You are on page 1of 6

შუალედური გამოცდა

თათია მერებაშვილი

დავალება 1
ა) ჰიპოთეზა: თუ ბავშვებს შინაური ცხოველები ეყოლებათ, მაშინ ისინი უფრო
მეგობრულები იქნებიან თანატოლებთან.
ბ)დამოუკიდებული ცვლადი: შინაური ცხოველები.
დამოკიდებული ცვლადი: რამდენად მეგობრულია ბავშვი.
გ)დამოუკიდებელი ცვლადის ოპერაციონალიზაცია:
1) შინაური ცხოველების რაოდენობა: 2 შინაური ცხოველი.
2)შინაურ ცხოველებში იგულისხმება, ისეთი ცხოველები რომლებზეც უშუალოდ
ზრუნავენ ბავშვები: ძაღლი ან კატა.
დამოკიდებული ცვლადის ოპერაციონალიზაცია (მეგობრულობა გამოიხატება):
1) ბავშვი არ არის ჩაკეტილი, ანუ ყავს მეგობრები.
2) ბავშვი კარგად ეწყობა მეგობრებს, არ კამათობს მათთან ხშირად.
3)ბავშვი არ არის მოძალადე ან არ ახასიათებს აგრესიული ქცევა.
4) ხშირად ეხმარება მეგობრებს.
დ)დამატებითი ცვლადები შეიძლება იყოს:
1) ბავშვს შეიძლება ჰყავდეს ბევრი და-ძმა და ამან გარკვეულილად გავლენა
მოახდინოს მის მეგობრულ ქცევაზე.( გაზარდოს მასში მეგობრულობის დონე
ან პირიქით)
2) გარემოს, რომელშიც იზრდება ბავშვი ანუ მშობლების დამოკიდებულება
ბავშვისადმი(ისინი შეიძლება მას მეგობრულად/ჰუმანურად , ან პპირიქით
აგრესიულად ეპყრობოდნენ, რაც გავლენას ახდენს ბავშვის მეგობრულ
ქცევაზე თანატოლებთან.
3) როგორი ტიპის მეგობრები ყავს ბავშვს(თავადაც მეგობრული თუ აგრესიული).
4) სხვა რა გასართობი საშუალებებით არის დაკავებული ბავშვი(თუ დადის
ცეკვაზე ან არის ხელოვნებით დაინტერესებული, ცხადია, ეს გავლენას
მოახდენს მის ხასიათზე და შესაბამისად მეგობრებთან დამოკიდებულებაზე)
დავალება2
მაგალითად ჩვენ ვგეგმავთ კვლევას: თუ რამდენად არიან ჩართული
სტუდენტები პოლიტიკურ სფეროში. ამ კვლევისთვის ჩვენ გამოვკითხავთ 5
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან .
ამ შემთვევაში ჩვენი კვლევის შერჩევის ჩარჩოა: იმ 5 უნივერსიტეტის სტუდენტები,
რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ კვლევაში. სტატიფიცირებული შერჩევის
შემთხვევაში ჩვენ გამოვყოფთ სტრატებს:
დავყოფთ სტუდენტებს 1) ფაკულტეტების მიხედვით. 2) კურსების მიხედვით. 3)
სქესის მიხედვით.3) აკადემიური მოსწრების მიხედვით. 4)ასაკის მიხედვით. 5)
ინტერესთა სფეროების მიხედვით.

დავალება3
ა)სხვადასხვა ექსპერტმა შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები ჩამოაყალიბოს
ამა თუ იმ პიროვნების ქცევის შესახებ, რადგან ყველა ადამიანი სუბიექტია და
განსხვავებულად აღიქვამს ამა თუ იმ ელემენტს. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს
დამკვირვებლის ტენდენციურობას. ამ შემთვევაში თითოეულმა ექპერტმა
საკუთარი გამოცდილება, მოლოდინი, დამოკიდებულება, შეხედულება
შემოიტანა დაკვირვებაში, რის გამოც მათი მოსაზრებები ერთმანეთისგან
განსხვავებული აღმოჩნდა.
ბ) ეს განსხვავებები რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ, აუცილებელია შემოვიტანოთ
ოპერაცინალიზაცია და სტანდარტიზაცია. ანუ ორივე ექპერტი ერთნაირად
უნდა გასაუბრებოდა სამუშაოს მაძიებელს, უნდა დაესვათ ერთნაირი კითხვები,
რომლებსაც ერთნაირი დადგენილი წესებით შეაფასებდნენ. ასევე
მნიშვნელოვანია ოპერაციონალიზაცია, ანუ შეთანხმებული კონკრეტული
კითხვების ან საკითხების განსაზღვრა, რომელიც არ უნდა იყოს ზოგადი.

დავალება 4
მაგალითად ავიღოთ კვლევაში მონაწილე ბავშვები, რომლებსაც აყურებინეს
კომედიური ჟანრის ფილმი, იმის დასამტკიცებლად მოახდენდა თუ არა ეს
გავლენას მათ ხასიათზე( ანუ კომედიური ჟანრის ფილმის ყურების შემდგომ,
ბავშვები კარგ ხასიათზე დადგებოდნენ). ბავშვებმა, რომლებმაც იციან კვლევის
მიზანი და ის რომ მათ მკვლევარი აკვირდება, მოექცევიან პლაცებო ეფექტის
გავლენის ქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი(არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან თუ
არა კარგ ხასიათზე) მხიარულები გახდებიან, კარგ ხასიათზე დადგებიან, იმისთვის ,
რომ მკვლევარი ასიამოვნონ და ის ქმედება გამოავლინონ, რასაც მათგან
მოელიან.
დავალება 5
ჰიპოთეზა: თუ ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მაშინ ის ჰუმანური
ხასიეთით გამოირჩევა.
ანუ ბავშვზე ძალადობის ზრდა იწვევს მასში ჰუმანურობის ხარისხის
შემცირებას.

დავალება 6
კვლევის მეთოდი იყო არავალიდური, რადგან კვლევის მიზანი იყო სქესის
გავლენა ემოციების ამოცნობაზე, კვლევაში მონაწილე პირები კი მხოლოდ ერთი
ემოციის გამომხატველ ფოტოს აკვირდებოდნენ. შესაბამისად კვლევა ვერ იქნება
ვალიდური.
რაც შეეხება სანდოობას, ჩვენ არ შეგვიძლია ეს სანდოდ მივიჩნიოთ, რადგან არ
ვიცით კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა, არ ვიცით ეს კვლევა
განმეორდა და იგივე შედეგები მივიღეთ თუ არა. გარდა ამისა, მხოლოდ ერთ
ემოციის ამოცნობაზე დაკვირვებით, ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი დასკვნის გამოტანა.

დავალება 7
რაოდენობრივი მეთოდის დადებითი მხარეები: არის რეპრეზენტატული, რაც
შედეგების გენერალურ ერთობლიობაზე განზოგადების საშუალებას გვაძლევს .
იშველიებს რაოდენობრივ მაჩვენებლებს, რის გამოც ჩვენი შედეგები არის ზუსტი
და სანდო.
რაოდენობრივი მეთოდის უარყოფითი მხარეები: არის ზედაპირული. ვერ
გვეხმარება იმაში, რომ საკითხს ჩავუღრმავდეთ. აქ მხოლოდ ვიღებთ ზედაპირულ
პასუხებს რესპონდენტებისგან, და ვერ ვიღებთ ამ პასუხების გამომწვევ მიზეზებსა
და რესპონდენტთა მოტივაციებს.
თვისობრივი კვლევის დადებითი მხარეები: სიღმისეულად შეისავლის საკვლევ
პრობლემას. ეს საშუალებას გვაძლევს ავხსნათ ადამიანთა ისეთი ქცევის
გამომწვევი მიზეზები, რასაც კვლევის რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებისას
ვერ მოვახერხებთ. თვისებრივი კვლევის დროს ჩვენ ვიღებთ სიღრმისეულ
ცოდნას.
თვისებრივი კვლევის უარყოფითი მხარეები: არ იყენებს პროცენტულ
მაჩვენებლებს, ანუ აკლია მათემათიკური სიზუსტე. არ არის რეპრეზენტატული.
რაოდენობრივი კვლევის მაგალითი: იღებენ თუ არა სტუდენტები
მონაწილეობას არჩევნებში?
თვისებრივი კვლევის მაგალითი: რატომ ანიჭებენ სტუდენტების უმრავლესობა
უპირატესობას X პოლიტიკურ პარტიას?

დავალება 8
კვლევა:
დავაკვირდეთ ადამიანების დამოკიდებულებას
უსახლკარო(მათხოვარი)ადამიანების მიმართ.
აქ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბუნებრივი დაკვირვება, რომელიც სამივე
კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს ქცევა მიმდინარეობს
ყოველდღიურ გარემოში. ნებისმიერ ქუჩაში არიან უსახლკარო ადამიანები,
რომლებიც დახმარებას ითხოვენ. ამ შემთვევაში მკვლევარს შეუძლია ბუნებრივ
გარემოში (ჩაურევლად) დააკვირდეს გამვლელი ადამიანების დამოკიდებულებას
უსახლკააროების მიმართ.
პირველი კრიტერიუმი: ეს გარემოება არ იქნება მკვლევრის მიერ სპეციალურად
მოწყობილი, რადგან ეს რეალობაა, რომელიც ყოველდღიურად ხდება.
მეორე კრიტერიუმი: მკველავრს განზრახ არ დაუსვამს უსახლკარო ადამიანი
დახმარების სათხოვნელად, ანუ ეს არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა.
მესამე კრიტერიუმი: მკვლევარი არ ერევა არც გამვლელის ქმედებაში, ის
გაჭირვებულს დაეხმარება საკუთარი სურვილიდან ან შესაძლებლობიდან
გამომდინარე, რომელიც არ იქნება განზრახ მოწყობილი.

დავალება 9
ა)ვაკვირდებით გოგონას აგრესიულ ქცევებს, ამ ქცევების გამოვლენის სიხშირეს
და იმას თუ რამდენად უშლის ხელს გოგონას აგრესიული ქცევა რაიმე აქტივობის
განხორციელებას.
ბ)

1წთ 2წთ 3წთ 4წთ 5წთ 6წთ 7წთ 8წ 9წთ 10წთ



ქცევები
უყვირის /გ-მ /გ /გ-ბ /გ-ბ /გ
კბენს ბავშვებს /გ-ბ
ფიზიკურად /გ-ბ /გ-ბ /გ-მ
ეხება
დასცინის /გ-ბ /გ-ბ /გ-ბ /გ-ბ

გოგონა, მასწავლებელი, ბავშვები

პირველი წუთი: გოგონა უყვირის მასწავლებელს.

მეორე წუთი: კბენს ბავშვებს და ფიზიკურად ეხება მათ.

მესამე წუთი: ყვირის.

მეოთხე წუთი: დასცინის ბავშებს.

მეხუთე წუთი: უყვირის ბავშვებს.

მეექვსე წუთი:უყვირის ბავშვებს და თან ფიზიკურად ეხება მათ.

მეშვიდე წუთი: დასცინის ბავშვებს.

მერვე წუთი:კვლავ დასცინის ბავშვებს.

მეცხრე წუთი: კვლავ დასცინის ბავშვებს და ფიზიკურად ეხება მასწავლებელს.

მეათე წუთი: ყვირის

ქცევა: აგრესიული ქცევები როგორიცაა: დაცინვა, ყვირილი, ფიზიკური


შეურაცხყოფა, კბენა

მოქმედება: ხდება საბავშვო ბაღში ათი უთის განმავლობაში.

მნიშვნელობა: რა მნიშვნელობა (რა გავლენას ახდენს)აქვს გოგონას აგრესიული


ქმედებას მასწავლებლის მცდელობაზე დაგეგმოს რაიმე აქტივობა.

მონაწილეობა: მასწავლებელი, გოგონა და ბავშვები.

ურთიერთობა: აგრესიული, არამეგობრული, დაძაბული.

გარემო: საბავშვო ბაღის ერთი ჩვეულებრივი, ოთახი.

ამონარიდი:

მასავლებელი ცდილობს დააწყნაროს აგრესიული გოგონა, რომელიც ბავშვებს


ფიზიკურად ეხება, მაგრამ ის არ წყნარდება და მასწავლებელს უყვირის,
დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გოგონა იდგა და დასცინოდა
ბავშვებს.

You might also like