You are on page 1of 8

13.

წარმოების დანახარჯები და მოგება:

ა) ეკონომიკური საბუღალტრო მოგება; გ) მუდმივი, ცვალებადი, საშუალო და ზღვრული


დანახარჯები და მათი მრუდები;

ფირმების ძირითადი მიზანია მოგების მაქსიმიზაცია. თანხას რომელსაც ფირმა იღებს


საკუთარი პროდუქციის გაყიდვის შედეგად, ფირმის მთლიანი შემოსავალი ეწოდება, ხოლო
იმ თანხას, რომელსაც ფირმა იხდის მასალების შესაძენად ფირმის მთლიანი დანახარჯი
ეწოდება.
მოგება = მთლიანი შემოსავალს – მთლიანი დანახარჯი

TR=P*Q მთლიანი შემოსავლი ესაა ფირმის პროდუქციის რაოდენობისა და ფირმის


პროდუქციაზე დაწესებული გასაყიდი ფასის ნამრავლი.

როდესაც ვთვლით ფირმის დანახარჯებს, უნდა გვახსოვდეს, რომ რაიმეს დანახარჯი არის
ის, რაც უნდა დავთმოთ მის სანაცვლოდ. ფირმის ალტერნატიული დანახარჯი ზოგჯერ
ცხადია და ზოგჯერ ნაკლებად ცხადი. მაგალითად ხელფასები, რომელთაც ფირმა თავის
თანამშრომელს უხდის - ცხადი დანახარჯია, მაგრამ ხელფასი რომელსაც ფირმის
მფლობელი თმობს, რომ მუშაობს თავის ფირმაში, იმის ნაცვლად რომ სხვა ადგილზე
იმუშაოს – არაცხადი დანახარჯია.

ცხადი და არაცხადი დანახარჯების ეს განსხვავება ხაზს უსვამს იმ განსხვავებას, რომელიც


არსებობს ეკონომისტებისა და ბუღალტრებისეულ ანალიზს შორის. ეკონომისტები
დაინტერესებულნი არიან იმის შესწავლით , თუ როგორ იღებენ ფირმები გადაწყვეტილებებს
წარმოებისა და ფასდადების შესახებ, ამიტომ დანახარჯების დათვლისას ყველა
ალტერნატიულ დანახარჯს ითვალისწინებენ. ბუღალტრები კი ვალდებულნი არიან
თვალყური ადევნონ ყველა იმ თანხას რომელიც ფირმაში შემოდის და ფირმიდან გადის.
ამის შემდეგ,ბუღალტრები ითვლიან ცხად დანახარჯებს და ხშირად უგულებელყოფენ
არაცხად დანახარჯებს. თითქმის ყველა ფირმის მნიშვნელოვანი არაცხადი დანახარჯია იმ
ფინანსური კაპიტალის ალტერნატიული დანახარჯი, რომელიც დაიხარჯა ამ ფირმის
დაფუძნებისას.

იქიდან გამომდინარე,რომ ეკონომისტები და ბუღალტრები დანახარჯებს


სხვადასხვაგვარად ანგარიშობენ, ისინი მოგებასაც განსხვავებულად ითვლიან . ეკონომისტი
ფირმის ეკონომიკურ მოგებას განსაზღვრავს, როგორც სხვაობას ფირმის მთლიან
შემოსავალსა და გასაყიდი საქონლისა თუ მომსახურების ყველა ალტერნატიულ დანახარჯს
შორის. ბუღალტერი ფირმის საბუღალტრო მოგებას განსაზღვრავს , როგორც სხვაობა
ფირმის მთლიან შემოსავალსა და ფირმის მხოლოდ ცხად დანახარჯებს შორის.

იქიდან გამომდინარე,რომ ბუღალტერი არაცხად დანახარჯებს უგულებელყოფს,


საბუღალტრო მოგება ეკონომიკურ მოგებაზე მეტია. ეკონომისტის თვალსაზრისით, კი
იმისთვის, რომ ფირმა მომგებიანი იყოს, მთლიანი შემოსავალი უნდა ფარავდეს ყველა
ალტერნატიულ დანახარჯს, ცხადსააც და არაცხადსაც.
დანახარჯებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ფირმის მთლიანი დანახარჯი
შეიძლება დაიყოს მუდმივ და ცვალებად დანახარჯად. მუდმივი დანახარჯი ის დანახარჯია ,
რომელიც არ იცვლება ფირმის პროდუქციის რაოდენობის ცვლილებისას. ცვალებადი
დანახარჯი ის დანახარჯია, რომელიც იცვლება ფირმის პროდუქციის რაოდენობის
ცვლილებისას.

ფირმის მთლიანი დანახარჯებიდან მიიღება ორი სახის ურთიერთდაკავშირებული


დანახარჯი: საშუალო მთლიანი დანახარჯი და ზღვრული დანახარჯი.

საშუალო მთლიანი დანახარჯი არის მთლიანი დანახარჯის განაყოფი პროდუქციის


რაოდენობაზე. ATC= TC/Q

ზღვრული დანახარჯი ის სიდიდეა, რომლითაც გაიზრდება მთლიანი დანახარჯი, თუ


პროდუქცციის რაოდენობას ერთი ერთეულით გავზრდით. MC= დელტაTC/დელტაQ

ამრიგად პროდუქციის წარმოებისათვის საჭიროა სხვადასხვა სახის დანახარჯები,ეს იქნება


საყიდელი მასალები თუ გასაცემი ხელფასები, რომლებიც საბოლოოდ ქმნის მთლიან
დანახარჯებს, რაც ნაკლებია მთლიანი დანახარჯი მიღებულ შემოსავლებთან შედარებით
,მით მეტია მოგება და მეტი სტიმული აქვს ფირმას გააგრძელოს თავისი საქმიანობა.

ბ) საწარმოო ფუნქცია და შრომის ზღვრული პროდუქტი;

ფირმები გაიღებენ დანახარჯებს, როდესაც ყიდულობენ იმ საქონლისა და მომსახურების


წარმოებისათვის საჭირო მასალებს, რომელთა გაყიდვასაც აპირებენ . დამოკიდებულება
საქონლის წარმოებაში გამოყენებული მასალების რაოდენობისა და წარმოებული
საქონლის რაოდენობას შორის აისახება საწარმოო ფუნქციით.

ეკონომიკის ერთ ერთი პრინციპის თანახმად, რაციონალური ადამიანები ზღვრული


ანალიზით სარგებლობენ, რომელიც ეხმარება მათ მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ
თუ რამდენი მშრომელი დაიქირაონ და პროდუქციის რა მოცულობა აწარმოონ.

წარმოების ფაქტორის ზღვრული პროდუქტი არის პროდუქციის მოცულობის ნამატი


რომელიც მიიღება ამ ფაქტორის რაოდენობის ერთი ერთეულით გაზრდის შედეგად,
როდესაც მშრომელთა რაოდენობა იზრდება 1 დან 2 მდე, A პროდუქციის წარმოება იზრდება
50 დან 90 მდე, ასე რომ მეორე მშრომელის ზღვრული პროდუქტია A პროდუქტი. როდესაც
მშრომელთა რაოდენობა იზრდება 2 დან 3 მდე A საქონლის წარმოება იზრდება 90 დან 120
მდე, ამიტომ მესამე თანამშრომლის ზღვრული პროდუქტია 30 ცალი A საქონელი. ამრიგად ,
როდესაც მშრომელთა რაოდენობა იზდება, ზღვრული პროდუქტი მცირდება – ამ თვისებას
ზღვრული პროდუქტის კლებადობა ეწოდება.
საწარმოო ფუნქციის დახრილობა გვიჩვენებს საწარმოში წარმოებული A საქონლის
რაოდენობის ცვლილებას შრომის თითოეული დამატებითი ერთეულისთვის, როცა
მშრომელთა რაოდენობა იზრდება ზღვრული პროდუქტი მცირდება და საწარმოო ფუნქციის
დახრილობაც მცირდება. წარმოების დაგეგმვისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია
პროდუქციის მოცულობასა და მთლიან დანახარჯებს შორის ურთიერთდამოკიდებულების
განსაზღვრა. ამ ურთიერთდამოკიდებულებას გრაფიკულად ასახავს მთლიანი
დანახარჯების მრუდი.

მთლიანი დანახარჯების მრუდი გვიჩვენებს, რომ იმისთვის რომ საწარმომ ბევრი აწარმოოს ,
მას ბევრი მშრომელი უნდა ჰყავდეს. იმის გამო, რომ საწარმო უკვე ხალხმრავალია,
დამატებითი A პროდუქტის წარმოება საკმაო დანახარჯებთან არის დაკავშირებული .

ამრიგად, როდესაც პროდუქციის მოცულობა იზრდეაბა მთლიანი დანახარჯების მრუდის


დახრილობაც იზრდება.

დ) მასშტაბის ეკონომიურობა, არაეკონომიურობა და მუდმივი ეფექტი;


ფირმის დანახარჯები ხშირად დამოკიდებულია დროის იმ პერიოდის ხანგრძლივობაზე,
რომელსაც განვიხილავთ. კერძოდ მრავალი სახის დანახარჯები მუდმივია მოკლევადიან
პერიოდში და ცვალებადია გრძელვადიან პერიოდში. ამის შედეგად, როდესაც ფირმა
ცვლის წარმოების დონეს საშუალო მთლიანი დანახარჯი შეიძლება მოკლევადიან
პერიოდში მეტი იყოს, ვიდრე გრძელვადიან პერიოდში.

მაგალითად მოკლევადიან პერიოდში, ავტომობილების მწარმოებელი ფირმა, “ფორდი”


ვერ შეძლებს თავისი ქარხნების რაოდენობისა და ზომების დარეგულირებას. დამატებითი
ავტომობილების წარმოებას იგი შეძლებს მხოლოდ ახალი მუშების დაქირავებით იმ
ქარხნებში, რომლებიც მას უკვე აქვს. ამ ქარხანათა ღირებულება, აქედან გამომდინარე ,
მოკლევადიანი პერიოდის მუდმივი დანახარჯია. გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში
კი “ ფორდი” შეძლებს თავისი ქარხნების ზომების გაზრდას, ახალი ქარხნების აშენებას ან
ძველების დახურვას. ამრიგად მისი ქარხნების ღირებულება გრძელვადიან პერიოდში
ცვალებადი დანახარჯია.

იმის გამო, რომ მრავალი სახის დანახარჯები მუდმივია მოკლევადიან პერიოდში და


ცვალებადია გრძელვადიან პერიოდში, ფირმის გრძელვადიანი პერიოდის დანახარჯების
მრუდები განსხვავდება მისი მოკლევადიანი პერიოდის დანახარჯების მრუდებისგან .

რაც შეეწხება გრძელვადიან პერიოდს- გრძელვადიანი პერიოდის საშუალო მთლიანი


დანახარჯის მრუდს ბევრად უფრო ბრტყელი U-ს ფორმა აქვს ვიდრე მოკლევადიანი
პერიოდის საშუალო მთლიანი დანახარჯის მრუდს. ამის გარდა, გრძელვადიანი პერიოდის
მრუდი მთლიანად მოკლევადიანი პერიოდების მრუდებს ქვემოთ მდებარეობს, ეს

თვისებბები უფრო მეტი მოქნილობის შედეგია, რომელიც ფირმებს გრძელვადიან


პერიოდში აქვთ.

როდესაც “ფორდს” სურს წარმოების გაზრდა დღეში 1000 დან 1200 მდე (მანქანა), მას
მოკლევადიან პერიოდში სხვა არჩევანი არ გააჩნია არსებულ ქარხანაში ახალი
თანამშრომელთა დაქირავების გარდა. კლებადი ზღვრული პროდუქტის გამო საშუალო
მთლიანი დანახარჯი იზრდება ერთ მანქანაზე 10 000 დოლარიად ბ 12 000 დოლარამდე.
მაგრამ გრძელვადიან პერიოდში “ფორდს” შეუძლია გაზარდოს ქარხნის ზომებიც და
სამუშაო ძალაც და საშუალო მთლიანი დანახარჯი ისევ 10 000 დოლარი იქნება.

თუ გრძელვადიანი პერიოდის საშუალო მთლიანი დანახარჯი მცირდება პროდუქციის


რაოდენობის ზრდისას, ამას მასშტაბის ეკონომიურობა ეწოდება. თუ გრძელვადიანი
პერიოდის საშუალო მთლიანი დანახარჯი იზრდება პრიდუქციის რაოდენობის ზრდისას. ამას
მასშტაბის არაეკონომიურობა ეწოდება. თუ გრძელვადიანი პერიოდის საშუალო მთლიანი
დანახარჯი არ იცვლება წარმოების დონესთან ერთად, ამას მასშტაბის მუდმივი ეფექტი
ეწოდება.

მასშტაბის ეკონომიურობა შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ თანამედროვე


კონვეირული წარმოება მოითხოვს მუშათა დიდ რაოდენობას, რომელთაგანაც თითოეული
ერთი კონკრეტული ამოცანის შესრულებითაა დაკავებული. “ფორდი” რომ ავტომობილთა
მცირე რაოდენობას აწარმოებდეს იგი ვერ ისარგებლებდა ამ მიდგომით და მისი საშუალო
მთლიანი დანახარჯი მეტი იქნებოდა.

მასშტაბის არაეკონომიურობა კი – შეიძლება გამოწვეული იყოს მენეჯერთა მიზეზით . რაც


უფრო მეტია წარმოებული ავტომობილების რაოდენობა, მით უფრო დიდია მენეჯერთა
ჯგუფი და მით უფრო ნაკლებად ახერხებენ ეს მენეჯერები დანახარჯების დაბალ დონეზე
შენარჩუნებას.

განმარტებები:
ფორმულები
AFC=FC/Q
FC=TC-VC
AVC=VC/Q
ATC=TC/Q
MC=∆TC/∆Q

You might also like