You are on page 1of 5

საგანი სასუნთქი სისტემის ჰისტოლოგია

ტესტების შეკითხვები
1. სასუნთქი სისტემა შედგება ჰაერგამტარი გზებისა და რესპირაციული განყოფილებებისგან. რესპირაციული განყოფილებისთვის დამახასიათებელია:
რესპირაციულ ნაწილს წარმოადგენს: რესპირაციული ბრონქიოლები,ალვეოლური სავალები, ალვეოლური პარკები.
რესპირაციულ განყოფილებაში ხორციელდება აირთა ცვლა(ანუ სასუნთქი სისტემის სუნთქვის ფუნქცია). ამ დროს ხდება ჩასუნთქული
ჰაერიდან ჟანგბადის შთანთქმა და ჟანგბადით სისხლის გამდიდრება, ასევე ნახშირორჟანგის სისხლიდან ალვეოლების სანათურში და
შემდეგ ორგანიზმიდან გარეთ გამოყოფა.
2. სასუნთქი სისტემა შედგება ჰაერგამტარი გზებისა და რესპირაციული განყოფილებებისგან. ჰაერგამტარი განყოფილებისთვის დამახასიათებელია:
ჰაერგამტარ გზებს ქმნის- ცხვირის ღრუ, ცხვირხახა, ხორხი, ტრაქეა ანუ სასულე, ბრონქები, ბრონქიოლები და ტერმინალური
ბრონქიოლები. ჩასუნთქული ჰაერი რესპირაციულ ნაწილში ჰაერგამტარი გზების გავლით ხვდება, სადაც მტვრისა და
მიკროორგანიზმებისგან სუფთავდება, თბება და ტენიანდება. ჩასუნთქული ჰაერის შედგენილობის აღქმა ხდება ყნოსვის ორგანოს –
ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსში და ფილტვის ნეიროეპითელურ სხეულაკებში განლაგებული რეცეპტორებით.
3. ჰაერგამტარი გზების კედლის შემადგენლობაში რომელი ქსოვილი ასრულებს საყრდენ ფუნქციას, ხელს უშლის კედლის მოშვებას, შეწებებას და
უზრუნველყოფს ჰაერის შეუფერხებელ გატარებას?
ხრტილოვანი ქსოვილი, რომელიც ძირითადად ჰიალინური ხრტილოვანი ქსოვილითაა წარმოდგენილი.
4. ჰაერგამტარ გზებში ჰაერის შეუფერხებელ გატარებას უზრუნველყოფს კედლის მოქნილობა. რომელი ბოჭკოები ანიჭებს კედელს მოქნილობას?
ელასტიური, კოლაგენური და კუნთოვანი ბოჭკოები.
5. რომელი ბოჭკოები არეგულირებს ჰაერის მოძრაობას ჰაერგამტარ გზებში ჩასუნთქვა–ამოსუნთქვის დროს?
გლუვი კუნთოვანი ბოჭკოები.
6. ჰაერგამტარი გზების მნიშვნელოვანი ფუნქციაა ჩასუნთქული ჰაერის კონდიცირება: გათბობა, დატენიანება და გასუფთავება. ამ პროცესში ჩართულია
სპეციალური რესპირაციული ეპითელიუმი, რომლითაც ჰაერგამტარი გზებია ამოფენილი.
7. ჰაერგამტარი გზების კედლის რომელი გარსი ეწინააღმდეგება სუნთქვის სისტემაში მიკროორგანიზმების შესვლასა და გამრავლებას?
ლორწოვანი გარსი
8. როგორ იცვლება ლორწოვანი გარსის ეპითელის შემადგენელი წამწამიანი უჯრედების წამწამების სიგრძე ჰაერგამტარი გზების სანათურის დიამეტრის
შემცირებასთან ერთად?
ჰაერგამტარი გზების სანათურის შემცირებასთან ერთად წამწამების სიგრძე მცირდება.
9. როგორ იცვლება ლორწოვანი გარსის ეპითელის შემადგენელი წამწამიანი უჯრედების წამწამების რაოდენობა ჰაერგამტარი გზების სანათურის
დიამეტრის შემცირებასთან ერთად?
უჯრედის აპიკალურ ზედაპირზე წამწამების რაოდენობა ჰაერგამტარი გზების სხვადასხვა უბანში სხვადასხვაა. მაგალითად, ცხვირის
ღრუში თითოეულ წამწამიან უჯრედზე 15–20 წამწამია, ტრაქეაში კი 100–250. იზრდება
წამწამების მოძრაობის სიხშირეა 25 რხევა წმ-ში.
10. ჰაერგამტარი გზების ლორწოვანი გარსის ეპითელის რომელი უჯრედები გამოიმუშავებს ანტიმიკრობული თვისების მქონე ლორწოვან ნივთიერებას?
ფიალისებური უჯრედები
11. როგორ იცვლება ფიალისებური უჯრედების რაოდენობა რესპირაციულ ეპითელში ჰაერგამტარი გზების სანათურის დიამეტრის შემცირებასთან ერთად?
ჰაერგამტარ გზებში ფიალისებური უჯრედების რაოდენობა დისტალური მიმართულებით მცირდება.
12. ჰაერგამტარი გზების რომელ უბანში აღარ არის ეპითელში ფიალისებური უჯრედები?
ფიალისებური უჯრედები ტერმინალურ ბრონქიოლებში ნორმაში აღარ არის.
13. ლორწოვანი გარსის ეპითელის შემადგენელი რომელი უჯრედების დიფერენცირების შედეგად წარმოიქმნება წამწამიანი უჯრედები?
ბაზალური ანუ კამბიალური უჯრედების(დაბალი ჩართული უჯრედები)
14. ჰაერგამტარი გზების ლორწოვანი გარსის ეპითელური შრის შემადგენელი სეკრეტორული ანუ კლარა უჯრედები ხასიათდებიან
სეკრეტორული უჯრედები გვხვდება ბრონქიოლებში, კერძოდ, ჰაერგამტარი გზების დისტალურ უბნებში (ტერმინალურ ბრონქიოლებში)
და რესპირაციული განყოფილების საწყის უბნებში (რესპირაციულ ბრონქიოლებში). ისინი განლაგებული არიან წამწამიან უჯრედებს
შორის. კლარა უჯრედებისთვის დამახასიათებელია გუმბათისებური აპიკალური პოლუსი მოკლე მიკროხაოებით. წამწამები არ აქვთ. ამ
უჯრედისთვის დამახასიათებელია მომრგვალო ფორმის ბირთვი, ბაზალურ ნაწილში კარგად განვითარებული გლუვი ენდოპლაზმური
ბადე და მიტოქონდრიები, აპიკალურ ნაწილში მცირე რაოდენობით ელექტრონულად მკვრივი სეკრეტორული გრანულები, რომელთა
შემცველობა სეკრეციის აპოკრინული ან მეროკრინული მექანიზმით გამოიყოფა სანათურში. ციტოპლაზმაში არის გრანულარული
ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის აპარატი, მრავალი ბუშტუკი და მულტივეზიკულური სხეული. კლარა უჯრედები გამოიმუშავებენ ლიპო-
და გლიკოპროტეინებს, ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობენ ჩასუნთქული ჰაერით ორგანიზმში შესული ტოქსინების ინაქტივაციაში.
15. რესპირაციული ეპითელიუმის შემადგენელი რომელი უჯრედები მონაწილეობენ ჩასუნთქული ჰაერით ორგანიზმში შესული ტოქსინების
ინაქტივაციაში?
სეკრეტორული ანუ კლარა უჯრედები
16. გარსებიდან რომელი არ არის მცირე კალიბრის ბრონქებისა და ბრონქიოლების კედელში?
ფიბროზულ-ხრტილოვანი გარსი
17. რესპირაციული ეპითელიუმის რომელი უჯრედების დიფერენცირებით მიიღება როგორც წამწამიანი, ისე ფიალისებური უჯრედები?
მაღალი ჩართული(შუალედური) უჯრედები
18. რესპირაციული ეპითელიუმის რომელი უჯრედები უზრუნველყოფენ ლორწოს მოძრაობას ეპითელის ზედაპირზე?
წამწამიანი უჯრედები
19. რომელი ტიპის ეპითელიუმი ამოჰფენს ჰაერგამტარ გზებს?
ერთშრიანი, მრავალრიგიანი, ცილინდრული, მოციმციმე(წამწამიანი) ეპითელი
20. ჰაერგამტარი გზების ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის შემადგენელი უჯრედებია
წამწამიანი, ფიალისებური, ანტიგენწარმდგენი(დენდრიტული ანუ ლანგერჰანსის), ნეიროენდოკრინული, ყაეთნოვანი, სეკრეტორული
კლარა და ბაზალური უჯრედები.
21. ცხვირის ღრუს გაფართოებულ ნაწილს – კარიბჭეს გამოფენს
მრავალშრიანი ბრტყელი გარქოვანებული ეპითელი
22. სად გვხვდება ცხვირის ღრუში ქონის ჯირკვლები?
ეპითელის ქვეშ შემაერთებელქსოვილოვან შრეში ქონის ჯირკვლები და თმის ძირებია განლაგებული.
23. რომელი უჯრედებისგან შედგება ცხვირის ღრუში რესპირაციული ეპითელიუმი?
წამწამიანი, ფიალისებური, მიკროხაოებიანი, ბაზალური.
24. რომელი კლასის ანტისხეულებია ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მფარავ ლორწოში?
A კლასის იმუნოგლობულინები, რომლებიც საკუთარი ფირფიტაში არსებული პლაზმოციტების მიერ გამომუშავდება.
25. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტისთვის დამახასიათებელია
ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტა ფაშარი ბოჭკოვანი უფორმო შემაერთებელი ქსოვილია, რომელშიც დიდი რაოდენობითაა
ელასტიური ბოჭკოები, ასევე ლიმფოციტები, პლაზმური და პოხიერი უჯრედები. საკუთარ ფირფიტაში გვხვდება მარტივი მილაკოვანი,
ცილა-ლორწოვანი ტიპის ჯირკვლების ტერმინალური განყოფილებები, რომელთა გამომტანი სადინარები ეპითელის ზედაპირზე იხსნება.
სმენის (ევსტაქის) მილის ნაპრალში ლორწოვანი გარსის საკუთარ ფირფიტაში ლიმფური ფოლიკულებია განლაგებული, რომლებიც
სასმენი მილების ნუშებს ქმნიან. საკუთარი ფირფიტა ხრტილსაზრდელასთან ან ძვლისაზრდელასთანაა დაკავშირებული.
26. რესპირაციული ეპითელისგან განსხვავებით ყნოსვის ეპითელში
ყნოსვის ეპითელი მრავალრიგიანი ცილინდრული ეპითელია და რესპირაციულ ეპითელზე მაღალია. ყნოსვის ეპითელში არ გვხვდება
ფიალისებური უჯრედები და მრავალუჯრედიანი ენდოეპითელური ჯირკვლები. ის შედგება 3 სახის უჯრედისგან: ყნოსვის, საყრდენი და
ბაზალური.
27. ხორხის კედელში რომელ გარსში გვხვდება მკვრივი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი?
ფიბროზულ-ხრტილოვანი გარსის ფიბროზულ ნაწილში
28. ხორხსარქველისთვის დამახასიათებელია
ხორხის კიდიდან წარიზიდება ხორხსარქველი, რომელიც ხახაში აღწევს. ხორხსარქველის უბანში ხახის ლორწოვანი გარსი გადადის
ხორხის ლორწოვან გარსში. ხორხსარქველს ორი – ენის და ხორხის ზედაპირი აქვს. ენის ზედაპირი მთლიანად და ხორხის ზედაპირის
აპიკალური ნაწილი მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით არის დაფარული. ხორხის ფუძის მიმართულებით ეპითელიუმი თანდათან
მრავალრიგიანი ცილინდრული მოციმციმე ეპითელური ქსოვილით იცვლება. ხორხსარქველის ენის ზედაპირზე ლორწოვანი გარსის
საკუთარი ფირფიტა ეპითელში იჭრება დვრილების სახით. ხორხის ზედაპირზე ეს დვრილები მოკლეა, ხოლო ეპითელი უფრო დაბალი,
ვიდრე ენის ზედაპირზე. საკუთარ ფირფიტაში შერეული, სერო-მუკოზური (ცილა-ლორწოვანი) ტიპის ჯირკვლების ტერმინალური
განყოფილებებია. ხორხსარქველის საფუძველს ელასტიური ხრტილოვანი ქსოვილი ქმნის.
29. რომელი ტიპის ეპითელითაა დაფარული ნამდვილი მბგერავი ნაოჭი?
მრავალშრიანი ბრტყელი გაურქოვანებული ეპითელით
30. რომელი ტიპის კუნთოვანი ქსოვილი მონაწილეობს მბგერავი კუნთის წარმოქმნაში?
განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი
31. რომელი გარსი მონაწილეობს ხორხში მბგერავი ნაოჭების წარმოქმნაში?
ლორწოვანი გარსი
32. რომელი ქსოვილი ქმნის საყრდენს მბგერავი იოგებისთვის?
ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი
33. ნამდვილი მბგერავი ნაოჭის ცრუსგან განსხვავებით
ნამდვილი მბგერავი იოგის ლატერალურად ჩონჩხის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილის ბოჭკოთა კონებია, რომელსაც მბგერავ კუნთს
უწოდებენ. ცრუ კი არ შეიცავს მბგერავ კუნთებს. ნამდვილი მბგერავი იოგის შემადგენლობაში გვხვდება ელასტიური ბოჭკოები. ცრუ
მბგერავი იოგი დაფარულია ჭეშმარიტი რესპირაციული ეპითელიუმით, ხოლო ნამდვილი მრავალშრიანი გაურქოვანებელი ეპითელით.
34. სად ხდება ცხვირის ღრუს რესპირაციულ ეპითელში ლორწოს წარმოქმნა?
ფიალისებურ უჯრედებში
35. ყნოსვის ეპითელში რომელი უჯრედებია დაფარული მიკროხაოებით?
საყრდენი
36. ყნოსვის ეპითელის შემადგენელი უჯრედებიდან რომელი ივითარებს ყნოსვის ფოლაქებს?
ყნოსვნის უჯრედები
37. ხორხისთვის მართებულია გამოთქმა
ხორხი ხახას ტრაქეასთან აკავშირებს და ჰაერის გატარების, კონდიცირების და ბგერის წარმოქმნის ფუნქციას ასრულებს. მას ასევე
ახასიათებს ბარიერულ-დამცველობითი ფუნქცია, კერძოდ, გადაყლაპული საკვების ან სითხის სასუნთქ გზებში მოხვედრას უშლის ხელს.
ხორხი 42 მმ სიგრძის და 40 მმ სიგანის ღრუ ორგანოა და მის საყრდენს ხრტილოვანი ქსოვილი წარმოადგენს, რომლის დიდი ნაწილი
ჰიალინური ხრტილია, თუმცა ზოგიერთი ხრტილი ელასტიურიცაა. ხორხში ხრტილები ერთმანეთს იოგების მეშვეობით უკავშირდება.
ხორხის ხრტილების დიდი ნაწილი ასევე დაკავშირებულია კუნთებთან. ხორხის კუნთებს ჩონჩხის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი
ქმნის. ხორხის კედელი ლორწოვანი, ფიბროზულ-ხრტილოვანი და ადვენტიციური გარსებისგან შედგება.
38. სასულე ანუ ტრაქეა თხელკედლიანი მილია, რომელიც ხასიათდება
სასულე ანუ ტრაქეა თხელკედლიან მილს (სიგრძე დაახლოებით 10 სმ-ია) წარმოადგენს, რომელიც ერთმანეთთან ხორხსა და ბრონქებს
აკავშირებს. მისი სიმტკიცე და მოქნილობა კედელში ხრტილოვანი ნახევარრგოლების არსებობითაა განპირობებული. ტრაქეის კედელი
შედგება ლორწოვანი, ლორწქვეშა, ფიბროზულ-ხრტილოვანი და ადვენტიციური გარსებისგან. ლორწოვან გარსში კუნთოვანი ფირფიტა
არ გვხვდება. სასულე მრავალრიგიანი, ცილინდრული მოციმციმე ეპითელიუმითაა ამოფენილი, რომელიც უჩვეულოდ სქელ ბაზალურ
მემბრანას უკავშირდება. ეპითელი შედგება წამწამიანი, ფიალისებური, ბაზალური, ნეიროენდოკრინული უჯრედებისგან.
39. ბრონქიოლებისთვის არ არის დამახასიათებელი
ხრტილოვანი ელემენტები და ჯირკვლები.
დამახასიათებელია:
ტერმინალური ბრონქიოლების დიამეტრი 0,5მმ–ია. მისი კედელი მხოლოდ ლორწოვანი გარსისგან შედგება და კედელში არ არის
ხრტილოვანი ელემენტები და ჯირკვლები. ლორწოვანი გარსის ეპითელური შრე წარმოდგენილია ერთშრიანი კუბური მოციმციმე
წამწამოვანი ეპითელით. მასში
გამოყოფენ წამწამოვან, ყაეთნოვან და სეკრეტორულ (კლარა) უჯრედებს. კლარა უჯრედების ციტოპლაზმაში დიდი რაოდენობითაა
სეკრეტორული გრანულები. ცნობილია, რომ ეს უჯრედები გამოიმუშავებს გლიკოზამინოგლიკანებს, რომლებიც ეპითელურ საფარველს
იცავს.
ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტა წარმოქმნილია ფაშარი ბოჭკოვანი უფორმო შემაერთებელი ქსოვილით. მასში სიგრძივადაა
განლაგებული ელასტიური ბოჭკოები. ამ ბოჭკოებს შორის კი გაფანტულია გლუვი კუნთოვანი უჯრედების კონები. საკუთარი ფირფიტის
ასეთი აგებულების გამო ბრონქიოლები ადვილად იჭიმება ჩასუნთქვის დროს და უბრუნდება საწყის მდგომარეობას ამოსუნთქვის დროს.
40. რა უზრუნველყოფს სასულის ანუ ტრაქეის კედლის სიმტკიცესა და მოქნილობას?
მისი სიმტკიცე და მოქნილობა კედელში ხრტილოვანი ნახევარრგოლების არსებობითაა განპირობებული.
41. სასულის ანუ ტრაქეის ლორწოვან გარსში გამოყოფენ
ეპითელურ და საკუთარ ფირფიტას.
42. რომელი ქსოვილებითაა წარმოდგენილი ტრაქეის ფიბროზულ–ხრტილოვანი გარსი?
?ჰიალინური ხრტილოვანი ქსოვილი, მკვრივი შემაერთებელი ქსოვილი. მეზობელ ნახევარრგოლებს შორის შუალედში მკვრივი
შემაერთებელი ქსოვილია.
43. ტრაქეის ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტა ხასიათდება
საკუთარი ფირფიტა ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილია, რომელშიც დიდი რაოდენობითაა სიგრძივად ჩალაგებული ელასტიური
ბოჭკოები და გვხვდება გლუვი კუნთოვანი ბოჭკოების მცირე კონები. ლორწოვანი გარსის საკუთარ ფირფიტაში გვხვდება ლიმფური
კვანძებიც.
44. როგორი ტიპის ჯირკვლების ტერმინალური განყოფილებებია ჩალაგებული ტრაქეის ლორწქვეშა ჩანაფენში?
შერეული ცილა-ლორწოვანი ტიპის ჯირკვლების
45. მთავარი ბრონქების რომელ გარსშია ლიმფური კვანძები?
ლორწოვანი გარსის საკუთარ ფირფიტაში.
46. რომელ ბრონქშია წარმოდგენილი ჰიალინური ხრტილი ჩაკეტილი რგოლების სახით?
მთავარ ბრონქებში
47. რომელი ტიპის ბრონქებში ხდება ჰიალინური ხრტილოვანი ქსოვილის ჩანაცვლება ელასტიურით?
საშუალო ბრონქებში(სუბსეგმენტური)
48. რა იცვლება დატოტიანებასთან ერთად ბრონქების კედელის აგებულებაში?
ფიბროზულ-ხრტილოვანი გარსი თანთადან ქრება და საბოლოოდ მხოლოდ ლორწოვანი გარსი რჩება მცირე ზომის ბრონქიოლებში.
ლორწოვანი გარსის მიერ წარმოქმნილი ნაოჭები იმატებს, ფიალისებური უჯრედები აღარ გვაქვს მცირე ბრონქებში. კედელში არ არის
ხრტილოვანი ელემენტები და ჯირკვლები.
49. ჰაერგამტარი გზების რომელ უბანში არ გვაქვს ხრტილოვანი ელემენტები და ჯირკვლები?
მცირე ბრონქიოლებში(ტერმინალურ ბრონქიოლებში)
50. დაასახელეთ ტერმინალურ ბრონქიოლებში ეპითელური შრის შემადგენელი უჯრედები
წამწამოვანი, ყაეთნოვანი და სეკრეტორული(კლარა)
51. დაასახელეთ ბრონქების თანმიმდევრობა სანათურის დიამეტრის შემცირების მიხედვით.
პირველადი ბრონქი, წილოვანი, სეგმენტური, სუბსეგმენტური ბრონქები, ქრონქიოლები, ტერმინალური ბრონქიოლები
52. რამდენი ხრტილოვანი ნახევარრგოლითაა წარმოდგენილი ტრაქეის ფიბროზულ-ხრტილოვანი გარსი და რომელი ხრტილოვანი ქსოვილი ქმნის ამ
ნახევარრგოლებს?
ტრაქეის ფიბროზულ-ხრტილოვანი გარსი 16–20 ჰიალინური ხრტილოვანი ნახევარრგოლისგან შედგება.

You might also like