შემცირება. საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი
გვიჩვენებს ალტერნატივას სხვადასხვა სახის საქონლის წარმოებას შორის დროის მოცემულ
მომენტში, მაგრამ ეს ალტერნატივა შეიძლება თანდათან შეიცვალოს. მაგალითად თუ
Y საქონლის (კომპიუტერების) დარგში ტექნოლოგიის განვითარება Y საქონლის
რაოდენობის ზრდას იწვევს, მაშინ ეკონომიკას შეუძლია აწარმოოს Y–ის მეტი რაოდენობა X –
ის ნებისმიერი მოცემული რაოდენობის სანაცვლოდ. შედაგად მივიღებთ ეკონომიკურ
აღმავლობას და საწარმოო შესაძლებლობათა ზღვარი გადაიწევს A წერტილიდან
E ეფექტიან წერტილში.
ბ) ეკონომისტების, როგორც პოლიტიკოსის შეხედულებები (პოზიტიური და
ნორმატიული ანალიზი, მიკრო და მაკრო ეკონომიკა).

მიკრო და მაკროეკონომიკა, პოზიტიური და ნორმატიული ანალიზი

ეკონომიკა საზოგადოებრივი მეცნიერებაა, ადამიანის შეუზღუდავი მოთხოვნილებების


დაკმაყოფილების მიზნით, შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების ან მათი
მართვის პრობლემებს.ეკონომიკური მეცნიერება ტრადიციულად გაყოფილია ორ დიდ
ნაწილად: მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა.

სიტყვა “მიკრო” მცირეს ნიშნავს. ეკონომიკის ეს ნაწილი შეისწავლის არჩევანს, რომელსაც


მეურნეობები, ფირმები, ფაქტობრივად ნებისმიერი ადამიანი, ორგანიზაცია ან საწარმო
აკეთებს. კონკრეტულად იგი აანალიზებს ბაზრების, ფირმების, საოჯახო მეურნეობებისა და
ინდივიდების ეკონომიკურ ქცევას. მიკროეკონომიკა გვიხსნის აღნიშნული ერთეულები
როგორ და რატომ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ იცვლება მათი არჩევანი ცვალებადი
ფასებისა და შემოსავლების ზემოქმედებით.

მაკროეკონომიკა შეისწავლის მსხვილმაშტაბურ ეკონომიკურ მოვლენებს. იგი აანალიზებს


ისეთ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როგორებიცაა ეროვნული წარმოების მოცულობის დონე,
ეკონომიკური ზრდის ტემპი, საპროცენტო განაკვეთები, უმუშევრობა, ინფლაცია,
სახელმწიფო პოლიტიკა და სხვა...
მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, თუმცა
მიუხედავად მათ შორის არსებული კავშირისა ეს ორი სფერო განცალკევებულია.

ხშირად ეკონომისტებს ეკონომიკური მოვლენების ახსნა და არსებული მდგომარეობის


გასაუმჯობესებლად გარკვეული პროგრამების შემუშავება უწევთ. ამ საქმიანობის
განსახორციელებლად ისინი მიმართავენ ეკონომიკურ ანალიზს, სადაც თავის მხრივ
გამოიყოფა პოზიტიური და ნორმატიული ანალიზი. ეკნომიკური ანალიზის დროს
მიმართავენ სხვადასხვა დებულებებს, მათ შორის პოზიტიურ და ნორმატიულ დებულებებს.
პოზიტიური დებულებები – ძირითადად აღწერითი ხასიათისაა. ისინი სამყაროს გვიხატავენ
ისე, როგორიც ის არის. ნორმატიული დებულებები – სარეკომენდაციო ხასიათის
მატარებელია. ისინი გამოხატავენ თვალსაზრის იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს
სამყარო.

ძირითადი განსხვავება პოზიტიურ და ნორმატიულ დებულებებს შორის იმაში


მდგომარეობს, რომ პოზიტიური დებულებების უარყფა ან დასაბუთება პრინციპულად
შესაძლებელია დამადასტურებელი ფაქტების შესწავლის გზით. ნორმატიული დებულებების
შეფასებისთვის კი არა მხოლოდ ფაქტებია საჭირო, არამედ გარკვეული ფასეულობითი
ორიენტირიც. ნორმატიული დასკვნებისათვის საჭიროა როგორც პოზიტიური ანალიზი, ისე
ფასეულობათა აწონ-დაწონა, რადგან ხშირად აუცილებელია არა მხოლოდ იმის ახსნა თუ
როგორ მუშაობს ეკონომიკა, არამედ ეკონომიკის მუშაობის გაუმჯობესება.

ეკონომისტები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო რჩევებს იძლევიან ამის ორი ძირითადი


მიზეზი არსებობს: მათ შესაძლოა სხვადასხვა აზრი ჰქონდეთ სამყაროს მოწყობასთან
დაკავშირებული ალტერნატიული პოზიტიური დებულებების სამართლიანობის შესახებ და
მეორე, შესაძლოა სხვადასხვა ფასეულობები და ამიტომ სხვადასხვა ნორმატიული
შეხედულებები ჰქონდეთ იმის შესახებ თუ რის მიღწევას უნდა ცდილობდეს პოლიტიკა.

3. ურთიერთდამოკიდებულება და ვაჭრობიდან მიღებული მოგება:

ა) აბსოლუტური უპირატესობის პრინციპი, ურთიერთდამოკიდებულება და ვაჭრობის


სარგებლობა;

აბსოლუტური უპირატესობა - ერთი მწარმოებლის უნარი, საქონელი აწარმოოს საწარმოო


ფაქტორების უფრო ნაკლები დანახარჯებით ვიდრე მეორემ. ფერმერისა და გლეხის
მაგალითი. დრო არის ერთადერთი წარმოების ფაქტორი, ანუ უნდა შევადაროთ ამ ორი
ადამიანის მიერ დახაჯული დრო წარმოებისთვის.

ბ) შედარებითი უპირატესობის პრინციპი, ალტერნატიული დანახარჯები და შედარებითი


უპირატესობა;
შედარებითი უპირატესობის პრინციპი გვიჩვემნებს რომ ვაჭრობას შეუძლია ყველას
ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ასებობს ორი ადამიანის/ქვეყნის მიერ
საქონლის წარმოების უნარის შედარების ორი გზა. ამბობენ რომ იმას ვისაც შეუძლია
მოცემული საქონელი აწარმოოს ფაქტორების ნაკლები რაოდენობისაგან – აბსოლუტური
უპირატესობა გააჩნია ამ საქონლის წარმოებაში. ხოლო იმას, ვისაც საქონლის წარმოების
ნაკლები ალტერნატიული დანახარჯი აქვს – შედარებითი უპირატესობა აქვს. თვით
ალტერნატიული დანახარჯი კი ისაა რასაც გავიღებთ ამ საგნის დასასუფლებად. როდესაც
ქვეყნებს განსხვავებული ალტერნატიული დანახარჯები აქვთ. მაშინ ერთ ქვეყანას
შედარებითი უპირატესობა ექნება ერთი საქონლის წარმოებაში, მეორეს კი შედარებითი
უპირატესობა ექნება მეორე საქონლის წარმოებაში.

ქვეყნებისა და ცალკეული მწარმოებლებისათვის ვაჭრობით მიღებული სარგებელი ემყარება


შედარებით უპირატესობას. ვაჭრობა ყველას ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს,
ვინაიდან ადამიანებს საშუალებას აძლევს, ხელი მოჰკიდონ მხოლოდ იმ საქმეს, რომელშიც
შედარებითი უპირატესობა აქვთ.

შედარებითი უპირატესობის პრინციპის გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ ცალკეული


ადამიანების არამედ ქვეყნების მიმართაც. ეკონომისტები შედარებითი უპირატესობის
პრინციპს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის დასაცავად იყენებენ.განვიხილოთ
რამდენიმე მაგალითი, რომელიც ნათლად წარმოადგენს აბსოლუტური და შედარებითი
უპირატესობის მნიშვნელობას.

მაგალითად, ავიღოთ , რომ რომელიმე ცნობილ A პიროვნებას აქვს გასაკრეჭი გაზონი იგი
თავად, ამ გაზონის გაკრეჭაში ფლობს აბსოლუტურ უპირატესობას, რადგან მას შეწუძლია
ყველაზე სწრაფად, 2 საათში სრულად გაკრიჭოს გაზონი. იმის გადასაწყვეტად თავად უნდა
გაკრიჭოს მან გაზონი თუ არა უნდა განვიხილოთ მისი ალტერნატიული დანახარჯი.
აღსანიშნავია, რომ გაზონის გაკრეჭვაზე დასახარჯ 2 საათში ამ პირავნებას შეუძლია
მონაწილეობა მიიღოს ერთ- ერთი პროდუქციის სარეკლამო რგოლში, რისთვისაც მას
გადაუხდიან 10 000 დოლარს. ე.ი. A-სთვის გაზონის გაკრეჭის ალტერნატიული დანახარჯია
10 000 დოლარი. ცნობილია, რომ მეზობლად მცხოვრებ B პიროვნებას შეუძლია A-ს გაზონის
გაკრეჭა 4 სთ –ში ან ამავე დროში მაკლდონალდდს-ში მუშაობისთვის 20 დოლარის მიღება.
ამრიგად A-ს აბსოლუტური უპირატესობა აქვს გაზონის გაკრეჭაში, რადგან ამ საქმეს ნაკლებ
დროში აკეთებს. მაგრამ B – ს ამ საქმეში შედარებით იუპირატესობა აქვს, ვინაიდან მისი
ალტერნატიული დანახარჯი მხოლოდ 20 დოლარია. ვაჭრობით მიღებული სარგებელი ამ
მაგალითში უზარმაზარია. A-ს მხრიდან ამ შემთხვევაში რაციონალური გადაწყვეტილება
იქნება თუ თავად გადაიღებს სარეკლამო რგოლს, ხოლო გაზონის გასაკრეჭად დაიქირავებს B
– ს და გადაუხდის 20 დოლარზე მეტს და 10 000 – ზე ნაკლებს. ასეთ შემთხვევაში ორივეს
ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
მე-2-ე მაგალითისთვის ავიღოთ რომელიმე A და B ქვეყანა და ორი სახის პროდუქტი –
ავტომონილები და საკვები. დავუშვათ რომ ეს ქვეყნები ერთმანეთთან ვაჭრობენ და ამავე
დროს ერთნაირად კარგად აწარმოებენ ავტომობილებს – 1 მუშა 1 თვეში აწარმოებს 1
ავტომობილს. რაც შეეხება საკვებს A ქვეყანას უფრო ნაყოფიერი ნიადაგის გამო შეუძლია
თვეში 2ტ საკვების წარმოება , B – ს მხოლოდ 1ტ-ის. შედარებითი უპირატესობის პრინციპის
თანახმად, თითოეული საქონელი უნდა აწარმოოს იმ ქვეყანამ, რომელსაც ამ საქონლის
წარმოების ნაკლები ალტერნატიული აქვს. ჩვენს შემთხვევაში A ქვეყნისთვის
ავტომობილებიოს წარმოების ალტერნატიული დანახარჯია 2ტ საკვების წარმოება. B
ქვეყნისთვის 1ტ ანუ უფრო ნაკლები. ასსეთ შემთხვევასი B-მ უნდა აწარმოოს მეტი
ავტომობილი და მოახდინოს მათი ექსპორტი A ქვეყანაში. ხოლო A – მ უნდა აწარმოოს მეტი
კვების პროდუქტები და გაიტანოს B ქვეყანაში გასაყიდად. ასე ორივე ქვეყანას ექნება მეტი
საკვებიდა მეტი ავტომობილი.

რათქმაუნდა რეალურ ცხოვრებაში ქვეყნებს შორის ვაჭრობა ბევრად უფრო რთულია ვიდრე
წარმოდგენილ მაგალითში, მთავარი ის არის რომ ვაჭრობას მართალია შეუძლია მთლიანად
ქვეყნის ეკონიმიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მაგრამ ეს ყოველთვის არ ვრცელდება
თითოეულ ცალკეულ ინდივიდზე, მაგალითად : როგორ იქნება ავტომანქანების
მაწარმოებელი A ქვეყანაში ან კვების პროდუქტების მწარმოებელი B ქვეყანაში, რომლებსაც
თავს დაატყდებათ შედარებით იაფი იმპორტირებული კონკურენტული პროდუქცია.

4. მოთხოვნა და მიწოდება ინდივიდუალურ ბაზარზე:

ა) მოთხოვნის მრუდი, ინდივიდუალური და საბაზრო მოთხოვნა, მოთხოვნის მრუდის


გადაადგილებები;

მიწოდება და მოთხოვნა ის ძალებია, რომლებიც საბაზრო ეკონომიკას ამუშავებენ. ეს ძალები


განსაძღვრავენ თითოეულ საქონლის მოცულობას და ამ საქონლის გასაყიდ ფასს. მიწოდება
და მოთხოვნა მიუთითებენ ადამიანთა ქცევაზე, როდესაც ეს ადამიანები ურთიერთქმედებენ
ბაზრებზე. ბაზარი კონკრეტული საქონლისა და მომსახურების მყიდველებისა და
გამყიდველების ჯგუფია. მყიდველები განსაზღვრავენ საქონელზე მოთხოვნას ხოლო
გამყიდველები საქონლის მიწოდებას.

მოთხოვნაზე საუბრისას აუცილებელია გაანალიზდეს თუ რა განსაზღვრავს რაიმე


საქონელზე მოთხოვნის რაოდენობას, ანუ საქონლის იმ რაოდენობას რომლის ყდვაც სურს და
შეუძლია მყიდველს. ზოგადად მოთხოვნის განმსაზღვრელი ფაქტორებია: ფასი, შემოსავალი,
ერთმანეთთან დაკავშირებული საქონლის ფასები, გემოვნება და მოლოდინი.

მოთხოვნის რაოდენობა მცირდება ფასის ზრდის დროს და იზრდება ფასის შემცირებისას.


ანუ მოთხოვნის რაოდენობა ფასის უკუპროპორციულია. ფასისა და მოთხოვნის რაოდენობის
ასეთი კავშირი სამართლიანია თითქმის ყველა საქონლისათვის, ამოტომ ეკონომისტები მას
მოთხოვნის კანონს უწოდებან.
მოთხოვნის რაოდენობა დიდად არის დამოკიდებული შემოსავლებზე როდესაც
ადამიანების შემოსავალი მცირდება ისინი იძულებულნი არიან ნაკლები დახარჯონ. თუ
საქონელზე მოთხოვნა მცირდება შემოსავალის შემცირებისას ასეთ საქონელს ნორმალური
საქონელი ეწოდება. ყველა საქონელი არ არის ნორმალური თუ საქონელზე მოთხოვნა
იზრდება შემოსავალის შემცირებისას ამ საქონელს ეწოდება მდარე საქონელი. მდარე
საქონლის მაგალითია ავტობუსით მგზავრობა. თუ ადამიანის შემოსავალი მცირდება ნაკლებ
მოსალოდნელია რომ მან ავტომობილის ყიდვის ან ტაქსით მგზავრობის ნება მისცეს
საკუთარ თავს იგი უფრო მეტად ავტობუსით იმგზავრებს.

როდესაც ერთი საქონლის ფასის შემცირებისას მცირდება მოთხოვნმა მეორე საქონელზე-ამ


ორ საქონელს ერთმანეთის შემცვლელები ეწოდება. შემავსებლების მაგალითია ბენზინი და
ავტომობილები, კომპიუტერები და კომპიუტერული პროგრამები...

მოთხოვნის რაოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს ასევე გემოვნება და მოლოდინი. თუ


მოსალოდნელია სასურველ A პროდუქტზე ხვალისთვის ფასების შემცირება, ადამიანი, რა
თქმა უნდა, დაიცდის და შეიძენს გაიაფებულ პროდუქტს, ხოლო ფასების ზრდის
მოლოდინისას ინდივიდი არჩევს დღესვე შეიძინოს პროდუქტი, ვიდრე იგი გაძვირდება.
საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის დამოკიდებულებას ნათლად ასახავს
მოთხოვნის მრუდი:

მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს, როგორ იცვლება საქონელზე მოთხოვნის რაოდენობა ფასის


ცვლილების შესაბამისად. იმის გამო, რომ ფასის შემცირებით იზრდება მოთხოვნის
რაოდენობა მოთხოვნის მრუდი კლებადია. ანუ მოთხოვნის მრუდის აგებისას ყველა
ცვლადი, მრუდის აგებაში გამოყენებული ცვლადების გარდა, ითვლება უცვლელად.

ცალკეული ინდივიდების მოთხოვნების ჯამი საბოლოოდ განსაზღვრავს საბაზრო


მოთხოვნას. ვინაიდან საბაზრო მოთხოვნა ინდივიდუალური მოთხოვნებით იქმნება,
ბაზარზე მოთხოვნის რაოდენობა დამოკიდებულია იმავე ფაქტორებზე, რომლებიც
განსაზღვრავენ ინდივიდუალურ მყიდველთა მოთხოვნის რაოდენობას. ანუ ეს ფაქტორებია:
ფასი, შემოსავალი, გემოვნება, მოლოდინი, ერთმანეთთან დაკავშირებული საქონლის ფასები
და + მყიდველთა რაოდენობაც. საბაზრო მოთხოვნის მრუდის ასაგებად ინდივიდუალური
მოთხოვნის მრუდებს ვაჯამებთ ჰორიზონტალურად, ანუ მთლიანი მოთხოვნის საპოვნელად
თითოეული ფასის დროს ვაჯამებთ ინდივიდუალური მოთხოვნის რაოდენობებს.

ნებისმიერი ცვლილება, რომლის შედეგად იზრდება რაოდენობა, რომლის შეძენაც სურთ


მომხმარებლებს მოცემული ფასის პირობებში, მოთხოვნის მრუდს მარჯვნის გადაადგილებს,
ისეთი ცვლილება, რომლის შედეგადაც მცირდება რაოდენობა, რომლის შეძენაც სურთ
მომხმარებლებს მოცემული ფასის პირობებში მოთხოვნის მრუდს მარცხნივ გადაადგილებს.
ბ) მიწოდების მრუდი, ინდივიდუალური და საბაზრო მიწოდება, მიწოდების მრუდის
გადაადგილებები;

ბაზარზე გამყიდველთა ქცევას ასახავს მიწოდება. საქონლის იმ როდენობას, რომლის


გაყიდვის სურვილი და შესაძლებლობაც აქვთ გამყიდველებს – მიწოდების რაოდენობა
ეწოდება. მიწოდების რაოდენობა ძირითადად განისაზღვრება ისეთი ფაქტორებით,
როგორიცაა: ფასი, ფაქტორთა ფასები, ტექნოლიგია და მოლოდინი.

პროდუქციის ფასი მიწოდების რაოდენობის ერთ-ერთი მნიშ. განმსაზღვრელია. როდესაც


საქონლის ფასი მაღალია ამ საქონლის გაყიდვა მომგებიანია, ამიტომ მიწოდების რაოდენობა
დიდია. და პირიქით, როცა ფასი დაბალია ამ საქონლის გაყიდვა ნაკლებ მომგებიანია. ამიტომ
ნაკლები იწარმოება ან საერთოდ წყდება წარმოება. ამრიგად, მიწოდების რაოდენობა
იზრდება ფასის ზრდისას და მცირდება ფასის შემცირებისას, ანუ მიწოდება ფასის
პირდაპირპროპორციულია. მიწოდებისა და ფასის ასეთ დამოკიდებულებას მიწოდების
კანონი ეწოდება.

მწარმოებლები თავისი საქმიანობის პროცესში იყენებენ საქონლისა თუ მომსახურების


საწარმოებლად საჭირო ფაქტორებს. როდესაც ერთი ან რამდენიმე ფაქტორის ფასი იზრდება
მოცემული საქონლის წარმოებაც ნაკლებად მომგებიანი ხდება და ფირმაც ნაკლებ საქონელს
მიაწოდებს ბაზარს. ამრიგად საქონლის მიწოდების რაოდენობა ამ საქონლის
დამზადებისთვის გამოყენებული ფასის უკუპროპორციულია.

მიწოდებასთან პირდაპირ კავშირშია წარმოების ტექნოლოგია. ტექნოლოგიის განვითარება


იწვევს ფირმების დანახარჯების შემცირებას და მიწოდებული საქონლის რაოდენობის
ზრდას. მიწოდებაზე მოქმედ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია ასევე მოლოდინი. თუ მეწარმე
ელის საკუთარ პროდუქციაზე ფასების ზრდას იგი თავისი საქონლის დიდ ნაწილს საწყობში
შეინახავს და გაზრდილი ფასების პირობებში
მიაწვდის ბაზაარს. იმას, თუ როგორ იცვლება
მიწოდებული საქონლის რაოდენობა ამ საქონლის
ფასის ცვლილებისას - გვიჩვენებს მიწოდების
მრუდი -<<<. ინდივიდუალური მიწოდების
მრუდების ჰორიზონტალური შეკრებით მიიღება
საბაზრო მიწოდების მრუდი. იმისათვის, რომ
ვიპოვოთ მთლიანი რაოდენობა რომელიმე
ფასისათვის, ვაჯამებთ ინდივიდუალური მიწოდების მრუდების ჰორიზონტალურ ღერძებზე
ასახულ ინდივიდუალურ რაოდენობას. საბაზრო მიწოდების მრუდი გვიჩვენებს როგორ
იცვლება მთლიანი რაოდენობა ფასის ცვლილების შესაბამისად:
საბაზრო მიწოდების რაოდენობა დამოკიდებულია იმ ფაქტორებზე, რომლებიც
განსაზღვრავენ ინდივიდუალური გამყიდველების მიერ მიწოდების რაოდენობას ანუ :
საქონლის ფასზე, წარმოების ფაქტორების ფასზე , ტექნოლოგიაზე, მოლოდინზე და ამავე
დროს გამყიდველთა რაოდენობაზე. როდესაც ფასის გარდა იცვლება მიწოდების
რაოდენობის დეტერმინანტი, მიწოდების მრუდი გადაადგილდება. ნებისმიერი ცვლილება,
რომელიც იწვევს იმ რაოდენობის ზრდას, რომლის წარმოებისათვისაც (მიწოდების ზრდას )
გამყიდველები მზად არიან მოცემული ფასის პირობებში, მიწოდების მრუდს მარჯვნივ
გადააადგილებს. ასევე, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც იწვევს იმ რაოდენობის
შემცირებას, რომლის წარმოებისთვისაც მყიდველები მზად არიან, მოცემული ფასის
პირობებში, მიწოდების მრუდს მარცხნივ გადააადგილებს.
გ) მიწოდება და მოთხოვნა ერთად, წონასწორობის ცვლილების ანალიზის სამი საფეხური,
მრუდების ერთდროული გადაადგილებები;

მოთხოვნის რაოდენობა მცირდება ფასის ზრდის დროს და პირიქით, მოთხოვნის რაოდენობა


იზრდება ფასის შემცირებისას. ამის საპირისპიროდ, მიწოდების რაოდენობა იზრდება ფასის
ზრდის დროს და მცირდება ფასის შემცირებისას.

მოთხოვნის მრუდი მიწოდების მრუდი

როდესაც მოთხოვნისა და მიწოდების მრუდები კვეთენ ერთმანეთს გადაკვეთის წერტილს


წონასწორობის წერტილი ეწოდება, რამდენადაც სწორედ ამ წერტილში მიიღწევა საბაზრო
წონასწორობა. ხაზს, რომელიც გადაკვეთის ამ წერტილს შეესაბამება წონასწორული ფასი.
ხოლო რაოდენობას წონასწორული რაოდენობა ეწოდება. წონასწორული ფასის დროს
საქონლის რაოდენობა, რომლის ყიდვაც სურთ და შეუძლიათ მყიდველებს, ზუსტად იმ
რაოდენობის ტოლია, რომლის გაყიდვაც სურთ და შეუძლიათ გამყიდველებს. წონასწორულ
ფასს ზოგჯერ სუფთა ბაზრის ფასსაც უწოდებენ, ვინაიდან ამ ფასით ყველა კმაყოფილია:
მყიდველებმა იყიდეს ყველაფერი რისი ყიდვაც სურდათ, ხოლო გამყიდველებმა გაყიდეს
ყველაფერი, რისი გაყიდვაც უნდოდათ.
თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც საბაზრო ფასი წონასწორულ ფასზე მეტია ან
ნაკლებია. როდესაც საბაზრო ფასი წონასწორულ ფასზე მეტია წარმოიქმნება საქონლის
სიჭარბე, ანუ ადგილი აქვს ჭარბ მიწოდებას, რომლის დროსაც მიწოდება მოთხოვნასზე
მეტია. ასსეტ დროს მიმწოდებლებს არ შეუძლიათ არსებულ ფასად ყველაფრის გაყიდვა რაც
სურთ რომ გაყიდონ.

მიწოდების სიჭარბეს გამყიდველები ფასების შემცირებით პასუხობენ. ფასი იქამდე


შემცირდება, ვიდრე ბაზარი წონასწორობაში არ მოვა. თუ საბაზრო ფასი წონასწორულ ფასზე
ნაკლებია, ამ შემთხვევაში მოთხოვნილი საქონლის რაოდენობა აჭარბებს მიწოდების
რაოდენობას. ჩნდება საქონლის დეფიციტი ანუ ჭარბი მოთხოვნა აღინიშნება. როდესაც
ბევრი მყიდველი და ცოტა საქონელია, გამყიდველებს შეუძლიათ ჭარბ მოთხოვნას უპასუხონ
ფასების გაზრდით მიწოდების დონის შესამცირებლად. როდესაც ფასები იზრდება ბაზარი
ისევ წონასწორობაში მოდის.
თითქმის ყველა თავისუფალ ბაზარზე სიჭარბე და დეფიციტი მხოლოდ დროებითი
მოვლენებია, ვინაიდან მიწოდებისა და მოთხოვნის კანონის თანახმად: ნებისმიერი საქონლის
ფასი თვითრეგულირდება მანამ, სანამ არ გააწონასწორებს ამ საქონლის მიწოდებასა და
მოთხოვნას.

5. ელასტიკურობა და მისი გამოყენება:

ა) მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით და მისი დეტერმინატები, ფასის მიხედვით


მოთხოვნის ელასტიკურობის გამოთვლის ორი მეთოდი;

მოთხოვნის ცვლილების სიდიდის გასაზომად ეკონომისტები ელასტიურობას იყენებენ.


საქონელზე მოთხოვნა ელასტიკურია, თუ მოთხოვნის რაოდენობა მნიშვნელოვნად იცვლება
ფასის ცვლილების შედეგად. შესაბამისად, საქონელზე მოთხოვნა არაელასტიკურია, თუ
მოთხოვნის რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლება ფასის ცვლილების შედეგად. გამოარჩევენ
მოთხოვნის ელასტიურობას ფასის მიხედვით და შემოსავლების მიხედვით.

სიდიდეს რომელიც გვიჩვენებს თუ რა გავლენას ახდენს ფასის მცირედი ცვლილება


მოთხოვნის ცვლილებაზე, ეწოდება მოთხოვნის ელასტიურობა ფასის მიხედვით. სხვადასხვა
სახის საქონელზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ პირველადი მოთხოვნილების
საგნები უფრო არაელასტიური მოთხოვნით ხასიათდებიან, ხოლო ფუფუნების საგნებს
უფრო ელასტიკური მოთხოვნა ახასიათებთ. უნდა აღინიშნოს, რომ ფუფუნებისა და
პირველადი მოხმარების საგნების კლასიფიცირება ხშირად დამოკიდებულია არა მის რეალურ
თვისებაზე არამედ იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მათ მომხმარებელი. ერთი პიროვნებისათვის
ფუფუნების საგანი შეიძლება მეორესთვის პირველადი მოხმარების იყოს და პირიქით.

საქონელს, რომელსაც ახლო შემცვლელები აქვს, მოთხოვნის მეტი ელასტიურობა


ახასიათებს, ვინაიდან მომხმარებლისათვის უფრო ადვილია ასეთ დროს ერთი საქონლიდან
მეორეზე გადასვლა. ახლო შემცვლელების მაგალითია: კარაქი და მარგანინი.

ნებისმიერ ბაზარზე მოთხოვნის ელასტიკურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად


გავავლებთ ბაზრის საზღვრებს. ვიწრო ბაზრებს უფრო ელასტიკური მოთხოვნა აქვს, ვიდრე
ფართო ბაზრებს, ვინაიდან ვიწრო ბაზრის საქონლის ახლო შემცვლელების მოძებნა უფრო
ადვილია. მაგალითად საკვებს - ფართო კატეგორიის საქონელს, საკმაოდ არაელასტიკური
მოთხოვნა აქვს, ვინაიდან არ არსებობს საკვების შემცვლელები.

საქონელს მით უფრო ელასტიური მოთხოვნა ახასიათებს, რაც მეტია დროის პერიოდი.
როდესაც ბენზინის ფასი იზრდება, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ბენზინზე
მოთხოვნის რაოდენობა უმნიშვნელოდ მცირდება. მაგრამ, დროთა განმავლობაში,
ადამიანები ყიდულობენ ავტომანქანებს, რომლებიც ნაკლებ ბენზინს ხარჯავენ, უფრო მეტად
სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ა.შ. ამიტომ რამდენიმე წლის შემდეგ
ბენზინზე მოთხოვნა საგრძნობლად მცირდება. მოთხოვნის ელასტიურობა ფასის მიზედვით
გამოითვლება ფორმულით :

მოთხოვნის ელასტიურობა ფასის მიხედვით = მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული


ცვლილება / ფასის პროცენტულ ცვლილებასთან

პროცენტული ცვილებებისა და ელასტიკურობის გამოთვლის უკეთესი გზა: გამოთვლის


შუაწერტილის მეთოდი. მაგ: 5$ არის 4-6 $ ის შუაწერტილი. შუაწერტილის გამოთვლის
მეთოდის თანახმად ცვლილება 4-დან 6$-მდე 40 %ის ტოლია (6-4)/5x100=40. შუა წერტილის
მეთდით ორ წერტილს (Q1,P1) და (Q2, P2) შორის მოთხოვნის საფასო ელასტიკურობის
გამოთვლის გამოსახვა შეგვიძლია შემდეგი ფორმულით:

(Q2-Q1 ) / [(Q2+Q1)/2]

მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით =_________________________

(P2-P1) / [(P2+P1)/2]

ბ) მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით, მოთხოვნის მრუდის სხვადასხვა სახეობები;


მთლიანი შემოსავლის გაანგარიშება, ელასტიკურობა და მთლიანი შემოსავლის ცვლილება
წვრფივი მოთხოვნის მრუდის გასწვრივ;

ეკონომისტები მოთხოვნის მრუდებს ახასიათებენ ელასტიკურობის მიხედვით. მოთხოვნა


ელასტიურია, როცა ელასტიურობა 1-ზე მეტია ( E > 1 ) ანუ მოთხოვნა პროცენტულად მეტად
იცვლება ვიდრე ფასი.

მოთხოვნა არაელასტიურია, როცა ელასტიურობა <1-ზე, ანუ მოთხოვნა პროცენტულად


ნაკლებად იცვლება ვიდრე ფასი.
თუ ელასტიურობა ზუსტად 1- ის ტოლია, ანუ მოთხოვნა პროცენტულად ისევე იცვლება
როგორც ფასი ამბობენ, რომ მოთხოვნას ერთეულოვანი ელასატიურობა აქვს.

ელასტიურობა მჭიდროდაა დაკავშირებული მოთხოვნის მრუდის დახრილობასთან. რაც


უფრო ნაკლებადაა დახრილი მოთხოვნის მრუდი, რომელიც მოცემულ წერტილზე გადის,
მით მეტია მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით. რაც უფრო მეტადატა დახრილი
მოთხოვნის მრუდი, რომელიც მოცემულ წერტილზე გადის, მით ნაკლებია მოთხოვნის
ელასტიურობა ფასის მიხედვით. ნულოვანი ელასტიურობის უკიდურეს შემთხვევაში
მოთხოვნა სრულად არაელასტიურია და მოთხოვნის მრუდი ვერტიკალურია. ამ
შემთხვევაში როგორიც არ უნდა იყოს ფასი. მოთხოვნის რაოდენობა ერთი და იგივეა.
მეორე უკიდურესი სრული ელასტიურობის მქონე მოთხოვნის შემთხვევა, რომელსაც
ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მოთხოვნის ელასტიურობა ფასის მიხედვით უსასრულობისკენ
ისწრაფვის. ამ შემთხვევაში მოთხოვნის მრუდი ჰორიზონტალურია, რაც იმაზე მეტყველებს,
რომ ფასის სრულიად უმნიშვნელო ცვლილებაც კი მოთხოვნის რაოდენობის უზარმაზარ
ცვლილებას იწვევს.

საბაზრო მოთხოვნისა და მიწოდების შესწავლისას ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებსაც,


როგორიცაა მთლიანი შემოსავალი ანუ საქონლის ფასისა და საქონლის რაოდენობის
ნამრავლი. მთლიანი შემოსავალი ტოლია მოთხოვნის მრუდის ქვეშ არსებული
მართკუთხედის ფართობისა.

როდესაც მოთხოვნის ელასტიურობა ფასის მიხედვით 1-ზე ნაკლებია, ფასის ზრდა იწვევს
მთლიანი შემოსავლის ზრდას, ხოლო ფასის შემცირება იწვევს მთლიანი შემოსავლის
შემცირებას. როდესაც მოთხოვნის ელასტიურობა ფასის მიხედვით 1-ზე მეტია ფასის ზრდა
იწვევს მთლიანი შემოსავლის შემცირებას, ხოლო ფასის შემცირება იწვევს მთლიანი
შემოსავლის ზრდას. 1-ის ტოლი ელასტიურობის მქონე მოთხოვნის განსაკუთრებულ
შემთხვევაში ფასის ცვლილება არ ახდენს გავლენას მთლიან შემოსავალზე.
გ) მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხედვით და მისი დეტერმინატები, მიწოდების
ელასტიკურობის გამოთვლა ფასის მიხედვით;

ელასტიkურობა, როგორც იმის საზომი, თუ როგორ რეაგირებენ მყიდველები და


გამყიდველები ბაზრის პირობების ცვლილებაზე, საშუალებს გვაძლევს უფრო დიდი
სიზუსტით გავაანალიზოთ მიწოდება და მოთხოვნა. მიწოდება ელასტიურია თუ მიწოდების
რაოდენობა მნიშვნელოვნად იცვლება ფასის ცვლილების შედეგად. შესაბამისად მიწოდება
არაელასტიურია თუ მიწოდების რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლება ფასის ცვლილების
შედეგად. სიდიდეს, რომელიც გვიჩვენებს თუ რა გავლენას ახდენს ფასის მცირედი
ცვლილება მიწოდების ცვლილებაზე, ეწოდება ელასტიურობა ფასის მიხედვით და
გამოითვლება ფორმულით:

მიწოდების ელასტიურობა ფასის მიხედვით = მიწოდების რაოდენობის პროცენტული


ცვლილება / ფასის პროცენტულ ცვლილებასთან.

თითქმის ყველა ბაზარზე ფასის მიხედვით მიწოდების ელასტიურობას განსაზღვრავს


დროის პერიოდი. მიწოდება როგორც წესი უფრო ელასტიურია გრძელვადიან პერიოდში,
ვიდრე მოკლევადიან პერიოდში. ფირმებს გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის რომ
გაზარდონ ან შეამცირონ საწარმოო სიმძლავრეები საქონლის რაოდენობის შემცირების ან
გაზრდის მიზნით. ამიტომ მოკლევადიან პერიოდში, მიწოდების რაოდენობა არ არის ძალიან
მგრძნობიარე ფასის მიმართ. დროის დიდ მონაკვეთში კი ფირმებს შეუძლიათ ახლი
საწარმოების აგება ან ძველის დახურვა. ამასთანავე შესაძლებელია ბაზარზე ახალი ფირმები
შემოვიდნენ, ძველები კი გავიდნენ. ამიტომ გრძელვადიან პერიოდში მიწოდების რაოდენობა
მნიშვნელოვნად რეაგირებს ფასების ცვლილებაზე.

დ) მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხედვით, მიწოდების მრუდის სხვადასხვა


სახეობები;

მიწოდების ელასტიურობა ფასის მიმართ მიწოდების მრუდებზეც აისახება. არსებობს


სხვადასხვა შემთხვევები: ნულოვანი ელასტიურობის უკიდურეს შემთხვევაში მიწოდება
სრულადაა არაელასტიური და მიწოდების მრუდი ვერტიკალურია. ამ შემთხვევაში,
მიწოდების რაოდენობა უცვლელია ფასის მიუხედავად.
მეორე უკიდურესი შემთხვევა სრულად ელასტიური მიწოდება, რომელსაც ადგილი აქვს
მაშინ, როდესაც ფასის მიხედვით მიწოდების ელასტიურობა უსასრულობას უახლოვდება. ამ
შემთხვევაში მიწოდების მრუდი ჰორიზონტალურია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფასის
თუნდაც უმნიშვნელო ცვლილება მიწოდების რაოდენობის უზარმაზარ ცვლილებას იწვევს.

როდესაც ელასტიურობა 1 – ის ტოლია გვაქვს ერთეულოვანი ელასტიურობა ანუ


მიწოდების რაოდენობა და ჰასის პროპორციულად ერთნაირად იცვლება.
როდესაც მიწოდების ელასტიურობა 1-ზე მეტია მიწოდების რაოდენობა იცვლება
პროპორციულად მეტად ვიდრე ფასი.

თუ მიწოდების ელასტიურობა 1 - ზე ნაკლებია, მიწოდების რაოდენობა იცვლება


პროპორციულად ნაკლებად ვიდრე ფასი, ანუ მიწოდება არაელასტიურია.

მიწოდების მოთხოვნისა და ელასტიკურობის გამოყენების სამი გზა არსებობს:

მიწოდების და მოთხოვნის იარაღები შეიძლება გამოვიყენოთ მრავალი სხვადასხვა სახეობის


ბაზრისთვის. განვიხილოთ მიწოდება და მოთხოვნა ხორბლის, ნავთობისა და ნარკოტიკების
ბაზრებისთვის.

განვიხილოთ თუ რამდენად მომგებიანია ფირმებისათვის ახალაღმოჩენილი ხორბლის


ჰიბრიდის გამოყენება, რაც საშუალებას მისცემს მათ ერთი აკრი მიწიდან მეტი ხორბალი
აიღონ ვიდრე ადრე. ასეთ შემთხვევაში ფერმერებს შეეძლებათ ბაზარს მეტი რაოდენობის
ხორბალი მიაწოდონ ე.ი. მიწოდების მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება. გაყიდული
ხორბლის რაოდენობა გარკვეულწილად გაიზრდება, მაგრამ ახლა უკვე ხორბლის ფასი
შემცირდება. მიიღებენ თუ არა მეტ შემოსავალს ფერმერები გაზრდილი წარმოებისა და
შემცირებული ფასების პირობებში დამოკიდებულია ხორბლის მოთხოვნის
ელასტიურობაზე. სინამდვილეში მოთხოვნა ხორბალზე არაელასტიურია, ფასის შემცირება
იწვევს მთლიანი შემოსავლის შემცირებას, შედეგად გლეხები თავისი საქონლის გაყიდვით
ნაკლებ შემოსავალს იღებენ, თუმცა ისინი მაინც ირჩევენ ჰიბრიდის გამოყენებას. ფერმერთა
ასეთი გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ თითოეული გლეხის მეურნეობა ხორბლის
კოკურენტული ბაზრის მცირე ნაწილია. რომელიც არსებულ ფასს იღებს, როგორც
მოცემულს. ნებისმიერი მოცემული ფასის პირობებში კი უმჯობესია, რომ მეტი აწარმოონ და
გაყიდონ, რათა მეტი შემოსავალი მიიღონ. ასე იქცევა ფერმერების უმეტესობა. შედეგად
ბაზარზე ხორბლის მიწოდება დიდი რაოდენობით ხდება და ფასები იკლებს, რაც
გრაფიკულად ასე აისახება:

ამრიგად ის რაც კარგია გლეხებისთვის შეიძლება ცუდი იყოს საზოგადოებისთვის და


პირიქით, საზოგადოებისთვის სასარგებლო არ გულისხმობს იმას, რომ ყველა კმაყოფილი
იქნება, ყოველთვის იარსებებენ უკმაყოფილო, მეტ-ნაკლებად დაზარალებული ინდივიდები.

ახლა განვიხილოთ ნავთობის ბაზარი OPEC-ის მაგალითზე, რომლის წევრმა ქვეყნებმაც


რამდენჯერმე სცადეს საკუთარი შემოსავლები საგრძნობლად გაეზარდათ ნავთობის
მიწოდების შეზღუდვის ხარჯზე, თუმცა ამ ცვლილებამ მხოლოდ პირველ ჯერზე გაამართლა
და ფასები თითქმის 50% - ით გაიზარდა. ყოველი მომავალი მცდელობისას ნავთობის ფასი
სულ უფრო ნაკლები პროცენტული მაჩვენებლით ახერხებდა გაზრდას. ასეთი
მდგომარეობის მიზეზი ის არის, რომ მიწოდება და მოთხოვნა გრძელვადიან და
მოკლევადიან პერიოდში განსხვავებულია. მოკლევადიან პერიოდში ნავთობის მიწოდებაც
და მოთხოვნაც შედარებით არაელასტიურია. მიწოდება არაელასტიურია, რადგან ნავთობის
რეზერვების რაოდენობა და ნავთობის რეწვის მოცულობა სწრაფად ვერ იცვლება. ხოლო
მოთხოვნა არაელასტიურია, რადგან მსყიდველობითი ჩვევები მაშინვე არ რეაგირებენ
ფასების ცვლილებაზე.
სულ სხვა მდგომარეობაა გრძელვადიან პერიოდში. დროის გრძელვადიანი მoნაკვეთის
განმავლობაში სხვა ქვეყნების ნავთობის მწარმოებლები OPEC-ის მაღალ ფასებს ახალი
საბადოების აღმოჩენითა და ახალი სამრეწველო სიმძლავრეებით პასუხობენ. მომხმარებლები
უფრო ეკონომიურები ხდებიან, ძველ არაეკონომიურ მანქანებს ახალი ეკონომიური
მანქანებით ცვლიან. გრძელვადიან პერიოდში მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები უფრო
ელასტიურია. მიწოდების მრუდი გადაადგილდება შ-1 დან შ- 2 –მდე და ფასები უფრო
მცირედით იზრდება.

ამრიგად OPEC-ის მიერ მიწოდების ერთობლივი შემცირება ნაკლებად მომგებიანი აღმოჩნდა


გრძელვადიან პერიოდში.

თითოეულ ქვეყანაში, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან დაუზოგავი შრომისა, მაინც


არის ნარკოტიკების ბაზარი, რომლის ფუნქციონირებასაც ისევე როგორც სხვა ბაზრებზე
მოთხოვნა - მიწოდება განსაზღვრავს. მრავალ ქვეყანაში გამოცდილებამ ანახა, რომ
ნარკოტიკებთან ბრძოლის აღმკვეთი ღონისძიებები ვერ იძლეოდა ძირითადი მიზნის –
ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა რაოდენობის შემცირების, რეალურად განხორციელების
საშუალებას. კონტრაბანდისტთა გარკვეული ჯგუფის დაკავებას შედეგად მოჰყვებოდა
მიწოდების შემცირება. ეს საგრძნობლად ზრდიდა ნარკოტიკების ფასს და მისი მოხმარების
შემცირების მაგივრად იზრდებიდა ნარკოტიკის საყიდლად საჭირო ფულის საშოვნელად
ჩადენილი დანაშაულები. იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკებზე მოთხოვნა
არაელასტიურია დროის მოკლევადიან პერიოდში და აღმკვეთი ღონისძიებები ხშირად
კრიმინალურ მდგომარეობას ამწვავებდნენ, ქვეყნებმა მიიღეს ანტინარკოტიკული
საგანმანათლებლო პროგრამების გატარების გადაწყვეტილება. წარმატებული
საგანმანათლებლო პროგრამების შედეგად მოთხოვნა ამ სახის საქონელზე შემცირდა და
მრუდი გადაადგილდება D -1 დან D -2 პოზიციაზე. შედეგად შემცირდა წონასწორული
რაოდენობა Q-1 დან Q-2 მდე და წონასწორული ფასი P – 1 დან P – 2 მდე. ამ უკანასკნელმა
გამოიწნია ნარკორეალიზატორების შემოსავლის შემცირებაც და რაც მთავარია ქვეყანაში
იკლო ნერკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვმა. ნარკოტიკების ბაზარზე
მიწოდებისა დამოთხოვნის ცვლილება გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდში აისახება
შემდეგი მრუდებით:

6. მიწოდება, მოთხოვნა და სამთვრობო პოლიტიკა:

ა) როგორ მოქმედებს ფასის ზედა ზღვარი ბაზრის ფუნქციონირებაზე;

ბ) როგორ მოქმედებს ფასის ქვედა ზღვარი ბაზრის ფუნქციონირებაზე;

ფასის კონტროლი მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები თვლიან, რომ


საქონლისა თუ მომსახურების ფასი უსამართლოა მყიდველებისა ან გამყიდველების მიმართ.

ვინაიდან ნებისმიერი საქონლის მყიდველებს უფრო დაბალი ფასი სურთ, გამყიდველებს კი


უფრო მაღალი, ამ ორი ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თუ ამ დავაში
მომხმარებლები მიაღწევენ წარმატებას, მაშინ მთავრობა მოცემულ საქონელზე ფასის ზედა
ზღვარს დააწესებს. ფასის ზედა ზღვარი წარმოადგენს კანონით დაწესებული ფასის
მაქსიმუმს, რომლითაც საქონელი შეიძლება გაიყიდოს. თუ წარმატებას საქონლის
მწარმოებლები მიაღწევენ, მაშინ მთავრობა ამ საქონლის გასაყიდი ფასის ქვედა ზღვარს
დაადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქონელი დადგენილ ზღვარზე ნაკლებ ფასად არ უნდა
გაიყიდოს.

როდესაც მთავრობა ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესებს და აწესებს ფასის ზედა


ზღვარს, ადგილი შეიძლება ჰქონდეს ორ შემთხვევას: როდესაც საქონლის ფასის ზედა
ზღვარი წონასწორულ ფასზე მაღალია მაშინ ფასის ზედა ზღვარი ბაზარს არ ზღუდავს.
თუ ფასის ზედა ზღვარი წონასწორულ ფასზე დაბალია იგი ბაზარს ზღუდავს. მიწოდებისა
და მოთხოვნის ძალები ფასს წონასწორული ფასისკენ უბიძგებენ, მაგრამ როდესაც საბაზრო
ფასი ზედა ზღვარს მიაღწევს, მეტად ვეღარ იზრდება, ამ ფასად მოთხოვნილი საქონლის
რაოდენობა აჭარბებს მიწოდებულს და წარმოიქმნება საქონლის დეფიციტი. (მაგალითად
ქირის კონტროლი, ზღვარი=აღარ ზრუნავენ კარგი სახლის შეთავაზებას)

ფასის ქვედა ზღვარი, ზედა ზღვრის მსგავსად, მთავრობის მიერ წონასწორულისაგან


განსხვავებული ფასის შენარჩუნების მცდელობაა. როდესაც მთავრობა ითვალისწინებს
მეწერმეთა ინტერესებს და აწესებს ფასის ქვედა ზღვარს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ორ
შემთხვევას: თუ ფასის ქვედა ზღვარი წონასწორულ ფასზე ნაკლებია, მაშინ საბაზრო ფასი
რეგულირდება მიწოდებისა და მოთხოვნის სრულ გაწონასწორებამდე. ხოლო თუ მთავრობა
აწესებს ფასის ქვედა ზღვარს, რომელიც წონასწორულ ფასზე მაღალია ბაზარზე აღინიშნება
დაბალი მოთხოვნა და ჭარბი მიწოდება.

ფასის კონტროლს, ზედა და ქვედა ზღვრების დაწესებას თითქმის ყოველთვის


ეწინააღმდეგებიან ეკონომისტები ისინი მიიჩნევენ ფასების კონტროლით პოლიტიკოსები
ხელს უშლიან ეკონომიკის სრულყოფილ ფუნქციონირებას. მიუხედავად იმისა, რომ ფასების
კონტროლის ძირითადი მიზანი ღარიბთა დახმარებაა, მას ხშირად საწინააღმდეგო
შედეგებამდე მივყავართ. მაგალითად ქირის კონტროლის დეროს გამქირავებლები სტიმულს
კარგავენ სახლის მდგომარეობა გააუმჯობესონ და ისე შესთავაზონ მდგმურებს. შედეგად
ისევ მოქირავეები ზარალდებიან. ასეთივე შემთხვევას აქვს ადგილი მინიმალური ხელფასის
განსაზღვრისას. მართალია, მინიმალური ხელფასი ზრდის ზოგიერთი თანამშრომლის
შემოსავალს, მაგრამ ამის პარალელურად იწვევს უმუშევრობის ზრდასაც. როდესაც ფირმებს
აღარ შეუძლიათ გაზრდილი სახელფასო ხარჯის ანაზღაურება, იძულებულნი არიან
შეამცირონ თAნამშრომელთა რაოდენობა.

გაჭირვებულთა დახმარება შეიძლება სხვა ხერხებითაც, მაგალითად: სუბსიდიების


გამოყოფით, განხორციელდეს. მართალია ეს და სხვა მსგავსი პროგრამები ხშირად ფასების
კონტროლზე უმჯობესია. მაგრამ არც ისინია სრულყოფილი. გამოყოფილი სუბსიდიები
მთავრობას საკმაოდ დიდი თანხა უჯდება, რაც მომავალში გადასახადების გაზრდას
მოითხოვს და ისევ მოსახლეობას გადაეკისრება.

გ) როგორ მოქმედებს მყიდველთა დაბეგვრა ბაზრის ფუნქციონირების შედეგებზე;

ზოგადად გადასახადის დაკისრება ნიშნავს გადასახადის სხვა გადამხდელებზე მთელი


გადასახადის ან მისი ნაწილის დაკისრებას მათთვის საქონლის უფრო მაღალ ფასად
მიყიდვის გზით. პირველი ნაბიჯი, როცა დაბეგვრა ხდება მყიდველებზე მოთხოვნაზე
მოქმედებს. მიწოდების მრუდი უცვლელი რჩება, რადგან გამყიდველებს არა აქვთ მათ მირ
ბაზარზე მიწოდებული პროდუქტის შეცვლის სტიმული. მყიდველებს კი ნაყიდზე
მთავრობისთვის გადასახადის გადახდა უხდებათ. მეორე ნაბიჯია თუ როგორია
გადაადგილების მიმართულება. ვინაიდან მყიდველებისთვის დაკისრებული გადასახადი
პროდუქტის სურვილს ამცირებს, მყიდველები ნაკლებ რაოდენობას მოითხოვენ თითოეულ
ფასად. მესამე ნაბიჯი, რომ დავადგინოთ გადასახადის ეფექტი საჭიროა შევადაროთ
თავდაპირველი წონასწრობა და ახალი წონასწორობა. ვინაიდან ახალ წონასწორობაში
გამყიდველები ნაკლებს ყიდიან, ხოლო მყიდველები ნაკლებს ყიდულობენ, პროდუქტის
დაბეგვრა ბაზრის ზომებს ამცირებს. შედეგი კი ის არის, რომ გადასახადი მყიდველთა
ეკონომიკურ მდგომარეობას აუარესებს. გადასახადები საბაზრო სტიმულებს ამცირებს.
როდესაც საქონელი იბეგრება, გაყიდული საქონლის რაოდენობა ნაკლებია ახალ
წონასწორობაში. მყიდველები და გამყიდველები გადასახადის სიმძიმეს ინაწილებენ. ახალ
წონასწორობაში მყიდველები საქონელში მეტს იხდიან, გამყიდველები კი ნაკლებს იღებენ.

დ) როგორ მოქმედებს გამყიდველთა დაბეგვრა ბაზრის ფუნქციონირების შედეგებზე;

პირველი ნაბიჯი, გადასახადი გამყიდველებზე მოქმდებს. ეს იწვევს პროდუქტის გაყიდვის


დანახარჯის ზრდას. ეს გამყიდველებს აიძულებს შეამცირონ თითოეულ ფასად
მიწოდებული პროდუქტის რაოდენობა. მეორე ნაბიჯი, იმის გამო რომ გადასახადი ზრდის
პროდუქტის წარმოებისა და გაყიდვის დანახარჯებს, ის ამცირებს თითოეულ ფასად
მიწოდებულ პროდუქტს. მესამე ნაბიჯი, წინანდელი და ახლანდელი წონასწორობის
შედარება. გამყიდველები იმაზე მეტ ფასს იღებენ, ვიდრე გადასახადების დაწესებამდე
იღებდნენ, მაგრამ რეალური ფასი (გადასახადის გადახდის შემდეგ) მცირდება. შედეგები:
მყიდველებზე დაკისრებული გადასახადი და გამყიდველებზე დაკისრებული გადასახადი
ექვივალენტურია. ორივე შემთხვევაში გადასახადის დაწესება იწვევს განსხვავებას
მყიდველების მიერ გადახდილ ფასსა და გამყიდველების მიერ მიღებულ ფასს შორის. ეს
განსხვავება ერთი და იგივეა მიუხედავად თუ ვის ეკისრება გადასახადი. იწვევს მიწოდებისა
და მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას.

ე) ელასტიკურობა და გადასახადების დაკისრება;

როდესაც საქონელი იბეგრება, მყიდველები და გამყიდველები გადასახადებს ინაწილებენ.


მხოლოდ ივიათ შემთხვევაში ხდება ეს გადანაწილება თანაბარი. როცა გამყიდველები მეტად
მგრძნობიარენი არიან საქონლის ფასისადმი, მყიდველები კი შედარებით ნაკლებად
მგრძნობიარენი. ასეთი ელასტიკურობის მქონე ბაზარზე არსებული გადასახადით
გამყიდველების მიერ მიღებული ფასი დიდად არ მცირდება, ასე რომ გამყიდველები
გადასახადის სიმძიმის მცირე ნაწილს იტვირთავენ. მყიდველების გადახდილი ფასი კი
მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ გადასახადის სიმძიმის ძირითადი ნაწილი მყიდველებს
დააწვებათ.

გადასახადის სიმძიმე უფრო მეტად ბაზრის იმ მხარეს აწვება, რომლის ელასტიკურობაც


ნაკლებია. საერთოდ ელასტიკურობა ასახავს მყიდველებისა თუ გამყიდველების
მზადყოფნას, დატოვონ ბაზარი, როდესაც პირობები არახელსაყრელია. მოთხოვნის მცირე
ელასტკურობა ნიშნავს, რომ მყიდველებს არ აქვთ ამ კონკრეტული საქონლის მოხმარების
ალტერნატივა, რომ გამყიდველებს არ აქვთ ამ კონკრეტული საქონლის წარმოების
ალტერნატივა.

7. მომხმარებლები, მწარმოებლები და ბაზრის ეფექტიანობა:

ა) სამომხმარებლო დანაზოგი და მოთხოვნის მრუდის გამოყენება სამომხმარებლო


დანაზოგის გამოსათვლელად;

სამომხმარებლო დანაზოგი არის სხვაობა იმ თანხას, რომლის გადახდისთვისაც


მომხმარებელი მზად არის და იმ თანხას შორის, რომელსაც რეალურად იხდის.
სამომხმარებლო დანაზოგი ასახავს მყიდველის ბაზარში მონაწილეობით მიღებულ
სარგებელს.

სამომხმარებლო დანაზოგი მჭიდრო კავშირშია მოთხოვნის მრუდთან. ვაინაიდან


მოთხოვნის მრუდი ასახავს მყიდველთა გადახდისათვის მზადყოფნას, ის შეგვიძლია
სამომხმარებლო დანაზოგის გამოთვლისთვისაც გამოვიყენოთ. მოთხოვნის ყველა მრუდს
ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი თვისება: მოთხოვნის მრუდის ქვემოთ და ფასის ზემოთ
მდებარე არის (ფიგურის) ფართობი ასახავს სამომხმარებლო დანაზოგის ბაზარზე, ამის
მიზეზი ის არის, რომ მოთხოვნის მრუდის სიმაღლე ასახავს მყიდველის მიერ საქონლის
შეფასებას, რომელიც გამოხატულია ამ საქონლის შესაძენად მყიდველთა გადახდისთვის
მზადყოფნით. სხვაობა გადახდისათვის მზადყოფნასა და საბაზრო ფასს შორის წარმოადგენს
თითოეული მყიდველის სამომხმარებლო დანაზოგს. ამრიგად, მოთხოვნის მრუდის ქვემოთ
და ფასის ზემოთ მდებარე მთლიანი არის (ფიგურის) ფართობი არის ყველა მყიდველის
სამომხმარებლო დანაზოგის ჯამი საქონლისა და მომსახურების ბაზარზე.

იმის გასაანალიზებლად თუ როგორ ზრდის


ფასის შემცირება სამომხმარებლო დანაზოგს, დავუშვათ ფასი შემცირდა P 1- დან P 2- მდე

სამომხმარებლო დანაზოგი ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი კარგი მაჩვენებელია,


თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს მაგალითად
ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების სამომხმარებლო დანაზოგი. ისინი მზად არიან
ნარკოტიკებში მაღალი ფასი გადაიზადონ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ისინი დიდ სარგებელს
იღებენ ნარკოტიკის დაბალ ფასად ყიდვის შესაძლებლობით (თუმცა თვით ნარკომანები ასე
ფიქრობენ). საზოგადოების თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში გადახდისათვის მზადყოფნა არ
არის მყიდველების სარგებლობის კარგი საზომი და არც სამომხმარებლო დანაზოგია
ეკონომიკური მდგომარეობის კარგი საზომი.

მიუხედავად ამისა, ბაზრის უმრავლესობაში მომხმარებელთა დანაზოგი კარგად ასახავს


ეკონომიკურ მდგომარეობას. მომხმარებლები კი საუკეთესო მსაჯულები არიან იმ
სარგებლობისა, რომელსაც ისინი შეძენილი საქონლიდან იღებენ.

ბ) მწარმოებლის დანაზოგი და მიწოდების მრუდის გამოყენება მწარმოებლის დანაზოგის


გამოსათვლელად;

მწარმოებლის დანაზოგი არის გამყიდველის მიერ მიღებული თანხისა და წარმოების


დანახარჯების სხვაობა. წარმოების დანახარჯი იმის ღირებულებაა, რაც გამყიდველმა უნდა
გაიღოს საქონლის წარმოების მიზნით. მწარმოებლის დანაზოგი ასახავს იმ სარგებლობას,
რომელსაც გამყიდველები ბაზრის ფუნქციონირებაში მონაწილეობით იღებენ. მწარმოებლის
დანაზოგი მჭიდრო კავშირშია მიწოდების მრუდთან. მიწოდების მრუდი გამყიდველთა
დანახარჯებს ასახავს და იგი შეგვიძლია გამოვიყენოთ მწარმოებლის დანაზოგის
გამოსათვლელადაც. მიწოდების ყველა მრუდს ერთი მნიშვნელოვანი თვისება ახასიათებს:
ფასის ქვემოთ და მიწოდების მრუდის ზემოთ მდებარე არის (ფიგურის) ფართობი ასახავს
მწარმოებლის დანაზოგს ბაზარზე . რამდენადაც, მიწოდების მრუდის სიმაღლე ასახავს
გამყიდველთა დანაზარჯებს, ხოლო სახვაობა ფასსა და წარმოების დანახარჯებს შორის
მწარმოებლის დანაზოგია თითოეული გამყიდველისათვის, მთლიანი ფართობი ყველა
გამყიდველთა დანაზოგთა ჯამი იქნება.
ამრიგად მწარმოებლის დანაზოგი მყიდველთა ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად
კარგი საშუალებაა.

გ) ფასის ცვლილების შედეგები სამომსახმარებლო და მწარმოებლის დანაზოგებზე. ბაზრის


წონასწორობის შეფასება ბაზრის ეფექტიანობის თვალსაზრისით;

საზოგადოებრივი ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომია


სამომხმარებლო და მწარმოებელთა დანაზოგის ჯამი, რომელსაც მთლიანი დანაზოგი
ეწოდება. ბაზრის მთლიანი დანაზოგი არის სხვაობა მყიდველთა მიერ საქონლის შეფასებას,
გამოხატულს მყიდველთა გადახდისთვის მზადყოფნით, და იმ საქონლის
უზრუნველყოფისათვის გამყიდველთა მიერ გაღებულ დანახარჯებს შორის.

თუ რესურსების განაწილება მთლიანი დანაზოგის მაქსიმიზაციას ახდენს ე.ი. განაწილება


ეფექტიანია. თუ განაწილება არ არის ეფექტიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის
რეალიზებული ყველა ხელსაყრელი გარიგება მყიდველებსა და გამყიდველებს შორის.
მაგალითად, განაწილება არაეფექტიანია, თუ საქონელს ის მწარმოებლები არ აწარმოებენ
რომელთაც წარმოების უმცირესი დანახარჯები აქვსთ. ამ შემთხვევაში, წარმოების გადატანა
მაღალი დანახარჯების მქონე მწარმოებლებიდან დაბალი დანახარჯების მქონე
მწარმოებლებზე გამყიდველთა მთლიან დანახარჯებს შეამცირებს და მთლიან დანაზოგს
გაზრდის. ანალოგიურად, განაწილება არაეფექტიანია, თუ საქონელი არ მოიხმარება იმ
მომხმარებლების მიერ ვინც ამ საქონელს ყველაზე მეტად აფასებს. ამ შემთხვევაში,
მოხმარების გადატანა დაბალი შეფასების მქონე მომხმარებლებიდან მაღალი შეფასების
მქონე მომხმარებელზე მთლიან დანაზოგს გაზრდის.

ხშირად რესურსების განაწილების ეფექტიანობასთასნ ერთად დიდ ინტერესს იწვევს


სამართლიანობის საკითხიც, ანუ რამდენად სამართლიანად არის გადანაწილებული
ეკონომიკური კეთილდღეობა მომხმარებლებსა და მეწარმეებს შორის. თუმცა ამ შემთხვევაში
უფრო მნიშვნელოვანია რესურსების ეფექტიანი განაწილების საკითხი.

როგორც ვიცით, ბაზრის ფუნქციონიორებას უხილავი ხელი არეგულირებს, რომელიც


ბაზარს წონასწორობისკენ უბიძგებს. როდესაც ბაზარი მიწოდებისა და მოთხოვნის
წონასწორობას აღწევს, ფასი განსაზღვრავს რომელი მყიდველები და გამყიდველები
მონაწილეობენ ამ ბაზრის ფუნქციონირებაში.

სწორედ ბაზრის უხილავი ხელის დახმარებით:

I. თავისუფალი ბაზრები საქონლის მიწოდებას ანაწილებენ მყიდველებს შორის,


რომლებიც ამ საქონელს ყველაზე მეტად აფასებენ, რაც მათი გადახდისთვის
მზადყოფნაში აისახება.
II. თავისუფალი ბაზრები საქონელზეწ მოთხოვნას ანაწილებენ იმ გამყიდველებს
შორის, რომელთაც საქონლის წარმოება ყველაზე ნაკლები დნახარჯებით
შეუძლიათ.
III. თავისუფალ ბაზრებზე იწარმოება საქონლის ის რაოდენობა, რომელიც ახდენს
მომხმარებლებისა და მწარმოებლების ერთობლივი დანაზოგის მაქსიმიზაციას.

როდესაც საქონლის რაოდენობა წონასწორულ დონეზე მეტია, მყიდველების შეფასება


მწარმოებელთა დანახარჯებზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში, რაოდენობის გაზრდა იწვევს
დანაზოგის გაზრდას. და ეს გრძელდება მანამ, სანამ რაოდენობა წონასწორულს არ მიაღწევს.
წონასწორული დონის ზემოთ მყიდდველების გამყიდველების დანახარჯებზე ნაკლებია,
ამიტომ წონასწორულ რაოდენმობაზე მეტის წარმოება მთლიან დანაზოგისა
შემცირებას.ამრიგად, იმის გამო, რომ საბაზრო მექანიზნმი უმეტეს შემთხვევაში
თვითრეგულირებადია, თავად ახერხებს მოთხოვნა- მიწოდების გაწონასწორებას და
რესურსების ეფექტიან განაწილებას, ეკონომისტთა დიდ მხარდაჭერას იმსახურებს. ისინი
თვლიან, რომ თავისუფალი ბაზრები ეკონომიკური საქმიანობის საუკეთესო საშუალებაა.

8. თეორიის პრაქტიკული გამოყენება: დაბეგვრის დანახარჯები:

ა) როგორ მოქმედებს გადასახადი ბაზრის მონაწილეებზე, საერთო დანაკარგები;


როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქონლის დაბეგვრა ბაზრის ზომების შემცირება იწვევს.
გამოვიყენოთ კეთლდღეობის ეკონომიკის ინსტრუმენტები იმ სარგებლობისა და
დანაკარგების გამოსათვლელად, რომლებიც თან ახლავს საქონლის დაბეგვრას. ამისთვის
უნდა გავითვალისწინოთ, როგორ მოქმედებს გადასახადი მყიდველებზე, გამყიდველებსა და
მთავრობაზე.

მყიდველების მიერ ბაზარზე მიღებული სარგებლობა აისახება სამომხმარებლო დანაზოგში -


საქონლის შესაძენად მყიდველთა მზადყოფნასა და მათ მიერ რეალურად გადახდილ თანხას
შორის სხვაობაში. გამყიდველების მიერ ბაზარზე მიღებული სარგებლობა აისახება
მწარმოებლის დანაზოგში - გამყიდველების მიერ საქონლის გაყიდვით მიღებულ თანხასა და
მათ დანახარჯებს შორის სხვაობაში. ეს ეკონომიკური კეთილდღეობის საზომებია. თუ T
გადასახადის სიდიდეა და Q გაყიდული საქონლის რაოდენობა, მაშინ მთავრობის მიერ
მიღებული მთლიანი საგადასახადო შემოსავალი უდრის T x Q . მთავრობას შეუძლია ეს
თანხები საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს ან
გაჭირვებულებს დაეხმაროს. => ეკონომიკურ კეთილდღეობაზე გადასახადის ეფექტის
გაასანალიზებლად ვიყენებთ საგადასახადო შემოსავალს, რითაც ვანგარიშობთ მთავრობის
მიერ ამ გადასახადის მიღებულ სარგებლობას.

საერთო დანაკარგები არის მთლიანი დანაზოგის შემცირება, რომელიც გამოწვეულია ბაზრის


დამახინჯებით, მაგალითად გადასახადებით. იმის უკეთესად გადასაგებად, რატომ იწვევს
გადასახადები საერთო დანაკარგებს განვიხილოდ მაგალითი. ჯო სახლს კვირაში ერთხელ
ალაგებს და ამაში 100$-ს იღებს. ჯოს დროის ალტერნატიული დანახარჯია 80$, ხოლო ჯეინი
დალაგებულ სახლს 120$-ად აფასებს. ამგვარად ჯოც და ჯეინიც ამ გარიგებიდან 20$ ის ტოლ
სარგებლობას იღებენ. მთლიანი დანაზოგი რომელიც 40 $ ის ტოლია. ორივე მხარის მიერ ამ
გარიგებით მიღებულ სარგებლობას ასახავს. ახლა კი დავუშვათ, რომ მთავრობა 50 $ ის ტოლ
გადასახადს აწესებს, რომლებიც დამლაგებლებმა უნდა გადაიხადონ. არ არსებობს ფასი,
რომლის შემდეგაც ჯოს და ჯეინის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება ამ
გადასახადის გადახდის შემდეგ. მაქს. თანხა რომელის გადახდისთვისაც ჯეინი მზადაა 120
$ია მაგრამ მაშინ ჯოს გადაახადის გადახდის შემდეგ მხოლოდ 70$ დარჩება, რაც მის
დანახარჯზე 80 $-ზე ნაკლებია და პირიქით, იმისთვის. რომ თავისი ალტერნატიული
დანახარჯის ტოლი თანხა 80 $ მიიღოს ჯეინმა 130$ უნდა გადაიხადოს, რაც სახლის
დაალგების მისეულ შეფასებაზე 120$ზე ნაკლებია. ამის გამო ჯო და ჯეინი ამ გარიგებას
გააუქმებენ. ჯო ვერ მიიღებს შემოსავალს და ჯეინს სახლი დაულაგებელი დარჩება.
გადასახადმა ჯოსა და ჯეინის ეკონომიკური მდგომარეობა 40 $ ით გააუარესა, რადგან მათ ამ
სიდიდის დანაზოგი დაკარგეს. აქვე მთვრობაც ვერ მიიღებს მათგან თანხას, რადგან გარიგება
არ შედგება. 40$ წმინდა საერთო დანაკარგია. დასკვნა: გადასახადები იწვევს საერთო
დანაკარგებს, ვინაიდან აბრკოლებს მყიდველებისა და გამყიდველების მიერ ვაჭრობიდან
გარკვეული სარგებლობის მიღებას.
ბ) საერთო დანაკარგები და საგადასახადო შემოსავლები გადასახადების ცვლილებისას;

გადასახადები იშვიათად რჩება უცვლელი დროის ხანგრძლივ პერიოდში. ქალაქები, შტატები


თუ ფედერალური მთავრობები ხშირად ზრდიან ერთ გადასახადს და ამცირებენ მეორეს.
გადასახადის ცვლილებისას იცვლება საერთო დანაკარგი და საგადასახადო შემოსავლებიც.
საერთო დანაკარგი- მთლიანი დანაზოგის შემცირება, რომელიც იმის შედეგია, რომ
გადასახადი ამცირებს ბაზრის ზომებს ოპტიმუმთან შედარებით - მიწოდებისა და
მოთხოვნის მრუდებს შორის მდებარე სამკუხედის ფართობის ტოლია.

სინამდვილეში გადასახადის საერთო დანაკარგი უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ამ


გადასახადის სიდიდე. ამის მიზეზი არის ის , რომ საერთო დანაკარგი სამკუთხედის
ფართობის ტოლია, სამკუთხედის ფართობი კი მისი ზომების კვადრატზეა დამოკიდებული.
მცირე გადასახადის შემთხვევაში საგადასახადო შემოსავალი მცირეა. როცა იზრდება
შემოსავალიც იზრდება, მაგრამ თუ გადასახადის სიდიდე ძალიან გაიზარდა საგადასახადო
შემოსავალი მცირდება, რადგან გაზრდილი გადასახადი მკვეთრად ამცირებს ბაზრის ზომებს
და ძალიან დიდი გადასახადის შემთხევაში მთავრობა არანაირ შემოსავალს არ მიიღებს,
რადგან ყველა მონაწილე ბაზარს დატოვებს.

9. თეორიის პრაქტიკული გამოყენება : საერთაშორისო ვაჭრობა;

ა) ვაჭრობის დეტერმინატები მსოფლიო ფასი და შედარებითი უპირატესობა;

მსოფლიო ფასი - ფასი, რომლითაც მოცემული საქოელი მსოფლიო ბაზარზე იყიდება. თუ


ფოლადის მსოფლიო ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ადგილობრივი ფასი, მაშინ იზოლანდია
(წარმოსახვითი ქვეყანა) თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ექსპორტიორი გახდება.
იზოლანდიელი მეფოლადეები არსებული მაღალი ფასების მიღებას მოისურვებენ და
ფოლადის მიყიდვას სხვა ქვეყნების ფოლადის მომხმარებლებისთვის დაიწყებენ და
პირიქით. არსებითად, ვაჭრობის დაწყებამდე არსებული მსოფლიო ფასისა და ადგილობრივი
ფასის შედარება გვიჩვენებს, აქვს თუ არა იზოლანდიას შედარებითი უპირატესობა ფოლადის
წარმოებაში. ადგილობრივი ფასი ფოლადის ალტერნატიულ დანახარჯს ასახავს: ეს ფასი
იმაზე მეტყველებს, თუ რამდენი უნდა გაიღონ იზოლანდიელებმა, რომ ფოლადის ერთი
ერთეული მიიღონ. კეთილდღეობაზე თავისუფალი ვაჭრობის გავლენის ანალიზის
დაწყებისას იზოლანდიელი ეკონომისტები უშვებენ, რომ იზოლანდიის ეკონომიკა მცირეა
დანარჩენ სამყაროსთან შედარებით და ამიტომ უმნიშვნელო გავლენას ახდენს მსოფლიო
ბაზრებზე.

ბ) ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების სარგებლობა და დანაკარგები;

როდესაც იზოლანდიის ადგილობრივი ფასი მსოფლიო ფასს გაუტოლდება, მიწოდების


რაოდენობა ქვეყნის შიგნით განსხვავებული იქნება მოთხოვნის რაოდენობისგან. რადგან
ქვეყანაში მიწოდების რაოდენობა მეტია მოთხოვნაზე, ის ფოლადს სხვა ქვეყნებში გაყიდის
და ექსპორტიორი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობა
ერთმანეთისგან განსხვავდება ფოლადის ბაზარი ისევ წონასწორობაშია, რადგან ჩნდება
ახალი მონაწილე - დანარჩენი სამყარო.

ვაჭრობა იწვევს ადგილობრივი ფასის ზრდას მსოფლიო ფასის დონემდე. ფოლადის


ადგილობრივი მწარმოებლების მდგომარეობა უმჯობესდება, რადგან მათ შეუძლიათ
ფოლადი უფრო მაღალ ფასად გაყიდონ, მაგრამ ფოლადის ადგილობრივი მომხმარებლების
ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, რადგან ისინი იძულებულნი არიან ფოლადი უფრო
მაღალ ფასად იყიდონ. ამ სარგებლობისა და დანაკარგის გამოსათვლელად განვიხილოთ
სამომხმარებლო და მწარმოებლის დანაზოგები. როცა ვაჭრობა აკრძალულია, ფოლადის ფასი
თვითრეგულირდება ადგილობრივი მიწოდებისა და ადგილობრივი მოთხოვნის
გაწონასწორებამდე. თავისუფალი ვაჭრობის აკრძალვის გაუქმების შემდეგ ადგილობრივი
ფასი იზრდება სანამ მსოფლიო ფასს არ გაუტოლდება. გამყიდველები იგებენ, რადგან
მწარმოებლის დანაზოგი იზრდება. მყიდველების ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება.
დასკვნა: როდესაც ქვეყანა თავისუფალ ვაჭრობას იწყებს და საქონლის ექსპორტიორი ხდება,
ამ საქონლის ადგილობრივი მწარმოებლების ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება,
ადგილობრივი მომხმარებლებისა კი უარესდება; ვაჭრობა ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ
კეთილდღეობას, ვინაიდან მოგებულთა სარგებლობა წაგებულთა დანაკარგებზე მეტია.

ახლა დავუშვათ, რომ ვაჭრობის დაწყებამდე ადგილობრივი ფასი მსოფლიო ფასზე მაღალია.
თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შემდეგ ადგილობრივი ფასი მსოფლიო ფასს უნდა
გაუტოლდეს. განსხვავება ადგილობრივი ფოლადი მიწოდების რაოდენობასა და მოთხოვნის
რაოდენობას შორის სხვა ქვეყნებში ფოლადის ყიდვით იფარება და იზოლანდია ფოლადის
იმპორტიორი ხდება. ამჯერადაც ყველა ვერ იხეირებს. როცა ვაჭრობა ადგილობრივი ფასის
შემცირებას იწვევს, ადგილობრივი მომხმარებლების ეკონომიკური მდგომარეობა
უმჯობესდება, ხოლო მწარმოებლების უარესდება. გამყიდველების რაოდენობა უარესდება,
რაგან მწარმოებლის დანაზოგი მცირდება. მყიდველების სარგებლობა მეტია დანაკარგებზე
და მთლიანი დანაზოგი იზრდება. დასკვნა: როცა ქვეყანა ვაჭრობას იწყებს და საქონლის
იმპორტიორი ხდება, ამ საქონლის ადგილობრივი მომხმარებლების ეკონომიკური
მდგომარეობა უმჯობესდება, ადგილობრივი მწარმოებლების კი უარესდება. ვაჭრობა ზრდის
ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, რადგან მოგებულთა სარგებლობა წაგებულთა
დანაკარგებზე მეტია.

გ) ტარიფის ეფექტი და მასთან დაკავშირებული სავაჭრო პოლიტიკა;

ტარიფი - გადასახადი უცხოეთში წარმოებულ და სხვა ქვეყანაში გაყიდულ საქონელზე.


ტარიფის გაანალიზების შემდეგ ეკონომისტები სწრაფად გააცნოერებენ, რომ ფოლადზე
დაწესებულ ტარიფს არანაირი ეფექტი არ ექნება, თუ იზოლანდია ფოლადის ექსპორტიორი
გახდება. თუ იზოლანდიაში არავინაა დაინტერესებული ფოლადის იმპორტით, იმპორტზე
გადასახადის დაწესება აზრს კარგავს. ტარიფს მაშინ აქვს მნიშვნელობა თუ იზოლანდია
ფოლადის იმპორტიორი გახდება. თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ადგილობრივი ფასი
მსოფლიო ფასის ტოლია. ტარიფი იმპორტირებული ფოლადის ფასს ტარიფის სიდიდით
ზრდის მსოფლიო ფასთან შედარებით. ფოლადის ადგლობრივ მიმწოდებლებს, რომლებიც
კონკურენციას უწევენ იმპორტირებული ფოლადის მიმწოდებლებს, ახლა შეუძლიათ,
თავიანთ საქონელს დაადონ ფასი, რომელიც მსოფლიო ფასისა და ტარიფის სიდიდის ჯამის
ტოლია. ამგვარად, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი ფოლადის ფასი ტარიფის
სიდიდით იზრდება და აქედან გამომდინარე, უახლოვდება ფასს, რომელიც ვაჭრობის
აკრძალვის პირობებში იქნებოდა. ფასის ეს ცვლილება ადგილობრივი მყიდველებისა და
გამყიდველების ქცევაზე მოქმედებს. ვინაიდან ტარიფი ფოლადის ფასს ზრდის, ის ამცირებს
ადგილობრივ ფოლადზე მოთხოვნის რაოდენობას და ზდრის ადგილობრივი ფოლადის
მიწოდების რაოდენობას. ამგვარად ტარიფი ამცირებს იმპორტის მოცულობას და ადგილებ
ბაზარს აახლოებს ვაჭრობის გარეშე არსებულ წონასწორობასთან.

ვინაიდან ტარიფი ადგილობრივ ფასს ზრდის, ადგილობრივი გამყიდველების ეკონომიკური


მდგომარეობა უმჯობესდება, ადგილობრივი მყიდველებისა კი უარესდება. ამის გარდა,
მთავრობა თავის შემოსავალს ზრდის.

დ) ვაჭრობის შეზღუდვის არგუმენტები;

ადგილობრივი ფასი იზოლანდიაში ამჟამად მსოფლიო ფასზე მეტია. ამიტომ თავისუფალი


ვაჭრობა შეამცირებს ფოლადის ფასს და დააზარალებს ადგილობრივ მწარმოებლებს.
ფოლადის კომპანიებს აზრი კითხეს (რა თქმა უნდა წინააღმდეგნი არიან თავისუფალი
ვაჭრობის) და მოიყვანეს არგუმენტები, რომლებსაც შემდეგ ეკონომისტებმა უპასუხეს:

სამუშაო ადგილების არგუმენტი - თავისუფალი ვაჭრობის ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ


სხვა ქვეყნებთან ვაჭრობა ამცირებს სამუშაო ადგილებს ქვეყანაში. ფოლადის ფასის
შემცირება გამოიწვევს წარმოებული ფოლადის რაოდენობის შემცირებას და => დასაქმებაც
შემცირდება ამ სფეროში. მაგრამ სამუშაო ადგილების შემცირებასთა ერტ ვაჭრობა ახალი
სამუშაო ადგილების შექმნასაც უწყობს ხელს. როცა იზოლანდიელები სხვა ქვეყნებისგან
ფოლადს ყიდულობენ, ეს ქვეყნები გამოათავისუფლებენ რესურსებს იზოლანდიაში სხვა
საქონლის შესაძენად. იზოლანდიელი მშრომელები ფოლადის მრეწველობიდან იმ დარგებში
გადავლენ, სადაც იზოლანდიას შედარებითი უპირატესობა აქვს. ოპონენტები სკეპტიკურად
უყურებენ იმას, რომ ვაჭრობას სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლია. მათ შეიძლება თქვან,
რომ უცხოეთში შესაძლებელია ნებისმიერი საქონლის უფრო იაფად წარმოება. თავისუფალი
ვაჭრობის პირობებში იზოლანდიელები ვერ იქნებიან ეფექტიანად დასაქმებულნი. მაგრამ
ვაჭრობის სარგებლობა ემყარება არა აბსოლუტურ, არამედ შედარებით უპირატესობას.
მაშინაც კი როცა ერთი სახ. მეორე სახელმწიფოს სჯობნის, მას შეუძლია გარკვეული
სარგებელი მიიღოს მეორე ქვეყანასთან ვაჭრობის შედეგად.

უროვნული უსაფრთხოების არგუმენტი - თავისუფალი ვაჭრობის ოპონენტები ხშირად


ამბობენ, რომ ეს დარგი მნშ- ია ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მაგ: შეუძლიათ თქვან, რომ
ფოლადი იარაღია და ტანკების წარმოებაში გამოიყენება. ეკონომისტების აზრით ეროვნული
უსაფრთხოების არგუმენტი გასათვალისწინებელია მაშინ, როცა დარგის სპეციალისტების
მიერ არის დასაბუღებული.

ახალგაზრდა დარგების არგუმენტი - ახალგაზრდა დარგები ზოგჯერ ვაჭრობის დროებით


შეზღუდვას მოითხოვენ, რათა მათ განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ. ეკონომისტების
აზრით ამის მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდა დარგებს ამ არგუმენტის პრაქტიკული
განხორციელება რთულია. კონკურენტებისგან დაცვა არ უნდა იყოს ფირმის ზრდის
საფუძველი. ინტერნეტ ფირმების მაგალითი, თვიდან ზარალს განიცდის, მაგრამ მერე
წარმატებას აღწევს.

უსამართლო კონკურენციის არგუმენტი - თავისუფალი ვაჭრობა სასურველია მხოლოდ მაშინ,


როცა ყველა ქვეყანა ერთნაირი წესებით მოქმედებს. თუ სხვადასხვა ქვეყნის ფირმები
სხვადასხვა წესებსა და კანონებს ემორჩილებიან, მაშინ უსამართობა იქნებოდა ამ
ფირმებისგან საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციას მოველოდეთ. ეკონომისტები კი
ამბობენ, რომ რა თქმა უნდა იზოლანდიელები დაზარალდებიან თუ სხვა ქვეყანაში ფოლადს
სუფსიდირებულ ფასად იყიდიან, მაგრამ მომხმარებლები არკვეულ სარგებლობას მიიღებენ
ფოლადის დაბალი ფასის გამო. უფრო მეტიც, დაბალ ფასად ფოლადის შეძენის შემდეგ
მომხმარებლების მიერ მიღებული სარგებლობა მწარმოებლის დანაკარგებზე მეტი იქნება.

დაცვა, როგორც მოლაპარაკების სტრატეგია - მრავალი კანონმდებელი აცხადებს, რომ მხარს


უჭერს თავისუფალ ვაჭრობას, მაგრამ ამავე დროს ამტკიცებს, რომ ვაჭრობის შეზღუდვა,
შეიძლება საკმაოდ სასარგებლო იყოს პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესში. მათი
აზრით, ვაჭრობის შეზღუდვის მუქარას შეიძლია მეორე ქვეყნის მიერ უკვე დაკანონებული
შეზღუდვის გაუქმება გამოიწვიოს. შეიმოიღებს ტარიფს ფოლადზე თუ სამეზობლო
ხორბალზე არ გააუქმებს ტარიფს. ეკონომისტები ამბობენ, რომ მუქარამ შეიძლება შედეგ არ
გამოიღოს. თუ ასე მოხდება ქვეყანა რთული არჩევანის წინაშე დადგება. მან ან უნდა
განახორციელოს თავისი მუქარა და შეზღუდოს ვაჭრობა, რაც მისსავე ეკონომიკურ
კეთილდღეობას შეამცირებს, ან უარი უნდა თქვას თავის მუქარაზე, რაც საერთაშორისო
ასპარეზზე მის პრესტიჟს შელახავს.

13. წარმოების დანახარჯები და მოგება:

ა) ეკონომიკური საბუღალტრო მოგება; გ) მუდმივი, ცვალებადი, საშუალო და ზღვრული


დანახარჯები და მათი მრუდები;

ფირმების ძირითადი მიზანია მოგების მაქსიმიზაცია. თანხას რომელსაც ფირმა იღებს


საკუთარი პროდუქციის გაყიდვის შედეგად. ფირმის მთლიანი შემოსავალი ეწოდება, ხოლო
იმ თანხას, რომელსაც ფირმა იხდის მასალების შესაძენად ფირმის მთლიანი დანახარჯი
ეწოდება. მოგება განისაზღვრება, როგორც სხვაობა ფირმის მთლიან შემოსავალსად და
ფირმის მთლიან დანახარჯებს შორის ანუ:

მოგება = მთლიანი შემოსავალს – მთლიანი დანახარჯი

მთლიანი შემოსავლის დადგენა ადვილია: ესაა ფირმის პროდუქციის რაოდენობისა და


ფირმის პროდუქციაზე დაწესებული გასაყიდი ფასის ნამრავლი. შემოსავლისაგან
განსხვავებით ფირმის ნმთლიანი დანახარჯის გამოთვლა უფრო დიდ სიფრთთხილეს
მოითხოვს.

როდესაც ვთვლით ფირმის დანახარჯებს, უნდა გვახსოვდეს, რომ რაიმეს დანახარჯი არის
ის რაც უნდა დავთმოთ მის სანაცვლოდ. ფირმის ალტერნატიული დანახარჯი ზოგჯერ
ცხადია და ზოგჯერ ნაკლებად ცხადი. მაგალითად ხელფასები, რომელთაც ფირმა თავის
თანამშრომელს უხდის - ცხადი დანახარჯია, მაგრამ ხელფასი რომელსაც ფირმის მფლობელი
თმობს, რომ მუშაობს თავის ფირმაში, იმის ნაცვლად რომ სხვა ადგილზე იმუშაოს –
არაცხადი დანახარჯია.

ცხადი და არაცხადი დანახარჯების ეს განსხვავება ნათელყოფს იმ განსხვავებას, რომელიც


არსებობს ეკონომისტებისა და ბუღალტრებისეულ ანალიზს შორის. ეკონომისტებიო
დაინტერესებულნი არიან იმის შესწავლით , თუ როგორ იღებენ ფირმები გადაწყვეტილებებს
წარმოებისა და ფასდადების შესახებ, ამიტომ დანახარჯების დათვლისას ყველა
ალტერნატიულ დანახარჯს ითვალისწინებენ. ბუღალტრები კი ვალდებულნი არიან
თვალყური ადევნონ ყველა იმ თანხას რომელიც ფირმაში შემოიდს და ფირმიდან გადის. ამის
შემდეგ. ბუღალტრები ითვლიან ცხად დანახარჯებს და ხშირად უგულებელყოფენ არაცხად
დანახარჯებს. თითქმის ყველა ფირმის მნიშვნელოვანი არაცხადი დანახარჯია იმ ფინანსური
კაპიტალის ალტერნატიული დანახარჯი, რომელიც დაიხარჯა ამ ფირმის დაფუძნებისას.

ვინაიდან ეკონომისტები და ბუღალტრები დანახარჯებს სხვადასხვაგვარად ანგარიშობენ,


ისინი მოგებასაც განსხვავებულად ითვლიან. ეკონომისტი ფირმის ეკონომიკურ მოგებას
განსაზღვრავს, როგორც სხვაობას ფირმის მთლიან შემოსავალსა და გასაყიდი საქონლისა თუ
მომსახურების ყველა ალტერნატიულ დანახარჯს შორის. ბუღალტერი ფირმის საბუღალტრო
მოგებას განსაზღვრავს, როგორც სხვაობა ფირმის მთლიან შემოსავალსა და ფირმის მხოლოდ
ცხად დანახარჯებს შორის.

ვინაიდან ბუღალტერი არაცხად დანახარჯებს უგულებელყოფს, საბუღალტრო მოგება


ეკონომიკურ მოგებაზე მეტია. ეკონომისტის თვალსაზრისით, კი იმისთვის, რომ ფირმა
მომგებიანი იყოს, მთლიანი შემოსავალი უნდა ფარავდეს ყველა ალტერნატიულ დანახარჯს,
ცხადსააც და არაცხადსაც.
დანახარჯებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ფირმის მთლიანი დანახარჯი
შეიძლება დაიყოს მუდმივ და ცვალებად დანახარჯად. მუდმივი დანახარჯი ის დანახარჯია,
რომელიც არ იცვლება ფირმის პროდუქციის რაოდენობის ცვლილებისას. ცვალებადი
დანახარჯი ის დანახარჯია, რომელიც იცვლება ფირმის პროდუქციის რაოდენობის
ცვლილებისას.

ფირმის მთლიანი დანახარჯებიდან მიიღება ორი სახის ურთიერთდაკავშირებული


დანახარჯი: საშუალო მთლიანი დანახარჯი და ზღვრული დანახარჯი.

საშუალო მთლიანი დანახარჯი არის მთლიანი დანახარჯის განაყოფი პროდუქციის


რაოდენობაზე. ATC AVERAGE TOTAL COST =TC/L an /(r)

ზღვრული დანახარჯი ის სიდიდეა, რომლითაც გაიზრდება მთლიანი დანახარჯი, თუ


პროდუქცციის რაოდენობას ერთი ერთეულით გავზრდით. MC MARGINAL COST tc> tu r>

ამრიგად პროდუქციის წარმოებისათვის საჭიროა სხვადასხვა სახის დანახარჯები,


საყიდელი მასალების თუ გასაცემი ხელფასების ხარჯის სახით, რომელთა ჯანიც საბოლოოდ
ქმნის მთლიან დანახარჯებს, რაც ნაკლებია მთლიანი დანახარჯი მიღებულ შემოსავლებთან
შედარებით მით მეტია მოგება და მეტი სტიმული აქვს ფირმას გააგრძელოს თავისი
საქმიანობა.

ბ) საწარმოო ფუნქცია და შრომის ზღვრული პროდუქტი;

ფირმები გაიღებენ დანახარჯებს, როდესაც ყიდულობენ იმ საქონლისა და მომსახურების


წარემოებისათვის საჭირო მასალებს, რომელთა გაყიდვასაც აპირებენ. დამოკიდებულება
საქონლის წარმოებაში გამოყენებული მასალების რაოდენობისა და წარმოებული საქონლის
რაოდენობას შორის აისახება საწარმოო ფუნქციით.

ეკონომიკის ერთ ერთი პრინციპის თანახმად, რაციონალური ადამიანები ზღვრული


ანალიზით სარგებლობენ, რომელიც ეხმარება მათ მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ
რამდენი მშრომელი დაიქირაონ და პროდუქციის რა მოცულობა აწარმოონ.

წარმოების ფაქტორის ზღვრული პროდუქტი არის პროდუქციის მოცულობის ნამატი


რომელიც მიიღება ამ ფაქტორის რაოდენობის ერთი ერთეულით გაზრდის შედეგად,
როდესაც მშრომელთა რაოდენობა იზრდება 1 დან 2 მდე, A პროდუქციის წარმოება იზრდება
50 დან 90 მდე, ასე რომ მეორე მშრომელის ზღვრული პროდუქტია A პროდუქტი. როდესაც
მშრომელთა რაოდენობა იზრდება 2 დან 3 მდე A საქონლის წარმოება იზრდება 90 დან 120
მდე, ამიტომ მესამე თანამშრომლის ზღვრული პროდუქტია 30 ცალი A საქონელი. ამრიგად,
როდესაც მშრომელთა რაოდენობა იზდება, ზღვრული პროდუქტი მცირდება – ამ თვისებას
ზღვრული პროდუქტის კლებადობა ეწოდება.
საწარმოო ფუნქციის დახრილობა გვიჩვენებს საწარმოში წარმოებული A საქონლის
რაოდენობის ცვლილებას შრომის თითოეული დამატებითი ერთეულისთვის, როცა
მშრომელთა რაოდენობა იზრდება ზღვრული პროდუქტი მცირდება და საწარმოო ფუნქციის
დახრილობაც მცირდება. წარმოების დაგეგმვისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია
პროდუქციის მოცულობასა და მთლიან დანახარჯებს შორის ურთიერთდამოკიდებულების
განსაზღვრა. ამ ურთიერთდამოკიდებულებას გრაფიკულად ასახავს მთლიანი დანახარჯების
მრუდი.

მთლიანი დანახარჯების მრუდი გვიჩვენებს, რომ იმისთვის რომ საწარმომ ბევრი აწარმოოს,
მას ბევრი მშრომელი უნდა ჰყავდეს. იმის გამო, რომ საწარმო უკვე ხალხმრავალია,
დამატებითი A პროდუქტის წარმოება საკმაო დანახარჯებთან არის დაკავშირებული.
ამრიგად, როდესაც პროდუქციის მოცულობა იზრდეაბა მთლიანი დანახარჯების მრუდის
დახრილობაც იზრდება.

დ) მასშტაბის ეკონომიურობა, არაეკონომიურობა და მუდმივი ეფექტი;

ფირმის დანახარჯები ხშირად დამოკიდებულია დროის იმ პერიოდის ხანგრძლივობაზე,


რომელსაც განვიხილავთ. კერძოდ მრავალი სახის დანახარჯები მუდმივია მოკლევადიან
პერიოდში და ცვალებადია გრძელვადიან პერიოდში. ამის შედეგად, როდესაც ფირმა ცვლის
წარმოების დონეს საშუალო მთლიანი დანახარჯი შეიძლება მოკლევადიან პერიოდში მეტი
იყოს, ვიდრე გრძელვადიან პერიოდში.

მაგალითად მოკლევადიან პერიოდში, ავტომობილების მწარმოებელი ფირმა, “ფორდი” ვერ


შეძლებს თავისი ქარხნების რაოდენობისა და ზომების დარეგულირებას. დამატებითი
ავტომობილების წარმოებას იგი შეძლებს მხოლოდ ახალი მუშების დაქირავებით იმ
ქარხნებში, რომლებიც მას უკვე აქვს. ამ ქარხანათა ღირებულება, აქედან გამომდინარე,
მოკლევადიანი პერიოდის მუდმივი დანახარჯია. გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში
კი “ ფორდი” შეძლებს თავისი ქარხნების ზომების გაზრდას, ახალი ქარხნების აშენებას ან
ძველების დახურვას. ამრიგად მისი ქარხნების ღირებულება გრძელვადიან პერიოდში
ცვალებადი დანახარჯია.

იმის გამო, რომ მრავალი სახის დანახარჯები მუდმივია მოკლევადიან პერიოდში და


ცვალებადია გრძელვადიან პერიოდში, ფირმის გრძელვადიანი პერიოდის დანახარჯების
მრუდები განსხვავდება მისი მოკლევადიანი პერიოდის დანახარჯების მრუდებისგან.

რაც შეეწხება გრძელვადიან პერიოდს- გრძელვადიანი პერიოდის საშუალო მთლიანი


დანახარჯის მრუდს ბევრად უფრო ბრტყელი U-ს ფორმა აქვს ვიდრე მოკლევადიანი
პერიოდის საშუალო მთლიანი დანახარჯის მრუდს. ამის გარდა, გრძელვადიანი პერიოდის
მრუდი მთლიანად მოკლევადიანი პერიოდების მრუდებს ქვემოთ მდებარეობს, ეს
თვისებბები უფრო მეტი მოქნილობის შედეგია, რომელიც ფირმებს გრძელვადიან პერიოდში
აქვთ.

როდესაც “ფორდს” სურს წარმოების გაზრდა დღეში 1000 დან 1200 მდე (მანქანა), მას
მოკლევადიან პერიოდში სხვა არჩევანი არ გააჩნია არსებულ ქარხანაში ახალი
თანამშრომელთა დაქირავების გარდა. კლებადი ზღვრული პროდუქტის გამო საშუალო
მთლიანი დანახარჯი იზრდება ერთ მანქანაზე 10 000 დოლარიად ბ 12 000 დოლარამდე.
მაგრამ გრძელვადიან პერიოდში “ფორდს” შეუძლია გაზარდოს ქარხნის ზომებიც და
სამუშაო ძალაც და საშუალო მთლიანი დანახარჯი ისევ 10 000 დოლარი იქნება.

თუ გრძელვადიანი პერიოდის საშუალო მთლიანი დანახარჯი მცირდება პროდუქციის


რაოდენობის ზრდისას, ამას მასშტაბის ეკონომიურობა ეწოდება. თუ გრძელვადიანი
პერიოდის საშუალო მთლიანი დანახარჯი იზრდება პრიდუქციის რაოდენობის ზრდისას.
ამას მასშტაბის არაეკონომიურობა ეწოდება. თუ გრძელვადიანი პერიოდის საშუალო
მთლიანი დანახარჯი არ იცვლება წარმოების დონესთან ერთად, ამას მასშტაბის მუდმივი
ეფექტი ეწოდება.

მასშტაბის ეკონომიურობა შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ თანამედროვე


კონვეირული წარმოება მოითხოვს მუშათა დიდ რაოდენობას, რომელთაგანაც თითოეული
ერთი კონკრეტული ამოცანის შესრულებითაა დაკავებული. “ფორდი” რომ ავტომობილთა
მცირე რაოდენობას აწარმოებდეს იგი ვერ ისარგებლებდა ამ მიდგომით და მისი საშუალო
მთლიანი დანახარჯი მეტი იქნებოდა.

მასშტაბის არაეკონომიურობა კი – შეიძლება გამოწვეული იყოს მენეჯერთა მიზეზით. რაც


უფრო მეტია წარმოებული ავტომობილების რაოდენობა, მით უფრო დიდია მენეჯერთა
ჯგუფი და მით უფრო ნაკლებად ახერხებენ ეს მენეჯერები დანახარჯების დაბალ დონეზე
შენარჩუნებას.

14. ფირმები კონკურენტულ ბაზრებზე:

ა) კონკ. ბაზრის დამახასიათებელი ნიშნები. სრულყოფილად კონკურენტული ფირმის


მოთხოვნის მრუდი, საშუალო მთლიანი და საშუალო ცვალებადი დანახარჯთა მრუდები,
ზღვრული დანახარჯები და მრუდი; ბ) მოგების მაქსიმიზაცია და კონკურენტული ფირმის
მიწოდების მრუდი მოკლევადიან პერიოდში;

კონკურენტული ბაზარი - ბაზარი, რომელზეც მრავალი მყიდველი და მრავალი გამყიდველია


და თითოეული მათგანი უმნიშვნელო გავლენას ახდენს საბაზრო ფასზე. ზოგჯერ მას
სრულყოფილად კონკურენტულ ბაზარსაც უწოდებენ და მას 2 თვისება აქვს:

• ბაზარზე მრავალი მყიდველი და მრავალი გამყიდველი არსებობს.


• სხვადასხვა გამყიდველების მიერ შეთავაზებული საქონელი ძირითადად ერთნაირია.
• ფირმებს თავისუფლად შეუძლიათ როგორც ბაზარზე შესვლა , ისე ბაზრიდან გასვლა.

=>> ნებისმიერი ცალკეული მყიდველისა თუ გამყიდველის ქმედებები უმნიშვნელოდ


ზემოქმედებს საბაზრო ფასზე. თითოეული მყიდველი თუ გამყიდველი საბაზრო ფასს იღებს,
როგორც მოცემულს. კონკურენტულ ბაზარზე მყიდველები და გამყიდველები იძულებულნი
არიან ანგარიში გაუწიონ იმ ფასს, რომელსაც ბაზარი განსაზღვრავს, ამიტომ მათ ფასის
მიმღებებს უწოდებენ.

ნებისმიერი კონკურენტული ფირმის მიზანია მოგების მაქსიმიზაცია. თვით მოგება მიიღება


მთლიანი შემოსავლისა და მთლიანი დანახარჯის სხვაობით.

მოგების მაქსიმიზაციისთვის ფირმა ირჩევს პროდუქციის ისეთ რაოდენობას, რომლის


დრტოსაც ზღვრული შემოსავალი ზღვრული დანახარჯის ტოლია. ვინაიდან
კონკურენტული ფირმის ზღვრული შემოსავალი საბაზრო ფასის ტოლია, ფირმა აწარმოებს
ისეთ რაოდენობას, რომ ფასი ზღვრული დანახარჯის ტოლი იყოს.

ზოგიერთ შემთხვევაში ფირმა იღებს გადაწყვეტილებას წარმოების შეწყვეტის შესახებ.


უნდა განვიხილოთ ფირმის დროებითი დახურვა და ფირმის სამუდამოდ გასვლა ბაზრიდან.
პირველი გულისხმობს გადაწყვეტილებას მოკლევადიანი პერიოდის განმავლობაში
ნულოვანი წარმოების შესახებ, რომელიც ბაზრის პირობებითაა განპირობებული. გასვლა
გულისხმობს ფირმის გრძელვადიან გადაწყვეტილებას ბაზრის დატოვების შესახებ.
მოკლევადიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებები განსხვავდება ერთმანეთისგან,
ვინაიდან ფირმების უმრავლესობა მოკლევადიან პერიოდში ვერ ახერხებს მუდმივი
დანახარჯების თავიდან აცილებას, გრძელვადიან პერიოდში კი ამას ახერხებს. ესე იგი,
ფირმა, რომელიც ბაზრიდან გადის, ზოგავს როგორც მუდმივ ისე ცვალებად დანახარჯებს.
მოკლევადიან პრიოდში კონკურენტული ფირმის მიწოდების მრუდი ზღვრული დანახარჯის
მრუდის (Mc) –ს ნაწილია, რომელიც მდებარეობს საშუალო ცვალებადი დანახარჯის მრუდის
(AVc)-ს ზემოთ. თუ ფასი საშუალო ცვალებად დანახარჯზე ნაკლები ხდება, ფირმისთვის
უმჯობესია დაიხუროს.

ფირმის გრძელვადიანი გადაწყვეტილრბა დარგიდან გასვლის შესახებ, ფირმის დახურვის


გადაწყვეტილების მსგავსია. თუ ფირმა გადის, ამ შემთხვევაში ვერ მიიღებს შემოსავალს
თავისი პროდუქციის გაყიდვიდან, მაგრამ ამჯერად დაზოგავს წარმოებას, როგორც მუდმივ,
ისე ცვალებად დანახარჯებს. ამრიგად ფირმა დარგიდან გადის. თუ შემოსავალი რომელიც
წარმოებიდან იღებს მის მთლიან დანახარჯზე ნაკლებია.

გრძელვადიან პერიოდში კონკრეტული ფირმის მიწოდების მრუდი არის მისის ზღვრული


დანახარჯის მრუდის (Mc) – ს ნაწილი, რომელიც მდებარეობს საშუალო მთლიანი
დანახარჯის (Atc) ზემოთ. თუ ფასი საშუალო მთლიან დანახარჯზე ნაკლები გახდა
ფირმისთვის უკეთესი იქნება ბაზრიდან გავიდეს.
გ) მოგება და კონკურენტული ფირმის მიწოდების მრუდი გრძელვადიან პერიოდში;

კონკუნრენტული ფირმის გრძელვადიანი პერიოდის მიწოდების მრული ზღრვული


დანახარჯის მრუდის ის ნაწილია, რომელიც საშუალო მთლიანი დანახარჯის ზემოთ
მდებარეობს.

დ) კონკურენტული ფირმის გადაწყვეტილება მოკლევადიან პერიოდში წარმოების შეწყვეტის


შესახებ;

დახურვა გულისხმობს გადაწყვეტილებას მოკლევადიანი პერიოდის განმავლობაში


ნულოვანი წარმოების შესახებ, რომელიც ბაზრის პირობებითაა განპირობებული. გასვლა
გულიხმობს ფირმის გრძელვადიან გადაწყვეტილებას ბაზრის დატოვების შესახებ. ისინი
განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან ფირმების უმრავლება მოკლევადიან პერიოდში ვერ
ახერხებს მუდმივი დანახარჯების თავიდან აცილებას, გრძელვადიან პერიოდში კი ახერხებს.
ფირმა იხურება თუ შემოსავალი რომელსაც თავისი პროდუქციის გაყიდვიდან მიიღებდა,
წარმოების ცვალებად დანახარჯებზე ნაკლებია. კონკურენტული ფირმის მოკლევადიანი
პერიოდის მიწოდების მრუდი ზღვრული დანახარჯის მრუდის ის ნაწილია, რომელიც
საშუალო ცვალებადი დანახარჯის მრუდის ზემოთ მდებარეობს.
ე) ფირმის გადაწყვეტილება დარგიდან გასვლისა და დარგში შესვლის შესახებ გრძელვადიან
პერიოდში;

ფირმა დარგიდან გადის, თუ შემოსავალი რომელსაც წამოებიდან იღებს, მის მთლიან


დანახარჯზე ნაკლებია. თუ TR მთლიანი შემოსავალია ხოლო TC მთლიანი დანახარჯი მაშინ
გავიდეს თუ TR< TC –ზე. თუ აღვნიშნავთ, რომ TR/Q საშუალო შემოსავალია, რომელიც P
ფასის ტოლია ხოლო TC/Q არის საშუალო მთლიანი დანახარჯი ATC. საბოლოოდ დარგიდან
ფირმის გასვლის კრიტერიუმს შემდეგი სახე აქვს გავიდეს თუ P< ATC შევიდეს თუ P> ATC
ზე.

ვ) კონკურენტული ფირმის მოგების გამოთვლა გრაფიკის საშუალებით.


მოგება მთლიანი შემოსავლისა (tr) და მთლიანი დანახარჯის (Tc) სხვაობის ტოლია. მოგება =
TR-TC ეს ტოლობა შეგვიძლია გარდავქმნათ მისი მარჯვენა მხარის Q-ზე გაყოფით და
გამრავლებით: მოგება = (TR/Q – TC/Q) x Q მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ TR/Q საშუალო
შემოსავალია, რომელიც P ფასის ტოლია, ხოლო TC/Q არის საშუალო მთლიანი დანახარჯი
ATC, მივიღებთ : მოგება = (p-ATC) x Q. ამას გრაფიკზეც გამოვსახავთ

15. მონოპოლია :

ა) მონოპოლიის გაჩენის მიზეზები, ბუნებრივი მონოპოლიები;

ფირმა მონოპოლიაა, თუ თავისი საქონლის ერთადერთი გამყიდველია და ამ საქონელს ახლო


შემცვლელები არ აქვს. მონოპოლიის ძირითადი მიზეზია ბაზარზე შესვლის ბარიერები.
მონოპოლია ერთადერთ გამყიდველად რჩება თავის ბაზარზე, ვინაიდან სხვა ფირმებს არ
ეუძლიათ ბაზარზე შესვლა და მონოპოლიისათვის კონკურენციის გაწევა. ბაზარზე შესვლის
ბარიერებს თავის მხრივ სამი მიზეზი აქვთ.
- ძირითად რესურსებს ერთი ფირმა ფლობს

- მთავრობა ერთ ფირმას აძლევს, რაიმე საქონლის წარმოების ექსკლუზიურ უფლებას.

- წარმოების დანახარჯები ისეთია, რომ ერთ იმწარმოებელი უფრო ეფექტიანად


მუშაობს ვიდრე მწარმოებელთა დიდი რაოდენობა.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი რესურსის ფლობა მონოპოლიის გაჩენის პოტენციური


მიზეზია. პრაქტიკაში ასეთი მონოპოლია იშვიათად გვხვდება. რეალური ეკონომიკური
სისტემები დიდია და რესურსებს მრავალი მფლობელი ჰყავს. იმის გამო, რომ მრავალი სახის
საქონლით არაერთი ქვეყანა ვაჭრობს ამ საქონელთა ბაზრები, ხშირად მთელ მსოფლიოს
მოიცავს. არსებობს მხოლოდ რამდენიმე ფირმა, რომლებიც ისეთ რესურსებს, რომელთაც
ახლო შემცვლელები არ გააჩნიათ.

ისეთი მონოპოლიის კლასიკური მაგალითი, რომელიც ძირითადი რესურსის ფლობის


შედეგად ჩნდება, არის “დე ბირსი” , სამხრეთ აფრიკის ბრილიანტის კომპანია “დე ბირსი”
მსოფლიოში ბრილიანტების წარმოების თითქმის 80%-ს ეკონტროლებს. მიუხედავად იმისა,
რომ ფირმის საბაზრო წილი 100% არ არის, ეს მაინც საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ
მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ბრილიანტების საბაზრო ფასზე.

მრავალ შემთხვევაში მონოპოლია იმის შედეგად ჩნდეაბ, რომ მთავრობა ერთ პიროვნებას ან
ფირმას აძლევს ექსკლუზიურ უფლებას, რომელიმე საქონლისა თუ მომსახურების
გაყიდვაზე. ზოგჯერ ამ უფლების მიღება საზოგადოებისათვის სასარგებლოა, მაგალითად
პატენტებისა და საავტორო უფლების გაცემის შემთხვევაში, ზოგჯერ კი როდესაც უფლების
მინიჭება პირად ინტერესებს უკავშირდება და ზღუდავს კონკურენციას, საზიანოა
საზოგადოების ღარიბი ნაწილისათვის.

დარგი შეიძლება იყოს ბუნებრივი მონოპოლია თუ ერთ ფირმას შეუძლია საქონლის ან


მომსახურების მოცემულ ბაზარზე მიწოდება უფრო მცირე დანახარჯებით, ვიდრე ორ ან მეტ
ფირმას. ბუნებრივი მონოპოლია ჩნდება, როდესაც გვაქვს წარმოების მასშტაბის
ეკონომიურობა პროდუქციის შესაბამისი მოცულობის პირობებში, ანუ ბუნებრივი
მონოპოლია გულისხმობს, რომ ერთ ფირმას შეუძლია პროდუქციის ნებისმიერი
რაოდენობის წარმოება მინიმალური დანახარჯებით.

რადესაც ფირმა ბუნებრივი მონოპოლიაა, მას ნაკლებად ემუქრება მონოპოლიური


ძალაუფლების შემცირება ბაზარზე ახალი ფირმების შესვლის შედეგად. როგორც წესი,
ფირმას უჭირს მონოპოლიური პოზიციის შენარჩუნება ძირითადი რესურსის ფლობასა და
მთავრობის მხრიდან მისი დაცვის გარეშე. მონოპოლისტის მოგება ბაზარზე სხვა ფირმებსაც
იზიდავს, რაც ბაზარს უფრო კონკურენტულს ხდის. მაგრამ ისეთ ბაზარზე შესვლა, სადაც
ერთ ფირმას შეუძლია წარმოება მინიმალური დანახარჯებით ანუ ბუნებრივი მონოპოლია
აქვს, არ არის სხვა ფირმებისთვის მიმზიდველი. პოტენციურმა შემსვლელებმა იციან, რომ
ვერ შეძლებენ ასეთივე დაბალი დანახარჯებით მუშაობას, ვინაიდან, ბაზარზე შესვლის
შემდეგ, თითოეულ ფირმას ბაზარზე მხოლოდ მცირე წილი ექნება. ამავე დროს, როდესაც
ბაზარი ასეთი ფირმების მეშვეობით გაიზრდება, ბუნებრივი მონოპოლია კონკურენტული
ბაზრის ნაწილად იქცევა.

ბ) მონოპოლიების გადაწყვეტილება წარმოებისა და ფასდადების შესახებ;

ძირითადი განსხვავება კონკურენტულ ფირმასა და მონოპოლიას შორის ამ უკანასკნელის


მიერ საკუთარი პროდუქციის ფასზე ზემოქმედების უნარსჰი მდგომარეობ. კონკურენტული
ფირმა მცირეა იმ ბაზართან შედარებით, რომელშიც მოქმედებს და ამიტომ ფასს იღებს,
როგორც საბაზრო პირობებით განსაზღვრულს. ამის საპირისპიროდ მონოპოლია
ერთადესრთი მწარმოებელია თავის ბაზარზე, ამიტომ შეუძლია შეცვალოს საქპმლის ფასი
ბაზარზე მიწოდების რაოდენობის რეგულირების გამო. კონკურენტულ ფირმასა და
მონოპოლიას შორის განსხვავება მოთხოვნის მრუდებზეც აისახება. კონკურენტულ ფირმას
ექნება მოთხოვნის ჰორიზონტალური მრუდი, მონოპოლიას კი- მოთხოვნის კლებადი
მრუდი.

თუ მონოპოლისტი თავისი საქონლის ფასს გაზრდის, მომხმარებლები ამ საქონლის ნაკლებ


რაოდენობას იყიდიან, ხოლო თუ მონოპოლ;ისტი გასაყიდი საქონის რაოდენობას
შეამცირებს, ამ საქონლის ფასი გაიზრდება.

საბაზრო მოთხოვნის მრუდი ზღუდავს მონოპოლისტის მიერ საბაზრო ძალაუფლების


გამოყენებით მოგების მიღების შესაძლებლობას. მონოპოლისტი საკუთარ საქონელს დიდ
ფასს დადებდა, რომ შეეძლო და ამ ფასად დიდ რაოდენობაც გაეყიდა. საბაზრო მოთხოვნის
მრუდი ასეთ შედეგს შეუძლებელს ხდის. კერძოდ, საბაზრო მოთხოვნის მრუდი აღწერს
ფასისა და რაოდენობის იმ კომბინაციებს რომლებზეც მონოპოლიურ ფირმას ხელი
მიუწვდება. წარმოებული საქონლის რაოდენობა ფასის რეგულირებით მონოპოლისტს
შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი წერტილი მოთხოვნის მრუდის, მაგრამ ვერც ერთ წერტილს
ვერ აირჩევს ამ მრუდის მიღება. თუ რომელ წერტილს აიჩევს მონოპოლისტი
დამოკიდებულია მის ძირითად მიზანზე, რომელიც ყველაზე ხშირ შმთხვევაში (თითქმის
ყველა შემთხვევაში) მოგების მაქსიმიზაციას უკავშირდება.

მეტი შემოსავალის მიღების მიზნით, ზოგჯერ მონოპოლისტი გასაყიდი საქონლის


რაოდენობას ზრდიან, ასეთი გადაწყვეტილება ორგვარად აისახება მთლიან შემოსავალზე:

- იყიდება მეტი პროდუქცია

- ფასი მცირდება

როდესაც მონოპოლისტი წარმოებას ერთი ერთეულით ზრდის, მაშინ უნდა შეამციროს არა
მხოლოდ ამ დამატებითი ერთეულის, არამედ ყველა ადრე ნაწარმოები და გასაყიდი
ერთეულის ფასიც, რაც თავისთავად შეამცირებს იმ შემოსავალს, რომელსაც თითოეული
საქონლის გაყიდვით იღებს. ამ შემთხვევაში მონოპოლისტის ზღვრული შემოსავალი მისივე
ფასზე ნაკლებია.

რაც შეეხება მოგების მაქსიმიზაციას ამ საკითხით მონოპოლიები და კონკურენტული


ფირმები ერთმანეთს გვანან, თუმცა აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც
კონკურენტული ფირმის ზღვრული შემოსავალი მისი საქონლის ფასის ტოლია. ხოლო
მონოპოლიის ზღვრული შემოსავალი საქონლის ფასზე ნაკლებია.

მაქსიმალური მოგების შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ზღვრული შემოსავლისა და


ზღვრული დანახარჯის ტოლობა ორივე ტიპის (კონკურენტული და მონოპოლისტური)
ფირმას ახასიათებს. მონოპოლია მოგების მაქსიმიზაციას წარმოების ისეთი მოცულობის
არჩევით ახდენს რომლის დროსაც ზღვრული შემოსავალი ზღვრული დანახარჯის ტოლია.
ამის შემდეგ მონოპოლია მოთხოვნის მრუდს იმ ფასის განსაზღვრისთვის იყენებს, რომელიც
მომხმარებლებს ამ რაოდენობის შეძენისკენ უბიძგებს.
გ) მონოპოლიების გავლენა კეთილდღეობაზე;

იმის გასაანალიზებლად არის თუ არა მონოპოლია ბაზრის ორგანიზების კარგი საშუალება,


იგი უნდა განვიხილოთ, როგორც მომხმარებლის, ისე მწარმოებლის პოზიციიდან. როგორც
ვიცით კონკურენტული ფირმისგან განსხვავებით, მონოპოლია აწესებს ფასს, რომელიც
ზღვრულ დანახარჯებზე მეტია. მომხმარებლის პოზიციიდან თუ შევხედავთ, მაღალი ფასი
მონოპოლიას არასასურველს ხდის, მაგრამ ამავე დროს, მონოპოლია ამ მაღალი ფასის
დაწესების შედეგად მოგებას იღებს. ფირმის მფლობელის პოზიციიდან თუ შევხედავთ, ეს
მაღალი ფასი მონოპოლიას ძალიან სასურველს ხდის. ვინაიდან მონოპოლისტები აწარმოებენ
სოციალურად ეფექტიან რაოდენობაზე ნაკლებს და აწესებენ ფასებს, რომლებიც ზღვრულ
დანახარჯებზე მეტია, ამიტომ მონოპოლიები საერთო დანაკარგს იწვევენ.

როდესაც მონოპოლისტი ზღვრულ დანახარჯზე მეტ ფასს აწესებს, ზოგი პოტენციური


მომხმარებელი საქონელს მის ზღვრულ დანახარჯზე მეტად, მაგრამ მონოპოლისტის მიერ
დაწესებულ ფასზე ნაკლებად აფასებს. ასეთი მომხმარებლები, საბოლოოდ საწონელს არ
იყიდიან. ვინაიდან შეფასება, რომელსაც ეს მომხმარებლები საქონელს აძლევენ, ამ საქონლის
წარმოების დანახარჯებზე მეტია, შედეგი არაეფექტურია. ამგვარად, მონოპოლისტი
აბრკოლებს ორმხრივად სასარგებლო ვაჭრობას.

მონოპოლია, მართლაც, ძალიან დიდ მოგებას იღებს საკუთარი საბაზრო ძალაუფლების


მეშვეობით. მაგრამ მონოპოლიის ეკონომიკური ანალიზის თანახამდ, ფირმის მოგება,
თავისუფლად, შეიძლება სულაც არ იყოს პრობლემა საზოგადოენბისთვის.

კეთილდღეობა მონოპოლიზირებულ ბაზარზე ყველა სახის ბაზრის მსგავსად როგორც


მომხმარებლის ისე მწარმოებლის კეთილდღეობას შეიცავ. როდესაც მომხმარებელი 1
დოლარით მეტს იხდის მონოპოლიური ფასის გამო, მომხმარებლის ეკონომიკური
მდგომარეობა უარესდება 1 დოლარით, ხოლო მწარმოებლის ეკონომიკური მდგომარეობა
უმჯობესდება ამავე თანხით. კეთილდღეობის ეს გადასვლა საქონლის მომხმარებლებიდან
მონოპოლიის მფლობელებთან არ ცვლის ბაზრის მთლიან დანაზოგს. მომხმარებლებისა
დამწარმოებლების დანაზოგების ჯამს.

მონოპოლიზირებულ ბაზარზე პრობლემა იმის გამო ჩნდება, რომ მონოპოლიური ფირმა


აწარმოებს და ყიდის საქონლის ისეთ რაოდენობას, რომელიც მაქსიმალური მთლიანი
დანაზოგის შესაბამის რაოდენობაზე ნაკლებია. პრობლემა პროდუქციის არაეფექტიანად
მცირე რაოდენობიდან მომდინარეობს. სხვაგვრად რომ ვთქვათ, თუU მაღალი
მონოპოლიური ფასი ზოგ მომხმარებელს ყიდვას არ გადააფიქრებინებს, მწარმოებლის
დანაზოგი გაიზრდება ზუსტად იმ სიდიდით, რა სიდიდითაც შემცირდება მომხმარებლის
დანაზოგი, რის შედეგადაც მთლიანი დანაზოგი ისეთივე იქნება.მაგრამ არსებობს
გამონაკლისიც. დავუშვათ მონოპოლიურმა ფირმამ უნდა გაიღოს დამატებითი ხარჯები,
რათა მონოპოლიური პოზიცია შეინარჩუნოს. მაგალითად, მთავრობის მიერ შექმნილ
მონოპოლიას შეიძლება დასჭირდეს ლობისტების დაქირავება, რომლებიც კანონმდებლებს
დაარწმუნებენ მისი მონოპოლიურობის შენარჩუნების აუცილებლობაში. თუ ეს ასე მოხდა,
მონოპოლიით გამოწვეული სოციალური დანახარჯში (დანაკარგში) შევა ეს დანახარჯიც და
საერთო დანაკარგიც, რომელიც ზღვრულ დანახარჯზე მეტი ფასის დაწესების შედეგია.

დ) სახელმწიფო პოლიტიკა მონოპოლიებთან მიმართებაში;

მონოპოლიები კონკურენტული ბაზრებისაგან განსხვავებით, ვერ ახერხებენ რესურსების


ეფექტიანად განაწილებას. ისინი აწარმობენ სოციალურად სასურველ რაოდენობაზე
ნაკლებია და ამის შედეგად აწესებენ ისეთ ფასებს, რომელიც ზღვრულ დანახარჯებზე მეტია.
პოლიტიკოსებს შეუძლიათ მონოპოლიის პრობლემის გადაჭრა თუ ისინი:

- შეეცდებიან მონოპოლიზირებული დარგების უფრო კონკურენტულ დარგებად


გადაქცევას.

- მიიღებენ მონოპოლიების ქცევის განმსაზღვრელ კანონებს.

- გადააქცევენ ზოგიერთ კერძო მონოპოლიას საზოგადოებრივ საწარმოდ

- ან, არაფერს არ მოიმოქმედებენ.

თუ სახელმწიფო გადაწყვეტს მონოპოლიის პრობლემის გადაჭრას მის ამ საქმეში


ანტიტრესტული კანონმდებლობა დაეხმარება. ეს კანონმდებლობა აბრკოლებს შერწყმას და
ანვითარებს კონკურენციას. კანონმდებლობა მთავრობას დიდი კომპანიების გაყოფის
უფლებას აძლევს. და ბოლოს ანტიტრესტული კანონმდებლობა აბრკოლებს კომპანიათა
ისეთ ქმეებას, რომელიც საბაზრო კონკურენციას ამცირებს.
მონოპოლიის პრობლემის გადაჭრა მთავრობას მონოპოლისტთა ქცევის განმსაზღვრელი
კანონებითაც შეუძლია. პრობლემის ასეთი გადაწყვეტა ხშირია ბუნებრივი მონოპოლიების
მაგალითად, წყლისა და ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების შემთხვევაში. ამ
კომპანიებს არ აქვთ უფლება, თავიანთ საქონელს ნებისმიერი მათთვის სასურველი ფასი
დაადონ. ამ ფასებს სამთავრობო სამსახურები აწესებენ. თუმცა იმის განსაზღვრა, თუ როგორი
ფაის უნდა დააწესოს ბუნებრივი მონოპოლიისთვის, საკმაოდ რთულია.

ბუნებრივ მონოპოლიებს კლებადი საშუალო დანახარჯი ახასიათებთ. როდესაც საშუალო


მთლიანი დანახარჯი კლებადია. ზღვრული დანახარჯი საშუალო მთლიან დანახარჯზე
ნაკლებია. თუ კანონმდებლები აპირებენ ზღვრული დანახარჯის ტოლი ფასის დაწესებას, ეს
ფასი ნაკლები იქნება, ვიდრე ფირმის საშუალო მთლიანი დანახარჯი და ფირმა ფულს
დაკარგავ. ასეთი დაბალ ფასად საქონლის გაყიდვის ნაცვლად ფირმა დარგიდან გავა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დაკავშირებული ზღვრული დანახარჯის და აგრეთვე


საშუალო მთლიანი დანახარჯის ტოლი ფასის დაწესებასთან, იმაში მდგომარეობს, რომ
ფასდადება მონოპოლისტის დანახარჯების შემცირების სტიმულს არ აძლევს. თუ
მონოპოლისტი დარწმუნებულია, რომ მთავრობა მისი საქონლის ფასს დანახარჯების
შემცირებისთანავე შეამცირებს, მონოპოლისტი ვერ მიიღებს სარგებლობას დანახარჯების
შემცირებით. პრაქტიკაში კანონმდებლები ამ პრობლემას იმით პასუხობენ, რომ
მონოპოლისტს საშუალებას აძლევენ, დანახარჯების შემცირებიდან მიიღონ გარკვეული
სარგებლობა გაზრდილი მოგების სახით.

კიდევ ერთი სახის პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა მონოპოლიების მიმართ იყენებს,


საზოგადოებრივი მფლობელობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო ფირმის მიერ მართული
ბუნებრივი მონოპოლიის ქცევის განსაზღვრის ნაცვლად, მთავრობას შეუძლია თავად
მართოს მონოპოლია. თუ კერძო მონოპოლია ვერ ახერხებს მინიმალური დანახარჯების
დონის მიღწევას, ის დაითხოვს ფინანსურ მენეჯერებს. მაგრამ თუ მონოპოლიის მმართველი
სახელმწიფო მოხელეები ცუდად მუშაობენ, წაგებულნი მომხმარებლები და გადასახადის
გადამხდელები რჩებიან. ხშირად მონოპოლიის სახელმწიფო მმართველები განზრახ ქმნიან
დაბრკოლებებს დანახარჯების შემცირების გზაზე, ამიტომ ისინი ნაკლებად სანდონი
არიან.ჩამოთვლილი ანტიმონოპოლიური პოლიტიკის მიმართულებებს ბევრი ნაკლი აქვთ,
ამიტომ ბევრი ეკონომისტი ამტკიცებს, რომ ამ პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა ისაა, როცა
მთავრობა არ ცდილობს მონოპოლიური ფასდადების არაეფექტიანობის აღმოფხვრას.

16. ოლიგოპოლია:

ა) დამახსიათებელი ნიშნები, დუოპოლიის მაგალითი. კონკურენცია, მონოპოლიები და


კარტელი. ბ) წონასწორობა ოლიგოპოლიისთვის. ოლიგოპოლიის ზომის ცვლილების
შედეგები ბაზრის ფუნქციონირების შედეგებზე;

ბაზარს, სადაც მხოლოდ რამდენიმე გამყიდველია და თითოეული გამყიდველი ყიდის სხვა


მსგავს ან იდენტურ საქონელს, ოლიგოპოლია ეწოდება. თუ ოლიგოპოლია ორი წევრისაგან
შედგება მაშინ ასეთ ოლიგოპოლიას დუოპოლია ეწოდება იმის გამო, რომ ოლიგოპოლია
ბაზარზე გამყიდველთა მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი მოქმედებს, მას ახასიათებს
გამუდმებული შეუთანხმებლობა ფირმებს შორის მათი ეგოისტური ინტერესების გამო.
ოლიგოპოლიების ჯგუფის ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესია მაშინ, როდესაც ეს
ფირმები ურთიერთთანამშრომლობენ და მოქმედებენ მონოპოლისტის მსგავსად –
აწარმოებენ პროდუქციის მცირე რაოდენობას და აწესებენ ფასს, რომელიც ზღვრულ
დანახარჯზე მეტია. მაგრამ, ვინაიდან თითოეული ოლიგოპოლისტი მხოლოდ საკუთარ
მოგებაზე ზრუნავს, არსებობენ საკმაოდ ბევრი სტიმულები, რომლებიც ფირმებს ხელს
უშლიან მონოპოლიური შედეგის შენარჩუნებაში.

ბაზარზე მოქმედ ფირმებს შორის წარმოების მოცულობისა და საქონლის ფასის შესახებ


შეთანხმებას ფარული გარიგება ექოდება, ხოლო ამ ფირმათა ჯგუფს, რომლებიც ერთად
მოქმედებენ კარტელი ეწოდება. კარტელი უნდა შეთანხმდეს არა მხოლოდ წარმოების
მთლიანი მოცულობის თაობაზე, არამედ იმაზეც, თუ რა რაოდენობა აწარმოოს კარტელის
თითოეულმა წევრმა. კარტელის თითოეული წევრი მოისურვებს მეტი საბაზრო წილის
ფლობას, რადგან რაც მეტია საბაზრო წილი, მით მეტია მოგება.

ოლიგოპოლიების სურვილის განხორციელება, კარტელის შექმნისა და მეტი


მონოპოლიური მოგების მიღების შესახებ, თითქმის შეუძლებელია. ამის ერთ-ერთი მთავარი
მიზეზი არის თითოეული მწარმოებლის საკუთარ ინტერესებზე ზრუნვა და მეტის მოგების
სურვილი, რის შედეგადაც იზრდება წარმოების მოცულობა და მცირდება ფასი.

თუ ფირმების მიერ შერჩეული სტრატეგია ცნობილი იქნება და ისინი ერთმანეთთან


ითანამშრომლებენ საკუთრივ შერჩეული საუკეთესო სტრატეგიებით, ისინი მიაღწევენ ნიშეს
წონასწორობას. თუმცა წონასწორობის შენარჩუნება ძალიან ძნელია ფირმების ეგოისტური
ინტერესების გამო, მაგრამ ამავე დროს, საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას ბაზარი
კონკურენტულ შედეგებამდე მიჰყავს (მონოპოლისტების მსგავსად). ოლიგოპოლისტებმა
იციან, რომ მათი პროდუქციის რაოდენობის ზრდა ფასის შემცირებას იწვევს. ამიტომ
ოლიგოპოლისტები წარმოების მოცულობის ზრდას წყვეტენ უფრო ადრე, ვიდრე ფასი
ზღვრულ დანახარჯს გაუტოლდება.

ამრიგად, როდესაც ოლიგოპოლიაში მოქმედი ფირმები ინდივიდუალურად ირჩევენ


წარმოების მოცულობას მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით, ისინი აწარმოებენ
მონოპოლიურ რაოდენობაზე მეტს და კონკურენტულ რაოდენობაზე ნაკლებს.
ოლიგოპოლიური ფასი ნაკლების მონოპოლიურ ფასზე მაგრამ მეტია კონკურენტულ ფასზე
(რომლიც ზღვრული დანახარჯის ტოლია).

ოლიგოპოლიური ბაზრის ფუნქციონირების შედეგები დამოკიდებულია ოლიგოპოლიიის


ზომებზე. რაც უფრო დიდია კარტელი, მით უფრო ნაკლებმოსალოდნელია შეთანხმების
მიღწევა და შესრულება.

თუ ოლიგოპოლისტები კარტელში არ გაერთიანდებიან მათ დამოუკიდებლად უნდა


გადაწყვიტონ რამდენი აწარმოონ. თუ რაოდენობის ეფექტი ფასის ეფექტზე მეტია, (თუ
წარმოებული საქონლის რაოდენობის გაზრდით მეტი შემოსავალი მიიღება, ვიდრე ფასის
გაზრდით) მაშინ მწარმოებელი წარმოების მოცულობას გაზრდის, ხოლო თუ ფასის ეფექტი
მეტია მწარმოებელი წარმოების იგივე დონეს შეინარჩუნებს, ან შეამცირებს მას. თითოეული
ოლიგოპოლისტი მანამდე გააგრძელებს წარმოების მოცულობის ზრდას, სანამ წარმოების
ეფექტი და ფასის ეფექტი ერთმანეთს გაუტოლდება. როდესაც ოლიგოპოლიის ზომები
იზრდება ფასის ეფექტის სიდიდე მცირდება. როდესაც ოლიგოპოლია ძალიან დიდი ხდება,
ფასის ეფქტი სართოდ ქრება და მხოლოდ რაოდენობის ეფექტი რჩება. ამ უკიდურეს
შემთხვევაში ოლიგოპოლიის თითოეული ფირმა წარმოების მოცულობას ზრდის, მანამ სანამ
ფასი ზღვრულ დანახარჯზე მეტია.

ოლიგოპოლიის ფირმების კარტელის ერთ-ერთი მაგალითია ნავთობის ექსპორტიორი


ქვეყნების ორგანიზაცია OPEc-ი. ნაბისმიერი სხვა კარტელის მსგავსად OPEჩ-იც ცდილობდა
თავისი პროდუქტის ფასის გაზრდას წარმოებული ნავთობის რაოდენობის შემცირების
გზით. OPEc-ი შეეცადა განესაზღვრა ნავთობის წარმოების მოცულობა თითOული წევრი
ქვეყნისათვის. OPEc-ის წევრებს, მართალია, სურდათ ნავთობის მაღალი ფასის შენარჩუნება,
მაგრამ კარტელის თითოეული წევრი ცდილობდა წარმოების გაზრდას, რათაA მთლიანი
მოგებიდან თავისი მოგების წილი გაეზარდა. OPEc-ის წევრები ხშირად თანხმდებოდნენ
წარმოების მოცულობის შემცირებაზე, თუმცა ეს შეთანხმებები ხშირადვე ირღვეოდა.
შეთანხმების შეუსრულებლობის გამო OPEc-ის წევრ ქვეყნებს შორის გაჩნდა უთანხმოება და
OPEჩ-მა ვეღარ შეძლო თანამშრომლობის შენარჩუნება.
გ) თამაშთა თეორია და თანამშრომლობის ეკონომიკა - „პატიმართა დილემა“;

ოლიგოპოლის არსებობისას თანამშრომლობა ხშირად სასურველია, მაგრამ ძნელად


მისაღწევი. თანამშრომლობის ეკონომიკური ანალიზისას მნიშვნელოვანია თამაშთა თეორია.
თამაშთა თეორია არის სტრატეგიულ სიტუაციაში ადამიანთა ქცევის შესწავლა. სიტყვა
“სტრატეგია” ისეთ სიტუაციებს გულისხმობს, რომელსაც თითოეულმა ადამიანმა
გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს ის თუ როგორ მოიწცევიან სხვები
მისის ქცევის საპასუხოდ. ოლიგოპოლიურ ბაზარზე ფირმათა რაოდენობა მცირეა, ამიტომ
თითოეულმა ფირმამ იცის რომ მისი მოგება დამოკიდებულია არა მხოლოდ მისი
პროდუქციის რაოდენობაზე, არამედ იმაზეც ღუ რამდენს აწარმოებენ სხვა ფირმები, ამიტომ
მან სტრატეგიულად უნდა იმოქმედოს.

ოლიგოპოლიების ქცევის უკეთ გაგებაში გვეხმარება თამაშთა თეორია. ერთ-ერთ


მნიშვნელოვან თამაშს “პატიმრების Dდილემა” ეწოდება. “პატიმრების Dდილემა”
განსაკუთრებული მაგალითია ორ პატიმარ შორის, რომელიც გვიჩვენებს, თუ რატომ არის
თანამშრომლობა რთული, მაშინ როდესაც ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა.

თამაში “პატიმრების Dდილემა” განიხილავს ორი დაკავებულის მდგომარეობას; თითოეულ


მათგანს ურჩევენ იმის აღიარებას, რომ პარტნიორთან ერთად ჩაიდინეს დანაშაული: ამის
სანაცვლოდ კი სიმართლის მთქმელს გათავისუფლებას ჰპირდებიან, თანამძრახველს კი 20
წლით დააპატიმრებენ. ორივე დამნაშავის აღიარების შემთხვევაში თითოეული 8 წელს
გაატარებს ციხეში, ხოლო თუ ორივე გაჩუმდება და არაფერს იტყვის მხოლოდ 1 წელს
მიუსჯიან თითოს.

საბოლოოდ ორივე დამნაშავე დანაშაულს აღიარებს და ორივეს 8 წლით დააპატიმრებენ.


მაგრამ მათი აზრით ეს საშინელი შდეგია, რადგან თითოეულს მხოლოდ 1 წლით
თასვისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ იარაღის ტარებისთვის. მხოლოდ საკუთარ თავზე
ზრუნვამ კი პატიმრები საბოლოოდ უარეს დღეში ჩააგდო.

თუ დავუშვებთ რომ ეს ორი დამნასავე შეთანხმდა დანაშაულის უარყოფაზე, ცხადია ეს


შეთანხმება თუ შესრულდა, მაშინ ორივეს მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან
თითოეული მათგანი ციხეში მხოლოდ 1 წელს გაატარებს. მაგრამ შეთანხმება ძნელი
მისაღწევია და უფრო ძნელი მისი განხორციელებაა. თითოეული მაღგანი დგას საფრთხის
წინაშე, რომ ცალ-ცალკე დაკითხვიისას მათთვის შეთავაზებული თავისუფლება პარტნიორის
დაბეზღების სანაცვლოდ უბიძგებს პარტნიორს მისი ღალატისა და საკუთარი ინტერესების
დაცვისკენ. ამრიგად საკუთარ ინტერესებზე ზრუნვა ორივე პატიმარს დანაშაულის
აღიარებისკენ უბიძგებს, შედეგად თანამშრომლობა ვერ შედგება.

ამრიგად, “პატიმრების Dდილემა” გვიჩვენებს თუ რატომ ვე ახერხებენ ოლიგოპოლიები


მონოპოლიური მოგების შენარჩუნებას. მონოპოლიური შედეგი რაციონალუირია მთელი
ოლიგოპოლიისათვის, მაგრამ თითოეულ ოლიგოპოლისტს სხვათა მოტყუების სტიმული
აქვს. მხოლოდ ინტერესებზე ზრუნვა არა მხოლოდ პატიმრებს უბიძგებ დანაშაულის
აღიარებისკენ, არამედ ართულებს ოლიგოპოლიისათვის სასურველი შედეგის – წარმოების
დაბალი მოცულ მაღალი ფასებისა და მონოპოლიური მოგების-მიღწევასაც.

“პატიმრების დილემა” გვიჩვენებს, რომ თანმშრომლობ შესაძლოა ძნელი მისაღწევი იყოს


მაშინაც კი, როდესაც ეს თანამშრომლობა ორივე მოთამაშის ეკონომიკურ მდგომარეობას
აუმჯობესებს. ცხადია თანამშრომლობის მიღწევა ძნელია ოლიგოპოლ მაგრამ უმეტეს
შემთხვევაში ეს საზოგადოებისათვის ხელსაყრელია. ოლიგოპოლისტების შემთხვევაში,
რომლებიც მონოპოლიური მოგების მიოღებას ცდილობენ, თანამშრომლობის არარსებობა
სასურველია საზოგადოების თვალსაზრისით, მონოპოლიური შედეგი კარგია
ოლიგოპოლისტებისთვის, მაგრამ ცუდია მომხმარებლისათვის. საზოგადოებისათვის
საუკეთესოა კონკურენტული შედეგი, ვინაიდან ამ დროს მთლიანი დანაზოგი
მაქსიმალურია. როდესაც ოლიგოპოლისტები ვერ ახერხებენ თანამშრომლობას მათი
პროდუქციის რაოდენობა ახლოა ამ ოპტიმუმთან.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ხშირი უთანხმოებისა, შეთანხმების მიღწევა ზოგჯერ


მაინც შესაძლებელია. შეთანხმების მიზეზი ძირითადად განმეორებადი თამაშია.
მაგალითად, წარსულში შეუთანხმებლობის მიზეზით გამოწვეული დიდი დანაკარგები
ოლიგოპოლიებს შეთანხმების შესრულების სტიმულს აძლევს. თუ მოთამაშეები მომავალ
მოგებაზე ზრუნავენ თავი უნდა შეიკავონ ერთჯერადი მოგების გამო შეთანხმების
დარღვევისგან. ამრიგად, “პატიმრების დილემის ” განმეორებად თამაშში, მოთამაშეებს
შეეძლებათ მიაღწიონ ურთიერთშეთანხმებას.

დ) სახელმწიფო პოლიტიკა ოლიგოპოლიებთან მიმართებაში.

თანამშრომლობა ოლიგოპოლიებს შორის საზოგადოებისთვის არასასურველია, ვინაიდან


დაკავშირებულია წარმოების ძალიან დაბალ დონესთან და მაღალ ფასებთან. იმისთვის, რომ
რესურსების განაწილება სოციალურ ოპტიმუმს დაუახლოვდეს, პოლიტიკოსები უნდა
ცდილობდნენ ოლიგოპოლისტებს შორის კონკურენციის და არა თნამშრომლობის
გაჩენას.ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც მთავრობა აბრკოლებს თანამშრომლობას
ოლიგოპოლისტებს შორის, კანონმდებლობაა. ანტიტრესტული კანონმდებლობის მიხედვით
ყოველკგვარი მოლაპარაკება, გაერთიანება ტრესტის ან სხვა ფორმით, ან ფარული გარიგება,
რომელიც მიმართულია საცალო ვაჭრობის ანდა სხვადასხვა ქვყნებს შორის ვაჭრობის
შეზღუდვისკენ, ცხადდება უკანონოდ. ანტიტრესტული კანონი ოლიგოპოლისტებს შორის
შეთანხმებებს დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევდა.პოლიტიკოსები ანტიტრესტულ
კანონმდებლობას იყენებენ ოლიგოპოლიების ისეთი ქცევის აღსაკვეთად, რომელიც
კონკურენციას ამცირებს, ამ კანონმდებლობის გამოყენება საკამათო საკითხია, ვინაიდან
ზოგიერთ კომერციულ საქმიანობას, რომელიც ერთი შეხედვით, კონკურენციას ამცირებს,
შესაძლებელია სრულიად კანონიერი კომერციული მიზანი ჰქონდეს. ამიტომ
პოლიტიკოსებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ანტიტრესტული კანონის დაცვის საბაბით
ფირმათა ქცევის შეზღუდვის დროს. მაგალითად კონკურენტული ფირმების მიერ ფასების
დაფიქსირება ნამდვილად ამცირებს ეკონომიკურ კეთილდღეობას და უნდა აიკრძალოს,
მაგრამ ისეთი კომერციული საქმიანობის აკრძალვა, მაგალითად როგორიცაა “შეკვრა”,
დღესაც საკამათოა სასამართლოს არგუმენტი, რომლის თანახმადაც, შეკვრა ფირმას თავისი
საბაზრო ძალაუფლების სხვა საქონელზე გავრცელების საშუალებას აძლევს, არ არის
საკმარისად დასაბუთებელი. მაგრამ ეკონომისტები გვთავაზობენ უფრო დამაჯერებელ
თეორიებს, სადაც ნაჩვენებია, რომ შეკვრას შეუძლია კონკურენციის შეზღუდვა.

17. მონოპოლისტური კონკურენცია :

ა) მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრის დამახასიათებელი ნიშნები, მონოპოლისტური


კონკურენციის ფირმები მოკლევადიან პერიოდში;

საბაზრო სტრუქტურას, რომელშიც მრავალი ფირმაყიდის მასგავს, მაგრამ არა იდენტურ


საქონელს, მონოპოლისტური კონკურენცია ეწოდება. მონოპოლისტურ კონკურენციას
ახასიათებს:

- მრავალი გამყიდველი _ არსებობს მრავალი ფირმა, რომელიც მომხმარებელთა ერთი


და იმავე ჯგუფისთვის იბრძვის.

- პროდუქციის დიფერენციაცია _ თითოეული ფირმა აწარმოებს პროდუქციას,


რომელიც ოდნავ მაინც განსახვავდება სხვა ფირმბის პროდუქციისგან.

- თავისუფალი შესვლა _ ფირმებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ


ბაზარზე შესვლა ან ბაზრიდან გასვლა. ბაზარზე მოქმედი ფირმების რაოდენობა იცვლება
მანამ, სანამ მათი ეკონომიკური მიგება ნულს არ გაუტოლდება.

მონოპოლისტური კონკურენცია ისეთი საბაზრო სტრუქტურაა, რომელიც კონკურენციისა


და მონოპოლიის უკიდურეს შმთხვევებს შორის მდებარეობს. მონოპოლისტური
კონკურენციის პირობებში, არსებობს მრავალი გამყიდველი და თითოეული მათგანი ბაზრის
მხოლოდ მცირე ნაწილია. მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარი სცილდება სრული
კონკურენციის იდეალს, ვინაიდან თითოეული გამყიდველი მომხმარებელს განსხვავებულ
საქონელს სთავაზობს. მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი
საქონელი, როგორიცაა:წიგნები, ფილმები, კომპაქტ დისკები და სხვა.

სიტუაცია მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარზე განსხვავებულია იმის მიხედვით.


მოკლევადიან პერიოდს განვიხილავთ თუ გრძელვადიანს. მოკლევადიან პერიოდში
მონოპოლია და მონოპოლისტური კონკურენციის ფირმა ერთმანეთს ჰგავს. ვინაიდან
მონოპოლისტური კონკურენციის თითოეული ფირმის საქონელი განსხვავდება სხვა
ფირმების საქონლისგან, ამ ფირმის საქონელზე მოთხოვნის მრუდი კლებადია.
მონოპოლისტური კონკურენციის ფირმა იყენებს მოგების მაქსიმიზაციის მონოპოლისტურ
წესს: ირჩევს ისეთ რაოდენობას, როცა ზღვრული შემოსავალი ზღვრული დანახარჯის
ტოლია, შემდეგ კი მოთხოვნის მრუდზე იპოვის ფასს, რომელიც ამ რაოდენობას შეესაბამება.
მოკლევადიან პერიოდში მონოპოლისტური კონკურენციის ფირმამ შესაძლოა მიიღოს
მოგება ან განიცადოს დანაკარგი. თუ ფირმა საქონლის იმ რაოდენობას აწარმოებს, როცა ფასი
საშუალო მთლიან დანახარჯზე მეტია – იგი მოგებას მიიღებს. ხოლო თუ ფირმა აწარმოებს
საქონლის ისეთ რაოდენობას, რომლის დროსაც ფასი საშუალო მთლიან დანახარჯზე
ნეკლებია _ იგი განიცდის დანაკრგს.

მოკლევადიან პრიოდში შესაძლო მოგების ან დანაკრგის მდგომარეობა დიდხანს ვერ


გაგრძელდება. როდესაც ფირმები იღებენ მოგებას, ახალ ფირმებს უჩნდებათ ბაზარზე
შესვლის სტიმული. შესვლა ზრდის იმ საქონლის რაოდენობას, ორმელიც აფართოებს
მომხმარებლის არჩევანს. ამიტომ ამცირებს აქამდე არსებულ მოთხოვნას თითოეული ფირმის
საქონელზე, როდესაც ძველი ფირმების საქონელზე მოთზოვნა მცირდება, ამ ფირმების
მოგებაც მცირდება. ხოლო თუ უკვე არსებული ფირმები დანაკარგებს განიცდიან, უჩნდებათ
ბაზრიდან გასვლის სტიმული. როდესაც ფირმები ბაზრიდან გადიან, მომხმარებლის
არჩევანი კლებულობს. ფირმათა რაოდენობის შემცირება ბაზარზე დარჩენილი ფირმების
საქონელზე მოთხოვნას ზრდის. შესვლისა და გასვლის ეს პროცესი გრძელდება ვიდრე
ბაზარზე მოქმედი ფირმების ეკონომიკური მოგება ნულს არ გაუტოლდება. მას შემდეგ, რაც
ბაზარი წონასწორობას მიაღწევს ახალ ფირმებს აღარ აქვსთ ბაზარზე შესვლის სტიმული,
ძველ ფირმებს კი _ ბაზრიდან გასვლის.
ბ) მონ. კონკ. ფირმები გრძელვადიან პერიოდში საწარმოო სიმძლავრეთა სიჭარბე;

გრძელვადიან პერიოდში მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრის წონასწორობას ორი


თვისება:

- ფასი ზღვრულ დანახარჯზე მეტია

- ფასი საშუალო მთლიანი დანახარჯის ტოლია. ეს იმის შედეგია, რომ თავისუფასლი


შესვლა ფირმის ეკონომიკურ მოგებას ნულამდე ამცირებს.

მეორე თვისება გვიჩვენებს თუ რით განსხვავდება მონოპოლისტური კონკურენცია


მონოპოლისტისგან. ვინაიდან მონოპოლისტი ახლო შემცვლელების არმქონე საქონლის
ერთადერთი გამყიდველია, მას გრძელვადიან პერიოდშიც შეუძლია დადებითი მოგების
მიღება. ხოლო, რადგან მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარზე შესვლა თავისუფალია,
ასეთ ბაზარზე მოქმედი ფირმის ეკონომიკური მოგება ნულს უტოლდება.

რაც შეეხება მონოპოლისტური კონკურენციისა და სრულად კონკურენტულ ბაზრებს შორის


განსხვავებას, უნდა აღინიშნოს, რომ მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრის წონასწორობა
ორი ურთიერთდაკავშირებული თვისებით განსხვავდება სრულად კონკურენტული ბაზრის
წონასწორობისაგან. პირველ რიგში თითოეულ ფირმას ჭარბი სიმძლავრე აქვს, ანუ
თითოეული ფირმა მოქმედებს საშუალო მთლიანი დანახარჯის მრუდის კლებად ნაწილზე.
ამას გარდა, თითოეული ფირმა აწესებს ფასს, რომელიც ზღვრულ დანახარჯზე მეტია.

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონოპოლისტურ კონკურენციას არ აქვს ყველა ის


სასურველი თვისება, რომლითაც ხასიათდება სრული კონკურენცია. მონოპოლისტურ
კონკურენციაში არსებობს მონოპოლიისათვის დამახასიათებელი საერთო დანაკარგი,
რომელიც გამოწვეულია ზღვრული დანახარჯის ხელოვნური ზრდით. ამასთანავე, ფირმების
რაოდენობა შეიძლება ძალიან დიდიც იყოს და ძალიან მცირეც. რეალურ ცხოვრებაში,
პრაქტიკოსებს ამ არაეფექტიანობების შემცირების ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები
აქვთ. ვინაიდან მონოპოლისტური კონკურენციის ფირმები ნულოვან მოგებას იღებენ,
ამიტომ მათ ვერ მოსთხოვენ, რომ საქონლის ფასი ზღვრულ დანახარჯს გაუტოლონ, რადგან
ეს დანაკარგებს გამოიწვევს. ეს ფირმები რომ შეინარჩუნოს მთავრობას მოუწევს მათი
დახმარება ამ დანაკარგების დაფარვის გზით. სუბსიდიებისთვის საჭირო თანხის მოსაზიდად
გადასახადების გაზრდას, პოლიტიკოსები მონოპოლისტური ფასდადების
არაეფექტიანობასთან შეგუებას ამჯობინებენ.

მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრებზე ხშირად პრობლემას წარმოადგენს ფირმის


რაოდენობის სიჭარბე ან სიმცირე, რასაც გარკვეულწილად როგორც დადებითი ისე
უარყოფითი მხარე მოეძებნება საზოგადოებრივი თვალსაზრისით. მაგალითად პროდუქციის
მრავალფეროვნების ეფექტი საშუალებას აძლევს მომხმარებელს მეტი სარგებელი მიიღოს
ახალი ფირმების შესვლით ბაზარზე. ხოლო ფირმებისათვის ახალი მეტოქეების გამოჩენა
ბაზარზე – ბიზნესის შეზღუდვის ეფექტს იწვევს. ანუ, ახალი ფირმების შესვლის შედეგად
ადრე არსებული ფირმები კარგავენ მომხმარებლებსა და მოგებას. ამრიგად, კეთილდღეობის
თვალსაზრისით მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრებს არ აქვთ ყველა ის სასურველი
თვისება, რომელიც სრულიად კონკურენტულ ბაზრებს ახასიათებთ. ე.ი. უხილავი ხელი არ
იძლევა იმის გარანტიას, რომ მონოპოლისტური კონკურენციის პირობებში მთლიანი
დანაზოგი მაქსიმალური იქნება.

გ) მონოპოლისტური კონკურენციისა და სრულყოფილად კონკურენტული ფირმის


შედარება;

გასნსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მონოპოლისტურსა და სრულ კონკურნეციას შორის


ორი განსხვავება - ჭარბი სიმძლავრე და ნაზრდი. ჭარბი სიმძლავრე - ა ნახაზი -
მონოპოლისტური კონკურენციის პირობებში ფირმა აწარმოებს საშუალო მთლიანი
დანახარჯის მრუდის კლებად ნაწილზე. ამით მონოპოლისტური კონკურენცია მკვეთრად
განსხვავდება სრულყოფილი კონკურენციისგან. ბ ნახაზი - კონკურნეტულ ბაზარზე
თავისუფალი შესვლა ფირმას აიძულებს აწარმოოს ის რაოდენობა, რომელიც მინიმალურ
საშუალო მთლიან დანახარჯს შეესაბამება. რაოდენობას, რომელიც მინიმალურ საშუალო
მთლიან დანახარჯს შეესაბამება, ფირმის ეფექტიანი მასშტაბი ეწოდება. გრძელვადიან
პერიოდში სრულად კონკურენტული ფირმები ეფექტიან რაოდენობას აწარმოებენ, ხოლო
მონოპოლისტური ფირმები ეფექტიან რაოდენობაზე ნაკლებს. ამბობენ, რომ ფირმებს
მონოპოლისტური კონკურენციის პირობებში ჭარბი სიმძლავრე აქვთ და მას კონკურენტული
ფირმისგან გასხვავებით შეუძლია თავისი წარმოებული საქონლის გაზრდა და წარმოების
საშუალო მთლიანი დანახარჯის შემცირება.

დანამატი ზღვრულ დანახარჯზე - ფასისა და ზღვრული დანახარჯის


ურთიერთდამოკიდებულება. ბ ნახაზი - კონკურენტული ფირმისთვის ფასი ზღვრული
დანახარჯის ტოლია. ა ნახაზი - ფასი ზღვრულ დანახარჯზე მეტია, ვინაიდან ამ ფირმას
ოველთვის აქვს გარკვეული საბაზრო ძალაუფლება. ნულოვანი მოგების პირობა მხოლოდ
იმის გარანტიას იძლევა, რომ ფასი საშუალო მთლიანი დანახარჯის ტოლია. ის არ იძლევა
იმის გარანტიას, რომ ფასი ზღვრული დანახარჯის ტოლია. გრძელვადიანი პერიოდის
წონასწორობაში მონოპოლისტური კონკურენციის ფირმა აწარმოებს ისეთ რაოდენობას,
რომელიც მისი საშუალო მთლიანი დანახარჯის მრუდის კლებად ნაწილზე მდებარეობს,
ამიტომ ზღვრული დანახარჯი საშუალო მთლიან დანახარჯზე ნაკლებია. =>> ფასი რომ
საშუალო მთლიანი დანახარჯის ტოლი იყოს ის ზღვრულ დანახარჯზე მეტი უნდა იყოს.
მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარი ისეთი ბაზარია, რომელზეც მყიდველებს საშობაო
ბარათებს უგზავნიან.

18. წამოების ფაქტორთა ბაზრები:

ა) საწარმოო ფუნქცია და შრომის ზღვრული პროდუქტი, ზღვრული პროდუქტის


ღირებულება და შრომაზე მოთხოვნა;

წარმოების ფაქტორები - რესურსი, რომელის გამოიეყენება საქონლისა და მომსახურების


წარმოებაში.

მშრომელთა დაქირავების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ფირმამ უნდა განსაზღვროს


როგორ მოქმედებს მისი სამუშაო ძალის მასშტაბები წარმოების მოცულობაზე. საწარმოო
ფუნქცია - დამოკიდებულება საწონლის წარმოებაში გამოყენებული მასალების რაოდენობისა
და წარმოებული საქონლის რაოდენობას შორის. ეკონომიკის ათი პრინციპიდან გამომდინარე
ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს, რომ რაციონალური ადამიანები ზღვრულ ანალიზსს
იყენებენ. ეს გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ იღებენ ფირმები გადაწყვეტილებებს
დასაქირავებელი შრომის რაოდენობის შესახებ. შრომის ზღვრული პროდუქტი არის
პროდუქციის ნამატი, რომელიც შრომის დამატებითი ერთეულით გაზრდის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ მშრომელთა რაოდენობის ზრდისას შრომის ზღვრული პროდუქტი
მცირდება. ეს ნიშნავს, რომ პროდუქციის პროცესი ზღვრული პროდუქტის კლებადობას
განიცდის, რაც ფაქტორების ზღვრული პროდუქტის შემცირებას ნიშნავს ფაქტორების
რაოდენობის ზრდასთან ერთად. თავდაპირველად, როცა მხოლოდ რამდენიმე მშრომელია
დაქირავებული ეს მშრომელები ვაშლებს საუკეთესო ხეებიდან კრეფენ. როდესაც რაოდენობა
იზრდება, ახლა მშრომელებს უწევთ ნაკლებმოსავლიან ხეებზე მუშაობა. რაც მეტია
დაქირავებულ მშრომელთა რიცხვი, მით ნაკლებია თითოეული დამატებითი მშრომელის
წვლილი ვაშლების კრეფაში. ამის გამო ნახაზზე საწარმოო ფუნქციის დახრილობა
მშრომელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მცირდება.

ბ) შრომაზე მოთხოვნისა და შრომის მიწოდების მრუდების გადაადგილებები;

საქონლისა და მომსახურების წარმოებისათვის გამოიყენება წარმოების ფაქტორები:

- შრომა

- მიწა

- კაპიტალი

ჩამოთვლილნი წარმოებისთვის საჭირო 3 ყველაზე მნიშვნელოვანი მასალაა, თუმცა მათგან


ყველაზე მნიშვნელოვანია შრომა

ეკონომიკაში არსებული სხვა ბაზრების მსგავსად, შრომის ბაზრებსაც მოთხოვნისა და


მიწოდების ძალები მართავენ. მაგრამ, შრომის ბაზრები განსხვავდებიან სხვა ბაზრებისაგან,
ვინაიდან შრომაზე მოთხოვნა მწარმოებლური მოთხოვნაა. შრომითი მომსახურების
უდიდესი ნაწილი საბოლოო საქონელს კი არ წარმოედგენს, რომელიც მზადაა
მოხმარებისთვის, არამედ სხვა საქონლის წარმოებისთვის საჭირო მასალას.
მოგების მმაქსიმიზირებელი ფირმა მშრომელებს მანამ ქირეობს, სანამ შრომის ზღვრული
პროდუქტის ღირებულება ხელფასს არ გაუტოლდება. უნდა აღინიშნოს, რომ შრომის
კონკურენტულ ბაზარზე:

- ხელფასი თვითრეგულირდება მანამ სანამ შრომის მიწოდება და მოთხოვნა


ერთმანეთს არ გაუწონასწორდება.

- ხელფასი შრომის ზღვრული პროდუქტის ღირებულების ტოლია.

როდესაც ბაზარი წონასწორობაშია, თითოეულ ფირმას ნაყიდი აქვს იმდენი შრომა,


რამდენის ყიდვაც წონასწორულ ფასად მისთვის მომგებიანია. ე.ი. თითოეული ფირმა
მისდევს მოგების მაქსიმიზაციის წესს: მანამ ქირაობს მშრომელებს, სანამ ზღვრული
პროდუქტის ღირებულება ხელფასს არ გაუტოლდება. ამიტომ, ხელფასი შრომის ზღვრული
პროდუქტის ღირებულების ტოლი უნდა იყოს, თუკი მიწოდება და მოთხოვნა
წონასწორობაშია.

ეს ახალი მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს: ნებისმიერი მოვლენა,


რომელიც ცვლის შრომის მიწოდებასა და მოთხოვნას, მათთან ერთად შეცვლის წონასწორულ
ხელფასსა და ზღვრული პროდუქტის ღირებულებასაც ერთი და იმავე სიდიდით, ვინაიდან
ეს ორი ცვლადი ყოველთვის ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს. ვნახეთ თუ როგორ
გადაადგილდება მიწოდების მრუდი ახლა კი ვნახოთ თუ როგორ გადაადგილდება შრომაზე
მოთხოვნის მრუდი.
მოცემული მაგალითებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ განისაზღვრება ხელფასი შრომის
კონკურენტულ ბაზრებზე. შრომის მიწოდება და შრომაზე მოთხოვნა ერთობლივად
განსაზღვრავენ წონასწორულ ხელფასს, ხოლო შრომის მიწოდების მრუდის ან შრომაზე
მოთხოვნის მრუდის გადაადგილებები ამ წონასწორული ფასის ცვლილებას იწვევენ. ამავე
დროს, ფირმების მიერ საკუთარი მოგების მაქსიმიზაცია განაპირობებს იმას, რომ
წონასწორული ხეკფასი ყოველთვის შრომის ზღვრული პროდუქტის ღირებულების ტოლია.

გ) წონასწორობა მიწისა და კაპიტალის ბაზარზე;

საქონლისა დამომსახურების წარმოებისთვის გამოიყენება წარმოების ფაქტორები. მიწა,


შრომა და კაპიტალი წარმოებისთვის საჭირო სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მასალაა. შრომისა
და მიწის მნიშვნელობა ყველასთვის ცნობილია, ხოლო რაც შეეხება კაპიტალს – მას
ეკონომისტები წარმოებაში გამოყენებული მოწყობილობისა და შენობების აღსანიშნავად
იყენებენ. ეკონომიკაში აკპიტალი წარმოედგენს ისეთ საქონელს, რომელიც წარმოებულია
წარსულში და ამჟამად გამოიყენება ახალი საქონლისა და მომსახურების წარმოებაში.
ამრიგად, კაპიტალი საქონლისა და მომსახურების წარმოებაში გამოყენებული შენობები და
მოწყობილობებია. სანამ გავარკვევდეთ თუ რა განსაზღვრავს მიწისა და კაპიტალის
მფლობელთა შემოსავლებს, რომელთაც ისინი სამეწარმეო პროცესში მონაწილეობისთვის
იღებენ. უნდა განვასხვავოთ შესყიდვის ფასი და გაქირავების ფასი.

- შესყიდვის ფასი – ის ფასია, რომელსაც პიროვნება იხდის წარმოების ამ ფაქტორის


განუსაზღვრელი დროით ფლობის სანაცვლოდ.

- გაქირავების ფასი – კი ის ფასია, რომელსაც პიროვნება იხდის დროის გარკვეული


მონაკვეთით ამ ფაქტორის გამოყენების სანაცვლოდ.

როდესაც მწარმოებლის საქონელზე ფასები იზრდება და მათთვის ხელსაყრელია წარმოების


გაზრდა ისინი ზრდიან დაქირავებული მიწისა და კაპიტალის რაოდენობას. ეს პროცესი
გრძელდება მანამ, სანამ თითოეული ფაქტორის ზღვრული პროდუქტის ღირებულება ამ
ფაქტორის ფასს არ გაუტოლდება. ამრიგად, თIთOეული ფაქტორის მოთხოვნის მრუდი ამ
ფაქტორის ზღვრულ მწარმოებლურობას ასახავს.

თუ ფირმები, რომლებიც წარმოების ამ ფაქტორებს იყენებენ კონკურენტული ფრმები არიან


და მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობენ, თითოეული ფაქტორის გაქირავების ფასი ამ
ფაქტორის ზღვრული ღირებულების ტოლი უნდა იყოს. შრომა, მიწა და კაპიტალი
შემოსავლის იმ ნაწლს იღებენ, რომელიც წარმოების პროცესში მათი ზღვრული წვლილის
ღიურებულების ტოლია. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, გაქირავების ფასი და გასაყიდი ფასი
ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. მყიდველები მზად არიან იყიდონ მეტი მიწა, თუ
კაპიტალი გაქირავებით მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვან ნაკადს იძლევა. ამასთანავე
გაქირავების წონასწორული შემოსავალი ამ ფაქტორის ზღვრული პროდუქტის
ღირებულების ტოლია. ამიტომ მიწისა და კაპიტალის შესყიდვის წონასწორული ფასი
დამოკიდებულია, როგორც ზღვრული პროდუქტის მიმდინარე ღირებულებაზე, ის იმ
ღირებულებაზე, რომელი მომვალშია მოსალოდნელი.

წარმოების ნებისმიერ ფაქტორში – შრომაში, მიწასა და კაპიტალში – გადახდილი ფასი ამ


ფაქტორის ზღვრული პროდუქტის ღირებულების ტოლია. ფაქტორის ზღვრული პროდუქტი
კი, თავის მხრივ დამოუკიდებელია ამ ფაქტორის არსებულ რაოდენობაზე. ზღვრული
პროდუქტის კლებადობის გამო, ფაქტორს, რომლის მიწოსებაც დიდია, დაბალი ზღვრული
პროდუქტი და დაბალი ფასი აქვს, ხოლო ფაქტორს, რომლის მიწოდებაც შეზღუდული,
მაღალი ზღვრული პროდუქტი და მაღალი ფასი აქვს. ამის გამო, როდესაც ფაქტორის
მიწოდება, ამ ფაქტორის წონასწორული ფასი იზრდება. მაგრამ, როდესაც რომელიმე
ფაქტორის მიწოდება იცვლება, ეს არა მხოლოდ ამ ფაქტორის ბაზარზე მოქმედებს, როგორც
წესი, წარმოების ფაქტორები ერთად გამოიყენება, რის გამოც თითოეული ფაქტორის
მწარმოებლურობა დამოკიდებულია წარმოების პროცესში გამოყენებული სხვა ფაქტორების
რაოდენობაზე. ამის შედეგად, ერთი რომელიმე ფაქტორის მიწოდების პროცესში
გამოყენებული სხვა ფაქტორის გამოყენებიდან მიღებული უკუგების ცვლილებას.
21. მომხმარებლების არჩევანის თეორია:

ა) საბიუჯეტო შეზღუდვა, ფარდობითი ფასები;

მომხმარებლის არჩევენი დამოკიდებულია მის საბიუჯეტო შეზღუდვაზე დამისევე


უპირატესობაზე, ანუ იმაზე თუ რომელ საქონელს ანიჭებს ის უპირატესობას. საბიუჯეტო
შეზღუდვა ასახავს იმ სამომხმარებლო კალათებს, რომელთა შეძენაც შეუძლია
მომხმარებელს თავისი შემოსავლიდან გამომდინარე. მაგალითად თუ სამომხმარებლო
კალათა შედგება A და B საქონლის კომბინაციისგან, რაც მეტ A საქონელს იყიდის
მომხმარებელი მით ნაკლები B საქონლის ყიდვას შეძლებს იგი თავისი შემოსავალით.

ბიუჯეტის მრუდის დახრილობა ამ ორი საწონლის ფარდობითი ფასის ტოლია, ანუ ერთი
საქონლის ფასის მეორის ფასთან შედარებისა. ერთი პიაც ხუთჯერ მეტი ღირს ვიდრე ერთი
პინტი პეპსი. ამიტომ მომხმარებელს შეუძლია 1 პიცა 5 პინტ პეპსიში გაცვალოს.

ბ)უპირატესობის ასახვა განურჩევლობის მრუდების მიხედვით;

რაც შეეხება უპირატესობებს ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავისი გემოვნების


მიხედვითაირჩიოს ერთი რომელიმე სამომხმარებლო კალათა მრავალ ასეთ კალათას შორის.
თუ მომხმარებელს ასეთ კალათას შესტავაზებენ ის ირჩევს იმ კალათას, ორმელიც მის
გემოვნმებას უფრო შეეფერება. თუ მის გემოვნებას ორივე თანაბრად შეეფერება, ვამბობთ რომ
მომხმარებელი განურჩეველია ამ ორი კალათის მიმართ.

მომხმარებლის უპირატესობების გრაფიკულად გამოსახვა შესაძლებელია განურჩევლობის


დახმარებით. განურჩევლობის მრუდი გვიჩვენებს იმ სამომხმარებლო კალათებს, რომლებისც
მომხმარებელს ერთნაირად აკმაყოფილებს.
ნებისმიერ წერტილში განურჩევლობის მრუდის დახრილობა იმ პროპორციის ტოლია,
რომლითაც მომხმარებელი მზად არის ერთი საქონელი მეორეში გაცვალოს. ამ პროპორციას
ჩანაცვლების ზღვრული ნორმა (Mღშ) ეწოდება. ჩანაცვლების ზღვრული ნორმა ასახავს A
პროდუქტის იმ რაოდენობას, რომელიც მომხმარებელს დასჭირდება B პროდუქტის
მოხმარების ერთი ერთეულით შემცირების სანაცვლოდ. ჩანაცვლების ზღვრული ნორმა
განურჩევლონის მრუდის სხვადასხვა წერტილში სხვადასხვაა. პროპორცია, რომლითაც
მომხმარებელი მზადაა A საქონელი B-ზე გაცვალოს, დამოკიდებულია ორივე საქონლის იმ
რაოდენობაზე, რომელსაც ამჟამად მოიხმარს. ე.ი. პიცისა და პეპსის შემთხვევაში,
პროპორცია, რომლითაც მომხმარებელი მზადაა პიცა პეპსიზე გაცვალოს, იმაზეა
დამოკიდებული, უფრო მეტად შია თუ სწყურია, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია თუ
რამდენი პიცა და პეპსი აქვს მას ამჟამად.

მომხმარებელი თანაბრად კმაყოფილია განურჩევლობის ნებისმიერი მოცემული მრუდის


ყველა წერტილში, მაგრამ ის განურჩევლობის ზოგ მრუდს უპირატესობას ანიჭებს სხვა
მრუდებთან შედარებით. ვინაიდან მომხმარებელს მეტის მოხმარება ურჩევნია ნაკლების
მოხმარებას, განურჩევლობის უფრო მაღლამდებარე მრუდებს უპირატესობა ენიჭებათ უფრო
დაბლამდებარე მრუდებთან შედარებით. მაგალითად, D წერტილის უპირატესობა ენიჭება A
წერტილთან შედარებით, ვინაიდან D წერტილი განურჩევლობის უფრო მაღლამდებარე
მრუდზე მდებარეობს ვიდრე A წერტილი , ამავე დროს D წერტილი გულისხმობს, როგორც A
ისე B საქონლის მეტი რაოდენობის მოხმარებას A წერტილთან შედარებით. განურჩევლობის I
1 და I 2 მრუდები ასევე ასახავენ, რომ D წერტილს უპირატესობაენიჭება ჩ წერტილთან
შედარებით, რადგან D განურჩევლობის უფრო მაღლამდებარე მრუდზე მდებარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ D კალათაში ნაკლები A საქონელია (პაპსი) ვიდრე ჩ-ში, D კალათაში
საკმარისზე მეტი პიცაა, რის გამოც მომხმარებელი უპირატესობას D –ს მიანიჭებს.

განურჩევლობის მრუდებს გარკვეული (4) თვისება ახასიათებს, ესენია:

- განურჩევლობის მაღლამდებარე მრუდებს უპირატესობა ენიჭებათ დაბლამდებარე


მრუდებთან შედარებით. – რაც უფრო მაღლა მდებარეობს განურჩევლობის მრუდი,
საქონლის მით მეტ რაოდენობას შეიცავენ ამ მრუდზე მდებარე სამომხმარებლო კალათები.
ამიტომ, მომხმარებელს განურჩევლობის უფრო მაღლამდებარე მრუდზე ყოფნა ურჩევნია.

- განურჩევლობის მრუდები კლებადია – განურჩევლობის მრუდების დახრილობა


ასახავს იმ პროპორციას, რომლითაც მომხმარებელი მზად არის ერთი საქონელი მეორეთი
ჩაანაცვლოს. უმრავლესშემთხვევაში, მომხმარებელს ორივე საქონელი მოსწონს. ამიტომ თუ
ერთ-ერთ საქონლის რაოდენობა შემცირდება, მეორე საქონლის რაოდენობა აუცილებლად
უნდა გაიზარდოს, რათა მომხმარებელმა ისეთივე კმაყოფილება მიიღოს, როგორც აქამდე
იღებდა. ამის გამო განურჩევლობის მრუდების უმრავლესობა კლებადია.

- განურჩევლობის მრუდები ერთმანეთს არ კვეთენ.

- განურჩევლობის მრუდები ჩაზნექილია – განურჩევლობის მრუდის ჩაზნექილობა


ასახავს მომხმარებლის მზადყოფნას, გასცეს ის საქონელი, რომელიც ბევრი აქვს. როდესაც
ერთი სახის საქონლის სხვა საქონლით ჩანაცვლება იოლია განურჩევლობის მრუდი
ნაკლებად ჩაზნექილია, როდესაც ჩანაცვლება ძნელია, განურჩევლობის მრუდი ძალიან
ჩაზნექილია. ასეთ შემთხვევებს ადგილი აქვს ძირითადად სრული შემცვლელების და
სრული შემავსებლების არსებობის დროს.

როდესაც ორი სახის საქონლის ურთიერთგაცვლა ადვილია, როგორც მაგალითად


ათთეთრიანების და ხუთთეთრიანების შემთხვევაში, განურჩევლობის მრუდები წრფეებია.

ხოლო როდესაც ორი სახის საქონელი ერთმანეთის გარეშე არ მოიხმარება, მაგალითად


მარცხენა და მარჯვენა ფეხსაცმელი, განურჩევლობის მრუდები მართი კუთხეებია.

რეალურ სამყაროში რა თქმა უნდა საქონელთა უმრავლესობა არც სრული შემცვლელებია და


არც სრული შემავსებლები. ჩვეულებრივ განურჩევლობის მრუდები ჩაზნექილია, მაგრამ არა
იმდენად რომ კუთხეებად იქცნენ.
გ) მომხმარებლის ოპტიმალური არჩევანი;

პიცისა და პეპსის მაგალითი. მომხმარებელი ცდილობს აირჩიოს საუკეთესო კომბინაცია,


რომელიც განურჩევლობის მაქსიმალურად მაღლა მდებარე მრუდზე მდებარეობს, მაგრამ
მოხმარებელი უნდა დარჩეს ბიუჯეტის წირზე, რომელიც მის მთლიან რესურსებს ასახავს, ან
ამ მრუდს ქვემოთ.

ოპტიმუმი ასახავს პიცისა და პეპსის საუკეთესო კომბინაციას. მომხმარებელი ირჩევს ორი


სახის საქონლის ისეთ კომბინაციას როდესაც ჩანაცვლების ზღვრული ნორმა ფარდობითი
ფასის ტოლია. სამომხმარებლო არჩევანის გაკეთებისას მომხმარებელი ორი სახის საქონლის
ფარობით ფასს იღებს, როგორც ბაზრის პირობებით განსაზღვრულს, შემდეგ კი ირჩევს
ოპტიმუმს, რომლის დროსაც ჩანაცვლების ზღვრული ნორმა ამ ფართობითი ფასის ტოლია.
ფარდობითი ფასი ის პროპორციაა, რომლითაც ბაზარი მზადააა ერთი საქონელი მეორეთი
ჩაანაცვლოს, ხოლო ჩანაცვლების ზღვრული ნორმა ის პროპორციაა, რომლითაც
მომხმარებელი მზადაა ერთი საქონელი მეორეთი ჩაანაცვლოს. მომხმარებლის ოპტიმუმის
წერტილში მომხმარებლის მიერ ამ ორი საქონლის შეფასება ბაზრის მიერ ამ ორი საქონლის
შეფასების ტოლია. მომხმარებლის ოპტიმალური არჩევანის შედეგად სხვადასხვა საქონლის
საბაზრო ფასები ემთხვევა ამ საქონლის მომხმარებლისეულ შეფასებას.

დ) როგორ მოქმედებს მომხმარებლის შემოსავლის ცვლილება მომხმარებლის არჩევანზე;

მომხმარებლის არჩევანი დამოკიდებულია მის საბიუჯეტო შეზღუდვაზე და იმაზე, თუ


რომელ საქონელს ანიჭებს იგი უპირატესობას. მომხმარებელი ცდილობს აირჩიოს
სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების საუკეთესო კომბინაცია – ანუ ისეთი
კომბინაცია, რომელიც განურჩევლობის მაქსიმალურად მაღლამდებარე მრუდზე
მდებარეობს. მაგრამ, ამასთანავე, მომხმარებელი უნდა დარჩეს საბიუჯეტო შეზღუდვის
წირზე, რომელიც მის მთლიან რესურსებს ასახავს, ან ამ წირის ქვემოთ.

სამომხმარებლო არჩევანის გაკეთებისას, მომხმარებელი ორი სახის საქონლის ფარდობით


ფასს იღებს, როგორც ბაზრის პირობებით განსაზღვრულს, შემდეგ კი ირჩევს ოპტიმუმს,
რომლის დროსაც ჩანაცვლების ზღვრული ნორმა ამ ფარდობითი ფასის ტოლია. ფარდობითი
ფასი ის პროპორციაა, რომლითაც ბაზარი მზად არის ერთი საქონელი მეორეთი ჩაანაცვლოს;
ხოლო ჩანაცვლების ზღვრული ნორმა ის პროპორციაა, რომლითაც მომხმარებელი მზად არის
ერთი საქონელი მეორეთი ჩაანაცვლოს. მომხმარებლის ოპტიმუმის წერტილში,
მომხმარებლის მიერ ამ ორი საქონლის შეფასება, ბაზრის მიერ ამ ორი საქონლის შეფასების
ტოლია (ანუ ჩანაცვლების ზღვრული ნორმა ფარდობითი ფასის ტოლია) მომხმარებლის
ოპტიმალური არჩევნის შედეგად, სხვადასხვა საქონლის საბაზრო ფასები ემთხვევა ამ
საქონლის მომხმარებლისეულ შეფასებას.

მომხმარებლის არჩევანს დიდად განსაზღვრავს მისი შემოსავლების ცვლილება. თუ


დავუშვებთ, რომ შემოსავალი იზრდება ფასბის უცვლელობის პირობებში, მომხმარებელს
შეუძლია სამომხმარებლო კალათაში პირობითათ არსებული ორივე საქონლის მეტი
რაოდენობით შეძენა. აქედან გამომდინარე, შემოსავლის ზრდა ბიუჯტის წირს მარჯვნივ
დაგააადგილებს. რადგან შემოსავლის ზრდასთან ერთად მომხმარებელი ორივე საქონლის
მოხმარების რაოდენობას ზრდის, ე.ი. ეს ორივე პროდუქტი “ნორმალური საქონელია”.
ვინაიდან ფასები უცვლელია, ამ ორი საქონლის ფარდობითი ფასი არ შეიცვალა, ბიუჯეტის
ახალი წირის დახრილობა ისეთივე დარჩა, როგორც ცვლილებამდე იყო. ე.ი. შემოსავლის
ზრდა ბიუჯეტის წირის მარჯვენა მხარეს და პარალელურ დაგაადგილებას იწვევს.
ახალი საბიუჯეტო შეხღუდვა მომხმარებელს პეპსის და პიცის უკეთესი კომბინაციის
არჩევნის საშუალებას აძლევს. მომხმარებელს ახლა შეუძლია განურჩევლობის უფრო მაღალ
მრუდს მიაღწიოს. ბიუჯეტის წირის გადაადგილებისა და განურჩევლობის მრუდებით
გამოხატული მომხმარებელთა უპირატესობების პირობებში, მომხმარებლის ოპტიმუმი
გადაადგილდება “საწყისი ოპტიმუმიდან” “ახალ ოპტიმუმამდე”.

ე) როგორ მოქმედებს ფასის ცვლილება მომხმარებლის არჩევანზე;

მომხმარებელი მთელ შემოსავალს 1 000 $ პიცაზე ხარჯავს, მაშინ როცა პეპსის ფასს
მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ A წერილი არ გაადგილდება, მაგრამ თუ მომხმარებელი მთელ
შემოსავალს პეპსიზე დახარჯავს, შეიძლება 500- ის ნაცვლად 1 000 პინტის ყიდვა.
ამიტომ მრუდის ბოლო წერტილი B დან D მდე გადაადგილდება. ამ შემთხვევაში ბიუჯეტის
მრუდის მარჯვნივ გადაადგილება ბიუჯეტის მრუდის დახრილობას ცვლის. როგორც უკვე
ითქვა ბიუჯეტის მრუდის დახრილობა პეპსისა და პიცის ფარდობით ფასს ასახავს. ვინაიდან
პეპსის ფასი 2 დან 1 $ მდე შემცირდა პიცის ფასი კი ისევ 10 $ ია მომხმარებელს ამეჯრად
შეუძლია პიცა 5 კი არა 10 პინტ პეპსიზე გადაცვალოს. ამის შედეგად ბიუჯეტის ახალი
მრუდი უფრო დამრეცი გახდა. ფასის შემცირება ზრდის მომხმარებლის მსყიდველობით
შესაძლებლობებს.

23. ეროვნული შემოსავლის გამოთვლა:

ა) მშპ-ს გამოთვლა და კომპონენტები;

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც


საზოგადოების ეკონომიკურ კათილდღეობას საუკეთესოდ ასახავს. მშპ ერთდროულად ორ
სიდიდეს ზომავს: ეკონომიკის ყველა წევრის მიერ მიღებულ მთლიან შემოსავალსა და
ეკონომიკის საქონელსა და მომსახურებაზე გაღებულ მთლიან ხარჯებს. მშპ-ს ასეთი
მოხმარების მიზეზი ის არის, რომ მთლიანი შემოსავალი ა მთლიანი დანახარჯიბი,
სინმადვილეში ერთი და იგივე სიდიდეა. მთლიანი ეკონომიკისთვის შემოსავალი ხარჯების
ტოლი უნდა იყოს რამდენადაც თითოეული მყიდველის მიერ დახარჯული დოლარი
რომელიმე გამყიდველის შემოსავლის 1 დოლარია.

მშპ-ს გამოთცლა ორგვარად არის შესაძლებელი. შეგვიძლია შევაჯამოთ საოჯახო


მეურნეობების მთლიანი დანახარჯები, ან შევაჯამოთ ფირმების მიერ გაცემული მთლიანი
შემოსავალი (ხელფასები, რენტა, მოგება). ვინაიდან ეკონომიკაში არსებული ყველა ხარჯი,
საბოლოოდ ვიღაცის შემოსავლად იქცევა, მშპ ერთი და იგივე რჩება იმის მიუხედავად, თუ
როგორ ვთვლით.ამრიგად, მშპ ყველა იმ საბოლოო საქონლისა და მომსახურების საბაზრო
ღირებულებაა, რომელიც იწარმოება ქვეყნის შიგნით, დროის მოცემულ პეერიოდში.

მშპ-ს განმარტებას თუ ჩავუღრმავდებით ვნახავთ, რომ მშპ ცდილობს ყოვლისმომცველი


იყოს (“ყველა იმ”)-ის ეკონომიკაში წარმოებული და ბაზრებზე ლეგალურად გაყიდული
საქონლის ყველა ერთეულის მოიცავ. მაგრამ არსებო9ბს ზოგიერთი პროდუქტი, რომლის
ღირებულებას მშპ არ შეიცავ, ვინაიდან ამ ღირებულების დათვლა ძალიან ძნელია. მშპ არ
შეიცავს უკანონოდ წარმოებულ და გაყიდულ საქონელს, მაგალითად ნარკოტიკებს. არ
შეიცავს აგრეთვე იმ საქონლის უმრავლესობას, რომელიც სახლებში მზადდება და
მოიხმარება და ამიტომ ბაზარზე არასდროს გადის გასაყიდად.

მშპ მხოლოდ საბოლოო საქონლის ღირებულებას შეიცავს რადგან შუალედურ საქონელის


ღირებულება უკვე შესულია საბოლოო საქონლის ფასებში.მშპ შეიცავს, როორც მატერიალურ
საქონელს ისე არამატერიალურ მომსახურებას. მაგალითად, მატერიალური საქონელია
საურსათი, მაქანა, ტანსაცმელი. არამატერიალურია ექიმთან ვიზიტი, ბინის დალაგება,
ვარცხნილობის გაკეთება და სხვა.მშპ სხვადასხვა სახის პროდუქტებს ეკნომიკური
საქმიანობის ღირებულების ერთ მაჩვენებელში აერთიანებს და ამისთვის საბაზრო ფასებს
იყენებს. ვინაიდან საბაზრო ფასები ასახავენ იმ თანხას, რომლის გადახდისთვისაც
ადამიანები მზად არიან სხვადასხვა საქონლის შეძენის მიზნით, ამიტომ ფასები ამ საქონლის
ღირებულებას გვაძლევენ.მშპ შეიცავს მხოლოდ მიმდინარე პერიოდში წარმოებულ
საქონელსა და მომსახურებას. ის არ შეიცავს გარიგებას, როგორც წარსულში წარმოებულ
საქონელს ეხება. მაგალითად მშპ არ შეიცავს ერთი პირის მიერ მეორე პირისთვის მიყიდული
ნახმარი მაქანის ღირებულება.ამასთანავე, საქონელი შედის მშპ-ში, თუ წარმოებულია ამ
ქვეყნის ტერიტორიაზე, მწარმოებლის ეროვნები მიუხედავად.ამის გამო რომ ეკონომიკის
ხარჯები მრავალგვარია, მშპ-შიც გამოიყოფა სხვადასხვა სახის ხარჯები, რომლებიც მშპ-ს
ოთხ კომპონენტად იყოფა. მშპ Y- სიმბოლოთი აღინიშნება და იყოფა: მოხმარებად (C),
ინვესტიციებად (I), სახელმწიფო შეყიდვებად (G), და წმინდა ექსპორტად (NX);

ამრიგად Y = C+ I + G + NX

C _ ანუ მოხმარება - საოჯახო მეურნეობების მიერ საქოლისა და მომსახურებაზე გაწეული


ხარჯები

I – ანუ ინვესტიცია - კაპიტალური მოწყობილობების, ინვენტარისა და შენობების ხარჯების.

G – ანუ სახელმწიფო შეყიდვები - არის ადგილობრივი მთავრობის მიერ საქონლისა და


მომსახურების შეძენისათვის გაწეული ხარჯები.
NX – ანუ წმინდა ექსპორტი - ქვეყნის ექსპორტისა და იმპორტს შორის სხვაობაა. წმინდა
მასზე მიუთითებს, ორმ ექსპორტს იმპორტი აკლდება.

ბ) რეალური მშპ და ნომინალური მშპ, მშპ-ს დეფლატორი;

მშპ ყველა იმ საბოლოო საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულებაა, რომელიც


იწარმოება ქვეყნის შიგნით დროის მოცემულ პერიოდში.

მშპ ერთდროულად ორ სიდიდეს ზომავს: ეკონომიკის ყველა წევრის მიერ მიღებულ


მთლიან შემოსავალსა და ეკონომიკის საქონელსა და მომსახურებაზე გაღებულ მთლიან
დანახარჯებს. მშპ-ს ესეთი მოხერხებულობის მიზეზი ის არის, ორმ მთლიანი შემოსავალი
დას მთლიანი ხარჯები სინამდვილეში ერთიდა იგივე სიდიდეა, რამდენადაც თIთოეული
მტიდველის მიერ დახარჯული დოლარი რომელიმე გამყიდველის ერთი დოლარია.ამრიგად
მშპ ასახავს საქონლისა და მომსახურების მთლიან ხარჯებს ეკონომიკის ყველა ბაზარზე. თუ
მთლიანი ხარჯები წინა წელთან შედარებით იზრდება ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ორი
მიზეზით – ეკონომიკა საქონელსა და მომსახურების მეტ რაოდენობას აწარმოებს, ან
საქონეილ და მომსახურება უფრო ძვირად იყიდება. გამოარჩევენ ნომინალურ და რეალურ
მშპ-ს.

მიმდინარე ფასებში ასახულ საქონლისა და მომსახურების წარმოებას ნომინალური მშპ


ეწოდება.

წარმოებული საქონლის რაოდენობის ისეთ მაჩვენებლად, რომელზეც ფასების ცვლილება


არ მოქმედებს, რეალურ მშპ-ს ვიყენებთ, მუდმივ ფასებში გამოხატულ საქონლისა და
მომსახურების რაოდენობას. რეალური მშპ-ს გამოთვლისათვის ჯერ საბაზო წელიწადს
ვირჩევთ. შემდეგ ვიღებთ საბაზისო წელიწადის A და B საქონლის ფასს და მათი მეშვეობით
ვითვლით საქონლისა და მომსახურების ღირებულებას სხვა წელიწადებისთვის. საბაზრო
წელიწადს არსებული ფასები სხვადასხვა წლებში წარმოებულ საქონლისა და მომსახურების
შედარებისთვოს საჭირო საფუძველს გვაძლევს.

ამრიგად, ნომინალური მშპ საქონლისა და მომსახურების წარმოების შეფასებისთვის


მიმდინარე ფასებს იყენებს. რეალური მშპ საქონლისა და მომსახურების წარმოების
შეფასებისათვის მუდმივი საბაზრო წლის ფასებს იყენებს. ვინაიდან ფასების ცვლილება
რეალურ მშპ-ზე არ მოქმედებს, რეალური მშპ-ს ცვლილება მხოლოდ წარმოებული საქონლის
რაოდენობის ცვლილებას ასახვა. ამირგად, რეალური მშპ ეკონომიკაში საქონლისა და
მომსახურების წარმოებას ასახავს.

მშპ-ს გამოთვლისას ჩვენი მიზანია ეკონომიკის საერთო მდგომარეობის შეფასება. რეალური


მშპ ეკონომიკაში წარმოებული საქონლის და მომსახურების რაოდენობის მაჩვენებელია,
ამიტომ ის ასახავს ეკონომიკის უნარს დააკმაყოფილოს ხალხის საჭიროებანი და სურვილები.
რეალური მშპ ეკონომიკის კეთიკდღეობის უკეთესი მაჩვენებელია ვიდრე ნომინალური მშპ.
როდესაც ეკონომისტები ეკონომიკის მშპ-ს შესახებ მსჯელობენ, ჩვეულებრივ მხედველობაში
აქვთ რეალური მშპ და არა ნომინალური მშპ. ხოლო, რიდესაც ეკონომიკის ზრდაზე
მსჯელობენ ამ ზრდას წინა პერიოდის რეალური მშპ-ს პროცენტული ცვლილებით
გამოხატავენ.

ნომინალური და რეალური მშპ-ს მეშვეობით გამოითვლება მშპ დეფლატორი. მშპ


დეფლატორი ფასების მიმდინარე დონეს ასახავს საბაზისო წლის ფასების დონესთან
შედარებით. მშპ დეფლატორი გვიჩვენებს ნომინალური მშპ-ს ზრდას, რომელიც ფასების და
არა წარმოების მოცულობის ზრდითაა გამოწვეული. მშპ დეფლატორი შემდეგნაირად
გამოითვლება.

ეს ფორმულა გვიჩვენებს თუ რატომ განსაზღვრავს მშპ დეფლატორი ეკონომიკაში არსებული


ფასბის დონეს. რომელიმე საქონლისა თუ მომსახურების ფასების ცვლილება, წარმოებული
რაოდენობის რაიმე ცვლილების გარეშე, მოქმედებს მშპ-ზე მაგრამ არ მოქმედებს რეალურ
მშპ-ზე. ამგვარად ფასის ეს ცვლილება მშპ დაფელატორზე აისახება. მშპ დეფლატორი ერთ-
ერთი ის მაჩვენებელია, რომელსაც ეკონომისტები ეკონომიკაში ფასების საშუალო დონეზე
დაკვირვებისთვის იყენებენ.

იმის გამო, რომ ნომინალური და რეალური მშპ საბაზო წელს ერთნაირი უნდა იყოს, მშპ
დეფლატორი საბაზო წლისთვის ყოველთვის 100-ის ტოლია. მშპ დეფლატოირ შემდგომი
წლებისთვის ზომავს ნომინალური მშპ-ს ცვლილებას საბაზო წელთან შედარებით, რომელიც
არ არის განპირობებული რეალური მშპ-ს ცვლილებით.
მშპ დეფლატორი გამოითვლება ფასების მიმდინარე დონეს საბაზო წლის ფასების
დონესთან შედარებით. იმისთვის, რომ ვნახოთ როგორ ხდება ეს, განვიხილოთ რამდენიმე
მაგალითი. პირველად წარმოვიდგინოთ, რომ ეკონომიკაში წარმოებული პროდუქციის
რაოდენობა დროთა განმავლობაში იზრდება, მაგრამ ფასები უცვლელი რჩება. ამ
შემთხვევაში როგორც ნომინალური, ისე რეალური მშპ ერთად იცვლება, ასე რომ მშპ
დეფლატორი მუდმივია. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ დროთა განმავლობაში ფასები
იცვლება, მაგრამ წარმოების რაოდენობა უცვლელია. ამ მეორე შემთხვევაში ნომინალური მშპ
იზრდება, მაგრამ რეალური მშპ იგივე რჩება, რაც ზრდის მშპ დეფლატორს. ყურადღება
მიაქციეთ, რომ ორივე შემთხვევაში მშპ დეფლატორი ასახავს იმას, თუ რა მოსდის ფასებს და
არა პროდუქციის რაოდენობას.

გ) მშპ, როგორც ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებელი;

მშპ ასახავს როგორც ეკონომიკის მთლიან შემოსავალს, ისე საქონელსა და მომსახურებაზე


გაწეულ მთლიან არჯებს. ამგვარად, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა ეკონომიკაში
მონაწილება საშუალო პირიის შემოსავალსა და ხარჯებს გვიჩვენებს. ვინაიდა უმეტესობას
უფრო მაღალი შემოსავალი და მოხმარების მაღალი დონე იზიდავს, ამიტომ ერთ სულ
მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა შეიძლება საშუალო ინდივიდის ეკონომიკური
კეთილდღეობის მაჩვენებლად ჩაითვალოს. მაღალი მშპ ნამდვილად გვეხმარება ცხოვრების
მაღალი დონის მიღწევაში. მშპ უშუალოდ არ ასახავს იმას, რაც ჩვენ ცხოვრებას ფასეულს
ხდის, მაგრამ ასახავს ჩვენს უნარს შევიძინოთ ცხოვრების ეს ფასეულობანი. მიუხედავად
ამისა მშპ კეთილდღეობის სრულყოილი მაჩვენებელი მაინც არ არის. ზოგიერთი რამ რასაც
თავისი წვლილი შეაქვს კარგად ცხოვრებაში მშპ-ს გარეთაა დარჩენილი. მაშ შორი საა
დასვენება. ვინაიდან საქონლისა და მომსახურების შეფასებისთვის მშპ საბაზრო ფასებს
იყენებს, ამიტომ ის თითქმის ყველა იმ საქმიანობის ღირებულებას არ ითვალისწინებს,
რომელიც ბაზრებს გარეთ წარმოებს. საბოლოო ჯამში, მშპ უმეტესწილად, მაგრამ არა
ყოველთვის კეთილდღეობის კარგი მაჩვენებლია. დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რას
შეიცავს მთლიანი შიდა პროდუქტი და რას არა.

24. ცხოვრების ღირებულების გამოთვლა:

ა) სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოთვლა, ცხოვრების ღირებულების გამოთვლისას


წარმოქმნილი პრობლემები, მშპ დეფლორატორის და სამომხმარებლო ფასების შედარება;

სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიზანი ცხოვრების ცვლილებების გამოთვლაა.


სამომხმარებლო ფასების ინდექსი იმის შეფასებას ცდილობა, თუ რამდენად უნდა
გაიზარდოს შემოსავალი, რათა შენარჩუნებული იქნას ცხოვრების მუდმივი დონე. მაგრამ
სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ არის ცხოვრების ღირებულების სრულყოფილი
მაჩვენებელი. ამ ინდექსთან დაკავშირებულია სამი ძირითადი პრობლემა, როგორბიცაა:
ჩანაცვლებისკენ სწრაფვა, ახალი საქონლისა გამოჩენა და ხარისხის ცვლილებების
გაუთვალისწინებლობა.
პირველი პრობლემაა ჩანაცვლებისკენ სწრაფვა. ყველა ფასი პროპორციულად არ იცვლება:
ზოგი მეტად იცვლება, ზოგი ნაკლებად. მომხმარებლები ფასების ცვლილების ამ
გნსხვავებებს იმ საქონლის მოხმარების შემცირებით პასუხობენ, რომლის ფასიც მეტად
გაიზარდა და ყიდულობენ იმ საქონელს, რომლის ფასიც ნაკლებად გაიზარდა, ან სულკაც
შემცირდა. ე.ი. მომხმარებელი მეტად გაძვირებულ საქონელს ნაკლებად გაძვირებული
საქონლით ჩაანაცვლებს. მაგრამ სამომხმარებლო ფასების ინდექსი იმ დაშვებით
გამოითვლება, რომ სასაქონლკო კალათა უცვლკელია. მომხმარებლის მიერ ერთი საქონლის
მეორეთი ჩანაცვლების შესაძლებლობის გაუთვალისწინებლობით ინდექსი ცხოვრების
ღირებულების ზრდას აზვიადებს.

სამომხმარებლო ფასების ინდექსთან (სფი) დაკავშირებული მეორე პრობლემაა ახალი


საქონლის გამოჩენა. როდესაც ბაზარზე ახალი საქონელი ჩნდება, მომხმარებელს არჩევანის
მეტი საშუალება აქვს. საქონლის მრავალფეროვნება კი თავის მხრივ ზრდის ლარის
მსყიდველობითუნარიანობას. მაგრამ იმის გამო, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი
უცვლელ სასაქონლო კალათას ემყარება, ინდექსი ლარის მსყიდველობითი უნარის ამ
ცვლილებას არ ითვალისწინებს.

მესამე პრობლემა, რომელიც სფი-ს ახასიათებს, ხარისხის ცვლილების


გაუთვალისწინებლობაა. როდესაც საქონლის ხარისხი მცირდება, ლარის ღირებუ7ლებაც
მცირდება მაშინაც კი, როდესაც საქონლის ფასი რჩება უცვლელი. ანალოგიურად, თუ
საქონლის ხარისხი იზრდება ლარის, ღირებულებაც იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ
ეკონომისტები ცდილობენ ეს ნიუანსი აღმოფხვრან, ხარისხის ცვლილება მაინც პრობლემად
რჩება, რადგან ხარისხი ძნელი გასაზომია.

ეკონომისტებს შორის დღესაც ცხარე კამათია იმის შესახე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს


სამი პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს მათი გადაჭრისთვის. ამ საკითს დიდი მნიშვნელობა
აქვს, ვინაიდან სამომხმარებლო ფასების ინდექსს მრავალი სამთავრობო პროგრამა იყენებს
ფასების საერთო დონის ცვლილებაზე რეაგირებისთვის.

ფასების ზრდის ტემპის შესაფასებლად ეკონომისტები და პოლიტიკოსები აკვირდებიან,


როგორც სამომხმარებლო ფასების ინდექსს. ისე მშპ დეფლატორს, როგორც წესი, ორივე
მაჩვენებელი ერთსა და იმავე შედეგს იძლევა, მაგრამ არსებობს ორი მნიშვნელოვანი
განსხვავება, რომლის აზრთა სხვადასხვაობის შედეგია.

პირველი განსხვავება ისაა, რომ მშპ დეფლატორი ადგილობრივი წარმოების ყველა


საქონლის და მომსახურების ფასებს ასახავს, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი –
მომხმარებელთა მიერ შეძენილ ყველა საქონელსა და მომსახურებას.

მაგალითად თვითმფრინავი, რომელსაც “ბოინგი” აწარმოებს და საჰაერო ფლოტი


ყიდულობს, ძვირდება. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი მშპ-ს ნაწილია, იგი არ
შედის საქონლისა და მომსახურების იმ კალათაში, რომელსაც ტიპიური მომხმარებელი
ყიდულობს. ამიტომ ფასის ეს ზრდა შეცვლის მხოლოდ მშპს დეფლატორს, ხოლო
სამომხმარებლო ფასების ინდექსი უცვლელი დარჩება.

მაგრამ თუ მაგალითად საქართველოს მოსახლეობა ყიდულობს ამერიკულ ავტომობილებს


ეს შედის ტიპიური მომხმარებლი სასაქონლო კალათაში. ამ ამერიკული ავტომობილების
გაძვირება მოქმედებს სამომხმარებლო ფასების ინდექსზე, მაგრამ მშპ დეფლატორი იგივე
რჩება.

მშპ დეფლატორსა და სამომხმარებლო ფასების ინდექსს შორის ეს განსხვავება


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნავთობის ფასის ზრდისას. მიუხედავად იმისა, რომ აშშ
ნავთობის გარკვეულ ნაწლის აწარმოებს, ნავთობის დიდი ნაწილი მაინც შუა
აღმოსავლეთიდან შემოდის, ამის შედეგად ნავთობპროდუქტებს ბევრად უფრო მეტი წილი
ეკუთვნით მომხმარებლის ხარჯებში ვიდრე მშპ-ში. როდესაც ნავთობის ფასი იზრდება,
სამომხმარებლო ფასების ინდექსი მშპ დეფლატორზე ბევრად უფრო მეტად იზრდება.

მეორე და უფრო საყურადღებო განსხვავება მშპ დეფლატორსა და სფი-ს შორის ეხება იმას,
თუ რა წონა ენიჭებათ სხვადასხვა ფასებს ფასების საერთო დონის გამომხატველი ერთი
რიცხვის დადგენისას. სამომხმარებლო ფასების ინდექსში საქონლისა და მომსახურების
უცვლელი კალათი ფასი შედარებულია საბაზრო წელს ამავე კალათის ფასთან. უნდა
აღინიშნოს, რომ სასაქონლო კჯალათა ძალიან იშვიათად იცვლება სამომხმარებლო ფასების
ინდექსისაგან განსხვავებით.

რაც შეეხება მშპ დეფლატორს იგი მიმდინარე პერიოდში წარმოებული საქონლისა და


მომსახურების ფასია შედარებული საბაზო წლის ამავე საქონლისა და მომსახურბის ფასთან.
ამგვარად საქონლისა და მომსახურების ის ჯგუფი, რომელიც მშპ დეფლატორის გამოთვლაში
გამოიყენეაბ, გარკვეული პეიროდის შემდეგ ავტომატურად იცვლება. მშპ დეფლატორსა და
სამომხმარებლო ფასებისინდექსს შორის ამ განსხვავებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაშინ,
როდესაც ყველა ფასი პროპორციულად იცვლება. მაგრამ თუ სხვადასხვა საქონლისა და
მომსახურების ფასები სხვადასხვა ტემპით იცვლება, ამა თუ იმ ფასისთვის თავისი წონის
მინიჭების ხერხს დიდი მნიშვნელობა აქვს ინფლაციის სართო დონისთვის.

ბ) ეკონომიკური ცვლადების კორექცია ინფლაციის ეფექტების გათვალისწინებით: ფული


დროის სხვადასხვა ინტერვალებში, ინდექსაცია, სარგებლის ნომინალური და რეალური
განაკვეთები;

ეკონომიკის ფასების საერთო დონის განსაზღვრის მიზანია, შესაძლებელი გახადოს თანხების


შედარება დროის სხვადასხვა მონაკვეთში.

ფული დროის სხვადასხვა ინტერნვალში - ფასების ინდექსი ინფლაციის კორექციის ზომებს


განსაზღვრავს. T წლის რიცხვების დღევანდელში გადმოსაყვანად გამოვიყენოთ შემდეგი
ფორმულა
დღევანდელი თანხის ფასების დღევანდელი დონე

= თანხის რაოდენობა წლის დოლარებში X ____________________

რაოდენობა დოლარებში ფასების დონე T წელს

სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზომავს ფასების დონის ცვლილებას და ამდენად ადგენს


ინფლაციის მიხედვით კორექტირების საჭირო ზომებს.

ინდექსაცია - ინფლაციის ტემპის მიხედვით თანხების ავტომატური კორექტირება მთვრობის


შესაბამისი კანონის საფუძველზე. მრავალი გრძელვადიანი კონტრაქტი ფირმებსა და
პროფკავშირებს შორის ითვალისწინებს ხელფასის ნაწილობრივ ან სრულ ინდექსაციას
სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით. ასეთ ხელშეკრულებას ცხოვრების
ღირებულების კორექცია ეწოდება. ამის მიხედვით ხელფასი ავტომატურად იზრდება
სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდასთან ერთად. ამის გარდა ინდექსაცია მრავალი
კანონის შემადგენელი ნაწილია.

სარგებლის რეალური და ნომინალური განაკვეთები - ინფლაციის მიხედვით ეკონომიკური


ცვლადების კორექტირება განსაკუთრებით პრომლემატურია, როდესაც საქმე სარგებლის
განაკვეთების განსაზღვრას ეხება. როცა თქვენ მიერ დაზოგილ თანხას საბანკო დეპოზიტზე
დებთ, თქვენი დეპოზიტი სარგებელს გაძლევთ. და პირიქით, სარგებელი წარსულში
განხორციელებული ფულის ტრანსფერის საფასურად მომავალში გადასახდელი თანხაა.
ამიტომ სარგებლის განაკვეთი ყოველთვის გულისხმობს დროის სხვადასხვა პერიოდის
თანხმების ერთმანეთთან შედარებას. სარგებლის განაკვეთების უკეთ გასაგებად უნდა
ვიცოდეთ, როგორ განვახორციელოთ ინფლაციის ეფექტების კორექცია.

რაც უფრო მაღალია ინფლაციის ტემპი, მით ნაკლებია მსყიდველობითი უნარის ზრდა. თუკი
ინფლაციის ტემპი აჭარბებს სარგებლის განაკვეთს, ადამიანის მსყიდვეობითი უნარი
რეალურად იკლებს. და თუკი დეპლირაციასთან გვაქვს საქმე (ანუ მის უარყოფით ტემპთან)
მაშინ მსყიდველობითი უნარი უფრო მეტად იზრდება, ვიდრე სარგებლის განაკვეთით იყო
გათვალისწინებული. იმის გასაგებად თუ რამდენ შემოსავალს მიიღებს პირი შემნახველი
ანგარიშიდან აუცილებელია როგორც სარგებლის, ისე ფასების ცვლილება. სარგებლის
განაკვეთს, რომელსაც ბანკი იხდის სარგებლის ნომინალური განაკვეთი ეწოდება, ხოლო
ინფლაციის მიხედვით კორექტირებულ სარგებლის განაკვეთს - სარგებლის რეალური
განაკვეთი. დამოკიდებულება სარგებლის ნომინალურ და რეალურ განაკვეთსა და
ინფლაციას შორის შეგვიძლია ასე გამოვხატოთ

სარგებლის რეალური განაკვეთი = სარგებლის ნომინალურ განაკვეთი - ინფლაციის დონე


სარგებლის ნომინალური განაკვეთი იმაზე მეტყველებს თუ რა სისწრაფით იზრდება ჩვენს
საბანკო ანგარიშზე დოლარების რაოდენობა დროის გარკვეულ მონაკვეთში. რეალური
განაკვეთი კი იმაზე მეტყველებს, თუ რა სისწრაფით იზრდება ჩვენი საბანკო ანგარიშის
მსყიდველობითი უნარი დროის გაკრვეულ მონაკვეთში.

25. წარმოება და ეკონომიკური ზრდა:

ა) ეკონომიკური ზრდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მწარმოებლობა და მისი


დეტერმინატები;

ცხოვრების დონე სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების დონე მშრომელის მწარმოებლურობით


განისაძღვრება. ტერმინი “მწარმოებლურობა” საქონლისა და მომსახურების იმ რაოდენობას
ასახავს,რომლის წარმოებაც მშრომელს ერთი სამუშაო საათის განმავლობაში შეუძლია.
მწარმოებლურობა ცხოვრების დონის ძირითადი დეტერმინანტია, ხოლო მწარმოებლურობის
ზრდა-ცხოვრების დონის ზრდის ძირითადი დეტერმინანტი.

ქვეყანას მხოლოდ მაშინ აქვს ცხოვრების მაღალი დონე, თუ საქონლისა დამომსახურების


დიდი რაოდენობით წარმოება შეუძლია. მწარმოებლურობას სხვადასხვა ფაქტორები
განსაზღვრავს. ესენია: ფიზიკური კაპიტალი, ადამიანური კაპიტალი, ბუნებრივი რესურსი
და ტექნოლოგიური ცოდნა.
თვით კაპიტალი წარმოების წარმოებული ფაქტორია. კაპიტალი წარმოების პროცესში
გამოყენებული ის მასალაა, რომელიც გამოიყენება ყველა სახის საქონლისა დამომსახურების
მათ შორის მეტი კაპიტალის წარმოებაში.

- ფიზიკური კაპიტალი – მოწყობილობებისა და შენობების მარაგია, რომელიც საქონლისა და


მომსახურების წარმოებაში გამოიყენება.

- ადამიანური კაპიტალი – აღნიშნავს იმ ცოდნასა და უნარს, რომელსაც მშრომელი იძენს


განათლებისა დაპრაქტიკული მუშაობის გზით.

- ბუნებრივი რესურსი – ის მასალაა, რომელსაც ბუნება გვაძლევს. ბუნებრივი რესურსები ორი


სახისაა: განახლებადი და არაგანახლებადი . ბუნებრივ რესურსებს შორის განსხვავება
ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის განსხვავების ერთ-ერთი მიზეზია. მაგალითად,
ქუვეითი და საუდის არაბეთი მდიდარია მხოლოდ იმიტომ, რომ მისდა საბედნიეროდ,
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ნავთობის საბადოს თავზე მდებარეობს.

- ტექნოლოგიური ცოდა – საქონლისა დამომსახურების საუკეთესო გზების შერჩევის უნარია.


ტექნოლოგიური ცოდნა მრავალგვარია. ზოგი ტექნოლოგია საყოველთაოა- მას შემდეგ რაც
ერთი ადამიანი გამოიყენებს ყველასთვის ცნობილი ხდება. ზოგი ტექნოლოგია კი
გასაიდუმლოებულია- მის შესახებ იცის მხოლოდ იმ კომპანიამ, რომელმაც ის აღმოაჩინა.
ზოგი ტექნოლოგია კი გასაიდუმლოებულია მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში.

ტექნოლოგიური ცოდნა და ადამიანური კაპიტალი გარკვეულწილად გავს ერთმანეთს,


მაგრამ მათ შორის განსხვავება მაინც არსებობს. ტექნოლოგიური ცოდნა იმაზე მეტყველებს,
თუ როგორ ერკვევა, საზოგადოება მსოფლიოს მიღწევებში. ადამიანური კაპიტალი კი
გულისხმობს იმ რესურსებს, რომლებიც იხარჯება ამ მიღწევათა სამუშაო ძალისთვის
გადაცემაზე.

ბ) დანაზოგებისა და ინვესტიციების მნიშვნელობა, კლებადი უკუგება და მკვეთრი ზრდის


ეფექტი; გ) უცხოური ინვესტიციების, განათლების, საკუთრების უფლებების დაცვისა და
პოლიტიკური სტაბილურობის როლი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის; დ) თავისუფალი
ვაჭრობის, მეცნიერული კვლევების განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის კონტროლი
ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის.

საზოგადოების ცხოვრების დონე დამოკიდბულია საქონლისა დამომსახურების წარმოების


მისეულ უნარზე, ხოლო მისი მწარმოებლურობა დამოკიდებულია ფიზიკურ კაპიტალზე,
ადამიანურ კაპიტალზე, ბუნებრივ რესურსებსა და ტექნოლოგიურ ცოდნაზე.

მთავრობის პოლიტიკას მრავალი გზით შეუძლია ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის მოხდენა:

1. დაზოგვისა და ინვესტიციების ხელშეწყობით

2. უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობით


3. განათლების სისტემის გაძლიერებით

4. საკუთრების უფლებათა დაცვით

5. პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩენებით

6. თავისუფალი ვაჭრობის უფლების გაცემით

7. მოსახლეობის ზრდის კონტროლით

8. ახალი ტექნოლოგიების განვითარებისა თუ მეცნიერული კვლევების ხელშეწყობით.

კაპიტალის წარმოებაში დღევანდელი რესურსების მეტი რაოდენობის ინვესტირება,


მომავალი მწარმოებლურობის ზრდის ერთ-ერთი საშუალებაა. იმისათვის, რომ
საზოგადოებამ კაპიტალში მეტი ინვესტირება განახორციელოს, დღეს ნაკლები უნდა
მოიხმაროს და მეტი შემოსავალი დაზოგოს. ეკონომიკური ზრდა, რომელიც კაპიტალის
დაგროვების შედეგია, მოითხოვს, ორმ საზოგადოებამ დათმოს საქონლისა დამომსახურების
დღევანდელი მოხმარება, რათა მომავალში მეტი მოიხმაროს. ამრიგად, დაზოგვისა და
ინვესტირების ხელშეწყობა მთავრობის მიერ ეკონომიკური ზრდისა და გრძელვადიან
პერიოდში ცხოვრების დონის ამაღლების ხელშეწყობის ერთ-ერთი გზაა.

თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რიმ კაპიტალის დაგროვება კლებადი უკუგებით


ხასიათდება: რაც მეტი კაპიტალი აქვს ეკონომიკას, მით ნაკლებია დამატებითი პროდუქციის
რაოდნობა, ორმელსაც ეკნომიკა კაპიტალის დამატებითი ერთეულიდან იღებს. კლებადი
უკუგების გამო, დაზოგვის ზრდა გარკვეული სახით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას
იწვევს, მაგრამ ეს ზრდა საბოლოოდ ნელდება, როდესაც ეკონომიკა კაპიტალის
მწარმოებლურობისა და შემოსავლების უფრო მარალ დონეს მიაღწევს. ასევე კლებადი
უკუგების გამო, კაპიტალის უკუგება განსაკუთრებით დიდია ღარიბ ქვეყნებში. სხვა თანაბარ
პირობებში, ამ ქვეყნების ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება მკვეთრი ზრდის ეფექტის
გამო, რომელიც გულისხმობს, რომ დაბალგანვითარებული ქვეყანა ზრდის უფრო მაღალ
ტემპებს აღწევს, ვიდრე მაღალგანვითარებული.

ეკონომიკური ზრდის მისაღწევად კიდევ ერთი საშუალებაა უცხოური ინვესტიციების


მოზიდვა. უცხოური ინვესტიციები რამდენომე სახისაა: კაპიტალურ ინვესტიციას, რომლის
მფლობელი და წარმმართველია უცხოური ფირმა, უცხოური პირდაპირი ინვესტიცია
ეწოდება. ხოლო ინვეტიციას, რომელიც ფინანსდება უცხოური ფულით, მაგრამ იმართება
ქვეყნის მოქალაქეების მიერ, უცხოური პორტფელური (არაპირდაპირი) ინვესტიცია ეწოდება.

როდესაც უცხოელები ქვეყანაში ინვესტიციებს ახორციელებენ ისინი ინვესტიციებიდან


უკუგებას იღებენ. აქედან გამომდინარე უცხოური ინვესტიციები სახვადასხვაგვარად
მოქმედებენ მშპ-სა და მეპ-ზე, რამდენადაც მშპ ქვეყანაში მიღებული შემოსავალია, რომელსაც
იღებენს როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ისე უცხოელები, ხოლო მთლიანი ეროვნული
პროდუქტი (მეპ) ქვეყნის მოქალაქეები შემოსავალია, რომელსაც ისინი იღებენ, როგორც
ქვეყანაში ისე მის საზღვრებს გარეთ.

ამრიგად უცხოური ინველტიციები ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიღწევის ერთ-ერთი


გზაა. მიუხედავად იმისა, რომ ივნესტიციების სარგებლობის ნაწილი ისევ უცხოეთში
ბრუნდება, ეს ინვესტიციები მაინც ზრდის ეკონომიკის კაპიტალის მარაგს, რაც უფრო მაღალ
მწარმოებლურობასა და ხელფასებს უზრუნველყოფს. უფრო მეტიც, უცხოური
ინვესტიციები ღარიბ ქვეყნებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ტექნოლოგიები, რომელსაც
მდიდარი ქვეყნები ქმნიან და იყენებენ. ამის გამოა რომ ნაკლებგანვითარებული ქვეყნების
მთავრობები მხარს უჭერენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს უცსოეთიდან
ინვესტიციების მოზიდვას.

რაც შეეხება განათლებას – ანუადამიანური კაპიტალის ინვესტირებას – მას ისეთივე დიდი


მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის გრძელვადიანი პერიოდის ეკონომიკური წარმატებისთვის,
როგორც ფიზიკური კაპიტალის ინვესტირებას- ადამიანურ კაპიტალს განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდისთვის, ვინაიდან ადამიანური კაპიტალი დადებითი
გარეგანი ეფექტებით ხასიათდება. გარეგანი ეფექტი – ერთი პიროვნების ქმედების გავლენაა
სხვა პიროვნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მაგალითად, განათლებულ ადამიანს
შეუძლია ახალი იდეების ჩამოყალიბება საქონლისა და მომსახურების წარმოების საუკეთესო
გზებთან მიმართებაში. თუ ეს იდეები საზოგადოებისთვის სასარგებლოა, მაშინ ეს იდეები
განათლებიდან მიღებული დამატებითი სარგოა. ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის
განათლების უფლება უფრო დიდიც კი არის, ვიდრე ინდივიდისთვის.

ღარიბი ქვეყნების წინაშე მდგარი ერთ-ერთი პრობლემაა “ტვინების გადინება” –


განათლებულ მშრომელთა დიდი ნაწილის ემიგრაცია უცხოეთში, სადაც ამ მშრომელებს
ცხოვრების უფრო მაღალი დონე ელის. თუ ადამიანურ კაპიტალს დადებითი გარეგანი
ეფექტი აქვს “ტვინების გადინება” ქვეყანაში დარჩენილ ადამიანებს უფრო მეტ სიღარიბეში
ტოვებს, ვიდრე წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდნენ. ერთის მხრივ, თითქოს ბუნებრივია,
რომ ღარიბი ქვეყნები თავის სტუდენტებს უკეთესი განათლების მისაღებად უფრო მდიდარ
ქვეყნებში აგზავნიან, რადგან ამ უკანასკნელებს განათლების საუკეთესო სისტემები. აქვთ
მაგრამ, მეორე მხრივ, იმ სტუდენტებმა, რომლებმაც გარკვეული დროის განმავლობაში
უცხოეთში იცხოვრეს შესაძლოა იქ სამუდამოდ დარჩნენ, რაც ღარიბი ქვეყნების ადამიანური
კაპიტალის ისედაც მცირე მარაგს კიდევ უფრო შეამცირებს.

26. დანაზოგები, ინვესტიციები და ფინანსური სისტემა:

ა) ფინანსური ბაზრები და ფინანსური შემოსავლები. ფინანსური ბაზრების განვითარების


მნიშვნელობა;
ფანანსური ბაზრები ის ინსტიტუტებია, რომელთა მეშვეობითაც დაზოგვის მსურველებს
შეუძლიათ პირდაპირ მიაწოდონ ფული სესხების მსურველებს. ორი ყველაზე
მნიშვნელოვანი ბაზარი ობლიგაციათა ბაზარი და აქციათა ბაზარი.

ობლიგაცია ვალდებულების სერტიფიკაცია, რომელიც ადასტურებს მსესხებლის


ვალდებულებებს ობლიგაციის მფლობელის წინაშე. ობლიგაციაში აღნიშნულია სესხის
დაბრუნების თარიღი და სარგებლის განაკვეთი, რომელიც გადაიხდება პერიოდულად
სესხის განაღდების ვადის გასვლემდე. ობლიგაციის მყიდველი თავის ფულს მსესხებელს
აძლევს იმ დაპირების სანაცვლოდ, რომ გასესხებულ ანხას სარგებლით მიიღება.
მყიდველსშეუძლია ვადის გასვლამდე შეინარჩუნოს ობლიგაცია ან სხვას მიჰყიდოს.

მიუხედავად იმისა, რომ ობლიგაციები ერთმანეთისგან განსხვავდება, მათ სამი


მნიშვნელოვანი თვისება აერთიანებთ.

პირველ რიგში ყველა სახის ობლიგაციას ახასიათებს ვადიანობა და სარგებლის განაკვეთი.


ობლიგაციის ვადა – დროის მონაკვეთია, რომლის განმავლობაშიც უნდა განაღდდეს
ობლიგაცია. ზოგ ობლიგაციას მოკლე ვადა აქვს, მაგალითად რამდენიმე თვე. ზოგის ვადა კი
30 წელიც კია.

ობლიგაციის სარგებლის განაკვეთი,ნაწილობრივ მის ვადაზეა დამოკიდებული.


გრძელვადიანი ობლიგაციების მფლობელებს უფრო დიდ ხანს მოუწევთ ლოდინი ძირითადი
თანხის დაბრუნებისთვის. თუ ობლიგაციის მფლობელებს უფრო დიდხანს მოუწევთ
ლოდინი ძირითადი თანხის დაბრუნებისთვის. თუ ობლიგაციის მფლობელს ფული
ობლიგაციის ვადის გასვლამდე დასჭირდება. მას სხვა არჩევანი არ აქვს, ობლიგაციის
გაყიდვის გარდა. თანაც შესაძლოა ნაკლებ ფასად. ამ რისკის ასანაზღაურებლად
გრძელვადიანი ობლიგაცია უფრო დიდ სარგებელს იძლევა, ვიდრე მოკლევადიანი
ობლიგაცია.

ობლიგაციის მეორე მნიშვნელოვანი თვისაბაა მისი საკრედიტო რისკი - იმის ალბათობა,


რომ მსესხებელი ვერ მოახერხებს სარგებლის ან ძირითადი თანხის გადახდას. ასეთ
მოვლენას გადაუხდელობა ეწოდება. მსესხებლებს შეუძლიათ უარი თქვან სესხის
გადახდაზე, თუ თავს გაკოტრებულად გამოაცხადებენ. როდესაც ობლიგაციის მყიდველები
გრძნობენ, რომ გადაუხდელობის ალბათობა დიდია, ისინი სარგებლის უფრო დიდ
განაკვეთს მოითხოვენ ამ რისკის საფასურად. ობლიგაციების მყიდველებს სარისკო
კრედიტის შეფასება შეუძლიათ კერძო სააგენტოების დახმარებით, რომლებიც სხვადასხვა
ობლიგაციების საკრედიტო რისკს განსაზღვრავენ.

ობლიგაციის მესამე მნიშვნელოვანი თვისებაა გადასახადებთან დამოკიდებულება.


ობლიგაციები უმრავლესობის სარგებელი იბეგრება, ასე რომ ობლიგაციის მფლობელმა ამ
სარგებლის ნაწილი სასემოსავლო გადასახდის სახით უნდა გადაიხადოს.
ფინანსური ბაზრების ერთ-ერთი სახეობაა აქციათა ბაზარი. აქცია ფირმაში ნაწილობრივ
მონაწილეობას ადასტურებს და აქედან გამომდინარე, ფირმის მოგების ნაწილის მოთხოვნის
უფლებაა. ფულის მოგროვების მიზნით აქციების გაყიდვას – აქციებით დაფინანსება
ეწოდება. აქციების და ობლიგაციების გაყიდვა ძირითადად შემოავლის მიღებისთვის ხდება,
მაგრამ ისინი დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. აქციის მფლობელი-
თანამფლობელია, ხოლო ობლიგაციის მფლობელი კორპორაციის კრედიტორია. თუ
კორპორაცია ძალიან მომგებიანია, აქციათა მფლობელები ამ დიდი მოგების სარგებლობას
იღებენ, ობლიგაციები მფლობელები კი – მხოლოდ ობლიგაციის სარგებელს. თუ
კორპორაციას ფინანსური პრობლემები აქვს, ობლიგაციების მფლობელები იღებენ იმას, რაც
ეკუთვნით, უფრო ადერ ვიდრე აქციათა მფლობელები მიიღებენ რაიმეს. ამრიგად, აქციები
უფრო დიდ რისკსა და პოტენციურად უფრო დიდ უკუგებას სთავაზობენ.

აქციათა ვაჭრობა მიმდინარეობს აქციათა ორგანიზებული გაცვლის ადგილებში, ე.წ.


საფონდო ბირჟაზე. ამ ურთიერთქმედებისას, როდესაც კორპორაციის აქცია მფლობელს
იცვლის, თვითონ კორპორაცია ფულს არ იღებს. ფასები საფონდო ბირჟებზე კომპანიების
აქციათა მიწოდებითა და მათზე მოთხოვნით განისაზღვრება. ვინაიდან აქცია კორპორაციის
თანამფლობელობას ადასტურებს, აქციაზე მოთხოხვნა ასახავს მყიდველების აზრს
კორპორაციის მომავალი მომგებიანობის შესახებ. როდესაც ადამიანები კომპანიის მომავალს
ოპტიმისტურად უყურებენ, ისინი ზრდიან თავიანთ მოთხოვნას ამ კომპანიის აქციებზე და
ამით აქვიის გაძვირებას იწვევენ. ხოლო როდესაც ადამიანები ვარაუდობენ, რომ კომპანიას
მცირე მოგება ან სულაც დანაკარგი ექნება, აქციის ფასი მცირდება.

აქციათა ბაზრების საერთო დონეზე დაკვირვებისათვის მრავალი საფონდო ინდექსი


არსებობს. თითოეული ასეთი საფონდო ინდექსი გამოითვლება, როგორც კომპანიათა
ჯგუფის აქციათა ფასების საშუალო დონის მაჩვენებელი. ყველაზე ცნობილი საფონდო
ინდექსია “დაუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო ინდექსი” . ვინაიდან აქციათა ფასები
მოსალოდნელ მომგებიანობას ასახავენ, ეს საფონდო ინდექსები დაკვირვებული შესწავლის
ობიექტებია, როგორც მომავალი ეკონომიკური პირობების ინდიკატორები.

ფინანსური ბაზრების ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია ფინანსური შუამავლების


არსებობა. ფინანსური შუამავლები ის ფინანსური ინსტიტუტებია, რომელთა მეშვეობითაც
დაზოგვის მსურველებს შეუძლიათ არაპირდაპირი გზით მიაწოდონ ფული სესხების
მსურველებს. ტერმინი “შუამავალი” იმინსტიტუტების როლს ასახავს დამზოგველებისა და
მსესხებლების დაკავშირებისას. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური შუამავალია –
ბანკები და ურთიერთფონდები.

ბანკები ის ფინანსური შუამავლებია, ორმელთა ძირითადი ამოცანაა იმ ადამიანებისაგან


დეპოზიტების მიღება ვისაც ფულის დაზოგვა სურს და ამ დეპოზიტების გამოყენება იმ
ადამიანებისთვის კრედიტების გასაცემად, ვისაც ფულის სესხება სურს. სარგებლის ამ ორი
განაკვეთს შორის განსხვავება ბანკების დანახარჯებს ფარავს და გარკვეულ მოგებას აძლევს
ბანკის მფლობელებს.

ერთ-ერთი ფინანსური შემოსავალი, რომლის მნიშვნელობაც ყოველდღიურად იზრდება –


ურთიერთფონდია. ურთიერთფონდი ის ინსტიტუტია, რომელიც აქციებს ყიდის და
შემოსული თანხებით სხვადასხვა სახის აქციებისა და ობლიგაციების პორტფელებს
ყიდულობს. ურთიერთფონდის აქციის მფლობელი ამ პორტფელთან დაკავშირებულ რისკს
და მოგებას ინაწილებს. თუ პორტფელის ღირებულება იზრდება, აქციის მფლობელი
სარგებლობას იღებს, ხოლო თუ პორტფელის ღირებულება მცირდება. აქციის მფლობელი
დანაკარგებს განიცდის, ვინაიდან ნებისმიერი ცალკეული აქციის თუ ობლიგაციის
ღირებულება ერთი კომპანიის აღბალზეა დამოკიდებული, ერთი ტიპის აქციებისა თუ
ობლიგაციების ფლობა ძალზედ სარისკოა. ის ადამიანები კი რომლებიც აქციებისა და
ობლიგაციების მრავალფეროვან პორტფელს ყიდულობენ, ნაკლები რისკის წინაშე დგანან,
ვინაიდან თითოეული კომპანიის მხოლოდ მცირე ნაწილის ფლობენ. ურთიერთფონდი
დივერსიფიკაციას აადვილებს. თუნდაც მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარით, ადამიანს
შეუძლია ურთიერთფონდის აქციებით იყიდოს და არაპირდაპირი გზით, ასობით დიდი
კომპანიის თანამფლობელი თუ კრედიტორი გახდეს. ამ მომსახურებისთვის
ურთიერთფონდის მფლობელი კომპანია აქციათა მფლობელებისგან გარკვეულ საზღაურს
იღებს, რომელიც როგორც წესი, ყოველწლიურად აქტივების 0.5–2%-ს შეადგენს.

ობლიგაციათა ბაზრის, აქციათა ბაზრის და ურთიერთფონდების გარდა, არსებობს საპენსიო


ფონდი საკრედიტო კავშირები, სადაზღვეო კომპანიები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები,
რომლებიც ერთმანეთისგან მრავალი თვისებით განსხვავდებიან, მაგრამ ყველა მათგანი ერთ
მიზანს ემსახურება – დაზოგვის მსურველთა რესურსების გადატანას მსესხებელთა ხელში.

ბ) დანაზოგები და ინვესტიციები ეროვნული შემოსავლის ანგარიშებზე. დანაზოგებისა და


ინვესტიციების არსი.

ფინანსურ სისტემაში მიმდინარე მოივლენებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ მთლიანად


ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრაში. ფინანსური ინსტიტუტები – ბანკების, აქციათა
და ობლიგაციათა ბაზრების და ა.შ. სახით, ახდენენ ეკონომიკის დანაზოგებისა და
ინვესტიციების კოორდინირებას.

ფინანსური ბაზრების ანალიზი ძირითადად მაკროეკონომიკურ ცვლადებს ეყრდნობა,


რომლებიც ამ ბაზარზე მიმდინარე საქომიანობას ასახავენ. ფინანსური ბაზრების ანალიზისას
დიდი მნიშვნელობა ექცევა აღრიცხვას. ეროვნული შემოსავლის აღრიცხვა მნიშვნელოვანია
მთლიანად ეკონომიკისთვის, კერძოდ, ეროვნული შემოავლის აღრიცხვაში მონაწილეობს მშპ
და მასთან დაკავშირებული მრავალი სტატისტიკური მონაცემი.

მთლიანი შიდა პროდუქტი, როგორც ეკონომიკის მთლიანი შემოსავალი, ისე ეკონომიკაში


წარმოებულ საქონლისა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯებია. მშპ ოთხ კომპონენტად
იყოფა: მოხმარებად (C), ინვესტიციებად (I) , სახელმწიფო შესყიდვებად (G) და წმინდა
ექსპორტად (NX).

Y=C+I+G+NX

თუ დავუშვებთ, რომ ეკონომიკა ჩაკეტილია, ანუ სხვა ეკონომიკებთან არ ურთიერთობს, ეს


ნიშნავს, რომ არც საქონლითა და მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობს
და არც საერთაშორისო სასხებსა თუ გასესხებაში. რა თქმა უნდა, რეალური ეკონომიკები ღია
ეკონომიკებია, ე.ი. ისინი მსოფლიოს ეკონომიკებთან ურთიერთქმედებენ.

იმის გამო, რომ ჩაკეტილი ეკონომიკა საერთაშორისო ვაჭრობაში არ მონაწილეობს,


იმპორტი და ექსპორტი ნულის ტოლია, ამიტომ წმინდა ექსპორტი ნულის ტოლი იქნება და
მშპ შემდგომი სახით ჩაიწერება

Y=C+I+G.

ამ ტოლობის მიხედვით მშპ- მოხმარების, ინვესტიციებისა და სახელმწიფო სესყიდვების


ჯამის ტოლია. ჩაკეტილ ეკონომიკაში გაყიდული პროდუქციის თითოეული ერთეული
მოხმარებულია, ინვესტირებულია ან მთავრობის მიერ არის შეძენილი.

იმის გასაგებად თუ როგორ ახასიათებს ეს იგივეობა ფინანსურ ბაზრებს, ტოლობის ორივე


მხარეს C და G გამოვაკლოთ და მივიღებთ

Y-C - G = I.

Y- C-G მთლიანი შემოსავლის ის ნაწილია, რომელიც მოხმარებისა და სახელმწიფო


შესყიდვებისთივის ფულის გადახდის მერე რჩება. ამ თანხას ეროვნული დანაზოგი ან
უბრალოდ დანაზოგი ეწოდება. და S –ით აღინიშნება. ამრიგად, მივიღებთ, რომ

S=I

ეს ტოლობა იმაზე მეტყველებს, რომ დანაზოგი ინვესტიციების ტოლია. დანაზოგი ორი


ნაწილისაგან შედგება – კერძო და საზოგადოებრივი დანაზოგისაგან. თუ T ასოთი
აღვნიშნავთ მთავრობის მიერ ოჯახებიდან გადასახადების სახით ამოღებული მთლიანი
თანხისა და ტრანსფერების სახით გადახდილი მთლიანი თანხის სხვაობას, ეროვნული
დეანაზოგი ორი სახით გამოისახება:

S= Y- T - G

ან S = (Y- T-C) + (T- G)

(Y-T-C) კერძო დანაზოგია, რომელიც შემოსავლის ის ნაწილია, რომელიც საოჯახო


მეურნეობას რჩება გადასახადის გადახდისა და სამომხმარებლო ხარჯების გაღების შემდეგ.
(T- G) საზოგადოებრივი დანაზოგია. საზოგადოებრივი დანაზოგი საგადასახადო
შემოსავლის ნაწილია, რომელიც მთავრობას ხარჯების გაღების შემდეგ რჩება. მთავრობა
გადასახადებიდან იღებს T თანხას, ხოლო საქონელსა და მომსახურებაზე ხარჯავს G-ს. თუ
T > G მთავრობას ბიუჯეტის გადამეტი აქვს. ეს გადამეტი (T-G) საზოგადოებრივი
დანაზოგია. თუ მთავრობა იმაზე მეტს ხარჯავს, რასაც საგადასახადო შემოსავლის
სახითYიღებს მაშინ G > T . ამ შემთხვევაში აღინიშნება ბიუჯეტის დეფიციტი.

ტოლობა S = I მიუთითებს, რომ მთლიანი ეკონომიკისთვის ინვესტიციები დანაზოგის


ტოლო უნდა იყოს. ობლიგაციათა ბაზარი, აქციათა ბაზარი, ბანკები, ურთიერთფონდები და
სხვა ფინანსური ბაზრები, თუ შუამავლები S = I ტოლობას ეყრდნობიან. ისინი იღებენ
ქვეყნის დანაზოგს და მას ქვეყნის ინვესტირებისკენ მიმართავენ.

ტერმინები “დანაზოგები” და “ინვესტიციები” ზოგჯერ დამაბნეველია. ადამიანთა


უმრავლესობა ამ ტერმინებს ზოგჯერ არასწორად იყენებს. მაკროეკონომიკურ ენაზე
ინვესტირეაბ გულისხმობს ახალი კაპიტალის, მაგალითად დანადგარისა და შენობების
შეძენას. მაგალითად, როდესაც ბანკიდან ვიღებთ სესხს ახალი სახლის შესაძენად, ჩვენ ჩვენი
წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ინვესტიციებში. ანდა თუ რომელიმე არსებული კომპანიის
აქციათა ნაწილს გავყიდით და მიღებული სახსრებით ახალ ქარხანას ავასენებთ, ამით ჩვენი
წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ინვესტიციებში. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი
ეკონომიკისთვის S = I, ეს ასე არ არის ცალკეული საოჯახო მეურნეობებისა თუ ფირმისთვის.
ჩვენი დანაზოგი შეიძლება ჩვენსავე ინვესტიციებზე მეტი იყოს და შეგვიძლია ჭარბი თანხა
ბანკში შევიტანოთ. ასევე შეიძლება, რომ ჩვენი დანაზოგი ჩვენს ინვესტიციებზე ნაკლები
იყოს, რამდენადაც არსებული დანაკლისი ჩვენ ბანკის სესხით შევავსეთ. ბანკები და სხვა
ფინანსური ინვესტიციები შესაძლებელს ხდიან დანაზოგებსა და ინვესტიციებს შორის
ინდივიდუალური განსხვავების არსებობას იმით, რომ პიროვნების დანაზოგს მეორე
პიროვნების ინვესტიციებისთვის იყენებენ.

გ) გადასახადების ცვლილების გავლენა დანაზოგებზე და სასესხო კაპიტალის ბაზარზე;

სასესხო კაპიტალის ბაზარი - ბაზარი სადაც ისინი, ვისაც დაზოგვა სურს, ფინანსური
რესურსების მიმწოდებლები არიან, ხოლო ისინი ვისაც სესხება სურს ამ რესურსების
მომხმარებლები. ზოგადად სასესხო კაპიტალის მიწოდების წყარო დანაზოგებია. ხოლო
სასესხო კაპიტალზე მოთხოვნის წყაროა ინვესტიციები.
სარგებელზე დაწესებული გადასახადი მინშვნელოვნად ამცირებს მიმდინარე დანაზოგის
სამომავლო უკუგებას და დაზოგვის სტიმულსაც ამცირებს. ამ პროლემის გადასაწყვეტად
ბევრის აზრით უნდა შეიცვალოს საგადასახადო კოდექსი, რაც დაზოგვის სტიმულს
გაზრდის. ვინაიდან გადასახადის ცვლილება შეცვლის საოჯახი მოურნეობის დაზოგვის
სტიმულებს სარგებლის თითოეული მოცემული მონაკვეთისას, ეს პოლიტიკა თითოეული
განაკვეთისას სასესხო კაპიტალის მიწოდების რაოდენობას შეცვლის. ამიტომ გადაადგილება
სასესხო კაპიტალის მიწოდების რაოდენობას შეცვლის. ვინაიდან გადასახადის ეს ცვლილება
პირდაპირ არ იმოქმედებს იმ თანხაზე რომლის სესხებაც სურთ მსესხებლებს სარგებლის
თითოეული მოცემული განაკვეთისას სასესხო კაპიტალზე მოთხოვნა უცვლელი დარჩება.
ვინაიდან ამ პოლიტიკის პირობებში დანაზოგები ნაკლებად დაიბეგრება საოჯახო
მეურნეობები გაზრდიან საკუტარ დანაზოგებს შემოსავლების უფრო მცირე ნაწილის
მოხმარების გზით. ამ დამატებითი დანაზოგების საოჯახო მეურნეობები თავიანთ საბანკო
დეპოზიტებს გაზრიან ან მეტ ობლიგაციებს იყიდიან. სასესხო კაპიტალის მიწოდება
გაიზრდება და მიწოდების მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ S1 დან S2 მდე.
თუ საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა დაზოგვის სტიმულებს გაზრდის, შედეგად
სარგებლის განაკვეთი შემცირდება, ხოლო ინვესტირების დონე გაიზრდება.

დ) გადასახადების ცვლილების გავლენა ინვესტიციებზე და სასესხო კაპიტალის ბაზარზე;

დავუშვათ კონგრესმა დაამტკიცა ახალი კანონი, რომელიც ამცირებს გადასახადს იმ


ფირმებისთვის, რომლებიც ახალ ქარხნებს აშენებს. კონგრესი დროგამოშვებით აწესებს
ინვესტირების საგადასახადო კრედიტს. ეს შეცვლის ფირმის იმ სტიმულებს, რომლებიც
დაკავშირებულია სესხებსა და ახალი კაპიტალის ინვესტიცირებასთან, ამიტომ ეს კანონი
შეცვლის მოთხოვნას სასესხო კაპიტალზე. ხოლო რადგან ინვესტირების საგადასახადო
კრედიტი არ იმოქმედებს იმ თანხაზე, რომელსაც საოჯახო მეურნეობები სარგებლის
თითოეული მოცემული განაკტისას ზოგავენ, ის სასესხო კაპიტალის მიწოდებაზე არ
იმოქმედებს. ვინაიდან ფირმებს სარგებლის ნებისმიერი მოცემული განაკვეთისას
ინვესტიციების გაზრდის სტიმული ექნებათ, სარგებლის თითოეული განაკვეთისას სასესხო
კაპიტალზე მოთხოვნის რაოდენობა გაიზრდება. ამგვარად, სასესხო კაპიტალზე მოთოხვნის
მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ D1 დან D2 მდე.

თუ საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა ინვესტირების სტიმულებს გაზრდის,


სარგებლის განაკვეთიცა და დაზოგვის დონეც გაიზრდება.

ე) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის გავლენა სასესხო კაპიტალის ბაზარზე;

როცა მთავრობა იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე გადასახადებიდან იღებს იქმნება ბიუჯეტის
დეფიციტი. წინა პერიოდებში დაგროვილი ბიუჯეტის დეფიციტების ჯამს სახელმწიფო ვალი
ეწოდება. სახელმწიფო ვალის დაფარავ შეისაძლებელია ბიუჯეტის გარდამეტის, ანუ
სახელმწიფოს შემოსავლების მის ხარჯებზე მეტობის მეშვეობით. თუ მთავრობის ხარჯები
და შემოსავლები ერთმანეთის ტოლია, მაშინ მთავრობას დაბალანსებული ბიუჯეტი აქვს.
წარმოიდგინეთ რომ მთავრობის მიუჯეტი ჯერ დაბალანსებულია შემდეგ კი გადასახადების
შემცირების ან ხარჯების ზრდის გამო ის დეფიციტს განიცდის. ეროვნული დანაზოგი -
სასესხო კაპიტალის მიწოდების წყარო შედგება კერძო და საზოგადოებირივი
დანაზოგებისგან. ბიუჯეტის დეფიციტის ცვლილება ასახავს საზოგადოებრივი დანაზოგების
და აქედან გამომდინარე სასესხო კაპიტალის მიწოდების ცვლილებას, რადგან ბიუჯეტის
დანაზოგი იმ თანხაზე არ მოქმედებს, რომლის სესხებაც სურთ საოჯახო მეურნეობებსა და
ფირმებს სარგებლის თითოეული მოცემული განაკვეთისას ახალი ინვესტირების
განხორციელების მიზნით, ამიტომ დეფიციტი კაპიტალის მოთხოვნას არ შეცვლის. როცა
მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტს განიდის, საზოგადოებრივი დანაზოგი უარყოფითია, ეს კი
ეროვნულ დანაზოგს ამცირებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც მთავრობა საკუთარი
ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად ფულს სესხულობს, ამცირებს სასესხო კაპიტალის
მიწოდებას, რომელიც საჭიროა საოჯახო მეურნეობებისა და ფირმების მიერ ახალი
ინვესტიციების დასაფინანსებლად. ამგვარად ბიუჯეტის დეფიციტი სასესხო კაპიტალის
მიწოდების მრუდს გადააადგილებს მარცხნივ S1 დან S2 მდე.

სარგებლის გაზრდილი განაკვეთი სასესხო კაპიტალის ბევრ მსურველს სესხებას


გადააფიქრებინებს. ნაკლები ოჯახი იყიდის ახალ სახლს და ნაკლები ფირმა ააშენებს ახალ
ქარხანას. მთვრობის მიერ სესხის აღების შედეგად ინვესტიციების შემცირებას გამოდევნა
ეწოდება. ანუ როცა მთავრობა ფულს სესხულობს საკუთარი ბიუჯეტის დეფიციტის
დასაფინანსებლად, ამით გამოდევნის კერძო მსესხებლებს, რომლებიც საკუთარი
ინვესტიციების დაფინანსებას ცდილობენ.

როდესაც მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის გამო ეროვნულ დანაზოგს ამცირებს ამ დროს


სარგებლის განაკვეთი იზრდება, ხოლო ინვესტიციები მცირდება, რადგან ინვესტიციებს
დიდი მნიშვნელობა აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის
დეფიციტი ეკონომიკურ ზრდას ანელებს. ბიუჯეტის გარდამეტი ზრდის სასესხო ფონდების
მიწოდებას, ამცირებს სარგებლის განაკვეთს და სტიმულს აძლევს ინვესიციებს, მეტი
ინვესტიცია კი თავის მხრივ კაპიტალის უფრო სწრაფ დაგროვებასა და ეკონომიკურ ზრდას
ნიშნავს.

28. უმუშევრობა :

ა) უმუშევრობის განსაზღვრა და გამოთვლა. უმუშევრობის სახეები : ციკლური, ფრიქციული


და სტრუქტურული უმუშევრობა;

უმუშევრობის დონე - უმუშევართა პროცენტული რაოდენობა.

სამუშაო ძალა- დასაქმებულთა და უმუშევართა საერთო რაოდენობა.

სამუშაო ძალის ხვედრითი წილი ზრდასრულ მოსახლეობაში - ზრდასრული მოსახლეობის


პროცენტუი წილი სამუშაო ძალაში.

უმუშევრობის ბუნებრივი დონე - უმუშევრობის ნორმალური დონე, რომლის მიმართაც


უმუშევრობის დონე იცვლება.

ციკლური უმუშევრობა - უმუშევრობის გადახრა მისი ბუნებრივი დონიდან.

ფრიქციული უმუშევრობა - უმუშევრობა, რომელიც წარმოიქმნება იმის გამო, რომ ადამიანები


ისეთ სამუშაოს ეძებენ, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ უნარებსა და გემოვნებას.

სტრუქტურული უმუშევრობა - უმუშევრობა, რომელსაც ზოგიერთ ბაზარზე წარმოშობს


სამუშაო ადგილების სიმცირე სამუშაო მაძიებელთა რაოდენობასთან შედარებით.

ქვეყნის ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ამ ქვეყანაში არსებული


უმუშევრობის დონე. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის გარკვეული დონის არსებობა
გარდაუვალია რეალურ ეკონომიკაში, სადაც ათასობით ფირმა და მილიონობით მშრომელთა
უმუშევრობის დონე სხვადასხვა ქნეყანაში და სხვადასხვა დროს განსხვავებულია. რაც უფრო
მეტად არიან ქვეყნის მშრომელები დასაქმებულნი, მით უფრი მეტია ამ ქვეყნის მშპ.

თითოეული ქვეყნის მოსახლეობის დაყოფა ხდება სამ კატეგორიად: დასაქმებულები,


უმუშევრები და ისინი ვინც არ ეკუთვნიან სამუშაო ძალას.
პიროვნება ითვლება დასაქმებულად თუ წინა კვირის უდიდესი მაწილი გაატარა
სამსახურში, სადაც ხელფასს იღებს.

პიროვნება უმუშევარია _ თუ დროებით დათხოვილია სამსახურიდან, სამსახურს ეძებს ან


ახალი სამსახურის დაწყების მოლოდინშია.

პიროვნებას, რომელიც ამ ორიდან არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება , მაგალითად


სტუდენტი, დიასახლისი ან პენსიონერი, არ შედის სამუშაო ძალაში. სამუშაო ძლა
განისაზღვრება, როგორც დასაქმებულებისა და უმუშევრების რაოდენობათა ჯამი, ანუ:

სამუშაო ძალა = დასაქმებულების რაოდენობა + უმუშევერთა რაოდენობა

ხოლო უმუშევრობის დონე = უმუშევართა რაოდენობა / სამუშაო ძალა X 100%

უმუშევრობის ანალიზისას ასევე იყენებენ მაჩვენებელს, რომელიც განსაზღვრავს სამუშაო


ძლია ხვედრით წილს ზრდასრულ მოსახლეობაში.

სამუშაო ძალის ხვედრითი წილი ზრდასრულ მოსახლეობაში = სამუშაო ძალა / ზრდასრული


მოსახლეობა X 100

შრომის ბაზრის მონაცემები ეკონომისტებსა და პოლიტიკოსებს ეკონომიკაში მიმდინარე


ცვლილებებზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს. ეკონომიკაში უმუშევრობა ყოველთვის
არსებობს და ამ უმუშევრობის დონე ყოველწლიურად იცვლება. უმუშევრობის დონეს,
რომლის გარშემოც ხდება უმუშევრობის დონის ცვლილება, უუშევრობის ბუნებრივი დონე
ეწოდება, ხოლო უმუშევრობის გადახრას ბუნებრივი დონიდან – ციკლური უმუშევრობა.

უმუშევრობის დონის ზუსტი გამოთვლა ძალიან რთულია, რამდენადაც ხშირად ხშირად


ძნელია უმუშევრის გარჩევა იმ ადამიანისგან, რომელი სამუშაო ძალიში არ შედის. ზოგიერთ
იმათთანს ვინც საკუთარ თავს უმუშევარს უწოდებს, არც კი სურს მუშაობა, ხოლო ზოგიერთი
მშრომელი, რომელსაც მუშაობა სურს სამუშაო ძალას გამოეთიშება სამუშაო ადგილის
წარუმატებელი ძებნის შემდეგ. ამრიგად, უმუშევრობის დონის გამოთვლის არსებულზე
უკეთესი ხერხის მოძებნა არც ისე იოლია. ამიტომ უმუშევრობის ის დონე, რომელიც
დღესდღეობით გამოითვლება, უნდა განვიხილოთ, ორგორც უმუშევრობის სასარგებლო,
მაგრამ არა სრულყოფილი მაჩვენებელი.

ბ) უმუშევრობის მიზეზები: მინიმალური ხელფასის კანონი და პროფკავშირების ეკონომიკა;

ეკონომიკის თითქმის ყველა ბაზარზე ფასები თვითრეგულირდება მანამ, სანამ ნიწოდებისა


და მოთხოვნის რაოდენობები არ გათანაბრდება. შრომის იდეალურ ბაზარზეც, ხელფასები
თვითრეგულისდება მანამ, სანამ შრომის მიწოდების რაოდენობა და შრომაზე მოთხოვნის
რაოდენობა ერთმანეთს არ გაუტოლდება. ხელფასების ეს თვითრეგულირება იმის გარანტიას
იძლევა, რომ ყველა მშრომელი დასაქმებულია. რა თქმა უნდა, რეალობა ამ იდეალისგან შორს
არის. ყოველთვის არიან უმუშევრები, მაშინაც კი, როდესაც მთლიანი ეკონომიკა წარმატებით
ფუნქციონირებს, ანუ უმუშევრობის დონე ნულს არასდროს გაუტოლდება.

უმუშევრობის დონეზე სხვა ფაქტორებთან ერთად დიდ გავლენას ახდენს მინიმალური


ხელფასის კანონი. როდესაც მინიმალური ხელფასის კანონის შედეგად ხელფასი მოთხოვნისა
დამიწოდების გამაწონასწორებელ ხელფასზე მეტია, შრომის მიწოდების რაოდენობა
იზრდება, ხოლო შრომაზე მოთხოვნის რაოდენობა მცირდება წონასწორულ დონესთან
შედარებით. ჩნდება შრომის ბაზრის სიჭარბე, ვინაიდან მშრომელების რაოდენობა სამუშაო
ადგილების რაოდენობაზე მეტია, ზოგი მშრომელი უმუშევარი რჩება.

მიუხედავადთავისი დიდი გაველენისა, მინიმალური ხელაფასი უმუშევრობის არსებობის


ძირითად მიზეზად არ უნდა ჩაითვალოს, ეკონომიკის მშრომელთა უმრავლესობის
ხელფასები ოფიციალურ მინიმუმს ბევრად აღემატება. მინიმალური ხელფასების კანონები
შემზღუდველია ძირითადად, სამუშაო ძალის ყველაზე არაკვალიფიციური და გამოუცდელი
წევრების, მაგალითად მოზარდებისთალი. მინიმალური სელფასის კანონებით სწორედ ამ
უმუშევრებს შორის არსებული უმუშევრობა აიხსნება.

მინიმალური სელფასის კანონები მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია იმისა თუ რატომ შეიძლება


ხელფასები წონასწორულ დონეზე მაღლა იყოს შენარჩუნებული. სხვა მიზეზებს შორის
შეიძლება გამოვარჩიოთ პროფკავშირები.

პროფკავშირები – მშრომელთა გაერთიანებაა, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს


ხელფასებსა და სამუშაო პირობების შესახებ. ცალკეული მშრომელებისაგან განსხვავებით
პროფკავშირები გუნდურად მოქმედებენ. პროცესს რომელშიც პროფკავშირები და ფირმები
შეტანხმებას აღწევენ დასაქმების პირობაზე, კოლექტიური მოლაპარაკება ეწოდება.
როდესაც პროფკავშირი ფირმასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, ითხოვს იმაზე მაღალ
ხელფასებს, მეტ საპენსიო უზრუნველყოფას და უკეთეს სამუშაო პირობებს, ვინაიდან ფირმა
თავის მშრომელებს პროფკავშირის არარსებობის შემთხვევაში შესთავაზებდა. თუ
პროფკავშირი და ფირმა შეთანხმებას ვერ აღწევენ, პროფკავშირს შეუძლია ორგანიზება
გაუწიოს ფირმიდან მშრომელთა გამოსვლას, ანუ გაფიცვას.

როდესაც პროფკავშირები ხელფასს წონასწორულ დონეზე მაღლა სწევს, იზრდება შრომის


მიწოდების რაოდენობა და მცირდება შრომაზე მოთხოვნის რაოდენობა, რასაც შედეგად
უმუშევრობა მოჰყვება. ის მშრომელები, რომლებიც დასაქმებულები დარჩნენ, უკეთეს
ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ისინი, ვინც ხელფასის გაზრდის შეეგად სამუშაო
ადგილი დაკარგა, უარეს მდგომარეობაში ვარდებიან. ამის გამო პროფკავშირებს ხშირად
ასახელებენ დასაქმებულთა და უმუშევრად დარჩენილთა შორის გაჩენილი კონფლიქტების
მიზეზად.

დღემდე არ არსებობს ერთიანი ჩამოყალიბელული აზრი იმის შესახებ კარგია თუ არა


პროფკავშირები. ამ ინსტიტუტის არსებობის ერთბაშად უარყოფითად ან დადებითად
შეფასება რთულია, რადგან ზოგ შემთხვევაში პროფკავშირები პოზიტიური მოვლენაა, ზოგში
კი – ნეგატიური.

გ) უმუშევრობის მიზეზები: ეფექტიანი ხელფასის თეორია - მშრომელთა ჯანმრთელობა,


დენადობა, კვალიფიკაცია და ძალისხმევა;

ეკონომიკაში უმუშევრობის მუდმივად არსებობის მიზესს ეფექტიანი ხელფასების თეორია


გვთავაზობს. ამის თანახმად ფირმები უფრო ეფექტიანად მოქმედებენ, თუ ხელფასები
წონასწორულ დონეზე მეტია, ამიტომ მათთვის მომგებია თუ შრომის ჭარბი მიწოდების
დროსაც კი მაღალ ხელფასებს შეინარჩუნებენ. მინიმალური ხელფასის კანონები და
პროფკავშირები მშრომელთა რაოდენობის სიჭარბის დროს ფირმებს ხელფასების შემცირების
საშუალებას არ აძლევენ. ეფექტიანი ხელფასების თეორია კი ამტკიცებს, რომ ასეთი
შეზღუდვა ხშიად სულაც არაა აუცილებელი, რადგან ფირმების მდგომარეობა უკეთესია,
როცა ხელფასი წონასწორულ დონეზე მეტია, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ფირმის
მშრომელთა ეფექტიანობა. არსებობს ეფექტიანი ხელფასების თეორიის რამდენიმე
სახესხვაობა:

მშრომელის ჯანმრთელობა - ხაზს უსვამს კავშირს ხელფასს და მშრომელის ჯანმრთელობას


შორის. რაც მეტ ხელფასს იღებს მშრომელი, მით უკეთ იკვებება და რაც უკეთ იკვებება მით
უფრო ჯანმრთელია და მით მეტია მისი წარმოებლურობა. ეფექტიანი ხელფასების ეს
თეორია უფრო იმ ქვეყნებში მოქმედ ფირმებს შეეხება, სადაც არასრულყოფილი კვება უფრო
აქტუალური პრობლემაა.

მშრომელთა დენადობა - კავშირი ხელფასებსა და მშრომელთა დენადობას შორის.


სამსახურიდან მშრომელის წასვლის მრავალი მიზეზი არსებობს. სიხშირე, რომლითაც
მშრომელები თავიანთ სამუშაო ადგილებს ტოვებენ, დამოკიდებულია მათ წინაშე მდგარი
სტიმულების მთელ სიმრავლეზე, მათ შორის, სამუშაო ადგილის მიტოვებისა და დარჩენის
სარგებლობაზე. რაც უფრო მეტს უხდის ფირმა თავის მშროელებს, მით უფრო იშვიათად
მიდიან ფირმიდან. იმ ფირმებში სადაც მშრომელთა დენადობა დიდია, წარმოების
დანახარჯებიც დიდია.

მშრომელთა კვალიფიკაცია - კავშირი ხელფასებსა და მშრომელთა კვალიფიკაციას შროსი.


როცა ფირმა ახალ მშრომელებს ქირაობს, მათი კვალიფიკაციის სრულყოფილად შეფასება არ
შეუძლია. მაღალი ხელფასის გადახდით ფირმა კვალიფიციურ მშრომელებს სთავაზობს,
განაცხადი შეიტანონ ამ ფირმაში სამუშაოდ. როცა ფირმა თანამშრომლებს მაღალ ხელფასს
უხდის, ის გაცილებით მაღალხარისხოვან მუშახელს მიიზიდავს და ამით ზრდის
თანამშრომელთა კვალიფიკაციას.

მშრომელთა ძალისხმევა - კავშირი ხელფასებსა და მშრომელთა ძალისხმევას შორის. ზოგჯერ


მშრომელს თავისი მოსაზრებები აქვს თუ რამდენად გულმოდგინედ უნდა იმუშაოს. ამიტომ
ფირმები აკვირდებიან, როგორი ძალისხმევით მუშაობე მშრომელები და იმას, რომელიც
საკუთარ მოვალეობას სათანადო პასუხისმგებლობით არ ასრულებს, სამსახურიდან
ითხოვენ. რაც უფრო მაღალია ხელფასი, მით მეტად ცდილობენ მშრომელები სამუშაო
ადგილის შენარჩუნებას და მით მეტია მთელი ძალისხმევით მუშაობის სტიმული. ეს
სახესვაობა „უმუშევართა სარეზერვო არმიის“ ძველი მარქსისტული იდეის მსგავსია. მარქსი
თვლიდა, რომ ფირმები სარგებლობას იღებენ უმუშევრობიდან, ვინაიდან უმუშევრად
დარჩენის საშიშროება მშრომელთა შორის დისციპლინის ამაღლებას უწყობს ხელს.
ეფექტიანი ხელფასების თეორიის ამ ვარიანტშიც უმუშევრობა ასეთ დროლს ასრულებს. თუ
ხელფასი იმ დონეზეა, რომელიც მიწოდებასა და მოთხოვნას აწონასწორებს, მშრომელს
გულმოდგინედ მუშაობის ნაკლები მიზეზი აქვს, რადგან თუ დაითხოვენ მალევე მონახავს
ახალ ადგილს, სადაც ასეთივე ხელფასს მიიღებს.

29. მონეტარული სისტემა:

ა) ფულის მნიშვნელობა, ფულის ფუნქციები და ფულის სახეობები. ბანკები და ფულის


მიწოდება;

ტერმინი “ფული” იმ აქციებს აღნიშნავს, რომელთაც ადამიანები რეგულარულად იყენებენ


საქონლისა და მომსახურები შეძენის დროს. მაღდი ფული ის აქტივია, რომლის გამოყენებაც
შესაძლებელია სასურველი საქონლისა და მომსახურების შესაძენედ.

ფულს 3 ძირითადი ფუნქცია აქვს: იგი არის გაცვლის საშუალება, ღირებულების საზომი და
დაგროვების საშუალება. გაცვლის საშუალება ისაა, რასაც მყიდველები გამყიდველებს
აძლევენ საქონლისა და მომსახურების შეძენისას, როცა ადამიანი მაღაზიაში შედის, ის
დარწმუნებულია, რომ მაღაზია თავისი საქონლის სანაცვლოდ მის ფულს მიიღებს ვინაიდან
ფული გაცვლის საყოველთაოდ მიღებული საშუალება.

ღირებულების საზომის ფუნქციას ადამიანები ფასების განსაზღვრისა და ვალების


აღრიცხვისთვის იყენებენ, როდესაც ეკონომიკური ღირებულების გაზომვა გვსურს, ვიყენებთ
ფულს, როგორც ღირებულების საზომს.

დაგროვების საშუალება – არის ადამიანების მიერ მსყიდველობითი უნარის აწმყოდან


მომავალში გადატანის განსაკუთრერბული შესაძლებლობა.

როდესაც ეკონომისტებს სურთ აღწერონ აქტივის უნარი, სწრაფად გადაიცვალოს


ეკონომიკაში არსებულ გაცვლის საშუალებაზე, იყენებენ ტერმინს “ლიკვიდურობა”. ვინაიდან
ფული ეკონომიკაში არსებული გაცვლის საშუალებაა, ამიტომ ის ყველაზე ლიკვიდური
აქტივია არსებულ აქტივებს შორის. სხვა აქტივები სხვადასხვა ლიკვიდობით ხასიათდებიან.
აქციების და ობლიგაციების უმრავლესობა ადვილად შეიძლება გაიყიდოს მცირე
დანახარჯებით, ამიტომ აქციები და ობლიგაციების უმრავლესობა ადვილად შეიძლება
გაიყიდოს მცირე დანახარჯებით, ამიტომ აქციები და ობლიგაციები შედარებიუთ
ლიკვიდური აქტივებია. მათგან განსხვავები, სახლის, რემბრანტის ნახატის და ა.შ. გაყიდვა
გარკვეულ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ ეს აქტივები ნაკლებად ლიკვიდურია.

როდესაც ადამიანები არჩევნის წინაშე დგანან, თუ რა სახით შეინახონ საკუთარი


სიმდიდრე, უნდა შეადარონ თითოეული შესაძლო აქტივის ლიკვიდურობა და ამ აქტივის,
როგორც დაგროვების საშუალების სარგებლიანობა. ფული ყველაზე ლიკვვიდური აქტივია,
მაგრამ როგორც დაგორვების საშუალება, არ არის სრულყოფილი. როდესაც ფასები იზრდება,
ფულის ღირებულება მცირდება, ანუ როდესაც საქონელი და მომსახურება ძვირდება,
თითოეულ შენახულ ლარს ნაკლების ყიდვა შეუძლია.

განასხვავებენ სასაქონლო და ქაღალდის ფულს. როდესაც ფული რეალური ღირებულების


მქონე ქონების ფორმას იღებს, მას სასაქონლო ფული ეწოდება. სასაქონლო ფულის ერთ-ერთი
მაგალითია ოქრო. იმის მიუხედავად, რომ ოქროს ფულის სახით აღარ იყენებენ, ოქრო
ისტორიულად ყოველთვის ფულის ფართოდ მიღებული სახეობა იყო, ვინაიდან ის
შედარებით ადვილი გადასატანი და გასაზომია, ამასთანავე მისი გაყალბება ძნელია.

ფულს რომელსაც ფიზიკური ღირებულება არ აქვს დეკრეტული ან ქარალდის ფული


ეწოდება. ტერმინი “დეკრეტული” ბრძანებულებით თუ დეკრეტით დაკანონებულს ნიშნავს
და დეკრეტული ფული სწორედ მთავრობის დეკრეტის გამო გამოიყენება როგორც ფული.

ფული ის აქტივია, რომლის დამოყენებაც შეიძლება სასურველი საქონლისა და


მომსახურების შესაძენად. ფულის რაოდენობა შეიცავს, როგორც ნაღდ ფულს , ისე ანაბრებს
მოთხოვნამდე, ანუ საჩეკო ანგარიშზე მყოფ თანხას. ვინაიდან ანაბრები ბანკებში ინახება,
ბანკის ქცევას შეუძლია შეცვალოს ეკონომიკაში არსებული ანაბრების რაოდენობა და აქედან
გამომდინარე ფულის მიწოდებაც. ბანკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია
დეპოზიტორებისთვის ფულის შესანახი უსაფრთხო ადგილის უზრუნველყოფა. როდესაც
პიროვნება ფულს დეპოზიტებზე დებს, ბანკი ამ ფულს ზოგჯერ საცავშI ინახავს მანამ, სანამ
ეს პიროვნება ფულის წასაღებად არ მოვა, ან სანამ ჩეკსა არ გამოწერს ამ დეპოზიტზე.
დეპოზიტებს რომელთაც ბანკი იღებს, მაგრამ სესხად არ გასცემს, რეზერვები ეწოდება. თუ
ყველა დეპოზიტი რეზერვის სახით ინახება, მოცემულ სისტემას 100 % -იანი რეზერვის
საბანკო სისტემა ეწოდება.

ბანკის თითოეული დეპოზიტი მაღალი ფულის რაოდენობას ამცირებს და ამავე სიდიდით


ზრდის მოთხოვნამდე ანგარიშების რაოდენობას, რის შედეგადაც ფულის მიწოდება
უცვლელი რჩება. ამრიგად, თუ ბანკები ინახავენ ყველა დეპოზიტს, ეს ბანკები ფულის
მიწოდებაზე გავლენას არ ახდენენ.

მაგრამ, მთელი ფულის უქმად ყოფნა ბანკის საცავებში, სულაც არ არის აუცილებელი.
ბანკმა რეზერვების გარკვეული ნაწილი უნდა შეინარჩუნოს, იმისთვის, რომ თუ
დეპოზიტორები ფულის აღებას მოისურვებენ ფულის გაცემა შეძლოს. მაგრამ თუ ახალი
დეპოზიტების ნაკადი დაახლოებით ისეთივეა, როგორც გასაცემი ფულის ნაკადი, ბანკს
რეზერვში თავის დეპოზიტების მხოლოდ ნაწილის შენახვა დასჭირდება. ამგვარად, ბანკი
აირჩევს ახალ სისტემას, რომელსაც ნაწილობრივი რეზერვების საბაკო სისტემა ეწოდება .

როდესაც ბანკები რეზერვში დეპოზიტების მხოლოდ ნაწილს ინახავენ, ამით ისინი ფულს
ქმნიან. როდესაც ბანკი საკუთარი რეზერვების ნაწილს სესხად გასცემს და ფულს ქმნის, ამით
ის არანაირ სიმდიდრეს არ ქმნის. ბანკიდან აღებული სესხი მსესხებელს ნაღდ ფულსა და
ამით საქონლისა და მომსახურების ყიდვის უნარს აძლევს. მაგრამ მსესხებელი ამის შედეგად
საკუთარ ვალს ზრდის, ისე რომ ეს სესხი მას არ ამდიდრებს. ანუ, როცა ბანკი ფულის აქტივს
ქმნის ის შესაბამის ვალდებულებასაც ქმნის მსესხებლისთვის. ფულის შექმნის ამ პროცესის
ეკონომიკა უფრო ლიკვიდურია იმ, რომ იზრდება გაცვლის საშუალებების რაოდენობა,
თუმცა ამით ეკონომიკა უფრო მდიდარი არ ხდება.

ფულის იმ რაოდენობას, რომელსაც საბანკო სისტემა ქმნის რეზერვების თითოეული


ლარიდან ფულადი მულტიპლიკატორი ეწოდება. მაგალითად თუ რეზერვების 100 ლარი
ქმნის 1000 ლარს ფულადი მულტიპლიკატორი 10 –ის ტოლია.

ფულადი მულტიპლიკატორი რეზერვის ნორმის შებრუნებული რიცხვია. თუ ღ არის


რეზერვის ნორმა ეკონომიკაში არსებული ყველა ბანკისთვის, მაშინ რეზერვების თითოეული
ლარი ქმნის 1/ ღ ლარს. რაც უფრო მეტია რეზერვის ნორმა, მით უფრო მცირე ნაწილს
გაასესხებენ ბანკები თითოეული დეპოზიტიდან და შესაბამისად, მით უფრო ნაკლებია
ფულადი მულტიპლიკატორი. 100 %-იანი რეზერვის საბანკო სისტემის განსაკუთრებულ
შემთხვევაში, რეზერვის ნორმაა 1, ფულადი მულტიპლიკატორია 1 და ბანკები ფულს არ
ქმნიან.
ბ) ფედერალური სარეზერვო სისტემის ფინანსური ინსტრუმენტები მონეტარული
კონტროლისთვის. ფულის მიწოდების კონტროლისას წარმოქმნილი პრობლემები;

ფედერალური სარეზერვო სისტემა პასუხს აგებს ეკონომიკაში ფულის მიწოდების


კონტროლზე. იგი იღებს გადაწყვეტილებას ფულის მიწოდების შეცვლის თაობაზე, მან უნდა
განსაზღვროს როგორ იმოქმედებს ამ გადაწყვეტილების შესრულება საბანკო სისტემაზე.

ოპერაციები ღია ბაზრებზე გულისხმობს, რომ ფეერალური სარეზერვო სისტემა ფულის


მიწოდებას არეგულირებს სამთავრობო ობლიგაციების და სხვა ფასიანი ქაღალდების ყიდვა-
გაყიდვით, ფულის მიწოდების გაზრდისთვის, ფედ-ი სამთავრობო ობლიგაციებით
მოვაჭრეებს ავალებს ობლიგაციების ყიდვას, მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობას
ზრდის. ამ ფულის ნაწილი ნაღდი ფულის სახეს იღებს, ნაწილი კი საბანკო დეპოზიტებზე
ინახება.

ფულის მიწოდების შესამცირებლად ფედერალური სარეზერვო სისტემა პირიქით იქცევა.


ობლიგაციებს ყიდის ქვეყნის ობლიგაციების ბაზარზე. საზოგადოება ამ ობლიგაციების
ყიდვისას იყენებს როგორც ნაღდ ფულს, ისე საბანკო დეპოზიტებს, რაც პირდაპირ ამცირებს
მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობას. ამის გარდა დამიანებს ბანკებიდან საკუთარი
დეპოზიტები გამოაქვთ, რაც ბანკების რეზერვების მოცულობას ამცირებს. ამის პასუხად,
ბანკები ნაკლებ სესხებს გასცემენ და ფულის შექმნის მიმართულება იცვლება.

ფედერალური სარეზერვო სისტემას შეუძლია ნებისმიერ დროს, კანონებისა და საბანკო


სისტემის ფუნქციონირების წესების მნიშვნელოვანი შეცვლის გარეშე, ღია ბაზრებზე
ოპერაცოების განხორციელება ფულის მიწოდების მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო
ცვლილების მიზნით. ამიტომ ოპერაციები ღია ბაზარზე მონეტარული პოლიტიკის ის
ინსტრუმენტის, რომელსაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ყველაზე ხშირად იყენებს.

ფედერალური სარეზერვო სისტემა ფულის მიწოდებაზე გავლენას ახდენს სარეზერვო


მოთხოვნების მეშვეობითაც, რომელიც გულისხმობს რეზერვის იმ მინიმალური დონის
დადგენას, რომელიც ბანკებმა დეპოზიტებზე უნდა შინაზონ.

სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა გულისხმობს, რომ ბანკებმა მეტი რეზერვები უნდა


შეინახონ და ნაკლები უნდა გაასესხონ. ამის შემდეგ იზრდება რეზერვის ნორმა, მცირდება
ფულადი მულტიპლიკატორი და მცირდება ფულის მიწოდება, ამის საწინააღმდეგოდ,
სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შედეგად მცირდება რეზერვის ნორმა, იზრდება
ფულადი მულტიპლიკატორი და იზრდება ფულის მიწოდება.

ფედერალური სარეზერვო სისტემა სარეზერვო მოთხოვნებს იშვიათად იყენებს, ვინაიდან


ხშირი ცვლილებები საბანკო საქმიანობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ფედერალური სარეზერვო სისტემის კიდევ ერთი ინსტრუმენტია დისკონტის განაკვეთი. ეს


არის სარგებლი განაკვეთი იმ სესხებზე, რომელთაც ფედერალური მთავრობა ბანკებს
გამოუყოფს. ბანკი ფედერალური სარეზერვო სისტემისგან სესხს იღებს მაშინ, როდესაც
სარეზერვო მოთხოვნების შესრულებისათვის საკუთარი რეზერვები გაზრდა სურს. ამის
მიზეზი შეიძლება იყოს ბანკის მიერ დიდი მოცულობის სესხის გაცემა ან ბოლო პერიოდში
ბანკიდან დეპოზიტების მოჭარბებული გადინება. როდესაც ფედერალური სარეზერვო ბანკი
კომერციულ ბანკს ასეთ სესხს აძლევს, საბანკო სისტემის რეზერვები იზრდება, ეს კი
ეკონომიკაში მეტი ფულის შექმნის საშუალებას იძლევა.

ფედერალური სარეზერვო სისტემას შეუძლია ფულის მიწოდების შეცვლა დისკონტის


განაკვეთის შეცვლის გზით. განაკვეთის ზრდა ამცირებს საბანკო სისტემის რეზრვების
რაოდენობაზე რაც თავის მხრის, ფულის მიწოდებას ამცირებს. და პირიქით, დისკონტის
განაკვეთის შემცირება ბანკს ფედერალური სარეზერვო სისტემისგან სესხის აღებისკენ
უბიძგებს, ზრდის რეზერვების რაოდენობას და ფულის მიწოდებას.

სესხებს ფედერალური სარეზერვო სისტემა არა მხოლოდ ფულის მიწოდების


კონტროლისათვის იყენებს, არამედ რთულ მდგომაეობაში მყოფი ფინანსური ინსტიტუტების
დახმარებისთვისაც.

30. ფულის მასის ზრდა და ინფლაცია :

ა) ინფლაციის კლასიკური თეორია: ფასების დონე და ფულის ღირებულება - ფულის ბაზარი;

ეკონომიკაში ფასების სარეთო დონის ზრდას იფლაცია ეწოდება. ფასების დონე შეგვიძლია
განვიხილოთ, როგორც ფულის ღირებულების მაჩვენებელი. ფასების დონის ზრდა ფულის
ღირებულების შემცირებას ნიშნავს, ვინაიდან ჩვენს ხელთ არსებულ თითოეულ დოლარს
ამჯერად ნაკლები საქონლისა და მომსახურების ყიდვა შეუძლია. ფულის მიწოდებას, ისევე
როგორც ნებისმიერი სხვა საქონლის ფასს, მიწოდება და მოთხოვნა განსაზღვრავს.

რაც შეეხება ფულის მიწოდებას, ღია ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების


მეშვეობით, ფედერალურ სარეზერვო სისტემას შეუძლია ბანკებისათვის სავალდებულო
რეზერვის რაოდენობის შეცვლა, რაც თავის მხირვ ცვლის ფულის იმ რაოდენობას, რომლის
შექმნაც ამ ბანკებს შეუძლიათ.

ფულის მოთხოვნზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ მათ შორის ყველაზე


მნიშვნელოვანია – ეკონომიკაში არსებული ფასების საშუალო დონე. ადამიანები ფულს
იყენებენ, იმიტომ რომ ის გაცვლის საშუალებაა, სხვა აქტივებისაგან განსხვავებით
ადამიანები ფულს საქონლისა და მომსახურების ყიდვისათვის იყენებე. ის თუ ფულის რა
რაოდენობას აირჩევენ ამ მიზნისათვის, საქონლისა დამომსახურების ფასებზეა
დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია ფასები, მით უფრო მეტი ფულია საჭირო ტიპიური
გარიგებისთვის და მით უფრო მეტი ფულის შენახვას ამჯობინებენ ადამიანები. ამრიგად,
ფასების დონის ზრდა ფულზე მოთხოვნის რაოდენობის ზრდას იწვევს.
თუ რა ფაქტორები განსაზღვრავენ ფულზე მოთხოვნისა და მისი მიწოდების წონასწორობას
დამოკიდებულია დროის იმ მონაკვეთის ხანგრძლივობაზე რომელსაც განვიხილავთ.

მოკლევადიან პერიოდში ძირითად როლს სარგებლის განაკვეთი ასრულებს, ხოლო


გრძელვადიან პერიოდში ფასების საერთო დონე თვითრეგულირდება მანამ, სანამ ფულზე
მოთხოვნა მიწოდებას არ გაუტოლდება.

თუ ფასების დონეწონასწორულზე მეტია, ადამიანებს ურჩევნიოათ ჰქონდეთ იმაზე მეტი


ფული, რასაც ფედერალური სრეზერვო სისტემა ქმნის, ამიტომ ფასების დონე უნდა
შემცირდეს, რათა მიწოდება და მოთხოვნა გააწონასწოროს. თუ ფასების დონე
წონასწორულზე ნაკლებია, ადამიანებს ურჩევნიათ ჰქონედეთ იმაზე ნაკლები ფული, რასაც
ფედ-ი ქმნის, ამიტომ ფასების დონე უნდა გაიზარდოს, რათა მიწოდება და მოთხოვნა
გააწონასწოროს. ფასების წონასწორულ დონეზე, ფულის ის რაოდენობა, რომლის ფლობაც
ადამიანებს სურთ, ზუსტად იმ რაოდენობის ტოლია, რომელსაც ფედ-ი მიაწოდებს. ფულის
მიწოდების მრუდი ვერტიკალურია, ვინაიდან ფულის მიწოდების რაოდენობა
ფიქსირებულია ფედ-ის მიერ. ფულზე მოთხოვნის მრუდი კლებადია, რაც იმაზე
მეტყველებს, რომ როდესაც ფულის ღირებულება დაბალია, ადამიანები მოითხოვენ ფულის
დიდ რაპდენობას, რათა საქონელი და მომსახურება იყიდონ. წონასწორობაში, რომელიც
გრაფიკზე A წერტილითაა გამოხატული, ფულზე მოთხოვნის რაოდენობა აწონასწორებს
ფულის მიწოდების რაოდენობას, ფულის მიწოდებისა და ფულზე მოთხოვნის ეს
წონასწორობა განსაზღვრავს ფულის ღირებულებასა და ფასების დონეს.
როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ფულის მიწოდებას ზრდის, ფულის
მიწოდების მრუდი გადაადფილდება მარჯვნივ MS1- დან MS 2 – მდე.

ბ) კლასიკური დიქოტომია და მონეტარული ნეიტრალიტეტი, ფულის ბრუნვის სიჩქარე და


რაოდენობრივი განტოლება. ინფლაციის გადასახადი და ფიშერის ეფექტი;

იუმი და მისი თანამედროვენი თვლიდნენ, რომ ყველა ეკონომიკური ცვალი ორ ჯგუფად


უნდა დავყოფით. 1) ნომინალურ ცვლადებს შეიცავს - ცვლადებს, რომლებიც ფულადი
ერთეულებითაა გამოხატული. 2) რეალურ ცვლადებს - ცვლადებს, რომლებიც ფიზიკური
ერთეულებითაა გამოხატული. ცვლადების რეალურ და ნომინალურ ჯგუფებად დაყოფას
კლასიკური დიქოტომია ეწოდება. კლასიკური დიქოტომია ეკონომიკის ანალიზისთვის
სასარგებლოა, რადგან კლასიკური ანალიტიკოსების აზრით ნომინალურ ცვლადებზე დიდ
გავლენას ახდენს ეკონომიკის მონეტარული სისტემის განვითარება. მონეტარული სისტემა
კი მნიშვნელოვანი რეალური ცვლადების გასაგებად არ გამოდგება. ფულის მიწოდების
ცვლილება კლასიკური ანალიზის მიხედვით გავლენად ახდენს ნომინალურ და არა რეალურ
ცვლადებზე. როდესაც ცენტრალური ბანკი ფულის მიწოდებას აორმაგებს, ფასების დონე,
დოლარში გამოხატული ხელფასი და დოლარში გამოხატული სხვა ღირებულებაც
ორმაგდება. რეალური ცვლადები, როგორებიცაა წარმოება, დასაქმება, რეალური ხელფასი და
სარგებლის რეალური განაკვეთი არ იცვლება. მონეტარულ ცვლილებებზე რეალური
ცვლადების დამოუკიდებლობას მონეტარული ნეიტრალიტეტი ეწოდება. კლასიკური
დიქოტომოა მართებულია გრძელვადიანი პერიოდის ეკონომიკისთვის. ათწლიანი
პერიოდის განმავლობაში ფულადი ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
ნომინალურ ცვლადებზე (როგორიცაა ფასების დონე), მაგრამ მხოლოდ უმნიშვნელოდ
ზემოქმედებს რეალურ ცვლადებზე (მშპ).

ფულის ბრუნვის სიჩქარე - სიჩქარე, რომლითაც ფული ხელიდან ხელში გადადის. ფულის
ბრუნვის სიჩქარის გამოსათვლელად პროდუქციის ნომინალური ღირებულება (ნომინალური
მშპ) უნდა გავყოთ ფულის რაოდენობაზე. თუ P არის ფასების დონე (მშპ დეფლატორი), Y -
პროდუქციის რაოდენობა (რეალური მშპ) , ხოლო M -ფულის რაოდენობა, მაშინ ფულის
სიჩქარე იქნება

V=(PxY)/M

მცირე ალგებრული ცვლილების შედეგად ამ ფორმულას ასეთი სახე აქვს M x V = P x Y ეს


ტოლობა გვეუნება, რომ ფულის რაოდენობა (M) და ფულის ბრუნვის სიჩქარის (V) ნამრავლი
პროდუქციის ფასისა (P) და პროდუქციის რაოდენობის (Y) ნამრავლის ტოლია. ამ ტოლობას
რაოდენობრივი განტოლება ეწოდება, რადგან ის ფულის რაოდენობას (M) პროდუქციის
ნომინალურ ღირებულებასთან (PxY) აკავშირებს.

როდესაც მთარობა ფულის ბეჭდვით თავის შემოსავალს ზრდის, ვამბობთ რომ იგი
ინფლაციის გადასახადს აწესებს. როცა მთავრობა ფულს ბეჭდავს, ფასების დონე იზრდება და
ჩვენს საფულეში შენახული დოლარების ღირებულება მცირდება. ამგვარად ინფლაციის
გადასახადი ისეთი გადასახადია, რომელსაც იხდის ყველა ვისაც ფული აქვს.

ფიშერის ეფექტი - ინფლაციის დონის ცვლილების შედეგად სარგებლის ნომინალური


განაკვეთის ექვივალენტი ცვლილება. როდესაც ფედერალური მთავრობა ფულის
რაოდენობას სწრაფად ზრდის, იზრდება როგორც ინფლაციის დონე, ისე სარგებლის
ნომინალური განაკვეთი (სარგებლის ნომინალური განაკვეთი = სარგებლის რეალური
განაკვეთი + ინფლაციის დონე). ინფლაციის დონის ცვლილების შედეგად სარგებლის
ნომალური განაკვეთის ასეთ ცვლილებას ფიშერის ეფექტი ეწოდება ეკონომისტ ირვინგ
ფიშერის პატივსაცემად, რომელმაც პირველად შეისწავლა ეს ეფექტი. ფიშერის ეფექტი
მოკლევადიან პერიოდში არ მოქმედებს, რადგან ინფლაცია ამ დროს მოულოდნელი
თითქმის არ არის.

31. ღია ეკონომიკის მაკროეკონომიკა: ძირითადი ცნებები:

ა) საქონლისა და ფინანსური რესურსების საერთაშორისო ნაკადები - ექსპორტი, იმპორტი,


წმინდა ექსპორტი, კაპიტალის გადინება, შემოდინება და კაპიტალის წმინდა გადინება;

ჩაკეტილი ეკონომიკა - ეკონომკა, რომელიც არ ურთიერთქმედებს სხვა ქვეყნების


ეკონომიკასთან. ღია ეკონომიკა- რომელიც თავისუფლად ურთიერთქმედებს.
ექსპორტი - ქვეყნის შიგნით წარმოებული და ქვეყნის გარეთ გაყიდული საქონელი და
მომსახურება, ხოლო იმპორტი - ქვეყნის გარეთ წარმოებული და ქვეყნის შიგნით გაყიდული
საქონელი და მომსახურება. ქვეყნის წმინდა ექსპორტი ამ ქვეყნის ექსპორტის ღირებულებისა
და მისივე იმპორტის ღირებულების სხვაობაა წმინდა ექსპორტი = ქვეყნის ექსპორტის
ღირებულება - ქვეყნის იმპორტის ღირებულება და მას სავაჭრო ბალანსსაც უწოდებენ ხოლმე.
თუ წმინდა ექსპორტი დადებითია, მაშინ ექსპორტი იმპორტზე მეტია, რაც იმაზე
ემტყველებს, რომ ქვეყანა იმაზე ემტს ყიდის უცხოეთში, რასაც უცხოეთიდან ყიდულობს.
ასეთ ქვეყანას სავაჭრო უპირატესობა აქვს. თუ წმინდა ექსპორტი უარყოფითია, მაშინ
ექსპორტი იმპორტზე ნაკლებია, რაც მიუთითებს იმაზე რომ ქვეყანა იმაზე ნალებს ყიდის,
ვიდრე ყიდულობს. ასეთ დროს ამბობენ რომ ქვეყანას სავაჭრო დეფიციტი აქვს.

ფაქტორები რომლებიც მოქმედებენ საქონლის ნაკადზე: მომხმარებლის გემოვნება სამამულო


და უცხოური საქონლის მიმართ; საქონლის ფასი ქვეყანაში და უცხოეთში; სავალუტო კურსი,
რომლითაც ეროვნული ვალუტით უცხოური ვალუდი ყიდვა შეიძლება; ქვეყნიდან ქვეყააში
საქონლის ტრანსპორტირების ხარჯები; მთვრობის პოლიტიკა საერთაშორისო ვაჭრობასთან
მიმართებით.

დაბალანსებული ვაჭრობა - ექსპორტისა და იმპორტის ტოლობა. კაპიტალის წმინდა გადინება


= ადგილობრივი რეზიდენტებისმიერ უცხოური კაპიტალის შეძენა - უცხოელების მიერ
ადგილობრივი კაპიტალის შეძენა.

კაპიტალის გადინება უცხოეთში ორ სახეს იღებს : პირდაპირი უცხოური ინვესტიცია


(მაკლდონალდსის გახსნა რუსეთში); უცხოური პორტფელური ინვესტიცია (ამერიკეის მიერ
რუსული კორპირაციის აქციის შეძენა).

ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ წმინდა უცხოურ ინვესტიციებზე: უცხოური


აქტივის სარგებლის რეალური განაკვეთი; სამამულო აქტივის სარგებლის რეალური
განაკვეთი; უცხოეთში აქტივების ფლობის ეკონომიკური და პოლიტიკური რისკი;
სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც გავლენას ახდენს სამამულო აქტივების უცხოურ
მფლობელობაზე.

ღია ეკონომიკა დანარჩენ სამყაროსთან ორგვარად ურთიერთქმედებს - საქონლისა და


მომსახურების მსოფლიო ბაზრებზე და მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე. წმინდა ექსპორტიცა
და კაპიტალის წმინდა გადინებაც ამ ბაზრების დაუბალანსებლობას ზომავს. წმინდა
ექსპორტი ასახავს ქვეყნის ექსპორტსა და იმპორტის უთანაბრობას. კაპიტალის წმინდა
გადინება კი ასახავს ქვეყნის მოქალაქეთა მიერ შეძენილ უცხოურ აქტივებსა და უცხოელთა
მიერ შეძენილ უცხოურ აქტივებსა და უცხოელთა მიერ შეძენილ სამამულო აქტივებს შორის
უთანაბრობას. გამოთვლების შედეგად ირკვლევა რომ ეს ორი სიდიდე ერთმანეთს უნდა
აწონასწორებდეს. კაპიტალის წმინდა გადინება (NCO) ყოველთვის წმინდა ექსპორტის (NX)
ტოლი უნდა იყოს: NCO=NX. როცა ქვეყანას სავაჭრო გადამეტი აქვს (NX >0 ) ის უფრო მეტ
საქონელსა და მომსახურებას ყიდის უცხოელებზე, ვიდრე თავად ყიდულობს მათგან. ის
უცხოურ აქტივებს ყიდულობს, რის გამოც ხდება ქვეყნიდან კაპიტალის გადინება (NCO >0).
როცა ქვეყანას სავაჭრო დეფიციტი აქვს (NX <0 ) ის უფრო ნაკლებ საქონელსა და
მომსახურებას ყიდის უცხოელებზე, ვიდრე თავად ყიდულობს მათგან. ის საზღვარგარეთ
ყიდის აქტივებს, რის გამოც ხდება კაპიტალის შემოდინება ქვეყანაში (NCO < 0).

ბ) ნომინალური და რეალური სავალუტო კურსები, რეალური სავალუტო კურსის


ცვლილების გავლენა წმინდა ექსპორტზე;

ნომინალური სავალუტო კურსი - სავალუტო კურსი, რომლითაც ადამიანს შეუძლია ერთი


ქვეყნის ვაუტით მეორე ქვეყნის ვალუტის შეძენა. ღირებულების ზრდა - ვალუტის
ღირებულების ზრდა, რომელიც გამოიხატება უცხოური ვალუტის იმ რაოდენობით, რომლის
ყიდვაც მას შეუძლია. ღურებულების შემცირება - ვალუტის ღირებულების შემცირება,
გამოხატული უცხოური ვალუტის რაოდენობით, რომლის ყიდვაც მას შეუძლია.

რეალური სავალუტო კურსი - კურსი, რომლითაც ადამიანს შეუძლია ერთი ქვეყნის საქონელი
და მომსახურება მეორე ქვეყნის საქონლითა და მომსახურებით შეიძინოს. გამოითვლება
ფორმულით:

ნომინალური სავალუტო კურსი X სამამულო ფასი

რეალური სავალუტო კურსი = __________________________________________________

უცხოური ფასი

რეალური სავალუტო კურსი დამოკიდებულია ნომინალურ სავალუტო კურსსა და ორი


ქვეყნის ვალუტით გამოხატულ საქონლის ფასებზე. ეკონომიკის მდგომარეობის შესწავლისას
ეკონომისტები ცალკეული ფასების ნაცვლად ფასების საერთო დონეს იყენებენ. რეალური
სავალუტო კურსის დასადგენად ისინი ფასების ნაცვლად სამომხმარებლო ფასების ინდექსს
მიმართავენ. აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შორის საერთო სავალუტო კურსის გამოსათვლელად
საჭიროა აშშ-ს ფასების ინდექსის (P), უცხოური ფასების ინდექსის (P*) და აშშ დოლარსა და
უცხოურ ვალუტას შორის ნომინალური სავალუტო კურსის (e) გამოყენება:

რეალური სავალუტო კურსი = (e x P) / P* ასახავს ქვეყანაში არსებული საქონლისა და


მომსახურების კალათის ფასს უცხოეთში არსებული საქონლისა და მომსახურების კალათის
ფასთან შედარებით.

გ) მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თეორია;

მსყიდველობითი უნარის პრიორიტეტი - თეორია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი


ვალუტის ერთი ერთეულით უნდა შეგვეძლოს საქონლის ერთი და იმავე რაოდენობის შეძენა
ყველა ქვეყანაში. ის ემყარება პრიციპს, რომელსაც ერთიანი ფასის კანონი ეწოდება. ამ წესის
თანახმად საქონელი ყველგან ერთ ფასად უნდა იყიდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში
ხდება მოგების მიღების შესაძლებლობის ხელიდან გაშვება.
სხვადასხვა ბაზრებზე სხვადასხვა ფასების უპირატესობის გამოყენების პროცესს არბიტრაჟი
ეწოდება.

მსყიდველობითი უნარის პრიორიტეტის თეორიის თანახმად ვალუტას ყველა ქვეყანაში


ერთნაირი მსყიდველობითი უნარი უნდა ჰქონდეს. პარიტეტი ნიშნავს თანასწორობას, ხოლო
მსყიდველობითი უნარი ეხება ფულის ღირებულებას, გამოხატულს იმ საქონლის და
მომსახურების რაოდენობაში, რომლის ყიდვაც ფულის ამ ერთეულს შეუძლია.
მსყიდველობითი უნარის პრიორიტეტის მიხედვით, ფულის ერთეულს ყველა ქვეყანაში
ერთნაირი ღირებულება უნდა ჰქონდეს.

ვთქვათ P არის ფასების დონე შეერთებულ შტატებში (დოლარებში ), P* არის ფასების დონე
იაპონიაში (იენებში), ხოლო e ნომინალური სავალუტო კურსია ( იენების რაოდენობა,
რომლის ყიდვაც ერთი დოლარით შეიძლება). ახლა განვიხილო საქონლის ის რაოდენობა,
რომლის ყიდვაც შეუძლია ერთ დოლარს შეერთებულ შტატებსა და უცხოეთში. შეერთებულ
შტატებში ფასების დონეა P, ამიტომ $1- ის მსყიდველობითი უნარი ამ ქვეყანაში 1/P ტოლია.
უცხოეთში ერთი დოლარი შეიძლება უცხოური ვალუტის e ერთეულზე გადაიცვალოს,
ამიტომ აქ დოლარის მსყიდველობითი უნარი e/P*. იმისთვის, რომ ერთ დოლარის
მსყიდველობითი უნარი ორივე ქვეყანაში ერთნაირი იყოს, უნდა შესრულდეს შემდეგი
ტოლობა:

1/P = e/P* 1= eP/P* თუ ვალუტის მსყიდველობითი უნარი ქვეყანაში და ქვეყნის


საზღვრებს გარეთ ყოველთვის ერთნაირია, მაშინ რეალური სავალუტო კურსი - სამამულო
და უცხოური საქონლის ფარდობითი ფასი - ვერ შეიძცვლება. მსყიდველობითი უნარის
პრიორიტეტის თეორიის თანახმად, ორი ქვეყნის ვალუტებს შორის ნომინალური სავალუტო
კურსი ამ ქვეყნების ფასების დონეებს შორის სხვაობას უნდა ასახავდეს. როდესაც
ცენტრალური ბანკი ფულის დიდ რაოდენობას ბეჭდავს, ამ ფულით არა მხოლოდ ნაკლები
სამამულო საქონლისა და მომსახურების შეძენა შეიძლება, არამედ მას უკვე ნაკლები
უცხოური ვალუტის ყიდვა ძალუძს.

32. ღია ეკონომიკის მაკროეკონომიკური თეორია:

ა) სასესხო კაპიტალისა და უცხოური ვალუტის გაცვლის ბაზარი. კაპიტალის წმინდა


გადინება : კავშირი ორ ბაზარს შორის და ერთდროული წონასწორობა;

ღია ეკონომიკის მაკროეკონომიკური მოდელის შექმნისთვის ორ მნიშვნელოვან დაშვებას


ვაკეთებთ. 1) ეს მოდელი ეკონომიკის მშპ-ს განიხილავს, როგორც მოცემულს. ვუშვებთ, რომ
ეკონომიკაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობა გამოხატული რეალური
მთლიანი შიდა პროდუქტით, განსაზღვრულია წრმოების ფაქტორთა მიწოდებითა და იმ
საწარმოო ტექნოლოგიით, რომელიმ ამ ფაქტორებს პროდუქციად აქცევს. 2) ეს მოდელი
ეკონომიკის ფასების დონეს განიხილავს, როგორც მოცემულს. ვუშვებთ, რომ ფასების დონე
თვითრეგულირდება ფულის მიწოდებისა და ფულზე მოთხოვნის სრულ გაწონასწორებამდე.
ღია ეკონომიკაში მიწოდებისა და მოთხოვნის ფუნქციონირების უკეთ გასაგებად მხოლოდ
ორი ბაზრით შემოვიფარგლოთ: 1) სასხხო კაპიტალის ბაზარი, რომელიც ეკონომიკაში
დანაზოგებსა და ინვესტიციების კოორდინირებას ახდენს; 2) ვალუტის ბაზარი, რომელიც იმ
ადამიანების კოორდინირებას ახდენს, რომელთაც სამამულო ვალუტის გაცვლა უნდათ
უცხოურ ვალუტაზე.

ღია ეკონომიკაში სასესხო კაპიტალის ბაზრის უკეთ გასაგებად გავიხსენოთ ტოლობა

S = I +NCO დანაზოგები = ადგილობრივი ინვესტიციები + კაპიტალის წმინდა გადინება

ტოლობის ორი მხარე სასესხო კაპიტალის ორ მხარეს ასახავს. სასესხო კაპიტალის მიწოდების
წყარო ეროვნული დანაზოგია (S). სასესხო კაპიტალზე მოთხოვნის წყარო - სამამულო
ინვესტიციები (I) და კაპიტალის წმინდა გადინება (NCO). კაპიტალური აქტივის შეძენა
სასესხო კაპიტალზე მოთხოვნას ზრდის, იმის მიუხედავად სამამულია ეს აქტივი თუ
უცხოური. სარგებლის მაღალი რეალური განაკვეთი ადამიანებს დაზოგვისკენ უბიძგებს და
ამიტომ სასესხო კაპიტალის მიწოდების რაოდენობის ზრდას იწვევს. ასევე, კაპიტალური
პროექტების დაფინანსებისთვის სესხებას უფრო ხარჯიანს ხდის, რის შედეგადაც ამცირებს
ინვესტირების სტიმულებს და საერთო კაპიტალზე მოთხოვნის რაოდენობას. ქვეყანაში
არსებული სარგებლის რეალური განაკვეთი ქვეყნის კაპიტალის წმინდა გადინებაზეც
მოქმედებს. თუ სარგებლის განაკვეთი წონასწორულ დონეზე ნაკლებია, სასესხო კაპიტალის
მწოდების რაოდენობა მოთხოვნის რაოდენობაზე ნაკლებია. ამის შედეგად მიღებული
სასესხო კაპიტალის დეფიციტი სარგებლის განაკვეთს ზრდისკენ უბიძგებს და პირიქით.
სარგებლის წონასწორული განაკვეთის დროს თანხა რომლის დაზოგვაც ადამიანებს სურთ,
ზუსტად აწონასწორებს სამამულო ინვესტიციებისა და კაპიტალის წმინდა გადინების
სასურველ რაოდენობას.

მეორე ბაზარი ღია ეკონომიკის მოდელში უცხოური ვალუტის გაცვლის ბაზარია.

NCO კაპიტალის წმინდა გადინება = NX წმინდა ექსპორტი

კაპიტალის წმინდა გადინებაში იგულისხმება დოლარების ის როდენობა, რომელიც


უცხოეთს აქტივების ყიდვის მიზნით მიეწოდება.მაგ: როცა ამერიკულ ორმხრივ ფონს
იაპონური სამთავრობო ობლიგაციების ყიდვა სურს, მან დოლარები იენებზე უნდა
გაცვალოს, ამიტომ ვალუტის ბაზარზე დოლარის მიწოდება იზრდება. წმინდა ექსპორტში
დოლარების ის რაოდენობა იგულისხმება, რომელზეც წარმოიქმნება მოთხოვნა აშშ-ს
საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ყიდვის მიზნით. მაგ: აშშ-ში რეალური სავალუტო
კურსი იზრდება, ამერიკული საქონელი უცხოურ საქონელთან შედარებით ძვირდება, რის
გამოც ნაკლებმიმზიდველი ხდება, როგორც აშშ-ში ისე მის გარეთ. ამის გამო მცირდება
ექსპორტი აშშ-დან და იზრდება იმპორტი აშშ-ში.
წონასწორული რეალური სავალუტო კურსის დროს მოთხოვნა დოლარებზე, რომლებიც
უცხოელებს წარმოექმნებათ ამერიკული საქონლის წმინდა ექსპორტის გამო, ზუსტად იმ
დოლარების მიწოდების ტოლია, რომელიც ამერიკელების მიერ უცხოური აქტივების
ყიდვისთვის, ანუ კაპიტალის წმინდა გადინებისთვის არის საჭირო.

სასეს

ხო კაპიტალის ბაზარზე, მიწოდების წყარო ეროვნული დანაზოგია, ხოლო მოთხოვნისა -


სამამული ინვესტიციებ და კაპიტალის წმინდა გადინება, მიწოდებასა და მოთხოვნას კი
სარგებლის რეალური განაკვეთი აწონასწორებს. უცხოური ვალუტის ბაზარზე მიწოდებას
კაპიტალის წმინდა გადინება წარმოშობს, ხოლო მოთხოვნას - წმინდა ექსპორტი, მიწოდებასა
და მოთხოვნას კი რეალური სავალუტო კურსი აწონასწორებს. კაპიტალის წმინდა გადინება
ის ცვლადია, რომელიც ამ ორ ბაზარს ერთმანეთთან აკავშირებს. სასესხო კაპიტალის
ბაზარზე კაპიტალის წმინდა გადინება მოთხოვნის ნაწილია. უცხოური ვალუტის ბაზარზე
კაპიტალის წმინდა გადინება მიწოდების წყაროა.

ა) სასესხო კაპიტალის ბაზარი. სარგებლის წონასწორულ რალურ განაკვეთს (r1)


წონასწრობაში მოჰყავს სასესხო კაპიტალის მიწოდების რაოდენობა და სასესხო კაპიტალზე
მოთხოვნის რაოდენობა. ბ) კაპიტალის წმინდა გადინება. ვხედავთ, როგორ განსაზღვრავს
სარგებლის განაკვეთი ა ნახაზიდან კაპიტალის წმინდა გადინებას. კაპიტალის წმინდა
გადინების მრუდი კლებადია. გ) უცხოური ვალუტის ბახზარი. რეალური სავალუტო კურსი
კაპიტალის წმინდა გადინებაზე არ მოქმედებს, ამიტომ მიწოდების მრუდი ვერტიკალუტია.
დოლარებზე მოთხოვნა წმინდა ექსპორტიდან მომდინარეობს. რადგან რეალური სავალუტო
კურსის შემცირება წმინდა ექსპორტს ზრდის, ამიტომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის
მრუდი კლებადია. წონასწორულ რეალურ სავალუტო კურსს (E1) წონასწორობაში მოჰყავს
დოლარების მიწოდების რაოდენობა და დოლარებზე მოთხოვნის რაოდენობა ვალუტის
ბაზარზე.

ორი ნაჩვენები ბაზარი ორ ფარდობით ფასს განსაზღვრავს- სარგებლის რეალურ განაკვეთსა


და რეალურ სავალუტო კურსს. ა ნახაზზე განსაზღვურლი სარგებლის რეალური განაკვეთი
არის წარსულის საქონლისა და მომსახურების ფარდობითი ფასი მომავლის საქონლისა და
მომსახურების მიმართ. გ ნახაზზე განსაზღვრული რეალური სავაული კურსი სამამულო და
უცხოური საქონლისა და მომსხურების ფარდობითი ფასია.
ბ) სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტის გავლენა ღია ეკონომიკაზე;

აქაც, როგორც ჩაკეტილ ეკონომიკაში, ბიუჯეტის დეფიციტი პირველ რიგში ეროვნულ


დანაზოგზე და აქედან გამომდინარე სასესხო კაპიტალის მიწოდების მრუდზე მოქმედებს.
ისევე, როგორც ჩაკეტილ ეკონომიკაში ბიუჯეტის დეფიციტი უარყოფით საზოგადოებრივ
დანაზოგებს ასახავს, ასე რომ ის ეროვნულ დანაზოგს ამცირებს და სასესხო კაპიტალის
მიწოდების მრუდს მარცხნივ გადაადგილებს. ღია ეკონომიკაში სამთავრობო ბიუჯეტის
დეფიციტი იწვევს სარგებლის რეალური განაკვეთის ზრდას, სამამულო ინვესტიციების
შემცირებას, დოლარის ღირებულებისა და დეფიციტის ზრდას. იმპორტი > ექსპორტზე.
გ) სავაჭრო პოლიტიკის ცვლილების გავლენა ღია ეკონომიკაზე;

სავაჭრო პოლიტიკა - სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს


იმპორტირებული ან ექსპორტირებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობაზე.
სავაჭრო პოლიტიკა მრავალგვარია. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სავაჭრო
პოლიტიკაა ტარიფი, გადასახადი იმპორტირებულ საქონელზე. მეორე ასეთი პოლიტიკაა
იმპორტის კვოტა, ანუ იმ საქონლის რაოდენობის შეზღუდვა, რომელიც შეიძლება ქვეყნის
გარეთ აწარმოონ და ქვეყანაში გაიყიდოს. სავაჭრო პოლიტიკას მსოფლიოს ყველა ქვეყანა
ახორციელებს, თუმცა ზოგჯერ ის არასასურველად ითვლება. იპორტის შეზღუდვა პირველ
რიგში იმპორტზე მოქმედებს. რადგან წმინდა ექსპორტი ექსპორტისა და იმპორტის სხვაობის
ტოლია, ეს პოლიტიკა წმინდა ექსპორტზეც იმოქმედებს. ხოლო ვინაირან წმინდა ექსპორტი
უცხოური ვალუტის ბაზარზე დოლარზე მოთხოვნის წყაროა, ეს პოლიტიკა ამ ბაზრის
მოთხოვნის მრუდზეც იმოქმედებს.
სავაჭრო პოლიტიკა სავაჭრო
ბალანსზე არ მოქმედებს. ესე იგი პოლიტიკა, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს
ექსპორტსა და იმპორტზე, წმინდა ექსპორტს არ ცვლის. განვიხილოთ შემდეგი ტოლობა:

NX = NCO = S- I წმინდა ექსპორტი კაპიტალის წმინდა გადინების ტოლია, რომელიც თავის


მხრივ, ეროვნული დანაზოგისა და სამამულო ინვესტიციების სხვაობას უდრის. სავაჭრო
პოლიტიკ სავაჭრო ბალანსს არ ცვლის, ვინაიდან ის გავლენას არ ახდენს ეროვნულ
დანაზოგსა და სამამულო ინვესტიციებზე. ეროვნული დანაზოგისა და სამამულო
ინვესტიციების მოცემული დონისთვის რეალური სავალუტო კურსი ისე
თვითრეგულირდება, რომ სავაჭრო ბალანსი არ იცვლება, მთავრობის მიერ არჩეული სავაჭო
პოლიტიკისგან დამოუკიდებლად. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო პოლიტიკა ქვეყნის
მთლიან ბალანსზე არ მოქმდებს, კონკრეტულ ფირმებზე, დარგებსა და ქვეყნებზე მაინც
ახდენს გავლნას. ამგვარად, სავაჭრო პოლიტიკის შედეგები უფრო მიკროეკონომიკურია,
ვიდრე მაკროეკონომიკური.

დ) „კაპიტალის გარენა“ პოლიტიკური არასტაბილურობის დროს და მისი გავლენა ღია


ეკნომიკაზე;
კაპიტალის „გაფრენა“ - ქვეყანაში არსებულ აქტივებზე მოთხოვნის მკვეთრი და უეცარი
შემცირება.

ქვეყანაში კაპიტალის „გაფრენა“ იწვევს მექსიკაში სარგებლის განაკვეთის ზრდას და


უცხოური ვალუტის ბაზარზე ამ ქვეყნის ფულის ღირებულების შემცირებას. კაპიტალის
„გაფრენით“ გამოწვეული ფასის ეს ცვლილებები გავლენას ახდენს მაკროეკონომიკურ
სიდიდეებზე. ვალუტის დასუსტება ექსპორტს აიაფებს და იმპორტს აძვირებს, რაც სავაჭრო
ბალანსის გარდამეტისაკენ უბიძგებს. ამავდროულად, სარგებლის განაკვეთის ზრდა
ამცირებს ადგილობრივ ინვესტიციებს, რაც ანელებს კაპიტალის დაგროვებისა და
ეკონომიკური ზრდის პროცესს. ეს გადინება სხვა ქვეყნებზეც ახდენს გავლენას.

33. ერთობლივი მოთხოვნა და ერთობლივი მიწოდება:

ა) ეკონომიკური რყევების სამი ძირითადი ფაქტი;

რეცესია - უმუშევრობის ზრდისა და რეალური შემოსავლების შემცირების პროცესი.


დეპრესია - სასტიკი რეცესია.
ეკონომიკური აქტივობის მოკლევადიანი პერიოდის რყევები ყველა ქვეყანაში იჩენს თავს.
მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლებია:

1) ეკონომიკური რყევები არარეგულარული და არაპროგნოზირებადია:

ეკონომიკაში რყევებს ხშირად ბიზნესის ციკლს უწოდებენ. რყევები ბიზნეს- პირობების


ცვლილებებს შეესაბაება. რამდენადაც რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა სწრაფია,
კარგი ბიზნესპირობები იქმნება. როცა რეალური მშპ მცირდება, ბიზნესში პრობლეები
ჩნდება. რეცესიის დროს ფირმების მიერ გაყიდული საქონლის რაოდენობა და გაყიდვიდან
მიღებული მოგება მცირდება.

ტერმინ ბიზნესის ციკლს გარჯვეულწილად შეცდომაში შევყავართ, რადგან ერთი შეხედვით,


ეკონომიკური რყევები თითქოს რეგულარულად, წინასწარ განსაზღვრული სქემით ხდება.
სინამდვილეში კი ეს ასე არ არის და თითქმის შუძლებელია მათი თუნდაც მიახლოებითი
სიზუსტით წინასწარმეტყველება.

2) მაკროეკონომიკურ სიდიდეთა უმრავლესობა ერთდროულად მერყეობს:

რეალური მშპ ყველაზე ხშირად გამოიყენება ეკონომიკაში მოკლევადიან ცვლილებებზე


დაკვირვებისთვის, რადგანაც ის ეკონომიკური აქტივობის ყველაზე მრავალმხრივი
მახასიათებელია. რეალური მშპ არის დროის მოცემულ მონაკვეთში ყველა წასრმოებული
საბოლოო საონქლისა და მომსახურების საზომი. ამას გარდა ეკონომიკის ყველა სუბიექტის
მთლიანი შემოსავლის საზომია (ინფლაციის გათვალისწინებით). მაგრამ ხშირად
მნიშვნელობა არ აქვს ეკონომიკური აქტივობის რომელ მახასიათებელს ავიღებთ. იმ
მაკროეკონომიკური ცვლადების უმეტესობა, რომლებიც გაკრვეული სახის შემოსავალს,
ხარჯებსა თუ წარმოებას ახასიათებს, თითქმის ერთდროულად მერყეობს. როცა რეცესიების
დროს რეალური მშპ მცირდება, მცირდება პირადი შემოსავალიც, კორპორაციების მოგებაც,
სამომხმარებლო ხარჯებიც, საინვესტიციო ხარჯებიც, პროდუქციის მოცულობაც, საცალო
ვაჭრობაც, ავტომობილებითა და უძრავი ქონებით ვაჭრობაც..რადგან რეცესია ფართო
ეკონომიკური ფენომენია, ამიტომ მრავალ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთან მიმართებაში
იჩენს თავს. როდესაც ეკონომიკის პირობები უარესდება, მნიშვნელოვნად მცირდება
თანხები, რომლებიც ახალ ქარხნებს, შენობებსა თუ მოწყობილობებს ხმარდება.

3) როცა წარმოება მცირდება, უმუშევრობა იზრდება:

ცვლილებები საქონლისა და მომსახურების წარმოებაში მჭიდროდ უკავშირდება


ეკონომიკაში სამუშაო ძალის ათვისების მასშტაბის ცვლილებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ,
როცა რეალური მშპ მცირდება, უმუშევრობის დონე იზრდება. ეს არ არის გასაკვირი.
როდესაც ფირმები ნაკლები რაოდენობის საქონლისა და მომსახურების წარმოებას
გადაწყვეტენ, ისინი ათავისუფლებენ პერსონალ და ზრდიან უმუშევართა რიგებს.
ბ) მოკლევადიანი პერიოდის ეკონომიკური რყევები: ერთობლივი მოთხოვნის მრუდის
კლებადობის მიზეზები და მისი გადაადგილებები;

ძნელია იმ მიზეზების ახსნა, რომლებიც რყევებს იწვევს. ეკონომიკაში მიმდინარე


ცვლილების დრო თავდაპირველად თვალში ნომინალური ცვლადები გვხვდება (ფულადი
ერთეულით გამოიხატება) , თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის რეალური ცვლადები (
რაოდენობებს ან ფარდობით ფასებს ასახავს) და ეკონომიკური ძალები, რომლებიც
ნომინალურ ცვლადებს განსაზღვრავს.

ეკონომისტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ კლასიკური თეორია აღწერს გრძელვადიან და


არა მოკლევადიან პერიოდს. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ფულის მიწოდების
ცვლილება რამდენიმეწლიანი პერიოდის შემდეგ გავლენას ახდენს ფასებსა და ნომინალურ
ცვლადებზე, მაგრამ არა მშპ-ზე, დასაქმებაზე ან სხვა რომელიმე რეალურ ცვლადზე, როგორც
ამას კლასიკური თეორია ასაბუთებს. ეკონომიკაში ყოველწლიური ცვლილებების შესწავლის
დროს მოსაზრება ფულის ნეიტრალიტეტის შესახებ აღარ გამოდგება. მოკლევადიან
პერიოდში რეალური და ნომინალური ცვლადები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და
ამდენად ფულის მიწოდების გაზრდის გამო, მშპ-ს დონე დროებით გადაიხაროს
გრძელვადიანი ტრაექტორიიდან. ამგვარად მოკლევადიანი პერიოდის ეკონომიკაში
გასარკვევად ახალი მოდელი გვშირდება.

ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების მოდელი - მოდელი, რომელსაც


ეკონომისტთა უმრავლესობა იყენებს ეკონომიკური საქმიანობის მოკლევადიანი რყევების
ასახსნელად განვითარების გრძელვადიანი ტენდენციის გათვალისწინებით. ის ემყარება ორ
ცვლადს: ა) ეკონომიკაში საქონლისა და მომსახურების წარმოების მოცულობა, რომელიც
რეალური მშპ-ს მიხედვით იზომება. ბ) ფასების საერთო დონე სამომხმარებლო ფასების
ინდექსის (სფი) ან მშპ დეფლატორის მიხედვით. წარმოების მოცულობა რეალური ცვლადია,
ხოლო ფასების დონე - ნომინალური. ამ ორ ცვლადს შორის ურთიერთმიმართების
აღნიშვნით ხაზს ვუსვამთ კლასიკური დიქოტომიის გაუქმებას.

რყევებს მთლიან ეკონომიკაში ვაანალიზებთ ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი


მიწოდების მოდელის გამოყენებით.
ვერტიკალურ ღერძზე - ფასების საერთო დონე ეკონომიკაში, ჰორიზონტალურზე -
საქონლისა და მომსახურების საერთო რაოდენობა. ერთობლივი მოთხოვნის მრუდი ასახავს
საქონლისა და მომსახურების იმ რაოდენობას, რომლის შესყიდვაც სურთ საოჯახო
მეურნეობებს, ფირმებსა თუ მთავრობას ფასების თითოეულ დონეზე. ერთობლივი
მიწოდების მრუდი წარმოადგენს საქონლისა და მომსახურების იმ რაოდენობას, რომლის
წარმოებასაც და გაყიდვასაც ფირმები არჩევენ ფასების თითოეულ დონეზე. ფასების დონე და
პროდუქციის რაოდენობა ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების სრულ
გაწონასწორებამდე იცვლება. იმის გასაგებად თუ რატომაა ერთობლივი მოთხოვნის მრუდი
კლებადი, ხოლო ერთობლივიმიწოდების მრუდი- ზრდადი, მაკროეკონომიკური თეორია
უნდა გამოვიყენოთ.

ერთობლივი მოთხოვნის მრუდი კლებადია, რაც ნიშნავს რომ სხვა თანაბარ პირობებში
ფასების საერთო დონის შემცირება P1 დან P2 მდე იწვევს საქონელსა და მომსახურებაზე
მოთხოვნის რაოდენობის ზრდას Y1 დან Y2 მდე.

მშპ (Y) მოხმარების (C), ინვესტიციების (I), სახელმწიფო შესყიდვებისა (G) და წმინდა
ექსპორტის (NX) ჯამია: Y=C+I+G+NX თითოეული საქონელსა და მომსახურებაზე ერთობლივ
მოთხოვნას მიეკუთვნება. სახელმწიფო შესყიდვები მუდმივ სიდიდედ განიხილება,
რამდენადაც მას მთავრობის პოლიტიკა განსაზღვრავს, მაგრამ დანარჩენი სამი კომპონენტი-
მოხმარება, ინვესტიციები და წმინდა ექპორტი დამოკიდებულია ეკონომიკურ პირობებზე,
კერძოდ კი ფასების დონეზე. რომ გავიგოთ ერთობლივი მოთხოვნის მრუდის კლებადობის
მიზეზი, უნდა გამოვიკვლიოთ რა გავლენას ახდენს ფასების დონე საქონლისა და
მომსახურების იმ რაოდენობაზე, რომელზეც არის მოთხოვნა მოხმარებისთვის,
ინვესტირებისა და წმინდა ექსპორტისთვის.

ფასების დონე და მოხმარება: სიმდიდრის ეფექტი - როდესაც ფასები ეცემა, დოლარის


ღირებულება იზრდება, რადგან მისი მეშვეობით უფრო მეტი საქონლისა და მომსახურების
ყიდვა შეიძლება. ფასების დონის შემცირების გამო მომხმარებელი თავს უფრო შეძლებულად
გრძნობს, რაც თავის მხრივ უფრო მეტი დანახარჯისკენ უბიძგებს. მომხმარებლის
დანახარჯების ზრდა საქონელსა და მომსახურებაზე მოტხოვნის ზრდას ნიშნავს. პირიქით,
ფასების დონის ზრდა იწვევს ფულის რეალური ღირებულების კლებას, რაც თავის მხრივ
ამცირებს სიმდიდრებს, სამომხმარებლო ხარჯებს და საქონელსა და მოსმახურებაზე
მოთხოვნას.

ფასების დონე და ინვესტირება: სარგებლის განაკვეთის ეფექტი- როცა ფასების დონე


მცირდება, ოჯახი თავისი ნაღდი ფულის შემცირებას მისი ნაწილის გასესხებით ცდილობს.
როცა ოჯახი თავისი ფულის კონვერტირებას სარგებლია ფასიან ქაღალდებში ცდილობს, ეს
სარგებლის განაკვეთის შემცირებას იწვევს ეს კი ზრდის საქონლისა და მომსახურების
მოთხოვნის რაოდენობას. ფასების დონის შემცირება ამცირებს სარგებლის განაკვეთს, ხელს
უწყობს საინვესტიციო ხარჯების ზრდას და ამდენად, ზრდის საქონელსა და მომსახურებაზე
მოთხოვნის რაოდენობას. საპირისპიროდ, ფასების მაღალი დონე ზრდის სარგებლის
განაკვეთს, ამცირებს საინვესტიციო დანახარჯებს და საქონელსა და მომსახურებაზე
მოთხოვნის რაოდენობას.

ფასების დონე და წმინდა ექსპორტი: სავალუტი კურსის ეფექტი- დოლარის მიწოდების ზრდა
იწვევს დოლარის ღირებულების შემცირებასა და ვალუტის გაცვლის კურსის ცვლილებას.
რადგან დოლარი უფრო ნაკლებ უცხოურ ვალუტას ყიდულობს, უცხოური საქონელი
ადგილობრივთან შედარებით ძვირდება. როდესაც აშშ-ში ფასების დონის შემცირება
სარგებლის განაკვეთის შემცირებას იწვევს, მცირდება რეალური სავალუტო კურსიც, რაც
ხელს უწყობს აშშ-ს წმინდა ექსპორტს და შესაბამისად ზრდის საქონელსა და მომსახურებაზე
მოთხოვნის რაოდენობას. პირიქით, როდესაც აშშ-ში ფასების საერთო დონე იზრდება და
სარგებლის განაკვეთის მატებას იწვევს, დოლარის რეალური ღირებულება იზრდება, რაც
აშშ-ს წმინდა ექსპორტს და საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნას ამცირებს.

ამგვარად ფასების საერთო დონის შემცირების დროს საქონელსა და მომსახურებაზე


მოთხოვნის რაოდენობის გაზრდის სამი მიზეზი არსებობს: ა) მომხმარებელი თავს უფრო
შეძლებულად გრძნობს, რაც ზრდის მოთხვონას სამომხმარებლო საქონელზე; ბ) მცირდება
საერგებლის განაკვეთი, რაც ზრდის მოთხოვნას საინვესტიციო საქონელზე; გ) მცირდება
სავალუტო კურსი, რაც ზრდის მოთხოვნას წმინდა ექსპორტზე.

არსებობს ბევრი შესაძლო შემთხვევა, როცა ერთობლივი მოთხოვნის მრუდი


გადაადგილდება:

მოხმარების ცვლილებით გამოწვეული გადაადგილებები- ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ამა


თუ იმ მოცემულ ფასად ადამიანების მოხმარების დონეს ცვლის, იწვევს ერთობლივი
მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას. ერთ-ერთი ცვლადი რომელსაც ამ შედეგის გამოწვევა
შეუძლია არის დაბეგვრის დონე. როდესაც მთვრობა ამცირებს გადასახადებს, ის ადამიანებს
მეტი დანახარჯისკენ უბიძგებ, რის გამოც ერთობლივი მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ
გადაადგილდება. როცა მთავრობა გადასახადებს ზრდის, ადამიანები ნაკლებს ხარჯავენ, რაც
ერთობლივი მოთხოვნის მრუდს მარცხნივ გადაანაცვლებს.

ინვესტიციების ცვლილებით გამოწვეული გადაადგილებები- ნებისმიერი მოვლენა, რომელიც


ცვლის ფირმების ინვესტირების დონეს, იწვევს ერთობლივი მრუდის გადაადგილებას. თუ
ფირმების მოლოდინი ბიზნესის მომავლისადმი პესიმისტურია, მაშინ ისინი საინვესტიციო
ხარჯებს შეამცირებენ, რის გამოც ერთობლივი მოთხოვნის მრუდი მარცხნივ გაადგილდება
და პირიქით. მრუდის გადაადგილებაზე შეიძლება საგადასახადო პოლიტიკამაც იმოქმედოს.
ინვესტირების საგადასახადო შეღავათი სარგებლის მოცემული განაკვეთის ფასად, ზრდის
მოთხოვნას იმ საინვესტიციო საქონელზე რომელიც ფირმას სჭირდება. ეს კი მრუდს
მარჯვნივ გადააადგილებს. საგადასახადო შეღავათის გაუქმება კი იწვევს ინვესტირების
შემცირებას და მრუდი მარცხნივ გადაადგილდება. კიდევ ერთი ცვლადი, რომელმაც
შეიძლება გავლენა იქონიოს ინვესტიციებსა და ერთობლივ მოთხოვნაზე არის ფულის
მიწოდება. ფულის მიწოდების გაზრდა მოკლევადიან პერიოდში ამცირებს სარგებლის
განაკვეთს. ეს ფულის იაფად სესხების შესაძლებლობას იძლევა, რის გამო ინვესტირება
იზრდება და ერთობლივი მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაინაცვლებს და პირიქით.

სახელმწიფო შესყიდვების ცვლილებით გამოწვეული გადაადგილებები - ერთობლივი


მოთხოვნის მრუდზე პირდაპირ ზემოქმედებას პოლიტიკოსები სახელმწიფო შესყიდვების
გზით ახდენენ. მაგ: დავუშვათ, რომ კონგრესმა იარაღის ახალი სისტემების შესყიდვის
შემცირება გადაწყვიტა. რადგან ფასების თითოეული მოცემული დონისათვის საქონელსა და
მომსახურებაზე მოთხოვნის რაოდენობა შემცირდა, ერთობლივი მოთხოვნის მრუდი
მარცხნივ გადაადგილდება და პირიქით.

წმინდა ექსპორტის ცვლილებებით გამოწვეული გადააადგილებები - ნებისმიერი მოვლენა,


რომელიც ფასების მოცემული დონისათვის ცვლის წმინდა ექსპორტს, გავლენას ახდენს
მოთხოვნის მრუდის გადაადგილებაზე. მაგ: როცა ევროპაში რეცესიაა ის ამერიკისგან ნაკლებ
საქონელსა და მომსახურებას ყიდულობს. ეს ამცირებს ამერიკაში წმინდა ექსპორტს ფასების
ნებისმიერი დონისათვის და ამერიკის ეკონომიკის ერთობლივი მოთხოვნის მრუდს
მარცხნივ გადაადგილებს. როცა ევროპა რეცესიიდან გამოვა, ის აშშ-ს საქონლის შეძენას
დაიწყებს და მრუდი მარჯვნივ გადაინაცვლებს. წმინდა ექსპორტი ხანდახან საერთაშორისო
სპეკულაციებით გამოწვეული სავალუტო კურსების მერყეობის გამოც იცვლება. სპეკულაცია,
რომელიც იწვევს დოლარის ღირებულების შემცირებას, სტიმულს აძლევს აშშ-ს ექსპორტის
ზრდას და ერთობლივი მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაინაცვლებს და პირიქით.
გ) მოკლევადიანი პერიოდის ეკონომიკური რყევები: ერთობლივი მიწოდების მრუდის
ზრდადობის მიზეზები და მისი გადაადგილებები;

გრძელვადიან პერიოდში ერთობლივი მიწოდების მრუდი ვერტიკალურია, რადგან ფასების


საერთო დონე გავლენას არ ახდენს ეკონომიკის საწარმოო შესაძლებლობაზე. მაშინ, როცა
მოკლევადიან პერიოდში ეს მრუდი ზრდადია, რადგან ფასების დონე გავლენას ახდენს. ანუ
ერთ ან ორწლიანი პერიოდის განმავლობაში ფასების საერთო დონის მატება იწვევს
საქონლისა და მომსახურების მიწოდების ზრდას და პირიქით. მაკროეკონომისტები
მიწოდების მრდუსი ზრდადობას სამი განსვავებული თეორიით ხსნიან, თუმცა თითოეული
მათგანის მიხედვით, რომ მოკლევადიან პერიოდში ერთობლივი მიწოდება განსხვავებულ
ქცევას ავლენს, ბაზრის არასრულყოფილების მიზეზია. მიწოდება გრძელვადიანი ან
ბუნებრივი დონისგან მაშინ გადაიხრება, როდესაც ეკონომიკაში ფასების რეალური დონე
ფასების მოსალოდნელი დონისგან განსხვავდება.

ხისტი ხელფასების თეორია -ნომინალური ხელფასები ვერ ასწრებს ცვალებად ეკონომიკურ


პირობებთან შეთავსებას. მოკლევადიან პერიოდში ხელფასები ნელა იზრდება ანუ ხისტია.
ნომინალური ხელფასი ფასების მოსალოდნელი დონის გათვალისწინებით დგინდება და თუ
ფასების რეალური დონე მოსალოდნელისგან განსხვავებული აღმოჩნდა, ხელფასების სწრაფი
კორექტირება შეუძლებელია. ხელფასების სიხისტის პირობებში ფირმების გამოშვება
ბუნებრივ დონეზე ნაკლებია, როცა ფასების არსებული დონე მოსალოდნელზე დაბალია და
პირიქით ბუნებდირვზე მეტია, თუ რეალური ფასების დონე მოსალოდნელზე მაღალია.
ფასების მოსალოდნელზე დაბალი დონე იწვევს რეალური ხელფასის ზრდას, რაც ფირმებს
აიძულებს უფრო ცოტა მომუშავე დაიქირაონ და შეამცირონ საქონლისა და მომსახურების
წარმოება.

ხისტი ფასების თეორია - საქონლისა და მომსახურების ფასიც ნელა რეაგირებს ეკონომიკური


პირობების ცვლილებებზე. ფასების ცლილებებს ე.წ. მენიუს დანახრჯები ახლავს. იმის გამო,
რომ ყველა ფასიე რთნაირად სწრაფად არ რეაგირებს ეკონომიკური პირობების ცვლილებაზე,
ფასების მოულოდნელი ვარდნა ზოგ ფირმას მაღალი ფასების შენარჩუნებას აიძულებს, რაც
პროდუქციის გაყიდვის მოცულობას და საბოლოოდ საქონლისა და მომსახურების
გამოშვებას ამცირებს. ფასების მოსალოდნელზე დაბალი დონის პირობებში ზოგი ფირმა
სასურველზე მაღალ ფასებს ინარჩუნებს, რაც ამცირებს მათ გაყიდვებს და შესაბამისად,
წარმოების დონესაც.

მცდარი შეხედულებების თეორია - ფასების დონის ცვლილებბმა შეიძლება შეცდომაში


შეიყვანოს მიმწოდებლები იმ კონკრეტულ ბაზრებზე არსებულ სიტუაციასთან შედარებით,
რომლებიც საქონელს ყიდიან. ამ მოკლევადიანი მცდარი შეხედულებების შედეგად
მიმწოდებლები რეაგირებენ ფასების დონის ცვლილებებზე, რაც თავის მხრივ მოკლევადიანი
პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდის ცვლილებას იწვევს. ფასების მოსალოდნელზე
დაბალი დონის გამო ზოგი მიმწოდებელი არაწორად ფიქრობს, რომ მხოლოდ მისი საქონლის
ფარდობითი ფასები დაეცა და ამ მოვლენას წარმოების შემცირებით პასუხობს.

სამივე თეორიის თანახმად წარმოება მაშინგ ადაიხრება თავისი ბუნებრივი დონიდან, როცა
ფასების საერთო დონე მოსალოდნელს არ ემთხვევა.

მიწოდების რაოდენობა = წარმოების ბუნებრივი დონე + a (მიმდინარე ფასები - მოსალოდნელი


ფასები)

A არის რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად რეაგირებს გამოშვება ფასების


მოულოდნელ ცვლილებებზე. მოკლევადიანი ერთობლივი ცვლილებების საფუძველი
დროებითია.

მოკლევადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდი შესაძლოა გადადგილდეს


რამდენიმე მიზეზის გამო:

სამუშაო ძალის ცვლილების ეფექტი- შრომითი რესურსების ზრდა (შეიძლება უმუშევრობის


ბუნებრივი დონის დაცემის გამო) ერთობლივი მიწოდების მრუდს მარჯვნივ გადაადგილებს.
შრომითი რესურსების შემცირება მარცხნივ.

კაპიტალის ცვლილების ეფექტი- ფიზიკური ან ადამაინური კაპიტალის ზრდა ერთობლივი


მიწოდების მრუდს მარჯვნივ გადაადგილებს, შემცირება კი მარცხნივ.

ბუნებრივი რესურსების ეფექტი- ბუნებრივი რესურსების მისაწვდომობის ზრდა ერთობლივი


მიწოდების მრუდს მარჯვნივ გადაადგილებს და პირიქით.

ტექნოლოტიის ეფექტი-ტექნოლოგიური განვითარება ერთობლივი მიწოდების მრუდს


მარჯვნივ გადაადგილებს და პირიქით.

ფასების მოსალოდნელი დონე - მოსალოდნელი ფასების კლება მოკლევადიანი პერიოდის


ერთობლივი მიწოდების მრუდს მარჯვნივ გადაადგილებს და პირიქით.

დ) გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდი და მისი გადაადგილებები;

გრძელვადიან პერიოდში საქონლისა და მომსახურების მიწოდება დამოკიდებულია


კაპიტალსა და შრომის მიწოდებასა და იმ საწამოო ტექნოლოგიაზე, რომელიც გამოიყენება
კაპიტალსა და შრომის საქონლად და მომსახურებად გადაქცევისთვის. როცა იმ ძალებს
ვაანალიზებთ, რომლებიც გრძელვადიან ზრდაზე ახდენს გავლენას, მაშინ არ გვჭირდება
ფასების საერთო დონის გამოყენება. რადგან ფასების დონე გრძელვადიან დეტერმინანტებზე
გავლენას არ ახდენს, გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდი
ვერტიკალურია.
გრძელვადიანი პერიოდის წარმოების დონეს ზოგჯერ პოტენციური წარმოება ან სრული
დასაქმების შესაბამისი წარმოება ეწოდება. უფრო ზუსტად წარმოების ბუნებრივი დონე,
(საქონლისა და მომსახურების წარმოების დონე, რომელსაც ეკონომიკა აღწევს გრძელვადიან
პერიოდში უმუშევრობის ბუნებრივი დონის დროს) რადგან წარმოების ეს მოცულობა
შეესაბამება იმ დროს , როდესაც დასაქმება მის ბუნებრივ, ანუ ნორმალურ დონეზეა.
ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს წარმოების ბუნებრივ დონეზე
გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდს გადაადგილებს.

შრომის ცვლილებებით გამოწვეული გადაადგილებები- მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდის


გამო იმატებს საქონლისა და მომსახურების რაოდნეობაც =>> მრუდი მარჯვნივ
გადაადგილდება და პირიქით. გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდის
პოზიცია დამოკიდებულია უმუშევრობის ბუნებრივ დონეზეც. =>> ნებისმიერი ცვლილება,
რომელიც უმუშევრობის ბუნებრივ დონეს შეეხება, ერთობლივი მიწოდების მრუდსაც
გადაადგილებს.

კაპიტალის ცვლილებით გამოწვეული გადაადგილებები - ეკონომიკაში არსებული


კაპიტალის მარაგის ზრდა მწარმოებლურობასა და ->> საქონლისა და მომსახურების
რაოდენობის ზრდას იწვევს. შედეგად, გრძელვადიანი ერთობლივი მიწოდების მრუდი
მარჯვნივ გადაადგილდება. და პირიქით.

ბუნებრივი რესურსების ცვლილებით გამოწვეული გადაადგილებები - ეკონომიკის


მწარმოებლურობა დამოკიდებულია მის ბუნებრივ რესურსებზეც, რაშიც სხვებთან ერთად
შედის მიწა, მინერალები და ამინდი. ახალი მინერალური საბადოს აღმოჩენა გრძელვადიანი
ერთობლივი მიწოდების მრუდს მარჯვნივ გადაადგილებს. ამინდის ცვლილება ხშირად
ართულებს მოსავლის მოწევას და გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების
მრუდს მარცხნივ გადაადგილებს.
ტექნოლოგიური ცვლილებებით გამოწვეული გადაადგილებები - კომპიუტერის დანერგვამ
სამუშაო ძალის, კაპიტალის და ბუნებრივი რესურსების იმავე რაოდენობის გამოყენებით
მეტი პროდუქციის წარმოების საშუალება მოგვცა. რადგან კომპიუტერის გამოყენება სწრაფას
გავრცელდა ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში, ამ მოველნად გრძელვადიანი პერიოდის
ერთობლივი მიწოდების მრუდი მარჯვნივ გადაადგილა. საერთაშორისო ვაჭრობის
გაფართოებამ ქვეყნებს მაღალმწრმოებლურ დარგებში სპეციალიზაციის შესაძლებლობა
მისცა და მრუდი მარჯვნივ გადაადგილდა.

ე) ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების გამოყენება გრძელვადიანი


პერიოდის ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ასახვისთვის;

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ცვლილებების მრავალი მიზეზი არსებობს,


რეალურად განმსაზღვრელი როლი ორ ფაქტორს - ტექნოლოგიას და მონეტარულ პოლიტიკას
უნდა მიენიჭოს. ტექნოლოგიური პროცესი აძლიერებს ეკონომიკის შესაძლებლობებს
აწარმოოს საქონელი და მომსახურება. ზრდის ერტობლივი წარმოების მოცულობას, რაც
მიწოდების მრუდის გამუდმებით მარჯვნივ გადაადგილებაში გამოიხატება. იმის გამო, რომ
ფედერალური სარეზერვო სისტემა დროთა განმავლობაში ზრდის ფულის მიწოდებას,
ერთობლივი მოთხოვნის მრუდიც მარჯვნივ იწევს. ვიღებთ წარმოების ზდის ტენდენციას და
განუწყვეტელ ინფლაციას.

მოკლევადიანი პერიოდის რყევების საფუძველი გრძელვადიანიპერიოდის ტენდენციებია.


მოკლევადიანი პერიოდის წარმოებისა და ფასების დონის ცვლილებები უნდა
წარმოვიდგინოთ, როგორც გადახრები გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის
ტენდენციებიდან.

ვ) ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების მრუდის გადაადგილების შედეგები.

გრძელვადიან პერიოდში ერთობლივი მოხოვნის მრუდის ცვლილებები სრულად აისახება


ფასების დონეზე და არა წარმოების დონეზე. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ერთობლივი
მოთხოვნის მრუდის გადაადგილების შედეგი გრძელვადიან პერიოდში ნომინალური
ცვლილებაა (ფასების დონე მცირდება და არა რეალური ცვლილება (წარმოების მოცულობა
უცვლელია).

მოკლევადიან პერიოდში ერთობლივი მოთხოვნის ცვლილებები იწვევს საქონლისა და


მომსახურების წარმოების ცვლილებებს; გრძელვადიან პერიოდში ერთობლივი მოთხოვნის
ცვლილებები გავლენას ახდენს ფასების საერთო დონეზე, მაგრამ არა წარმოების
მოცულობაზე; პოლიტიკოსების ერთობლივ მოთხოვნაზე გავლენით შეუძლიათ
ეკონომიკური მერყეობის სირთულის შერბილება.
სტაგფლაცია - წარმოების შემცირებისა და ფასების ზრდის პროცესი. როცა ეკონომიკაში
არსებობს როგორც სტაგნაცია (წარმოების დაქვეითება), ისე ინფლაცია (ფასების ზრდა), ასეთ
შემთხვევას ზოგჯერ სტაგფლაციასაც უწოდებენ.

გაზრდილი ფასები, რომლებიც უფრო მაღალი ხელფასებისკენ უბიძგებენ ეკონომიკას, თავის


მხრივ, კიდევ უფრო მეტად ზრდიან ფასებს, რასაც ხანდხან ფასების და ხელფასების სპირალს
უწოდებენ. რაღაც მომენტში ფასებისა და ხელფასების სპირალი შენელდება. დასაქმებისა და
წარმოების დაბალი დონე მომუშავეთა ხელფასებს შეამცირებს, რადგან მაღალი
უმუშევრობის პირობებში მშრომელების პოზიცია მოლაპარაკებების პროცესში საკმაოდ
სუსტია. როცა ნომინალური ხელფასი მცირდება, საქონლისა და მომსახურების წარმოება
უფრო მომგებიანი ხდება და მოკლევადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდი
მარჯვნივ გადაადგილდება.

ერთობლივი მიწოდების მრუდის გადაადგილებებმა შეიძლება გამოიწვიოს სტაგფლაცია -


რეცესიისა (წარმოების შემცირების) და ინფლაციის (ფასების ზრდის) კომბინაცია; თუ
პოლიტიკოსებს ერთობლივ მოთხოვნაზე ზეგავლენა შეუძლიათ, მაშინ ისინი შეარბილებენ
წარმოების მოცულობის შემცირების პრობლემას, მაგრამ ეს მხოლოდ ინფლაციის
გაუარესების ხარჯზე მოხდება.

34. მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გავლენა ერთობლივ მოთხოვნაზე:

ა) მონეტარული პოლიტიკის გავლენა ერთობლივ მოთხოვნაზე ( ლიკვიდურობის


უპირატესობის თეორია, ფულის მიწოდების ცვლილებები და სარგებლის განაკვეთი);

ერთობლივი მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის


რაოდენობას ფასებისთითოეულ დონეზე. მრუდის კლებადობის სამი მიზეზი:

სიმდიდრის ეფექტი - ფასების დონის შემცირება იწვევს საოჯახო მეურნეობების ფულადი


სახსრების რეალური ღირებულების ზრდას, ხოლო რეალური ღირებულებულების ანუ
სიმდიდრის ზრდა სამომხმარებლო ხარჯების სტიმულირებას იწვევს.

სარგებლის განაკვეთის ეფექტი - ფასების დონის შემცირება სარგებლის განაკვეთს ამცირებს,


რადგან ადამიანები საკუთარი ჭარბი ფულადი სახსრების გასესხებას ცდილობენ, ხოლო
სარგებლის განაკვეთის შემცირება საინესტიციო ხარჯების ზრდას უწყობს ხელს.

სავალუტო კურსის ეფექტი-როდესაც ფასების დონის შემცირება სარგებლის განაკვეთის


შემცირებას იწვევს, ინვესტორებს თავიანთი სახსრების ნაწილი უხოეთში გააქვთ, რაც
ამცირებს ადგილობრივი ვალუტის ღირებულებას უცხოურ ვალუტასთან შედარებით.
ღირებულების შემცირების შედეგად სამამულო საქონელი იაფდება უცხოურ საქონელთან
შედარებით, რაც წმინდა ექსპორტის სტიმულირებას იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ მრუდის კლება ამ ეფექტებითაა გამოწვეული მათ თანაბარი
მნიშვნელობა არ გააჩნიათ. რადგან ფული საოჯახო მეურნეობის სიმდიდრის მცირე ნაწილია,
სიმდიდრის ეფექტს ნაკლები მნიშველობა აქვს. ამასთანავე, რადგან ექსპორტი და იმპორტი
აშშ-ს მშპ-ს მცირე ნაწილია, სავალუტო კურსის ეფექტი ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის არც ისე
დიდია. აშშ-ს ეკონომიკისთვის ერთობლივი მოთხოვნის მრუდის კლებადობის ყველაზე
მნიშვნელოვანი მიზეზია სარგებლის განაკვეთის ეფექტი. ამიტომ იმისთვის, რომ გავიგოთ
როგორ მოქმედებს პოლიტიკა ერთობლივ მოთხოვნაზე, სარგებლის განაკვეთის ეფექტს
უფრო დეტალურად შევისწავლით.

ჯონ მეინარდ კეინზმა „დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია“-ში


შემოგვთავაზა ლიკვიდურობის უპირატესობის თეორია იმის ასახსნელად, თუ რომელი
ფაქტორების განსაზღვრავს ეკონომიკაში სარგებლის განაკვეთის დონეს. ეს თეორია,
არსებითად, სარგებლისა და მოთხოვნის გამოყენების ერთ-ერთი კერძო მაგალითია.

სარგებლის ნომინალური განაკვეთი ის მაჩვენებელია, რომელიც ანგარიშებში გვხვდება,


სარგებლის რეალური განაკვეთი კი ინფლაციის დონის მიხედვით კორექტირებული
განაკვეთია. როცა ინფლაცია არ არსებობს, ორივე განაკვეთი ერთმანეთის ტოლია. როცა
მსესხებლები და გამსესხებლები სესხის მოქმედების პერიოდში ფასების ზრდას მელიან,
ისინი თანხმდებიან სარგებლის ისეთ ნომინალურ განაკვეთზე, რმელიც სარგებლის რეალურ
განაკვეთს ინფლაციის მოსალოდნელი დონით აღემატება. სარგებლის უფრო მაღალი
განაკვეთი სესხის ნაკლებად ღირებული დოლარით დაბრუნების მოლოდინის კომპენსაციას
ახდენს.

ლიკვიდურობის უპირატესობის თეორია ფულის მიწოდებისა და მოთხოვნის გამოყენებით :

ფულის მიწოდება -ფედერაული სარეზერვო სისტემა ფულის მიწოდებას ძირითადად


საბანკო სისტემის რეზერვების რაოდენობის ცვლილებებით ცვლის, რომელთაც ღია ბაზარზე
სამთავრობო ობლიგაციების ყიდვისა და გაყიდვის მეშვეობით ახორციელებს. ღია ბაზრის
ოპერაციების გარდა, ფედერალურ სარეზერვო სისტემას ფულის მიწოდების ცვლილება
სარეზერვო მოთხოვნებითა (ღეზერვების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს
ბანკების დეპოზიტებზე) და დისკონტის განაკვეთით (სარგებლის განაკვეთი, რომლითაც
ბანკები ფედერალური სარეზერვო სისტემიდან ფულს სესხად იღებენ) შეუძლია.
ეკონომიკაში ფულის მიწოდების რაოდენობა ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ
არჩეულ დონეზეა დაფიქსირებული და არ არის დამოკიდებული სარგებლის განაკვეთზე. მას
შემდეგ რაც ფედერალური სარეზერვო სისტემა გადაწყევტილებას იღებს, ფულის რაოდენობა
უცვლელია, სარგებლის განაკვეთის მიუხედავად.

ფულზე მოთხოვნა -აქტივის ლიკვიდურობა არის აქტივის უნარი, სწრაფად გადაინაცვლოს


ეკონომიკაში არსებულ გაცვლის საშუალებაზე. ფული გაცვლის საშუალებაა ყველაზე
ლიკვიდური აქტივია. ამით აიხსნება ფულზე მოთხოვნაც. იმის გამო, რომ ფულით
საქონლისა და მომსახურების ყიდვა შეიძლება, ადამიანები ამჯობინებენ ფულის და არა სხვა
აქტივების შენახვას , რომელთაც

უფრო მაღალი უკუგება აქვთ.

ლიკვიდურობის თეორია გამოყოფს სარგებლის განაკვეთს, რადგან ის ნაღდი ფულის


ფლობის ალტერნატიული დანახარჯია. ანუ როცა სიმდიდრეს ნაღდი ფულით ვინახავთ ამ
ფულის სარგებლიანი ობლიგაციის ნაცვლად, ამ სარგებელს ვკარგავთ. სარგებლის
განაკვეთის ზრდა ნაღდი ფულის ფლობის ალტერნატიული დანახარჯის ზრდასა და აქედან
გამომდინარე ფულზე მოთხოვნის რაოდენობის შემცირებას იწვევს.

წონასწორობა ფულის ბაზარზე - ლიკვიდურობის უპირატესობის თეორიის თანახმად


სარგებლის განაკვეთი თვითრეგულისრდება ფულის მიწოდებისა და მოთხოვნის სრულ
გაწონასწორებამდე. არსებობს სარგებლის ერთი განაკვეთი ე.წ. სარგებლის წონასწორეული
განაკვეთი, რომლის დროსაც ფულზე მოთხოვნის რაოდენობა ზუსტად ფულის მიწოდების
რაოდენობის ტოლია. თუ სარგებლის განაკვეთი რომელიმე სხვა დონეზეა, ადამაინები
საკუთარი აქტივების პორტფელების რეგულირებას ცდილობენ, რითაც სარგებლის
განაკვეთს წონასწორობისკენ უბიძგებენ. როცა ადამაინები თავიანთი ობლიგაციების
რაოდენობას ამცირებენ, ამ ობლიგაციების გამომშვებები აცნობიერებენ, რომ ობლიგაციების
სარგებლის განაკვეთი უნდა გაზარდონ, რათა მყიდველები მოიზიდონ. ასე რომ, სარგებლის
განაკვეთი იზრდება და წონასწორულ დონეს უახლოვდება.

სარგებლის ეფექტის ანალიზი სამ დასკვნამდე დადის: 1. ფასების დონის ზრდა ფულზე
მოთხოვნის ზრდას იწვევს. 2. ფულზე მოთხოვნის ზრდა სარგებლის განაკვეთის ზრდას
იწვევს. 3. სარგებლის განაკვეთის ზრდა საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის
რაოდენობას ამცირებს.

ფულის მიწოდების ცვლილებები - როდესაც ფასების მოცემული დონისათვის საქონელსა და


მომსახურებაზე მოთხოვნა იცვლება, ერტობლივი მიწოდების მრუდი გადაადგილდება და
ამის ერთ-ერთი მნისნელოვანი ცვლადია მონეტარული პოლიტიკა. დავუშვათ, რომ
ფედერალური სარეზერვო სისტემა ღია ბაზარზე სამთავრობო ობლიგაციების შესყიდვების
გზით ზრდის ფულის მიწოდებას.

ფულის მიწოდების ზრდა იწვევს ფულის მიწოდების მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას


MS1 დან MS2-მდე. ვინაიდან ფულზე მოთხოვნა არ იცვლება, ამიტომ სარგებლის განაკვეთი
r1 დან r2-მდე მცირდება, რათა ფუულის მიწოდება და ფულზე მოთხოვნა გაწონასწორდეს.
ესე იგი, სარგებლის განაკვეთი უნდა შემცირდეს რათა ადამიანებმა ფედერალუტი
სარეზერვო სისტემის მიერ შექმნილი დამატებითი ფულის ნაღდი სახით ფლობა
მოისურვონ.
სარგებლის განაკვეთი მოქმედებს საქონლისა და მომსახურების მოთხოვნის რაოდენობაზე.
სარგებლის განაკვეთის შემცირება ამცირებს სესხების ღირებულებასა და დაზოგვის
უკუგებას. საოჯახო მეურნეობები უფრო მეტ და დიდ სახლებს ყიდულობენ, რაც სტიმულს
აძლევს მოთხოვნას საბინაო მშენებლობების ინვესტიციებზე. ფირმები მეტ თანხას ხარჯავენ
ახალ ქარხნებსა და დანადგარებზე, რაც ინვესტიციებს უწყობს ხელს. საოჯახო მეურნეობები
ნაკლებს ზოგავენ და მეტს ხარჯავენ სამომხმარებლო საქონელზე. ამის გამო ფასების
მოცემულ P დონეზე საქონლისა და მომსახურების მოთხოვნის რაოდენობა Y1დან Y2მდე
იზრდება, ცხადია ფასების P დონე დიდად გასაკვირი არ არის. მონეტარული ჩარევა ფასების
ყოველი დონისათვის ზრდის საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნას. ამდენად
ერთობლივი მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება.

ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განხორციელებული მონეტარული ინექცია


ამცირებს სარგებლის განაკვეთს და ფასების ნებისმიერი მოცემული დონისათვის ზრდის
მოთხოვნას საქონელსა და მომსახურებაზე, რაც ერთობლივი მოთხოვნის მრუდს მარჯვნივ
გადაადგლებს და პირიქით.

სარგებლის განაკვეთი-ხშირად ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის შესახებ


დისკუსიებისას ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკურ ინსტუმენტად ფულის
მიქოდების ნაცვლად სარგებლის განაკვეთს განიხილავენ. მართლაც, უკანასკნელ წლებში
თავის პოლიტიკას წარმართავს ფედერალური ფონდების განაკვეთის განსაზღვრის გზით -
სარგებლის განაკვეთისა, რომელსაც ბანკები ერთმანეთს შორის მოკლევადიანი სესხებისთვის
აწესებენ. კომიტეტმა უკანასკნელ წლებში ფულის მიწოდების განსაზღვრას ფედერალური
ფონდების განაკვეთის დაფიქსიერბა ამჯობინა, რადგან ფულის მიწოდების საკმარისი
სიზუსტით დადგენა თითქმის შეუძლებელია. ლიკვიდურობის უპირატესობის თეორია
ერთმნიშვნელოვან პოზიციაზე მიგვითითებს: მონეტარული პოლიტიკის აღწერა შეიძლება
როგორც ფულის მიწოდების, ისე სარგებლის განაკვეთის საშუალებით.

როდესაც ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის ფედერალური ფონდების განაკვეთს


ამცირებს, ფედერალური სარეზერვო სისტემის ობლიგაციებით მოვაჭრეები სამთავრობო
ობლიგაციებს ყიდულობენ, ეს კი ფულის მიწოდების ზრდასა და სარგებლის წონასწორული
განაკვეთის შემცირებას იწვევს. როდესაც კომიტეტი ფედერალუი ფონდების განაკვეთს
ზრდის, ობლიგაციებით მოვაჭრეები ობლიგაციებს ყიდიან, რაც გულის მიწოდებას ამცირება
და სარგებლის წონასწორულ განაკვეთს ზრდის.

ამგავრად, მონეტარული პოლიტიკის ცვლილება, რომლის მიზანიცაა ერთობლივი


მოთხოვნის გაზრდა, შეიძლება აღვწეროთ, როგორც ფულის მიწოდების ზრდა ან სარგებლის
განაკვეთის შემცირება. პოლიტიკის ცვლილება, რმლის მიზანია ერთობლივი მოთხოვნის
შემცირება, შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ფულის მიწოდების შემცირება ან სარგებლის
განაკვეთის ზრდა.

ბ) ფისკალური პოლიტიკის გავლენა ერთობლივ მოთხოვნაზე ( სახელმწიფო შესყიდვების


გავლენა, მულტიპლიკატორის ეფექტი, დანახარჯების მულტიპლიკატორის ფორმულა,
გამოდევნის ეფექტი);

ეკონომიკური სიტუაციის შეცვლა მთავრობას არა მარტო მონეტარული პოლიტიკით, არამედ


ფისკალური პოლიტიკითაც შეუძლია. ფისკალური პოლიტიკა -პოლიტიკოსების მიერ
სახელმწიფო შესყიდვებისა გადასახადების დონის დადგენა. მოკლევადიან პერიოდში
ფისკალური პოლიტიკია ძირითადად საქონლისა და მომსახურების ერთობლივ მოთოვნაზე
მოქმედებს.

სახელმწიფო შესყიდვების ცვლილებანი - როცა მთავრობა ცვლის ფულის მიწოდებას ან


გადასახადების დონეს, ისინი ფირმებისა და საოჯახო მეურნეობების გადაწყვეტილებებზე
არაპირდაპირი ზემოქმედებით გადააადგილებენ ერთობლივი მოთხოვნის მრუდს. პირიქით,
როდესაც მთავრობა ცვლის მის მიერვე შეძენილი საქონლისა და მომსახურების რაოდენობას,
ამით პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ერთობლივი მოთხოვნის მრუდის გადაადგილებაზე.

აშშ- თავდაცვის დეპარტამენტი $20 მლრდ-ის ღირებულების ახალ გამანადგურებლებს


უკვეთავს „ბოინგს“ თვითმფინავების მსხვის მწარმოებელს. ეს შეკვეთა პროდუქციაზე
მოთხოვნას ზრდის, რაც ამ კომპენიას ახალი მუშახელის დაქირავებისა და წარმოების
გაფართოებისკენ უბიძგებს. რადგან „ბოინგი“ ეკონომიკის ნაწილია, ამიტომ
თვითმფრინავებზე მოთხოვნის ზრდა საქონელსა და მომსახურებაზე ერთობლივი
მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს. მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ. არსებობს ორი
მიკროეკონომიკური ეფექტი, რომლებიც ერთობლივი მრუდის გადაადგილების მასშტაბს
სახელმწიფო შესყიდვების ცვლილების სიდიდისგან განასხვავებს. 1) მულტიპლიკატორის
ეფექტი - ერთობლივი მოთხოვნის მრუდი $20 მლრდ-ზე მეტით უნდა გადაადგილდეს ;2 )
გამოდევნის ეფექტი- $20 მლრდ-ზე ნაკლებით უნდა გადაადგილდეს.

მულტიპლიკატორის ეფექტი-ერთობლივი მოთხოვნის მრუდის დამატებითი გადაადგილება,


რომელიც გამოწვეულია ექსპანსიონისტური ფისკალური პოლიტიკის შედეგად
შემოსავლებსა და აქედან გამომდინარე სამომხმარებლო დანახარჯების გაზრდით.

როდესაც სამომხმარებლო ხარჯები იზრდება, ფირმები, რომლებიც ამ სამომხმარებლო


საქონელს აწარმოებენ, მეტ მშრომელს ქირაობენ და მეტ მოგებას იღებენ. შემოსავლებისა და
მოგების ზრდა ისევ ზრდის სამომხმარებლო ხარჯებს და ყველაფერი მეორდება. ამგვარად,
საქმე გვაქვს დადებით მოვლენებთა, როდესაც მოთხოვნის ზრდა შემოსავლის ზრდას იწვევს,
ეს კი თავის მხრივ ოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის. ყველა ამ ეფექტის ერთობლივი
მოქმედების შედეგად მთლიანი ზემოქმედება საქონლისა და მომსახურების მოთხოვნაზე
შეიძლება სახელმწიფო შესყიდვების ზრდის საწყის ზრდაზე ბევრად მეტი იყოს.

სახელმწიფო შესყიდვების 20 მილიარდიანი ზრდა თავდაპირველად მოთხოვნის მრუდს


ზუსტად 20 მილიარდით გადააადგილებს AD1დან AD2-მდე. მაგრამ, როდესაც
მომხმარებლები ამის საპასუხოდ თავიანთ ხარჯებს გაზრდიან, მოთხოვნის მრუდი კიდევ
ერთხელ გადაადგილდება მარჯვნივ AD3-მდე.
მულტიპლიკატორის ეფექტი, რომელიც სამომხმარებლო ხარჯების ზრდის შედეგად ჩნდება,
შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს მოთხოვნის დონის ზრდაზე ინვესტიციების
რეაგირების შედეგად. მაგ: თვითმფრინავებზე მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ „ბოინგს“
შეუძლია, ახალი დანადგარების ყიდვა ან ახალი ქარხნის აშენება გადაწყვიტოს. ამ
შემთხვევაში მთავრობის მხრიდან მოთხოვნის ზრდა საინვესტიციო საქონელზე მოთხოვნის
ზრდას გამოიწვევს. მოთხოვნასა და ინვესტიციებს შორის არსებულ ამ დადებით უკუკავშირს
შოგჯერ საინვესტიციო აქსელერატორს უწოდებენ.

მულტიპლიკატორის ეფექტის სიდიდის განსასაზღვრად გამოიყენება ფორმულა, რომლის


ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია მოხმარების ზღვრული მიდრეკილება (MPC) -დამატებითი
შემოსავლის ის ნაწილი, რომელსაც საოჯახო მოურნეობა სამომხმარებლო საქონელზე
ხარჯავს. მაგ: ვთქვათ მოხმარების ზღვრული მიდრეკილებაა ¾. ეს ნიშნავს რომ საოჯახო
მეურნეობა თავისი დამატებითი შემოსავლის თითოეული ლარიდან $0,25-ს ზოგავს, $0,75-ს
კი ხარჯავს. ამ შემთხვევაში, როდესაც ‘ბოინგის მშრომელები და მფლობელები მთავრობის
კონრაქტიდან $20 მილიარდს იღებენ, ისინი საკუთარ სამომხმარებლო ხარჯებს ზრდიან ¾ x
$20 მილიარდით, ანუ $15 მილიარდით.

მთავრობა ხარჯავს $20 მილიარს, რაც ნიშნავს, რომ იწვევს სამომხმარებლო ხარჯების ზრდას
MPC x $20 მილიარდით, რაც თავის მხრივ, იმ ფირმების მშრომელებისა და მფლობელების
შემოსავლების ზრდას იწვევს, რომლებიც ამ სამომხმარებლო საქონელს აწარმოებენ.
შემოსავლის ეს ზრდა ხელმეორედ ზრდის სამომხმარბლო ხარჯებს, ამჯერად MPC x (MPC x
$20 მლრდ)-ით. ეს უკუკავშირი უსასრულოდ გრძელდება.

ერთობლივ მოთხოვნაზე სახელმწიფო შესყიდვების ცვლილების მთლიანი ზემოქმედების


შესაფასებლად შევაჯამოთ ყველა ეფექტი:

სახელმწიფო შესყიდვების ცვლილება = $20 მლრდ

მოხმარების პირველი ცვლილება = MPC x $20 მლრდ

მოხმარების მეორე ცვლილება = MPC2 x $20 მლრდ (2 mpc kvadratshi anu)

მოხმარების მესამე ცვლილება = MPC3 x $20 მლრდ (კუბში)

მოთხოვნის საერთო ცვლილება = (1+ MPC +MPC2+MPC3 +...) x $20 mlrd

მულტიპლიკატორის ფორმულის გაასმარტივებლად უსასრულო გეომეტრიული პროგრესიის


გამოსახულება როცა -1< X < 1მაშინ 1+x+x2+x3+…=1/ (1-x)

ჩვენ შემთხვევაში x= MPC ამიტომ მულტიპლიკატორი = 1/(1-MPC) შესაბამისად რაც მეტია


MPC მით მეტის მულტიპლიკატორი.
გამოდევნის ეფექტი -ერთობლივი მოთხოვნის შემცირება, როცა ექსპანსიონისტური
ფისკალური პოლიტიკის შედეგად იზრდება სარგებლის განაკვეთი და, შესაბამისად
მცირდება საინვესტიციო ხარჯები. იმის გასაგებად თუ რატომ ჩნდება გამოდევნა კიდევ
ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა ხდება, როცა მთავრობა „ბოინგისგან“ $ 20 მლრდ
ღირებულების თვითმფრინავებს ყიდულობს. მოთხოვნის ეს ზრდა ამ ფირმის მშრომელებისა
და მფლობელების შემოსავლების ზრდას იწვევს. როცა შემოსავალი იზრდება, საოჯახი
მეურნეობები მეტი საქონლისა და მომსახურების ყიდვას გეგმავენ და ამიტომ თავისი
სიმდიდრის უფრო მეტი ნაწილის ლიკვიდური სახით ფლობას არჩევენ. ესე იგი შემოსავლის
ზრდა, რომელიც ფისკალური ექსპანსიი შედეგია, ფულზე მოთხოვნის ზრდას იწვევს.
როდესაც მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებს $ 20 მლრდ-ით ზრდის საქონელსა და
მომსახურებაზე ერთობლივი მოთხოვნა შეიძლება $20 მლრდ-ზე მეტაად ან ნაკლებად
გაიზარდოს იმის მიხედვით, მულტიპლიკატორის ეფექტია მეთი თუ გამოდევნის ეფექტი.

BY Andie(ko) :3

You might also like