You are on page 1of 7

მეხსიერება

მეხსიერება არის გარემოდან მიღებული ინფორმაციის დამახსოვრების,


შენახვისა და აღდგენის პროცესი.

გარემოდან ინფორმაციის მიღება ხდება შემეცნების სენსორულ-პერცეპტულ


დონეზე, გრძნობის ორგანოების მეშვეობით. მეხსიერება არის გონების სათავსო,
მიღებული ცოდნის საცავი. ადამიანის უნარი რომლის გარეშე ნორმალური
ფსიქიკური აქტივობა წარმოუდგენელია.

მნემოზინა
მეხსიერებაზე პასუხისმგებელია ტვინის ოთხი სტრუქტურა:
• ნათხემი (გამეორების საფუძველზე ათვისებული
შთაბეჭდილებების და პირობითი რეფლექსების
დამახსოვრებას უზრუნველყოფს, ანუ პროცედურული
მეხსიერება);
• ზოლიანი სხეული (სტრუქტურა წინამდებარე ტვინში,
რომელიც უზრუნველყოფს ჩვევების ჩამოყალიბებას);
• ტვინის ქერქი (გრძნობის ორგანოებით მიღებულ შთაბეჭდილებებსა და
შეგრძნებათა შორის ასოციაციების მეხსიერებას უზრუნველყოფს);
• ნუშისებრი სხეული და ჰიპოკამპი (ფაქტების, თარიღების, სახელების
და იმ შთაბეჭდილებების დამახსოვრება, რომელიც ემოციებს აღძრავენ).

ექსპლიციტური და იმპლიციტური მეხსიერება


ექსპლიციტური მეხსიერება - მეხსიერებიდან ინფორმაციის აღდგენის
ცნობიერი ძალისხმევა;
იმპლიციტური მეხსიერება - კოდირების და აღდგენის პროცესების
გაუცნობიერებლად ინფორმაციის დახსომება და აღდგენა.

დეკლარაციული და პროცედურული მეხსიერება


დეკლარაციული მეხსიერება - მიმართულია ფაქტების დამახსოვრებაზე;

პროცედურული მეხსიერება - მიმართულია იმაზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს


მოქმედება; საფუძვლად უდევს პერცეპტული, კოგნიტური და მოტორული ჩვევების
შეძენას.
ეპიზოდური და სემანტიკური მეხსიერება
ეპიზოდური მეხსიერება - ხანგრძლივი მეხსიერება ავტობიოგრაფიული
ხასიათის მოვლენებისთვის და იმ კონტექსტისთვის სადაც ეს მოვლენები ხდება;
(მაგ. ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე);
სემანტიკური მეხსიერება - გენეტიკური, კატეგორიული მეხსიერება ,
როგორიცაა სიტყვების მნიშვნელობები და ცნებები

მეხსიერების პროცესები
• ინფორმაციის კოდირება;
• ინფორმაციის შენახვა;
• ინფორმაციის აღდგენა;
• ინროფმაციის დავიწყება
ინფორმაციის კოდირება
კოდირება - აღბეჭდვა, ინფორმაციის შეყვანა მეხსიერებაში,
დამახსოვრება, ინფორმაციის პირველადი დამუშავების პროცესი,
რომელიც იწვევს მეხსიერებაში საგნის ან მოვლენის ხატის
წარმოქმნას.
კოდირება ზოგიერთ შემთხვევაში ავტომატურად, ანუ ცნობიერების
მონაწილეობის, გაცნობიერების გარეშე მიმდინარეობს, ზოგჯერ
საჭიროებს გაცნობიერებას.
ინფორმაციის ავტომატური კოდირება
ინფორმაციის დიდი ნაწილი ადამიანის მიერ კოდირდება მცირე
ძალისხმევით, ან საერთოდ რაიმე ძალისხმევის გარეშე (სივრცის,
დროის, მოვლენათა თანმიმდევრობის შესახებ ინფორმაცია).
ადამიანის ტვინი ინფორმაციის რამდენიმე ნაკადს პარალელურად
გადაამუშავებს.
ინფორმაციის ცნობიერი კოდირება
ინფორმაციის ზოგიერთი ტიპი, კოდირებისა და
მეხსიერებაში შენარჩუნებისთვის მოითხოვს ყურადღებას და ცნობიერ
ძალისხმევას. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება ახალ ინფორმაციას,
იქნება ეს ვერბალური თუ ვიზუალური ფორმით აღქმული.
ებინგჰაუსის მეხსიერების კვლევის 7 მეთოდი, რომელთა
საშუალებით შეეცადა გაეზომა მეხსიერების კოეფიციენტი:
1. დასწავლის მეთოდი - დასამახსოვრებელი მასალის რიგი ცდის
პირს ეძლევა იმდენჯერ, რამდენი გამეორებაც დასჭირდება მათი
უშეცდომო აღდგენისთვის. გამეორებათა რიცხვი, რომელიც
საჭიროა ამ მასალის დასასწავლად, ითვლება დასწავლის
კოეფიციენტად.
2. შენარჩუნების მეთოდი - ცდის პირს მხოლოდ ერთხელ აწვდიან
უაზრო მარცვლების რიგს და სთხოვენ მათ რეპროდუქციას.
დახსომების კოეფიციენტი გამოიხატება რიგის სწორად
აღდგენილი წევრების რაოდენობრივ მაჩვენებელში;
3. სწორი პასუხების მეთოდი - დასამახსოვრებელი მასალა ცდის
პირს ეძლევა უაზრო მარცვლების წყვილთა რიგის სახით და ევალება
აქცენტი გააკეთოს წყვილის პირველ წევრზე. მასალის რიგის 2-3
ექსპონირების შემდეგ, მას აწვდიან წყვილის პირველ წევრებს და
სთხოვენ მოიგონოს წყვილის მეორე წევრი. დახსომების კოეფიციენტი
განისაზღვრება სწორი პასუხების რიცხვით.
4. ცნობის მეთოდი - დასამახსოვრებლად შეიძლება გამოყენებული
იქნეს უაზრო მარცვლები, სურათები და ა. შ. მასალის ერთხელ
მიწოდების შემდეგ ცდის პირს ევალება ამოიცნოს/გამოარჩიოს ის
მასალა რაც უკვე მიეწოდა, სხვა მასალასთან არეული სახით. სწორად
გამოცნობილი მასალის რაოდენობა ითვლება ცნობის მეხსიერების
კოეფიციენტად.
5. რეკონსტრუქციის მეთოდი - ცდის პირს თავდაპირველად
გარკვეული თანმიმდევრობით აწვდიან მასალას (სურათები, სიტყვები
და ა. შ.), შემდეგ მიწოდებულ მასალას აურევენ და ცდის პირს ევალება
აღადგინოს პირველი, ექსპონირებული თანმიმდევრობა. დახსომების
კოეფიციენტი გამოიხატება რიგის სწორად აღდგენილი წევრების
რაოდენობით.
6. დახმარების მეთოდი - ერთხელ აღქმული მასალის რეპროდუქცია
(აღდგენა) ხდება მანამ, ვიდრე ცდის პირი მას ზეპირად, უშეცდომოდ
არ აღადგენს. ყველა შემთხვევაში, როდესაც ცდის პირი ვერ იგონებს
რიგის რომელიმე წევრს მას ეხმარება ექსპერიმენტატორი და ახსენებს
დავიწყებულ მასალას. მეხსიერების კოეფიციენტად შეიძლება
ჩაითავლოს, როგორც სწორად აღდგენილი დასასწავლი
ერთეულების რიცხვი, ასევე საჭირო დახმარებათა რაოდენობა.
7. მომარაგების მეთოდი - ცდის პირი დასწავლის მეთოდით
სწავლობს მასალას, რომელიც იგივე მეთოდით ადრე ჰქონდა
ნასწავლი და დავიწყებული. როგორც წესი, ხელახალი
სწავლებისათვის საჭირო დრო ან გამეორებათა რიცხვი უფრო
ნაკლებია, ვიდრე პირველი დასწავლისას. პირველადი და
მეორადი დასწავლის კოეფიციენტებს შორის სხვაობის სიდიდე
წარმოადგენს მომარაგების კოეფიციენტს.
ინფორმაციის ცნობიერი კოდირებისას, უკვე დასწავლილი
მასალის აღდგენისათვის საჭირო დრო დამოკიდებულია
დასწავლის პროცესში გამეორებათა რაოდენობაზე (შესაბამისად
დროზეც).
ნაპირის ფაქტორი - ადამიანს უადვილდება დასამახსოვრებელი
მარცვლების რიგში პირველი და ბოლო წევრების დამახსოვრება.
ამასთან, დასამახსოვრებელი მასალის პირველი და ბოლო
ელემენტები სარგებლობენ უპირატესობით, როგორც უშუალო, ასევე
დროითი ინტერვალით აღდგენის შემთხვევაში.

კოდირების სუბიექტური ფაქტორები


• განზრახვის ფაქტორი - ინფორმაციის ცნობიერი კოდირება არის
აქტიური ნებისმიერი მოქმედება; მოტივი და განზრახვის ფაქტორი
იძლევა დახსომების უკეთესს შედეგს (ხანგრძლივობასაც).
• ინტელექტუალური აქტივობის ფაქტორი - ინფორმაციის კოდირება
(შენახვა
და აღდგენაც) უკეთესად მიმდინარეობს, როდესაც ხდება მისი გაგება,
გააზრება და გონებრივი გადამუშავება, ანუ ინტელექტუალური
აქტივობა.

ინტერესის ფაქტორი - აადვილებს ინფორმაციის კოდირებას,


შენახვას და აღდგენას (ინტერესი არის ასევე ყურადღების გამომწვევი
ერთ-ერთი სუბიექტური ფაქტორი, ყურადღება თავის მხრივ
დასწავლის მნიშვნელოვანი პირობაა).
არაპირდაპირი ინტერესიც ახდენს დახსომების სტიმულაციას.
მოქმედების შეწყვეტის ფაქტორი - კ. ლევინის ნებისყოფის თეორია
“ველის თეორია”. გამოცდილების ფაქტორი - კოდირებას აადვვილებს
გამოცდილება.

• შეგრძნების მოდალობის ფაქტორი - ინფორმაციის


დახსომება უფრო ეფექტურია, თუ იგი ერთდროულად რამდენიმე
არხით მიეწოდება;
განასხვავებენ მეხსიერების შემდეგ ტიპებს:
 მხედველობითი ანუ ოპტიკური;
 სმენითი ანუ აკუსტიკური;
 მოძრაობითი ანუ მოტორული.
• ფიზიოლოგიური ფაქტორები
კოდირების ხერხები

• ინფორმაციის მნიშვნელობის კოდირება;


• ინფორმაციის აზრობრივი ხატის შექმნა;
• ინფორმაციის ორგანიზება.
აზრობრივი ხატებით კოდირება

ინფორმაციის კოდირება ხდება


თვალსაჩინო ხატების (წარმოდგენების) სახითაც და ამგვარი
კოდირება განაპირობებს ინფორმაციის ხანგრძლივ შენახვას
- ადვილად და დიდხანს გვამახსოვრდება ის რისი
წარმოდგენაც შეგვიძლია.
კონკრეტული სიტყვები უფრო ადვილად ამახსოვრდება
ადამიანს, ვიდრე აბსტრაქტული, ხოლო კონკრეტული
სიტყვების დამახსოვრება კიდევ უფრო უმჯობესდება,
როდესაც მათ თან ახლავთ როგორც მხედველობითი,
სემანტიკური კოდირება.
ინფორმაციის კოდირება თვალსაჩინო წარმოდგენების
სახით ეხმარება ადამიანს ადვილად მოიგონოს თავისი
ცხოვრებისეული მომენტები.
“ფერადი რეტროსპექცია” - ფენომენი, რომელიც
გულისხმობს, რომ ადამიანი სასიამოვნო მოგონებებს და
წარმოდგენებს უფრო ინახავს მეხსიერებაში, ვიდრე
უსიამოვნოს.
ინფორმაციის ორგანიზაცია
ინფორმაციის ორგანიზაცია - მთელი ინფორმაციის
დაყოფა გარკვეულ, აზრიან ერთეულებად.
მნიშვნელობა და ხატოვანება აუმჯობესებენ დამახსოვრებას
ნაწილობრივ სწორედ იმიტომ, რომ ხელს უწყობენ
ინფორმაციის ორგანიზაციას, მოწესრიგებას, დაჯგუფებას.
დამახსოვრების ფორმები ინდივიდუალურია. ერთ-ერთი
მნემონიკური ხერხია აკრონიმები, რაც გულისხმობს
დასამახსოვრებელი სიტყვების პირველი ასოებისგან
შექმნილ სიტყვას (მაგ. თსუ, აშშ და ა. შ.).
იერარქიული ორგანიზაცია - ინფორმაციის დაყოფა
ნაწილებად და მათ შორის კავშირების დამყარება. უფრო
ფართო ცნებები იყოფა ნაკლებად ფართო ცნებებად,
რომელიც თავის მხრივ, იყოფა სპეციფიკურ კატეგორიებად.
ინფორმაციის კოდირება ხანმოკლე მეხსიერებაში
აკუსტიკური კოდირება: ხანმოკლე მეხსიერებაში ინფორმაციის
კოდირება უპირატესად ხდება სმენითი ფორმით.
მხედველობითი კოდირება წინ უსწრებს სმენით კოდირებას.
საგნის აღქმისას ჯერ ჩნდება მისი ხატი შემდეგ კი მისი სახელი
გაიჟღერებს.
სემანტიკური კოდირება - სიტყვის მნიშვნელობის, ან
წინადადების, ფრაზების აზრის დამახსოვრება.
ინფორმაციის კოდირება ხანგრძლივ მეხსიერებაში
ხანგრძლივ მეხსიერებას, სენსორული რეგისტრისა და
ხანმოკლე მეხსიერებისგან განასხვავებს კოდირების,
აბსტრაქტული ფორმების, მოცულობის და გამძლეობის
მრავალფეროვნების თავისებურებანი.
ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმაციის კოდირება ხდება
სამივე ფორმით (აკუსტიკური, ვიზუალური, სემანტიკური).

You might also like