You are on page 1of 8

გაკვეთილის გეგმა

1-ლი კლასი ხათუნა დოლენჯიშვილი

ინტეგრირებული გაკვეთილი:

გაკვეთილის მთავარი თემა (ბუნება, ქართული, მათემატიკა, ხელოვნება)

ქართული ფული

სწავლების საფეხური დაწყებითი 1-ლი კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა 26 მოსწავლე სსსმ - 1

 მოსწავლეები გაეცნენ და საკუთარი თვალით დაათვალიერეს


სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები: სუპერმარკეტი, აფთიაქი, წიგნის
მაღაზია-ბიბლუსი, სათამაშოების მაღაზია
 მოსწავლეებმა გააცნობიერეს სავაჭრო ობიექტებში ქცევის წესები
 მოსწავლეებმა გაეცნენ ქართული ფულის კუპიურებს
 მოსწავლეებმა შეძლეს ფულთან და ყიდვის პროცესებთან
წინარე ცოდნა
დაკავშირებული ტერმინების ათვისება
 მოსწავლეებმა იციან წინ და უკან თვლა 10-ის ფარგალში, ზეპირი
ანგარიშისას იყენებენ 1-ის ტოლი ბიჯით თვლას, 10-ის ფარგლებში
შეკრება-გამოკლება
 ცნობენ გეომეტრიულ ფიგურებს
 შეუძლიათ მარტივი კროსვორდის შევსება

 მოსწავლემ საკუთარი თვალით დაათვალიერა სხვადასხვა სავაჭრო


წინარე ცოდნა სსსმ ობიექტები
მოსწავლისთვის  მოსწავლე გაეცნო ქართული ფულის კუპიურებს
 ცნობს გეომეტრიულ ფიგურებს

გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ :

 განასხვავოს, ამოიცნოს,გამოიყენოსეროვნულიფულისნიშნები,
აითვისონფულთანდაყიდვისპროცესთანდაკავშირებულიტერმინები
აქტივობების მიზნები და
 განივითაროს შეკრების და გამოკლების სხვადასხვაგვარად
მისაღწევი შედეგები
წარმოთქმის და გაგების უნარი
 ფულის ერთეულების შედარების შეფასების უნარი
 შეძლოსსხვადასხვაკუპიურებზეფერისგარკვევადაგარჩევა
 კავშირი დამყაროს როგორც ბუნების ასევე მათემატიკის, ქართულის
და ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნიდან
 ჩამოუყალიბდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები -მსჯელობის, აღქმის,
ანალიზის, სხვისი აზრისპატივისცემის
აქტივობების მიზნები და გაკვეთილის მიზანია სსსმ მოსწავლემ :
მისაღწევი შედეგები სსსმ
მოსწავლისთვის  განასხვავოს, გამოიყენოს ეროვნული ფულის კუპიურები და
მონეტები
 შეძლოს სხვადასხვა კუპიურებზე ფერის გარკვევა და გარჩევა

ბუნ.I.6.მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 აკვირდება და აღწერს მის გარშემო არსებულობიექტებს;


 დაკვირვების საფუძველზე აღწერს ლოკალურ გარემოს და ქმნის
ნახატებს.

ქართ. I.2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის


ნაცნობ თემებზე

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

ეროვნული სასწავლო გეგმით  მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე და ა. შ. დაყრდნობით გადმოსცემს


მოსმენილი ტექსტის შინაარსს;

ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.


განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;


შედეგი / ინდიკატორები
ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ
თემებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ


წინადადებას;

მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრივი რიცხვითი სახელების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 განასხვავებს და ასახელებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტებს


და ბანკნოტებს) 10-ის ფარგლებში.

მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს


შორისდამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების
მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას,


განსაზღვრავს განსხვავებას (მაგალითად, “რამდენით
გაიზარდა/შემცირდა?") და აღწერს რიცხვებს შორის
დამოკიდებულებებს;

მათ.I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა


და აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 შეარჩევს მითითებული ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან;

მათ. I.7. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების


გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურების მოდელებს ერთმანეთს


ნიმუშზე მოცემული გამოსახულების (ნახატის) მისაღებად;

ს.გ.I.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვაფერს და ფორმას და


შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 გარემოში ამოიცნობს და ასახელებს მარტივ გეომეტრიულ ფორმებს


(სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე) და გამოსახავს ნამუშევარში;

ბუნ.I.6.მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ისგ-  აკვირდება და აღწერს მის გარშემო არსებულ ობიექტებს;
თიგანსაზღვრულიმისაღწევიშე ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას
დეგები მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო
სიტუაციებში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;

ქართ. 1. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;


მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა
და აღწერა

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 ამოიცნობს დაასახელებს მოცემულ გეომეტრიულ ფიგურას

სასწავლო მასალა  სახელმძღვანელო


 ფულის კუპიურები
 თაბახის ფურცლები
 პლაკატები
სასკოლო მენეჯმენტი/  ეკრანი
 პროექტორი
 კროსვორდი
საგანმანათლებლო რესურსები  ლეპტოპი

გაკვეთილის თანმიმდევრობა გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელიმ ოსწავლეებს აცნობს


გაკვეთილისთემას,მიზანს და შეფასების რუბრიკებს.(2 წთ)

I - ფაზა- გამოწვევა ( 8წთ)

 სამოტივაციო აქტივობა 1.(1წთ)

მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს, რომ მათ ამ დღეებში


მოინახულეს სავაჭრო ობიექტები და შეპირებისამებრ მან მოუმზადა
სლაიდი. (დანართი 1)

 აქტივობა 2. (3 წთ)

სლაიდის ჩვენების შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს


გაიხსენონ წინა გაკვეთილზე ნასწავლი და სავაჭრო ობიექტებში
თავისი თვალით დანახული ახალი სიტყვები:სურსათი, მარკეტი,
ვიტრინა, დახლი, ფასი, სალარო, მოლარე, ხურდა, მაღაზია,
კონსულტანტი, ძვირი, იაფი.

დაფაზე მაგნიტებით დამაგრებულია 4 სუფთა ფურცელი, რომლის


მეორე გვერდზეც წერია წინა გაკვეთილზე ნასწავლი სიტყვებიდან
ზოგიერთი : ფასი, სალარო, ძვირი, იაფი. (დანართი 2)
მოსწავლეები გამოდიან დაფასთან, რიგ-რიგობით ამოატრიალებენ
ფურცელს, ცდილობენ ამოიკითხონ მასზე დაწერილი სიტყვები და
ამ სიტყვაზე შეადგინონ მარტივი წინადადებები.
სსსმმოსწავლემასწავლებლისდამხმარებითატრიალებს დაფაზე
მიმაგრებულ სიტყვას და ასახელებს მისთვის ნაცნობ სიტყვას.
 აქტივობა3. (2 წთ)

მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ავსებენ ელექტრონული


კროსვორდი.(დანართი 3)

 აქტივობა 4. (2 წთ)

თამაში,, ტყუილია თუ მართალი.’’

მოსწავლეებს ხელში უჭირავთ წითელი და მწვანე ფერის


კვადრატები და მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ სწორი-ჭეშმარიტ
წინადადებაზე აჩვენებენ მწვანე ფერს, არასწორ-მცდარ
წინადადებაზე წითელ ფერს.
კითხვები:
1. 5-ლარიანი არის მონეტა - ტყუილია თუ მართალი.
2. ორი ცალი 5 -ლარიანი 10 ლარია - ტყუილია თუ მართალი
3. სამი ცალი 2 ლარიანი 3 ლარია - ტყუილია თუ მართალი.
4. 2 ლარი მეტია 1 ლარზე -ტყუილია თუ მართალი.
5. 10 ლარი შედგება 5 ცალი 2 ლარიანისაგან-ტყუილია თუ
მართალი.

ზოგიერთ პასუხზე ვთხოვ დაასაბუთოს - რატომ?

II-ფაზა - სიღრმისეული წვდომა ( 15 წთ)


 აქტივობა 5. სახელმძღვანელოზე მუშაობა ( 4-5 წთ)

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს წიგნი გადაშალონ იმ გვერდზე,


სადაც ბიჭი და გოგონა აკვირდებიან ფულის კუპიურებს.ამასთან
პარალელურად დაფაზე გაკრულია სხვადასხვა საგნის სურათები
თავისი ფასმაჩვენებლებით. (დანართი 4)მასწავლებელი სთხოვს
მოსწავლეებს შეარჩიონ საგანი და მოიფიქრონ რომელი კუპიურებით
და მონეტებით შეძლებენ ამორჩეული საგნის ყიდვას. ამორჩეული
კუპიურებით ცდილობენ შეადგინონ რიცხვითი გამოსახულება.

 აქტივობა 6. წყვილებში მუშაობა ( 6 წთ)


მასწავლებელი დაფაზე აკრავს ორ სურათს (დანართი 5)
ასევე მოსწავლეებს ურიგებს თანაბარირაოდენობისფულის
კუპიურებს, მონეტებს და დავალების ფურცლებს. (დანართი 6)
ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უკითხავს ამოცანის
პირობას :
კახამ და მაიკომ გადაწყვიტეს საახალწლოდ ახალი
სათამაშოების ყიდვა. კახას მოეწონა ბურთი, რომელიც 9 ლარი
ღირს, ხოლო მაიკოს დათუნია, რომელიც 8 ლარი ღირს.

მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს დავეხმაროთ კახას და


მაიკოს ამ ნივთების შეძენაში. წყვილებშიდავალების ფურცელზე
შეარჩიონ და დააწებონ ფულის ის კუპიურები და მონეტები, რითიც
კახა და მაიკო შეძლებენ სასურველი სათამაშოების ყიდვას. ხოლო
ქვემოთ მათემატიკის უჯრაში არჩეული კუპიურები და მონეტები
ჩაწერონ მაგალითის სახით. სსსმ მოსწავლე
მასწავლებლისდამხმარებით არჩევს და აწებებს ფულის კუპიურებს
და მონეტებს თავის ფურცელზე.
მასწავლებელი ჩამოვლით აკვირდება მოსწავლეთა ნამუშევარს.

 აქტივობა 7. (4 წთ)

დავალების შესრულების შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:


- თუ იცით რატომ ჰქვია ქართულ ფულს ლარი?
(ძველად ლარი განძს, ქონებას ნიშნავდა. აქედან მოდის
სიტყვები მოლარე, სალარო)

- რა არის გამოსახული ყველა ფულის კუპიურაზე?


(ციფრები და გამოჩენილი ადამიანების პორტრეტები)

- რით განსხვავდებიან ლარის კუპიურები და მონეტები


ერთმანეთისგან?
(ფერით, ციფრებით, ზოგი ქაღალდისაა, ზოგი რკინის)

- თუ იციან რა ჰქვია სხვადასხვა ქვეყანაში ფულის


ერთეულებს?
( ამერიკულ ფულს - დოლარი, რუსულ ფულს - რუბლი,
ევროპულ ფულს - ევრო)

დასკვნა: სხვადასხვა ქვეყანაში ფულის სხვადასხვა ერთეულია.


მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს სხვადასხვა ქვეყნი ფულის
ერთეულებს. (დანართი 7)

III -ფაზა - რეფლექსია (10წთ)


 აქტივობა 8. დაფასთან მუშაობა (7-8წთ)

დაფაზე გაკრულია სხვადასხვა ფულის კუპიურები: ერთლარიანი,


ორლარიანი, ხუთლარიანი და ათლარიანი.თითოეული ფულის
კუპიურაზე ამოჭრილია თითო-თითო გეომეტრიული ფიგურა:
კვადრატი, წრე, სამკუთხედი და მართკუთხედი. ეს ფიგურები ცალ-
ცალკე აქვს მასწავლებელს გამზადებული სხვადასხვა ფერებში და
ზომებში. მოსწავლეები უნდა მიხვდნენ, რომელი ფიგურა რომელ
ფიგურაში ჩასვან (მოცემული ვარიანტებიდან მხოლოდ თითო-
თითო ერგება სწორად ჭრილში).(დანართი8) სსსმ მოსწავლე
დაფასთან ერთმანეთისგან განარჩევს სამკუთხედს და ოთხკუთხედს.

შეჯამება (2წთ)

თვითშეფასება

შეფასება/რუბრიკები მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს შეაფასონ თავიანთი თავი


გაკვეთილზე: როგორი იყავი დღეს გაკვეთილზე აქტიური თუ პასიური?

აქტიურის შემთხვევაში ასწიონ სმაილი,

პასიურის შემთხვევაში სმაილი. (დანართი 9)

დანართი 1.pptx
დანართი 2.docx
დანართი 3.pptx
დანართი 4.docx
დანართი 5.docx
დანართი 6.docx
დანართი 7.docx
დანართი 8.docx
დანართი 9.docx

You might also like