You are on page 1of 3

1.


მოსწავლეებთან,მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთპატივისცემასა
და გულწრფელობაზე დამოკიდებული ურთიერთობების
დასამყარებლად,ასევე თვით მოსწავლეებს შორის
არაკონკურენტული,ჯაანსაღი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და
კონფლიქტური დამოკიდებულებების აღმოსაფხვრელად
ვფიქრობ,საჭიროა მშობლებთან და კოლეგებთან თანამშრომლობით
სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვა.ასევე მათი უშუალო ჩართულობით
კლასგარეშე ღონისძიებების ორგანიზება,როგორიცაა სასწავლო
ექსკურსიები და ა.შ.
მშობელთა ჩართულობით ყოველკვირეულად საბავშვო კლასგარეშე
ლიტერატურის გაცნობა(მოთხრობები,ლექსები,ანდაზები),რომლებიც
დაანახებთ ბავშვებს სიკეთის კეთების,უფროსების პატივისცემისა და
სხვათა მიმართ შემწყნარებლობის მნიშვნელობებს.ასევე შევეცდები
სხვადასხვა აქტივობებით (მოსმენით,საუბრით,კითხვების დასმით) და
ა.შ. განვსაზღვრო თითოეულიმოსწავლის ძლიერი მხარე და
წარმოვაჩინო,რათა ბავშვები გახდნენ საკუთარ შესაძლებლობებში უფრო
მეტად თავდაჯერებულნი.
1.ბ
იმისათვის,რომ ბავშვებმა უკეთ გააცნობიერონ რას ნიშნავს ადამიანთა
თანასწორუფლებიანობა და ტოლერანტობა (სხვადასხვა ეთნიკური
წარმომავლობის,აღმსარებლობის,სოციალური სტატუსის მქონე
ადამიანების მიმართ, ვფიქრობ მხოლოდ საუბარი არ არის
საკმარისი,საჭიროა ამ კუთხით ისეთი საინტერესო აქტივობის
განხორციელება,როგორიცაა სტუმრად მოყვანა სხვადასხვა ეთნიკური
წარმომავლობის,ან რელიგიური მრწამსის ადამიანებისა
(თანატოლების),მათი ინტერესების,შემოქმედებითი
ნიჭის,შეხედულებების,პრობლემების გაცნობა-გაზიარება.
ეს იმდენად საპასუხისმგებლო და სათუთი საკითხია დამჭირდება
გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანების დახმარება.
მოსწავლეებში ერთმანეთისადმი ზრუნვის,დახმარებისა და
თანადგომის ქცევების ჩამოსაყალიბებლად მოვაწყობ საქველმოქმედო
აქციას ,,ჩვენი პატარა ხელებით სიკეთეს დავესესხებით’' და
სოციალურად დაუცველ ოჯახებს დავეხმარებით შესაძლებლობის
ფარგლებში.
1.გ
მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა,დიდ ყურადღებას ვაქცევ
კლასში ქცევის წესების დაცვას,მაინც არის მოსწავლის ქცევასთან
დაკავშირებული პრობლემები.
ამ მიმართულებით ხარვეზების აღმოფხვრას ვგეგმავ გამოცდილ
კოლეგებთან გასაუბრებით,მათგან პროფესიული რჩევების მიღებით.
ასევე სათანადო ლიტერატურის გაცნობით,რომელიც არა
მხოლოდ სკოლაში ქცევის წესების დაცვით შემოიფარგლება,არამედ
ბავშვებს შეასწავლის საზოგადოებაში ქცევის ელემენტებს.მაგ.(ქუჩაში
მოძრაობისას,საუბრისას,ჭამისას და ა.შ.)
ჩავატარებ აქტივობას,,ათასად კაცი დაფასდა,ათიათასად
ზრდილობა’'.გავმართავ დისკუსიას,ვის ეძახიან კარგად აღზრდილს,
(ზრდილობიანს).

You might also like