You are on page 1of 5

მენჯის ძვალი - Os Coxae

© Romeo Qebuladze
მენჯის ძვალი 3 ძვლის შეძვალების შედეგად მიიღება. ესენია: თეძოს ძვალი - Ilium,
საჯდომის ძვალი - Ischii და ბოქვენის ძვალი - Pubis. მათი შეერთების ადგილზე არ
გვხვდება Linea Transverse, რადგან ონტოგენეზური განვითარების პროცესში ძვლები
ადრეულ ასაკში გაძვალდა. აქვს 2 ზედაპირი მენჯისკენა/შიგნითა - Facies Pelvina და
გარეთა ზედაპირი - Facies Externa. გარეთა ზედაპირზე 3 ძვლის სხეულების შეძვალებით
მივიღეთ ტაბუხის ბუდე - Acetabulum. მას აქვს ბუდის წარბი - Supracialis Acetabulum.
ბუდის ცენტრალურ ნაწილს ბუდის ფუძე - Fossa Acetabuli წარმოადგენს, რომელსაც
ირგვლიც ბუდის ნაჭდევი - Incisura Acetabuli შემოყვება. აქვეა მთვარისებრი ზედაპირი -
Facies Lunata, რომელიც გლუვია და სასახსრე ზედაპირითაა დაფარული.

თეძოს ძვალი - Os Illium - შედგება სხეულისგან - Corpus Ili და ფრთისგან - Ala Ilii. ფრთის
ზედა კიდე გამსხვილებულია და ქმნის თეძოს ქედს - Crista Iliaca, რომელსაც დართული
აქვს შუამდებარე ხაზი - Linea Intermedia და შიგნითა და გარეთა ბაგე - Labium Externa და
Labium Interna. თეძოს ძვლის წინა და უკანა კიდეზე წყვილ-წყვილი წვეტებია:
თეძოს წინა ზედა/ქვედა წვეტები - Spina Iliaca Anterior Superior/Inferior.
თეძოს უკანა ზედა/ქვედა წვეტები - Spina Iliaca Posterior Superior/Inferior.
გარეთე ზედაპირზე 3 ძვლოვანი დუნდულოვანი ხაზია - Linea Glutea: Anterior, Posterior
და Inferior - წინა უკანა და ქვედა.
უკანა ზედაპირის ცენტრალური ნაწილი ჩაღრმავებულია და თეძოს ფოსოს - Fossa Iliaca.
მედიალური კიდე მთავრდება თეძოს ხორკლით - Tuberositas Iliaca, რომელსაც გავის
ძვალთან დასაკავშირებლად თან დასდევს ყურისებრი ზედაპირი - Facies Auricularis.
უკანა ზედაპირს ირიბად კვეთს რკალოვანი ხაზი - Linea Arcuata.

საჯდომის ძვალი - Os Ischii - შედგება სხეულისგან - Corpus და ტოტისგან - Ramus Ischii. ს


აჯდომი ძვლის ქვედა კიდე გამსხვილებულია და ქმნის საჯდომის ბორცვს - Tuber Ischii.
უკანა კიდისა და თეძოს საზღვარზე არის საჯდომის წვეტი - Spina Ischii, რომელიც
ერთმანეთისგან ყოფს დიდ და მცირე საჯდომ ამონაჭდევებეს - Incisura Ischiada Major და
Incisura Ischiada Minor. საჯდომის ძვალი ბოქვენის ძვალთან ერთად შემოსაზღვრავს
დახურულ ხვრელს - Foramen Obturatum.

ბოქვენის ძვალი - Os Pubis - შედგება სხეულისგან - Corpus და ზედა და აღმავალი ქვედა -


Ramus Superior და Ramus Inferior. ზედა ტოტის ქვედა კიდეს გასდევს დამხურავი ღარი -
Sulcus Obturatorius დამხურავი ნერვებისთვისა და სისხლძარღვებისთვის, ხოლო ამავე
ტოტის ზედა კიდეს მიჰყვება შემაღლებული ბოქვენის ქედი - Pecten Pubis, რომლის
მედიალურ კიდეზე შეიმჩნევა ბოქვენის ბორცვი - Tuberculum Pubicum. ბოქვენის ძვალს
მოპირდაპირე ბოქვენთან დასაკავშირებელი სიმფიზის ზედაპირი - Facies Symphysialis.

© Romeo Qebuladze
მენჯი მთლიანად
მენჯი - Pelvis იყოფა 2 ნაწილად:
ზედა, შედარებით ფართო დიდი მეჯი - Pelvis Major და
ქვედა, შედარებით ვიწრო მცირე მენჯი - Pelvis Minor.
მათ შორის საზღვარი წრეწირი, რომელსაც ეწოდება
სასაზღვრო ხაზი - Linea Terminalis. იგი იქმნება:
უკნიდან - Promontorium, გვერდებიდან - Linea Arcuata,
Pecten Pubis, Tuberculum Pubicum და Sumphysis Pubica.
ეს ასევე Apertuea Pelvis Superior-ს ქმნის.
Apertura Pelvis Inferior წარმოადგენს მცირე მენჯის
დაბოლოებას, რომელიც მოისაზღვრება:
წინიდან - ბოქვენის რკალით, გვერდებიდან - საჯდომი
ძვლის ბორცვებითა და გავა-კუკუხოს იოგებით,
უკნიდან - გავისა და კუდუსუნის კიდეებით.
მცირე მენჯის ღრუს კედლებს ქმნის:
წინა კედელი - ბოქვენის ძვალი და მისი სიმფიზი,
გვერდითა კედლებს - საჯდომის ტოტი და კუკუხო,
თეძოს სხეული და გავა-წვეტიანი იოგი,
უკანა კედელს - გავისა და კუდუსუნის ძვლები.
დიდი მენჯის ღრუს კედლებს ქმნის:
გვერდიდან - თეძოს ფრთები, უკნიდან - წელის V მალა
და მასთან დაკავშირებული თეძო-წელის იოგი,
წინიდან - დიდი მენჯს ძვლოვანი კედელი არ აქვს.

განივი დიამეტრი - Diameter Transversa - უდიდესი


მანძილი Linea Terminalis-ებს შორის - 13.5 სმ
წვეტთაშორისი მანძილი - Distantia Spinarum – Spina
Iliaca Anterior Superio-ებს შორის მანძილი - 25-26 სმ
ქედთაშორისი მანძილი - Distantia Cristarum – Crista
Iliaca-ებს შორის დაშორებული მანძილი - 28-29 სმ
ციბრუტთაშორისი მანძილი - Distantia Trochanterica -
ბარძაყის Trochanterica Major-ებს შორის - 31 სმ

მარჯვენა და მარცხენა ირიბი დიამეტრები - Diameter


Obliqua Detra & Sinistra – 12–12.6 სმ

ანატომიური კონგიუატა - Conjugata Anatomica - მანძილი Promontorium-სა და Sumphysis


Pubica-ს ზედა კიდეს შორის - 11.5 (იგივე სწორი დიამეტრი - Diameter Recta)
ნამდვილი კონგიუატა - Conjugata Vera - მანძილი Promontorium-სა და მასთან სიმფიზის
შიგა ზედაპირის ყველაზე ახლო წერტილს შორის 10.5-11 სმ (გინეკოლოგიური Conjugata)
დიაგონალური კონგიუატა - Conjugata Diagonalis - მანძილი Promontorium-სა და სიმდიზის
ქვედა კიდეს შორის.
გარეთა კონგიუატა - Conjugata Externa - იზომება ბოქვენის ზედა კიდესა და წელის
ლორდოზის ყველაზე ღრმა წერტილს შორის (LV) – 21 სმ.

© Romeo Qebuladze
Membri Inferior Pars Libera
Membri Inferior Pars Libera შედგება 3 ნაწილისგან: ბარძაყის - Femor, კანჭის - Cruris და
ტერფის - Pes-ისგან.
ბარძაყის ძვალი - Os Femoris შედის Membri Inferior-ის Pars Libera-ს შემადგენლობაში.
არის ვერტიკალურად მდებარე
ლულოვანი ძვალი ამიტომ აქვს
პროქსიმალური ეპიფიზი, დისტალური
ეპიფიზი და დიაფიზი. პროქსიმალურ
ეპიფიზზე აქვს ბარძაყის თავი - Caput
Femoris, რომელზეც მცირე ზომის ბარძაყის
თავის ფოსოა - Fovea Capitis Femoris.
ბარძაყის ძვალი სხეულს უკავშირდება
ბარძაყის ყელით - Collum Femoris. თავისა
და ყელის საზღვარზე არის დიდი და
მცირე ციბრუტი-Trochanter Major &
Trochanter Minor. უკნიდან ისინი
ციბრუტთაშორისი ქედით - Crista
Intertrochanterica უკავშირდება, ხოლო
წინა მხრიდან კი ციბრუტთაშორისი
ხაზით - Linea Intertrochanterica. დიდ
ციბრუტს დართული აქვს ციბრუტის ფოსო - Fossa Trochanterica.
ბარძაყის დიაფიზზე სათავეს იღებს ხორკლიანი ხაზი - Linea Aspera, რომელსაც 2 ბაგე -
მადიალური და ლატერალური ბაგეები - Labium Medialis / Labium Lateralis აქვს. კუნთების
მისამაგრებლად მედიალურ ბაგეს დუნდულოვანი ხორკლი - Tuberositas Glutea და
ლატერალურ ბაგეზე ქედის ხაზი - Linea Pectinea აქვს.
დისტალურ ეპიფიზზე ბაგეები ერთმანეთს სცილდებიან ქმნიან და მუხლქვეშა ზედაპირს
- Facies Poplitea-ს. დისტალურ ზედაპირზე გვაქვს მედიალურ და ლატერალურ როკები -
Condylus Medialis და Condylus Lateralis, რომლებსზეც მოთავსებულია როკზედები -
EpicondylusMedialis და Epicondylus Lateralis. როკების შორის ფოსოა - Fossa Intercondylaris.
წინა ზედაპირის შუა ნაწილი
წარმოდგენილია კვირისტავის ზედაპირით
- Facies Patelaris.
კანჭის ძვლები - Ossa Cruris - 2 ძვლისგან:
დიდი - Tibia და მცირე წვივის - Fibula
ძვლისგან შედგება.
Tibia – Membri Superior-ის Pars Libera-ს
შემადგენელი ნაწილია, არის ლულოვანი
და აქვს პროქსიმალური ეპიფიზი,
დისტალური ეპიფიზი და დიაფიზი. აქვს 3
ზედაპირი -Facies Medialis/Lateralis/Posterior
და 3 კიდე -Margo Medialis/Lateralis/Anterior.
Margo Lateralis იგივე Margo Interosea ანუ
ძვალთაშორისი კიდეა. პროქსიმალურ

© Romeo Qebuladze
ეპიფიზზე აქვს როკები - Condylus Medialis და Condylus Lateralis. მათ შორის როკთაშუა
შემაღლებაა - Eminentia Intercondylaris. როკთაშუა შემაღლების (Eminentia Intercondylaris)
წინ და უკან როკთაშუა წინა და უკანა არეებია - Area Intercondylaris Anterior & Posterior.
ბარძაყის ძვალთან დასაკავშირებლად აქვს Facies Articularis Superior. მცირე წვივის
ძვალთან შესასახსრებლად კი Facies Articularis Fibularis. წინა კიდის ზედა ეპიფიზის
ნაწილში დიდი წვივის ხორკლი - Tuberositas Tibiae არის, რომელსაც კუნთები ემაგრება.
დისტალური ეპიფიზი Facies Articularis Inferiori-ით ბოლოვდება, რომელიც კოჭის ძვალს
ესახსრება. დისტალურ ეპიფიზზე ასევე არის მედიალური გოჯი - Malleolus Medialis,
ხოლო მცირე წვივის ძვლის შეხების ადგილზე მცირე წვივის ამონაჭდევი - Incisura Fibula.

Fibula - Membri Superior-ის Pars Libera-ს შემადგენელი ნაწილია, არის ლულოვანი და აქვს
პროქსიმალური ეპიფიზი, დისტალური ეპიფიზი და დიაფიზი. გააჩნია 3 ზედაპირი -
Facies Medialis/Lateralis/Posterior. შესაბამისად, 3 კიდე -Margo Medialis/Lateralis/Anterior.
Margo Lateralis იგივე Margo Interosea ანუ ძვალთაშორისი კიდეა.
პროქსიმალურ ეპიფიზზე გააჩნია თავი - Caput Fibulae, რომელიც მწვერვალით - Apex -
ბოლოვდება. დისტალურ ეპიფიზზე გააჩნია ლატერალური გოჯი - Malleolus Lateralis,
რომელიც დიდი წვივის მსგავსად მონაწილეობს კოჭ-წვივის სახსრის შექმნაში. მას
დართული აქვს გოჯის სასახსრე ზედაპირი - Facies Articularis Malleoli და ასევე ფოსოც -
Fossa Malleoli Lateralis.

კვირისტავი - Patella - წაბლის ფორმის სესამოიდური ძვალია.


კვირისტავში აქცევენ ზევით მიქცეულ გაგანიერებულ და
მომრგვალებულ კვირისტავის ფუძეს - Basis Patellae - და ქვევითკენ
შევიწროვებულ, ზოგჯერ წაწვეტებულ მწვერვალს - Apex Patellae.
უკანა სასახსრე ზედაპირი - Dacies Articularis Posterior, რომლითაც
ბარძაყის როკებს უკავშირდება, სადაა, წინა - Facies Anterior, კი
შედარებით ხორკლიანი.

ტერფი - Pes - მტევნის ანალოგიურად 3 ნაწილისგან შედგება: უკანა ტერფი, წინა ტერფი
და ფალანგებისგან - Tarsus, Metatarsus და Digiti Pedis.
უკანა ტერფი - Ossa Tarsi – 7 ძვლით არის წარმოდგენილი,
რომელიც 2 რიგად არის განლაგებული. ესენია :
კოჭი - Talus, ქუსლი - Calcaneus, (I რიგის).
ნავისებური - Navicurale, კუბური - Cuboideum და 3 სოლისებრი
Cuneiformia Mediale/Intermedium/Laterale.
წინა ტერფი - Ossa Metatarsalia - წარმოდგენილია ხუთი
ლულოვანი ძვლით, რომელზეც არჩევენ ფუძეს - Basis, სხეულს -
Corpus და თავს - Caput.
ტერფის თითების ძვლები - Digiti Pedis - წარმოდგენილია
ფალანგებით - Palangas. ისინი 3 რიგად არიან განლაგებულნი: I
რიგი - პროქსიმალური, II - შუამდებარე, III - დისტალური.
პირველ ფალანგს მხოლოდ პროქსიმალური და დისტალური
ფალანგი აქვს.

© Romeo Qebuladze

You might also like