You are on page 1of 6

1.

საერთაშორისო ბიზნესის განვითარება


ბიზნესის განვითარებისა და რეალიზაციის მოცულობის გაზრდის მთავარ სტიმულს
წარმოადგენს წარმოებისა და მომსახურების გატანა საზღვარგარეთ,მაგრამ
ამავდროულად გასათვალისწინებელია, რამდენად შეესაბამება საერთაშორისო
ბიზნესი ქვეყნების პოლიტიკურ ინტერესებს, ამისათვის საჭიროა გავიაზროთ
საკითხები ქვეყნების ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე. წარსულში
მიჩნეული იყო რომ მოცემული ქვეყნის ეროვნული ინტერესები ყოველთვის
შეესაბამებოდა კორპორაციათა ინტერესებს. უნდა განვსაზღვროთ როგორი უნდა
იყოს საერთაშორისო ბიზნესში ეროვნული მიზანსწრაფვა, უნდა დაიცვან თუ არა
ქვეყნებმა ადგილობრივი კომპანიები გარე კონკურენტებისგან.

ზოგადად, ვაჭრობა არსებობს იმიტომ,რომ ქვეყნებს არ შეუძლიათ ერთი და იგივე


პროდუქტისა თუ მომსახურების წარმოება, მოცემული ქვეყნის მასშტაბებში
საქონლის წარმოება დამოკიდებულია იმ დანახარჯებზე, რომლის გაწევა მოუხდება
მას მომავალში, რადგან რესურსები შეზღუდულია, სწორედ ამიტომ ქვეყანა
იძულებული ხდება აწარმოოს ის პროდუქტი რომლის ალტერნატიული დანახარჯიც
უფრო ნაკლებია. ირანი აწარმოებს ნავთობს, ხორბლის ნაცვლად, რადგან უფრო
ნაკლები ალტერნატიული დანახარჯები გააჩნია მას, კანადა კი ირანთან შედარებით
უფრო ნაკლებ ხორბალს აწარმოებს და გაჩნია შეფარდებითი უპირატესობა, ანუ
აწარმოებს პროდუქტს დაბალი ალტერნატიული დანახარჯებით.

აბსოლუტური უპირატესობა არის ქვეყნის შესაძლებლობა, აწარმოოს პროდუქტი


ნაკლები რესურსის გამოყენებით, ვიდრე ეს დაუჯდებოდა სხვა ერს.

სპეციალიზაცია ზრდის საქონლის ჯამურ მიწოდებასა და ამცირებს მათ საერთო


ფასს.

ქვეყნები ცდილობენ შეინარჩუნონ იმ საქონლის წარმოება, რომელიც აუცილებელია


მათი მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

აღსანიშნავია, რომ ერთი სახეობის რესურსი შეიძლება ჩაენაცვლოს მეორეს. მაგ:


იაპონიამ მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ ბუნებრივი ნედლეული ჩაანაცვლა
პლასტიკური მასალებით, რამაც იმდენად დიდი მოგება მისცა იაპონიას, რომ
ქვეყანაში გაიზარდა საინჟინრო კადრები და საინვესტიციო კაპიტალი, საერთო
ჯამში კი შეიძინა ახალი ფარდობითი უპირატესობა.

რაც შეეხება აშშ-ს როლს საერთაშორისო ბიზნესში, ეს განსაზღვრა მეორე


მსოფლიიო ომის შემდგომმა ისტორიულმა რეალობამ. აშშ-მა ჯერ დაიწყო
სამხედრო საწარმოების უზრუნველყოფა ,შემდგომ --ახალი ეკონომიკური მიდგომის
განსაზღვრა. მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ აშშ საერთაშორისო ბიზნესში წამყვან
ადგილს იკავებს. ერთი მხრივ, ეხმარებოდა მოკავშირეებს ეკონომიკის აღდგენაში,
მეორე მხრივ, ასტიმულირებდა საკუთარ კორპორაციებს დამატებითი მოგების
მიღებაში. „მარშალის გეგმის“ მიხედვით, თანხა ,რომელიც იაპონიასა და ევროპას
გამოეყო ,მოხმარდა ამერიკული საქონლის შესყიდვას, ხოლო 2.5მილიონი გადაეცა
იაპონიას სუბსიდიებისა და სავაჭრო კრედიტების სახით.მსოფლიოს ქვეყნებისთვის
პროდუქციის წარმოებამ და სატრანსპორტო ხარჯების შემცირების აუცილებლობამ
გამოიწვია კომპანიების ფილიალების სხვადასხვა ქვეყანაში განთავსება, ასე
შეიქმნა მრავალეროვნული კორპორაციები.

იმისათვის, რომ გავიგოთ, სად განვათავსოთ ბიზნესი, აუცილებელია,


გავითვალისწინოთ ქვეყნების შეფარდებითი უპირატესობა, აქედან გამომდინარე,
ბიზნესი უნდა განათავსდეს იქ, სადაც იაფი მუშახელი, ნედლეული და კარგად
განვითარებული სატრნსპორტო სისტემაა, მაგრამ შესაძლოა ის ეკონომიკური
მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო ბიზნესს, არ
ემთხვეოდეს ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს.

ქვეყნის საგარეო ვაჭრობის სისტემაში დიდი მნიშვნელობა აქვს სავაჭრო


ბალანსის მაჩვენებელს-ქვეყნის მიერ ექსპორტირებული საქონლისა და
მომსახურების ღირებულებას შორის სხვაობა, იმპორტირებული საქონლის და
მომსახურების ღირებულებასთან.

საგადამხდელო ბალანსი ეს არის საერთაშორისო ვაჭრობის განმაზოგადებელი


მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს 1 წლის განმავლობაში განხორციელებულ
ყველა გარიგებას. ის ფაქტობრივად გვიჩვენებს ქვეყანაში ფულის საერთო ნაკადის
შემოდინებას მისი გადინების გამორიცხვით.როდესაც კომპანია ყიდულობს
საზღვარგარეთის ფირმას ეს გაითვალისწინება საგადამხდელო ბალანსში, მაგრამ
არ გაითვალისწინება სავაჭრო ბალანსში,ასევე როდესაც უცხოელები ყიდულობენ
ადგილობრივ კომპანიებს, აქციებს, ობლიგაციებს ეს აისახება საგადამხდელო
ბალანსში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში გააქტიურდა უცხოური ინვესტიციების როლი,


რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

თანამედროვე მსოფლიოში დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სულ უფრო
დომინირებს სახელმწიფოებრივი ინტეგრაციის კონცეფციები, ბუნებრივია ისიც, რომ
საქართველო მიისწრაფვის მსოფლიო ინტეგრაციული პროცესებისკენ,
ამავდროულად მნიშვნელოვანია საექსპორტო წარმოების გაზრდა. ეს ნათლად ჩანს
სავაჭრო ბალანსის დეფიციტში, ექსპორტ-იმპორტის სალდო უარყოფითია, რაც
შეეხება ინვესტიციური აქტივოების სტიმულირებას, ამ მხრივაც, ქვეყანამ ვერ
მიაღწია მნიშვნელოვან ცვლილებებს.

2. ხელისუფლების როლი საერთაშორისო ბიზნესის რეგულირების


დარგში
პროტექციონიზმი არის სახელმწიფო პოლიტიკა,რომელიც ორიენტირებულია
ადგილობრივი კომპანიების დაცვაზე.მისი სახეებია:
ტარიფები,კვოტები,სუბსიდიები, პროდუქციის შემზღუდველი სტანდარტიზაცია
და დამსჯელი ღონისძიებები.

ტარიფები- გადასახადები,რომლებიც ვრცელდება იმპოტირებულ


საქონელზე.ტარიფები ზრდიან ფასებს იმპორტირებულ საქონელზე და ამით
ასტიმულირებენ ადგილობრივ წარმოებას.

კვოტები- ზღუდავენ ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობას.კვოტები


შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად.

კვოტირების უკიდურესი ფორმაა ემბარგო- ცაკლკეული სახეობის პროდუქტებით ან


მთლიანად ქვეყანასთან ვაჭრობის აკრძალვა. იმის მიუხედავად,რომ ემბარგოს
საფუძვლად უდევს პოლიტიკური მოტივები,ისინი ასევე გამოიყენება ქვეყნის შიდა
ბაზრის დაცვის მიზნით.

სუბსიდიები- სახელმწიფო იყენებს სუბსიდიებს ადგილობრივი მეწარმეების


სტიმულირებისათვის,რაც აძლევს მათ იმის შესაძლებლობას,რომ ადგილობრივმა
მეწარმეებმა აწარმოონ პროდუქცია უფრო დაბალი ღირებულებებით,ვიდრე მათმა
უცხოელმა კონკურენტებმა.სუბსიდიები გაიცემა მზარდ დარგებზე იმ დრომდე,სანამ
ადგილობრივ კომპანიებს არ ექნებათ კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვების
შესაძლებლობა. მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობთ სუბსიდიებს გამოყოფენ
სოფლის მეურნეობაში.

სტანდარტების შემოღება- არის იმპორტის შეზღუდვის კიდევ ერთი გზა.


სტანდარტების შემოღება ადგილობრივ მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ პირობებში
აყენებს. მსოფლიო ქვეყნები ლიცენზიებს ყიდიან უცხოელებზე. მსოფლიოს
იმპორტის 90%-თვის ეს არის მნიშველოვანი ბარიერი. სხვა ქვეყნები მოითხოვენ
საიმპორტო საქონლის სპეციალურ ტესტირებას. მაგალითად იაპონიამ განსაზღვრა
საზღვარგარეთიდან შემოტანილი ბრინჯის სტანდარტი,რომელმაც მთლიანად
გამოაძევა ბრინჯის ექსპორტიორები ადგილობრივი ბაზრებიდან.

მსოფლიოში ვითარდება თავისუფალი ვაჭრობა,მაგრამ ქვეყნები მაინც ხდებიან


იძულებულები დააწესონ გარკვეული შეზღუდვები იმ ქვეყნებისთვის,რომლებიც
საერთაშორისო ვაჭრობაში უკანონო მეთოდებს მიმართავენ. ქვეყნები
ცდილობენ,შეზღუდონ თავიანთ ბაზარზე იმ სახელმწიფოების შეღწევა,რომლებიც
ადგილობრივ ბაზარზე ფასებს ხელოვნურად წევენ დემპინგური ფასების დაწესების
გზით. დემპინგი არის საზღვარგარეთ გასაყიდ საქონელზე უფრო დაბალი ფასის
დაწესება, ვიდრე ამ ქვეყანაშია. ამ უარყოფითი მოვლენის თავიდან
ასაცილებლად,სახელმწიფოები იყენებენ ანტიდემპინგურ გადასახადს,რის გამოც
იმპორტირებული საქონლის ფასი იზრდება. ასეთ პოლიტიკას აქვს ორი ბუნება.1. ის
იცავს ადგილობრივ ბაზარს,2.ზრდის პროდუქციის ფასებს.
გამოკვლევების მიხედვით,ხანგრძლივ პერსპექტივაზე ორიენტირებული
პროტექციონიზმი ზღუდავს საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე ყველა მხარის
ინტერესს. პროტექციონიზმის წინააღმდეგ არსებობს რამდენიმე არგუმენტი:

1. პროტექციონიზმის ძირითადი ტვირთი მოდის მომხმარებლებზე.


2. ის მეწარმეები,რომლებიც დაკავებულები არიან იმპორტირებული საქონლის
გაყიდვით,პროტექციონიზმის გამო,რთულ მდგომარეობაში არიან ,რადგანაც
ამ პოლიტიკაში ცვლილებები იწვევს გაუთვალისწინებელ ზარალს.
3. პროტექციონიზმი სერიოზულ ზიანს აყენებს წარმოების სფეროში დასაქმებულ
კომპანიებს,რომელთა ბიზნესი დამოკიდებულია იმპორტირებულ
მოწყობილობებსა და ნაკეთობებზე.

არსებობს პროტექციონიზმის დაძლევის სხვადასხვა ხელოვნური გზა.


მაგალითად აშშ-მა აკრძალა სუფთა შალის შემოზიდვა ჩინეთიდან,მაგრამ
ჩინეთმა დაიწყო შალნარევი ტილოების წარმოება და რეალიზაცია აშშ-ს ბაზარზე.

3. საერთაშორისო ორგანიზაციები
მსოფლიო ქვეყნების მიერ შექმნილია საერთაშორისო ორგანიზაციები,რომლებიც
არეგულირებენ საერთაშორისო ვაჭრობას.საერთაშორისო ორგანიზაციების
საშუალებით შესაძლებელია სავაჭრო დისკრიმინაციის თავიდან აცილება და
თავისუფალი ვაჭრობის რეგულირება.მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა იცავს
თავისუფალი ვაჭრობის პრინციპს.თავისუფალი ვაჭრობის დროს ცალკეულ ქვეყნებს
შორის არ არსებობს შეზღუდვები. აღსანიშნავია ამ საკითხთან დაკავშირებით
მიღებული ტარიფებისა და ვაჭრობის გენერალური შეთანხმება (ტვგშ).ეს არის
საერთაშორისო აქტი,რომელსაც ხელი მოაწერა 11-მა ქვეყანამ მეორე მსოფლიო
ომის შემდეგ. ტვგშ-ს შტაბბინა მდებარეობს ჟენევაში და მისი აპარატი შედგება
300კაცისგან. მსოფლიო ქვეყნების დელეგატები შეთანხმებულად წყვეტენ ტვგშ-ს
ფარგლებში სავაჭრო შეთანხმებისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს.ამ
შეთანხმების ძირითადი პრინციპია სავაჭრო დისკრიმინაციასთან ბრძოლა . ამ
ორგანიზაციას ბევრი უპირატესობა აქვს,რომლებიც ვრცელდება არა მხოლოდ
შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებზე,არამედ სხვა ქვეყნებზეც. დაფუძნებისთანავე ამ
ორგანიზაციამ საბაჟო ტარიფები 40-დან 5%-მდე შეამცირა.

ტვგშ-ის ფარგლებში გამართული შეხვედრის მე-8 რაუნდზე მოიხსნა სხვა


შეზღუდვებიც.ასევე შეღავათები შეეხო სასოფლო-სამეურნეო
სუბსიდიებს,მომსახურების ექსპორტს,განისაზღვრა ტექნოლოგიური მეკობრეობის
შეზღუდვის პოლიტიკა და ა.შ. რეგიონალურ ჭრილში ქვეყნები ქმნიან რეგიონალურ
სავაჭრო ბლოკებს,რომლებიც ხასიათდებიან საერთო ნიშნებით: ისინი ბლოკის
წევრებისთვის აუქმებენ სპეციფიურ გადასახადებს,ხოლო იმ
ქვეყნებისათვის,რომლებიც არ შედიან ბლოკში,აწესებენ საგადასახადო
შეზღუდვებს.

ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ბლოკია ევროპის ეკონომიკური


თანამეგობრობა(ეეთ).

ის აერთიანებს დასავლეთ ევროპის 12 ქვეყანას.ეს ორგანიზაცია დაარსდა


1957წელს რომში. ეეთ წარმოადგენს თავისუფალი პარტნიორების
გაერთიანებას,რომელშიც შედის ბელგია,დიდი
ბრიტანეთი,დანია,საფრანგეთი,გერმანია,საბერძნეთი, ირლანდია,იტალია,
ლუქსემბურგი,ნიდერლანდები,პორტუგალია და ესპანეთი.ეს ქვეყნები ცდილობენ
შემზღუდავი ბარიერების მოხსნას საერთაშორისო ვაჭრობის ბაზარზე. ამ გზით კი
ყალიბდება ერთიანი ბაზარი,რომელსაც ხელს უწყობს ერთიანი ვალუტის-ევროს-
შემოღება.

არსებობს მოსაზრება,რომ ეს გაერთიანება აშშ-თან და იაპონიასთან ერთად გახდება


საერთაშორისო ეკონომიკის წამყვანი ძალა. ამ ორგანიზაციის როლი გაიზარდა მას
შემდეგ,რაც შეუერთდა ავსტრია,ისლანდია,ნორვეგია,ლიხტენშტაინი,შვეცია და
შვეიცარია.ეს ქვეყნები შედიოდნენ თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ
ასოციაციაში(თვეა). მიუხედავად იმისა,რომ ორივე ბლოკი ( ეეთ და თვეა)
დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, მათ შორის დადებული
ურთიერთთანამშრომლობის მრავალი დოკუმენტი მათ ავალდებულებს
საერთაშორისო ვაჭრობაში საერთო პრინციპების დაცვას.

იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ბარიერები ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის


მოიხსნება,ისინი გამკაცრდება აშშ-სა და იაპონიის მიმართ.ამიტომ იაპონური და
ამერიკული კომპანიები ცდილობენ ,დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი ევროპის
ბაზარზე მანამ,სანამ წარმოიქმნება ეს სირთულეები.

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ჩამოყალიბდა სავაჭრო ბლოკი ამერიკის


კონტინენტზე. აშშ-მა და კანადამ 1999წლიდან მოხსნეს ამ ორ ქვეყანას შორის ყველა
კვოტა და ტარიფი,ამ მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკება მექსიკასთან.
აზიაში,სადაც შეიმჩნევა რეგიონული ეკონომიკის განვითარების მაღალი ტემპი,
იაპონია აძლიერებს თავის კავშირს ჰონკონგთან, კორეასთან, ტაილანდთან,
სინგაპურთან.

ეკონომისტთა აზრით, რეგიონული სავაჭრო ბლოკების წარმოქმნა მსოფლიოს


გაყოფს სამ ნაწილად - აშშ-ის,ევროპის კავშირისა და ჩინეთის ირგვლივ. ისინი
მიიჩნევენ,რომ ამით შეიზღუდება მსოფლიო ვაჭრობა და გაღარიბდება ის
ქვეყნები ,რომლებიც არ იქნებიან ამ ბლოკში.
4.საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის როლი
ბიზნესის განვითარებაში
მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა სიღარიბე. მსოფლიო ეკონომიკაში
ღარიბი ქვეყნების დახმარების მიზნით არსებობს ისეთი
ორგანიზაციები,როგორებიცაა სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. სავალუტო
ფონდი დაფუძნდა 1954წელს და შემდეგ ჩამოყალიბდა,როგორც გაეროს
სპეციალური ორგანიზაცია,რომელიც ეხმარება საგადასახადო ბალანსთან
დაკავშირებული პრობლემების მქონე ქვეყნებს. რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკი არის მსოფლიო ბანკის ოფიციალური დასახელება,ის შეიქმნა
ომის შემდგომ ეკონომიკის დაფინანსებისათვის.ეს ორგანიზაცია იძლევა კრედიტს
დაბალი პროცენტით საერთაშორისო მნიშვნელობის პროექცების
დასაფინანსებლად. ამ ორგანიზაციების ფულადი რესურსების ფორმირება ხდება
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 135 ქვეყნის საწევროების ხარჯზე. ამ
შენატანების ყველაზე დიდი წილ მოდის დასავლეთ ევროპაზე,აშშ-ზე და იაპონიაზე.

ასევე არსებობს რეგიონალური ბანკები,რომლებიც ემსახურებიან მოცემული


რეგიონების განვითარებას. ასეთებია: განვითარებისა და რეკონსტრუქციის
ევროპული ბანკი,რომელიც წარმართავს სესხებს დასავლეთიდან აღმოსავლეთ
ევროპაში,მილანში არსებული განვითარების აზიური ბანკი,რომელსაც აფინანსებს
იაპონია, განვითარების ამერიკათაშორისი ბანკი,რომელსაც აფინანსებს აშშ და ეს
სახსრები ხმარდება ამერიკის კონტინენზე არსებული სუსტი სახელმწიფოების
განვითარებას.

ფორმალურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობის გარდა სხვადასხვა


ქვეყნები თავიანთ ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ატარებენ ეკონომიკური
ხასიათის შეხვედრებს.ასეთ შეხვედრებში ძირითადად მონაწილეობენ ფინანსთა
მინისტრები. აქ განიხილავენ სავალუტო კურსების,სავაჭრო ურთიერთობათა
დაბალანსებულობის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ამ ტიპის შხვერდრებზე
მიმდინარეობს დიდი ხუთეულის(აშშ,დიდი
ბრიტანეთი,საფრანგეთი,გერმანია,იაპონია);შვიდეულის( +კანადა და იტალია); ან
ათეულის ქვეყნების ჯგუფის (+ ბელგია,შვეიცარია,შვეცია) ფარგლებში
კონსულტაციები საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებზე

You might also like