You are on page 1of 6

.

0შესავალი ეკონომიკაში

ფინალური გამოცდა

მაქსიმალური შეფასება: 30 ქულა

ჯგუფი 4

დავალება 1 (4 ქულა). ცხრილში მოცემული მონაცემების მიხედვით გამოთვალეთ სამუშაო


ძალის რაოდენობა, უმუშევრობის დონე, ზრდასრული მოსახლეობის რაოდენობა და
სამუშაო ძალის ხვედრითი წილი ზრდასრულ მოსახლეობაში.

დიდი ბრიტანეთის ზრდასრული მოსახლეობა კატეგორიების მიხედვით (2018 წელი)

დასაქმებულთა რიცხვი 55.3 მილიონი

უმუშევართა რიცხვი 5.8 მილიონი

სამუშაო ძალას არმიკუთვნებულები 3.7 მილიონი

დავალება 2 (5 ქულა). 2017 წელს საქონლისა და მომსახურების კალათის ღირებულება იყო


550 ₾. იგივე კალათი 2018 წელს ღირდა 610₾, ხოლო 2019 წელს 730₾. დავუშვათ, საბაზო
წლად არჩეულია 2018 წელი. დაიანგარიშეთ რისი ტოლია სამომხმარებლო ფასების ინდექსი
2017, 2018 და 2019 წლებში. რისი ტოლია ინფლაცია 2018 და 2019 წელს?

დავალება 3 (3 ქულა). ახსენით რას გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტის მოხმარებისა


და ინვესტიციების კომპონენტები და მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითები.

მთლიანი შიდა პროდუქტი განსაზღვრავს ეკონომიკის თითოეული


წარმომადგენლის , წევრის მიერ მიღებულ მთლიან შემოსავალსა და ასევე ეკონომიკის
საქონელსა და მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს. წარმოება ყველა იმ წარმოებას ეხება,
რომელიც ქვეყნის საზღვრებში ხორციელდება. მოხმარების კომპონენტი გულისხმობს
საოჯახო მეურნეობების მიერ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯებს ახალი
საცხოვრებლის ყიდვის გამოკლებით. ინვესტიციის კომპონენტი გულისხმობს ფირმების
მიერ კაპიტალურ მოწყობილობებზე , მარაგებსა და შენობებზე გაწეულ ხარჯებს , ასევე
საოჯახო მეურნეობების მიერ ახალ საბინაო პირობებზე გაწეულ ხარჯებს. ფირმის მიერ
წარმოებული კომპიუტერი , რომელსაც ფირმა უმატებს მარაგებს აღირიცხება როგორც
ინვესტიცია .

დავალება 4 (4 ქულა). განმარტეთ რა არის საწარმოო ფაქტორები. ჩამოთვალეთ ოთხი


ძირითადი საწარმოო ფაქტორი და აღწერეთ ერთ-ერთი მათგანი.
საქონლისა და მომსახურების წარმოებას სჭირდება რესურსები - წარმოების
ფაქტორები. წარმოების ფაქტორების რაოდენობა და ხარისხი მწარმოებლურობის მთავარი
დეტერმინანტებია . წარმოების ფაქტორებია: ფიზიკური კაპიტალი, ადამიანური კაპიტალი,
ბუნებრივი რესურსები, ტექნოლოგიური ცოდნა.

ბუნებრივი რესურსი ეს არის საქონლის და მომსახურების წარმოებაში გამოყენებული


მასალა, რომელსაც ბუნება გვაძლევს. მაგალითად ეს არის მიწა, მდინარეები და სხვა.
ბუნებრივი რესურსები წარმოების მნიშვნელოვანი ფაქტორია , მაგრამ არა არის აუცილებელი
მაღალი მწარმოებლურობისათვის . მაგალითად ისლანდია.

დავალება 5 (3 ქულა).ცხრილში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე დაიანგარიშეთ


ნომინალური და რეალური მშპ და მშპ დეპლატორი 2016 წლისთვის თუ საბაზო წელია 2015.

დავალება 6 (4 ქულა). ახსენით, რა განსხვავებაა ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ


განვითარებას შორის. რატომაა ინვესტიციების წახალისება ეკონომიკური ზრდისა და
განვითარების ხელშეწყობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი?

ეკონომიკური ზრდა ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ნიშნავს,


ხოლო ეკონომიკური განვითარების ქვეშ კი მოიაზრება ცხოვრების ხარისხისა და
სტანდარტების გაუმჯობესება, მაგალითად მაჩვენებელი როგორიც არის ჯანმრთელობის
დაცვა, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა და სხვა. იმისათვის, რომ მივაღწიოთ
ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვანი არის ეკონომიკური ზრდა. უფრო მაღალი
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანას საშუალებას აძლევს უფრო მეტი დახარჯოს
განათლებასა და ჯანდაცვაზე. ეკონომიკური ზრდა აუცილებლად არ გულისხმობს და
გარანტია არ არის ეკონომიკური განვითარებისთვის . შესაძლებელია იზრდებოდეს ქვეყნის
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, მაგრამ ეკონომიკურ განვითარებას არ ქონდეს
ადგილი. როცა ქვეყნის ეკონომიკური ზრდით სარგებელს იღებს მოსახლეობის მცირე
ნაწილი ; როდესაც სახელმწიფოს მხრიდან იზრდება სამხედრო დანახარჯები. ეკონომიკური
განვითარების პირობებში მნიშვნელოვანია რომ უმჯობესდებოდეს მოსახლეობის
ცხოვრების პირობები და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდით სარგებელს იღებდეს
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ინვესტიციების წახალისება არის მომავალში გაზრდილი
წარმოება , რაც მოიაზრებს განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას . საზოგადოებამ უნდა
დათმოს ამ მომენტში რომ შემდეგ მომავალში უფრო მეტი მოიხმაროს.

დავალება 7 (4 ქულა). დაასახელეთ მოთხოვნისა და მიწოდების ელასტიურობის ორ-ორი


დეტერმინანტი.

მიწოდების ელასტიურობის დეტერმინანტები : გამყიდველის შესაძლებლობა


შეცვალოს პროდუქციის რაოდენობა , დროის პერიოდი.

მოთხოვნის ელასტიურობის დეტერმინანტები : პირველადი მოხმარებისა და


ფუფუნების საგნები , ბაზარზე ცვლილებებთან შესაგუებელი დრო.

დავალება 8 (3 ქულა). აღწერეთ „განვითარების ტრადიცია“ და მისი ძირითადი იდეა.

ჩამორჩენილი ეკონომიკები ვერ განვითარდებიან თუ ისინი მთლიანად ბაზარს


მიენდობიან. განვითარების ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა გვიან მე-16 საუკუნეში და ორი
საუკუნით უსწრებდა წინ კლასიკურ სკოლას. განვითარების ტრადიცია ფოკუსირებული
არის დაეხმაროს ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყნებს განავითარონ ეკონომიკა და
გაუთანაბრდნენ უფრო განვითარებულ ქვეყნებს. განვითარების ტრადიციის მიხედვით
ეკონომიკური განვითარება ეს არ არის მხოლოდ ქვეყანაში შემოსავლის ზრდა, რომელიც
შესაძლოა გამოწვეული იყოს რესურსების სწრაფი ზრდით მაგალითად ნავთობის ან
ბრილიანტების საბადოს აღმოჩენით . განვითარების ტრადიციის მიხედვით
მაღალტექნოლოგიური წარმოების დარგები უფრო ხელსაყრელია ეკონომიკის
განვითარებისთვის და ამგვარი დარგების განვითარება არ ხდება მთავრობის ჩარევის გარეშე.
განვითარების ტრადიცია ხაზს უსვამს რომ ამა თუ იმ აქტიურობის და პოლიტიკის შედეგი
გამოკიდებული არის დროსა და კონტექსტზე. დარგები, რომლებიც მაღალტექნოლოგიურად
მიიჩნეოდნენ დღეს მოძველებულია .

დავალება 1
დავალება 2
დავალება 5
სტუდენტი: სალომე არუთინოვი

ჯგუფი: 5

You might also like