You are on page 1of 29

მარიამ პაიკიძე

მე-5 ვარიანტი

1.ადამიანური კაპიტალი არის:


1. დაგროვილი ინვესტიცია (კაპიტალი) ტექნოლოგიებისა და ინოვაციების
სფროში
2. დაგროვილი ინვესტიცია (კაპიტალი) წარმოების ორგანიზაციისა და
მენეჯმენტის სფეროში
3. დაგროვილი ინვესტიცია განათლების, პროფესიული მომზადების, მიგრაციის,
პროფესიული ჯანმრთელობის სფეროში
4. დაგროვილი ინვესტიცია (კაპიტალი) ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და
ადამიანების დასაქმების სფეროში

2.სამუშაო ძალის ხარისხი არის:


1. ადამიანის თვისებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს კვალიფიკაციას და
პიროვნულ მახასიათებლებს
2. ცოდნა და უნარ–ჩვევები, რომელიც აქვს მუშაკს, რაც შეუძლია შეიძინოს მან
განათლებისა და პროფესიული მომზადების, აგრეთვე, სამუშაო
გამოცდილების მეოხებით
3. ცოდნა და უნარ–ჩვევები, რომელიც აქვს მუშაკს კონკრეტული
ფუნქციონალური ვალდებულებების შესრულებისათვის
4. განათლებისა და პროფესიული მომზადების დონე

3.შრომის ჰუმანიზაცია გულისხმობს:


1. შრომის გადაქცევას წარმოების ძირითად ფაქტორად
2. შრომის ფაქტორის გადაქცევას როგორც წარმოების ეფექტიანობისა და მოგების
გადიდების მთავარ ფაქტორად
3. შრომის როგორც წარმოების ძირითადი ფაქტორის გადაქცევას მოსახლეობის
შემოსავლების ძირითად წყაროდ
4. შრომის სტიმულთა სისტემას, სამართლიანობას, სოციალურ გარანტიების
სისტემას

4.„შრომის ეკონომიკის“ კურსის არსებითი, მთავარი ნაწილია :


1. საქონლის ბაზარი
2. შრომის ბაზარი
3. ფულისა და კაპიტალის ბაზარი
4. ფისკალური და სოციალური პოლიტიკა

5.შრომითი რესურსების აბსოლუტური რიცხოვნობა განისაზღვრება შემდეგნაირად:


მარიამ პაიკიძე

1. /შრომის ასაკის შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის უმუშევარი


ინვალიდები/-/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები, რომლებიც არ მუშაობენ/
+ /მომუშავე მოზარდები/ + /მომუშავე პენსიონერები/.
2. /შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის უმუშევარი
ინვალიდები/-/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები, რომლებიც არ მუშაობენ/
+ /მომუშავე მოზარდები/ + /მომუშავე პენსიონერები/.
3. /შრომის ასაკის შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის მომუშავე
ინვალიდები/-/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები/ + /მომუშავე მოზარდები/
+ /მომუშავე პენსიონერები/.
4. /შრომის ასაკის შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის უმუშევარი
ინვალიდები/+/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები, რომლებიც არ მუშაობენ/
+ /მომუშავე მოზარდები/ - /მომუშავე პენსიონერები/.

6.შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმით ეკონომიკურად აქტიური


არის:
1. 16 წლის და მეტი ასაკის პირი, რომელიც დასაქმებულია ეკონომიკური
საქმიანობით
2. 18 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომელიც დასაქმებულია ეკონომიკური
საქმიანობით და უმუშევრები
3. 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც მუშაობს ან სთავაზობს თავის
შრომას (დასაქმებული და უმუშევარი პირები)
4. 17 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომელიც დასაქმებულია ეკონომიკური
საქმიანობით და უმუშევრები

7.ფართო გაგებით შრომის ბაზარი მოიცავს:


1. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებულ ნაწილს
2. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის უმუშევარ ნაწილს
3. სამუშაო ასაკის უმუშევარ მოსახლეობას
4. დასაქმებულებსა და უმუშევრებს

8.შრომის ბაზრის ტევადობა განისაზღვრება:


1. შრომის ბაზრის კონიუნქტურისა და მისი შენმადგენელი ელემენტების
თანაფარდობით
2. სამუშაო ძალის ერთობლივი მიწოდებით და ერთობლივი მოთხოვნით შრომის
ბაზარზე
3. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობით შრომის ბაზარზე
მასზე მოქმედი ყველა ფაქტორის გათვალისწინებით
4. სამუშაო ძალის დეფიციტით და სიჭარბით შრომის ბაზარზე მიმდინარე
პერიოდში
მარიამ პაიკიძე

9.შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის სიჭარბე (უმუშევრობა) უპირატესად წარმოიშობა


როდესაც:
1. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა ჭარბობს სამუშაო ძალის მიწოდებას
2. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შეესაბამება მის მიწოდებას
3. სამუშაო ძალის მიწოდება ჭარბობს მოთხოვნას
4. დაბალია შრომის ბაზრის დაძაბულობის კოეფიციენტი

10.ხელფასის განაკვეთის განსაზღვრულ დონემდე ზრდის შემდეგ შესაძლებელია


მოხდეს სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება, ანუ სამუშაო დროის შემცირება და
დასვენების დროის გადიდება. ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს:
1. შენაცვლების ეფექტს
2. დასვენების ეფექტს
3. შემოსავლის ეფექტს
4. შრომის მწარმოებლურობის ზრდის ეფექტს
11.შრომის ზღვრული პროდუქტი არის:
1. შრომის ზღვრული პროდუქტისაგან მიღებული ზღვრული შემოსავალი
2. კაპიტალის დამატებითი ერთეულის გამოყენებით მიღებული დამატებითი
პროდუქტი
3. წარმოების ორივე ფაქტორის, შრომის (სამუშაო ძალის) და კაპიტალის
დამატებითი ერთეულის გამოყენებით მიღებული დამატებითი პროდუქტი
4. შრომის (სამუშაო ძალის) დამატებითი ერთეულის გამოყენებით მიღებული
დამატებითი პროდუქტი

12.შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმებიდან გამომდინარე,


ადამიანი უმუშევარია თუ იგი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. არის ,,სამუშაოს გარეშე", არ გააჩნია ანაზღაურებადი სამუშაო გარკვეულ
დროის განმავლობაში და აქტიურად ,,ეძებს სამუშაოს"
2. არის ,,სამუშაოს გარეშე", ,,ეძებს სამუშაოს" და კონკრეტულ ღონისძიებებს
ახორციელებს ანაზღაურებადი სამუშაოს მოსაძებნად
3. არის ,,სამუშაოს გარეშე", ,,ეძებს სამუშაოს" და ”მზად არის მოცემულ მომენტში
მუშაობისათვის"
4. “ეძებს სამუშაოს” ვინაიდან არ გააჩნია იგი და დროის განსაზღვრული
მომენტისათვის შეძლებს სამუშაოს დაწყებას

13.დასაქმებული მოსახლეობა მოიცავს:


1. მხოლოდ დაქირავებულებსა და თვითდასაქმებულებს
2. მხოლოდ თვითდასაქმებულებს
3. მხოლოდ დაქირავებულ მომუშავეებს
4. მხოლოდ თვითდასაქმებულებსა და უმუშევრებს
მარიამ პაიკიძე

14.შრომის ბაზრის დაძაბულობის კოეფიციენტი გაინგარიშება:


1. დასაქმებულთა რაოდენობის შეფარდებით ვაკანტური სამუშაო ადგილების
რაოდენობასთან
2. უმუშევართა რაოდენობის შეფარდებით ვაკანტური სამუშაო ადგილების
რაოდენობასთან
3. უმუშევართა რაოდენობის შეფარდებით დასაქმებულთა რაოდენობასთან
4. უმუშევართა რაოდენობის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიური
მოსახლეობის რაოდენობასთან

15.უმუშევრობის დონის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს:


1. ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ნაწილის გადასვლით
დასაქმებულთა რიგებში
2. დასაქმებულთა ნაწილის გადასვლით ეკონომიკურად არააქტიურ
მოსახლეობაში
3. ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ნაწილის გადასვლით
უმუშევართა რიგებში
4. დასაქმებულთა ნაწილის უმუშევართა რიგებში გადანაცვლებით

16.დასაქმების აქტიური პოლიტიკის პარალელურად, უმუშევარი მოსახლეობის


დროებითი სოციალური დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს პასიური პილიტიკა,
რომელიც გულისხმობს:
1. პროფორიენტაცია, პროფესიული მომზადება და გადამზადება, პროფესიული
განათლების მიღების ხელშეწყობა
2. რეგისტრირებულ უმუშევართათვის სამეწარმეო საქმიანობის დაწყებაში
ხელშეწყობა
3. რეგისტრირებულ უმუშევართათვის შემწეობის ოდენობისა და გაცემის
ხანგრძლივობის დადგენა
4. არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების
შექმნის მიზნით სპეციალური ღონისძიებების განხორციელება

17.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება (დასკვნა) გამოხატავს


კლასიკოსების თვალსაზრისს:
1. მოკლევადიან პერიოდში ფასები და ხელფასის განაკვეთი არაელასტიკურია,
ისინი არ არიან ეკონომიკის რეგულატორები და ვერ აღადგენენ სრულ
დასაქმებას
2. საბაზრო ეკონომიკაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ავტომატურად
უზრუნველყოფს სრულ დასაქმებას ყველა პირობებში
3. შრომის ბაზარზე ხანგრძლივი და მყარი წონასწორობა მიიღწევა უმუშევრობის
ბუნებრივი დონის პირობებში. ამასთან, ინფლაციის ტემპი შეიძლება იყოს
ნებისმიერი
მარიამ პაიკიძე

4. თავისუფალი კონკურენციის პირობებში, საბაზრო სისტემას აქვს


შრომისუნარიანი მოსახლეობის სრული დასაქმების უზრუნველყოფის უნარი,
რაც შეესაბამება შრომის ბაზრის ფუნქციონირების ნორმალურ პირობებს

18.შრომის ბაზარზე დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელებას საფუძვლად


უდევს:
1. დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის კონკრეტულ ღონისძიებათა სისტემის
შემუშავება
2. უმუშევარ მოქალაქეებზე შემწეობების გაცემის სპეციალური პროგრამის
შემუშავება
3. დასაქმების სახელმწიფო, რეგიონალური და მიზნობრივი პროგრამების
შემუშავება
4. მომუშავის პროფორიენტაციის ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებათა
სისტემის შემუშავება

19.დარგობრივ პროფკავშირებში გაერთიანებულია:


1. დარგის მხოლოდ ერთი და იმავე პროფესიის ყველა მომუშავე
2. ფირმის მხოლოდ ერთი და იმავე პროფესიის მომუშავეთა ნაწილი
3. დარგის ან ფირმის მომუშავეთა დიდი ნაწილი მათი საქმიანობის სახის თუ
სფეროს მიუხედავად
4. სავალდებულო წესით დარგის ყველა მომუშავე მათი საქმიანობის სახის თუ
სფეროს მიუხედავად

20.პროფკავშირების ძირითადი ფუნქციაა:


1. მარეგულირებელი და საკონტროლო
2. დამცავი და წარმომადგენლობითი
3. ეკონომიკური და პოლიტიკური
4. სამართლებრივი და იდეოლოგიური

21.ნობელის პრემიის ლაურეატებმა გ. ბეკერმა და ტ. შულცმა ანალიზით


დაასაბუთეს, რომ:
1. ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციით მიღებული შემოსავალი ბევრად მეტია,
ვიდრე ფიზიკურ კაპიტალში ინვესტირებიდან
2. წარმოებაში ინვესტირებით მეტი ეფექტი მიიღწევა, ვიდრე განათლებაზე
ხარჯვით
3. თანამედროვე პირობებში ფიზიკური კაპიტალი ყველაზე მეტად
უზრუნველყოფს ეროვნული სიმდიდრის მატებას და იგი წარმოების ყველაზე
მნიშვნელოვანი ფაქტორია
მარიამ პაიკიძე

4. ადამიანური კაპიტალის განვითარება წარმოებაში შესაძლებელია მხოლოდ


ნივთობრივი ფაქტორების განვითარებით და ფულადი სახსრების
რეინვესტირებით

22.დასაქმების ლეგალურობის თვალსაზრისით გამოიყოფა:


1. პირველადი და მეორადი შრომის ბაზარი
2. შიგა და გარე შრომის ბაზარი
3. რეგიონული და ეროვნული შრომის ბაზარი
4. ფორმალური და არაფორმალური შრომის ბაზარი

23.მოსახლეობის აღწარმოება:
1. თაობათა უწყვეტი განახლების პროცესია
2. თაობათა დაპირისპირების პროცესია
3. თაობათა აღზრდისა და პროფესიული განვითარების პროცესია
4. მოსახლეობის ცალკეული სოციალურ–დემოგრაფიული ჯგუფის
განვითარების პროცესია

24.შემოსავლების თანაბარი განაწილებისას ჯინის ინდექსი:


1. 0.5-ის ტოლია
2. ნულის ტოლია
3. ერთის ტოლია
4. 2-ის ტოლია

25.მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება განისაზღვრება:


1. მხოლოდ სასურსათო კალათის ღირებულების საფუძველზე
2. მხოლოდ არასასურსათო ხარჯების გაანგარიშების საფუძველზე
3. სასურსათო კალათის ღირებულებისა და არასასურსათო ხარჯების
გაანგარიშების საფუძველზე
4. მინიმალური ხელფასის სიდიდიდან გამომდინარე

26.შემოსავლების რეგულირების ადმინისტრაციული ღონისძიებები:


1. დაკავშირებულია ნომინალური შემოსავლების რეგულირებასთან და
უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის დახმარების სისტემას
2. მიმართულია დაბალანსებული ეკონომიკური ზრდისათვის პირობების
შესაქმნელად და ძირითადად გავლენას ახდენს მოსახლეობის რეალურ
შემოსავლებზე
3. დაკავშირებულია ნომინალური შემოსავლების რეგულირებასთან და
ძირითადად გავლენას ახდენს მოსახლეობის რეალურ შემოსავლებზე
4. არის საკანონმდებლო აქტების სისტემა, რომლებიც არეგულირებენ
მოსახლეობის შემოსავლებს
მარიამ პაიკიძე

27.შრომის ნორმა ეკონომიკურად დასაბუთებულია თუ:


1. შრომა შინაარსიანია, სამუშაოს შესრულების პროცესში მომუშავეს საშუალება
აქვს, დამოუკიდებელი შემოქმედებითი პროცესი განახორციელოს
2. ადამიანის ფიზიკური და ნერვული ენერგიის ხარჯვა ოპტიმალურია
3. ის ითვალისწინებს მოწყობილობათა და მომუშავეთა ოპტიმალურ
დატვირთვას
4. ადამიანი შრომისუნარიანობას ხანგრძლივად ინარჩუნებს და დახარჯული
ენერგიის სწრაფი აღდგენა ხდება

28.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის სამუშაო დროის დანახარჯთა


შესწავლის მეთოდი:
1. სისტემატური დაკვირვება
2. ფოტოგრაფია
3. ქრონომეტრაჟი
4. მომენტური დაკვირვება

29.უმუშევრობის დონე გაიანგარიშება:


1. უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით შრომითი რესურსების
რიცხოვნობასთან
2. უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიურ
მოსახლეობის რიცხოვნობასთან
3. უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით დასაქმებულთა რიცხოვნობასთან
4. უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით მოსახლეობის რიცხოვნობასთან

30.ხელფასის სატარიფო სისტემით შრომის ანაზღაურება ხდება:


1. კოლექტივის შრომის საბოლოო შედეგის მიხედვით
2. ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე
3. ინდივიდუალური შრომის შედეგის მიხედვით
4. როგორც კოლექტივის შრომის საბოლოო შედეგის, ისე ფინანსური
მდგომარეობიდან გამომდინარე

31.ხელფასის უტარიფო სისტემით შრომის ანაზღაურება ხდება:


1. კოლექტივის შრომის საბოლოო შედეგის მიხედვით
2. ინდივიდუალური შრომის შედეგის მიხედვით
3. ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე
4. როგორც ინდივიდუალური შრომის შედეგის, ისე ფინანსური
მდგომარეობიდან გამომდინარე
მარიამ პაიკიძე

32.ექსტრაპოლაციური მეთოდით ხელფასის ფონდის დაგეგმვისას საბაზო პერიოდში


დახარჯული ხელფასის ფონდის კორექტირება ხდება:
1. საგეგმო პერიოდში პერსონალის რიცხოვნობისა და შრომის
მწარმოებლურობის მოსალოდნელი ზრდის ტემპის შესაბამისად
2. საგეგმო პერიოდში პერსონალის რიცხოვნობისა და საშუალო ხელფასის
ცვლილების ინდექსების შესაბამისად
3. საგეგმო პერიოდში პერსონალის რიცხოვნობისა და შრომატევადობის
მოსალოდნელი შემცირების ტემპის შესაბამისად
4. საგეგმო პერიოდში პერსონალის რიცხოვნობისა და წარმოების მოცულობის
მოსალოდნელი ზრდის ტემპის შესაბამისად

33.შრომის მწარმოებლურობის გაზომვის მეთოდებია:


1. ნატურალური, ღირებულებითი და მმართველობითი
2. ნატურალური, ღირებულებითი და შრომითი
3. ნატურალური, შრომითი და ტექნოლოგიური
4. ნატურალური, ღირებულებითი და საწარმოო

34.ტექნოლოგიური შრომატევადობა წარმოადგენს:


1. ძირითადი საამქროების, დამხმარე უბნებისა და სამსახურების დამხმარე
მუშების შრომითი დანახარჯებს
2. ხელმძღვანელებისა და სპეციალისტების შრომით დანახარჯებს
3. ყველა ძირითადი მუშის (სანარდო და დროითი) შრომითი დანახარჯების ჯამს
4. პერსონალის ყველა კატეგორიის შრომის დანახარჯებს

35.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა შემთხვევაში არ ხდება შრომის მწარმოებლურობის


ამაღლება:
1. პროდუქციის მოცულობა იზრდება, დანახარჯები მცირდება
2. პროდუქციის მოცულობა იზრდება, დანახარჯები უცვლელია
3. პროდუქციის მოცულობა უცვლელია, დანახარჯები მცირდება
4. პროდუქციის მოცულობა უცვლელია, დანახარჯები იზრდება

36.ამოცანა–1. ქვეყანის მთლიანი მოსახლეობის რიცხოვნობა 206 500 000 კაცია, ხოლო
15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლება 170 150 000 კაცია. ეკონომიკურად
აქტიური მოსახლეობა 109 010 000 კაცი. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 51 500
000 კაცი, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა კი 46 500 000 კაცი.
უმუშევრობის და დასაქმების დონე შესაბამისად შეადგენს:
10.30% და 57.50%;
10.20% და 57.70%;
10.17% და 58.58%;
10.10% და 57.60%;
მარიამ პაიკიძე

37.ამოცანა-2. საწარმომ წლის განმავლობაში გამოუშვა N1 დასახელების 170 000


ერთეული, N2 დასახელების 230 000 ერთეული და N3 დასახელების 260 000
ერთეული პროდუქცია. N1 დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 15 ლარია,
ხოლო შრომატევადობა 6 ნორმა.საათი, N2 დასახელების პროდუქციის ერთეულის
ფასი 15 ლარია, ხოლო შრომატევადობა 10 ნორმა.საათი, ხოლო N3 დასახელების
პროდუქციის ერთეულის ფასი 20 ლარია, ხოლო შრომატევადობა 15 ნორმა.საათი,
საწარმოს მომუშავეთა საშუალოწლიური რიცხოვნობა 70 კაცია. ერთი მომუშავის
საშუალოწლიური გამომუშავება შეადგენს:
1. 84 571 ლარი/კაცზე
2. 160 000 ლარი/კაცზე
3. 160 500 ლარი/კაცზე
4. 162 000 ლარი/კაცზე

38.ამოცანა-3. საწარმომ საბაზისო პერიოდთან შედარებით პროდუქციის


შრომატევადობის დონე 9%-ით შეამცირა. შესაბამისად შრომის მწარმოებლურობის
ზრდა (პროცენტებში) შეადგენს:
1. 9.28%
2. 9.35%
3. 9.89%
4. 8.26%
39.ამოცანა-4. საბაზისო პერიოდში მუშებისათვის დახარჯული ხელფასის ფონდი
2.5 მლნ. ლარია. საგეგმო პერიოდში საშუალო ხელფასის ინდექსი 0.94-ია,
შრომატევადობის ინდექსი 0.96, ხოლო მუშათა რიცხოვნობის ინდექსი 0.95.
გაიანგარიშეთ მუშათა ხელფასის ფონდი ექსტრაპოლაციური მეთოდით:
1. 2 232 500 ლარი
2. 2 250 000 ლარი
3. 2 280 000 ლარი
4. 2 256 000 ლარი

40.ამოცანა-5. კომპანიაში ნორმის ფარგლებში გამოშვებული პროდუქციის


ერთეულის სანარდო შეფასება 9 ლარია. სამუშაო დღის განმავლობაში მუშამ
დაამზადა 35 ერთეული პროდუქცია. აქედან 8 ერთეული ნორმის ზევით
გამოშვებული პროდუქციაა. საწარმოში დადგენილია, რომ ნორმის ზევით
გამოშვებული თითოეული პროდუქციისათვის სანარდო შეფასება 22%-ით იზრდება.
მუშის დღიური სანარდო–პროგრესული ხელფასი შეადგენს:
1. 315.0
2. 332.55
3. 384.34
4. 330.84
მარიამ პაიკიძე

მე-8 ვარიანტი
1.მოსახლეობა არის:
1. შეზღუდულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ერთობლიობა, რომელთაც
აქვს შრომითი და ტერიტორიული მობილურობის უნარი
2. სეგმენტურ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ერთობლიობა, რომელთაც
აქვს პროფესიულ–კვალიფიციური და ინტელექტუალური შრომის უნარი
3. შემოფარგლულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ერთობლიობა,
რომელთაც აქვს შრომისა და შემოქმედებითი საქმიანობის უნარი
4. მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ერთობლიობა, რომელთაც აქვს
თვითაღწარმოების (თვითგამრავლების) უნარი

2.მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე განისაზღვრება:


1. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობის შეფარდებით 15 წლისა
და უფროსი ასაკის მოსახლეობის რიცხოვნობასთან
2. დასაქმებული მოსახლეობის რიცხოვნობის შეფარდებით ეკონომიკურად
აქტიურ მოსახლეობასთან
3. მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიურ
მოსახლეობასთან
4. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობის შეფარდებით
დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობასთან

3.შრომის ეკონომიკა ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემას განეკუთვნება და იგი


შეისწავლის:
1. შრომის პროცესში წარმოქმნილ სოციალური პარტნიორობისა და ადამიანთა
ურთიერთობის სოციალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს
2. შრომის პროცესში წარმოქმნილ სოციალურ-შრომით ურთირთობებს
3. ადამიანის მიზანმიმართულ ქმედებებს პირადი ინტერესების
დასაკმაყოფილებლად
4. შრომის პროცესის ინტელექტუალიზაციისა და ჰუმანიზაციის პრობლემებს

4.ადამიანური კაპიტალისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნებია:


1. ჯანმრთელობა, განათლება, ბუნებრივი მონაცემები, თვითრეალიზაციის
უნარი, პროფესიონალიზმი
2. განათლება, ბუნებრივი მონაცემები, თვითრეალიზაციის უნარი,
პროფესიონალიზმი
3. ჯანმრთელობა, განათლება, ბუნებრივი მონაცემები, პროფესიონალიზმი
4. ჯანმრთელობა, განათლება, ბუნებრივი მონაცემები, ობიექტურობა
მარიამ პაიკიძე

5.შრომითი რესურსების აბსოლუტური რიცხოვნობა განისაზღვრება შემდეგნაირად:


1. /შრომის ასაკის შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის უმუშევარი
ინვალიდები/-/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები, რომლებიც არ მუშაობენ/
+ /მომუშავე მოზარდები/ + /მომუშავე პენსიონერები/.
2. /შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის უმუშევარი
ინვალიდები/-/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები, რომლებიც არ მუშაობენ/
+ /მომუშავე მოზარდები/ + /მომუშავე პენსიონერები/.
3. /შრომის ასაკის შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის მომუშავე
ინვალიდები/-/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები/ + /მომუშავე მოზარდები/
+ /მომუშავე პენსიონერები/.
4. /შრომის ასაკის შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის უმუშევარი
ინვალიდები/+/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები, რომლებიც არ მუშაობენ/
+ /მომუშავე მოზარდები/ - /მომუშავე პენსიონერები/.

6.შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურა წარმოადგენს:


1. შრომის ბაზრის კონიუნქტურის იმ ელემენტთა სისტემას, რომელიც გავლენას
ახდნს ხელფასის წონასწორობით განაკვეთზე
2. მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობას შრომის ბაზარზე მასზე მოქმედი ყველა
ფაქტორის გათვალისწინებით
3. შრომის ბაზრის ნაწილს, რომელიც რეალურად განსაზღვრავს წონასწორობის
საბაზრო ფასს
4. ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპლექსს, ასევე სამართლებრივ
გარემოს, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის ბაზრის ნორმალურ
ფუნქციონირებას

7.შრომის ბაზრის კონიუნქტურა წარმოადგენს:


1. ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპლექსს, რომლებიც
უზრუნველყოფენ შრომის ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირებას
2. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობასა და მათ
ურთიერთშესაბამისობას შრომის ბაზარზე
3. იმ პროფკავშირებს და სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც
უზრუნველყოფენ შრომის ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირებას
4. შრომის ბაზრის სპეციალური ინსტიტუტების სისტემას, რომელიც
არეგულირებს ურთიერთშესაბამისობას სამუშაო ძალაზე მოთხოვნასა და
მიწოდებას შორის

8.შრომის ბაზრის კონიუნქტურის ტიპებია:


1. სამუშაო ძალის სიჭარბე, შრომის ბაზრის დაძაბულობა და უმუშევრობა
2. უმუშევრობა, სამუშაო ძალის სიჭარბე და აბსოლუტური წონასწორობა
მარიამ პაიკიძე

3. უმუშევრობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და აბსოლუტური წონასწორობა


4. დასაქმება, სამუშაო ძალის დეფიციტი და წონასწორობა შრომის ბაზარზე

9.ორმხრივი მონოპოლია შრომის ბაზარზე ისეთი სიტუაციაა, როცა:


1. დამქირავებელი სამუშაო ძალის ერთადერთი მყიდველია, ხოლო სამუშაო
ძალის გამყიდველი ფლობს მონოპოლიურ ძალაუფლებას (პროფკავშირებში
გაერთიანებული მომუშავეები)
2. შრომის ბაზარზე მოცემული კვალიფიკაციის სამუშაო ძალის ერთადერთი
დამქირავებელია
3. სამუშაო ძალის გამყიდველი ფლობს მონოპოლიურ ძალაუფლებას
4. ორ სხვადასხვა დამქირავებელ ფირმებს შეუძლიათ შევიდნენ
ურთიერთგარიგებაში და მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების
საფუძველზე განახორციელონ საჭირო კადრების დაქირავება

10.შრომის ბაზრის სეგმენტებიდან გამოიყოფა:


1. ეროვნული და რეგიონული შრომის ბაზარი
2. ერთობლივი და მიმდინარე შრომის ბაზარი
3. რეგიონული და ეროვნული შრომის ბაზარი
4. პირველადი და მეორადი შრომის ბაზარი

11.ფრიქციული უმუშევრობა წარმოიშობა მაშინ, როცა:


1. რეალური ხელფასი დაბალია და პიროვნებას არ სურს დასაქმება
2. მოცემული კვალიფიკაციის სამუშაო ძალაზე არსებობს მოთხოვნა, მაგრამ
საჭიროა გარკვეული დრო დასაქმებისათვის ვინაიდან იგი პირველად გადის
შრომის ბაზარზე
3. მოცემული კვალიფიკაციის სამუშაო ძალაზე არსებობს მოთხოვნა, მაგრამ
მომუშავე დაბალკვალიფიციურია და დროებით ვერ საქმდება
4. შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის სიჭარბეა და მოცემული კვალიფიკაციის
მომუშავე ვერ ახერხებს სამუშაო ადგილის მოძიებას

12.უმუშევრობის დონე იანგარიშება:


1. უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით ეკონომიკურად არააქტიური
მოსახლეობის რიცხოვნობასთან
2. უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით დასაქმებულთა რიცხოვნობასთან
3. უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიურ
მოსახლეობასთან
4. უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით 15 წლისა და უფროსი ასაკის
მოსახლეობის რიცხოვნობასთან

13.უმუშევრობის დონის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს:


მარიამ პაიკიძე

1. ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ნაწილის გადასვლით


დასაქმებულთა რიგებში
2. დასაქმებულთა ნაწილის გადასვლით ეკონომიკურად არააქტიურ
მოსახლეობაში
3. ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ნაწილის გადასვლით
უმუშევართა რიგებში
4. დასაქმებულთა ნაწილის უმუშევართა რიგებში გადანაცვლებით

14.დასაქმების ძირითადი სახეებია:


1. ფორმალური და არაფორმალური
2. სრული და არასრული
3. რაციონალური და ტექნოლოგიური
4. მეორადი და შეთავსებითი

15.შრომის ბაზარი საზოგადოებრივი ურთიერთობების, სოციალური ნორმებისა და


ინსტი-ტუტების სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნა-მიწოდების
კანონის საფუძველზე:
1. სამუშაო ძალის ეკონომიკური აქტივობის ზრდას და განვითარებას
2. სამუშაო ძალის გეგმაზომიერ გადაადგილებას ეკონომიკის მხრიდან
არსებული მოთხოვნის შესაბამისად
3. სამუშაო ძალის კვლავწარმოებას, განაწილებასა და გამოყენებას
4. სამუშაო ძალის მომზადება-გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას

16.პერსპექტივაში დასაქმების აქტიური პოლიტიკის საბოლოო მიზანია:


1. შრომის ბაზრის სტრუქტურის სრულყოფა, მასზე წონასწორობის დამყარება
2. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების ოპტიმალური თანაფარდობის მიღწევა
3. დასაქმების სამსახურების ფუნქციონირების არსებითი გაუმჯობესება
4. სიღარიბის დონის შემცირება და ცხოვრების დონის ამაღლება

17.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება (დასკვნა) არ გამოხატავს ჯ. მ.


კეინზის თვალსაზრისს:
1. შრომის ბაზარზე ხანგრძლივი და მყარი წონასწორობა მიიღწევა უმუშევრობის
ბუნებრივი დონის პირობებში. ამასთან, ინფლაციის ტემპი შეიძლება იყოს
ნებისმიერი
2. სრული დასაქმება, ეს არის პრაქტიკულად მაქსიმალურად შესაძლებელი
დასაქმება, რაც შეესაბამება შრომისუნარიანი მოსახლეობის 96-97%-ის ჩართვას
შრომით საქმიანობაში
3. საბაზრო ეკონომიკაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ავტომატურად
უზრუნველყოფს სრულ დასაქმებას ყველა პირობებში
მარიამ პაიკიძე

4. აუცილებელია ეკონომიკაში სახელმწიფოს სისტემატური ჩარევა სრული


დასაქმებისა და პოტენციური მთლიანი შიდა პროდუქტის მისაღწევად,
რომელსაც ბაზარი დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს

18პროფკავშირების წარმოშობა ისტორიულად დაკავშირებულია:


1. სახელმწიფოსა და დაქირავებულთა ეკონომიკური ინტერესების
დაპირისპირებასთან
2. სახელმწიფოსა და დამქირავებელთა ეკონომიკური ინტერესების
დაპირისპირებასთან
3. დამქირავებელთა და დაქირავებულთა ეკონომიკური ინტერესების
დაპირისპირებასთან
4. დაქირავებულთა ეკონომიკური და სოციალური ინტერესების
დაპირისპირების გამწვავებასთან

19.პროფკავშირების დამცავი ფუნქცია გამოიხატება:


1. მომუშავეების ინტერესების დაცვაში ფირმისა და სახელმწიფოს დონეზე
2. მეწარმეების მიერ მომუშავეების უფლებების დარღვევის თავიდან აცილებასა
და მათი უკვე დარღვეული უფლებების აღდგენაში
3. ფირმების მხარდაჭერაში გააფართოონ გასაღების ბაზრის სეგმენტი და
გაზარდონ კონკურენტუნარიანობა
4. სახელმწიფოს დონეზე მომუშავეების ინტერესების დაცვაში მხოლოდ
მეწარმეებთან შეთანხმების საფუძველზე

20.სამუშაო ძალის ხარისხი არის:


1. ცოდნა და უნარ–ჩვევები, რომელიც აქვს მუშაკს, რაც შეუძლია შეიძინოს მან
განათლებისა და პროფესიული მომზადების, აგრეთვე, სამუშაო
გამოცდილების მეოხებით
2. ცოდნა და უნარ–ჩვევები, რომელიც აქვს მუშაკს კონკრეტული
ფუნქციონალური ვალდებულებების შესრულებისათვის
3. განათლებისა და პროფესიული მომზადების დონე
4. ადამიანის თვისებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს კვალიფიკაციას და
პიროვნულ მახასიათებლებს

21.ადამიანური კაპიტალის თეორიას საფუძველი ჩაუყარეს და განავითარეს


ცნობილმა მეცნიერებმა:
1. გ. ბეკერმა და ტ. შულცმა
2. კ. მაკკონელმა და ს. ბრიუმ
3. ა. სმიტმა და დ. რიკარდომ
4. ა. მარშალმა და მ. ფრიდმენმა
მარიამ პაიკიძე

22.შრომის შინაარსის განუწყვეტლივ ცვლილებასთან ერთად ხდება მისი


უნივერსალიზაცია, რაც გულისხმობს:
1. შრომის დაძაბულობის დონისა და დატვირთვის ზრდას
2. ახალ, მაღალკვალიფიკაციურ პროფესიათა რაოდენობის ზრდას
3. ერთფეროვან ფუნქციათა ნაცვლად რთული, კომპლექსური ფუნქციების
ჩამოყალიბებას
4. ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობისა და სტრესის გაძლიერებას

23.სოციალური პოლიტიკის მიზანია:


1. ეკონომიკური რესურსებისა და შემოსავლების სამართლიანი
განაწილებისათვის პირობების შექმნა
2. მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების შექმნა და
ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის
ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა
3. ხარისხიანი განათლების მიღებაზე მოქალაქეთა უფლებების
რეალიზაციისათვის პირობების შექმნა, ხარისხიანი განათლების
ხელმისაწვდომობა
4. მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ქვეყანაში სოციალურ-
პოლიტიკური სტაბილურობისათვის პირობების უზრუნველყოფა

24. „სოციალური პოპულიზმის" სტრატეგია:


1.უპირატესობას ანიჭებს სოციალური დაცვის პოლიტიკას, მკვეთრად
ზღუდავს ბაზრის თავისუფალ ფუნქციონირებას
2.უარყოფს სოციალური პოლიტიკის აუცილებლობას
3.აქცენტს აკეთებს ეკონომიკურად აქტიური მოსახლების გადამზადებასა და
დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებაზე
4.ორგანიზებას უკეთებს საზოგადოებრივ და დროებით სამუშაოებს
მოსახლების დასაქმების მიზნით

25.ცხოვრების დონე არის:


1. ადამიანთა მატერიალური, სულიერი და სოციალური მოთხოვნილებების
განვითარების ხარისხი და მისი სტრუქტურა
2. მოსახლეობის მოთხოვნილებათა სტრუქტურა და შესაბამისი საქონლითა და
მომსახურებით მათი დაკმაყოფილების ხარისხი
3. ადამიანთა პირველადი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების
დონე და ხარისხი
4. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა (საკვებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე
და ა.შ.) და სულიერი (ინტელექტუალური) მოთხოვნილებების
დაკმაყოფილების დონე და ხარისხი
მარიამ პაიკიძე

26.სიღარიბის დონის მაჩვენებელი გამოხატავს:


1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მთლიანი მოხმარების
დაშორებას სიღარიბის ზღვრიდან
2. ღარიბ ოჯახთა შორის სიღარიბის უთანაბრობას
3. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილს მთლიან
მოსახლეობაში
4. ღარიბი მოსახლეობის წილს ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში

27.მინიმალური ხელფასი წარმოადგენს:


1. სახელმწიფოს მიერ დადგენილი ხელფასის მინიმალურ ოდენობას საარსებო
მინიმუმის გათვალისწინებით
2. დაქირავებულისა და თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილს
3. პროფკავშირების მიერ დადგენილ ხელფასის მინიმალური ოდენობას
საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით
4. სამუშაო ძალის (შრომის) ერთეულის საბაზრო ფასს

28.დროის ნორმა არის:


1. დროის ერთეულში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, რომელიც უნდა
შეასრულოს განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში მომუშავემ
ან მომუშავეთა ჯგუფმა
2. საწარმოო ობიექტების (მანქანა-მოწყობილობების, სამუშაო ადგილების და
სხვ.) დადგენილი რაოდენობა, რომელსაც სამუშაო დროის ერთეულში უნდა
მოემსახუროს მომუშავე ან მომუშავეთა ჯგუფი
3. დროის ერთეულში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, რომელიც უნდა
შეასრულოს განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში
სპეციალიზირებულმა ბრიგადამ
4. სამუშაოს ერთეულის შესრულებაზე დროის დანახარჯები, რომელიც
დგინდება ერთ მუშაზე ან მუშათა ჯგუფზე, განსაზღვრულ ორგანიზაციულ-
ტექნიკურ პირობებში მათი კვალიფიკაციის შესაბამისად

29.მმართველობის ნორმა ადგენს:


1. სამუშაოს ერთეულის შესრულებაზე სამუშაო დროის დანახარჯების
დადგენილ სიდიდეს
2. მომუშავეთა რიცხოვნობას, რომელიც ერთ ხელმძღვანელს უნდა
დაექვემდებაროს
3. დროის ერთეულში (საათი, დღე) შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას,
რომელიც უნდა შეასრულოს განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ
პირობებში მომუშავემ ან მომუშავეთა ჯგუფმა
მარიამ პაიკიძე

4. საწარმოო ობიექტების დადგენილ რაოდენობას, რომელსაც სამუშაო დროის


ერთეულში უნდა მოემსახუროს მომუშავე ან მომუშავეთა ჯგუფი

30.ზოგადად შრომის მწარმოებლურობის ზრდის ფაქტორებია:


1. მატერიალურ–ტექნიკური, ორგანიზაციული და სოციალურ–ეკონომიკური
2. მატერიალურ–ტექნიკური, ორგანიზაციული და ფსიქოლოგიური
3. ეკონომიკური, ორგანიზაციული და სოციალურ–ეკონომიკური
4. მატერიალურ–ტექნიკური, სამართლებრივი და სოციალურ–ეკონომიკური

31.სატარიფო ბადის დიაპაზონი ეწოდება:


1. ნორმატივების ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება
სხვადასხვა კატეგორიის მომუშავეთა ხელფასის რეგულირება
2. შრომის ანაზღაურების აბსოლუტურ სიდიდეს დროის გარკვეული პერიოდის
განმავლობაში
3. მომუშავის კვალიფიკაციის და მის მიერ შესრულებული სამუშაოს სირთულის
ხარისხს
4. სატარიფო ბადის პირველ და უკანასკნელ თანრიგებს შორის თანაფარდობას

32.არანამუშევარი დროის ანაზღაურება მოიცავს:


1. ანაზღაურებას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დავალების
შესრულებისათვის, იძულებითი გაცდენების ანაზღაურებას
2. მასტიმულირებელ და საკომპენსაციო სართებსა და წანამატებს სატარიფო
განაკვეთებსა და თანამდებობრივ სარგოებზე
3. სატარიფო ხელფასს
4. სამუშაოზე შეთავსებით მყოფთა ხელფასს

33.ხელფასის ძირითადი ფორმებია:


1. პროგრესული და პრემიალური
2. სანარდო და დროითი
3. სოციალური და ეკონომიკური
4. აკორდული და ბრიგადული

34.შრომის მწარმოებლურობის გაზომვის ნატურალური მეთოდის გამოყენების


შემთხვევაში:
1. წარმოებული პროდუქციის მოცულობა და გაწეული დანახარჯები გამოისახება
ნორმა-საათებში
მარიამ პაიკიძე

2. წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება ფიზიკური ზომის


ერთეულში
3. წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება საერთო, სასაქონლო,
წმინდა, პირობით-წმინდა პროდუქციის მაჩვენებელში
4. წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება ნორმა-საათებში და
ფიზიკური შრომის ერთეულებში

35.წარმოების მომსახურების შრომატევადობა წარმოადგენს:


1. ყველა ძირითადი მუშის (სანარდო და დროითი) შრომითი დანახარჯების ჯამს
2. ხელმძღვანელებისა და სპეციალისტების შრომით დანახარჯებს
3. ძირითადი საამქროების, დამხმარე უბნებისა და სამსახურების დამხმარე
მუშების შრომითი დანახარჯებს
4. პერსონალის ყველა კატეგორიის შრომის დანახარჯებს

36.ამოცანა–1. ქვეყანის მთლიანი მოსახლეობის რიცხოვნობა 207 150 000 კაცია, ხოლო
15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლება 170 157 000 კაცია. ეკონომიკურად
აქტიური მოსახლეობა 109 750 000 კაცი. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 51 550
000 კაცი, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა კი 46 600 000 კაცი.
უმუშევრობის და დასაქმების დონე შესაბამისად შეადგენს:
10.57% და 57.68%;
10.67% და 57.75%;
10.57% და 57.67%;
10.17% და 57.95%;

37.ამოცანა-2. საწარმომ წლის განმავლობაში გამოუშვა N1 დასახელების 162 000


ერთეული, N2 დასახელების 215 000 ერთეული და N3 დასახელების 252 000
ერთეული პროდუქცია. N1 დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 12 ლარია,
ხოლო შრომატევადობა 6 ნორმა.საათი, N2 დასახელების პროდუქციის ერთეულის
ფასი 15 ლარია, ხოლო შრომატევადობა 5 ნორმა.საათი, ხოლო N3 დასახელების
პროდუქციის ერთეულის ფასი 16 ლარია, ხოლო შრომატევადობა 9 ნორმა.საათი,
საწარმოს მომუშავეთა საშუალოწლიური რიცხოვნობა 60 კაცია. ერთი მომუშავის
საშუალოწლიური გამომუშავება შეადგენს:
1. 53 300 ლარი/კაცზე
მარიამ პაიკიძე

2. 153 350 ლარი/კაცზე


3. 71 917 ლარი/კაცზე
4. 152 500 ლარი/კაცზე

38.ამოცანა-3. საწარმომ საბაზისო პერიოდთან შედარებით პროდუქციის


შრომატევადობის დონე 6.5%-ით შეამცირა. შესაბამისად შრომის მწარმოებლურობის
ზრდა (პროცენტებში) შეადგენს:
1. 6.66%
2. 6.38%
3. 6.10%
4. 6.95%

39.ამოცანა-4. საბაზისო პერიოდში მუშებისათვის დახარჯული ხელფასის ფონდი


3.0 მლნ. ლარია. საგეგმო პერიოდში საშუალო ხელფასის ინდექსი 0.97-ია,
შრომატევადობის ინდექსი 0.935, ხოლო მუშათა რიცხოვნობის ინდექსი 0.985.
გაიანგარიშეთ მუშათა ხელფასის ფონდი ექსტრაპოლაციური მეთოდით:
1. 2 840 000 ლარი
2. 2 960 000 ლარი
3. 2 800 500 ლარი
4. 2 866 350 ლარი

40.ამოცანა-5. კომპანიაში ნორმის ფარგლებში გამოშვებული პროდუქციის


ერთეულის სანარდო შეფასება 6 ლარია. სამუშაო დღის განმავლობაში მუშამ
დაამზადა 24 ერთეული პროდუქცია. აქედან 4 ერთეული ნორმის ზევით
გამოშვებული პროდუქციაა. საწარმოში დადგენილია, რომ ნორმის ზევით
გამოშვებული თითოეული პროდუქციისათვის სანარდო შეფასება 23%-ით იზრდება.
მუშის დღიური სანარდო–პროგრესული ხელფასი შეადგენს:
1. 175.25 ლარი
2. 177.52 ლარი
3. 149.52 ლარი
4. 125.52 ლარი
მე-9 ვარიანტი (რამდენად სწორია პასუხები არ ვიცი)
1.შრომის მწარმოებლურობის ზრდის რეზერვები არის:
1. ის მიზეზები, მამოძრავებელი ძალები, რომელთა გავლენით იცვლება
წარმოებული პროდუქციის (მომსახურების) ერთეულზე შრომითი
დანახარჯები
2. შრომითი დანახარჯების თანაფარდობა და წარმოებული პროდუქციის
მოცულობის ზრდის შესაძლებლობები
3. წარმოებული პროდუქციის მოცულობისა და შრომითი დანახარჯების
თანაფარდობა
მარიამ პაიკიძე

4. პროდუქციის წარმოების მოცულობის ზრდისა და ხარისხის ამაღლების, ასევე


შრომითი დანახარჯების შემცირების გამოუყენებელი შესაძლებელობები

2.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება (დასკვნა) გამოხატავს კლასიკოსების


თვალსაზრისს:
1. თავისუფალი კონკურენციის პირობებში, საბაზრო სისტემას აქვს შრომისუნარიანი
მოსახლეობის სრული დასაქმების უზრუნველყოფის უნარი, რაც შეესაბამება შრომის
ბაზრის ფუნქციონირების ნორმალურ პირობებს
2. მოკლევადიან პერიოდში ფასები და ხელფასის განაკვეთი არაელასტიკურია, ისინი არ
არიან ეკონომიკის რეგულატორები და ვერ აღადგენენ სრულ დასაქმებას
3. საბაზრო ეკონომიკაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ავტომატურად
უზრუნველყოფს სრულ დასაქმებას ყველა პირობებში
4. შრომის ბაზარზე ხანგრძლივი და მყარი წონასწორობა მიიღწევა უმუშევრობის
ბუნებრივი დონის პირობებში. ამასთან, ინფლაციის ტემპი შეიძლება იყოს ნებისმიერი

3.ადამიანი თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს უშუალოდ შრომით პროცესში


ან მისთვის მზადებაში ატარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე შრომა არის:
1. ადამიანის მიზანმიმართული ქმედება წარმოების ეფექტიანობის ზრდისა და
მოგების მაქსიმიზაციისათვის
2. ადამიანის მიზანმიმართული ქმედება მატერიალური დოვლათის,
მომსახურების ან სულიერი ფასეულობების შესაქმნელად
3. ადამიანის განსაკუთრებული ქმედება პირველადი მოხმარების,
საციცოცხლოდ აუცილებელი მატერიალური ფასეულობების წარმოებისათვის
4. ადამიანის მიზანმიმართული ქმედება ოჯახური შემოსავლის გაზრდის
მიზნით

4.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი კატეგორია შედის ეკონომიკურად აქტიურ


მოსახლეობაში:
1. პირები, რომელთაც დაკარგეს სამუშაოს პოვნის იმედი, თუმცა მზად არიან
იმუშაონ
2. პირები, რომლებიც იძულების წესით გადიან მკურნალობის კურსს
3. პირები რომელთაც არ აქვთ სამუშაო, ეძებენ მას და მზად არიან შეუდგენ
მუშაობას
4. პირები, რომლებსაც არსებული შემოსავლების გამო არ სურთ მუშაობა

5.შრომითი რესურსების სიბერის კოეფიციენტი გამოითვლება:


1. შრომითი რესურსების რიცხოვნობის თანაფარდობით 16-64 წლის ასაკობრივი
ჯგუფის რიცხოვნობასთან
2. 40-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის თანაფარდობით 16-64 წლის ასაკობრივი
ჯგუფის რიცხოვნობასთან
მარიამ პაიკიძე

3. 50-64 წლის ასაკობრიბი ჯგუფის თანაფარდობით შრომითო რესურსების


საერთო რიცხოვნობასთან
4. 40-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის თანაფარდობით შრომითი რესურსების
საერთო რიცხოვნობასთან

6.საწარმოს შრომითი პოტენციალი გაინგარიშება:


1. მომუშავეთა რიცხოვნობის გამრავლებით კალენდარული დღეების
რაოდენობასა და სამუშაო დღის ხანგძლივობაზე
2. მომუშავეთა რიცხოვნობის გამრავლებით გამოსასვლელი დღეების
რაოდენობასა და სამუშაო დღის ხანგძლივობაზე
3. მომუშავეთა რიცხოვნობის გამრავლებით სამუშაო დღეების რიცხვსა და
სამუშაო დღის ხანგძლივობაზე
4. ადმინისტრაციული პერსონალის რიცხოვნობის გამრავლებით სამუშაო
დღეების რაოდენობასა და სამუშაო დღის ხანგძლივობაზე

7.ფართო გაგებით შრომის ბაზარი მოიცავს:


1. დასაქმებულებსა და უმუშევრებს
2. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებულ ნაწილს
3. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის უმუშევარ ნაწილს
4. სამუშაო ასაკის უმუშევარ მოსახლეობას

8.შრომის ბაზრის სუბიექტებია:


1. შრომის ბაზრის მარეგულირებელი საკანონონმდებლო ნორმატიული აქტები
და სამართალდამცველი ორგანოები
2. ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპლექსი და იქ დასაქმებული
პერსონალი, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის ბაზრის ნორმალურ
ფუნქციონირებას
3. პროფკავშირები და სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც
უზრუნველყოფენ შრომის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას
4. დამსაქმებლები, დასაქმებული მომუშავეები, უმუშევრები, პროფკავშირები,
სახელმწიფო

9.სრულყოფილი (თავისუფალი) კონკურენციის შრომის ბაზრისათვის


ნიშანდობლივია:
1. როცა ბაზარზე არსებობს კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის
დაქირავების მსურველი ფირმებისა და ასევე ერთნაირი კვალიფიკაციის მქონე
პოტენციური მომუშავეების დიდი რაოდენობა
2. როცა დამქირავებელი ფირმები ქირაობენ სხვადასხვა კვალიფიკაციისა და
შესაძლებლობის მქონე მომუშავებს
მარიამ პაიკიძე

3. როცა დამქირავებელ ფირმებს შეუძლიათ შევიდნენ ურთიერთგარიგებაში და


მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განახორციელონ
საჭირო კადრების დაქირავება
4. როცა დამსაქმებლები (დამქირავებლები) და სამუშაოს მაძიებლები
მოქმედებენ შეთანხმებულად ხელფასის განაკვეთის განსაზღვრის მიზნით
10.ხელფასის განაკვეთის განსაზღვრულ დონემდე ზრდის შემდეგ შესაძლებელია
მოხდეს სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება, ანუ სამუშაო დროის შემცირება და
დასვენების დროის გადიდება. ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს:
1. შენაცვლების ეფექტს
2. დასვენების ეფექტს
3. შემოსავლის ეფექტი
4. შრომის მწარმოებლურობის ზრდის ეფექტს

11.მეორადი შრომის ბაზრისათვის დამახასიათებელია:


1. მაღალი ხელფასი და სტაბილური დასაქმება
2. არასტაბილური დასაქმება, ხელფასის დაბალი განაკვეთი
3. პროფესიული ზრდისა და სამსახურებრივი დაწინაურების შესაძლებლობა
4. ძლიერი პროფკავშირების არსებობა

12.ციკლური უმუშევრობა გამოწვეულია:


1. მომუშავეთა კვალიფიკაციის დაქვეითებითა და პროფესიული მომზადების
სისტემის განუვითარებლობით
2. წარმოების დონის დაცემითა და ერთობლივი დანახარჯების დაბალი დონით
3. შრომის ბაზრის დაძაბულობის კოეფიციენტის გადიდებით
4. უმუშევრობის ხანგძლივობის ზრდითა და არაეფექრტიანი დასაქმებით

13.უმუშევრობის ბუნებრივი დონე წარმოადგენს:


1. ციკლური და სტრუქტურული უმუშევრობის ჯამს
2. სტრუქტურული და ფარული უმუშევრობის ჯამს
3. სტრუქტურული და ფრიქციული უმუშევრობის ჯამს
4. ტექნოლოგიური და სტრუქტურული უმუშევრობის ჯამს

14.სრულ დასაქმებას ადგილი აქვს როცა:


1. უზრუნველყოფილია საარსებო მინიმუმზე მაღალი შემოსავალი
2. უმჯობესდება მომუშავეთა პროფესიულ-კვალიფიციური სტრუქტურა
3. უზრუნველყოფილია ყველა დასაქმებულზე ხელფასის დროულად გაცემა
4. ეკონომიკურად მიზანშეწონილ სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა
კმაყოფილდება შესაბამისი პროფესიულ–კვალიფიციური სტრუქტურის
სამუშაო ძალით
მარიამ პაიკიძე

15.დასაქმება ესაა სოციალურ-ეკონომიკური კატეგორია:


1. რომელიც ახასიათებს სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სხვადასხვა
ფორმებს და დაკავშირებულია შემოსავლის მიღების მიზნით
საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში ადამიანების მონაწილეობასთან
2. რომელიც წარმოიშობა მაშინ, როდესაც მომუშავე გადის შრომის ბაზარზე და
იწყება მისი შრომითი მომსახურების გამოყენება
3. რომელიც ასახავს ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური მოსახლეობის რა
ნაწილი მონაწილეობს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაში
4. რომელიც ასახავს გარკვეული შრომითი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიციის
მქონე ადამიანი ზემოქმედებს შრომის საგნებზე წინასწარ დასახული მიზნის
მისაღწევად

16.დასაქმების აქტიური პოლიტიკის ამოცანებია:


1. უმუშევართა აღრიცხვა და რეგისტრაცია, რეგისტრირებულ უმუშევართათვის
შემწეობის ოდენობისა და გაცემის ხანგრძლივობის დადგენა
2. პროფორიენტაცია, პროფესიული მომზადება და გადამზადება, შრომის
მწარმოებლურობის ამაღლება
3. შრომის ბაზრის სტრუქტურის სრულყოფა, დასაქმების სამსახურების
ფუნქციონირების გაუმჯობესება
4. უმუშევართა კონსულტირება და მონიტორინგი, მათი პროფესიულ–
კვალიფიციური შემადგენლობისა და სტრუქტურის ანალიზი

17.შრომის ბაზარზე დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელებას საფუძვლად


უდევს:
1. დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის კონკრეტულ ღონისძიებათა სისტემის
შემუშავება
2. დასაქმების სახელმწიფო, რეგიონალური და მიზნობრივი პროგრამების
შემუშავება
3. უმუშევარ მოქალაქეებზე შემწეობების გაცემის სპეციალური პროგრამის
შემუშავება
4. მომუშავის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისაკენ მიმართულ
ღონისძიებათა სისტემის შემუშავება

18.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს შრომის ბაზრის პასიური


პოლიტიკის ღონისძიებას:
1. შეღავათიანი კრედიტის გაცემა მცირე ბიზნესის განვითარებისათვის
2. სამუშაო ადგილების შექმნის მხარდაჭერა სეზონური დასაქმების მიზნით
მარიამ პაიკიძე

3. სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება უმუშევართა შემწეობის


გაცემაზე, მის ოდენობასა და პერიოდულობის დადგენაზე
4. სოფლის მეუნეობაში ეფექტიანი თვითდასაქმების მხარდაჭერა

19.ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მოიცავს:


1. დასაქმებულებს და უმუშევრებს, ე. ი. იმ კონტინგენტს, რომელიც ბაზარს
სთავაზობს თავის შრომას
2. მხოლოდ მოსახლეობის დასაქმებულ ნაწილს ე. ი. იმ კონტიგენტს ვინც უკვე
განახორციელა თავისი სამუშაო ძალის მიწოდება
3. მხოლოდ უმუშევარ მოსახლეობას ე. ი. იმ კონტიგენტს ვისაც არ აქვს სამუშაო
ეძებს მას და მზად არის შეუდგეს სამუშაოს შესრულებას
4. ახალგაზრდებს, რომელიც არის საზოგადოების აქტიური შემოქმედი ძალა,
ასევე მომუშავე მოზარდებსა და პენსიონერებს

20.პროფკავშირების წარმომადგენლობითი ფუნქცია დაკავშირებულია:


1. ფირმების მხარდაჭერასთან გააფართოონ გასაღების ბაზრის სეგმენტი და
გაზარდონ კონკურეტუნარიანობა
2. მომუშავეების ინტერესების დაცვასთან მხოლოდ სახელმწიფოს დონეზე
3. მომუშავეების ინტერესების დაცვასთან ფირმისა და სახელმწიფოს დონეზე
4. მეწარმეების მიერ მომუშავეების უფლებების დარღვევის თავიდან
აცილებასთან

21.ადამიანური კაპიტალი არის:


1. დაგროვილი ინვესტიცია (კაპიტალი) ტექნოლოგიებისა და ინოვაციების
სფროში
2. დაგროვილი ინვესტიცია განათლების, პროფესიული მომზადების, მიგრაციის,
პროფესიული ჯანმრთელობის სფეროში
3. დაგროვილი ინვესტიცია (კაპიტალი) წარმოების ორგანიზაციისა და
მენეჯმენტის სფეროში
4. დაგროვილი ინვესტიცია (კაპიტალი) ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და
ადამიანების დასაქმების სფეროში

22.ადამიანურ კაპიტალთან დაკავშირებულ პირდაპირ დანახარჯებს მიეკუთვნება:


1. სწავლის ქირა, სახელმძღვანელოების შეძენის ხარჯი, სასწავლო მიგრაციაზე
დანახარჯები
2. სწავლის პროცესთან დაკავშირებული ფსიქო-ნერვული დაძაბულობა
3. სწავლის პერიოდში დაკარგული შესაძლო შემოსავალი, მორალური ზარალი
4. სწავლის შემდგომ მუშაობის ძებნასთან დაკავშირებული სტრესი და
დანაკარგები
მარიამ პაიკიძე

23.შრომის უნიკალიზაცია გულისხმობს:


1. შრომის დაძაბულობის დონისა და დატვირთვის ზრდას
2. ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობისა და სტრესის გაძლიერებას
3. ერთფეროვან ფუნქციათა ნაცვლად რთული, კომპლექსური ფუნქციების
ჩამოყალიბებას
4. ახალ, მაღალკვალიფიკაციურ პროფესიათა რაოდენობის ზრდასა და
კვალიფიკაციის შინაარსის ცვლილებას

24.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება (დასკვნა) არ გამოხატავს


მონეტარისტების თვალსაზრისს დასაქმების პრობლემების შესახებ:
1. შრომის ბაზარზე ხანგრძლივი და მყარი წონასწორობა მიიღწევა უმუშევრობის
ბუნებრივი დონის პირობებში. ამასთან, ინფლაციის ტემპი შეიძლება იყოს
ნებისმიერი
2. გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკაზე სახელმწიფო ზემოქმედების არავითარ
ღონისძიებას არ შეუძლია, შეამციროს უმუშევრობის ბუნებრივი დონე
3. სრული დასაქმება, ეს არის პრაქტიკულად მაქსიმალურად შესაძლებელი
დასაქმება, რაც შეესაბამება შრომისუნარიანი მოსახლეობის 96-97%-ის ჩართვას
შრომით საქმიანობაში
4. სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს შრომის ბაზრის ფუნქციონირებაში, თუ
უმუშევრობა არ აღემატება ბუნებრივ დონეს. წინააღმდეგ შემთხვევაში
ვითარდება სტაგფლაცია

25.რეალური შემოსავალი იანგარიშება:


1. ერთობლივი შემოსავლებიდან დაბეგვრისა და ფასების მიუხედავად
2. ნომინალური შემოსავალისა და ფასების ინდექსის (საცალო ფასებისა და
ტარიფების ცვლილება) გათვალისწინებით
3. ერთობლივი შემოსავლიდან გადასახადებისა და სხვა სავალდებულო
გადასახდელების გადახდის შემდეგ და რომლის განკარგვა ოჯახს
(პიროვნებას) შეუძლია
4. საქონლისა და მომსახურების ღირებულებით, რომლის შეძენა შესაძლებელია
მიღებული განკარგვითი შემოსავლით

26.ჯინის ინდექსი გამოხატავს:


1. შემოსავლების პოტენციური განაწილების გადახრას მათი თანაბარი
განაწილებიდან
2. შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გადახრას მათი არათანასწორი
განაწილებიდან
3. შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გადახრას მათი თანაბარი
განაწილებიდან
მარიამ პაიკიძე

4. შემოსავლების პოტენციური განაწილების გადახრას მათი არათანაბარი


განაწილებიდან

27.მინიმალური სამომხმარებლო კალათა არის:


1. საქონლისა და მომსახურების ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია
ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად
2. თვის განმავლობაში ერთი ადამიანისათვის საჭირო კვების პროდუქტების
ნაკრები, გაანგარიშებული პროდუქტების მოხმარების მინიმალური ნორმების
საფუძველზე
3. მხოლოდ საქონლის ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია
ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად
4. მხოლოდ მომსახურების ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია
ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად

28.მატერიალური უზრუნველყოფის დონის მიხედვით უზრუნველყოფილ ოჯახებს


მიეკუთვნებიან ისეთი ოჯახები:
1. რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით იმყოფება საარსებო
მინიმუმისა და მინიმალურ სამომხმარებლო ბიუჯეტს შორის ინტერვალში
2. რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით საარსებო მინიმუმზე
ნაკლები ან მისი ტოლია
3. რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით რაციონალურ
სამომხმარებლო ბიუჯეტზე მაღალია
4. რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით მდებარეობს მინიმალურ
სამომხმარებლო ბიუჯეტსა და რაციონალურ სამომხმარებლო ბიუჯეტს შორის

29.შემოსავლების რეგულირების ადმინისტრაციული ღონისძიებები:


1. არის საკანონმდებლო აქტების სისტემა, რომლებიც არეგულირებენ
მოსახლეობის შემოსავლებს
2. დაკავშირებულია ნომინალური შემოსავლების რეგულირებასთან და
უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის დახმარების სისტემას
3. მიმართულია დაბალანსებული ეკონომიკური ზრდისათვის პირობების
შესაქმნელად და ძირითადად გავლენას ახდენს მოსახლეობის რეალურ
შემოსავლებზე
4. დაკავშირებულია ნომინალური შემოსავლების რეგულირებასთან და
ძირითადად გავლენას ახდენს მოსახლეობის რეალურ შემოსავლებზე

30.მომსახურების ნორმა არის:


1. ერთი ხელმძღვანელისადმი უშუალოდ დაქვემდებარებულ მომუშავეთა
რაოდენობა
მარიამ პაიკიძე

2. სამუშაოს ერთეულის შესრულებაზე სამუშაო დროის დანახარჯების


დადგენილი სიდიდე
3. საწარმოო ობიექტთა ის რაოდენობა, რომელსაც უნდა მოემსახუროს მომუშავე
ან ბრიგადა დროის განსაზღვრულ პერიოდში
4. დროის ერთეულში (საათი, დღე) შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა,
რომელიც უნდა შეასრულოს განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ
პირობებში მომუშავემ ან მომუშავეთა ჯგუფმა

31.შრომის ბაზრის მახასიათებლების სისტემაში მნიშვნელოვანია მისი


კონიუნქტურა, რომელიც წარმოადგენს:
1. ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპლექსს, რომლებიც
უზრუნველყოფენ შრომის ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირებას
2. მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობას შრომის ბაზარზე
3. შრომის სფეროს რეგულირების მიზნით სპეციალურ სახელმწიფო
დაწესებულებათა სისტემას
4. შრომის ბაზრის რეგულირების ნორმატიულ– სამართლებრივ გარემოს

32.ხელფასის რეტროსპექტული ინდექსაცია გულისხმობს:


1. ხელფასის ზრდას სამომხმარებლო ფასების პროგნოზული ზრდის
გათვალისწინებით და წინ უსწრებს ინფლაციას
2. ინდივიდუალური შემოსავლების დაბეგვრის შემცირებას
3. ხელფასის ზრდას წარსულ პერიოდში სამომხმარებლო ფასების ზრდის
შესაბამისად
4. ხელფასის ინდექაციას გადასახადების შემცირების შემთხვევაში

33.სატარიფო განაკვეთი გამოხატავს:


1. მომუშავის კვალიფიკაციას და მის მიერ შესასრულებული სამუშაოს
სირთულის ხარისხს
2. დროის ერთეულში მომუშავის შრომის ანაზღაურების ზომას
3. განაპირა (უკიდურესი) თანრიგების სატარიფო კოეფიციენტების
შესაბამისობას
4. ნორმატივების ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება
სხვადასხვა კატეგორიის მომუშავეთა ხელფასის რეგულირება

34.ხელფასის ძირითადი ფუნქციებია:


1. წარმოშობის, სტიმულირებისა და კვლავწარმოების
2. მოტიცავიის, სტიმულირებისა და რეგულირების
3. სტიმულირების, კვლავწარმოებისა და ორგანიზების
4. სოციალური, კვლავწარმოებისა და სტიმულირების
მარიამ პაიკიძე

35.შრომის მწარმოებლურობის გაზომვის მეთოდებია:


1. ნატურალური, ღირებულებითი და შრომითი
2. ნატურალური, ღირებულებითი და მმართველობითი
3. ნატურალური, შრომითი და ტექნოლოგიური
4. ნატურალური, ღირებულებითი და საწარმოო

36.ამოცანა–1. ქვეყანის მთლიანი მოსახლეობის რიცხოვნობა 207 155 000 კაცია, ხოლო
15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლება 170 158 000 კაცია. ეკონომიკურად
აქტიური მოსახლეობა 110 000 000 კაცი. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 52 550
000 კაცი, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა კი 47 500 000 კაცი.
უმუშევრობის და დასაქმების დონე შესაბამისად შეადგენს:
9.05% და 58.80%;
9.67% და 58.75%;
10.5% და 57.95%;
10.1% და 58.05%;

37.ამოცანა-2. საწარმომ წლის განმავლობაში გამოუშვა N1 დასახელების 170 000


ერთეული, N2 დასახელების 230 000 ერთეული და N3 დასახელების 260 000
ერთეული პროდუქცია. N1 დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 15 ლარია,
ხოლო შრომატევადობა 7 ნორმა.საათი, N2 დასახელების პროდუქციის ერთეულის
ფასი 15 ლარია, ხოლო შრომატევადობა 8 ნორმა.საათი, ხოლო N3 დასახელების
პროდუქციის ერთეულის ფასი 20 ლარია, ხოლო შრომატევადობა 10 ნორმა.საათი,
საწარმოს მომუშავეთა საშუალოწლიური რიცხოვნობა 70 კაცია. ერთი მომუშავის
საშუალოწლიური გამომუშავება შეადგენს:
1. 84 571 ლარი/კაცზე
2. 160 500 ლარი/კაცზე
3. 160 000 ლარი/კაცზე
4. 162 000 ლარი/კაცზე

38.ამოცანა-3. საწარმომ საბაზისო პერიოდთან შედარებით პროდუქციის


შრომატევადობის დონე 7.5%-ით შეამცირა. შესაბამისად შრომის მწარმოებლურობის
ზრდა (პროცენტებში) შეადგენს:
1. 8.28%
2. 8.11%
3. 8.35%
4. 6.98%

39.ამოცანა-4. საბაზისო პერიოდში მუშებისათვის დახარჯული ხელფასის ფონდი


3.5 მლნ. ლარია. საგეგმო პერიოდში საშუალო ხელფასის ინდექსი 0.98-ია,
მარიამ პაიკიძე

შრომატევადობის ინდექსი 0.945, ხოლო მუშათა რიცხოვნობის ინდექსი 0.955.


გაიანგარიშეთ მუშათა ხელფასის ფონდი ექსტრაპოლაციური მეთოდით:
1. 3 350 000 ლარი
2. 3 275 650 ლარი
3. 3 375 000 ლარი
4. 3 235 000 ლარი

40.ამოცანა-5. კომპანიაში ნორმის ფარგლებში გამოშვებული პროდუქციის


ერთეულის სანარდო შეფასება 4 ლარია. სამუშაო დღის განმავლობაში მუშამ
დაამზადა 32 ერთეული პროდუქცია. აქედან 7 ერთეული ნორმის ზევით
გამოშვებული პროდუქციაა. საწარმოში დადგენილია, რომ ნორმის ზევით
გამოშვებული თითოეული პროდუქციისათვის სანარდო შეფასება 24%-ით იზრდება.
მუშის დღიური სანარდო–პროგრესული ხელფასი შეადგენს:
1. 135.75
2. 132.55
3. 106.72
4. 134.72

You might also like