You are on page 1of 4

ლავიწის ძვალი - Os Clavicula

ლავიწი - Os Clavicula - შედის -


Membru Superioir-ის Pars Cingulum
შემადგენლობაშია. მოთავსებულია -
ტორსის წინა, ზედა კუთხეში.
აგებულებით არის ერთადერთი
ჰორიზონტალურად მდებარე
ლულისებრი. აქვს ორი ბოლო -
სამხრე ბოლო და სამკერდე ბოლო -
Extremitas Sternalis და Extremitas
Acromialis.
ბოლოებს შორის არის სხეულo –
Corpus Clavicula. აქვს 2 ზედაპირი -
Facies Superior და Facies Inferior. აქვს
ორი კიდე - Margo Anterior და Margo Posterior. მას აქვს კონუსისებრი ბორცვი - Tuberculum
Conoideum. თითოეულ ბოლოზე აქვს სასახსრე ზედაპირები - Facies Articularis-ები.
Facies Articularis Sternum, ანუ სამკერდე ბოლოს სასახსრე ზედაპირში აქვს ქედი -Crista.

ბეჭის ძვალი - Os Scapula

ბეჭის ძვალი - Os Scapula შედის Membru Superior-ის Pars


Cingulum - ის შემადგენლობაში. მოთავსებულია ტორსის
დორზალურ ზედა კუთხეში. აგებულებით არის ბრტყელი.
ფორმით სამკუთხა. აქვს 3 კუთხე - ზედა, ქვედა, გვერდითი
- Angulus Superior, Angulus Inferior და Angulus Lateralis.
გააჩნია 3 კიდე -ზედა, გვერდითი და მედიალური -
Margo Supeior, Margo Lateralis და Margo Medialis. აქვს 2
ზედაპირი - სანეკნე ზედაპირი და დორსალური ზედაპირი
- Facies Costalis და Facies Dorsalis. Margo Superior-ზე აქვს
ბეჭის ამონაჭდევი - Incisura Scapula. Angulus Lateralis-ზე
აქვს ნისკარტისებრი მორჩი და სამხრე მორჩი - Processus
Coracoideus და Processus Acromianalis. მათ შორის ფოსოა,
რომელშიც მხრის ძვალი უნდა ჩაჯდეს- Cavitas Glenoidalis.. ის
ბეჭის სხეულის უკავშირდება ყელით - Collum Scapule.
დორსალურ ზედაპირზე არის ქედი -Spina Scapule, ის უკანა
ზედაპირს 2 ნაწილად ყოფს - ქედზედა და ქედქვედა - Fossa
Supraspinata / Infraspinata. სანეკნე ზედაპირი ჩადრეკილია და
ბეჭქვეშა ფოსოა -Fossa Suscapula. აქვს სახსარზედა და სახსარქვედა
ბორცვები -Tuberositas Supraglenoidalis/Infraglenoidalis
კუნთებთებისთვის.

© Romeo Qebuladze
Pars Libera Membri Superior

Pars Libera Membri Superior იყოფა მხრის, წინამხრისა და მტევნის ნაწილებად. ლათინურად -
Brachium, Antebrachium და Manus.

მხრის ძვალი - Os Humerus

მხრის ძვალი - Os Humerus შედის Membri Superior-ის


Pars Libera-ს Pars Brachium-ის შემადგენლობაში. არის
ვერტიკალურად მდებარე ლულოვანი ძვალი, ამიტომ
აქვს პროქსიმალური ეპიფიზი, დისტალური ეპიფიზი
და მათ შორის დიაფიზი. პროქსიმალურ ეპიფიზზე
მას აქვს თავი - Caput, რომელიც გამოყოფილია
ანატომიური ყელით - Collum Anatomicum. მარჯვნივ
და მარცხნივ შებურთულებებია - მცირე და დიდი
ბორცვი - Tuberculum Major / Tuberculum Minor. მათ
ჩაყოლებაზე არის ქედები, რომლებსაც კუნთები
ემაგრება - Crista Tuberculi Major/Crista Tuberculi Minor.
მათ შორის ღარია - Sulcus, რომელიც ერთი მთლიანი
ღარია, მაგრამ ადგილმდებარეობის მიხედვით ყოფენ -
Sulcus Intertubercularis და Sulcus Intercristalis.
დიაფიზის საზღვართან არის ქირურგიული ყელი -
Collum Chirurgicum (ძვლის სუსტი ნაწილია, რომელიც
მხრის თავის შემობრუნების შედეგია). დიაფიზზე
არის დელტისებრი ხორკლი - Tuberositas Deltoidea, რომელზეც დელტისებრი კუნთი
ემაგრება. მხრის უკანა ზედაპირზე სხივის ნერვის ღარია - Sulcus Nervi Radialis.
დისტალურ ეპიფიზზე მედიალური და ლატერალური როკზედებია - Epicondyilus Medialis
და Epiconylus Lateralis. როკზედების ცენტრში ჭაღია - Trochlea, რომლის ლატერალურად
მცირე თავია - Capitulum Humeri. ჭაღის ზემოთ
გვირგვინესებრი ფოსო და სხვივის ფოსოა - Fossa Coronoidea
და Fossa Radialis. უკანა მხარეს კი იდაყვის ფოსოა - Fossa
Olecrani.

იდაყვის ძვალი - Ulna

იდაყვი შედის Membri Superior-ის Pars Libera-ს Pars


AntiBrachium-ის შემადგენლობაში. ვერტიკალურად
მდებარე ლულოვანი ძვალი, აქვს პროქსიმალური ეპიფიზი,
დისტალური ეპიფიზი და დიაფიზი. აქვს Processus
Coronoidea, Processus Olecrani, მათ შორის Incisura Trochela,
იქვე კი Incisura Radialis. გვირგინოვანი მორჩის ქვეშ
ხორკლია - Tuberositas Ulna. დიაფიზზე აქვს 3 ზედაპირი -
Facies Anterior/Posterior/Medialis. აქვს 3 კიდე- Margo
Anterior/Posterior/Interoseus (ძვალთაშუა). დისტალურ
ეპიფიზზე აქვს იდაყვის თავი - Caput Ulna და სადგისისებრი მორჩი - Processus Styloideus.

© Romeo Qebuladze
სხივის ძვალი - Radius

სხივის ძვალი შედის Membri Superior-ის Pars Libera-ს


Pars AntiBrachium-ის შემადგენლობაში. ვერტიკალურად
მდებარე ლულოვანი ძვალი, აქვს პროქსიმალური
ეპიფიზი, დისტალური ეპიფიზი და დიაფიზი.
პროქსიმალურ ეპიფიზზე აქვს Caput Radii, რომელსაც
მომრგვალებული ზედაპირი გააჩნია იდაყვის ძვალთან
შესასახსრებლად და საბრუნებელ სასახსრე ზედაპირს -
Circumferentia Articularis უწოდებენ. აქვს სხივის ყელი -
Collum Radii, რომლის ქვევით სხივის ხორკლია -
Tuberositas Radii. მას ორთავა კუნთი ემაგრება. მას აქვს
3 ზედაპირი აქვს Facies Anterior/Posterior/Lateralis.
გააჩნია 3 კიდე - Margo Anterior/Posterior/Interosseus.
დისტალურ ეპიფიზზე აქვს სადგისისებრი მორჩი -
Processus Styloideus და იდაყვის ნაჭდევი - Incisura Ulna.
ცერა თითის გაგრძელებაა სხივის ძვალი, ნეკის- იდაყვი.

მტევნის ძვლები - Ossa Manus

მტევანი თავის მხრივ იყოფა: მაჯის ძვლები, ნების


ძვლები და თითების ფალანგები. ლათინურად -
Carpi, Metacarpi, Digiti Manus.
მაჯის ძვლებში - Ossa Carpi შედის 8 სესამოიდური
ძვალი (ძვლები, რომლებიც თავისუფლებისა და
სიმტკიცის ხარისს ზრდიან), რომლებიც 2 მწრივად
არიან განლაგებული: ნავისებური, მთვარისებური,
სამწახნაგა და ცერცვისებური (I რიგის). ლათინურად
- Scaphoideum, Lunatum, Triquentrum და Pisidorme.
ტრაპეციული, ტრაპეცოიდული, დიდთავა, კავიანი
(II რიგის). ლათინურად - Trapezium, Trapezoideum,
Capitatum და Hamatum.
ნების ძვლები - Ossa Metacarpi - იქმნება 5 ლულოვანი
ძვლისაგან, რომლებზეც არჩევენ ფუძეს - Basis,
სხეულს - Copus და თავს - Caput.

თითების ფალანგები - Falanga Digitatis 3 რიგად


განლაგებული ძვლებია, რომელებიც იყოფა - პროქსიმალური ფალანგი - Planax Proximalis,
შუა ფალანგი - Planax Media და დისტალური ფალანგი - Planax Distalis. I თითზე მხოლოდ 2

© Romeo Qebuladze
ფალანგია. ნების ძვლების მსგავსად თითოეულ ფალანგზე განარჩევენ ფუძეს, სხეულსა და
თავს

© Romeo Qebuladze

You might also like