You are on page 1of 8

როდესაც თავის ტვინს გავივლით ვნახავთ რომ თავის ტვინში ქერქის კონკრეტულ

უბნებში მოთავსებული არის ესა თუ ის ცენტრალური ანალიზატორები,მაგრამ ც.ა-მდე


რომ მივიდეთ,ჯერ გვჭირდება პერიფერიული ანალიზატორი.ერთი არის
დისტანციური,მეორე კონტაქტური. დისტანციურია სმენის,ყნოსვის ანალიზატორები.
კონტაქტურია გემოვნების.

თვალი - მხედველობის პერიფერიული ანალიზატორია.იგი მოთავსებულია


თვალბუდეში. შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან:

1.Bulbus oculi-თვალის კაკალი

2.Organa accesoria-დამატებითი ორგანოები,რომლებიც თვალის კაკლის


ფუნქციონირებაში მონაწილეობენ.

თვითონ თვალის კაკალს თავისი ფორმიდან გამომდინარე შეგვიძლია მივაკუთვნოთ


ორი პოლუსი, ანუ ორი წარზიდული უკიდურესი ნაწილი: polus anterior et posterior.
თუკი ამ ორ პოლუსს ერთმანეთთან გარკვეული წარმოსახვითი ღერძით
შევაერთებთ,მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს წარმოსახვითი ღერძი არის თვალის
კაკლის გარეთა ღერძი-axis bulbi externus. ღერძი დავიწყეთ უკანა პოლუსიდან,მაგრამ
დავასრულეთ არა წინა პოლუსის უკიდურეს წერტილზე,არამედ წინა პოლუსის შექმნაზე
მონაწილე სტრუქტურის-რქოვანას შიგნითა ზედაპირზე, ანუ ამ ღერძის სიგრძეს უნდა
მოვაკლოთ რქოვანას სისქე,ეს გამოვა თვალის კაკლის შიგნითა ღერძი-axis bulbi internus.
მესამე ღერძი იწყება წინა პოლუსიდან,მიემართება უკან და მთავრდება ბადურაზე, იქ,
სადაც მოთავსებულია მხედველობის ყველაზე აქტიური უბანი-macula lutea(ყვითელი
ხალი), რომელსაც ჩაღრმავებული ფოსო-fovea centralis აქვს და ეს ღერძი ზუსტად ამ
ცენტრალურ ფოსოში მთავრდება. ამ ღერძს axis opticus ანუ მხედველობის ღერძი
ეწოდება.

თვალის კაკალს 3 შრიანი კედელი აქვს:

1. გარეთა ფიბროზულია-tunica fibrosa(2 ნაწილი აქვს:უკანა უმეტესი ნაწილია


სკლერა;წინა შედარებით მცირე ნაწილია რქოვანა-cornea.რქოვანა გამრუდებული
წარმონაქმნია,იგი მონაწილეობას იღებს სინათლის გარდატეხაში)
2. შუა გარსი,იგივე სისხლძარღვოვანი გარსი(შედგება 3 ნაწილისაგან:საკუთრივ
სისხლძარღვოვანი გარსი-coroidea; წამწამოვანი სხეული-corpus cilliaris;ფერადი
გარსი-iris (მისი პიგმენტაციიდან გამომდინარე განაპირობებს თვალის ფერს)
3. ყველაზე შიგნით tunica interna-შიგნითა შრეა,რომელსაც ბადურაც-რეტინა
ეწოდება (შედგება 2ნაწილისგან:ბადურას ოპტიკური ნაწილი და ბრმა ანუ
არაოპტიკური ნაწილი.სხადასხვა ფერებითაა წარმოდგენილი.მათ შორის
საზღვარზე დაკბლილული ნაპირია-ora serrata.იმის მიხედვით ეს არაოპტიკური
ნაწილი სისხლძარღვოვანი გარსის რომელ კონკრეტულ უბნებს ამოფენს
შიგნიდან,შეგვიძლია ვთქვათ,რომ იგი იყოფა ორ ნაწილად-pars
cilliaris(წამწამოვანი სხეულის ქვეშაა) და pars iridica(ფერადი გარსის ქვეშ)
რქოვანა

თუ შევადარებთ რქოვანასა და სკლერას ვნახავთ რომ რქოვანა უფრო მეტი შრისგან


შედგება,რქოვანას სისხლძარღვები არ აქვს,ანუ დიფუზიით იკვებება,სკლერა-უშუალოდ
სისხლძარღვებით;რქოვანა შუქგარდატეხაში მონაწილეობს,მას ასევე აქვს მრავლობითი
ნერვული დაბოლოება და თუკი თვალის კაკალს წინა მხარეს კონიუნქტივის მიდამოს
გავაღიზიანებთ რაღაც უბანში,ჩაირთვება ხამხამის დამცველობითი რეფლექსი,ეს
რქოვანას უხვ ნერვულ მომარაგებაზეა ზუსტად დამოკიდებული,ანუ რქოვანას
დამცველობითი რეფლექსი არსებობს,როცა გავაღიზიანებთ დათვალის კაკალი
რეფლექსურად დაიფარება ქუთუთოებით,ანუ ხამხამის რეფლექსი ჩაირთვება.

ზემოდან ქვემოთ რქოვანას გააჩნია რამდენიმე შრე:

1. ეპითელიუმის შრე.

2. ბოუმენის შრე.

3. საკუთრივ რქოვანას შრე. ყველაზე სქელია. სხვანაირად ეწოდება სტრომა.

4. დესცემენტის მემბრანა.

5. ენდოთელიუმის შრე.

რქოვანა და სკლერა ერთმანეთს უკავშირდებიან გარკვეულ უბანში. სკლერას გააჩნია


ღარი - sulcus, რომელშიც მოთავსდება რქოვანა. რქოვანას გააჩნია კიდე - limbus, რომლის
საშუალებითაც ამ ღარში ჯდება.

დესცემენტის მემბრანაში ზოგჯერ გარკვეული პათოლოგიების დროს შეიძლება


გარკვეული მეტალები დაილექოს და დაგროვდებს. არსებობს ვილსონის დაავადება. ამ
დაავადების დროს სპილენძის ცვლა არის დარღვეული და ამ დროს სპილენძის დონეა
მომატებული. ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო ნიშანი ამ დაავადებისა არის რქოვანას
დესცემენტის მემბრანაში არსებული პიგმენტაცია სპილენძის დაგროვების გამო. ამ
პიგმენტირებულ რგოლს კაიზერ-ფლაიშერის რგოლი ეწოდება.

კერატოკონუსი არის დაავადება, რომლის დროსაც რქოვანა ნორმალური ფორმისგან


განსხვავებულ ფორმას იძენს. თითქოს კონუსის ფორმის ხდება. გარკვეულ უბნებში
ზედმეტად გათხელებულია და თავის ფუნქციას ნორმალურად ვერ ასრულებს. ანუ
მხედველობის პრობლემები ექმნება ადამიანს. ამ დაავადებას ოპერაციული ჩარევა
სჭირდება, რათა რქოვანას თანაბარი სისქე აღდგეს.

ფიბროზული გარსის მეორე ნაწილი არის სკლერა. მნიშვნელოვანია, რადგან იცავს


თვალის კაკალს და გააჩნია კუნთოვანი კიდე, სადაც სკლერას ემაგრება თვალის კაკლის
მამოძრავებელი კუნთები. ანუ თვალის კაკლის მოძრაობაშიც მონაწილეობს.

სკლერას გააჩნია 3 ძირითადი შრე:


1. პიგმენტირებული შრე - lamina fusca - წაბლისფერი ფირფიტა. წაბლისფერი
შესახედაობა აქვს და ყველაზე ღმაა.
2. ავასკულური საკუთრივ სკლერის შრე. ავასკულური - სისხლძარღვს არ შეიცავს.
3. ეპისკლერული შრე. სისხლძარღვები გააჩნია და ზედაპირული შრეა.

იმ შრეებს, რომლებსაც სისხლღარღვები არ აქვს იკვებება ეპისკლერიდან დიფუზიის


სახით. სკლერას თეთრ შეფერილობას აძლევს სპეციალური ცილები.

რქოვანასა და სკლერას შორის საზღვარზე მოთავსებულია გარკვეული ვენური ქსელი -


სკლერის ვენური სინუსი - შლემის არხი. შლემის არხი არის ის უბანი, რომლის
საშუალებითაც ნამი თვალიდან გაედინება. ნამი არის სითხე, რომელიც გამომუშავდება
თვალის რაღაცა სტრუქტურებში და თვალშიგა წნევას არეგულირებს. ნამი უნდა
დრენირდეს თვალის კაკლიდან, ანუ არ უნდა დაგროვდეს. თუ დაგროვდება წნევა
მოიმატებს-გლაუკომა ეწოდება ამ დაავადებას.

ეპისკლერის ანთებას ეწოდება ეპისკლერიტი. ამ დროს ზოგჯერ დათვალიერებისას


თვალს ჰიპერემიული ანუ შეწითლებული, სისხლსავსე შესახედაობა შეიძლება ჰქონდეს.

სკლერიტი - სკლერის მთელ სისქეზეა ანთება განვითარებული. თუ სკლერიტი


მიმდინარეობს ქრონიკულად, მაშინ შეიძლება მოხდეს შემაერთებელქსოვილოვანი
ელემენტების ჩანაცვლება სკლერის ანთების უბნებში, სკლერა დათხელდეს, თვალშიგა
წნევა როცა მოიმატებს ამ გათხელებულ უბნებში გარკვეული გამობერილობები
ჩამოყალიბდება. ამ გამობერილობებს ადარებენ ყურძნის მტევანს და უწოდებენ
სტაფილომას. სტაფილონ (ბერძ.) - ყურძენი.

შუა შრე შედგება 3 ძირითადი ნაწილისგან:

1. საკუთრივ სისხლძარღვოვანი - choroidea.


2. წამწამოვანი სხეული - corpus ciliaris.
3. ფერადი გარსი - iris.

საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსი - choroidea შედგება რამდენიმე შრისგან:

1. სუპრაქოროიდული შრე - suprachoroidea.


2. მსხვილი და საშუალო კალიბრის სისხლძარღვების შრე.
3. წვრილი კალიბრის სისხლძარღვების შრე - ქორიოკაპილარული შრე.
4. ბრუხის მემბრანა ანუ მინისებრი ფირფიტა.

სისხძარღვოვანი გარსის მიდამოდან ვენური სისხლის გამოტანას ემსახურება


სპეციალური ვენები. ამ ვენებს ეწოდება ქოჩრიანი ვენები - venae vorticosae. ეს
სისხლძარღვოვანი გარსი ბერძნულად არის უვეა, ამიტომ მისი ანთებაა უვეიტი.
სხვადასხვა რევმატოლოგიურ დაავადებას ახასიათებს უვეიტი, მაგ: მაანკილოზებელი
სპონდილიტი- ხერხემლის ისეთი ანთება, რომელიც საბოლოოდ უძრაობას იწვევს. იგი
ხერხემლის გარეთა ნიშნებსაც იწვევს და ერთ-ერთია უვეიტი. უვეიტის წინა ნაწილში
განვითარების დროს შეიძლება დავინახოთ ჰიპერემიული უბანი, უკან -
დათვალიერებით არ გამოჩნდება.

ფერად გარსს გააჩნია 2 ზედაპირი: წინა და უკანა. შუაში გააჩნია ხვრელი - გუგა - pupila.
კიდეს, რომელიც გუგას მოსაზღვრავს, margo pupilaris ეწოდება. ფერადი გარსი
სპეციალური იოგის საშუალებით დაკავშირებულია ნაწილობრივ რქოვანასთან,
ნაწილობრივ სკლერასთან. ეს იოგია სავარცხელა იოგი - lig. Pectinatum ეწოდება.

თვალის კაკალში არის რაღაც სივრცეები. ორი საკანი ანუ კამერა უნდა ვიცოდეთ. აქედან:
წინა კამერა მოსაზღვრულია წინიდან რქოვანას უკანა ზედაპირით, უკნიდან - ფერადი
გარსის წინა ზედაპირით და ნაწილობრივ ბროლით.

უკანა კამერა: წინიდან - ფერადი გარსის უკანა ზედაპირით, უკნიდან - გარკვეული


იოგებით და ნაწილობრივ ბროლით.

ამ წინა და უკანა სივრცეებს აკავშირებს გუგა.

არსებობს რაღაც კუთხე - angulus iridocornealis - ფერადგარსრქოვანას კუთხე. ამ კუთხის


მიდამოს შეესაბამება შლემის არხი.

ალბინიზმის დროს თვალს მოწითალო-მონაცრისფრო ფერი აქვს. მეორე ვარიანტია


ანირიდია - გუგა დიდი ზომისაა და ფერადი გარსი საერთოდ არ არსებობს.

არსებობს ასეთი ანომალია - კოლობომა - ფერადი მთლიანი არ არის. სადღაც,


უპირატესად ქვედა ნაწილში, რაღაც დეფექტია გაჩენილი. ამ დეფექტის არსებობს გამო
გუგა იცვლის ფორმას, წაგრძელებული ხდება და მის ფორმას ადარებენ მსხალს. ამ
ადამიანს მხედველობის პრობლემა ექნება.

გუგის ფერადი გარსის კუნთები:

გუგის შემავიწროვებელი კუნთი - m. spincter pupillae.

გუგის გამაგანიერებელი კუნთი - m. dilatator papillae.

სიმპათიკური ნერვული სისტემა (სტრესის სისტემა) - გუგა გადიდდება


(მიგრიაზი),ტაქიკარდია, პერისტალტიკაზე პასუხისმგებელი გლუვკუნთოვანი შრე
დაითრგუნება და უნებლიე სპინქტერები შეიკუმშება (მაგალითად შარდის ბუშტის
დამცლელი კუნთი m. detrusor მოდუნდება და სპინქტერი შეიკუმშება)

პარასიმპატიკური - მიოზი (გუგის შევიწროვება) ბრადიკარდია, ჰიპერპერისტალტიკა,


სპინქტერების მოდუნება, დეტრუსორის შეკუმშვა.

თვალის კაკალში გვაქვს ორი სივრცე - წინა კამერა და უკანა კამერა.

ამ სივრცეებში ჩვეულებრივ ნამი გროვდება მაგრამ პათოლოგიების დროს შეიძლება ან


ჩირქი (ანთების დროს) ან სისხლი დაგროვდეს (სისხლჩაქცევის შედეგად) . შეიძლება
სითხემ გუგამდეც მოაღწიოს.
ჰიპოპიონი- ჩირქის დაგროვება. ჰიფემა- სისხლის დაგროვება

წამწამოვანი სხეულის ნაწილები:

m. ciliaris - წამწამოვანი კუნთი (არ ყავს ანტაგონისტი) და processus ciliaris.

ორივე ერთად ქმნის წამწამოვან გვირგვინს-corona ciliaris. წამწამოვანი გვირგვინი


საბოლოო ჯამში წამწამოვანი სარტყლის საშუალებით-zonula ciliaris -ცინის იოგით
დაკავშირებულია ბროლის კაფსულასთან. თუ წამწამოვანი კუნთი შეიკუმშა, ცინის
იოგით შეკუმშვის ძალა გადაეცემა ბროლს. ბროლის სიმრუდის რადიუსი შეიცვლება. და
ახლომდებარე ნივთებს უკეთ დავინახავთ (აკომოდაციის რეფლექსი).

აკომოდაციის რეფლექსი - ბროლის სიმრუდის რადიუსის ცვლილება.

ადაპტაციის რეფლექსი- გუგის დიამეტრის ცვლილება.

სინათლეზე რეაქციით გუგის შეკუმშვა გაფართოვება ( პირდსპირი და შეუღლებული


რეაქცია ანუ თუ მარტო ერთ თვალს მივანათებთ ორივე შეიკუმშება),ამას
უზრუნველყოფს შუა ტვინში მოთავსებული სპეციალური ბირთვი.

წამწამოვანი სხეულის მიდამოში არის მცირე წამწამოვანი სისხლძარღვები


მოთავსებული,რომლებიც დიფუზიით გამოიმუშავებს წყალწყალა ნამს-humor aqueous.
წყლის მაგვარი ნივთიერებაა, რომელიც ავსებს წინა და უკანა კამერას. საბოლოო ჯამში
პასუხისმგებელია თვალშიგა წნევის რეგულირებაზე. თუ დიდი რაოდენობით
დაგროვდება, წნევა მოიმატებს და შესაძლოა ჩამოყალიბდეს გლაუკომა.

ბროლს გააჩნია:

1. კაფსულა
2. ბროლის ნივთიერება - 1. ბროლის ბირთვი- nucleus lentis(ცენტრალურად)
2.ქერქოვანი შრე- cortex lentis (პერიფერიულად)

ბროლს გააჩნია წინა/უკანა ზედაპირები, რომლებიც კიდეების საშალებით


უკავშირდებიან ერთმანეთს. შემაერთებელ წარმოსახვით ღერძს ეწოდება აქსის ლენტის-
ბროლის ღერძი. ბროლის კიდეების შემაერთებელ წარმოსახვით ღერძს ეწოდება
ექუატორ ლენტის-ბროლის ეკვადორი. აფაკია არის ბროლის თანდაყოლილი
არარსებობა. ბროლის კაფსულის ნივთიერება თუ შეირღვა, ესეიგი დისმეტაბოლური
პროცესები წავიდა ამ ნითიერებაში და შეიძლება განვითარდეს კატარაქტა. ე.ი კატარაქტა
არის ბროლის პათოლოგია, ხოლო გლაუკომა-თვალშიგა წნევის.

ბადურას გააჩნია ოპტიკური და არაოპტიკური ნაწილები. არაოპტიკური იყოფა


წამწამოვან და ფერადი გარსის ნაწილებად. ოპტიკურის და არაოპტიკურის საზღვარზე
ora serrata-დაკბილული ნაკერია მოთავსებული. თვალის ფსკერზე ოფთალმოსკოპით თუ
ჩავიხედავთ, ორ რაღაცას დავინახავთ: 1. მხედველობის ნერვის დისკოს შესაბამისი
უბანი, სადაც კოლმბები და ჩხირები არ გვაქვს. (ბრმა ხალი-macula cecum). 2. მისგან
მოშორებულად მდებარე ყვითელი ხალი-macula lutea (ბევრ კოლბებს და ჩხირებს
შეიცავს). მას გააჩნია ჩაღრმავებული უბანი, რასაც fovea centralis-ცენტრალური
ჩაღრმავება ეწოდება. ამ უბნიდან იწყება აქსის ოპტიკუს-მხედველობის ღერძი.

თვითონ ბადურა გარსს სხვადასხვა ტიპის უჯრედები გააჩნია. მხედველობის ხერძის


გზაზე 3 ძირითადი ნეირონია. 1. ჩხირები და კოლბები 2.ბიპოლარული უჯრედები
3.განგლიური უჯრედები (ერთიანდება და გვაძლევს მედველობის ნერვს).

ახლოსმხედველობა და შორსმხედველობა- მიოპია და ჰიპერმეტროპია. მიოპიის დროს


გამოსახულება მიიღება ბადურა გარსთან შედარებით წინ. გვჭირდება ორმხრივ
ჩაზნექილი ლინზა. მის დროს პლიუსია და გვჭირდება მინუსი ლინზა-გამბნევი.
ჰიპერმეტროპიის დროს ორმხრივ ამოზნექილი-შემკრები. გარდატეხის კუთხის
ერთეულია დიოპტრია. ასტიგმატიზმი-რქოვანას სხვადასხვა უბანი სხვადასხვა ძალით
გარდატეხს სინათლეს. ამიტომ რაღაც უბნით ნორმალურ გამოსახულებას ვიღებთ, რაღაც
უბნიდან ბუნდოვანს. საბოლოოდ მივიღებთ აააააა? ჯაფსანდალსო :დდ ანუ დაბინდული
გამოსახულება.

თვალის კაკალში არსებულ სივრცეს ავსებს მინისებრი სხეული გააჩნია კაფსულა-


მემბრანა ვიტრეა. ეს რომ მოვაშოროთ გამოჩნდება ჟელესმაგვარი ნითერება რომელიც მას
ავსებს. ასაკის მატებასთან ერთად დაიწყება დეგენერაციული პროცესები ამ
ნივთიერებაში და გაჩნდება შემღვრეული უბნები. პაციენტი გვეტყვის, რომ თითქოს
თვალის წინ რაღაც უბრჭყვიალებს. მფრინავი ბუზები- mouches volantes, აღვიქვამთ
მაშინ, როდესაც რეალურად არაა. ესაა მინისებრ ნივთიერებაში შემღვრევების გამო.

Corpus vitreum-მინისებრი სხეული, membrane vitrea-ნივთერების მფარავი აპკი, camera


vitrea bulbae-სადაც მოთავსებულია მინისებრი სხეული. მინისებრი სხეულის წინ
მოთავსებულია ჩაღმავებული უბანი-fossa hyaloidea. ეს გვჭირდება იმიტომ, რომ ამ
უბანში მინისებრ სხეულს ეხება ბროლი.

გლაუკომა არსებობს ორი ტიპის- ღია კუთხოვანი, დახურულ კუთხოვანი.


დახურულკუთხოვანის დროს ქირურგიულად ვხსნის შლემის არხის მიმდებარე ადგილს
და ვახდენთ დრენირებას. ღიაკუთხოვანის დროს ან უნდა დავაქვეითოთ ნამის
პროდუქცია, ან უნდა გავაძლიეროთ ნამის გადინება. (ფარმაკოლოგიური საშალებებით).

თვალის კაკლის მოძრაობაში მონაწილეობს 6 კუნთი, ყველა იწყება anulus tendineus


communis-საერთო მყესოვანი რგოლი ეწოდება. ერთადერთი კუნთი, რომელიც აქედან არ
იწყება არის თვალის ქვედა ირიბი კუნთი, იგი იწყება თვალბუდის ძვლოვანი
საფუძვლიდან, საცრემლე ფოსოს სიახლოვეს. მიემართება და უმაგრდება სკლერას.

1. M. rectus superior - ამოძრავებს ზემოთ და შიგნით


2. M. rectus inferior - ქვემოთ და შიგნით
3. M. rectus medialis - შიგნით
4. M. rectus lateralis - გარეთ
5. M. obliquus superior - ქვემოთ და გარეთ (გააჩნია საკუთარი ჭაღი-ფიქსაცია)
6. M. obliquus inferior - ზემოთ და გარეთ
სტრაბიზმი-სიელმე. ჯანმრთელი კუნთი თავისკენ გადაწევს თვალს. 6 კუნთია და 3
ნერვი აინერვირებს. 1.ზემო ირიბი კ.-მეოთხე წყვილი ნერვი-ჭაღისებრი ნერვი (მეტს
არაფერს აინერვირებს). 2. გარეთა სწორი კ.-მეექვსე წყვილი ნერვი-განმზიდველი ნერვი
(მეტს არაფერს აინერვირებს). დანარჩენი 4 კუნთი ინერვირდება თავის ტვინის მესამე
წყვილი ნერვით- თვალის მამოძრავებელი ნერვით. ამ კუნთების გარდა, კიდევ
აინერვირებს ზემო ქუთუთოს ამწევ კუნთს.

ეზოტროპია-სტრატიზმუს კოვერგენს - თვალის კაკალი გადახრილია შიგნით.


დაზიანებულია ლატ.სწორი კუნთი

ეგზოტროპია- დივერგენს- მედიალური სწორი კუნთის პრობლემა

ჰიპერტროპია-სურსუმ ვერგენს

ჰიპოტროპია- დორსუმ ვერგენს

გვაქვს საცრემლე პარკის ფოსო. ერთი მედიალურად, ერთი თვალბუდის ზედა ლატ.
ნაწილში. აქვე მოთავსებულია glandula lacrimalis. იყოფა ორ ნაწილად: თვალბუდის
ნაწილი, ქუთუთოს ნაწილი. ქუთუთოებზე მოთავსებულია- cilia (წამწამები). წარბები-
supercilia. საცრემლე ჯირკვალს გააჩნია მცირე ზომის სადინრები, რითიც
გადაადგილდება ცრემლი კონიუქტივის პარკში- saccus conjunctivalis. კონიუქტივა-
ლორწოვანის მსგავსი წარმონაქმნი, მფარავი თხელი შრე, რომელიც ქუთუთოებს ამოფენს
შიგნიდან და რქოვანას და სკლერის ხილულ ნაწილს ფარავს წინიდან. გადასვლის
უბნებში გააჩნია ზედა და ქვედა თაღები. წინიდან ქუთუთოს კონიუქტივა, უკნიდან
ბულბარული, ანუ თვალის კაკლის კონიუქტივა. დავხურეთ თვალის ნაპრალი, ანუ
დავხუჭეთ თვალი. ამ სივრცეებს შორის რა ნაპრალიც დარჩება, ეს არის კონიუქტივის
პარკი- saccus conjunctivalis.

ვახუშტი კოტეტიშვილი ამობს :დდდ


მოდი ბიჭო დავიძინოთ, ხუჭა-ხუჭა ვქნათო
ბანჯგვლიანი,ბუნჯგვლიანი ერთმანეთსა ვკრათო

რომ დაიხურება კიდეები შეეხებიან ერთმანეთს, წარმოიქმნება ღარის მაგვარი


სტრუქტურა- საცრემლე რუ- rivus lacrimalis. ეს ხელს უწყობს დახუჭულო თვალის დროს
ცრემლის გადაადგილებას მედიალურ მხარეს. მედიალურ მხარეს მოთავსებულია
საცრემლე ტბა- lacus lacrimalis. ამ ტბიდან კანალიკულის ლაკრიმალის საშუალებით
ცრემლი გადაედინება საცრემლე პარკში- saccus lacrimalis. ე.ი:

Glandula lacrimalis -> rivus lacrimalis -> lacus lacrimalis -> canaliculus lacrimalis ->
saccus lacrimalis-> canalis nasolacrimalis.
კონიუქტივის წარმონაქმნებია: caruncula -კორძი, plica semilunaris -ნახევარმთვარისებრი
ნაოჭი.

სურდო აქვს ადამიანს და + ცრემლდენა, იმიტომ, რომ შეშუპდება ლორწოვანი, დაიხშობა


ის ხვრელი, სადაც უნდა გაიხსნას ცხვირ ცრემლის არხი, შეგუბდება ცრემლი და თვალის
კაკლიდან გარეთ გადმოედინება.

დაკრიო ცისტიტი არის ჩირქოვანი ანთება, რომელიც ვითარდება საცრემლე პარკის


მიდამოში. ჰიპოკრატე ამბობდა- დაინახავ ჩირქს, მოახდინე მისი დრენირება. ჩირქი
ჩარევის გარეშეც მოშორდება ორგანიზმს. დაკრიოცისტიტის დროს იწყება ჩირქის
გადმოდინება საცრემლე პარკის მიდამოდან.

თვალბუდეს გააჩნია ძვლოვანი საფუძველი, რომელიც ამოფენილია


ძვლისსაზრდელათი-periorbita. ამის შემდეგ მოდის corpus adiposum-ცხიმოვანი სხეული.
შემდეგ ტენონის კაფსულა- შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულა. შემდეგ გარეთა გარსი
თვალის გარსის-სკლერა. ტენონის კაფსულასა და სკლერას შორის მოთავსებულია
ეპისკლელური სივრცე. სკლერის მერე მოდის საკუთრივ სისხლძარღვოვანი შრე-
ქოროიდეა. მასა და სკლერას შორის მოთავსებულია პერიქოროიდული სივრცე. შემდეგ
ანუ ქოროიდეა. შემდეგ ბადურას ოპტიკური ნაწილი. შემდეგ მემბრანა ვიტრეა ბულბი.
შემდეგ მინისებრი სხეულის ნივთიერება.

ქუთუთოები ერთმანეთს უკავშირდებიან- comisura palpebralis medialis et lateralis.


ფიქსაცია- 1. Ligamentum medialis et lateralis.

როგორც ზედა,ასევე ქვედა ქუთუთოს კანსა და კონიუნქტივას შორის გააჩნია ხრტილის


მაგვარი წარმონაქმნი- ტარზალური ფირფიტა-ქუთუთოების ხრტილი ეწოდება. აქ
მოთავსებულია კუნთოვანი ბოჭკოები: 1.მიულერის კუნთი (სიმპათკური ინერვაცია)
2.ზემო ქუთუთოს ამწევი კუნთი (პარასიმპათკური ინერვაცია).

ჰორნერის სინდრომი-ქუთუთოს დაშვებით გამოიხატება. ამ დროს დაზიანებულია


მიულერის კუნთი.

ზოგჯერ შესაძლებელია კონიუნქტივის რაღაც უბანში ანთებითი, ან იდიოპათიური


(მიზეზი არ ვიცით) გამო, რაღაც ქსოვილმა ზრდა დაიწყოს გუგის მიმართულებით და
იმდენად ჩაიზარდოს ამ გუგაში, რომ საბოლოოდ მხედველობაც დააქვეითოს და
მთლიანად გადაფაროს გუგა. ამას ეწოდება პტერიგიუმი. ოპერაციული ჩარევა სჭირდება.

You might also like