You are on page 1of 18

სოციალური ფსიქოლოგია

ლექციების კონსპექტი

ლექციების ძირითად თემათა მიმოხილვა

წარმოდგენილი საკითხები ლექციაზე განიხილება უფრო ფართოდ და


ილუსტრირებული იქნება სლაიდებით, მაგალითებითა და პრაქტიკული
სავარჯიშოებით.
Gგამოტოვებული 2 მეცადინეობა დაეთმობა წერით სემინარებს.

ლექტორი: ასოც. პროფ. რუსუდან მირცხულავა

ორი გამოტოვებული ლექცია დაეთმობა წერით სემინარსა და


ტესტირებას.

I ლექცია
“ჩვენ ვიღებთ ადამიანებისგან იმას, რასაც მათგან მოველით!” (დ. მაიერსი,
“სოციალური ფსიქოლოგია”, გვ. 151)

სოციალური ფსიქოლოგია ადამიანთა შორის ურთიერთობებს შეისწავლის. Iს ჯერ


კიდევ ახალგაზრდა მეცნიერებაა; სოციალურ ფსიქოლოგიაში პირველი
ექსპერიმენტული კვლევები 1898 წლით თარიღდება, ხოლო პირველი სახელმძღვანელო
_ 1924 წლით. თავისი თანამდროვე სახე სოციალურმა ფსიქოლოგიამ მიიღო 1930-იან
წლებში.Mმის განვითარებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია II მსოფლიო ომმა,
როდესაც ფსიქოლოგები ჯარისკაცების ურთიერთობებს იკვლევდნენ.
თანამედროვე სოციალური ფსიქოლოგია შემდეგ პრობლემებზე მიმართავს
ყურადღებას:
1. სიტუაციის როლზე (მის “ძალაუფლებაზე”). ჩვენ ყველანი _ კულტურის
ან სოციალური გარემოს “შვილები” ვართ. გარემო პირობები არა
ნაკლებ (და ხშირად უფრო ძლიერ) ზეგავლენას ახდენს ჩვენზე, ვიდრე
ჩვენივე კეთილი განზრახვები. ასე მაგალითად, 1990-იან წლებში
ბოსნიელ მუსლიმებთან სისხლიანი შეტაკებებისას მრავალი სერბი
სასტიკ მოძალადედ იქცა, მაშინ როდესაც მშვიდობიან სიტუაციაში მათ
კეთილი მეზობლობა ექნებოდათ.
2. პიროვნების როლზე (მის ძალაუფლებაზე). ადამიანი თავად ქმნის
საკუთარ სოციალურ სამყაროს; არა მხოლოდ სოციალური გარემო
ახდენს ადამიანზე ზემოქმედებას, არამედ ადამიანიც ზემოქმედებს
სოციალურ გარემოზე. ასევე, ადამიანები ერთსა და იმავე გარემოზე
განსხვავებულად რეაგირებენ. მაგალითად, ხანგრძლივი პატიმრობის
შემდეგ ერთი პოლიტიკური მოღვაწე გაბოროტებული რჩება, ხოლო
მეორე (როგორც სამხრეთ აფრიკელი ნელსონ მანდელა) წინ მიდის
და იღწვის თავისი ქვეყნის გაერთიანებისათვის.
3. სოციალურ შემეცნებზე. მნიშვნელოვან წილად, ადამიანები
განსხვავებულად იმიტომ რეაგირებენ, რომ განსხვავებული დასკვნები
გამოაქვთ აზროვნების პროცესში. შეურაცხყოფაზე ჩვენი რეაქცია
იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვხნით მას _ როგორც
შეურაცმყოფელის მტრულობის ასახვას თუ როგორც უბრალოდ მისი
მძიმე დღის შედეგს. მნიშვნელობას იძენს, ასევე, ის, თუ როგორია
ჩვენი თვითშეფასებაც; კერძოდ, ოპტიმისტურად აღვიქვამთ თუ არა
ცხოვრებას? მიგვაჩნია თუ არა, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ?
სხვებზე უკეთესად თუ უარესად ვთვლით თავს? სოციალურ გარემოზე
რეაგირების როგორობას განსაზღვრავს როგორც გარემოს აღქმის ,
ასევე თვითშეფასების თავისებურებანიც.
4. სოციალური ფსიქოლოგიის პრინციპების პრაქტიკულ გამოყენებაზე.
სოციალური ფსიქოლოგები სულ უფრო აქტიურად იყენებენ საკუთარ
კონცეპციებსა და მეთოდებს სოციალურ პრობლემათა გადაწყვეტის
მიზნით. სოციალური ფსიქოლოგია ცდილობს პრაქტიკული
გამოყენება ჰპოვოს კონკრეტული სოციალური პრობლემების
არსებობის პირობებში.

სოციალური ფსიქოლოგია და მომიჯნავე დისციპლინები.


1. სოციალური ფსიქოლოგია და სოციოლოგია _ მათ აერთიანებს
ჯგუფისა და ჯგუფის წევრთა ქცევის მიმართ საერთო ინტერესი. მაგრამ,
ამავე დროს, ამ ორ დისციპლინას შორის სხვაობებიც
აღინიშნება.Mმაგალითად, ადამიანთა შორის ახლო ურთიერთობის
შესწავლისას სოციოლოგი ინტერესდება ოფიციალურად
გაფორმებული ქორწინების, ე.წ. სამოქალაქო ქორწინებისა და
განქორწინებათა რაოდენობით ან სტატისტიკით, ხოლო სოციალური
ფსიქოლოგი ეცდება გაიგოს ის, თუ რა არის ადამიანთა ურთიერთ
მიზიდვის მიზეზი. ასევე, სოციოლოგი შეიძლება იკვლევდეს იმას, თუ
რა სხვაობაა სოციალურ კლასებს შორის რასობრივ შეხედულებებთან
დაკავშირებით, ხოლო სოციალური ფსიქოლოგი ყურადღებას
გაამახვილებს ინდივიდის რასობრივი განწყობების ჩამოყალიბებაზე.
2. სოციალური ფსიქოლოგია და პიროვნების ფსიქოლოგია _ ორივეს
ახასიათებს ინტერესი ინდივიდის მიმართ.Mმაგრამ, ამავე დროს,
სოციალური ფსიქოლოგიის ძირითად სამიზნეს სოციუმი და
სოციალური პრობლემები შეადგენს. პიროვნების ფსიქოლოგია კი
ინდივიდის ინდივიდუალურ ფსიქიკურ თავისებურებებს შეისწავლის
(მაგალითად, რითია დაინტერესებული, რა აღელვებს კონკრეტულ
ინდივიდს). სოციალური ფსიქოლოგია ყურადღებას ამახვილებს არა
კონკრეტულ ინდივიდზე, არამედ იმაზე, რაც საზოგადოდაა
დამახასიათებელი ადამიანებისათვის _ როგორ არIქვამენ და
აფასებენ ადამაინები ერთმანეთს, როგორ ურთიერთზემოქმედებენ და
სხვა.
3. სოციალური ფსიქოლოგია და ბიოლოგია _ ადამიანი ბიოლოგიური
და სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედების რეზულტატია.
სოციალური ნეიროლოგები არ ცდილობენ ისეთი რთული სოციალური
ქცევის გამოვლინებათა (როგორიცაა დახმარება ან ზიანის მიყენება)
დაყვანას მარტივ ნეირონულ და მოლეკულურ მექანიზმებამდე. მაგრამ
სიყვარულის ან სიძულვილის გასაგებად გათვალისწინებულია
ადამიანის როგორც შიდა ორგანიზმული, ბიოლოგიური პროცესები,
ასევე სოციალური ურთიერთქმედებებიც. ასე მაგალითად, ჩვენ
გრძნობებზე ზემოქმედებს როგორც ე.წ. სტრესის ჰორმონები
(ბიოლოგიური ფაქტორი), ასევე სოციალური ურთიერთქმედების
თავისებურებებიც. საგულისხმოა, რომ იმუნურ სისტემის გამტკიცებას
ხელ სოციალური მხარდაჭერაც უწყობს. სული და სხეული _ ერთიანი
სისტემაა და ადამიანი ბიოფსიქოსოციალური ორგანიზმია.

II ლექცია.

M მე_კონცეპცია (პასუხების ერთიანობა კითხვაზე_ “ვინა ვარ მე?”) სოციალური


ფსიქოლოგიის ინტერესის ობიექტადაც იქცა, რადგანაც მე-კონცეპცია
მონაწილეობს აზროვნების ორგანიზებასა და სოციალური ქცევის მართვაში. უფრო
მეტიც, “მე” _ ყოველი ინდივიდის სოციალური სამყაროს ცენტრია.
მე-კონცეპციაზე შემდეგი ფაქტორები ზემოქმედებს: როლები, რომლებსაც
ვასრულებთ (ესაა დედის, შვილის, მეგობრის, მეუღლის, მოსამსახურის და სხვ.
სოციალური როლები), სოციალური იდენტიფიკაციები (რომელ ინდივიდთან და
რომელ სოციალურ ჯგუფთან ვახდენთ გაიგივებას), საკუთარი თავის სხებთან
შედარება (რამდენად განსხვავებულად ან მსგავსად განვიცდით თავს სხვებთან
მიმართებაში), ჩვენი წარმატებები და მარცხები, ჩვენი შეფასებები სხვათა მიერ (ის ,
თუ როგორ გვაფასებენ სხვა ადამიანები), კულტურა, რომელსაც მივეკუთვნებით .
თვითპატივისცემა საკუთარი მნიშვნელოვნების აღქმის შედეგია, რომელიც
ზემოქმედებას ახდენს საკუთარი პიროვნული თვისებებისა და უნარების
თვითშეფასებაზე.
M მე-კონცეპცია ზემოქმედებს ქცევაზე; ადამიანები, რომლებიც წარმატებულად და
შრომისმოყვარედ მიიჩნევენ თავს, უფრო იოლად ართმევენ თავს სირთულეებს
იმათთან შედარებით, ვინს თავს წარუმატებლად მიიჩნევენ. (Gრაზიანო ეტ ალ, 1997.
ღუვოლო & მარცუს, 1992).
ბბემის თვითპერცეპციის თეორიის (Bემ D.ჟ. 1972) მიხედვით, ადამიანი საკუთარ
თავთან დაკავშირებით დასკვნებს აკეთებს იმავე მეთოდით, რა მეთოდითაც სხვა
ადამიანის შესახებ გამოაქვს დასკვნები; კერძოდ, აკვირდება რა ადამიანი საკუთარ
ქცევას, მას დასკვნები გამოაქვს საკუთარ განწყობებსა და გრძნობებთან
დაკავშირებით. მაგალითად, რისხვის გამოვლენისას ადამიანი აცნობიერებს თუ
რამდენად ძლიერი რისხვა ფლობდა მას. ეს ეხება ე.წ. თავისუფლად არჩეული (და
არა იძულებითი) ქცევის შემთხვევებს.
ტერმინით “თვითპრეზენტაცია” აღინიშნება ტენდენცია შევუქმნათ ჩვენზე
დადებითი შთაბეჭდილება როგორც “გარეგან აუდიტორიას” (სოციალურ გარემოს),
ასევე “შინაგან აუდიტორიასაც” (ანუ საკუთარ თავსაც). ჩვენ ვმუშაობთ საკუთარი
“იმიჯის” შექმნაზე. თვითპრეზენტაცია შეიცავს ისეთ ტაქტიკურ ქცევებს, როგორიცაა
მაამებლობა, მოჩვენებითი დაინტერესება, და ა.შ. ის ასევე, ემყარება
არავერბალური მეთოდების (თვალებით კონტაქტი, სახის გამომეტყველება,
სხეულის პოზა და სხვა) ეფექტურ გამოყენებასაც. ჩვეულ სიტუაციებში ეს ხდება
ცნობიერი ძალისხმევის გარეშე. ხოლო უცხო ან ახალ სიტუაციებში (მაგალითად,
წვეულებაზე, სურათის გადაღებისას, პაემანზე და სხვ.) თვითპრეზენტაციის
პროცესში ცნობიერება, ცნობიერი კონტროლი ერთვება.
თვითკონტროლის მაღალმა უნარმა (როდესაც ინდივიდი ცდილობს სრულიად
გაამართლოს მასთან დაკავშირებული სოციალური მოლოდინები: იყოს ის, რასაც
მისგან მოითხოვს გარემო) შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ. “სოციალური ქამელეონის ”
ეფექტი (შნყდერ, 1987, Gანგესტალ & შნყდერ 2000). ასეთი ინდივიდები, ჩვეულებრივ,
საკუთრი განწყობების საპირისპიროდ მოქმედებენ. თვითკონტროლის მაღალი
ხარისხის შემთხვევაში ინდივიდი მიმართულია გარეშე პირთა რეაქციებსა და
შეფასებაზე მის პერსონასთან დაკავშირებით და სოციალურ გარემოსტან
ადაპტაციას ახდენს, ხოლო ინდივიდები დაბალი თვითკონტროლით უფრო მეტად
ითვალისწინებენ საკუთარ აზრებსა და გრძნობებს და მათი ქცევა მათი განწყობების
შესაბამისია (Mცჩანნ& Hანცოცკ, 1983).

III ლექცია.

სოციალურ პერცეპციაში (ინდივიდთა ურთიერთ აღქმაში) უპირველესად


შეფასება იგულისხმება; კეთილია ის თუ ბოროტი, ჭკვიანია თუ სულელი, მხიარულია
თუ სევდიანი და სხვა. ინტერპერსონალური ურთიერთობისათვის აუცილებელია
როგორც სოციალური პერცეპცია, ასევე საკუთარი თავის ადექვატური შეფასებაც .
ადამიანები ინდივიდის შესახებ ზოგადი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებას
ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაციის მიღებით ახერხებენ. ასე
მაგალიოთად, ინდივიდის ან მისი ფოტოსურათის რამდენიმე წამით
დათვალიერება საკმარისი აღმოჩნდა ზოგადი შთაბეჭდილების
ჩამოყალიბებისათვის. ამ თვალსაზრისით სოციალური პერცეპცია განსხვავდება
აღქმის სხვა სახეებისაგან. მაგალითად, იმისათვის რათა შეიქმნას გარკვეული
შთაბეჭდილება ფიზიკურ გარემოსთან ან რომელიმე საგანთან დაკავშირებით,
ადამიანმა რაღაც დროის მონაკვეთში მათზე დაკვირვება უნდა აწარმოოს.
მნიშვნელოვანი ასპექტი პირველი შთაბეჭდილებისა არის შეფასება _ მოგვწონს
თუ არ მოგვწონს. ინდივიდის აღქმაში შეფასებითი განზომილება მნიშვნელოვანი
ასპექტის სახით განიხილება (Oსგოოდ, შუსი, თანენბაუმ, 1957). თუკი პიროვნება
აღქმულია, როგორც კარგი (სასიამოვნო), სხვა მისი თვისებები აღიქმება როგორც
ამ თვისების (სიკარგის) კონსისტენტური (შესაბამისი) ანუ მას “კარგი” თვისებები
მიეწერება. აღნიშნულ ფენომენს “შარავანდის ეფექტი” ეწოდება.
ხშირად აუცილებლობას წარმოადგენს იმის ცოდნა, თუ რატომ იქცევიან
ადამიანები ასე და არა სხვაგვარად. ქცევის მიზეზების შესწავლა დახმარებას
გვიწევს სოციალურ ურთიერთობებში უფრო ეფექტური ქცევის განხორციელების
პროცესში.
ქცევის ახსნათან დაკავშირებით არსებობს სამი მიდგომა:
1. ქცევის მიზეზი თვით ინდივიდშია (მომდინარეობს მისი თვისებებიდან _
მოტივებიდან, გაწყობებიდან და სხვ),
2. ქცევის მიზეზი გარემო პირობებშია (მომდინარეობს ფიზიკური ან სოციალური
გარემოდან),
3. ქცევის მიზეზები უნდა ვეძიოთ ერთდროულად ადამიანის შინაგან თვისებებსა და
გარემო პირობებში.
ჯ. კელის “კაუზალური ატრუბუციის თეორია” ქცევის მიზეზების ატრიბუციის
(მიწერის) საკითხს ეძღვნება; იგულისხმება, თუ ქცევის ახსნისას რას მიეწერება მისი
მიზეზი _ თავად ინდივიდს, გარემო სიტუაციასა თუ ორივეს ერთად.
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი; _ სუპერმარკეტში მყიდველი პრეტენზიებს
გამოთქვამს გამყიდველის მიმართ. როგირ მოვახდინოთ მყიდველის ქცევის
ატრიბუცია? რას მივაწეროთ მისი ქცევა? ის მივაწეროთ მყიდველის ჭირვეულობას
თუ გამყიდველის სიუხეშეს?კელის მიხედვით, ამ საკითხის გადასაწყვეტად უნდა
გათვალისწინებულ იქნეს სამი ძირითადი ასპექტი: 1. კონსენსუსი _ ექცევიან თუ არა
ამ გამყიდველს ანალოგიურად სხვა მყიდველებიც? 2. კონსისტენტობა _ მყიდველი
ანალოგიურად მოქმედებს თუ არა სხვა დროსაც იმავე გამყიდველთან? 3.
განსხვავებულობა _ იქცევა თუ არა მყიდველი ანალოგიურად სხვა
გამყიდველებთან?
Kკელის აზრით, ამ სამი ასპექტის (განზომილების) ანალიზით შესაძლებელია
ქცევის მიზეზის ზუსტი ატრიბუცია.
კაუზალური ატრიბუცია შეიძლება მნიშვნელოვანი შეცდომეების მიზეზადაც იქცეს .
კერძოდ, გამოყოფენ ატრიბუციის პროცესში შეცდომების შემდეგ სახეებს:.
ფუნდამენტური ატრიბუციის შეცდომას, მოქმედ_დამკვირვებლის ეფექტსა და
თვითდაცვით შეცდომას.
1. ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა ანუ დისპოზიციური მიზეზების როლის
გადაფასება _ ქცევა აიხსნება მისი შემსრულებელი ინდივიდის თავისებურებებიდან
(დისპოზიციებიდან) გამომდინარე და ხდება სიტუაციური ფაქტირების იგნორირება;
_ “მოქმედებს ასე იმიტომ, რომ ასეთი ადამიანია”.
2. მოქმედ_დამკვირვებლის ეფექტი _ საკუთარი ქცევა აიხსნება სიტუაციური
ფაქტორებით, ხოლო სხვა ადამიანის ქცევა – მისი ინდივიდუალური
თავისებურებებით (“თუ მე წავიქეცი _ გზა უსწორმასწოროა და თუ სხვა წაიქცა, ის
დონდლოა და მოუქნელი”.)
3. თვით-დაცვითი შეცდომა _ საკუთარი წარმატება აიხსნება შინაგანი მიზეზებით
(გამჭრიახობით, ინტელექტით და სხვა), ხოლო საკუთარი მარცხი _ სიტუაციური
მიზეზებით (გარეშე პირთა მტრულობით, მათი არასამართლიანობით და სხვა).

IV ლექცია.

სოციალური განწყობა (ატიტუდი) და ქცევა.


F ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ატიტუდის (განწყობის) არა ერთი განმარტება (და
ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო) არსებობს. ტერმინი “ატიტუდი” მომდინარეობს
ლათინური აპტუს- იდან, რაც “მორგებას”, “შეგუებას” ნიშნავს.
სოციალურ ფსიქოლოგიაში ამ ცნების შემოტანა უკავშირდება ტომასისა და
ზნანიეტსკის სახელებს.; მათ ატიტუდი განმარტეს, როგორც ინდივიდუალური
ფსიქიკური პროცესი, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდის ფაქტიურ ან პოტენციურ
რეაქციას (ქცევას) სოციალურ გარემოში. ატიტუდი (სოციალური განწყობა) ასევე,
განიმარტება, როგორც დამოკიდებულება (ან შეხედულებათა სისტემა) გარკვეულ
სოციალურ მოვლენებთან ან სოციალურ გარემოსთან დაკავშირებით.
აღინიშნება სოციალური განწყობის კავშირი სოციალურ (და თეატრალურ)
როლთან (მაგალითად, დედის სოციალური როლი გარკვეულ სოციალურ
განწყობებს უკავშირდება; ესაა გარკვეული დამოკიდებულება შვილის მიმართ, მისი
მოვლა, მასზე ზრუნვა და ა.შ,). თეატრში მსახიობის “როლში შესვლა” გარკვეული
განწყობის დაუფლებას გულისხმობს; ამ დროს იცვლება მსახიობის ქცევა, მისი
დამოკიდებულებები და სხვა. ზოგჯერ ეს სცენის გარეთაც გამოყვება მსახიობს.
როგორც ამბობს კინომსახიობი იან ჩარლზი, _”ფილმში “ცეცხლოვანი ეტლი”
მორწმუნე ოლიმპიური ჩემპიონის როლზე მუშაობამ სრულიად შემცვალა!”
კრეჩისა და კრეჩფილდის მიხედვით, ატიტუდი არის სოციალური ობიექტის
(საზოგადოების, კონკრეტული პირის, სოციალური ღირებულების) დადებითად ან
უარყოფიტად შეფასების, მისადმი დადებითი ან უარყოფითი გრძნობებისა და
შესაბამისი ქცევების ერთიანი სისტემა. ატიტუდს, როგორც სოციალურ განწყობას,
განიხილავენ გარკვეული სოციალური ქცევის მზაობისა და სოციალური ქცევის
განხორციელების პირობის სახით.
სოციალური ფსიქოლოგია მიიჩნევს, რომ ადამიანის განწყობის ცოდნა მისი
ქცევის პროგნოზირების საშუალებას იძლევა (როგორიცაა ატიტუდი, ისეთივეა
ქცევა). მაგრამ, ამავე დროს, როგორც ატიტუდი განსაზღვრავს ქცევას , ისევე ქცევა
ახდენს გარკვეული ატიტუდების ჩამოყალიბებას (განწყობა ყალიბდება ქცევის
პროცესში). ქცევა და განწყობა ურთიერთზემოქმედებენ.Aადამიანის სოციალურ
გარემოში მოქმედებას საფუძვლად ედება სოციალური განწყობა. ამავე დროს,
სოციალური განწყობები ადამიანის სოციალური მოქმედების პროცესში ყალიბდება .
როდესაც ადამიანი ავტომატურად მოქმედებს, მისი განწყობები ცნობიერების
მიღმა რჩება. მაგალითად დერეფანში ვხვდებით ნაცნობს და დაუფიქრებლად
ვეუბნებით _ “სალამი!” მაგრამ ახალ სიტუაციაში ქცევა ავტომატურობას კარგავს და
მასში ცნობიერი (ძირითადში, აზროვნებასთან დაკავშირებული) პროცესები
ერთვება. ასევე ხდება ატიტუდების გაცნობიერება, რასაც ავტორები უეცრად დიდ
სარკიან ოთახში შესვლას ადარებენ (უეცრად ხედავ საკუთარ თავს).
ქცევისა და განწყობის ურთიერთმიმართებას ნათლად ასახავს ფ. ზიმბარდოს
ექსპერიმენტი: მამაკაც-მოხალისეებს, სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებს და
თანამშრომლებს შესთავაზეს “ციხეში” (რომელიც უნივერსიტეტშიო იყო
მოწყობილი) ჩაჯდომა. (ძიმბარდო, 1971; Hანეყ & ძიმბარდო, 1998). ზიმბარდოს
აინტერესებდა, ციხის სისასტიკე დამნაშავეთა და ზედამხედველთა “სიბოროტის ”
შედეგია თუ ტუსაღისა და ზედამხედველის სოციალური როლები იწვევენ
სისასტიკისადმი მიდრეკილებას. ციხე რომ სისასტიკის ადგილია, ამაში ადამიანები
არიან დამნაშავენი თუ ადამიანები სასტიკნი ხდებიან იმიტომ, რომ ციხეში
იმყოფებიან?Eექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გარკვეული დროითი პერიოდის შემდეგ
ზედამხედველებმა დაიწყეს სისასტიკის გამოვლენა (ტუსაღების დამცირება ,
შეურაცხყოფა, უაზრო და სასტიკი წესების შემოღება და სხვა), ხოლო ტუსაღები
სხვადასხვანაირად რეაგირებდნენ: ზოგი_ აპათიით, ზოგი _ ბუნტით. ყველა
აღმოჩნდა “სიტუაციის მძევალი”. ზიმბარდომ დროზე ადრე დაასრულა
ექსპერიმენტი, რადგანაც მასში სოციალური პათოლოგიის ხიფათიDდაინახა.

V ლექცია
სოციალური გავლენები: ბიო-გენეტიკა, კულტურა, გენდერი.

ადამიანთათვის დამახასიათებელი, საერთო ზოგადი ქცევითი თავისებურებები


ერთი ბიოლოგიური სახეობისადმი ჩვენი მიკუთვნებით აიხსნება. ადამიანებისათვის ,
როგორც ერთი ბიოლოგიური სახეობის წარმომადგენლებისათვის,
დამახასიათებელი თვისებების წარმოშობას ხსნის ჩ. დარვინის ევოლუციონისტური
თეორია. ევოლუციონისტური ფსიქოლოგია სწავლობს, თუ როგორ ყალიბდება
ბუნებრივი შერჩევის გზით არა მხოლოდ ფიზიკური თავისებურებები, არამედ
ფსიქოლოგიური თვისებები და სოციალური ქცევის ნორმებიც.Eევოლუციონისტური
თეორიის პოზიციიდან თუკი შევხედავთ ადამიანებსა და საკუთარ თავს, კიდევ
ერთხელ დავრწმუნდებით, თუ როგორ ვგავართ ყველანი ერთმანეთს. ჩვენ არა
მხოლოდ ერთსა და იმავე საკვებს ვანიჭებთ უპირატესობას, არამედ ვიძლევით
ერთნაირ რეაქციას სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე; (მაგალითად, როდის და
ვისთან შევქმნათ ოჯახი? ვის დავეხმაროთ? ვისი გვეშინოდეს? ვის ვენდოთ? და
სხვა.) ევოლუციონისტური ფსიქოლოგია ყურადღებას მიმართავს ადამიანთა
უნივერსალურ, საერთო თავისებურებებზე, რომელნიც ჩამოყალიბდნენ ბუნებრივი
შერჩევის პროცესში. ხოლო რაც შეეხება განსხვავებულ კულტურებს (მაგ.
ევროპული, აზიური, აფრიკული კულტურები), ისინი სპეციფიკური წესების
წყაროებია, რომელთა მიხედვითაც ხდება ადამიანებისათვის საერთო თვისებების
რეალიზება კონკრეტულ სოციალურ პრაქტიკაში.
რა რის ჩვენთვის სილამაზის სინონიმი _ მოხდენილი ფიგურა თუ სიმსუქმე _
დამოკიდებულია იმაზე, თუ სად, რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რომელ
კულტურას მივეკუთვნებით. რას ნიშნავს ჩვენთვის ტერმინი “სოციალური
სამართლიანობა”_ “გათანაბრებას” (ყველა ერთნაირად იღებს) თუ თანასწორობას
(ის, ვინც მეტს აწარმოებს, მეტსაც იღებს) _ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ
იდეოლოგიას (მარქსისტულს თუ კაპიტალისტურს) ვიზიარებთ. როგორ ვმოქმედებთ
_ ემოციონალურად თუ თავშეკავებულად _ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ
კულტურას (ევროპულს, აზიურს) მივეკუთვნებით.
კულტუროლოგიური მიდგომა აღიარებს ქცევის გასაზღვრებულობას გენებით,
მაგრამ წინა პლანზე გამოაქვს ადამიანის ადაპტურობა (ადაპტაცია, შეგუება
კონკრეტული გარემო პირობებისადმი). ენებისა და წეს-ჩვეულებების
მრავალფეროვნება გვაძლევს უფლებას დავასკვნათ, რომ ჩვენი ქცევა ძირითადში
სოციალურად დაპროგრამირებულია. საკუთარი კულტურის თავისებურებათა
გაგებისათვის საკმარისია განსხვავებულ კულტურათა წარმომადგენლებთან
ურთიერთობა. მაგალითად, ამერიკელმა მამაკაცებმა შეიძლება უხერხულობა
იგრძნონ, როდესაც ნახავენ თუ როგორ კოცნის ლოყაზე შუა აზიის ქვეყნების
ხელმძღვანელი ამერიკის პრეზიდენტს. კულტურები ერთმანეთისგან განსხვავდება
განსხვავებული ნორმათა სისტემებით.
ადამიანებს განსხვავებული თვისებები გამოარჩევს, მაგრამ მე-კონცეპციისა და
სოციალურ მიმართებათათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ორი პარამეტრი
_ ეთნიკურ_კულტურული მიკუთვნება (ანუ რომელი ეთნიკურ-კულტურული
წარმომავლობისაა ადამიანი) და სქესი (გენდერი). სქესთა შორის სხვაობა ჯერ
კიდევ ადრეულ ბავშვობაში ვლინდება და ასაკთან ერთად სულ უფრო თვალში
საცემი ხდება. ქალი და მამაკაცი, მათი გენდერული სხვაობიდან გამომდინარე,
სხვაობებს ავლენენ სოციალურ სფეროშიც.Mმაგალითად, მამაკაცისათვის
დამახასიათებელი ურთიერთობის სტილი ასახავს მის დომინანტურ პოზიციას
საზოგადოებაში. როგორც რეალური ან პოტენციური ლიოდერები, ისინი ავლენენ
მიდრეკილებას ბრძანებისადმი. მაშინ როდესაც ქალი სოციალურად უფრო
დემოკრატიულია და ემოციონალური (Eაგლყ & ჟოჰნსონ, 1990).

ლექცია VI

K კონფორმიზმი ეწოდება ქცევის ან შეხედულების შეცვლას ჯგუფის რეალური ან


წარმოსახული ზეწოლის შედეგად (Kიესლერ & Kიესლერ, 1969).
არსებობს კონფორმიზმის სახე_სხვაობები:
1. ადამიანი აკეთებს იმას, რაც დიდად არ სიამოვნებს (იკეთებს ჰალსტუხს ან იცვამს
საღამოს კაბას), კონფორმიზმის ამ ფორმას ეწოდება დათმობა. ჩვენ ვუთმობთ
გარემოს მოთხოვნებს, რათა დავიმსახუროთ შექება და ავირიდოთ დასჯა.
2. თუკი ჩვენი დათმობა პასუხია კატეგორიულ ბრძანებაზე _ მაშინ ის
დაქვემდებარებას ან დამორჩილებას წარმოადგენს.
3. როდესაც თავადაც გვჯერა იმის, რასაც გვაიძულებს ჯგუფი, მაშინ სახეზეა
აღიარება, გაზიარება (одобрение).
კონფორმიზმს უკავშირებენ შთაგონებადობას.Mმაგალითად, საკმარისია ერთმა
დაამთქნაროს, დაახველოს ან გაიცინოს და გარშემო მყოფნიც აყვებიან.
შთაგონებადობა ყოველთვის ასეთი უწყინარი არაა. Iსეთი მოვლენები, როგორიცაა
თვითმფრინავების გატაცება, შეტყობინებები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე,
თვითმკვლელობები ხშირად ტალღისებურად (ანუ შთაგონების ზემოქმედებითაც)
ხდება.
რა იწვევს დაქვემდებარებას _ დამორჩილებას? მილგრემმა ექსპერიმენტულად
იკვლია ეს საკითხი. მისი გამოკვლევის მიხედვით, მორჩილებას 4 ძირითადი
ფაქტორი განსაზღვრავს:
1. მსხვერპლის ემოციონალური განცალკევება. თუკი მოძალადე მსხვერპლს ვერ
ხედავს, მაშინ ნაკლებად თანაუგრძნობს მას),
2. “ძალაუფლების მატარებლის” დასწრება და მისი ლეგიტიმურობა. თუკი
ბრძანების გამცემი გვერდითაა, მას უფრო მეტად ემორჩილებიან. ასევე, თუკი პირის
ძალაუფლება ლეგიტიმურია შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე , მას უფრო
მეტად ემორჩილებიან),
3. ძალაუფლების ინსტიტუციონალობა. დამორჩილებისადმი ტენდენცია
მატულობს, თუკი ძალაუფლების მქონეთა პრესტიჟი მაღალია. ავტორიტეტული
პირები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს საპატივსაცემო ორგანიზაცია , დიდ სოციალურ
ძალაუფლებას ფლობენ.),
4. დაუმორჩილებელთა ზეგავლენა. ესაა კონფორმულობის ეფექტი, რომელიც
ინდივიდს კი არ ზღუდავს, არამედ მას მოქმედების თავისუფლებას ანიჭებს.
მაგალითად, ინდივიდი შეწუხებულია მოძალადის ქცევით, მაგრამ ვერ რისკავს
რეაგირებას. როდესაც ჯგუფის წევრები აღშფოთებას გამოხატავენ, ეს ინდივიდიც
მათ უერთდება. აღნიშნულ ეფექტს მილგრემმა კონფორმიზმის პოზიტიური ეფექტი
უწოდა.
კონფორმიზმის (ან ჯგუფისადმი დაქვემდებარების) მოტივები: 1. ინდივიდს სურს
ჯგუფმა მიიღოს და არ დარჩეს მისგან გარიყული (ნორმატიული გავლენა), 2.
ინდივიდს სურს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება (ინფორმატიული გავლენა)
(მ. დოიჩი და ჰ. ჯერარდი).
სოციალურ ზეწოლას უპირისპირდება რეაქტიული წინააღმდეგობა. ინდივიდის
თავისუფლების შეზღუდვა არც თუ იშვიათად იწვევს ანტიკომფორმულ “ბუმერანგის
ეფექტს”_ Iნდივიდი იწყებს ბრძოლას თავისუფლების შეგრძნების მოსაპოვებლად
(Bრეჰმ & Bრეჰმ, 1981, Nაილ ეტ ალ., 200). სოციალურ ზეწოლას ასევე უპირისპირდება
ინდივიდის მიერ საკუთარი უნიკალობის მტკიცება. ადამიანის იდეალია _ იყოს
საზოგადოების წევრი და, ამავე დროს, დარჩეს უნიკალურ (შესაბამისად, არა
კომფორმისტულ) ინდივიდუუმად.

Lლექცია VII

Dდარწმუნება.

იელის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი კარლ ჰოვლანდი მეორე მსოფლიო ომის


დროს ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქოლოგი იყო. იგი,
კოლეგებთან ერთად, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა სამხედრო პირებს
ძირითადში დარწმუნების მეთოდების გამოყენებით (Hოვლანდ ეტ.ალ., 1949).
ფსიქოლოგები ჰოვლანდის ხელმძღვანელობით სწავლობდნენ სპეციალური
სატრენინგო ფილმებისა და სხვა მეთოდების ზემოქმედებას ახალწვეული
ჯარისკაცების საბრძოლო შემართების ჩამოყალიბებაზე. ომის დამთავრების
შემდეგაც, უკვე იელის უნივერსიტეტში, მკვლევარებმა გააგრძელეს ამ
მიმართულებით ძიება.
დარწმუნებაზე შემდეგი ფაქტორები ზემოქმედებენ:.
1. მნიშვნელობას იძენს ის, თუ რამდენად მიმზიდველია კომუნიკატორი ან ადამიანი,
რომელიც დარწმუნებას მიმართავს; იაუდიტორია დარწმუნებას იოლად
ექვემდებარება, თუ კომუნიკატორი მის მიერ მიმზიდველად აღიქმება.
2. დარწმუნება რთულდება, თუკი კომუნიკატორს არ გააჩნია დამაჯერებელი
არგუმენტები, ხოლო ამგვარი არგუმენტების არსებობა, პირიქით, აიოლებს
დარწმუნებას.
3. მნიშვნელობას იძენს დარწმუნების არა მხოლოდ შინაარსი (რაში ვარწმუნებთ
აუდიტორიას), არამედ ისიც, თუ რა მეთოდებით, რა ფორმით ხდება დარწმუნება.
მაგალითად, როგორია ამ დროს კომუნიკატორის პარა-ენა (მისი ხმის მოდულაცია,
ტემბრი, პაუზები საუბრისას და სხვ.), როგორ იყენებს კომუნიკატორი მიმიკას
(იღიმება თუ არა, თვალების კონტაქტს ამყარებს აუდიტორიასთან თუ არა და ა.შ,),
როგორია ამ დროს მისი პოზა, პანტომიმიკა (“სხეულის ენა”).
4. დარწმუნება იოლდება, როდესაც კომუნიკატორი მიმართავს არა მხოლოდ
ლოგიკას, არამედ გრძნობებსაც _ ახდენს აუდიტორიაში დადებითი გრძნობების
აღძვრას.
5. აუდიტორია არა პასიურად იღებს ინფორმაციას, არამედ თავისი აზროვნებითაც
ცდილობს ჩაერთოს დარწმუნების პროცესში; აფასებს და აანალიზებს არგუმენტებს .
რაც უფრო აქტიურადაა ჩართული დარწმუნების პროცესში (მისი არგუმენტების
გააზრებაში) აუდიტორია, მით უფრო იოლდება დარწმუნება.
6. მნიშვნელობას იძენს აუდიტორიის (ვიზეც არის მიმართული დარწმუნება)
როგორობა; მისი განწყობები და მოლოდინები, აქტიურობა და პასიურობა, მისი
ღირებულებები და მრწამსი.
ზოგჯერ არგუმენტების ძალა მნიშვნელობას კარგავს. ეს ხდება მაშინ, როდესაც
მსმენელის ყურადღება გაფანტულია. ასეთ დროს უფრო დამაჯერებლად აღიქმება
ჩვეული და იოლად გასაგები მსჯელობები (შეხედულებები), ვიდრე ორიგინალური
და არასტანდარტული.
თანამედროვე სარეკლამო ინდრუსტია კარგად ფლობს აიუდიტორიის
(მომხმარებლის) დარწმუნების მეთოდებსა და ხერხებს. ასე მაგალითად, სიგარეტის
რეკლამისთვის მითითებულია არა არგუმენტები (რატომაა კარგი მოწევა), არამედ
სიგარეტი უკავშირდება წარმტაც და მიმზიდველ თვალსაჩინოებებს (სიმპათიურ და
პოპულარულ ადამიანებს, რომლებიც სიგარეტს ეწევიან, ლამაზ პეიზაჟებს,
რომელთა ფონზეც ეწევიან სიგარეტს და სხვა.).
დარწმუნების ძირითადი მიზანია არა მხოლოდ ინფორმაციის დამაჯერებელი
გადმოცემა, არამედ აუდიტორიის (დარწმუნების ადრესატის) ქცევის გარკვეული
მიმართულებით შეცვლა.
Kდარწმუნების პროცესზე დადებითად ზემოქმედებს კომუნიკატორის ისეთი
თვისებები (ან აუდიტორიის მიერ მისი შეფასებული თვისებები):
1. კომუნიკატორის ადვილად აღსაქმელი კომპეტენტურობა (აუდიტორიისთვის ეჭვს
არ უნდა იწვევდეს კომუნიკატორის კომპეტენტურობა),
2. კომუნიკატორის ადვილად აღსაქმელი საიმედოობა (კომუნიკატორი აუდიტორიის
ნდობას უნდა იმსახურებდეს),
3. კომუნიკატორის მიმზიდველობა _მასში იგულისხმება არა მხოლოდ
კომუნიკატორის ფიზიკური მიმზიდველობა, არამედ ასევე (და უფრო მეტადაც) მისი
უნარი გამოიწვიოს აუდიტორიაში დადებითი გრძნობები, გადმოსცეს ემოციურად
შეფერილი (და არა “მშრალი”) ინფორმაცია.
Dდარწმუნებისადმი წინააღმდეგობა. Iსმის კითხვა: რამდენადაა შესაძლებელი
წინააღმდეგობა გაეწიოს არასასურველ დარწმუნებას. როდესაც, მაგალითად,
გარწმუნებენ იმაში, რაც შენ პიროვნულ მრწამსს, შენს იდეალებს ეწინააღმდეგება ?D
დარწმუნებისადმი წინააღმდეგობის გასაწევად გამოიყენება შემდეგი მეთოდები
და რეკომენდაციები:
1. ჩამოაყალიბეთ საკუთარი პოზიცია და გამოთქვით საჯაროდ მანამ, სანამ სხვა
შეხედულებებს გაეცნობოდეთ. საკუთარი შეხედულების დაცვით, ადამიანი
ნაკლებად მგრძნობიარე ხდება დარწმუნებისადმი.
2. დარწმუნებისადმი აირჩიეთ აქტიური (კრიტიკული ან ობიექტური) მიდგომა;
კომუნიკატორის არგუმენტებს კონტრ-არგუმენტები დაუპირისპირეთ , რაც ხშირად
დისკუსიია და ზოგჯერ კამათის სახეს იღებს. როგორც ცნობილია, კამათის დროს
მოკამათენი კიდევ უფრო რწმუნდებიან საკუთარ სისწორეში და ადგილი აქვს მათ
პოზიციათა პოლარიზებას.
3. უ. მაკ-ჰუაირმა ექსპერიმენტულად იკვლია დარწმუნების ე.წ. “საწინააღმდეგო
აცრის” ან “დარწმუნების წინააღმდეგ იმუნიტეტის” საკითხი (Mც Gუირე, 1964).Mმაკ-
ჰუაირის მეთოდი შემდეგში მდგომარეობს: ადამიანებს მცირე დოზებით აწვდიან
მათი შეხედულებისაგან განსხვავებულ ინფორმაციას, აძლევენ საშუალებას
გაანალიზონ საკუთარი და უცხო შეხედულებები, დაწერონ და წაიკითხონ ჯგუფში
ესსე ამ შეხედულებებთან დაკავშირებით. იდეალი : “იყავი ღია (ანუ ნუ შეიზღუდები
მხოლოდ ერთი, შენთვის ცნობილი და მისაღები შეხედულებით) მაგრამ არა
გულუბრყვილო (ანუ პასიურად და უკრიტიკოდ ნუ დაექვემდებარები დარწმუნებას )”.

VIII ლექცია

ჯგუფის გავლენა

მარვინ შოუს მიხედვით, ყველა ჯგუფს ახასიათებს ერთი საერთო თვისება: მათი
წევრები ურთიერთქმედებენ (შჰაწ, 1981). ამიტომაც შოუ ჯგუფს განსაზღვრავს,
როგორც კოლექტივს, შემდგარს ორი ან მეტი ადამიანისგან, რომლებიც
ურთიერთქმედებენ და ურთიერთზემოქმედებენ. ჯგუფი საკუთარ თავს აღიქვამს,
როგორც “ჩვენ”, განსხვავებით ყველა სხვათაგან, რომლებიც აღიქმებიან, როგორც
“ისინი” (თურნერ, 1987).
ჯგუფების ფორმირების მიზეზები სხვადასხვაა: ინდივიდთა ამა თუ იმ ჯგუფისადმი
მიკუთვნების მოთხოვნილება, ინფორმაციის მიღების მოთხოვნილება, აღიარების
მოთხოვნილება, მიღწევის მოთხოვნილება.
ჯერ ვკიდევ ფსიქოლოგმა ნ. ტრილეტმა შენიშნა, რომ ველომბრბოლელები უფრო
მაღალ სიჩქარეს ავითარებენ მაშინ, როდესაც კოლექტიურ გარბენაში
მონაწილეობენ და არა მაშინ, როდესაც “წამზომს ეჯიბრებიან” (თრიპლეტტ,
1898).ტრიპლეტმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც ერთ ერთი პირველია
სოციალური ფსიქოლოგიის ისტორიაში. ექსპერიმენტის მიხედვით, ბავშვები უფრო
სწრაფად ახვევდნენ სათევზაო ძაფს ანკესზე, როდესაც თანატოლებთან ერთად
შეჯიბრში იყვნენ ჩართულნი, ვიდრე მარტო (ორივე შემთხვევაში მათ იცოდნენ, რომ
შეჯიბრში მონაწილეობდნენ). ტრილეტმა დაასკვნა, რომ სხვა ადამიანების
თანდასწრებით, ინდივიდი უფრო პროდუქტიულად მუშაობს.
შემდგომში ექსპერიმენტებმა გამოავლინა, რომ ცდისპირები იოლ დავალებებს
(მარტივ არითმეტიკულ ოპერაციებს, ასოების ამოშლას, მოტორულ დავალებებს)
უკეთ ასრულებენ დამსწრეთა შემთხვევში. ამ ეფექტს სოციალური ფასილიტაცია
ეწოდა.
არის შემთხვევები, როდესაც, პირიქით, დამსწრენი ხელს უშლიან ინდივიდს
სხვადასხვა ამოცანათა (მაგალითად, რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში ,
აუზრო მარცვლების დასწავლაში და სხვ) შესრულებაში. თანამედროვე
სოციალური ფსიქოლოგიის მიხედვით, სოციალური ფასილიტაცია
გულისხმობს დამსწრეთა შემთხვევაში დომინირებული (ხშირი, ჩვეული)
რეაქციების გაძლიერებას.
დეინდივიდუალიზაცია (ზუსტი ტარგმანით, ინდივიდის მიერ საკუთარი თავის
დაკარგვა) ეწოდება ინდივიდის მიერ თვითცნობიერებისა და შეფასების უნარის
დაკარგვას. მას ადგილი აქვს ჯგუფურ სიტუაციებში, რომლებიც მოითხოვენ “სწრაფ”
რეაქციას ჯგუფურ ნორმებზე ან ჯგუფის მიერ აღიარებულ წესებზე. ჯგუფს შეუძლია
ინდივიდს აღუძრას ემოციონალური აგზნება, გამოიწვიოს მისი ჩართულობა ჯგუფის
სტრუქტურაში. ზოგიერთ შემთხვევაში ჯგუფში მყოფი ადამიანი უკუაგდებს
შეზღუდვებს, კარგავს საკუთარ “მეს” და მიყვება ჯგუფის (ან ბრბოს)
ნორმებს.Mმაგალითად, პოლიციელი თავის კოლეგებთან ერთად უმოწყალოდ
სცემს ბიჭს, რასაც მარტო არ გააკეთებდა, როკ-მუსიკის მოყვარული სხვა ფანებთან
ერთად ხტის სკამებზე და ამსხვრევს ავეჯს და ა.შ. ამ ფენომენს ლ. ფესტინგერმა, ა.
პეპიტოუნმა და თ. ნიუკომმა “დეინდივიდუალიზაცია” უწოდეს.
ჯგუფური პოლარიზაცია (ტერმინი ეკუთვნით ს. მოსკოვიჩისა და მ. ზავალონის)
ეწოდება ჯგუფის მიერ გამოწვეულ იმ ტენდენციათა გაძლიერებას, რომლებიც
ჯგუფის წევრებს ადრეც ახასიათებდათ _ხდება ჯგუფის წევრთა შეხედულებების
გაძლიერება. ეს ეფექტი მოსდევს დისკუსიებს _ უმეტეს შემთხვევებში დისკუსია
აძლიერებს ჯგუფის წევრთა უკვე ჩამოყალიბებულ შეხედულებებს. მაგალითად,
დისკუსიის შედეგად გაძლიერდა ფრანგი სტუდენტებისთვის თავიდანვე
დამახასიათებელი დადებითი დამოკიდებულება საკუთარი პრეზიდენტისადმი და
უარყოფითი დამოკიდებულება აშშ-ს პრეზიდენტისადმი (Mოსცოვიცი & ძავალონი,
1969). ჯგუფური პოლარიზაციის ზეგავლენით ხდება განხეთქილების ზრდა
სხვადასხვა ჯგუფებს (მაგალითად, კოლეჯის სტუდენტთა განსხვავებულ ჯგუფებს )
შორის.
უმცირესობის გავლენა. არა მხოლოდ ჯგუფი ზემოქმედებს ინდივიდზე, არამედ
ინდივიდიც ახდენს მასზე ზემოქმედებას. სოციალურ მოძრაობათა დიდი ნაწილი
სწორედ უმცირესობის მიერაა სტიმულირებული. ერთეული ინდივიდები ქმნიან
ისტორიას, ახდენენ აღმოჩენებს სხვადასხვა სფეროებში, შEმოაქვთ ახალი იდეები,
ხელმძღვანელობენ ადამიანთა დიდ ჯგუფებს.

IX ლექცია.

Pპრეჯუდისი (Pრეჯუდიცე_ცრურწმენა) ეწოდება ატიტუდს ან სოციალურ განწყობას


(ჩვეულებრივ, ნეგატიურს) გარკვეული ინდივიდების მიმართ, რომელსაც იწვევს ამ
ინდივიდების მიკუთვნება კონკრეტული ჯგუფისადმი. ესაა ტენდენცია ადამიანთა
ნეგატიური შეფასებისა, რაც მოტივირებულია იმით, რომ ეს ადამიანები გარკვეული
ჯგუფის წარმომადგენლები არიან.
Dდისკრიმინაცია _ უკავშირდება პრეჯუდისს და არის ნეგატიური ქცევა გარკვეული
ჯგუფისა და მისი წევრების მიმართ.Dდისკრიმინაციას უწოდებენ პრეჯუდისს
მოქმედებაში.
სტერეოტიპი _ ეწოდება გარკვეულ ჯგუფთან და მის წევრებთან დაკავშირებულ
განზოგადებულ და ფიქსირებულ შეხედულებას.
რასიზმი _ არის პრეჯუდისები და დისკრიმინაციული ქცევა გარკვეული რასის
(მაგალითად, შავკანიანების) მიმართ.
სექსიზმი _ არის პრეჯუდისები და დისკრიმინაციული ქცევა ამა თუ იმ სქესის
წარმომადგენელთა (მაგალითად, ქალების) მიმართ.
Pპრეჯუდისები შეიცავს 3 კომპონენტს: 1.აფექტურ-ემოციონალურ, 2.კოგნიტურ-
ინტელექტუალურ და 3.ქცევით ასპექტებს. აფექტური კომპონენტი _ესაა ნეგატიური
გრძნობები (უსიამოვნება, ზიზღი, შიში… და სხვ), რომლებსაც განიცდის ინდივიდი
გარკვეული ჯგუფის წევრის და ჯგუფის მიმართ. კოგნიტური კომპონენტი _
ნეგატიური აზრებია და შეხედულებები, რწმენები და მოლოდინები (ის ჭუჭყიანია,
სულელია და ა.შ.), დაკავშირებული აღნიშნულ პირთა მიმართ. ქცევითი კომპონენტი
კი გულისხმობს ნეგატიური ქცევისადმი ტენდენციას აღნიშნულ პირთა მისამართით
(მათ შეურაცხოფას, დამცირებას სხვადასხვა ფორმით). როდესაც პრეჯუდისის
ქცევითი ასპექტი მოდის მოქმედებაში, მაშინ უკვე სახეზეა დისკრიმინაცია.
P პრეჯუდისებს აყალიბებს შემდეგი ფაქტორები:
1. ინტერჯგუფური კონფლიქტი (ღირებულ საგანთა_ ნივთები, ტერიტორია, სამუშაო_
მოპოვებისათვის კონკურენცია განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს შორის .)
2. სოციალური კატეგორიზაცია (საზოგადოება სხვადასხვა ჯგუფების მიერ იყოფა
პრინციპით: “ჩვენ” და “ისინი” და ამ ორ ძირითად კატეგორიას უკავშირდება
კონტრასტული გრძნობები: “ჩვენ” _დადებითი, “ისინი” _უარყოფოთი.
3. ადრინდელი გამოცდილება (ადამიანი გარკვეული სოციალური ჯგუფების მიმართ
პრეჯუდისებს იძენს ბავშვობიდან, დასწავლის გზით_ “მნიშვნელოვანი სხვენი” მას”
მზა სახით აწვდიან” ამა თუ Iმ პოზიციას.Aამ პროცესში ჩართულნი არიან მშობლები,
ახლობლები, მასწავლებლები, მასმედია.
4. პრეჯუდისების კოგნიტური წყაროები _ სტერეოტიპები.
Pპრეჯუდისებს ყოველთვის თან ახლავს სერიოზული პრობლემები. ამიტომაც
პრეჯუდისებთან ბრძოლა სოციალური ფსიქოლოგიის ერთერთ ამოცანას
შეადგენს. ამ მიზნით მიმართავენ შEმდეგ მეთოდებს:
1. ე.წ. “ფანატიკური ჯაჭვის გაწყვეტა” _ ა) მშობელს გავუცნობიეროთ მისი
ფანატიზმის (კერძოდ, პრეჯუდისების) უარყოფოთი როლი ბავშვის
ჩამოყალიბების პროცესში. ბ) მშობლების ცნობიერების მიმართვა
პრეჯუდისების პრობლემაზე გ) ერთგვარი “დისკრიმინაციული
ექსპერიმენტების” ჩატარება სკოლებში. მაგალითად, ამერიკელმა
პედაგოგმა ჟ. ელიოტმა ასეთ მეთოდს მიმართა: მან კლასი დაყო 2
ჯგუგად: ყავისფერთვალებიანებად და ცისფერთვალებიანებად.
პრეჯუდისებისა და დისკრიმინაციის ობიექტი გახდა ჯერ ერთი ჯგუფი,
შემდეგ _ მეორე. ორივე ჯგუფის მოზარდებმა თავიანთ თავზე
განიცადეს დისკრიმინაცია. შედეგებმა დაადასტურა ამ კლასში
პრეჯუგისების შემცირება.
2. უშუალო ინტერჯგუფური კონტაქტები _ განსხვავებული ჯგუფების
წევრების ურთიერთგაცნობა, მათი მსგავსების აღმოჩენა.კონტაქტის
სიტუაცია უნდა იყოს თანამშრომლობითი.
3. კოგნიტური ინტერვენცია _სტერეოტიპული აზროვნების ძლევა.
ყურადღების მიპყრობა დისკრიმინირებული ჯგუფისა და მისი
წევრების დადებით თვისებებზე.

X ლექცია.

A აგრესია ფიზიკური ან ვერბალური ქცევაა, რომლის მიზანსაც ვინმესთვის ზიანის


მიყენება შეადგენს. დასწავლის სოციალური თეორია მიიჩნევს, რომ აგრესია
სოციალური დასწავლის გზით შეძენილი სოციალური ჩვევაა.
Aგრესიის (აგრესიული ქცევის) სოციალურ დასწავლაში დიდ როლს თამაშობს: 1.
ოჯახი (მასში გავრცელებული ძალადობა ან ძალადობისადმი დამოკიდებულება),
2. სუბკულტურა (რამდენადაა დაშვებული აგრესიის ესა თუ ის ფორმები იმ
სუბკულტურაში, რომელსაც მიეკუთვნება ინდივიდი),
3. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები (რომლებიც ახდენენ ძალადობის
განსხვავებულ სახეთა ილუსტრირებასა და რეკლამირებას).
Nნაკვლევია აგრესიაზე დასჯის ზემოქმედება. ჰამბლინის გამოკვლევის
მიხედვით, ლაბორატორიულ პირობებში ბავშვების აგრესიულობა იკლებდა, თუკი
უფროსები ახდენდნენ მათი აგრესიული ქცევის იგნორირებას და არა_აგრესიული
ქცევის განმტკიცებას. აგრესორთა დასჯა, უმრავლეს შემთხვევაში, არა ეფექტურია .
დასჯა _ ახდენს სწორედ იმ ქცევის მოდელირებას, რომლის წინააღმდეგაცაა
მიმართული. აგრესიაზე კონტროლი შესაძლებელია მისი მასტიმულირებელი
ფაქტორების ნეიტრალიზებით _ შესაბამისი სტიმულაციის შემცირებით, უარის
თქმით აგრესიის პროპაგანდაზე (მასმადიით, სახელმწიფო სტრუქტურებით,
საზოგადოებისა თუ კონკრეტული ოჯახის წევრთა მიერ), არა აგრესიული ქცევის ,
კონფლიქტთა გადაწყვეტის არა აგრესიული გზების წახალისება დაჯილდოებით.
აგრესიის ე.წ. “კათარზისული თეორიის” მიხედვით, ძალადობისა და აგრესიის
ჩვენება (მათ შორის ტელევიზიით) ხელს უწყობს მაყურებელში აგრესიული
იმპულსების განმუხტვასა და აგრესიული ქცევისადმი ტენდენციის შემცირებას .
მასმედიის ქომაგნი ხშირად ამ თეორიას იშველიებენ ხოლმე არგუმენტის სახით .
მაგრამ, როგორც ექსპერიმენტები ადასტურებს, მასმედია მნიშვნელოვან
ზემოქმედებას ახდენს ქცევაზე და ასევე აგრესიულ ქცევაზეც . ნაკვლევია
ტელევიზიის ზემოქმედება მაყურებელთა აზროვნებასა და ქცევაზე. მაგალითად ,
ერონის, ტურნერისა და სხვათა გამოკვლევების მიხედვით, რაც უფრო მეტ
ძალადობის სცენას უყურებს ბავშვი ეკრანზე, მით უფრო აგრესიულია იგი (Eრონ,
1987, თურნერ ეტ ალ., 1986). ეს კანონზომიერება გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ
შტატებში, ევროპასა და ავსტრალიაში. ა. ბანდურასა და რ. უოლტერსის
ექსპერიმენტის მიხედვით, ბავშვები, რომლებიც უშუალოდ უყურებდნენ, როგორ
სცემდა მოზრდილი გასაბერ თოჯნას და ბავშვები, რომლბიც იმავე სცენას
უყურებდნენ ვიდეოჩანაწერის სახით, ერთნაირ აგრესიას ავლენდნენ (Bანდურა &
ჭალტერს, 1963). Lლ. ბერკოვიცი და რ. გინი კოლეჯის სტუდენტების ერთ ჯგუფს
უჩვენებდნენ ფილმს ძალადობის სცენებით, ხოლო მეორე ჯგუფს _ ამ სცენების
გარეშე (Bერკოწიტზ & Gეენ, 1966). პირველი ჯგუფუს სტუდენტები ფილმის
დემონსტრირების შემდეგ უფრო აგრესიულად იქცეოდნენ, ვიდრე მეორე ჯგუფის
სტუდენტები.
Aაგრესიაზე ზემოქმედებს ჯგუფური გავლენებიც; მოქმედებაში მოდის ე.წ.
“სოციალური ინფიცირების”ან “აგრესიის გადამდებლობის” ფენომენი. ეტალონად
შეიძლება იქცეს ბანდების, ფეხბურთის ფანატების, ჯარისკაც_მოროდიორთა და
სხვათა მოქმედება. მაგალითად, როდესაც ინდივიდი ხედავს როგორ ძარცვავენ
მაღაზიას, ისიც შეიძლება შეუერთდეს მძარცველებს. ჯგუფში აგრესიული
რეაქციების გაზრდას იწვევს პასუხისმგებლობის ნეიტრალიზება; ინდივიდი აღრაა
პასუხისმგებელი საკუთარ აგრესიაზე. მაგალითად, ომის დროს პასუხისმგებლობას
რიგით ჯარისკაცთა ქმედებებზე (და მათ შორის, აგრესიულ ქმედებებზე) იღებს
სარდლობა.
აგრესიის შესწავლის მონაცემები იძლევა საშუალებას შემოწმებულ იქნეს, თუ
რამდენადაა შესაძლებელი სოციალურ_ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში
მიღებული მონაცემების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თუკი აგრესიული ქცევა _სწავლების შედეგია, მაშინ მისი კონტროლირებაც
შესაძლებელია. ამ მხრივ გამორჩეულ მნიშვნელობას იძენს კონფლიქტთა
გადაწყვეტის არა აგრესიული გზების სწავლება.
XI ლექცია.

ინტერპერსონალური მიზიდვა, აფილაცია.

ადამიანები მიისწრაფვიან ერთმანეთისაკენ. ადამიანების ერთად ცხოვრებისკენ


მისწრაფებას აფილაციის ტენდენციას უწოდებენ.
რ. ვაისმა მიუთითა სოციალური ურთიერთობის 6 ძირითად შედეგზე,
როგორიცაა:
1. მჭიდრო ურთიერთობები უშიშროებისა და კომფორტის გრძნობებით
უზრუნველყოფს ადამიანებს. ბავშვი ასეთ მჭიდრო კავშირშია მშობლებთან.
მოზრდილი _მეუღლესთან, მეგობართან.
2. სოციალური ინტეგრაცია გულისხმობს საერთო, საზიარო ინტერესებისა და
ატიტუდების არსებობას. ეს კი სოციუმისადმი მიკუთვნების გრძნობას უყალიბებს
ჯგუფის წევრებს.
3. სოციალური ურთიერთობა ინდივიდის ღირსების დაცვის საშუალებას იძლევა;
ინდივიდები ერთმანეთს აღიქვამენ, როგორც კომპეტენტურსა და მნიშვნელოვან
პირებს.
4. ინდივიდს ეუფლება სანდო კავშირის გრძნობა ანუ დარწმუნება იმაში, რომ
არსებობენ ადამიანები, რომლებიც საჭორიებისას დაეხმარებიან მას.
5. სოციალური ურთიერთობა ხელმძღვანელობით უზრუნველყოფს ინდივიდს;
იგულისხმება ექიმ-კონსულტანტის, მასწავლებლის, მეგობრის და სხვ . მიერ
ინფორმაციისა და რჩევების მიცემა ინდივიდისათვის.
6. სოციალური კავშირები შესაძლებელს ხდიან მზრუნველობას; ადამიანები
პასუხისმგებელნი ხდებიან ერთმანეთის კეთილდღეობაზე. ასევე, სხვებისთვის
ზრუნვა ინდივიდს მას საჭიროებისა და მნიშვნელოვნების გრძნობებით აღჭურვავს.
Iნტერპერსონალური მიზიდვა გულისხმობს ინტერპერსონალურ შეფასებას ,
რომელიც მოწონება-არმოწონების განზომილებაში ლოკალიზირდება. მოწონება
მოქმედებს ურთიერთობის ყველა დონეზე _ თუ რამდენად ირჩევენ ადამიანები
ერთმანეთს, რამდენად ახდენენ ერთმანეთზე ზეგავლენას და სხვა.
Mმოწონების ფაქტორები:
Fფიზიკური სიახლოვე. ჯერ კიდევ 30-იან წლებში დადგინდა, რომ ადამიანთა
შორის პოზიტიური დამოკიდებულება ბევრ წილად მათი ფიზიკური სიხლოვით
განისაზღვრება. მაგალითად, მეგობრდებიან ერთ მერხზე მჯდომი სტუდენტები ,
მეზობლებს უფრო ინტენსიური ურთიერთობები აქვთ.
განმეორებითი ექსპოზიცია_ მოწონება განისაზღვრება შეხვედრების სიხშირითაც.
ხშირი ექსპოზივია (შეხვედრების სიხშირე) იწვევს ნაცნობობის განცდას, რასაც
ინდივიდი მიყავს მოწონებამდე.ზაიონკის კვლევის მიხედვით, რაც უფრო ხშირად
ხედავდა ცდისპირი ადამიანის სურათს (სხვა სურათებისგან განსხვავებით), მით
უფრო მიმზიდველად მიიჩნევდა მას (ძაჯონც, 1968).
სარგებლიანობა _ადამიანს მოსწონს ის, ვინც მას გარკვეულ სარგებელს აძლევს.
გაგრძელებული ურთიერთქმედება _ადამიანებს აქვთ ტენდენცია პოზიტიურად
აღიქვან ის ინდივიდები, რომლებთანაც სამომავლოდ ურთიერთობებს მოელიან. ამ
კანონზომიერებას ადასტურებს მრავალი გამოკვლევა.
Eემოციონალური მდგომარეობა, როგორც მოწონების განმსაზღვრელი. Iსმის
კითხვა: მუსიკას, როგორც ემოციის გამომწვევ სტიმულს, აქვს თუ არა გავლენა
ინტერპერსონალურ ქცევაზე? მეისა და ჰამილტონის გამოკვლევაში კოლეჯის
სტუდენტი გოგონები უცხო მამაკაცის სურათს მიმზიდველად მიიჩნევდნენ , თუკი მას
როკ-მუსიკის ფონზე ათვალიერებდნენ (როკ-მუსიკა მათი საყვარეკლი მუსიკა იყო).
ნაკლები იყო მოწონების ხარისხი კლასიკური მუსიკის შემთხვევაში და კიდევ უფრო
ნაკლები, როდესაც სურათების შEფასებას მუსიკალური ფონი არ ახლდა (Mაყ &
Hამილტონ, 1980).
კვლევის მონაცემების მიხედვით, მოვლენები ან პირობები, რომლებიც იწვევენ
პოზიტიურ გრძნობებს, ზრდიან ინტერპერსონალურ მოწონებას., ხოლო ნეგატიური _
ამცირებენ მას. მონაცემები მიღEბული იქნა ისეთი პირობების შემთხვევაში,
როგორიცაა ჰაერის მაღალი ან საშუალო ტემპერატურა, არაკომფორტული ან
კომფორტული ოთახი, სევდიანი ან მხიარული ფილმების დემონსტრირება და სხვა.

XII ლექცია.

Aალტრუიზმი ეგოიზმის საპირისპირო თვისებაა.


ემპათია (თანაგანცდა) ჭეშმარიტი ალტრუიზმის წყაროა. ადამიანი დისკონფორტს
(მეტ-ნაკლები ინტენსივობის წუხილს) განიცდის, როდესაც მეორე ადამიანის
ტანჯვას ხედავს, რაც მას ტანჯულის დახმარებისკენ უბიძგებს. ემპათიის ხარისხი
იზრდება მაშინ, როდესაც იტანჯება პირი, რომელთანაც ინდივიდი ახდენს
იდენტიფიცირებას (მისი ახლობელი, მეგობარი და სხვა). არსებობს შეხედულება,
რომ ალტრუიზმის მიზეზია არა სხვის, არამედ საკუთარი თავის ტანჯვისგან (სხვისი
ტანჯვის თანაგანცდით აღძრული ტანჯვისგან) განთავისუფლების ტენდენცია.Aასე
გაგებული ალტრუიზმი ეგოიზმის ერთერთ სახეობად იქცევა.
ხშირად ვეხმარებით ადამიანებს არა იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია, არამედ
იმიტომ, რომ ვალდებულნი ვართ ასე მოვიქცეთ.Mმაგალითად, უნდა დავეხმაროთ
ახალ მეზობელს, უნდა დავუბრუნოთ პატრონს დაკარგული საფულე, უნდა
დავეხმაროთ თანამებრძოლს ომში და სხვა. ვალდებულების შეგნება
მომდინარეობს სოციალური ნორმების ან სოციალური მოლოდინებისაგან.
სოციოლოგი ე. გოულდნერი აღნიშნავს, რომ ე.წ. საპასუხო სიკეთის ნორმა (“ჩვენ
ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ მათ, ვინც ჩვენ გვეხმარება”) ღირსების
ერთადერთი უნივერსალური კოდექსია. საპასუხო სიკეთის ნორმა მიგვანიშნებს ,
რომ სოცილაურ ურთიერთობებში აუცილებელია ბალანსი “გაცემასა” და “მიღებას”
შორის.; იგულისხმება ადამიანების დახმარება და საპასუხოდ ამ ადამიანებისგან
დახმარების მიღება. მაგრამ მხოლოდ საპასუხო სიკეთის ნორმა ბოლომდე ვერ
აღწერს ადამიანთა შორის ურთიერთობების ბუნებას. არსებობს უფრო ღრმა
ჰუმანიზმიც. როგორც სახარება გვასწავლის: “თუკი გიყვართ ის, ვისაც უყვარხართ
(საპასუხო სიკეთის ნორმა), რა უფლება გაქვთ ეს პატივად მიგაჩნდეთ. გეტყვით:
გიყვარდეთ მტრები თქვენნი”. იმ ადამიანების მიმართ (ინვალიდების, ბავშვების,
მოხუცების), რომელთაც არ შეუძლიათ გვიპასუხონ საპასუხო სიკეთით, მოქმედებს
მეორე ნორმა _ სოციალური პასუხისმგებლობის ნორმა. ამ ნორმის მიხედვით,
უნდა დაეხმარო სამომავლო კომპენსაციის (ან საპასუხო სიკეთის) მოლოდინის
გარეშე.
ალტრუიზმის აღზრდა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ვიწრო ჯგუფური
მიკუთვნებულობისა და მხოლოდ საკუთარ წრეში არსებული პირებისათვის ზრუნვის
ძლევას. აუცილებელია იმ ადამიანთა წრის გაფართოება, რომელთა მიმართაც არა
ვართ გულგრილნი. ამ შემთხვევაში ქრება ზღვარი “ჩვენსა” და ისინის” შორის და
მორალური პასუხისმგებლობა თანაბრად ვრცელდება ყველა ადამიანზე.
მნიშვნელობას იძენს, ამ თვალსაზრისით, საკუთარ თავში დარწმუნებულობის
აღზრდაც მოზარდში, რადგანაც სოციალური მრავალფეროვნება არ აშინებს
საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებს.
არსებობს საპირისპირო ფენომენი, რომელსაც მორალური ექსკლუზია ეწოდება.
ის გულისხმობს გარკვეული ადამიანების (ან ერების) გამორიცხვას იმ წრიდან ,
რომელზეც ვრცელდება გარკვეული მორალური ვალდებულებები. მორალური
ექსკლუზიის შედეგებია დისკრიმინაცია და გენოციდი. ამ შემთხვევაში ადამიანთა
გარკვეული კატეგორია არ მიიჩნევა ჩვენი ზრუნვისა და თანაგანცდის ღირსად და
მათ მიამრთ სისასტიკე გამართლებულად ითვლება.

XIII ლექცია.

Kკონფლიქტის ბუნება ყველა შEმთხვევაში უცვლელია _ არსებობს ის


სახელმწიფოებსა თუ ოჯახის წევრებს შორის. ყველა შEმთხვევაში კონფლიქტში
ჩართული პირი ერთი მხარის გამარჯვებას, მეორე მხარის დამარცხებად
აღიქვამს.Aამავე დროს, კონფლიქტი უკავშირდება აქტიურობას,
დაინტერესებულობასა და არაგულგრილობას. სწორად გაგებულმა და
გამოვლენილმა კონფლიქტმა შეიძლება მოახდინოს ადამინურ ურთიერთობათა
განახლება და გაუმჯობესებაც. Aრსებობს შეხედულება, რომ მშვიდობა _
კონფლიქტის სწორად გადაწყვეტის შედეგია _ მხარეები აახლოებენ პოზიციებს და
შეთანხმებამდე მიდიან.
კონფლიქტის მიზეზად ხშირად იქცევა ჯგუფების (ან პირების) კონკურენცია რაიმეს
(ტერიტორიის, ძალაუფლების, მატერიალური სიკეთის, პრესტიჟის და სხვა)
მოპოვებისათვის. დამახინჯებული აღქმა კონფლიქტთა თანმდევია. მტრის ხატი
რადიკალურად იცვლება, როდესაც მტერი მოკავშირედ იქცევა. მაგალითად, მეორე
მსოფლიო ომის დროს თუკი გერმანელებს მოიხსენიებდნენ ასე: “პირსისხლიანი,
სასტიკი, ველური ” და ა. შ., დისციპლინირებული. . .”
კონფლიქტის გადაწყვეტა და მორიგება. გამოყოფენ მორიგების 4 ძირითად
სტრატეგიას:
1. კონტაქტი _ კონფლიქტშიMმყოფნიYშედიან მჭიდრო კონტაქტში, ისინი
კონტაქტისას თანასწორნი და თანაბარუფლებიანნი არიან. შეიძლება კონტაქტი
მეგობრობის სტიმულადაც იქცეს.
2. კოოპერაცია _ თანამშრომლობა ერთი საერთო მიზნის მიღწევის, ერთი საერთო
საქმის პირობებში. თანამშრომლობა დადებითი განწყობების გავრცელების
პირობად იქცევა. ადგილი აქვს ჯგუფურ იდენტიფიკაციას. დიდი მნიშვნელობა
ენიჭება თანამშრომლობითობის სწავლებას.
3. კომუნუკაცია _ იგულისხმება დიალოგში შესვლა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა,
მოლაპარაკებები. ამ დროს შეიძლება ჩაერთოს შუამავალი პირი, რომელიც
კონფლიქტში მყოფ პირებს დახმარებას გაუწებს მორიგების პროცესში.
4. კონსილაცია ანუ შერიგება (უმირატვორენიე) _ კონფლიქტის გადაწყვეტისათვის
კონფლიქტის მხარეთა ეტაპობრივი, ორმხრივი ინიციატივები.

You might also like