You are on page 1of 11

ეროვნული განსხვავებები ეკონომიკურ განვითარებაში (Chapter 3)

წინა თავებში ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ განსხვავდებიან ქვეყნები პოლიტიკური და


ეკონომიკური მოწყობით. მოცემულ მასალებში, ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა გავლენას ახდენს
პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი მოწყობა ქვეყნების განვითარებაზე ,
საქმის კეთების სიმარტივეზე და იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი გარემოზე ,
რომელიც იზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და საერთაშორისო ბიზნესს აძლევს
სტიმულს ფული და რესურსები დააბანდოს ქვეყანაში.

ყველა ქვეყანა განსხვავდება ეკონომიკური განვითარებით. იმისათვის, რომ გავზომოთ თუ


განვითარების რა ეტაპზეა ქვეყანა, ამისათვის მრავალი კრიტერიუმიდან, ერთ-ერთი
ყველაზე ხშირად გამოყენებული GDP (Gross Domestic Product. იგივე მთლიანი შიდა
პროდუქტი) და GNI (Gross National Income. იგივე მთლიანი ეროვნული შემოსავალი)
გახლავთ. GDP ესაა ქვეყნის მასშტაბით დროის გაკრვეულ პრეიოდში წარმოებული
საქონლისა და სერვისის საბოლოო ღირებულებების ჯამი. GNI კი გვეუბნება თუ რამდენია
ის ჯამური წლიური შემოსავალი, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებმა მიიღეს. მოცემულ
შემთხვევაში ყურადღებას უფრო GNI - ზე გავამახვილებთ, ვიდრე GDP-ზე. შესაბამისად,
რომ შევხედოთ ქვეყნების რეიტინგებს, აშშ, კანადა, ბრიტანეთი, შვედეთი , შვეიცარია ,
იაპონია top ქვეყნებში შედიან. მაგალითად, ჩინეთი 8 260 დოლარით და ინდოეთი 1 680
დოლარით მოწინავე ადგილებს ვერ იკავენებ.

უნდა აღინიშნოს, რომ GNI შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს, რადგან სხვადასხვა
ქვეყანაში ფასების სხვადასხვა დონეა. სწორედ ამიტომ, ქვეყნების შედარებისას უნდა
გამოვიყენოთ PPP - ით დაკორექტირებული რიცხვები (Purchasing Power Parity). GNI PPP
ასახავს ფასების დონის გათვალისწინებით მიღებულ რიცხვს ქვეყნებს შორის . ამ მხრივ ,
მაგალითად, ჩინეთის GNI ერთ სულზე თითქმის ორჯერ მეტი გამოდის.
როგორც ცხრილიდან და რუკებიდან ჩანს, ქვეყნებს შორის მკვეთრი სხვაობაა სიმდიდრის
და ცხოვრების დონის მხრივ. მაგალითად, ინდოეთის ერთ მოქალაქეს შეუძლია
მოიხმაროს მხოლოდ 11% ამერიკის მოქალაქის მოხმარებულ პროდუქტსა და სერვისთან
შედარებით.

ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი კი სიმდიდრის ზრდის


ტემპია (real GDP growth rate). მოცემული ცვლადის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის
განვითარებაზე საუბარი. ამ მხრივ, განვითარებადი ქვეყნები ხშირად უფრო მაღალი
ზრდის ტემპით გამოირჩევიან, ვიდრე განვითარებული ქვეყნების. ამას რამდენიმე მიზეზი
აქვს. პირველი მიზეზი ეკონომიკაში გაჯერების ეფექტია, რაც გულისხმობს იმას, რომ
ბევრად მეტი რესურსი და პოტენციალია ათვისებული განვითარებულ ქვეყნებში , ვიდრე
განვითარებადში. მეორე მიზეზი მთავრობის ზომას, გადასახადების დონეს და
რეგულაციურ წნეხს უკავშირდება. დასავლეთ ევროპული ქვეყნების დიდმა ნაწილმა მას
შემდეგ, რაც top განვითარების დონეს მიაღწიეს, ეკონომიკური პოლიტიკა რიგ საკითხებში
მემარცხენე მიდგომებს დაუქვემდებარეს და გაზარდეს როგორც საგადასახადო წნეხი
(საგადასახადო შემოსავლები / მშპ), ისე რეგულაციური წნეხი. სწორედ ამიტომ, მათი
ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდა.

პოლიტიკური ეკონომიკა და ეკონომიკური პროგრესი.

მარტივი სათქმელია ის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა განსაზღვრავს ეკონომიკურ


პროგრესს, მაგრამ მთელ მსოფლიოში სწორედ ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დებატი და
იმაზე თუ რა კრიტერიუმებია, რაც იწვევს ეკონომიკურ პროგრესს. თუმცა, არის საკითხები ,
რაზეც ეკონომისტების უდიდესი ნაწილი თანხმდება. ეს კრიტერიუმები შეგვიძლია
შემდეგნაირად დავალაგოთ:

1) საბაზრო ეკონომიკა და ეკონომიკური თავისუფლება. ნებისმიერი კვლევის


მიხედვით, რაც უფრო ეკონომიკურად თავისუფალია ქვეყანა, მით მეტია მისი
ეკონომიკური ზრდა სხვა თანაბარ პირობებში (ceteris paribus. თუ გამოვრიცხავთ
დამატებით სხვა ცვლადებს, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის მდგომარეობაზე);
2) ინოვაცია და ანტრეპრენორული საქმიანობა. რაც მეტ სიახლეს ქმნის საზოგადოება
და რაც მეტადაა ჩართული ინოვაციურ სამეწარმეო და სერვის საქმიანობაში , მით
მეტად ითვისებს ახალ ბაზრებს და სწრაფი ტემპით ქმნის სიმდიდრეს . მოცემულის
მიღწევადობა სწორედ თავისუფალ საბაზრო სისტემაში უფრო მიიღწევა , ვიდრე
ჩაკეტილ, არაგლობალიზებულ და ზედმეტად რეგულირებულ საზოგადოებაში .

გარდა ეკონომიკური პოლიტიკისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური მოწყობა


და სისტემა. საკუთრების დაცულობა ერთადერთი გარანტია მეტი სიმდიდრის
შესაქმნელად. შესაბამისად, დღეს დასავლური წრეების უდიდეს ნაწილში ითვლება , რომ
ლიბერალური წარმომადგენლობითი დემოკრატია საუკეთესო მოწყობაა კერძო
საკუთრების დაცულობის გარანტიისთვის. თუმცა, არსებობენ გამონაკლისი ქვეყნები ,
რომლებსაც დასავლეთთან შედარებით ნაკლებად დემოკრატიული წყობა ქონდათ ,
მაგრამ ისე შეძლეს საკუთრების დაცულობის გარანტიის მიცემა ეკონომიკური
სუბიექტებისთვის და განიცადეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ასეთი ქვეყნებია ჩილე ,
სინგაპური, ტაივანი, ჩინეთი, ტაივანი, სამხრეთ კორეა... მათი ეკონომიკური ზრდის
სასტარტო პირობები დემოკრატიის სიმწირით გამოირჩეოდა , თუმცა , მათმა უდიდესმა
ნაწილმა ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიისკენ. ასეთია მაგალითად , ჰონგ
კონგი, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე ათწლეული სინგაპურთან შედარებით მაღალი
დემოკრატიის ხარისხით გამოირჩეოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი ქვეყნები
გამონაკლისის სახით შეგვიძლია განვიხილოთ. დიქტატურები და ავტორიტარული
რეჟიმების უდიდესი ნაწილი თავის ქვეყანას სიღატაკისკენ და უსამართლობისკენ
მიუძღვება. ამის მაგალითი უამრავი აფრიკული ქვეყანა, სამხრეთ ამერიკული
დიქტატორების უდიდესი ნაწილი, საბჭოთა კავშირი და ზოგიერთი პოსტ საბჭოთა ქვეყანა ,
ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უდიდესი ნაწილია.

ზევით ნაწილში ვსაუბრობდი საბაზრო ეკონომიკაზე და თავისუფალ საბაზრო სისტემაზე .


სწორედ მოცემული სისტემისკენ მიისწრაფვის მსოფლიოს უდიდესი ნაწილი უკანასკნელი
30 წელია. მოცემული პროცესი საბჭოთა კავშირის დანგრევამ დააჩქარა, რადგან ერთის
მხრივ მსოფლიომ საკმარისი გამოცდილება მიიღო თუ რა სიღატაკე, უთანასწორობა და
უსამართლობა მოაქვს კომუნიზმის მცდელობებს სხვადასხვა ქვეყანაში და მეორეს მხრივ,
ბევრი ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ სუბსიდირებას
იღებდა საბჭოთა კავშირისგან, მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ და მოუწიათ რიგ
შემთხვევაში ტრანსფორმაცია, ხოლო რიგ შემთხვევაში ყველაფერმა მშვიდობიანად არ
ჩაიარა.

საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი ნიშნებია:

- დერეგულაცია. მაქსიმალური თავისუფლება იმისათვის, რომ აკეთო ბიზნესი ,


იპოვო სამუშაო ადგილი, დასაქმდე და მიიღო შენთვის სასურველი საქონელი თუ
სერვისი მთავრობისგან ხელის შეშლის გარეშე;
- პრივატიზაცია. კერძო საკუთრების უფლების მაქსიმალურად დაცულობის
პირობებში მოსახლეობისთვის იმ ქონების გადაცემა, რომელიც არავისი არ არის
და ხელისუფლების ბალანსზეა. რაც მეტი კერძო საკუთრებაა ქვეყანაში, მით მეტია
შექმნილი სიმდიდრე, რადგან მოქალაქე თავის საკუთრებაზე უკეთესად ზრუნავს
და უფრო მეტ სარგებელს იღებს, ვიდრე მთავრობა (სხვა ადამიანი) სხვის კერძო
საკუთრებას იყენებს.
- გამართული ლეგალური სისტემა. საკუთრების დაცულობა. საკუთრების
დაცულობის და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე შეუძლებელია
ეკონომიკას ეწოდოს საბაზრო, რადგან საბაზრო ეკონომიკა მთლიანად კერძო
საკუთრების უფლებაზე დგას. ამ უფლების გარეშე, სისტემა დისფუნქციური ხდება .

სხვადასხვა ქვეყნებში ინვესტიციას თან ახლას სარგებელი, ხარჯები და რისკები .


სარგებელი შეიძლება იყოს ბაზრის ზომა, მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა ,
გლობალიზებული ბაზარი და სხვა. ხარჯები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა
კორუფციული გარემო, ინფრასტრუქტურული განუვითარებლობა, over-regulated ბიზნეს
გარემო, მაღალი გადასახადები და სხვა. უნდა გვესმოდეს, რომ რისკიც თავისი არსით
ხარჯია, თუმცა ცალკე რომ გამოვყოთ, რისკებს შეიძლება წარმოადგენდეს როგორც
პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მომავალი ქვეყნის. მაგალითად, არახელსაყრელი
გეოპოლიტიკური მდგომარეობა და კონფლიქტის მოლოდინი, სამოქალაქო
დაუმორჩილებლობის რისკი, ეკონომიკური კურსის ცვლილების რისკი და სხვა.
კულტურებს შორის სხვაობა (Chapter 4)
წინა თავებში შევეხეთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ მოწყობებს შორის
სხვაობებს ქვეყნების მიხედვით. მოცემულ თავში განვიხილავთ კულტურულ
განსხვავებებს, რომლებიც გავლენას ახდენს მულტინაციონალური კომპანიების
საერთაშორისო მენეჯმენტის სტრატეგიებზე. კიდევ ერთი, რასაც მოცემულ ნაწილში
განვიხილავთ, ესაა კავშირი კულტურულ სხვაობასა და ბიზნესის კეთების ხარჯს შორის .
მაგალითად, ზოგიერთი ქვეყანა კულტურით შეიძლება უფრო საბაზრო მოწყობის
მხარდამჭერი იყოს კულტურულად, ზოგიერთი ნაკლებად. მაგალითად, ზოგიერთის
აზრით, იაპონიაში კულტურულმა მახასიათებლებმა დიდი როლი ითამაშა 50 წლის
წინანდელ ინდუსტრიალიზაციაში და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაში . მაგალითად ,
ბრიტანეთში, სადაც კლასობრივი დაყოფა უფრო მკვეთრი იყო, ვიდრე სხვა დასავლურ
ქვეყნებში, ბიზნესს ხშირად უჭირდა საერთო ენის გამონახვა აღმასრულებელ და
დაქვემდებარებულ პოზიციებს შორის ბიზნესში.

იაპონიის და დიდი ბრიტანეთის მაგალითები გვეუბნება , რომ კულტურა არ არის


სტატიკური. კულტურა ღირებულებების და ნორმების ერთობლიობაა დროის გარკვეულ
პერიოდში. მაგალითად, თუ ერთი და იგივე რამეს ბევრჯერ გააკეთებ, ის ნორმად იქცევა ,
ხოლო ხანდახან ნორმისგან გადახვევა ხდება. შესაბამისად, კულტურა დროთა
განმავლობაში ევოლუციონირებს თითოეულ ქვეყანაში.

Hill და Hult თავის წიგნში კულტურის შემდეგ განმარტებას გვთავაზობენ. კულტურა ესაა
სისტემა ღირებულებების და ნორმების, რომელიც აერთიანებს ადამიანების ჯგუფს და ეს
ყველაფერი ერთად ცხოვრების დიზაინს ქმნიან. ღირებულებებში იგუსლიხმება
ყველაფერი ის, რისიც ჯგუფს სჯერა რომ სწორია, კარგია და სასურველია. ნორმების ქვეშ
კი, იგულისხმება სოციალური წესები და გაიდლაინები, რომელიც გვკარნახობს სწორ
ქცევას ამა თუ იმ სიტუაციაში.

რა ქმნის კულტურას? როგორც ქვედა გრაფიკაზეა გამოსახული, რელიგია, სოციალური


სტრუქტურა, პოლიტიკური და ეკონომიკური ფილოსოფია, განათლება და ენა ქმნიან
კულტურული ნორმებისა და ღირებულებების სისტემას. ჩამოთვლილებს კულტურის
დეტერმინანტებს უწოდებენ.

სოციალური სტრუქტურა გვეუბნება თუ როგორაა ორგანიზებული სოციუმი ქვეყანაში.


როგორ მუშაობს საზოგადოება და როგორ ექცევა ის ადამიანებს, ადამიანთა ჯგუფებს ,
კომპანიებს და სხვა სუბიექტებს. მაგალითად, დასავლური კულტურები უფრო მეტად
აფასებენ ინდივიდს ვიდრე კოლექტივს. აღმოსავლური კულტურები პირიქით .

რელიგიური და ეთიკური სისტემები ძალიან დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო


მენეჯმენტის წარმოებაში. ქვეყნების უმეტესობის ეთიკური სისტემების უდიდესი ნაწილი
რელიგიებიდან გამომდინარეობს. რელიგიის, ეთიკისა და საზოგადოების ურთიერთობა
საკმაოდ კომპლექსურია. ათასობით რელიგიას შორის მსოფლიოში, მიმდევრების
რაოდენობით ოთხი დომინანტურია. ქრისტიანობა (2.2 მლრდ მიმდევარი), ისლამი (1.6
მლრდ მიმდევარი), ინდუიზმი (1.1 მლრდ მიმდევარი) და ბუდიზმი (0.5 მლრდ მიმდევარი).
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, რელიგია, რომელსაც იზიარებს ესა თუ ის კულტურა,
ყველაზე დიდი როლს თამაშობს საერთაშორისო ბიზნესის კეთებაში და ყველაზე მეტად
გასათვალისწინებელი და შესასწავლია. ეკონომისტები რობერტ ბარო და რეიჩელ
მაკქლიერი ამბობენ, რომ მათ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანების
რელიგიური რწმენები, როგორიცაა რწმენა სამოთხისა და ჯოჯოხეთის, დადებითად
მოქმედებს ეკონომიკური ზრდის ტემპზე.
ქრისტიანობა ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგიაა მსოფლიოში. უდიდესი
ნაწილი ქრისტიანების ცხოვრობენ ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში . ასევე ,
აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ქრისტიანობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი
რელიგიაა. ქრისტიანობა იუდაიზმიდან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მონოთეისტური
რელიგიაა. მე-11 საუკუნეში მოცემული რელიგია ორად გაიყო. კათოლიკურ და
მართლმადიდებლურ ეკლესიად. მე-16 საუკუნეში კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება ,
პროტესტანტიზმი დაემატა. თიოეულ მათგანზე შეგვიძლია ვისაუბროთ თუ რა გავლენა
აქვთ ეკონომიკურ განვითარებაზე. მაგალითად, ეკონომიკურად ყველაზე ნაკლებად
განვითარებულ ქვეყნებს მიეკუთვნებიან მართლმადიდებლური ქვეყნები , შემდეგ
შედარებით მეტი სიმდიდრე კათოლიკურმა ქვეყნებმა შექმნეს , ხოლო პროტესტანტულმა
ქვეყნებმა სიმდიდრის შექმნაში ყველა დანარჩენ ქვეყანას მკვეთრად აჯობეს . 1904 წელს ,
გერმანელმა სოციოლოგმა, მაქს ვებერმა პროტესტანტული ეთიკა „კაპიტალიზმის
სულისკვეთებას“ დაუკავშირა. ეს ნიშნავდა იმას, რომ რელიგია იდეალურად იყო
მორგებული კაპიტალისტურ წყობას და ადამიანს აძლევდა არამხოლოდ თავისუფლებას ,
არამედ სტიმულს ეკონომიკური დოვლათის შესაქმნელად. განსხვავებით კათოლიკური
და მართლმადიდებლური მიდგომებიდან, სადაც დიდი ხნის მანძილზე ვაჭრობა
იკრძალებოდა, ბანკირობა ცოდვად განიხილებოდა და ა.შ.

ისლამი N2 რელიგიაა მსოფლიოში. შეიქმენა მე-7 საუკუნის დასაწყისში. რომ


გადავხედოთ მსოფლიო რუკას, არსებობენ ფინანსურად მდიდარი ისლამური ქვეყნები .
მაგალითად, თურქეთი, ყატარი, საუდის არაბეთი კარგი მაგალითებია. ერთის მხრივ
თურქეთი დიდი ხნის მანძილზე სეკულარული ქვეყანა იყო (განსხვავებით მაგალითად ,
საუდის არაბეთისგან) მაგრამ უდიდესი ნაწილი მოცემული რელიგიის მქონე ქვეყნების
მაინც განუვითარებელი და ღარიბია. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისლამური
ფუნდამენტალიზმი იყოს, რაც გამოიხატება რელიგიური ტექსტების ორიგინალისტურ
გაგებაში და მიმართულია ამა თუ იმ მიზნის მიღწევისკენ ნებისმიერ ფასად . ეს კი ხშირ
შემთხვევაში ძალადობით სრულდება. ძალადობა კი ეკონომიკური კეთილდღეობის
ყველაზე დიდი მტერია.

ენა ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც მულტინაციონალური


კომპანია ეწევა საერთაშორისო მენეჯმენტს. ენა არამხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა ,
არამედ ის განსაზღვრავს თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს. გარდა იმისა, რომ საქმის
კეთებისას, აუცილებელია ენის კარგად შესწავლა და სტრატეგიის სწორად მორგება
საზოგადოებზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნების შერჩევა , რომლებიც
ინგლისურად საუბრობენ. არამხოლოდ Native Language იყოს ინგლისური, არამედ
მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, თავის ენასთან ერთად, შეეძლოს ინგლისურად
ლაპარაკი.

განათლება პირდაპირ კავშირში კვალიფიკაციასთან. კვალიფიკაცია კი ერთ-ერთი


მთავარი განმსაზღვრელია თუ რა ხარჯი ექნება კომპანიას ქვეყანაში საქმის კეთებისას .
რაც უფრო ნაკლებად განათლებულია საზოგადოება, მით მეტი თანხაა საჭირო
დასაქმებულებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებაში. ამ ყველაფერს კი , ფინანსურთან
ერთად დროითი ხარჯი სდევს თან. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია , რომ დაბალი
განათლების დონით ძირითადად ღარიბი ქვეყნები გამოირჩევიან , ხოლო ღარიბ
ქვვეყნებში მუშა-ხელი ბევრად იაფია, ვიდრე განვითარებულში.

ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს (0-დან 100-მდე შკალით) ქვეყნებს შორის


სხვაობებს სხვადასხვა კულტურული მახასიათებლის მიხედვით.

You might also like