You are on page 1of 21

1.

მოსწავლის პასუხისმგებლობა კლასის მართვაზე -


კლასის მართვაში გასათვალისწინებელია მოსწავლის პასუხისმგებლობებიც.
ჯიმ ლარსონი გამოსავალს მოწავლეთა ჩართულობაში ხედავს; მისი აზრით,
მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ მართვის წესების
ჩამოყალიბებასა და აღსრულებაში: ქცევის კოდექსი კონკრეტულად
განმარტავს, თუ როგორი ქცევაა დასაშვები სკოლაში და ხსნის იმ
გაურკვევლობას, რომელიც პირობით, წესებს შეიძლება ახლდეს თან... საკლასო
წესების ჩამოყალიბებაში მოსწავლეების ჩართვას თან ახლავს
თვითდისციპლინისა და პასუხისმგებლობის განვითარება, რაც, საბოლოოდ,
ამ მიდგომის ყველაზე სასარგებლო შედეგს
წარმოადგენს.
ჯორჯ ბეარი შემდეგნაირად აღწერს თვითდისციპლინის განვითარების
შედეგებს: „თვითდისციპლინა გულისხმობს ადამიანის ქცევის შინაგან
მოტივაციას, დემოკრატიული იდეალების გათავისებას და ყველაზე
ნათელია მაშინ, როცა ქცევის გარეგანი რეგულაციები არ არსებობს“.
მოსწავლეებს უნდა გავაგებინოთ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან საკუთარ
ქცევაზე და რომ მათ სჭირდებათ დახმარება, რათა შეძლონ საკუთარი ქცევის
კონტროლი.
• არსებობს კვლევები, რომლებიც კლასის მართვის კონტექსტში სოციალური
უნარების გაუმჯობესებას ეხება. კონკრეტულად, სოციალური უნარების
გამომუშავება გულისხმობს მოსწავლეებისათვის იმის სწავლებას, თუ როგორი
რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ მათ თანატოლების ქცევაზე. კვლევები
ცხადჰყოფს, რომ ეს უნარი უკავშირდება მოსწავლეთა დამოკიდებულებებს,
მათი თანატოლების მათდამი დამოკიდებულებასა და აკადემიურ მოსწრებას.
• ვიცით პასუხისმგებლობის განვითარების ორი ძირითადი კატეგორიის
ეფექტის სიდიდეები, ეს კატეგორიებია: თვითმონიტორინგისა და კონტროლის
სტრატეგიები და კოგნიტური სტრატეგიები.
• თვითმონიტორინგისა და კონტროლის სტრატეგიების ფარგლებში,
მოსწავლეებს ასწავლიან საკუთარ ქცევაზე დაკვირვებას, დაკვირვების
შედეგების რაიმე ფორმით ჩანიშვნას, ამ ჩანაწერების შედარებას თავდაპირველ
კრიტერიუმთან და საკუთარი წარმატების აღიარებას. კოგნიტური
სტრატეგიებიც შეიცავს საკუთარ საქციელზე დაკვირვებისა და მონიტორინგის
ელემენტებს. თუმცა ეს სტრატეგიები არ გულისხმობს ჩანაწერების გაკეთებას,
კრიტერიუმების დადგენას ან წარმატების აღიარებას, კრიტერიუმების
მიღწევის შემთხვევაში. კოგნიტური სტრატეგიები კონცენტრირებულია
მოსწავლის აზრების განხილვაზე, ქცევის შედეგების გაანალიზებაზე,
ალტერნატიული ქცევის შეფასებასა და ყველაზე ეფექტური ქცევის შერჩევაზე.
მოსწავლეებში პასუხისმგებლობის განვითარებას არაადამიანური ძალისხმევა
სჭირდება და შესაბამისად, ამ საკითხს დიდი გულისყურით უნდა მივუდგეთ.
როგორც ბროფი ხსნის, თუ მასწავლებელს სურს, ჩაწვდეს ამ სფეროს, შემდეგ
კომპონენტებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება:
1. მოსწავლეებთან ახლო ურთიერთობები განავითარეთ, იმაზე მეტი, რაც
სასწავლო პროცესის წარმართვისთვისაა საჭირო.
2. გაატარეთ სკოლის გარეთ გარკვეული დრო მოსწავლეებთან და მათ
მშობლებთან.
3. ეცადეთ, ჩასწვდეთ და გაუმკლავდეთ იმ კომპლექსურ პრობლემებს,
რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ამის გაკეთება შეიძლება
დამატებითი ანაზღაურებისა და სპეციალური ტრენინგების გავლის გარეშე
მოგიწიოთ.
4. შესაძლოა, მოგიწიოთ საპირისპირო მოსაზრებების მქონე სკოლის
ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან არგუმენტირებული კამათი.
5. შესაძლოა, წააწყდეთ შემთხვევებს, როცა მოსწავლე და/ან მისი ოჯახი,
რომლის დახმარებასაც თქვენ ცდილობთ, იმედგაცრუებულია.
• არსებობს რამდენიმე პროგრამა, რომელიც მოსწავლის პასუხისმგებლობის
სხვადასხვა ასპექტს ეხება. მაგალითად, ბავშვის განვითარების
პროექტი:როგორც ბეარი აღწერს, ბავშვის განვითარების პროექტი ეფუძნება
შემეცნებით, განვითარებაზე ორიენტირებულ, კონსტრუქტივისტულ
მიდგომას და, ძირითადად,ყურადღებას პროსოციალური ქცევის
გრძელვადიან განვითარებაზე ამახვილებს; ნაკლები ყურადღება ექცევა
ჯილდოებთან და დასჯასთან დაკავშირებულ გარე კონტროლს.
• ასევე, არსებობს სხვა პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებს პირდაპირ ან
ირიბად უვითარებენ საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობას, ესენია: მე
შემიძლია პრობლემების გადაჭრა პროგრამა განკუთვნილია
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის
იფიქრე ხმამაღლა _ პროგრამა განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის ბიჭების ქალაქის
საგანმანათლებლო მოდელი გოლდშტაინისა და კომპანიის
მრავალკომპონენტიანი სოციალური უნარების განვითარების პროგრამა.
რეკომენდაცია პირველი: არსებობს სხვადასხვა საშუალება, რომელიც
უვითარებს მოსწავლეებს პასუხისმგებლობის გრძნობას საკუთარი საქციელისა
და სწავლის მიმართ. ამ საშუალებათა შორისაა: საკლასო შეხვედრები;
საუბარი, რომელიც პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს; დამოკიდებულების
წერილობითი ჩამოყალიბება და წერილობითი თვითანალიზი.

საკლასო შეხვედრები მოსწავლეთათვის პასუხისმგებლობის განვითარების


ძლიერ საშუალებას წარმოადგენს. ბარბარა მაქივანი, პულ გეთერქოალი და
ვირჯინია ნიმო აყალიბებენ ეფექტური საკლასო შეხვედრების
სახელმძღვანელო პრინციპებს:

განსაზღვრეთ, თუ ვის შეუძლია საკლასო შეხვედრის მოწვევა და როდის


შეიძლება მისი გამართვა, დროისა და ადგილის შერჩევის რეგულაციების
მიხედვით;
ასეთ შეხვედრებზე მასწავლებლები და მოსწავლეები ყველა მონაწილის სახეს
უნდა ხედავდნენ;
დაამკვირდეთ წესი: საკლასო შეხვედრაზე არ უნდა იქნას გამოყენებული
კონკრეტული სახელები. საკლასო შეხვედრა უკავშირდება საკითხების, და არა
ადამიანების ქმედებათა განხილვას;
დაამკვიდრეთ წესი: საკლასო შეხვედრა უნდა ეხებოდეს კონკრეტულ
საკითხებს და ამ საკითხებიდან გადახვევა დაუშვებელია;
დაამკვიდრეთ წესი: მოსწავლეებს აქვთ უფლება, არ მიიღონ მონაწილეობა
საკლასო შეხვედრაში;
წაახალისეთ დღიურის ტიპის ჩანაწერების გაკეთება საკლასო შეხვედრებთან
დაკავშირებით :
საუბარი, რომელიც პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს:ჩვენი საუბრიდან აშკარა
ხდება ჩვენივე აზრები. ენათმეცნიერები თვლიან, რომ განსაკუთრებით
მრავალფეროვან სიტყვებს ვიყენებთ იმ საკითხებზე სასაუბროდ, რომელიც
ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. თუ გაიზარდეთ იქ, სადაც თოვლი და
თხილამურები კულტურის განუყოფელი ნაწილია, თქვენი ლექსიკა მდიდარი
იქნება იმ სიტყვებით, რომლებიც თოვლისა და თხილამურების სხვადასხვა
ნაირსახეობას აღნიშნავენ .
წერილობითი თვითანალიზი: კლასში მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ
ქცევასთან დაკავშირებული ინციდენტების ანალიზის ერთიანი თავდაცვის
ფორმა. • ინციდენტის თარიღი;
• ინციდენტის ადგილი;
• ინციდენტში მონაწილენი;
• მოსწავლის პასუხი შემდეგ შეკითხვებზე:
- როგორ შევუწყე ხელი ამ კონფლიქტს?
- როგორ შეუწყეს ხელი ამ კონფლიქტს სხვებმა? და ა.შ.
დამოკიდებულების წერილობითი ჩამოყალიბება:საკუთარი
დამოკიდებულების ჩამოყალიბებისას, ვცდილობთ, სიზუსტე დავიცვათ.
სესილია ნეთოლიქი აღწერს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის
განვითარების მიდგომას, რომელიც `ეთოსის დოკუმენტის~ შემუშავებას
ემყარება. ტერმინ ეთოსის განმარტება შემდეგია: ჯგუფისა თუ, მთლიანად,
საზოგადოებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული კულტურული
მახასიათებლები. კლასი წარმოადგენს მინიატურულ საზოგადოებას. ეთოსის
დოკუმენტი, შესაბამისად, შეიცავს კლასისათვის დამახასიათებელ
განსაკუთრებულ კულტურულ მახასიათებლებს. ნეთოლიქის მიხედვით,
ეთოსის დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ მტკიცებულებებს:
• ყველა მოსწავლეს აქვს უფლება, რომ მას პატივისცემით ექცეოდნენ;
• ყველა მასწავლებელს აქვს უფლება, რომ მას პატივისცემით მოეპყრონ;
• ყველას აქვს უფლება, რომ საგანმანათლებლო გარემოში თავს დაცულად
გრძნობდეს;
•მოსწავლეები პატივისცემით უნდა მოეპყრონ სასკოლო საკუთრებას.
რეკომენდაცია მეორე: ჩვენი მეტაანალიზი კონცენტრირებულია
თვითმონიტორინგისა და კონტროლის
სტრატეგიებსა და კოგნიტურ სტრატეგიებზე.თვითმონიტორინგისა და
კონტროლის სტრატეგიები მოსწავლისაგან მოითხოვს საკუთარ ქცევაზე
დაკვირვებას, დაკვირვებების ჩანიშვნას, ჩანაწერების შედარებას წინასწარ
ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებთან და
წარმატების აღიარებას, თუ კრიტერიუმების მიღწევას შეძლებენ.
როგორ უნდა მოახდინოს მასწავლებელმა იმ მოსწავლეთა იდენტიფიკაცია,
რომლებზეც თვითმონიტორინგისა და კონტროლის მეთოდი უნდა
გამოიყენოს?
ეს ძალიან მარტივია. ამ მეთოდს მასწავლებელი იმ მოსწავლეებთან
მუშაობისას იყენებს, რომლებზეც სხვა მეთოდებმა, უბრალოდ, შედეგი არ
გამოიღო. მოსწავლეების დათანხმება, რომ მათ ამ სტრატეგიის
ფარგლებში მასწავლებელთან უნდა ითანამშრომლონ, შეიძლება არც თუ ისე
ადვილი იყოს. მასწავლებელს გარკვეული დროის დახარჯვა მოუწევს, რათა
ჩაინიშნოს მოსწავლის ქცევასთან დაკავშირებული პრობლემების სხვადასხვა
კონკრეტული შემთხვევა. მასწავლებელმა შეიძლება თავი მოუყაროს შემდეგ
ინფორმაციას: ინციდენტის დღე და ზუსტი დრო;
• რა კონტექსტში მოხდა ინციდენტი;
• მოსწავლის ქცევა ინციდენტის დროს;
• მასწავლებლის ქმედება;
მასწავლებლის მიზანი არ არის მოსწავლის დასჯა. პირიქით, მასწავლებელს
ამოძრავებს სურვილი, დაეხმაროს მოსწავლეს და შეუწყოს ხელი იმ
სტრატეგიის გააზრებაში, რომელიც მომავალში მოსწავლეს სხვადასხვა
პრობლემურ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოადგება.
თვითმონიტორინგისა დაკონტროლის სტრატეგიის ოთხი ზოგადი ფაზა
არსებობს:
ფაზა I: ჩანაწერების გაკეთება და
ჯილდოები. ამ ფაზაში მოსწავლეები
პერიოდულად ახორციელებენ საკუთარი ქცევის მონიტორინგს ჩანაწერების
გაკეთების ფორმით.
ფაზა II: მონიტორინგი ფორმალური
ჩანაწერების გაკეთების გარეშე: სიტყვიერი შეფასება. ამ ფაზაში ფორმალური
ჩანაწერების გაკეთება არაფორმალური მეთოდით იცვლება.
ფაზა III: მხოლოდ არაფორმალური
ჩანაწერების გაკეთება. არანაირი ჯილდოები. ამ ფაზაში მოსწავლე აგრძელებს
არაფორმალური ჩანაწერების წარმოებას. მასწავლებელი და მოსწავლე
ყოველკვირეულ შეხვედრებს მართავენ
და განიხილავენ მოსწავლის ქცევას
კვირის მანძილზე.
ფაზა IV: მოსწავლის ავტონომიურობა. ამ ფაზაში მოსწავლე ავტონომიურობას
აღწევს. ის აღარ ხვდება მასწავლებელს საკუთარი ქცევის განსახილველად ან
აღიარების / ჯილდოს მისაღებად.
რეკომენდაცია 3: შემუშავდა კონკრეტული კოგნიტური
სტრატეგიები,რომელიც ორ ფართო კატეგორიად იყოფა:
ტრენინგი სოციალურ უნარებში და პრობლემების გადაჭრა. სოციალურ
უნარებში ტრენინგი ხელს უწყობს მოსწავლეებს იმ უნარების გამომუშავებაში,
რომელიც მათ ეხმარება, თავი გაართვან სხვადასხვა სოციალურ
სიტუაციას. პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები უფრო ზოგადია და
ადამიანთა მხოლოდ სოციალურ
ურთიერთობებს არ ეხება.
მიუხედავად
იმისა, რომ კოგნიტური სტრატეგიების ეს ორი ტიპი, მეტნაკლებად,
სხვადასხვა საკითხს ეხება, მაინც ერთსა და იმავე პროცესს გულისხმობს,
რომელიც შემდეგი ნაბიჯებისაგან შედგება:
ნაბიჯი 1: დააფიქსირე, რომ ბრაზდები, წუხდები, იმედგაცრუება გეუფლება,
ემოციებს ვერ ერევი.
ნაბიჯი 2: ჰკითხე საკუთარ თავს:
რა რეაგირება შეიძლება მოვახდინო ამ
სიტუაციაზე?
ნაბიჯი 3: დაფიქრდი, რა შეიძლება
მოჰყვეს რეაგირების თითოეული ვარიანტის შერჩევას.
ნაბიჯი 4: ის ვარიანტი შეარჩიე,
რომელიც ყველაზე დადებითი შედეგების მომტანი იქნება შენთვის და
სხვებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ კლასის მართვაში წამყვანი როლი მასწავლებელს
ეკისრება, მოსწავლეებსაც საკუთარი
პასუხისმგებლობები აქვთ. მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის
განვითარება მასწავლებლის მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევასა და
მონდომებას მოითხოვს. არსებობს სასარგებლო სტრატეგიები
მასწავლებლებისათვის, რომლებსაც სურთ, დაეხმარონ მოსწავლეებს და
კლასის მართვაში თავიანთი წვლილი შეატანინონ.

2. ურთიერთობაში: მასწავლებელი-მოსწავლე-სხვადასხვა ტიპის


მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა კატეგორიები:


პასიური (ურთიერთობების შიში, მარცხის შიში);
აგრესიული (მტრული,დაპირისპირებული,ჩაკეტილი);
ყურადღების პრობლემებით (ჰიპერაქტიური,უყურადღებო);
სრულყოფილებაზე ორიენტირებული;
სოციალური პრობლემების მქონე.
ბევრი მასწავლებელი ადვილად ცნობს ამ პრობლემებს. ჯენე ბროფმა (1996) და
ბრენდა ფრიმანმა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების
სხვადასხვა კატეგორიის იდენტიფიკაცია მოახდინეს და მოსწავლეთა ქცევის
სხვადასხვა ვარიაციის უფრო დეტალური აღწერა წარმოგვიდგინეს, რომ
მასწავლებელს მათი ამოცნობა გაუადვილდეს.
კატეგორია `პასიური~ ორ ქვეკატეგორიად იყოფა, ესენია: `ურთიერთობების
შიში~ და `მარცხის შიში~. ამ ორ ქვეკატეგორიას აერთიანებს შიშის ცნება,
თუმცა შიში ამ ორ შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული იყოს. `პასიურის~
კატეგორიაში მოხვედრილი მოსწავლეები შეიძლება სიტყვიერი
შეურაცხყოფის ან უყურადღებობის მსხვერპლნი იყვნენ. ასევე, მათ შეიძლება
სამედიცინო პრობლემები აწუხებდეთ, რომელთა შორისაა დეპრესია და
სოციალური შიშები. ეს მოსწავლეები ამჟღავნებენ ურთიერთობების შიშს.

აგრესიულ მოსწავლეთა კატეგორია მოიცავს სამ ქვეკატეგორიას: მტრული,


დაპირისპირებული და ჩაკეტილი. რა თქმა უნდა, მასწავლებელს არ შეუძლია,
ოფიციალური დიაგნოზი დაუსვას მოსწავლეს. თუმცა, მნიშვნელოვანია,
მასწავლებელმა იცოდეს რას უკავშირდება ეს კატეგორია. კერძოდ, ქცევის
დისფუნქციას ახასიათებს გაბრაზებისა და სხვადასხვა იმპულსის რთულად
გაკონტროლება, საკუთარი ქმედების შედეგების ვერდანახვა, დაბალი
წარმოდგენა საკუთარ თავზე (თუმცა მოსწავლეს შეიძლება ამის აღიარება
უჭირდეს), მიდრეკილება გართობისა და დანაშაულებრივი ქცევისაკენ.
მიუხედავად იმისა, რომ მტრულად განწყობილი მოსწავლეები თითქოს
ყველაზე რთულად ემორჩილებიან მათი ქცევის შეცვლაზე მიმართულ
ღონისძიებებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი არიან ბავშვები, რომლებსაც
ბევრი შიშისა და ტკივილის ატანა უწევთ.
აგრესიულ მოსწავლეთა მეორე ქვეკატეგორიაში შედიან დაპირისპირებულად
განწყობილი მოსწავლეები. ეს მოსწავლეები ქცევის უფრო მსუბუქი
დარღვევებით ხასიათდებიან, ვიდრე მტრულად განწყობილი მოსწავლეები. ამ
მოსწავლეებს ახასიათებთ წესების დაუმორჩილებლობა, უფროსებთან კამათი,
უხეში სიტყვების ხშირი გამოყენება...
რაც შეეხება ჩაკეტილ მოსწავლეთა ქვეკატეგორიაში შემავალნი იშვიათად
აკეთებენ იმას, რაც მოეთხოვებათ და ძალიან ხშირად უახლოვდებიან
დისციპლინის დარღვევას. ისინი ახერხებენ დასჯისაგან თავის დაღწევას,
რადგან ბოლომდე არ მიჰყავთ ქცევა, რომელიც დისციპლინის დარღვევად
ჩაითვლებოდა.

რას აკეთებს მასწავლებელი? ამ დროს ერთვება სამეული-სკოლა,


მოსწავლე,ოჯახი და დგება სპეციალური პროგრამა, რომელიც მოსწავლის
წახალისებას იწვევს კარგი საქციელის დროს. უმეტესად წახალისება ხდება
იმით, რაც მოსწავლეს სიამოვნებას ჰგვრის, რაც ახარებს...
ყურადღების პრობლემების კატეგორიაში შედის ორი ქვეკატეგორია:
ჰიპერაქტიური და უყურადღებო.
ჰიპერაქტიურის მახასიათებლებია: ძნელად აკონტროლებს იმპულსებს, არ
შეუძლია წყნარად ჯდომა და მუშაობა, ხშირად ახასიათებს შეკითხვებისა და
პასუხების წამოძახება, ვერ იცავს რიგობითობას, სხვებს აწყვეტინებს ლაპარაკს.
უყურადღებობის მახასიათებლებია: ვერ ამახვილებს ყურადღებას
დეტალებზე, უჭირს მოსმენა, ვერ აგვარებს დავალებასთან დაკავშირებულ
ორგანიზაციულ საკითხებს, ახასიათებს გულმავიწყობა, ადვილად ეფანტება
ყურადღება.
რას აკეთებს მასწავლებელი ამ დროს?
მასწავლებელი სთავაზობს დახმარებას გაკვეთილების მოხმარებაში,
გადმოსვამს წინა მერხზე, რომ კონცენტრაცია შეინარჩუნოს და გონება
ადვილად არ გაეფანტოს. რა თქმა უნდა დავალების შესრულება არაა
მასწავლებლის მიზანი, მისი მიზანია ურთიერთობა დაამყაროს
მოსწავლესთან, რომ მან მიიღოს, როგორც უფროსი მეგობარი, მისთვის კარგის
მსურველი, რადგან ასე გაცილებით ადვილია მიზნის მიღწევა.
სრულყოფილებაზე ორიენტირებული მოსწავლე ცდილობს, მიაღწიოს დონეს,
რომელიც მიუღწეველია. ასეთი მოსწავლე ხშირად თვითკრიტიკულია,
დაბალი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, არასრულყოფილად გრძნობს თავს
და ძალიან მგრძნობიარეა. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ სრულყოფილება აძლევს
ადამიანს საშუალებას, დაიმსახუროს სიყვარული, პატივისცემა და ყურადღება.
სრულყოფილებაზე ორიენტირებული მოსწავლე თვლის, რომ ის შეიძლება
უყვარდეთ მხოლოდ იმის გამო, რასაც ქმნის და არა იმის გამო, რასაც
პიროვნულად წარმოადგენს.
რას აკეთებს და როგორ ეხმარება მას მასწავლებელი? მაგალითად მოსწავლეს
ეუბნება, დათი, ცოტა მკაცრად ხომ არ ექცევი შენს თავს? მე ვიქრობ, რომ
ყველაფერის გაკეთება არ შემიძლია და შენც ასე ხარ..განა ამის გამო უნდა
დამსაჯო, ან გამაკრიტიკო?, შენც ნუ სჯი, ნურც საკუთარ თავსა და ნურც სხვას.
-რატომ, განა არ უნდა ვიყო საუკეთესო?-ამბობს დათი...ძალიან კარგია, რომ
ბევრი გინდა ისწავლო და იცოდე, მაგრამ განა ღირს ეს იმად, რომ საკუთარი
თავი და სხვები აკრიტიკო?- სხვებს აღარ მოსწონხარ...ვფიქრობ,შეცდომის
დაშვებისას გაიაზრე, რომ ადამიანები, როგორც წესი, შეცდომებს უშვებენ.
ეცადე შეცდომებიდან მხოლოდ ისწავლო... - ასე არასოდეს მიფიქრია-იტყვის
ან გაიფიქრებს მოსწავლე, რაც წინგადადგმული ნაბიჯია.
სოციალური პრობლემების მქონე ბავშვებს უჭირთ მეგობრების შეძენა და
შენარჩუნება. ისინი თავს აბეზრებენ ადამიანებს მათთან ძალიან ახლოს
დგომით, ბევრი საუბრით, `სულელური~ და უხერხული შენიშვნებით. ისინი,
როგორც წესი, მიისწრაფიან მეგობრების შეძენისაკენ და აოცებთ ის ფაქტი,
რომ სხვები მათდამი სიძულვილს ამჟღავნებენ.
როგორ დაამყაროს ურთიერთობა მასწავლებელმა მათთან?
მასწავლებელს შეუძლია უთხრას ,აჩვენოს ის როგორც თვითონ იქცევა.
მაგალითად:დაუდგეს ახლოს და ხმამაღლა ელაპარაკოს, არ დააცადოს
საუბარი და ჩაეჩრას სიტყვებში და მსგავსი. შემდეგ ჰკითხოს მოსწავლეს-
მოგწონს ასეთი საქციელი?-ვის მოეწონება და მოსწავლეც ნელ-ნელა
აანალიზებს თავის ქმედებას.

3. კონფლიქტი, მისი სახეები და მოგვარების სტრატეგიები.


კონფლიქტის კონსტრუქციული გადაჭრა არსებითი საკითხია კლასში, რადგან
კონფლიქტის წავლებისას გარდაუვალი და საჭიროც კია.
თანაკლასელთა კონფლიქტი. სკოლაში გავრცელებული კონფლიქტის ერთი ფორმა
გაღიზიანება და გამოჯავრებაა. მასწავლებლები ცდილობენ, აღმოფხვრან ეს მოვლენა.
რა უნდა გააკეთონ მასწავლებლებმა? თითქმის ყველა კლასში ხდებაკონფლიქტები.
მათი მოგვარების სწავლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევაა. ერთ-ერთი
ლონგიტუდური კვლევის საშუალებით, რომელიც ორი წლის განმავლობაში
წარმოებდა, აღმოჩნდა, რომ იმ აგრესიულ ბავშვებში, რომელთაც მასწავლებლები
კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიებს ასწავლიდნენ, აგრესიამ და ძალადობამ
იკლო. მაგრამ, როდესაც მასწავლებლები დუმილით ხვდებიან აგრესიას,
მოსწავლეებმა ეს შესაძლოა შეურაცხყოფად აღიქვან.
კონფლიქტის მოგვარება ძალიან რთულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.
განვიხილოთ ჯონსონის მიერ შემუშავებული 5-საფეხურიანი სტრატეგია:
კერძოდ:
1. ერთობლივად განსაზღვრეთ კონფლიქტი. განაცალკევეთ პიროვნება პრობლემისა
და აქტივობისგან, თავი აარიდეთ გამარჯვება-წაგებაზე ფიქრს და ნათლად
წარმოაჩინეთ თითოეული მხარის მიზნები;
2. გაცვალეთ პოზიცია დაინტერესები. წარმოადგინეთ საცდელი მიზანი. მოუსმინეთ
მეორე მხარის მიზნებს და გაიგეთ მისი ემოციების შესახებ. იყავით თანამშრომლური
და მოქნილი. შეატრიალეთ პერსპექტივა. შეაფასეთ სიტუაცია სხვა ადამიანის
თვალით, შეცვალეთ როლები და იმსჯელეთ ამკუთხიდან;
4. გამოყავით სულ მცირე სამი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ სარგებელს მოიტანს.
და სახეთ მიზნები, იაზროვნეთ შემოქმედებითად და დარწმუნდით, რომ ყველას აქვს
ძალა, მოიფიქროს პრობლემის გადაჭრის გზა;
5. მიაღწიეთ ინტეგრაციულ შეთანხმებას. დარწმუნდით, რომ გათვალისწინებულია
ორივე მხარის მიზნები. თუ არაფერი გამოვა, სცადეთ ცვლილებები ან ჩართეთ
საქმეში მესამე მხარე–მედიატორი.
ამ ყველაფერზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია კონფლიქტის სტრატეგიების
დასახვით ვმართოთ კონფლიქტები. მაგალითად

1. ვუთხრათ სხვებს რა არ მოგვეწონა


2. ვუთხრათ სხვებს რა გრძნობა გამოიწვია მათმა ნამოქმედარმა
3. ვუთხრათ მათ რა გვინდა მომავალში
4. ისინი გვიპასუხებენ რისი გაკეთება შეუძლიათ და რა უნდათ მომავალში
ამ სტრატეგიის გამოყენებით ჩვენ დავძლევთ კონფლიქტებს სკოლაში.

4. კლასის ეფექტური მართვა: პირველი დღეები

კლასის მართვა პირველი დღიდანვე წარმატებული ვერ იქნება. ყოველ წელს სკოლის
დაწყებითი კლასევის მასწავლებელი , დაახლოებით 30 ახალ მოსწავლეს ეცნობა .
მოსწავლეები ისეთივე სიახლეს წარმოადგენენ მასწავლებლისყვის როგორც მასწავლებელი
მათთვის. ყოველ ახალ შეხვედრას კლასის მართვის სისტემის თავიდან ჩამოყალიბება
უკავშირდება,როგორ უნდა ჩავუყაროთ საფუძველი კლასის ეგექტურ მართვას? კლასის
მართვის თემაზე ჩატარებული კვლევები იმაზე მიანიშნებს ,რომ ეფექტური მარატვისათვის
მნიშვნელოვანია , თუ როგორ იწყება ახალი სასწავლო წელი. მოსქოვიცის და ჰეიმანის
ჩატარებული კვლევებით რომლებიც მოხდა 14 მასწავლებლის შედარება 13 ახალგაზრდა
მასწავლებელთან დადგინდა რომ ახლაგაზრდა მასწავლებლები მცირე დროს უთმობენ
კლასის მართვის რუტინულს საკითხებს, მაშინ როცა გამოცდილი მასწავლებლები სრულ
კონცენტრაციას ახდენდნენ მართვის სხვადასხვა საკითხზე. კვლევა რომელიც ეხება
სასწავლო წლის დაწყებას ჩატარდა (1980-1983) მასწავლებელთა განათლებისა და
განვითარების ცენტრში კვლევის ფარგლებში დადასტურა რომ ეფექტური მასწავლებები არა
მხოლოდ წინასწარ გეგმავენ არამედ დიდ დროს ხარჯავენ რომ კლასის მართვის აქტივობები
ყოფილიყო:

მოსწავლეებისათვის გასაგები

მოსწავლეებისათვის მისაღები

პრაქტიკულად ისე დამუშავებილი, რომ მოსწავლეთათბის ყოველდღიურ აქტივობად


ქცეულიყო

ემერი ევრთესონი და უორშამი აღნიშნავდნენ რომ ,, მეცადინეობის დაწყების პირველი


რამდენიმე კვირა განსაკუთრებით მნიშვნელობანია კლასის მართვისათვის, რადგან სწორედ
ამ დროს სწავლობენ მოსწავლეები ქცევებსა და პროცედურებს , რომლებიც მათ მთელი წლის
განმავლობაში და სჭირდებათ.

პროგრამები

კლასის მართვასთან დაკავშირებული პროგრამების დიდი ნაწილი ყურადღებას სასწავლო


წლის დაწყების მნიშვნელობაზე ამახვილებს.როგრამა ეხება კლასის მართვის შვიდ ელემენტს
რომლებშიც შემდეგი მოდულება თავმოყრილი:

კლასის ორგანიზაცია

წესებისა და პროცედურების დაგეგმა და სწავლება

მოსწავლეთა ანგარიშვალდებულებების დაწესება


მოსწავლეთა სათანადო ქცევიზ უზრუნველყოფა

სწავლების პროცესის წარმართვა

სწავლების ახალი ეტაპის სათანადოდ დაწყება

მეშვიდე მოდული უკავშირდება საგაკვეთილო პროცესის პირველ დღეებს როცა


მოსწავლეებს კლასის მართვის სიტემა უნდა გავაცნოთ

რეკომენდაციები მასწავლებელებს-1

ისე მოვაწყოთ საკლასო ოთახი რომ ხელი შევუწყოთ კლასის ეფექტურ მართვას. ემერი
ევერთსონი და უორშამი , კლასის მართვასთან დაკავშირებით იძლევიან რამდენიმე ზოგად
რჩევას, მასწავლებელმა ისე უნდა კოაწყოს საკლასო ოთახი რომ ის აკმაყოფილებდეს შემდეგ
პირობებს:

მასწავლებელს ადვილად შეიძია ყველა მოსწავლის დანახვა

მოსწავლეებს შეუძლიათ,ადვილად ადევნონ თვალი ყველა პრეზენტაციას და აქტივობას

ხშირად გამოყენებადი მასალა ადვილად ხელმისაწვდომია

ავეჯის განლაგება ხელს არ უნდა უშლიდეს გადაადგილებას

მასწავლებელს შეუძლია მოსწა

რეკომენდაცია 2
პირველი დღე მთელი შემართებით დაიწყეთვლეების მარტივად დაწყვილება

მასწავლებლის ქმედება პირველ დღეს ქმნის იმ გარემოს რომელიც წლის ბოლომდე


მიჰყვება .პირველ გაკვეთილზე მასწავლებელმა სასურველია გააკეთოს შემდეგი

როცა მოსწავლეები კლასში შემოვლენ მათ გულთვილად უნდა მიეგებოს და დაეხმაროს მათი
საკუთარი ადგილების დაკავებაში

მასწავლებელმა არ უნდა დაუშვას , რომ მოსწავლეებმა კლასში უშესრიგოდ სიარული


დაიწყო

მასწავლებელს შეუძლია საკუთარი თავის შესახებ მოუთხროს ოსწავლეებ და ორიოდე


სიტუვის თქმის საშვალება მათაც მისცეს

მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა წარმოუდგინოს და მათთან ერთად განიხილოს წესები.

ასევე პირველ დღეს მასწავლებელი უნდა მოიქცეს შემდეგნაირად

გაკვეთილის დაწყებამდე უნდა დადგეს კართან

გაკვეთილი უნდა დაიწყოს სიის ამოკითხვით

გააცნოს მოსწაბლეებს საგნის ძირითადი მიზანი, ასევე საკითარი მოლოდინები


პირველი გაკვეთილი უნდა დასრულდეს რუტინული საქმის შესრულებით მაგ:საკლასო
ნივთების თავის ადგილზე დაბრუნებით.

რეკომენდავია 3

კლასის მართვის სისტემა სასწავლო წლის დაწყების პირვეი კვირა უნდა ჩამოყალიბდეს.
ამისთვის საჭიროა გარკვეული აქტივობების ჩატარება მაგალითად :

მასეავლებელს შეუძლია ,მოსწავლეებს ახალი თანაკლასელი გააცნოს

ასევე შეუძლია , მოსწავლეებთან ერთად ივარჯიშოს საკლასო რუტინული საქმის


შესრულებაზე სანამ ამ საქმე მიეჩვევინ

ასევე უნდა ჩამოაყალიბოს მშოვლებთან კომუნიკაციის სისტემა და გაავნოს მოსწავლეებს


შეფასების სისტემა.

სასწავლო წლის დასაწყისი უმნიშვნელოვანესია კლასის მართვის სისტემის


ჩამოყალიბებისათვის. სასწავლო წლის პირველ დღეს საჭიროა სათანადო შთაბეჭდილებების
მოხდენა და მოსწავლეებისათვის წესებისა და პროცედურების გაცნობა. ეს წესები და
პროცედურები საფუძვლად დაედება კლასის მართვას მთელი ელის მანძილზე

5. დისციპლინა, როგორც კლასისა და ზოგადად, სკოლის ეფექტური


მართვის შედეგი.
დისციპლინა, როგორც კლასისა და სკოლის ეფექტური მართვის შედეგი.
დისციპლინის გაუმჯობესებაზე მიმართული სტრატეგიები და მეთოდები.
დისციპლინასთან დაკავშირებული საკითხები ყველა მასწავლებელს აღელვებს
. ყოველწლიური გამოკითხვების მიხედვით, საზოგადოება მიიჩნევს, რომ
დღეს დღეისობით სკოლების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა
დისციპლინის ნაკლებობაა.
მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ისინი, როგორც წესი, არ არიან მზად,
გაუმკლავდნენ დისციპლინის დარღვევებს. მასწავლებლები, ასევე, აღიარებენ,
რომ დისციპლინის დარღვევა ძალიან უარყოფით ზეგავლენას ახდენს
სწავლისა და სწავლების პროცესზე.
საკლასო დროის მხოლოდ ნახევარი ეთმობა სწავლებას, მეორე ნახევარი კი
თითქმის მთლიანად დისციპლინის დარღვევის შემთხვევებზე იხარჯება.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ დისციპლინის გაუმჯობესებაზე მიმართული
ღონისძიებები არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ უარყოფითი ზეგავლენაც
კი შეიძლება მოახდინოს მოსწავლეთა ქცევასა და აკადემიურ მოსწრებაზე,
მაგრამ კვლევები და თეორიები ადასტურებენ, რომ საუკეთესოა
დაბალანსებული მიდგომა.

გთავაზობთ სტოკ სთეიჯისა და დევით ქუიროზის მეტა ანალიზს, რომელშიც


იკვეთება დისციპლინური დარღვევის აღკვეთის 4 კატეგორია.
1) წახალისება/დაგმობა;
2)დასჯა;
3)არანაირირეაქცია;
4)წახალისება/დაგმობის კომბინაცია
დასჯასთან.
დასჯა გულისხმობს ნეგატიურ რეაქციას მოსწავლის არასწორ ქცევაზე .
არანაირი რეაქცია ნიშნავს იმას, რომ მოსწავლის დაუშვებელ ქცევას
მასწავლებლის მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება, თუმცა ეს არ გამორიცხავს
მასწავლებლის მიერ მოსწავლის გაფრთხილებას მოსალოდნელი არასწორი
ქცევის აღსაკვეთად.
წესრიგი, რომლის დაცვა სავალდებულოა ამა თუ იმ კოლექტივის ყველა
წევრისთვის.
წახალისება/დაგმობის კომბინაცია დასჯასთან გულისხმობს მისაბაძი
ქცევისათვის აღიარებასა და შექებას, ხოლო ნეგატიურ რეაქციას დაუშვებელ
ქცევაზე.
გამოიყოფა დისციპლინის გაუმჯობესებაზე მიმართულ ღონისძიებათა ხუთი
კატეგორია: მასწავლებლის რეაქცია,ნივთიერი წახალისება,დაუყოვნებელი
სახდელი,კრიტერიუმების ჯგუფური მიღწევა,მშობლების რეაგირება
მოსწავლის ქცევაზე.
მასწავლებლის რეაქცია გულისხმობს მასწავლებლის სიტყვიერ და ფიზიკურ
მოქმედებას, რომელიც მოსწავლეს მიანიშნებს, რომ მისი ქცევა მისაბაძი ან
არასწორია; ნივთიერი წახალისება აერთიანებს
იმ მეთოდებს, რომლებიც მოსწავლის სანიმუშო საქციელის აღიარებას
სიმბოლური საშუალების გამოყენებით გულისხმობს; ასევე, ნივთიერი
წახალისება ნიშნავს მოსწავლისათვის სიმბოლური ჯილდოს ჩამორთმევას იმ
შემთხვევაში,თუ ის მიუღებელ საქციელს ჩაიდენს; დაუყოვნებელი სახდელი
მოიცავს იმ ღონისძიებებს, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლის არასწორ
საქციელს კონკრეტული ღონისძიებები მოჰყვება;
კრიტერი უმების ჯგუფური მიღწევა გულისხმობს მოსწავლეთა გარკვეული
ჯგუფის ვალდებულებას,რომ ერთობლივი ძალისხმევით დააკმაყოფილონ
ქცევის გარკვეული კრიტერიუმები; მშობლების რეაგირება მოსწავლის ქცევაზე
მოიცავს იმ მეთოდებს, რითაც მოსწავლის ქცევაზე რეაგირება
სახლისპირობებში ხდება.
კვლევების ნაწილი ადასტირებს, რომ რაც უფრო მაღალია საჯარო სკოლაში
კლასი მით უფრო მეტი დისციპლინის დარღვევა ფიქსირდება
გვაქვს დისციპლინის გაუმჯობესებაზე მიმართული
2 პროგრამა, ესენია:
 ფიქრის დრო
 მკაცრი დისციპლინა
ფიქრის დრო ამცირებს დისციპლინის დარღვევის შემთხვევებს მოსწავლეებში
და ზრდის მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
მკაცრი დისციპლინა ეფუძნება ტრადიციულ წარმოდგენას იმის თაობაზე, რომ
არასწორ საქციელს თან უნდა ახლდეს კონკრეტული საპასუხო ღონისძიებები .
 მიესალმეთ მოსწავლეებს კართან
 იმუშავეთ ბავშვებთან ურთიერთობაზე
 კლასში მოსწავლეთა განლაგება საკუთარ თავზე აიღეთ
 აქეთ კარგი ქცევისთვის
 ნუ მოაკლებთ ყურადღებას მოსწავლეებს

6. მართვა სასკოლო დონეზე


კლასის მართვის მეთოდების სწორად შერჩევა და გამოყენება - კლასის ეფექტური
მართვა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ყველა დანარჩენის საფუძველ
წარმოადგენს. კლასის მართვა, დისციპლინის დაცვა და სწავლების წარმატებულად
წარმართვა დიდ ძალისხმევას მოითხოს მასწავლებლის მხრიდან. უნდა შეძლოს და
თავიდან აიცილოს ის ფაქტორები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების და
ინტერესის მოდუნებას. ეს მოახერხოს საინტერესო მასალით თუ აქტივობებით.
კლასის მართვის უნარი მასწავლებლის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ამასთან,
დისციპლინის დაცვა მშვიდ და წარმატებულ საგაკვეთილო პროცესს განაპირობებს.
ამისთვის მასწავლებელი გარკვეულ წესებს და პროცედურებს შეიმუშავებს,
რომლებიც მიმართულია ბავშვის ზრდილობიანი ქცევის, ურთიერთპატივისცემის,
ემპათიის, თანამშრომლობის, გუნდური მუშაობის უნარების გასავითარებლად.
დისციპლინის პრობლემა ყველა მასწავლებელს ადარდებს, რადგან როცა ის
დაცული არაა იხარჯება და იკარგება საგაკვეთილო დროის დიდი ნაწილი.ასეთი
ნიშვნელოვანი საკითხი, რასაც დისციპლინის მართვა ჰქვია, მასწავლებლის
ინდივიდუალური მიდგომებით და ღონისძიებებით იმართება, თუცმა
აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მასწავლებლის პასუხისმგებლობას არ
წარმოადგენს. ეფექტური დისციპლინა კლასის და, ზოგადად, სკოლის ეფექტური
მართვის შედეგია.დისციპლინასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების
არსებობა მნიშვნელოვანია როგორც კლასის, ისე სკოლის დონეზე.
სკოლის დონეზე დისციპლინის შემსწავლელი კვლევების შედეგების კომბინაციით,
ჩამოყალიბდა დიციპლინის დარღვევათა ნუსხა:
ჩაგვრა;•
სიტყვიერი შეურაცხყოფა;•
ნარკოტიკების გამოყენება;•
შეურაცხმყოფელი მეტყველება და •
ჟესტები;
დანაშაულებრივი დაჯგუფებისათვის მახასიათებელი ქცევა;
სექსუალური შეურაცხყოფა;•
გაკვეთილების სისტემატური ჩაშლა;•
სხვების უსაფრთხოების უგულებელყოფა;
ჩხუბი;•
ქურდობა;•
გაკვეთილების უმიზეზო გაცდენა.•
სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს ცხადად წარმოუდგინოს წესები
და პროცედურები, რომლებიც დისციპლინის ამ დარღვევებს ახლავს თან. სხვა
ღონისძიებების გატარებასთან ერთად, აუცილებელია, ეს წესები და პროცედურები
ყველასათვის კარგად დასანახ ადგილას იყოს გამოკრული.სკოლას შეუძლია,
მოიწვიოს მოსწავლეთა და მშობელთა შეკრება, დაურიგოს მათ წესები და
პროცედურები, მათთან ერთად იმსჯელოს შესაძლო ცვლილებებზე. სკოლამ
შეიძლება დანიშნოს ღია კარის საღამო სპეციალურად მშობლებისათვის, სადაც
ისინი დასვამენ შეკითხვებს წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

ქვემოთ მოყვანილი მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია სკოლას,


გააცნობიერებინოს მოსწავლეებს
წესები და პროცედურები: საბაზო სკოლის ყველა კლასში იდგა დიდი მონიტორი,
რომელიც ცენტრალურ ქსელთან იყო შეერთებული. ტექნოლოგიების სფეროში
სკოლას ჰყავდა ახალი მენეჯერი, რომელიც შემოქმედებითობაზე ამახვილებდა
ყურადღებას. ყველამ იცოდა, რომ მენეჯერს ძველი ფილმები უყვარდა და
მხატვრული ფილმების კოლექცია ჰქონდა. მენეჯერის დახმარებით, სკოლის
დირექტორმა მოსწავ ლეთათვის წესებისა და პროცე დურების გაცნობის ახალი
მეთოდი შეიმუშავა. ტექნოლოგიების
მენეჯერი დაეხმარა დირექტორს კომპიუტერული პროგრამებისა და ფილმებიდან
ამონარიდების
გამოყენებით პრეზენტაციის მომზადებაში. ეს პრეზენტაცია განკუთვნილი იყო
მოსწავლეებისათვის და ხსნიდა ყველა წესსა და პროცედურას. პრეზენტაციაში
შევიდა წესები და პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ
მოსწავლეები სასადილოში,მედიაცენტრებში, დერეფნებში და შესვენებებზე.
ძალიან შემოქმედებითად, ხშირად, იუმორისტულადაც იყო წარმოდგენილი მოს-
წავლეთა მიერ დისციპლინის დარღვევის შემთხვევებზე რეაგირების ფორმები.
გამომდინარე იქიდან,რომ პრეზენტაცია სკოლის ქსელში იდო, მასწავლებლებს
ნებისმიერ დროს შეეძლოთ, მოსწავლეე ბისათვის ესა თუ ის სეგმენტი ან მთელი
პრეზენტაცია შეეხსენებინათ. უფრო მეტიც, პრეზენტაციის გამოყენება მშობლებთან
გამართულ სხვადასხვა შეხვედრაზეც შეიძლებოდა.დისციპლინის დარღვევის
სხვადასხვა სახეობის იდენტიფიკაცია სკოლის ეფექტური მართვის ფორმულის
მხოლოდ ერთ-ერთ კომპონენტია. სკოლა ვალდებულია, ჩამოაყალიბოს
დისციპლინის დარღვევის თითოეული სახეობის შესაბამისი სამართლიანი
რეაგირების ფორმა,რომელიც თანმიმდევრულად დაინერგება სკოლაში.

მნიშვნელოვანია იმ მოსწავლეების ადრეული იდენტიფიკაცია, რომლებიც


ძალადობისაკენ ან სხვა ტიპის
ექსტრემალური ქცევისაკენ არიან მიდრეკილნი.როცა მოსწავლეს ძალადობრივი ან
არაძალადობრივი დარღვევების გამო აქვს მიღებული
საყვედურები,მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა დაიწყონ კონკრეტული
ღონისძიებების გატარება, რათა ხელი შეუწყონ მოსწავლის პოზიტიურ ქცევას.
ასეთი ჩარევით შესაძლებელია მოსწავლის ანტისოციალური ქცევის უფრო
სერიოზულად განვითარების
შეფერხება.
საყურადღებოა, რომ მოსწავლის სახელზე თუნდაც ერთი საყვედურის არსებობა მე-6
კლასში უკვე გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს მშობლებისა და
მასწავლებლებისათვის; მათ უნდა დაიწყონ შესაბამისი პრევენციული ზომების
გატარება.სკოლამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმ
მოსწავლეებს ,რომლებიც შემდეგ ნიშნებს ამჟღავნებენ:ჩხუბი , ფიზიკური
შეურაცხყოფა , დისციპლინის დარღვევის არაძალადობრივი შემთხვევა ,დაკავება.
არ შეიძლება, სკოლამ ამ სახის მონაცემები მოსწავლეთა სხვადასხვა ტიპად
კლასიფიკაციისათვის გამოიყენოს.ამ მონაცემების ფუნქციაა იმ მოსწავლეთა
იდენტიფიკაცია, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, რათა მომავალში თავიდან
იქნას აცილებული მათი მხრიდან დისციპლინის უფრო სერიოზული დარღვევები.
ახლა განვიხილოთ პროგრამა ფიქრის დრო,იგი შედგება 5 ძირითადი
კომპონენტისგან :
1. დისციპლინის დარღვევის აღნიშვნა. როცა მასწავლებელი ამჩნევს,რომ
მოსწავლე არღვევს დისციპლინას,
ის მაშინვე აღნიშნავს ამას. თუ მოსწავლე ყურად იღებს შენიშვნას, კლასი
ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს
მუშაობას და მოსწავლის მიმართ განსაკუთრებული ღონისძიებები არ ტარდება.იმ
შემთხვევაში, თუ მოსწავლე
აგრძელებს დისციპლინის დარღვევას,მასწავლებელი მას გზავნის `ფიქრის
ოთახში~.
2. `ფიქრის ოთახში~ წასვლა. `ფიქრის ოთახში~ მოსწავლის გაგზავნა მასწავლებლის
მეთვალყურეობის
ქვეშ ხდება.
3. `ფიქრის დროის~ გამოკითხვა. გამოკითხვა, რომელშიც `ფიქრის ოთახში~
გამწესების მიზეზები უნდა
გამოიკვეთოს, გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია. გამოკითხვის ფორმას
მოსწავლე წერილობით
ავსებს. მასწავლებელი, რომელიც `ფიქრის ოთახშია~, მოსწავლეებს ზეპირადაც
გამოჰკითხავს შემთხვე-
ვის შესახებ. გამოკითხვის დროს მოსწავლე აყალიბებს შემდეგ ინფორმაციას:
 იმ ქცევის იდენტიფიკაცია, რომელიც არასწორ ქცევად იქნა აღიარებული;
 როგორ უნდა შეცვალოს ქცევა, როცა კლასში დაბრუნდება და როგორ უნდა
მოიქცეს იმ შემთხვევაში,თუ ანალოგიური გარემოებებისწინაშე ისევ
აღმოჩნდება;
 თუ შეძლებს მოსწავლე, რომ რეალურად შეცვალოს საკუთარი ქცევა.

ასაკით პატარა მოსწავლეებთან მასწავლებელმა გამოკითხვა შეიძლება


ნახატების საშუალებით ჩაატაროს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლე ჩადენილ
დარღვევასა და მომავალ ქცევას ნახატის საშუალებით გადმოსცემს.
4. გამოკითხვის ფორმის შემოწმება. `ფიქრის ოთახიდან~ მოსწავლის
გათავისუფლებამდე მასწავლებელი შეისწავლის გამოკითხვის ფორმას. თუ
ფორმა სწორადაა შევსებული, მოსწავლეს შეუძლია, დაუბრუნდეს
ჩვეულებრივ მეცადინეობას.
5. კლასში დაბრუნება. როცა მოსწავლე `ფიქრის ოთახიდან~ კლასში
ბრუნდება, იმ დავალების შესასრულებლად, რომელიც მოსწავლემ `ფიქრის
ოთახში~ ყოფნის დროს გამოტოვა,მასწავლებელი მოსწავლეს დამხმარე
თანატოლს მიუჩენს.ქვეყნის ყველა სკოლასა და მასწავლებელს შეუძლია
ეფექტური მართვის სისტემის
ჩამოყალიბება. ათწლეულების მანძილზე ჩატარებული კვლევები ნათლად
წარმოაჩენენ ეფექტური
მართვის მთავარ საკითხებსა და სტრატეგიებს. ამ გამოცდილების
გათვალისწინებით, სკოლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ,
უზრუნველყონ მოსწავლეთათვის უსაფრთხო, მოწესრიგებული და
პატივისცემით გამსჭვალული გარემოს ჩამოყალიბება, რაც გაზრდის
სწავლისა და სწავლების ეფექტურობას.

7. მასწავლებლის მენტალური მზაობა


მენტალური მზაობა ძალიან ახლოსაა ყურადღებიანობის ცნებასთან.
ყურადღებიანობის პოპულარიზაცია მოახდინა ელენ ლენგერმა თავის
ნაშრომებში. ლენგერი ხსნის, რომ ყურადღებიანობა გულისხმობს სიტუაციაში
გარკვევის გამძაფრებულ უნარს, საკუთარი ფიქრებისა და ქცევის
გაცნობიერებულ კონტროლს ამ სიტუაციის მიმართ. კლასის ეფექტური
მართვისათვის მენტალური მზაობის პირველი ასპექტია ,,გონებრივი
სიფხიზლე,მასწავლებელი კლასში ყველაფერს უნდა ხედავდეს (მან უნდა
იცოდეს, რა ხდება კლასის ყველა კუთხეკუნჭულში); ის მუდმივად უნდა
აკონტროლებდეს მთელ კლასს, მაშინაც კი, როცა მცირე ჯგუფის ან ერთი
მოსწავლის მუშაობას აკვირდება. მასწავლებელი მაშინვე უნდა ჩაერთოს
სიტუაციაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ ეს სიტუაცია დისციპლინურ
დარღვევად იქცევა.
კლასის ეფექტური მართვისათვის მენტალური მზაობის მეორე ასპექტია
ემოციური ბალანსი. სხვა სიტყვებით, კლასის ეფექტური მმართველი ნერგავს
წესებსა და პროცედურებს, დისციპლინური რეაგირების ფორმებს, ანვითარებს
მოსწავლეებთან ეფექტურ ურთიერთობებს ისე, რომ ამ წესებისა და
პროცედურების დარღვევა ან მოსწავლის წინააღმდეგობა პიროვნულ
კონფლიქტად არ აღიქმება. ემოციური ბალანსი მასწავლებელს
ეხმარება,ემოციის გარეშე მოახდინოს რეაგირება დისციპლინასთან
დაკავშირებულ საკითხებზე.
კლასის ორგანიზაციისა და მართვის პროგრამაში მოცემულია სტრატეგიები,
რომლებიც მასწავლებელს ეხმარება, უკეთ გააცნობიეროს კლასში შექმნილი
სიტუაცია და გაიაზროს პოტენციური პრობლემები.
ტერმიი გონებრივი სიფხიზლე საკუთარ თავში განვითარების მომენტს არ
შეიცავს. მასწავლებელს ან ახასიათებს ეს, ან არა. მიუხედავად ამისა, არსებობს
გარკვეული ქმედებები, რომლებიც ამ უნარს აუმჯობესებენ. ეს ქმედებებია:
მყისიერი რეაქცია, პრობლემების პროგნოზირება და გამოცდილ
მასწავლებელზე დაკვირვება.

გონებრივი სიფხიზლის თითქმის ყველა მაგალითი ადასტურებს, რომ


მასწავლებელი, რომელსაც გამომუშავებული აქვს მყისიერი რეაქციის უნარი,
კლასში არავის ტოვებს უყურადღებოდ, არც მაშინ, როცა ერთ მოსწავლესთან
ან მოსწავლეთა მცირე ჯგუფთან მუშაობს, ქვემოთ მოყვანილია კონკრეტული
რჩევები მასწავლებლებისათვის:
ხშირად იმოძრავეთ კლასში;მყურადღებით დააკვირდით მოსწავლეთა სახის
გამომეტყველებას; როცა კლასს გადახედავთ, განსაკუთრებული ყურადღება იმ
ქცევაზე გაამახვილეთ, რომელიც შეიძლება პრობლემურ სიტუაციაში
გადაიზარდოს; მხედველობითი კონტაქტი დაამყარეთ იმ მოსწავლეებთან,
რომლებიც დისციპლინურ დარღვევაში მონაწილეობენ, ან განზრახულიაქვთ
დისციპლინის დარღვევა; თუ მხედველობითმა კონტაქტმა არ გაჭრა,
მიუახლოვდით მოსწავლეს; თუ მიუღებელი ქცევა გრძელდება, მოსწავლეს
სიტყვიერად მიმართეთ, სასურველია, ეს მიმართვა მხოლოდ იმ მოსწავლემ
გაიგონოს, ვისაც ეს ეხება.
მასწავლებელს უნდა შეეძლოს, გათვალოს, თუ როგორ შეიძლება მოიქცეს
კონკრეტული მოსწავლე მოცემულ გაკვეთილზე და რეაგირების რა ფორმა
უნდა აირჩიოს ამ დროს თავად მასწავლებელმა. მაგალითად, მასწავლებელს
კარგად მოეხსენება, რომ სრულყოფილებაზე ორიენტირებული მოსწავლე
შეიძლება განერვიულდეს, თუ მან კარგად ვერ გაიგო ახსნილი მასალა, ან ვერ
ასრულებს მიცემულ დავალებას. შესაბამისად, თუ მასწავლებელი გრძნობს,
რომ ახალმა მასალამ შეიძლება მოსწავლეს სირთულეები შეუქმნას, ისე უნდა
ჩართოს ახსნის პროცესში სრულყოფილებაზე ორიენტირებული მოსწავლე,
რომ თავიდან აიცილოს შემდგომი პრობლემები.
• ემოციური ბალანსის შენარჩუნება არ იქნება ძნელი, თუ მასწავლებელი
უშუალოდ მისკენ მიმართულ პროვოკაციად არ აღიქვამს მოსწავლის მიერ
დისციპლინის დარღვევას.
• ემოციური ობიექტურობის შენარჩუნების ერთ-ერთი სტრატეგია გულისხმობს
კონკრეტული მოსწავლეებისადმი თქვენი დამოკიდებულებების
მონიტორნიგს, თქვენ არ დაკვირვებიხართ იმას, რომ მოსწავლისადმი
უარყოფითი განწყობა ასევე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს თქვენს
კომუნიკაციაზე ამ მოსწავლესთან. ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები
დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ უარყოფითი დამოკიდებულებისაგან:
• გაკვეთილის დაწყებამდე გონებაში თვალი გადაავლეთ თქვენს მოსწავლეებს
და განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერეთ მათზე, ვისგანაც აკადემიურ, ან
ქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოელით;
• ახლა წარმოიდგინეთ ეს პრობლემური მოსწავლეები როგორ პოზიტიურად
ერთვებიან საკლასო მუშაობაში.
• ასეთ მოსწავლეებთან ინტერაქციის დროს, ეცადეთ, იფიქროთ მხოლოდ
დადებით შედეგებზე.
ქარუინი და მედლერი მასწავლებლებს სთავაზობენ რჩევებს იმ სტრესის
შემსუბუქებისათვის, რომელიც შეიძლება თან ახლდეს, კლასის მართვის
თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმე დღეს:
• კომფორტულად მოთავსდით სავარძელზე და ღრმად ისუნთქეთ; ეცადეთ
არაფერზე იფიქროთ;
• წარმოიდგინეთ იდეალური დასასვენებელი ადგილი, სადაც მძიმე შრომის
შემდეგ შეიძლება განიტვირთოთ;
• ჯანსაღი იუმორით მიუდექით მოსწავლეებთან არსებულ დისციპლინის
პრობლემებს. გაითვალისწინეთ,
• რომ მოსწავლეები არ არიან ზრდასრული ადამიანები და თქვენს გაკვეთილზე
მათი საქციელი სულაც
• არ არის თქვენდამი უპატივცემლობის გამომხატველი;
• • განსაკუთრებით რთული დღეების ბოლოს, ეცადეთ საკუთარ თავს რაღაც
სასიამოვნო მოუმზადოთ.
კლასის ეფექტური მართვის მეოთხე ასპექტი, მენტალური მზაობა, მოიცავს ორ
მახასიათებელს: გონებრივი სიფხიზლე და ემოციური ბალანსი. გონებრივი
სიფხიზლე გულისხმობს მოსწავლეთა ქცევასთან დაკავშირებული
პოტენციური პრობლემების იდენტიფიკაციასა და მათზე სწრაფ რეაგირებას.
ემოციური ბალანსი კი არის მასწავლებლის უნარი, დაამყაროს მოსწავლეებთან
საქმიანი, თანამშრომლობითი ურთიერთობა. ემოციური ბალანსი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მასწავლებელი მოსწავლის
მიმართ დისციპლინურ ზომებს ატარებს.

8. მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან, როგორც კლასის


მართვის ყველა ასპექტის საფუძველი.
მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან ძალიან ფაქიზი და მრავალი
მნიშვნელოვანი ნიუანსებისგან შედგება. თუმცა უპირველესად განისაზღვრება, მისი
პიროვნებით, ზნეობრივი თვისებებით, ბავშვების სიყვარულით, მდიდარი სულიერი
სამყაროთი. თუ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არ არის ურთიერთგაგება, ეს
სასწავლო პროცესში პრობლემებს ქმნის და ამას არაფერი კარგი არ მოჰყვება.
მასწავლებელ-მოსწავლეს შორის სასურველი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის,
მასწავლებელმა უნდა მოაგვაროს მოსწავლეებთან ურთიერთობა. მოსწავლეებს
მასწავლებლებზე აზრი უყალიბდებათ გაცნობიდან 5 წუთში. აქედან გამომდინარე,
მასწავლებელი მომზადებული უნდა იყოს და დაიცვას შემდეგი წესები:

მასწავლებელი სრულყოფილად უნდა გამოიყურებდეს, ეს არ ნიშნავს, რომ


აუცილებელად ძვირადღირებული ტანსაცმელი ეცვას, ის უნდა გამოიყურებუდეს
საქმიანად და მოწესრიგებულად, უნდა ჰქონდეს კლასიკური თმის ვარცხნილობა.
უნდა საუბრობდეს დამაჯერებლად, მშვიდად და ზომიერად. ეს მოსწავლეებს
შთააგონებს მასწავლებლის მიმართ ნდობასა და პატივისცემას. მასწავლებელი უნდა
იყოს მეგობრულ-კეთილგანწყობილი დამოკიდებულების. ეს აყალიბებს
მასწავლებლის იმიჯს. მას უნდა ახსოვდეს, რომ მოსწავლებლებთან ურთიერთობაზე
თავად არის პასუხისმგებელი. მოსწავლეები უნდა მიიღოს და შეეგუოს ისეთებს,
როგორებიც არიან. მას არ აქვს უფლება არ უყვარდეს ყველა, თუნდაც ყველაზე
ჩამორჩენილი ან ცელქი. ის უნდა ხვდებოდეს, რომ ესენი არიან ბავშვები, რომლებიც
ცხოვრების ადაპტაციას გადიან, ზოგჯერ სულელური და მიუღებული
ექსპერიმენტებით. მასწავლებელი ვალდებულია, ყველას მიმართ იყოს
ყურადღებიანი, მით უმეტეს ვისაც ეს განსაკუთრებით ესაჭიროება.სევე,
მასწავლებელმა უნდა აღიაროს მოსწავლეების წარმატება, ეს იქნება კარგად
შესრულებული საშინაო დავალება თუ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვება.
მთავარია, რომ ყველა მოსწავლეში იპოვოს ის დადებითი, რისი შექების ღირსიც
იქნება.მასწავლებელს არ შეუძლია ყველა მოსწავლე გაცნობისთანავე შეაფასოს, მით
უმეტეს როდესაც ისინი ბევრნი არიან. არ არის აუცილებელი მოსწავლე
ჩაცმულობით ძალიან გამოირჩეოდეს, უკეთესია ემხრობოდეს კლასიკურ სტილს.
სწავლების პირველ დღეებში გაკვეთილები განსაკუთრებულად უნდა მომზადდეს,
რადგან მასწავლებელი პირველად შეაფასებს დაფასთან. ხშირად ამბობენ: „თავიდან
თქვენ მუშაობთ ხუთიანებზე, შემდეგ ხუთიანები მუშაობენ თქვენზე – ეს კი
ჭეშმარიტებაა“.

You might also like