You are on page 1of 4

მხედველობის ორგანო organon visus

bulbus oculi თვალის კაკალი შედგება 3 გარსისგან


1.გარეთა ფიბროზული გარსი
2.შუა სისხლძარღვოვანი
3.შიგნითა სინათლის აღმქმელი

1.ფიბროზული გარსი tunica fibrosa bulbi oculi შედგება სკლერისა და რქოვანასგან.

რქოვანა cornea-გამჭვირვალე გარსია, რომელიც მდებარეობს წინ . ის არ შეიცავს


სისხლძარღევს და გავს საათის შუშას. რქოვანაში 5 შრეა.
სკლერა sclera- არის თეთრი გარსი და უკანა პოლუსზე მდებარეობს. მასში არის მრავლობითი
ხვრელები, საიდანაც გამოდიან მხედველობის ნერევის ბოჭკოები და შედიან კაპილარები.

2. შუა სისხლძარღვოვანი tunica vasculosa bublbi oculi შედეგბა საკუთრივ სისხლძარღვოვანი


გარისგან, წამწამოვანი სხეულისა და ფერადი გარსისგან.

საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსი შეიცავს სამ შრეს.

წამწამივანი სხეული-corpus ciliare-სისხლძარღვოვაბი გარსის შუა ნაწილია. წამწამოვანი


სხეულის სისქეში წამწამოვანი კუნთია m.ciliare, რლომლის შეკუმშვის დროს ადგილი აქვს
თვალის აკომოდაცაის. მისი შეკუმშვის ხარისხის შესაბამისად იცვლება ბროლის ფორმა.
კუნთის მოდუნებისას ბროლი ბრტყელდება და უზრინბელყოფს კარგ შორსმხედველობას,
ხოლო შეკუმშვისას პირიქით. გარდა ამისა წამწამოვან სხეულს აქვს წამწამოვანი მორჩები
საიდანაც გამოიყოფა წამწამოვანი სარყტელი ანუ ცინის იოგი.

ფერადი გარსი iris-სისხლძარღვოვანი გარსის ყველაზე წინ მდებარე ნაწილია. მას ცენტრში
არის გუგა ანუ pupulla. ის ვიწროვდება ძლიერი განათებისას და ფართოვდება ცუდი
განათებისას. . გუგის ირგვლივ განლაგებულია გუგის შემავიწროებელი გუგის სპინქტერი m.
spinchter pupillae და გუგის გამაფართოებელი m.dilatator pupillae.

3.შიგნითა გარსი-tunica internae,რომელიც შედგება სინათლის აღმქმელი


ბადურასაგან,ბროლისგან , მინისებრი სხულისგან და თვალის ნამისგან

თვალის ნამი-წყლისმგავარი სითხე, რომლითაც ამოვსეულია სივრცე რქოვანასა და ბროლს


შორის.

ბადურა retina-მჭიდროდ ეკვრის სისხლღაღვოვან გარსს და გრძელდება მხედველობის


ნერვის გამოსვლის ადგილიდან გუგამდე. მას 10 გარსი გააჩნია, რომეთაგნ ველაზე
მნიშვნელოვანია ჩხირებისა და კოლბების შრე. ჩხირები პასუხისმგებელნი არიან შავ-თეთრს
მხედველობაზე, ხოლო კოლბები ფერად მხედველბაზე. ჩხრირების რაოდენობა ბევრად
სჭარობს კოლბების რაოდენობას. ბადურას უკანა კედელზე არის აგრეთვე ყვითელი
ხალი,სადაც მოთავსბეულიაკოლბები და მისი შაულებიტ ხორციელდება მკვეთრი აღქმა.

ბროლი-lentis-ჟელესმგავარი გამჭვირვალე ქსოვილია,რომელიც წამწამოვანი კუნტის


საშუალებით განაპირობებს ტვალის აკომოდაციას. ბროლს შიგნიდნ ეკვრის მინისებრი
სხეული, რომლითაც თვალი ამოვსებულია ბროლიდან ბადურამდე .ის სითხისგან არ
შდეგბა, მთლიანად ცილოვანია. ქმნის წნევას, რაც არ აძლევს თვალის კაკალს შეიცვალოს
ფორმა და მიიღოს არასწორი გამოსახულება.

თვალი კაკლის მოძროაბს განაპიროობებს 6 კუნთი:


4 სწორი: ზედა, ქვედა, მედიალური და ლატეარული
2 ირიბი: ზედა და ქვედა ირიბი კუნთები.

თვალის საცრემლე აპარატი შედეგვა საცრემლე ჯირკვლისა და ცრემლის გამომატანი


არხებისგან. ეს არხები იხსნებიან კონიუქტივაში და ცრემლის გამტარ გზებში. ცრემლი
თავდაპირველად ხვდება ცხვირ0ცრემლის არსი და შემდეგ გადმომდის თვალიდან.

მიოპია-ახლომხედველობა-ფოკუსირება ხდება ბადურის წინ


ჰიპერმეტროპია-შორსმხედველობა -ფოკუსირება ხდება ბადურის უკან.

organ auditus სმენის ორგანო

ადამინიას ყური რთული აგებულებისაა, ყურის 2/3 მოთავსებულია საფეთქლის ძვლის


სისქეში, 1/3 მის გარეთ. ანატომიურად ყურში არჩევენ გარეთთთა ყურს, შუა ყურს და შიგნით
ყურს, ფუნქციურად კი 2 ნაწილს: ხმის გამტარს-გარეთა და შუა ყურს და ხმის მიმღებს
შიგნითა ყურს.

გარეთა ყური auris externa-შედგება ყურისიჟარისა auricula და გარეთა სასმენი მილისგან


meatus acusticus externus. გარეთა სასმენი მილი ორი ნაწილოსგან შედგება:გარეთა
ხრტილოვანი, რომელიც შეიცავს გოგირდოვან ჯირკვლებს glandulae ceruminosae და შიგნითა
ძვლოვანი, რომელიც შეიცავს ცხიმოვან ჯირკვლებს. გარეთა სასმენი მილი ბოლოვდება
დაფის აპკით.

დაფის აპკი membrane tympanica ელიფსის ფორმის თხელი ნახევრადგამჭვირვალე ფირფიტაა,


რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს გარეთა და შუაყურს. მისი ქვედა ნაწილი დაჭიმულია
და ეწოდება pars tensa ხოლო ზედა ნაწილი დაუჭიმავია და ეწოდება pars flacida. შუა
ყურისკენ ის ლორწოვანი გარსითაა დაფარული stratum mucosum, ხოლო გარეთა ყურის
მხრიდან ეპიდერმისით stratum cutaneum.მათ შორუს საკუთარი ფირფიტა lamina propriaa.

შუა ყური ანუ დაფის ღრუ შედგება 6 კედლისგან

1.ზემო -საფეთქლის ძვლის სარქველი paries tegmentalis


2.ქვემო-საუღლე კედელი paries jugularis
3.წინა-საძილე კედელი paries caroticus(მოთავსებულია საძილე არტერია, სასმენი ლულის
დაფისკენა ხვრელი და ევსტაქეს ლულა თანაბარი წნევისთვის,რომელიც ყურს აკავშირებს
ხახასთან)
4.უკანა-დვრილოვანი კედელი pars mastoideus, დვრილისებრი მორჩები
5.გარეთა-დაფის აპკი paries membranaceus
6.შიგნითა-paries labirinticus

დაფის ღრუში მოთავსბეულია სამი ურთიერთდაკავშირებული ძვალი ჩაქუჩი,


გრდემლი,უზანგი, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია გრდემლ-ჩაქუჩის და
გრდემლ-უზანგის სახსრებით.

1. ჩაქუჩი-malleus-caput,collum, manubrium (ტარი) mallei


2.გრდემლი incus-corpus, crus breve et crus longum
3. უზანგი stapes-წინა და უკანა ფეხები,რომლებიც კარიბჭის სარკმელშია ჩასმული.

შიგნითა ყური იგივე ლაბირინთი -auris interna შედგება ძვლოვანი და აპკისებრი


ლაბირინთისგან. მათ შორის დარჩენილ სივრცეში მოთავსებულია პერილიმფა, ხოლო
აპკისებრი ლაბირინთის შიგნით ენდოლიმფა.
ძვლოვანი ლაბირინთი labyrintus osseus შედგეა კარიბჭისგან vestibulum, ლოკოკინა cochlea და
3 ნახევავრრკალოვანი არხი canalis semicircularis .
ღრუ უკავშირდება შუა ყურს ოვალური ფანჯრით.

როგორ ხდება სმენა-წონასწორობის შეგრძნება?


ხმის ტალღები გაივლის გარეთა სასმენ მილს, შეეხება დაფის აპკს, იწვევს მის რხევას,
რომელიც თანმიმდევრობით გადაეცემა სასმენ ძვკებს ჩაქუჩს გრდემლს და უზანგს. უზანგი
შეარხევს ოვალურ ხვრელს, რომლიდანაც სმენითი ტალღები გადავა პერილიმფაში,
აამოძრავებს მას, ეს კი რხევას გადასცემს ენდომიფას, რომელიც თავის მხრივ გააღიზიანებს
ლოკოკინასი არსებულ ხმის მიმღებ კორტის ორგანოს, ხოლო კარიბჭესა და
ნახევარრკალოვან არხებში წონასწორობის რეცეპტორებს organ staticus . აქედან ნერვული
ბოჭკოების შეერთებით მიიღება სმენა-წონასწორობის ნერვი, რომელიც მიემართება
საფეთქლის წილიდან ნათხემში.
კანი cutis ყველაზე დიდი ორგანოა.ოიგი შედეგა 2 შრისგან:ეპიდერმისი და საკუთრივ კანი
ანუ დერმა.

ეპიდერმისი-შდეგება მრავალშრიანი გარქოვანებული ეპითელისგან, რომლის ღრმა ფენებშიც


გამომუშავდბეა კანის ფერზე პასუხიმგებელი პიგმენტი მელანინი

დერმა-შედგება 2 ფირფიტისგან:დვრილისებრი და ბადისებრი ფირფიტები,რომკებცი


ერთმანეთშია ჩაზრდილი. ბადიესბრ შრესი მოთავსებუილია თმის ძირები, საოფლე და
ცხიმოვანი ჯირკვლები.

თმები - pili. ტმებს განასხვავებენ მისი ლოკალიზაციის მიხედვით, მაგალითად: წარბებს


ეწოდება სუპერცილია, წამწამს ცილია, ბოქვენის თმას პუბეს და ა.შ. თმიწ ძირითადი ნაწილი
მისი ღეროა. თმის ფესვი კი ზის თმის პარკში ფოლიკული პილი. თმის ძირთან
მიმაგრებულია თმის ღეროს გამმართველი კუნტები, რომელბიც დერმასა და კანქვეშა
ქსოვილშია მოთავსებული. აგრეთვე ამ კუნთებთანაა დაკავშირებული ქონის ჯირკვლები.

ფრჩხილები-inguis -ეპიდერმისის გარქოვანებული ფირფიტებია,რომელიც ფრჩხილის


საწოლშია matrix inguis მოთავსებული.

You might also like