You are on page 1of 9

ლექცია 7

მოძღვრება cnebaზე
1. ცნების სახეები, ცნების შინაარსი (საზრისი) და მოცულობა (დენოტატი) ძირითადი
დამოკიდებულებები ცნებებს შორის.
2. ცნების შემუშავების ოსტენსიური მეთოდი: ანალიზი, სინთეზი, აბსტაქცია. ცნების
განსაზღვრება, განსზღვრების სახეები და წესები. შეცდომები განსაზღვრებაში. კლასიფიკაცია
და ცნების გაყოფა. შეცდომები ცნების გაყოფაში.

სახელმძღვანელო:
ლ. მჭედლიშვილი, ნ. ივანიძე, ლოგიკა, თბ., 2003, თავი მესამე, 7–12, გვ. 89–106.

დამატებითი ლიტერატურა:

კ. ბაქრაძე, ლოგიკა, თბ., 1955, Tavi meსaმe. moZRvreba cnebaze, gv. 80–118, 132–141

დავალება: თეორიული მასალის მომზადება მითითებული ლიტერატურით. სავარჯიშოები


ცნებათა შორის მიმართებებსა და ცნების გაყოფაზე.

მოძღვრება ცნებაზე

ცნება არის აზრი, ანუ აზროვნებაში წარმოდგენილი საგანი (ან საგანთა სიმრავლე), იმ
ნიშან-თვისებებით, რომლითაც ეს საგანი განსხვავდება სხვა საგნებისაგან. ცნება სიტყვით
(ტერმინით) ან სიტყვათა ერთობლიობით გადმოიცემა. მაგალითად, იმ ადამიანთა სიმრავლე,
რომელთა საქმიანობაც ბავშვების სწავლებაა, აღინიშნება სიტყვით „მასწავლებელი“, ხოლო
იმ ადამიანთა სიმრავლე, რომელთა საქმიანობაც გეოგრაფიის სწავლებაა, აღინიშნება
სიტყვათა კომპლექსით „გეოგრაფიის მასწავლებელი“.

ცნების შინაარსი (საზრისი) და მოცულობა

ნებისმიერ ცნებას აქვს შინაარსი, რაშიც ვგულისხმობთ ამ ცნებით აღნიშნულ საგანთა


არსებით ნიშან-თვისებებს. მაგალითად, ცნებაში „ადამიანი“ ნაგულისხმევ საგანთა არსებით
მახასიათებელს, ნიშან-თვისებას, უპირველეს ყოვლისა, სულიერი არსებობა, ცნობიერების
მატარებლობა, საზოგადოებრივი არსებობა და ა. შ. წარმოადგენს.

ცნებისა და მისი გამომთქმელი ტერმინის მოცულობას ვუწოდებთ იმ საგანთა


სიმრავლეს, რომელთა ნიშან-თვისებებიც წარმოადგენს ცნების შინაარსს. მაგალითად,
სიმრავლე ყველა არსებისა, ვისაც აქვს ცნობიერება, არის ცნება „ადამიანის“ მოცულობა.
ცნებათა მოცულობებს, ანუ საგანთა და მოვლენათა გარკვეულ ერთობლიობებს, სიმრავლეთა
აღმნიშვნელი წრიული დიაგრამებით გამოსახავენ.

არსებობს ისეთი ცნებები, რომელთა მოცულობები არ შეიცავს ელემენტებს, ანუ მათი


მოცულობები ცარიელი სიმრავლეებია. ასეთია მაგალითად: ,,ცხრათავიანი ადამიანის”
და ,,მოლაპარაკე სპილოს” ცნებებათა მოცულობები.

ცნების შინაარსსა და მის მოცულობას შორის არსებობს შებრუნებული დამოკიდებულება:


რაც უფრო გავზრდით ცნების შინაარსს ახალ-ახალი ნიშან-თვისებებით, მით უფრო
შემცირდება მისი მოცულობა, ანუ იმ საგანთა სიმრავლე, რომლებიც ამ ნიშან-თვისებებით
ხასიათდებიან. მაგალითად, ცნებების „სპორტსმენი“ — „ქართველი სპორტსმენი“ —
„ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი“ — „ახალგაზრდა ქართველი ქუთაისელი
სპორტსმენი“ შინაარსსა და მოცულობას შორის ეს დამოკიდებულებაა გამოხატული.

ცნების სახეები

განასხვავებენ ცნების სამ სახეს: ერთეული ცნება, რომლითაც აღინიშნება ერთეული


საგანი, მაგალითად, მტკვარი, შექსპირი, ზუგდიდი, „ოდისეას“ ავტორი და ა.შ.

ზოგად ცნებებს (ტერმინებს) ვიყენებთ მასში მოაზრებული ნიშანთვისებებით საგანთა


დასახასიათებლად. ზოგადია, მაგალითად, „მცენარის“, „სამკუთხედის“, “სიკეთის“,
„სიყვარულის“ და სხვა ცნებები.

არსებობს ლოგიკური ცნებები. მათში მოიაზრება შეერთების წესი, რის შედეგადაც


მიიღება ახალი ცნება ან ახალი მსჯელობა. ასეთი ცნებებია საწინადადებო მაკავშირებლები:
„და“, „ან“, „მაგრამ“ და ა.შ. მაგ., ,,დიდი და (ან) ტყავის ბურთი“.

ძირითადი დამოკიდებულებები ცნებებს შორის.

თუ ორი ცნების მოცულობა ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ ისინი ტოლფასი ანუ


ერთმნიშვნელოვანი ცნებებია. მაგალითად: მოხუცი --- მხცოვანი.

თუ ერთი ცნების მოცულობა მეორე ცნების მოცულობის ნაწილია, მაშინ იგი მეორის
სახეა, ხოლო ეს უკანასკნელი კი პირველის გვარი. ანუ, ასეთ ცნებებს შორის არსებობს გვარ-
სახეობითი მიმართება. მაგალითად: მცენარე — მუხა. გვარი უფრო ზოგადი ცნებაა, ვიდრე
სახე. სახის მოცულობა გვარის მოცულობაში შედის, როგორც ქვე-სიმრავლე. გვარი არის
სახის განზოგადება, ხოლო სახე — გვარის შემოფარგვლაა. მაგალითად, ,,ცხოველის” როგორც
გვარის შემოფარგვლა იქნება ,,მგელი”, ,,ვეფხვი” და ა.შ., ხოლო მისი განზოგადება იქნება
ცნება ,,სულიერი არსება”.

თუ ორი ცნების მოცულობა ნაწილობრივ ემთხვევა ერთმანეთს, ანუ თუ მათ


მოცულობებში არსებობს საერთო ელემენტები, მაშინ მათ მკვეთი ცნებები ეწოდება.
მაგალითად, ცნებები „მომღერალი” და „ქალი”. ,,მომღერალი ქალის” ცნების მოცულობა
დასახელებული ორივე ცნების მოცულობაში შედის.
არსებობს ცნებები, რომელთა მოცულობები გამიჯნულია ერთმანეთისაგან. ანუ
რომელთა მოცულობებს არცერთი ელემენტი არა აქვთ საერთო. მაგალითად, კეთილი -
ბოროტი, მოხუცი - ახალგაზრდა, თეთრი - არათეთრი და ა.შ.

ცნების შემუშავების ოსტენსიური მეთოდი: ანალიზი, სინთეზი, აბსტაქცია.

ოსტენსიური მეთოდი - ცნების შინაარსის დადგენა ამ ცნების გამომთქმელი ტერმინის


წარმოთქმით და ამავდროულად აღსანიშნ საგანზე მრავალჯერადი მითითებით. მაგ., ,,აი
მაგიდა“.

ამ პროცესში ხდება აზროვნებაში საგნის ნიშან-თვისებებად დაშლა- ანალიზი, შემდეგ


საგნის მთლიანობაში აღდგენა - სინთეზი და ბოლოს აბსტრაქცია ანუ საგნის (საგნების)
არაარსებითი ნიშან-თვისებებისაგან განყენება (მოცილება) - და არსებითი ნიშან-
თვისებების გამოყოფა.

განსაზღვრება როგორც ცნების შემუშავების მეთოდი

განსაზღვრება არის ცნების შინაარსის (ცნებაში მოაზრებული საგნების არსებითი ნიშან-


თვისებების) ჩამოყალიბების პროცესი, ანუ საგანთა არსების დახასიათება (ეს არის სიტყვის
მნიშვნელობის დადგენა). განსაზღვრება შედგება სამი ნაწილისაგან: განსასაზღვრი (ცნება,
რომლის შინაარსიც უნდა ჩამოყალიბდეს), განმსაზღვრელი (თავად შინაარსი) და ფრაზა,
რომელიც ამ ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს.

განსაზღვრებას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მიზანი: გააფართოოს ცნებითი და


ტერმინოლოგიური აპარატი, დააზუსტოს ცნებების შინაარსი, ადექვატურად ახსნას ცნებაში
მოაზრებული საგანთა ბუნება.

განსაზღვრების სახეები

დამფუძნებელი განსაზღვრება- ახალი ცნების (ტერმინის) შემოღება.

მაუწყებელი განსაზღვრება - გვაუწყებს უკვე არსებული სიტყვის მნიშვნელობას

დამაზუსტებელი განსაზღვრება - ბუნდოვანი ცნებების შინაარსის დაზუსტება

თეორიული განსაზღვრება - მეცნიერული თეორიის ცნებათა შინაარსის დადგენა

გენეზისური განსაზღვრება - ცნებაში მოაზრებულ საგანთა წარმოშობის აღმწერი

კონტექსტუალური განსაზღვრება - ცნების გამოყენების კონტექსტის აღმწერი


განსაზღვრების წესები და შეცდომები განსაზღვრებაში

განსასაზღვრი უნდა იყოს არაორაზროვანი და ზუსტი.

დაუშვებელია უცნობის (ცნების) უცნობით (ცნებებით) განსაზღვრება.

განსასაზღვრი განმსაზღვრელის ტოლფასი უნდა იყოს, (მათი მოცულობები ერთმანეთს


უნდა ემთხვეოდეს). განსაზღვრება არ უნდა იყოს ფართო (როცა განსასაზღვრის მოცულობა
განმსაზღვრელის მოცულობის ნაწილია) და ვიწრო (როცა განმსაზღვრელის მოცულობა
განსასაზღვრის მოცულობის ნაწილია).

განსაზღვრება არ უნდა იყოს უარყოფითი ანუ იმის დამდგენი როგორი არ არის საგანი.

თუ განსაზღვრება ეხება ერთეულ საგანს, მაშინ მასში აღწერლი ნიშან-თვისებები მხოლოდ ამ


საგანს უნდა ახასიათებდეს.

კლასიფიკაცია და ცნების გაყოფა.

საგანთა დაყოფა ჯგუფებად არის კლასიფიკაცია. სიმრავლის დაყოფის შედეგად


მიღებული ქვესიმრავლეები არის კლასიფიკაციის კლასები.

დიხოტომიური კლასიფიკაცია ნიშნავს სიმრავლის დაყოფას ორ ქვესიმრავლედ.

ცნების გაყოფა ნიშნავს ცნების მოცულობის ქვესიმრავლეებად დაყოფას. ცნების დაყოფა


შესაძლებელია გარკვეული ნიშან-თვისების მიხედვით (როცა მიღებული ცნებები
ერთმანეთის კონტრარულია) და დიხოტომიურადაც (როცა მიღებული ცნებები ერთმანეთის
კონტრადიქტორულია).

დავალება # 6

1. ნებისმიერი ცნების ფორმას წარმოადგენს


ა) მარტივი წინადადება
ბ) რთული წინადადება
გ) სიტყვა და სიტყვათა შეთანხმება
დ) მაკავშირებელი

2. ნებისმიერ ცნებას აქვს


ა) მოცულობა
ბ) სიდიდე
გ) ზომა
დ) ფიგურა

3. იპოვეთ ცნება:
ა) მე ვმუშაობ
ბ) გატეხილი ფანქარი
გ) ეს მაგიდა ხისაა
დ) თქვენ ავად ხართ?

4. ერთეული ცნებაა:
ა) მთის ყვავილი
ბ) სტუდენტი
გ) უდაბნო
დ) ევერესტი

5. ზოგადი ცნება არ არის:


ა) ყინული
ბ) საჰარის უდაბნო
გ) ჯუნგლი
დ) ღრმა ტბა

6. ჩამოთვლილთაგან რომელია ზოგადი, ერთეული, ზოგადი კრებითი, ერთეული კრებითი,


აბსტაქტული ცნებები:

ა) მთაგრეხილი

ბ) ვაჟა ფშაველას ნაწარმოებები

გ) დივიზია

დ)სიმამაცე

ე) არისტოტელე

ვ) ფასიანი ქაღალდი

7. გაზარდეთ ცნება ,,მასწავლებელი“ ორი ნიშან თვისებით. მისი მოცულობის ცვლილება


გამოსახეთ დიაგრამით.

8. მოცემულია ცნებები ,,მწერალი“ და ,,ახალგაზრდა“. დაადგინეთ მათ შორის არსებული


მიმართება. გაზარდეთ მათი შინაარსი ორ-ორი ნიშან თვისებით.
9. რომელი ცნების მოცულობაა ცარიელი სიმრავლე?

ა) ეიფელის კოშკი
ბ) ტანმოვარჯიშე
გ) ფეხბურთის ნაკრები
დ) მუნჯი მომღერალი

10. რომელი ცნების მოცულობაში შევა საგანთა სიმრავლე, რომელიც შედის როგორც ქალთა
ცნების მოცულობაში, ისე მომღერალთა ცნების მოცულობაში?

ა) ახალგაზრდა ქალი
ბ) წარმატებული ქალი
გ) მომღერალი ქალი
დ) მწერალი ქალი

11. რომელი ცნების მოცულობაში შედის ქვესიმრავლედ ცნება ,,ყვავილის“ მოცულობა და


რომელი ცნების მოცულობაა თავად ,,ყვავილის“ ქვესიმრავლე?

ა) ხე - ვარდი
ბ) მცენარე - მაყვალი
გ) ბუჩქი - ხორბალი
დ) მცენარე - გვირილა

12. გააკეთეთ ცნება ,,კანონის“ შემოფარგვლა

13. დაასახელეთ გვარ-სახეობითი ცნებების ორი მაგალითი

14. დაასახელეთ კონტრარული და კონტრადიქტორული ცნებების ორ-ორი მაგალითი.

15. იპოვეთ ცნების შემოფარგვლის სწორი ვარიანტი

ა) მთის მდინარე - მდინარე


ბ) პლანეტა - იუპიტერი
გ) დათვი - ძუძუმწოვარი ცხოველი
დ) წიგნი - ბიბლიოთეკა
16. იპოვეთ ცნების განზოგადების სწორი ვარიანტი:

ა) ბუჩქი - მცენარე
ბ) ბუჩქი - ასკილი
გ) ბუჩქი - ყვავილი
დ) ბუჩქი - ხე

17. იპოვეთ ცნებები, რომელთა მოცულობები ექვემდებარება შემდეგ ცნებათა მოცულობებს:

ა) დღესასწაული

ბ) მცენარე

გ) სათამაშო

დ) ავეჯი

18. დაადგინეთ რა მიმართებაა შემდეგ ცნებათა მოცულობებს შორის და გამოსახეთ დიაგრამით:

ა) მეცნიერი - ეგოისტი ადამიანი

ბ) კავკასიელი - აფრიკელი

გ) ინდიელი - ამერიკელი

დ) ,,ალუდა ქეთელაურის“ ავტორი - ვაჟა ფშაველა

19. მოცემულია ცნება ,,ყელსაბამი“. დაასახელეთ ცნება, რომელიც არის მისი გვარი და ცნება,
რომელიც არის მისი სახე.

20. იპოვეთ შემდეგ ცნებათა მკვეთი ცნებები:

ა) სახელმწიფო მოღვაწე
ბ) ცოცხალი არსება
გ) ბიოლოგი
დ) ქუდი

21. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ცნების მოცულობისაგან არის გამიჯნული ცნება


,,კონტინენტის“ მოცულობა?

ა) ავსტრალია
ბ) ევრაზია
გ) მთვარე
დ) აფრიკა
22. დაყავით ცნებები ,,მცენარე“ და ,,სახელმწიფო“ ნიშნის ცვალებადობიის მიხედვით ორ-ორი
საფეხურით.

23. დაყავით ცნებები ,,რევოლუცია“ და ,,კონფლიქტი“ დიხოტომიურად ორ-ორი საფეხურით.

24. მოცემულია განსაზღვრება

ჭიანური არის ქართული ხალხური სიმებიანი საკრავი

ამ განსაზღვრებაში გამოყავით მისი ნაწილები. როგორი განსაზღვრებაა - ზუსტი, ვიწრო თუ


ფართო? ჩახაზეთ დიაგრამით განსასაზღვრი და განმსაზღვრელი ცნებების მიმართება.

25. მოცემულია განსაზღვრება:

კვინტეტი არის მუსიკალური ნაწარმოები შემდგარი ხუთი ხმისა ან ხუთი


ინსტრუმენტისაგან.

ამ განსაზღვრებაში გამოყავით მისი ნაწილები. როგორი განსაზღვრებაა - ზუსტი, ვიწრო თუ


ფართო? ჩახაზეთ დიაგრამით განსასაზღვრი და განმსაზღვრელი ცნებების მიმართება.

26. განსაზღვრეთ ცნება ,,მოძრაობა“. როგორი განსაზღვრება მიიღეთ - ვიწრო, ფართო თუ


ზუსტი?

27. რა შეცდომაა დაშვებული შემდეგ განსაზღვრებაში?

ღმერთი არ არის მატერიალური არსება.

28. რა შეცდომაა დაშვებული შემდეგ განსაზღვრებაში?

ესთეტიკა არის მეცნიერება ესთეტიკურის შესახებ.

29. როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ქვემოთ მოცემული განსაზღვრება ისე, რომ იგი გახდეს
ზუსტი განსაზღვრება?

ეპისტემოლოგია ფილოსოფიის დარგია.

30. განსაზღვრების რომელი სახეებია შემდეგი განსაზღვრებები?

ა) კვირა არის დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება 7 დღე-ღამისაგან.


ბ) ანემომეტრი ესაა ხელსაწყო, რომლითაც იზომება ქარის სიძლიერე.

You might also like