You are on page 1of 2

სასწავლო პროცესის მართვა.

სასწავლო პროცესი,სასწავლო გარემო,კლასის მართვა(ქცევის


წესების დაცვა).
A2t1
ვცდილობ გაკვეთილი წარვმართო ისეთი
აქტივობებით,რაც დააინტერესებთ მათ და ნაკლები დრო
ექნებათ ქცევის წესების დასარღვევად.რადგან ახლა
პირველკლასელები მყავს ვცდილობ მათთვის გასაგებ ენაზე
ავხსნა თუ რა არის ქცევა(ნებისმიერი მათი ქმედება ქუჩაში
მოძრაობისას,სკოლაში ყოფნისას,საუბრისას,ჭამისას და ა.შ.)
ვუხსნი რომ თავიანთი კარგი საქციელით ისინი არა მხოლოდ
საკუთარ თავს,არამედ მშობლებს და სკოლას ასახელებენ.
პატარებთან ერთად შევიმუშავე ის აუცილებელი ქცევის
წესები,რომლის მნიშვნელობაც მათთვის გასაგებია და დავანახე
მათი შესრულების დადებითი მხარე,რა შედეგი მოჰყვება.მაგ.
სკოლაში დროულად გამოცხადება,მასწავლებლისთვის
ყურადღებით მოსმენა,სიბეჯითე,აქტიურობა,მოსმენის
კულტურა,ერთმანეთის პატივისცემა და ა.შ.
მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით ქცევის წესების
შემუშავებაში მსურს მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობის
გრძნობა გავუღვივო.კლასში გაკრული მაქვს ფორმატის
ფურცელი,რომელზეც პირველ კლასში შემოსვლის პირველი
დღიდანვე დატოვეს თავიანთი პატარა თითების ნაკვალევი
საღებავებით,როცა პირობა დადეს რომ გაითვალისწინებენ
მასწავლებლის თხოვნას და იქნებოდნენ წარმატებულნი და
მოწესრიგებულნი.ხშირად იმ ფორმატზე მითითებით ვახსენებ
მათ დადებულ პირობას.კარგი ქცევისათვის წახალისების
მიზნით ვიყენებ სასურველი ქცევის განმტკიცების
სტრატეგიებს:ღიმილს,შექებას,თვალით კონტაქტს,ასევე
მატერიალურ
განმამტკიცებლებს:სტიკერებს,სმაილებს,ვარსკვლავებს და ა.შ.

A2t2
მიუხედავად იმისა,რომ დიდ ყურადღებას ვაქცევ ქცევის
წესების დაცვას, კლასში მაინც არის ქცევასთან დაკავშირებული
პრობლემები , რაც მიმაჩნია ჩემს სუსტ მხარედ.ამ
მიმართულებით ხარვეზების აღმოფხვრას ვგეგმავ გამოცდილ
კოლეგებთან გასაუბრებით და მათგან რჩევებისა და
რეკომენდაციების მიღებით.ასევე სათანადო ლიტე-
რატურის გაცნობით.

You might also like