You are on page 1of 6

1.

რას ნიშნავს სიტყვა აკადემიური - ტერმინი „აკადემიური“ უკავშირდება


აკადემიას, რომელიც ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს უმაღლეს სამეცნიერო
დაწესებულებას. მაგ: შემეცნებათა აკადემია. აკადემია გახლავთ ზოგიერთი
სპეციალური უმაღლესი სასაწვალებლების სახელწოდებაც: სამხატვრო აკადემია ,
საზღვაო აკადემია. რაც შეეხება თავად „აკადემიურს“, იგი ნიშნავს , 1. სასწავლოს ,
აკადემიური წელი, აკადემიური საათი, აკადემიური წარმატება. 2. ძირითად
წყაროებთან შეჯერებულს, სრულს ( ითქმის მეცნიერულ გამომცემლობაზე :
„ვეფხისტყაოსანი“ აკადემიური გამოცემა) 3. ნიშნავს საუკეთესოს/სანიმუშოს
( თეატრი) ( ძეგლი)
2. ვინ ჩამოაყალიბა ტაქსონომია და როგორი სახე აქვს მას - „აკადემიური წერის“
კურსი ემყარება ბენჯამინ ბლუმის „ საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომიას“
რომლის მიხედვით, სტუდენტი უმაღლეს სასწავლებელში ეტაპობრივად უნდა
დაეუფლოს ცოდნის იერარქიულ საფეხურებს, ჯერ შეიძინოს ცოდნა, შემდეგ კი
აქციოს აქტიურ პროცესად ( გამოყენება და ანალიზი), ამის შემდეგ კი დგება
მიღების ეტაპი ( სინთეზი და შეფასება), რომელიც მას განუვითარებს შემოქმედებიტ
აზროვნებას და გამოიმუშავებს შეფასზებით უნარს. ლუმის ტაქსონომიას კი ასეთი
სახე აქვს:
 ცოდნა: ინფორმაციის ათვისება
 გაგება-წვდომა: ინფორმაციის გაგება, მისი ინტერპრეტაცია, სხვა
სიტყვებით გადმოცემა, გააზრება და განზოგადება.
 გამოყენება: მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ახალ, გაუთვალისწინებელ
სიტუაციაში გამოყენება.
 ანალიზი: მონაცემების დაჯგუფება ლოგიკური ქვეჯგუფებად, მათ შორის
ლოგიკური კავშირების დადგენა.
 შეფასება: პირველ 5 დონეზე შეძენილი ცოდნის, უნარების, გაგებისა და
გამოცდილების გაერთიანება.
3. რა არის მეცნიერება ? - მეცნიერება საქმიანობაა, რომელიც ახალ ცოდნას ქმნის.
მისი მთავარი დანიშნულება კი ისაა, ჯერ გაარკვიოს და შემდეგ ახსნას. ამრიგად ,
მეცნიერების მიზანია, უცნობი საკითხების აღმოჩენა, ცოდნის შეგროვება ,
გაანალიზება და მისი სარგებლიანად ქცევა, რაც გამოიხატება სწავლებაში ,
მიჭებული ცოდნის გადაცემაში.
4. რა არის მეცნიერულობის განმსაზღვრელი ძირითადი კრიტერიუმები -
ორიგინალურობა, მნიშვნელოვნება, ობიექტურობა, აზრობრივი და ენობრივი
სიცხადე, კეთილსინდისიერება, ვალიდურობან ( დასაბუთებულობა და
ადეკვატურობა ), გადმოწმებადობა/გამჭირვალობა.
5. რას ნიშნავს მეცნიერული კეთილსინდისიერება - პლაგიატი არის
„ინტელექტუალური და გონებრივი ნამოღვაწარის ქურდობა“ აკადემიური სიყალბე
- შეუფერებელი და არაეთიკური ქცევა. მეცნიერული კეთილსინდისიერება კი
ნიშნავს რომ არ შეიძლება სხვისი ნაშრომის მითვისება, ეს დანაშაულია .
6. რა არის სტილი - სტილი არის ერთი რიგის საგანთა და მოვლენათა მკვეთრად
განმასხვავებელ ნიშანთა ერთობლიობა.
7. რა ახასიათებს სამეცნიერო ნაშრომს - ლაკონურობ, ლოგიკურობა,
თანამიმდევრობა, სიმწყობრე.
8. სამეცნიერო სტილის სახეობებია - საკუთრივ სამეცნიერო, სასწავლო
სამეცნიერო (საგანმანათლებლო) და სამეცნიერო-პოპულარული.
9. ისაუბრეთ მეტყველების სტილთან დაკავშირებით - მეტყველების სტილში
იგულისხმება სასაუბრო და მწიგნობრული სტილი.
სასაუბრო სტილის მახასიათებლებია - არაოფიციალურობა, ბუნებრიობა,
დაუგეგმავობა, ყოფითი შინაარსი, დიალოგურობა ან პოლილოგურობა,
ეკონომიურობა, ექსპრესიულ-ემოციური ლექსიკა, უსრული წინადადებების
გამოყენება, ჟესტები და მიმიკები.
მწიგნობრულ სტილის მახასიათებლებია - სალიტერატურო ენის ნორმათა
დაცვა, ნეიტრალური ლექსიკა, წინასწარ დაგეგმვა, მონოლოგურობა,
ლოგიკურობა, დიდი მოცულობა. სრული ( მეტწილად რთული წვეწყობილი)
წინადადებები.

10. . რა არის აუცილებელი მწიგნობრული სტილისთვის - აზრის გამოხატვის


სისწორე, მეტყველების სიზუზტე, მეტყველების მ კაფიოობა, ლაკონურობა,
სიწმინდე, ბუნებრიობა, სწორი წყობა.
11. სამეცნიერო ნაშრომის ხარვეზებია - შინაარსობრივი მხარე, ახალი სამეცნიერო
ინფორმაციის დეფიციტი, ფაქტობრივი შეცდომები, განზოგადებაზე
დაფუძნებულობა და უსაფუძვლო პარალელები.
12. სამეცნიერო სტილის სპეციფიკური ნიშნებია: სპეციალური ლექსიკის,
ტერმინოლოგიის მიზანმიკმართული გამოყენება, ლაკონურობა, სიზუსტე,
სავალდებულო ციფრების, სიმბოლოებისა და ნიშნების გონივრული გჰამოყენება ,
ზმნების ნაკლებობა, ტექსტის ლოგიკურობა - მიზეზშედეგობრიობის გადმოცემა ,
ტექსტის მტკიცებითი ხასიათი, აზრის გადმოცემის სუბიექტური მომენტების
უგულვებელყოფა, მხატვრული სტილის ელემენტების მაქსიმალური შეზღუდვა ,
სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვა.
13. რამდენი სახის სტილს გამოყოფენ? - სამეცნიეროს, ოფიციალურ-საქმიანს,
პუბლისცისტურს, მხატვრულ ლიტერატურისას და სასაუბროს.
14. რა არის სამეცნიერო სტილი? - სამეცნიერო სტილი მეცნიერული ლიტერატურის,
წიგნის გამოკვლევის, სახელმძღვანელოების, მოხსენებებისა და მისთანათა ენაა .
იგი განკუთვნილია სამეცნიერო საზოგადოებისათვის.
15. რომლებია სამეცნიერო სტილის სახეობები - სამეცნიერო სტილის სახეობებია:
საკუთრივ სამეცნიერო, სასწავლოს სამეცნიერო ( საგანმანათლებლო ) და
სამეცნიერო-პოპილარული.
16. ოფიციალურ-საქმიანი სტილის ნიშნებია: თემისა და აზრის კონკრეტუილობა,
მიზნის გამოხატვის სიზუზტე და სიცხადე, ლაკონიზმი და სიმშრალე,
სტანდარტულობა, ენობრივი ფორმულები, სალიტერატურო ენის ფორმათა დაცვა ,
ემოციების და ექსპრესიის შეზღუდვა, ობიექტორობა, მარტივი კონსტრუქციებისა და
აღწერითი ფორმების გამოყენება, სტატისტიკური მონაცემების ხშირი მითითება ,
რეკვეზიტები: ორგანიზაციის დასახელება, პირის თანამდებობა , წოდება : გვარი ,
ინიციალები(მობინადრე, მოქალაქე, კლიენტი, პაციენტი, სათაური, ხელმოწერა ,
თარიღი, შემოკლებები და აბრევიატურები) ტექსტის ოფიციალური დამოწმება .
17. ოფიციალურ-საქმიანი სტილის ხარვეზებია - ეტიკეტის დაუცველობა,
ალოგიკურობა,.ფამილიარულინ სტილი, დოკუმენტის დაუმოწმებლობა,
დაითარიღებლობა, სტანდარტის დაუცველობა.
18. რას ეწოდება პუბლიცისტური სტილი - პუბლიცისტური სტილი ეწოდება მასობრივ
კომუნიკაციის საშუალებების ენის თავისებურებებს.
19. რას ეწოდება მსჯელობა - ახრის ლოგიკურ განვითარების ან უარყოფის ლოგიკურ
განვითარებას მსჯელობა ეწოდება.
20. რა არის არგუმენტი - არგუმენტი არის დებულება ან ლოგიკური მსჯელობის
სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცებას.
21. რა არის კონტრარგუმენტი - კონტრარგუმენტი არგუმენტის საწინააღმდეგო
დებულებაა.
22. ისაუბრეთ მსჯელობის აგების მეთოდებზე - მსჯელობის აგების ორგვარი მეთოდი
არსებობს: ინდუქციური და დედუქციური, ინდუქცია ისეთი მეთოდია, რომელსაც
კონკრეტულ ფაქტებიდან, კერძო მაგალითებიდან საერთო კანონზომიერება
გამოჰყავს. იგი წარმოადგენს გზას კონკრეტულიდან ზოგადისკენ. დედუქცია
მსჯელობის აგების ისეთი ხერხია, როდესაც ზოგადი დებულებებიდან კერძო
დასკვნა გამოიყვანება. იგი ზოგადიდან კონკრეტულისკენ მიემართება .
23. წინადადებათა გადაბმის ხერხები - არსებობს წინადადებათა გადაბმის
რამდენიმე ხერხი: ჯაჭვური გადაბმა, პარალელური გადაბმა და გადაბმის ნარევი
სახე.
24. რა არის სწორად შერჩეული სათაურის მახასიათებლები - ტექსტთან ბმულობა -
უნდა უკავშირდებოდეს ძირითად სათქმელს, ლაკონურობა - უნდა იყოს მოკლე,
ტევადი, სხარტი, მოქნილი, სტილის შესაბამისი, ინფორმირებულობა - უნდა
მიგვანიშნებდეს ავტორის ძირითად სათქმელზე ან პოზიციაზე . უნდა იყოს
ინტერესის აღმძვრელი, მაგრამ არასკანდალური. სკანდალური სათაური ხშირად
ეთიკური ნორმების დარღვევას, საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანებას
იწვევს და მკითხველს ნეგატიურად განწყობას. სათაური აფრ უნდა იყოს
დატვირთული სპეციალური ტერმინებით, არ უნდა იყოს ძალიან ზოგადი , როცა
ავტორი კონკრეტულ საკითხს განიხილავს, ზუსტად უნდა მოერგოს საკითხს.
სათაური შეიძლება ჩამოყალიბდეს შეკითხვის სახითაც, ასეთი ტიპის სათაური
უფრო მეტად აღუძრავს ნკითხველს ინტერესს.
25. პუბლიცისტური სტილის ნიმუშებია - ნარკვევი, ჩანახატი, მიწოდება, ცნობა
ფელეტონი, პამფლეტი, რეპორტაჟი, მიმართვა, რეკლამა.
26. პუბლიცისტური სტილის ჟანრებია - ოფიციალურ-სამეცნიერო, საინფორმაციო-
სქაქმიანი, საინფორმაციო-ექსპრესიული, საზეიმო-დეკლკარაციული,
საინფორმაციო-ანალიზური, საგაზეთო-სამეცნიერო, იმპერატიული, რეპორტაჟი .
27. პუბლიცისტური სტილის დამახასიათებელი ნიშნებია - სხარტი და დინამიკური
თხრობა, თემის აქტუალურობა, ინფორმაციის სიახლე და ექსკლუზიურობა, ახალი
ლექსიკა-ტერმინოლოგიის, სლენგის აქტიური გამოვლენა, პოლიტიკური პათოსი,
ენობრივ ნშტამპების, კლიშების სტერეოტიპული ფრაზების გამოყენების
ტენდენცია, საზოგადოებრივი პოზიციის აქტიური გამოვლენა, სიტყვების და
გამოთქმების მეტაფორული მნიშვნელბით გამოყენება, შემოკლებები და
აბრევიატურა.
28. რა არის აბზაცი - აბზაცი ერთსა და იმავე აზრთან და თემასთან დაკავშირებული
წინადადებათა ერთობლიობაა. ისინი ლოგიკურად უკავშირდებიან ერთმანეთს და
გარკვეული ფუნქცია ეკისრებათ.
29. რას ჰქვია ოფიციალურ საქმიანი - ოფიციალურ-საქმიანი ჰქვია საქმიანი
ურთიერთოებებისათვის განკუთვნილი ოფიციალური დოკუმენტების, საქმიანი
ქაღალდების ენას
30. რომლებია ოფიციალურ-საქმიანი სტილის ქვესტლები - საკუთრივ
ოფიციალურ-საქმიანი სტილი, იურიდიული დოკუმენტების სტილი, დიპლომატიური
საბითების სტილი.
31. ოფიციალურ-საქმიანი სტილის ნიშნები - თემისა და აზრის კონკრეტულობა,
მიზნის გამოხატვის სიზუსტე და სიცხადე, ლაკონიზმი და სიმშრალე,
სტანდარტულობა, ენობრივი ფორმულები, სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვა ,
ემოციების და ექსპრესისს შეზღუდვა, უბიექტურობა, მარტივი კონსტრუქციებისა და
არწერითი ფორმების გამოყენება, სტატისტიკური მონაცემების ხშირი მითითება ,
რეკვეზიტები: ორგანიზაციის დასახელება, პირის თანამდებობა , წოდება , გვარი ,
ინიციალები, მობინადრე, მოქალაქე, კლიენტი, პაციენტი, სათაური, ხელმოწერა,
თარიღი, შემოკლებები და აბრევიატურები. ტექსტის ოფიციალური დამოწმება .
32. მხატვრული სტილი - მხატვრული სტილი, რომელიც შეიცავს გამომსახველობით
ენობრივ საშუალებებს და ემსახურება სინამდვილის მხატვრულ გარდასახვას .
33. რომლებია მხატვრული სტილის სტილური ნიშნები: ექსპრესიულობა, ავტორის
მაქსიმალური ინდივიდუალიზმი, მხატვრული ხერხების სიჭარბე, მხატვრული
საახეებით აზროვნება, სიტყვაქმნადობა, სასაუბრო სტილის ელემენტების
გამოყენება.
34. სასაუბრო სტილი - სასაუბრო სტილი თავისი სპეციფიკური ნიშნებით
უპირისპირდება წიგნს, ანუ სამეცნიერო სტილს. ამ სტილის ჟანრებია: საუბარი,
დიალოგი, კამათი, თხრობა.
35. რა არის სასაუბრო სტილის ძირითადი ფუნქცია? - სასაუბრო სტილის ძირითადი
ფუნქცია აზრთა გაზიარებაა.
36. გამოყოფენე სასაუბრო სტილის ორ სახეს: სასაუბრო-ლიტერატურულს და
სასაუბრო ფამილიარულს
37. დილოგს და მონოლოგს ერთმანეთისგან განასხვავებს ავტომატიზმი,
დაუგეგმავობა და უსრული ხასიათი.’
38. სასაუბრო სტილის სტილური ნიშნებია: არაოფიციალურობა, სიტუაციურობა,
სპონტანურობა, მყისიერება, სალიტერატურო ენის ნორმათა დაუცველობა ,
დიალოგიურობა, ენობრივ საშუალებათა ეკონომია, რეპლიკატა შერწყმა , უსრული
წინადადებები, ექსპრესიულ-ემოციური ლექსიკა, ჟესტები და მიმიკა .
39. რისთვის გამოიყენება საქმიანი ქაღალდები? - საქმიანი ქაღალდები
გამოიყენება პირების, პირებისა და უწყების, პირისა და სახელმწიფოს ,
ორგანიზაციების
40. რა არის განცხადება - განცხადება საქმიანი ქაღალდია, რომლითაც გადმოიცემა
თხოვნა, მოთხოვნა, საჩივარი ან რაიმე შეტყობინება
41. რა არის რეზიუმე - რეზიუმე აკადემიური ტექსტის შეჯამებაა.
42. რამდენი საფეხურისგან შედგება კითხვა - კითხვის სამი საფეხური არსებობს,
შესავალი, ( ტექსტის ორიენტირება ), ძირითადი ( ტექსტის სრულყოფილი გაგება
და წვდომა ) და დასკვნითი ( ტექსტის შეჯამება, ინტერპრეტაცია და კრიტიკა )
43. რა არის წერის მიზანი - წერის მიზნებია: ინფორმირება ( ახსნა, ინსტრუქტაჟი,
დარწმუნება ან გართობა), დარწმუნება ( ზეგავლენის მოხდენა , მკითხველის
დარწმუნება) ან გართობა ( საზეიმო, ამაღლებული განწყობის შექმნა , გართობა,
ემოციური განწყობის ჩამოყალიბება და ა.შ.)
44. რომელია ინფორმაციის შეგროვების ძირითადი წყაროები ? – 1. ზეპირი
კონსულტაცია: ინფორმაციის მოსაპოვებლად შეიძლება დავეკითხოთ
კომპეტენტურ პირს, რომელიც უფრო მეტადაა ინფორმირებული საკითხთან
დაკავშირებით. 2. წერილობითი წყარო: ამის შემდეგ უნდა მოვნახოთ
სახელმძღვანელო, სადაც აღნიშნული საკითხი იქნება განხილული. 3. სამეცნიერო
ლიტერატურა: ასევე უნდა გავეცნოთ სპეციალურ ლიტერატურას, გამოცემულ
მონოგრაფებს, პუბლიკაციებს. 4. ინტერნეტი: და ბოლოს, მოვიძიოთ
ინტერნეტმასალებიც, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უკანასკნელი
ხშირად არ არის სანდო.
45. რა დამხამრე წყაროებია საჭირო საკვლევი საკითხის კვლევისას ? – 1.
ექსპერომენტი 2. ექსპედიცია 3. ინტერვიუ 4. პირადი გამოცდილება 5. სტრატეგიები
ინფორმაციის შესაგროვებლად.
46. რა სტრატეგიებს ვიყენებთ ინფორმაციის შესაგროვებლად ? - ინფორმაციის
შესაგროვებლად ვიყენებთ შემდეგ სტრატეგიებს და მეთოდებს : გონებრივი
იერიში, გონებრივი რუკა -- „კლასტერი/აბლაბუდა“, თავისუფალი წერა/
ჩანაწერების ჟურნალი, სადისკუსიო შეკითხვები, ტერმინთა განსაზღვრებები .
47. რა მიზნით ვიყენებთ გონებრივ იერიშს? - გონებრივი იერიში გულისხმობს ერთი
სიტყვის ან ფრაზის საშუალებით აზრის ნებისმიერ მიმართულებით გაშლას . ჯერ
უნდა ჩამოვწეროთ ყველა აზრი და ნებისმიერი იდეა, რასაც გავიფიქრებთ . ასე
შესაძლებელია მაქსიმალურად დიდი ინფორმაციის შეგროვება , რომელსაც
დასჭირდება მოწესრიგება და მათგან იმის შერჩევა, რაც საჭირო და აუცილებელია
მსჯელობის განსავითარებლად და თემის ასაგებად. გონებრივი იერიშის
ალტერნატივაა თავისუფალი წერა. თემის სათაურის შერჩევის შემდეგ ვწერთ
მოცემული თემის შესახებ ყველაფერს, მნიშვნელოვანს და უმნიშვნელოს. უნდა
ვწეროთ შეუჩერებლივ, ყოველგვარი რედაქტირების გარეშე , რადგან როცა
„შინაგანი რედაქტორი“ გვაიძულებს დრო დავკარგოთ შეცდომების თავიდან
აცილებისა ან გასწორებაზე, შეიძლება აზრი გაგვეფანტოს , , ნურც იმაზე იფიქრებთ ,
ერთი აზრი მეორეს მიჰყვება თუ არა, მთავარია იდეებს მოვუუყაროთ თავი ,
შეცდომების გასწორება შემდეგაც მოხერხდება.
48. რა მიზნით ვიყენებთ თავისუფალ წერას? - თავისუფალი წერა გონებრივი
იერიშის ალტერნატივაა. გონებრივი იერიშის შესახებ ზევით წერია .
49. წერითი ნაშრომის ასაგებად საჭიროა - 1. ნუსხის შედგენა 2. იდეათა დახარისხება
3. აბზაცებად დალაგება 4. ესეს მონახაზის შექმნა
50. რამდენი სახისაა კითხვა - კითხვა არის ორი სახის აქტიური და პასიური,
კაქტიურია კითხვა როდესა რფაიმე ღირებული ინფორმაციის მისაღებად
ვკითხულობთ, ხოლო პასიურია, როდესაც ვკითხულობთ ჩვენი სიამოვნებისთვის.
51. რას ეწოდება რეზიუმირება - სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვისას ტექსტის
ვრცელი მონაკვეთების თქვენი სიტყვებით გადმოცემა-შეჯამებას რეზიუმირება
ეწოდება.
52. კრიტიკული კითხვის მეთოდები - წერა: კითხვის დროს შენიშვნების ჩაწერა.
გადახედვა: ტექსტის გადათვალიერება, თვალის გადავლება. წაკითხვა: ტექსტის
რამდენჯერმე გადაკითხვა, დეტალური კითხვა. შეჯამება: ტექსტის ნაწილების
ერთმანეთთან დაკავშირება და ძირითადი იდეის გამოკვეთა .
53. რა არის აუცილებელი მწიგნობრული სტილისთვის - აზრის გამოხატვის
სისწორე, მეტყველების სიზუზტე, მეტყველების მ კაფიოობა, ლაკონურობა,
სიწმინდე, ბუნებრიობა, სწორი წყობა.

You might also like